პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის

პრედნიდელტი

Prednidelt®

რეცეპტით30მგინსტრუქცია ქართულადსლოვენია
რისთვის გამოიყენება

ამ მედიკამენტის აქტიურ ნივთიერებას აქვს ეგრეთწოდებული გლუკოკორტიკოიდული მოქმედება და აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული თვისებები. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პრედნიზონი (prednisone)
ფორმა და შეფუთვა
30მგ რექტალური სუპოზიტორია №4
მწარმოებელი
Marifarm d.o.o., სლოვენია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, გლუკოკორტიკოიდები
ATC კოდი
H02AB07
რეგისტრაციის ნომერი
რ-037628
რეგისტრირებულია
22 მარტი 2023, მოქმედებს 22 მარტი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ელელგრუპი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაპრედნიდელტი და სხვა წამალი ერთად

პრედნიდელტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ამ მედიკამენტის აქტიურ ნივთიერებას აქვს ეგრეთწოდებული გლუკოკორტიკოიდული მოქმედება და აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული თვისებები.

პრედნიდელტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ასთმის, ალერგიული რეაქციების, მწვავე და ქრონიკული რევმატოიდული დაავადებების ამკურნალოდ, წყლულოვანი კოლიტის და კანის არაანთებითი მწვავე მდგომარეობის (დერმატოზი) დროს. ბავშვებში მისი გამოყენება ძირითადად შესაძლებელია ცრუ კრუპისა და სპასტიკური ბრონქიტის დროს.

ხანმოკლე, მაღალი დოზით გლუკოკორტიკოიდულ თერაპიას არ აქვს უკუჩვენება მძიმე მწვავე დაავადებების და სიცოცხლისათვის საშიში პირობების შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სუპოზიტორია უნდა შეიყვანოთ სწორ ნაწლავში ღრმად.

თქვენი ექიმი გეტყვით ზუსტად რამდენჯერ გამოიყენოთ ეს წამალი დღეში. გამოიყენეთ პრედნიდელტი მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენსასც გირჩევთ ექიმი.

არასოდეს გამოიყენოთ ეს წამალი უფრო მაღალი დოზით ან უფრო ხშირად, ვიდრე ამას დაგინიშნავთ ექიმი.

ჩვეულებრივი დღიური დოზაა 100-200 მგ მძიმე, მწვავე მდგომარეობისას, 30 მგ ხანგრძლივი მკურნალობისას, გამოიყენება დილით.

ხანგრძლივი მკურნალობის ბოლოს შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ეტაპობრივად.

თუ საჭიროზე მეტი პრედნიდენტის რექტალური სუპოზიტორია გამოიყენეთ

ხანგრძლივმა მიღებამ უფრო მაღალი დოზით შეიძლება გამოიწვიოს კუშინგის სინდრომი, სიმსუქნე, ჰიპერტენზია და ოსტეოპოროზი.

შეიძლება გამოიწვიოს ნახშირწყლების მეტაბოლიზმის დარღვევა. მიოპათია, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ფსიქიატრიული დარღვევები და შეიძლება მოხდეს კალიუმის დეფიციტი. თუ შეამჩნევთ ამ გვერდით ეფექტებს, თანდათან უნდა შეამიროთ დოზა.

ამ მედიკამენტის გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ინფექციების რისკი. უკვე არსებულის ინფექციის სიმპტომები შეიძლება შეინიღბოს მკურნალობით.

თუ დაგავიწყდათ პრედნიდელტი რექტალური სუპოზიტორიის გამოყენება

მიიღეთ გამოტოვებული სუპოზიტორია რაც შეიძლება მალე, მაგრამ არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ ალერგიული ხართ პრედნიზონის ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილიa მე-6 ნაწილში).

სიფრთხილის ზომები

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს პრედნიდელტის რექტალური სუპოზიტორიის გამოყენებამდე.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ პრედნიდელტის რექტალურ სუპოზიტორიასთან

  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, მძიმე ოსტეოპოროზის, გამოხატული ჰიპერტენზიის დროს.
  • ვაქცინაციის დროს.
  • ვირუსული ინფექციების შემთხვევაში: ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი, ვარიცელა.
  • სისტემური სოკოვანი დაავადებები, ამებოიდური ინფექცია.
  • გლაუკომა.
  • პოლიომიელიტი (გარდა ბულბალურისა- ენცეფალიტის ფორმა).
  • BCG ლიმფადენიტი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები.

მიმართეთ ექიმს, თუ ერთდროულად იყენებთ შემდეგ პრეპარატებს: სალიცილატები, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, საგულე გლიკოზიდები, ანტიდიაბეტური საშუალებები, კუმარინის წარმოებულები, ბარბიტურატები, რიფამპიცინი, ფენიტოინი.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ შენიშნეთ მანამდე უცნობი სიმპტომი პრეპარატის გამოყენებისას (იხ. ნაწილი 4).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენებამდე.

ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში და ძუძუთი კვების პერიოდში, პრედნიდელტი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ რისკის/სარგებლის ფრთხილი შეფასების შემდეგ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრედნიდენტი არ ახდენს გავლენას მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, შეწყვიტეთ პრედნიდელტი რექტალური სუპოზიტორიის გამოყენება და შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან დაუყოვნებლივ ეწვიეთ უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებას.

ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ალერგია სუპოზიტორიის ზოგიერთი კომპონენტის მიმართ. სუპოზიტორიის გამოყენების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, წვრილი წითელი ლაქები კანზე, ცხელება, სისხლძარღვების გამობერილობა, შესაძლოა წყლულოვანი, დაზიანებული კანის ადგილები. ამ სიმპტომებს შეიძლება თან ახლდეს გულისრევა და თავის ტკივილი.

ეს არის ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები. თუ შეამჩნევთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, შეიძლება გქონდეთ მძიმე ალერგიული რეაქცია წამალზე და შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან შესაძლოა საავადმყოფოში გადაყვანა. თუმცა, ეს ძალიან მძიმე გვერდითი მოვლენები ძალზე იშვიათია.

აცნობეთ ექიმს რაც შეიძლება მალე, თუ შეამჩნევთ შემდეგ სიმპტომებს:

სუპოზიტორიის შეყვანის ადგილას შეიძლება განვითარდეს ლორწოვანი გარსის მტკივნეული გაღიზიანება. ეს გვერდითი მოვლენა იშვიათად ვითარდება.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ გამოვლინდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით (იხილეთ დეტალები ქვემოთ):

Orszagos Gyogyszereszeti es Elelmezes-egeszsegtigyi Intczet

Postafiok 450

H-l372 ბუდაპეშტი

საიტი: www.ogyei.gov.hu

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერება არის: ერთი სუპოზიტორია შეიცავს 30 მგ (მიკრონიზებული) პრედნიზონს.
  • სხვა ინგრედიენტი არის მყარი ცხიმი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

როგორ გამოიყურება პრედნიდელტი რექტალური სუპოზიტორია და შეფუთვის შიგთავსი

თეთრიდან მოყვითალო თეთრი, ტორპედოს ფორმის, ერთგვაროვანი რექტალური სუპოზიტორია.

6, 4 ან 2 რექტალური სუპოზიტორია თეთრ, გაუმჭვირვალე PVC/PE ბლისტერში და მუყაოს კოლოფში. შესაძლოა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

შენახვის პირობები

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ (EXP} რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე. ვარგისიანობის ვადა მიუთითებს ამ თვის ბოლო დღეს.

არ გამოიყენოთ ეს წამალი, თუ შეამჩნევთ ფერის ან სუნის ცვლილებას.

არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

პრედნიდელტი 30 მგ რექტალური სუპოზიტორია

პრედნიზონი

ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება მისი ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

ეს წამალი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი სიმპტომებია იგივეა, რაც თქვენი.

თუ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

რა არის მოცემული ამ ინსტრუქციაში

I. რა არის პრედნიდელტი რექტალური სუპოზიტორია და რისთვის გამოიყენება

  • რა უნდა იცოდეთ პრედნიდელტი რექტალური სუპოზიტორიის გამოყენებამდე
  • როგორ გამოვიყენოთ პრედნიდელტი რექტალური სუპოზიტორია
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

5 როგორ შეინახოთ პრედნიდელტი რექტალური სუპოზიტორია

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის პრედნიდელტი რექტალური სუპოზიტორია და რისთვის გამოიყენება

ამ მედიკამენტის აქტიურ ნივთიერებას აქვს ეგრეთწოდებული გლუკოკორტიკოიდული მოქმედება და აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული თვისებები.

პრედნიდელტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ასთმის, ალერგიული რეაქციების, მწვავე და ქრონიკული რევმატოიდული დაავადებების ამკურნალოდ, წყლულოვანი კოლიტის და კანის არაანთებითი მწვავე მდგომარეობის (დერმატოზი) დროს. ბავშვებში მისი გამოყენება ძირითადად შესაძლებელია ცრუ კრუპისა და სპასტიკური ბრონქიტის დროს.

ხანმოკლე, მაღალი დოზით გლუკოკორტიკოიდულ თერაპიას არ აქვს უკუჩვენება მძიმე მწვავე დაავადებების და სიცოცხლისათვის საშიში პირობების შემთხვევაში.

  • რა უნდა იცოდეთ პრედნიდელტის რექტალური სუპოზიტორიის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ პრედნიდელტის რექტალური სუპოზიტორია

თუ ალერგიული ხართ პრედნიზონის ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილიa მე-6 ნაწილში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს პრედნიდელტის რექტალური სუპოზიტორიის გამოყენებამდე.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ პრედნიდელტის რექტალურ სუპოზიტორიასთან

  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, მძიმე ოსტეოპოროზის, გამოხატული ჰიპერტენზიის დროს.
  • ვაქცინაციის დროს.
  • ვირუსული ინფექციების შემთხვევაში: ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი, ვარიცელა.
  • სისტემური სოკოვანი დაავადებები, ამებოიდური ინფექცია.
  • გლაუკომა.
  • პოლიომიელიტი (გარდა ბულბალურისა- ენცეფალიტის ფორმა).
  • BCG ლიმფადენიტი.

სხვა მედიკამენტები და პრედნიდელტი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები.

მიმართეთ ექიმს, თუ ერთდროულად იყენებთ შემდეგ პრეპარატებს: სალიცილატები, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, საგულე გლიკოზიდები, ანტიდიაბეტური საშუალებები, კუმარინის წარმოებულები, ბარბიტურატები, რიფამპიცინი, ფენიტოინი.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ შენიშნეთ მანამდე უცნობი სიმპტომი პრეპარატის გამოყენებისას (იხ. ნაწილი 4).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენებამდე.

ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში და ძუძუთი კვების პერიოდში, პრედნიდელტი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ რისკის/სარგებლის ფრთხილი შეფასების შემდეგ.

გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრედნიდენტი არ ახდენს გავლენას მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

  • როგორ გამოვიყენოთ პრედნიდელტი რექტალური სუპოზიტორია

ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სუპოზიტორია უნდა შეიყვანოთ სწორ ნაწლავში ღრმად.

თქვენი ექიმი გეტყვით ზუსტად რამდენჯერ გამოიყენოთ ეს წამალი დღეში. გამოიყენეთ პრედნიდელტი მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენსასც გირჩევთ ექიმი.

არასოდეს გამოიყენოთ ეს წამალი უფრო მაღალი დოზით ან უფრო ხშირად, ვიდრე ამას დაგინიშნავთ ექიმი.

ჩვეულებრივი დღიური დოზაა 100-200 მგ მძიმე, მწვავე მდგომარეობისას, 30 მგ ხანგრძლივი მკურნალობისას, გამოიყენება დილით.

ხანგრძლივი მკურნალობის ბოლოს შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ეტაპობრივად.

თუ საჭიროზე მეტი პრედნიდენტის რექტალური სუპოზიტორია გამოიყენეთ

ხანგრძლივმა მიღებამ უფრო მაღალი დოზით შეიძლება გამოიწვიოს კუშინგის სინდრომი, სიმსუქნე, ჰიპერტენზია და ოსტეოპოროზი.

შეიძლება გამოიწვიოს ნახშირწყლების მეტაბოლიზმის დარღვევა. მიოპათია, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ფსიქიატრიული დარღვევები და შეიძლება მოხდეს კალიუმის დეფიციტი. თუ შეამჩნევთ ამ გვერდით ეფექტებს, თანდათან უნდა შეამიროთ დოზა.

ამ მედიკამენტის გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ინფექციების რისკი. უკვე არსებულის ინფექციის სიმპტომები შეიძლება შეინიღბოს მკურნალობით.

თუ დაგავიწყდათ პრედნიდელტი რექტალური სუპოზიტორიის გამოყენება

მიიღეთ გამოტოვებული სუპოზიტორია რაც შეიძლება მალე, მაგრამ არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, შეწყვიტეთ პრედნიდელტი რექტალური სუპოზიტორიის გამოყენება და შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან დაუყოვნებლივ ეწვიეთ უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებას.

ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ალერგია სუპოზიტორიის ზოგიერთი კომპონენტის მიმართ. სუპოზიტორიის გამოყენების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, წვრილი წითელი ლაქები კანზე, ცხელება, სისხლძარღვების გამობერილობა, შესაძლოა წყლულოვანი, დაზიანებული კანის ადგილები. ამ სიმპტომებს შეიძლება თან ახლდეს გულისრევა და თავის ტკივილი.

ეს არის ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები. თუ შეამჩნევთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, შეიძლება გქონდეთ მძიმე ალერგიული რეაქცია წამალზე და შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან შესაძლოა საავადმყოფოში გადაყვანა. თუმცა, ეს ძალიან მძიმე გვერდითი მოვლენები ძალზე იშვიათია.

აცნობეთ ექიმს რაც შეიძლება მალე, თუ შეამჩნევთ შემდეგ სიმპტომებს:

სუპოზიტორიის შეყვანის ადგილას შეიძლება განვითარდეს ლორწოვანი გარსის მტკივნეული გაღიზიანება. ეს გვერდითი მოვლენა იშვიათად ვითარდება.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ გამოვლინდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით (იხილეთ დეტალები ქვემოთ):

Orszagos Gyogyszereszeti es Elelmezes-egeszsegtigyi Intczet

Postafiok 450

H-l372 ბუდაპეშტი

საიტი: www.ogyei.gov.hu

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • როგორ შევინახოთ პრედნიდელტი რექტალური სუპოზიტორია

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ (EXP} რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე. ვარგისიანობის ვადა მიუთითებს ამ თვის ბოლო დღეს.

არ გამოიყენოთ ეს წამალი, თუ შეამჩნევთ ფერის ან სუნის ცვლილებას.

არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პრედნიდელტი რექტალური სუპოზიტორია

  • აქტიური ნივთიერება არის: ერთი სუპოზიტორია შეიცავს 30 მგ (მიკრონიზებული) პრედნიზონს.
  • სხვა ინგრედიენტი არის მყარი ცხიმი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

როგორ გამოიყურება პრედნიდელტი რექტალური სუპოზიტორია და შეფუთვის შიგთავსი

თეთრიდან მოყვითალო თეთრი, ტორპედოს ფორმის, ერთგვაროვანი რექტალური სუპოზიტორია.

6, 4 ან 2 რექტალური სუპოზიტორია თეთრ, გაუმჭვირვალე PVC/PE ბლისტერში და მუყაოს კოლოფში. შესაძლოა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Biotech GmbH უნგრეთის ფილიალი

2049 Diosd, Petofi Sandor utca 43-47.

მწარმოებელი

Marifarm d.o.o.

Minarikova ulica 8

2000 მარიბორი, სლოვენია

OGYI-T-5179/01 (30 მგ, 6x)

OGYI-T-5179/02 (30 მგ, 2x)

OGYI-T-5179/03 (30 მგ, 4x)

ეს ინსტრუქცია ბოლოს განახლდა 2020 წლის ივნისში

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა