ეს პრეპარატი არის რადიოფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ დიაგნოსტიკური გამოყენებისთვის. პოლტექნეტი არის ტექნეციუმის (99mTc) გენერატორი, რაც ნიშნავს, რომ ეს არის მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) საინექციო ხსნარის მისაღებად. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მოლიბდატი (molybdate) + პერტექნეტატი (pertechnetate)
- ფორმა და შეფუთვა
- 8.0-175 GBq აქტივობის 99mTc ნატრიუმის პერტექნეტატის ი.ვ. საინექციო და თვალში ჩასაწვეთებელი ხსნარის მოსამზადებელი რადიონუკლიდური გენერატორი №1 + გამხსნელი (0,9% 10მლ ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი) ფლაკონი №16 დამოუკიდებელ შეფუთვაში + საევაკუაციო ვაკუუმ ფლაკონი №16 დამოუკიდებელ შეფუთვაში
- მწარმოებელი
- Narodowe Centrum Badań Jądrowych, პოლონეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რადიოფარმაცევტული სადიაგნოსტიკო საშუალებები, ფარისებრი ჯირკვლის სადიაგნოსტიკო სხვადასხვა რადიოფარმაცევტული საშუალებები
- ATC კოდი
- V09FX01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038734
- რეგისტრირებულია
- 28 ივლისი 2023, მოქმედებს 28 ივლისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ამბიენს“
- GMP
- -
პოლტექნეტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ეს პრეპარატი არის რადიოფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ დიაგნოსტიკური გამოყენებისთვის.
პოლტექნეტი არის ტექნეციუმის (99mTc) გენერატორი, რაც ნიშნავს, რომ ეს არის მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) საინექციო ხსნარის მისაღებად. ამ რადიოაქტიური ხსნარის შეყვანისას ის დროებით გროვდება სხეულის გარკვეულ უბნებში. შეყვანილი რადიოაქტიურობის მცირე რაოდენობა შეიძლება გამოვლინდეს სხეულის გარეთ სპეციალური კამერებით. ბირთვული მედიცინის ექიმი გადაიღებს შესაბამისი ორგანოს გამოსახურებას (სკანირებას), რომელსაც შეუძლია მას მიაწოდოს ღირებული ინფორმაცია ამ ორგანოს სტრუქტურისა და ფუნქციის შესახებ.
ინექციის შემდეგ ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარი გამოიყენება სხეულის სხვადასხვა ნაწილების გამოსახულების მისაღებად, როგორიცაა:
ფარისებრი ჯირკვალი;
სანერწყვე ჯირკვლები;
კუჭის ქსოვილის გამოჩენა პათოლოგიურ ადგილას (მეკელის დივერტიკული);
თვალების ცრემლსადენი სადინარები.
ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა პროდუქტთან ერთად სხვა რადიოფარმაცევტული პრეპარატის მოსამზადებლად. ამ შემთხვევაში, იხ. შესაბამისი შეფუთვის ფურცელი-ჩანართი.
ბირთვული მედიცინის ექიმი აგიხსნით, რა ტიპის გამოკვლევა ჩატარდება ამ პროდუქტით.
ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარის გამოყენება გულისხმობს მცირე რაოდენობის რადიოაქტიურობით ზემოქმედებას.
თქვენი ექიმი და ბირთვული მედიცინის ექიმი მიიჩნევენ, რომ კლინიკური სარგებელი, რომელსაც მიიღებთ რადიოფარმაცევტული პროცედურისგან, აღემატება რადიაციის რისკს.
მიღების წესი და დოზირება
არსებობს მკაცრი კანონები რადიოფარმაცევტული პროდუქტების გამოყენების, დამუშავების და განადგურების შესახებ. პოლტექნეტის გამოყენება უნდა მოხდს მხოლოდ სპეციალურ კონტროლირებად ადგილებში. ამ პროდუქტს დაამუშავებენ და უზრუნველყოფენ შეყვანას მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც გაწვრთნილნი და კვალიფიცირებულნი არიან მის უსაფრთხოდ გამოყენებაში. ეს პირები განსაკუთრებულად იზრუნებენ ამ პროდუქტის უსაფრთხო გამოყენებაზე და გაგაცნობენ მათ მოქმედებას.
ბირთვული მედიცინის ექიმი, რომელიც ზედამხედველობს პროცედურას, განსაზღვრავს ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარის რაოდენობას, რომელიც გამოიყენება თქვენს შემთხვევაში. ეს იქნება ყველაზე მცირე რაოდენობა, რომელიც საჭიროა სასურველი ინფორმაციის მისაღებად.
ჩვეულებრივ, რეკომენდირებული რაოდენობა მოზრდილი ადამიანისთვის დამოკიდებულია ჩასატარებელ ტესტზე და მერყეობს 2-დან 400 მბკ-მდე (მეგაბეკერელი, ერთეული, რომელიც გამოიყენება რადიოაქტიურობის გამოსახატავად).
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ბავშვებსა და მოზარდებში შესაყვანი რაოდენობა ადაპტირებული იქნება ბავშვის წონაზე.
ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარის შეყვანა და პროცედურის ჩატარება
გამოკვლევის მიზნიდან გამომდინარე, პროდუქტი შეჰყავთ მკლავის ვენაში ინექციით ან შეიძლება თვალებში ჩაწვეთება წვეთების სახით.
ერთი შეყვანა საკმარისია იმ ტესტის ჩასატარებლად, რომელიც თქვენს ექიმს სჭირდება.
პროცედურის ხანგრძლივობა
თქვენი ბირთვული მედიცინის ექიმი შეგატყობინებთ პროცედურის ხანგრძლივობის შესახებ.
სკანირება შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ დროს, ინექციის დროს და მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, გამოკვლევის სახეობიდან გამომდინარე.
ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარის შეყვანის შემდეგ, თქვენ უნდა:
მოერიდეთ ყოველგვარ ახლო კონტაქტს მცირეწლოვან ბავშვებთან და ორსულ ქალებთან ინექციიდან 12 საათის განმავლობაში;
მოშარდოთ ხშირად, რათა გამოიდევნოს პროდუქტი თქვენი ორგანიზმიდან;
შეყვანის შემდეგ, თქვენ მოგცემენ სასმელს და უნდა მოშარდოთ მაშინვე ტესტის დაწყებამდე.
ბირთვული მედიცინის ექიმი შეგატყობინებთ, თუ დაგჭირდებათ რაიმე განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება ამ წამლის მიღების შემდეგ. დაუკავშირდით თქვენი ბირთვული მედიცინის ექიმს, თუ გექნებათ რაიმე შეკითხვა.
თუ თქვენ დაგენიშნათ პოლტექნეტით მიღებული ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარი საჭიროზე მეტი რაოდენობით
დოზის გადაჭარბება თითქმის შეუძლებელია, რადგან თქვენ მიიღებთ ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარის მხოლოდ ერთ დოზას, რომელსაც საგულდაგულოდ გააკონტროლებს ბირთვული მედიცინის ექიმი, რომელიც ზედამხედველობს პროცედურას. თუმცა, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ შესაბამის მკურნალობას. კერძოდ, ბირთვული მედიცინის ექიმი, რომელიც პასუხისმგებელია პროცედურაზე, გირჩევთ რომ დალიოთ ბევრი სითხე, რათა განდევნოთ თქვენი ორგანიზმიდან რადიოაქტიურობის კვალი.
ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ბირთვული მედიცინის ექიმს, რომელიც ზედამხედველობს პროცედურას.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ნატრიუმის პერტექნეტატი 99mTc-ზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).
სიფრთხილის ზომები
მიაწოდეთ ინფრმაცია თქვენი ბირთვული მედიცინის ექიმს შემდეგ შემთხვევებში:
თუ გაწუხებთ ალერგია, რადგან ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარის შეყვანის შემდეგ დაფიქსირდა ალერგიული რეაქციების რამდენიმე შემთხვევა;
თუ გაწუხებთ თირკმლის და/ან ღვიძლის დაავადება;
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად;
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
თქვენი ბირთვული მედიცინის ექიმი შეგატყობინებთ, თუ გჭირდებათ რაიმე განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ. გაიარეთ კონსულტაცია თქვენი ბირთვული მედიცინის ექიმთან, თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა.
ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარის გამოყენებამდე თქვენ უნდა:
დალიეთ ბევრი წყალი გამოკვლევის დაწყებამდე, რათა რაც შეიძლება ხშირად მოშარდოთ გამოკვლევიდან პირველი საათების განმავლობაში.
მეკელის დივერტიკულის სცინტიგრაფიის დაწყებამდე 3-4 საათით ადრე უნდა იყოთ უზმოზე, წვრილი ნაწლავის პერისტალტიკის დაბალი დონის შესანარჩუნებლად.
ბავშვები და მოზარდები
გაიარეთ კონსულტაცია თქვენი ბირთვულ მედიცინის ექიმთან, თუ ხართ 18 წლამდე ასაკის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს თუ იღებთ ან ახლახანს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა სამკურნალო საშუალებები, რადგან მათ შეუძლიათ ხელი შეუშალონ გამოსახულების ინტერპრეტაციას; განსაკუთრებით ეს ეხება შემდეგ მედიკამენტებს:
ატროპინი, რომელიც გამოიყენება მაგალითად:
კუჭის, ნაწლავების ან ნაღვლის ბუშტის სპაზმების შესამცირებლად;
პანკრეასის სეკრეციის შესამცირებლად;
ოფთალმოლოგიაში;
ანესთეზიის დაწყებამდე;
შემცირებული გულისცემის სამკურნალოდ ან
ანტიდოტის სახით.
იზოპრენალინი, პრეპარატი შემცირებული გულისცემის სამკურნალოდ,
ტკივილგამაყუჩებლები,
საფაღარათო საშუალებები (არ შეიძლება მათი მიღება ამ პროცედურის დროს, რადგან ისინი აღიზიანებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს),
თუ ჩაგიტარდათ კონტრასტული კვლევები (მაგ. კონტრასტული აგენტი ბარიუმით) ან კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილის გამოკვლევა (რადგან აღნიშნული თავიდან უნდა იქნას აცილებული მეკელის დივერტიკულის სცინტიგრაფიამდე 48 საათის განმავლობაში),
ანტითირეოიდული პრეპარატები (მაგ. კარბიმაზოლი ან სხვა იმიდაზოლის წარმოებულები, როგორიცაა პროპილთიურაცილი), სალიცილატები, სტეროიდები, ნატრიუმის ნიტროპრუსიდი, ნატრიუმის სულფობრომოფტალინი, პერქლორატი) (რადგან მათი მიღება არ შეიძლება სცინტიგრაფიამდე 1 კვირით ადრე),
ფენილბუტაზონი სხეულის ცხელების, ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ (რადგან მისი მიღება არ შეიძლება სცინტიგრაფიამდე 2 კვირით ადრე),
ამოსახველებელი საშუალებები (რადგან მათი მიღება არ შეიძლება სცინტიგრაფიამდე 2 კვირით ადრე),
ფარისებრი ჯირკვლის ბუნებრივი ან სინთეზური პრეპარატები (მაგ. ნატრიუმის თიროქსინი, ნატრიუმის ლიოთირონინი, ფარისებრი ჯირკვლის ექსტრაქტი) (რადგან მათი მიღება არ შეიძლება სცინტიგრაფიამდე 2-3 კვირით ადრე);
ანტიარითმული საშუალება ამიოდარონი (რადგან მისი მიღება არ შეიძლება სცინტიგრაფიამდე 4 კვირით ადრე),
ბენზოდიაზეპინები, რომლებიც გამოიყენება, მაგალითად, სედაციისთვის, ან როგორც შფოთვის ან კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალება ან როგორც მიორელაქსანტი ან ლითიუმი, რომელიც გამოიყენება როგორც განწყობის სტაბილიზატორი მანიაკალურ-დეპრესიული დაავადების დროს (რადგან აღნიშნული პრეპარატები არ უნდა იქნას მიღებული სცინტიგრაფიამდე 4 კვირით ადრე),
ინტრავენური კონტრასტული საშუალებები, რომლებიც გამოიყენება სხეულის რენტგენოლოგიური გამოკვლევისთვის (რადგან მათი გამოყენება არ შეიძლება სცინტიგრაფიამდე 1-2 თვით ადრე).
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ბირთვული მედიცინის ექიმს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს.
ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარის გამოყენებამდე უნდა აცნობოთ ბირთვული მედიცინის ექიმს, თუ არსებობს შესაძლებლობა, რომ იყოთ ორსულად, თუ გადაგიცდათ მენსტრუაცია ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. როდესაც გეპარებათ ეჭვი, მნიშვნელოვანია, რომ მიმართოთ თქვენი ბირთვული მედიცინის ექიმს, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს პროცედურას.
თუ ხართ ორსულად, თქვენი ბირთვული მედიცინის ექიმი ამ პრეპარატს ორსულობის დროს დაგინიშნავთ მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ მოსალოდნელია სარგებელი, რომელიც ბევრად აღემატება რისკებს.
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს აცნობეთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს ამის შესახებ, რადგან ის გირჩევთ, შეწყვიტოთ ძუძუთი კვება, სანამ რადიოაქტიურობა არ დატოვებს თქვენს სხეულს. ამას დაახლოებით სჭირდება 12 საათი. გამოწველილი რძე უნდა გადაიღვაროს. ძუძუთი კვების განახლება უნდა მოხდეს ბირთვული მედიცინის სპეციალისტთან შეთანხმებით, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს პროცედურას.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარი შეიცავს ნატრიუმს
ნატრიუმის პერტექნეტატის ხსნარი შეიცავს 3.6 მგ/მლ ნატრიუმს. ინექცირებული მოცულობიდან გამომდინარე, შეყვანილმა დოზამ შეიძლება გადააჭარბოს 1 მმოლ (23 მგ) ნატრიუმის ლიმიტს. ეს გასათვალისწინებელია, თუ ხართ შემცირებული მარილის დიეტაზე.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველას.
სიხშირე უცნობია, არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით:
ალერგიული რეაქციები, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა:
გამონაყარი კანზე, ქავილი;
ჭინჭრის ციება;
შეშუპება სხვადასხვა ადგილას, მაგ. სახის;
ქოშინი;
კანის სიწითლე;
კომა.
რეაქციები სისხლის მიმოქცევის ხრივ, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა:
აჩქარებული გულისცემა, ნელი გულისცემა;
დაღლილობა;
ბუნდოვანი მხედველობა;
თავბრუსხვევა;
თავის ტკივილი;
სისხლის მოწოლა.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა:
შეუძლოდ ყოფნა (ღებინება);
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა);
დიარეა.
რეაქციები ინექციის ადგილზე, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა:
კანის ანთება;
ტკივილი;
შეშუპება;
სიწითლე.
ეს რადიოფარმაცევტული საშუალება იძლევა მაიონიზირებელი გამოსხივების დაბალ რაოდენობას, რომელიც დაკავშირებულია კიბოს და მემკვიდრეობითი პათოლოგიების მინიმალურ რისკთან.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ ეროვნული შეტყობინებების სისტემის მეშვეობით: სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის სამკურნალო პროდუქტებზე ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტს.
Al. Jerozolimskie 181C,
02-222 ვარშავა,
phone.: + 48 22 49 21 301,
fax: + 48 22 49 21 309,
ვებგვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl
გვერდითი მოვლენების შესახებ შეიძლება ეცნობოს პასუხისმგებელი სუბიექტი.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებაა ნატრიუმის პერტექნეტატი (99mTc).
სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
პოლტექნეტის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
პროდუქტი არის ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარი, რომელიც მიღებულია რადიონუკლიდის გენერატორით.
პოლტექნეტის ელუციის შემდეგ მიღებული ხსნარი შეიძლება გამოყენებულ იქნას მონოთერაპიისთვის ან რადიოფარმაცევტული პრეპარატის ზოგიერთი კონკრეტული კომპლექტის რადიომარკირებისთვის.
შეფუთვის ზომები, მაგალითისთვის:
99mTc აქტივობა [გბკ] წარმოების თარიღისთვის
- 0
14
21
28
35
42
53
64
69
88
125
141
175
გბკ
99mTc აქტივობა (მაქსიმალური თეორიული ხსნადი აქტივობა დაკალიბრების თარიღისთვის, 12 სთ CET)
- 3
- 0
- 0
- 0
10
12
15
18
20
25
35
40
50
გბკ
99Mo აქტივობა (დაკალიბრების თარიღისთვის, 12 სთ CET)
- 6
- 5
- 8
- 2
11
14
17
21
22
29
41
46
57
გბკ
შეფუთვის სხვა ზომები 8.0-175 გბკ-ის დიაპაზონში წარმოების თარიღისთვის ასევე ხელმისაწვდომია მომხმარებლის მოთხოვნით.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
Narodowe Centrum Badań Jądrowych (ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრი)
ანდრეი სოლტანის ქ. 7
05-400 ოტვოცკი, პ
ოლონეთი
ტელ: +48 227180700
ფაქსი: +48 22 7180350
ელ. ფოსტა: [email protected]
ეს სამკურნალო საშუალება ნებადართულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში შემდეგი დასახელებით:
ავსტრია: პოლტექნეტი
ბულგარეთი: პოლტექნეტი
ჩეხეთის რესპუბლიკა: პოლტექნეტი
დანია: პოლტექნეტი
ლიეტუვა: პოლტექგენი 8.0-175 გბკ, რადიონუკლიდის გენერატორი
პოლონეთი: პოლტექნეტი
პორტუგალია: პოლტექნეტი
რუმინეთი: პოლტექნეტი 8.0-175 გბკ, რადიონუკლიდების გენერატორი
სლოვენია: პოლტექნეტი 8-175 გბკ, რადიონუკლიდის გენერატორი
შვედეთი: პოლტექნეტი
ამ პრეპარატის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს.
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი ბოლოს დამტკიცდა: 15.12.2021
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის მუშაკებისთვის:
პოლტექნეტის სრული პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება (SmPC) წარმოდგენილია ცალკე დოცუმენტის სახით პროდუქტის შეფუთვაში, რომლის მიზანია ჯანდაცვის მუშაკებს მიაწოდოს სხვა დამატებითი სამეცნიერო და პრაქტიკული ინფორმაცია ამ რადიოფარმაცევტული საშუალების გამოყენების და შეყვანის შესახებ.
გთხოვთ, იხილოთ პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება (SmPC).
ეს არის პოლონური შეფუთვის ფურცელი-ჩანართის თარგმანი (PL).
თარგმანი სწორია:
შენახვის პირობები
თქვენ არ მოგიწევთ ამ პრეპარატის შენახვა. ეს პრეპარატი ინახება სპეციალისტის პასუხისმგებლობის ქვეშ შესაბამის დაწესებულებაში. რადიოფარმაცევტული საშუალებების შენახვა მოხდება რადიოაქტიური მასალების ეროვნული რეგულაციის შესაბამისად.
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სპეციალისტისთვის.
ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის
პოლტექნეტი
- 0- 175 გბკ, რადიონუკლიდის გენერატორი
ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარი
პრეპარატის მიღებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს პროცედურას.
თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიმართეთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს. აღნიშნული ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში.
წინამდებარე ფურცელი-ჩანართის შინაარსი
- რას წარმოადგენს პოლტექნეტით მიღებული ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ პოლტექნეტით მიღებული ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება პოლტექნეტით მიღებული ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება პოლტექნეტით მიღებული ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარი
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პოლტექნეტი და რისთვის გამოიყენება
ეს პრეპარატი არის რადიოფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ დიაგნოსტიკური გამოყენებისთვის.
პოლტექნეტი არის ტექნეციუმის (99mTc) გენერატორი, რაც ნიშნავს, რომ ეს არის მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) საინექციო ხსნარის მისაღებად. ამ რადიოაქტიური ხსნარის შეყვანისას ის დროებით გროვდება სხეულის გარკვეულ უბნებში. შეყვანილი რადიოაქტიურობის მცირე რაოდენობა შეიძლება გამოვლინდეს სხეულის გარეთ სპეციალური კამერებით. ბირთვული მედიცინის ექიმი გადაიღებს შესაბამისი ორგანოს გამოსახურებას (სკანირებას), რომელსაც შეუძლია მას მიაწოდოს ღირებული ინფორმაცია ამ ორგანოს სტრუქტურისა და ფუნქციის შესახებ.
ინექციის შემდეგ ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარი გამოიყენება სხეულის სხვადასხვა ნაწილების გამოსახულების მისაღებად, როგორიცაა:
ფარისებრი ჯირკვალი;
სანერწყვე ჯირკვლები;
კუჭის ქსოვილის გამოჩენა პათოლოგიურ ადგილას (მეკელის დივერტიკული);
თვალების ცრემლსადენი სადინარები.
ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა პროდუქტთან ერთად სხვა რადიოფარმაცევტული პრეპარატის მოსამზადებლად. ამ შემთხვევაში, იხ. შესაბამისი შეფუთვის ფურცელი-ჩანართი.
ბირთვული მედიცინის ექიმი აგიხსნით, რა ტიპის გამოკვლევა ჩატარდება ამ პროდუქტით.
ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარის გამოყენება გულისხმობს მცირე რაოდენობის რადიოაქტიურობით ზემოქმედებას.
თქვენი ექიმი და ბირთვული მედიცინის ექიმი მიიჩნევენ, რომ კლინიკური სარგებელი, რომელსაც მიიღებთ რადიოფარმაცევტული პროცედურისგან, აღემატება რადიაციის რისკს.
- რა უნდა იცოდეთ პოლტექნეტით მიღებული ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარის გამოყენებამდე
არ შეიძლება პოლტექნეტით მიღებული ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარის გამოყენება
თუ გაქვთ ალერგია ნატრიუმის პერტექნეტატი 99mTc-ზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მიაწოდეთ ინფრმაცია თქვენი ბირთვული მედიცინის ექიმს შემდეგ შემთხვევებში:
თუ გაწუხებთ ალერგია, რადგან ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარის შეყვანის შემდეგ დაფიქსირდა ალერგიული რეაქციების რამდენიმე შემთხვევა;
თუ გაწუხებთ თირკმლის და/ან ღვიძლის დაავადება;
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად;
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
თქვენი ბირთვული მედიცინის ექიმი შეგატყობინებთ, თუ გჭირდებათ რაიმე განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ. გაიარეთ კონსულტაცია თქვენი ბირთვული მედიცინის ექიმთან, თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა.
ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარის გამოყენებამდე თქვენ უნდა:
დალიეთ ბევრი წყალი გამოკვლევის დაწყებამდე, რათა რაც შეიძლება ხშირად მოშარდოთ გამოკვლევიდან პირველი საათების განმავლობაში.
მეკელის დივერტიკულის სცინტიგრაფიის დაწყებამდე 3-4 საათით ადრე უნდა იყოთ უზმოზე, წვრილი ნაწლავის პერისტალტიკის დაბალი დონის შესანარჩუნებლად.
ბავშვები და მოზარდები
გაიარეთ კონსულტაცია თქვენი ბირთვულ მედიცინის ექიმთან, თუ ხართ 18 წლამდე ასაკის.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარი
აცნობეთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს თუ იღებთ ან ახლახანს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა სამკურნალო საშუალებები, რადგან მათ შეუძლიათ ხელი შეუშალონ გამოსახულების ინტერპრეტაციას; განსაკუთრებით ეს ეხება შემდეგ მედიკამენტებს:
ატროპინი, რომელიც გამოიყენება მაგალითად:
კუჭის, ნაწლავების ან ნაღვლის ბუშტის სპაზმების შესამცირებლად;
პანკრეასის სეკრეციის შესამცირებლად;
ოფთალმოლოგიაში;
ანესთეზიის დაწყებამდე;
შემცირებული გულისცემის სამკურნალოდ ან
ანტიდოტის სახით.
იზოპრენალინი, პრეპარატი შემცირებული გულისცემის სამკურნალოდ,
ტკივილგამაყუჩებლები,
საფაღარათო საშუალებები (არ შეიძლება მათი მიღება ამ პროცედურის დროს, რადგან ისინი აღიზიანებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს),
თუ ჩაგიტარდათ კონტრასტული კვლევები (მაგ. კონტრასტული აგენტი ბარიუმით) ან კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილის გამოკვლევა (რადგან აღნიშნული თავიდან უნდა იქნას აცილებული მეკელის დივერტიკულის სცინტიგრაფიამდე 48 საათის განმავლობაში),
ანტითირეოიდული პრეპარატები (მაგ. კარბიმაზოლი ან სხვა იმიდაზოლის წარმოებულები, როგორიცაა პროპილთიურაცილი), სალიცილატები, სტეროიდები, ნატრიუმის ნიტროპრუსიდი, ნატრიუმის სულფობრომოფტალინი, პერქლორატი) (რადგან მათი მიღება არ შეიძლება სცინტიგრაფიამდე 1 კვირით ადრე),
ფენილბუტაზონი სხეულის ცხელების, ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ (რადგან მისი მიღება არ შეიძლება სცინტიგრაფიამდე 2 კვირით ადრე),
ამოსახველებელი საშუალებები (რადგან მათი მიღება არ შეიძლება სცინტიგრაფიამდე 2 კვირით ადრე),
ფარისებრი ჯირკვლის ბუნებრივი ან სინთეზური პრეპარატები (მაგ. ნატრიუმის თიროქსინი, ნატრიუმის ლიოთირონინი, ფარისებრი ჯირკვლის ექსტრაქტი) (რადგან მათი მიღება არ შეიძლება სცინტიგრაფიამდე 2-3 კვირით ადრე);
ანტიარითმული საშუალება ამიოდარონი (რადგან მისი მიღება არ შეიძლება სცინტიგრაფიამდე 4 კვირით ადრე),
ბენზოდიაზეპინები, რომლებიც გამოიყენება, მაგალითად, სედაციისთვის, ან როგორც შფოთვის ან კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალება ან როგორც მიორელაქსანტი ან ლითიუმი, რომელიც გამოიყენება როგორც განწყობის სტაბილიზატორი მანიაკალურ-დეპრესიული დაავადების დროს (რადგან აღნიშნული პრეპარატები არ უნდა იქნას მიღებული სცინტიგრაფიამდე 4 კვირით ადრე),
ინტრავენური კონტრასტული საშუალებები, რომლებიც გამოიყენება სხეულის რენტგენოლოგიური გამოკვლევისთვის (რადგან მათი გამოყენება არ შეიძლება სცინტიგრაფიამდე 1-2 თვით ადრე).
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ბირთვული მედიცინის ექიმს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს.
ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარის გამოყენებამდე უნდა აცნობოთ ბირთვული მედიცინის ექიმს, თუ არსებობს შესაძლებლობა, რომ იყოთ ორსულად, თუ გადაგიცდათ მენსტრუაცია ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. როდესაც გეპარებათ ეჭვი, მნიშვნელოვანია, რომ მიმართოთ თქვენი ბირთვული მედიცინის ექიმს, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს პროცედურას.
თუ ხართ ორსულად, თქვენი ბირთვული მედიცინის ექიმი ამ პრეპარატს ორსულობის დროს დაგინიშნავთ მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ მოსალოდნელია სარგებელი, რომელიც ბევრად აღემატება რისკებს.
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს აცნობეთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს ამის შესახებ, რადგან ის გირჩევთ, შეწყვიტოთ ძუძუთი კვება, სანამ რადიოაქტიურობა არ დატოვებს თქვენს სხეულს. ამას დაახლოებით სჭირდება 12 საათი. გამოწველილი რძე უნდა გადაიღვაროს. ძუძუთი კვების განახლება უნდა მოხდეს ბირთვული მედიცინის სპეციალისტთან შეთანხმებით, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს პროცედურას.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარი შეიცავს ნატრიუმს
ნატრიუმის პერტექნეტატის ხსნარი შეიცავს 3.6 მგ/მლ ნატრიუმს. ინექცირებული მოცულობიდან გამომდინარე, შეყვანილმა დოზამ შეიძლება გადააჭარბოს 1 მმოლ (23 მგ) ნატრიუმის ლიმიტს. ეს გასათვალისწინებელია, თუ ხართ შემცირებული მარილის დიეტაზე.
- როგორ გამოიყენება პოლტექნეტით მიღებული ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარი
არსებობს მკაცრი კანონები რადიოფარმაცევტული პროდუქტების გამოყენების, დამუშავების და განადგურების შესახებ. პოლტექნეტის გამოყენება უნდა მოხდს მხოლოდ სპეციალურ კონტროლირებად ადგილებში. ამ პროდუქტს დაამუშავებენ და უზრუნველყოფენ შეყვანას მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც გაწვრთნილნი და კვალიფიცირებულნი არიან მის უსაფრთხოდ გამოყენებაში. ეს პირები განსაკუთრებულად იზრუნებენ ამ პროდუქტის უსაფრთხო გამოყენებაზე და გაგაცნობენ მათ მოქმედებას.
ბირთვული მედიცინის ექიმი, რომელიც ზედამხედველობს პროცედურას, განსაზღვრავს ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარის რაოდენობას, რომელიც გამოიყენება თქვენს შემთხვევაში. ეს იქნება ყველაზე მცირე რაოდენობა, რომელიც საჭიროა სასურველი ინფორმაციის მისაღებად.
ჩვეულებრივ, რეკომენდირებული რაოდენობა მოზრდილი ადამიანისთვის დამოკიდებულია ჩასატარებელ ტესტზე და მერყეობს 2-დან 400 მბკ-მდე (მეგაბეკერელი, ერთეული, რომელიც გამოიყენება რადიოაქტიურობის გამოსახატავად).
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ბავშვებსა და მოზარდებში შესაყვანი რაოდენობა ადაპტირებული იქნება ბავშვის წონაზე.
ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარის შეყვანა და პროცედურის ჩატარება
გამოკვლევის მიზნიდან გამომდინარე, პროდუქტი შეჰყავთ მკლავის ვენაში ინექციით ან შეიძლება თვალებში ჩაწვეთება წვეთების სახით.
ერთი შეყვანა საკმარისია იმ ტესტის ჩასატარებლად, რომელიც თქვენს ექიმს სჭირდება.
პროცედურის ხანგრძლივობა
თქვენი ბირთვული მედიცინის ექიმი შეგატყობინებთ პროცედურის ხანგრძლივობის შესახებ.
სკანირება შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ დროს, ინექციის დროს და მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, გამოკვლევის სახეობიდან გამომდინარე.
ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარის შეყვანის შემდეგ, თქვენ უნდა:
მოერიდეთ ყოველგვარ ახლო კონტაქტს მცირეწლოვან ბავშვებთან და ორსულ ქალებთან ინექციიდან 12 საათის განმავლობაში;
მოშარდოთ ხშირად, რათა გამოიდევნოს პროდუქტი თქვენი ორგანიზმიდან;
შეყვანის შემდეგ, თქვენ მოგცემენ სასმელს და უნდა მოშარდოთ მაშინვე ტესტის დაწყებამდე.
ბირთვული მედიცინის ექიმი შეგატყობინებთ, თუ დაგჭირდებათ რაიმე განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება ამ წამლის მიღების შემდეგ. დაუკავშირდით თქვენი ბირთვული მედიცინის ექიმს, თუ გექნებათ რაიმე შეკითხვა.
თუ თქვენ დაგენიშნათ პოლტექნეტით მიღებული ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარი საჭიროზე მეტი რაოდენობით
დოზის გადაჭარბება თითქმის შეუძლებელია, რადგან თქვენ მიიღებთ ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარის მხოლოდ ერთ დოზას, რომელსაც საგულდაგულოდ გააკონტროლებს ბირთვული მედიცინის ექიმი, რომელიც ზედამხედველობს პროცედურას. თუმცა, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ შესაბამის მკურნალობას. კერძოდ, ბირთვული მედიცინის ექიმი, რომელიც პასუხისმგებელია პროცედურაზე, გირჩევთ რომ დალიოთ ბევრი სითხე, რათა განდევნოთ თქვენი ორგანიზმიდან რადიოაქტიურობის კვალი.
ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ბირთვული მედიცინის ექიმს, რომელიც ზედამხედველობს პროცედურას.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველას.
სიხშირე უცნობია, არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით:
ალერგიული რეაქციები, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა:
გამონაყარი კანზე, ქავილი;
ჭინჭრის ციება;
შეშუპება სხვადასხვა ადგილას, მაგ. სახის;
ქოშინი;
კანის სიწითლე;
კომა.
რეაქციები სისხლის მიმოქცევის ხრივ, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა:
აჩქარებული გულისცემა, ნელი გულისცემა;
დაღლილობა;
ბუნდოვანი მხედველობა;
თავბრუსხვევა;
თავის ტკივილი;
სისხლის მოწოლა.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა:
შეუძლოდ ყოფნა (ღებინება);
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა);
დიარეა.
რეაქციები ინექციის ადგილზე, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა:
კანის ანთება;
ტკივილი;
შეშუპება;
სიწითლე.
ეს რადიოფარმაცევტული საშუალება იძლევა მაიონიზირებელი გამოსხივების დაბალ რაოდენობას, რომელიც დაკავშირებულია კიბოს და მემკვიდრეობითი პათოლოგიების მინიმალურ რისკთან.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ ეროვნული შეტყობინებების სისტემის მეშვეობით: სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის სამკურნალო პროდუქტებზე ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტს.
Al. Jerozolimskie 181C,
02-222 ვარშავა,
phone.: + 48 22 49 21 301,
fax: + 48 22 49 21 309,
ვებგვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl
გვერდითი მოვლენების შესახებ შეიძლება ეცნობოს პასუხისმგებელი სუბიექტი.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
- როგორ ინახება პოლტექნეტით
თქვენ არ მოგიწევთ ამ პრეპარატის შენახვა. ეს პრეპარატი ინახება სპეციალისტის პასუხისმგებლობის ქვეშ შესაბამის დაწესებულებაში. რადიოფარმაცევტული საშუალებების შენახვა მოხდება რადიოაქტიური მასალების ეროვნული რეგულაციის შესაბამისად.
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სპეციალისტისთვის.
ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს პოლტექნეტი
მოქმედი ნივთიერებაა ნატრიუმის პერტექნეტატი (99mTc).
სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
პოლტექნეტის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
პროდუქტი არის ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარი, რომელიც მიღებულია რადიონუკლიდის გენერატორით.
პოლტექნეტის ელუციის შემდეგ მიღებული ხსნარი შეიძლება გამოყენებულ იქნას მონოთერაპიისთვის ან რადიოფარმაცევტული პრეპარატის ზოგიერთი კონკრეტული კომპლექტის რადიომარკირებისთვის.
შეფუთვის ზომები, მაგალითისთვის:
99mTc აქტივობა [გბკ] წარმოების თარიღისთვის
- 0
14
21
28
35
42
53
64
69
88
125
141
175
გბკ
99mTc აქტივობა (მაქსიმალური თეორიული ხსნადი აქტივობა დაკალიბრების თარიღისთვის, 12 სთ CET)
- 3
- 0
- 0
- 0
10
12
15
18
20
25
35
40
50
გბკ
99Mo აქტივობა (დაკალიბრების თარიღისთვის, 12 სთ CET)
- 6
- 5
- 8
- 2
11
14
17
21
22
29
41
46
57
გბკ
შეფუთვის სხვა ზომები 8.0-175 გბკ-ის დიაპაზონში წარმოების თარიღისთვის ასევე ხელმისაწვდომია მომხმარებლის მოთხოვნით.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
Narodowe Centrum Badań Jądrowych (ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრი)
ანდრეი სოლტანის ქ. 7
05-400 ოტვოცკი, პ
ოლონეთი
ტელ: +48 227180700
ფაქსი: +48 22 7180350
ელ. ფოსტა: [email protected]
ეს სამკურნალო საშუალება ნებადართულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში შემდეგი დასახელებით:
ავსტრია: პოლტექნეტი
ბულგარეთი: პოლტექნეტი
ჩეხეთის რესპუბლიკა: პოლტექნეტი
დანია: პოლტექნეტი
ლიეტუვა: პოლტექგენი 8.0-175 გბკ, რადიონუკლიდის გენერატორი
პოლონეთი: პოლტექნეტი
პორტუგალია: პოლტექნეტი
რუმინეთი: პოლტექნეტი 8.0-175 გბკ, რადიონუკლიდების გენერატორი
სლოვენია: პოლტექნეტი 8-175 გბკ, რადიონუკლიდის გენერატორი
შვედეთი: პოლტექნეტი
ამ პრეპარატის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს.
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი ბოლოს დამტკიცდა: 15.12.2021
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის მუშაკებისთვის:
პოლტექნეტის სრული პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება (SmPC) წარმოდგენილია ცალკე დოცუმენტის სახით პროდუქტის შეფუთვაში, რომლის მიზანია ჯანდაცვის მუშაკებს მიაწოდოს სხვა დამატებითი სამეცნიერო და პრაქტიკული ინფორმაცია ამ რადიოფარმაცევტული საშუალების გამოყენების და შეყვანის შესახებ.
გთხოვთ, იხილოთ პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება (SmPC).
ეს არის პოლონური შეფუთვის ფურცელი-ჩანართის თარგმანი (PL).
თარგმანი სწორია:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.








