პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰემორაგიული საშუალებები

რეფაქტო AF 500სე

REFacto AF® 500IU

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

რეფაქტო AF შეიცავს აქტიურ ნივთიერებას მოროკტოკოგ ალფას (moroctocog alfa), ადამიანის კოაგულაციის VIII ფაქტორს. VIII ფაქტორი აუცილებელია სისხლის კოლტების ფორმირებისთვის და სისხლდენის შესაჩერებლად. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
moroctocog alfa
ფორმა და შეფუთვა
500 ს.ე. (125ს.ე./მლ) ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 და 4მლ გამხსნელი (0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი) წინასწარ შევსებული მზა შპრიცი №1 + სტერილური ფლაკონის ადაპტორის რეკონსტრუქციის მოწყობილობა + საინფუზიო სტერილური ნაკრები + ორი სპირტიანი ბამბის ტამპონი + პლასტირი + დოლბანდი შეფუთვაში
მწარმოებელი
Wyeth Farma S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰემორაგიული საშუალებები, სისხლის კოაგულაციის ფაქტორები
ATC კოდი
B02BD02
რეგისტრაციის ნომერი
რ-042769
რეგისტრირებულია
10 თებერვალი 2025, მოქმედებს 10 თებერვალი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
Pfizer H.C.P. Corporation (აშშ)
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებარეფაქტო AF 500სე და სხვა წამალი ერთად

რეფაქტო AF 500სე — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რეფაქტო AF შეიცავს აქტიურ ნივთიერებას მოროკტოკოგ ალფას (moroctocog alfa), ადამიანის კოაგულაციის VIII ფაქტორს. VIII ფაქტორი აუცილებელია სისხლის კოლტების ფორმირებისთვის და სისხლდენის შესაჩერებლად. A ჰემოფილიით (VIII ფაქტორის თანდაყოლილი დეფიციტით) დაავადებულ პაციენტებში აღინიშნება მისი არ არსებობა ან არასწორად ფუნქციონირება.

რეფაქტო AF გამოიყენება A ჰემოფილიით დაავადებულ მოზრდილებსა და ნებისმიერი ასაკის ბავშვებში (მათ შორის ახალშობილებში) სისხლდენის სამკურნალოდ და პრევენციისთვის (პროფილაქტიკისთვის).

მიღების წესი და დოზირება

მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი ექიმის მითითებების ზუსტად დაცვით. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

რეფაქტო AF-ით მკურნალობა უნდა დაიწყოს ექიმმა, რომელსაც გააჩნია A ჰემოფილიით დაავადებული პაციენტების მკურნალობის გამოცდილება. თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენს მიერ მისაღები რეფაქტო AF-ის დოზას. ეს დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე VIII ფაქტორის მკურნალობის ჩანაცვლებისთვის. რეფაქტო AF-ის შეყვანა ხდება ინექციის სახით ვენაში რამდენიმე წუთის განმავლობაში. პაციენტებს ან მათ მომვლელებს შეუძლიათ რეფაქტო AF-ის ინექციის გაკეთება თავადაც იმ პირობით, თუ ჯეროვნად იქნებიან მომზადებულნი.

მკურნალობის განმავლობაში, თქვენს ექიმს შეუძლია გადაწყვიტოს რეფაქტო AF-ის თქვენს მიერ მისაღები დოზის შეცვლა.

მოგზაურობამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. მოგზაურობის დროს თან უნდა წაიღოთ თქვენი სავარაუდო მკურნალობისთვის საჭირო VIII ფაქტორის პროდუქტის საკმარისი რაოდენობა.

რეკომენდებულია რეფაქტო AF-ის ყოველ მიღებაზე ჩაიწეროთ მუყაოს კოლოფზე მითითებული პროდუქტის დასახელება და პარტიის ნომერი. შეგიძლიათ ფლაკონზე არსებული ასახევი ეტიკეტები გამოიყენოთ, რათა დოკუმენტურად დაადასტუროთ თქვენს დღიურში პარტიის ნომერი, ან ნებისმიერი გვერდითი ეფექტის ანგარიშგების მიზნით.

აღდგენა და მიღება

შემდეგი პროცედურები წარმოდგენილია ზოგადი მითითებების სახით რეფაქტო AF-ის აღდგენასა და მიღებასთან დაკავშირებით. პაციენტებმა უნდა დაიცვან აღდგენისა და მიღების სპეციფიკური პროცედურები, რომლებიც მითითებულია მათი ექიმების მიერ.

აღსადგენად გამოიყენეთ მხოლოდ კოლოფში წარმოდგენილი წინასწარ შევსებული შპრიცი. შეყვანისთვის შესაძლებელია სხვა ერთჯერადი სტერილური შპრიცების გამოყენება.

რეფაქტო AF შეიყვანება ინტრავენური (IV) ინფუზიის გზით, ლიოფილიზებული საინექციო ფხვნილის აღდგენის შემდეგ მოწოდებული გამხსნელის [ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0,9%) ხსნარი] შპრიცში. რეფაქტო AF-ის შერევა არ შეიძლება სხვა საინფუზიო ხსნარებთან.

ყოველთვის დაიბანეთ ხელები პრეპარატის აღდგენისა და შეყვანის შემდეგი პროცედურების სისრულეში მოყვანამდე. აღდგენის პროცედურის განმავლობაში აუცილებელია ასეპტიკური მეთოდის (ანუ წმენდის და სტერილიზაციის) გამოყენება.

აღდგენა:

  • ლიოფილიზებული რეფაქტო AF-ის ფლაკონმა და წინასწარ შევსებულმა გამხსნელის შპრიცმა უნდა მიაღწიოს ოთახის ტემპერატურას.
  • მოხსენით პლასტმასის დამცავი ხუფი რეფაქტო AF-ის ფლაკონს რეზინის საცობის ცენტრალური ნაწილის გამოსაჩენად.

23571204445

  • გაწმინდეთ ფლაკონის ზედა ნაწილი მოწოდებული სპირტიანი ტამპონით ან გამოიყენეთ სხვა ანტისეპტიკური ხსნარი და გააშრეთ. გაწმენდის შემდეგ, არ შეეხოთ რეზინის საცობს ხელით ან არ დაუშვათ მისი შეხება რაიმე ზედაპირთან.
  • მოხსენით საფარი სუფთა პლასტმასის ფლაკონის ადაპტორის პაკეტს. არ მოხსნათ ადაპტორი პაკეტს.
  • მოათავსეთ ფლაკონი ბრტყელ ზედაპირზე. ადაპტორის პაკეტის დაკავებისას, მოათავსეთ ფლაკონის ადაპტორი ფლაკონზე. მაგრად დააჭირეთ პაკეტს, სანამ ადაპტორი არ მოთავსდება ფლაკონის ზედა ნაწილში წარმოდგენილ ადგილზე ისე, რომ ადაპტორის წვეტმა შეაღწიოს ფლაკონის საცობში.

241617526035

  • მოაცილეთ პაკეტი ადაპტორს და გადააგდეთ პაკეტი.

243332034925

  • დაამაგრეთ დგუშის ღერო გამხსნელის შპრიცზე, შპრიცის საცობის ღიობში ღეროს მოთავსების გზით და მიაწექით და მჭიდროდ ატრიალეთ ღერო მანამ, სანამ უსაფრთხოდ არ ჩაჯდება ღიობში.

23336251289050

  • მოატეხეთ გარეგანი ზემოქმედებისგან დამცავი პლასტმასის ხუფი გამხსნელის შპრიცს, ხუფის პერფორაციის მოტეხვის გზით. აღნიშნული სრულდება ხუფის გადახრით ზემოთ და ქვემოთ, სანამ პერფორაცია არ გატყდება. არ შეეხოთ ხუფის შიდა ნაწილს ან შპრიცის წვერს. შესაძლებელია საჭირო გახდეს ხუფის შეცვლა (თუ არ მოხდება აღდგენილი რეფაქტო AF-ის დაუყოვნებლივ მიღება), შესაბამისად დადეთ გვერდზე მისი ზედა ნაწილზე განთავსებით.

2381250753110

  • მოათავსეთ ფლაკონი ბრტყელ ზედაპირზე. მიუერთეთ გამხსნელის შპრიცი ფლაკონის ადაპტორს, შპრიცის წვერის მოთავსების გზით ადაპტორის ღიობში, და მტკიცედ მიაწექით და ატრიალეთ შპრიცი საათის ისრის მიმართულებით, სანამ არ მოხდება მიერთება.

2344420400685

  • ნელა დააჭირეთ დგუშის ღეროს, რათა მოახდინოთ გამხსნელის სრულად შეყვანა რეფაქტო AF-ს ფლაკონში.

2388235459740

  • ისე რომ შპრიცი ჯერ კიდევ მიერთებულ მდგომარეობაში იყოს ადაპტორთან, ნაზად დაატრიალეთ ფლაკონი, სანამ ფხვნილი არ გაიხსნება.
  • შეყვანამდე შეამოწმეთ საბოლოო ხსნარი ვიზუალურად ნაწილაკების არსებობაზე. ხსნარი უნდა იყოს სუფთა, ოდნავ ოპალესცენტური და უფერო.

მითითება: თუ ყოველ ინფუზიაზე იყენებთ რეფაქტო AF-ის ერთზე მეტ ფლაკონს, ყოველი ფლაკონის აღდგენა უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული ინსტრუქციების დაცვით. აუცილებელია გამხსნელის შპრიცის მოხსნა, ფლაკონის ადაპტორის ადგილზე დატოვება, და ერთი დიდი ლუერ-ჩამკეტის მქონე შპრიცი შესაძლებელია გამოყენებული იქნას ყოველი ინდივიდუალური ფლაკონიდან აღდგენილი შიგთავსის ამოსაღებად.

  • დარწმუნდით, რომ შპრიცის დგუშის ღერო ჯერ კიდევ სრულად დაჭერილ მდგომარეობაშია, გადააბრუნეთ ფლაკონი. ნელა გადაიტანეთ ხსნარის სრული რაოდენობა ფლაკონის ადაპტორის მეშვეობით შპრიცში.

229425519050

  • მოხსენით შპრიცი ფლაკონის ადაპტორს ნაზად დაჭერით და შპრიცის საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით გადატრიალების გზით. გადააგდეთ ფლაკონი მასზე დამაგრებულ ადაპტორთან ერთად.

მითითება: თუ ხსნარის გამოყენება არ მოხდება დაუყოვნებლივ, აუცილებელია შპრიცის ხუფის ფრთხილად შეცვლა. არ შეეხოთ შპრიცის წვერს ან ხუფის შიდა ნაწილს.

რეფაქტო AF-ის გამოყენება უნდა მოხდეს აღდგენიდან 3 საათში. აღდგენილი ხსნარი შეიძლება ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე მის შეყვანამდე.

შეყვანა (ინტრავენური ინფუზია):

რეფაქტო AF შეიყვანება კომპლექტში წარმოდგენილი საინფუზიო მოწყობილობის და მოწოდებული წინასწარ შევსებული გამხსნელის შპრიცის ან ერთი სტერილური, ერთჯერადი, პლასტმასის, ლუერ-ჩამკეტის მქონე შპრიცის გამოყენებით.

  • დაამაგრეთ შპრიცი საინფუზიო მოწყობილობის მილის ლუერის ბოლოს.
  • დადეთ ტურნიკეტი და მოამზადეთ საინექციო ადგილი კომპლექტში წარმოდგენილი სპირტიანი ბამბის ტამპონით კანის კარგად დაზელით.
  • მოათავსეთ საინფუზიო მოწყობილობის მილზე არსებული ნემსი ვენაში თქვენი ექიმის ინსტრუქციების შესაბამისად და მოხსენით ტურნიკეტი. გამოდევნეთ საინფუზიო მოწყობილობის მილში არსებული ჰაერი შპრიცის უკან გამოწევით. აღდგენილი პროდუქტის ინექცია უნდა მოხდეს ინტრავენურად, რამდენიმე წუთის განმავლობაში. თქვენს ექიმს შეუძლია შეცვალოს ინფუზიის რეკომენდებული სიჩქარე ინფუზიის მეტი კომფორტულობისთვის.

გთხოვთ, მოახდინოთ გამოუყენებელი ხსნარის, ცარიელი ფლაკონ(ებ)ისა და გამოყენებული ნემსების და შპრიცების გაუვნებელყოფა სამედიცინო ნარჩენების უტილიზაციისთვის წარმოდგენილ სათანადო კონტეინერში, ვინაიდან აღნიშნული ნივთიერებები შესაძლებელია აღმოჩნდეს საზიანო, თუ მათი გაუვნებელყოფა არ მოხდება ჯეროვნად.

თუ გამოიყენეთ რეფაქტო AF-ის საჭიროზე მეტი დოზა

გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ შეწყვიტეთ რეფაქტო AF-ის გამოყენება

არ შეწყვიტოთ რეფაქტო AF-ის გამოყენება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

აღნიშნული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • თუ ხართ ალერგიული მოროკტოკოგ ალფას (moroctocog alfa) ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში).
  • თუ ხართ ალერგიული ზაზუნას ცილების მიმართ.

თუ არ ხართ დარწმუნებული აღნიშნულის თაობაზე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

სიფრთხილის ზომები

რეფაქტო AF-ის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს,

  • თუ აღგენიშნებათ ალერგიული რეაქციები. ალერგიული რეაქციის ზოგიერთი სიმპტომია: სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი, გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, ხიხინი და დაბალი არტერიული წნევა. ანაფილაქსია წარმოადგენს მწვავე ალერგიულ რეაქციას, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ყლაპვის და/ან სუნთქვის გაძნელება, სახის და/ან ხელების სიწითლე ან შეშუპება. თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმე იჩენს თავს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ინფუზია და დაუკავშირდით ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო დახმარების სამსახურს. მწვავე ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნას ალტერნატიული მკურნალობა.
  • ინჰიბიტორების (ანტისხეულების) ფორმირება წარმოადგენს ცნობილ გართულებას, რომელმაც შეიძლება თავი იჩინოს VIII ფაქტორის ყველა პრეპარატით მკურნალობის განმავლობაში. ეს ინჰიბიტორები, განსაკუთრებით მაღალ დონეებზე, ხელს უშლის მკურნალობის ეფექტიანობას და თქვენ ან თქვენი ბავშვი დაექვემდებარებით სათანადო დაკვირვებას აღნიშნული ინჰიბიტორების განვითარებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ან თქვენი ბავშვის სისხლდენა არ გაკონტროლდება რეფაქტო AF-ის მიერ, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.
  • თუ სისხლდენა არ შეწყდება, როგორც მოსალოდნელი იყო, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო დახმარების სამსახურს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ახლო წარსულში იყენებდით ან შეიძლება გამოგეყენებინათ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

რეფაქტო AF გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე.

რეფაქტო AF შეიცავს ნატრიუმს

რეფაქტო AF-ის აღდგენილი ფხვნილის ყოველი ფლაკონი შეიცავს 1.27 მმოლ (ან 29 მგ) ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი). ეს შეესაბამება მოზრდილებისთვის საკვებში ნატრიუმის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური ნორმის 1.5%-ს. თქვენი წონისა და რეფაქტო AF-ის თქვენს მიერ მისაღები დოზის გათვალისწინებით შეიძლება დაგენიშნოთ რამდენიმე ფლაკონი. ეს უნდა გაითვალისწინოთ, თუ იცავთ დიეტას მარილის დაბალი შემცველობით.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ ეს არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ალერგიული რეაქციები

თუ მწვავე, მოულოდნელი ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური) იჩენს თავს, მაშინ ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ ალერგიული რეაქციის რომელიმე ქვემოთ მითითებული სიმპტომი აღგენიშნებათ:

გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ბუშტუკები, გენერალიზებული ქავილი

ტუჩების და ენის შეშუპება

სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, მოჭერა გულ-მკერდის არეში

შეუძლოდ ყოფნის ზოგადი შეგრძნება

თავბრუსხვევა და გონების დაკარგვა

მწვავე სიმპტომები, სუნთქვის გაძნელების და (თითქმის) გონების დაკარგვის ჩათვლით, საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას. მწვავე, მოულოდნელი ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციები არც ისე ხშირია (შესაძლებელია აღინიშნოს 100-დან მაქსიმუმ 1 პაციენტში).

ინჰიბიტორის განვითარება

იმ ბავშვებში, რომლებსაც ადრე არ ჩატარებიათ მკურნალობა VIII ფაქტორის პრეპარატებით, შესაძლებელია აღინიშნოს ინჰიბიტორის ანტისხეულების (იხილეთ პუნქტი 2) ფორმირება ძალიან ხშირად (10-დან ერთზე მეტ პაციენტში); თუმცა, იმ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ მკურნალობა VIII ფაქტორის პრეპარატებით (150 დღეზე მეტი ხანგრძლივობის მკურნალობა), რისკი დაბალია (100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლები). ამგვარი შემთხვევის დადგომისას, თქვენი ან თქვენი ბავშვის პრეპარატებმა შესაძლებელია შეწყვიტოს სათანადოდ მოქმედება და თქვენ ან თქვენს ბავშვს შესაძლებელია აღგენიშნოთ შეუჩერებელი სისხლდენა. ასეთ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

ინჰიბიტორის განვითარება იმ პაციენტებში, რომლებსაც არასოდეს უმკურნალიათ VIII ფაქტორის პროდუქტებით

თავის ტკივილი

ხველა

სახსრების ტკივილი

სიცხე

ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია აღინიშნოს 10-დან მაქსიმუმ 1 პაციენტში)

სისხლდენა

თავბრუსხვევა

მადის დაქვეითება, დიარეა, ღებინება, კუჭის ტკივილი, გულისრევა

ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი

კუნთების ტკივილი

კანკალი, კათეტერის ჩადგმის ადგილის რეაქციები

სისხლის ზოგიერთმა ანალიზმა შესაძლებელია აჩვენოს ანტისხეულების ზრდა VIII ფაქტორის მიმართ.

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია აღინიშნოს 100-დან მაქსიმუმ 1 პაციენტში)

ინჰიბიტორის განვითარება იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჩაუტარდათ მკურნალობა VIII ფაქტორის პროდუქტებით (100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

მწვავე ალერგიული რეაქცია

დაბუჟება, ძილიანობა, გემოს შეცვლა

ტკივილი გულ-მკერდის არეში, გულის რიტმის აჩქარება, აჩქარებული გულისცემა

დაბალი არტერიული წნევა, ვენების ტკივილი და გაწითლება, გამოწვეული სისხლის შედედებით, ჰიპერემია

ქოშინი

ჭარბი ოფლიანობა

სისუსტე, რეაქციები ინექციის ადგილზე, ტკივილის ჩათვლით

გულის ფერმენტების მსუბუქად მომატება

ღვიძლის ფერმენტების მომატება, ბილირუბინის მომატება

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ჩანართში. აგრეთვე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოქმედების შესახებ უშუალოდ Yellow Card Scheme-ს საშუალებით საიტზე: www.mhra.gov.uk/yellowcard ან მოიძიოთ MHRA Yellow Card Google Play ან Apple App Store-ში. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით, შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერებაა მოროკტოკოგ ალფა (moroctocog alfa) (კოაგულაციის რეკომბინანტული VIII ფაქტორი). რეფაქტო AF-ის ყოველი ფლაკონი შეიცავს ნომინალურად 250, 500, 1000 ან 2000 სე მოროკტოკოგ ალფას.
  • სხვა კომპონენტებია: საქაროზა, კალციუმის ქლორიდის დიჰიდრატი, L-ჰისტიდინი, პოლისორბატი 80 და ნატრიუმის ქლორიდი (იხ. პარაგრაფი 2 ~რეფაქტო AF შეიცავს ნატრიუმს~). გამხსნელი [9 მგ/მლ (0,9%) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი] აგრეთვე წარმოდგენილია აღდგენის მიზნით.
  • მოწოდებულ გამხსნელთან [9 მგ/მლ (0,9%) ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი] აღდგენის შემდეგ, ყოველი ფლაკონი შეიცავს შესაბამისად 62.5, 125, 250 ან 500 სე (მოროკტოკოგ ალფას კონცენტრაციის საფუძველზე, ანუ 250, 500, 1000 ან 2000 სე) მოროკტოკოგ ალფას მომზადებული საინექციო ხსნარის 1 მლ-ზე.

რეფაქტო AF-ის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

რეფაქტო AF წარმოდგენილია საინექციო ფხვნილის სახით მინის ფლაკონში და გამხსნელი წარმოდგენილია წინასწარ შევსებულ შპრიცში.

შეფუთვის შიგთავსი:

  • ერთი ფლაკონი მოროკტოკოგ ალფას 250, 500, 1000 ან 2000 სე ფხვნილი
  • გამხსნელის ერთი წინასწარ შევსებული შპრიცი, რომელიც შეიცავს 4 მლ სტერილური ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარს აღდგენისთვის, ერთ დგუშის ღეროსთან ერთად
  • ერთი სტერილური ფლაკონის ადაპტორის აღდგენის მოწყობილობა
  • ერთი სტერილური საინფუზიო მოწყობილობა
  • სპირტიანი ბამბის ორი ტამპონი
  • ერთი პლასტირი
  • მარლის ერთი კომპრესი

შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ გარე მუყაოს შეფუთვაზე და ფლაკონის ეტიკეტზე “EXP”-ის შემდეგ მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

პრეპარატის შენახვა და ტრანსპორტირება ხდება ცივ მდგომარეობაში (2°C - 8°C). არ გაყინოთ, რათა არ დაზიანდეს გამხსნელის წინასწარ შევსებული შპრიცი.

მეტი მოხერხებულობისთვის, პრეპარატი შესაძლებელია ამგვარი საცავიდან გამოიღოთ ერთხელ მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე (25°C-მდე). ოთახის ტემპერატურაზე შენახვის პერიოდის შემდეგ პროდუქტი აღარ დააბრუნოთ მაცივარში, იგი უნდა გამოიყენოთ ან გადააგდოთ. გარე მუყაოს შეფუთვაზე მიუთითეთ თარიღი, როდესაც რეფაქტო AF მაცივრიდან გამოიღეთ და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (25°C-მდე).

ფლაკონი ინახება გარე მუყაოს შეფუთვაში, სინათლისგან დაცვის მიზნით.

აღდგენილი ხსნარი გამოიყენეთ აღდგენიდან 3 საათის განმავლობაში.

ხსნარი უნდა იყოს სუფთა, ოდნავ ოპალესცენტური და უფერო. პრეპარატი არ გამოიყენოთ, თუ შეამჩნევთ, რომ ხსნარი არის ამღვრეული ან შეიცავს ხილულ ნაწილაკებს.

არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატების გაუვნებელყოფასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

PAA183725

შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

რეფაქტო AF® 250 სე საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი და გამხსნელი

რეფაქტო AF® 500 სე საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი და გამხსნელი

რეფაქტო AF® 1000 სე საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი და გამხსნელი

რეფაქტო AF® 2000 სე საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი და გამხსნელი

მოროკტოკოგ ალფა (moroctocog alfa) (ადამიანის კოაგულაციის რეკომბინანტული ფაქტორი VIII)

მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან მასში გათვალისწინებულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

  • შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
  • რაიმე შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს პრეპარატი პირადად თქვენ დაგინიშნეს. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. შეიძლება მათთვის საზიანო აღმოჩნდეს მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.
  • ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ჩანართში. იხილეთ მე-4 პუნქტი.

ჩანართის შინაარსი:

  • რა არის რეფაქტო AF და რისთვის გამოიყენება იგი
  • რა უნდა იცოდეთ რეფაქტო AF-ის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება რეფაქტო AF
  • შესაძლო გვერდითი მოქმედება
  • რეფაქტო AF-ის შენახვის წესი
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის რეფაქტო AF და რისთვის გამოიყენება იგი

რეფაქტო AF შეიცავს აქტიურ ნივთიერებას მოროკტოკოგ ალფას (moroctocog alfa), ადამიანის კოაგულაციის VIII ფაქტორს. VIII ფაქტორი აუცილებელია სისხლის კოლტების ფორმირებისთვის და სისხლდენის შესაჩერებლად. A ჰემოფილიით (VIII ფაქტორის თანდაყოლილი დეფიციტით) დაავადებულ პაციენტებში აღინიშნება მისი არ არსებობა ან არასწორად ფუნქციონირება.

რეფაქტო AF გამოიყენება A ჰემოფილიით დაავადებულ მოზრდილებსა და ნებისმიერი ასაკის ბავშვებში (მათ შორის ახალშობილებში) სისხლდენის სამკურნალოდ და პრევენციისთვის (პროფილაქტიკისთვის).

  • რა უნდა იცოდეთ რეფაქტო AF-ის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ რეფაქტო AF

  • თუ ხართ ალერგიული მოროკტოკოგ ალფას (moroctocog alfa) ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში).
  • თუ ხართ ალერგიული ზაზუნას ცილების მიმართ.

თუ არ ხართ დარწმუნებული აღნიშნულის თაობაზე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

რეფაქტო AF-ის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს,

  • თუ აღგენიშნებათ ალერგიული რეაქციები. ალერგიული რეაქციის ზოგიერთი სიმპტომია: სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი, გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, ხიხინი და დაბალი არტერიული წნევა. ანაფილაქსია წარმოადგენს მწვავე ალერგიულ რეაქციას, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ყლაპვის და/ან სუნთქვის გაძნელება, სახის და/ან ხელების სიწითლე ან შეშუპება. თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმე იჩენს თავს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ინფუზია და დაუკავშირდით ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო დახმარების სამსახურს. მწვავე ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნას ალტერნატიული მკურნალობა.
  • ინჰიბიტორების (ანტისხეულების) ფორმირება წარმოადგენს ცნობილ გართულებას, რომელმაც შეიძლება თავი იჩინოს VIII ფაქტორის ყველა პრეპარატით მკურნალობის განმავლობაში. ეს ინჰიბიტორები, განსაკუთრებით მაღალ დონეებზე, ხელს უშლის მკურნალობის ეფექტიანობას და თქვენ ან თქვენი ბავშვი დაექვემდებარებით სათანადო დაკვირვებას აღნიშნული ინჰიბიტორების განვითარებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ან თქვენი ბავშვის სისხლდენა არ გაკონტროლდება რეფაქტო AF-ის მიერ, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.
  • თუ სისხლდენა არ შეწყდება, როგორც მოსალოდნელი იყო, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო დახმარების სამსახურს.

სხვა პრეპარატები და რეფაქტო AF

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ახლო წარსულში იყენებდით ან შეიძლება გამოგეყენებინათ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება

რეფაქტო AF გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე.

რეფაქტო AF შეიცავს ნატრიუმს

რეფაქტო AF-ის აღდგენილი ფხვნილის ყოველი ფლაკონი შეიცავს 1.27 მმოლ (ან 29 მგ) ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი). ეს შეესაბამება მოზრდილებისთვის საკვებში ნატრიუმის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური ნორმის 1.5%-ს. თქვენი წონისა და რეფაქტო AF-ის თქვენს მიერ მისაღები დოზის გათვალისწინებით შეიძლება დაგენიშნოთ რამდენიმე ფლაკონი. ეს უნდა გაითვალისწინოთ, თუ იცავთ დიეტას მარილის დაბალი შემცველობით.

  • როგორ გამოიყენება რეფაქტო AF

მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი ექიმის მითითებების ზუსტად დაცვით. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

რეფაქტო AF-ით მკურნალობა უნდა დაიწყოს ექიმმა, რომელსაც გააჩნია A ჰემოფილიით დაავადებული პაციენტების მკურნალობის გამოცდილება. თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენს მიერ მისაღები რეფაქტო AF-ის დოზას. ეს დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე VIII ფაქტორის მკურნალობის ჩანაცვლებისთვის. რეფაქტო AF-ის შეყვანა ხდება ინექციის სახით ვენაში რამდენიმე წუთის განმავლობაში. პაციენტებს ან მათ მომვლელებს შეუძლიათ რეფაქტო AF-ის ინექციის გაკეთება თავადაც იმ პირობით, თუ ჯეროვნად იქნებიან მომზადებულნი.

მკურნალობის განმავლობაში, თქვენს ექიმს შეუძლია გადაწყვიტოს რეფაქტო AF-ის თქვენს მიერ მისაღები დოზის შეცვლა.

მოგზაურობამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. მოგზაურობის დროს თან უნდა წაიღოთ თქვენი სავარაუდო მკურნალობისთვის საჭირო VIII ფაქტორის პროდუქტის საკმარისი რაოდენობა.

რეკომენდებულია რეფაქტო AF-ის ყოველ მიღებაზე ჩაიწეროთ მუყაოს კოლოფზე მითითებული პროდუქტის დასახელება და პარტიის ნომერი. შეგიძლიათ ფლაკონზე არსებული ასახევი ეტიკეტები გამოიყენოთ, რათა დოკუმენტურად დაადასტუროთ თქვენს დღიურში პარტიის ნომერი, ან ნებისმიერი გვერდითი ეფექტის ანგარიშგების მიზნით.

აღდგენა და მიღება

შემდეგი პროცედურები წარმოდგენილია ზოგადი მითითებების სახით რეფაქტო AF-ის აღდგენასა და მიღებასთან დაკავშირებით. პაციენტებმა უნდა დაიცვან აღდგენისა და მიღების სპეციფიკური პროცედურები, რომლებიც მითითებულია მათი ექიმების მიერ.

აღსადგენად გამოიყენეთ მხოლოდ კოლოფში წარმოდგენილი წინასწარ შევსებული შპრიცი. შეყვანისთვის შესაძლებელია სხვა ერთჯერადი სტერილური შპრიცების გამოყენება.

რეფაქტო AF შეიყვანება ინტრავენური (IV) ინფუზიის გზით, ლიოფილიზებული საინექციო ფხვნილის აღდგენის შემდეგ მოწოდებული გამხსნელის [ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0,9%) ხსნარი] შპრიცში. რეფაქტო AF-ის შერევა არ შეიძლება სხვა საინფუზიო ხსნარებთან.

ყოველთვის დაიბანეთ ხელები პრეპარატის აღდგენისა და შეყვანის შემდეგი პროცედურების სისრულეში მოყვანამდე. აღდგენის პროცედურის განმავლობაში აუცილებელია ასეპტიკური მეთოდის (ანუ წმენდის და სტერილიზაციის) გამოყენება.

აღდგენა:

  • ლიოფილიზებული რეფაქტო AF-ის ფლაკონმა და წინასწარ შევსებულმა გამხსნელის შპრიცმა უნდა მიაღწიოს ოთახის ტემპერატურას.
  • მოხსენით პლასტმასის დამცავი ხუფი რეფაქტო AF-ის ფლაკონს რეზინის საცობის ცენტრალური ნაწილის გამოსაჩენად.

23571204445

  • გაწმინდეთ ფლაკონის ზედა ნაწილი მოწოდებული სპირტიანი ტამპონით ან გამოიყენეთ სხვა ანტისეპტიკური ხსნარი და გააშრეთ. გაწმენდის შემდეგ, არ შეეხოთ რეზინის საცობს ხელით ან არ დაუშვათ მისი შეხება რაიმე ზედაპირთან.
  • მოხსენით საფარი სუფთა პლასტმასის ფლაკონის ადაპტორის პაკეტს. არ მოხსნათ ადაპტორი პაკეტს.
  • მოათავსეთ ფლაკონი ბრტყელ ზედაპირზე. ადაპტორის პაკეტის დაკავებისას, მოათავსეთ ფლაკონის ადაპტორი ფლაკონზე. მაგრად დააჭირეთ პაკეტს, სანამ ადაპტორი არ მოთავსდება ფლაკონის ზედა ნაწილში წარმოდგენილ ადგილზე ისე, რომ ადაპტორის წვეტმა შეაღწიოს ფლაკონის საცობში.

241617526035

  • მოაცილეთ პაკეტი ადაპტორს და გადააგდეთ პაკეტი.

243332034925

  • დაამაგრეთ დგუშის ღერო გამხსნელის შპრიცზე, შპრიცის საცობის ღიობში ღეროს მოთავსების გზით და მიაწექით და მჭიდროდ ატრიალეთ ღერო მანამ, სანამ უსაფრთხოდ არ ჩაჯდება ღიობში.

23336251289050

  • მოატეხეთ გარეგანი ზემოქმედებისგან დამცავი პლასტმასის ხუფი გამხსნელის შპრიცს, ხუფის პერფორაციის მოტეხვის გზით. აღნიშნული სრულდება ხუფის გადახრით ზემოთ და ქვემოთ, სანამ პერფორაცია არ გატყდება. არ შეეხოთ ხუფის შიდა ნაწილს ან შპრიცის წვერს. შესაძლებელია საჭირო გახდეს ხუფის შეცვლა (თუ არ მოხდება აღდგენილი რეფაქტო AF-ის დაუყოვნებლივ მიღება), შესაბამისად დადეთ გვერდზე მისი ზედა ნაწილზე განთავსებით.

2381250753110

  • მოათავსეთ ფლაკონი ბრტყელ ზედაპირზე. მიუერთეთ გამხსნელის შპრიცი ფლაკონის ადაპტორს, შპრიცის წვერის მოთავსების გზით ადაპტორის ღიობში, და მტკიცედ მიაწექით და ატრიალეთ შპრიცი საათის ისრის მიმართულებით, სანამ არ მოხდება მიერთება.

2344420400685

  • ნელა დააჭირეთ დგუშის ღეროს, რათა მოახდინოთ გამხსნელის სრულად შეყვანა რეფაქტო AF-ს ფლაკონში.

2388235459740

  • ისე რომ შპრიცი ჯერ კიდევ მიერთებულ მდგომარეობაში იყოს ადაპტორთან, ნაზად დაატრიალეთ ფლაკონი, სანამ ფხვნილი არ გაიხსნება.
  • შეყვანამდე შეამოწმეთ საბოლოო ხსნარი ვიზუალურად ნაწილაკების არსებობაზე. ხსნარი უნდა იყოს სუფთა, ოდნავ ოპალესცენტური და უფერო.

მითითება: თუ ყოველ ინფუზიაზე იყენებთ რეფაქტო AF-ის ერთზე მეტ ფლაკონს, ყოველი ფლაკონის აღდგენა უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული ინსტრუქციების დაცვით. აუცილებელია გამხსნელის შპრიცის მოხსნა, ფლაკონის ადაპტორის ადგილზე დატოვება, და ერთი დიდი ლუერ-ჩამკეტის მქონე შპრიცი შესაძლებელია გამოყენებული იქნას ყოველი ინდივიდუალური ფლაკონიდან აღდგენილი შიგთავსის ამოსაღებად.

  • დარწმუნდით, რომ შპრიცის დგუშის ღერო ჯერ კიდევ სრულად დაჭერილ მდგომარეობაშია, გადააბრუნეთ ფლაკონი. ნელა გადაიტანეთ ხსნარის სრული რაოდენობა ფლაკონის ადაპტორის მეშვეობით შპრიცში.

229425519050

  • მოხსენით შპრიცი ფლაკონის ადაპტორს ნაზად დაჭერით და შპრიცის საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით გადატრიალების გზით. გადააგდეთ ფლაკონი მასზე დამაგრებულ ადაპტორთან ერთად.

მითითება: თუ ხსნარის გამოყენება არ მოხდება დაუყოვნებლივ, აუცილებელია შპრიცის ხუფის ფრთხილად შეცვლა. არ შეეხოთ შპრიცის წვერს ან ხუფის შიდა ნაწილს.

რეფაქტო AF-ის გამოყენება უნდა მოხდეს აღდგენიდან 3 საათში. აღდგენილი ხსნარი შეიძლება ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე მის შეყვანამდე.

შეყვანა (ინტრავენური ინფუზია):

რეფაქტო AF შეიყვანება კომპლექტში წარმოდგენილი საინფუზიო მოწყობილობის და მოწოდებული წინასწარ შევსებული გამხსნელის შპრიცის ან ერთი სტერილური, ერთჯერადი, პლასტმასის, ლუერ-ჩამკეტის მქონე შპრიცის გამოყენებით.

  • დაამაგრეთ შპრიცი საინფუზიო მოწყობილობის მილის ლუერის ბოლოს.
  • დადეთ ტურნიკეტი და მოამზადეთ საინექციო ადგილი კომპლექტში წარმოდგენილი სპირტიანი ბამბის ტამპონით კანის კარგად დაზელით.
  • მოათავსეთ საინფუზიო მოწყობილობის მილზე არსებული ნემსი ვენაში თქვენი ექიმის ინსტრუქციების შესაბამისად და მოხსენით ტურნიკეტი. გამოდევნეთ საინფუზიო მოწყობილობის მილში არსებული ჰაერი შპრიცის უკან გამოწევით. აღდგენილი პროდუქტის ინექცია უნდა მოხდეს ინტრავენურად, რამდენიმე წუთის განმავლობაში. თქვენს ექიმს შეუძლია შეცვალოს ინფუზიის რეკომენდებული სიჩქარე ინფუზიის მეტი კომფორტულობისთვის.

გთხოვთ, მოახდინოთ გამოუყენებელი ხსნარის, ცარიელი ფლაკონ(ებ)ისა და გამოყენებული ნემსების და შპრიცების გაუვნებელყოფა სამედიცინო ნარჩენების უტილიზაციისთვის წარმოდგენილ სათანადო კონტეინერში, ვინაიდან აღნიშნული ნივთიერებები შესაძლებელია აღმოჩნდეს საზიანო, თუ მათი გაუვნებელყოფა არ მოხდება ჯეროვნად.

თუ გამოიყენეთ რეფაქტო AF-ის საჭიროზე მეტი დოზა

გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ შეწყვიტეთ რეფაქტო AF-ის გამოყენება

არ შეწყვიტოთ რეფაქტო AF-ის გამოყენება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

აღნიშნული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა პრეპარატს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ ეს არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ალერგიული რეაქციები

თუ მწვავე, მოულოდნელი ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური) იჩენს თავს, მაშინ ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ ალერგიული რეაქციის რომელიმე ქვემოთ მითითებული სიმპტომი აღგენიშნებათ:

გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ბუშტუკები, გენერალიზებული ქავილი

ტუჩების და ენის შეშუპება

სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, მოჭერა გულ-მკერდის არეში

შეუძლოდ ყოფნის ზოგადი შეგრძნება

თავბრუსხვევა და გონების დაკარგვა

მწვავე სიმპტომები, სუნთქვის გაძნელების და (თითქმის) გონების დაკარგვის ჩათვლით, საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას. მწვავე, მოულოდნელი ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციები არც ისე ხშირია (შესაძლებელია აღინიშნოს 100-დან მაქსიმუმ 1 პაციენტში).

ინჰიბიტორის განვითარება

იმ ბავშვებში, რომლებსაც ადრე არ ჩატარებიათ მკურნალობა VIII ფაქტორის პრეპარატებით, შესაძლებელია აღინიშნოს ინჰიბიტორის ანტისხეულების (იხილეთ პუნქტი 2) ფორმირება ძალიან ხშირად (10-დან ერთზე მეტ პაციენტში); თუმცა, იმ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ მკურნალობა VIII ფაქტორის პრეპარატებით (150 დღეზე მეტი ხანგრძლივობის მკურნალობა), რისკი დაბალია (100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლები). ამგვარი შემთხვევის დადგომისას, თქვენი ან თქვენი ბავშვის პრეპარატებმა შესაძლებელია შეწყვიტოს სათანადოდ მოქმედება და თქვენ ან თქვენს ბავშვს შესაძლებელია აღგენიშნოთ შეუჩერებელი სისხლდენა. ასეთ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

ინჰიბიტორის განვითარება იმ პაციენტებში, რომლებსაც არასოდეს უმკურნალიათ VIII ფაქტორის პროდუქტებით

თავის ტკივილი

ხველა

სახსრების ტკივილი

სიცხე

ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია აღინიშნოს 10-დან მაქსიმუმ 1 პაციენტში)

სისხლდენა

თავბრუსხვევა

მადის დაქვეითება, დიარეა, ღებინება, კუჭის ტკივილი, გულისრევა

ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი

კუნთების ტკივილი

კანკალი, კათეტერის ჩადგმის ადგილის რეაქციები

სისხლის ზოგიერთმა ანალიზმა შესაძლებელია აჩვენოს ანტისხეულების ზრდა VIII ფაქტორის მიმართ.

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია აღინიშნოს 100-დან მაქსიმუმ 1 პაციენტში)

ინჰიბიტორის განვითარება იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჩაუტარდათ მკურნალობა VIII ფაქტორის პროდუქტებით (100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

მწვავე ალერგიული რეაქცია

დაბუჟება, ძილიანობა, გემოს შეცვლა

ტკივილი გულ-მკერდის არეში, გულის რიტმის აჩქარება, აჩქარებული გულისცემა

დაბალი არტერიული წნევა, ვენების ტკივილი და გაწითლება, გამოწვეული სისხლის შედედებით, ჰიპერემია

ქოშინი

ჭარბი ოფლიანობა

სისუსტე, რეაქციები ინექციის ადგილზე, ტკივილის ჩათვლით

გულის ფერმენტების მსუბუქად მომატება

ღვიძლის ფერმენტების მომატება, ბილირუბინის მომატება

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ჩანართში. აგრეთვე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოქმედების შესახებ უშუალოდ Yellow Card Scheme-ს საშუალებით საიტზე: www.mhra.gov.uk/yellowcard ან მოიძიოთ MHRA Yellow Card Google Play ან Apple App Store-ში. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით, შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.

  • რეფაქტო AF-ის შენახვის წესი

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ გარე მუყაოს შეფუთვაზე და ფლაკონის ეტიკეტზე “EXP”-ის შემდეგ მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

პრეპარატის შენახვა და ტრანსპორტირება ხდება ცივ მდგომარეობაში (2°C - 8°C). არ გაყინოთ, რათა არ დაზიანდეს გამხსნელის წინასწარ შევსებული შპრიცი.

მეტი მოხერხებულობისთვის, პრეპარატი შესაძლებელია ამგვარი საცავიდან გამოიღოთ ერთხელ მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე (25°C-მდე). ოთახის ტემპერატურაზე შენახვის პერიოდის შემდეგ პროდუქტი აღარ დააბრუნოთ მაცივარში, იგი უნდა გამოიყენოთ ან გადააგდოთ. გარე მუყაოს შეფუთვაზე მიუთითეთ თარიღი, როდესაც რეფაქტო AF მაცივრიდან გამოიღეთ და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (25°C-მდე).

ფლაკონი ინახება გარე მუყაოს შეფუთვაში, სინათლისგან დაცვის მიზნით.

აღდგენილი ხსნარი გამოიყენეთ აღდგენიდან 3 საათის განმავლობაში.

ხსნარი უნდა იყოს სუფთა, ოდნავ ოპალესცენტური და უფერო. პრეპარატი არ გამოიყენოთ, თუ შეამჩნევთ, რომ ხსნარი არის ამღვრეული ან შეიცავს ხილულ ნაწილაკებს.

არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატების გაუვნებელყოფასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს რეფაქტო AF

  • აქტიური ნივთიერებაა მოროკტოკოგ ალფა (moroctocog alfa) (კოაგულაციის რეკომბინანტული VIII ფაქტორი). რეფაქტო AF-ის ყოველი ფლაკონი შეიცავს ნომინალურად 250, 500, 1000 ან 2000 სე მოროკტოკოგ ალფას.
  • სხვა კომპონენტებია: საქაროზა, კალციუმის ქლორიდის დიჰიდრატი, L-ჰისტიდინი, პოლისორბატი 80 და ნატრიუმის ქლორიდი (იხ. პარაგრაფი 2 ~რეფაქტო AF შეიცავს ნატრიუმს~). გამხსნელი [9 მგ/მლ (0,9%) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი] აგრეთვე წარმოდგენილია აღდგენის მიზნით.
  • მოწოდებულ გამხსნელთან [9 მგ/მლ (0,9%) ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი] აღდგენის შემდეგ, ყოველი ფლაკონი შეიცავს შესაბამისად 62.5, 125, 250 ან 500 სე (მოროკტოკოგ ალფას კონცენტრაციის საფუძველზე, ანუ 250, 500, 1000 ან 2000 სე) მოროკტოკოგ ალფას მომზადებული საინექციო ხსნარის 1 მლ-ზე.

რეფაქტო AF-ის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

რეფაქტო AF წარმოდგენილია საინექციო ფხვნილის სახით მინის ფლაკონში და გამხსნელი წარმოდგენილია წინასწარ შევსებულ შპრიცში.

შეფუთვის შიგთავსი:

  • ერთი ფლაკონი მოროკტოკოგ ალფას 250, 500, 1000 ან 2000 სე ფხვნილი
  • გამხსნელის ერთი წინასწარ შევსებული შპრიცი, რომელიც შეიცავს 4 მლ სტერილური ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარს აღდგენისთვის, ერთ დგუშის ღეროსთან ერთად
  • ერთი სტერილური ფლაკონის ადაპტორის აღდგენის მოწყობილობა
  • ერთი სტერილური საინფუზიო მოწყობილობა
  • სპირტიანი ბამბის ორი ტამპონი
  • ერთი პლასტირი
  • მარლის ერთი კომპრესი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

ფაიზერ ლიმიტედი (Pfizer Limited)

რამსგეით როუდ

სენდვიჩი, კენტი, CT13 9NJ, გაერთიანებული სამეფო

მწარმოებელი

ვიეთ ფარმა ს.ა.

აუტოვია დელ ნორტე ა-1 კმ. 23

დესვიო ალგეტე, კმ. 1

28700 სან სებასტიან დე ლოს რეიეს, მადრიდი, ესპანეთი

ამ სამედიცინო პროდუქტთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით:

სამედიცინო ინფორმაცია, Pfizer Ltd, Walton Oaks, Dorking Road, Tadworth, Surrey, KT20 7NS.

ტელ.: 01304 616161

მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 01/2021

Ref: RF 14_0

PAA183725

ბეჭედდასმულია

თარგმანი ინგლისურიდან ქართულ ენაზე სწორია

მთარგმნელი: ელმირა არუთინიანი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა