რანიტიდინი ლაროფარმი 150მგ
Ranitidină Laropharm 150mg
რანიტიდინი ლაროფარმი შეიცავს რანიტიდინს, ეს არის ნივთიერება, რომელიც ახდენს კუჭის წვენის რაოდენობის შემცირებას. ეს ხელს უწყობს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის მდგომარეობის გაუმჯობესებას და ტკივილის აღმოფხვრას. რანიტიდინი ლაროფარმი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: - კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- რანიტიდინი (ranitidine)
- ფორმა და შეფუთვა
- 150მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
- მწარმოებელი
- S.C. LAROPHARM S.R.L., რუმინეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო საშუალებები, H2 რეცეპტორების ანტაგონისტები
- ATC კოდი
- A02BA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-021070
- რეგისტრირებულია
- 16 დეკემბერი 2016, მოქმედებს 16 დეკემბერი 2026-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ჯორჯია- 555“
- GMP
- -
რანიტიდინი ლაროფარმი 150მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რანიტიდინი ლაროფარმი შეიცავს რანიტიდინს, ეს არის ნივთიერება, რომელიც ახდენს კუჭის წვენის რაოდენობის შემცირებას. ეს ხელს უწყობს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის მდგომარეობის გაუმჯობესებას და ტკივილის აღმოფხვრას. რანიტიდინი ლაროფარმი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ. ზოგიერთ შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა დანიშნოს რანიტიდინი ლაროფარმი ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში.
- ზოგიერთმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიოს წყლულის წარმოქმნა გვერდითი ეფექტის სახით, ასეთ შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა დანიშნოს რანიტიდინი ლაროფარმი წყლულის განვითარების საწინააღმდეგოდ.
- წყლულიდან სისხლდენისას შესაძლოა დანიშნოს ექიმმა რანიტიდინი ლაროფარმი სისხლდენის საწინააღმდეგოდ.
- ისეთი მოვლენებისას, როგორიცაა მჟავის გადასვლა საყლაავში (ეზოფაგეალური რეფლუქსი) და სხვა გართულებები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი ან დისკომფორტი, მოვლენები, რომლებიც ცნობილია, როგორც ,,კუჭის დარღვევები”, ,,დისპეფსია” ან ,,გულძმარვა”.
- მოვლენებისას, რომლებიც გამოწვეულია კუჭის წვენის მომატების შედეგად.
- ანესთეზიის ჩატარებამდე კუჭის მჟავიანობის არსებობისას ოპერაციის დროს გართულებების პრევენციის მიზნით.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ რანიტიდინი ლაროფარმი ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, გულძმარვის (საყლაპავი მილის მჟავიანობა) ან კუჭის დარღვევების მკურნალობისას მიიღება რანიტიდინი ლაროფარმის ერთი ტაბლეტი დილით და ერთი ტაბლეტი საჭამოს ან ორი ტაბლეტი 150მგ ძილის წინ პირველი ოთხი კვირის განმავლობაში. ზოგიერთ შემთხვევებში მკურნალობისათვის შესაძლოა საჭირო გახდეს 600მგ რანიტიდინის დღეში გამოყენება (ერთი რანიტიდინი ლაროფარმის ტაბლეტი ოთხჯერ დღეში) და 12 კვირის განმავლობაში მიღება.
დისპეფსიის მკურნალობისას რეკომენდებული დოზა შეადგენს რანიტიდინი ლაროფარმის ერთ ტაბლეტს დღეში ორჯერ ყოველდღე ექვსი კვირის განმავლობაში.
დაავადებები, რომლის დროსაც აღინიშნება ძლიერი მჟავიანობა იშვიათია და როგორც წესი მათ სამკურნალოდ გამოიყენება ერთჯერადი დოზირება 600მგ -დან 900მგ-მდე დღეში (რანიტიდინი ლაროფარმის 4-6 ტაბლეტი) ან უფრო მაღალი დოზირება.
მნიშვნელოვანია ჩაიტაროთ მკურნალობის კურსი სრულად
იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს იგრძნობთ უკეთესად ექიმმა შესაძლოა მოითხოვოს მკურნალობის გაგრძელება ტკივილისა და დისკომფორტის რეციდივის გამოვლენის პროფილაქტიკის მიზნით. დაავადების სახეობის მიხედვით დოზირება შესაძლოა შეადგენდეს 150მგ-300მგ რანიტიდის (ერთი ტაბლეტი ან ორი ტაბლეტი რანიტიდინი ლაროფარმი) დღეში ერთჯერ ჭამის შემდეგ ან რანიტიდინის ტაბლეტები ორჯერ დღეში. თუ რანიტიდინი ლაროფარმი დაინიშნა 6 წლის ასაკის ბავშვისათვის, დოზირება განისაზღვრება ბავშვის წონის მიხედვით. ტაბლეტები უნდა გამოიყენოთ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 2მგ/კგ და 4მგ/კგ. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 300მგ (ორი 150 მგ ტაბლეტი) დღეში.
თუ მიიღეთ რანიტიდინი ლაროფარმის ჭარბი დოზირება
მნიშვნელოვანია დაიცვათ ინსტრუქციაში მითითებული რეკომენდაციები.
რეკომენდებულზე მეტი დოზირების გამოყენება სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით თუ მიიღეთ დიდი რაოდენობით ტაბლეტები ერთიანად. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს ან ახლომდებარე კლინიკას.
თუ გამოტოვეთ რანიტიდინი ლაროფარმის რეკომენდებული დოზირება
თუ გამოტოვეთ რეკომენდებული დოზა, უნდა მიიღოთ ის გახსენებისთანავე. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზირების კომპენსირების მიზნით.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში აღნიშნული მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
- თუ აღინიშნება ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) რანიტიდინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
რანიტიდინი ლაროფარმის გამოყენება არ შეიძლება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე რანიტიდინი ლაროფარმის გამოყენებისას
თუ შემდეგში ჩამოთვლილი შემთხვევებიდან შეგესაბამებათ რომელიმა უნდა აცნობოთ ექიმს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
- გახასიათებთ თირკმლის პრობლემები ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
- აღინიშნება იშვიათი დაავადება, როგორიცაა პორფირია.
- თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას ახლო მომავალში.
- თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი.
სხვა მედიკამენტების გამოყენება
გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა ნებისმიერი მედიკამენტი, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ზოგადად რანიტიდინი არ ახდენს ზეგავლენას ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე. მიუხედავად ამისა, საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება, რადგან შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია რანიტიდინი ლაროფარმის კომპონენტების შესახებ
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ ცნობილია, რომ გახასიათებთ აუტანლობა ნებისმიერი შაქრის მიმართ, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ამ პრეპარატის გამოყენებამდე.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, რანიტიდინი ლაროფარმმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნოს ალერგია მედიკამენტზე. თუ შენიშნავთ შემდეგი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმეს პრეპარატის მიღების შემდეგ, უნდა შეწყვიტოთ რანიტიდინი ლაროფარმის ტაბლეტების მიღება და მიმართოთ ექიმს დაუყონებლივ:
- სუნთქვის გართულება, ქოშინი ან მკერდის სივიწროვე.
- ქუთუთოების, სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება.
- გამონაყარი კანზე (,,ჭინჭრის ცხელება”)
- გაურკვეველი გენეზის ცხელება.
- თავბრუსხვევა, განსაკუთრებით ფეხზე წამოდგომისას.
გარდა ამისა, უნდა აცნობოთ ასევე ექიმს, თუ შეინიშნება შემდეგი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე:
- დაბნეულობა.
- სიმპტომები, როგორიცაა ღებინება (შეუძლოდ ყოფნა), გულისრევა (შეგრძნება), სისუსტე, ცხელება, სიყვითლე, კანის და თვალების სიყვითლე და მუქი შარდი, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ღვიძლის ანთებით.
- გულის სიხშირის შენელება, არარეგულარული გულისცემა, გულყრა, უჩვეულო დაღლილობა და გონების დაკარგვა.
- დაბინდული მხედველობა
- კანზე გამონაყარი, ზოგჯერ რთული (წითელი ლაქები ან ჭინჭრის ცხელება)
- თმისცვენა (ალოპეცია)
- იმპოტენცია
- კუჭის ძლიერი ტკივილი ან ჩივილები.
- დიარეა
- სუნთქვის გახშირება და დაღლილობა
- ინფექციების მიმართ მიდრეკილება
- ლურჯი ლაქების მიმართ მიდრეკილება
ასევე უნდა მიმართოთ ექიმს, თუ შეინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები:
- თავის ტკივილი
- კუნთების და სახსრების ტკივილები
- თირკმლის დაავადებები (ვლინდება შარდის რაოდენობის და ფერის ცვლილებით, ღებინებით, გულისრევით, დაბნეულობით, ცხელებით ან ჭინჭრის ცხელებით)
- დეპრესია
- ჰალუცინაცია
- არაკონტროლირებადი მოძრაობები ან კანკალი
- მამაკაცებში მგრძნობელობის და/ან მკერდის ცვლილებები.
აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ რანიტიდინ ლაროფარმს სისხლის, შარდის ანალიზის ან სხვა ტესტების ჩატარებისას, რადგან რანიტიდინი ლაროფარმმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ანალიზის შედეგებზე.
თუ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს ან შენიშნავთ ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები
არ გამოიყენოთ რანიტიდინი ლაროფარმი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ინახება არაუმეტეს 25 ტემპერატურაზე საწყის შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- დამატებითი ინფორმაცია
რანიტიდინი ლაროფარმი შეიცავს
აქტიური ნივთიერება არის რანიტიდინი. ყოველი ტაბლეტი შეიცავს 150 მგ რანიტიდინს 168 მგ რანიტიდინის ჰიდროქლორიდის სახით.
დამხმარე ნივთიერებებია ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K30, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კაჟბადის დიოქსიდი უწყლო კოლოიდური, გარსი: ოპადრაი II ყვითელი*, .
- შეიცავს: ნაწილობრივ ჰიდროლიზებულ პოლივინილის სპირტს, ტიტანის დიოქსიდს (E171), მაკროგოლს 3350, ტალკს, ყვითელი რკინის ოქსიდს (E172), ქინოლინის ყვითელს (E104), შავი რკინის ოქსიდს (E172).
რანიტიდინი ლაროფარმის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
რანიტიდინი ლაროფარმი მოცემულია ტაბლეტის სახით, ორმხრივ ამობურცული, ყვითელი ფერის.
კოლოფი 2 პვქ /ალ ბლისტერით შეიცავს 10 ტაბლეტს
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ
ინფორმაცია პაციენტებისათვის
რანიტიდინი ლაროფარმი 150 მგ, შემოგარსული ტაბლეტები
რანიტიდინი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
- შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. ნუ გაუწევთ სხვას რეკომენდაციას მის შესახებ. შესაძლოა პრეპარატმა ზიანი მიაყენოს სხვას იმ შემთხვევაშიც, თუ მასაც აღენიშნება მსგავსი სიმპტომები.
- თუ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს ან შენიშნავთ ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს რანიტიდინი ლაროფარმი და რისთვის გამოიყენება
- ინფორმაცია რანიტიდინი ლაროფარმის გამოყენებამდე
- რანიტიდინი ლაროფარმის მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტბი
- რანიტიდინი ლაროფარმის შენახვის პირობები
- დამატებითი ინფორმაცია.
- რას წარმოადგენს რანიტიდინი ლაროფარმი და რისთვის გამოიყენება?
რანიტიდინი ლაროფარმი შეიცავს რანიტიდინს, ეს არის ნივთიერება, რომელიც ახდენს კუჭის წვენის რაოდენობის შემცირებას. ეს ხელს უწყობს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის მდგომარეობის გაუმჯობესებას და ტკივილის აღმოფხვრას. რანიტიდინი ლაროფარმი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ. ზოგიერთ შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა დანიშნოს რანიტიდინი ლაროფარმი ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში.
- ზოგიერთმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიოს წყლულის წარმოქმნა გვერდითი ეფექტის სახით, ასეთ შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა დანიშნოს რანიტიდინი ლაროფარმი წყლულის განვითარების საწინააღმდეგოდ.
- წყლულიდან სისხლდენისას შესაძლოა დანიშნოს ექიმმა რანიტიდინი ლაროფარმი სისხლდენის საწინააღმდეგოდ.
- ისეთი მოვლენებისას, როგორიცაა მჟავის გადასვლა საყლაავში (ეზოფაგეალური რეფლუქსი) და სხვა გართულებები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი ან დისკომფორტი, მოვლენები, რომლებიც ცნობილია, როგორც ,,კუჭის დარღვევები”, ,,დისპეფსია” ან ,,გულძმარვა”.
- მოვლენებისას, რომლებიც გამოწვეულია კუჭის წვენის მომატების შედეგად.
- ანესთეზიის ჩატარებამდე კუჭის მჟავიანობის არსებობისას ოპერაციის დროს გართულებების პრევენციის მიზნით.
- ინფორმაცია რანიტიდინი ლაროფარმის გამოყენებამდე
არ შეიძლება რანიტიდინი ლაროფარმის გამოყენება
- თუ აღინიშნება ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) რანიტიდინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
რანიტიდინი ლაროფარმის გამოყენება არ შეიძლება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე რანიტიდინი ლაროფარმის გამოყენებისას
თუ შემდეგში ჩამოთვლილი შემთხვევებიდან შეგესაბამებათ რომელიმა უნდა აცნობოთ ექიმს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
- გახასიათებთ თირკმლის პრობლემები ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
- აღინიშნება იშვიათი დაავადება, როგორიცაა პორფირია.
- თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას ახლო მომავალში.
- თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი.
სხვა მედიკამენტების გამოყენება
გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა ნებისმიერი მედიკამენტი, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე.
ზეგავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ზოგადად რანიტიდინი არ ახდენს ზეგავლენას ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე. მიუხედავად ამისა, საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება, რადგან შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია რანიტიდინი ლაროფარმის კომპონენტების შესახებ
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ ცნობილია, რომ გახასიათებთ აუტანლობა ნებისმიერი შაქრის მიმართ, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ამ პრეპარატის გამოყენებამდე.
- რანიტიდინი ლაროფარმის მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ რანიტიდინი ლაროფარმი ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, გულძმარვის (საყლაპავი მილის მჟავიანობა) ან კუჭის დარღვევების მკურნალობისას მიიღება რანიტიდინი ლაროფარმის ერთი ტაბლეტი დილით და ერთი ტაბლეტი საჭამოს ან ორი ტაბლეტი 150მგ ძილის წინ პირველი ოთხი კვირის განმავლობაში. ზოგიერთ შემთხვევებში მკურნალობისათვის შესაძლოა საჭირო გახდეს 600მგ რანიტიდინის დღეში გამოყენება (ერთი რანიტიდინი ლაროფარმის ტაბლეტი ოთხჯერ დღეში) და 12 კვირის განმავლობაში მიღება.
დისპეფსიის მკურნალობისას რეკომენდებული დოზა შეადგენს რანიტიდინი ლაროფარმის ერთ ტაბლეტს დღეში ორჯერ ყოველდღე ექვსი კვირის განმავლობაში.
დაავადებები, რომლის დროსაც აღინიშნება ძლიერი მჟავიანობა იშვიათია და როგორც წესი მათ სამკურნალოდ გამოიყენება ერთჯერადი დოზირება 600მგ -დან 900მგ-მდე დღეში (რანიტიდინი ლაროფარმის 4-6 ტაბლეტი) ან უფრო მაღალი დოზირება.
მნიშვნელოვანია ჩაიტაროთ მკურნალობის კურსი სრულად
იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს იგრძნობთ უკეთესად ექიმმა შესაძლოა მოითხოვოს მკურნალობის გაგრძელება ტკივილისა და დისკომფორტის რეციდივის გამოვლენის პროფილაქტიკის მიზნით. დაავადების სახეობის მიხედვით დოზირება შესაძლოა შეადგენდეს 150მგ-300მგ რანიტიდის (ერთი ტაბლეტი ან ორი ტაბლეტი რანიტიდინი ლაროფარმი) დღეში ერთჯერ ჭამის შემდეგ ან რანიტიდინის ტაბლეტები ორჯერ დღეში. თუ რანიტიდინი ლაროფარმი დაინიშნა 6 წლის ასაკის ბავშვისათვის, დოზირება განისაზღვრება ბავშვის წონის მიხედვით. ტაბლეტები უნდა გამოიყენოთ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 2მგ/კგ და 4მგ/კგ. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 300მგ (ორი 150 მგ ტაბლეტი) დღეში.
თუ მიიღეთ რანიტიდინი ლაროფარმის ჭარბი დოზირება
მნიშვნელოვანია დაიცვათ ინსტრუქციაში მითითებული რეკომენდაციები.
რეკომენდებულზე მეტი დოზირების გამოყენება სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით თუ მიიღეთ დიდი რაოდენობით ტაბლეტები ერთიანად. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს ან ახლომდებარე კლინიკას.
თუ გამოტოვეთ რანიტიდინი ლაროფარმის რეკომენდებული დოზირება
თუ გამოტოვეთ რეკომენდებული დოზა, უნდა მიიღოთ ის გახსენებისთანავე. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზირების კომპენსირების მიზნით.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში აღნიშნული მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, რანიტიდინი ლაროფარმმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნოს ალერგია მედიკამენტზე. თუ შენიშნავთ შემდეგი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმეს პრეპარატის მიღების შემდეგ, უნდა შეწყვიტოთ რანიტიდინი ლაროფარმის ტაბლეტების მიღება და მიმართოთ ექიმს დაუყონებლივ:
- სუნთქვის გართულება, ქოშინი ან მკერდის სივიწროვე.
- ქუთუთოების, სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება.
- გამონაყარი კანზე (,,ჭინჭრის ცხელება”)
- გაურკვეველი გენეზის ცხელება.
- თავბრუსხვევა, განსაკუთრებით ფეხზე წამოდგომისას.
გარდა ამისა, უნდა აცნობოთ ასევე ექიმს, თუ შეინიშნება შემდეგი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე:
- დაბნეულობა.
- სიმპტომები, როგორიცაა ღებინება (შეუძლოდ ყოფნა), გულისრევა (შეგრძნება), სისუსტე, ცხელება, სიყვითლე, კანის და თვალების სიყვითლე და მუქი შარდი, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ღვიძლის ანთებით.
- გულის სიხშირის შენელება, არარეგულარული გულისცემა, გულყრა, უჩვეულო დაღლილობა და გონების დაკარგვა.
- დაბინდული მხედველობა
- კანზე გამონაყარი, ზოგჯერ რთული (წითელი ლაქები ან ჭინჭრის ცხელება)
- თმისცვენა (ალოპეცია)
- იმპოტენცია
- კუჭის ძლიერი ტკივილი ან ჩივილები.
- დიარეა
- სუნთქვის გახშირება და დაღლილობა
- ინფექციების მიმართ მიდრეკილება
- ლურჯი ლაქების მიმართ მიდრეკილება
ასევე უნდა მიმართოთ ექიმს, თუ შეინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები:
- თავის ტკივილი
- კუნთების და სახსრების ტკივილები
- თირკმლის დაავადებები (ვლინდება შარდის რაოდენობის და ფერის ცვლილებით, ღებინებით, გულისრევით, დაბნეულობით, ცხელებით ან ჭინჭრის ცხელებით)
- დეპრესია
- ჰალუცინაცია
- არაკონტროლირებადი მოძრაობები ან კანკალი
- მამაკაცებში მგრძნობელობის და/ან მკერდის ცვლილებები.
აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ რანიტიდინ ლაროფარმს სისხლის, შარდის ანალიზის ან სხვა ტესტების ჩატარებისას, რადგან რანიტიდინი ლაროფარმმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ანალიზის შედეგებზე.
თუ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს ან შენიშნავთ ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- რანიტიდინი ლაროფარმის შენახვის პირობები
არ გამოიყენოთ რანიტიდინი ლაროფარმი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ინახება არაუმეტეს 25 ტემპერატურაზე საწყის შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- დამატებითი ინფორმაცია
რანიტიდინი ლაროფარმი შეიცავს
აქტიური ნივთიერება არის რანიტიდინი. ყოველი ტაბლეტი შეიცავს 150 მგ რანიტიდინს 168 მგ რანიტიდინის ჰიდროქლორიდის სახით.
დამხმარე ნივთიერებებია ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K30, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კაჟბადის დიოქსიდი უწყლო კოლოიდური, გარსი: ოპადრაი II ყვითელი*, .
- შეიცავს: ნაწილობრივ ჰიდროლიზებულ პოლივინილის სპირტს, ტიტანის დიოქსიდს (E171), მაკროგოლს 3350, ტალკს, ყვითელი რკინის ოქსიდს (E172), ქინოლინის ყვითელს (E104), შავი რკინის ოქსიდს (E172).
რანიტიდინი ლაროფარმის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
რანიტიდინი ლაროფარმი მოცემულია ტაბლეტის სახით, ორმხრივ ამობურცული, ყვითელი ფერის.
კოლოფი 2 პვქ /ალ ბლისტერით შეიცავს 10 ტაბლეტს
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
ს.ც. ლაროფარმ ს.რ.ლ.
ალექსანდრიის გზატკეცილი 145ა, ბრიგადიერ ოლფოვი, რუმინეთი
მწარმოებელი
ს.ც. ლაროფარმ ს.რ.ლ.
ს.ც. ლაროფარმ ს.რ.ლ.
ალექსანდრიის გზატკეცილი 145ა, ბრიგადიერ ოლფოვი, რუმინეთი
წინამდებარე ინსტრუქციის ბოლო შემოწმების თარიღი 2008 წლის დეკემბერი.
ხელმოწერა/ბეჭედი
თარგმანი შეესაბამება ორიგინალს
რანიტიდინი ლაროფარმი 150მგ
20 შემოგარსული ტაბლეტი
რანიტიდინი
პანტონე 293C
პანტონე 355C
შავი
რანიტიდინი ლაროფარმი #150მგ
ლაროფარმი
ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 150 მგ რანიტიდინს
(168 მგ რანიტიდინის ჰიდროქლორიდის ფორმით)
შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს (იხ. გამოყენების ინსტრუქცია დეტალური ინფორმაციისათვის).
პერორალური მიღებისათვის.
გამოყენებამდე გაეცანით ინსტრუქციას.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება საწყის შეფუთვაში არაუმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.
გაიცემა ექიმის რეცეპტით P-6L.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
ს.ც. ლაროფარმ ს.რ.ლ.
ალექსანდრიის გზატკეცილი 145ა, ბრიგადიერ ოლფოვი, რუმინეთი
A.P.P. ნომერი 1343/2008/01
5944756400408
სერიის ნომერი
ვარგისიანობის ვადა
ხელმოწერა/ბეჭედი
რანიტიდინი
ლაროფარმი 150 მგ
შემოგარსული ტაბლეტები
რანიტიდინი
ლაროფარმი
ხელმოწერა/ბეჭედი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


