პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები

რაზალექტი 1მგ

RAZALECT 1mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

რაზალექტი ნაჩვენებია პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ

სრულად
მოქმედი ნივთიერება
რაზაგილინი (rasagiline)
ფორმა და შეფუთვა
1მგ ტაბლეტი №30 (2X15)
მწარმოებელი
Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები, მონოამინოქსიდაზა B-ს ინჰიბიტორები
ATC კოდი
N04BD02
რეგისტრაციის ნომერი
რ-043457
რეგისტრირებულია
24 ივნისი 2025, მოქმედებს 24 ივნისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
სს ,,აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე ტიკარეტ ანონიმ შირკეტი“-ს საქართველოს წარმომადგენლობა
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებარაზალექტი 1მგ და სხვა წამალი ერთად

რაზალექტი 1მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რაზალექტი ნაჩვენებია პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ

მიღების წესი და დოზირება

რაზაგილინი გამოიყენება 1მგ ორალური დოზის სახით, დღე-ღამეში ერთხელ.

მიღების მეთოდი:

შეიძლება მიიღონ საკვებთან ერთად ან მის გარეშე. უნდა მიიღონ ერთ ჭიქა წყალთან ერთად.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციისთვის

თირკმლის უკმარისობა:

თირკმლის უკმარისობის დროს დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის.

ღვიძლის უკმარისობა

რაზაგილინი უკუნაჩვენებია ღვიძლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.3) რაზაგილინის გამოყენებას უნდა მოერიდონ ღვიძლის საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. სიფრთხილეა საჭირო რაზაგილინით მკურნალობისას ღვიძლის მსუბუქი უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. რაზაგილინი უნდა მოიხსნას პაციენტებში, რომლებშიც ღვიძლის მსუბუქი უკმარისობა იცვლება საშუალოთი (იხ. ნაწილი 4.4)

პედიატრული პოპულაცია

უსაფრთხოების დ აეფექტურობის შესახებ ადექვატური მონაცემების ნაკლებობის გამო, რაზაგილინი რეკომენდებული არ არის ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში გამოყენებისთვის.

გერიატრიული პოპულაცია

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის (იხ. პარაგრაფი 5.2)

უკუჩვენებები

რაზალექტი უკუნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების დროს:

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან შემავსებლების მიმართ

(იხ. ნაწილი 6.1)

მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებით თანმხლები მკურნალობა (სამედიცინო და რეცეპტის გარეშე გაცემული ნატურალური პროტუქტების, მაგ., კრაზანას ჩათვლით) ან პეთიდინით თანმხლები მკურნალობა (იხ. ნაწილი 4.5). მინიმუმ 14 დღე უნდა გავიდეს რაზაგილინით მკურნალობის შეწყვეტას და მაო ინჰიბიტორებით ან პეთიდინით მკურნალობის დაწყებას შორის.

ღვიძლის მწვავე უკმარისობით დაავადებული პაციენტები

სიფრთხილის ზომები

რაზაგილინის გამოყენება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან ერთად

რაზაგილინთან ერთად უნდა მოერიდონ ფლუოქსეტინის ან ფლუვოქსამინის გამოყენებას (იხ. ნაწილი 4.5). ფლუოქსეტინის მოხსნას და რაზაგილინით მკურნალობის დაწყებას შორის უნდა გავიდეს მინიმუმ ხუთი კვირა. რაზაგილინის მოხსნას და ფლუოქსეტინით ან ფლუვოქსამინით მკურნალობის დაწყებას შორის უნდა გავიდეს მინიმუმ 14 დღე.

რაზაგილინის და დექსტრომეთორფანის ან სიმპათომიკეტიკების (ნაზალური და ორალური დეკონგესტანტები ან გაციების საწინაარმდეგო მედიკამენტები, რომელბიც შეიცავს ეფედრინს ან ფსევდოეფედრინს) რეკომენდებული არ არის (იხ. ნაწილი 4.5)

რაზაგილინის და ლევოდოფას ერთად გამოყენება

რადგან რაზაგილინი აძლიერებს ლევოდოფას ეფექტებს, ამ უკანასნელის გვერდითი ეფექტები შეიძლება გაიზარდოს და გამწვავდეს უკვე არსებული დისკინეზია. ლევოდოფას დოზის დაქვეითება შეიძლება ასუსტებდეს ამ გვერდით ეფექტს.

რაზაგილინის ლევოდოფასთან ერთად გამოყენებისას აღწერილია ჰიპოტენზიური ეფექტები. პარკინსონის დაავადების მქონე პაციეტები მგრძნობიარე არიან ჰიპოტენზიური ეფექტებისადმი წონასწორობის არსებული დარღვევის გამო.

დოფამინერგული ეფექტები

დღის განმავლობაში ჭარბი ძილი (EDS) და უეცარი ჩაძინების ეპიზოდები (SOS) .

რაზაგილინმა შეიძლება გამოიწვიოს დღის განნავლობაში ძილიანობა, სომნოლენცია და ზოგჯერ, განსაკუთრებით სხვა დოფამინერგულ სამედიცინო პროდუქტებთან ერთად გამოყენებისას,-დღის განმავლობაში ყოველდღიური საქმიანობისას ჩაძინება. პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ ამის შესახებ და უნდა საჭიროა რჩევა სიფრთხილის გამოჩენასთან დაკავშირებით, რაზაგილინით მკურანლობის დროს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთნ მუშაობისას. პაციენტებმა რომლებსაც აღენიშნებათ ძილიანობა და/ან უეცარი ჩაძინების ეპიზოდები, თავი უნდა შეიკავონ ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენებისგან (იხ. პარაგრაფი 4.7).

იმპულსის კონტროლის დარღვევები

იმპულსის კონტროლის დარღვევები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც მკრუნალობენ დოფამინის აგონისტებით და/ან დოფამინერგული რეჟიმებით. იმპულსის კონტროლის მსგავსი დარღვევები ასევე აღწერილია რაზაგილინის პოსტ-მარკეტინგული გამოყენებისას. საჭიროა პაციენტის რეგლარული მონიტორინგი იმპულსის კონტროლის დარღვევების კონტროლისთვის. პაციენტები და მომვლელები უნდა იცნობდნენ იმპულსის კონტროლის დარღვევის ქცევით სიმპტომებს, რომელბიც აღინიშნა რაზაგილინით ნამკრუანლებ პაციენტებში, კომპულსიების, ობსესიური აზრების, პათოლოგიური აზარტული თამაშების, ლიბიდოს მომატების, ჰიპერსექსუალორობის, იმპულსური ქცევის და კომპულსიური ხარჯვის ან ყიდვის ჩათვლით.

მელანომა

მელანომა

რეტროსპექტული კოჰორტის კვლევა ვარაუდობს მელანომის შესაძლო გაზრდილ რისკს რაზაგილინის გამოყენებისას, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ უფრო ხანგრძლივი ექსპოზიცია რაზაგილინთან და/ან პრეპარატის უფრო მაღალი კუმულაციური დოზებით. კანის ნებისმიერი საეჭვო დაზიანება უნდა შეაფასოს სპეციალისტმა ექიმმა. ამიტომ, პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, მიმართონ სამედიცინო გამოკვლევას, თუ აღმოაჩენენ რაიმე ახალ ან ცვალებად კანის დაზიანებას.

ღვიძლის უკმარისობა

სიფრთხილეა საჭირო რაზაგილინით მკურნალობის დაწყებისთვის ღვიძლის მსუბუქი უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. რაზაგილინის გამოყენებას უნდა მოერიდონ ღვიძლის საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. რაზაგილინის მიღება უნდა შეწყდეს იმ პაციენტებში, რომლებშიც ღვიძლის მსუბუქი უკმარისობა იცვლება საშუალოთ (იხ. ნაწილი 5.2).

ამ სამედიცინო პროდუქტის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 158.74მგ ლაქტოზას. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ იშვიათი მემკვიდრული პრობლემები, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაპპ ლაქტაზას უკამრისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, ეს პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მაო ინჰიბიტორები:

რადგან არსებობს არა-სელექციური მაო ინჰიბირბეის რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზიული კრიზი, რაზაგილინი არ უნდა გამოიყენონ მაო-ს სხვა ინჰიბიტორებთან ერთად (რეცეპტის გარეშე გაცემული და ბუნებრივი პროდუქტების მაგ., კრაზანას ჩათვლით) (იხ. ნაწილი 4.3).

პეთიდინი

სერიოზული გვერდითი ეფექტები აღწერილია მაო-ინჰიბიტორების პარალელური გამოყენებისას სხვა სელეციური მაო-B ინჰიბიტორების და მეთიდინის ჩათვლით. რაზაგილინის და პეთიდინის ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი 4.3)

სიმპათომიმეტიკები

წამალთაშორისი ურთიერთქმედება აღწერილია მაო ინჰიბიტორების და სიმპათომიმეტიკების ერთად გამოყენებისას. რაზაგილინის და სიმპათომიმეტიკების (როგორიცაა სიმპათმიმეტიკები ნაზალური და ორალური დეკონგესტანტების ან გაციების სამკურნალო საშუალებების სახით, რომელბიც შეიცავს ეფედრინს ან ფსევდოეფედრინს) რეკომენდებული არ არის რაზაგილინზე მაო ინჰიბიტორის ეფექტის გამო (იხ. ნაწილი 4.4)

დექსტრომეთორფანი

წამალთაშორისი ურთიერთქმედება აღწერილია დესქტრომეთორფანის და მაო-ს არასელექციური ინჰიბიტორების ერთად გამოყენებისას. რაზაგილინის და დექსტრომეთორფანის ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის მაო ინჰიბიტორის რაზაგილინზე ეფექტის გამო (იხ. ნაწილი 4.4)

SNRI’s / SSRI’s / ტრიციკლური და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები

რაზაგილინის და ფლუოქსეტინის ან ფლუვოქსამინის ერთად გამოყენებას უნდა მოერიდონ (იხ. ნაწილი 4.4)

იხ. ნაწილი 4.8 რაზაგილინის და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (SSRIs)/სეროტონინ-ნორეპინეფრინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორების (SNRls) კლინიკური კვლევებისთვის.

სერიოზული გვერდითი ეფექტები აღწერილია სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (SSRIs), )/სეროტონინ-ნორეპინეფრინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორების (SNRls) , ტრიციკლური, ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტების და მაო ინჰიბიტორების გამოყენებისას. ანტიდეპრესანტები სიფრთხილით უნდა გამოიყენონ რაზაგილინზე მაო ინჰიბიტორების ეფექტის გამო.

აგენტები რომლებიც მოქმედებს CYP1A2 აქტივობაზე

In vitro მეტაბოლიზმის კვლევებმა აჩვენა, რომ რაზაგილინის მეტაბოლიზმზე პასუხისმგებელი მთავარი ეფექტია P4501A2 (CYP1A2).

CYP1A2 ინჰიბიტორები

რაზაგილინის და ციპროფლოქსაცინის ( CYP1A2 ინჰიბიტორი) ერთად გამოყენებამ გაზარდა რაზაგილინის AUC (მრუდი) 83%-ით. რაზაგილინის და თეოფილინის (CYP1A2 სუბსტრატი) ერთად მიღებამ გავლენა არ მოახდინა ორივე პროდუქტის ფარმაკოკინეტიკაზე. ძლიერი CYP1A2 ინჰიბიტორები შეიძლება ცვლიდნენ პლაზმაში რაზაგილინის დონეს და აქედან გამომდინარე სიფრთხილით უნდა გამოიყენონ.

CYP1A2 ინდუქტორები

მწეველ პაციენტებში არსებობს პლაზმაში რაზაგილინის დონის დაქვეითების რისკი, მეტაბოლიზმის CYP1A2 ენზიმის ინდუქციის მიხედვით.

ციტოქრომ P450 სხვა იზოენზიმები

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ რაზაგილინი არ აინჰიბირებს P450 იზოენზიმებს (CYP1 A2, CYP2A6, CYP2C9, CYP2C19, CYP2D6, CYP2E1, CYP3A4და CYP4A) 1

μგ/მლ კონცენტრაციით (ექვივალენტი 160-ჯერ საშუალო / Cmax მნიშვნელობის ~ 5.9-8.5 ნგ/მლ პარკინსონით დაავადებულ პაციენტებში რაზაფილინის 1მგ მრავლობითი დოზის შემდეგ). შედეგები აჩვენებს რომ მოსალოდნელი არ არის რომ რაზაგილინის თერაპიული კონცენტრაცი გამოიწვევს ამ ენზიმების სუბსტრატებთან კლინიკურად მნიშვნელოვან ურთიერთქმედებას (იხ. პარაგრაფი 5.3).

ლევოდოფა და პარკინსონის დაავადების სამკურნალო სხვა სამედიცინო პროდუქტები

ლევოდოფათი მკურნალობის კლინიკურად მნიშვენლოვანი ეფექტი განსაზღვრული არ იყო რაზაგილინის

კლირენსზე პარკინსონით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც დამხმარე რეჟიმის სახით ქრონიკულად

იტარებდენნ ლევოდოფათი მკურანლობას .

რაზაგილინის და ენტაკაპონის ერთად გამოყენებამ რაზაგილინის ორალური კლირენსი გაზარდა 28%-ით.

თირომინი/რაზაგილინის ურთიერთქმედება

ნაჩვენები იყო რომ რაზაგილინი შეიძლება უსაფრთხოდ გამოიყენო დიეტაში თირამინის შეზღუდვის გარეშე, ხუთ კვლევაში რომლებიც ჩატარდა თირამინის გამოყენებით (მოხალისეებში და პარკინსონით დაავადებულებში), ხდებოდა ბინაზე არტერიული წნევის მონიტორინგი ჭამის შემდეგ (464 პაციენტში რომელიც იღებდა დღ-ღამეში 0.6 ან 1მგ რაზაგილინს ან პლაცებოს, თირამინის შეზღუდვის გარეშე ექვსი თვის განმავლობაში, ლევოდოფის დამხმარე თერაპიის სახით) და კლინიკურ კვლევებში, თირამინის შეზღუდვის გარეშე, რამაც არ გამოავლინა თირამინის/რაზაგილინის ურთიერთქმედება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ზოგადი რეკომენდაციები

ორსულობის კატეგორია C.

შვილოსნობის უნარის მქონე ქალები/ჩასახვის კონტროლი (კონტრაცეფცია)

პაციენტებმა ექიმს უნდა აცნობონ თუ დაორსულდებიან ან ორსულობას გეგმავენ რაზალასით მკურანლობის განმავლობაში.

ორსულობის პერიოდი

არ არსებობს კლინიკური მონაცემები ორსულობის დროს რაზაგილინის გამოყენების შესახებ. ცხოველების კვლევები არ აჩვენებს პირდაპირ ან არაპირდაპირ დამაზიანებელ ეფექტებს ორსულობის, ემბირონული/ნაყოფის განვითარების, მშობიარობის ან მშობიარობის შემდგომი განვითარების მხრივ (იხ. ნაწილი 5.3). ადამიანისთვის პოტენციური რისკი უცნობია.

ორსულობის დროს პრეპარატით მკურნალობის სარგებელი უნდა შეფასდეს ნაყოფის შესაძლო რისკების წინააღმდეგ. რაზალექტი არ უნდა გამოიყენონ ორსულობის დროს აუცილებლობის გარდა.

ლაქტაციის პერიოდი

ექსპერიმენტული მონაცემების მიხედვით, რაზაგილინი აინჰიბირებს პროლაქტინის გამოთავისუფლებას და აქედან გამომდინარე შეიძლება აინჰიბირებდეს ლაქტაციას. უცნობია გამოიყოდა თუ არა რაზაგილინი ადამიანის რძეში.

ლაქტაციის დროს არ უნდა გამოიყენონ

რეპროდუქცია/ფერტილობა

რეპროდუქციაზე/ფერტილობაზე ეფექტი პრეკლინიკური რეპროდუქციის ტოქსიკურობის კვლევებში არ განისაზღვრა.

ეფექტი ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ძილიანობა ან ძილის უეცარი დარღვევები, რაზაგილინი შეიძლება დიდ გავლენას ახდენდა ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენებაზე.

პაციენტები უნდა გააფრთხილონ სახიფათო მექანიზმებთან მუშაობის შესახებ ძრავიანი ტრანსპორტის ჩათვლით, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ რაზაგილინი მათზე უარყოფითად არ მოქმედებს.

პაციენტები, რომლებიც მკურანლობენ რაზაგილინით და რომლებსაც აღენიშნებათ ძილიანობა და/ან უეცარი ჩაძინების ეპიზოდები, ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, რომ თავი შეიკავონ ავტომობილის მართვის ან მოქმედებებისგან, რაც შეიძლებ მათთვის ან სხვებისთვის იყოს სერიოზული დაზიანების ან გარდაცვალების რისკი (მაგ., მექანიზმებთან მუშაობა) სანამ არ ექნებათ რაზაგილინის და სხვა დოფამინერგული მედიკამენტების საკმარისი გამოცდილება, რათა მიხვდნენ როდის ზიანდება მათი მენტალური და/ან მოტორული ქმედუნარიანობა.

თუ მომატებული ძილიანობა და ყოველდრირუი საქმიანობისას ჩაძინების ახალი ეპიზოდები (მაგ., ტელევიზორის ყურებისას, მანქანით მგზავრობისას) აღინიშნება მკურნალობის განმავლობაში ნებისმიერ დროს, პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ავტომობილის მართვის ან პოტენციურად სახიფათო მოქმედებებისგან.

პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ავტომობილის მართვის, მექანიზმებთან მუშაობის ან სიმაღლეზე მუშაობისგან თუ ადრე აღენიშნებოდათ ძილიანობა და/ან ჩაეძინათ გაფრთხილების გარეშე რაზაგილინის გამოყენებამდე.

პაციენტები უნდა გააფრთხილონ სედაციური სამედიცინო პროდუქტების ალკოჰოლის ან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტების (მაგ., ბენზოდიაზეპინები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ანტიდეპრესანტები) რაზაგილინთან ერთად გამოყენებისას ან პლაზმაში რაზაგილინის დონის გამზრდელი პრეპარატების (მაგ., ციპროფლოქსაცინი) გამოყენებისას, შესაძლო ადიტიური ეფექტების შესახებ (იხ. პარაგრაფი 4.4)

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენებამდე რჩევა კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს, რადგან თვითონ პარკინსონის დაავადება, ასევე რაზალექტით მკურნალობა გავლენას ახდენს ამ უნარებზე. რაზალექტმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან ძილიანობა, ასევე შეიძლება გამოიწვიოს უეცარი ჩაძინების ეპიზოდები.

ეს შეიძლება გაძლიერდეს თუ იღებთ პარკინსონის დაავადებების სიმპტომების სამკურნალო სხვა პრეპარატებსაც ან თუ იღებთ მეტიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან თუ მოიხმართ ალკოჰოლს რაზალექტით მკურნალობის პერიოდში. თუ ადრე ან რაზალექტის მიღებისას გქონიათ ძილიანობის და/ან უეცარი ჩაძინების ეპიზოდები, თავი შეიკავეთ ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენებისგან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია რაზალექტის ზოგიერთი შემავსებლის შესახებ.

ამ სამედიცინო პროდუქტის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 158.74მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს, თუ ექიმმა გითხრათ რომ გაქთ გარკვეული შაქრის აუტალობა, ამ სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი რეაქციები იყო:

მონოთერაპიის დროს თავის ტკივილი, დეპრესია, თავბრუსხვევა და გრიპი (გრიპი და რინიტი); ლევოდოპათი მკურნალობასთან ერთად დისკინეზია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, დაცემა, მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება და პირის სიმშრალე; ორივე მკურნალობის რეჟიმი მოიცავდა ჩონჩხ-კუნთოვან ტკივილს, ზურგისა და კისრის ტკივილს და ართრალგიას. ეს გვერდითი რეაქციები არ იყო დაკავშირებული პრეპარატის მოხსნით გამოწვეულ მომატებულ მაჩვენებელთან.

არასასურველი ეფექტების ცხრილი

არასასურველი ეფექტები ჩამოთვლილია ქვემოთ 1, 2 და მე-3 ცხრილებში ორგანოთა სისტემის კლასის და სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100 - <1/10); ნაკლებად ხშირი (≥ 1/1000 - <1/100); იშვიათი (≥ 1/10000 -< 1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); უცნობია (შეფასება შეუძლებელია ხელმისაწვდომი მონაცემებით)

მონოთერაპია

ქვემო ცხრილი მოიცავს გვერდით რეაქციებს, რომლებიც აღწერილი იყო უფრო მაღალი სიხშირით პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში, პაციენტებში რომლებიც იღებდნენ დღე-ღამეში 1მგ რაზაგილინს.

ორგანოთა სისტემის კლასი

ძალიან ხშირი

ხშირი

ნაკლებად ხშირი

უცნობია

ინფექციები და ინვაზიები

გრიპი

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და არასპეციფიური ნეოპლაზიები (ცისტების და პოლიპების ჩათვლით)

კანის კარცინომა

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

ლეიკოპენია

იმუნური სისტემის დარღვევები

ალერგია

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

მადის დაქვეითება

ფსიქიატრული დარღვევები

დეპრესია ჰალუცინაციები*

იმპულსის კონტროლის დარღვევები*

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი

ცერებროვასკულური შეტევა

სეროტონინის სინდრომი*, დღის განმავლობაში ჭარბი ძილი (EDS) და უეცარი ჩაძინების (SOS) ეპიზოდები

თვალის დარღვევები

კონიუნქტივიტი

ყურის და შუა ყურის დარღვევები

ვერტიგო

გულის დარღვევები

გულის ანგინა

მიოკარდიუმის ინფარქტი

ვასკულური დარღვევები

ჰიპერტენზია*

რესპირატორული, პულმონარული და შუასაყრის დარღვევები

რინიტი

გასტროინტესტინური დარღვევები

შებერილობა

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

დერმატიტი

ვეზიკობულოზური გამონაყარი

ძვალკუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლის დარღვევები

ძვალკუნთოვანი ტკივილი, კისრის ტკივილი, ართრიტი

თირკმლის და შარდის დარღვევები

შარდის შეუკავებლობა

ზოგადი დაღვევები და მდგომაროება გამოყენების ადგილას

ცხელება, დაღლილობა

  • არასასურველი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხ. პარაგრაფი „შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა“

დამხმარე თერაპია

ქვემო ცხრილი მიუთითებს გვერდით რეაქციებზე, რომლებიც აღწერილია მაღალი სიხშირით პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში, პაციენტებში რომლებიც იღებდნენ დღე-ღამეში 1მგ რაზაგილინს

კანის მელანომა*

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

მადის დაქვეითება

ფსიქიატრული დარღვევები

ჰალუცინაციები*, ანომალური სიზმრები

კონფუზია

იმპულსის კონტროლის დარღვევები*

ნერვული სისტემის დარღვევები

დისკინეზია

დისტონია, კარპალური ტუნელის სინდრომი, ბალანსის დარღვევები

ცერებროვასკულური დარღვევები

სეროტონინის სინდრომი*, დღის განმავლობაში ჭარბი ძილი (EDS) და უეცარი ჩაძინების (SOS) ეპიზოდები*

გულის დარღვევები

გულის ანგინა

ვასკულური დარღვევები

ორთოსტატური ჰიპოტენზია*

ჰიპერტენზია*

გასტროინტესტინური დარღვევები

მუცლის ტკივილი, ყაბზობა, გულისრევა და ღებინება, პირის სიმშრალე

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

გამონაყარი

ძვალკუნთოვანი დარღვევები, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლების დაავადებები

ართრალგია, კისრის ტკივილი

გამოკვლევები

წონაში კლება

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა გამოყენების ადგილას

დაცემა

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ორთოსტაზური ჰიპოტენზია

ბრმა პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში, მწვავე ორთოსტაზური ჰიპოტენზია აღინიშნა ერთ სუბიექტში (0.3%) რაზაგილინის ხაზში (დამატებითი კვლევები), არცერთში პლაცებოს ხაზში. შემდგომი კლინიკური კვლევბის მონაცებები აჩვენბს, რომ ორთოსტაზური ჰიპოტენზია ვითარდება რაზაგილინით მკურნალობის პირველი ორი თვის განმავლობაში და ახასიათებს დროთა განმავლობაში კლების ტენდენცია.

ჰიპერტენზია

რაზაგილინი სელექციურად აინჰიბირებს MAO-B და დაკავშირებული არ არის თირამნის სენსიტიორობის მომატებასთან ნაჩვენები დოზით (დღე-ღამეში 1მგ). ბრმა, პაცებო-კონტროლირებულ კვლევებში (მონოთერაპია და დამხმარე) მწვავე ჰიპერტენზია აღინიშნა სუბიექტებში, რაზაგილინის ხაზში. პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ რაზაგილინს, აღწერილია სისხლის მომატებული წნევის შემთხვევებში ჰიპეტენზიული კრიზის იშვიათი შემთხვევების ჩათვლით, რაც დაკავშირებულია თირამინით მდიდარი საკვების მიღებასთან. პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში აღინიშნა წნევის მომატების ერთი შემთხვევა, პაციენტში, რომელიც რაზაგილინის მიღებისას იღებდა ოფთალმოლოგიურ ვაზოკონსტრიქტორულ პრეპარატს -ტეტრაჰიდროზოლინის ჰიდროქლორიდს.

იმპულსის კონტროლის დარღვევები

ჰიპერსექსუალობის ერთი შემთხვევა აღწერილი იყო მონოთერაპიაში, პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში. შემდეგი მოვლენები აღწერილია პოსტ-მარეკტინგულად უცნობი სიხშირით: კომპულსიები, კომპულსიური შოფინგი, დერმატილომანია. დოფამინის დისრეგულაციის სინდრომი, იმპულსის კონტროლის დარღვევები, იმპულსური ქცევა, კლეპტომანია, ქურდობა, ობსესიური აზრები, ობსესიურ კომპულსიური დარღვევა, სტერეოტოპია, აზარტული თამაშები, აზარტულ თამაშებზე პათოლოგიური დამოკიდებულება, ლიბიდოს მომატება, ჰიპერსექსუალობა, ფსიქოსექსუალური დარღვევა, სექსუალუარდ მიუღებელი ქცევა. აღწერილი ICD შემთხვევების ნახევარი შეფასდა როგორც სერიოზული, აღწერილი შემთხვევებიდან ერთი გამქრალი არ იყო მისი აღწრის მომენტში.

დღის განმავლობაში ჭარბი ძილი (EDS) და უეცარი ჩაძინების (SOS) ეპიზოდები

დღის განმავლობაში ჭარბი ძილი (ჰიპერსომნია, ლეთარგია, სედაცია, ძილის დარღვევები, ძილიანობა, უეცარი ჩაძინება) შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ დოფამინის აგონისტებით და/ან სხვა დოფამინერგული მკურნალობით. დღის განმავლობაში მსგავსი ჭარბი ძილიანობა აღწერილია რაზაგილინის გამოყენებისას, პოსტ-მარკეტინგულად.

იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალოიბე რაზგილინით და სხვა დოფამინერგული სამედიცინო პროდუქტებით, აღჭერილია ჩაძინება ყოველდღიური საქმიანობისას. თუმცა ბევრ პაციენტში აღინიშნა ძილიანობა რაზაგილინით და სხვა დოფამინური სამედიცინო პროდუქტებით მკურალობისას. ზოგიერთი ამტკიცებდა, რომ არ ქონდა გამაფრთხილებბელი ნიშნები, როგორიცაა მომატებული ძილიანობა და ფიქრობდნენ, რომ მოვლენა უეცრად განითარდა. ზოგიერთ ეს მოვლენა აღწერილია მკურნალობის დაწყებიდან 1 წელზე დიდი ხნის შემდეგ.

ჰალუცინაციები

პარკინსონის დაავადება დაკავშირებულია ჰალუცინაციების და კონფუზიის სიმპტომებთან. პოსტ-მარკეტინგული გამოცდილებისას, ეს სიპტომები აღინიშნა პარკინსონის დაავადების მქონე პირებში, რომლებიც მკურანლობენ რაზაგილინით.

სეროტონინის სინდრომი

რაზაგილინის კლინიკური კვლევები არ იძლეოდა ფლუოქსეტინის ან ფლუვოქსამინის რაზაგილინთან ერთად გამოენების საშუალებას, მაგრამ შემდეგი ანტიდეპრესანტები და დოზები დაშვებული იყო რაზაგილინის კვლევებში: ამიტრიპტილინი ≤ 50 მგ/დღე-ღამეში, ტრაზოდონი ≤ 100 მგ/დღე-ღამეში, ციტალოპამი ≤ 20 მგ/დღე-ღამეში, სერტრალინი ≤ 100 მგ/დღე-ღამეში, და პაროქსეტინი ≤ 30 მგ/დღე-ღამეში (იხ. პარაგრაფი 4.5).

პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში, პაციენტებში, რომლებიც რაზაგილინთან ერთად იღებდნენ ანტიდეპრესანტებს, მეპერიდინს, ტრამადოლს, მეტადონს ან პროპოქსიფენს, აღწერილი იყო სეროტონინის სინდრომის პოტენციურად სახიფათო მოვლენები, როგორიცაა აჟიტირება, კონფუზია, რიგიდობა, პირექსია და მიოკლონია.

ავთვისებიანი მელანომა

პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, კანის მელანომის სიხშირე იყო 2/380 (0.5%) 1მგ რაზაგილინის ჯგუფში, რომელიც გამოიყენებოად ლევოდოფაზე დამხმარე საშალების სახით - 1/388 (0.3%) სიხშირე პლაცებოს ჯგუფში. ავთვისებიანი მელანომას დამატებითი შემთხვევები აღწერილი იყო პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში. ეს შემთხვევები ყველა შემთხვევაში სერიოზულად მიიჩნიეს.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებას დიდი მნიშვნელობა აქვს. შეტყობინება იძლევა წამლის სარგებელი-რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის პროფესიონალები ვალდებულნი არიან შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) (www.titck.gov.tr; ელ. ფოსტა: [email protected]; ტელეფონი: 0 800 314 00 08; ფაქსი: 0 312 218 35 99).

ჭარბი დოზა

სიმპტომები, რომლებიც აღნიშნა რაზალექტის სხვადასხვა დოზის გადაჭარბებისას 3მგ და 100მგ დოზებს შორის, მოიცავს ჰიპომანიას, ჰიპერტენსიულ კრიზს და სეროტონინის სინდრომს.

დოზის გადაჭარბება შეიძლება დაკავშირებული იყოს MAO-A და MAO-B მნიშვნელოვან ინგიცირებასთან. ერთჯერადი დოზის კვლევაში, ჯანმრთელი მოხალისეები იღებდნენ 20მგ-ს და 10-დღიან კვლევაში ჯანმრელი მოხალისეები იღებდნენ 10მგ-ს. გვერდითი ეფექტები მსუბუქი ან საშუალო ხასიათისაა და დამოკიდებული არ არის რაზაგილინით მკურანლობაზე. დოზის ტიტრაციის კვლევაში, რომელიც ჩატარდა ლევოდოფათი ქრონიკული მკურნალობის დროს, სადღეღამისო 10მგ რაზაგილინის მიღებით, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ აღწერილი იყო გვერდითი კარდიოვასკულური ეფექტები (ჰიპერტენზიის და პოსტურალური ჰიპოტენზიის ჩათვლით). ეს სიმპტომები შეიძლება იმის მსგავსი იყოს რაც აღინიშნა არასელექციური MAO ინჰიბიტორების გამოყენებისას.

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევებში საჭიროა პაციენტების მონიტორინგი, უნდა დაიწყოს შესაბამისი სიმპტომური და დამხმარე მკურნალობა.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

ყოველი ტაბლეტი აქტიური ინგრედიენტის სახით შეიცავს 1.56 მგ რაზაგილინის მეზილატს, რომელიც არის 1მგ რაზაგილინის ექვივალენტური.

შემავსებლები

ლაქტოზის მონოჰიდრატი (საქონლის რძე) 158.74 მგ შემავსებლებისთვის იხ. 6.1.

შენახვის პირობები

24 თვე

ფარმაკოლოგიური თვისებები

პარკინსონის საწინააღმდეგო მედიკამენტები, მონოამინოოქსიდაზა - B ინჰიბიტორი, ათქ კოდი: N04BD02.

მოქმედების მექანიზმი

რაზაგილინი იყო ძლიერი და შეუქცევადი MAO-B სელეციური ინჰიბიტორი, როელსაც შეუძლია გამოიწვიოს ზოლიან სხეულში უჯრედგარე დოფამინის დონის გაზრდა. რაზაგილინის დადებითი ეფექტები აღინიშნა დოფამინერგულ მოტორულ დისფუნქციის მოდელებზე, ეს შეიძლება განპირობებული იყოს დოფამინის მაღალი დონით და შემდგომში დოფამინერგული ეფექტორიბის მომატებით.

1-ამიოდარონი არის მთავარი აქტიური მეტაბოლიტი და არ წარმოადგენს MAQ-B ინჰიბიტორს.

კლინიკური კვლევები

მონოთერაპია

I. კვლევაში 404 პაციენტი რანდომიზებულად იღებდა პლაცებოს (138 პააციენტი), დღე-ღამეში 1მგ რაზაგილინს (134 პაციენტი) ან დღ-რმეში 2მგ რაზაგილინს (132 პაციენტი) და მკურნალობა ხდებოდა 26 კვირის განმავლობაში.

ამ კვლევაში, ეფექტურობის ძირითადი შკალაა საბაზისო მაჩვენებლის ცვლილება პარკინსონის დაავადების გაერთიანებული შეფასების შკალაში

(UPDRS. და I-III) ტოტალური შკალა, საბაზისო მაჩვენებლის საშუალო ცვლილების განსხვავება 26-ე კვირას/ბოლოს (LOCF - ბოლო ჩატარებული კვლევა) სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო (UPDRS,ნაწილი I-III: პლაცბეოსთვის 1მგ რაზაგილინთან შედარებით -4.2, 95% Cl [-5.7, - 2.7], p<0.0001; პლაცებოსთვის 2მგ რაზაგილინთან შედარებით -3.6, 95% Cl [-5.0, -2.1], p<0.0001,

UPDRS Motor, ნაწილი II: პლაცბეოსთვის 1მგ რაზაგილინთან შედარებით -2.7, 95% Cl [-3.87, -1.55],

p<0.0001; პლაცებოსთვის 2მგ რაზაგილინთან შედარებით -1.68, 95% Cl [-2.85, -0.51], p=0.0050). ეფექტი იყო გარკვეული, თუმცა აქვს საბაზისო მნიშვნელობა, მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტების პოპულაციაში. აღინიშნა მნიშვნელოვანი და სასარგებლო ეფექტი ცხოვრების ხარისხზე (შეფასებულია by PD- QUALIF (პარკინსონის დაავადების სიცოცხლის ხარისხი) შკალით)

დამხმარე თერაპია

II კვლევაში პაციენტები იყვნენრ ანდომიზებული და იღებდნენ პლაეცბს (229 პაციენტი), დღე-ღამეში 1მგ რაზაგილინს (231 პაციენტი) ან (I.D)/დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორი დაპროგრამებული დოზით 200მგ COMT ინჰიბიტორით, ენტეკაპონით და მკურნალობა ხდებოდა 18 კვირის განმავლობაში. III კვლევაში პაციენტების რანდომიზაცია ხდებოდა და იღებდნენ პლაცების (159 პაციენტი), დღე-ღამეში 0.5მგ რაზაგილინს (164 პაციენტი) ან დღე-ღამეში 1მგ რაზაგილინს (132 პაციენტი) და მკურნალობა ხდებოდა 26 კვირის განმავლობაში.

პირველადი შკალა ორივე კვლევაში არის საშუალოდ დროის ცვლილება რაც იხარჯება "OFF"მდგომარეობაში, საბზისო დღიდან მკურანლობის პერიოდის განმავლობაში (განსაზღვრული „24-საათიანი“ დღიურებიდან, რაც შეივსო ყოველ შეფასებამდე 3 დღით ადრე).

კვლევაში II, პლაცებოსთან შედარებით, "OFF" მდგომარეობაში გატარებული დროის საშუალო ცვლილება იყო -0.78 საათი 95% სანნდოობის ინტერვალით [-1.18, -0.39], (p<0.0001). OFF დროის საშუალო ჯამური დღიური შემცირება ენტაკაპონის ჯგუფში იყო 0.8 საათი, მსგავსი იმისა, რაც დაფიქსირდა 1 მგ რაზაგილინის ჯგუფში. III კვლევაში, პლაცებოსთან შედარებით, საშუალო ცვლილება იყო -0.94 საათი, 95% სანდოობის ინტერვალით [-1.2, -0.41], (p<0.0001). 0.5 მგ რაზაგილინის ჯგუფმა ასევე აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება პლაცებოსთან შედარებით, მაგრამ გაუმჯობესების სიდიდე უფრო მცირე იყო. პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილის შედეგების სიმტკიცე დადასტურდა დამატებითი სტატისტიკური მოდელების სერიაში და ნაჩვენებია სამივე კოჰორტაში (პროტოკოლი და დამატება ITT-ზე).

ეფექტურობის მეორადი ზომები მოიცავდა გაუმჯობესების გლობალურ შეფასებას მკვლევარის მიერ, ყოველდღიური საქმიანობის აქტივობებს (ADL), ქვეშკალის ქულებს როდესაც ფასდებოდა OFF და UPDRS და ON. რაზაგილინმა აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სარგებელი პლაცებოსთნ შედარებით.

კვლევა IV რომელიც აფასებდა1მგ რაზაგილინს დოფამინის აგონისტების დამხმარე თერაპიით სახით გამოყენებისას ლევოდოფათი თერაპიის გარეშე, იყო ორმაგად-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებული, პარალელურ-ჯგუფებიანი, 18-ვირაინი კვლევა. პაციენტები იღებდნენ დოფამინის აგონისტის სტაბილურ დოზას (როპინიროლი 8მგ/დღე-ღამეში საშუალოდ ან პრამიპექსოლი 1.5მგ/დღე-ღამეში საშუალოდ) ≥ 30 დღის განმავლობაში მაგრამ დოზა საკმარისი არ იყო პარკინსონის დაავადების სიმპტომების კონტროლისთვის.

ამ კვლევაშ 321 პაციენტი რანდომულად იღებდა პლაცებოს 162 პაციენტი) ან რაზაგილინს 1მგ/დღე-ღამეში (159 პაციენტი) და უტარდებოდა პოსტ-საბაზისო შეფასება. პარკინსონის დაავადების საშუალო ხანგრძლივობა იყო 2 წელი) ( 0.1 - 14.5 წელი).

ეფექტურობის პირველადი საზომი იყო საბაზისო მაჩვენებლის ცვლილება 18-ე კვირისთვის ტოტალურ შკალაში-პარკინსონის დაავადების გაერთიანებული შეფასების შკალაში

(UPDRS) [mentation (ნაწილი I) + ყოველდღიური საქმიანობა (ADL) (Part II) + მოტორული ფუნქცია (ნაწილი III)].

IV კვლევაში რაზაგილინის 1მგ უფრო ეფექტური იყო ვიდრე პლაცებო ეფექტურობის პირველადი საზომის მიხედვით.

საერთო UPDRS შკალის ცვლილება IV კვლევაში:

საბაზისო შკალა

საბაზისოდან საბოლოო შკალამდე ცვლილება *

p-მნიშვნელობა vs. პლაცებო

პლაცებო

  • 8
  • 1.2
  • --

1 მგ რაზაგილინი

  • 1
  • 3.6

0,012

  • საბაზისო მაჩვენებლის ნეგატიური ცვლილებები UPDRS ზრდაზე.

UPDRS ინდივიდუალური ქვეშკალის მეორადი ენდპოინტის შეფასება აჩვენებს რომ რაზაგილინის საერთო ეფექტი UPDRS შკალაზე ძირითადად დაკავშირებულია UPDRS III ნეაწილის მოტორულ ქვეშკალასთან.

ეფექტურობის მეორადი საზომი IV კვლევაში

საბაზისო შკალა

საბაზისოდან საბოლოო შკალამდე ცვლილება *

UPDRS ნაწილი II ADL (ყოველდღიური საქმიანობა) ქვეშკალის ქულა

პლაცებო

  • 9
  • 4

1 მგ რაზაგილინი

  • 6
  • 0.3

UPDRS ნაწილი III მოტორული ქვეშკალის ქულა

პლაცებო

  • 4
  • 1.2

1 მგ რაზაგილინი

  • 2
  • 3.7

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

ზოგადი მახასიათებლები:

ფარმაკოკინეტიკური პროფილი ქალებში დას მამაკაცებში მსგავსია.

აბსორბცია

რაზაგილინი სწრაფად შეიწოვება და პლაზმაში კონცენტრაციის პიკს აღწევს (Cmax) დაახლოებით 0.5 საათში. რაზაგილინის ერთჯერადი დოზის ბიომისაწვდომლობა დაახლოებით 36%-ია. Absolute bioavailability of a single rasagiline dose is approximately 36%. მიუხედავად იმისა რომ საკვები გავლენას არ ახდენს რაზაგილინის Tmax -ზე, თუ მისი გამოყენება ხდება ზეთიან საკვებთნ ერთად, Cmax და მრუდი (AUC) მნიშვნელობა ქვეითდება 60% და 20%-ით. რადგან AUC მაჩვენებელი მნიშნელოვნად არ იცვლება, რაზაგილინსი მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

განაწილება

რაზაგილინის ერთჯერადი ი/ვ დოზის შემდეგ განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს 243 ლიტრს: 14C დანიშნული რაზაგილინის ერჯერადი ორალური დოზის შემდეგ პლაზმის ცილებთან კავშირი დაახლოებით 60-70%-ს შეადგენს.

ბიოტრანსფორმაცია

რაზაგილინი გადის თითქმის სრულ ბიოტრანსოორმაციას ღვიძლში, გამოყოფამდე. რაზაგილინსი მეტაბოლიზმი ხდება ორი გზით: N-დეალკილაცია და/ან ჰიდროქსიდეაკილაცია 1-ამინოინდანის, 3-ჰიდროქსი-N-პროპარგილ_ლამინოინდანის და 3-ჰიდროქსი-1-ამინოინდანის წარმოსაქმნელად. in vitro ექსპერიმენტების მიხედვით, მოქმედების ორივე გზა რაც მიეკუთვნება რაზაგილინის მეტაბოლიზმს, დამოკიდებულია ციტოქრომ P450 სისტემაზე და CYP1A2 არის რაზაგილინის მეტაბოლიზმის მთავარი იზოენზიმი.

რაზაგილინის და მისი მეტაბოლიტების კონიუგაცია იყო ელიმინაციის მთავარი გზა გლუკურონატების წარმოქმნით. Ex vivo და in vitro ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ რაზაგილინი არ არის CYP450 ფერმენტების ძირითადი ინჰიბიტორი ან ინდუქტორი (იხ. ნაწილი 4.5).

გამოყოფა:

რაზაგილინის ორალური მირების შემდეგ რომელიც დანიშNული იყო 14C-თი, ელიმინაცია მოხდა ძირითადად შარდით (62.6%) და ფეკალური მასებით (21.8%) , დოზის 84.4% გამოიყოფოდა 38 დღიან პერიოდში.

რაზაგილინის 1%-ზე ნაკლები შარდში გამოიყოფა უცვლელად.

ხაზოვნება/არა-ხაზოვნების მდგომარეობა:

რაზაგილინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია 0.5-2მგ დოზირების ინტერვალით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 0.6-2 საათს.

მახასიაღთებლები პაციენტებში:

ღვიძლის უკმარისობით დაავადებული პაციენტები AUC და Cmax მნიშვნელობა ღვიძლის მსუბუქი უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში იზრდება 80% და 38%-ით, ღვიძლის საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში AUC და Cmax მნიშვნელობა იზრდება 568% და83%, -ით (იხ. ნაწილი 4.4)

თირკმლის უკმარისობით დაავადებული პაციენტები: რაზაგილინის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები ჯანმრთელი ადამაინების მსგავსია თირკმლის მსუბუქი (KIR 50-80 მლ/წთ) და საშუალო (KIR 30-49 მლ/წთ)ნუკმარისობით დაავადებულ პაციენტებში.

გერიატრული პაციენტები:

ასაკს მცირე გავლენა აქვს რაზაგილინის ფარმაკოკინეტიკაზე (იხ. პარაგრაფი 4.2)

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პროდუქტის შემაჯამებელი დახასიათება

სამედიცინო პროდუქტის დასახელება ადამიანებში გამოყენებისთვის

რაზალექტი 1მგ ტაბლეტი

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

ყოველი ტაბლეტი აქტიური ინგრედიენტის სახით შეიცავს 1.56 მგ რაზაგილინის მეზილატს, რომელიც არის 1მგ რაზაგილინის ექვივალენტური.

შემავსებლები

ლაქტოზის მონოჰიდრატი (საქონლის რძე) 158.74 მგ შემავსებლებისთვის იხ. 6.1.

ფარმაცევტული ფორმა

ტაბლეტი

თეთრი, თითქმის თეთრი, მრგვალი, გლუვი ტაბლეტი

კლინიკური მახასიათებლები

თერაპიული ჩვენება

რაზალექტი ნაჩვენებია პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ

დოზირება და გამოყენების მეთოდი დოზირება/გამოყენების სიხშირე და პერიოდი

რაზაგილინი გამოიყენება 1მგ ორალური დოზის სახით, დღე-ღამეში ერთხელ.

მიღების მეთოდი:

შეიძლება მიიღონ საკვებთან ერთად ან მის გარეშე. უნდა მიიღონ ერთ ჭიქა წყალთან ერთად.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციისთვის

თირკმლის უკმარისობა:

თირკმლის უკმარისობის დროს დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის.

ღვიძლის უკმარისობა

რაზაგილინი უკუნაჩვენებია ღვიძლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.3) რაზაგილინის გამოყენებას უნდა მოერიდონ ღვიძლის საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. სიფრთხილეა საჭირო რაზაგილინით მკურნალობისას ღვიძლის მსუბუქი უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. რაზაგილინი უნდა მოიხსნას პაციენტებში, რომლებშიც ღვიძლის მსუბუქი უკმარისობა იცვლება საშუალოთი (იხ. ნაწილი 4.4)

პედიატრული პოპულაცია

უსაფრთხოების დ აეფექტურობის შესახებ ადექვატური მონაცემების ნაკლებობის გამო, რაზაგილინი რეკომენდებული არ არის ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში გამოყენებისთვის.

გერიატრიული პოპულაცია

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის (იხ. პარაგრაფი 5.2)

უკუჩვენება

რაზალექტი უკუნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების დროს:

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან შემავსებლების მიმართ

(იხ. ნაწილი 6.1)

მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებით თანმხლები მკურნალობა (სამედიცინო და რეცეპტის გარეშე გაცემული ნატურალური პროტუქტების, მაგ., კრაზანას ჩათვლით) ან პეთიდინით თანმხლები მკურნალობა (იხ. ნაწილი 4.5). მინიმუმ 14 დღე უნდა გავიდეს რაზაგილინით მკურნალობის შეწყვეტას და მაო ინჰიბიტორებით ან პეთიდინით მკურნალობის დაწყებას შორის.

ღვიძლის მწვავე უკმარისობით დაავადებული პაციენტები

განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის

რაზაგილინის გამოყენება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან ერთად

რაზაგილინთან ერთად უნდა მოერიდონ ფლუოქსეტინის ან ფლუვოქსამინის გამოყენებას (იხ. ნაწილი 4.5). ფლუოქსეტინის მოხსნას და რაზაგილინით მკურნალობის დაწყებას შორის უნდა გავიდეს მინიმუმ ხუთი კვირა. რაზაგილინის მოხსნას და ფლუოქსეტინით ან ფლუვოქსამინით მკურნალობის დაწყებას შორის უნდა გავიდეს მინიმუმ 14 დღე.

რაზაგილინის და დექსტრომეთორფანის ან სიმპათომიკეტიკების (ნაზალური და ორალური დეკონგესტანტები ან გაციების საწინაარმდეგო მედიკამენტები, რომელბიც შეიცავს ეფედრინს ან ფსევდოეფედრინს) რეკომენდებული არ არის (იხ. ნაწილი 4.5)

რაზაგილინის და ლევოდოფას ერთად გამოყენება

რადგან რაზაგილინი აძლიერებს ლევოდოფას ეფექტებს, ამ უკანასნელის გვერდითი ეფექტები შეიძლება გაიზარდოს და გამწვავდეს უკვე არსებული დისკინეზია. ლევოდოფას დოზის დაქვეითება შეიძლება ასუსტებდეს ამ გვერდით ეფექტს.

რაზაგილინის ლევოდოფასთან ერთად გამოყენებისას აღწერილია ჰიპოტენზიური ეფექტები. პარკინსონის დაავადების მქონე პაციეტები მგრძნობიარე არიან ჰიპოტენზიური ეფექტებისადმი წონასწორობის არსებული დარღვევის გამო.

დოფამინერგული ეფექტები

დღის განმავლობაში ჭარბი ძილი (EDS) და უეცარი ჩაძინების ეპიზოდები (SOS) .

რაზაგილინმა შეიძლება გამოიწვიოს დღის განნავლობაში ძილიანობა, სომნოლენცია და ზოგჯერ, განსაკუთრებით სხვა დოფამინერგულ სამედიცინო პროდუქტებთან ერთად გამოყენებისას,-დღის განმავლობაში ყოველდღიური საქმიანობისას ჩაძინება. პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ ამის შესახებ და უნდა საჭიროა რჩევა სიფრთხილის გამოჩენასთან დაკავშირებით, რაზაგილინით მკურანლობის დროს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთნ მუშაობისას. პაციენტებმა რომლებსაც აღენიშნებათ ძილიანობა და/ან უეცარი ჩაძინების ეპიზოდები, თავი უნდა შეიკავონ ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენებისგან (იხ. პარაგრაფი 4.7).

იმპულსის კონტროლის დარღვევები

იმპულსის კონტროლის დარღვევები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც მკრუნალობენ დოფამინის აგონისტებით და/ან დოფამინერგული რეჟიმებით. იმპულსის კონტროლის მსგავსი დარღვევები ასევე აღწერილია რაზაგილინის პოსტ-მარკეტინგული გამოყენებისას. საჭიროა პაციენტის რეგლარული მონიტორინგი იმპულსის კონტროლის დარღვევების კონტროლისთვის. პაციენტები და მომვლელები უნდა იცნობდნენ იმპულსის კონტროლის დარღვევის ქცევით სიმპტომებს, რომელბიც აღინიშნა რაზაგილინით ნამკრუანლებ პაციენტებში, კომპულსიების, ობსესიური აზრების, პათოლოგიური აზარტული თამაშების, ლიბიდოს მომატების, ჰიპერსექსუალორობის, იმპულსური ქცევის და კომპულსიური ხარჯვის ან ყიდვის ჩათვლით.

მელანომა

მელანომა

რეტროსპექტული კოჰორტის კვლევა ვარაუდობს მელანომის შესაძლო გაზრდილ რისკს რაზაგილინის გამოყენებისას, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ უფრო ხანგრძლივი ექსპოზიცია რაზაგილინთან და/ან პრეპარატის უფრო მაღალი კუმულაციური დოზებით. კანის ნებისმიერი საეჭვო დაზიანება უნდა შეაფასოს სპეციალისტმა ექიმმა. ამიტომ, პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, მიმართონ სამედიცინო გამოკვლევას, თუ აღმოაჩენენ რაიმე ახალ ან ცვალებად კანის დაზიანებას.

ღვიძლის უკმარისობა

სიფრთხილეა საჭირო რაზაგილინით მკურნალობის დაწყებისთვის ღვიძლის მსუბუქი უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. რაზაგილინის გამოყენებას უნდა მოერიდონ ღვიძლის საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. რაზაგილინის მიღება უნდა შეწყდეს იმ პაციენტებში, რომლებშიც ღვიძლის მსუბუქი უკმარისობა იცვლება საშუალოთ (იხ. ნაწილი 5.2).

ამ სამედიცინო პროდუქტის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 158.74მგ ლაქტოზას. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ იშვიათი მემკვიდრული პრობლემები, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაპპ ლაქტაზას უკამრისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, ეს პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ.

ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

მაო ინჰიბიტორები:

რადგან არსებობს არა-სელექციური მაო ინჰიბირბეის რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზიული კრიზი, რაზაგილინი არ უნდა გამოიყენონ მაო-ს სხვა ინჰიბიტორებთან ერთად (რეცეპტის გარეშე გაცემული და ბუნებრივი პროდუქტების მაგ., კრაზანას ჩათვლით) (იხ. ნაწილი 4.3).

პეთიდინი

სერიოზული გვერდითი ეფექტები აღწერილია მაო-ინჰიბიტორების პარალელური გამოყენებისას სხვა სელეციური მაო-B ინჰიბიტორების და მეთიდინის ჩათვლით. რაზაგილინის და პეთიდინის ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი 4.3)

სიმპათომიმეტიკები

წამალთაშორისი ურთიერთქმედება აღწერილია მაო ინჰიბიტორების და სიმპათომიმეტიკების ერთად გამოყენებისას. რაზაგილინის და სიმპათომიმეტიკების (როგორიცაა სიმპათმიმეტიკები ნაზალური და ორალური დეკონგესტანტების ან გაციების სამკურნალო საშუალებების სახით, რომელბიც შეიცავს ეფედრინს ან ფსევდოეფედრინს) რეკომენდებული არ არის რაზაგილინზე მაო ინჰიბიტორის ეფექტის გამო (იხ. ნაწილი 4.4)

დექსტრომეთორფანი

წამალთაშორისი ურთიერთქმედება აღწერილია დესქტრომეთორფანის და მაო-ს არასელექციური ინჰიბიტორების ერთად გამოყენებისას. რაზაგილინის და დექსტრომეთორფანის ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის მაო ინჰიბიტორის რაზაგილინზე ეფექტის გამო (იხ. ნაწილი 4.4)

SNRI’s / SSRI’s / ტრიციკლური და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები

რაზაგილინის და ფლუოქსეტინის ან ფლუვოქსამინის ერთად გამოყენებას უნდა მოერიდონ (იხ. ნაწილი 4.4)

იხ. ნაწილი 4.8 რაზაგილინის და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (SSRIs)/სეროტონინ-ნორეპინეფრინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორების (SNRls) კლინიკური კვლევებისთვის.

სერიოზული გვერდითი ეფექტები აღწერილია სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (SSRIs), )/სეროტონინ-ნორეპინეფრინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორების (SNRls) , ტრიციკლური, ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტების და მაო ინჰიბიტორების გამოყენებისას. ანტიდეპრესანტები სიფრთხილით უნდა გამოიყენონ რაზაგილინზე მაო ინჰიბიტორების ეფექტის გამო.

აგენტები რომლებიც მოქმედებს CYP1A2 აქტივობაზე

In vitro მეტაბოლიზმის კვლევებმა აჩვენა, რომ რაზაგილინის მეტაბოლიზმზე პასუხისმგებელი მთავარი ეფექტია P4501A2 (CYP1A2).

CYP1A2 ინჰიბიტორები

რაზაგილინის და ციპროფლოქსაცინის ( CYP1A2 ინჰიბიტორი) ერთად გამოყენებამ გაზარდა რაზაგილინის AUC (მრუდი) 83%-ით. რაზაგილინის და თეოფილინის (CYP1A2 სუბსტრატი) ერთად მიღებამ გავლენა არ მოახდინა ორივე პროდუქტის ფარმაკოკინეტიკაზე. ძლიერი CYP1A2 ინჰიბიტორები შეიძლება ცვლიდნენ პლაზმაში რაზაგილინის დონეს და აქედან გამომდინარე სიფრთხილით უნდა გამოიყენონ.

CYP1A2 ინდუქტორები

მწეველ პაციენტებში არსებობს პლაზმაში რაზაგილინის დონის დაქვეითების რისკი, მეტაბოლიზმის CYP1A2 ენზიმის ინდუქციის მიხედვით.

ციტოქრომ P450 სხვა იზოენზიმები

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ რაზაგილინი არ აინჰიბირებს P450 იზოენზიმებს (CYP1 A2, CYP2A6, CYP2C9, CYP2C19, CYP2D6, CYP2E1, CYP3A4და CYP4A) 1

μგ/მლ კონცენტრაციით (ექვივალენტი 160-ჯერ საშუალო / Cmax მნიშვნელობის ~ 5.9-8.5 ნგ/მლ პარკინსონით დაავადებულ პაციენტებში რაზაფილინის 1მგ მრავლობითი დოზის შემდეგ). შედეგები აჩვენებს რომ მოსალოდნელი არ არის რომ რაზაგილინის თერაპიული კონცენტრაცი გამოიწვევს ამ ენზიმების სუბსტრატებთან კლინიკურად მნიშვნელოვან ურთიერთქმედებას (იხ. პარაგრაფი 5.3).

ლევოდოფა და პარკინსონის დაავადების სამკურნალო სხვა სამედიცინო პროდუქტები

ლევოდოფათი მკურნალობის კლინიკურად მნიშვენლოვანი ეფექტი განსაზღვრული არ იყო რაზაგილინის

კლირენსზე პარკინსონით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც დამხმარე რეჟიმის სახით ქრონიკულად

იტარებდენნ ლევოდოფათი მკურანლობას .

რაზაგილინის და ენტაკაპონის ერთად გამოყენებამ რაზაგილინის ორალური კლირენსი გაზარდა 28%-ით.

თირომინი/რაზაგილინის ურთიერთქმედება

ნაჩვენები იყო რომ რაზაგილინი შეიძლება უსაფრთხოდ გამოიყენო დიეტაში თირამინის შეზღუდვის გარეშე, ხუთ კვლევაში რომლებიც ჩატარდა თირამინის გამოყენებით (მოხალისეებში და პარკინსონით დაავადებულებში), ხდებოდა ბინაზე არტერიული წნევის მონიტორინგი ჭამის შემდეგ (464 პაციენტში რომელიც იღებდა დღ-ღამეში 0.6 ან 1მგ რაზაგილინს ან პლაცებოს, თირამინის შეზღუდვის გარეშე ექვსი თვის განმავლობაში, ლევოდოფის დამხმარე თერაპიის სახით) და კლინიკურ კვლევებში, თირამინის შეზღუდვის გარეშე, რამაც არ გამოავლინა თირამინის/რაზაგილინის ურთიერთქმედება.

  • 6 ორსულობა და ლაქტაცია

ზოგადი რეკომენდაციები

ორსულობის კატეგორია C.

შვილოსნობის უნარის მქონე ქალები/ჩასახვის კონტროლი (კონტრაცეფცია)

პაციენტებმა ექიმს უნდა აცნობონ თუ დაორსულდებიან ან ორსულობას გეგმავენ რაზალასით მკურანლობის განმავლობაში.

ორსულობის პერიოდი

არ არსებობს კლინიკური მონაცემები ორსულობის დროს რაზაგილინის გამოყენების შესახებ. ცხოველების კვლევები არ აჩვენებს პირდაპირ ან არაპირდაპირ დამაზიანებელ ეფექტებს ორსულობის, ემბირონული/ნაყოფის განვითარების, მშობიარობის ან მშობიარობის შემდგომი განვითარების მხრივ (იხ. ნაწილი 5.3). ადამიანისთვის პოტენციური რისკი უცნობია.

ორსულობის დროს პრეპარატით მკურნალობის სარგებელი უნდა შეფასდეს ნაყოფის შესაძლო რისკების წინააღმდეგ. რაზალექტი არ უნდა გამოიყენონ ორსულობის დროს აუცილებლობის გარდა.

ლაქტაციის პერიოდი

ექსპერიმენტული მონაცემების მიხედვით, რაზაგილინი აინჰიბირებს პროლაქტინის გამოთავისუფლებას და აქედან გამომდინარე შეიძლება აინჰიბირებდეს ლაქტაციას. უცნობია გამოიყოდა თუ არა რაზაგილინი ადამიანის რძეში.

ლაქტაციის დროს არ უნდა გამოიყენონ

რეპროდუქცია/ფერტილობა

რეპროდუქციაზე/ფერტილობაზე ეფექტი პრეკლინიკური რეპროდუქციის ტოქსიკურობის კვლევებში არ განისაზღვრა.

ეფექტი ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ძილიანობა ან ძილის უეცარი დარღვევები, რაზაგილინი შეიძლება დიდ გავლენას ახდენდა ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენებაზე.

პაციენტები უნდა გააფრთხილონ სახიფათო მექანიზმებთან მუშაობის შესახებ ძრავიანი ტრანსპორტის ჩათვლით, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ რაზაგილინი მათზე უარყოფითად არ მოქმედებს.

პაციენტები, რომლებიც მკურანლობენ რაზაგილინით და რომლებსაც აღენიშნებათ ძილიანობა და/ან უეცარი ჩაძინების ეპიზოდები, ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, რომ თავი შეიკავონ ავტომობილის მართვის ან მოქმედებებისგან, რაც შეიძლებ მათთვის ან სხვებისთვის იყოს სერიოზული დაზიანების ან გარდაცვალების რისკი (მაგ., მექანიზმებთან მუშაობა) სანამ არ ექნებათ რაზაგილინის და სხვა დოფამინერგული მედიკამენტების საკმარისი გამოცდილება, რათა მიხვდნენ როდის ზიანდება მათი მენტალური და/ან მოტორული ქმედუნარიანობა.

თუ მომატებული ძილიანობა და ყოველდრირუი საქმიანობისას ჩაძინების ახალი ეპიზოდები (მაგ., ტელევიზორის ყურებისას, მანქანით მგზავრობისას) აღინიშნება მკურნალობის განმავლობაში ნებისმიერ დროს, პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ავტომობილის მართვის ან პოტენციურად სახიფათო მოქმედებებისგან.

პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ავტომობილის მართვის, მექანიზმებთან მუშაობის ან სიმაღლეზე მუშაობისგან თუ ადრე აღენიშნებოდათ ძილიანობა და/ან ჩაეძინათ გაფრთხილების გარეშე რაზაგილინის გამოყენებამდე.

პაციენტები უნდა გააფრთხილონ სედაციური სამედიცინო პროდუქტების ალკოჰოლის ან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტების (მაგ., ბენზოდიაზეპინები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ანტიდეპრესანტები) რაზაგილინთან ერთად გამოყენებისას ან პლაზმაში რაზაგილინის დონის გამზრდელი პრეპარატების (მაგ., ციპროფლოქსაცინი) გამოყენებისას, შესაძლო ადიტიური ეფექტების შესახებ (იხ. პარაგრაფი 4.4)

გვერდითი ეფექტები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი რეაქციები იყო:

მონოთერაპიის დროს თავის ტკივილი, დეპრესია, თავბრუსხვევა და გრიპი (გრიპი და რინიტი); ლევოდოპათი მკურნალობასთან ერთად დისკინეზია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, დაცემა, მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება და პირის სიმშრალე; ორივე მკურნალობის რეჟიმი მოიცავდა ჩონჩხ-კუნთოვან ტკივილს, ზურგისა და კისრის ტკივილს და ართრალგიას. ეს გვერდითი რეაქციები არ იყო დაკავშირებული პრეპარატის მოხსნით გამოწვეულ მომატებულ მაჩვენებელთან.

არასასურველი ეფექტების ცხრილი

არასასურველი ეფექტები ჩამოთვლილია ქვემოთ 1, 2 და მე-3 ცხრილებში ორგანოთა სისტემის კლასის და სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100 - <1/10); ნაკლებად ხშირი (≥ 1/1000 - <1/100); იშვიათი (≥ 1/10000 -< 1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); უცნობია (შეფასება შეუძლებელია ხელმისაწვდომი მონაცემებით)

მონოთერაპია

ქვემო ცხრილი მოიცავს გვერდით რეაქციებს, რომლებიც აღწერილი იყო უფრო მაღალი სიხშირით პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში, პაციენტებში რომლებიც იღებდნენ დღე-ღამეში 1მგ რაზაგილინს.

ორგანოთა სისტემის კლასი

ძალიან ხშირი

ხშირი

ნაკლებად ხშირი

უცნობია

ინფექციები და ინვაზიები

გრიპი

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და არასპეციფიური ნეოპლაზიები (ცისტების და პოლიპების ჩათვლით)

კანის კარცინომა

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

ლეიკოპენია

იმუნური სისტემის დარღვევები

ალერგია

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

მადის დაქვეითება

ფსიქიატრული დარღვევები

დეპრესია ჰალუცინაციები*

იმპულსის კონტროლის დარღვევები*

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი

ცერებროვასკულური შეტევა

სეროტონინის სინდრომი*, დღის განმავლობაში ჭარბი ძილი (EDS) და უეცარი ჩაძინების (SOS) ეპიზოდები

თვალის დარღვევები

კონიუნქტივიტი

ყურის და შუა ყურის დარღვევები

ვერტიგო

გულის დარღვევები

გულის ანგინა

მიოკარდიუმის ინფარქტი

ვასკულური დარღვევები

ჰიპერტენზია*

რესპირატორული, პულმონარული და შუასაყრის დარღვევები

რინიტი

გასტროინტესტინური დარღვევები

შებერილობა

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

დერმატიტი

ვეზიკობულოზური გამონაყარი

ძვალკუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლის დარღვევები

ძვალკუნთოვანი ტკივილი, კისრის ტკივილი, ართრიტი

თირკმლის და შარდის დარღვევები

შარდის შეუკავებლობა

ზოგადი დაღვევები და მდგომაროება გამოყენების ადგილას

ცხელება, დაღლილობა

  • არასასურველი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხ. პარაგრაფი „შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა“

დამხმარე თერაპია

ქვემო ცხრილი მიუთითებს გვერდით რეაქციებზე, რომლებიც აღწერილია მაღალი სიხშირით პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში, პაციენტებში რომლებიც იღებდნენ დღე-ღამეში 1მგ რაზაგილინს

ორგანოთა სისტემის კლასი

ძალიან ხშირი

ხშირი

ნაკლებად ხშირი

უცნობია

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და არასპეციფიური ნეოპლაზიები (ცისტების და პოლიპების ჩათვლით)

კანის მელანომა*

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

მადის დაქვეითება

ფსიქიატრული დარღვევები

ჰალუცინაციები*, ანომალური სიზმრები

კონფუზია

იმპულსის კონტროლის დარღვევები*

ნერვული სისტემის დარღვევები

დისკინეზია

დისტონია, კარპალური ტუნელის სინდრომი, ბალანსის დარღვევები

ცერებროვასკულური დარღვევები

სეროტონინის სინდრომი*, დღის განმავლობაში ჭარბი ძილი (EDS) და უეცარი ჩაძინების (SOS) ეპიზოდები*

გულის დარღვევები

გულის ანგინა

ვასკულური დარღვევები

ორთოსტატური ჰიპოტენზია*

ჰიპერტენზია*

გასტროინტესტინური დარღვევები

მუცლის ტკივილი, ყაბზობა, გულისრევა და ღებინება, პირის სიმშრალე

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

გამონაყარი

ძვალკუნთოვანი დარღვევები, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლების დაავადებები

ართრალგია, კისრის ტკივილი

გამოკვლევები

წონაში კლება

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა გამოყენების ადგილას

დაცემა

  • არასასურველი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხ. პარაგრაფი „შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა“

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ორთოსტაზური ჰიპოტენზია

ბრმა პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში, მწვავე ორთოსტაზური ჰიპოტენზია აღინიშნა ერთ სუბიექტში (0.3%) რაზაგილინის ხაზში (დამატებითი კვლევები), არცერთში პლაცებოს ხაზში. შემდგომი კლინიკური კვლევბის მონაცებები აჩვენბს, რომ ორთოსტაზური ჰიპოტენზია ვითარდება რაზაგილინით მკურნალობის პირველი ორი თვის განმავლობაში და ახასიათებს დროთა განმავლობაში კლების ტენდენცია.

ჰიპერტენზია

რაზაგილინი სელექციურად აინჰიბირებს MAO-B და დაკავშირებული არ არის თირამნის სენსიტიორობის მომატებასთან ნაჩვენები დოზით (დღე-ღამეში 1მგ). ბრმა, პაცებო-კონტროლირებულ კვლევებში (მონოთერაპია და დამხმარე) მწვავე ჰიპერტენზია აღინიშნა სუბიექტებში, რაზაგილინის ხაზში. პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ რაზაგილინს, აღწერილია სისხლის მომატებული წნევის შემთხვევებში ჰიპეტენზიული კრიზის იშვიათი შემთხვევების ჩათვლით, რაც დაკავშირებულია თირამინით მდიდარი საკვების მიღებასთან. პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში აღინიშნა წნევის მომატების ერთი შემთხვევა, პაციენტში, რომელიც რაზაგილინის მიღებისას იღებდა ოფთალმოლოგიურ ვაზოკონსტრიქტორულ პრეპარატს -ტეტრაჰიდროზოლინის ჰიდროქლორიდს.

იმპულსის კონტროლის დარღვევები

ჰიპერსექსუალობის ერთი შემთხვევა აღწერილი იყო მონოთერაპიაში, პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში. შემდეგი მოვლენები აღწერილია პოსტ-მარეკტინგულად უცნობი სიხშირით: კომპულსიები, კომპულსიური შოფინგი, დერმატილომანია. დოფამინის დისრეგულაციის სინდრომი, იმპულსის კონტროლის დარღვევები, იმპულსური ქცევა, კლეპტომანია, ქურდობა, ობსესიური აზრები, ობსესიურ კომპულსიური დარღვევა, სტერეოტოპია, აზარტული თამაშები, აზარტულ თამაშებზე პათოლოგიური დამოკიდებულება, ლიბიდოს მომატება, ჰიპერსექსუალობა, ფსიქოსექსუალური დარღვევა, სექსუალუარდ მიუღებელი ქცევა. აღწერილი ICD შემთხვევების ნახევარი შეფასდა როგორც სერიოზული, აღწერილი შემთხვევებიდან ერთი გამქრალი არ იყო მისი აღწრის მომენტში.

დღის განმავლობაში ჭარბი ძილი (EDS) და უეცარი ჩაძინების (SOS) ეპიზოდები

დღის განმავლობაში ჭარბი ძილი (ჰიპერსომნია, ლეთარგია, სედაცია, ძილის დარღვევები, ძილიანობა, უეცარი ჩაძინება) შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ დოფამინის აგონისტებით და/ან სხვა დოფამინერგული მკურნალობით. დღის განმავლობაში მსგავსი ჭარბი ძილიანობა აღწერილია რაზაგილინის გამოყენებისას, პოსტ-მარკეტინგულად.

იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალოიბე რაზგილინით და სხვა დოფამინერგული სამედიცინო პროდუქტებით, აღჭერილია ჩაძინება ყოველდღიური საქმიანობისას. თუმცა ბევრ პაციენტში აღინიშნა ძილიანობა რაზაგილინით და სხვა დოფამინური სამედიცინო პროდუქტებით მკურალობისას. ზოგიერთი ამტკიცებდა, რომ არ ქონდა გამაფრთხილებბელი ნიშნები, როგორიცაა მომატებული ძილიანობა და ფიქრობდნენ, რომ მოვლენა უეცრად განითარდა. ზოგიერთ ეს მოვლენა აღწერილია მკურნალობის დაწყებიდან 1 წელზე დიდი ხნის შემდეგ.

ჰალუცინაციები

პარკინსონის დაავადება დაკავშირებულია ჰალუცინაციების და კონფუზიის სიმპტომებთან. პოსტ-მარკეტინგული გამოცდილებისას, ეს სიპტომები აღინიშნა პარკინსონის დაავადების მქონე პირებში, რომლებიც მკურანლობენ რაზაგილინით.

სეროტონინის სინდრომი

რაზაგილინის კლინიკური კვლევები არ იძლეოდა ფლუოქსეტინის ან ფლუვოქსამინის რაზაგილინთან ერთად გამოენების საშუალებას, მაგრამ შემდეგი ანტიდეპრესანტები და დოზები დაშვებული იყო რაზაგილინის კვლევებში: ამიტრიპტილინი ≤ 50 მგ/დღე-ღამეში, ტრაზოდონი ≤ 100 მგ/დღე-ღამეში, ციტალოპამი ≤ 20 მგ/დღე-ღამეში, სერტრალინი ≤ 100 მგ/დღე-ღამეში, და პაროქსეტინი ≤ 30 მგ/დღე-ღამეში (იხ. პარაგრაფი 4.5).

პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში, პაციენტებში, რომლებიც რაზაგილინთან ერთად იღებდნენ ანტიდეპრესანტებს, მეპერიდინს, ტრამადოლს, მეტადონს ან პროპოქსიფენს, აღწერილი იყო სეროტონინის სინდრომის პოტენციურად სახიფათო მოვლენები, როგორიცაა აჟიტირება, კონფუზია, რიგიდობა, პირექსია და მიოკლონია.

ავთვისებიანი მელანომა

პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, კანის მელანომის სიხშირე იყო 2/380 (0.5%) 1მგ რაზაგილინის ჯგუფში, რომელიც გამოიყენებოად ლევოდოფაზე დამხმარე საშალების სახით - 1/388 (0.3%) სიხშირე პლაცებოს ჯგუფში. ავთვისებიანი მელანომას დამატებითი შემთხვევები აღწერილი იყო პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში. ეს შემთხვევები ყველა შემთხვევაში სერიოზულად მიიჩნიეს.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებას დიდი მნიშვნელობა აქვს. შეტყობინება იძლევა წამლის სარგებელი-რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის პროფესიონალები ვალდებულნი არიან შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) (www.titck.gov.tr; ელ. ფოსტა: [email protected]; ტელეფონი: 0 800 314 00 08; ფაქსი: 0 312 218 35 99).

  • 9 ჭარბი დოზირება და მკურნალობა

ჭარბი დოზირება: სიმპტომები, რომლებიც აღნიშნა რაზალექტის სხვადასხვა დოზის გადაჭარბებისას 3მგ და 100მგ დოზებს შორის, მოიცავს ჰიპომანიას, ჰიპერტენსიულ კრიზს და სეროტონინის სინდრომს.

დოზის გადაჭარბება შეიძლება დაკავშირებული იყოს MAO-A და MAO-B მნიშვნელოვან ინგიცირებასთან. ერთჯერადი დოზის კვლევაში, ჯანმრთელი მოხალისეები იღებდნენ 20მგ-ს და 10-დღიან კვლევაში ჯანმრელი მოხალისეები იღებდნენ 10მგ-ს. გვერდითი ეფექტები მსუბუქი ან საშუალო ხასიათისაა და დამოკიდებული არ არის რაზაგილინით მკურანლობაზე. დოზის ტიტრაციის კვლევაში, რომელიც ჩატარდა ლევოდოფათი ქრონიკული მკურნალობის დროს, სადღეღამისო 10მგ რაზაგილინის მიღებით, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ აღწერილი იყო გვერდითი კარდიოვასკულური ეფექტები (ჰიპერტენზიის და პოსტურალური ჰიპოტენზიის ჩათვლით). ეს სიმპტომები შეიძლება იმის მსგავსი იყოს რაც აღინიშნა არასელექციური MAO ინჰიბიტორების გამოყენებისას.

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევებში საჭიროა პაციენტების მონიტორინგი, უნდა დაიწყოს შესაბამისი სიმპტომური და დამხმარე მკურნალობა.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პარკინსონის საწინააღმდეგო მედიკამენტები, მონოამინოოქსიდაზა - B ინჰიბიტორი, ათქ კოდი: N04BD02.

მოქმედების მექანიზმი

რაზაგილინი იყო ძლიერი და შეუქცევადი MAO-B სელეციური ინჰიბიტორი, როელსაც შეუძლია გამოიწვიოს ზოლიან სხეულში უჯრედგარე დოფამინის დონის გაზრდა. რაზაგილინის დადებითი ეფექტები აღინიშნა დოფამინერგულ მოტორულ დისფუნქციის მოდელებზე, ეს შეიძლება განპირობებული იყოს დოფამინის მაღალი დონით და შემდგომში დოფამინერგული ეფექტორიბის მომატებით.

1-ამიოდარონი არის მთავარი აქტიური მეტაბოლიტი და არ წარმოადგენს MAQ-B ინჰიბიტორს.

კლინიკური კვლევები

მონოთერაპია

I. კვლევაში 404 პაციენტი რანდომიზებულად იღებდა პლაცებოს (138 პააციენტი), დღე-ღამეში 1მგ რაზაგილინს (134 პაციენტი) ან დღ-რმეში 2მგ რაზაგილინს (132 პაციენტი) და მკურნალობა ხდებოდა 26 კვირის განმავლობაში.

ამ კვლევაში, ეფექტურობის ძირითადი შკალაა საბაზისო მაჩვენებლის ცვლილება პარკინსონის დაავადების გაერთიანებული შეფასების შკალაში

(UPDRS. და I-III) ტოტალური შკალა, საბაზისო მაჩვენებლის საშუალო ცვლილების განსხვავება 26-ე კვირას/ბოლოს (LOCF - ბოლო ჩატარებული კვლევა) სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო (UPDRS,ნაწილი I-III: პლაცბეოსთვის 1მგ რაზაგილინთან შედარებით -4.2, 95% Cl [-5.7, - 2.7], p<0.0001; პლაცებოსთვის 2მგ რაზაგილინთან შედარებით -3.6, 95% Cl [-5.0, -2.1], p<0.0001,

UPDRS Motor, ნაწილი II: პლაცბეოსთვის 1მგ რაზაგილინთან შედარებით -2.7, 95% Cl [-3.87, -1.55],

p<0.0001; პლაცებოსთვის 2მგ რაზაგილინთან შედარებით -1.68, 95% Cl [-2.85, -0.51], p=0.0050). ეფექტი იყო გარკვეული, თუმცა აქვს საბაზისო მნიშვნელობა, მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტების პოპულაციაში. აღინიშნა მნიშვნელოვანი და სასარგებლო ეფექტი ცხოვრების ხარისხზე (შეფასებულია by PD- QUALIF (პარკინსონის დაავადების სიცოცხლის ხარისხი) შკალით)

დამხმარე თერაპია

II კვლევაში პაციენტები იყვნენრ ანდომიზებული და იღებდნენ პლაეცბს (229 პაციენტი), დღე-ღამეში 1მგ რაზაგილინს (231 პაციენტი) ან (I.D)/დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორი დაპროგრამებული დოზით 200მგ COMT ინჰიბიტორით, ენტეკაპონით და მკურნალობა ხდებოდა 18 კვირის განმავლობაში. III კვლევაში პაციენტების რანდომიზაცია ხდებოდა და იღებდნენ პლაცების (159 პაციენტი), დღე-ღამეში 0.5მგ რაზაგილინს (164 პაციენტი) ან დღე-ღამეში 1მგ რაზაგილინს (132 პაციენტი) და მკურნალობა ხდებოდა 26 კვირის განმავლობაში.

პირველადი შკალა ორივე კვლევაში არის საშუალოდ დროის ცვლილება რაც იხარჯება "OFF"მდგომარეობაში, საბზისო დღიდან მკურანლობის პერიოდის განმავლობაში (განსაზღვრული „24-საათიანი“ დღიურებიდან, რაც შეივსო ყოველ შეფასებამდე 3 დღით ადრე).

კვლევაში II, პლაცებოსთან შედარებით, "OFF" მდგომარეობაში გატარებული დროის საშუალო ცვლილება იყო -0.78 საათი 95% სანნდოობის ინტერვალით [-1.18, -0.39], (p<0.0001). OFF დროის საშუალო ჯამური დღიური შემცირება ენტაკაპონის ჯგუფში იყო 0.8 საათი, მსგავსი იმისა, რაც დაფიქსირდა 1 მგ რაზაგილინის ჯგუფში. III კვლევაში, პლაცებოსთან შედარებით, საშუალო ცვლილება იყო -0.94 საათი, 95% სანდოობის ინტერვალით [-1.2, -0.41], (p<0.0001). 0.5 მგ რაზაგილინის ჯგუფმა ასევე აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება პლაცებოსთან შედარებით, მაგრამ გაუმჯობესების სიდიდე უფრო მცირე იყო. პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილის შედეგების სიმტკიცე დადასტურდა დამატებითი სტატისტიკური მოდელების სერიაში და ნაჩვენებია სამივე კოჰორტაში (პროტოკოლი და დამატება ITT-ზე).

ეფექტურობის მეორადი ზომები მოიცავდა გაუმჯობესების გლობალურ შეფასებას მკვლევარის მიერ, ყოველდღიური საქმიანობის აქტივობებს (ADL), ქვეშკალის ქულებს როდესაც ფასდებოდა OFF და UPDRS და ON. რაზაგილინმა აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სარგებელი პლაცებოსთნ შედარებით.

კვლევა IV რომელიც აფასებდა1მგ რაზაგილინს დოფამინის აგონისტების დამხმარე თერაპიით სახით გამოყენებისას ლევოდოფათი თერაპიის გარეშე, იყო ორმაგად-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებული, პარალელურ-ჯგუფებიანი, 18-ვირაინი კვლევა. პაციენტები იღებდნენ დოფამინის აგონისტის სტაბილურ დოზას (როპინიროლი 8მგ/დღე-ღამეში საშუალოდ ან პრამიპექსოლი 1.5მგ/დღე-ღამეში საშუალოდ) ≥ 30 დღის განმავლობაში მაგრამ დოზა საკმარისი არ იყო პარკინსონის დაავადების სიმპტომების კონტროლისთვის.

ამ კვლევაშ 321 პაციენტი რანდომულად იღებდა პლაცებოს 162 პაციენტი) ან რაზაგილინს 1მგ/დღე-ღამეში (159 პაციენტი) და უტარდებოდა პოსტ-საბაზისო შეფასება. პარკინსონის დაავადების საშუალო ხანგრძლივობა იყო 2 წელი) ( 0.1 - 14.5 წელი).

ეფექტურობის პირველადი საზომი იყო საბაზისო მაჩვენებლის ცვლილება 18-ე კვირისთვის ტოტალურ შკალაში-პარკინსონის დაავადების გაერთიანებული შეფასების შკალაში

(UPDRS) [mentation (ნაწილი I) + ყოველდღიური საქმიანობა (ADL) (Part II) + მოტორული ფუნქცია (ნაწილი III)].

IV კვლევაში რაზაგილინის 1მგ უფრო ეფექტური იყო ვიდრე პლაცებო ეფექტურობის პირველადი საზომის მიხედვით.

საერთო UPDRS შკალის ცვლილება IV კვლევაში:

საბაზისო შკალა

საბაზისოდან საბოლოო შკალამდე ცვლილება *

p-მნიშვნელობა vs. პლაცებო

პლაცებო

  • 8
  • 1.2
  • --

1 მგ რაზაგილინი

  • 1
  • 3.6

0,012

  • საბაზისო მაჩვენებლის ნეგატიური ცვლილებები UPDRS ზრდაზე.

UPDRS ინდივიდუალური ქვეშკალის მეორადი ენდპოინტის შეფასება აჩვენებს რომ რაზაგილინის საერთო ეფექტი UPDRS შკალაზე ძირითადად დაკავშირებულია UPDRS III ნეაწილის მოტორულ ქვეშკალასთან.

ეფექტურობის მეორადი საზომი IV კვლევაში

საბაზისო შკალა

საბაზისოდან საბოლოო შკალამდე ცვლილება *

UPDRS ნაწილი II ADL (ყოველდღიური საქმიანობა) ქვეშკალის ქულა

პლაცებო

  • 9
  • 4

1 მგ რაზაგილინი

  • 6
  • 0.3

UPDRS ნაწილი III მოტორული ქვეშკალის ქულა

პლაცებო

  • 4
  • 1.2

1 მგ რაზაგილინი

  • 2
  • 3.7

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

ზოგადი მახასიათებლები:

ფარმაკოკინეტიკური პროფილი ქალებში დას მამაკაცებში მსგავსია.

აბსორბცია

რაზაგილინი სწრაფად შეიწოვება და პლაზმაში კონცენტრაციის პიკს აღწევს (Cmax) დაახლოებით 0.5 საათში. რაზაგილინის ერთჯერადი დოზის ბიომისაწვდომლობა დაახლოებით 36%-ია. Absolute bioavailability of a single rasagiline dose is approximately 36%. მიუხედავად იმისა რომ საკვები გავლენას არ ახდენს რაზაგილინის Tmax -ზე, თუ მისი გამოყენება ხდება ზეთიან საკვებთნ ერთად, Cmax და მრუდი (AUC) მნიშვნელობა ქვეითდება 60% და 20%-ით. რადგან AUC მაჩვენებელი მნიშნელოვნად არ იცვლება, რაზაგილინსი მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

განაწილება

რაზაგილინის ერთჯერადი ი/ვ დოზის შემდეგ განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს 243 ლიტრს: 14C დანიშნული რაზაგილინის ერჯერადი ორალური დოზის შემდეგ პლაზმის ცილებთან კავშირი დაახლოებით 60-70%-ს შეადგენს.

ბიოტრანსფორმაცია

რაზაგილინი გადის თითქმის სრულ ბიოტრანსოორმაციას ღვიძლში, გამოყოფამდე. რაზაგილინსი მეტაბოლიზმი ხდება ორი გზით: N-დეალკილაცია და/ან ჰიდროქსიდეაკილაცია 1-ამინოინდანის, 3-ჰიდროქსი-N-პროპარგილ_ლამინოინდანის და 3-ჰიდროქსი-1-ამინოინდანის წარმოსაქმნელად. in vitro ექსპერიმენტების მიხედვით, მოქმედების ორივე გზა რაც მიეკუთვნება რაზაგილინის მეტაბოლიზმს, დამოკიდებულია ციტოქრომ P450 სისტემაზე და CYP1A2 არის რაზაგილინის მეტაბოლიზმის მთავარი იზოენზიმი.

რაზაგილინის და მისი მეტაბოლიტების კონიუგაცია იყო ელიმინაციის მთავარი გზა გლუკურონატების წარმოქმნით. Ex vivo და in vitro ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ რაზაგილინი არ არის CYP450 ფერმენტების ძირითადი ინჰიბიტორი ან ინდუქტორი (იხ. ნაწილი 4.5).

გამოყოფა:

რაზაგილინის ორალური მირების შემდეგ რომელიც დანიშNული იყო 14C-თი, ელიმინაცია მოხდა ძირითადად შარდით (62.6%) და ფეკალური მასებით (21.8%) , დოზის 84.4% გამოიყოფოდა 38 დღიან პერიოდში.

რაზაგილინის 1%-ზე ნაკლები შარდში გამოიყოფა უცვლელად.

ხაზოვნება/არა-ხაზოვნების მდგომარეობა:

რაზაგილინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია 0.5-2მგ დოზირების ინტერვალით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 0.6-2 საათს.

მახასიაღთებლები პაციენტებში:

ღვიძლის უკმარისობით დაავადებული პაციენტები AUC და Cmax მნიშვნელობა ღვიძლის მსუბუქი უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში იზრდება 80% და 38%-ით, ღვიძლის საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში AUC და Cmax მნიშვნელობა იზრდება 568% და83%, -ით (იხ. ნაწილი 4.4)

თირკმლის უკმარისობით დაავადებული პაციენტები: რაზაგილინის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები ჯანმრთელი ადამაინების მსგავსია თირკმლის მსუბუქი (KIR 50-80 მლ/წთ) და საშუალო (KIR 30-49 მლ/წთ)ნუკმარისობით დაავადებულ პაციენტებში.

გერიატრული პაციენტები:

ასაკს მცირე გავლენა აქვს რაზაგილინის ფარმაკოკინეტიკაზე (იხ. პარაგრაფი 4.2)

  • 3 წინაკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

უსაფრთხოების ფარმაკოლოგიაზე დაფუძნებული კვლევების პრეკლინიკურმა მონაცემემა (განმეორებითი დოზის ტოქსიკურობა, გენოტოქსიკურობა კარცინოგენობა, რეპროდუქცია და განვითარება) არ გამოავლინა ადამიანებისთვის განსაკუთრებული საფრთხე.

რაზაგილინმა არ გამოავლინა გენოტოქსიკური პოტენციალი სხვადასხვა in vitro და in vivo სისტემებში ბაქტრიების ან ჰეპატოციტების გამოყენებით.

რაზაგილინმა გამოიწვია ქრომოსომილი ანომალიების ზრდა აქტიურ მეტაბოლიტებში, ექტრემალური ციტოტოქსიური კონცენტრაციით, რაც ვერ მიიღწევა კლინიკური გამოყენების პირობებში.

ვირთაგვებში, რომლებიც იღებდნენ სისტემურ რაზაგილინს (84-339-ჯერ აღემატება პლაზმაში დონეს ადამიანებში დღე-ღამეში 1მგ დოზის დროს), რაზაგილინი არ იყო კარცინოგენური.

კომბინირბეული ბრონქული/ალვეოლური ადენომა და/ან კარცინომის სიხშირე გაიზარდა თაგვებში სისტემური გამოყენებისას (144-213-ჯერ აღემატება პლაზმაში დონეს ადამიანებში სადღეღამისოდ 1მგ დოზის გამოყენებისას).

ფარმაცევტული მახასიათებლები

შემავსებლების ჩამონათვალი

ლაქტოზის მონოჰიდრატი (საქონლის რძე)

სიმინდის პრეჟელატინიზებული სახამებელი

ტალკი

სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი

სტეარინმჟავა

შეუთავსებლობა

უცნობია

  • შენახვის ვადა

24 თვე

განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25°C-ზე.

  • 5 კონტეინერის აღწერა და შემადგენლობა.

ალ/ალ ბლისტერი 30 ტაბლეტის შემცველ კოლოფებში.

ადამიანის სამედიცინო ნარჩენი პროდუქტების განადგურება და სხვა განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები

გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგულაციების“ და „შეფუთვის და შესაფუთი მასალების კონტროლის რეგულაციების“ მიხედვით.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş. Reşitpaşa Mah. Eski Büyükdere Cad. No.4 34467

Maslak / Sarıyer/ Istanbul / TURKIYE

ტელეფონი: 0212 366 84 00

ფაქსი: 0212 276 20 20

სარეგისტრაციო ნომერი

პირველი რეგისტრაციის/ხელახალი რეგისტრაციის თარიღი

პირველი რეგისტრაციის თარიღი:

ხელახალი რეგისტრაციის თარიღი:

პროდუქტის შემაჯამებელი დახასიათებიოს რევიზიის თარიღი

  • 2023

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა