პოლკორტოლონი TC
Polcortolon TC
პოლკორტოლონი TC, გარეგანი გამოყენების აეროზოლი, შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას – ტეტრაციკლინს და ტრიამცინოლონს. ტეტრაციკლინი არის ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტეტრაციკლინის (tetracycline) + triamcinolone acetonid
- ფორმა და შეფუთვა
- (23,12მგ + 0,58მგ)/გ 17,3გ გარეგანი გამოყენების აეროზოლი, სუსპენზია ალუმინის ბალონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
- მწარმოებელი
- Tarchomin Pharmaceutical Works "Polfa" S.A., პოლონეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კორტიკოსტეროიდები დერმატოლოგიური პრეპრატები, კორტიკოსტეროიდები, ზომიერი აქტივობით, კომბინაციები ანტიბიოტიკებთან
- ATC კოდი
- D07CB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034905
- რეგისტრირებულია
- 8 აპრილი 2022, მოქმედებს 8 აპრილი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Tarchomin Pharmaceutical Works "Polfa" S.A. (პოლონეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გეა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პოლკორტოლონი TC — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პოლკორტოლონი TC, გარეგანი გამოყენების აეროზოლი, შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას – ტეტრაციკლინს და ტრიამცინოლონს.
ტეტრაციკლინი არის ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი.
ტრიამცინოლონი – არის ზომიერად აქტიური კორტიკოსტეროიდი, რომელსაც გააჩნია ანთებისა და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება და ახასიათებს სისხლძარღვთა განვლადობის შემამცირებელი მოქმედება.
პოლკორტოლონი TC მოქმედებს ტეტრაციკლინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებზე, რომლებიც იმყოფებიან კანის ანთებით კერაში, ასევე ზღუდავს ადგილობრივ ანთებით პროცესებს, ამცირებს ერითემას და ქავილს.
გამოყენების ჩვენება
კანის ანთებითი პროცესების ადგილობრივი მკურნალობა, ტეტრაციკლინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული გართულებული ინფექციები, რომლებიც თან ახლავს შემდეგ დაავადებებს:
- მეორადი ბაქტერიული ინფექციით გართულებული კანის ალერგიული დაავადებები;
- I ხარისხის მოყინვა და დამწვრობა;
- წვივის დაწყლულებები.
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი პოლკორტოლონი TC გამოყენებამდე
პრეპარატი პოლკორტოლონი TC არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში
- თუ პაციენტს აქვს ალერგია ტეტრაციკლინის, ტრიამცინოლონის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
- თუ პაციენტს გამოვლენილი აქვს:
- კანის ვირუსული, სოკოვანი ან ტუბერკულოზური დაავადებები;
- ჩვეულებრივი ან ვარდისფერი ფერიმჭამელა;
- კანის ახალწარმონაქმნები ან კიბოს წინა მდგომარეობა;
- კანის ანთება სახეზე ტუჩების ირგვლივ,
- ანალური ხვრელის და სასქესო ორგანოების მიდამოში.
პრეპარატ პოლკორტოლონი TC-ს გამოყენების დროს საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა
- პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ კანზე გამოსაყენებლად.
- საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული პრეპარატის ზემოქმედება ლორწოვან გარსებზე.
- საჭიროა თვალების დაცვა პრეპარატის მოხვედრისაგან. თვალებთან პრეპარატის კონტაქტის შემთხვევაში, საჭიროა მათი ამორეცხვა წყლით.
- არ უნდა მოხდეს გამოფრქვეული სუბსტანციის შესუნთქვა.
- პრეპარატით აპლიკაციის ადგილას კანის გაღიზიანების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა. ექიმი გადაწყვეტს პრეპარატის შემდგომი გამოყენების მიზანშეწონილობას.
- კანზე პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლძარღვების გაფართოება და კანის ატროფია. განსაკუთრებული სიფრთხილითაა საჭირო პრეპარატის გამოყენება სახის კანზე.
- კანზე, სადაც მოხდა პრეპარატის დატანა, არ უნდა მოხდეს დოლბანდის ნახვევის დადება ან ოკლუზიური ნახვევის გამოყენება. ოკლუზიური ნახვევის გამოყენება (მჭიდრო) აძლიერებს კანიდან სისხლში პრეპარატის შეღწევას, შედეგად შეიძლება განვითარდეს ტრიამცინოლონის ან ტეტრაციკლინის სისტემური არასასურველი ზემოქმედება.
- ტრიამცინოლონი შეიძლება შეიწოვოს კანიდან სისხლში და გამოავლინოს იმუნოსუპრესიული მოქმედება (შეამციროს ორგანიზმის მდგრადობას). ამიტომ, პრეპარატის გამოყენების დროს პაციენტი უნდა მოერიდოს ვირუსულ ინფექციებს (ჩუტყვავილა, წითელა).
- არ უნდა მოხდეს პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება ან კანის ფართო უბნებზე ან ჭრილობაზე დატანა, რადგან არსებობს ტეტრაციკლინის და ტრიამცინოლონის სისტემური არასასურველი მოქმედების განვითარების რისკი.
ტრიამცინოლონს, პრეპარატის სტეროიდულ კომპონენტს, შეუძლია სისხლში შეღწევა და სისტემურ მოქმედების გამოწვევა, ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-თირკმელზედა სისტემის დათრგუნვის ჩათვლით (მათ შორის, კუშინგის სინდრომის გამოვლენა, გლუკოზურია, სისხლში შაქრის დონის მატება). კორტიკოსტეროიდების გვერდითი მოქმედების სისტემური სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა. ექიმი გადაწყვეტს, შეწყვიტოს თუ არა პრეპარატი პოლკორტოლონი TC-თი მკურნალობა.
- მკურნალობის დროს საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული მზის ან ხელოვნური ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება (მაგალითად, სოლარიუმი). პრეპარატის შემადგენლობაში ტეტრაციკლინის შემცველობის გამო შესაძლებელია განვითარდეს კანის ალერგიული სიმპტომები (ფოტოდერმატოზი).
- პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სოკოს ან ტეტრაციკლინის მიმართ ბაქტერიების მდგრადი შტამების განვითარება, ასევე ალერგია ტეტრაციკლინზე.
ტეტრაციკლინის მიმართ ბაქტერიების მდგრადი შტამების მიერ ან სოკოებით ინფექციების განვითარების შემთხვევაში, საჭიროა შესაბამისი ანტიბაქტერიული ან სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობის დანიშვნა.
- განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვაა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას 3 წლის ზევით ასაკის ბავშვებში, ტეტრაციკლინის ან პრეპარატის სტეროიდული კომპონენტის, ტრიამცინოლონის შესაძლო სისტემური ზემოქმედების გამო.
მოზრდილებთან შედარებით, ბავშვებში სხეულის ზედაპირის თანაფარდობა სხეულის წონის მიმართ მეტია, ამიტომ, მოზრდილებთან შედარებით, ბავშვებში კორტიკოსტეროიდების სისტემური ზემოქმედების რისკი, მათ შორის ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის ფუნქციის დარღვევის ჩათვლით (მაგალითად, კუშინგის სინდრომი), მეტია. გარდა ამისა, კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია დაარღვიოს ბავშვის ზრდა და განვითარება.
ექიმთან კონსულტაცია საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ ზემოთ ჩამოთვლილი გაფრთხილებები ეხება წარსულში არსებულ სიტუაციებს.
პრეპარატ პოლკორტოლონი TC-ს გამოყენება სხვა პრეპარატებთან
აუცილებელია ექიმის ინფორმირება ყველა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატზე, რომლებსაც იყენებს ან ახლო წარსულში იყენებდა პაციენტი.
მკურნალობის დროს არ უნდა მოხდეს ადგილობრივად სხვა პრეპარატების გამოყენება, რადგან ამან შესაძლებელია იმოქმედოს აქტიური ნივთიერებების კონცენტრაციაზე პრეპარატის აპლიკაციის ადგილას და გამოიწვიოს სამკურნალწამლო ურთიერთზემოქმედება ან კანის გაღიზიანება.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი პოლკორტოლონი TC გამოიყენება ექიმის მითითების შესაბამისად.
თუ პაციენტი არ არის რამეში დარწმუნებული, მან უნდა მიმართოს ექიმს.
პრეპარატი გამოიყენება კანზე.
მოზრდილები და 3 წელზე ზევით ასაკის ბავშვები
კანის დაზიანებულ უბანზე სუსპენზიის ნაკადის შეფრქვევა ხდება ბალონის ვერტიკალურ მდგომარეობაში დაჭერით, გამფრქვევი თავი უნდა იყოს მიმართული ზევით, 15 სმ-დან 20 სმ-მდე მანძილიდან, 1-3 წამის განმავლობაში. ჩვეულებრივ, პრეპარატი გამოიყენება დღეში 2-4-ჯერ, თანაბარი დროის ინტერვალით.
3 წლამდე ასაკის ბავშვები
არ გამოიყენება.
ყურადღება: თავიდან ავიცილოთ პრეპარატის თვალში მოხვედრა, არ უნდა მოხდეს გამოფრქვეული სუბსტანციის შესუნთქვა.
ყოველი გამოყენების წინ საჭიროა ბალონის რამდენჯერმე ენერგიულად შენჯღრევა.
პრეპარატის ყოველი დატანის შემდეგ საჭიროა ხელის დაბანა წყლის და საპნის გამოყენებით.
თუ პაციენტის აზრით, პრეპარატის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
პრეპარატ პოლკორტოლონი TC-ს ჭარბი დოზით გამოყენება
თუ პრეპარატი გამოიყენება კანის ფართო უბანზე დიდი დოზით, ოკლუზიური ნახვევის ქვეშ ან დაზიანებულ კანზე, პრეპარატმა შესაძლებელია შეაღწიოს სისხლის ნაკადში და გამოიწვიოს კორტიკოსტეროიდებით ან ტეტრაციკლინით განპირობებული სისტემური ზემოქმედება (იხ. პუნქტი 2. პრეპარატ პოლკორტოლონი TC-ს გამოყენების დროს საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა).
პრეპარატის დანიშნულზე მეტი დოზის გამოყენების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან დაუყოვნებელი მიმართვა.
პრეპარატ პოლკორტოლონი TC-ს დოზის გამოტოვება
თუ პრეპარატის გამოყენება არ მოხდა დანიშნულ დროს, ხოლო პრეპარატის მომდევნო გამოყენებამდე დარჩენილია დიდი დრო – საჭიროა პრეპარატის გამოყენება გახსენებისთანავე ან პრეპარატის გამოყენების გაგრძელება რეკომენდაციების შესაბამისად.
გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ უნდა მოხდეს პრეპარატის ორმაგი დოზის გამოყენება.
სიფრთხილის ზომები
- პრეპარატი განკუთვნილია უშუალოდ კანზე გამოსაყენებლად. მოერიდეთ პრეპარატის კონტაქტს ლორწოვან გარსებთან.
- დაიცავით თვალები პრეპარატის მოხვედრისაგან. თვალებთან აეროზოლის კონტაქტის შემთხვევაში, აუცილებელია თვალების წყლით გამობანვა.
- არ შეისუნთქოთ შესასხურებელი ნივთიერება.
- თუ პრეპარატის გამოყენების უბანზე აღინიშნება კანის გაღიზიანება, საჭიროა პრეპარატის მოხსნა.
- პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ კანზე შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების გაფართოება ან კანის ატროფია. განსაკუთრებული სიფრთხილე არის აუცილებელი პრეპარატის გამოყენებისას სახის კანზე.
- პრეპარატის გამოყენების შემდეგ არ შეიძლება კანის გადახვევა, ასევე არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ოკლუზიური საფენების ქვეშ. ოკლუზიური საფენის გამოყენება აძლიერებს პრეპარატის გადასვლას კანიდან სისხლში, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს ტრიამცინოლონის სისტემური არასასურველი მოქმედება, რომელიც დამახასიათებელია კორტიკოსტეროიდებისა თუ ტეტრაციკლინისათვის;
- ტრიამცინოლონს შეუძლია კანიდან სისხლში შეწოვა და გამოავლინოს იმუნოსუპრესიული მოქმედება. ამიტომ პრეპარატის გამოყენების დროს, პაციენტი უნდა მოერიდოს ვირუსულ ინფექციებს (ჩუტყვავილა, წითელა).
- დაუშვებელია პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება კანის ფართო უბნებზე, ან ჭრილობებზე, ვინაიდან არსებობს ტეტრაციკლინის და/ან კორტიკოსტეროიდების სისტემური არასასურველი მოქმედების განვითარების რისკი. პრეპარატის სტეროიდულ კომპონენტს - ტრიამცინოლონს შეუძლია გადავიდეს სისხლში და გამოიწვიოს სისტემური მოქმედება, ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის დათრგუნვის ჩათვლით (კუშინგის სინდრომის, გლუკოზურიის ან ჰიპერგლიკემიის ჩათვლით). კორტიკოსტეროიდების გვერდითი მოვლენების სისტემური სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, აუცილებელია პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა და შარდში კორტიზოლის კონცენტრაციის მონიტორინგი.
- მკურნალობის დროს უნდა მოერიდოთ მზის ან ხელოვნური ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას (მაგ. სოლარიუმი). ტეტრაციკლინის არსებობის გამო, შეიძლება გამოვლინდეს ფოტოდერმატოზი.
- პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტეტრაციკლინის მიმართ რეზისტენტული შტამების განვითარება, ან სოკოს განვითარება, ან ალერგია ტეტრაციკლინზე.
ტეტრაციკლინის მიმართ მდგრადი ბაქტერიებით ან სოკოებით გამოწვეული ინფექციების განვითარების შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი ანტიბაქტერიული ან სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარება.
- აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატის გამოყენებისას 3 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვებში, ტეტრაციკლინის ან პრეპარატის სტეროიდული კომპონენტის ტრიამცინოლონის სისტემური მოქმედების შესაძლებლობის გამო.
ბავშვებში სხეულის ზედაპირის თანაფარდობა სხეულის მასასთან უფრო მეტია, ვიდრე მოზრდილებში, ამიტომ კორტიკოსტერიუდების სისტემური მოქმედების რისკი, ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლების სისტემის ფუნქციის დარღვევის ჩათვლით (მაგ. კუშინგის სინდრომი) უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში. გარდა ამისა, კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება დაარღვიოს ბავშვების ზრდა და განვითარება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალობის დროს არ შეიძლება სხვა ადგილობრივი პრეპარატების ერთდროული გამოყენება, ვინაიდან ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს აქტიური ნივთიერებების კონცენტრაციაზე პრეპარატის გამოყენების ადგილზე და გამოიწვიოს წამალთაშორისი ურთიერთქმედება ან კანის გაღიზიანება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
არ გამოიყენება ქალებში ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვა
არ არსებობს პრეპარატის ზემოქმედების მონაცემები ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიკურ მოწყობილობებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
სხვა ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად, პოლკორტოლონი TC-მ შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა არა ყველა პაციენტში.
- ტრიამცინოლონი – პრეპარატის სტეროიდული კომპონენტი, შეიძლება გამოწვიოს ადგილობრივი არასასურველი სიმპტომები, როგორიც არის: წვა, ქავილი, გაღიზიანება პრეპარატით აპლიკაციის ადგილას, ზედმეტი გამოშრობა, კანის ატროფიული ცვლილება, კონტაქტური დერმატიტი, კანის ანთება ტუჩების ირგვლივ, კანის მაცერაცია, აკნეს მაგვარი გამონაყარი, კანის დაჭიმვა, ოფლიანობა, გამონაყარი, ჰიპერტრიქოზი, კანის დეპიგმენტაცია, კანის მეორადი ინფექციები და ფოლიკულიტი.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას და (ან) კანის ფართო უბანზე დატანებისას, ტრიამცინოლონმა შესაძლებელია შეაღწიოს სისხლის ნაკადში და გამოიწვიოს კორტიკოსტეროიდებისთვის ტიპიური სისტემური არასასურველი სიმპტომები. გარდა ამისა, ბავშვებში დამატებით შესაძლებელია განვითარდეს ზრდის და განვითარების დარღვევა.
- სახის კანზე პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კანის ატროფია და სისხლძარღვების გაფართოება.
- პრეპარატის შემადგენლობაში არსებულმა ტეტრაციკლინმა შესაძლებელია გამოიწვიოს კანის ადგილობრივი გაღიზიანება, ალერგიული რეაქციები, კანის მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ, სოკოს ან ბაქტერიების მდგრადი შტამების განვითარება.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულებისას ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ჭარბი დოზა
თუ პრეპარატი გამოყენება კანის ფართო უბნებზე დიდი დოზებით, ოკლუზიური სახვევის ქვეშ ან დაზიანებულ კანზე - შეიძლება გადავიდეს სისხლში და გამოიწვიოს კორტიკოსტეროიდების ან ტეტრაციკლინის სისტემური მოქმედება (იხ. პუნქტი 4.4).
კორტიკოსტეროიდების ქრონიკული მოწამვლის შემთხვევაში, რეკომენდებულია აეროზოლის ეტაპობრივი შეწყვეტა.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
- დამატებითი ინფორმაცია
პრეპარატი არის ადვილად აალებადი, საჭიროა ბალონის დაცვა ცეცხლისგან.
პრეპარატი არ გამოიყენება ღია ცეცხლთან ახლოს.
არ შეიძლება ბალონის გახსნა და გახვრეტა.
ბალონი არის წნევის ქვეშ.
საჭიროა სრულად დაცლილი ბალონის გადაგდება.
არ უნდა მოხდეს სამკურნალო პრეპარატების გადაყრა გამდინარე წყლებში და საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. გამოუყენებელი სამკურნალო საშუალების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობენ გარემო პირობების დაცვას.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
დამზადებულია პოლონეთში
გამოყენების ინსტრუქციის ბოლო გადახედვის/დამტკიცების თარიღი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ზომიერი აქტიური კორტიკოსტეროიდები ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში.
კოდი ათქ: D07CB 01
- 1 ფარმაკოდინამიკა
პოლკორტოლონი TC წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც ორ მოქმედ ნივთიერებას შეიცავს: ტეტრაციკლინი და ტრიამცინოლონი.
ტეტრაციკლინი - წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული მოქმედების ანტიბიოტიკს.
ტრიამცინოლონი - წარმოადგენს ზომიერად აქტიურ კორტიკოსტეროიდს, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და სისხლძარღვევის გამავლობის შემამცირებელი მოქმედება.
პოლკორტოლონი TC მოქმედებს ტეტრაციკლინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებზე, რომლებიც აღინიშნება კანის ანთების კერებში, და ასევე ზღუდავს ადგილობრივ ანთებით პროცესებს, ამცირებს ერითემას და ქავილს.
- 2 ფარმაკოკინეტიკა
ტეტრაციკლინს, არადაზიანებულ კანზე გამოყენებისას, გააჩნია ადგილობრივი მოქმედება და პრაქტიკულად არ აღწევს სისხლში. დაზიანებულ კანზე გამოყენების შემთხვევაში, ტეტრაციკლინი გადადის სისხლში და შეიძლება გამოიწვიოს სისტემური გვერდითი მოქმედება.
ტრიამცინოლონს, ადგილობრივად გამოყენებულს, განსაკუთრებით კანის დიდ უბანზე, შეუძლია სისხლში გადასვლა. კანის ანთებითი პროცესი და/ან სხვა დაავადებები აჩქარებენ მის შეწოვას. ოკლუზიური სახვევის გამოყენება მნიშვნელოვნად აძლიერებს ტრიამცინოლონის შეწოვას კანიდან. სისხლში გადასვლის შემდეგ, ტრიამცინოლონი ექვემდებარება მეტაბოლიზმს ღვიძლში, და შემდეგ გამოიყოფა თირკმლებით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
მწარმოებელი ფირმის ლოგოტიპი
გამოყენების ინსტრუქცია პაციენტისათვის
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- საჭიროა ამ ინსტრუქციის შენახვა, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მისი ხელმეორედ წაკითხვა.
- დამატებითი კითხვებით ან რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაენიშნა კონკრეტულ პირს. არ უნდა მოხდეს მისი გადაცემა სხვა პირისთვის იმ შემთხვევაშიც, თუ მისი დაავადების სიმპტომები არის მსგავსი. ეს შესაძლებელია საზიანო იყოს მისთვის.
- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულებისას ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
პოლკორტოლონი TC
Tetracycline hydrochloride+Triamcinolone acetonide
ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი + ტრიამცინოლონის აცეტონიდი.
(23,12 მგ + 0,58 მგ)/გ
გარეგანი გამოყენების აეროზოლი
პრეპარატის შემადგენლობა:
1 გ სუსპენზია შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: 23,12 მგ ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი და 0,58 მგ ტრიამცინოლონის აცეტონიდი.
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტანის ტრიოლეატი, ლეციტინი, იზოპროპილმირისტატი, პროპელენტი (პროპანი, ბუტანი, იზობუტანი).
შეფუთვა
17,3 გ სუსპენზიის შემცველი ალუმინის ბალონი მუყაოს კოლოფში.
მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი
ტარხომინის ფარმაცევტული ქარხანა ,,პოლფა“ სააქციო საზოგადოება
ა. ფლემინგის ქ. 2
03-176 ვარშავა
პოლონეთი
გამოყენების ინსტრუქციის შინაარსი:
- რა არის პრეპარატი პოლკორტოლონი TC და რისთვის გამოიყენება
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ პოლკორტოლონი TC-ს გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება პრეპარატი პოლკორტოლონი TC
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება პოლკორტოლონი TC
- დამატებითი ინფორმაცია
- რა არის პრეპარატი პოლკორტოლონი TC და რისთვის გამოიყენება
პოლკორტოლონი TC, გარეგანი გამოყენების აეროზოლი, შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას – ტეტრაციკლინს და ტრიამცინოლონს.
ტეტრაციკლინი არის ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი.
ტრიამცინოლონი – არის ზომიერად აქტიური კორტიკოსტეროიდი, რომელსაც გააჩნია ანთებისა და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება და ახასიათებს სისხლძარღვთა განვლადობის შემამცირებელი მოქმედება.
პოლკორტოლონი TC მოქმედებს ტეტრაციკლინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებზე, რომლებიც იმყოფებიან კანის ანთებით კერაში, ასევე ზღუდავს ადგილობრივ ანთებით პროცესებს, ამცირებს ერითემას და ქავილს.
გამოყენების ჩვენება
კანის ანთებითი პროცესების ადგილობრივი მკურნალობა, ტეტრაციკლინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული გართულებული ინფექციები, რომლებიც თან ახლავს შემდეგ დაავადებებს:
- მეორადი ბაქტერიული ინფექციით გართულებული კანის ალერგიული დაავადებები;
- I ხარისხის მოყინვა და დამწვრობა;
- წვივის დაწყლულებები.
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი პოლკორტოლონი TC გამოყენებამდე
პრეპარატი პოლკორტოლონი TC არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში
- თუ პაციენტს აქვს ალერგია ტეტრაციკლინის, ტრიამცინოლონის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
- თუ პაციენტს გამოვლენილი აქვს:
- კანის ვირუსული, სოკოვანი ან ტუბერკულოზური დაავადებები;
- ჩვეულებრივი ან ვარდისფერი ფერიმჭამელა;
- კანის ახალწარმონაქმნები ან კიბოს წინა მდგომარეობა;
- კანის ანთება სახეზე ტუჩების ირგვლივ,
- ანალური ხვრელის და სასქესო ორგანოების მიდამოში.
პრეპარატ პოლკორტოლონი TC-ს გამოყენების დროს საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა
- პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ კანზე გამოსაყენებლად.
- საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული პრეპარატის ზემოქმედება ლორწოვან გარსებზე.
- საჭიროა თვალების დაცვა პრეპარატის მოხვედრისაგან. თვალებთან პრეპარატის კონტაქტის შემთხვევაში, საჭიროა მათი ამორეცხვა წყლით.
- არ უნდა მოხდეს გამოფრქვეული სუბსტანციის შესუნთქვა.
- პრეპარატით აპლიკაციის ადგილას კანის გაღიზიანების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა. ექიმი გადაწყვეტს პრეპარატის შემდგომი გამოყენების მიზანშეწონილობას.
- კანზე პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლძარღვების გაფართოება და კანის ატროფია. განსაკუთრებული სიფრთხილითაა საჭირო პრეპარატის გამოყენება სახის კანზე.
- კანზე, სადაც მოხდა პრეპარატის დატანა, არ უნდა მოხდეს დოლბანდის ნახვევის დადება ან ოკლუზიური ნახვევის გამოყენება. ოკლუზიური ნახვევის გამოყენება (მჭიდრო) აძლიერებს კანიდან სისხლში პრეპარატის შეღწევას, შედეგად შეიძლება განვითარდეს ტრიამცინოლონის ან ტეტრაციკლინის სისტემური არასასურველი ზემოქმედება.
- ტრიამცინოლონი შეიძლება შეიწოვოს კანიდან სისხლში და გამოავლინოს იმუნოსუპრესიული მოქმედება (შეამციროს ორგანიზმის მდგრადობას). ამიტომ, პრეპარატის გამოყენების დროს პაციენტი უნდა მოერიდოს ვირუსულ ინფექციებს (ჩუტყვავილა, წითელა).
- არ უნდა მოხდეს პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება ან კანის ფართო უბნებზე ან ჭრილობაზე დატანა, რადგან არსებობს ტეტრაციკლინის და ტრიამცინოლონის სისტემური არასასურველი მოქმედების განვითარების რისკი.
ტრიამცინოლონს, პრეპარატის სტეროიდულ კომპონენტს, შეუძლია სისხლში შეღწევა და სისტემურ მოქმედების გამოწვევა, ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-თირკმელზედა სისტემის დათრგუნვის ჩათვლით (მათ შორის, კუშინგის სინდრომის გამოვლენა, გლუკოზურია, სისხლში შაქრის დონის მატება). კორტიკოსტეროიდების გვერდითი მოქმედების სისტემური სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა. ექიმი გადაწყვეტს, შეწყვიტოს თუ არა პრეპარატი პოლკორტოლონი TC-თი მკურნალობა.
- მკურნალობის დროს საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული მზის ან ხელოვნური ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება (მაგალითად, სოლარიუმი). პრეპარატის შემადგენლობაში ტეტრაციკლინის შემცველობის გამო შესაძლებელია განვითარდეს კანის ალერგიული სიმპტომები (ფოტოდერმატოზი).
- პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სოკოს ან ტეტრაციკლინის მიმართ ბაქტერიების მდგრადი შტამების განვითარება, ასევე ალერგია ტეტრაციკლინზე.
ტეტრაციკლინის მიმართ ბაქტერიების მდგრადი შტამების მიერ ან სოკოებით ინფექციების განვითარების შემთხვევაში, საჭიროა შესაბამისი ანტიბაქტერიული ან სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობის დანიშვნა.
- განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვაა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას 3 წლის ზევით ასაკის ბავშვებში, ტეტრაციკლინის ან პრეპარატის სტეროიდული კომპონენტის, ტრიამცინოლონის შესაძლო სისტემური ზემოქმედების გამო.
მოზრდილებთან შედარებით, ბავშვებში სხეულის ზედაპირის თანაფარდობა სხეულის წონის მიმართ მეტია, ამიტომ, მოზრდილებთან შედარებით, ბავშვებში კორტიკოსტეროიდების სისტემური ზემოქმედების რისკი, მათ შორის ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის ფუნქციის დარღვევის ჩათვლით (მაგალითად, კუშინგის სინდრომი), მეტია. გარდა ამისა, კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია დაარღვიოს ბავშვის ზრდა და განვითარება.
ექიმთან კონსულტაცია საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ ზემოთ ჩამოთვლილი გაფრთხილებები ეხება წარსულში არსებულ სიტუაციებს.
პრეპარატ პოლკორტოლონი TC-ს გამოყენება სხვა პრეპარატებთან
აუცილებელია ექიმის ინფორმირება ყველა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატზე, რომლებსაც იყენებს ან ახლო წარსულში იყენებდა პაციენტი.
მკურნალობის დროს არ უნდა მოხდეს ადგილობრივად სხვა პრეპარატების გამოყენება, რადგან ამან შესაძლებელია იმოქმედოს აქტიური ნივთიერებების კონცენტრაციაზე პრეპარატის აპლიკაციის ადგილას და გამოიწვიოს სამკურნალწამლო ურთიერთზემოქმედება ან კანის გაღიზიანება.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
არ გამოიყენება ქალებში ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვა
არ არსებობს პრეპარატის ზემოქმედების მონაცემები ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
- როგორ გამოიყენება პრეპარატი პოლკორტოლონი TC
პრეპარატი პოლკორტოლონი TC გამოიყენება ექიმის მითითების შესაბამისად.
თუ პაციენტი არ არის რამეში დარწმუნებული, მან უნდა მიმართოს ექიმს.
პრეპარატი გამოიყენება კანზე.
მოზრდილები და 3 წელზე ზევით ასაკის ბავშვები
კანის დაზიანებულ უბანზე სუსპენზიის ნაკადის შეფრქვევა ხდება ბალონის ვერტიკალურ მდგომარეობაში დაჭერით, გამფრქვევი თავი უნდა იყოს მიმართული ზევით, 15 სმ-დან 20 სმ-მდე მანძილიდან, 1-3 წამის განმავლობაში. ჩვეულებრივ, პრეპარატი გამოიყენება დღეში 2-4-ჯერ, თანაბარი დროის ინტერვალით.
3 წლამდე ასაკის ბავშვები
არ გამოიყენება.
ყურადღება: თავიდან ავიცილოთ პრეპარატის თვალში მოხვედრა, არ უნდა მოხდეს გამოფრქვეული სუბსტანციის შესუნთქვა.
ყოველი გამოყენების წინ საჭიროა ბალონის რამდენჯერმე ენერგიულად შენჯღრევა.
პრეპარატის ყოველი დატანის შემდეგ საჭიროა ხელის დაბანა წყლის და საპნის გამოყენებით.
თუ პაციენტის აზრით, პრეპარატის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
პრეპარატ პოლკორტოლონი TC-ს ჭარბი დოზით გამოყენება
თუ პრეპარატი გამოიყენება კანის ფართო უბანზე დიდი დოზით, ოკლუზიური ნახვევის ქვეშ ან დაზიანებულ კანზე, პრეპარატმა შესაძლებელია შეაღწიოს სისხლის ნაკადში და გამოიწვიოს კორტიკოსტეროიდებით ან ტეტრაციკლინით განპირობებული სისტემური ზემოქმედება (იხ. პუნქტი 2. პრეპარატ პოლკორტოლონი TC-ს გამოყენების დროს საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა).
პრეპარატის დანიშნულზე მეტი დოზის გამოყენების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან დაუყოვნებელი მიმართვა.
პრეპარატ პოლკორტოლონი TC-ს დოზის გამოტოვება
თუ პრეპარატის გამოყენება არ მოხდა დანიშნულ დროს, ხოლო პრეპარატის მომდევნო გამოყენებამდე დარჩენილია დიდი დრო – საჭიროა პრეპარატის გამოყენება გახსენებისთანავე ან პრეპარატის გამოყენების გაგრძელება რეკომენდაციების შესაბამისად.
გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ უნდა მოხდეს პრეპარატის ორმაგი დოზის გამოყენება.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად, პოლკორტოლონი TC-მ შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა არა ყველა პაციენტში.
- ტრიამცინოლონი – პრეპარატის სტეროიდული კომპონენტი, შეიძლება გამოწვიოს ადგილობრივი არასასურველი სიმპტომები, როგორიც არის: წვა, ქავილი, გაღიზიანება პრეპარატით აპლიკაციის ადგილას, ზედმეტი გამოშრობა, კანის ატროფიული ცვლილება, კონტაქტური დერმატიტი, კანის ანთება ტუჩების ირგვლივ, კანის მაცერაცია, აკნეს მაგვარი გამონაყარი, კანის დაჭიმვა, ოფლიანობა, გამონაყარი, ჰიპერტრიქოზი, კანის დეპიგმენტაცია, კანის მეორადი ინფექციები და ფოლიკულიტი.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას და (ან) კანის ფართო უბანზე დატანებისას, ტრიამცინოლონმა შესაძლებელია შეაღწიოს სისხლის ნაკადში და გამოიწვიოს კორტიკოსტეროიდებისთვის ტიპიური სისტემური არასასურველი სიმპტომები. გარდა ამისა, ბავშვებში დამატებით შესაძლებელია განვითარდეს ზრდის და განვითარების დარღვევა.
- სახის კანზე პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კანის ატროფია და სისხლძარღვების გაფართოება.
- პრეპარატის შემადგენლობაში არსებულმა ტეტრაციკლინმა შესაძლებელია გამოიწვიოს კანის ადგილობრივი გაღიზიანება, ალერგიული რეაქციები, კანის მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ, სოკოს ან ბაქტერიების მდგრადი შტამების განვითარება.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულებისას ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
- როგორ ინახება პოლკორტოლონი TC
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
- დამატებითი ინფორმაცია
პრეპარატი არის ადვილად აალებადი, საჭიროა ბალონის დაცვა ცეცხლისგან.
პრეპარატი არ გამოიყენება ღია ცეცხლთან ახლოს.
არ შეიძლება ბალონის გახსნა და გახვრეტა.
ბალონი არის წნევის ქვეშ.
საჭიროა სრულად დაცლილი ბალონის გადაგდება.
არ უნდა მოხდეს სამკურნალო პრეპარატების გადაყრა გამდინარე წყლებში და საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. გამოუყენებელი სამკურნალო საშუალების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობენ გარემო პირობების დაცვას.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
დამზადებულია პოლონეთში
გამოყენების ინსტრუქციის ბოლო გადახედვის/დამტკიცების თარიღი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


