რიზოდეგი ფლექსთაჩი
RYZODEG® FlexTouch®
რეესტრში ფოტო არ არის
შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა მოზრდილებში, მოზარდებსა და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- insulin aspart + insulin degludec
- ფორმა და შეფუთვა
- 100 ერთეული (2,56მგ + 1,05მგ)/მლ 3მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი, წინასწარ შევსებული კალამი №5
- მწარმოებელი
- Novo Nordisk A/S, დანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, საინექციო ინსულინები და ანალოგები, საშუალო ან ხანგრძლივი მოქმედების ინსულინების კომბინაციები სწრაფი მოქმედების ინსულინებთან
- ATC კოდი
- A10AD06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034512
- რეგისტრირებულია
- 23 თებერვალი 2022, მოქმედებს 23 თებერვალი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Novo Nordisk A/S (დანია)
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
რიზოდეგი ფლექსთაჩი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა მოზრდილებში, მოზარდებსა და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან.
მიღების წესი და დოზირება
რიზოდეგი® არის ხსნადი ინსულინი, რომელიც შეიცავს ბაზალურ ინსულინ დეგლუდეკს და სწრაფად მოქმედ პრანდიალურ ინსულინ ასპარტს.
ინსულინის ანალოგების სიძლიერე, მათ შორის რიზოდეგისაც®, გამოიხატება ერთეულებში. რიზოდეგის® ერთი (1) ერთეული შეესაბამება ადამიანის ინსულინის 1 საერთაშორისო ერთეულს, 1 ერთეულ ინსულინ გლარგინს, 1 ერთეულ ინსულინ დეტემირს ან 1 ერთეულ ბიფაზურ ინსულინ ასპარტს.
რიზოდეგის® დოზირება უნდა მოხდეს პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით. დოზის კორექცია რეკომენდებულია უპირატესად უზმოზე პლაზმური გლუკოზას შემოწმების საფუძველზე.
დოზის კორექცია შეიძლება საჭირო გახდეს, თუ პაციენტებში იზრდება ფიზიკური დატვირთვა, იცვლება ჩვეული კვების რეჟიმი ან თანმხლები დაავადების დროს.
პაციენტები ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით
რიზოდეგის® მიღება შესაძლებელია დღეში ერთხელ ან ორჯერ ძირითად საკვებთან ერთად ცალკე, ან პერორალურ დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატებთან და ბოლუსურ ინსულინთან კომბინაციაში (იხ. პარაგრაფი 5.1). რიზოდეგის® დღეში ერთხელ მიღებისას განხილული უნდა იქნას გადასვლა დღეში ორჯერ მიღებაზე, როდესაც საჭიროა უფრო მაღალი დოზები, მაგ. ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად. გაყავით დოზა პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით და გამოიყენეთ ძირითადი კვებასთან ერთად.
პაციენტები ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით
რიზოდეგის® მიღება შესაძლებელია დღეში ერთხელ კვების დროს მოკლე-/სწრაფი მოქმედების ინსულინთან კომბინაციაში დანარჩენი კვების დროს.
დოზირების დროის მოქნილობა
რიზოდეგი® იძლევა დროის მოქნილობის საშუალებას ინსულინის გამოყენებისას, ვინაიდან იგი მიიღება ძირითად საკვებთან ერთად.
თუ რიზოდეგის® დოზა გამოტოვებულია, პაციენტს შეუძლია მიიღოს გამოტოვებული დოზა მომდევნო ძირითად საკვებთან ერთად დღის მანძილზე და შემდეგ განაახლოს დოზის ჩვეულებრივი განრიგი. პაციენტმა არ უნდა მიიღოს დამატებითი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.
დაწყება
პაციენტები ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით
რეკომენდებული სრული დღიური საწყისი დოზაა 10 ერთეული საკვებთან ერთად, შემდგომში ინდივიდუალური კორექტირებული დოზირებით.
პაციენტები ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით
რიზოდეგის® რეკომენდებული საწყისი დოზაა საჭირო საერთო დღიური ინსულინის 60-70%. რიზოდეგი® გამოიყენება დღეში ერთხელ ჭამის დროს მოკლე-/სწრაფად მოქმედ ინსულინთან კომბინაციაში დანარჩენი კვების დროს, შემდგომში ინდივიდუალური კორექტირებული დოზებით.
გადმოსვლა ინსულინის სხვა სამედიცინო პროდუქტიდან
გადმოსვლის დროს და შემდეგი კვირების მანძილზე რეკომენდებულია გლუკოზას სათანადო მონიტორინგი. ერთდროულად მიღებული სწრაფად მოქმედი ან ხანმოკლე მოქმედების ინსულინის პროდუქტების ან სხვა თანმხლები ანტიდიაბეტური თერაპიის დოზებს და დროს შეიძლება დაჭირდეს დაკორექტირება.
პაციენტები ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით
პაციენტებს, რომლებიც გადმოდიან ბაზალური ან პრემიქსული ინსულინის დღეში ერთხელ მიღების თერაპიიდან, შეუძლიათ მიიღონ რიზოდეგის® ერთეული-ერთეულთან დღეში ერთხელ ან ორჯერ, ინსულინის იმავე საერთო დოზით, როგორიც ინსულინის წინა საერთო დღიური დოზა იყო.
პაციენტებს, რომლებიც გადმოდიან ბაზალური ან პრემიქსული ინსულინის დღეში ერთხელ მიღებაზე მეტი თერაპიიდან, შეუძლიათ მიიღონ რიზოდეგის® ერთეული-ერთეულთან დღეში ერთხელ ან ორჯერ, ინსულინის იმავე საერთო დოზით, როგორიც ინსულინის წინა საერთო დღიური დოზა იყო.
პაციენტებს, რომლებიც გადმოდიან ბაზალური/ბოლუსური ინსულინის თერაპიიდან რიზოდეგზე®, დაჭირდებათ მათი დოზების კონვერტაცია ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით. ზოგადად, პაციენტები იწყებენ იმავე ბაზალური ერთეულების რაოდენობით.
პაციენტები ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით
რიზოდეგის® რეკომენდებული საწყისი დოზაა საჭირო საერთო დღიური ინსულინის 60-70% მოკლე-/სწრაფად მოქმედ ინსულინთან კომბინაციაში, დანარჩენი კვების დროს, შემდგომში ინდივიდუალური კორექტირებული დოზებით.
განსაკუთრებული პოპულაცია
ხანდამზულები (≥65 წელი): რიზოდეგის® გამოყენება შესაძლებელია ხანდაზმულებში. გლუკოზას მონიტორინგი უნდა გახშირდეს და ინსულინის დოზა დაკორექტირდეს ინდივიდუალურად (იხ. პარაგრაფი 5.2).
თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა: რიზოდეგის® გამოყენება შესაძლებელია ღვიძლის და თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში. გლუკოზას მონიტორინგი უნდა გახშირდეს და ინსულინის დოზა დაკორექტირდეს ინდივიდუალურად (იხ. პარაგრაფი 5.2).
პედიატრიული პოპულაცია: 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ სამკურნალო საშუალების გამოყენების კლინიკური გამოცდილება არ არსებობს.
ამ სამედიცინო პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია მოზარდებში და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან (იხ. პარაგრაფი 5.1). სხვა ინსულინის რეჟიმიდან რიზოდეგზე® გადმოსვლისას, საჭიროა მთლიანი ინსულინის დოზის შემცირება ინდივიდუალურად, ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად (იხ. პარაგრაფი 4.4).
რიზოდეგი® განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება 2-5 წლის ასაკის ბავშვებში, რადგან კლინიკური კვლევებიდან მიღებული მონაცემები მიუთითებს, რომ შეიძლება არსებობდეს მწვავე ჰიპოგლიკემიის მაღალი რისკი მოცემული ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში (იხ. პარაგრაფები 4.4, 4.8 და 5.1).
მიღების წესი
რიზოდეგი® გამოიყენება მხოლოდ კანქვეშ შესაყვანად.
დაუშვებელია რიზოდეგის® გამოყენება ინტრავენურად, ვინაიდან აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ჰიპოგლიკემია.
დაუშვებელია რიზოდეგის® გამოყენება კუნთში, ვინაიდან შეიძლება შეცვალოს აბსორბცია.
დაუშვებელია რიზოდეგის® გამოყენება ინსულინის საინფუზიო ტუმბოში.
დაუშვებელია რიზოდეგის® ამოღება წინასწარ შევსებული (მზა) კალმის კარტრიჯიდან შპრიცში (იხ. პარაგრაფი 4.4).
რიზოდეგი® გამოიყენება კანქვეშ, მუცლის კედელში, მკლავის ზედა ნაწილში ან ბარძაყზე ინექციის საშუალებით. ინექციის ადგილები ყოველთვის უნდა შეიცვალოს იმავე რეგიონების ფარგლებში, ლიპოდისტროფიის და და კანის ამილოიდოზის რისკის შესამცირებლად (იხ. პარაგრაფები 4.4 და 4.8).
პაციეტი უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ ყოველთვის გამოიყენოს ახალი ნემსი. ინსულინის კალმის ნემსების ხელახალი გამოყენება ზრდის ნემსების ბლოკირების რისკს, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს ნაკლები დოზის მიღება ან გადაჭარბება. ნემსის ბლოკირების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა იხელმძღვანელოს ინსტრუქციით, რომელიც მოცემულია გამოყენების ინსტრუქციაში და თან დაერთვის წინამდებარე ჩანართ-ფურცელს (იხ. პარაგრაფი 6.6).
რიზოდეგი® მოცემულია წინასწარ შევსებულ (მზა) კალამში (FlexTouch®), რომელიც შექმნილია NovoFine® ან NovoTwist®-ის საინექციო ნემსებთან ერთად გამოსაყენებლად. წინასწარ შევსებული (მზა) კალამი იძლევა - 1-80 ერთეულს 1 ერთეულიანი საფეხურებით.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში.
განსაკუთრებული გარფთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ჰიპოგლიკემია
კვების გამოტოვებამ ან დაუგეგმავმა ძლიერმა ფიზიკურმა დატვირთვამ, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია.
ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს, თუ ინსულინის დოზა ძალიან მაღალია ინსულინის მოთხოვნასთან მიმართებაში (იხ. პარაგრაფები 4.5, 4.8 და 4.9).
ბავშვებში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ინსულინის დოზის, საკვების მიღებასთან და ფიზიკური აქტივობის დროსთან თანხვედრისთვის ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად. ბაზალურ-ბოლუსური რეჟიმისგან განსხვავებით, რიზოდეგი® შეიძლება ასოცირდებოდეს მწვავე ჰიპოგლიკემიის მომატებულ სიხშირესთან პედიატრიულ პოპულაციაში, განსაკუთრებით 2-5 წლის ასაკის ბავშვებში (იხ. პარაგრაფი 5.1). მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში, რიზოდეგი® გამოიყენენა ინდივიდუალურად.
პაციენტებში, რომელთა სისხლშიც გლუკოზას კონტროლი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა (მაგ. ინსულინის ინტენსიური თერაპიით), შესაძლებელია შეიცვალოს ჰიპოგლიკემიის გამოვლენის ჩვეული სიმპტომები, ამიტომ საჭიროა მათი შესაბამისი ინსტრუქტაჟი. შესაძლებელია გაქრეს ჩვეული გამოვლენის სიმპტომები ხანგრძლივი დროით განმავლობაში დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
თანმხლები ავადმყოფობა, განსაკუთრებით ინფექციები და ცხელება, ჩვეულებრივ ზრდის პაციენტში ინსულინის საჭიროებას. თირკმელების, ღვიძლის თანმხლები დაავადებისას, ან დაავადებებისას, რომლებიც არღვევს თირკმელზედა, ჰიპოფიზის ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას, შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინის დოზის ცვლილება.
სხვა ბაზალური ინსულინის პროდუქტების ან ბაზალურკომპონენტიანი ინსულინის პროდუქტების მსგავსად, რიზოდეგის® გრძელვადიანმა მოქმედებამ შეიძლება შეაყოვნოს ჰიპოგლიკემიიდან გამოსვლა.
ჰიპერგლიკემია
სწრაფად მოქმედი ინსულინის მიღება რეკომენდებულია მწვავე ჰიპერგლიკემიის დროს.
არაადექვატურმა დოზირებამ და/ან მკურნალობის შეწყვეტამ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ ინსულინს, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია და პოტენციურად დიაბეტური კეტოაციდოზი. ამასთან, თანმხლებმა ავადმყოფობამ, განსაკუთრებით ინფექციებმა, შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია და ამით გამოიწვიოს ინსულინის მომატებული საჭიროება.
როგროც წესი, ჰიპერგლიკემიის პირველი სიმპტომები ვითარდება თანდათანობით საათების ან დღეების განმავლობაში. ესენია: წყურვილი, შარდვის გახშირება, გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, წითელი მშრალი კანი, პირის სიმშრალე და მადის დაქვეითება, ასევე აცეტონის სუნი სუნთქვისას. ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს, არანამკურნალოები ჰიპერგლიკემიური მოვლენები თანდათანობით იწვევს დიაბეტურ კეტოაციდოზს, რაც პოტენციურად ლეტალურია.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ მუდმივად ცვალონ ინექციის ადგილი, რათა შემცირდეს ლიპოდისტროფიის და კანის ამილოიდოზის განვითარების რისკი. არსებობს ინსულინის შეწოვის დაგვიანებისა და გლიკემიის კონტროლის გაუარესების პოტენციური რისკი, ამ რეაქციების მქონე ადგილებში ინსულინის ინექციების გაკეთებისას. დაფიქსირდა, რომ ინექციის ადგილის მოულოდნელმა შეცვლამ დაუზიანებელი ადგილით გამოიწვია ჰიპოგლიკემია. ინექციის ადგილის დაუზიანებელი ადგილით შეცვლისას რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის მონიტორინგი და შეიძლება განხილულ იქნას ანტიდიაბეტური მედიკამენტების დოზის დაკორექტირება.
გადმოსვლა ინსულინის სხვა სამედცინო პროდუქტებიდან
პაციენტის გადმოყვანა ინსულინის სხვა ტიპზე, ბრენდზე ან მწარმოებელზე უნდა განხორციელდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და შეიძლება გამოიწვიოს დოზის ცვლილება.
თიაზოლიდინდიონების და ინსულინის სამედიცინო პროდუქტების კომბინაცია
თიაზოლიდინდიონების ინსულინთან კომბინაციაში გამოყენებისას შეინიშნებოდა გულის უკმარისობის შემთხვევები, განსაკუთრებით გულის უკამარისობის განვითარების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში. ამის გათვალისწინება საჭიროა, როდესაც ინიშნება თიაზოლიდინდიონებით და რიზოდეგით® კომბინირებული მკურნალობა. კომბინაციის გამოყენებისას, საჭიროა დაკვირვება პაციენტებში გულის უკამრისობის, წონის მომატების და ედემას ნიშნებსა და სიმპტომებზე. თიაზოლიდინდიონების მიღება უნდა შეწყდეს, თუ ვითარდება დარღვევა კარდიალურ სიმპტომებში.
თვალის მხრივ პრობლემები
ინსულინის თერაპიის გახშირება გლიკემიური კონტროლის უეაცრი გაუმჯობესებით, შეიძლება ასოცირდებოდეს დიაბეტური რეტინოპათიის დროებით გაუარესებასთან, მაშინ როცა გლიკემიური კონტროლის ხანგრძლივი გაუმჯობესება ამცირებს დიაბეტური რეტინოპათიის პროგრესირების რისკს.
შემთხვევით შერევის თავიდან აცილება
საჭიროა პაციენტების ინსტრუქტაჟი, რომ ყოველთვის შეამოწმონ ინსულინის ეტიკეტი ყოველი ინექციის წინ, რიზოდეგისა® და ინსულინის სხვა პროდუქტების შემთხვევითი შერევის თავიდან ასაცილებლად.
პაციენტებმა ვიზუალურად უნდა შეამოწმონ კალმის დოზის მრიცხველის ერთეულები. ამიტომ, პაციენტებს თვითინექციისას უნდა შეეძლოთ კალამზე დოზის მრიცხველის წაკითხვა. ბრმა ან ცუდი მხედველობის მქონე პაციენტებმა უნდა მიმართონ დასახმარებლად სხვებს, რომელთაც გააჩნიათ კარგი მხედველობა და იციან ინსულინის მოწყობილობის გამოყენება.
დოზირებაში შეცდომის ან დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად, პაციენტებმა და სამედიცინო პერსონალმა არასდროს არ უნდა გამოიყენონ შპრიცი წინასწარ შევსებული (მზა) კალმის კარტრიჯიდან სამედიცინო პროდუქტის ამოსაღებად.
ნემსის ბლოკირების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა იხელმძღვანელოს ინსტრუქციით, რომელიც მოცემულია გამოყენების ინსტრუქციაში და თან დაერთვის წინამდებარე ჩანართ-ფურცელს (იხ. პარაგრაფი 6.6).
ინსულინის ანტისხეულები
ინსულინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ინსულინის ანტისხეულების ფორმირება. იშვიათ შემთხვევებში, მსგავსი ინსულინის ანტისხეულების არსებობამ, შეიძლება აუცილებელი გახადოს ინსულინის დოზის კორექცია იმისათვის, რომ მოხდეს ჰიპერ- ან ჰიპოგლიკემიის ტენდენციის კორექცია.
ნატრიუმი
ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 1მმოლ-ზე (23მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ არსებითად იგი „არ შეიცავს ნატრიუმს“.
მიკვლევადობა
ბიოლოგიური სამკურნალო საშუალებების მიკვლევადობის გაუმჯობესების მიზნით, შეყვანილი პროდუქტის დასახელება და სერიული ნომერი გარკვევით უნდა ჩაიწეროს.
სიფრთხილის ზომები
რიზოდეგის® გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან. განსაკუთრებით გაითვალისწინეთ შემდეგი:
სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია) - თუ თქვენს სისხლში შაქრის დონე ძალიან დაბალია, მიჰყევით მითითებებს სისხლში შაქრის დაბალ დონესთან დაკავშირებით, რომელიც მოცემულია მე-4 პარაგრაფში - შესაძლო გვერდითი მოვლენები.
სისხლში შაქრის მაღალი დონე (ჰიპერგლიკემია) - თუ თქვენს სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალია, მიჰყევით მითითებებს სისხლში შაქრის მაღალ დონესთან დაკავშირებით, რომელიც მოცემულია მე-4 პარაგრაფში - შესაძლო გვერდითი მოვლენები.
სხვა ინსულინის პროდუქტებიდან გადმოსვლა - შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის დოზის შეცვლა თუ გადადიხართ ინსულინის სხვა ტიპიდან, ბრენდიდან ან მწარმოებლიდან. აცნობეთ თქვენს ექიმს.
თიაზოლიდინდიონების გამოყენებისას ინსულინთან ერთად, იხ. თიაზოლიდინდიონების ქვემოთ.
დარღვევები თვალის მხრივ - სისხლში შაქრის დონის კონტროლის სწრაფმა გაუმჯობესებამ შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტური თვალის პრობლემის დროებითი გაუარესება. თუ გაწუხებთ თვალის პრობლემა, აცნობეთ თქვენს ექიმს.
დარწმუნდით რომ იყენებთ ინსულინის სწორ ფორმას - ყოველთვის შეამოწმეთ ინსულინი ეტიკეტი თითეული ინექციის წინ, რიზოდეგისა® და ინსულინის სხვა პროდუქტების შემთხვევითი შერევის თავიდან ასაცილებლად.
თუ გაქვთ ცუდი მხედველობა, იხ. პარაგრაფი 3 როგორ უნდა გამოიყენოთ რიზოდეგი®.
კანის ცვლილებები ინექციის ადგილას
ინექციის ადგილი უნდა იცვლებოდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული ცხიმოვანი ქსოვილის ცვლილებები კანქვეშ, როგორიცაა კანის გასქელება, კანის გათხელება ან გროვების წარმოქმნა კანქვეშ. ინსულინმა შეიძლება არ იმუშაოს ძალიან კარგად, თუ ინექციას იკეთებთ ამობერილ, შესქელებულ ან შეთხელებულ ადგილას (იხ. პარაგრაფი 3 როგორ უნდა გამოიყენოთ რიზოდეგი®). აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ინექციის ადგილას შენიშნავთ კანის რაიმე ცვლილებას. აცნობეთ ექიმს, თუ ამ ეტაპზე ინექციას იკეთებთ ამ დაზიანებულ ადგილებში, სანამ ინექციის გაკთებას დაიწყებთ სხვა ადგილას. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ სისხლში შაქარის დონის უფრო საგულდაგულო კონტროლი და დაგიკორექტიროთ ინსულინის ან სხვა ანტიდიაბეტური მედიკამენტების დოზა.
ბავშვები და მოზარდები
რიზოდეგის® გამოყენება შესაძლებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზარდებში და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან. რიზოდეგი® განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება 2-5 წლის ასაკის ბავშვებში. ამ ასაკობრივ ჯგუფში შეიძლება უფრო მაღალი იყოს სისხლში შაქრის ძალიან დაბალი შემცველობის რისკი. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში რიზოდეგის® გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვადასხვა სამედიცინო პროდუქტები ურთიერთქმედებენ გლუკოზას მეტაბოლიზმთან.
შემდეგმა ნივთიერებებმა შესაძლოა შეამცირონ ინსულინის საჭიროება
პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები, GLP-1 რეცეპტორის აგონისტები, მონოამინ ოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები, ბეტა-ბლოკატორები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები, სალიცილატები, ანაბოლური სტეროიდები და სულფონამიდები.
შემდეგმა ნივთიერებებმა შეიძლება გაზარდონ ინსულინის საჭიროება
პერორალური კონტრაცეპტივები, თიაზიდები, გლუკოკორტიკოიდები, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, სიმპათომიმეტურები, ზრდის ჰორმონი და დანაზოლი.
ბეტა-ბლოკატორებმა შეიძლება შენიღბონ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.
ოქტრეოტიდმა/ლანროეტიდმა შეიძლება გაზარდონ ან შეამცირონ ისნულინის საჭიროება.
ალკოჰოლმა შესაძლოა შეამციროს ინსულინის ჰიპოგლიკემიური მოქმედება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არსებობს კლინიკური გამოცდილება რიზოდეგის® ორსულებში გამოყენებასთან დაკავშირებით.
ცხოველებში ჩატარებულმა რეპროდუქციულმა კვლევებმა არ გამოავლინა ინსულინ დეგლუდეკსა და ადამიანის ინსულინს შორის რაიმე სახის განსხვავება ემბრიოტოქსიურობასა და ტერატოგენურობასთან დაკავშირებით.
ზოგადად, სისხლში გლუკოზას ხშირი კონტროლი და დიაბეტით დაავადებული ორსული ქალის მონიტორინგი რეკომენდებულია მთელი ორსულობის მანძილზე და ორსულობის დასრულებისას. ინსულინის საჭიროება, როგორც წესი მცირდება პირველ ტრიმესტრში და იზრდება თანდათანობით მეორე და მესამე ტრიმესტრებში. მშობიარობის შემდეგ, ინსულინის საჭიროება, როგროც წესი, სწრაფად უბრუნდება ორსულობამდე არსებულ მაჩვენებელს.
ლაქტაცია
არ არსებობს კლინიკური გამოცდილება რიზოდეგის® ლაქტაციის დროს გამოყენებისას. ვირთაგვებში ინსულინ დეგლუდეკი გამოიყოფოდა რძეში; რძეში კონცენტრაცია უფრო დაბალი იყო, ვიდრე პლაზმაში.
უცნობია ინსულინ დეგლუდეკი/ინსულინ ასპარტი გამოიყოფა თუ არა ადამიანის რძეში. მეტაბოლური მოქმედება არ არის მოსალოდნელი ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებში/ჩვილებში.
ფერტილობა
ცხოველებზე ჩატარებულმა რეპროდუქციულმა კვლევებმა ინსულინ დეგლუდეკის გამოყენებით, არ გამოვლენილა რაიმე სახის გვერდითი მოვლენები ნაყოფიერებაზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ამ სამკურნალო პროდუქტს არ აქვს არანაირი ან აქვს უმნიშვნელო გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
თუმცა, პაციენტის უნარი კონცენტრაციასა და რეაქციაზე შესაძლოა დაირღვეს ჰიპოგლიკემიის შედეგად. ეს შესაძლოა წარმოადგენდეს რისკს ისეთ სიტუაციებში, სადაც მოცემული უნარები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია (მაგ. ავტომობილის მართვა ან მექანიზმების გამოყენება).
პაციენტებმა უნდა მიიღონ სიფრთხილის ზომები ავტომობილის მართვისას და თავიდან აიცილონ ჰიპოგლიკემია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც აქვს ჰიპოგლიკემიის ნიშნების გამოვლენის დაქვითებული ცნობადობა ან საერთოდ არ აქვთ, ან გააჩნიათ ჰიპოგლიკემიის ხშირი ეპიზოდები. მოცემულ სიტუაციებში საჭიროა შეფასდეს მართვის მიზანშეწონილობა.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
მკურნალობის პერიოდში ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენას წამრმოადგენდა ჰიპოგლიკემია (იხ. შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა ქვემოთ).
გვერიდითი მოვლენების ცხრილი
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ეფუძნება კლინიკური კვლევების მონაცემებს და კლასიფიცირებულია MedDRA სისტემურ ორგანოთა კლასის მიხედვით. სიხშირის კატეგორია განისაზღვრება შემდეგი პირობის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1000 - <1/100) ; იშვიათი (≥1/10000 - <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000) და უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით).
სისტემურ ორგანოთა კლასი
სიხშირე
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
იშვიათი - მომატებული მგრძნობელობა
იშვიათი - ჭინჭრის ციება
დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ
ძალიან ხშირი - ჰიპოგლიკემია
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
უცნობია - ლიპოდისტროფია
უცნობი - კანის ამილოიდოზი†
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას
ხშირი - რეაქციები ინექციის ადგილას
არახშირი - პერიფერული შეშუპება
† გვერდითი მოვლენები ფარმაკოკინეტიკური წყაროებიდან.
შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ინსულინის პრეპარატებით შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები. დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები ინსულინის ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ, შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში.
რიზოდეგით® შეინიშნებოდა მომატებული მგრძნობელობა (გამოიხატებოდა ენის და ტუჩების შეშუპებით, დიარეით, გულისრევით, დაღლილობით და ქავილით) და ჭინჭრის ციება იშვიათად.
ჰიპოგლიკემია
ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს თუ ინსულინის დოზა ძალიან მაღალია, ვიდრე საჭიროა. მწვავე ჰიპოგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების დაკარგვა და/ან კონვულსიები და გამოიწვიოს თავის ტვინის დროებითი ან მუდმივი დისფუნქცია ან სიკვდილი. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები, როგორც წესი, ვითარდება უეცრად. ეს შეიძლება იყოს: ცივი ოფლი, ცივი ფერმკთალი სახე, დაღლილობა, ნერვიულობა და ტრემორი, შფოთვა, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, დაბნეულობა, კონცენტრაციის დარღვევა, ძილიანობა, ძლიერი შიმშილი, მხედველობის ცვლილება, თავის ტკივილი, გულისრევა და პალპიტაცია.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვლის მხრივ
ლოპოდისტროფია (მათ შორის ლიპოჰიპერტროფია, ლიპოატროფია) და კანის ამილოიდოზი შეიძლება განვითარდეს ინექციის ადგილას და შეაყოვნოს ინსულინის ადგილობრივი შეწოვა. ინექციის ადგილის უწყვეტი ცვლა მოცემული საინექციო ადგილის ფარგლებში, ხელს შეუწყობს მოცემული რეაქციების განვითარების რისკის შემცირებას ან ამ რეაქციების პროფილაქტიკას (იხ. პარაგრაფი 4.4).
რეაქციები ინექციის ადგილას
რეაქციები ინექციის ადგილას (მათ შორის ინექციის ადგილას ჰემატომა, ტკივილი, ჰემორაგია, ერითემა, კვანძები, შეშუპება, გაუფერულება, პრურიტი, სითბო და ინექციის ადგილის მასიურობა) ვითარდებოდა პაციენტებში რიზოდეგის® მიღებისას. მოცემული რეაქციები, როგორც წესი მსუბუქია და გარდამავალი და ქრება უწყვეტი მკურნალობის განმავლობაში.
პედიატრიული პოპულაცია
რიზოდეგი® მიიღებოდა ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ფარმაკოკინეტიკური თვისებების გამოსაკვლევად (იხ. პარაგრაფი 5.2). 2-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში გამოვლინდა უსაფრთხოება და ეფექტურობა. პედიატრიულ პოპულაციაში გამოვლენილი გვერდითი მოვლენების სიხშირე, ტიპი და სიმწვავე არ განსხვავდება ზოგადად დიაბეტით დაავადებულ პოპულაციაში გამოვლენილი მაჩვენებლებისგან, გარდა მწვავე ჰიპოგლიკემიის მაღალი სიხშირის მაჩვენებლისა ბაზალურ-ბოლუსურ რეჟიმთან შედარებით პედიატრიულ პოპულაციაში, განსაკუთრებით 2-5 წლის ასაკის ბავშვებში (იხ. პარაგრაფები 4.2, 4.4 და 5.1).
სხვა განსაკუთრებული პოპულაციები
კლინიკური კვლევებიდან მიღებული შედეგების მიხედვით, გვერდითი მოვლენების სიხშირე, ტიპი და სიმწვავე, რომელიც შეინიშნებოდა ხანდაზმულებში და პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის დისფუნქციით, არ მიუთითებს ზოგად პოპულაციაში ფართო გამოცდილებასთან მიმართებაში რაიმე სახის სხვაობაზე.
ჭარბი დოზა
ინსულინის სპეციფიკური ჭარბი დოზირება ვერ განისაზღვრება. თუმცა, ჰიპოგლიკემია შესაძლოა განვითარდეს თანამიმდევრული ეტაპებით, თუ პაციენტმა მიიღო საჭიროზე მეტი ინსულინის დოზა.
მსუბუქი ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების მკურნალობა შესაძლებელია გლუკოზას ან სხვა შაქრის შემცველი პროდუქტების პერორალური მიღებით. ამიტომ, რეკომენდებულია პაციენტმა ყოველთვის თან იქონიოს გლუკოზას შემცველი პროდუქტები.
მწვავე ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების მკურნალობა, როდესაც პაციენტს არ შეუძლია ჩაიტაროს თვითმკურნალობა, შესაძლებელია გლუკაგონით (0.5 – 1 მგ) კუნთშიდა ან კანქვეშა შეყვანით გამოცდილი პირის მიერ, ან გლუკოზით ინტრავეური შეყვანით, სამედიცინო პერსონალის მიერ. გლუკოზას შეყვანა უნდა მოხდეს ინტრავენურად, თუ პაციენტს არ აქვს რეაქცია გლუკაგონზე 10-15 წუთის განმავლობაში. ცნობიერების დარღვევის აღდგენისას, რეკომენდებულია პერორალური ნახშირწყლების მიღება პაციენტისთვის, რეციდივის თავიდან ასაცილებლად.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებებია: ინსულინ დეგლუდეკი და ინსულინ ასპარტი. ხსნარის ყოველი მლ შეიცავს მთლიან 100 ერთეულ (ე) ინსულინ დეგლუდეკს/ინსულინ ასპარტს წილით 70/30. ყოველი წინასწარ შევსებული (მზა) კალამი (3მლ) შეიცავს 300 ერთეულ (ე) ინსულინ დეგლუდეკს/ინსულინ ასპარტს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: გლიცერინი, მეტაკრეზოლი, ფენოლი, ნატრიუმის ქლორიდი, თუთიის აცეტატი, ჰიდროქლორიდის მჟავა და ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის კორექცისითვის) და საინექციო წყალი.
რიზოდეგის® გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი
რიზოდეგი® მოცემულია სუფთა და უფერო საინექციო ხსნარის სახით წინასწარ შევსებულ (მზა) კალამში (300 ერთეული ყოველ 3მლ-ში).
შეფუთვის ზომები 1 და 5 3 მლ-იანი წინასწარ შევსებული (მზა) კალმები.
შესაძლებელია შეფუთვის ყველა ზომა არ იყოს გაყიდვაში.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
ნოვო ნორდისკი ა/ს
ნოვო ალე
DK-2880 ბაგსვერდი, დანია
Ryzodeg®, FlexTouch®, NovoFine® და NovoTwist® არის სავაჭრო ნიშნები, რომელსაც ფლობს კომპანია ნოვო ნორდისკი ა/ს, დანია
©20XX
ნოვო ნორდისკი ა/ს
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა რეცეპტის გარეშე).
ინსტრუქცია რიზოდეგი® 100 ერთეული/მლ-ს საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ (მზა) კალამში (FlexTouch®) გამოყენების შესახებ
ფლექსთაჩის® წინასწარ შევსებული (მზა) კალმის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ინსტრუქცია.
თუ სიფრთხილით არ დაიცავთ ინსტრუქციას, შეიძლება მიიღოთ ინსულინის ძალიან მაღალი ან დაბალი დოზა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქარის დონის ძლიერი აწევა ან დაწევა.
არ გამოიყენოთ კალამი ექიმის ან ექთნის მიერ სათანადო სწავლების ჩატარების გარეშე.
შეამოწმეთ კალამი იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ ის შეიცავს რიზოდეგი® 100 ერთეული/მლ-ს, შემდეგ იხ. ქვემოთ მოცემული ილუსტრაციები იმისათვის, რომ შეისწავლოთ კალმის და ნემსის სხვადასხვა ნაწილები.
თუ ხართ უსინათლო ან გაქვთ ცუდი მხედველობა და არ შეგიძლით წაიკითხოთ კალამზე დოზის მრიცხველი, არ გამოიყენოთ ეს კალამი დახმარების გარეშე. დაიხმარეთ პირი, რომელსაც ექნება კარგი მხედველობა და გამოცდილება ფლექსთაჩის® წინასწარ შევსებული (მზა) კალმის გამოყენებაში.
თქვენი კალამი წინასწარ შევსებული ინსულინის დოზის მრიცხველით შეიცავს 300 ერთეულ ინსულინს. შეგიძლიათ შეარჩიოთ მაქსიმუმ 80 ერთეული დოზაზე, 1 ერთეულიანი საფეხურებით. კალამი გამოიყენება NovoTwist®-ის ან NovoFine®-ის ერთჯერადი გამოყენების 8მმ სიგრძის ნემსებთან ერთად. ნემსები არ მოყვება შეფუთვას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
გაითვალისწინეთ მოცემული შენიშვნები, რადგან ისინი მნიშვნელოვანია კალმის სწორად გამოსაყენებლად.
\s
მოამზადეთ თქვენი კალამი
შეამოწმეთ დასახელება და დოზა თქვენი კალმის ეტიკეტზე იმისათვის, რომ დარწმუნდეთ რომ იგი შეიცავს რიზოდეგი® 100 ერთეული/მლ-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ იღებთ ერთზე მეტი ტიპის ინსულინს. არასწორი ტიპის ინსულინის მიღებისას შესაძლებელია სისხლში შაქრის დონე ძალიან გაიზარდოს ან შემცირდეს.
მოხსენით კალამს თავსახური.
\s
დარწმუნდით რომ ინსულინი თქვენს კალამში არის სუფთა და უფერო. შეიხედეთ ინსულინის ფანჯარაში. თუ ინსულინი შემღვრეულია არ გამოიყენოთ კალამი.
\s
გამოიყენეთ ახალი ნემსი და მოხსენით ქაღალის ჩანართი.
\s
მიაწექით ნემსს პირდაპირ კალამზე. ატრიალეთ იქამდე, ვიდრე მჭიდროდ არ მოეჭირება.
\s
მოხსენით ნემსს გარე თავსახური და შეინახეთ. ის დაგჭირდებათ ინექციის შემდეგ, ნემსის კალმიდან სწორად ამოსაღებად.
\s
მოხსენით ნემსის შიდა თავსახური და გადააგდეთ. თუ ეცდებით მის ხელახლა მორგებას, შეიძლება შემთხვევით შეგერჭოთ ნემსი.
ინსულინის წვეთი შეიძლება გამოჩნდეს ნემსის წვერზე. ეს ნორმალურია, მაგრამ კვლავ უნდა შეამოწმოთ ინსულინის ნაკადი.
\s
თითოეული ინექციისთვის ყოველთვის გამოიყენეთ ახალი ნემსი.
ამგვარად შემცირდება დაბინძურების, ინფექციის, ინსულინის გამოჟონვის, ბლოკირებული ნემსის და არაზუსტი დოზირების რისკი.
არასოდეს არ გამოიყენოთ მოღუნული ან დაზიანებული ნემსი.
შეამოწმეთ ინსულინის ნაკადი
გამოყენებამდე ყოველთვის შეამოწმეთ ინსულინის ნაკადი. ამგვარად დარწმუნდებით, რომ მიიღეთ ინსულინის სრული დოზა.
დაატრიალეთ დოზის ასარჩევი 2 ერთეულის შესარჩევად. დარწმუნდით, რომ დოზის მრიცხველი უჩვენებს 2-ს.
\s
კალამი დაიჭირეთ ნემსით ზემოთ მიმართული.
კალმის წვერს ფრთხილად მიუკაკუნეთ რამოდენიმეჯერ იმისათვის, რომ ჰაერის ბუშტუკები ზემოთ მოექცეს.
\s
დააწექით დოზის ღილაკს იქამდე, ვიდრე დოზის მრიცხველი არ დაუბრუნდება 0-ს.
0 უნდა გაუსწორდეს დოზის ნიშნულს.
ინსულინის წვეთი უნდა გამოჩნდეს ნემსის წვერზე.
\s
ჰაერის მცირე ბუშტუკი შეიძლება დარჩეს ნემსის წვერზე, მაგრამ მისი ინექცია არ მოხდება.
თუ წვეთი არ გამოჩნდება, გაიმეორეთ საფეხურები 2A-დან 2C-მდე 6-ჯერ. თუ წვეთი კვლავ არ გამოჩნდება, ნემსი გამოცვალეთ და გაიმეორეთ საფეხურები 2A-დან 2C-მდე კიდევ ერთხელ.
თუ ინსულინის წვეთი კვლავ არ გამოჩნდება, კალამი გადააგდეთ და გამოიყენეთ ახალი.
ყოველთვის შეამოწმეთ, რომ ინექციამდე წვეთი გამოჩნდეს ნემსის წვერზე. ამგვარად დარწმუნდებით რომ ინსულინი გამოედინება.
თუ წვეთი არ გამოჩნდება, არ გამოიყენოთ ინსულინი მაშინაც კი, თუ დოზის მრიცხველი მოძრაობს. ეს შესაძლოა მიუთითებდეს ნემსის დაზიანებაზე ან ბლოკირებაზე.
ინექციამდე ყოველთვის შეამოწმეთ ნაკადი. თუ ნაკადს არ შეამოწმებთ, შეიძლება მიიღოთ ძალიან მცირე რაოდენობის ინსულინი ან საერთოდ არ მიიღოთ ის. რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქარის დონის ძლიერი მომატება.
შეარჩიეთ თქვენი დოზა
დაწყებამდე დარწმუნდით, რომ დოზის მრიცხველი უჩვენებს 0-ს.
0 უნდა უსწორდებოდეს დოზის ნიშნულს.
მოატრიალეთ დოზის ასარჩევი თქვენთვის საჭირო დოზამდე, როგორც დანიშნულია ექიმის ან ექთნის მიერ.
თუ შეარჩევთ არასწორ დოზას, შეგიძლიათ ატრიალოთ დოზის ასარჩევი წინ და უკან დოზის კორექციისთვის.
კალამი ითვლის მაქსიმუმ 80 ერთეულს.
\s
დოზის ასარჩევი ცვლის ერთეულების რაოდენობას. მხოლოდ დოზის მრიცხველი და დოზის მნიშვნელი უჩვენებენ რამდენი ერთეული შეარჩიეთ თითოეულ დოზაზე.
შეგიძლიათ ყოველ დოზაზე შეარჩიოთ 80 ერთეულამდე. როდესაც თქვენი კალამი შეიცავს 80 ერთეულზე ნაკლებს, დოზის მრიცხველი ჩერდება დარჩენილი ერთეულების რიცხვთან.
დოზის ასარჩევს სხვადასხვა სახის ხმა აქვს წინ და უკან ტრიალისას ან დარჩენილი ერთეულების რიცხვთან მიახლოებისას. არ დაითვალოთ კალმის წკაპუნის ხმები.
ყოველთვის გამოიყენეთ დოზის მრიცხველი და დოზის მნიშვნელი, რათა ნახოთ რა რაოდენობის ერთეული შეარჩიეთ ინსულინის ინექციამდე.
არ დაითვალოთ კალმის ხმები. თუ შეარჩევთ და შეიყვანთ არასწორ დოზას, სისხლში შაქარის დონე შეიძლება ძალიან გაიზარდოს ან შემცირდეს. არ გამოიყენოთ ინსულინის შკალა, ის მხოლოდ უჩვენებს რა რაოდენობის ინსულინია დაახლოებით დარჩენილი თქვენს კალამში.
შეიყვანეთ დოზა
შეიყვანეთ ნემსი კანში, ისე როგორც თქვენმა ექიმმა ან ექთანმა გიჩვენათ.
დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ დაინახოთ დოზის მრიცხველი.
არ შეეხოთ დოზის მრიცხველს თითებით. ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ინექციას.
დააწექით დოზის ღილაკს, ვიდრე დოზის მრიცხველი არ დაუბრუნდება 0-ს.
0 უნდა გაუსწორდეს დოზის მნიშვნელს.
შემდეგ შეიძლება მოგესმათ ან იგრძნოთ წკაპუნის ხმა.
დატოვეთ ნემსი კანქვეშ სულ მცირე 6 წამით იმისათვის, რომ დარწმუნდეთ რომ მიიღეთ სრული დოზა.
\s
გამოიღეთ ნემსი და კალამი თქვენი კანიდან.
ინექციის ადგილას თუ შეამჩნევს სისხლს, მსუბუქად დააწექით ბამბის ტამპონით. არ დაიზილოთ მიდამო.
\s
ინექციის შემდეგ, შეიძლება შეამჩნიოთ ინსულინის წვეთი ნემსის წვერზე. ეს ნორმალურია და არ ცვლის თქვენს დოზას.
ყოველთვის ადევნეთ თვალი დოზის მრიცხველს, რათა იცოდეთ რამდენი ერთეულის ინექცია გაიკეთეთ.
დოზის მრიცხველი უჩვენებს ერთეულების ზუსტ რიცხვს. არ დაითვალოთ კალმის წკაპუნის ხმა.
დააწექით დოზის ღილაკს, ვიდრე დოზის მრიცხველი არ დაუბრუნდება 0-ს ინექციის შემდეგ. თუ დოზის მრიცხველი გაჩერდება იქამდე, ვიდრე დაუბრუბდება 0-ს, ეს ნიშნავს, რომ არ მოხდა სრული დოზის მიღება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ძალიან მაღალი შაქრის დონე.
ინექციის შემდეგ
ნემსის წვერი შეიყვანეთ ნემსის გარე თავსახურის მყარ ზედაპირზე, ნემსზე ან გარე თავსახურზე შეხების გარეშე.
\s
ნემსზე თავსახურვის დაფარების შემდეგ, ფრთხილად მიაწექით ბოლომდე ნემსის გარეთა თავსახურს სრულად დასაფარებლად.
მოაცილეთ ნემსი კალამს და ფრთხილად გადააგდეთ.
\s
კალამს დაახურეთ თავსახური ყოველი გამოყენების შემდეგ, ინსულინის სინათლისგან დასაცავად.
\s
ყოველი ინექციის შემდეგ, ყოველთვის გადაყარეთ ნემსები. ამგვარად შემცირდება დაბინძურების, ინფექციის, ინსულინის გამოჟონვის, ნემსის ბლოკირების და არასწორი დოზირების რისკი. თუ ნემსი ბლოკირებულია, ვერ განახორციელებთ ინსულინის შეყვანას.
როდესაც კალამი დაცარიელდება, გადააგდეთ ნემსის გარეშე ან ექიმის, ექთნის, ფარმაცევტის ან ადგილობრივი კანონმდებლობის მითითებების მიხედვით.
არასოდეს არ სცადოთ ნემსის შიდა თავსახურის ნემსზე ხელახლა მორგება. შეიძლება ნემსი შეგერჭოთ.
თითოეული ინექციის შემდეგ, ნემსი ყოველთვის მოაცილეთ კალამს და შეინახეთ თქვენი კალამი მიმაგრებული ნემსის გარეშე. ამგვარად შემცირდება დაბინძურების, ინფექციის, ინსულინის გამოჟონვის, ნემსების ბლოკირების ან არასწორი დოზირების რისკი.
რა რაოდენობის ინსულინია დარჩენილი?
ინსულინის შკალა უჩვენებს დაახლოებით რა რაოდენობის ინსულინია დარჩენილი თქვენს კალამში.
\s
დარჩენილი ინსულინის ზუსტი რაოდენობის სანახავად, გამოიყენეთ დოზის მრიცხველი:
ატრიალეთ დოზის ასარჩევი, სანამ დოზის მრიცხველი არ გაჩერდება. თუ უჩვენებს 80-ს, მაშინ დარჩენილია სულ მცირე 80 ერთეული თქვენს კალამში.
თუ უჩვენებს 80-ზე ნაკლებს, არსებული რიცხვი ნიშნავს იმ ერთეულის რაოდენობას, რაც დარჩენილია თქვენს კალამში.
\s
დოზის ასარჩევი მიატრიალეთ უკან, ვიდრე დოზის მრიცხველი არ უჩვენებს 0-ს.
თუ გჭირდებათ მეტი ინსულინი, ვიდრე დარჩენილია კალამში, დოზა შეგიძლიათ გაყოთ ორ კალამს შორის.
გაყოფის შემთხვევაში, ეცადეთ სწორად გამოითვალოთ დოზა.
ეჭვის შემთხვევაში, მიიღეთ სრული დოზა ახალი კალმით. დოზის არასწორად გაყოფისას, თქვენ შეიყვანთ ძალიან მცირე ან ძალიან დიდი რაოდენობის ინსულინს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქარის დონის ძლიერი მომატება ან შემცირება.
შემდგომი მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ყოველთვის თან იქონიეთ თქვენი კალამი.
ყოველთვის თან იქონიეთ დამატებითი კალამი და ახალი ნემსები, დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში.
ყოველთვის შეინახეთ კალამი და ნემსები სხვებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არასოდეს არ მისცეთ თქვენი კალამი ან ნემსები გამოსაყენებლად სხვა პირებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ჯვარედინი დინფიცირება.
არასოდეს არ მისცეთ თქვენი კალამი გამოსაყენებლად სხვა პირებს. თქვენი პრეპარატი შესაძლოა საზიანო იყოს მათი ჯანმრთელობისთვის.
მომვლელები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ გამოყენებულ ნემსებთან მიმართებაში - ნემსით დაზიანების და ჯვარედინი ინფექციის რისკის შესამცირებლად.
როგორ მოვუაროთ კალამს
ფრთხილად მოეპყარით კალამს. უხეშმა მოპყრობამ ან შეცდომით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასწორი დოზირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის ძლიერი მომატება ან შემცირება.
არ დატოვოთ კალამი მანქანაში ან სხვა ადგილას, სადაც ძალიან ცხელა ან ცივა.
მოარიდეთ თქვენი კალამი მტვერს, ჭუჭყს ან სითხეს.
არ გარეცხოთ, ჩაალბოთ ან გაპოხოთ თქვენი კალამი. აუცილებლობის შემთხვევაში, გაწმინდეთ მსუბუქ სარეცხ საშუალებაში დასველებული ნაჭრით.
არ დააგდოთ თქვენი კალამი ან მიარტყათ მყარ ზედაპირს.
თუ დაგივარდათ ან გამოვლინდა პრობლემა, მოარგეთ ახალი ნემსი და შეამოწმეთ ინსულინის ნაკადი ინექციამდე.
დაუშვებელია კალმის ხელახლა შევსება. დაცლის შემდეგ უნდა მოხდეს მისი უტილიზაცია.
დაუშვებელია კალმის შეკეთება ან გადაწევა.
შენახვის პირობები
ვარგისიანობის ვადა მითითებულია კალამის ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე „ვარგისინობის ვადის“ შემდეგ.
პირველი გახსნის შემდეგ ან რეზერვის სახით მოხმარებისას სამკურნალო პროდუქტი უნდა ინახებოდეს მაქსიმუმ 4 კვირის მანძილზე. შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. შეიძლება შენახვა მაცივარში (2-8°C ტემპერატურაზე). კალამი შეინახეთ მჭიდროდ დაფარებული თავსახურით სინათლისგან დასაცავად.
- 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
პირველი გამოყენების წინ:
ინახება მაცივარში (2-8 °C ტემპერატურაზე). არ გაყონოთ.
შეინახეთ გამყინავი ელემენტებისგან შორს.
კალამი შეინახეთ თავსახურით სინათლისგან დასაცავად.
პირველი გახსნის შემდეგ სამკურნალო პროდუქტის შენახვის პირობები იხ. 6.3 პარაგრაფში.
- 5. შეფუთვის აღწერა და შემადგენლობა
3 მლ ხსნარი კარტრიჯში (1 ტიპის შუშა) დგუშით (ჰალობუტილი) და შრეებიანი რეზინის საცობით (ჰალობუტილი/პოლისოპრენი) პოლიპროპილენის წინასწარ შევსებულ (მზა) მულტიდოზიან ერთჯერადი გამოყენების კალამში.
შეფუთვის ზომები 1 და 5 წინასწარ შევსებული (მზა) კალმები.
შესაძლებელია შეფუთვის ყველა ზომა არ იყოს გაყიდვაში.
- 6. განსაკუთრებული პირობები განადგურების და ექსპლოატაციის შესახებ
სამედიცინო პროდუქტი გამოიყენება მხოლოდ ერთი პირის მიერ. დაუშვებელია მისი ხელახლა შევსება.
დაუშვებელია რიზოდეგის® გამოყენება თუ ხსნარი არ არის სუფთა და უფერო.
რიზოდეგის® გაყინვის შემთხვევაში დაუშვებელია მისი გამოყენება.
თითოეული გამოყენების წინ უნდა გაუკეთდეს ახალი ნემსი. დაუშვებელია ნემსების ხელახალი გამოყენება. პაციენტმა უნდა გადააგდოს ნემსი ყოველი ინექციის შემდეგ.
ნემსის ბლოკირების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა იხელმძღვანელოს ინსტრუქციით, რომელიც მოცემულია გამოყენების ინსტრუქციაში. იხ. ფურცლის მეორე მხარე.
ნებისმიერი სახის ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
წინასწარ შევსებულ (მზა) კალამში (FlexTouch®) შექმნილია NovoFine® ან NovoTwist®-ის საინექციო ნემსებთან ერთად გამოსაყენებლად, რომელთა სიგრძეა 8 მმ. იგი იძლევა - 1-80 ერთეულს 1 ერთეულიანი საფეხურებით.
დეტალური ინსტრუქცია გამოყენების შესახებ, იხ. ფურცლის მეორე მხარე.
- მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
ნოვო ნორდისკი ა/ს
ნოვო ალე
DK-2880 ბაგსვერდი
დანია
Ryzodeg®, FlexTouch®, NovoFine® და NovoTwist® არის სავაჭრო ნიშნები, რომელსაც ფლობს კომპანია ნოვო ნორდისკი ა/ს, დანია
©20XX
ნოვო ნორდისკი ა/ს
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა რეცეპტის გარეშე).
- -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ინსტრუქცია პაციენტებისთვის - რიზოდეგი® 100 ერთეული/მლ-ს საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ (მზა) კალამში (FlexTouch®) გამოყენების შესახებ

შეამოწმეთ ინსულინის ნაკადი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1. ფამრაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიაბეტის დროს გამოსაყენებელი პრეპარატები. საინექციო ინსულინები და ანალოგები, შუალედური- ან გრძელვადიანი მოქმედების კომბინირებული სწრაფი მოქმედების. ათქ კოდი: A10AD06.
მოქმედების მექანიზმი
ინსულინ დეგლუდეკი და ინსულინ ასპარტი უკავშირდება განსაკუთრებულად ადამიანის ინსულინის რეცეპტორს და იწვევს ისეთივე ფარმაკოლოგიურ მოქმედებას, როგორსაც ადამიანის ინსულინი.
ინსულინის სისხლში გლუკოზას დამწევი ეფექტი, განპირობებულია გლუკოზას გაძლიერებული შთანთქმით, ინსულინის კუნთებზე და ცხიმოვან უჯრედებზე რეცეპტორებთან შეკავშირების შემდეგ და ამავდროულად გლუკოზას ღვიძლიდან გამოყოფის ინჰიბირებით.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
რიზოდეგის® ფარმაკოდინამიკური ეფექტი გაყოფილია ორ კომპონენტად (სურათი 1) და შედეგად მოქმედების პროფილი ასახავს ინდივიდუალურ კომპონენტებს, სწრაფად მოქმედ ინსულინ ასპარტს და ბაზალურ კომპონენტს - ინსულინ დეგლუდეკს.
რიზოდეგის® ბაზალური კომპონენტი (ინსულინ დეგლუდეკი) ახდენს ხსნადი მულტი-ჰექსამერების ფორმირებას კანქვეშა ინექციის შედეგად და წარმოქმნის ბაზას, საიდანაც ინსულინ დეგლუდეკი უწყვეტად და ნელა შეიწოვება სისხლის მიმოქცევაში და იწვევს გლუკოზას სწორ და სტაბილურ დამწევ ეფექტს. მოცემული ეფექტი ნარჩუნდება ინსულინ ასპარტთან თანა-ფორმულირებაში და არ ახდენს გავლენას სწრაფად მოქმედი ინსულინ ასპარტის მონომერებზე.
რიზოდეგი® სწრაფად იწყებს მოქმედებას, რომელიც ვითარდება სწრაფად ინექციის შემდეგ და ფარავს ჭამის დროს მაშინ, როდესაც ბაზალურ კომპონენტს გააჩნია სწორი და სტაბილური მოქმედების პროფილი - დაფაროს ბაზალური ინსულინის საჭიროებები. რიზოდეგის® ერთჯერადი დოზის მოქმედების ხანგრძლივობა 24 სთ-ზე მეტია.
\s
სურათი 1. ფარმაკოდინამიკა, ერთჯერადი დოზა - გლუკოზას ინფუზიის საშუალო სიჩქარის პროფილი - პაციენტები ტიპი 1 დიაბეტით - 0.8 ე/კგ რიზოდეგი® - კვლევა 3539
რიზოდეგის® საერთო და მაქსიმალური გლუკოზას დამწევი ეფექტი იზრდება ხაზოვნად დოზების მომატებასთან ერთად. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა დოზის მიღებიდან 2-3 დღეში.
რიზოდეგის® ფარმაკოდინამიკური მოქმედების განსხვავება არ შეინიშნება ხანდაზმულებსა და ახალგაზრდა პაციენტებს შორის.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ჩატარდა შვიდი მულტინაციონალური, რანდომიზებული, კონტროლირებადი, ღია, სამიზმე-სამკურნალო კლინიკური კვლევა 26 კვირის და 52 კვირის ხანგრძლივობით, სადაც მონაწილეობდა 1761 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტი (ერთი კვლევა მოიცავდა 362 პაციენტს ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით და 6 კვლევა მოიცავდა 1,399 პაციენტს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით), რომელიც იყენებდა რიზოდეგს®. რიზოდეგის® მიღება ხდებდა დღეში ერთხელ, რომელიც შედარდა ინსულინ გლარგინის მიღებას დღეში ერთხელ (100ერთეული/მლ) (IGlar) ორ კვლევაში ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში (ცხრილი 1). რიზოდეგი® დღეში ორჯერ შედარდა ბიფაზურ ინსულინ ასპარტ 30-ს (BIAsp 30) დღეში ორჯერ ორ კვლევაში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში (ცხრილი 2) და ინსულინ დეგლუდეკს (IDeg) დღეში ერთხელ პლიუს ინსულინ ასპარტი (IAsp) დღეში 2-4-ჯერ ერთ კვლევაში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. ერთ კვლევაში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში რიზოდეგი® დღეში ერთხელ შედარდა ინსულინ გლარგინს (IGlar) დღეში ერთხელ პლიუს IAsp დღეში ერთხელ. 26 კვირიანი მკურნალობის შემდეგ რიზოდეგის® დოზის გაყოფა არ შეიძლება დღეში ორჯერ მიღებად. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის ყველა კვლევისას დასაშვები იყო პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების (OADs) გამოყენება. რიზოდეგი® დღეში ერთხელ პლიუს ინსულინ ასპარტი (IAsp) ასევე, შედარდა ინსულინ დეტემირს (IDet) დღეში ერთხელ ან დღეში ორჯერ პლიუს IAsp ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში (ცხრილი 3).
HbA1c-ის არასრულფასოვნების ცვლილება დაწყებიდან კვლევის დასრულებამდე გამოვლინდა 7 კვლევიდან 6-ში ყველა შესადარებელთან მიმართებაში, სადაც მკურნალობდნენ სამიზნე პაციენტებს, ხოლო არასრულფასოვნება არ დადასტურდა ერთ კვლევაში (IDegAsp-ის დღეში ორჯერ შედარებისას IDeg-თან დღეში ერთხელ პლიუს IAsp დღეში 2-4-ჯერ) ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისას.
რიზოდეგით® ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ არ გამოვლენილა ინსულინის ანტისხეულების კლინიკურად მნიშვნელოვანი განვითარება.
პაციენტები ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით
ორ კვლევაში ინსულინით და ანტიდიაბეტური პრეპარატებით კომბინირებული მკურნალობისას, ინსულინის მიღების დამწყებ და ინსულინის ინტენსიურად მიმღებ პაციენტებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს, რიზოდეგის® დღეში ერთხელ მიღებისას გამოვლინდა იგივე გლიკემიური კონტროლი (HbA1c), რაც IGlar -ით (გამოყენებული მარკირების შესაბამისად) (ცხრილი 1). ვინაიდან, რიზოდეგი® შეიცავს სწრაფად მოქმედ ჭამის დროს მისაღებ ინსულინს (ინსულინ ასპარტი), პრანდიალური გლიკემიური კონტროლი ჭამის დროს მიღებისას უმჯობესდებოდა მხოლოდ ბაზალური ინსულინის გამოყენებასთან მიმართებაში; იხ. კვლევის შედეგები ცხრილში 1. ღამის ჰიპოგლიკემიის დაბალი სიხშირე (განსაზღვრული როგორც ეპიზოდები შუაღამისა და დილის 6 საათის განმავლობაში, დადასტურდა პლაზმური გლუკოზას <3.1 მმოლ/ლ ან პაციენტის მიერ, რომელსაც ესაჭიროებოდა სხვა პირის დახმარება) შეინიშნებოდა რიზოდეგის® მიღებისას IGlar-თან მიმართებაში (ცხრილი 1).
რიზოდეგის® დღეში ორჯერ მიღებისას გამოვლინდა იგივე გლიკემიური კონტროლი (HbA1c) რაც BIAsp 30-ის დღეში ორჯერ მიღებასას ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. გამოვლინდა უზმოზე პლაზმური გლუკოზას დონეების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, ვიდრე BIAsp 30-ის მიმღებ პაციენტებში. რიზოდეგი® იწვევს საერთო და ღამის ჰიპოგლიკემიის დაბალ სიხშირეს (ცხრილი 2).
რიზოდეგი® დღეში ორჯერ შედარდა Ideg-ს დღეში ერთხელ პლუს IAsp (2-4 ყოველდღიური ინექცია) პაციენტებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით, რომლებიც მკურნალობდნენ ბაზალური ინსულინით და ესაჭიროებოდათ ინსულინით მკურნალობის გაძლიერება ჭამის დროს. კვლევის პროექტი მოიცავდა მკურნალობის სტანდარტულ გრაფიკს, თუმცა იძლეოდა ზოგიერთი კორექტირების შეტანის საშუალებას, ინდივიდუალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ორივე მკურნალობა აუმჯობესებდა გლიკემიურ კონტროლს სავარაუდო საშუალო შემცირებით რიზოდეგის® (-1.23%) IDeg-თან შედარებით პლიუს IAsp (-1.42%), რაც ასახავს პირველადი საბოლოო წერტილისთვის ცვლილებას საბაზისო დონიდან HbA1c–ში 26-ე კვირისთვის. აღნიშნული არ შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღვრულ არასრულფასოვნების (non-inferiority) ზღვარს 0.4% [0.18(-0.04; 0.41)]. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ გამოვლინდა ორ სამკურნალო ჯგუფს შორის.
ერთ კვლევაში სადაც მონაწილეობდნენ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ ბაზალური ინსულინით და ესაჭიროებოდათ ინსულინით მკურნალობის გაძლიერება ჭამის დროს, რიზოდეგი® დღეში ერთხელ შედარდა IGlar-ს დღეში ერთხელ პლუს IAsp დღეში ერთხელ, 26 კვირაზე მეტხანს. 26 კვირის შემდეგ, რიზოდეგის® დოზის გაყოფა შეიძლებოდა ორ მიღებად რიზოდეგის® ჯგუფში, ხოლო IGlar-ის ჯგუფში - IAsp-ის დამატებითი დოზების მიღება სხვა კვების დროს (დღეში 3-ჯერ). კვლევის პროექტი მოიცავდა მკურნალობის სტანდარტულ გრაფიკს, თუმცა იძლეოდა ზოგიერთი კორექტირების შეტანის საშუალებას, ინდივიდუალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. რიზოდეგი® დღეში ერთხელ აჩვენებდა ისეთივე გლიკემიურ კონტროლს (HbA1c), როგორსაც IGlar დღეში ერთხელ პლუს Iasp დღეში ერთხელ 26 კვირის შემდეგ (სავარაუდო საშუალო შემცირება არის -1.01% vs -1.09%). რიზოდეგი® დღეში ერთხელ ან დღეში ორჯერ აჩვენებდა ისეთივე გლიკემიურ კონტროლს (HbA1c), როგორსაც IGlar დღეში ერთხელ პლუს Iasp დღეში 1-3-ჯერ 38 კვირის შემდეგ (სავარაუდო საშუალო შემცირება არის -1.17% vs -1.26%). რიზოდეგმა® აჩვენა ღამის ჰიპოგლიკემიის დაბალი მაჩვენებელი Iglar-თან დღეში ერთხელ შედარებით პლუს IAsp 26 კვირის (0.42 vs 0.76 სავარაუდო მაჩვენებლები თითოეულ პაციენტში წლის მანძილზე ექსპოზიცია) და 38 კვირის განმავლობაში (0.51 vs 0.83 სავარაუდო მაჩვენებლები თითოეულ პაციენტში წლის მანძილზე ექსპოზიცია).
პაციენტები ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით
ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში რიზოდეგით® მკურნალობისას დღეში ერთხელ პლიუს IAsp დანარჩენი კვების დროს, გამოვლინდა მსგავსი გლიკემიური კონტროლი (HbA1c და უზმოზე პლაზმური გლუკოზა) ღამის ჰიპოგლიკემიის დაბალი მაჩვენებლით ბაზალურ/ბოლუსურ რეჟიმთან შედარებით Idet პლიუს IAsp ყოველი კვების დროს (ცხრილი 3).

ცხრილი 1: ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში რიზოდეგის® დღეში ერთხელ მიღების 26-კვირიანი კვლევის შედეგები
რიზოდეგი®
(დღეში ერთხელ)1
ინსულინის მიღების დაწყება
IGlar
(დღეში ერთხელ)1
ინსულინის მიღების დაწყება
რიზოდეგი®
(დღეში ერთხელ)2 ინსულიის მომხმარებლები
IGl
ar (დღეში ერთხელ)2
ინსულინის მომხმარებლები
N
266
263
230
233
საშუალო NbA1c (%)
კვლევის დასასრული
საშუალო ცვლილება
- 2
- 1.65
- 2
- 1.72
- 3
- 0.98
- 4
- 1.00
განსხვავება: 0.03 [-0.14; 0.20]
განსხვავება: -0.03 [-0.20; 0.14]
პლაზმური გლუკოზა უზმოზე (FPG) (მმოლ/ლ)
კვლევის დასასრული
საშუალო ცვლილება
- 8
- 3.32
- 3
- 4.02
- 3
- 1.68
- 0
- 1.88
განსხვავება: 0.51 [0.09; 0.93]
განსხვავება: 0.33 [-0.11; 0.77]
სისხლში გლუკოზას პრანდიალური ნარჩენი ჭამის დროს მიღების შემდეგ 90 წუთში (პლაზმა) (მმოლ/ლ)
კვლევის დასასრული
საშუალო ცვლილება
- 9
- 1.5
- 4
- 0.3
- 2
- 1.5
- 6
- 0.6
ჰიპოგლიკემიის მაჩვენებელი (თითოეულ პაციენტში წლის მანძილზე ექსპოზიცია)
მწვავე
- 01
- 01
- 00
- 04
დადასტურებული3
- 23
- 85
- 31
- 20
წილი: 2.17 [1.59; 2.94]
წილი: 1.43 [1.07; 1.92]
ღამის დადასტურებული3
- 19
- 46
- 82
- 01
წილი: 0.29 [0.13; 0.65]
წილი: 0.80 [0.49; 1.30]
დღეში ერთხელ მიღების რეჟიმი + მეტფორმინი
დღეში ერთხელ მიღების რეჟიმი + მეტფორმინი ±პიოგლიტაზონი± DPP-4 ინჰიბიტორი
დადასტურებული ჰიპოგლიკემია განისაზღვრა, როგორც დადასტურებული ეპიზოდები პლაზმური გლუკოზით <3.1 მმოლ/ლ ან პაციენტის მიერ, რომელსაც დასჭირდა სხვა პირის დახმარება. ღამის დადასტურებული ჰიპოგლიკემია განისაზღვრა, როგორც ეპიზოდები შუაღამესა და დილის 6 საათს შორის.
ცხრილი 2: ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში რიზოდეგის® დღეში ორჯერ მიღების 26-კვირიანი კვლევის შედეგები
რიზოდეგი®
(ორჯერ დღეში)1 ინსულინის მომხმარებლები
BIAsp 30
(ორჯერ დღეში)1 ინსულინის მომხმარებლები
რიზოდეგი®
(ორჯერ დღეში)1 ინსულინის მომხმარებლები
BIAsp 30
(ორჯერ დღეში)1 ინსულინის მომხმარებლები
N
224
222
280
142
საშუალო HbA1c (%)
კვლევის დასასრული საშუალო ცვლილება
- 1
- 1.28
- 1
- 1.30
- 1
- 1.38
- 0
- 1.42
განსხვავება: -0.03 [-0.18; 0.13]
განხვავება: 0.05 [-0.10; 0.20]
FPG (მმოლ/ლ)
კვლევის დასასრული საშუალო ცვლილება
- 8
- 3.09
- 8
- 1.76
- 4
- 2.55
- 5
- 1.47
განსხვავება: -1.14 [-1.53; - 0.76]
განსხვავება: -1.06 [-1.43; -0.70]
ჰიპოგლიკემიის მაჩვენებელი (თითოეულ პაციენტში ექსპოზიცია წლის მანძილზე)
მწვავე
- 09
- 25
- 05
- 03
დადასტურებული3
- 72
- 96
- 56
- 52
წილი: 0.68 [0.52; 0.89]
წილი: 1.00 [0.76; 1.32]
ღამის დადასტურებული3
- 74
- 53
- 11
- 56
წილი: 0.27 [0.18; 0.41]
წილი:0.67 [0.43; 1.06]
დღეში ორჯერ მიღების რეჟიმი ±მეტფორმინი ±პიოგლიტაზონი±DPP-4 ინჰიბიტორი
დღეში ორჯერ მიღების რეჟიმი±მეტფორმინი
დადასტურებული ჰიპოგლიკემია განისაზღვრა, როგორც ეპიზოდები დადასტურებული პლაზმური გლუკოზით <3.1 მმოლ/ლ ან პაციენტის მიერ, რომელსაც დასჭირდა სხვა პირის დახმარება. ღამის დადასტურებული ჰიპოგლიკემია განისაზღვრა, როგორც ეპიზოდები შუაღამის და დილის 6 საათს შორის.
ცხრილი 3: 26-კვირიანი კვლევის შედეგები ტიპი 1 შაქრიან დიაბეტის დროს დღეში ერთხელ მიღებისას
რიზოდეგი® (დღეში ერთხელ)1
IDet (დღეში ერთხელ/დღეში ორჯერ)2
N
366
182
საშუალო HbA1c (%)
კვლევის დასრულება
საშუალო ცვლილება
- 6
- 0.73
- 6
- 0.68
განსხვავება: - 0.05 [-0.18; 0.08]
FPG (მმოლ/ლ)
კვლევის დასრულება
საშუალო ცვლილება
- 7
- 1.61
- 6
- 2.41
განსხვავება: - 0.23 [-0.46; 0.91]

- 33
- 42
დადასტურებული3
- 2
- 3
წილი: 0.91 [0.76; 1.09]
ღამის დადასტურებული3
- 71
- 72
წილი: 0.63 [0.49; 0.81]
დღეში ერთხელ მიღების რეჟიმი + ინსულინ ასპარტი ჭამის დროს ინსულინის საჭიროების დასაფარად.
დღეში ერთხელ ან ორჯერ მიღების რეჟიმი + ინსულინ ასპარტი ჭამის დროს ინსულინის საჭიროების დასაფარად.

კარდიოვასკულური უსაფრთხოება
DEVOTE იყო რანდომიზებული, ორმაგი-ბრმა და ღონისძიებებზე ორიეტირებული კლინიკური კვლევა, რომელიც ფოკუსირებული იყო რიზოდეგის® ხანგრძლივი-მოქმედების კომპონენტზე - ინსულინ დეგლუდეკზე. კვლევის მედიანური ხანგრძლივობა წარმოადგენდა 2 წელს და ადარებდა კარდიოვასკულურ უსაფრთხოებას ინსულინ დეგლუდეკის და ინსულინ გლარგინის (100 ერთეული/მლ) გამოყენებისას ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ 7,637 პაციენტში, რომელთაც ჰქონდათ კარდიოვასკულური დაავადებების მაღალი რისკი.
პირველად ანალიზს წარმოადგენდა დრო რანდომიზაციიდან 3-კომპონენტიანი მთავარი გვერდითი გულსისხლძარღვთა დაავდებების (MACE) გამოვლენამდე, რომელიც განისაზღვრებოდა, როგორც კარდიოვასკულური დაავადებებით გამოწვეული (CV) სიკვდილი, არალეტალური მიოკარდიუმის ინფარქტი ან არალეტალური ინსულტი. კველვა შეიქმნა, როგორც არასრულფასოვნების კვლევა, რომელიც გამორიცხავდა MACE-ის საფრთხის კოეფიციენტის (HR) წინასწარ განსაზღვრულ რისკის ზღვარს - 1.3, ინსულინ დეგლუდეკის და ინსულინ გლარგინის შედარებით. ინსულინ დეგლუდეკის კარდიოვასკულური უსაფთხოება დადასტურდა ინსულინ გლარგინთან შედარებით (HR 0.91 [0.78; 1.06]) (სურათი 2).
ქვეჯგფების ანალიზიდან მიღებული შედეგები (მაგ. სქესი, დიაბეტის ხანგრძლოვობა, კარდიოვასკულური რისკ-ჯგუფი და ინსულინის წინა რეჟიმი) შესაბამისობაში იყო პირველად ანალიზებთან. ბაზალური მონაცემების თანახმად, HbA1C იყო 8.4% ორივე თერაპიულ ჯგუფში, ხოლო 2 წლის შემდეგ HbA1C გახდა 7.5% ორივეგან, ინსულინ დეგლუდეკის და ინსულინ გლარგინის გამოყენებით.
\s
N: სუბიექტების რაოდენობა, კვლევის განმავლობაში EAC-ის მიერ პირველი დადასტურებული მოვლენით. %: სუბიექტების პროცენტი, EAC-ის მიერ პირველი დადასტურებული მოვლენით, რანდომიზებულ სუბიექტთა რაოდენობასთან მიმართებაში. EAC - მოვლენათა დამზუსტებელი კომიტეტი. CV: კარდიოვასკულური. MI: მიოკარდიუმის ინფარქტი. CI: 95% ნდობის ინტერვალი.
სურათი 2. DEVOTE-ში 3-პუნქტიანი MICE-ის შემადგენლობის და ინდივიუალური კარდიოვასკულური საბოლოო წერტილების ტყისებრი დიაგრამა.
პედიატრიული პოპულაცია
რიზოდეგის® ეფეტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი იქნა რანდომიზებულ კონტროლირებულ კვლევაში ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვებსა და მოზარდებში 16 კვირის განმავლობაში (n=362). რიზოდეგის® ჯგუფის პაციენტებს წარმოადგენდა 2-5 წლის 40 ბავშვი, 6-11 წლის 61 ბავშვი და 12-17 წლის 80 მოზარდი. რიზოდეგის® მიღება დღეში ერთხელ ძირითად საკვებთან ერთად + ინსულინ ასპარტი დანარჩენი კვებისას, აჩვენებდა HbA1c-ში მსგავს შემცირებას მე-16 კვირაზე და არ შეინიშნებოდა განსხვავება FPG-სა და SMPG-ში შესადარებელ ინსულინ დეტემირთან შედარებით, დღეში ერთხელ ან ორჯერ მიღებისას + ინსულინ ასპარტი კვების დროს. მე-16 კვირას ინსულინის საშუალო მთლიანი დღიური დოზა იყო 0.88 vs 1.01 ერთეული/კგ რიზოდეგის® და ინსულინ დეტემირის ჯგუფებში, შესაბამისად. დადასტურებული ჰიპოგლიკემიის (ISPAD 2009 განსაზღვრება: 46.23 vs 49.55) და ღამის დადასტურებული ჰიპოგლიკემიის (5.77 vs 5.40) სიხშირე (ექსპოზიციის მოვლენები თითოეულ პაციენტში წელიწადში) შედარებითი იყო რიზოდეგთან® და ინსულინ დეტემირთან მიმართებაში, სადაც მწვავე ჰიპოგლიკემიის სიხშირე (0.26 vs 0.07) უფრო მაღალი იყო რიზოდეგის® ჯგუფში, თუმცა განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ ყოფილა. თითოეულ ჯგუფში შეინიშნებოდა რამოდენიმე მწვავე ჰიპოგლიკემიური ეპიზოდი; მწვავე ჰიპოგლიკემიის სიხშირე რიზოდეგის® ჯგუფში უფრო მაღალი იყო 2-5 წლის სუბიექტებში, ვიდრე 6-11 წლის სუბიექტებში ან 12-17 წლის სუბიექტებში (0.42 vs 0.21 და 0.21 შესაბამისად). ეფექტურობის და უსაფრთხოების შეფასება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ მოზარდ პაციენტებში ჩატარდა, ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ მოზარდი და მოზრდილი პაციენტების და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული მოზრდილი პაციენტებისგან მიღებული მონაცემების გამოყენებით. მოცემული შეფასება ამყარებს რიზოდეგის® გამოყენებას ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ მოზარდ პაციენტებში.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
კანქვეშა ინექციის შემდეგ, ინსულინ დეგლუდეკის ხსნადი და სტაბილური მულტი-ჰექსამერები ფორმირდება და ქმნის ინსულინის მარაგს კანქვეშა ქსოვილებში, ამავდროულად არ ახდენს გავლენას ინსულინ ასპარტის მონომერების სწრაფ გამოთავისუფლებაზე სისხლის მიმოქცევაში. ინსულინ დეგლუდეკის მონომერები თანდათანობით გამოიყოფა მულტი-ჰექსამერებიდან და ამგავრად იწვევს ინსულინ დეგლუდეკის ნელ და უწყვეტ მიწოდებას სისხლის მომაქცევაში. ბაზალური კომპონენტის (ინსულინ დეგულდეკი) წონასწორული შრატისმიერი კონცენტრაცია მიიღწევა 2-3 დღეში, რიზოდეგის® ყოველდღიური მიღების შემდეგ.
კარგად ჩამოყალიბებული ინსულინ ასპარტის სწრაფი შეწოვის თვისებები ნარჩუნდება რიზოდეგით®. ინსულინ ასპარტის ფარმაკოკინეტიკური პროფილი ვლინდება ინექციიდან 14 წუთში, ხოლო პიკური კონცენტრაცია - 72 წუთის შემდეგ.
განაწილება
ინსულინ დეგლუდეკის აფინობა შრატისმიერ ალბუმინთან, შეესაბამება პლაზმურ ცილებთან კავშირს >99%-ით ადამიანის პლაზმაში. ინსულინ ასპარტს გააჩნია დაბალი შეკავშირება პლაზმურ ცილებთან (<10%), რომელიც ადამიანის რეგულარული ინსულინის მსგავსია.
ბიოგარდაქმნა
ინსულინ დეგლუდეკის და ინსულინ ასპარტის დეგრადაცია ადამიანის ინსულინის მსგავსია; ყველა ფორმირებული მეტაბოლიტი არააქტიურია.
გამოყოფა
რიზოდეგის® კანქვეშ გამოყენების შემდეგ ნახევრაგამოყოფის პერიოდი განისაზღვრება კანქვეშა ქსოვილიდან შეწოვის სიჩქარით. ბაზალური კომპონენტის (ინსულინ დეგლუდეკი) ნახევარგამოყოფის პერიოდი წონასწორულ მდგომარეობაში არის 25 სთ დოზის მიუხედავად.
ხაზოვანება
რიზოდეგის® საერთო ექსპოზიცია იზრდება ბაზალური კომპონენტის (ინსულინს დეგლუდეკი) და ჭამის დროს მისაღები კომპონენტის (ინსულინს ასპარტი) დოზის მომატების პროპორციულად, ტიპი 1 და 2 შაქრიანი დიაბეტის დროს.
სქესი
რიზოდეგის® ფარმაკოკინეტიკურ თვისებებში არ შეინიშნება სქესის მიხედვით განსხვავება.
ხანდაზმულები, რასა, თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა
რიზოდეგის® ფარმაკოკინეტიკაში არ შეინიშნება კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ხანდაზმულებსა და ახალგაზრდა მოზრდიელ პაციენტებს, რასებს ან ჯანმრთელ სუბიექტებს შორის, ასევე თირკმლის ან ღვიძლის უკარისობის მქონე პაციენტებში.
პედიატრიული პოპულაცია
ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს რიზოდეგის® ფარმაკოკინეტიკური თვისებები გამოკვლეულ იქნა ბავშვებში (6-11 წლის) და მოზარდებში (12-18 წლის) და შედარდა მოზრდილებისას, ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ.
რიზოდეგის® კომპონენტის - ინსულინ დეგლუდეკის ფარმაკოკინეტიკური თვისებები წონასწორულ მდგომარეობაში გამოკვლეულ იქნა პოპულაციის ფარმაკოკინეტიკის ანალიზის გამოყენებით 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ინსულინ ასპარტის საერთო ექსპოზიცია და პიკური კონცენტრაცია უფრო მაღალია ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში და მსგავსია მოზარდებისა და მოზრდილებისთვის.
ინსულინ დეგლუდეკის ფარმაკოკინეტიკური თვისებები წონასწორულ მდგომარეობაში ბავშვებში (1-11 წლის) და მოზარდებში (12-18 წლის) შედარებადი იყო ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ მოზრდილებში არსებულ ფარმაკოკინეტიკასთან. ინსულინ დეგლუდეკის საერთო ექსპოზიცია ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ უფრო მაღალია ბავშვებსა და მოზარდებში, ვიდრე ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ მოზრდილებში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
სამედიცინო პროდუქტის დასახელება
რიზოდეგი®/Ryzodeg®
ფლექსთაჩი®/FlexTouch®
100 ერთეული/მლ
საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ (მზა) კალამში
რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობა
1მლ ხსნარი შეიცავს 100 ერთეულ ინსულინ დეგლუდეკს/ინსულინ ასპარტს* წილით 70/30 (2.56 მგ ინსულინ დეგლუდეკის და 1.05 მგ ინსულინ ასპარტის ექვივალენტური).
ერთი წინასწარ შევსებული (მზა) კალამი შეიცავს 300 ერთეულ ინსულინ დეგლუდეკს/ინსულინ ასპარტს 3მლ ხსნარში.
- წარმოებულია Saccharomyces cerevisiae-ში რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიით.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. 6.1. პარაგრაფში.
წამლის ფორმა
საინექციო ხსნარი.
სუფთა, უფერო, ნეიტრალური ხსნარი.
კლინიკური თვისებები
- 1. თერაპიული ჩვენებება
შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა მოზრდილებში, მოზარდებსა და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან.
- 2. დოზირება და მიღების წესი
დოზირება
რიზოდეგი® არის ხსნადი ინსულინი, რომელიც შეიცავს ბაზალურ ინსულინ დეგლუდეკს და სწრაფად მოქმედ პრანდიალურ ინსულინ ასპარტს.
ინსულინის ანალოგების სიძლიერე, მათ შორის რიზოდეგისაც®, გამოიხატება ერთეულებში. რიზოდეგის® ერთი (1) ერთეული შეესაბამება ადამიანის ინსულინის 1 საერთაშორისო ერთეულს, 1 ერთეულ ინსულინ გლარგინს, 1 ერთეულ ინსულინ დეტემირს ან 1 ერთეულ ბიფაზურ ინსულინ ასპარტს.
რიზოდეგის® დოზირება უნდა მოხდეს პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით. დოზის კორექცია რეკომენდებულია უპირატესად უზმოზე პლაზმური გლუკოზას შემოწმების საფუძველზე.
დოზის კორექცია შეიძლება საჭირო გახდეს, თუ პაციენტებში იზრდება ფიზიკური დატვირთვა, იცვლება ჩვეული კვების რეჟიმი ან თანმხლები დაავადების დროს.
პაციენტები ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით
რიზოდეგის® მიღება შესაძლებელია დღეში ერთხელ ან ორჯერ ძირითად საკვებთან ერთად ცალკე, ან პერორალურ დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატებთან და ბოლუსურ ინსულინთან კომბინაციაში (იხ. პარაგრაფი 5.1). რიზოდეგის® დღეში ერთხელ მიღებისას განხილული უნდა იქნას გადასვლა დღეში ორჯერ მიღებაზე, როდესაც საჭიროა უფრო მაღალი დოზები, მაგ. ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად. გაყავით დოზა პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით და გამოიყენეთ ძირითადი კვებასთან ერთად.
პაციენტები ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით
რიზოდეგის® მიღება შესაძლებელია დღეში ერთხელ კვების დროს მოკლე-/სწრაფი მოქმედების ინსულინთან კომბინაციაში დანარჩენი კვების დროს.
დოზირების დროის მოქნილობა
რიზოდეგი® იძლევა დროის მოქნილობის საშუალებას ინსულინის გამოყენებისას, ვინაიდან იგი მიიღება ძირითად საკვებთან ერთად.
თუ რიზოდეგის® დოზა გამოტოვებულია, პაციენტს შეუძლია მიიღოს გამოტოვებული დოზა მომდევნო ძირითად საკვებთან ერთად დღის მანძილზე და შემდეგ განაახლოს დოზის ჩვეულებრივი განრიგი. პაციენტმა არ უნდა მიიღოს დამატებითი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.
დაწყება
პაციენტები ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით
რეკომენდებული სრული დღიური საწყისი დოზაა 10 ერთეული საკვებთან ერთად, შემდგომში ინდივიდუალური კორექტირებული დოზირებით.
პაციენტები ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით
რიზოდეგის® რეკომენდებული საწყისი დოზაა საჭირო საერთო დღიური ინსულინის 60-70%. რიზოდეგი® გამოიყენება დღეში ერთხელ ჭამის დროს მოკლე-/სწრაფად მოქმედ ინსულინთან კომბინაციაში დანარჩენი კვების დროს, შემდგომში ინდივიდუალური კორექტირებული დოზებით.
გადმოსვლა ინსულინის სხვა სამედიცინო პროდუქტიდან
გადმოსვლის დროს და შემდეგი კვირების მანძილზე რეკომენდებულია გლუკოზას სათანადო მონიტორინგი. ერთდროულად მიღებული სწრაფად მოქმედი ან ხანმოკლე მოქმედების ინსულინის პროდუქტების ან სხვა თანმხლები ანტიდიაბეტური თერაპიის დოზებს და დროს შეიძლება დაჭირდეს დაკორექტირება.
პაციენტები ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით
პაციენტებს, რომლებიც გადმოდიან ბაზალური ან პრემიქსული ინსულინის დღეში ერთხელ მიღების თერაპიიდან, შეუძლიათ მიიღონ რიზოდეგის® ერთეული-ერთეულთან დღეში ერთხელ ან ორჯერ, ინსულინის იმავე საერთო დოზით, როგორიც ინსულინის წინა საერთო დღიური დოზა იყო.
პაციენტებს, რომლებიც გადმოდიან ბაზალური ან პრემიქსული ინსულინის დღეში ერთხელ მიღებაზე მეტი თერაპიიდან, შეუძლიათ მიიღონ რიზოდეგის® ერთეული-ერთეულთან დღეში ერთხელ ან ორჯერ, ინსულინის იმავე საერთო დოზით, როგორიც ინსულინის წინა საერთო დღიური დოზა იყო.
პაციენტებს, რომლებიც გადმოდიან ბაზალური/ბოლუსური ინსულინის თერაპიიდან რიზოდეგზე®, დაჭირდებათ მათი დოზების კონვერტაცია ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით. ზოგადად, პაციენტები იწყებენ იმავე ბაზალური ერთეულების რაოდენობით.
პაციენტები ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით
რიზოდეგის® რეკომენდებული საწყისი დოზაა საჭირო საერთო დღიური ინსულინის 60-70% მოკლე-/სწრაფად მოქმედ ინსულინთან კომბინაციაში, დანარჩენი კვების დროს, შემდგომში ინდივიდუალური კორექტირებული დოზებით.
განსაკუთრებული პოპულაცია
ხანდამზულები (≥65 წელი): რიზოდეგის® გამოყენება შესაძლებელია ხანდაზმულებში. გლუკოზას მონიტორინგი უნდა გახშირდეს და ინსულინის დოზა დაკორექტირდეს ინდივიდუალურად (იხ. პარაგრაფი 5.2).
თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა: რიზოდეგის® გამოყენება შესაძლებელია ღვიძლის და თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში. გლუკოზას მონიტორინგი უნდა გახშირდეს და ინსულინის დოზა დაკორექტირდეს ინდივიდუალურად (იხ. პარაგრაფი 5.2).
პედიატრიული პოპულაცია: 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ სამკურნალო საშუალების გამოყენების კლინიკური გამოცდილება არ არსებობს.
ამ სამედიცინო პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია მოზარდებში და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან (იხ. პარაგრაფი 5.1). სხვა ინსულინის რეჟიმიდან რიზოდეგზე® გადმოსვლისას, საჭიროა მთლიანი ინსულინის დოზის შემცირება ინდივიდუალურად, ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად (იხ. პარაგრაფი 4.4).
რიზოდეგი® განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება 2-5 წლის ასაკის ბავშვებში, რადგან კლინიკური კვლევებიდან მიღებული მონაცემები მიუთითებს, რომ შეიძლება არსებობდეს მწვავე ჰიპოგლიკემიის მაღალი რისკი მოცემული ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში (იხ. პარაგრაფები 4.4, 4.8 და 5.1).
მიღების წესი
რიზოდეგი® გამოიყენება მხოლოდ კანქვეშ შესაყვანად.
დაუშვებელია რიზოდეგის® გამოყენება ინტრავენურად, ვინაიდან აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ჰიპოგლიკემია.
დაუშვებელია რიზოდეგის® გამოყენება კუნთში, ვინაიდან შეიძლება შეცვალოს აბსორბცია.
დაუშვებელია რიზოდეგის® გამოყენება ინსულინის საინფუზიო ტუმბოში.
დაუშვებელია რიზოდეგის® ამოღება წინასწარ შევსებული (მზა) კალმის კარტრიჯიდან შპრიცში (იხ. პარაგრაფი 4.4).
რიზოდეგი® გამოიყენება კანქვეშ, მუცლის კედელში, მკლავის ზედა ნაწილში ან ბარძაყზე ინექციის საშუალებით. ინექციის ადგილები ყოველთვის უნდა შეიცვალოს იმავე რეგიონების ფარგლებში, ლიპოდისტროფიის და და კანის ამილოიდოზის რისკის შესამცირებლად (იხ. პარაგრაფები 4.4 და 4.8).
პაციეტი უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ ყოველთვის გამოიყენოს ახალი ნემსი. ინსულინის კალმის ნემსების ხელახალი გამოყენება ზრდის ნემსების ბლოკირების რისკს, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს ნაკლები დოზის მიღება ან გადაჭარბება. ნემსის ბლოკირების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა იხელმძღვანელოს ინსტრუქციით, რომელიც მოცემულია გამოყენების ინსტრუქციაში და თან დაერთვის წინამდებარე ჩანართ-ფურცელს (იხ. პარაგრაფი 6.6).
რიზოდეგი® მოცემულია წინასწარ შევსებულ (მზა) კალამში (FlexTouch®), რომელიც შექმნილია NovoFine® ან NovoTwist®-ის საინექციო ნემსებთან ერთად გამოსაყენებლად. წინასწარ შევსებული (მზა) კალამი იძლევა - 1-80 ერთეულს 1 ერთეულიანი საფეხურებით.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში.
განსაკუთრებული გარფთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ჰიპოგლიკემია
კვების გამოტოვებამ ან დაუგეგმავმა ძლიერმა ფიზიკურმა დატვირთვამ, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია.
ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს, თუ ინსულინის დოზა ძალიან მაღალია ინსულინის მოთხოვნასთან მიმართებაში (იხ. პარაგრაფები 4.5, 4.8 და 4.9).
ბავშვებში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ინსულინის დოზის, საკვების მიღებასთან და ფიზიკური აქტივობის დროსთან თანხვედრისთვის ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად. ბაზალურ-ბოლუსური რეჟიმისგან განსხვავებით, რიზოდეგი® შეიძლება ასოცირდებოდეს მწვავე ჰიპოგლიკემიის მომატებულ სიხშირესთან პედიატრიულ პოპულაციაში, განსაკუთრებით 2-5 წლის ასაკის ბავშვებში (იხ. პარაგრაფი 5.1). მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში, რიზოდეგი® გამოიყენენა ინდივიდუალურად.
პაციენტებში, რომელთა სისხლშიც გლუკოზას კონტროლი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა (მაგ. ინსულინის ინტენსიური თერაპიით), შესაძლებელია შეიცვალოს ჰიპოგლიკემიის გამოვლენის ჩვეული სიმპტომები, ამიტომ საჭიროა მათი შესაბამისი ინსტრუქტაჟი. შესაძლებელია გაქრეს ჩვეული გამოვლენის სიმპტომები ხანგრძლივი დროით განმავლობაში დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
თანმხლები ავადმყოფობა, განსაკუთრებით ინფექციები და ცხელება, ჩვეულებრივ ზრდის პაციენტში ინსულინის საჭიროებას. თირკმელების, ღვიძლის თანმხლები დაავადებისას, ან დაავადებებისას, რომლებიც არღვევს თირკმელზედა, ჰიპოფიზის ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას, შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინის დოზის ცვლილება.
სხვა ბაზალური ინსულინის პროდუქტების ან ბაზალურკომპონენტიანი ინსულინის პროდუქტების მსგავსად, რიზოდეგის® გრძელვადიანმა მოქმედებამ შეიძლება შეაყოვნოს ჰიპოგლიკემიიდან გამოსვლა.
ჰიპერგლიკემია
სწრაფად მოქმედი ინსულინის მიღება რეკომენდებულია მწვავე ჰიპერგლიკემიის დროს.
არაადექვატურმა დოზირებამ და/ან მკურნალობის შეწყვეტამ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ ინსულინს, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია და პოტენციურად დიაბეტური კეტოაციდოზი. ამასთან, თანმხლებმა ავადმყოფობამ, განსაკუთრებით ინფექციებმა, შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია და ამით გამოიწვიოს ინსულინის მომატებული საჭიროება.
როგროც წესი, ჰიპერგლიკემიის პირველი სიმპტომები ვითარდება თანდათანობით საათების ან დღეების განმავლობაში. ესენია: წყურვილი, შარდვის გახშირება, გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, წითელი მშრალი კანი, პირის სიმშრალე და მადის დაქვეითება, ასევე აცეტონის სუნი სუნთქვისას. ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს, არანამკურნალოები ჰიპერგლიკემიური მოვლენები თანდათანობით იწვევს დიაბეტურ კეტოაციდოზს, რაც პოტენციურად ლეტალურია.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ მუდმივად ცვალონ ინექციის ადგილი, რათა შემცირდეს ლიპოდისტროფიის და კანის ამილოიდოზის განვითარების რისკი. არსებობს ინსულინის შეწოვის დაგვიანებისა და გლიკემიის კონტროლის გაუარესების პოტენციური რისკი, ამ რეაქციების მქონე ადგილებში ინსულინის ინექციების გაკეთებისას. დაფიქსირდა, რომ ინექციის ადგილის მოულოდნელმა შეცვლამ დაუზიანებელი ადგილით გამოიწვია ჰიპოგლიკემია. ინექციის ადგილის დაუზიანებელი ადგილით შეცვლისას რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის მონიტორინგი და შეიძლება განხილულ იქნას ანტიდიაბეტური მედიკამენტების დოზის დაკორექტირება.
გადმოსვლა ინსულინის სხვა სამედცინო პროდუქტებიდან
პაციენტის გადმოყვანა ინსულინის სხვა ტიპზე, ბრენდზე ან მწარმოებელზე უნდა განხორციელდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და შეიძლება გამოიწვიოს დოზის ცვლილება.
თიაზოლიდინდიონების და ინსულინის სამედიცინო პროდუქტების კომბინაცია
თიაზოლიდინდიონების ინსულინთან კომბინაციაში გამოყენებისას შეინიშნებოდა გულის უკმარისობის შემთხვევები, განსაკუთრებით გულის უკამარისობის განვითარების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში. ამის გათვალისწინება საჭიროა, როდესაც ინიშნება თიაზოლიდინდიონებით და რიზოდეგით® კომბინირებული მკურნალობა. კომბინაციის გამოყენებისას, საჭიროა დაკვირვება პაციენტებში გულის უკამრისობის, წონის მომატების და ედემას ნიშნებსა და სიმპტომებზე. თიაზოლიდინდიონების მიღება უნდა შეწყდეს, თუ ვითარდება დარღვევა კარდიალურ სიმპტომებში.
თვალის მხრივ პრობლემები
ინსულინის თერაპიის გახშირება გლიკემიური კონტროლის უეაცრი გაუმჯობესებით, შეიძლება ასოცირდებოდეს დიაბეტური რეტინოპათიის დროებით გაუარესებასთან, მაშინ როცა გლიკემიური კონტროლის ხანგრძლივი გაუმჯობესება ამცირებს დიაბეტური რეტინოპათიის პროგრესირების რისკს.
შემთხვევით შერევის თავიდან აცილება
საჭიროა პაციენტების ინსტრუქტაჟი, რომ ყოველთვის შეამოწმონ ინსულინის ეტიკეტი ყოველი ინექციის წინ, რიზოდეგისა® და ინსულინის სხვა პროდუქტების შემთხვევითი შერევის თავიდან ასაცილებლად.
პაციენტებმა ვიზუალურად უნდა შეამოწმონ კალმის დოზის მრიცხველის ერთეულები. ამიტომ, პაციენტებს თვითინექციისას უნდა შეეძლოთ კალამზე დოზის მრიცხველის წაკითხვა. ბრმა ან ცუდი მხედველობის მქონე პაციენტებმა უნდა მიმართონ დასახმარებლად სხვებს, რომელთაც გააჩნიათ კარგი მხედველობა და იციან ინსულინის მოწყობილობის გამოყენება.
დოზირებაში შეცდომის ან დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად, პაციენტებმა და სამედიცინო პერსონალმა არასდროს არ უნდა გამოიყენონ შპრიცი წინასწარ შევსებული (მზა) კალმის კარტრიჯიდან სამედიცინო პროდუქტის ამოსაღებად.
ნემსის ბლოკირების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა იხელმძღვანელოს ინსტრუქციით, რომელიც მოცემულია გამოყენების ინსტრუქციაში და თან დაერთვის წინამდებარე ჩანართ-ფურცელს (იხ. პარაგრაფი 6.6).
ინსულინის ანტისხეულები
ინსულინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ინსულინის ანტისხეულების ფორმირება. იშვიათ შემთხვევებში, მსგავსი ინსულინის ანტისხეულების არსებობამ, შეიძლება აუცილებელი გახადოს ინსულინის დოზის კორექცია იმისათვის, რომ მოხდეს ჰიპერ- ან ჰიპოგლიკემიის ტენდენციის კორექცია.
ნატრიუმი
ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 1მმოლ-ზე (23მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ არსებითად იგი „არ შეიცავს ნატრიუმს“.
მიკვლევადობა
ბიოლოგიური სამკურნალო საშუალებების მიკვლევადობის გაუმჯობესების მიზნით, შეყვანილი პროდუქტის დასახელება და სერიული ნომერი გარკვევით უნდა ჩაიწეროს.
ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
სხვადასხვა სამედიცინო პროდუქტები ურთიერთქმედებენ გლუკოზას მეტაბოლიზმთან.
შემდეგმა ნივთიერებებმა შესაძლოა შეამცირონ ინსულინის საჭიროება
პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები, GLP-1 რეცეპტორის აგონისტები, მონოამინ ოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები, ბეტა-ბლოკატორები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები, სალიცილატები, ანაბოლური სტეროიდები და სულფონამიდები.
შემდეგმა ნივთიერებებმა შეიძლება გაზარდონ ინსულინის საჭიროება
პერორალური კონტრაცეპტივები, თიაზიდები, გლუკოკორტიკოიდები, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, სიმპათომიმეტურები, ზრდის ჰორმონი და დანაზოლი.
ბეტა-ბლოკატორებმა შეიძლება შენიღბონ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.
ოქტრეოტიდმა/ლანროეტიდმა შეიძლება გაზარდონ ან შეამცირონ ისნულინის საჭიროება.
ალკოჰოლმა შესაძლოა შეამციროს ინსულინის ჰიპოგლიკემიური მოქმედება.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
არ არსებობს კლინიკური გამოცდილება რიზოდეგის® ორსულებში გამოყენებასთან დაკავშირებით.
ცხოველებში ჩატარებულმა რეპროდუქციულმა კვლევებმა არ გამოავლინა ინსულინ დეგლუდეკსა და ადამიანის ინსულინს შორის რაიმე სახის განსხვავება ემბრიოტოქსიურობასა და ტერატოგენურობასთან დაკავშირებით.
ზოგადად, სისხლში გლუკოზას ხშირი კონტროლი და დიაბეტით დაავადებული ორსული ქალის მონიტორინგი რეკომენდებულია მთელი ორსულობის მანძილზე და ორსულობის დასრულებისას. ინსულინის საჭიროება, როგორც წესი მცირდება პირველ ტრიმესტრში და იზრდება თანდათანობით მეორე და მესამე ტრიმესტრებში. მშობიარობის შემდეგ, ინსულინის საჭიროება, როგროც წესი, სწრაფად უბრუნდება ორსულობამდე არსებულ მაჩვენებელს.
ლაქტაცია
არ არსებობს კლინიკური გამოცდილება რიზოდეგის® ლაქტაციის დროს გამოყენებისას. ვირთაგვებში ინსულინ დეგლუდეკი გამოიყოფოდა რძეში; რძეში კონცენტრაცია უფრო დაბალი იყო, ვიდრე პლაზმაში.
უცნობია ინსულინ დეგლუდეკი/ინსულინ ასპარტი გამოიყოფა თუ არა ადამიანის რძეში. მეტაბოლური მოქმედება არ არის მოსალოდნელი ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებში/ჩვილებში.
ფერტილობა
ცხოველებზე ჩატარებულმა რეპროდუქციულმა კვლევებმა ინსულინ დეგლუდეკის გამოყენებით, არ გამოვლენილა რაიმე სახის გვერდითი მოვლენები ნაყოფიერებაზე.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
ამ სამკურნალო პროდუქტს არ აქვს არანაირი ან აქვს უმნიშვნელო გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
თუმცა, პაციენტის უნარი კონცენტრაციასა და რეაქციაზე შესაძლოა დაირღვეს ჰიპოგლიკემიის შედეგად. ეს შესაძლოა წარმოადგენდეს რისკს ისეთ სიტუაციებში, სადაც მოცემული უნარები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია (მაგ. ავტომობილის მართვა ან მექანიზმების გამოყენება).
პაციენტებმა უნდა მიიღონ სიფრთხილის ზომები ავტომობილის მართვისას და თავიდან აიცილონ ჰიპოგლიკემია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც აქვს ჰიპოგლიკემიის ნიშნების გამოვლენის დაქვითებული ცნობადობა ან საერთოდ არ აქვთ, ან გააჩნიათ ჰიპოგლიკემიის ხშირი ეპიზოდები. მოცემულ სიტუაციებში საჭიროა შეფასდეს მართვის მიზანშეწონილობა.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
მკურნალობის პერიოდში ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენას წამრმოადგენდა ჰიპოგლიკემია (იხ. შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა ქვემოთ).
გვერიდითი მოვლენების ცხრილი
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ეფუძნება კლინიკური კვლევების მონაცემებს და კლასიფიცირებულია MedDRA სისტემურ ორგანოთა კლასის მიხედვით. სიხშირის კატეგორია განისაზღვრება შემდეგი პირობის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1000 - <1/100) ; იშვიათი (≥1/10000 - <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000) და უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით).
სისტემურ ორგანოთა კლასი
სიხშირე
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
იშვიათი - მომატებული მგრძნობელობა
იშვიათი - ჭინჭრის ციება
დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ
ძალიან ხშირი - ჰიპოგლიკემია
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
უცნობია - ლიპოდისტროფია
უცნობი - კანის ამილოიდოზი†
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას
ხშირი - რეაქციები ინექციის ადგილას
არახშირი - პერიფერული შეშუპება
† გვერდითი მოვლენები ფარმაკოკინეტიკური წყაროებიდან.
შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ინსულინის პრეპარატებით შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები. დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები ინსულინის ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ, შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში.
რიზოდეგით® შეინიშნებოდა მომატებული მგრძნობელობა (გამოიხატებოდა ენის და ტუჩების შეშუპებით, დიარეით, გულისრევით, დაღლილობით და ქავილით) და ჭინჭრის ციება იშვიათად.
ჰიპოგლიკემია
ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს თუ ინსულინის დოზა ძალიან მაღალია, ვიდრე საჭიროა. მწვავე ჰიპოგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების დაკარგვა და/ან კონვულსიები და გამოიწვიოს თავის ტვინის დროებითი ან მუდმივი დისფუნქცია ან სიკვდილი. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები, როგორც წესი, ვითარდება უეცრად. ეს შეიძლება იყოს: ცივი ოფლი, ცივი ფერმკთალი სახე, დაღლილობა, ნერვიულობა და ტრემორი, შფოთვა, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, დაბნეულობა, კონცენტრაციის დარღვევა, ძილიანობა, ძლიერი შიმშილი, მხედველობის ცვლილება, თავის ტკივილი, გულისრევა და პალპიტაცია.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვლის მხრივ
ლოპოდისტროფია (მათ შორის ლიპოჰიპერტროფია, ლიპოატროფია) და კანის ამილოიდოზი შეიძლება განვითარდეს ინექციის ადგილას და შეაყოვნოს ინსულინის ადგილობრივი შეწოვა. ინექციის ადგილის უწყვეტი ცვლა მოცემული საინექციო ადგილის ფარგლებში, ხელს შეუწყობს მოცემული რეაქციების განვითარების რისკის შემცირებას ან ამ რეაქციების პროფილაქტიკას (იხ. პარაგრაფი 4.4).
რეაქციები ინექციის ადგილას
რეაქციები ინექციის ადგილას (მათ შორის ინექციის ადგილას ჰემატომა, ტკივილი, ჰემორაგია, ერითემა, კვანძები, შეშუპება, გაუფერულება, პრურიტი, სითბო და ინექციის ადგილის მასიურობა) ვითარდებოდა პაციენტებში რიზოდეგის® მიღებისას. მოცემული რეაქციები, როგორც წესი მსუბუქია და გარდამავალი და ქრება უწყვეტი მკურნალობის განმავლობაში.
პედიატრიული პოპულაცია
რიზოდეგი® მიიღებოდა ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ფარმაკოკინეტიკური თვისებების გამოსაკვლევად (იხ. პარაგრაფი 5.2). 2-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში გამოვლინდა უსაფრთხოება და ეფექტურობა. პედიატრიულ პოპულაციაში გამოვლენილი გვერდითი მოვლენების სიხშირე, ტიპი და სიმწვავე არ განსხვავდება ზოგადად დიაბეტით დაავადებულ პოპულაციაში გამოვლენილი მაჩვენებლებისგან, გარდა მწვავე ჰიპოგლიკემიის მაღალი სიხშირის მაჩვენებლისა ბაზალურ-ბოლუსურ რეჟიმთან შედარებით პედიატრიულ პოპულაციაში, განსაკუთრებით 2-5 წლის ასაკის ბავშვებში (იხ. პარაგრაფები 4.2, 4.4 და 5.1).
სხვა განსაკუთრებული პოპულაციები
კლინიკური კვლევებიდან მიღებული შედეგების მიხედვით, გვერდითი მოვლენების სიხშირე, ტიპი და სიმწვავე, რომელიც შეინიშნებოდა ხანდაზმულებში და პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის დისფუნქციით, არ მიუთითებს ზოგად პოპულაციაში ფართო გამოცდილებასთან მიმართებაში რაიმე სახის სხვაობაზე.
ჭარბი დოზირება
ინსულინის სპეციფიკური ჭარბი დოზირება ვერ განისაზღვრება. თუმცა, ჰიპოგლიკემია შესაძლოა განვითარდეს თანამიმდევრული ეტაპებით, თუ პაციენტმა მიიღო საჭიროზე მეტი ინსულინის დოზა.
მსუბუქი ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების მკურნალობა შესაძლებელია გლუკოზას ან სხვა შაქრის შემცველი პროდუქტების პერორალური მიღებით. ამიტომ, რეკომენდებულია პაციენტმა ყოველთვის თან იქონიოს გლუკოზას შემცველი პროდუქტები.
მწვავე ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების მკურნალობა, როდესაც პაციენტს არ შეუძლია ჩაიტაროს თვითმკურნალობა, შესაძლებელია გლუკაგონით (0.5 – 1 მგ) კუნთშიდა ან კანქვეშა შეყვანით გამოცდილი პირის მიერ, ან გლუკოზით ინტრავეური შეყვანით, სამედიცინო პერსონალის მიერ. გლუკოზას შეყვანა უნდა მოხდეს ინტრავენურად, თუ პაციენტს არ აქვს რეაქცია გლუკაგონზე 10-15 წუთის განმავლობაში. ცნობიერების დარღვევის აღდგენისას, რეკომენდებულია პერორალური ნახშირწყლების მიღება პაციენტისთვის, რეციდივის თავიდან ასაცილებლად.
ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1. ფამრაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიაბეტის დროს გამოსაყენებელი პრეპარატები. საინექციო ინსულინები და ანალოგები, შუალედური- ან გრძელვადიანი მოქმედების კომბინირებული სწრაფი მოქმედების. ათქ კოდი: A10AD06.
მოქმედების მექანიზმი
ინსულინ დეგლუდეკი და ინსულინ ასპარტი უკავშირდება განსაკუთრებულად ადამიანის ინსულინის რეცეპტორს და იწვევს ისეთივე ფარმაკოლოგიურ მოქმედებას, როგორსაც ადამიანის ინსულინი.
ინსულინის სისხლში გლუკოზას დამწევი ეფექტი, განპირობებულია გლუკოზას გაძლიერებული შთანთქმით, ინსულინის კუნთებზე და ცხიმოვან უჯრედებზე რეცეპტორებთან შეკავშირების შემდეგ და ამავდროულად გლუკოზას ღვიძლიდან გამოყოფის ინჰიბირებით.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
რიზოდეგის® ფარმაკოდინამიკური ეფექტი გაყოფილია ორ კომპონენტად (სურათი 1) და შედეგად მოქმედების პროფილი ასახავს ინდივიდუალურ კომპონენტებს, სწრაფად მოქმედ ინსულინ ასპარტს და ბაზალურ კომპონენტს - ინსულინ დეგლუდეკს.
რიზოდეგის® ბაზალური კომპონენტი (ინსულინ დეგლუდეკი) ახდენს ხსნადი მულტი-ჰექსამერების ფორმირებას კანქვეშა ინექციის შედეგად და წარმოქმნის ბაზას, საიდანაც ინსულინ დეგლუდეკი უწყვეტად და ნელა შეიწოვება სისხლის მიმოქცევაში და იწვევს გლუკოზას სწორ და სტაბილურ დამწევ ეფექტს. მოცემული ეფექტი ნარჩუნდება ინსულინ ასპარტთან თანა-ფორმულირებაში და არ ახდენს გავლენას სწრაფად მოქმედი ინსულინ ასპარტის მონომერებზე.
რიზოდეგი® სწრაფად იწყებს მოქმედებას, რომელიც ვითარდება სწრაფად ინექციის შემდეგ და ფარავს ჭამის დროს მაშინ, როდესაც ბაზალურ კომპონენტს გააჩნია სწორი და სტაბილური მოქმედების პროფილი - დაფაროს ბაზალური ინსულინის საჭიროებები. რიზოდეგის® ერთჯერადი დოზის მოქმედების ხანგრძლივობა 24 სთ-ზე მეტია.
\s
სურათი 1. ფარმაკოდინამიკა, ერთჯერადი დოზა - გლუკოზას ინფუზიის საშუალო სიჩქარის პროფილი - პაციენტები ტიპი 1 დიაბეტით - 0.8 ე/კგ რიზოდეგი® - კვლევა 3539
რიზოდეგის® საერთო და მაქსიმალური გლუკოზას დამწევი ეფექტი იზრდება ხაზოვნად დოზების მომატებასთან ერთად. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა დოზის მიღებიდან 2-3 დღეში.
რიზოდეგის® ფარმაკოდინამიკური მოქმედების განსხვავება არ შეინიშნება ხანდაზმულებსა და ახალგაზრდა პაციენტებს შორის.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ჩატარდა შვიდი მულტინაციონალური, რანდომიზებული, კონტროლირებადი, ღია, სამიზმე-სამკურნალო კლინიკური კვლევა 26 კვირის და 52 კვირის ხანგრძლივობით, სადაც მონაწილეობდა 1761 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტი (ერთი კვლევა მოიცავდა 362 პაციენტს ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით და 6 კვლევა მოიცავდა 1,399 პაციენტს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით), რომელიც იყენებდა რიზოდეგს®. რიზოდეგის® მიღება ხდებდა დღეში ერთხელ, რომელიც შედარდა ინსულინ გლარგინის მიღებას დღეში ერთხელ (100ერთეული/მლ) (IGlar) ორ კვლევაში ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში (ცხრილი 1). რიზოდეგი® დღეში ორჯერ შედარდა ბიფაზურ ინსულინ ასპარტ 30-ს (BIAsp 30) დღეში ორჯერ ორ კვლევაში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში (ცხრილი 2) და ინსულინ დეგლუდეკს (IDeg) დღეში ერთხელ პლიუს ინსულინ ასპარტი (IAsp) დღეში 2-4-ჯერ ერთ კვლევაში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. ერთ კვლევაში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში რიზოდეგი® დღეში ერთხელ შედარდა ინსულინ გლარგინს (IGlar) დღეში ერთხელ პლიუს IAsp დღეში ერთხელ. 26 კვირიანი მკურნალობის შემდეგ რიზოდეგის® დოზის გაყოფა არ შეიძლება დღეში ორჯერ მიღებად. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის ყველა კვლევისას დასაშვები იყო პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების (OADs) გამოყენება. რიზოდეგი® დღეში ერთხელ პლიუს ინსულინ ასპარტი (IAsp) ასევე, შედარდა ინსულინ დეტემირს (IDet) დღეში ერთხელ ან დღეში ორჯერ პლიუს IAsp ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში (ცხრილი 3).
HbA1c-ის არასრულფასოვნების ცვლილება დაწყებიდან კვლევის დასრულებამდე გამოვლინდა 7 კვლევიდან 6-ში ყველა შესადარებელთან მიმართებაში, სადაც მკურნალობდნენ სამიზნე პაციენტებს, ხოლო არასრულფასოვნება არ დადასტურდა ერთ კვლევაში (IDegAsp-ის დღეში ორჯერ შედარებისას IDeg-თან დღეში ერთხელ პლიუს IAsp დღეში 2-4-ჯერ) ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისას.
რიზოდეგით® ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ არ გამოვლენილა ინსულინის ანტისხეულების კლინიკურად მნიშვნელოვანი განვითარება.
პაციენტები ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით
ორ კვლევაში ინსულინით და ანტიდიაბეტური პრეპარატებით კომბინირებული მკურნალობისას, ინსულინის მიღების დამწყებ და ინსულინის ინტენსიურად მიმღებ პაციენტებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს, რიზოდეგის® დღეში ერთხელ მიღებისას გამოვლინდა იგივე გლიკემიური კონტროლი (HbA1c), რაც IGlar -ით (გამოყენებული მარკირების შესაბამისად) (ცხრილი 1). ვინაიდან, რიზოდეგი® შეიცავს სწრაფად მოქმედ ჭამის დროს მისაღებ ინსულინს (ინსულინ ასპარტი), პრანდიალური გლიკემიური კონტროლი ჭამის დროს მიღებისას უმჯობესდებოდა მხოლოდ ბაზალური ინსულინის გამოყენებასთან მიმართებაში; იხ. კვლევის შედეგები ცხრილში 1. ღამის ჰიპოგლიკემიის დაბალი სიხშირე (განსაზღვრული როგორც ეპიზოდები შუაღამისა და დილის 6 საათის განმავლობაში, დადასტურდა პლაზმური გლუკოზას <3.1 მმოლ/ლ ან პაციენტის მიერ, რომელსაც ესაჭიროებოდა სხვა პირის დახმარება) შეინიშნებოდა რიზოდეგის® მიღებისას IGlar-თან მიმართებაში (ცხრილი 1).
რიზოდეგის® დღეში ორჯერ მიღებისას გამოვლინდა იგივე გლიკემიური კონტროლი (HbA1c) რაც BIAsp 30-ის დღეში ორჯერ მიღებასას ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. გამოვლინდა უზმოზე პლაზმური გლუკოზას დონეების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, ვიდრე BIAsp 30-ის მიმღებ პაციენტებში. რიზოდეგი® იწვევს საერთო და ღამის ჰიპოგლიკემიის დაბალ სიხშირეს (ცხრილი 2).
რიზოდეგი® დღეში ორჯერ შედარდა Ideg-ს დღეში ერთხელ პლუს IAsp (2-4 ყოველდღიური ინექცია) პაციენტებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით, რომლებიც მკურნალობდნენ ბაზალური ინსულინით და ესაჭიროებოდათ ინსულინით მკურნალობის გაძლიერება ჭამის დროს. კვლევის პროექტი მოიცავდა მკურნალობის სტანდარტულ გრაფიკს, თუმცა იძლეოდა ზოგიერთი კორექტირების შეტანის საშუალებას, ინდივიდუალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ორივე მკურნალობა აუმჯობესებდა გლიკემიურ კონტროლს სავარაუდო საშუალო შემცირებით რიზოდეგის® (-1.23%) IDeg-თან შედარებით პლიუს IAsp (-1.42%), რაც ასახავს პირველადი საბოლოო წერტილისთვის ცვლილებას საბაზისო დონიდან HbA1c–ში 26-ე კვირისთვის. აღნიშნული არ შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღვრულ არასრულფასოვნების (non-inferiority) ზღვარს 0.4% [0.18(-0.04; 0.41)]. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ გამოვლინდა ორ სამკურნალო ჯგუფს შორის.
ერთ კვლევაში სადაც მონაწილეობდნენ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ ბაზალური ინსულინით და ესაჭიროებოდათ ინსულინით მკურნალობის გაძლიერება ჭამის დროს, რიზოდეგი® დღეში ერთხელ შედარდა IGlar-ს დღეში ერთხელ პლუს IAsp დღეში ერთხელ, 26 კვირაზე მეტხანს. 26 კვირის შემდეგ, რიზოდეგის® დოზის გაყოფა შეიძლებოდა ორ მიღებად რიზოდეგის® ჯგუფში, ხოლო IGlar-ის ჯგუფში - IAsp-ის დამატებითი დოზების მიღება სხვა კვების დროს (დღეში 3-ჯერ). კვლევის პროექტი მოიცავდა მკურნალობის სტანდარტულ გრაფიკს, თუმცა იძლეოდა ზოგიერთი კორექტირების შეტანის საშუალებას, ინდივიდუალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. რიზოდეგი® დღეში ერთხელ აჩვენებდა ისეთივე გლიკემიურ კონტროლს (HbA1c), როგორსაც IGlar დღეში ერთხელ პლუს Iasp დღეში ერთხელ 26 კვირის შემდეგ (სავარაუდო საშუალო შემცირება არის -1.01% vs -1.09%). რიზოდეგი® დღეში ერთხელ ან დღეში ორჯერ აჩვენებდა ისეთივე გლიკემიურ კონტროლს (HbA1c), როგორსაც IGlar დღეში ერთხელ პლუს Iasp დღეში 1-3-ჯერ 38 კვირის შემდეგ (სავარაუდო საშუალო შემცირება არის -1.17% vs -1.26%). რიზოდეგმა® აჩვენა ღამის ჰიპოგლიკემიის დაბალი მაჩვენებელი Iglar-თან დღეში ერთხელ შედარებით პლუს IAsp 26 კვირის (0.42 vs 0.76 სავარაუდო მაჩვენებლები თითოეულ პაციენტში წლის მანძილზე ექსპოზიცია) და 38 კვირის განმავლობაში (0.51 vs 0.83 სავარაუდო მაჩვენებლები თითოეულ პაციენტში წლის მანძილზე ექსპოზიცია).
პაციენტები ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით
ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში რიზოდეგით® მკურნალობისას დღეში ერთხელ პლიუს IAsp დანარჩენი კვების დროს, გამოვლინდა მსგავსი გლიკემიური კონტროლი (HbA1c და უზმოზე პლაზმური გლუკოზა) ღამის ჰიპოგლიკემიის დაბალი მაჩვენებლით ბაზალურ/ბოლუსურ რეჟიმთან შედარებით Idet პლიუს IAsp ყოველი კვების დროს (ცხრილი 3).
რიზოდეგით® ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ არ გამოვლენილა ინსულინის ანტისხეულების კლინიკურად მნიშვნელოვანი განვითარება.
ცხრილი 1: ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში რიზოდეგის® დღეში ერთხელ მიღების 26-კვირიანი კვლევის შედეგები
რიზოდეგი®
(დღეში ერთხელ)1
ინსულინის მიღების დაწყება
IGlar
(დღეში ერთხელ)1
ინსულინის მიღების დაწყება
რიზოდეგი®
(დღეში ერთხელ)2 ინსულიის მომხმარებლები
IGl
ar (დღეში ერთხელ)2
ინსულინის მომხმარებლები
N
266
263
230
233
საშუალო NbA1c (%)
კვლევის დასასრული
საშუალო ცვლილება
- 2
- 1.65
- 2
- 1.72
- 3
- 0.98
- 4
- 1.00
განსხვავება: 0.03 [-0.14; 0.20]
განსხვავება: -0.03 [-0.20; 0.14]
პლაზმური გლუკოზა უზმოზე (FPG) (მმოლ/ლ)
კვლევის დასასრული
საშუალო ცვლილება
- 8
- 3.32
- 3
- 4.02
- 3
- 1.68
- 0
- 1.88
განსხვავება: 0.51 [0.09; 0.93]
განსხვავება: 0.33 [-0.11; 0.77]
სისხლში გლუკოზას პრანდიალური ნარჩენი ჭამის დროს მიღების შემდეგ 90 წუთში (პლაზმა) (მმოლ/ლ)
კვლევის დასასრული
საშუალო ცვლილება
- 9
- 1.5
- 4
- 0.3
- 2
- 1.5
- 6
- 0.6
ჰიპოგლიკემიის მაჩვენებელი (თითოეულ პაციენტში წლის მანძილზე ექსპოზიცია)
მწვავე
- 01
- 01
- 00
- 04
დადასტურებული3
- 23
- 85
- 31
- 20
წილი: 2.17 [1.59; 2.94]
წილი: 1.43 [1.07; 1.92]
ღამის დადასტურებული3
- 19
- 46
- 82
- 01
წილი: 0.29 [0.13; 0.65]
წილი: 0.80 [0.49; 1.30]
დღეში ერთხელ მიღების რეჟიმი + მეტფორმინი
დღეში ერთხელ მიღების რეჟიმი + მეტფორმინი ±პიოგლიტაზონი± DPP-4 ინჰიბიტორი
დადასტურებული ჰიპოგლიკემია განისაზღვრა, როგორც დადასტურებული ეპიზოდები პლაზმური გლუკოზით <3.1 მმოლ/ლ ან პაციენტის მიერ, რომელსაც დასჭირდა სხვა პირის დახმარება. ღამის დადასტურებული ჰიპოგლიკემია განისაზღვრა, როგორც ეპიზოდები შუაღამესა და დილის 6 საათს შორის.
ცხრილი 2: ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში რიზოდეგის® დღეში ორჯერ მიღების 26-კვირიანი კვლევის შედეგები
რიზოდეგი®
(ორჯერ დღეში)1 ინსულინის მომხმარებლები
BIAsp 30
(ორჯერ დღეში)1 ინსულინის მომხმარებლები
რიზოდეგი®
(ორჯერ დღეში)1 ინსულინის მომხმარებლები
BIAsp 30
(ორჯერ დღეში)1 ინსულინის მომხმარებლები
N
224
222
280
142
საშუალო HbA1c (%)
კვლევის დასასრული საშუალო ცვლილება
- 1
- 1.28
- 1
- 1.30
- 1
- 1.38
- 0
- 1.42
განსხვავება: -0.03 [-0.18; 0.13]
განხვავება: 0.05 [-0.10; 0.20]
FPG (მმოლ/ლ)
კვლევის დასასრული საშუალო ცვლილება
- 8
- 3.09
- 8
- 1.76
- 4
- 2.55
- 5
- 1.47
განსხვავება: -1.14 [-1.53; - 0.76]
განსხვავება: -1.06 [-1.43; -0.70]
ჰიპოგლიკემიის მაჩვენებელი (თითოეულ პაციენტში ექსპოზიცია წლის მანძილზე)
მწვავე
- 09
- 25
- 05
- 03
დადასტურებული3
- 72
- 96
- 56
- 52
წილი: 0.68 [0.52; 0.89]
წილი: 1.00 [0.76; 1.32]
ღამის დადასტურებული3
- 74
- 53
- 11
- 56
წილი: 0.27 [0.18; 0.41]
წილი:0.67 [0.43; 1.06]
დღეში ორჯერ მიღების რეჟიმი ±მეტფორმინი ±პიოგლიტაზონი±DPP-4 ინჰიბიტორი
დღეში ორჯერ მიღების რეჟიმი±მეტფორმინი
დადასტურებული ჰიპოგლიკემია განისაზღვრა, როგორც ეპიზოდები დადასტურებული პლაზმური გლუკოზით <3.1 მმოლ/ლ ან პაციენტის მიერ, რომელსაც დასჭირდა სხვა პირის დახმარება. ღამის დადასტურებული ჰიპოგლიკემია განისაზღვრა, როგორც ეპიზოდები შუაღამის და დილის 6 საათს შორის.
ცხრილი 3: 26-კვირიანი კვლევის შედეგები ტიპი 1 შაქრიან დიაბეტის დროს დღეში ერთხელ მიღებისას
რიზოდეგი® (დღეში ერთხელ)1
IDet (დღეში ერთხელ/დღეში ორჯერ)2
N
366
182
საშუალო HbA1c (%)
კვლევის დასრულება
საშუალო ცვლილება
- 6
- 0.73
- 6
- 0.68
განსხვავება: - 0.05 [-0.18; 0.08]
FPG (მმოლ/ლ)
კვლევის დასრულება
საშუალო ცვლილება
- 7
- 1.61
- 6
- 2.41
განსხვავება: - 0.23 [-0.46; 0.91]
ჰიპოგლიკემიის მაჩვენებელი (თითოეულ პაციენტში ექსპოზიცია წლის მანძილზე)
მწვავე
- 33
- 42
დადასტურებული3
- 2
- 3
წილი: 0.91 [0.76; 1.09]
ღამის დადასტურებული3
- 71
- 72
წილი: 0.63 [0.49; 0.81]
დღეში ერთხელ მიღების რეჟიმი + ინსულინ ასპარტი ჭამის დროს ინსულინის საჭიროების დასაფარად.
დღეში ერთხელ ან ორჯერ მიღების რეჟიმი + ინსულინ ასპარტი ჭამის დროს ინსულინის საჭიროების დასაფარად.
დადასტურებული ჰიპოგლიკემია განისაზღვრა, როგორც ეპიზოდები დადასტურებული პლაზმური გლუკოზით <3.1 მმოლ/ლ ან პაციენტის მიერ, რომელსაც დასჭირდა სხვა პირის დახმარება. ღამის დადასტურებული ჰიპოგლიკემია განისაზღვრა, როგორც ეპიზოდები შუაღამის და დილის 6 საათს შორის.
კარდიოვასკულური უსაფრთხოება
DEVOTE იყო რანდომიზებული, ორმაგი-ბრმა და ღონისძიებებზე ორიეტირებული კლინიკური კვლევა, რომელიც ფოკუსირებული იყო რიზოდეგის® ხანგრძლივი-მოქმედების კომპონენტზე - ინსულინ დეგლუდეკზე. კვლევის მედიანური ხანგრძლივობა წარმოადგენდა 2 წელს და ადარებდა კარდიოვასკულურ უსაფრთხოებას ინსულინ დეგლუდეკის და ინსულინ გლარგინის (100 ერთეული/მლ) გამოყენებისას ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ 7,637 პაციენტში, რომელთაც ჰქონდათ კარდიოვასკულური დაავადებების მაღალი რისკი.
პირველად ანალიზს წარმოადგენდა დრო რანდომიზაციიდან 3-კომპონენტიანი მთავარი გვერდითი გულსისხლძარღვთა დაავდებების (MACE) გამოვლენამდე, რომელიც განისაზღვრებოდა, როგორც კარდიოვასკულური დაავადებებით გამოწვეული (CV) სიკვდილი, არალეტალური მიოკარდიუმის ინფარქტი ან არალეტალური ინსულტი. კველვა შეიქმნა, როგორც არასრულფასოვნების კვლევა, რომელიც გამორიცხავდა MACE-ის საფრთხის კოეფიციენტის (HR) წინასწარ განსაზღვრულ რისკის ზღვარს - 1.3, ინსულინ დეგლუდეკის და ინსულინ გლარგინის შედარებით. ინსულინ დეგლუდეკის კარდიოვასკულური უსაფთხოება დადასტურდა ინსულინ გლარგინთან შედარებით (HR 0.91 [0.78; 1.06]) (სურათი 2).
ქვეჯგფების ანალიზიდან მიღებული შედეგები (მაგ. სქესი, დიაბეტის ხანგრძლოვობა, კარდიოვასკულური რისკ-ჯგუფი და ინსულინის წინა რეჟიმი) შესაბამისობაში იყო პირველად ანალიზებთან. ბაზალური მონაცემების თანახმად, HbA1C იყო 8.4% ორივე თერაპიულ ჯგუფში, ხოლო 2 წლის შემდეგ HbA1C გახდა 7.5% ორივეგან, ინსულინ დეგლუდეკის და ინსულინ გლარგინის გამოყენებით.
\s
N: სუბიექტების რაოდენობა, კვლევის განმავლობაში EAC-ის მიერ პირველი დადასტურებული მოვლენით. %: სუბიექტების პროცენტი, EAC-ის მიერ პირველი დადასტურებული მოვლენით, რანდომიზებულ სუბიექტთა რაოდენობასთან მიმართებაში. EAC - მოვლენათა დამზუსტებელი კომიტეტი. CV: კარდიოვასკულური. MI: მიოკარდიუმის ინფარქტი. CI: 95% ნდობის ინტერვალი.
სურათი 2. DEVOTE-ში 3-პუნქტიანი MICE-ის შემადგენლობის და ინდივიუალური კარდიოვასკულური საბოლოო წერტილების ტყისებრი დიაგრამა.
პედიატრიული პოპულაცია
რიზოდეგის® ეფეტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი იქნა რანდომიზებულ კონტროლირებულ კვლევაში ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვებსა და მოზარდებში 16 კვირის განმავლობაში (n=362). რიზოდეგის® ჯგუფის პაციენტებს წარმოადგენდა 2-5 წლის 40 ბავშვი, 6-11 წლის 61 ბავშვი და 12-17 წლის 80 მოზარდი. რიზოდეგის® მიღება დღეში ერთხელ ძირითად საკვებთან ერთად + ინსულინ ასპარტი დანარჩენი კვებისას, აჩვენებდა HbA1c-ში მსგავს შემცირებას მე-16 კვირაზე და არ შეინიშნებოდა განსხვავება FPG-სა და SMPG-ში შესადარებელ ინსულინ დეტემირთან შედარებით, დღეში ერთხელ ან ორჯერ მიღებისას + ინსულინ ასპარტი კვების დროს. მე-16 კვირას ინსულინის საშუალო მთლიანი დღიური დოზა იყო 0.88 vs 1.01 ერთეული/კგ რიზოდეგის® და ინსულინ დეტემირის ჯგუფებში, შესაბამისად. დადასტურებული ჰიპოგლიკემიის (ISPAD 2009 განსაზღვრება: 46.23 vs 49.55) და ღამის დადასტურებული ჰიპოგლიკემიის (5.77 vs 5.40) სიხშირე (ექსპოზიციის მოვლენები თითოეულ პაციენტში წელიწადში) შედარებითი იყო რიზოდეგთან® და ინსულინ დეტემირთან მიმართებაში, სადაც მწვავე ჰიპოგლიკემიის სიხშირე (0.26 vs 0.07) უფრო მაღალი იყო რიზოდეგის® ჯგუფში, თუმცა განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ ყოფილა. თითოეულ ჯგუფში შეინიშნებოდა რამოდენიმე მწვავე ჰიპოგლიკემიური ეპიზოდი; მწვავე ჰიპოგლიკემიის სიხშირე რიზოდეგის® ჯგუფში უფრო მაღალი იყო 2-5 წლის სუბიექტებში, ვიდრე 6-11 წლის სუბიექტებში ან 12-17 წლის სუბიექტებში (0.42 vs 0.21 და 0.21 შესაბამისად). ეფექტურობის და უსაფრთხოების შეფასება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ მოზარდ პაციენტებში ჩატარდა, ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ მოზარდი და მოზრდილი პაციენტების და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული მოზრდილი პაციენტებისგან მიღებული მონაცემების გამოყენებით. მოცემული შეფასება ამყარებს რიზოდეგის® გამოყენებას ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ მოზარდ პაციენტებში.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
კანქვეშა ინექციის შემდეგ, ინსულინ დეგლუდეკის ხსნადი და სტაბილური მულტი-ჰექსამერები ფორმირდება და ქმნის ინსულინის მარაგს კანქვეშა ქსოვილებში, ამავდროულად არ ახდენს გავლენას ინსულინ ასპარტის მონომერების სწრაფ გამოთავისუფლებაზე სისხლის მიმოქცევაში. ინსულინ დეგლუდეკის მონომერები თანდათანობით გამოიყოფა მულტი-ჰექსამერებიდან და ამგავრად იწვევს ინსულინ დეგლუდეკის ნელ და უწყვეტ მიწოდებას სისხლის მომაქცევაში. ბაზალური კომპონენტის (ინსულინ დეგულდეკი) წონასწორული შრატისმიერი კონცენტრაცია მიიღწევა 2-3 დღეში, რიზოდეგის® ყოველდღიური მიღების შემდეგ.
კარგად ჩამოყალიბებული ინსულინ ასპარტის სწრაფი შეწოვის თვისებები ნარჩუნდება რიზოდეგით®. ინსულინ ასპარტის ფარმაკოკინეტიკური პროფილი ვლინდება ინექციიდან 14 წუთში, ხოლო პიკური კონცენტრაცია - 72 წუთის შემდეგ.
განაწილება
ინსულინ დეგლუდეკის აფინობა შრატისმიერ ალბუმინთან, შეესაბამება პლაზმურ ცილებთან კავშირს >99%-ით ადამიანის პლაზმაში. ინსულინ ასპარტს გააჩნია დაბალი შეკავშირება პლაზმურ ცილებთან (<10%), რომელიც ადამიანის რეგულარული ინსულინის მსგავსია.
ბიოგარდაქმნა
ინსულინ დეგლუდეკის და ინსულინ ასპარტის დეგრადაცია ადამიანის ინსულინის მსგავსია; ყველა ფორმირებული მეტაბოლიტი არააქტიურია.
გამოყოფა
რიზოდეგის® კანქვეშ გამოყენების შემდეგ ნახევრაგამოყოფის პერიოდი განისაზღვრება კანქვეშა ქსოვილიდან შეწოვის სიჩქარით. ბაზალური კომპონენტის (ინსულინ დეგლუდეკი) ნახევარგამოყოფის პერიოდი წონასწორულ მდგომარეობაში არის 25 სთ დოზის მიუხედავად.
ხაზოვანება
რიზოდეგის® საერთო ექსპოზიცია იზრდება ბაზალური კომპონენტის (ინსულინს დეგლუდეკი) და ჭამის დროს მისაღები კომპონენტის (ინსულინს ასპარტი) დოზის მომატების პროპორციულად, ტიპი 1 და 2 შაქრიანი დიაბეტის დროს.
სქესი
რიზოდეგის® ფარმაკოკინეტიკურ თვისებებში არ შეინიშნება სქესის მიხედვით განსხვავება.
ხანდაზმულები, რასა, თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა
რიზოდეგის® ფარმაკოკინეტიკაში არ შეინიშნება კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ხანდაზმულებსა და ახალგაზრდა მოზრდიელ პაციენტებს, რასებს ან ჯანმრთელ სუბიექტებს შორის, ასევე თირკმლის ან ღვიძლის უკარისობის მქონე პაციენტებში.
პედიატრიული პოპულაცია
ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს რიზოდეგის® ფარმაკოკინეტიკური თვისებები გამოკვლეულ იქნა ბავშვებში (6-11 წლის) და მოზარდებში (12-18 წლის) და შედარდა მოზრდილებისას, ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ.
რიზოდეგის® კომპონენტის - ინსულინ დეგლუდეკის ფარმაკოკინეტიკური თვისებები წონასწორულ მდგომარეობაში გამოკვლეულ იქნა პოპულაციის ფარმაკოკინეტიკის ანალიზის გამოყენებით 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ინსულინ ასპარტის საერთო ექსპოზიცია და პიკური კონცენტრაცია უფრო მაღალია ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში და მსგავსია მოზარდებისა და მოზრდილებისთვის.
ინსულინ დეგლუდეკის ფარმაკოკინეტიკური თვისებები წონასწორულ მდგომარეობაში ბავშვებში (1-11 წლის) და მოზარდებში (12-18 წლის) შედარებადი იყო ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ მოზრდილებში არსებულ ფარმაკოკინეტიკასთან. ინსულინ დეგლუდეკის საერთო ექსპოზიცია ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ უფრო მაღალია ბავშვებსა და მოზარდებში, ვიდრე ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ მოზრდილებში.
- 3. უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
არაკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები ადამიანებში, უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის და რეპროდუქციის ტოქსიკურობის კვლევებზე დაყრდნობით.
ინსულინ დეგლუდეკისთვის მიტოგენური მოქმედების და მეტაბოლურ პოტენციალის თანაფარდობა ედრება ადამიანის ინსულინისას.
- ფარმაცევტული მახასიათებლენი
- 1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
გლიცერინი, მეტაკრეზოლი, ფენოლი, ნატრიუმის ქლორიდი, თუთიის აცეტატი, ჰიდროქლორიდის მჟავა/ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის კორექცისითვის) და საინექციო წყალი.
- 2. შეუსაბამობა
რიზოდეგზე® დამატებულმა ნივთიერებებმა შესაძლებელია გამოიწვიოს ინსულინ დეგლუდეკის და/ან ინსულინ ასპარტის დეგრადაცია.
რიზოდეგის® დამატება დაუშვებელია საინფუზიო სითხეებზე.
მოცემული სამედიცინო პროდუქტის შერევა დაუშვებელია სხვა პროდუქტებთან.
- 3. ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადა მითითებულია კალამის ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე „ვარგისინობის ვადის“ შემდეგ.
პირველი გახსნის შემდეგ ან რეზერვის სახით მოხმარებისას სამკურნალო პროდუქტი უნდა ინახებოდეს მაქსიმუმ 4 კვირის მანძილზე. შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. შეიძლება შენახვა მაცივარში (2-8°C ტემპერატურაზე). კალამი შეინახეთ მჭიდროდ დაფარებული თავსახურით სინათლისგან დასაცავად.
- 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
პირველი გამოყენების წინ:
ინახება მაცივარში (2-8 °C ტემპერატურაზე). არ გაყონოთ.
შეინახეთ გამყინავი ელემენტებისგან შორს.
კალამი შეინახეთ თავსახურით სინათლისგან დასაცავად.
პირველი გახსნის შემდეგ სამკურნალო პროდუქტის შენახვის პირობები იხ. 6.3 პარაგრაფში.
- 5. შეფუთვის აღწერა და შემადგენლობა
3 მლ ხსნარი კარტრიჯში (1 ტიპის შუშა) დგუშით (ჰალობუტილი) და შრეებიანი რეზინის საცობით (ჰალობუტილი/პოლისოპრენი) პოლიპროპილენის წინასწარ შევსებულ (მზა) მულტიდოზიან ერთჯერადი გამოყენების კალამში.
შეფუთვის ზომები 1 და 5 წინასწარ შევსებული (მზა) კალმები.
შესაძლებელია შეფუთვის ყველა ზომა არ იყოს გაყიდვაში.
- 6. განსაკუთრებული პირობები განადგურების და ექსპლოატაციის შესახებ
სამედიცინო პროდუქტი გამოიყენება მხოლოდ ერთი პირის მიერ. დაუშვებელია მისი ხელახლა შევსება.
დაუშვებელია რიზოდეგის® გამოყენება თუ ხსნარი არ არის სუფთა და უფერო.
რიზოდეგის® გაყინვის შემთხვევაში დაუშვებელია მისი გამოყენება.
თითოეული გამოყენების წინ უნდა გაუკეთდეს ახალი ნემსი. დაუშვებელია ნემსების ხელახალი გამოყენება. პაციენტმა უნდა გადააგდოს ნემსი ყოველი ინექციის შემდეგ.
ნემსის ბლოკირების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა იხელმძღვანელოს ინსტრუქციით, რომელიც მოცემულია გამოყენების ინსტრუქციაში. იხ. ფურცლის მეორე მხარე.
ნებისმიერი სახის ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
წინასწარ შევსებულ (მზა) კალამში (FlexTouch®) შექმნილია NovoFine® ან NovoTwist®-ის საინექციო ნემსებთან ერთად გამოსაყენებლად, რომელთა სიგრძეა 8 მმ. იგი იძლევა - 1-80 ერთეულს 1 ერთეულიანი საფეხურებით.
დეტალური ინსტრუქცია გამოყენების შესახებ, იხ. ფურცლის მეორე მხარე.
- მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
ნოვო ნორდისკი ა/ს
ნოვო ალე
DK-2880 ბაგსვერდი
დანია
Ryzodeg®, FlexTouch®, NovoFine® და NovoTwist® არის სავაჭრო ნიშნები, რომელსაც ფლობს კომპანია ნოვო ნორდისკი ა/ს, დანია
©20XX
ნოვო ნორდისკი ა/ს
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა რეცეპტის გარეშე).
- -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ინსტრუქცია პაციენტებისთვის - რიზოდეგი® 100 ერთეული/მლ-ს საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ (მზა) კალამში (FlexTouch®) გამოყენების შესახებ
ფლექსთაჩის® წინასწარ შევსებული (მზა) კალმის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ინსტრუქცია.
თუ სიფრთხილით არ დაიცავთ ინსტრუქციას, შეიძლება მიიღოთ ინსულინის ძალიან მაღალი ან დაბალი დოზა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქარის დონის ძლიერი აწევა ან დაწევა.
არ გამოიყენოთ კალამი ექიმის ან ექთნის მიერ სათანადო სწავლების ჩატარების გარეშე.
შეამოწმეთ კალამი იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ ის შეიცავს რიზოდეგი® 100 ერთეული/მლ-ს, შემდეგ იხ. ქვემოთ მოცემული ილუსტრაციები იმისათვის, რომ შეისწავლოთ კალმის და ნემსის სხვადასხვა ნაწილები.
თუ ხართ უსინათლო ან გაქვთ ცუდი მხედველობა და არ შეგიძლით წაიკითხოთ კალამზე დოზის მრიცხველი, არ გამოიყენოთ ეს კალამი დახმარების გარეშე. დაიხმარეთ პირი, რომელსაც ექნება კარგი მხედველობა და გამოცდილება ფლექსთაჩის® წინასწარ შევსებული (მზა) კალმის გამოყენებაში.
თქვენი კალამი წინასწარ შევსებული ინსულინის დოზის მრიცხველით შეიცავს 300 ერთეულ ინსულინს. შეგიძლიათ შეარჩიოთ მაქსიმუმ 80 ერთეული დოზაზე, 1 ერთეულიანი საფეხურებით. კალამი გამოიყენება NovoTwist®-ის ან NovoFine®-ის ერთჯერადი გამოყენების 8მმ სიგრძის ნემსებთან ერთად. ნემსები არ მოყვება შეფუთვას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
გაითვალისწინეთ მოცემული შენიშვნები, რადგან ისინი მნიშვნელოვანია კალმის სწორად გამოსაყენებლად.
\s
მოამზადეთ თქვენი კალამი
შეამოწმეთ დასახელება და დოზა თქვენი კალმის ეტიკეტზე იმისათვის, რომ დარწმუნდეთ რომ იგი შეიცავს რიზოდეგი® 100 ერთეული/მლ-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ იღებთ ერთზე მეტი ტიპის ინსულინს. არასწორი ტიპის ინსულინის მიღებისას შესაძლებელია სისხლში შაქრის დონე ძალიან გაიზარდოს ან შემცირდეს.
მოხსენით კალამს თავსახური.
\s
დარწმუნდით რომ ინსულინი თქვენს კალამში არის სუფთა და უფერო. შეიხედეთ ინსულინის ფანჯარაში. თუ ინსულინი შემღვრეულია არ გამოიყენოთ კალამი.
\s
გამოიყენეთ ახალი ნემსი და მოხსენით ქაღალის ჩანართი.
\s
მიაწექით ნემსს პირდაპირ კალამზე. ატრიალეთ იქამდე, ვიდრე მჭიდროდ არ მოეჭირება.
\s
მოხსენით ნემსს გარე თავსახური და შეინახეთ. ის დაგჭირდებათ ინექციის შემდეგ, ნემსის კალმიდან სწორად ამოსაღებად.
\s
მოხსენით ნემსის შიდა თავსახური და გადააგდეთ. თუ ეცდებით მის ხელახლა მორგებას, შეიძლება შემთხვევით შეგერჭოთ ნემსი.
ინსულინის წვეთი შეიძლება გამოჩნდეს ნემსის წვერზე. ეს ნორმალურია, მაგრამ კვლავ უნდა შეამოწმოთ ინსულინის ნაკადი.
\s
თითოეული ინექციისთვის ყოველთვის გამოიყენეთ ახალი ნემსი.
ამგვარად შემცირდება დაბინძურების, ინფექციის, ინსულინის გამოჟონვის, ბლოკირებული ნემსის და არაზუსტი დოზირების რისკი.
არასოდეს არ გამოიყენოთ მოღუნული ან დაზიანებული ნემსი.
შეამოწმეთ ინსულინის ნაკადი.
გამოყენებამდე ყოველთვის შეამოწმეთ ინსულინის ნაკადი. ამგვარად დარწმუნდებით, რომ მიიღეთ ინსულინის სრული დოზა.
დაატრიალეთ დოზის ასარჩევი 2 ერთეულის შესარჩევად. დარწმუნდით, რომ დოზის მრიცხველი უჩვენებს 2-ს.
\s
კალამი დაიჭირეთ ნემსით ზემოთ მიმართული.
კალმის წვერს ფრთხილად მიუკაკუნეთ რამოდენიმეჯერ იმისათვის, რომ ჰაერის ბუშტუკები ზემოთ მოექცეს.
\s
დააწექით დოზის ღილაკს იქამდე, ვიდრე დოზის მრიცხველი არ დაუბრუნდება 0-ს.
0 უნდა გაუსწორდეს დოზის ნიშნულს.
ინსულინის წვეთი უნდა გამოჩნდეს ნემსის წვერზე.
\s
ჰაერის მცირე ბუშტუკი შეიძლება დარჩეს ნემსის წვერზე, მაგრამ მისი ინექცია არ მოხდება.
თუ წვეთი არ გამოჩნდება, გაიმეორეთ საფეხურები 2A-დან 2C-მდე 6-ჯერ. თუ წვეთი კვლავ არ გამოჩნდება, ნემსი გამოცვალეთ და გაიმეორეთ საფეხურები 2A-დან 2C-მდე კიდევ ერთხელ.
თუ ინსულინის წვეთი კვლავ არ გამოჩნდება, კალამი გადააგდეთ და გამოიყენეთ ახალი.
ყოველთვის შეამოწმეთ, რომ ინექციამდე წვეთი გამოჩნდეს ნემსის წვერზე. ამგვარად დარწმუნდებით რომ ინსულინი გამოედინება.
თუ წვეთი არ გამოჩნდება, არ გამოიყენოთ ინსულინი მაშინაც კი, თუ დოზის მრიცხველი მოძრაობს. ეს შესაძლოა მიუთითებდეს ნემსის დაზიანებაზე ან ბლოკირებაზე.
ინექციამდე ყოველთვის შეამოწმეთ ნაკადი. თუ ნაკადს არ შეამოწმებთ, შეიძლება მიიღოთ ძალიან მცირე რაოდენობის ინსულინი ან საერთოდ არ მიიღოთ ის. რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქარის დონის ძლიერი მომატება.
შეარჩიეთ თქვენი დოზა
დაწყებამდე დარწმუნდით, რომ დოზის მრიცხველი უჩვენებს 0-ს.
0 უნდა უსწორდებოდეს დოზის ნიშნულს.
მოატრიალეთ დოზის ასარჩევი თქვენთვის საჭირო დოზამდე, როგორც დანიშნულია ექიმის ან ექთნის მიერ.
თუ შეარჩევთ არასწორ დოზას, შეგიძლიათ ატრიალოთ დოზის ასარჩევი წინ და უკან დოზის კორექციისთვის.
კალამი ითვლის მაქსიმუმ 80 ერთეულს.
\s
დოზის ასარჩევი ცვლის ერთეულების რაოდენობას. მხოლოდ დოზის მრიცხველი და დოზის მნიშვნელი უჩვენებენ რამდენი ერთეული შეარჩიეთ თითოეულ დოზაზე.
შეგიძლიათ ყოველ დოზაზე შეარჩიოთ 80 ერთეულამდე. როდესაც თქვენი კალამი შეიცავს 80 ერთეულზე ნაკლებს, დოზის მრიცხველი ჩერდება დარჩენილი ერთეულების რიცხვთან.
დოზის ასარჩევს სხვადასხვა სახის ხმა აქვს წინ და უკან ტრიალისას ან დარჩენილი ერთეულების რიცხვთან მიახლოებისას. არ დაითვალოთ კალმის წკაპუნის ხმები.
ყოველთვის გამოიყენეთ დოზის მრიცხველი და დოზის მნიშვნელი, რათა ნახოთ რა რაოდენობის ერთეული შეარჩიეთ ინსულინის ინექციამდე.
არ დაითვალოთ კალმის ხმები. თუ შეარჩევთ და შეიყვანთ არასწორ დოზას, სისხლში შაქარის დონე შეიძლება ძალიან გაიზარდოს ან შემცირდეს. არ გამოიყენოთ ინსულინის შკალა, ის მხოლოდ უჩვენებს რა რაოდენობის ინსულინია დაახლოებით დარჩენილი თქვენს კალამში.
შეიყვანეთ დოზა
შეიყვანეთ ნემსი კანში, ისე როგორც თქვენმა ექიმმა ან ექთანმა გიჩვენათ.
დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ დაინახოთ დოზის მრიცხველი.
არ შეეხოთ დოზის მრიცხველს თითებით. ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ინექციას.
დააწექით დოზის ღილაკს, ვიდრე დოზის მრიცხველი არ დაუბრუნდება 0-ს.
0 უნდა გაუსწორდეს დოზის მნიშვნელს.
შემდეგ შეიძლება მოგესმათ ან იგრძნოთ წკაპუნის ხმა.
დატოვეთ ნემსი კანქვეშ სულ მცირე 6 წამით იმისათვის, რომ დარწმუნდეთ რომ მიიღეთ სრული დოზა.
\s
გამოიღეთ ნემსი და კალამი თქვენი კანიდან.
ინექციის ადგილას თუ შეამჩნევს სისხლს, მსუბუქად დააწექით ბამბის ტამპონით. არ დაიზილოთ მიდამო.
\s
ინექციის შემდეგ, შეიძლება შეამჩნიოთ ინსულინის წვეთი ნემსის წვერზე. ეს ნორმალურია და არ ცვლის თქვენს დოზას.
ყოველთვის ადევნეთ თვალი დოზის მრიცხველს, რათა იცოდეთ რამდენი ერთეულის ინექცია გაიკეთეთ.
დოზის მრიცხველი უჩვენებს ერთეულების ზუსტ რიცხვს. არ დაითვალოთ კალმის წკაპუნის ხმა.
დააწექით დოზის ღილაკს, ვიდრე დოზის მრიცხველი არ დაუბრუნდება 0-ს ინექციის შემდეგ. თუ დოზის მრიცხველი გაჩერდება იქამდე, ვიდრე დაუბრუბდება 0-ს, ეს ნიშნავს, რომ არ მოხდა სრული დოზის მიღება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ძალიან მაღალი შაქრის დონე.
ინექციის შემდეგ
ნემსის წვერი შეიყვანეთ ნემსის გარე თავსახურის მყარ ზედაპირზე, ნემსზე ან გარე თავსახურზე შეხების გარეშე.
\s
ნემსზე თავსახურვის დაფარების შემდეგ, ფრთხილად მიაწექით ბოლომდე ნემსის გარეთა თავსახურს სრულად დასაფარებლად.
მოაცილეთ ნემსი კალამს და ფრთხილად გადააგდეთ.
\s
კალამს დაახურეთ თავსახური ყოველი გამოყენების შემდეგ, ინსულინის სინათლისგან დასაცავად.
\s
ყოველი ინექციის შემდეგ, ყოველთვის გადაყარეთ ნემსები. ამგვარად შემცირდება დაბინძურების, ინფექციის, ინსულინის გამოჟონვის, ნემსის ბლოკირების და არასწორი დოზირების რისკი. თუ ნემსი ბლოკირებულია, ვერ განახორციელებთ ინსულინის შეყვანას.
როდესაც კალამი დაცარიელდება, გადააგდეთ ნემსის გარეშე ან ექიმის, ექთნის, ფარმაცევტის ან ადგილობრივი კანონმდებლობის მითითებების მიხედვით.
არასოდეს არ სცადოთ ნემსის შიდა თავსახურის ნემსზე ხელახლა მორგება. შეიძლება ნემსი შეგერჭოთ.
თითოეული ინექციის შემდეგ, ნემსი ყოველთვის მოაცილეთ კალამს და შეინახეთ თქვენი კალამი მიმაგრებული ნემსის გარეშე. ამგვარად შემცირდება დაბინძურების, ინფექციის, ინსულინის გამოჟონვის, ნემსების ბლოკირების ან არასწორი დოზირების რისკი.
რა რაოდენობის ინსულინია დარჩენილი?
ინსულინის შკალა უჩვენებს დაახლოებით რა რაოდენობის ინსულინია დარჩენილი თქვენს კალამში.
\s
დარჩენილი ინსულინის ზუსტი რაოდენობის სანახავად, გამოიყენეთ დოზის მრიცხველი:
ატრიალეთ დოზის ასარჩევი, სანამ დოზის მრიცხველი არ გაჩერდება. თუ უჩვენებს 80-ს, მაშინ დარჩენილია სულ მცირე 80 ერთეული თქვენს კალამში.
თუ უჩვენებს 80-ზე ნაკლებს, არსებული რიცხვი ნიშნავს იმ ერთეულის რაოდენობას, რაც დარჩენილია თქვენს კალამში.
\s
დოზის ასარჩევი მიატრიალეთ უკან, ვიდრე დოზის მრიცხველი არ უჩვენებს 0-ს.
თუ გჭირდებათ მეტი ინსულინი, ვიდრე დარჩენილია კალამში, დოზა შეგიძლიათ გაყოთ ორ კალამს შორის.
გაყოფის შემთხვევაში, ეცადეთ სწორად გამოითვალოთ დოზა.
ეჭვის შემთხვევაში, მიიღეთ სრული დოზა ახალი კალმით. დოზის არასწორად გაყოფისას, თქვენ შეიყვანთ ძალიან მცირე ან ძალიან დიდი რაოდენობის ინსულინს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქარის დონის ძლიერი მომატება ან შემცირება.
შემდგომი მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ყოველთვის თან იქონიეთ თქვენი კალამი.
ყოველთვის თან იქონიეთ დამატებითი კალამი და ახალი ნემსები, დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში.
ყოველთვის შეინახეთ კალამი და ნემსები სხვებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არასოდეს არ მისცეთ თქვენი კალამი ან ნემსები გამოსაყენებლად სხვა პირებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ჯვარედინი დინფიცირება.
არასოდეს არ მისცეთ თქვენი კალამი გამოსაყენებლად სხვა პირებს. თქვენი პრეპარატი შესაძლოა საზიანო იყოს მათი ჯანმრთელობისთვის.
მომვლელები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ გამოყენებულ ნემსებთან მიმართებაში - ნემსით დაზიანების და ჯვარედინი ინფექციის რისკის შესამცირებლად.
როგორ მოვუაროთ კალამს
ფრთხილად მოეპყარით კალამს. უხეშმა მოპყრობამ ან შეცდომით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასწორი დოზირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის ძლიერი მომატება ან შემცირება.
არ დატოვოთ კალამი მანქანაში ან სხვა ადგილას, სადაც ძალიან ცხელა ან ცივა.
მოარიდეთ თქვენი კალამი მტვერს, ჭუჭყს ან სითხეს.
არ გარეცხოთ, ჩაალბოთ ან გაპოხოთ თქვენი კალამი. აუცილებლობის შემთხვევაში, გაწმინდეთ მსუბუქ სარეცხ საშუალებაში დასველებული ნაჭრით.
არ დააგდოთ თქვენი კალამი ან მიარტყათ მყარ ზედაპირს.
თუ დაგივარდათ ან გამოვლინდა პრობლემა, მოარგეთ ახალი ნემსი და შეამოწმეთ ინსულინის ნაკადი ინექციამდე.
დაუშვებელია კალმის ხელახლა შევსება. დაცლის შემდეგ უნდა მოხდეს მისი უტილიზაცია.
დაუშვებელია კალმის შეკეთება ან გადაწევა.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.