პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები

პრენესა

Prenessa®

რეცეპტით4მგინსტრუქცია ქართულადსლოვენია
რისთვის გამოიყენება

პრენესა® მიუეკუთვნეპა ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორების (აგფ ინჰიბიტორები) პრეპარატთა ჯგუფს, რომლებიც აფართოვებენ სისხლძარღვებს, რაც იწვევს (განსაკუთრებით მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში) არტერიული წნევის შემცირებას და აუმჯობესებს სისხლით და ჟანგბადით გულის კუნთების და სხვა ორგანოების …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პერინდოპრილი (perindopril)
ფორმა და შეფუთვა
4მგ ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
KRKA, tovarna zdravil, d.d., Novo mesto, სლოვენია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები
ATC კოდი
C09AA04
რეგისტრაციის ნომერი
რ-044550
რეგისტრირებულია
23 დეკემბერი 2025, მოქმედებს 23 დეკემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
KRKA, tovarna zdravil, d.d., Novo mesto (სლოვენია)
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაპრენესა და სხვა წამალი ერთად

პრენესა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრენესა® მიუეკუთვნეპა ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორების (აგფ ინჰიბიტორები) პრეპარატთა ჯგუფს, რომლებიც აფართოვებენ სისხლძარღვებს, რაც იწვევს (განსაკუთრებით მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში) არტერიული წნევის შემცირებას და აუმჯობესებს სისხლით და ჟანგბადით გულის კუნთების და სხვა ორგანოების მომარაგებას. ამიტომ, ეს პრეპარატი ასევე ეფექტურია გულის უკმარისობის მკურნალობისათვის და ინსულტის რეციდივის პროფილაქტიკისათვის ცერებროვასკულარული დაავადებების მქონე პაციენტებში.

პრენესა® გამოიყენება:

მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) სამკურნალოდ,

გულის უკმარისობის სამკურნალოდ,

ინდაპამიდთან კომბინაციაში განმეორებითი ინსულტის თავიდან ასაცილებლად პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აქვთ ცერებროვასკულარული დაავადებები,

გულის მხრივ მოვლენების განვითარების რისკის შესამცირებლად, როგორიცაა გულის შეტევა გულის სტაბილური იშემიური დაავადების (მდგომარეობა, რომლის დროსაც გულის სისხლით მომარაგება მცირდება, ან ბლოკირებულია) მქონე პაციენტებში, რომლებსაც უკვე ქონდათ გულის შეტევა და/ან ჩაუტარდათ ოპერაცია გულის სისხლით მომარაგების გასაუმჯობესებლად სისხლძარღვების გაფართოვებით, რომლებიც ამაში მონაწილეობენ.

მიღების წესი და დოზირება

არტერიული ჰიპერტენზია

პერინდოპრილის მიღება შეიძლება მონოთერაპიის სახით, ან ჰიპერტენზიის სამკურნალო

სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში (იხ. ნაწილები 4.3, 4.4, 4.5 და 5.1).

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 4 მგ-ს და მიიღება ერთჯერ დღე-ღამეში დილას. პირველი დოზის მიღების შემდეგ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული სისტემის ძლიერი აქტივაციისას (კერძოდ, პაციენტებში ვაზორენალური ჰიპერტენზიით, მარილის დეფიციტით და/ან დეჰიდრატაციით, გულის დეკომპენსაციით, ან მძიმე ჰიპერტენზიით) შეიძლება განვითარდეს არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება. ასეთი პაციენტების მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია სამედიცინო დაკვირვების ქვეშ 2 მგ დოზის მიღებით. ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 8 მგ-მდე დღეში ერთჯერ.

პრენესათი თერაპიის დაწყების შემდეგ შესაძლებელია სიმპტომური ჰიპერტენზიის განვითარება; მისი განვითარება მეტად სავარაუდოა პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად იღებენ დიურეტიკებს. რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა, რადგან ამ პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს დეჰიდრატაცია და/ან მარილის დეფიციტი. შესაბლებლობისამებრ, დიურეტიკი უნდა მოიხსნას პერინდოპრილით მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე (იხ. ნაწილი 4.4).

პაციენტებში, რომლებშიც ვერ ხერხდება დიურეტიკის მოხსნა, პერინდოპრილით მკურნალობა საჭიროა დაიწყოს დოზით 2 მგ. დღეში ერთხელ. აუცილებელია თირკმლის ფუნქციის და შრატში კალიუმის შემცველობის კონტროლი. შედეგად, პერინდოპრილი დოზა კორექტირდება არტერიული წნევის მხრივ რეაქციის შესაბამისად. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დიურეტიკებით მკურნალობის განახლება.

ხანდაზმული პაციენტების მკურნალობა უნდა დაიწყოს 2 მგ დოზით და მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ დოზა თანდათანობით უნდა გაიზარდოს 4 მგ-დე, შემდეგ 8 მგ-მდე, აუცილებლობისას, თირკმლის ფუნქციიდან გამომდინარე (იხ. ცხრილი 1).

გულის ქრონიკული უკმარისობა:

პრენესათი მკურნალობა, ჩვეულებრივ კომბინირებული კალიუმის არაშემნახველ დიურეტიკებთან და/ან დიგოგსინთან და/ან ბეტა-ბლოკერებთან, რეკომენდებულია დაიწყოს მკაცრი სამედიცინო კონტროლის ქვეშ. რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2 მგ-ს დილას. მოცემული დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 კვირის შემდეგ 4 მგ-მდე დღეში ერთჯერ იმ პირობით, რომ დოზა კარგად გადაიტანება. პრენესას დოზის კორექცია უნდა ეფუძნებოდეს ყოველი კონკრეტული პაციენტის კლინიკურ რეაქციას.

გულის მძიმე უკმარისობისას, ასევე სხვა პაციენტებში, რომლებიც არიან რისკის ჯგუფში (პაციენტები რომლებსაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა და წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევის ტენდენცია, პაციენტები, რომლებიც ამავდროულად იღებენ დიურეტიკებს და/ან სისხლძარღვების გამაფართოვებელ საშუალებებს), თერაპია უნდა დაიწყოს გულმოდგინე სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ (იხ. ნაწილი 4.4).

პაციენტებმა, რომლებიც მიეკუთვნებიან სიმპტომური ჰიპოტენზიის განვითარების რისკის ჯგუფს, მაგ. პაციენტები მარილის დეფიციტით, ჰიპონატრემიით ან მის გარეშე, პაციენტები ჰიპოვოლემიით, ან პაციენტები, რომლებიც წარსულში იტარებდნენ ინტენსიურ თერაპიას დიურეტიკებით, შეძლებისდაგვარად არ უნდა დაიწყონ პრენესათი მკურნალობა ამ დაავადებების კორექციამდე. როგორც პრენესათი თერაპიამდე, ისე თერაპიის დროს, საჭიროა არტერიული წნევის, თირკმლის ფუნქციის და შრატში კალიუმის შემცველობის გულმოდგინე კონტროლი (იხ. ნაწილი 4.4).

ინსულტის რეციდივების პროფილაქტია

ანამნეზში ცერებროვასკულარული დაავადებების მქონე პაციენტებში პერინდოპრილი უნდა დაინიშნოთ დოზით 2 მგ დღე-ღამეში. 2 კვირის შემდეგ დოზას ზრდიან 4 მგ-მდე დღეში შემდეგი 2 კვირის განმავლობაში ინდიპამიდის მიღების დაწყებამდე.

მკურნალობის დაწყება შეიძლება ინსულტის პირველი ეპიზოდის შემდეგ ნებისმიერ დროს 2 კვირიდან რამდენიმე წლამდე.

კორონარული არტერიის სტაბილური დაავადება

კორონარული არტერიის სტაბილური დაავადების მქონე პაციენტებში პერინდოპრილის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 4 მგ ერთჯერ დღე-ღამეში ორი კვირის განმავლობაში, შემდეგ დოზის გაზრდა შესაძლებელია 8 მგ-მდე დღეში ერთჯერ თირკმლის ფუნქციიდან გამომდინარე და იმ პირობით, რომ 4 მგ დოზა კარგად გადაიტანება.

ხანდაზმულ პაციენტებში საწყისი დოზა შეადგენს 2 მგ-ს დღეში ერთჯერ ერთი კვირის განმავლობაში, შემდეგ 4 მგ-ს დღეში ერთჯერ შემდეგი კვირის განავლობაში, სანამ დოზა გაიზრდება 8 მგ-მდე დღეში, თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით (იხ. ცხრილი 1 „დოზის კორექცია თირკმლის უკმარისობისას“).

სპეციალური პოპულაციები

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პერინდოპრილის დოზა უნდა დარეგულირდეს თირკმლის უკმარისობის სიმძიმის ხარისხის მიხედვით. მოცემული პაციენტებისათვის მონიტორინგი მოიცავს სისხლის შრატში კალიუმის და კრეატინინის დონის პერიოდულ განსაზღვრას:

ცხრილი 1. დოზის კორექცია თირკმლის ფუნქციის დარღვევისას

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

რეკომენდებული დოზა

CIcr ≥60მლ/წთ (1მლ/წმ)

4მგ/დღე-ღამეში

30მლ/წთ (0.5მლ/წმ) <CIcr<60 მლ/წთ (1მლ/წმ)

2მგ/დღე-ღამეში

15მლ/წთ (0.25მლ/წმ) <CIcr<30 მლ/წთ (0.5მლ/წმ)

2მგ/დღეგამოშვებით

ჰემოდიალიზებული პაციენტები, <CIcr<15 მლ/წთ (0.25მლ/წმ)

2მგ დიალიზის დღეს

  • პერინდოპრილის დიალიზური კლირენსი ტოლია 70 მლ/წთ (1.17მლ/წმ). ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში დოზა ინიშნება დიალიზის პროცედურის შემდეგ.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებსი დოზის კორექცია არ არის საჭირო (იხ. ნაწილები 4.4 და 5.2)

პედიატრიული მოსახლეობა

ბავშვებში (დაბადებიდან 18 წლამდე) პრენესას გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი. ამჟამად ხელმისაწვდომია მონაცემები, რომლებიც აღწერილია ნაწილში 5.1,

მაგრამ არ არის რეკომენდაციები დოზირების რეჟიმის შეასხებ. შესაბამისად, გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში არ არის რეკომენდებული.

გამოყენების წესი

პერინდოპრილის მიღება რეკომენდებულია ერთჯერ დღე-ღამეში, დილას, საკვების მიღებამდე.

დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად პაციენტის პროფილის (იხ. ნაწილი 4.4) და მკურნალობაზე პასუხის შესაბამისად.

  • 3 წინააღმდეგჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პერინდოპრილის, ნაწილში 6.1 ჩამოთვლილი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების, ან რომელიმე სხვა აგფ ინჰიბიტორის მიმართ;

წარსულში აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობასთან დაკავშირებული ანგიონევროზული შეშუპების ისტორია (იხ. ნაწილი 4.4);

მემკვიდრული, ან იდიოპათიული ანგიონევროზული შეშუპება;

ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი (იხ. ნაწილები 4.4 და 4.6);

პრენესასთან ერთად ალისკირენის შემცველი პრეპარატების გამოყენება უკუნაჩვენებია შაქრიანის დიაბეტის მქონე, ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (გფს <60მლ/წთ/1.73მ2) (იხ. ნაწილი 4.4 და 4.5);

ერთდროული გამოყენება საკუბიტრილთან/ვალსარტანთან. პრენესა მიიღება საკუბიტრილის/ვალსარტანის ბოლო დოზის მიღებიდან არანაკლებ 36 საათის შემდეგ (იხ. ასევე ნაწილები 4.4 და 4.5);

ექსტრაკორპორალური მურნალობა, რომელიც იწვევს სისხლის კონტაქტს უარყოფითად დამუხტულ ზედაპირებთან (იხ. ნაწილი 4.5);

თირკმლის არტერიის გამოხატული ორმხრივი სტენოზი, ან ერთადერთი ფუნქციონირებადი თირკმლის არტერიის სტენოზი (იხ. ნაწილი 4.4).

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული პერინდოპრილის, სხვა აგფ ინჰიბიტორის, ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე ნივთიერების მიმართ (იხ. ნაწილი 6);

თუ თქვენ, ან თქვენს ნათესავს აღენიშნა ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა მსტვენავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ძლიერი ქავილი ან ფართოდ გავრცელებული გამონაყარი წარსულში აგფ ინჰიბიტორების მიღებისას, ან თუ მოცემული სიმპტომები აღინიშნა სხვა გარემოებებში (მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება ანგიონევროზული შეშუპება);

თუ გაქვთ თირკმლის ფუქნციის ძლიერი დარღვევა, რომელსაც თან ახლავს თირკმელებისთვის სისხლის მიწოდების შემცირება (თირკმლის არტერიის სტენოზი);

თუ იტარებთ დიალიზს, ან სხვა ტიპის სისხლის ფილტრაციას. გამოყენებული მოწყობილობიდან გამომდინარე, პრენესა® შეიძლება არ იყოს თქვენთვის შესაფერისი პრეპარატი;

თუ ხართ 3 თვეზე მეტი ხნის ორსული; ასევე უმჯობესია თავი აარიდოთ პრეპარატ პრენესა®ს მიღებას ორსულობის ადრეულ ვადებზე (იხ. ნაწილი „ორსულობა და ძუძუთი კვება“);

თუ გაქვთ დიაბეტი, ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა და მკურნალობთ ალისკირენის შემცველი არტერიული წნევის დამწევი პრეპარატით;

თუ იღებდით, ან იღებთ საკუბიტრილი/ვალსარტანის კომბინაციას, სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება ზრდასრულებში გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის დროს, ანგიონევროზული შეშუპების (ხორხის შეშუპების სწრაფი განვითარება) გამოვლენის რისკის ზრდასთან დაკავშირებით.

აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ.

სიფრთხილის ზომები

მოცემული პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ზრდასრულებში.

პრეპარატ პრენესას® მიღებამდე აცნობეთ ექიმს:

თუ გაქვთ აორტის სტენოზი (გულიდან გამომავალი ძირითადი სისხლძარღვის შევიწროვება), ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება), ან თირკმლის არტერიის სტენოზი (არტერიის შევიწროება, რომელიც თირკმელებს ამარაგებს სისხლით);

თუ გაქვთ დარღვევები გულის მხრივ;

თუგ აქვთ ღვიძლის დაავადება;

თუ გაქვთ დარღვევები თირკმლის მხრივ, ან იტარებთ დიალიზს;

თუ გაქვთ სისხლში ჰორმონ ალდესტერონის მომატებული დონე (პირველადი ალდოსტერონიზმი);

თუ გაქვთ კოლაგენოზი (კანის დაავადება), როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა, ან

სკლეროდერმია;

თუ გაქვთ დიაბეტი;

თუ გაქვთ ჰიპოტენზია;

თუ ხართ მარილის შეზღუდულ დიეტაზე, ან იყენებთ კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს;

თუ უნდა ჩაიტაროთ ანესთეზია და/ან სერიოზული ოპერაცია;

თუ ახლო წარსულში აგეღნიშნათ დიარეა, ღებინება, ან გაუწყლოვნება;

თუ უნდა ჩაიტაროთ ჰემოდიალიზი, ან დსლპ აფერეზი (ორგანიზმიდან ქოლესტერინის მოცილება აპარატით);

თუ უნდა ჩაგიტარდეთ დესენსიბილიზაცია ფუტკრის, ან კრაზანას ნაკბენზე ალერგიული რეაქციის შემსამცირებლად;

თუ იღებთ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო რომელიმე შემდეგ პრეპარატს:

ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერები (არბ) (პრეპარატები, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც სარტანები - მაგ. ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ გაქვთ დიაბეტთან დაკავირებული თირკმლის პრობლემები,

ალისკირენი.

ექიმმა შეიძლება რეგულარულად შეამოწმოს თირკმლის ფუნქცია, არტერიული წნევა და სისხლში ელექტროლიტების (მაგ. კალიუმის) შემცველობა.

იხ. ასევე ინფორმაცია სათაურით „არ მიიღოთ პრეპარატი პრენესა®“.

თუ მიეკუთვნებით შავკანიან რასას, რადგან შეიძლება გქონდეთ ანგიონევროზული შეშუპების შედარებით მაღალი რისკი, ასევე თქვენთვის ეს პრეპარატი შეიძლება იყოს ნაკლებად ეფექტური არტერიული წნევის შესამცირებლად სხვა რასობრივი კუთვნილების პაციენტებთან შედარებით;

თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს, იზრდება ანგიონევროზული შეშუპების (ხორხის არეში შეშუპების სწრაფი განვითარება) განვითარების რისკი:

რაცეკადოტრილი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ;

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოს განდევნის თავიდან ასაცილებლად და ონკოლოგიური დაავადებებისას (მაგ. სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი, ან სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნება mTOR ინჰიბიტორების ჯგუფს);

საკუბიტრილი (გამოიშვება ფიქსირებულ კომბინაციაში ვალსარტანთან), რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ;

ლინაგლიპტინი, საქსაგლიპტინი, სიტაგლიპტინი, ვილდაგლიპტინი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნება გლიპტინების კლასს (დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი).

ანგიონევროზული შეშუპება

ანგიონევროზული შეშუპების შემთხვევები (სერიოზული ალერგიული რეაქციები სახის, ტუჩების, ენის, ან ხორხის თანმხლები შეშუპებით, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებით) აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს, მათ შორის პრეპარატ პრენესას®. ეს რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს თერაპიის ნებისმიერ ეტაპზე. თუ გივლინდებათ მოცემული სიმპტომები, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ პრენესას® მიღება და მიმართეთ ექიმს (იხ. ასევე ნაწილი 4).

საჭიროა აცნობოთ ექიმს, თუ თვლით, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას. პრენესას® მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ვადებზე და შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს ორსულობის 3 თვის შემდეგ (იხ. ნაწილი „ორსულობა და ძუძუთი კვება“).

ამ პრეპარატის მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს მშრალი ხველა. ასეთ შემთხვევაში კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

თუ თქვენთვის აუცილებელია ჰემოდიალიზის, ან სისხლის გაწმენდის რაიმე სხვა პროცედურის (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზი) ჩატარება ან ჰიპერმგრძნობელობის (დესენსიბილიზაცია) მკურნალობა კრაზანას ნაკბენის ან ფუტკრის შხამის საწინააღმდეგოდ, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ პრეპარატ პრესენას®, რადგან არსებობს მომატებული მგრძნობელობის არასასურველი რეაქციების განვითარების მომატებული რისკი.

ამ პრეპარატით მკურნალობის დროს შეიძლება გაიზარდოს სისხლში კალიუმის დონე (ჰიპერკალემია), განსაკუთრებით თირკმლის და/ან გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თუ დაგეგმილი გაქვთ ოპერაცია, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ პრეპარატ პრენესას®, რადგან ზოგადი ანესთეზიის დროს არსებობს ჰიპოტენზიის განვითარების მომატებული რისკი.

გამოყენება ბავშვებში

პრეპარატ პრენესას® გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ მკურნალ ექიმს იმ პრეპარატების შესახებ რომლებსაც იღებთ, ახლო წარსულში იღებდით, ან გეგმავთ მიღებას.

პრეპარატ პრენესათი® მკურნალობაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების მიღებამ. ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა და/ან მიიღოს სიფრთხილის სხვა ზომები თუ იღებთ:

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატებს, მათ შორის ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერებს (არბ), ალისკირენს (იხ. ასევე ინფორმაცია ნაწილში „არ მიიღოთ პრეპარატი პრენესა®“ და „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“) ან დიურეზულებს (პრეპარატები, რომლებიც ზრდიან თირკმელებით გამოყოფილი შარდის მოცულობას),

შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატებს (მაგალითად, ინსულინი, მეტფორმინი და გლიპტინები),

კალიუმის შემნახველ პრეპარატებს (მაგალითად, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის დანამატებს, ან კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს, ასევე სხვა პრეპარატებს, რომლებიც ზრდიან ორგანიზმში კალიუმის დონეს (მაგალითად, ტრიმეტროპრიმი და კოტრიმოქსაზოლი, ასევე ცნობილი როგორც ტრიმეტოპრიმი/სულფამეტოქსაზოლის კომბინაცია ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ; ციკლოსპორინს, იმნოსუპრესანტი, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანოს უკუგდების თავიდან ასაცილებლად; და ჰეპარინს, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება თრომბების წარმოქმნის პრევენციისათვის სისხლის გათხელების გზით),

კალიუმის შემნახველ პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ: ეპლერენონი და სპირონოლაქტონი დოზებით 12.5მგ - 50მგ დღეში,

ლითიუმს, რომელიც გამოიყენება მანიის ან დეპრესიის დროს,

არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (მაგალითად, იბუპროფენი), ტკივილის მოსახსნელად, ან ასპირინის მაღალ დოზებს,

სახსრების ტკივილის სამკურნალო პრეპარატებს (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, იბუპროფენი), აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზების ჩათვლით),

  • ბაკლოფენი (გამოიყენება კუნთების სპასტიური მდგომარეობების სამკურნალოდ გაფანტული სკლეროზის დროს),

პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ, როგორებიცაა დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია და სხვა (მაგ. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური პრეპარატები) და საანესთეზიო საშუალებებს,

იმუნოსუპრესიულ პრეპარატებს (პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ ორგანიზმის დამცავ ფუნქციას), რომლებიც გამოიყენება აუტოიმუნური დარღვევების სამკურნალოდ, ან ორგანოს გადანერგვის შემდეგ (მაგ. ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი),

ტრიმეტოპრიმს (ინფექცეიბის სამკურნალოდ),

ესტრამუსტინს (კიბოს სამკურნალოდ),

პრეპარატებს, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ (რაცეკადოტრილი), ან გადანერგვის შემდეგ ორგანოს განდევნის პრევენციისათვის (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნება mTor ჯგუფს); იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“,

საკუბიტრილის / ვალსარტანის კომბინაციას, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ (იხ. "არ მიიღოთ პრეპარატი პრენესა®" და "განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები"),

ალოპურინოლს (პოდაგრის სამკურნალოდ),

პროკაინამიდს (გულის არარეგულარული რითმის სამკურნალოდ),

ვაზოდილატატორებს, ნიტრატების ჩათვლით (პრეპარატები, რომლებიც აფართოვებენ სისხლძარღვებს),

ხველის ან გაციების დროს გამოსაყენებელ პრეპარატებს (სიმპატომიმეტიკები), ან ნორადრენალინს, ან ადრენალინს, რომლებიც გამოიყენება დაქვეითებული არტერიული წნევის, გულის უკმარისობის, შოკის, ასთმის, ან ალერგიების სამკურნალოდ,

ოქროს პრეპარატებს, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ (ნატრიუმის აუროტიომალატი).

არ მიიღოთ ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებები ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. ეს განსაკუთრებით ეხება გაციების, ტკივილის შესამსუბუქებელ პრეპარატებს, მარილის შემცვლელებს, ან კალიუმის შემცველ სამკურნალო საშუალებებს.

პრენესა® საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

პრეპარატი მიიღება დილას, ჭამამდე, საკმარისი ოდენობის სითხის მიყოლებით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

საჭიროა აცნობოთ მკურნალ ექიმს, თუ ფიქრობთ რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას. ექიმი გირჩევთ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, თუ გეგმავთ დაორსულებას, ან ორსულობის დადგენისთანავე და პრენესას® ნაცვლად გირჩევთ სხვა სამკურნალო საშუალების მიღებას. პრენესა® არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ეტაპზე და შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს ორსულობის 3 თვის შემდეგ მიღებისას.

ძუძუთი კვება

აცნობეთ ექიმს, თუ კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ან აპირებთ ძუძუთი კვების დაწყებას. პრენესა® წინააღმდეგნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში მყოფი დედებისათვის და ექიმმა შეიძლება გირჩიოთ სხვა სახის მკურნალობა, თუ არ გსურთ ძუძუთი კვების შეწყვეტა, განსაკუთრებით თუ თქვენი შვილი ახალშობილია, ან ნაადრევად დაბადებული.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

შეიძლება უეცრად გამოვლინდეს ჰიპოტენზია ან თავბრუსხვევა, რამაც შესაძლოა გააუარესოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარი.

პრენესა® შეიცავს ლაქტოზას (ლაქტოზას მონოჰიდრატი)

თუ თქვენ გაცნობეს, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მოცემული პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

  • პრეპარატ პრენესას® მიღება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის რეკომენდაციის სრული დაცვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს.

ჰიპერტენზიის სამკურნალო ჩვეული დოზა - 4მგ დღში ერთჯერ. დოზა შეიძლება გაიზარდოს პერინდოპრილის 8მგ-მდე დღეში ერთჯერ.

თუ ხართ 65 წლის, ან მეტის, თქვენთვის ჩვეული საწყისი დოზა შეადგენს 2მგ-ს დღეში ერთჯერ. მკურნალობის ერთი თვის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს 4მგ-მდე დღეში ერთჯერ, ხოლო შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში - 8მგ-მდე დღეში ერთჯერ.

გულის უკმარისობის სამკურნალო ჩვეული დოზა შეადგენს 2მგ-ს დღეში ერთჯერ. დოზა შეიძლება გაიზარდოს 4მგ-მდე დღეში ერთჯერ.

ინსულტის რეციდივის პროფილაქტიკისათვის საწყისი დოზა შეადგენს 2მგ-ს (ერთი 2მგ-ანი ტაბლეტი, ან 4მგ ტაბლეტის ნახევარი) პირველი ორი კვირის განმავლობაში. შემდგომი ორი კვირის განმავლობაში, პრეპარატის ინდაპამიდთან კომბინირებამდე, დოზა უნდა გაიზარდოს

4მგ-მდე (ერთი 4მგ-ანი ტაბლეტი).

ჩვეული საწყისი დოზა გულ-სისხლძარღვთა მხრივ მოვლენების რისკის შესამცირებლად შეადგენს 4მგ-ს დღეში ერთჯერ. მკურნალობის ორი კვირის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს 8მგ-მდე დღეში ერთჯერ, რაც შეადგენს მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას ამ ჩვენებისას.

თუ თქვენ ხართ 65 წლის, ან მეტის, თქვენთვის ჩვეული საწყისი დოზა შეადგენს 2მგ-ს დღეში ერთჯერ. მკურნალობის ერთი კვირის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს 4მგ-მდე დღეში ერთჯერ, ხოლო ერთი კვირის შემდეგ 8მგ-მდე დღეში ერთჯერ.

ტაბლეტები მიიღეთ დილას ჭამამდე, საკმარისი ოდენობის წყლის მიყოლებით. მკურნალობის კურსისას თქვენი ექიმი დაარეგულირებს დოზას მკურნალობაზე პასუხის შესაბამისად.

დოზა პაციენტებისათვის, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რენოვასკულარული ჰიპერტენზია, იტარებენ დიალიზს, ადრე მკურნალობდნენ დიურეტიკებით და ხანდაზმული პაციენტებისათვის უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ.

მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად უნდა განსაზღვროს ექიმმა.

თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატ პრენესას® ეფექტი ძალიან ძლიერია, ან ძალიან სუსტია, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში.

თუ მიიღეთ პრეპარატ პრენესას® ჭარბი დოზა

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ყველაზე სავარაუდო ეფექტია არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება (ჰიპოტენზია). თუ აღინიშნება არტერიული წნევის მკვეთრი დაწევა, ეს მდგომარეობა შეიძლება გააუმჯობესოს „წამოწოლამ და ფეზების ზემოთ აწევამ“.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ პრენესას® მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

პრეპარატი მიიღეთ დღეში ერთჯერ დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ყოველდღიურად.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ პრენესას® მიღება

მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ არტერიული წნევა შეიძლება ისევ გაიზარდოს, რამაც შესაძლოა გაზარდოს მაღალ არტერიულ წნევასთან დაკავშირებული გართულებების რისკი, განსაკუთრებით გულის, თავის ტვინის და თირკმელების მხრივ. გულის უკმარისობის მქონე პაციენტების მდგომარეობა შეიძლება ისე გაუარესდეს, რომ საჭირო გახდეს სტაციონარული მკურნალობა.

თუ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით გაქვთ დამატებითი კითხვები მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, პრენესამაც® შეიძლება გამოწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა არა ყველა ადამიანში.

თუ გამოგივლინდათ რომელიმე შემდეგ სიმპტომი, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და აცნობეთ ექიმს:

ძლიერი თავბრუსხვევა ან ცნობიერების დაკარგვა,

სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის, ან ხორხის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება,

უჩვეულოდ სწრაფი, ან არარეგულარული გულისცემა, ან ტკივილი გულ-მკერდის არეში,

ძლიერი ტკივილი მუცლის არეში.

ხშირი (ვლინდება 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ვერტიგო, კიდურებში დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია),

მხედველობის დარღვევა,

ხმაური ყურებში (ტინიტუსი),

დაბალ წნევასთან დაკავშირებული ცნობიერების დაბინდვა,

ხველა, ქოშინი (დისპნოე),

გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, გემოს ცვლილება, დისპეფსია, დიარეა, ყაბზობა,

გამონაყარი კანზე, ქავილი,

კრუნჩხვები,

დაღლილობის შეგრძნება (ასთენია).

არახშირი: (ვლინდება 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)

განწყობის ცვლილება, ძილის დარღვევა,

დეპრესია,

ბრონქოსპაზმი (სიმძიმის შეგრძნება გულ-მკერდის არეში, გაძნელებული, მსტვენავი სუნთქვა),

პირის სიმშრალე,

ანგიონევროზული შეშუპება (სიმპტომები მოიცავს მსტვენავ სუნთქვას, სახის და ყელის შეშუპებას),

ფართოთ გავრცელებული ჭინჭრის ციება, კანზე წითელი ლაქები,

კანზე ბუშტუკების წარმოქმნა,

თირკმლის ფუნქციის დარღვევა,

ერექციული დისფუნქცია,

ოფლიანობა,

ეოზინოფილების დონის მომატება (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი),

ძილიანობა, გონების დაკარგვა,

საკუთარი გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია,

ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება),

ფოტომგრძნობელობის რეაქციები (კანის მომატებული მგრძნობელობა მზისადმი),

ართრალგია (ტკივილი სახსრებში), მიალგია (ტკივილი კუნთებში),

ტკივილი გულ-მკერდის არეში, დისკომფორტი, პერიფერიული შეშუპება, ცხელება,

წაქცევა,

ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება: სისხლში კალიუმის მაღალი დონე, რომელიც მცირდება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, ნატრიუმის დაბალი დონე, ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე) დიაბეტის მქონე პაციენტებში, სისხლში შარდოვანას და კრეატინინის მომატება.

იშვიათი: (ვლინდება 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)

ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება: ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, ბილირუბინის მაღალი დონე,

ფსორიაზის მიმდინარეობის გაუარესება.

ისეთი სიმპტომები, როგორიცაა შარდის ფერის გამუქება, გულისრევა ან ღებინება, კუნთების კრუნჩხვები, ცნობიერების დაბინდვა და კრუნჩხვითი შეტევები შეიძლება გამოწვეული იყოს ადჰ-ს (ანტიდიურეზული ჰორმონის) არაადეკვატური სეკრეციით,

შარდვის შემცირება ან არქონა,

სახისა და სხეულის ზედა ნახევრის წამოხურება,

თირკმლის მწვავე უკმარისობა

ძალიან იშვიათი: (ვლინდება 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)

გონების დაბინდვა,

გულის რითმის დარღვევა, ტკივილი გულ-მკერდის არეში (სტენოკარდია),

გულის შეტევა ან ინსულტი (დაკავშირებული დაბალ არტერიულ წნევასთან),

ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი სახე), რინიტი (ცხვირის გაჭედვა, ან სურდო),

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი),

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი),

კანის სიწითლის სხვადასხვა ფორმები (მულტოფორმული ერითემა),

სისხლის შემადგენლობის დარღვევა, როგორიცაა ლეიკოციტების და ერითროციტების რაოდენობის შემცირება, ჰემოგლობინის დაბალი დონე, სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (რაც იწვევს ძლიერ ტკივილებს მუცლის და ზურგის არეში).

სიხშირე უცნობია: (სიხშირე ვერ ფასდება არსებული მონაცემებით)

უფერობა, ხელების ან ფეხების თითების დაბუჟება და ტკივილი (რეინოს სინდრომი).

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ გამოგივლინდათ რომელიმე არასასურველი რეაქცია, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენაზე, მათ შორის რეაქციებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებას.

ჭარბი დოზა

არის მხოლოდ შეზღუდული მონაცემები ადამიანებში დოზის გადაჭარბების შესახებ. აგფ ინჰიბიტორების დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ჰიპოტენზიას, ცირკულატორულ შოკს, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევას, თირკმლის უკმარისობას, ჰიპერვენტილაციას, ტაქიკარდიას, გულის ფრიალის შეგრძნებას, ბრადიკარდიას, თავბრუსხვევას, მოუსვენრობას და ხველას.

დოზის გადაჭარბებისას რეკომენდებული მკურნალობა - ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენური შეყვანა. ჰიპოტენზიის განვითარებისას, პაციენტი უნდა მოთავსდეს შოკის პოზიციაში. თუ შესაძლებელია, შეიძლება განხილულ იქნას საკითხი ანგიოტენზინ II ინფუზიის და/ან ინტრავენურად კატექოლამინის შეყვანის შესახებ. პერიონდოპრილატი სისტემური სისხლის მიმოქცევიდან შეიძლება გამოიდევნოს ჰემოდიალიზით (იხ. ნაწილი 4.4). კარდიოსტიმულატორის დაყენება ნაჩვენებია მდგრადი ბრადიკარდიის საკმურნალოდ. საჭიროა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებლების და შრატში ელექტროლიტების და კრეატინინის კონცენტრაციის მუდმივი კონტროლი.

შემადგენლობა

პრეპარატ პრენესას®ს შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: პერინდოპრილის ერბუმინი 2მგ, 4მგ ან 8მგ.

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.

პრეპარატ პრენესას® აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

2მგ ტაბლეტები: მრგვალი, ოდნავ ორმხრივ ამოზნექილი, თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე ტაბლეტები წაკვეთილი კიდეებით.

4მგ ტაბლეტები: ოვალური, ოდნავ ორმხრივ ამოზნექილი, თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე ტაბლეტები წაკვეთილი კიდეებით და გამყოფი ხაზით ერთ მხარეს. ტაბლეტის გაყოფა შეიძლება ორ თანაბარ დოზად.

8მგ ტაბლეტები: მრგვალი, ოდნავ ორმხრივ ამოზნექილი, თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე ტაბლეტები წაკვეთილი კიდეებით და გამყოფი ხაზით ერთ მხარეს. ტაბლეტის გაყოფა შეიძლება ორ თანაბარ დოზად.

10 ტაბლეტი ბლისტერზე (ოპა/ალ/პვქ ფირფიტა და ალუმინის ფოლგა). 3 და 6 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

15 ტაბლეტი ბლისტერზე (ოპა/ალ/პვქ ფირფიტა და ალუმინის ფოლგა). 2 და 4 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე. ნესტისაგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიწყვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა 3 წელი.

არ მიიღოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ პრეპარატი წყალმომარაგების, ან საკანალიზაციო სისტემაში. დააზუსტეთ ფარმაცევტთან, თუ როგორ უნდა გაანადგუროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

  • 1 ფარმაკოდინამიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი პრეპარატები, აგფ ინჰიბიტორები.

ათქ კოდი: C09AA04.

მოქმედების მექანიზმი

პერინდოპრილი - ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორია, რომელიც გარდაქმნის ანგიოტენზინ I-ს ანგიოტენზინ II-ად (ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტი - აგფ).გარდამქმნელი ფერმენტი, ან კინინაზა - ეგზოპეპტიდაზაა, რომელიც საშუალებას იძლევა ანგიოტენზინ I გარდაიქმნას ანგიოტენზინ II-ად, ასევე შლის სისხლძარღვთა გამაფართოვებელ ბრადიკინინს არააქტიურ ჰექტაპეპტიდამდე. აგფ ინჰიბირება იწვევს სისხლის პლაზმაში ანგიოტენზინ II შემცველობის შემცირებას, რასაც მოსდევს პლაზმური რენინის აქტივაციის გაზრდა (რენინის გამონთავისუფლების უარყოფითი უკუკავშირის ინჰიბირების მეშვეობით) და ალდოსტერონის სეკრეციის დაქვეითება. რადგან აგფ ახდენს ბრადიკინინის ინაქტივაციას, აგფ ინჰიბირება ასევე იწვევს ლოკალური კალიკრეინ-კინინური სისტემების და ცირკულაციის აქტივობის მომატებას (რაც ააქტიურებს პროსტაგლანდინურ სისტემას). შესაძლოა მოცემული მექანიზმი ხელს უწყობს აგფ ინჰიბიტორების არტერიული წნევის დამაქვეითებელ მოქმედებას და ნაწილობრივ ხსნის მათ გარკვეულ გვერდით მოვლენებს (მაგ. ხველას).

პერინდოპრილი მოქმედებს თავისი აქტიური მეტაბოლიტის, პერინდოპრილატის მეშვეობით. სხვა მეტაბოლიტები არ ავლენენ აქტივობას აგფ ინჰიბირების კუთხით in vitro.

ჰიპერტენზია

პერინდოპრილი მოქმედებს ნებისმიერი ხარისხის არტერიული ჰიპერტენზიისას: მსუბუქი, საშუალო და მძიმე, აქვეითებს სისტოლურ და დიასტოლურ არტერიულ წნევას ზურგზე წოლისას და დგომისას. პერინდოპრილი ამცირებს პერიფერიული სისხლძარღვების წინააღმდეგობას, რასაც მოსდევს სისტემური არტერიული წნევის დაქვეითება. ამის შედეგად, პერიფერიული სისხლის ნაკადი იზრდება გულის შეკუმშვების სიხშირეზე რაიმე ზემოქმედების გარეშე.

როგორც წესი, თირკმლის სისხლის ნაკადი იზრდება, მაშინ როდესაც გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე (გფს) ჩვეულებრივ რჩება უცვლელი.

ანტიჰიპერტენზიული მოქმედება მაქსიმუმს აღწევს ერთჯერადი დოზის მიღებიდან 4-6 საათში და ნარჩუნდება მინიმუმ 24 საათის განმავლობაში; 24 საათის შემდეგ მაქსიმალური ეფექტი შეადგენს 87% -დან 100%-მდე.

არტერიული წნევის დაქვეითება ხდება სწრაფად. პაციენტებში, რომლებიც ექვემდებარებიან მკურნალობას, არტერიული წნევა ნორმალიზდება ერთი თვის განმავლობაში და ნარჩუნდება ტაქიფილაქსიის გარეშე.

თერაპიის შეწყვეტა არ იწვევს მოხსნის სინდრომს.

პერინდოპრილი ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას.

დადასტურებული იქნა, რომ პერინდოპრილს აქვს სისხლძარღვთა გამაფართოვებელი თვისებები. პერინდოპრილი ხელს უწყობს მსხვილი არტერიული სისხლძარღვების ელასტიურობის აღდგენას და წვრილ არტერიულ სისხლძარღვებში ამცირებს ნაკადის/სანათურის შეფარდებას.

კომბინირებული თერაპია თიაზიდურ დიურეტიკებთან იწვევს ადიტიურ სინერგიზმს.

აგფ ინჰიბიტორების და თიაზიდური დიურეტიკების კომბინირებული გამოყენება ასევე აქვეითებს დიურეტიკებით გამოწვეულ ჰიპოკალემიის განვითარების რისკს.

გულის ქრონიკული უკმარისობა

პერინდოპრილი ამცირებს გულის მუშაობას, პრე და პოსტდატვირთვის დაქვეითებით.

გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა შემდეგი:

  • მარცხენა და მარჯვენა პარკუჭების ავსების წნევის დაქვეითება,
  • პერიფერიული სისხლძარღვების საერთო წინააღმდეგობის შემცირება,
  • გულის წუთმოცულობის გაუმჯობესბა და გულის ინდექსიის გაუმჯობესება.

შედარებითი კვლევების მიმდინარეობისას, პერინდოპრილის 2 მგ დოზის პირველი მიღება პაციენტებში მსუბუქიდან საშუალო ხარისხის გულის უკმარისობით, არ იწვევდა არტერიული წნევის მნიშვნელოვან დაქვეითებას პლაცებოსთან შედარებით.

პაციენტები ანამნეზში ცერებროვასკულური დაავადებებით

PSOGRESS კვლევისას, რომელიც იყო მრავალცენტრული, საერთაშორისო, ორმაგი-ბრმა, რანდომიზირებული და პლაცებო-კონტროლირებული კვლევა, შეფასებულ იქნა პერინდოპრილით ოთხწლიანი აქტიური მკურნალობის დადებითი ეფექტები მონოთერაპიის სახით, ან დიურეტიკთან და ინდაპამიდთან ერთად ცერებროვასკულარული მოვლენების განმეორებით რისკზე პაციენტებში ცერებროვასკულარული დაავადებებით ანამნეზში. ძირითადი საბოლოო წერტილი იყო ინსულტი.

დაკვირვების საშუალოდ 3.9 წლის შემდეგ, აღინიშნა სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის დაქვეითება 9,0 და 4,0 მმ. ვწყ.სვ. შესაბამისად. პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა, ინსულტის რეციდივის რისკის მნიშვნელოვანი შემცირება 28% (95% CI [17-38], p <0,0001) აღინიშნა როგორც იშემიური, ასევე ჰემორაგიული ინსულტისას პლაცებოსთან შედარებით (10,1%, 13,8% შედარებით).

გარდა ამისა, აღინიშნა საერთო რისკის მნიშვნელოვანი შემცირება:

  • ინვალიდობის, ან ინსულტის ლეტალური გამოსავლით (4,0% 5,9% შედარებით, რაც მიუთითებს რისკის 33% შემცირებაზე).
  • ძირითადი გულ-სისხლძარღვთა მოვლენების (გულ-სისხლძარღვოვანი სიკვდილიანობა, არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტი და არაფატალური ინსულტი) (15,0%, 19,8% შედარებით, რაც მიუთითებს რისკის 26% შემცირებაზე),
  • ინსულტთან დაკავშირებული დემენციის (1,4%, 2,1% შედარებით, რაც მიუთითებს რისკის 34% შემცირებაზე) და მძიმე, ინსულტთან დაკავშირებული კოგნიტიური დარღვევების (1,6% 2,8% შედარებით, რაც მიუთითებს რისკის 45% შემცირებაზე),
  • ძირითადი კორონარული მოვლენების, არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტის, ან კორონარული არტერიის დაავადების სიკვდილიანობის ჩათვლით (3,8%, 5,0% შედარებით, რაც მიუთითებს რისკის 26% შემცირებაზე).

ზემოთ აღნიშნული სასარგებლო თერაპიული ეფექტები აღინიშნებოდა იმის მიუხედავად, იყვნენ პაციენტები ჰიპერტენზიულები, თუ ნორმოტენზიულები, ასაკის, სქესის, ინსულტის ტიპის, ან დიაბეტის არსებობისგან დამოუკიდებლად. PSOGRESS კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ 5 წლიანი მკურნალობა თავიდან აცილებს ერთ ინსულტს 23 პაციენტში და გულ-სისხლძარღვთა ერთ მოვლენას 18 პაციენტში.

პაციენტები კორონარული არატერიის სტაბილური ფორმით

EUROPA კვლევა იყო მრავალცენტრული საერთაშორისო, რანდომიზირებული, ორმხრივი-ბრმა კლინიკური კვლევა პლაცებო კონტროლით, 4 წლიანი ხანგრძლივობით.

თორმეტი ათას ორას თვრამეტი (12218), 18 წელზე მეტი ასაკის პაციენტი იყო რანდომიზებული 8 მგ პერინდოპრილის (n=6110), ან პლაცებოს (n=6108) მისაღებად.

საკვლევ პოპულაციაში იყო კორონარული არტერიის დაავადების ნიშნები, გულის უკმარისობის კლინიკური ნიშნების გარეშე. მთლიანობაში, პაციენტების 90% ადრე გადაიტანა მიოკარდიუმის ინფარქტი და/ან კორონარული არტერიების რევასკულარიზაცია. პაციენტების უმრავლესობა იღებდა საკვლევ პრეპარატს ტრადიციულ თერაპიაზე დამატებით, რომელიც მოიცავდა თრომბოციტების ინჰიბიტორებს, ჰიპოლიპიდემიურ საშუალებებს და ბეტა-ბლოკერებს. ეფექტურობის მთავარი კრიტერიუმი იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობის, მიოკარდიუმის ინფარქტის, რომელმაც არ გამოიწვია ლეტალური გამოსავალი და/ან გულის მუშაობის გაჩერება წარმატებული რეანიმაციით, ერთობლიობა. დღე-ღამეში ერთხელ 8 მგ პერინდოპრილით მკურნალობამ გამოიწვია საბოლოო წერტილის მნიშვნელოვანი აბსოლუტური დაქვეითება 1,9% (რისკის ფარდობითი შემცირება 20%, 95% CI [9,4; 28,6] - p<0,001).

პაციენტებში გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით და/ან რევასკულარიზაციით, აღინიშნებოდა აბსოლუტური დაქვეითება 2.2%, რაც შეესაბამება RRR 22.4% (95% CI [12,0; 31,6] - p<0,001), პირველად საბოლოო წერტილში პლაცებოსთან შედარებით.

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა. კლინიკური კვლევების მონაცემები

ორმა მსხვილმა რანდომიზირებულმა კონტროლირებადმა კვლევამ (ONTARGET (Telmisartan Alone and in combination with Ramipril Global Endpoint Trial) და VA NEPHRON-D (The Veterans Affairs Nephropathy in Siabetes)) შეისწავლა აგფ ინჰიბიტორების გამოყენება ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებთან კომბინაციაში.

ONTARGET კვლევა ჩატარდა ანამნეზში გულ-სისხლძარღვთა და თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადებების, ან ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში საბოლოო ორგანოს დაზიანების მტკიცებულებით. VA NEPHRON-D იყო კვლევა პაციენტებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით და დიაბეტური ნეფროპათიით.

მონოთერაპიასთან შედარებით, ამ კვლევებმა არ აჩვენა მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა თირკმლის ფუნქციაზე და/ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამოსავალზე და სიკვდილიანობაზე, მაშინ, როდესაც აღინიშნა ჰიპერკალიემიის, თირკმლის მწვავე უკმარისობის და/ან ჰიპოტონიის მომატებული რისკი. ანალოგიურ ფარმაკოდინამიკურ თვისებებთან დაკავშირებით, ამ შედეგებს მნიშვნელობა აქვს სხვა აგფ ინჰიბიტორებთან და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერებთან. ამიტომ აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერები ერთდოულად არ უნდა იქნას გამოყენებული დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.

ALTITUDE (Aliskiren Trial in Type 2 Diabetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints) კვლევა განკუთვნილი იყო აგფ ინჰიბიტორებით, ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერებით სტანდარტულ თერაპიაზე ალისკერენის დამატების უპირატესობის გამოვლენაზე პაციენტებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით და თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ან ორივე. კვლევა დროზე ადრე შეწყდა არასასურველი გამოსავლების მომატებული რისკის გამო.ინსულტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობა აღინიშნა უფრო ხშირად პაციენტების ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ ალისკირენს, პლაცებო ჯგუფთან შედარებით. ასევე ჯგუფში, რომელშიც იღებდნენ ალისკირენს, უფრო ხშირად აღინიშნა არასასურველი გვერდითი რეაქციები (ჰიპერკალიემია, ჰიპოტენზია, თირკმლის დისფუნქცია).

პედიატრიული პოპულაცია:

18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, პერინდოპრილის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ღია, არა შედარებით კლინიკურ კვლევაში, 2-დან 15 წლამდე ასაკის ჰიპერტონული დაავადების მქონე 62 ბავშვი, გორგლოვანი ფილტრაციით > 30 მლ/წთ/1,73მ2, იღებდა პერინდოპრილს საშუალო დოზით 0,07 მგ/კგ. დოზის ინდივიდუალიზება ხდებოდა პაციენტის პროფილის და არტერიული წნევის პასუხის შესაბამისად მაქსიმალურ დოზამდე 0.135 მგ/კგ/დღე-ღამეში. 59 პაციენტმა დაასრულა სამთვიანი პერიოდი, 36 პაციენტმა დაასრულა გაფართოვებული პერიოდი, ანუ დაკვირვების ქვეშ იყვნენ არა ნაკლებ 24 თვისა (კვლევის საშუალო ხანგრძლივობა 44 თვე). სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევა რჩებოდა სტაბილური ჩართვიდან ბოლო შეფასებამდე პაციენტებში, რომლებიც ადრე იღებდნენ სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს და ქვეითდებოდა პაციენტებში, რომლებიც ადრე არ იღებდნენ პრეპარატს.

75% მეტ ბავშვს ბოლო შეფასებისას სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევა ქონდა 95 პროცენტზე ნაკლები.

უსაფრთხოება შესაბამებოდა პერინდოპრილის უსაფრთხოების ცნობილ პროფილს.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია და ბიოტრანსფორმაცია

პერორალური მიღების შემდეგ, პერინდოპრილის შეწოვა სწრაფად ხდება და მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1 საათის განმავლობაში. პერინდოპრილის ნახევარდაშლის პერიოდი პლაზმაში უტოლდება 1 საათს.

პერინდოპრილი არის პროწამალი. პერინდოპრილის შეყვანილი დოზის 27% სისხლის ნაკადში ხვდება პერინდოპრილის აქტიური მეტაბოლიტის სახით. აქტიური პერინდოპრილის გარდა ორგანიზმში წარმოიქმნება 5 არააქტიური მეტაბოლიტი. პლაზმაში პერინდოპრილატის უმაღლესი კონცენტრაცია მიიღწევა 3-4 საათში.

საკვების მიღება აქვეითებს პერინდოპრილის პერინდოპრილატად გარდაქმნას და შესაბამისად მის ბიოშეღწევადობას, ამიტომ პერინდოპრილის მიღება რეკომენდებულია ერთხელ დღე-ღამეში, პერორალურად, დილით, საკვების მიღებამდე.

პერინდოპრილის დოზასა და პლაზმაში მის ექსპოზიციას შორის ნაჩვენები იყო ხაზოვანი დამოკიდებულება.

განაწილება

განაწილების მოცულობა დაახლოებით უტოლდება 0.2 ლ/კგ არაშეკავშირებული პერინდოპრილისთვის. პერინდოპრილის შეკავშირება პლაზმის ცილებთან შეადგენს 20% ნაკლებს, უმთავრესად ანგიოტენზინგარდამქმნელ ფერმენტთან, ამასთან კავშირი დამოკიდებულია კონცენტრაციაზე.

გამოყოფა

პერინდოპრილატი გამოიყოფა შარდით, ხოლო არაშეკავშირებული ფრაქციის ნახევარდაშლის ტერმინალური პერიოდი შეადგენს დაახლოებით 17 საათს, რაც იწვევს მდგრად მდგომარეობას 4 დღის განმავლობაში.

პერინდოპრილატის გამოყოფა ქვეითდება ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე პაციენტებში გულის, ან თირკმლის უკმარისობით. თირკმლის უკმარისობისას დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე (კრეატინინის კლირენსი) სასურველია დოზირების კორექცია.

დიალიზისას პერინდოპრილატის კლირენსი შეადგენს 70 მლ/წთ-ს (1.17 მლ/წმ).

პერინდოპრილის კინეტიკის ცვლილება აღინიშნება პაციენტებში ციროზით: საწყისი მოლეკულის ღვიძლის კლირენსი ორჯერ მცირდება. მიუხედავად ამისა, წარმოქმნილი პერინდოპრილატის რაოდენობა არ ქვეითდება და შესაბამისად, დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. ნაწილი 4.2 და 4.4)

  • 3 კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები

პერორალური მიღებისას ქრონიკული ტოქსიურობის კვლევებში, რომლებიც ჩატარდა ვირთხებზე და მაიმუნებზე, თირკმელი იყო სამიზნე ორგანო შექცევადი დაზიანებით.

In vitro ან in vivo კვლევებში მუტაგენობა არ აღინიშნა.

ვირთხებზე, თაგვებზე, ბაჭიებზე და მაიმუნებზე რეპროდუქციული ტოქსიურობის კვლევებმა არ გამოავლინა პირდაპირი ემბიოტოქსიურობა, ან ტერატოგენობა. ამის მიუხედავად, ნაჩვენები იყო, რომ ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, როგორც კლასი, იწვევენ არასასურველ ეფექტებს განვითარების გვიან სტადიაზე მღრნელებში (თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ნაყოფის დაღუპვის სიხშირის და პოსტნატალური სიკვდილიანობის მატება).

ვირთხებზე და თაგვებზე ხანგრძლივ კვლევებში კანცეროგენობა არ გამოვლენილა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

დანართი ფურცელი - ინფორმაცია მომხმარებლისათვის

პრენესა® ტაბლეტები 2მგ, 4მგ და 8მგ

პერინდოპრილი

პრეპარატის გამოყენებამდე დანართი ფურცელი წაიკითხეთ სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ დანართი ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.

პრეპარატი დაგენიშნათ პირდად თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შეიძლება ზიანო მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები გავს თქვენსას.

თუ გივლინდებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის რომლებიც არ არის ჩამოთვილი დანართი ფურცლის 4 ნაწილში.

დანართ ფურცელში მოცემულია:

  • რას წარმოადგენს პრეპარატი პრენესა® და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ პრენესას® მიღებამდე
  • პრეპარატ პრენესას® მიღება
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • პრეპარატ პრენესას® შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს პრეპარატი პრენესა® და რისთვის გამოიყენება

პრენესა® მიუეკუთვნეპა ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორების (აგფ ინჰიბიტორები) პრეპარატთა ჯგუფს, რომლებიც აფართოვებენ სისხლძარღვებს, რაც იწვევს (განსაკუთრებით მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში) არტერიული წნევის შემცირებას და აუმჯობესებს სისხლით და ჟანგბადით გულის კუნთების და სხვა ორგანოების მომარაგებას. ამიტომ, ეს პრეპარატი ასევე ეფექტურია გულის უკმარისობის მკურნალობისათვის და ინსულტის რეციდივის პროფილაქტიკისათვის ცერებროვასკულარული დაავადებების მქონე პაციენტებში.

პრენესა® გამოიყენება:

მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) სამკურნალოდ,

გულის უკმარისობის სამკურნალოდ,

ინდაპამიდთან კომბინაციაში განმეორებითი ინსულტის თავიდან ასაცილებლად პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აქვთ ცერებროვასკულარული დაავადებები,

გულის მხრივ მოვლენების განვითარების რისკის შესამცირებლად, როგორიცაა გულის შეტევა გულის სტაბილური იშემიური დაავადების (მდგომარეობა, რომლის დროსაც გულის სისხლით მომარაგება მცირდება, ან ბლოკირებულია) მქონე პაციენტებში, რომლებსაც უკვე ქონდათ გულის შეტევა და/ან ჩაუტარდათ ოპერაცია გულის სისხლით მომარაგების გასაუმჯობესებლად სისხლძარღვების გაფართოვებით, რომლებიც ამაში მონაწილეობენ.

  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ პრენესას® მიღებამდე

აცნობეთ მკურნალ ექიმს თუ გაქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, ნვითიერებათა ცვლის დარღვევა, მომატებული მგრძნობელობა, ან იღებთ სხვა პრეპარატებს.

არ მიიღოთ პრეპარატი პრენესა®:

თუ ხართ ალერგიული პერინდოპრილის, სხვა აგფ ინჰიბიტორის, ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე ნივთიერების მიმართ (იხ. ნაწილი 6);

თუ თქვენ, ან თქვენს ნათესავს აღენიშნა ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა მსტვენავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ძლიერი ქავილი ან ფართოდ გავრცელებული გამონაყარი წარსულში აგფ ინჰიბიტორების მიღებისას, ან თუ მოცემული სიმპტომები აღინიშნა სხვა გარემოებებში (მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება ანგიონევროზული შეშუპება);

თუ გაქვთ თირკმლის ფუქნციის ძლიერი დარღვევა, რომელსაც თან ახლავს თირკმელებისთვის სისხლის მიწოდების შემცირება (თირკმლის არტერიის სტენოზი);

თუ იტარებთ დიალიზს, ან სხვა ტიპის სისხლის ფილტრაციას. გამოყენებული მოწყობილობიდან გამომდინარე, პრენესა® შეიძლება არ იყოს თქვენთვის შესაფერისი პრეპარატი;

თუ ხართ 3 თვეზე მეტი ხნის ორსული; ასევე უმჯობესია თავი აარიდოთ პრეპარატ პრენესა®ს მიღებას ორსულობის ადრეულ ვადებზე (იხ. ნაწილი „ორსულობა და ძუძუთი კვება“);

თუ გაქვთ დიაბეტი, ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა და მკურნალობთ ალისკირენის შემცველი არტერიული წნევის დამწევი პრეპარატით;

თუ იღებდით, ან იღებთ საკუბიტრილი/ვალსარტანის კომბინაციას, სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება ზრდასრულებში გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის დროს, ანგიონევროზული შეშუპების (ხორხის შეშუპების სწრაფი განვითარება) გამოვლენის რისკის ზრდასთან დაკავშირებით.

აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

მოცემული პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ზრდასრულებში.

პრეპარატ პრენესას® მიღებამდე აცნობეთ ექიმს:

თუ გაქვთ აორტის სტენოზი (გულიდან გამომავალი ძირითადი სისხლძარღვის შევიწროვება), ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება), ან თირკმლის არტერიის სტენოზი (არტერიის შევიწროება, რომელიც თირკმელებს ამარაგებს სისხლით);

თუ გაქვთ დარღვევები გულის მხრივ;

თუგ აქვთ ღვიძლის დაავადება;

თუ გაქვთ დარღვევები თირკმლის მხრივ, ან იტარებთ დიალიზს;

თუ გაქვთ სისხლში ჰორმონ ალდესტერონის მომატებული დონე (პირველადი ალდოსტერონიზმი);

თუ გაქვთ კოლაგენოზი (კანის დაავადება), როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა, ან

სკლეროდერმია;

თუ გაქვთ დიაბეტი;

თუ გაქვთ ჰიპოტენზია;

თუ ხართ მარილის შეზღუდულ დიეტაზე, ან იყენებთ კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს;

თუ უნდა ჩაიტაროთ ანესთეზია და/ან სერიოზული ოპერაცია;

თუ ახლო წარსულში აგეღნიშნათ დიარეა, ღებინება, ან გაუწყლოვნება;

თუ უნდა ჩაიტაროთ ჰემოდიალიზი, ან დსლპ აფერეზი (ორგანიზმიდან ქოლესტერინის მოცილება აპარატით);

თუ უნდა ჩაგიტარდეთ დესენსიბილიზაცია ფუტკრის, ან კრაზანას ნაკბენზე ალერგიული რეაქციის შემსამცირებლად;

თუ იღებთ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო რომელიმე შემდეგ პრეპარატს:

ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერები (არბ) (პრეპარატები, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც სარტანები - მაგ. ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ გაქვთ დიაბეტთან დაკავირებული თირკმლის პრობლემები,

ალისკირენი.

ექიმმა შეიძლება რეგულარულად შეამოწმოს თირკმლის ფუნქცია, არტერიული წნევა და სისხლში ელექტროლიტების (მაგ. კალიუმის) შემცველობა.

იხ. ასევე ინფორმაცია სათაურით „არ მიიღოთ პრეპარატი პრენესა®“.

თუ მიეკუთვნებით შავკანიან რასას, რადგან შეიძლება გქონდეთ ანგიონევროზული შეშუპების შედარებით მაღალი რისკი, ასევე თქვენთვის ეს პრეპარატი შეიძლება იყოს ნაკლებად ეფექტური არტერიული წნევის შესამცირებლად სხვა რასობრივი კუთვნილების პაციენტებთან შედარებით;

თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს, იზრდება ანგიონევროზული შეშუპების (ხორხის არეში შეშუპების სწრაფი განვითარება) განვითარების რისკი:

რაცეკადოტრილი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ;

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოს განდევნის თავიდან ასაცილებლად და ონკოლოგიური დაავადებებისას (მაგ. სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი, ან სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნება mTOR ინჰიბიტორების ჯგუფს);

საკუბიტრილი (გამოიშვება ფიქსირებულ კომბინაციაში ვალსარტანთან), რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ;

ლინაგლიპტინი, საქსაგლიპტინი, სიტაგლიპტინი, ვილდაგლიპტინი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნება გლიპტინების კლასს (დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი).

ანგიონევროზული შეშუპება

ანგიონევროზული შეშუპების შემთხვევები (სერიოზული ალერგიული რეაქციები სახის, ტუჩების, ენის, ან ხორხის თანმხლები შეშუპებით, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებით) აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს, მათ შორის პრეპარატ პრენესას®. ეს რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს თერაპიის ნებისმიერ ეტაპზე. თუ გივლინდებათ მოცემული სიმპტომები, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ პრენესას® მიღება და მიმართეთ ექიმს (იხ. ასევე ნაწილი 4).

საჭიროა აცნობოთ ექიმს, თუ თვლით, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას. პრენესას® მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ვადებზე და შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს ორსულობის 3 თვის შემდეგ (იხ. ნაწილი „ორსულობა და ძუძუთი კვება“).

ამ პრეპარატის მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს მშრალი ხველა. ასეთ შემთხვევაში კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

თუ თქვენთვის აუცილებელია ჰემოდიალიზის, ან სისხლის გაწმენდის რაიმე სხვა პროცედურის (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზი) ჩატარება ან ჰიპერმგრძნობელობის (დესენსიბილიზაცია) მკურნალობა კრაზანას ნაკბენის ან ფუტკრის შხამის საწინააღმდეგოდ, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ პრეპარატ პრესენას®, რადგან არსებობს მომატებული მგრძნობელობის არასასურველი რეაქციების განვითარების მომატებული რისკი.

ამ პრეპარატით მკურნალობის დროს შეიძლება გაიზარდოს სისხლში კალიუმის დონე (ჰიპერკალემია), განსაკუთრებით თირკმლის და/ან გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თუ დაგეგმილი გაქვთ ოპერაცია, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ პრეპარატ პრენესას®, რადგან ზოგადი ანესთეზიის დროს არსებობს ჰიპოტენზიის განვითარების მომატებული რისკი.

გამოყენება ბავშვებში

პრეპარატ პრენესას® გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

სხვა პრეპარატები და პრენესა®

აცნობეთ მკურნალ ექიმს იმ პრეპარატების შესახებ რომლებსაც იღებთ, ახლო წარსულში იღებდით, ან გეგმავთ მიღებას.

პრეპარატ პრენესათი® მკურნალობაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების მიღებამ. ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა და/ან მიიღოს სიფრთხილის სხვა ზომები თუ იღებთ:

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატებს, მათ შორის ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერებს (არბ), ალისკირენს (იხ. ასევე ინფორმაცია ნაწილში „არ მიიღოთ პრეპარატი პრენესა®“ და „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“) ან დიურეზულებს (პრეპარატები, რომლებიც ზრდიან თირკმელებით გამოყოფილი შარდის მოცულობას),

შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატებს (მაგალითად, ინსულინი, მეტფორმინი და გლიპტინები),

კალიუმის შემნახველ პრეპარატებს (მაგალითად, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის დანამატებს, ან კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს, ასევე სხვა პრეპარატებს, რომლებიც ზრდიან ორგანიზმში კალიუმის დონეს (მაგალითად, ტრიმეტროპრიმი და კოტრიმოქსაზოლი, ასევე ცნობილი როგორც ტრიმეტოპრიმი/სულფამეტოქსაზოლის კომბინაცია ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ; ციკლოსპორინს, იმნოსუპრესანტი, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანოს უკუგდების თავიდან ასაცილებლად; და ჰეპარინს, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება თრომბების წარმოქმნის პრევენციისათვის სისხლის გათხელების გზით),

კალიუმის შემნახველ პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ: ეპლერენონი და სპირონოლაქტონი დოზებით 12.5მგ - 50მგ დღეში,

ლითიუმს, რომელიც გამოიყენება მანიის ან დეპრესიის დროს,

არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (მაგალითად, იბუპროფენი), ტკივილის მოსახსნელად, ან ასპირინის მაღალ დოზებს,

სახსრების ტკივილის სამკურნალო პრეპარატებს (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, იბუპროფენი), აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზების ჩათვლით),

  • ბაკლოფენი (გამოიყენება კუნთების სპასტიური მდგომარეობების სამკურნალოდ გაფანტული სკლეროზის დროს),

პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ, როგორებიცაა დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია და სხვა (მაგ. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური პრეპარატები) და საანესთეზიო საშუალებებს,

იმუნოსუპრესიულ პრეპარატებს (პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ ორგანიზმის დამცავ ფუნქციას), რომლებიც გამოიყენება აუტოიმუნური დარღვევების სამკურნალოდ, ან ორგანოს გადანერგვის შემდეგ (მაგ. ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი),

ტრიმეტოპრიმს (ინფექცეიბის სამკურნალოდ),

ესტრამუსტინს (კიბოს სამკურნალოდ),

პრეპარატებს, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ (რაცეკადოტრილი), ან გადანერგვის შემდეგ ორგანოს განდევნის პრევენციისათვის (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნება mTor ჯგუფს); იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“,

საკუბიტრილის / ვალსარტანის კომბინაციას, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ (იხ. "არ მიიღოთ პრეპარატი პრენესა®" და "განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები"),

ალოპურინოლს (პოდაგრის სამკურნალოდ),

პროკაინამიდს (გულის არარეგულარული რითმის სამკურნალოდ),

ვაზოდილატატორებს, ნიტრატების ჩათვლით (პრეპარატები, რომლებიც აფართოვებენ სისხლძარღვებს),

ხველის ან გაციების დროს გამოსაყენებელ პრეპარატებს (სიმპატომიმეტიკები), ან ნორადრენალინს, ან ადრენალინს, რომლებიც გამოიყენება დაქვეითებული არტერიული წნევის, გულის უკმარისობის, შოკის, ასთმის, ან ალერგიების სამკურნალოდ,

ოქროს პრეპარატებს, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ (ნატრიუმის აუროტიომალატი).

არ მიიღოთ ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებები ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. ეს განსაკუთრებით ეხება გაციების, ტკივილის შესამსუბუქებელ პრეპარატებს, მარილის შემცვლელებს, ან კალიუმის შემცველ სამკურნალო საშუალებებს.

პრენესა® საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

პრეპარატი მიიღება დილას, ჭამამდე, საკმარისი ოდენობის სითხის მიყოლებით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა

საჭიროა აცნობოთ მკურნალ ექიმს, თუ ფიქრობთ რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას. ექიმი გირჩევთ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, თუ გეგმავთ დაორსულებას, ან ორსულობის დადგენისთანავე და პრენესას® ნაცვლად გირჩევთ სხვა სამკურნალო საშუალების მიღებას. პრენესა® არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ეტაპზე და შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს ორსულობის 3 თვის შემდეგ მიღებისას.

ძუძუთი კვება

აცნობეთ ექიმს, თუ კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ან აპირებთ ძუძუთი კვების დაწყებას. პრენესა® წინააღმდეგნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში მყოფი დედებისათვის და ექიმმა შეიძლება გირჩიოთ სხვა სახის მკურნალობა, თუ არ გსურთ ძუძუთი კვების შეწყვეტა, განსაკუთრებით თუ თქვენი შვილი ახალშობილია, ან ნაადრევად დაბადებული.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

შეიძლება უეცრად გამოვლინდეს ჰიპოტენზია ან თავბრუსხვევა, რამაც შესაძლოა გააუარესოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარი.

პრენესა® შეიცავს ლაქტოზას (ლაქტოზას მონოჰიდრატი)

თუ თქვენ გაცნობეს, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მოცემული პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

  • პრეპარატ პრენესას® მიღება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის რეკომენდაციის სრული დაცვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს.

ჰიპერტენზიის სამკურნალო ჩვეული დოზა - 4მგ დღში ერთჯერ. დოზა შეიძლება გაიზარდოს პერინდოპრილის 8მგ-მდე დღეში ერთჯერ.

თუ ხართ 65 წლის, ან მეტის, თქვენთვის ჩვეული საწყისი დოზა შეადგენს 2მგ-ს დღეში ერთჯერ. მკურნალობის ერთი თვის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს 4მგ-მდე დღეში ერთჯერ, ხოლო შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში - 8მგ-მდე დღეში ერთჯერ.

გულის უკმარისობის სამკურნალო ჩვეული დოზა შეადგენს 2მგ-ს დღეში ერთჯერ. დოზა შეიძლება გაიზარდოს 4მგ-მდე დღეში ერთჯერ.

ინსულტის რეციდივის პროფილაქტიკისათვის საწყისი დოზა შეადგენს 2მგ-ს (ერთი 2მგ-ანი ტაბლეტი, ან 4მგ ტაბლეტის ნახევარი) პირველი ორი კვირის განმავლობაში. შემდგომი ორი კვირის განმავლობაში, პრეპარატის ინდაპამიდთან კომბინირებამდე, დოზა უნდა გაიზარდოს

4მგ-მდე (ერთი 4მგ-ანი ტაბლეტი).

ჩვეული საწყისი დოზა გულ-სისხლძარღვთა მხრივ მოვლენების რისკის შესამცირებლად შეადგენს 4მგ-ს დღეში ერთჯერ. მკურნალობის ორი კვირის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს 8მგ-მდე დღეში ერთჯერ, რაც შეადგენს მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას ამ ჩვენებისას.

თუ თქვენ ხართ 65 წლის, ან მეტის, თქვენთვის ჩვეული საწყისი დოზა შეადგენს 2მგ-ს დღეში ერთჯერ. მკურნალობის ერთი კვირის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს 4მგ-მდე დღეში ერთჯერ, ხოლო ერთი კვირის შემდეგ 8მგ-მდე დღეში ერთჯერ.

ტაბლეტები მიიღეთ დილას ჭამამდე, საკმარისი ოდენობის წყლის მიყოლებით. მკურნალობის კურსისას თქვენი ექიმი დაარეგულირებს დოზას მკურნალობაზე პასუხის შესაბამისად.

დოზა პაციენტებისათვის, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რენოვასკულარული ჰიპერტენზია, იტარებენ დიალიზს, ადრე მკურნალობდნენ დიურეტიკებით და ხანდაზმული პაციენტებისათვის უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ.

მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად უნდა განსაზღვროს ექიმმა.

თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატ პრენესას® ეფექტი ძალიან ძლიერია, ან ძალიან სუსტია, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში.

თუ მიიღეთ პრეპარატ პრენესას® ჭარბი დოზა

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ყველაზე სავარაუდო ეფექტია არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება (ჰიპოტენზია). თუ აღინიშნება არტერიული წნევის მკვეთრი დაწევა, ეს მდგომარეობა შეიძლება გააუმჯობესოს „წამოწოლამ და ფეზების ზემოთ აწევამ“.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ პრენესას® მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

პრეპარატი მიიღეთ დღეში ერთჯერ დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ყოველდღიურად.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ პრენესას® მიღება

მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ არტერიული წნევა შეიძლება ისევ გაიზარდოს, რამაც შესაძლოა გაზარდოს მაღალ არტერიულ წნევასთან დაკავშირებული გართულებების რისკი, განსაკუთრებით გულის, თავის ტვინის და თირკმელების მხრივ. გულის უკმარისობის მქონე პაციენტების მდგომარეობა შეიძლება ისე გაუარესდეს, რომ საჭირო გახდეს სტაციონარული მკურნალობა.

თუ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით გაქვთ დამატებითი კითხვები მიმართეთ ექიმს.

  • შესაძლო არასასურველი რეაქციები

ყველა პრეპარატის მსგავსად, პრენესამაც® შეიძლება გამოწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა არა ყველა ადამიანში.

თუ გამოგივლინდათ რომელიმე შემდეგ სიმპტომი, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და აცნობეთ ექიმს:

ძლიერი თავბრუსხვევა ან ცნობიერების დაკარგვა,

სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის, ან ხორხის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება,

უჩვეულოდ სწრაფი, ან არარეგულარული გულისცემა, ან ტკივილი გულ-მკერდის არეში,

ძლიერი ტკივილი მუცლის არეში.

ხშირი (ვლინდება 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ვერტიგო, კიდურებში დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია),

მხედველობის დარღვევა,

ხმაური ყურებში (ტინიტუსი),

დაბალ წნევასთან დაკავშირებული ცნობიერების დაბინდვა,

ხველა, ქოშინი (დისპნოე),

გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, გემოს ცვლილება, დისპეფსია, დიარეა, ყაბზობა,

გამონაყარი კანზე, ქავილი,

კრუნჩხვები,

დაღლილობის შეგრძნება (ასთენია).

არახშირი: (ვლინდება 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)

განწყობის ცვლილება, ძილის დარღვევა,

დეპრესია,

ბრონქოსპაზმი (სიმძიმის შეგრძნება გულ-მკერდის არეში, გაძნელებული, მსტვენავი სუნთქვა),

პირის სიმშრალე,

ანგიონევროზული შეშუპება (სიმპტომები მოიცავს მსტვენავ სუნთქვას, სახის და ყელის შეშუპებას),

ფართოთ გავრცელებული ჭინჭრის ციება, კანზე წითელი ლაქები,

კანზე ბუშტუკების წარმოქმნა,

თირკმლის ფუნქციის დარღვევა,

ერექციული დისფუნქცია,

ოფლიანობა,

ეოზინოფილების დონის მომატება (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი),

ძილიანობა, გონების დაკარგვა,

საკუთარი გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია,

ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება),

ფოტომგრძნობელობის რეაქციები (კანის მომატებული მგრძნობელობა მზისადმი),

ართრალგია (ტკივილი სახსრებში), მიალგია (ტკივილი კუნთებში),

ტკივილი გულ-მკერდის არეში, დისკომფორტი, პერიფერიული შეშუპება, ცხელება,

წაქცევა,

ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება: სისხლში კალიუმის მაღალი დონე, რომელიც მცირდება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, ნატრიუმის დაბალი დონე, ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე) დიაბეტის მქონე პაციენტებში, სისხლში შარდოვანას და კრეატინინის მომატება.

იშვიათი: (ვლინდება 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)

ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება: ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, ბილირუბინის მაღალი დონე,

ფსორიაზის მიმდინარეობის გაუარესება.

ისეთი სიმპტომები, როგორიცაა შარდის ფერის გამუქება, გულისრევა ან ღებინება, კუნთების კრუნჩხვები, ცნობიერების დაბინდვა და კრუნჩხვითი შეტევები შეიძლება გამოწვეული იყოს ადჰ-ს (ანტიდიურეზული ჰორმონის) არაადეკვატური სეკრეციით,

შარდვის შემცირება ან არქონა,

სახისა და სხეულის ზედა ნახევრის წამოხურება,

თირკმლის მწვავე უკმარისობა

ძალიან იშვიათი: (ვლინდება 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)

გონების დაბინდვა,

გულის რითმის დარღვევა, ტკივილი გულ-მკერდის არეში (სტენოკარდია),

გულის შეტევა ან ინსულტი (დაკავშირებული დაბალ არტერიულ წნევასთან),

ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი სახე), რინიტი (ცხვირის გაჭედვა, ან სურდო),

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი),

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი),

კანის სიწითლის სხვადასხვა ფორმები (მულტოფორმული ერითემა),

სისხლის შემადგენლობის დარღვევა, როგორიცაა ლეიკოციტების და ერითროციტების რაოდენობის შემცირება, ჰემოგლობინის დაბალი დონე, სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (რაც იწვევს ძლიერ ტკივილებს მუცლის და ზურგის არეში).

სიხშირე უცნობია: (სიხშირე ვერ ფასდება არსებული მონაცემებით)

უფერობა, ხელების ან ფეხების თითების დაბუჟება და ტკივილი (რეინოს სინდრომი).

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ გამოგივლინდათ რომელიმე არასასურველი რეაქცია, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენაზე, მათ შორის რეაქციებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებას.

  • პრეპარატ პრენესას® შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე. ნესტისაგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიწყვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა 3 წელი.

არ მიიღოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ პრეპარატი წყალმომარაგების, ან საკანალიზაციო სისტემაში. დააზუსტეთ ფარმაცევტთან, თუ როგორ უნდა გაანადგუროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატ პრენესას®ს შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: პერინდოპრილის ერბუმინი 2მგ, 4მგ ან 8მგ.

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.

პრეპარატ პრენესას® აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

2მგ ტაბლეტები: მრგვალი, ოდნავ ორმხრივ ამოზნექილი, თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე ტაბლეტები წაკვეთილი კიდეებით.

4მგ ტაბლეტები: ოვალური, ოდნავ ორმხრივ ამოზნექილი, თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე ტაბლეტები წაკვეთილი კიდეებით და გამყოფი ხაზით ერთ მხარეს. ტაბლეტის გაყოფა შეიძლება ორ თანაბარ დოზად.

8მგ ტაბლეტები: მრგვალი, ოდნავ ორმხრივ ამოზნექილი, თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე ტაბლეტები წაკვეთილი კიდეებით და გამყოფი ხაზით ერთ მხარეს. ტაბლეტის გაყოფა შეიძლება ორ თანაბარ დოზად.

10 ტაბლეტი ბლისტერზე (ოპა/ალ/პვქ ფირფიტა და ალუმინის ფოლგა). 3 და 6 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

15 ტაბლეტი ბლისტერზე (ოპა/ალ/პვქ ფირფიტა და ალუმინის ფოლგა). 2 და 4 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

კრკა დ.დ., ნოვო მესტო, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა