პრიმოვისტი წარმოადგენს კონტრასტულ პრეპარატს ღვიძლის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისთვის (მრტ). იგი გამოიყენება ღვიძლში შესაძლო ცვლილებების გამოვლენისა და დიაგნოსტიკისთვის. ღვიძლში პათოლოგიური ცვლილებების უკეთესად შეფასება შესაძლებელია რაოდენობის, ზომისა და განაწილების თვალსაზრისით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- gadoxetic acid
- ფორმა და შეფუთვა
- 0,25 მმოლი (181,430მგ)/მლ 10მლ ი.ვ. შესაყვანი საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებული მინის მზა შპრიცი №1
- მწარმოებელი
- Bayer AG, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კონტრასტული საშუალებები, პარამაგნიტური კონტრასტული საშუალებები
- ATC კოდი
- V08CA10
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038718
- რეგისტრირებულია
- 27 ივლისი 2023, მოქმედებს 26 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Bayer AG (გერმანია)
- განმცხადებელი
- სს ბაიერის წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პრიმოვისტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრიმოვისტი წარმოადგენს კონტრასტულ პრეპარატს ღვიძლის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისთვის (მრტ). იგი გამოიყენება ღვიძლში შესაძლო ცვლილებების გამოვლენისა და დიაგნოსტიკისთვის. ღვიძლში პათოლოგიური ცვლილებების უკეთესად შეფასება შესაძლებელია რაოდენობის, ზომისა და განაწილების თვალსაზრისით. პრეპარატ პრიმოვისტს ასევე შეუძლია დაეხმაროს ექიმს რაიმე სახის პათოლოგიის ბუნების განსაზღვრაში, რითაც გაიზრდება დიაგნოზის დასმის სისწორე.
აღნიშნული პრეპარატი გამოიშვება ინტრავენური საინექციო ხსნარის სახით. აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ დიაგნოსტიკური მიზნით გამოყენებისთვის.
მრტ წარმოადგენს სამედიცინო მიზნებისთვის დიაგნოსტიკური ვიზუალიზაციის ფორმას, რომელიც ქმნის გამოსახულებას ნორმალურ და პათოლოგიის მქონე ქსოვილებში წყლის მოლეკულების გამოვლენის შემდეგ. ეს კეთდება მაგნიტების და რადიოტალღების რთული სისტემის მეშვეობით.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატ პრიმოვისტის შეყვანა ხდება განუზავებელი სახით ინტრავენური ბოლუსური ინექციის გზით სიჩქარით დაახლოებით 2 მლ/წმ. ინექციის შემდეგ, ინტრავენური კანულა/კათეტერი უნდა გაირეცხოს ფიზიოლოგიური მარილის ხსნარით (9 მგ/მლ).
- ინექციის შემდეგ საჭიროა პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში.
- არ შეიძლება პრეპარატ პრიმოვისტის სხვა სამკურნალო პრეპარატებთან შერევა.
- მკაცრად უნდა იქნას აცილებული კუნთშიდა ინექციის სახით პრეპარატის შეყვანა.
პრეპარატთან მუშაობა
პრეპარატი პრიმოვისტი მზად არის გამოსაყენებლად.
წინასწარ შევსებული შპრიცი ამოღებულ უნდა იქნეს შეფუთვიდან და მომზადდეს საინექციოდ უშუალოდ გამოკვლევის დაწყებამდე.
შევსებული შპრიციდან თავსახური უნდა მოიხსნას უშუალოდ პრეპარატის მიღებამდე.
გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარატის და ნარჩენების უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვების შესაბამისად.
შპრიცზე არსებული ასახევი ეტიკეტი უნდა მიწებდეს პაციენტის ბარათზე გადოლინიუმის შემცველი კონტრასტული ნივთიერების ზუსტი რეგისტრაციისთვის.
ასევე დოკუმენტირებული უნდა იყოს შეყვანილი დოზა. თუ გამოიყენება პაციენტების ელექტრონული ბარათები, ავადმყოფობის ისტორიაში უნდა ჩაიწეროს პრეპარატის დასახელება, სერიის ნომერი და დოზა.
გამოსაყენებლად მომზადება (მინის შპრიცები)
25647654000500431804254500
- გახსენით შეფუთვა გახსენით შეფუთვა
- ჩასვით დგუში შპრიცში
- 6604063500
755657366000
- შემოატრიალეთ დამცავი თავსახური
- მოაცილეთ დამცავი თავსახური
431804254500
- 68580000
- მოაცილეთ რეზინის საცობი
- გამოდევნეთ ჰაერი შპრიციდან
გამოსაყენებლად მომზადება (პლასტიკის შპრიცები)
ხელით შეყვანა
შეყვანა ინჟექტორის მეშვეობით
- 685801079500
- 69215254000
- გახსენით შეფუთვა
- გახსენით შეფუთვა
- 68580571500
- 69215698500
- ამოიღეთ შპრიცი და დგუშის ჭოკი
- ამოიღეთ შპრიცი
- 685801270000
- 692151333500
- ჩასვით დგუშის ჭოკი შპრიცში საათის ისრის მიმართულებით
- შემოატრიალეთ თავსახური გახსნისათვის
- 68580000
- 69215190500
- 24130403225004. შემოატრიალეთ თავსახური გახსნისათვის
- გამოდევნეთ ჰაერი შპრიციდან
- შეაერთეთ შპრიცის წვერი მილთა სისტემასთან საათის ისრის მიმართულებით მობრუნებით. იმოქმედეთ მოწყობილობის ინსტრუქციის მიხედვით.
უკუჩვენებები
- თუ გაქვთ ალერგია გადოქსეტის მჟავის დინატრიუმის მარილზე ან აღნიშნული პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ნებისმიერ დამხმარე კომპონენტზე (ჩამოთვლილია ჩანართი ფურცლის მე-6 კარში).
სიფრთხილის ზომები
პრეპარატ პრიმოვისტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან:
- თუ გაქვთ ან გქონდათ ასთმა ან ალერგია, მაგალითად თივის ცხელება, ჭინჭრის ციება
- თუ ადრე გქონდათ რეაქცია კონტრასტული ნივთიერებების მიმართ
- გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღევა
ასეთი დაავადებების მქონე პაციენტებში გადოლინიუმის შემცველი ზოგიერთი კონტრასტული პრეპარატის გამოყენებას აკავშირებდნენ ისეთი მდგომარეობის განვითარებასთან, რომელსაც ეწოდება ნეფროგენული სისტემური ფიბროზი (ნსფ). ნსფ – ეს არის დაავადება, რომლის დროსაც შეიმჩნევა კანისა და შემაერთებელი ქსოვილების გასქელება. ნსფ-ს შეუძლია ინვალიდობის გამომწვევი სახსრების უმოძრაობის, კუნთების სისუსტის ან შინაგანი ორგანოების ფუნქციის დარღვევის გამოწვევა, რაც შეიძლება პოტენციურად საშიში იყოს სიცოცხლისათვის.
- გაქვთ გულისა და სისხლძარღვების სერიოზული დაავადება
- კალიუმის დაბალი დონე
- ან თქვენს ოჯახში ვინმეს აქვს გულის გამტარობის დარღვევა (QT ინტერვალის გახანგრძლივების სინდრომი)
- აღინიშნებოდა გულის რითმის ცვლილება სამკურნალო პრეპარატების მიღების შემდეგ
- ჩადგმული აქვთ კარდიოსტიმულატორი ან გააჩნიათ რკინის შემცველი იმპლანტი ან კლიფსი
პრეპარატ პრიმოვისტის შეყვანიდან რამდენიმე საათში ან დღეში შესაძლოა გაჩნდეს შენელებული ტიპის ალერგიის მსგავსო რეაქციები. იხილეთ კარი 4.
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს:
თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თუ ადრე ჩაგიტარდათ ან მოსალოდნელია ღვიძლის ტრანსპლანტაცია
თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი თირკმელების ფუნქციის შესამოწმებლად, სანამ გადაწყვეტთ გამოიყენოთ თუ არა პრიმოვისტი, განსაკუთრებით თუ ხართ 65 წელს გადაცილებული.
ორგანიზმში დაგროვება
პრეპარატ პრიმოვისტის მოქმედება განპირობებულია მასში ლითონის შემცველობით სახელწოდებით გადოლინიუმი. კვლევებმა აჩვენა, რომ გადოლინიუმი შეიძლება მცირე ოდენობით დაგროვდეს ორგანიზმში, მათ შორის ტვინში. ტვინში გადოლინიუმის ნარჩენების არსებობის გამო რაიმე არასასურველი რეაქციები არ დაფიქსირებულა.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატ პრიმოვისტის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის პაციენტებში დადგენილი არ არის, რადგან მისი გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ჩანართი ფურცლის ბოლოს.
პრეპარატ პრიმოვისტის ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ამჟამად იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა დაიწყოთ რაიმე სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება. ასეთ პრეპარატებს, კერძოდ, მიკუთვნება:
- ბეტა-ადრენობლოკატორები, პრეპარატები მაღალი არტერიული წნევის ან გულის სხვა დაავადებების მკურნალობისთვის
- პრეპარატები, რომლებიც ცვლის გულისცემის რიტმს ან სიხშირეს, როგორიცაა ამიოდარონი, სოტალოლი
- რიფამპიცინი: პრეპარატი ტუბერკულოზის ან ზოგიერთი სხვა ინფექციების დაავადებების მკურნალობისთვის
ორსულობა და ძუძუთი კვება
დაუშვებელია პრეპარატ პრიმოვისტის გამოყენება ორსულობის დროს, თუ ქალის კლინიკური მდგომარეობა არ მოითხოვს გადოქსეტის მჟავის დინატრიუმის მარილის გამოყენებას.
პრეპარატის პრიმოვისტის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში ძუძუთი კვების გაგრძელება ან შეწყვეტა უნდა განხორციელდეს ექიმისა და მეძუძური დედის შეხედულებისამებრ.
ბავშვები
დაკვირვებითი კვლევა ჩატარდა 2 თვიდან 18 წლამდე ასაკის 52 ბავშვის მონაწილეობით. პაციენტებს აგზავნიდნენ ღვიძლის მრტ-ზე პრეპარატ პრიმოვისტის გამოყენებით ღვიძლის საეჭვო ან დადგენილი კეროვანი დაზიანების შესაფასებლად. დამატებითი დიაგნოსტიკური ინფორმაცია მიღებულ იქნა ღვიძლის არაკონტრასტული და კონტრასტული მრტ-სურათების კომბინაციის შედარებისას მრტ-სთან კონტრასტის გარეშე. დარეგისტრირდა სერიოზული არასასურველი მოვლენები, მაგრამ არცერთი მათგანი არ იყო შეფასებული მკვლევარის მიერ როგორც პრეპარატ პრიმოვისტის მიღებასთან დაკავშირებული. ამ კვლევის რეტროსპექტული ხასიათისა და ამოკრების მცირე ზომის გამო, შესაძლებელი არ არის საბოლოო დასკვნების გამოტანა ამ კატეგორიის პაციენტებში ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ.
პრეპარატის შეყვანამდე
პრეპარატი პრიმოვისტი წარმოადგენს ნაწილაკებისგან თავისუფალ გამჭვირვალ ხსნარს, უფერულიდან ღია ყვითელ ფერამდე.
გამოყენებამდე საჭიროა პრეპარატის ვიზუალური დათვალიერება. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება თუ აშკარად შეცვლილია მისი ფერი, გაჩნდა მექანიკური ჩანართები და არსებობს შეფუთვის დეფექტები.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი პრიმოვისტი გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
პრეპარატი პრიმოვისტი შეიცავს ნატრიუმს
აღნიშნული პრეპარატის თითო დოზა შეიცავს 82 მგ ნატრიუმს (სუფრის/საკვები მარილის ძირითადი კომპონენტი), იმ რაოდენობიდან გამომდინარე, რასაც იღებს ადამიანი რომლის სხეულის წონა შეადგენს 70 კგ. ეს ზრდასრული ადამიანის ნატრიუმის მაქსიმალური დღიური მოხმარების 4,1 %-ის ექვივალენტურია.
პრეპარატ პრიმოვისტის გამოყენება
პრეპარატი პრიმოვისტი შეჰყავთ პატარა ნემსით ვენაში. პრეპარატ პრიმოვისტის შეყვანა ხდება უშუალოდ მრტ-ს პროცედურის დაწყებამდე.
ინექციის შემდეგ თქვენს მდგომარეობას დააკვირდებიან არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ამ სამკურნალო პრეპარატსაც შეუძლია არასასურველი რეაქციების გამოწვევა. თუმცა, ისინი ყველას კი არ უვლინდება.
უმეტესი არასასურველი რეაქციის სიმძიმის ხარისხი, როგორც წესი, სუსტი ან ზომიერია.
ნებისმიერი არასასურველი რეაქციის წარმოქმნისას მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
როგორც სხვა კონტრასტული პრეპარატების შემთხვევაში, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება წარმოიქმნას ალერგიული რეაქციები. შესაძლოა წარმოიქმნას დაგვიანებული რეაქციები პრეპარატ პრიმოვისტის შეყვანიდან რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ.
ყველაზე სერიოზულ არასასურველ რეაქციას პაციენტებში, რომლებიც პრეპარატ პრიმოვისტს იღებენ, წარმოადგენს ანაფილაქსიური შოკი (მძიმე ალერგიული რეაქცია).
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გაგიჩნდებათ რომელიმე შემდეგი ნიშანი ან სუნთქვა გაგიძნელდებათ:
- დაბალი არტერიული წნევა
- ენის, ხორხის ან სახის შეშუპება
- სურდო, ცემინება, ხველა
- თვალების სიწითლე და ქავილი, ცრემლდენა
- ტკივილი მუცლის არეში
- ჭინჭრის ციება
- კანის მგრძნობელობის დაქვეითება, ქავილი, კანის გაფერმკთალება.
შეიძლება წარმოიქმნას შემდეგი არასასურველი რეაქციები:
ხშირად: შეიძლება წარმოექმნას 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტს
- თავის ტკივილი
- გულისრევა
არახშირად: შეიძლება წარმოექმნას 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტს
- თავბრუსხვევა
- დაბუჟება და ჩხვლეტა
- გემოს შეგრძნების და სუნის აღქმის უნარის დაქვეითება
- ცხელების შეგრძნება
- მაღალი არტერიული წნევა
- სუნთქვის გაძნელება
- ღებინება
- პირის სიმშრალე
- კანის გამონაყარი
- ძლიერი ქავილი, რომელიც ვრცელდება მთელ სხეულზე ან თვალებზე
- ზურგის ტკივილი, გულმკერდის ტკივილი
- რეაქციები ინექციის ადგილზე, როგორიცაა
- წვის შეგრძნება, სიცივის შეგრძნება ინექციის ადგილას, გაღიზიანება, ტკივილი
- ცხელების შეგრძნება
- ციებ-ცხელება
- დაღლილობა
- ცუდი გუნება-განწყობილება
იშვიათად: შეიძლება წარმოექმნას 1000 -დან არაუმეტეს 1 პაციენტს
- უმოძრაოდ ჯდომის ან დგომის უუნარობა
- უკონტროლო კანკალი
- გულის შეკუმშვის სიხშირის მომატების შეგრძნება
- არარეგულარული გულისცემა (გულის ბლოკირების ნიშნები)
- დისკომფორტი პირის ღრუში, მომატებული ნერწყვის გამომუშავება
- წითელი გამონაყარი კანზე ბუშტუკებით ან ლაქებით
- მომატებული ოფლიანობა
- დისკომფორტის შეგრძნება, ზოგადად ცუდი გუნება-განწყობილება
სიხშირე უცნობია: (არსებული მონაცემებიდან გამომდინარე წარმოქმნის სიხშირის დადგენა შეუძლებელია)
- გახშირებული გულისცემა
- მშფოთვარე მდგომარეობა
პრეპარატ პრიმოვისტის შეყვანიდან ცოტა ხანში შეიძლება შეინიშნოს ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები. აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ახლახან მიღებული გქონდათ პრეპარატი პრიმოვისტი სისხლის ან შარდის ანალიზის ჩაბარებისას.
არსებობს შეტყობინებები ნეფროგენული სისტემური ფიბროზის განვითარების შესახებ (რაც იწვევს კანის გამკვრივებას და ასევე რბილი ქსოვილების და შინაგანი ორგანოების დაზიანება შეუძლია) გადოლინიუმის შემცველი სხვა კონტრასტული ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებით.
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება
თუ გაგიჩნდებათ რაიმე არასასურველი რეაქცია, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზე, რომლებიც ჩამოთვლილი არ აროს ჩანართ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ არასასურველი რეაქციების შესახებ პირადად (საკონტაქტო ინფორმაცია მოყვანილია ჩანართი ფურცლის მე-6 კარში). არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ ეხმარებით სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მეტი მონაცემების მიღებაში.
პრეპარატ პრიმოვისტის შენახვა
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ისე, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს.
შეინახეთ აღნიშნული პრეპარატი არაუმეტეს 30 °C ტემპერატურაზე.
არ მიიღოთ ეს პრეპარატი შპრიცზე და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღს წარმოადგენს შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო დღე,
აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
გამოყენებამდე საჭიროა პრეპარატის ვიზუალური დათვალიერება. დაუშვებელია აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის გამოყენება, ფერის აშკარა შეცვლის, მექანიკური ჩანართების გაჩენის და შეფუთვის დეფექტების არსებობის შემთხვევაში.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ აფთიაქის მუშაკთან, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ პრეპარატის უტილიზაცია (განადგურება), რომელიც უკვე არ გჭირდებათ. ამ ზომებს გარემოს დაცვა შეუძლია.
შეუთვის შიგთავსი და სხვა მონაცემები
პრეპარატი პრიმოვისტი შეიცავს
- პრეპარატის მოქმედი ნივთიერებაა გადოქსეტის მჟავის დინატრიუმის მარილი. ინექციების ხსნარის 1 მლ შეიცავს 181,430 (0,25 მმოლ) გადოქსეტის მჟავის დინატრიუმის მარილს.
- დამხმარე ნივთიერებებია: კალოქსეტის მჟავის ტრინატრიუმის მარილი, ტრომეტამოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და მარილმჟავა 3.6% (ორივე ნივთიერება pH-ის რეგულირებისთვის), საინექციო წყალი
როგორ გამოყურება პრეპარატი პრიმოვისტი და როგორია შეფუთვის შიგთავსი
პრეპარატი პრიმოვისტი წარმოადგენს ნაწილაკებისგან თავისუფალ გამჭვირვალ სითხეს, უფერულიდან ღია ყვითელ ფერამდე.
წინასწარ შევსებულ 1 შპრიცს მოცულობით 10 მლ, რომელიც შეიცავს 10.0 მლ საინექციო ხსნარს, ათავსებენ სპეციალურ პლასტმასის კონტეინერში.
1 მინის შპრიცს ან ციკლოოლეფინის პოლიმერისგან დამზადებულ 1 შპრიცს პლასტმასის კონტეინერებში ჩანართ ფურცელთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში.
ჭარბი დოზა
თუ ეს მოხდება, თქვენი მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ მკურნალობას ნებისმიერი წარმოქმნილი სიმპტომისთვის.
შემადგენლობა
ხსნარის 1 მლ შეიცავს 181,430 მგ (0,25 მმოლ) გადოქსეტის მჟავის დინატრიუმის მარილს (დინატრიუმი GdEOBDTPA).
დამხმარე ნივთიერებები ცნობილი მოქმედებით: ნატრიუმი 11,7 მგ/მლ.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი მოყვანილია 6.1 კარში.
წამლის ფორმა
ხსნარი ინტრავენური შეყვანისთვის.
ნაწილაკებისგან თავისუფალი გამჭვირვალე, უფერულიდან ღია ყვითელ ფერამდე სითხე.
შენახვის პირობები
5 წელი (მინის შპრიცები).
3 წელი (პლასტიკური შპრიცები).
პრეპარატი უნდა გამოიყენოს დაუყოვნებლივ შეფუთვის გახსნის შემდეგ.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას:
უნდა შეინახოს არაუმეტეს 30 оС ტემპერატურაზე.
პირველადი შეფუთვის ტიპი და შინაარსი:
10 მლ მოთავსებულია 10 მლ ტევადობის თითო მინის შპრიცში, რომელიც შედგენა I ტიპის უფერული მინისგან დამზადებული ცილინდრისგან (ევრ. ფარმ.), დგუშის მამჭიდროებლისა და ქლორბუტილკაუჩუკის საცობისგან, პოლისულფონის ლიუერის ადაპტერისგან და პოლიპროპილენოს დამცავი თავსახურისგან; ან 10 მლ ტევადიბის პლასტიკურ შპრიცში, რომელიც შედგენა ციკლოოლეფინის პოლიმერისგან დამზადებული ცილინდრისგან, სილიკონიზებული ბრომბუტილკაუჩუკის დგუშის მამჭიდროებლისა და თერმოპლასტიური ელასტომერის თავსახურისგან.
თოთოეულ შპრიცს ათავსებენ სპეციალურ პლასტიკურ კონტეინერში.
1 მინის შპრიცს ან ციკლოოლეფინის პოლიმერისგან დამზადებულ 1 შპრიცს პლასტმასის კონტეინერებში ჩანართ ფურცელთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პარამაგნიტური კონტრასტული ნივთიერებები.
ათქ კოდი: V08CA10
მოქმედების მექანიზმი
პრეპარატი პრიმოვისტი არის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისთვის განკუთვნილი პარამაგნიტური კონტრასტული ნივთიერება.
კონტრასტის ეფექტი განპირობებულია გადოქსეტის მჟავით – გადოლინიუმისა (III) და ლიგანდასგან – ეთოქსიბენზილდიეთილენტრიამინ-პენტაძმარმჟავისგან (EOB-DTPA) შემდგარი იონური კომპლექსით.
პროტონული მაგნიტურ-რეზონანსული ვიზუალიზაციის ჩატარებისას Т1-შეწონილი იმპულსების თანამიმდევრობების მეშვეობით სკანირებისას გადოლინიუმის იონებით ინდუცირებული აგზნებული ატომარული ბირთვების სპინ-ცხაურიანი რელაქსაციის დროის შემცირება იწვევს სიგნალის ინტენსივობის ზრდას და, შესაბამისად, გარკვეული ქსოვილების გამოსახულების კონტრასტის მატებას.
ფარმაკოდინამიკა
გადოქსეტის მჟავის დინატრიუმის მარილი იწვევს რელაქსაციის დროის გამოხატულ შემცირებას დაბალი კონცენტრაციების დროსაც კი. pH 7-ის, მაგნიტური ველის დაძაბულობის 0,47 Tლ და ტემპერატურის 40 °C დროს რელაქსურობა (r1), რომელიც განისაზღვრება პლაზმის პროტონების სპინ-ცხაურიანი რელაქსაციის (T1) დროზე გავლენით, შეადგგენს დაახლოებით 8,18. ლ/(მმოლ·წმ) და რელაქსურობა (r2), რომელიც განისაზღვრება სპინ-სპინის რელაქსაციის დროზე (T2) გავლენის მიხედვით, შეადგენს დაახლოებით 8,56 ლ/(მმოლ·წმ). მაგნიტური ველის დაძაბულობისას 1,5 Tლ და ტემპერატურისას 37 °C, რელაქსურობის შესაბამისი მნიშვნელობები სისხლის პლაზმაში შეადგენს r1 = 6,9 ლ/(მმოლ•წმ) და r2=8,7 ლ/(მმოლ•წმ). რელაქსურობა ხასიათდება მაგნიტური ველის დაძაბულობაზე მცირე უკუ დამოკიდებულებით.
EOB-DTPA ქმნის სტაბილურ კომპლექსს გადოლინიუმის პარამაგნიტურ იონებთან, რომელიც ხასიათდება უკიდურესად მაღალი სტაბილურობით (log KGdl = 23,46). Gd-EOB-DTPA არის წყალში კარგად ხსნადი ჰიდროფილური ნაერთი ნ-ბუტანოლსა და ბუფერს შორის განაწილების კოეფიციენტით დაახლოებით 0.011 pH 7.6 დროს.
ლიპოფილური ეთოქსიბენზოლის ჯგუფის არსებობის გამო გადოქსეტური მჟავის დინატრიუმის მარილი ხასიათდება მოქმედების ორფაზიანი მექანიზმით: ბოლუსური ინექციის შემდეგ ჯერ ნაწილდება უჯრედგარე სივრცეში და შემდეგ ექვემდებარება ჰეპატოციტებით სელექციურ დაჭერას. ათვისებას. რელაქსურობა r1 ღვიძლის ქსოვილში შეადგენს 16,6 ლ/(მმოლ·წმ) (0,47 Тლ დროს), რაც განაპირობებს ღვიძლის ქსოვილის სიგნალის ინტენსივობის მატებას. შემდგომში, გადოქსეტის მჟავის დინატრიუმის მარილი გამოიყოფა ნაღვლის მეშვეობით.
პათოლოგიური მდგომარეობები ჰეპატოციტების გარეშე ან მათი მინიმალური მონაწილეობით (კისტები, მეტასტაზები, ჰეპატოცელულარული კარცინომების უმეტესობა) პრეპარატ პრიმოვისტს არ იგროვებს. მათალდიფერენცირებული ჰეპატოცელულური კარცინომა შეიძლება შეიცავდეს ფუნქციონირებად ჰეპატოციტებს და შეიძლება უზრუნველყოფდეს გარკვეულ კონტრასტირებას ჰეპატოციტების ვიზუალიზაციის ეტაპზე. ამასთან დაკავშირებით დიაგნოზის სისწორის დასადასტურებლად საჭიროა დამატებითი კლინიკური ინფორმაცია.
ნივთიერება არ ხასიათდება ფერმენტებთან რაიმე გამოხატული მაინჰიბირებადი ურთიერთქმედებით კლინიკურად მნიშვნელოვანი კონცენტრაციით.
ვიზუალიზაცია
პრეპარატ პრიმოვისტის ბოლუსური ინექციის შემდეგ დინამიური ვიზუალიზაციას არტერიული, პორტო-ვენური და წონასწორული ფაზების დროს დაზიანების რენტგენოლოგიური დახასიათების საფუძვლის სახით გამოიყენება ღვიძლის სხვადასხვა დაზიანების კონტრასტირების დროებითი გაძლიერების სხვადასხვა მოდელები.
დაზიანებების გამოვლენა უმჯობესდება ღვიძლის პარენქიმის კონტრასტირებისას ჰეპატოსპეციფიკური ფაზის დროს, რაც საშუალებას იძლევა განისაზღვროს დაზიანებების რაოდენობა, მათი სეგმენტური მდებარეობა, ვიზუალიზაცია და საზღვრების. ღვიძლის დაზიანებების განსხვავება კონტრასტირების/კონტრასტული ნივთიერების გამოდევნის დინამიკის ხასიათის მიხედვით დამატებით ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა. დაგვიანებულ (ჰეპატოციტების) ფაზაში გამოკვლევების ჩატარება შეიძლება ინექციიდან 20 წუთის შემდეგ, ვიზუალიზაციის პერიოდით ხანგრძლივობით მინიმუმ 120 წუთი. დიაგნოსტიკური და ტექნიკური ეფექტურობის კლინიკური კვლევების შედეგები აჩვენებს მინიმალურ გაუმჯობესებას ინექციიდან 20 წუთის შემდეგ ინექციიდან 10 წუთის შემდეგ გაუმჯობესებასთან შედარებით.
პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ ჰემოდიალიზს, ასევე ბილირუბინის მომატებული კონცენტრაციის (3 მგ/დლ) მქონე პაციენტებში ვიზუალიზაციის პერიოდი მცირდება 60 წუთამდე. პრეპარატ პრიმოვისტის ექსკრეცია ღვიძლიდან უზრუნველყოფს ნაღვლის გამომყოფი სისტემის კონტრასტირებას.
პრეპარატ პრიმოვისტის გამოყენებისათვის მზა ხსნარის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები აღწერილია ქვემოთ:
ოსმოლარობა 37 °C-ზე (მოსმ/კგ H2O)
688
სიბლანტე 37°C-ზე (მპა·წმ.)
1,19
სიმკვრივე 37 °C-ზე (გ/მლ)
1,0881
рH
7,4
ბავშვები
დაკვირვებითი კვლევა ჩატარდა 52 ბავშვის მონაწილეობით (ასაკი > 2 თვიდან < 18 წლამდე). პაციენტებს აგზავნიდნენ ღვიძლის მრტ-ზე პრეპარატ პრიმოვისტის გამოყენებით ღვიძლის სავარაუდო ან დადგენილი კეროვანი დაზიანების შესაფასებლად. დამატებითი დიაგნოსტიკური ინფორმაცია მიღებულ იქნა ღვიძლის არაკონტრასტული და კონტრასტით მრტ-სურათების და კონტრასტის გარეშე მრტ-სურათების კომბინაციის შედარებით. დარეგისტრირდა სერიოზული არასასურველი რეაქციები, მაგრამ არცერთი მათგანი არ იყო შეფასებული მკვლევარის მიერ, როგორც პრეპარატ პრიმოვისტის გამოყენებასთან დაკავშირებული. ამ კვლევების რეტროსპექტული ხასიათისა და ამორჩევის მცირე ზომის გამო, არ არის შესაძლებელი ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ საბოლოო დასკვნების გამოტანა ამ პაციენტთა კატეგორიაში.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
განაწილება
ინტრავენური შეყვანის შემდეგ, Gd-EOB-DTPA-ს პლაზმური კონცენტრაციის დამოკიდებულების პროფილი ხასიათდება ბიექსპონენციალური შემცირებით.
Gd-EOB-DTPA-ს განაწილების საერთო მოცულობა ხდება უჯრედგარე სივრცეში (განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში შეადგენს დაახლოებით 0,21 ლ/კგ).
გადოქსეტის მჟავის დინატრიუმის მარილი უკავშირდება პლაზმის ცილებს 10%-ზე ნაკლები ოდენობით.
გადოქსეტიკის მჟავის დინატრიუმის მარილი მცირე ოდენობით აღწევს პლაცენტურ ბარიერს.
გადოქსეტიკის მჟავის დინატრიუმის მარილი წარმოადგენს გადოლინიუმზე (GdCA) დაფუძნებულ ხაზოვან კონტრასტულ ნივთიერებას. კვლევებმა აჩვენა, რომ GdCA-ს ზემოქმედების შემდეგ გადოლინიუმი რჩება ორგანიზმში, მათ შორის თავის ტვინში და სხვა ქსოვილებსა და ორგანოებში. ხაზოვანი GdCA-ს შემთხვევაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს დოზაზე დოზადამოკიდებული სიგნალის ინტენსივობის ზრდა თავის ტვინის T1-შეწონილ გამოსახულებაზე, განსაკუთრებით ნათხემის დაკბილულ ბირთვში, მკრთალ ბუშტში და თალამუსში. სიგნალის ინტენსივობის ზრდა და არაკლინიკური მონაცემები მიუთითებს, რომ გადოლინიუმი გამოიყოფა ხაზოვანი GdCA-დან.
მეტაბოლიზმი
გადოქსეტიკის მჟავას დინატრიუმის მარილი არ მეტაბოლიზდება.
ელიმინაცია
Gd-EOB-DTPA მთლიანად გამოიყოფა თანაბარი რაოდენობით ღვიძლისა და სანაღვლე გზების მიერ. Gd-EOB-DTPA-ს ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1.0 საათს. ფარმაკოკინეტიკა დამოკიდებულია დოზაზე 0,4 მლ/კგ (100 მკმოლ/კგ)-მდე დოზების გამოყეებისას. ზოგადმა პლაზმურმა კლირენსმა (Clზოგ) შეადგინა დაახლოებით 250 მლ/წთ, მაშინ როდესაც თირკმლის კლირენსი (Clr) შეადგენს დაახლოებით 120 მლ/წთ.
დამატებითი ინფორმაცია პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფებისთვის
ხანდაზმული ასაკის პაციენტები (ასაკი 65 წელი და მეტი)
თირკმელების ფუნქციის ფიზიოლოგიური ცვლილებების შესაბამისად ასაკთან ერთად გადოქსეტის მჟავის დინატრიუმის მარილის პლაზმური კლირენსი შემცირდებოდა 210 მლ/წთ ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ადამიანებში 163 მლ/წთ 65 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმულ ადამიანებში. ტერმინალურ ფაზაში ნახევარგამოყოფის და სისტემური ექსპოზიციის პერიოდის მნიშვნელობები უფრო მაღალი იყო ხანდაზმულებში (2.3 სთ და 197 მმოლ·სთ/ლ, შესაბამისად) საკონტროლო ჯგუფთან შედარებით (1.6 სთ და 153 მმოლ·სთ/ლ, შესაბამისად). თირკმელების მეშვეობით პრეპარატის გამოყოფა იყო სრული 24 საათის შემდეგ ყველა ჯანმრთელ ადამიანში, ასაკის მიუხედავად.
თირკმლის და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
მსუბუქი და ზომიერი სიმძიმის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიმჩნეოდა პლაზმური მნიშვნელობების, შარდთან ნახევარგამოყოფის და გამოყოფის პერიოდის მცირე ან ზომიერი ზრდა, ასევე ჰეპატობილიარული ექსკრეციის დაქვეითება ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. მიუხედავად ამისა, კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ღვიძლის სიგნალის კონტრასტის გაძლიერებაში არ დაიკვირვებოდა.
ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით პლაზმაში ბილირუბინის არანორმალურად მაღალი კონცენტრაციით (> 3 მგ/დლ), აღინიშნა AUC-ის 259 მკმოლ·სთ/ლ-მდე ზრდა საკონტროლო ჯგუფში 160 მკმოლ·სთ/ლ-მდე შედარებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 2.6 საათამდე საკონტროლო ჯგუფში 1.8 საათთან შედარებით. აღინიშნებოდა ჰეპატობილიარული ექსკრეციის მნიშვნელოვანი შემცირება შეყვანილი დოზის 5.7%-მდე, ასევე ამ პაციენტებში დაფიქსირდა ღვიძლის სიგნალის კონტრასტის გაძლიერების შემცირება.
თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში AUC გაიზარდა 6-ჯერ დაახლოებით 903 მკმოლ·სთ/ლ-მდე, ხოლო ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი გაიზარდა დაახლოებით 20 საათამდე. ჰემოდიალიზმა გაზარდა გადოქსეტის მჟავას დინატრიუმის მარილის კლირენსი (იხ. კარი 4.4). გადოქსეტიკის მჟავას დინატრიუმის მარილის შეყვანილი დოზის დაახლოებით 30% აღმოჩნდა დიალიზატში სამსაათიანი დიალიზის დროს, იმ პირობით, რომ ის დაწყებულიყო ინექციიდან ერთი საათის შემდეგ. კლირენსის გარდა ჰემოდიალიზის საშუალებით ამ პაციენტებში გადოქსეტიკის მჟავის შეყვანილი დოზის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყოფა ნაღველთან ერთად, რაც დასტურდება 4 დღის განმავლობაში განავლით დოზის დაახლოებით 50%-ის საშუალო გამოყოფით (დიაპაზონი 24,6%-დან 74.0%, n = 6 პაციენტი).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ჩანართი ფურცელი: ინფორმაცია პაციენტებისთვის
პრიმოვისტი 0,25 მმოლ/მლ, ხსნარი ინტრავენური შეყვანისთვის
გადოქსეტის მჟავის დინატრიუმის მარილი
პრეპარატის გამოყენებამდე მთლიანად წაიკითხეთ ჩანართი ფურცელი, ვინაიდან მასში მოყვანილია თქვენთვის მნიშვნელოვანი მონაცემები.
შეინახეთ ეს ჩანართი ფურცელი. შესაძლოა, დაგჭირდეთ მისი ხელახლა გადაკითხვა.
თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
თუ გაგიჩნდათ რაიმე არასასურველი რეაქციები, მიმართეთ მკურნალ ექიმს. წინამდებარე რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთზე, რომელიც ჩამოთვლილ არ არის ჩანართი ფურცლის მე-4 კარში.
ჩანართი ფურცლის შინაარსი
რას წარმოადგენს პრეპარატი პრიმოვისტი და რისთვის გამოიყენება იგი
რა უნდა იცოდეთ პრეპარატ პრიმოვისტის გამოყენებამდე
პრეპარატ პრიმოვისტის გამოყენება
შესაძლო არასასურველი რეაქციები
პრეპარატ პრიმოვისტის შენახვა
შეფუთვის შიგთავსი და სხვა მონაცემები
რას წარმოადგენს პრეპარატი პრიმოვისტი და რისთვის გამოიყენება
პრიმოვისტი წარმოადგენს კონტრასტულ პრეპარატს ღვიძლის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისთვის (მრტ). იგი გამოიყენება ღვიძლში შესაძლო ცვლილებების გამოვლენისა და დიაგნოსტიკისთვის. ღვიძლში პათოლოგიური ცვლილებების უკეთესად შეფასება შესაძლებელია რაოდენობის, ზომისა და განაწილების თვალსაზრისით. პრეპარატ პრიმოვისტს ასევე შეუძლია დაეხმაროს ექიმს რაიმე სახის პათოლოგიის ბუნების განსაზღვრაში, რითაც გაიზრდება დიაგნოზის დასმის სისწორე.
აღნიშნული პრეპარატი გამოიშვება ინტრავენური საინექციო ხსნარის სახით. აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ დიაგნოსტიკური მიზნით გამოყენებისთვის.
მრტ წარმოადგენს სამედიცინო მიზნებისთვის დიაგნოსტიკური ვიზუალიზაციის ფორმას, რომელიც ქმნის გამოსახულებას ნორმალურ და პათოლოგიის მქონე ქსოვილებში წყლის მოლეკულების გამოვლენის შემდეგ. ეს კეთდება მაგნიტების და რადიოტალღების რთული სისტემის მეშვეობით.
რა უნდა იცოდეთ პრეპარატ პრიმოვისტის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ პრეპარატი პრიმოვისტი:
- თუ გაქვთ ალერგია გადოქსეტის მჟავის დინატრიუმის მარილზე ან აღნიშნული პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ნებისმიერ დამხმარე კომპონენტზე (ჩამოთვლილია ჩანართი ფურცლის მე-6 კარში).
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ პრიმოვისტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან:
- თუ გაქვთ ან გქონდათ ასთმა ან ალერგია, მაგალითად თივის ცხელება, ჭინჭრის ციება
- თუ ადრე გქონდათ რეაქცია კონტრასტული ნივთიერებების მიმართ
- გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღევა
ასეთი დაავადებების მქონე პაციენტებში გადოლინიუმის შემცველი ზოგიერთი კონტრასტული პრეპარატის გამოყენებას აკავშირებდნენ ისეთი მდგომარეობის განვითარებასთან, რომელსაც ეწოდება ნეფროგენული სისტემური ფიბროზი (ნსფ). ნსფ – ეს არის დაავადება, რომლის დროსაც შეიმჩნევა კანისა და შემაერთებელი ქსოვილების გასქელება. ნსფ-ს შეუძლია ინვალიდობის გამომწვევი სახსრების უმოძრაობის, კუნთების სისუსტის ან შინაგანი ორგანოების ფუნქციის დარღვევის გამოწვევა, რაც შეიძლება პოტენციურად საშიში იყოს სიცოცხლისათვის.
- გაქვთ გულისა და სისხლძარღვების სერიოზული დაავადება
- კალიუმის დაბალი დონე
- ან თქვენს ოჯახში ვინმეს აქვს გულის გამტარობის დარღვევა (QT ინტერვალის გახანგრძლივების სინდრომი)
- აღინიშნებოდა გულის რითმის ცვლილება სამკურნალო პრეპარატების მიღების შემდეგ
- ჩადგმული აქვთ კარდიოსტიმულატორი ან გააჩნიათ რკინის შემცველი იმპლანტი ან კლიფსი
პრეპარატ პრიმოვისტის შეყვანიდან რამდენიმე საათში ან დღეში შესაძლოა გაჩნდეს შენელებული ტიპის ალერგიის მსგავსო რეაქციები. იხილეთ კარი 4.
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს:
თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თუ ადრე ჩაგიტარდათ ან მოსალოდნელია ღვიძლის ტრანსპლანტაცია
თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი თირკმელების ფუნქციის შესამოწმებლად, სანამ გადაწყვეტთ გამოიყენოთ თუ არა პრიმოვისტი, განსაკუთრებით თუ ხართ 65 წელს გადაცილებული.
ორგანიზმში დაგროვება
პრეპარატ პრიმოვისტის მოქმედება განპირობებულია მასში ლითონის შემცველობით სახელწოდებით გადოლინიუმი. კვლევებმა აჩვენა, რომ გადოლინიუმი შეიძლება მცირე ოდენობით დაგროვდეს ორგანიზმში, მათ შორის ტვინში. ტვინში გადოლინიუმის ნარჩენების არსებობის გამო რაიმე არასასურველი რეაქციები არ დაფიქსირებულა.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატ პრიმოვისტის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის პაციენტებში დადგენილი არ არის, რადგან მისი გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ჩანართი ფურცლის ბოლოს.
პრეპარატ პრიმოვისტის ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ამჟამად იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა დაიწყოთ რაიმე სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება. ასეთ პრეპარატებს, კერძოდ, მიკუთვნება:
- ბეტა-ადრენობლოკატორები, პრეპარატები მაღალი არტერიული წნევის ან გულის სხვა დაავადებების მკურნალობისთვის
- პრეპარატები, რომლებიც ცვლის გულისცემის რიტმს ან სიხშირეს, როგორიცაა ამიოდარონი, სოტალოლი
- რიფამპიცინი: პრეპარატი ტუბერკულოზის ან ზოგიერთი სხვა ინფექციების დაავადებების მკურნალობისთვის
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
თქვენ უნდა შეატყობინოთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან შეიძლება დაორსულდეთ, რადგან ორსულობის დროს პრეპარატ პრიმოვისტის გამოყენება არ შეიძლება, თუ არ არსებოს ამის უკიდურესი აუცილებლობა.
ძუძუთი კვება
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვების დაწყებას. თქვენი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, უნდა გააგრძელოთ თუ შეწყვიტოთ ძუძუთი კვება 24 საათით პრეპარატ პრიმოვისტის გამოყენების შემდეგ.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
პრეპარატი პრიმოვისტი გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
პრეპარატი პრიმოვისტი შეიცავს ნატრიუმს
აღნიშნული პრეპარატის თითო დოზა შეიცავს 82 მგ ნატრიუმს (სუფრის/საკვები მარილის ძირითადი კომპონენტი), იმ რაოდენობიდან გამომდინარე, რასაც იღებს ადამიანი რომლის სხეულის წონა შეადგენს 70 კგ. ეს ზრდასრული ადამიანის ნატრიუმის მაქსიმალური დღიური მოხმარების 4,1 %-ის ექვივალენტურია.
პრეპარატ პრიმოვისტის გამოყენება
პრეპარატი პრიმოვისტი შეჰყავთ პატარა ნემსით ვენაში. პრეპარატ პრიმოვისტის შეყვანა ხდება უშუალოდ მრტ-ს პროცედურის დაწყებამდე.
ინექციის შემდეგ თქვენს მდგომარეობას დააკვირდებიან არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში.
რეკომენდებული დოზა შეადგენს
პრეპარატ პრიმოვისტის 0,1 მლ სხეულის მასის 1 კგ-ზე.
დოზები პაციენტთა განსაკუთრებულ ჯგუფში
რეკომენდებული არ არის პრეპარატ პრიმოვისტის დანიშვნა თირკმელების სერიოზული დაავადების მქონე პაციენტებში და პაციენტებში, რომლებსაც ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა ან ჩაუტარდება ღვიძლის ტრანსპლანტაცია. თუმცა, თუ გამოყენება აუცილებელია, ტომოგრაფიის დროს შეიძლება პრეპარატ პრიმოვისტის მხოლოდ ერთი დოზის შეყვანა, ხოლო ხელახალი შეყვანა არ უნდა მოხდეს 7 დღის განმავლობაში.
ხანდაზმული პაციენტები
საჭირო არ არის დოზის კორექტირება, თუ თქვენ ხართ 65 წლის და მეტი, მაგრამ საჭიროა სისხლის ანალიზის გაკეთება თირკმელების ფუნქციის შესამოწმებლად.
თუ მოხდა პრეპარატ პრიმოვისტის საჭიროზე მეტი ოდენობით შეყვანა
დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა. თუ ეს მოხდება, თქვენი მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ მკურნალობას ნებისმიერი წარმოქმნილი სიმპტომისთვის.
შესაძლო არასასურველი რეაქციები
ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ამ სამკურნალო პრეპარატსაც შეუძლია არასასურველი რეაქციების გამოწვევა. თუმცა, ისინი ყველას კი არ უვლინდება.
უმეტესი არასასურველი რეაქციის სიმძიმის ხარისხი, როგორც წესი, სუსტი ან ზომიერია.
ნებისმიერი არასასურველი რეაქციის წარმოქმნისას მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
როგორც სხვა კონტრასტული პრეპარატების შემთხვევაში, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება წარმოიქმნას ალერგიული რეაქციები. შესაძლოა წარმოიქმნას დაგვიანებული რეაქციები პრეპარატ პრიმოვისტის შეყვანიდან რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ.
ყველაზე სერიოზულ არასასურველ რეაქციას პაციენტებში, რომლებიც პრეპარატ პრიმოვისტს იღებენ, წარმოადგენს ანაფილაქსიური შოკი (მძიმე ალერგიული რეაქცია).
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გაგიჩნდებათ რომელიმე შემდეგი ნიშანი ან სუნთქვა გაგიძნელდებათ:
- დაბალი არტერიული წნევა
- ენის, ხორხის ან სახის შეშუპება
- სურდო, ცემინება, ხველა
- თვალების სიწითლე და ქავილი, ცრემლდენა
- ტკივილი მუცლის არეში
- ჭინჭრის ციება
- კანის მგრძნობელობის დაქვეითება, ქავილი, კანის გაფერმკთალება.
შეიძლება წარმოიქმნას შემდეგი არასასურველი რეაქციები:
ხშირად: შეიძლება წარმოექმნას 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტს
- თავის ტკივილი
- გულისრევა
არახშირად: შეიძლება წარმოექმნას 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტს
- თავბრუსხვევა
- დაბუჟება და ჩხვლეტა
- გემოს შეგრძნების და სუნის აღქმის უნარის დაქვეითება
- ცხელების შეგრძნება
- მაღალი არტერიული წნევა
- სუნთქვის გაძნელება
- ღებინება
- პირის სიმშრალე
- კანის გამონაყარი
- ძლიერი ქავილი, რომელიც ვრცელდება მთელ სხეულზე ან თვალებზე
- ზურგის ტკივილი, გულმკერდის ტკივილი
- რეაქციები ინექციის ადგილზე, როგორიცაა
- წვის შეგრძნება, სიცივის შეგრძნება ინექციის ადგილას, გაღიზიანება, ტკივილი
- ცხელების შეგრძნება
- ციებ-ცხელება
- დაღლილობა
- ცუდი გუნება-განწყობილება
იშვიათად: შეიძლება წარმოექმნას 1000 -დან არაუმეტეს 1 პაციენტს
- უმოძრაოდ ჯდომის ან დგომის უუნარობა
- უკონტროლო კანკალი
- გულის შეკუმშვის სიხშირის მომატების შეგრძნება
- არარეგულარული გულისცემა (გულის ბლოკირების ნიშნები)
- დისკომფორტი პირის ღრუში, მომატებული ნერწყვის გამომუშავება
- წითელი გამონაყარი კანზე ბუშტუკებით ან ლაქებით
- მომატებული ოფლიანობა
- დისკომფორტის შეგრძნება, ზოგადად ცუდი გუნება-განწყობილება
სიხშირე უცნობია: (არსებული მონაცემებიდან გამომდინარე წარმოქმნის სიხშირის დადგენა შეუძლებელია)
- გახშირებული გულისცემა
- მშფოთვარე მდგომარეობა
პრეპარატ პრიმოვისტის შეყვანიდან ცოტა ხანში შეიძლება შეინიშნოს ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები. აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ახლახან მიღებული გქონდათ პრეპარატი პრიმოვისტი სისხლის ან შარდის ანალიზის ჩაბარებისას.
არსებობს შეტყობინებები ნეფროგენული სისტემური ფიბროზის განვითარების შესახებ (რაც იწვევს კანის გამკვრივებას და ასევე რბილი ქსოვილების და შინაგანი ორგანოების დაზიანება შეუძლია) გადოლინიუმის შემცველი სხვა კონტრასტული ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებით.
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება
თუ გაგიჩნდებათ რაიმე არასასურველი რეაქცია, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზე, რომლებიც ჩამოთვლილი არ აროს ჩანართ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ არასასურველი რეაქციების შესახებ პირადად (საკონტაქტო ინფორმაცია მოყვანილია ჩანართი ფურცლის მე-6 კარში). არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ ეხმარებით სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მეტი მონაცემების მიღებაში.
პრეპარატ პრიმოვისტის შენახვა
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ისე, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს.
შეინახეთ აღნიშნული პრეპარატი არაუმეტეს 30 °C ტემპერატურაზე.
არ მიიღოთ ეს პრეპარატი შპრიცზე და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღს წარმოადგენს შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო დღე,
აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
გამოყენებამდე საჭიროა პრეპარატის ვიზუალური დათვალიერება. დაუშვებელია აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის გამოყენება, ფერის აშკარა შეცვლის, მექანიკური ჩანართების გაჩენის და შეფუთვის დეფექტების არსებობის შემთხვევაში.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ აფთიაქის მუშაკთან, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ პრეპარატის უტილიზაცია (განადგურება), რომელიც უკვე არ გჭირდებათ. ამ ზომებს გარემოს დაცვა შეუძლია.
შეუთვის შიგთავსი და სხვა მონაცემები
პრეპარატი პრიმოვისტი შეიცავს
- პრეპარატის მოქმედი ნივთიერებაა გადოქსეტის მჟავის დინატრიუმის მარილი. ინექციების ხსნარის 1 მლ შეიცავს 181,430 (0,25 მმოლ) გადოქსეტის მჟავის დინატრიუმის მარილს.
- დამხმარე ნივთიერებებია: კალოქსეტის მჟავის ტრინატრიუმის მარილი, ტრომეტამოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და მარილმჟავა 3.6% (ორივე ნივთიერება pH-ის რეგულირებისთვის), საინექციო წყალი
როგორ გამოყურება პრეპარატი პრიმოვისტი და როგორია შეფუთვის შიგთავსი
პრეპარატი პრიმოვისტი წარმოადგენს ნაწილაკებისგან თავისუფალ გამჭვირვალ სითხეს, უფერულიდან ღია ყვითელ ფერამდე.
წინასწარ შევსებულ 1 შპრიცს მოცულობით 10 მლ, რომელიც შეიცავს 10.0 მლ საინექციო ხსნარს, ათავსებენ სპეციალურ პლასტმასის კონტეინერში.
1 მინის შპრიცს ან ციკლოოლეფინის პოლიმერისგან დამზადებულ 1 შპრიცს პლასტმასის კონტეინერებში ჩანართ ფურცელთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ბაიერ აგ, კაიზერ-ვილჰელმ-ალლეე, 1, 51373 ლევერკუზენი, გერმანია
Bayer AG, Kaiser-Wilhelm-Allee, 1, 51373 Leverkusen, Germany
მწარმოებელი
ბაიერ აგ, მიულერშტრასე 178, 13353 ბერლინი, გერმანია
Bayer AG, Muellerstrasse 178,13353 Berlin, Germany
სამკურნალო პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად, ასევე პრეტენზიების წარმოქმნის შემთხვევაში მიმართეთ:
შპს «ბაიერ ვრ»
220089 ქ. მინსკი, ძერჟინსკის გამზირი, 57, სადგომი 54
ტელ.: +375 17 239 -54-20
www.bayer.ru
- -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო მუშაკებისთვის:
- თირკმლის ფუნქციის დარღვევა
პრეპარატის პრიმოვისტის შეყვანამდე რეკომენდებულია ყველა პაციენტის შემოწმება თირკმლის ფუნქციის დარღვევის არსებობაზე ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური გამოკვლევების მეშვეობით
თირკმელების ფუნქციის მწვავე ან ქრონიკული მძიმე დარღვევების მქონე პაციენტების (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე < 30 მლ/წთ/1,73 მ2) გამოკვლევისას დარეგისტრირდა ნეფროგენული სისტემური ფიბროზის (ნსფ) განვითარების შემთხვევები, რომელიც დაკავშირებულია გადოლინიუმის შემცველი ზოგიერთი კონტრასტული ნივთიერებების გამოყენებასთან. პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ ღვიძლის ტრანსპლანტაცია, განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან, რადგან თირკმლის მწვავე უკმარისობის წარმოქმნის სიხშირე მაღალია პაციენტების ამ ჯგუფში. ვინაიდან არსებობს იმის ალბათობა, რომ პრეპარატ პრიმოვისტის გამოყენებისას შეიძლება წარმოიქმნას ნსფ, აუცილებელია თავიდან აიცილოს მისი გამოყენება
- თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში
- პერიოპერაციულ პერიოდში პაციენტებში ღვიძლის ტრანსპლანტაციის დროს
გარდა იმ შემთხვებისა, როდესაც დიაგნოსტიკური ინფორმაცია ძალზე მნიშვნელოვანია და არაკონტრასტული მრტ-ს მეშვეობით მისი მიღება შეუძლებელია. თუ პრეპარატ პრიმოვისტის გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია, დაუშვებელია 0,025 მმოლ/კგ სხეულის მასაზე დოზის გადამეტება. სკანირების დროს საჭირო არ არის ერთზე მეტი დოზის გამოყენება. პრეპარატის ინექციის განმეორებითი გამოყენების შესახებ ინფორმაციის არარსებობის გამო, საჭირო არ არის პრიმოვისტის ხელმეორედ გამოყენება, თუ ინექციებს შორის ინტერვალი 7 დღეზე ნაკლებია.
ვინაიდან ხანდაზმულ ადამიანებში გადოქსეტის მჟავის თირკმლის კლირენსი შეიძლება დარღვეულ იყოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების გამოკვლევა თირკმლის ფუნქციის დარღვევის დასადგენად.
ჰემოდიალიზი პრეპარატ პრიმოვისტის შეყვანიდან მალევე შეიძლება სასარგებლო იყოს ორგანიზმიდან მისი მოცილებისთვის. არ არსებობს მონაცემები, რომელიც მოწმობს ჰემოდიალიზის სასარგებლოდ იმ პაციენტებში ნსფ-ს პროფილაქტიკისთვის, რომლებიც არ იმყოფებიან ჰემოდიალიზზე სხვა ჩვენებების გამო.
ორსულობა და ძუძუთი კვება
დაუშვებელია პრეპარატ პრიმოვისტის გამოყენება ორსულობის დროს, თუ ქალის კლინიკური მდგომარეობა არ მოითხოვს გადოქსეტის მჟავის დინატრიუმის მარილის გამოყენებას.
პრეპარატის პრიმოვისტის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში ძუძუთი კვების გაგრძელება ან შეწყვეტა უნდა განხორციელდეს ექიმისა და მეძუძური დედის შეხედულებისამებრ.
ბავშვები
დაკვირვებითი კვლევა ჩატარდა 2 თვიდან 18 წლამდე ასაკის 52 ბავშვის მონაწილეობით. პაციენტებს აგზავნიდნენ ღვიძლის მრტ-ზე პრეპარატ პრიმოვისტის გამოყენებით ღვიძლის საეჭვო ან დადგენილი კეროვანი დაზიანების შესაფასებლად. დამატებითი დიაგნოსტიკური ინფორმაცია მიღებულ იქნა ღვიძლის არაკონტრასტული და კონტრასტული მრტ-სურათების კომბინაციის შედარებისას მრტ-სთან კონტრასტის გარეშე. დარეგისტრირდა სერიოზული არასასურველი მოვლენები, მაგრამ არცერთი მათგანი არ იყო შეფასებული მკვლევარის მიერ როგორც პრეპარატ პრიმოვისტის მიღებასთან დაკავშირებული. ამ კვლევის რეტროსპექტული ხასიათისა და ამოკრების მცირე ზომის გამო, შესაძლებელი არ არის საბოლოო დასკვნების გამოტანა ამ კატეგორიის პაციენტებში ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ.
პრეპარატის შეყვანამდე
პრეპარატი პრიმოვისტი წარმოადგენს ნაწილაკებისგან თავისუფალ გამჭვირვალ ხსნარს, უფერულიდან ღია ყვითელ ფერამდე.
გამოყენებამდე საჭიროა პრეპარატის ვიზუალური დათვალიერება. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება თუ აშკარად შეცვლილია მისი ფერი, გაჩნდა მექანიკური ჩანართები და არსებობს შეფუთვის დეფექტები.
გამოყენების მეთოდი
პრეპარატ პრიმოვისტის შეყვანა ხდება განუზავებელი სახით ინტრავენური ბოლუსური ინექციის გზით სიჩქარით დაახლოებით 2 მლ/წმ. ინექციის შემდეგ, ინტრავენური კანულა/კათეტერი უნდა გაირეცხოს ფიზიოლოგიური მარილის ხსნარით (9 მგ/მლ).
- ინექციის შემდეგ საჭიროა პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში.
- არ შეიძლება პრეპარატ პრიმოვისტის სხვა სამკურნალო პრეპარატებთან შერევა.
- მკაცრად უნდა იქნას აცილებული კუნთშიდა ინექციის სახით პრეპარატის შეყვანა.
პრეპარატთან მუშაობა
პრეპარატი პრიმოვისტი მზად არის გამოსაყენებლად.
წინასწარ შევსებული შპრიცი ამოღებულ უნდა იქნეს შეფუთვიდან და მომზადდეს საინექციოდ უშუალოდ გამოკვლევის დაწყებამდე.
შევსებული შპრიციდან თავსახური უნდა მოიხსნას უშუალოდ პრეპარატის მიღებამდე.
გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარატის და ნარჩენების უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვების შესაბამისად.
შპრიცზე არსებული ასახევი ეტიკეტი უნდა მიწებდეს პაციენტის ბარათზე გადოლინიუმის შემცველი კონტრასტული ნივთიერების ზუსტი რეგისტრაციისთვის.
ასევე დოკუმენტირებული უნდა იყოს შეყვანილი დოზა. თუ გამოიყენება პაციენტების ელექტრონული ბარათები, ავადმყოფობის ისტორიაში უნდა ჩაიწეროს პრეპარატის დასახელება, სერიის ნომერი და დოზა.
გამოსაყენებლად მომზადება (მინის შპრიცები)
25647654000500431804254500
- გახსენით შეფუთვა გახსენით შეფუთვა
- ჩასვით დგუში შპრიცში
- 6604063500
755657366000
- შემოატრიალეთ დამცავი თავსახური
- მოაცილეთ დამცავი თავსახური
431804254500
- 68580000
- მოაცილეთ რეზინის საცობი
- გამოდევნეთ ჰაერი შპრიციდან
გამოსაყენებლად მომზადება (პლასტიკის შპრიცები)
ხელით შეყვანა
შეყვანა ინჟექტორის მეშვეობით
- 685801079500
- 69215254000
- გახსენით შეფუთვა
- გახსენით შეფუთვა
- 68580571500
- 69215698500
- ამოიღეთ შპრიცი და დგუშის ჭოკი
- ამოიღეთ შპრიცი
- 685801270000
- 692151333500
- ჩასვით დგუშის ჭოკი შპრიცში საათის ისრის მიმართულებით
- შემოატრიალეთ თავსახური გახსნისათვის
- 68580000
- 69215190500
- 24130403225004. შემოატრიალეთ თავსახური გახსნისათვის
- გამოდევნეთ ჰაერი შპრიციდან
- შეაერთეთ შპრიცის წვერი მილთა სისტემასთან საათის ისრის მიმართულებით მობრუნებით. იმოქმედეთ მოწყობილობის ინსტრუქციის მიხედვით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


