პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სისხლის შემცვლელები და საპერფუზიო ხსნარები

რინგერის საინფუზიო ხსნარი

Ringer’s Solution for infusion

ურეცეპტოდ(8,60გ + 0,30გ + 0,33გ)ინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

სითხისა და ელექტროლიტების ჩანაცვლება ჰიპოქლორემიული ალკალოზის პირობებში; ქლორიდების დანაკარგი; იზოტონური ან ჰიპოტური დეჰიდრატაცია; ინტრავასკულარული მოცულობის ხანომკლე ჩანაჩვლება; გამხსნელი ხსნარი თავსებადი სამკურნალო პრეპარატებისათვის.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
potassium chloride + sodium chloride + calcium chloride dihydrate
ფორმა და შეფუთვა
(8,60გ + 0,30გ + 0,33გ)/1000მლ 500მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი პოლიეთილენის კონტეინერი №1 (პირველადი შეფუთვით)
მწარმოებელი
B. Braun Melsungen AG, გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სისხლის შემცვლელები და საპერფუზიო ხსნარები, ელექტროლიტურ ბალანსზე მოქმედი ხსნარები
ATC კოდი
B05BB01
რეგისტრაციის ნომერი
რ-039569
რეგისტრირებულია
16 ნოემბერი 2023, მოქმედებს 16 ნოემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
B. Braun Melsungen AG (გერმანია)
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებარინგერის საინფუზიო ხსნარი და სხვა წამალი ერთად

რინგერის საინფუზიო ხსნარი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სითხისა და ელექტროლიტების ჩანაცვლება ჰიპოქლორემიული ალკალოზის პირობებში;

ქლორიდების დანაკარგი;

იზოტონური ან ჰიპოტური დეჰიდრატაცია;

ინტრავასკულარული მოცულობის ხანომკლე ჩანაჩვლება;

გამხსნელი ხსნარი თავსებადი სამკურნალო პრეპარატებისათვის.

მიღების წესი და დოზირება

დოზირების რეკომენდებული სქემა

სითხისა და ელექტროლიტების ჩანაჩვლება და დეჰიდრატაციის მკურნალობა:

რინგერის საინფუზიო ხსნარის დოზა დამოკიდებულია პაციენტის სითხისა და ელექტროლიტების ბალანსზე, ასაკზე, წონაზე, კლინიკურ მდგომარეობასა და პაციენტის ფიზიოლოგიურ [მჟავა-ფუძე] სტატუსზე.

მოზრდილები

მაქსიმალური დღიური დოზა

რუტინული შენარჩუნებისათვის, დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მლ/კგ დღეში.

ნებისმიერ დამატებითი დანაკარგი (გამოწვეული მაგ. ცხელებით, ფაღარათით, პირღებინებით) უნდა ჩანაცვლდეს დაკარგული სითხის მოცულობისა და შემადგენლობის მიხედვით.

დეჰიდრატაციის შემთხვევაში, არ შეიძლება დოზის 40 მლ/კგ სხეულის წონაზე გადაჭარბება. დოზა უდნა დაანგარიშდეს დეჰიდრატაციის სიმძმის და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

ინფუზიის მაქსიმალური სიჩქარე

ინფუზიის მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 5 მლ/კგ წონაზე/სთ, რაც შეესაბამება 1,7 წვეთს/კგ/წთ-ს.

ინტრავასკულარული მოცულობის ხანომკლე ჩანაჩვლებისათვის ინფუქციის მაქსიმალური სიჩქარება დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ კლინიკურ მდგომარეობაზე, თუმცა ზოგადი რეკომენდაციის სახით გამოიყენება ბოლუსი 500 მლ < 15 წუთის განმავლობაში, მაგ. წნევის ქვეშ ინფუზიით.

ხანდაზმულები

იხ. პუნქტი 4.4

ბავშვები

მაქსიმალური დღიური დოზა

რუტინული შენარჩუნებისათვის, დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს

ასაკი დოზა (მლ/კგ/დღეში)

სიცოცხლის 1-ლი დღე* 120

სიცოცხლის მე-2 დღე* 120

სიცოცხლის მე-3 დღე* 130

სიცოცხლის მე-4 დღე* 150

სიცოცხლის მე-5 დღე* 160

სიცოცხლის მე-6 დღე* 180

სიცოცხლის 1-ლი თვე 160

სიცოცლის მე-2 თვიდან 150

1-2 წელი 120

3-5 წელი 100

6-12 წელი 80

13-18 წელი 70

  • დროული ახალშობილებისათვის

ნებისმიერი დამატებითი დანაკარგი (გამოწვეული მაგ. ცხელებით, ფაღარათით, პირღებინებით და ა.შ.) უნდა ჩანაცვლდეს დაკარგული სითხის მოცულობისა და შემადგენლობის მიხედვით.

დეჰიდრატაციის შემთხვევაში, დაუშვებელია ზემოთ აღნიშნული დოზების გადაჭარბება. დოზა უნდა გამოითვალოს დეჰიდრატაციის სიმძიმის და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

ინფუზიის მაქსიმალური სიჩქარე რუტინული მკურნალობისათვის

სხეულის წონა მლ/სთ

0-10 კგ 4 მლ/კგ/სთ

10-20 კგ 40 მლ/სთ + 2 მლ/კგ/სთ 10 კგ-ის ზემოთ

>20 კგ 60 მლ/სთ + 1 მლ/კგ/სთ 20 კგ-ის ზემოთ

ინტრავასკულარული მოცულობის ხანმოკლე ჩანაცვლება

დოზირება უნდა გამოითვალოს პაციენტის ინდივიდუალური კლინიკური მდგომარეობის მიხედვით. ამრიგად, დაუშვებელია მაქსიმალური დღიური დოზის მიცემა.

გამხსნელი ხსნარის სახით გამოყენება

იმ შემთხვევაში, თუ რინგერის ხსნარი გამოიყენება გამხსნელი ხსნარის სახით, გამოყენების დოზა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმ სამკურნალო პრეპარატის ინსტრუქციებს, რომელიც უნდა განზავდეს.

მიღების წესი

ინტრავენური ინფუზია

უკუჩვენებები

რინგერის საინფუზიო ხსნარი არ გამოიყენება შემდეგი მდგომარეობები დროს:

ჰიპერჰიდრატაციის მდგომარეობები

გულის მწვავე შეგუბებითი უკმარისობა

თირკმლის მწვავე უკმარისობა ოლიგო- ან ანურიით

მძიმე ჰიპერნატრემია

მძიმე ჰიპერქლორემია

სიფრთხილის ზომები

რინგერის საინფუზიო ხსნარი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება შემდეგი მდგომარებების დროს;

ჰიპერტონული დეჰიდრატაცია,

ჰიპერნატრემია,

ჰიპერქლორემია,

დარღვევები, რომლებიც ხშირად ასოცირდება ჰიპერკალემიასთან, მაგ. ადისონის დაავადება ან ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია. დარღვევები, რომლის დროსაც ნაჩვენებია ნატრიუმისა და სითხის მიღების შეზღუდვა, როგორიცაა გულის უკმარისობა, გენერალიზებული შეშუპება, ფილტვების შეშუპება, ჰიპერტენზია, პრე-ეკლამფსია, თირკმლის უკმარისობა ან ალდოსტერონიზმი.

ისეთი სამკურნალო პრეპარატების თანმხლები მიღება, რომლებიც ზრდიან შრატში კალიუმის დონეს (იხ. პუნქტი 4.5)

დარღვევები, რომლის დროსაც ნაჩვენებია კალციუმის მიღების შეზღუდვა, როგორიცაა მაგ. სარკოიდოზი.

კლინიკური მონიტორინგი უნდა მოიცავდეს შრატში ელექტროლიტების კონცენტრაციის, მჟავა-ტუტოვანის წონასწორობისა და სითხის ბალანსის შემოწმებას. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შარდის ადექვატური დინება.

უკვე არსებული ჰიპონატრემიის შემთხვევაში, ოსმოსური დემიელინიზაციის სინდრომის განვითარების პრევენციის მიზნით, შრატში ნატრიუმის დონის მატება არ უნდა აღემატებოდეს 9 მმოლ/ლ/დღეში. ზოგადი რეკომენდაციის სახით, უმეტეს შემთხვევაში გონივრულია კორექციის სიჩქარე 4-6 მმოლ/ლ/დღეში, პაციენტის მდგომარეობისა და თანმხლები რისკ ფაქტორების გათვალისწინებით.

სიფრთხილეა საჭიროა ექსტრავაზაციის პრევენციისათვის ინტრავენური ინფუზიის დროს, ვინაიდან კალციუმმა ექსტრავასკულარულ სივრცეში შეიძლება გამოიწვიო ადგილობრივი რეაქციები ნეკროზიც კი.

გადაუდებელი სიტუაციები:

თუ მწვავე ჰიპოვოლემიის მართვის დროს, საჭიროა ხსნარის სწრაფი შეყვანა ძლიერი ინფუზიით, სიფრთხილე არის აუცილებელი და ინფუზიამდე ჰაერი უნდა გამოიტუმბოს კონტეინერიდან და სისტემიდან (იხ. პუნქტი 6.6), რადგანც ინფუზიის დროს არსებობს აიროვანი ემბოლიის წარმოქმნის რისკი.

პედიატრიული პოპულაცია

პედიატრიულ პოპულაციაში საჭიროა ინტრავენური სითხეებით თერაპიის სათანადო მონიტორინგი, ვინაიდან მათ შეიძლება დარღვეული ჰქონდეთ სითხეებისა და ელექტროლიტების რეგულაციის უნარი. უზრუნველყოფილი უნდა იყოს შარდის ადექვატური დინება და მნიშვნელოვანია სითხის ბალანსის, პლაზმისა და შარდის ელექტროლიტების კონცენტრაციის სათანდო მონიტორინგი.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტებში, რომლებშიც უფრო ხშირია გულის უკმარისობა და თირკმლის ფუნქციის დარღვევა, საჭიროა მკაცრი მონიტორინგი მკურნალობის დროს, და დოზირების კორექცია, ჰიპერვოლემიით გამოწვეული კარდიოცირკულატორული და თირკმლის გართულებების თავიდან აცილების მიზნით.

გამოყენება გამხსნელის სახით.

გთხოვთ გაითვალისწინეთ: იმ შემთხვევაში, თუ ხსნარი გამოიყენება გამხსნელის სახით, გასათვალისწინებელია შესაბამისი მწარმოებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია დანამატის უსაფრთხოების შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ნატრიუმის შემაკავებელი პრეპარატების (მაგ. კორტიკოსტეროიდები, არა-სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება.

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ურთიერთქმედებენ კალიუმთან

კალიუმის დამზოგველ შარდმდენებმა, აგფ ინჰიბიტორებმა, ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტებმა, არა-სტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, ციკლოსპორინმა, ტაკროლიმუსმა ან სუქსამეთონიუმა შეიძლება გაზარდონ შრატში კალიუმის დონე. კალიუმის შემცველი ხსნარებისა ამ ამ პრეპარატების ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერკალემია, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს გულის არითმია.

კალიუმის შეყვანამ შეიძლება შეამციროს საგულე გლიკოზირების თერაპიული ეფექტი.

აკტჰ, კორტიკოსტეროიდებმა და მარყუჟოვანმა შარდმდენებმა შეიძლება გაზარდონ კალიუმის გამოყოფა თირკმლებით.

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ურთიერთქმედებენ კალციუმთან

კალციუმის შეყვანამ შეიძლება გააძლიეროს საგულე გლიკოზიდების ინოტროპუპლი და ტოქსიკური ეფექტი. განსაკუთრებით ვენაში შეყვანის შემდეგ, კალციუმმა შეიძლება გამოიწვიოს გულის არითმია სათითურა პრეპარატებით მკურნალ პაციენტებში.

თიაზიდური შარდმდენები და D ვიტამინი ზრდის კალციუმის თირკლოვან აბსორბციას. კალციუმი კომპლექსებს ქმნის ტეტრაციკლინურ ანტიბიოტიკებთან, რაც მათ არააქტიურად აქცევს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში ნატრიუმის ქლორიდის, კალიუმის ქლორიდისა და კალციუმის ქლორიდის გამოყენებასთან დაკავშირებით შეზღუდული ინფორმაცია არსებობა (300 ზე ნაკლე ორსულობის გამოსავალი). რეპროდუქციულ ტოქსიურობასთან მიმართებაში ცხოველებზე ჩატარებული კვლევები საკმარისი არ არის (იხ. პუნქტი 5.3).

ვინაიდან პრეპარატის ყველა კომპონენტი ბუნებრივად გვხვდება ორგანიზმში, ჩვენების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია პროდუქტის გამოყენება.

გარდა ამისა, სიფრთხილე არის აუცილებელია მედიკამენტის გამოყენებისას ორსულობის დროს, განსაკუთრებით პრე-ეკლამფსიის შემთხვევაში (იხ. პუნქტი 4.4).

ძუძუთი კვება

ვინაიდან ყველა ინგრედიენტი წარმოდგენილია ადამიანის ორგანიზმაში, უარყოფითი ზეგავლენა ლაქტაციის დროს გამოყენებისას მოსალოდნელი არ არის. ამიტომ, ჩვენების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ხსნარის გამოყენება.

ფერტილობა

ინფორმაცია არ მოოპოვება, თუმცა უსარყოფითი ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

რინგერის საინფუზიო ხსნარს არ გააჩნია ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

არ არის ცნობილი დანიშნულებისამებრ გამოყენებისას.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერჰიდრატაცია კანის გაზრდილი დაძაბულობით, ვენური შეგუბებით, შეშუპებით - შესაძლოა ასევე ფილტვების ან თავის ტვინის შეშუპებით - ელექტროლიტების ბალანსის დარღვევით, შრატის ჰიპეროსმოლარობით და მეტაბოლური აციდოზით.

მკურნალობა

ინფუზიის შეწყვეტა, შარდმდენების შეყვანა შრატის ელექტროლიტების უწყვეტი მონიტორინგით, ელექტროლიტების და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევის კორექციით.

შემადგენლობა

1000მლ ხსნარი შეიცავს:

ნატრიუმის ქლორიდი 8.60გ

კალიუმის ქლორიდი 0.30გ

კალციუმის ქლორიდი 0.33გ

ელექტროლიტების კონცენტრაციები:

ნატრიუმი 147 მმოლ/ლ

კალიუმი 4.0 მმოლ/ლ

კალციუმი 2.2 მმოლ/ლ

ქლორი 156 მმოლ/ლ

დამხმარე ნივთიერებები დადასტურებული ეფექტი:

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. პუნქტში 6.1.

წამლის ფორმა

საინფუზიო ხსნარი

გამჭვირვალე, უფერო წყალხსნარი

თეორიული ოსმოლარობა: 309 mOsm/l

მჟავიანობა (ტიტრაცია pH 7.4-მდე) < 0.3 მმოლ/ლ

pH: 5.0 – 7.0

ფარმაკოლოგიური თვისებები

ელექტროლიტების ბალანსზე მოქმედები ხსნარები

ათქ კოდი: B05B B01 (ელექტროლიტები)

რინგერის საინფუზიო ხსნარს უჯრეგარეთა სითხის მსგავსი ელექტროლიტული შემადგენლობა აქვს.

გამოიყენება შრატის ელექტროლიტების და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევის კორექციისათვის. ელექტროლიტების შეყვანა ხდება ნორმალური ოსმოსური მდგომარეობის მისაღწევად ან შესანარჩუნებლად, როგორც გარე- , ასევე უჯრედშიდა სივრცეში.

მასში ქლორიდის შედარებით მაღალი შემცველობის გამო, ხსნარს აქვს მსუბუქი გამამჟავებელი ეფექტი.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ვინაიდან ხსნარის შეყვანა ხდება ინტრავენური ინფუზიის გზით, მისი კომპონენტების ბიოამთვისებლობა შეადგენს 100%-ს.

განაწილება

რინგერის საინფუზიო ხსნარის პირდაპირ შეყვანა იწვევს ინტერსტიციული სივრცის შევსებას, რაც უჯრედგარეთა სივრცის დაახლოებით 2/3 შეადგენს. შეყვანილი მოცულობის მხოლოდ ½ რჩება ინტრავასკულარულ სივრცეში. ამრიგად, ხსნარს აქვს ხანმოკლე ჰემოდინამმიკური ეფექტი.

ელექტროლიტები გადადიან მათთვის განკუთვნილ ელექტროლიტების შესაბამის დეპოში ორგანიზმში. ნატრიუმი და ქლორიდი ძირითადად ნაწილდებიან უჯრედგარე სივრცეში, როდესაც კალიუმი და კალციუმი ძირითადად ნაწილდებიან უჯრედშიდა სივრცეში.

ბიოტრანსფორმაცია

ნატრიუმის, კალიუმი, კალციუმი და ქლორიდი არ მეტაბოლიზდებიან მკაცრი გაგებით.

გამოყოფა

ელექტროლიტები ძირითადად გამოიყოფა შარდში, თუმცა მცირე რაოდენობა ასევე გამოიყოფა კანისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

B.Braun Melsungen AG – 34209 მელსუნგენი, გერმანია

რინგერის ხსნარი

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

რინგერის საინფუზიო ხსნარი

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

1000მლ ხსნარი შეიცავს:

ნატრიუმის ქლორიდი 8.60გ

კალიუმის ქლორიდი 0.30გ

კალციუმის ქლორიდი 0.33გ

ელექტროლიტების კონცენტრაციები:

ნატრიუმი 147 მმოლ/ლ

კალიუმი 4.0 მმოლ/ლ

კალციუმი 2.2 მმოლ/ლ

ქლორი 156 მმოლ/ლ

დამხმარე ნივთიერებები დადასტურებული ეფექტი:

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. პუნქტში 6.1.

წამლის ფორმა

საინფუზიო ხსნარი

გამჭვირვალე, უფერო წყალხსნარი

თეორიული ოსმოლარობა: 309 mOsm/l

მჟავიანობა (ტიტრაცია pH 7.4-მდე) < 0.3 მმოლ/ლ

pH: 5.0 – 7.0

კლინიკური მახასიათებლები

  • 1 თერაპიული ჩვენებები

სითხისა და ელექტროლიტების ჩანაცვლება ჰიპოქლორემიული ალკალოზის პირობებში;

ქლორიდების დანაკარგი;

იზოტონური ან ჰიპოტური დეჰიდრატაცია;

ინტრავასკულარული მოცულობის ხანომკლე ჩანაჩვლება;

გამხსნელი ხსნარი თავსებადი სამკურნალო პრეპარატებისათვის.

  • 2 დოზირება და გამოყენების წესი

დოზირების რეკომენდებული სქემა

სითხისა და ელექტროლიტების ჩანაჩვლება და დეჰიდრატაციის მკურნალობა:

რინგერის საინფუზიო ხსნარის დოზა დამოკიდებულია პაციენტის სითხისა და ელექტროლიტების ბალანსზე, ასაკზე, წონაზე, კლინიკურ მდგომარეობასა და პაციენტის ფიზიოლოგიურ [მჟავა-ფუძე] სტატუსზე.

მოზრდილები

მაქსიმალური დღიური დოზა

რუტინული შენარჩუნებისათვის, დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მლ/კგ დღეში.

ნებისმიერ დამატებითი დანაკარგი (გამოწვეული მაგ. ცხელებით, ფაღარათით, პირღებინებით) უნდა ჩანაცვლდეს დაკარგული სითხის მოცულობისა და შემადგენლობის მიხედვით.

დეჰიდრატაციის შემთხვევაში, არ შეიძლება დოზის 40 მლ/კგ სხეულის წონაზე გადაჭარბება. დოზა უდნა დაანგარიშდეს დეჰიდრატაციის სიმძმის და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

ინფუზიის მაქსიმალური სიჩქარე

ინფუზიის მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 5 მლ/კგ წონაზე/სთ, რაც შეესაბამება 1,7 წვეთს/კგ/წთ-ს.

ინტრავასკულარული მოცულობის ხანომკლე ჩანაჩვლებისათვის ინფუქციის მაქსიმალური სიჩქარება დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ კლინიკურ მდგომარეობაზე, თუმცა ზოგადი რეკომენდაციის სახით გამოიყენება ბოლუსი 500 მლ < 15 წუთის განმავლობაში, მაგ. წნევის ქვეშ ინფუზიით.

ხანდაზმულები

იხ. პუნქტი 4.4

ბავშვები

მაქსიმალური დღიური დოზა

რუტინული შენარჩუნებისათვის, დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს

ასაკი დოზა (მლ/კგ/დღეში)

სიცოცხლის 1-ლი დღე* 120

სიცოცხლის მე-2 დღე* 120

სიცოცხლის მე-3 დღე* 130

სიცოცხლის მე-4 დღე* 150

სიცოცხლის მე-5 დღე* 160

სიცოცხლის მე-6 დღე* 180

სიცოცხლის 1-ლი თვე 160

სიცოცლის მე-2 თვიდან 150

1-2 წელი 120

3-5 წელი 100

6-12 წელი 80

13-18 წელი 70

  • დროული ახალშობილებისათვის

ნებისმიერი დამატებითი დანაკარგი (გამოწვეული მაგ. ცხელებით, ფაღარათით, პირღებინებით და ა.შ.) უნდა ჩანაცვლდეს დაკარგული სითხის მოცულობისა და შემადგენლობის მიხედვით.

დეჰიდრატაციის შემთხვევაში, დაუშვებელია ზემოთ აღნიშნული დოზების გადაჭარბება. დოზა უნდა გამოითვალოს დეჰიდრატაციის სიმძიმის და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

ინფუზიის მაქსიმალური სიჩქარე რუტინული მკურნალობისათვის

სხეულის წონა მლ/სთ

0-10 კგ 4 მლ/კგ/სთ

10-20 კგ 40 მლ/სთ + 2 მლ/კგ/სთ 10 კგ-ის ზემოთ

>20 კგ 60 მლ/სთ + 1 მლ/კგ/სთ 20 კგ-ის ზემოთ

ინტრავასკულარული მოცულობის ხანმოკლე ჩანაცვლება

დოზირება უნდა გამოითვალოს პაციენტის ინდივიდუალური კლინიკური მდგომარეობის მიხედვით. ამრიგად, დაუშვებელია მაქსიმალური დღიური დოზის მიცემა.

გამხსნელი ხსნარის სახით გამოყენება

იმ შემთხვევაში, თუ რინგერის ხსნარი გამოიყენება გამხსნელი ხსნარის სახით, გამოყენების დოზა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმ სამკურნალო პრეპარატის ინსტრუქციებს, რომელიც უნდა განზავდეს.

მიღების წესი

ინტრავენური ინფუზია

უკუჩვენებები

რინგერის საინფუზიო ხსნარი არ გამოიყენება შემდეგი მდგომარეობები დროს:

ჰიპერჰიდრატაციის მდგომარეობები

გულის მწვავე შეგუბებითი უკმარისობა

თირკმლის მწვავე უკმარისობა ოლიგო- ან ანურიით

მძიმე ჰიპერნატრემია

მძიმე ჰიპერქლორემია

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისათვის

რინგერის საინფუზიო ხსნარი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება შემდეგი მდგომარებების დროს;

ჰიპერტონული დეჰიდრატაცია,

ჰიპერნატრემია,

ჰიპერქლორემია,

დარღვევები, რომლებიც ხშირად ასოცირდება ჰიპერკალემიასთან, მაგ. ადისონის დაავადება ან ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია. დარღვევები, რომლის დროსაც ნაჩვენებია ნატრიუმისა და სითხის მიღების შეზღუდვა, როგორიცაა გულის უკმარისობა, გენერალიზებული შეშუპება, ფილტვების შეშუპება, ჰიპერტენზია, პრე-ეკლამფსია, თირკმლის უკმარისობა ან ალდოსტერონიზმი.

ისეთი სამკურნალო პრეპარატების თანმხლები მიღება, რომლებიც ზრდიან შრატში კალიუმის დონეს (იხ. პუნქტი 4.5)

დარღვევები, რომლის დროსაც ნაჩვენებია კალციუმის მიღების შეზღუდვა, როგორიცაა მაგ. სარკოიდოზი.

კლინიკური მონიტორინგი უნდა მოიცავდეს შრატში ელექტროლიტების კონცენტრაციის, მჟავა-ტუტოვანის წონასწორობისა და სითხის ბალანსის შემოწმებას. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შარდის ადექვატური დინება.

უკვე არსებული ჰიპონატრემიის შემთხვევაში, ოსმოსური დემიელინიზაციის სინდრომის განვითარების პრევენციის მიზნით, შრატში ნატრიუმის დონის მატება არ უნდა აღემატებოდეს 9 მმოლ/ლ/დღეში. ზოგადი რეკომენდაციის სახით, უმეტეს შემთხვევაში გონივრულია კორექციის სიჩქარე 4-6 მმოლ/ლ/დღეში, პაციენტის მდგომარეობისა და თანმხლები რისკ ფაქტორების გათვალისწინებით.

სიფრთხილეა საჭიროა ექსტრავაზაციის პრევენციისათვის ინტრავენური ინფუზიის დროს, ვინაიდან კალციუმმა ექსტრავასკულარულ სივრცეში შეიძლება გამოიწვიო ადგილობრივი რეაქციები ნეკროზიც კი.

გადაუდებელი სიტუაციები:

თუ მწვავე ჰიპოვოლემიის მართვის დროს, საჭიროა ხსნარის სწრაფი შეყვანა ძლიერი ინფუზიით, სიფრთხილე არის აუცილებელი და ინფუზიამდე ჰაერი უნდა გამოიტუმბოს კონტეინერიდან და სისტემიდან (იხ. პუნქტი 6.6), რადგანც ინფუზიის დროს არსებობს აიროვანი ემბოლიის წარმოქმნის რისკი.

პედიატრიული პოპულაცია

პედიატრიულ პოპულაციაში საჭიროა ინტრავენური სითხეებით თერაპიის სათანადო მონიტორინგი, ვინაიდან მათ შეიძლება დარღვეული ჰქონდეთ სითხეებისა და ელექტროლიტების რეგულაციის უნარი. უზრუნველყოფილი უნდა იყოს შარდის ადექვატური დინება და მნიშვნელოვანია სითხის ბალანსის, პლაზმისა და შარდის ელექტროლიტების კონცენტრაციის სათანდო მონიტორინგი.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტებში, რომლებშიც უფრო ხშირია გულის უკმარისობა და თირკმლის ფუნქციის დარღვევა, საჭიროა მკაცრი მონიტორინგი მკურნალობის დროს, და დოზირების კორექცია, ჰიპერვოლემიით გამოწვეული კარდიოცირკულატორული და თირკმლის გართულებების თავიდან აცილების მიზნით.

გამოყენება გამხსნელის სახით.

გთხოვთ გაითვალისწინეთ: იმ შემთხვევაში, თუ ხსნარი გამოიყენება გამხსნელის სახით, გასათვალისწინებელია შესაბამისი მწარმოებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია დანამატის უსაფრთხოების შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა ფორმის ურთიერთქმედებანი

ნატრიუმის შემაკავებელი პრეპარატების (მაგ. კორტიკოსტეროიდები, არა-სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება.

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ურთიერთქმედებენ კალიუმთან

კალიუმის დამზოგველ შარდმდენებმა, აგფ ინჰიბიტორებმა, ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტებმა, არა-სტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, ციკლოსპორინმა, ტაკროლიმუსმა ან სუქსამეთონიუმა შეიძლება გაზარდონ შრატში კალიუმის დონე. კალიუმის შემცველი ხსნარებისა ამ ამ პრეპარატების ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერკალემია, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს გულის არითმია.

კალიუმის შეყვანამ შეიძლება შეამციროს საგულე გლიკოზირების თერაპიული ეფექტი.

აკტჰ, კორტიკოსტეროიდებმა და მარყუჟოვანმა შარდმდენებმა შეიძლება გაზარდონ კალიუმის გამოყოფა თირკმლებით.

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ურთიერთქმედებენ კალციუმთან

კალციუმის შეყვანამ შეიძლება გააძლიეროს საგულე გლიკოზიდების ინოტროპუპლი და ტოქსიკური ეფექტი. განსაკუთრებით ვენაში შეყვანის შემდეგ, კალციუმმა შეიძლება გამოიწვიოს გულის არითმია სათითურა პრეპარატებით მკურნალ პაციენტებში.

თიაზიდური შარდმდენები და D ვიტამინი ზრდის კალციუმის თირკლოვან აბსორბციას. კალციუმი კომპლექსებს ქმნის ტეტრაციკლინურ ანტიბიოტიკებთან, რაც მათ არააქტიურად აქცევს.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ორსულ ქალებში ნატრიუმის ქლორიდის, კალიუმის ქლორიდისა და კალციუმის ქლორიდის გამოყენებასთან დაკავშირებით შეზღუდული ინფორმაცია არსებობა (300 ზე ნაკლე ორსულობის გამოსავალი). რეპროდუქციულ ტოქსიურობასთან მიმართებაში ცხოველებზე ჩატარებული კვლევები საკმარისი არ არის (იხ. პუნქტი 5.3).

ვინაიდან პრეპარატის ყველა კომპონენტი ბუნებრივად გვხვდება ორგანიზმში, ჩვენების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია პროდუქტის გამოყენება.

გარდა ამისა, სიფრთხილე არის აუცილებელია მედიკამენტის გამოყენებისას ორსულობის დროს, განსაკუთრებით პრე-ეკლამფსიის შემთხვევაში (იხ. პუნქტი 4.4).

ძუძუთი კვება

ვინაიდან ყველა ინგრედიენტი წარმოდგენილია ადამიანის ორგანიზმაში, უარყოფითი ზეგავლენა ლაქტაციის დროს გამოყენებისას მოსალოდნელი არ არის. ამიტომ, ჩვენების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ხსნარის გამოყენება.

ფერტილობა

ინფორმაცია არ მოოპოვება, თუმცა უსარყოფითი ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის.

ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

რინგერის საინფუზიო ხსნარს არ გააჩნია ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

არ არის ცნობილი დანიშნულებისამებრ გამოყენებისას.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები

ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერჰიდრატაცია კანის გაზრდილი დაძაბულობით, ვენური შეგუბებით, შეშუპებით - შესაძლოა ასევე ფილტვების ან თავის ტვინის შეშუპებით - ელექტროლიტების ბალანსის დარღვევით, შრატის ჰიპეროსმოლარობით და მეტაბოლური აციდოზით.

მკურნალობა

ინფუზიის შეწყვეტა, შარდმდენების შეყვანა შრატის ელექტროლიტების უწყვეტი მონიტორინგით, ელექტროლიტების და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევის კორექციით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

  • 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ელექტროლიტების ბალანსზე მოქმედები ხსნარები

ათქ კოდი: B05B B01 (ელექტროლიტები)

რინგერის საინფუზიო ხსნარს უჯრეგარეთა სითხის მსგავსი ელექტროლიტული შემადგენლობა აქვს.

გამოიყენება შრატის ელექტროლიტების და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევის კორექციისათვის. ელექტროლიტების შეყვანა ხდება ნორმალური ოსმოსური მდგომარეობის მისაღწევად ან შესანარჩუნებლად, როგორც გარე- , ასევე უჯრედშიდა სივრცეში.

მასში ქლორიდის შედარებით მაღალი შემცველობის გამო, ხსნარს აქვს მსუბუქი გამამჟავებელი ეფექტი.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ვინაიდან ხსნარის შეყვანა ხდება ინტრავენური ინფუზიის გზით, მისი კომპონენტების ბიოამთვისებლობა შეადგენს 100%-ს.

განაწილება

რინგერის საინფუზიო ხსნარის პირდაპირ შეყვანა იწვევს ინტერსტიციული სივრცის შევსებას, რაც უჯრედგარეთა სივრცის დაახლოებით 2/3 შეადგენს. შეყვანილი მოცულობის მხოლოდ ½ რჩება ინტრავასკულარულ სივრცეში. ამრიგად, ხსნარს აქვს ხანმოკლე ჰემოდინამმიკური ეფექტი.

ელექტროლიტები გადადიან მათთვის განკუთვნილ ელექტროლიტების შესაბამის დეპოში ორგანიზმში. ნატრიუმი და ქლორიდი ძირითადად ნაწილდებიან უჯრედგარე სივრცეში, როდესაც კალიუმი და კალციუმი ძირითადად ნაწილდებიან უჯრედშიდა სივრცეში.

ბიოტრანსფორმაცია

ნატრიუმის, კალიუმი, კალციუმი და ქლორიდი არ მეტაბოლიზდებიან მკაცრი გაგებით.

გამოყოფა

ელექტროლიტები ძირითადად გამოიყოფა შარდში, თუმცა მცირე რაოდენობა ასევე გამოიყოფა კანისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

  • 3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

რინგერის ხსნარით არა-კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. ვინაიდან რინგერის ხსნარის კომპონენტები ფიზიოლოგიურად წარმოდგენილია ადამიანის ორგანიზმში, ცალკეული კომპონენტების ტოქსიკური ეფექტები მოსალოდნელი არ არის, პრეპარატის გამოყენებისას ინსტრუქციების მიხედვით.

ფარმაცევტული მახასიათებლები

  • 1 დამხმარე ნივთიერებები

საინექციო წყალი

  • 2 შეუთავსელობა

თავსებადობის კვლევების არარსებობისას, აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის შერევა სხვა სამკურნალო პრეპარატებთან არ შეიძლება

კალციუმის კატიონებს შეუძლიათ შექმნან კომპლექსები ბევრ ნივთიერებასთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნალექის წარმოქმნა.

ვარგისობა

გაუხსნელი:

გაუხსნელი ბოთლები 3 წელი

პირველი გახსნის შემდეგ.

არ აღინიშნება, იხ. პუნქტი 6.6

დანამატის დამატების შემდეგ:

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, უნდა მოხდეს პრეპარატის დაუყოვნებელი გამოყენება. თუ მისი გამოყენება მაშინათვე არ მოხდა, შენახვის დროსა და პირობებზე გამოყენებამდე პასუხს აგებს მომხმარებელი და ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2-8oC ტემპერატურის პირობებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განზავება მოხდა კონტროლირებად და დადასტურებულ ასეპტიკურ პირობებში.

განსაკუთრებული პირობები შენახვისას

ბოთლები:

ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურის პირობებში

სამკურნალო პრეპარატის შენახვის პირობები დანამატის დამატების შემდეგ იხ. პუნქტში 6.3.

შეფუთვა

პოლიეთილენის ბოთლები, შიგთავსი: 500 მლ, 1000 მლ

ხელმისაწვდომია შემდეგი შეფუთვებით:

1 x 500 მლ, 10 x 500 მლ

1 x 1000 მლ, 10 x 1000 მლ

ყველა ზომა არ არის გაყიდვაში.

უტილიზაციის განსაკუთრებული პირობები

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

კონტეინერები მხოლოდ ერთჯერადი გამოყენების არის. გამოყენების შემდეგ გადააგდეს კონტეინერი და ნებისმიერი გამოუყენებელი შიგთავსი.

გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხსნარი არის გამჭვირვალე და უფერო და კონტეინერი და მისი თავსახური არ არის დაზიანებული.

წნევის ქვეშ სწრაფი ინფუზიის შემთხვევაში, პლასტმასის კონტეინერის გამოყენებით, რომელშიც არის ჰაერის სივრცე, ინფუზიის დაწყებამდე კონტეინერიდან და საინფუზიო სისტემიდან უნდა გამოიტუმბოს ჰაერი (იხ. პუნქტი 4.4).

აღნიშნული პრეპარატის სხვა ხსნარებთან ერთად მაგ. Y კონექტორის საშუალებით გამოყენებამდე, უნდა შემოწმდეს აღნიშნული სითხეების თავსებადობა.

ტექსტის გადახედვის თარიღი

მარტი 2016

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა