პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნაზალური პრეპარატები

რინეტრა

RINETRA

ურეცეპტოდ(6500სე+10000სე+0,25მგ+2,5მგ)/მლინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ცხვირის ღრუს, ხახის, ცხვირის დამატებითი წიაღების ანთებითი და ინფექციური დაავადებები: - მწვავე და ქრონიკული რინიტი; - მწვავე და ქრონიკული რინოფარინგიტი ; - სინუსიტები.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(6500სე+10000სე+0,25მგ+2,5მგ)/მლ 15მლ ნაზალური სპრეი, ხსნარი ყვითელი ფერის მინის ფლაკონი №1 მადოზირებელი მოწყობილობით
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნაზალური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები
ATC კოდი
R01AD53
რეგისტრაციის ნომერი
რ-044734
რეგისტრირებულია
5 თებერვალი 2026, მოქმედებს 5 თებერვალი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებარინეტრა და სხვა წამალი ერთად

რინეტრა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ცხვირის ღრუს, ხახის, ცხვირის დამატებითი წიაღების ანთებითი და ინფექციური დაავადებები:

  • მწვავე და ქრონიკული რინიტი;
  • მწვავე და ქრონიკული რინოფარინგიტი ;
  • სინუსიტები.

მიღების წესი და დოზირება

ზრდასრულები: ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში 3-5-ჯერ დღე-ღამეში.

2,5-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის : ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში 3-ჯერ დღე-ღამეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-10 დღეს.

გამოყენების წესი

რინეტრა სპრეი განკუთვნილია მხოლოდ ინტრანაზალური გამოყენებისთვის.

გამოყენებისას ფლაკონი უნდა დაიჭიროთ ვერტიკალურად ზემოთ მიმართული გამფრქვევით.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ;
  • ეჭვი დახურულკუთხოვან გლაუკომაზე;
  • მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების (MAO) ერთდროული გამოყენება;
  • ვირუსული დაავადებები;
  • თირკმლის დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ალბუმინურია;
  • თირკმლის უკმარისობა;
  • ორსულობა;
  • ლაქტაცია;
  • ბავშვთა ასაკი 2,5 წლამდე.

სიფრთხილის ზომები

რინეტრა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული არტერიული ჰიპერტენზიის, გულის იშემიური დაავადების, ჰიპერთირეოიდიზმის მქონე პაციენტებში.

თავი აარიდეთ პრეპარატის თვალებში მოხვედრას. პრეპარატის თვალებში ან სხვა ლორწოვან გარსზე შემთხვევით მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ ეს ადგილი დიდი რაოდენობით წყლით.

განსაკუთრებული გაფრთხილებები

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ცხვირის დამატებითი წიაღების გამოსარეცხად.

სპორტსმენები უნდა იქნან ინფორმირებულნი, რომ პრეპარატი შეიცავს კომპონენტებს, რომლებმაც შეიძლება ჰქონდეთ დადებითი შედეგი დოპინგ-კონტროლის დროს.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მედიკამენტოზური ურთიერთქმედება განპირობებულია ფენილეფრინის შემცველობით. ფენილეფრინი ამცირებს დიურეზულებისა და ჰიპოტენზიული პრეპარატების (მათ შორის მეთილდოპას, მეკამილამინის, გუანადრელის, გუანეთიდინის) ჰიპოტენზიურ ეფექტს. თუ ამ კომბინაციის თავიდან აცილება შეუძლებელია, აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა.

პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის გამოვლენილი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

რინეტრა უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მონაცემები პრეპარატის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ სატრანსპორტო საშუალებების ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ არსებობს.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციები.

რაიმე უჩვეულო რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში ექიმს უნდა ჰკითხოთ რჩევა პრეპარატის შემდგომი გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

სისტემურ სისხლის მიმოქცევაში შეწოვის დაბალი ხარისხის გამო დოზის გადაჭარბება ნაკლებ სავარაუდოა.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ნეომიცინის სულფატი 6500 სე, პოლიმიქსინ B სულფატი 10000 სე, დექსამეტაზონის ნატრიუმის მეტასულფობენზოატი 0,25 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 2,5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მაკროგოლი 4000, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.

სამკურნალო ფორმა

ნაზალური სპრეი.

აღწერა: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის ხსნარი.

შენახვის პირობები

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

15 მლ ნაზალური სპრეი თეთრი ფერის პლასტმასის ფლაკონში მადოზირებელი მოწყობილობით და დამცავი თავსახურით ან 15 მლ ყვითელი ფერის შუშის ფლაკონში მადოზირებელი მოწყობილობით და დამცავი თავსახურით.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები -

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No. 50 გუნეშლი ბაგჯილარ/ სტამბული)

„WORLD MEDICAL ILACH SAN. WE TIJ. A.Ş., VE TİC. A .Ş.”, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

დეკონგესტანტები და სხვა ადგილობრივი გამოყენების ნაზალური პრეპარატები. დექსამეტაზონი კომბინაციაში. ათქ კოდი: R01AD53

რინეტრა წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს ადგილობრივი გამოყენებისთვის ოტორინოლარინგოლოგიაში. მას გააჩნია დექსამეტაზონის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ცხვირის ლორწოვან გარსზე და ნეომიცინისა და პოლიმიქსინ B-ს ანტიბაქტერიული მოქმედება.

დექსამეტაზონი კარგად შეიწოვება ადგილობრივი გამოყენების დროს და მისი აბსორბცია იზრდება ლორწოვანი გარსის ანთების დროს. მითითებული ანტიბიოტიკების კომბინაციაში ფართოვდება ანტიბაქტერიული აქტივობის სპექტრი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების უმეტესობის წინააღმდეგ, რომლებიც იწვევენ ცხვირის ღრუსა და დანამატი წიაღების ინფექციურ და ანთებით დაავადებებს.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

მონაცემები არ არის.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

რინეტრა

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

რინეტრა, Rinetra

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება

ნეომიცინი + პოლიმიქსინ B + დექსამეტაზონი + ფენილეფრინი

Neomycin + Polymyxin В + Dexamethasone + Phenylephrine

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ნეომიცინის სულფატი 6500 სე, პოლიმიქსინ B სულფატი 10000 სე, დექსამეტაზონის ნატრიუმის მეტასულფობენზოატი 0,25 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 2,5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მაკროგოლი 4000, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.

სამკურნალო ფორმა

ნაზალური სპრეი.

აღწერა: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის ხსნარი.

გამოყენების ჩვენებები

ცხვირის ღრუს, ხახის, ცხვირის დამატებითი წიაღების ანთებითი და ინფექციური დაავადებები:

  • მწვავე და ქრონიკული რინიტი;
  • მწვავე და ქრონიკული რინოფარინგიტი ;
  • სინუსიტები.

მიღების წესი და დოზები

დოზირება

ზრდასრულები: ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში 3-5-ჯერ დღე-ღამეში.

2,5-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის : ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში 3-ჯერ დღე-ღამეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-10 დღეს.

გამოყენების წესი

რინეტრა სპრეი განკუთვნილია მხოლოდ ინტრანაზალური გამოყენებისთვის.

გამოყენებისას ფლაკონი უნდა დაიჭიროთ ვერტიკალურად ზემოთ მიმართული გამფრქვევით.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ;
  • ეჭვი დახურულკუთხოვან გლაუკომაზე;
  • მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების (MAO) ერთდროული გამოყენება;
  • ვირუსული დაავადებები;
  • თირკმლის დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ალბუმინურია;
  • თირკმლის უკმარისობა;
  • ორსულობა;
  • ლაქტაცია;
  • ბავშვთა ასაკი 2,5 წლამდე.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

სიფრთხილის ზომები

რინეტრა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული არტერიული ჰიპერტენზიის, გულის იშემიური დაავადების, ჰიპერთირეოიდიზმის მქონე პაციენტებში.

თავი აარიდეთ პრეპარატის თვალებში მოხვედრას. პრეპარატის თვალებში ან სხვა ლორწოვან გარსზე შემთხვევით მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ ეს ადგილი დიდი რაოდენობით წყლით.

განსაკუთრებული გაფრთხილებები

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ცხვირის დამატებითი წიაღების გამოსარეცხად.

სპორტსმენები უნდა იქნან ინფორმირებულნი, რომ პრეპარატი შეიცავს კომპონენტებს, რომლებმაც შეიძლება ჰქონდეთ დადებითი შედეგი დოპინგ-კონტროლის დროს.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული).

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

მედიკამენტოზური ურთიერთქმედება განპირობებულია ფენილეფრინის შემცველობით. ფენილეფრინი ამცირებს დიურეზულებისა და ჰიპოტენზიული პრეპარატების (მათ შორის მეთილდოპას, მეკამილამინის, გუანადრელის, გუანეთიდინის) ჰიპოტენზიურ ეფექტს. თუ ამ კომბინაციის თავიდან აცილება შეუძლებელია, აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა.

პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის გამოვლენილი.

ორსულობა და ლაქტაცია

რინეტრა უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

მონაცემები პრეპარატის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ სატრანსპორტო საშუალებების ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ არსებობს.

არასასურველი რეაქციები

შესაძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციები.

რაიმე უჩვეულო რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში ექიმს უნდა ჰკითხოთ რჩევა პრეპარატის შემდგომი გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

დოზის გადაჭარბება

სისტემურ სისხლის მიმოქცევაში შეწოვის დაბალი ხარისხის გამო დოზის გადაჭარბება ნაკლებ სავარაუდოა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დეკონგესტანტები და სხვა ადგილობრივი გამოყენების ნაზალური პრეპარატები. დექსამეტაზონი კომბინაციაში. ათქ კოდი: R01AD53

რინეტრა წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს ადგილობრივი გამოყენებისთვის ოტორინოლარინგოლოგიაში. მას გააჩნია დექსამეტაზონის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ცხვირის ლორწოვან გარსზე და ნეომიცინისა და პოლიმიქსინ B-ს ანტიბაქტერიული მოქმედება.

დექსამეტაზონი კარგად შეიწოვება ადგილობრივი გამოყენების დროს და მისი აბსორბცია იზრდება ლორწოვანი გარსის ანთების დროს. მითითებული ანტიბიოტიკების კომბინაციაში ფართოვდება ანტიბაქტერიული აქტივობის სპექტრი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების უმეტესობის წინააღმდეგ, რომლებიც იწვევენ ცხვირის ღრუსა და დანამატი წიაღების ინფექციურ და ანთებით დაავადებებს.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

მონაცემები არ არის.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

15 მლ ნაზალური სპრეი თეთრი ფერის პლასტმასის ფლაკონში მადოზირებელი მოწყობილობით და დამცავი თავსახურით ან 15 მლ ყვითელი ფერის შუშის ფლაკონში მადოზირებელი მოწყობილობით და დამცავი თავსახურით.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები -

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No. 50 გუნეშლი ბაგჯილარ/ სტამბული)

„WORLD MEDICAL ILACH SAN. WE TIJ. A.Ş., VE TİC. A .Ş.”, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა