გაციებასთან დაკავშირებული ცხვირის გაჭედილობის სიმპტომების შესამსუბუქებლად; ალერგიული რინიტი მთელი წლის განმავლობაში; სინუსიტი; ევსტაქიიტი; შუა ყურის ანთება (ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად); ცხვირთან დაკავშირებული დიაგნოსტიკური მანიპულაციების დროს პაციენტის მოსამზადებლად.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ქსილომეტაზოლინი (xylometazoline)
- ფორმა და შეფუთვა
- 0,05% (0,5მგ/მლ) 15მლ ნაზალური სპრეი, ხსნარი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
- მწარმოებელი
- Jadran-Galenski Laboratorij d.d., ხორვატია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ნაზალური პრეპარატები, სიმპატომიმეტური საშუალებები
- ATC კოდი
- R01AA07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039212
- რეგისტრირებულია
- 28 სექტემბერი 2023, მოქმედებს 28 სექტემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Representative office of JADRAN-GALENSKI LABORATORIJ d.d. (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ფამარკი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
რინომარისი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გაციებასთან დაკავშირებული ცხვირის გაჭედილობის სიმპტომების შესამსუბუქებლად;
ალერგიული რინიტი მთელი წლის განმავლობაში;
სინუსიტი;
ევსტაქიიტი;
შუა ყურის ანთება (ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად);
ცხვირთან დაკავშირებული დიაგნოსტიკური მანიპულაციების დროს პაციენტის მოსამზადებლად.
მიღების წესი და დოზირება
0,05% სპრეი - ბავშვები 2-დან 6 წლამდე: 1 შესხურება ცხვირის თითოეულ გასასვლელში 3-ჯერ დღეში.
0,1% სპრეი - 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის: 1-2 შსხურება ცხვირის თითოეულ გასასვლელში 3-ჯერ დღეში.
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის დღეში 3-ჯერზე მეტად.
პრეპარატის განმეორებითი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ.
ბავშვები
2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ბავშვებში პრეპარატის გამოყენებისას უნდა მიმართოთ ექიმს.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 5 დღე, თუ სხვა რამ არ არის დანიშნული ექიმის მიერ. პრეპარატის ხანგრძლივმა და გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება ან რეაქტიული ჰიპერემია.
ქრონიკული რინიტის მქონე პაციენტებში ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფიის განვითარების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გამოყენების წესი
მხოლოდ ინტრანაზალური გამოყენებისთვის.
სპრეის პირველ გამოყენებამდე ოპტიმალური დოზის მისაღწევად აუცილებელია შესხურების მოწყობილობას მინიმუმ 4-ჯერ დაჭეროთ ხელი. თუ პროდუქტი რამდენიმე დღეა არ არის გამოყენებული, უნდა დააჭიროთ სპრეის მოწყობილობას ხელი ერთხელ. ფლაკონი უნდა იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში.
პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ცხვირის ღრუს გაწმენდა. გამოყენების შემდეგ სპრეის მოწყობილობა კარგად უნდა გაიწმინდოს სუფთა, მშრალი ქაღალდის ხელსახოცით და დაიხუროს დამცავი თავსახურით.
ჰიგიენური თვალსაზრისით და ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად თითოეულმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს ინდივიდუალური ფლაკონი.
ზომები, რომლებიც მისაღებია გადაჭარბებული დოზის შემთხვევაში
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა ქსილომეტაზოლინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;
- სხვა სიმპათომიმეტური დეკონგესტანტების ერთდროული გამოყენება;
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მათ შორის არტერიული ჰიპერტენზია;
- ტაქიკარდია;
- გამოხატული ათეროსკლეროზი;
- გლაუკომა;
- ატროფიული რინიტი;
- ჰიპერთირეოზი;
- ტრანსსფენოიდული ჰიპოფიზეექტომიის ან სხვა ტრანსნაზალური ან ტრანსორალური ოპერაციის შემდეგ თავის ტვინის მყარ გარსზე.
- ბავშვთა ასაკი 2 წლამდე (0.05% ხსნარისთვის)
- ბავშვთა ასაკი 6 წლამდე (0,1% ხსნარისთვის)
სიფრთხილის ზომები
პრეპარატ რინომარისის® გამოყენებამდე აუცილებელია პაციენტებში სარგებელი-რისკის თანაფარდობის ფრთხილად შეფასება:
- რომლებშიც სიმპათომიმეტური საშუალებების გამოყენებისას აღინიშნება ძლიერი რეაქციები, გამოხატული უძილობის, თავბრუსხვევის, ტრემორის, არითმიის ან ჰიპერტენზიის სახით.
- მონოამინოქსიდაზას (MAO) ინჰიბიტორების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ან სხვა წამლების მიღება, რომლებიც ზრდის არტერიულ წნევას;
- α- ან β-ბლოკატორების გამოყენება
- თვალშიდა წნევის მომატებით, განსაკუთრებით დახურულკუთხიანი გლაუკომის დროს
- გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებებით (მაგალითად, გულის იშმიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია)
- ფეოქრომოციტომით
- პროსტატის ჰიპერტროფიით
- პორფირიით
- მეტაბოლური დარღვევებით (მაგალითად, ჰიპერთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი).
QT ინტერვალის გახანგრძლივენული სინდრომის მქონე პაციენტებს, რომლებიც იღებენ ქსილომეტაზოლინს, შეიძლება ჰქონდეთ სერიოზული პარკუჭოვანი არითმიის განვითარების რისკი.
სიმპათომიმეტური დეკონგესტანტის ხანგრძლივმა გამოყენებამ და დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის რეაქტიული ჰიპერემია.
ეგრეთ წოდებულმა „საპირისპირო ეფექტმა“ („რიკოშეტის ეფექტი“) შეიძლება გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქცია და, შედეგად, პრეპარატის განმეორებითი ან უწყვეტი გამოყენების აუცილებლობა. საბოლოო ჯამში შეიძლება განვითარდეს ლორწოვანი გარსის ქრონიკული შეშუპება (მედიკამენტებით გამოწვეული რინიტი) და ცხვირის ღრუს ლორწოვანის ატროფია.
დაავადების მსუბუქ ფორმებში რეკომენდებულია სიმპათომიმეტიკის გამოყენების გაუქმება ჯერ ერთი ცხვირის გასასვლელში და სიმპტომების გაქრობის შემდეგ მეორე ცხვირის გასასვლელში, რათა ნაწილობრივ შენარჩუნდეს ცხვირიდან სუნთქვა.
გამოიყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში
არ არსებობს მონაცემები ორსულობის დროს რინომარისის® გამოყენების შესახებ. არ არსებობს მონაცემები ქსილომეტაზოლინის დედის რძეში შეღწევის შესახებ. ვინაიდან არსებობს სისტემური გვერდითი ეფექტების (ძირითადად სისხლძარღვთა შევიწროვების ეფექტის) შესაძლებლობა, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ დედისთვის შესაძლო სარგებელის და ნაყოფისთვის (ბავშვი) რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ.
ფერტილობა
პრეპარატის მოქმედება ფერტილობაზე უცნობია.
პრეპარატის მოქმედების თავისებურებები სატრანსპორტო საშუალების ან პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე.
სამკურნალო პრეპარატის გამოყენება ინსტრუქციის შესაბამისად არ ახდენს გავლენას ან მცირე გავლენას ახდენს ტრანსპორტისა და დანადგარების მართვის უნარზე.
გამოყენების რეკომენდაციები
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არ არის რეკომენდებული ქსილომეტაზოლინის გამოყენება ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად (მაგ. მეთილდოპა), შესაძლო ჰიპერტენზიული ეფექტის გამო. გარდა ამისა, ქსილომეტაზოლინის ერთდროულმა გამოყენებამ α- და β-ბლოკატორებთან შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზია ან ჰიპერტენზია, ტაქიკარდია ან ბრადიკარდია.
ქსილომეტაზოლინის ერთდროული გამოყენება მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან და შესაძლო ჰიპერტენზიული ეფექტის მქონე სხვა პრეპარატებთან (დოქსაპრამი, ერგოტამინი, ოქსიტოცინი) არ არის რეკომენდებული, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება ამ პრეპარატების ზემოქმედების შედეგად გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირად (≥ 1/100, <1/10), არახშირად (≥ 1/1000, <1/100), იშვიათად ( ≥ 1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია.
ხშირად
- წვის შეგრძნება ცხვირის ღრუსა და ხორხის არეში, ადგილობრივი გაღიზიანება, ცემინება, ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე.
- გაღიზიანება, მოუსვენრობა, შარდის შეკავება, თავის ტკივილი
- წამლისმიერი რინიტი, განსაკუთრებით ხანგრძლივი ან/და ხშირი გამოყენებისას
- ეფექტის დაქვეითება ხანგრძლივი და/ან ხშირი გამოყენებისას
არახშირად
- სისტემური ალერგიული რეაქციები (ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ქავილი)
- ცხვირხახის ლორწოვანი გარსის შეშუპება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, ცხვირიდან სისხლდენა.
იშვიათად
- პალპიტაცია, ტაქიკარდია
- ჰიპერტენზია
- გულისრევა
Ძალიან იშვიათად
- მომატებული გაღიზიანებადობა, უძილობა, ძილიანობა/თვლემა (უფრო ხშირად ბავშვებში)
- ჰალუცინაციები (უფრო ხშირად ბავშვებში), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები (უფრო ხშირად ბავშვებში)
- არითმია
- აპნოე ბავშვებში და ახალშობილებში
უნდა აღინიშნოს, რომ ქსილომეტაზოლინის ხანგრძლივი და ხშირი გამოყენება ან მაღალი დოზების გამოყენება ზრდის ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსების წვის ან სიმშრალის შეგრძნებას და ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს ლორწოვანის მძიმე შეშუპების განვითარებას (მედიკამენტოზური რინიტი). ეს ეფექტი შეიძლება შეინიშნოს პრეპარატის გამოყენების 5 დღის შემდეგაც და ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ღრუს ლორწოვანის შეუქცევადი დაზიანება ატროფიული (მშრალი) რინიტის გამოვლინებით.
გამოყენება პედიატრიაში
რეკომენდებული დოზებით ქსილომეტაზოლინი უსაფრთხოა ბავშვებში გამოსაყენებლად. ბავშვებში არასასურველი რეაქციების სიხშირე, ტიპი და სიმძიმე მსგავსია მოზრდილებში გამოვლენილისა. ბავშვებში დაფიქსირებული არასასურველი რეაქციების უმეტესობა განვითარდა ქსილომეტაზოლინის დოზის გადაჭარბების შემდეგ. მას ეხება ნერვოზულობა, უძილობა, ძილიანობა/მოთენთილობა, ჰალუცინაციები და კრუნჩხვები. არარეგულარული სუნთქვის შემთხვევები დაფიქსირდა ჩვილებსა და ახალშობილებში.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: ბავშვებში დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის სერიოზული დათრგუნვა. კლინიკური სურათი იმიდაზოლინის წარმოებულებით ინტოქსიკაციის შემდეგ შესაძლოა გაურკვეველი იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული სისტემების ჰიპერაქტიურობისა და დეპრესიის პერიოდების მონაცვლეობით.
დოზის გადაჭარბება, განსაკუთრებით ბავშვებში, უპირატესად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, იწვევს კრუნჩხვებს, კომას, ბრადიკარდიას, აპნოეს და ჰიპერტენზიას, რაც შეიძლება შეიცვალოს ჰიპოტენზიით.
ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულირება ვლინდება შფოთვით, აგზნებადობით, ჰალუცინაციებითა და კრუნჩხვით. სიმპტომები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესიაზე, არის: სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, ცნობიერების დაბინდვა, კომა. ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესიასთან დაკავშირებული სხვა შესაძლო სიმპტომებია მიოზი, მიდრიაზი, ოფლიანობა, ცხელება, სიფერმკრთალე, ციანოზი, აპნოე და პალპიტაცია. ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება, ბრადიკარდია, არითმია, გულის უკმარისობა, ჰიპერტენზია, შოკის კლინიკური სურათის მსგავსი ჰიპოტენზია, ფილტვის შეშუპება, სუნთქვის დარღვევა და აპნოე.
თერაპიული ზომები დოზის გადაჭარბებისას
გააქტიურებული ნახშირის (ადსორბენტი) და ნატრიუმის სულფატის (საფაღარათო) გამოყენება. დოზის სერიოზული გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა, რადგან შეიძლება მოხდეს ქსილომეტაზოლინი სწრაფად შეიწოვა და რეკომენდირებულია ჰოსპიტალიზაცია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. არასელექტიური α-ბლოკატორები, როგორიცაა ფენტოლამინი, შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ანტიდოტი არტერიული წნევის შესამცირებლად. ვაზოპრესორების გამოყენება უკუნაჩვენებია. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს უგდებენ ტემპერატურას, ტარდება ანტიეპილეფსიური მკურნალობა და ფილტვების ვენტილაცია.
გვერდითი რეაქციების აღწერა, რომლებიც წარმოიქმნება სამკურნალო საშუალებების სტანდარტული გამოყენებისას.
შენახვის პირობები
3 წელი.
გამოიყენეთ ფლაკონის გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
ინახება ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C.
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას!
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სასუნთქი სისტემა. ნაზალური პრეპარატები. დეკონგესტანტები და ადგილობრივი გამოყენების სხვა ნაზალური პრეპარატები. სიმპათომიმეტიკები, მარტივები. ქსილომეტაზოლინი.
ათქ კოდი: R01AA07
ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი გამოყენებისას პრაქტიკულად არ შეიწოვება, კონცენტრაცია პლაზმაში იმდენად მცირეა, რომ მისი განსაზღვრა თანამედროვე ანალიტიკური მეთოდებით შეუძლებელია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
პრეპარატის სავაჭრო დასახელება:
რინომარისი®
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ქსილომეტაზოლინი
პრეპარატის შემადგენლობა:
1მლ ხსნარი შეიცავს
აქტიური ნივთიერება - ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი, 0.5მგ, 1.0მგ,
დამხმარე ნივთიერებები: ზღვის წყალი გასუფთავებული, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, გასუფთავებული წყალი.
გარეგნული აღწერილობა:
გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.
წამლის ფორმა, დოზირება:
ცხვირის სპრეი დოზირებული 0.05% და 0.1%
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასუნთქი სისტემა. ნაზალური პრეპარატები. დეკონგესტანტები და ადგილობრივი გამოყენების სხვა ნაზალური პრეპარატები. სიმპათომიმეტიკები, მარტივები. ქსილომეტაზოლინი.
ათქ კოდი: R01AA07
ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი გამოყენებისას პრაქტიკულად არ შეიწოვება, კონცენტრაცია პლაზმაში იმდენად მცირეა, რომ მისი განსაზღვრა თანამედროვე ანალიტიკური მეთოდებით შეუძლებელია.
გამოყენების ჩვენებები
გაციებასთან დაკავშირებული ცხვირის გაჭედილობის სიმპტომების შესამსუბუქებლად;
ალერგიული რინიტი მთელი წლის განმავლობაში;
სინუსიტი;
ევსტაქიიტი;
შუა ყურის ანთება (ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად);
ცხვირთან დაკავშირებული დიაგნოსტიკური მანიპულაციების დროს პაციენტის მოსამზადებლად.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა ქსილომეტაზოლინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;
- სხვა სიმპათომიმეტური დეკონგესტანტების ერთდროული გამოყენება;
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მათ შორის არტერიული ჰიპერტენზია;
- ტაქიკარდია;
- გამოხატული ათეროსკლეროზი;
- გლაუკომა;
- ატროფიული რინიტი;
- ჰიპერთირეოზი;
- ტრანსსფენოიდული ჰიპოფიზეექტომიის ან სხვა ტრანსნაზალური ან ტრანსორალური ოპერაციის შემდეგ თავის ტვინის მყარ გარსზე.
- ბავშვთა ასაკი 2 წლამდე (0.05% ხსნარისთვის)
- ბავშვთა ასაკი 6 წლამდე (0,1% ხსნარისთვის)
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არ არის რეკომენდებული ქსილომეტაზოლინის გამოყენება ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად (მაგ. მეთილდოპა), შესაძლო ჰიპერტენზიული ეფექტის გამო. გარდა ამისა, ქსილომეტაზოლინის ერთდროულმა გამოყენებამ α- და β-ბლოკატორებთან შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზია ან ჰიპერტენზია, ტაქიკარდია ან ბრადიკარდია.
ქსილომეტაზოლინის ერთდროული გამოყენება მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან და შესაძლო ჰიპერტენზიული ეფექტის მქონე სხვა პრეპარატებთან (დოქსაპრამი, ერგოტამინი, ოქსიტოცინი) არ არის რეკომენდებული, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება ამ პრეპარატების ზემოქმედების შედეგად გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
სპეციალური გაფრთხილებები
პრეპარატ რინომარისის® გამოყენებამდე აუცილებელია პაციენტებში სარგებელი-რისკის თანაფარდობის ფრთხილად შეფასება:
- რომლებშიც სიმპათომიმეტური საშუალებების გამოყენებისას აღინიშნება ძლიერი რეაქციები, გამოხატული უძილობის, თავბრუსხვევის, ტრემორის, არითმიის ან ჰიპერტენზიის სახით.
- მონოამინოქსიდაზას (MAO) ინჰიბიტორების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ან სხვა წამლების მიღება, რომლებიც ზრდის არტერიულ წნევას;
- α- ან β-ბლოკატორების გამოყენება
- თვალშიდა წნევის მომატებით, განსაკუთრებით დახურულკუთხიანი გლაუკომის დროს
- გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებებით (მაგალითად, გულის იშმიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია)
- ფეოქრომოციტომით
- პროსტატის ჰიპერტროფიით
- პორფირიით
- მეტაბოლური დარღვევებით (მაგალითად, ჰიპერთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი).
QT ინტერვალის გახანგრძლივენული სინდრომის მქონე პაციენტებს, რომლებიც იღებენ ქსილომეტაზოლინს, შეიძლება ჰქონდეთ სერიოზული პარკუჭოვანი არითმიის განვითარების რისკი.
სიმპათომიმეტური დეკონგესტანტის ხანგრძლივმა გამოყენებამ და დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის რეაქტიული ჰიპერემია.
ეგრეთ წოდებულმა „საპირისპირო ეფექტმა“ („რიკოშეტის ეფექტი“) შეიძლება გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქცია და, შედეგად, პრეპარატის განმეორებითი ან უწყვეტი გამოყენების აუცილებლობა. საბოლოო ჯამში შეიძლება განვითარდეს ლორწოვანი გარსის ქრონიკული შეშუპება (მედიკამენტებით გამოწვეული რინიტი) და ცხვირის ღრუს ლორწოვანის ატროფია.
დაავადების მსუბუქ ფორმებში რეკომენდებულია სიმპათომიმეტიკის გამოყენების გაუქმება ჯერ ერთი ცხვირის გასასვლელში და სიმპტომების გაქრობის შემდეგ მეორე ცხვირის გასასვლელში, რათა ნაწილობრივ შენარჩუნდეს ცხვირიდან სუნთქვა.
გამოიყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში
არ არსებობს მონაცემები ორსულობის დროს რინომარისის® გამოყენების შესახებ. არ არსებობს მონაცემები ქსილომეტაზოლინის დედის რძეში შეღწევის შესახებ. ვინაიდან არსებობს სისტემური გვერდითი ეფექტების (ძირითადად სისხლძარღვთა შევიწროვების ეფექტის) შესაძლებლობა, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ დედისთვის შესაძლო სარგებელის და ნაყოფისთვის (ბავშვი) რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ.
ფერტილობა
პრეპარატის მოქმედება ფერტილობაზე უცნობია.
პრეპარატის მოქმედების თავისებურებები სატრანსპორტო საშუალების ან პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე.
სამკურნალო პრეპარატის გამოყენება ინსტრუქციის შესაბამისად არ ახდენს გავლენას ან მცირე გავლენას ახდენს ტრანსპორტისა და დანადგარების მართვის უნარზე.
გამოყენების რეკომენდაციები
დოზირების რეჟიმი
0,05% სპრეი - ბავშვები 2-დან 6 წლამდე: 1 შესხურება ცხვირის თითოეულ გასასვლელში 3-ჯერ დღეში.
0,1% სპრეი - 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის: 1-2 შსხურება ცხვირის თითოეულ გასასვლელში 3-ჯერ დღეში.
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის დღეში 3-ჯერზე მეტად.
პრეპარატის განმეორებითი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ.
ბავშვები
2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ბავშვებში პრეპარატის გამოყენებისას უნდა მიმართოთ ექიმს.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 5 დღე, თუ სხვა რამ არ არის დანიშნული ექიმის მიერ. პრეპარატის ხანგრძლივმა და გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება ან რეაქტიული ჰიპერემია.
ქრონიკული რინიტის მქონე პაციენტებში ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფიის განვითარების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გამოყენების წესი
მხოლოდ ინტრანაზალური გამოყენებისთვის.
სპრეის პირველ გამოყენებამდე ოპტიმალური დოზის მისაღწევად აუცილებელია შესხურების მოწყობილობას მინიმუმ 4-ჯერ დაჭეროთ ხელი. თუ პროდუქტი რამდენიმე დღეა არ არის გამოყენებული, უნდა დააჭიროთ სპრეის მოწყობილობას ხელი ერთხელ. ფლაკონი უნდა იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში.
პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ცხვირის ღრუს გაწმენდა. გამოყენების შემდეგ სპრეის მოწყობილობა კარგად უნდა გაიწმინდოს სუფთა, მშრალი ქაღალდის ხელსახოცით და დაიხუროს დამცავი თავსახურით.
ჰიგიენური თვალსაზრისით და ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად თითოეულმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს ინდივიდუალური ფლაკონი.
ზომები, რომლებიც მისაღებია გადაჭარბებული დოზის შემთხვევაში
დოზის გადაჭარბება შეიძლება მოხდეს ნაზალური და პერორალური მიღებისას.
სიმპტომები: ბავშვებში დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის სერიოზული დათრგუნვა. კლინიკური სურათი იმიდაზოლინის წარმოებულებით ინტოქსიკაციის შემდეგ შესაძლოა გაურკვეველი იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული სისტემების ჰიპერაქტიურობისა და დეპრესიის პერიოდების მონაცვლეობით.
დოზის გადაჭარბება, განსაკუთრებით ბავშვებში, უპირატესად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, იწვევს კრუნჩხვებს, კომას, ბრადიკარდიას, აპნოეს და ჰიპერტენზიას, რაც შეიძლება შეიცვალოს ჰიპოტენზიით.
ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულირება ვლინდება შფოთვით, აგზნებადობით, ჰალუცინაციებითა და კრუნჩხვით. სიმპტომები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესიაზე, არის: სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, ცნობიერების დაბინდვა, კომა. ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესიასთან დაკავშირებული სხვა შესაძლო სიმპტომებია მიოზი, მიდრიაზი, ოფლიანობა, ცხელება, სიფერმკრთალე, ციანოზი, აპნოე და პალპიტაცია. ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება, ბრადიკარდია, არითმია, გულის უკმარისობა, ჰიპერტენზია, შოკის კლინიკური სურათის მსგავსი ჰიპოტენზია, ფილტვის შეშუპება, სუნთქვის დარღვევა და აპნოე.
თერაპიული ზომები დოზის გადაჭარბებისას
გააქტიურებული ნახშირის (ადსორბენტი) და ნატრიუმის სულფატის (საფაღარათო) გამოყენება. დოზის სერიოზული გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა, რადგან შეიძლება მოხდეს ქსილომეტაზოლინი სწრაფად შეიწოვა და რეკომენდირებულია ჰოსპიტალიზაცია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. არასელექტიური α-ბლოკატორები, როგორიცაა ფენტოლამინი, შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ანტიდოტი არტერიული წნევის შესამცირებლად. ვაზოპრესორების გამოყენება უკუნაჩვენებია. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს უგდებენ ტემპერატურას, ტარდება ანტიეპილეფსიური მკურნალობა და ფილტვების ვენტილაცია.
გვერდითი რეაქციების აღწერა, რომლებიც წარმოიქმნება სამკურნალო საშუალებების სტანდარტული გამოყენებისას.
გვერდითი ეფექტების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირად (≥ 1/100, <1/10), არახშირად (≥ 1/1000, <1/100), იშვიათად ( ≥ 1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია.
ხშირად
- წვის შეგრძნება ცხვირის ღრუსა და ხორხის არეში, ადგილობრივი გაღიზიანება, ცემინება, ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე.
- გაღიზიანება, მოუსვენრობა, შარდის შეკავება, თავის ტკივილი
- წამლისმიერი რინიტი, განსაკუთრებით ხანგრძლივი ან/და ხშირი გამოყენებისას
- ეფექტის დაქვეითება ხანგრძლივი და/ან ხშირი გამოყენებისას
არახშირად
- სისტემური ალერგიული რეაქციები (ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ქავილი)
- ცხვირხახის ლორწოვანი გარსის შეშუპება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, ცხვირიდან სისხლდენა.
იშვიათად
- პალპიტაცია, ტაქიკარდია
- ჰიპერტენზია
- გულისრევა
Ძალიან იშვიათად
- მომატებული გაღიზიანებადობა, უძილობა, ძილიანობა/თვლემა (უფრო ხშირად ბავშვებში)
- ჰალუცინაციები (უფრო ხშირად ბავშვებში), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები (უფრო ხშირად ბავშვებში)
- არითმია
- აპნოე ბავშვებში და ახალშობილებში
უნდა აღინიშნოს, რომ ქსილომეტაზოლინის ხანგრძლივი და ხშირი გამოყენება ან მაღალი დოზების გამოყენება ზრდის ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსების წვის ან სიმშრალის შეგრძნებას და ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს ლორწოვანის მძიმე შეშუპების განვითარებას (მედიკამენტოზური რინიტი). ეს ეფექტი შეიძლება შეინიშნოს პრეპარატის გამოყენების 5 დღის შემდეგაც და ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ღრუს ლორწოვანის შეუქცევადი დაზიანება ატროფიული (მშრალი) რინიტის გამოვლინებით.
გამოყენება პედიატრიაში
რეკომენდებული დოზებით ქსილომეტაზოლინი უსაფრთხოა ბავშვებში გამოსაყენებლად. ბავშვებში არასასურველი რეაქციების სიხშირე, ტიპი და სიმძიმე მსგავსია მოზრდილებში გამოვლენილისა. ბავშვებში დაფიქსირებული არასასურველი რეაქციების უმეტესობა განვითარდა ქსილომეტაზოლინის დოზის გადაჭარბების შემდეგ. მას ეხება ნერვოზულობა, უძილობა, ძილიანობა/მოთენთილობა, ჰალუცინაციები და კრუნჩხვები. არარეგულარული სუნთქვის შემთხვევები დაფიქსირდა ჩვილებსა და ახალშობილებში.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
15 მლ პრეპარატი პლასტმასის ფლაკონში, აღჭურვილია გამფრქვევი მოწყობილობით და დამცავი თავსახურით.
ერთი ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის ვადა
3 წელი.
გამოიყენეთ ფლაკონის გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
ინახება ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C.
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას!
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
იადრან-გალენსკი ლაბორატორიი ს.ო.
სვილნო 20, 51000 რიეკა, ხორვატია
ტელ/ფაქსი: +385 (0)51 660 700; +385 (0)51 660 777
ელ.ფოსტის მისამართი: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


