ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნაზალური პრეპარატები

რინოფლუიმუცილი

RINOFLUIMUCIL®

ურეცეპტოდ(10მგ + 5მგ)/მლინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

რინოფლუიმუცილი® გამოიყენება მოზრდილებისა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ შემდეგი დაავადებებისა და მდგომარეობების დროს: ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება (მწვავე და ქვემწვავე რინიტი სქელი ჩირქოვან-ლორწოვანი სეკრეტით, ქრონიკული რინიტი, ვაზომოტორული რინიტი, ატროფიული რინიტი); …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
აცეტილცისტეინი (acetylcysteine) + tuaminoheptane
ფორმა და შეფუთვა
(10მგ + 5მგ)/მლ 10მლ ნაზალური სპრეი, ხსნარი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 გამფრქვევ აპლიკატორთან ერთად
მწარმოებელი
Zambon S.p.A., იტალია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნაზალური პრეპარატები, სიმპათომიმეტური საშუალებების კომბინაციები, გარდა კორტიკოსტეროიდებისა
ATC კოდი
R01AB08
რეგისტრაციის ნომერი
რ-046334
რეგისტრირებულია
17 სექტემბერი 2026, მოქმედებს 17 სექტემბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Zambon S.p.A., acting through the Moscow Representative Office of Zambon S.P.A. (რუსეთი)
განმცხადებელი
შპს „ფარმა სერვისი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებარინოფლუიმუცილი და სხვა წამალი ერთად

რინოფლუიმუცილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რინოფლუიმუცილი® გამოიყენება მოზრდილებისა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ შემდეგი დაავადებებისა და მდგომარეობების დროს:

ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება (მწვავე და ქვემწვავე რინიტი სქელი ჩირქოვან-ლორწოვანი სეკრეტით, ქრონიკული რინიტი, ვაზომოტორული რინიტი, ატროფიული რინიტი);

პარანაზალური სინუსების ანთება (სინუსიტი).

მიღების წესი და დოზირება

აცეტილცისტეინი ათხელებს ცხვირის სქელ ლორწოს. ტუამინოჰეპტანი ამცირებს ლორწოვანი გარსის შეშუპებას, აუმჯობესებს ცხვირის გასასვლელებს და აადვილებს სუნთქვას. თუ გაუმჯობესება არ არის ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს.

  • ინფორმაცია რინოფლუიმუცილის® გამოყენებამდე.

უკუჩვენებები

გაქვთ ალერგია აცეტილცისტეინის, ტუამინოჰეპტანის ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხილეთ გამოყენების ინსტრუქციის ნაწილი 6);

გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადება, მათ შორის მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);

გაქვთ ცერებროვასკულური დაავადების ისტორია;

გაქვთ კრუნჩხვების ისტორია;

გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათი სიმსივნე (ფეოქრომოციტომა);

გაწუხებთ თვალშიდა წნევის მომატება (ვიწროკუთხოვანი გლაუკომა);

თუ თქვენ ქირურგიული გზით ამოკვეთეთ ჰიპოფიზი (ჰიპოფიზექტომია) ან ჩაგიტარდათ ოპერაცია, რომლის დროსაც ტვინის ღია მკვრივ გარსზე;

ამჟამად იღებთ ან ბოლო ორი კვირის განმავლობაში იღებდით დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტებს (ე.წ. მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები, მათ შორის შექცევადი მონოამინოქსიდაზა A ინჰიბიტორები);

იყენებთ სხვა ცხვირის სპრეებს ან წვეთებს, მათ შორის სხვა დეკონგესტანტურ ცხვირის სპრეებს;

თუ თქვენი შვილი 6 წლამდე ასაკისაა.

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

რინოფლუიმუცილის® მიღებამდე მიმართეთ ექიმს, თუ გახასიათებთ:

სისხლძარღვების ობსტრუქცია (ოკლუზიური სისხლძარღვოვანი დაავადებები);

შაქრიანი დიაბეტი;

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი გამომუშავება (ჰიპერთირეოზი);

ბრონქული ასთმა (ასთმის შეტევები, რომლებიც გამოწვეულია ბრონქების შევიწროებით და ბრონქული ლორწოვანი გარსის შეშუპებით);

პროსტატის ჰიპერტროფია (გადიდება), რადგან ამან შეიძლება გაართულოს შარდვა;

იღებთ ბეტა-ბლოკატორებს (გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები).

ეს მედიკამენტი ბავშვებში უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ვაზოკონსტრიქტორების შემცველი მედიკამენტების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება დაარღვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსისა და სინუსების ნორმალური ფუნქცია და გამოიწვიოს დამოკიდებულება.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, განსაკუთრებით მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) შემთხვევებში, მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

რინოფლუიმუცილის® ხშირი და ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება სახიფათო იყოს. ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება. ექიმის შეხედულების მიხედვით, მედიკამენტებს შეიძლება დაემატოს ანტიბაქტერიული თერაპია (ბაქტერიების განადგურების მედიკამენტები). პრეპარატი რინოფლუიმუცილი® არ არის განკუთვნილი თვალში გამოყენებისათვის.

ტუამინოჰეპტანის სულფატმა შეიძლება გამოიწვიოს დადებითი პასუხი დოპინგის ტესტზე (აკრძალული პრეპარატების გამოყენების დასადგენად ჩატარებული ტესტი).

ბავშვები და მოზარდები

რინოფლუიმუცილი® არ მისცეთ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს (იხ. ნაწილი უკუჩვენებები).

სიფრთხილის ზომები

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, განსაკუთრებით არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებისთვის, მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ასთმით დაავადებულ პაციენტებში. რინოფლუიმუცილი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, იმის გათვალისწინებით, რომ პრეპარატი უკუნაჩვენებია 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად. ვაზოკონსტრიქტორების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება დაარღვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის და პარანაზალური სინუსების ნორმალური ფუნქცია და გამოიწვიოს პრეპარატის მიმართ ტოლერანტობა. ამიტომ, ხშირმა გამოყენებამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ პროსტატის ჰიპერტროფია, შარდის შეკავების რისკის გამო. ადგილობრივი გამოყენების საშუალებების გამოყენებამ, განსაკუთრებით ხანგრძლივმა გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია: ასეთ შემთხვევაში, შეწყვიტეთ გამოყენება და, საჭიროების შემთხვევაში, დაიწყეთ შესაბამისი მკურნალობა. თუ სრული თერაპიული პასუხი რამდენიმე დღეში არ მიიღწევა, მიმართეთ ექიმს; ნებისმიერ შემთხვევაში, მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ კვირას. ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით, პრეპარატის გამოყენება შეიძლება შერწყმული იყოს შესაბამის ანტიბაქტერიულ თერაპიასთან.

ტუამინოჰეპტან სულფატმა შეიძლება გამოიწვიოს დოპინგ ტესტის დადებითი შედეგი.

ეს მედიკამენტი არ არის განკუთვნილი ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის.

დამხმარე ნივთიერებები

ბენზალკონიუმის ქლორიდი

ეს მედიკამენტი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელიც გამაღიზიანებელია და შეიძლება გამოიწვიოს კანის რეაქციები.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ეს აუცილებელია, ვინაიდან რინოფლუიმუცილმა® შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე ან, პირიქით, გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი და სიმძიმე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

რინოფლუიმუცილი® არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.

ძუძუთი კვება

რინოფლუიმუცილი® არ გამოიყენოთ ძუძუთი კვების დროს.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვის უნარზე.

რინოფლუიმუცილი® გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სხვა ისეთი საქმიანობის შესრულების უნარზე, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციის გაზრდას. კონკრეტული კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პრეპარატის მიღების დროს ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნა ჰალუცინაციები.

რინოფლუიმუცილი® შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს.

ეს მედიკამენტი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის რეაქციები.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

კონკრეტული კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა პაციენტებს უნდა ეცნობოთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჰალუცინაციებიც აღინიშნა.

გვერდითი მოვლენები

  • რინოფლუიმუცილის® შენახვის პირობები.
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები.
  • რას წარმოადგენს რინოფლუიმუცილი® და რისთვის გამოიყენება.

პრეპარატი რინოფლუიმუცილი® შეიცავს ორ აქტიურ ინგრედიენტს: აცეტილცისტეინს, რომელიც მიეკუთვნება მუკოლიზური პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც გამოიყენება ცხვირის სქელი ლორწოს გასათხელებლად და ტუამინოჰეპტანის სულფატს, რომელიც მიეკუთვნება ვაზოკონსტრიქტორული პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც გამოიყენება სისხლძარღვების შევიწროებისა და ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების აღმოსაფხვრელად.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

მოზრდილებში დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს შემდეგი სიმპტომები:

არტერიული ჰიპერტენზია, ფოტოფობია, ძლიერი თავის ტკივილი და გულმკერდის არეში შებოჭილობა. ბავშვებში დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია ჰიპოთერმია გამოხატული სედატიური ეფექტით.

მკურნალობა

მკურნალობა სიმპტომურია.

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტი: აცეტილცისტეინი + ტუამინოჰეპტანი.

100 მლ ხსნარი შეიცავს 1,0 გ აცეტილცისტეინს და 0,5 გ ტუამინოჰეპტანს (სულფატის სახით).

დამხმარე ნივთიერებები, რომლებიც შედის სამკურნალო პროდუქტის შემადგენლობაში: ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი (იხ. ნაწილი 4.4).

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში 6.1.

  • ფარმაცევტული ფორმა

ცხვირის სპრეი.

პრაქტიკულად უფერო, გამჭვირვალე სითხე დამახასიათებელი პიტნის, ოდნავ გოგირდის სუნით.

  • კლინიკური მონაცემები

შენახვის პირობები

შეინახეთ 15-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე პირობებში.

  • 5. საწყისი შეფუთვის ფორმა და შემცველობა

თითოეული მუქი ფერის შუშის ფლაკონი ალუმინის თავსახურით, აღჭურვილი პირველი გახსნის რგოლით და დამცავი პოლიეთილენის თავსახურით შეიცავს 10 მლ-ს.

მუყაოს კოლოფი შეიცავს 1 ფლაკონს ხრახნიანი შესასხურებელი საქშენით და გამოყენების ინსტრუქციას.

  • 6. სპეციალური უსაფრთხოების ზომები გამოყენებული სამკურნალო საშუალებების ან სამკურნალო პროდუქტის გამოყენებისა და სხვა მანიპულაციების შემდეგ წარმოქმნილი ნარჩენების განადგურების შესახებ

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

ინსტრუქცია სპრეის შესხურების შესახებ

მოხსენით თავსახური ხსნარის შემცველ ფლაკონს.

მოხსენით დამცავი თავსახური შესასხურებელი საქშენიდან (სურ. ა).

მიამაგრეთ შესასხურებელი საქშენი ფლაკონს (სურ. ბ).

მოხსენით თავსახური შესასხურებელი საქშენიდან (სურ. გ).

გაააქტიურეთ შესასხურებელი საქშენი მასზე ხელახლა დაჭერით.

გაასხურეთ (სურ. დ)

სურ. ა

სურ. ბ

სურ. გ

სურ. დ

  • სავაჭრო ნებართვის მფლობელი

ზამბონ S.P.A., იტალია/ Zambon S.P.A., Italy

ვია ლილო დელ დუკა, 10, 20091, ბრესო (MI), იტალია/ Via Lillo del Duca, 10, 20091, Bresso (MI), Italy.

  • 1 სავაჭრო ნებართვის მფლობელის წარმომადგენელი კავშირში

,,ზამბონ S.P.A.-ს მოსკოვის წარმომადგენლობა (იტალია)

მისამართი: 119002 მოსკოვი, გლაზოვსკის პროსპექტი, მე-7 კორპუსი, ოფისი 17

ტელ.: (495) 933-38-30/32

ფაქსი: (495) 933-38-31

მომხმარებელთა პრეტენზიები უნდა გაიგზავნოს მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელის მიერ უფლებამოსილი პირის მისამართზე:

რუსეთის ფედერაცია, ბელარუსის რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა, ყირგიზეთის რესპუბლიკა

ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია (ააო) - „ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სამეცნიერო ცენტრი“

ფაქტობრივი მისამართი: 105066, მოსკოვი, ბაუმანსკაიას ქ., 6, მე-2 კორპუსი, მე-9 სართული, ოფისი 923.

იურიდიული მისამართი: 121205, მოსკოვი, სკოლკოვოს ინოვაციების ცენტრი, ბოლშოის ბულვარი, 42, მე-1 კორპუსი

ათი: 8-800-777-86-04

ელ. ფოსტა: [email protected]

ყაზახეთის რესპუბლიკა

TOO "LEKARSTVENNAYA BEZOPASNOST (მედიცინის უსაფრთხოება)"

მისამართი: 050047, ყაზახეთი, ქალაქი ალმათი, ალატაუს რაიონი, საიალის მიკრორაიონი, 16, ოფისი. 8

ტელ: +7 777 064 27 02, +7 775 439 20 61

ელფოსტა: [email protected]

  • სარეგისტრაციო ნებართვის ნომერი
  • სამკურნალო საშუალების გაცემის კატეგორია

სამკურნალო საშუალება მიეკუთვნება ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების კატეგორიას.

პრეპარატ რინოფლუიმუცილის ზოგადი მახასიათებლები ხელმისაწვდომია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საინფორმაციო-საკომუნიკაციო პორტალზე ,,ინტერნეტი“ http://eec.eaeunion.org.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

შეშუპების საწინააღმდეგო და სხვა ცხვირის პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის; სიმპათომიმეტიკები კორტიკოსტეროიდების გარდა სხვა საშუალებებთან კომბინაციაში; ტუამინოჰეპტანი სხვა საშუალებებთან კომბინაციაში.

ათქ- კოდი: B01ABO8.

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები

რინოფლუიმუცილის მუკოლიზური და ვაზოკონსტრიქტორული ეფექტები ასახავს მისი აქტიური ინგრედიენტების ფარმაკოლოგიურ თვისებებს. აცეტილცისტეინი მუკოლიზურ ეფექტს ახდენს თავისუფალი სულფჰიდრილის ჯგუფის წყალობით, რომელიც ლორწოს გლიკოპროტეინებში დისულფიდური ხიდების გახლეჩით ათხელებს ცხვირისა და ხახის სეკრეტს.

ტუამინოჰეპტან სულფატი სიმპათომიმეტიკური საშუალებაა, რომელიც ადგილობრივი გამოყენებისას სისტემური გვერდითი მოვლენების გარეშე ვაზოკონსტრიქციულ ეფექტს ახდენს.

ეს ორი ნივთიერება სინერგიულად მოქმედებს და ამცირებს ინტრანაზალურ რეზისტენტობას.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

რინოფლუიმუცილის თერაპიული დოზის (50 მკლ 2 ინექცია) მიღების შემდეგ, ტუამინოჰეპატური მჟავის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 0.25 - 6.0 - 4.0 დიაპაზონში.

განაწილება

50 μl რინოფლუიმუცილის 2 დაჭერის შემდეგ ტუამინოჰეპტანის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) იყო 0.95 ნგ/მლ, ხოლო Cmax-ის მიღწევის საშუალო დრო - 2.4.

ბიოტრანსფორმაცია

თიამინოჰეპტან სულფატის მეტაბოლიზმი ადამიანის ჰეპატოციტებში შესწავლილი იქნა in vitro. in vitro პირობებში ადამიანის ჰეპატოციტებში გარდაქმნა არ მომხდარა. N-აცეტილცისტეინის მთავარი მეტაბოლიტი არის არაორგანული სულფატი, რომელიც გამოიყოფა შარდში; სხვა მეტაბოლიტებია ტაურინი, ცისტეინი და MLM-დიაცეტილცისტეინი. N-აცეტილცისტეინი სწრაფად დეაცეტილირდება ცისტეინამდე, რომელიც შედის ცილებში. ჭარბი ცისტეინი ხვდება ღვიძლში, სადაც ის ან მეტაბოლიზდება გამოყოფისთვის ან შემდგომში მოდიფიცირდება.

ელიმინაცია

რინოფლუიმუცილის 50 µლ ორი ასპირაციის შემდეგ ტუამინოჰეპტანის საშუალო პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი 9.8 საათია. ტუამინოჰეპტანი ყველა სუბიექტში გამოვლინდა მიღებიდან 12 საათის შემდეგ (საშუალოდ 0.42 ნგ/მლ). მიღებიდან 24 საათის შემდეგ, ტუამინოჰეპტანის საშუალო პლაზმური კონცენტრაცია იყო 0.30 ნგ/მლ, მაგრამ სუბიექტების უმეტესობაში ის უკვე აღმოჩენის ზღვარს (0.100 ნგ/მლ) ქვემოთ იყო.

  • ფარმაცევტული თვისებები
  • 1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი

ჰიპრომელოზა

დინატრიუმის ედეტატი

ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი

დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი

დითიოტრეიტოლი

არაკრისტალიზებული თხევადი სორბიტოლი

პიტნის არომატიზატორი

ეთანოლი 96%

ნატრიუმის ჰიდროქსიდი

გასუფთავებული წყალი

  • 2. შეუთავსებლობა

არ აღინიშნება.

  • 3. ვარგისიანობის ვადა

2,5 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გახსნის შემდეგ, ბოთლის შიგთავსი უნდა იქნას მოხმარებული 20 დღის განმავლობაში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

დანართი ფურცელი - ინფორმაცია პაციენტისათვის

რინოფლუიმუცილი®, ცხვირის სპრეი

აქტიური ინგრედიენტი: აცეტილცისტეინი + ტუამინოჰეპტანი

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე სრულად გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ამ ინსტრუქციაში მითითებული ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად.

შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ფარმაცევტს.

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით რეაქციას, დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რჩევა ეხება ყველა შესაძლო გვერდით რეაქციას, მათ შორის იმ რეაქციებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციის მე-4 ნაწილში. თუ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა, უნდა მიმართოთ ექიმს.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:

  • რას წარმოადგენს რინოფლუიმუცილი® და რისთვის გამოიყენება.
  • ინფორმაცია რინოფლუიმუცილის® გამოყენებამდე.
  • რინოფლუიმუცილის® გამოყენების წესი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • რინოფლუიმუცილის® შენახვის პირობები.
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები.
  • რას წარმოადგენს რინოფლუიმუცილი® და რისთვის გამოიყენება.

პრეპარატი რინოფლუიმუცილი® შეიცავს ორ აქტიურ ინგრედიენტს: აცეტილცისტეინს, რომელიც მიეკუთვნება მუკოლიზური პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც გამოიყენება ცხვირის სქელი ლორწოს გასათხელებლად და ტუამინოჰეპტანის სულფატს, რომელიც მიეკუთვნება ვაზოკონსტრიქტორული პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც გამოიყენება სისხლძარღვების შევიწროებისა და ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების აღმოსაფხვრელად.

გამოყენების ჩვენებები

რინოფლუიმუცილი® გამოიყენება მოზრდილებისა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ შემდეგი დაავადებებისა და მდგომარეობების დროს:

ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება (მწვავე და ქვემწვავე რინიტი სქელი ჩირქოვან-ლორწოვანი სეკრეტით, ქრონიკული რინიტი, ვაზომოტორული რინიტი, ატროფიული რინიტი);

პარანაზალური სინუსების ანთება (სინუსიტი).

პრეპარატი რინოფლუიმუცილის® გამოყენების წესი

აცეტილცისტეინი ათხელებს ცხვირის სქელ ლორწოს. ტუამინოჰეპტანი ამცირებს ლორწოვანი გარსის შეშუპებას, აუმჯობესებს ცხვირის გასასვლელებს და აადვილებს სუნთქვას. თუ გაუმჯობესება არ არის ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს.

  • ინფორმაცია რინოფლუიმუცილის® გამოყენებამდე.

უკუჩვენებები

არ მიიღოთ რინოფლუიმუცილი®, თუ:

გაქვთ ალერგია აცეტილცისტეინის, ტუამინოჰეპტანის ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხილეთ გამოყენების ინსტრუქციის ნაწილი 6);

გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადება, მათ შორის მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);

გაქვთ ცერებროვასკულური დაავადების ისტორია;

გაქვთ კრუნჩხვების ისტორია;

გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათი სიმსივნე (ფეოქრომოციტომა);

გაწუხებთ თვალშიდა წნევის მომატება (ვიწროკუთხოვანი გლაუკომა);

თუ თქვენ ქირურგიული გზით ამოკვეთეთ ჰიპოფიზი (ჰიპოფიზექტომია) ან ჩაგიტარდათ ოპერაცია, რომლის დროსაც ტვინის ღია მკვრივ გარსზე;

ამჟამად იღებთ ან ბოლო ორი კვირის განმავლობაში იღებდით დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტებს (ე.წ. მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები, მათ შორის შექცევადი მონოამინოქსიდაზა A ინჰიბიტორები);

იყენებთ სხვა ცხვირის სპრეებს ან წვეთებს, მათ შორის სხვა დეკონგესტანტურ ცხვირის სპრეებს;

თუ თქვენი შვილი 6 წლამდე ასაკისაა.

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

რინოფლუიმუცილის® მიღებამდე მიმართეთ ექიმს, თუ გახასიათებთ:

სისხლძარღვების ობსტრუქცია (ოკლუზიური სისხლძარღვოვანი დაავადებები);

შაქრიანი დიაბეტი;

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი გამომუშავება (ჰიპერთირეოზი);

ბრონქული ასთმა (ასთმის შეტევები, რომლებიც გამოწვეულია ბრონქების შევიწროებით და ბრონქული ლორწოვანი გარსის შეშუპებით);

პროსტატის ჰიპერტროფია (გადიდება), რადგან ამან შეიძლება გაართულოს შარდვა;

იღებთ ბეტა-ბლოკატორებს (გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები).

ეს მედიკამენტი ბავშვებში უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ვაზოკონსტრიქტორების შემცველი მედიკამენტების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება დაარღვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსისა და სინუსების ნორმალური ფუნქცია და გამოიწვიოს დამოკიდებულება.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, განსაკუთრებით მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) შემთხვევებში, მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

რინოფლუიმუცილის® ხშირი და ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება სახიფათო იყოს. ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება. ექიმის შეხედულების მიხედვით, მედიკამენტებს შეიძლება დაემატოს ანტიბაქტერიული თერაპია (ბაქტერიების განადგურების მედიკამენტები). პრეპარატი რინოფლუიმუცილი® არ არის განკუთვნილი თვალში გამოყენებისათვის.

ტუამინოჰეპტანის სულფატმა შეიძლება გამოიწვიოს დადებითი პასუხი დოპინგის ტესტზე (აკრძალული პრეპარატების გამოყენების დასადგენად ჩატარებული ტესტი).

ბავშვები და მოზარდები

რინოფლუიმუცილი® არ მისცეთ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს (იხ. ნაწილი უკუჩვენებები).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სხვა მედიკამენტები და პრეპარატი რინოფლუიმუცილი®

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ეს აუცილებელია, ვინაიდან რინოფლუიმუცილმა® შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე ან, პირიქით, გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი და სიმძიმე.

არ გამოიყენოთ რინოფლუიმუცილი® შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:

მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები, მათ შორის შექცევადი მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები), რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი მატება (ჰიპერტენზიული კრიზისი). რინოფლუიმუცილის® გამოყენება ასევე უკუნაჩვენებია ამ მედიკამენტებით მკურნალობის შეწყვეტიდან ორი კვირის განმავლობაში.

ცხვირის დაავადებების სამკურნალო სხვა მედიკამენტები, მათ შორის სხვა ვაზოკონსტრიქტორები და შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებები (დეკონგესტანტები), რომლებიც ინტრანაზალურად გამოიყენება.

განსაკუთრებით უნდა აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ:

არტერიული წნევის დამწევ პრეპარატებს (ანტიჰიპერტენზიული საშუალებები), მათ შორის ე.წ. ბეტა-ბლოკატორებს: ამ პრეპარატების არტერიულ წნევაზე ეფექტი შეიძლება დაბლოკილი იყოს.

გულის გლიკოზიდებს (გულის უკმარისობის სამკურნალო პრეპარატები): გულის რიტმის შესაძლო დარღვევა (არითმია);

ერგოტამინის ალკალოიდები: შესაძლებელია ალკალოიდებით მოწამვლა (ერგოტიზმი);

პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატები: შესაძლებელია გულ-სისხლძარღვთა ტოქსიკურობა;

ოქსიტოცინი (საშვილოსნოს შეკუმშვის გამომწვევი პრეპარატი): შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება.

გამოყენება ორსულ და მეძუძურ ქალებში ინფორმაცია ფერტილობის შესახებ.

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

რინოფლუიმუცილი® არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.

ძუძუთი კვება

რინოფლუიმუცილი® არ გამოიყენოთ ძუძუთი კვების დროს.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვის უნარზე.

რინოფლუიმუცილი® გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სხვა ისეთი საქმიანობის შესრულების უნარზე, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციის გაზრდას. კონკრეტული კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პრეპარატის მიღების დროს ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნა ჰალუცინაციები.

რინოფლუიმუცილი® შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს.

ეს მედიკამენტი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის რეაქციები.

  • რინოფლუიმუცილის® გამოყენების წესი

რინოფლუიმუცილი® მიიღეთ ყოველთვის ზუსტად ისე, როგორც მითითებულია დანართ ფურცელში ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა

მოზრდილებში: 2 შესხურება (სარქვლის 2 დაჭერა) თითოეულ ნესტოში დღეში 3-4-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 შესხურება (სარქვლის 1 დაჭერა) თითოეულ ნესტოში დღეში 3-4-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.

გამოყენების გზა და მეთოდი

პრეპარატი შეიყვანება ცხვირის ღრუში სპრეის სახით სპეციალური საფრქვევის გამოყენებით.

ინსტრუქცია სპრეის შესხურების შესახებ

მოხსენით თავსახური ხსნარის შემცველ ფლაკონს.

მოხსენით დამცავი თავსახური შესასხურებელი საქშენიდან (სურ. ა).

მიამაგრეთ შესასხურებელი საქშენი ფლაკონს (სურ. ბ).

მოხსენით თავსახური შესასხურებელი საქშენიდან (სურ. გ).

გაააქტიურეთ შესასხურებელი საქშენი მასზე ხელახლა დაჭერით. გაასხურეთ (სურ. დ)

სურ. ა

სურ. ბ

სურ. გ

სურ. დ

თერაპიის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს. როგორც წესი, მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.

თუ მიიღეთ რინოფლუიმუცილის® საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ რინოფლუიმუცილის® საჭიროზე მეტი დოზა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: არტერიული წნევის მომატება, ფოტოფობია, ძლიერი თავის ტკივილი და გულმკერდის არეში შებოჭილობა. ბავშვებში შესაძლებელია სხეულის ტემპერატურის დაწევა (ჰიპოთერმია) გამოხატული სედატიური (ლეთარგიული) ეფექტით.

თუ მიიღეთ რინოფლუიმუცილის® საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

თუ დაგავიწყდათ რინოფლუიმუცილის® მიღება

ეს სამკურნალო საშუალება უნდა მიიღოთ ექიმის მიერ დანიშნული სიხშირით ან 3.1 პუნქტში მოცემული ინსტრუქციაში მითითებული სიხშირით, რადგან რეგულარული დოზირება მკურნალობას უფრო ეფექტურს ხდის. თუმცა, თუ მისი გამოყენება დაგავიწყდათ, შემდეგი დოზა ჩვეულ დროს მიიღეთ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ ამ მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

გვერდითი რეაქციების აღწერა

ყველა მედიკამენტის მსგავსად, რინოფლუიმუცილსმაც® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს მომატებული მგრძნობელობის (ალერგიული) რეაქციები. ამ რეაქციების სიხშირე უცნობია (მისი შეფასება არსებული მონაცემებით შეუძლებელია), მაგრამ ისინი შეიძლება სერიოზული იყოს.

შეწყვიტეთ რინოფლუიმუცილის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ალერგიული რეაქციის შემდეგი ნიშნებიდან რომელიმე გამოვლინდა:

სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება;

თავბრუსხვევა;

სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება;

კანის ძლიერი ქავილი, გამონაყარი ან ბუშტუკები.

პრეპარატ რინოფლუიმუცილმა® ასევე შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი რეაქციები უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით მისი შეფასება შეუძლებელია):

მომატებული არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია),

გულისრევა,

ჭინჭრის ციება,

გამონაყარი,

შარდის შეკავება.

რინოფლუიმუცილის® მიღებისას შესაძლოა განვითარდეს სხვა შესაძლო გვერდითი რეაქციებიც

განსაკუთრებით რინოფლუიმუცილის® ხანგრძლივი და/ან ხშირი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი:

 შფოთვა,

 ჰალუცინაციები,

 ბოდვები,

 თავის ტკივილი,

 მოუსვენრობა,

 აგზნებადობა,

 უძილობა,

 კანკალი სხეულის სხვადასხვა ნაწილში,

 გულისცემის აჩქარება (ტაქიკარდია),

 არარეგულარული გულისცემა (არითმია),

 ცხვირისა და ყელის სიმშრალე,

 დისკომფორტი ცხვირში,

 ცხვირის შეგუბება,

 გაღიზიანება ინექციის ადგილას,

 შეჩვევა.

გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება პირდაპირ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ანგარიშგების სისტემის მეშვეობით. გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნით, თქვენ ხელს უწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

რუსეთის ფედერაცია

ჯანდაცვაში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორი)

მისამართი: 109012, მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, 4, კორპუსი 1

ტელეფონი: +7 800 550 99 03

ელ. ფოსტა: [email protected]

www.roszdravnadzor.gov.ru

ბელორუსის რესპუბლიკა

ბელორუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სახელმწიფო საწარმო „ჯანდაცვაში ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი“ მისამართი: 220037, მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, შენობა 2ა

ტელეფონი/ფაქსი: +375 (17) 242 00 29;

ელ.ფოსტა: [email protected], [email protected]

http://www.rceth.by

სომხეთის რესპუბლიკა

სს „აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახელობის წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“, წამლის უსაფრთხოების მონიტორინგის დეპარტამენტი

მისამართი: კომიტასის გამზ. 49/5, ერევანი, 0051

ცხელი ხაზი: +374 10 20 05 05, +374 96 22 05 05

ელ. ფოსტა: [email protected]; [email protected]

https://www.pharm.am

ყაზახეთის რესპუბლიკა

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის ეკონომიკური მართვის უფლების მქონე რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო „მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

მისამართი: 010000, ასტანა, ბაიკონურის რაიონი, ა. იმანოვის ქუჩა, 13 (ბიზნეს ცენტრი „ნურსაულეტი 2“)

ტელეფონი: +7 7172 235 135

ელ. ფოსტა: [email protected]

http://www.ndda.kz

ყირგიზეთის რესპუბლიკა

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების დეპარტამენტი

მისამართი: მე-3 ხაზის ქ. 25, ბიშკეკი, 720044

ტელეფონი: +996 312 2192 88, +996 312 21 92 86

ფაქსი: +996 312 21 05 08

ელ. ფოსტა: [email protected]

http://pharm.kg

  • რინოფლუიმუცილის® შენახვის პირობები.

ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება ვარგისიანობის ვადის (შენახვის თარიღის) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე წარწერის „ვარგისია...“ შემდეგ.

ვარგისიანობის ვადად ითვლება თვის ბოლო დღე.

გახსნის შემდეგ, ბოთლის შიგთავსის გამოყენება შესაძლებელია 20 დღის განმავლობაში.

ინახება 15-დან 25°C-მდე ტემპერატურის პირობებში.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ (გაანადგუროთ) მედიკამენტი, რომელიც აღარ გესაჭიროებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები

რინოფლუიმუცილი® შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს აცეტილცისტეინს და ტუამინოჰეპტანს.

ხსნარის 100 მლ შეიცავს 1.0 გ აცეტილცისტეინს და 0.5 გ ტუამინოჰეპტანს (სულფატის სახით).

სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებები): ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი, ჰიპრომელოზა, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, დითიოთრეიტოლი, არაკრისტალიზებული თხევადი სორბიტოლი, პიტნის არომატიზატორი, 96%-იანი ეთანოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და გასუფთავებული წყალი.

რინოფლუიმუცილის® გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

ცხვირის სპრეი.

თითოეული მუქი შუშის ფლაკონი ალუმინის თავსახურით, დამცავი რგოლით და დამცავი პოლიეთილენის თავსახურით შეიცავს 10 მლ-ს.

მუყაოს კოლოფი შეიცავს 1 ფლაკონს ხრახნიანი შესასხურებელი საქშენით და გამოყენების ინსტრუქციას.

სამკურნალო საშუალების გაცემის კატეგორია

სამკურნალო საშუალება მიეკუთვნება ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების კატეგორიას.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

ზამბონ S.P.A., იტალია/ Zambon S.P.A., Italy

ვია ლილო დელ დუკა, 10, 20091, ბრესო (MI), იტალია/ Via Lillo del Duca, 10, 20091, Bresso (MI), Italy.

მწარმოებელი

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

ზამბონ S.P.A., იტალია/ Zambon S.P.A., Italy

ვია დელა კიმიკა, 9, 36100, ვიჩენცა (ვიჩენცას პროვინვია), იტალია/ Via della Chimica, 9, 36100 Vicenza (VI), Italy

ამ პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელის წარმომადგენელს:

Zambon S.P.A.-ს მოსკოვის წარმომადგენლობა (იტალია)

მისამართი: 119002 მოსკოვი, გლაზოვსკის შესახვევი, შენობა 7, ოფისი 17.

ტელ.: (495) 933-38-30/32

ფაქსი: (495) 933-38-31

მომხმარებელთა პრეტენზიები უნდა გაიგზავნოს მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელის მიერ უფლებამოსილი პირის მისამართზე:

რუსეთის ფედერაცია, ბელარუსის რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა, ყირგიზეთის რესპუბლიკა

ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია (ააო) - „ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სამეცნიერო ცენტრი“

ფაქტობრივი მისამართი: 105066, მოსკოვი, ბაუმანსკაიას ქ., 6, მე-2 კორპუსი, მე-9 სართული, ოფისი 923.

იურიდიული მისამართი: 121205, მოსკოვი, სკოლკოვოს ინოვაციების ცენტრი, ბოლშოის ბულვარი, 42, მე-1 კორპუსი

ათი: 8-800-777-86-04

ელ. ფოსტა: [email protected]

ყაზახეთის რესპუბლიკა

TOO "LEKARSTVENNAYA BEZOPASNOST (მედიცინის უსაფრთხოება)"

მისამართი: 050047, ყაზახეთი, ქალაქი ალმათი, ალატაუს რაიონი, საიალის მიკრორაიონი, 16, ოფისი. 8

ტელ: +7 777 064 27 02, +7 775 439 20 61

ელფოსტა: [email protected]

ინფორმაციის სხვა წყაროები

ამ პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია კავშირის ვებსაიტზე https://eec.eaeunion.org/

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა