პოლიტორვა
POLYTORVA
პრეპარატი პოლიტორვა შეიცავს რამიპრილს, ამლოდიპინსა და ატორვასტატინს აქტიური ნივთიერებების სახით. რამიპრილი მიეკუთვნება „აგფ-ინჰიბიტორების“ (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები) ჯგუფს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- რამიპრილი (ramipril) + ამლოდიპინი (amlodipine) + ატორვასტატინი (atorvastatin)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ + 5მგ + 20მგ ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- Bluepharma - Industria Farmaceutica, S.A., პორტუგალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები კომბინაციაში სხვა პრეპარატებთან
- ATC კოდი
- C10BX18
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037759
- რეგისტრირებულია
- 4 აპრილი 2023, მოქმედებს 4 აპრილი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პოლიტორვა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი პოლიტორვა შეიცავს რამიპრილს, ამლოდიპინსა და ატორვასტატინს აქტიური ნივთიერებების სახით.
რამიპრილი მიეკუთვნება „აგფ-ინჰიბიტორების“ (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები) ჯგუფს. მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში ის აფართოებს სისხლძარღვებს, რითაც აადვილებს სისხლის გადატუმბვას გულიდან სისხლძრღვებში.
ამლოდიპინი მიეკუთვნება „კალციუმის არხების ბლოკატორებს“. მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში იწვევს სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითებას და აადვილებს სისხლის გადაადგილებას პერიფერიული სისხლძარღვებისკენ.
ატორვასტატინი მიეკუთვნება სტატინების ჯგუფს, რომლებიც არეგულირებენ ლიპიდების (ცხიმის) კონცენტრაციას სისხლში. ის ამცირებს ლიპიდების - ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში.
პოლიტორვა გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ, რომელიც დაკავშირებულია ქოლესტეროლის დონის მატებასთან (პირველადი ჰიპერქოლესტეროლემია) ან ქოლესტეროლისა და ცხიმის (ტრიგლიცერიდების) დონის ერთდროულ მატებასთან (კომბინირებული ან შერეული ჰიპერლიპიდემია).
რამიპრილის, ამლოდიპინისა და ატორვასტატინის ცალ-ცალკე მიღების ნაცვლად, თქვენ მიიღებთ 1 ტაბლეტ პოლიტორვას, რომელიც სამივე აქტიურ ნივთიერებას შეიცავს საჭირო დოზებით.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ მედიკამენტი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში.
მაქსიმალური დოზა შეადგენს 10 მგ/10 მგ/40 მგ - 1 ტაბლეტს დღეში ერთხელ.
პოლიტორვას მიღების დროს აუცილებელია ქოლესტეროლის დამაქვეითებელი დიეტის დაცვა.
ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად ჭიქა წყალთან ერთად, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
არ გაწუწნოთ ან დაღეჭოთ ტაბლეტი.
არ მიიღოთ პოლიტორვა გრეიფრუტის წვენთან ერთად.
პოლიტორვას საჭიროზე მეტი დოზით მიღების შემთხვევაში
მიმართეთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი დახმარების ცენტრს. თავად ნუ მართავთ ავტომობილს კლინიკაში მისასვლელად, სთხოვეთ სხვა მძღოლს ან გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების სამსახური. თან აუცილებლად იქონიეთ მედიკამენტის კოლოფი, რათა ექიმმა გაიგოს რომელი მედიკამენტი მიიღეთ გადაჭარბებით.
მედიკამენტის ჭარბი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება კრიტიკულ დონემდე. შესაძლოა აღინიშნოს თავბრუსხვევა, გულის წასვლა, სისუსტე. არტერიული წნევს მწვავე ვარდნის შემთხვევაში ვითარდება შოკი. ამ დროს კანი ცივია და ტენიანი, პაციენტი კარგავს ცნობიერებას.
პოლიტორვას დოზის გამოტოვების შემთხვევაში
თუ დაგავიწყდათ მედიკამენტის მიღება, გამოტოვეთ ეს დოზა მთლიანად. შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.
პოლიტორვას მიღების შეწყვეტა
ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას. მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს მდგომარეობის გაუარესება.
პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
ხართ ალერგიული რამიპრილის ან ნებისმიერი აგფ-ინჰიბიტორის, ამლოდიპინის ან კალციუმის არხების ნებისმიერი ბლოკატორის, ატორვასტატინის ან მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 ნაწილში);
ალერგიული სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემებს, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპებას.
გაქვთ უჩვეულოდ დაბალი ან არასტაბილური წნევა. ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას;
აღგენიშნებათ გულის უკმარისობა გადატანილი ინფარქტის შემდეგ;
გაქვთ გულის მარცხენა პარკუჭიდან სისხლის ნაკადის ბლოკირება (მაგ. მაღალი ხარისხის აორტის სტენოზი) ან შოკი (კარდიოგენური შოკის ჩათვლით, მდგომარეობა, როდესაც გული ვერ ახერხებს ორგანიზმისთვის საკმარისი რაოდენობით სისხლით მიწოდებას);
თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს ოდესმე გქონიათ სერიოზული ალერგიული რეაქცია ანგიონევროზული შეშუპების სახით. სიმპტომები მოიცავს: ქავილს, ჭინჭრის ციებას, წითელ ლაქებს ხელებზე, ტერფებსა და ყელზე, ხორხისა და ენის შეშუპებას, თვალებისა და ტუჩების ირგვლივი მიდამოს შეშუპებას, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელებას;
იღებდით ან ამჟამად ღებულობთ საკუბიტრილი/ვალსარტანის კომბინაციას, მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება მოზრდილებში გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ ხანგრძლივად;
იმყოფებით დიალიზზე ან გიტარდებათ სისხლის სხვა ტიპის ფილტრაცია. გამოყენებული აპარატიდან გამომდინარე, პოლიტორვას გამოყენება შეიძლება არ იყოს თქვენთვის მიზანშეწონილი;
გაქვთ თირკმლის სისხლმომარაგების დარღვევით მიმდინარე დაავადებები (თირკმლის არტერიის სტენოზი);
გაქვთ დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა და მკურნალობთ არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტით, რომელიც შეიცავს ალისკირენს;
გაქვთ დაავადება, რომელიც აზიანებს ღვიძლს, ღვიძლის დაზიანება (ღვიძლის უკმარისობა) ან აუხსნელი მიზეზით განპირობებული ღვიძლის პათოლოგიური ფუნქციური სინჯები;
იყენებთ გლეკაპრევირი/პიბრენტასვირის კომბინაციას C ჰეპატიტის სამკურნალოდ;
ხართ ორსული, გეგმავთ ორსულობას ან ხართ რეპროდუქციული ასაკის ქალბატონი და არ მიმართავთ საიმედო კონტრაცეპციას;
ხართ ლაქტაციის პერიოდში.
არ მიიღოთ პოლიტორვა და მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ რომელიმე ზემოთ მითითებული პათოლოგია.
სიფრთხილის ზომები
პოლიტორვას მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
აცნობეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ მითითებული პათოლოგია ან მდგომარეობა:
გულის უკმარისობა ან გულის რომელიმე სხვა პათოლოგია;
ახლო წარსულში გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი;
თირკმლის ფუნქციის დაქვეითება ან თირკმლის დაავადებები;
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება ან ღვიძლის დაავადებები;
დაკარგეთ დიდი რაოდენობით მინერალები და სითხე (ღებინების, დიარეის, ჭარბი ოფლიანობის, დაბალმინერალური დიეტის, შარდმდენების ხანგრძლივად მიღების ან დიალიზის შედეგად);
აპირებთ ანტიალერგიული თერაპიის ჩატარებას ფუტკრის ან კრაზანის ნაკბენზე (დესენსიბილიზაცია);
უნდა ჩაიტაროთ ანესთეზია და/ან ქირურგიული ოპერაცია. საანესთეზიო საშუალება შეიძლება დაინიშნოს ოპერაციის ან ნებისმიერი სტომატოლოგიური ჩარევის წინ. პოლიტორვას მიღება უნდა შეწყდეს პროცედურამდე ერთი დღით ადრე; რჩევისათვის მიმართეთ ექიმს;
გაქვთ სისხლში კალიუმის მაღალი შემცველობა (ჰიპერკალემია) ან ღებულობთ კალიუმის შემცვლელებს;
ღებულობთ მედიკამენტებს ან გაქვთ ისეთი მდგომარეობა, რამაც შეიძლება შეამციროს სისხლში ნატრიუმის დონე. რეკომედებულია მონიტორინგი ნატრიუმის დონის შესამოწმებლად, განსაკუთრებით ხანდაზმული პაციენტებში;
გაქვთ მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც მიმდინარეობს სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპებით, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით (ანგიოედემა). აღნიშნული მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე. ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტის ერთდროული მიღების შემთხვევაში მატულობს ანგიონევროზული შეშუპების რისკი:
mTOR-ინჰიბიტორები (ტრანსპლანტანტის მოცილების რეაქციის თავიდან ასაცილებელი მედიკამენტები), მაგ.: თემსიროლიმუსი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი;
ვილდაგლიპტინი (მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუალება);
ნეპრილიზინი (NEP-ინჰიბიტორი, მაგ.: რაცეკადონტრილი (დიარეის სამკურნალო საშუალება) ან
საკუბიტრილი/ვალსარტანი (საკუბიტრილი/ვალსარტანი იხ. მე-2 ნაწილში „არ მიიღოთ პოლიტორვა“);
გაქვთ კოლაგენის ვასკულარული დაავადება, როგორიცაა სკლეროდერმია ან ერითემატოზული სისტემური წითელი მგლურა;
სხვა რასის წარმომადგენლებთან შედარებით შავკანიან პაცინეტებში უფრო მაღალია ანგიონევროზული შეშუპების რისკი და არტერიული წნევის დასაწევად შესაძლოა მედიკამენტი ნაკლებად ეფექტური იყოს.
ღებულობთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ:
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები (ასევე ცნობილი სარტანების სახელწოდებით, მაგ.: ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ გაქვთ დიაბეტთან დაკავშირებული თირკმლის პრობლემები;
ალისკირენი.
გაქვთ სუნთქვის მძიმე უკმარისობა ან მკურნალობის პერიოდში განგივითარდათ სუნთქვის უკმარისობის მძიმე სიმპტომები.
ღებულობთ ან ბოლო 7 დღის განმავლობაში ორალურად ან ინექციის გზით მიიღეთ ფუზიდის მჟავა (ბაქტერიული ინფექციის სამკურნალო საშუალება). ფუზიდის მჟავისა და პოლიტორვას კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჩონჩხის კუნთების სერიოზული დაზიანება/განლევა (რაბდომიოლიზი - მიოციტების განლევა.
დაქვეითებული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი).
გქონიათ კუნთების განმეორებითი ან აუხსნელი გაურკვეველი ტკივილი ან კუნთოვანი მასის დაზიანების პირადი ან ოჯახური ისტორია.
ადრე გქონიათ კუნთოვანი მასის დაზიანება ლიპიდების დამაქვეითებელი სხვა მედიკამენტებით მკურნალობის დროს (მაგ. სხვა "-სტატინი" ან "-ფიბრატი").
რეგულარულად იღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობა გეცნობათ (ან ვარაუდობთ, რომ გეხებათ), პოლიტორვას მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
რეკომენდებულია შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება პოლიტორვას დანიშვნამდე, რათა განსაზღვროს კუნთებთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. კუნთებთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტის - რაბდომიოლიზის რისკი იზრდება გარკვეული მედიკამენტების ერთდროულად მიღებისას (იხილეთ ნაწილი 2 „სხვა მედიკამენტები და პოლიტორვა“).
ასევე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ კუნთების მუდმივი სისუსტე, რომლის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი კვლევებისა და მკურნალობის ჩატარება.
მედიკამენტის მიღების პერიოდში, აუცილებელია ექიმის მიერ გამოირიცხოს დიაბიტის არსებობა ან მისი განვითარების რისკი ექიმი . დიაბეტის განვითარების რისკი მაღალია, თუ სისხლში გაქვთ გლუკოზისა და ცხიმების მაღალი დონე, ხართ ჭარბი წონის მატარებელი და გაქვთ მაღალი წნევა.
ექიმის მიერ რეკომენდებულია თირკმის ფუნქციური მაჩვენებლების მონიტორინგი არტერიული წნევისა და ელექტროლიტების (მაგ. კალიუმის) რაოდენობის განსაზღვრა სისხლში. ინფორმაციისთვის აგრეთვე იხილეთ ნაწილი: „არ მიიღოთ პოლიტორვა“.
ბავშვები და მოზარდები
პოლიტორვას გამოყენება ბავშვებსა და 18 წლის ასაკამდე მოზარდებში არ არის რეკომენდებული.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ ღებულობთ, მიიღეთ ან აპირებთ სხვა პრეპარატების მიღებას, ურეცეპტო (მათ შორის მცენარეული) პრეპარატების ჩათვლით.
გარკვეულ მედიკამენტებს შეუძლიათ შეცვალონ პოლიტორვას ეფექტი ან, პირიქით, მათი ეფექტი შეიცვალოს პოლიტორვას გავლენით. ამ ტიპის ურთიერთქმედებამ შეიძლება ერთი ან ორივე წამალი ნაკლებად ეფექტური გახადოს. გარდა ამისა, ამგვარ კომბინაციებს შეუძლია გაზარდოს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი ან სიმძიმე, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია კუნთების განლევა, ანუ რაბდომიოლიზი(აღწერილია მე-4 ნაწილში):
საკუბიტრილი/ვალსარტანი - გამოიყენება მოზრდილებში გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ (იხ. ნაწილი 2 - „არ მიიღოთ პოლიტორვა“);
ჰიპერტენზიის სამკურნალო სხვა მედიკამენტები, მათ შორის ალისკირენი, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები (მაგ. ვალსარტანი). (აგრეთვე იხილეთ ინფორმაცია ნაწილებში: „არ მიიღოთ პოლიტორვა“ და „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“);
ვერაპამილი, დილთიაზემი (გულის ქრონიკული დაავადებების და ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებები);
გულის რითმის მარეგულირებელი მედიკამენტები (პროკაინამიდი, დიგოქსინი, ამიოდარონი);
დიურეზული საშუალებები;
დაბალი არტერიული წნევის, შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის ან ალერგიის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა იზოპროტერენოლი, დობუტამინი, დოფამინი, ეპინეფრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი. რეკომენდებულია ექიმმა გააკონტროლებს თქვენს არტერიულ წნევის მაჩვენებლები;
კალიუმის შემცველი დანამატები (მარილის შემცვლელების ჩათვლით), კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებები (მაგ. სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი) და სხვა მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ კალიუმის რაოდენობა სისხლში, როგორიცაა ტრიმეტოპრიმი ცალკე აღებული ან სულფამეთოქსაზოლთან ერთად (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო საშუალება) და ჰეპარინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილისა და ანთების შესამსუბუქებლად (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი ან ფენაზონი და აცეტილსალიცილის მჟავა);
რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ).
Hypericum perforatum (კრაზანა - დეპრესიის სამკურნალო მცენარეული საშუალება);
კიბოს სამკურნალო საშუალებები (ციტოსტატიკები);
იმუნოსუპრესანტები (ამცირებენ ორგანიზმის თავდაცვის მექანიზმს), რომლებიც გამოიყენება აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციის შემდგომ პერიოდში (მაგ. ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი);
ანთების საწინააღმდეგო სტეროიდული მედიკამენტები, როგორიცაა პრედნიზოლონი;
ალოპურინოლი, კოლხიცინი (პოდაგრის სამკურნალო საშუალებები);
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი, პოზაკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, ფუზიდის მჟავა* (ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება აივ-ის ან ღვიძლის დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა C ჰეპატიტი, მაგ. დელავირდინი, ეფავირენცი; რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, ინდინავირი, ნელფინავირი, დარუნავირი, ტიპრანავირი/რიტონავირის კომბინაცია, ტელაპრევირი, ბოცეპრევირი, ელბასვირის/გრაზოპრევირისა და ლედიპასვირის/სოფოსბუვირის კომბინაციები (ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტორები);
ლეტერმოვირი, ციტომეგალოვირუსის სამკურნალო საშუალება;
დანტროლენი (სხეულის ტემპერატურის მძიმე დარღვევების სამკურნალო საინფუზიო საშუალება).
ე.წ. mTor-ინჰიბიტორების ან ნეპრილიზინის (NEP) ინჰიბიტორების ჯგუფის მედიკამენტები, მაგ:
თემსიროლიმუსი (სიმსივნის სამკურნალო საშუალება)
სიროლიმუსი (ტრანსპლანტატის მოცილების რეაქციის საწინააღმდეგო საშუალება)
ვილდაგლიპტინი (მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუალება)
რაცეკადოტრილი (დიარეის სამკურნალო საშუალება)
იხ. ნაწილი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“.
ლიპიდების დონის მარეგულირებელი სხვა მედიკამენტები, მაგ. გემფიბროზილი, სხვა ფიბრატები, კოლესტიპოლი, ეზიტიმიბი;
ვარფარინი ( არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი);
ორალური კონტრაცეპტივები;
სტირიპენტოლი (ეპილეფსიის სამკურნალო ანტიკონვულსიური საშუალება);
ციმეტიდინი (გულძმარვისა და პეპტიური წყლულის სამკურნალო საშუალება);
ანტაციდები (ალუმინის ან მაგნიუმის შემცველი მონელების დარღვევის სამკურნალო საშუალებები);
დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა გლუკოზის დონის დამაქვეითებელი პერორალური საშუალებები და ინსულინი. პოლიტორვამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება. პოლიტორვას მიღებისას აუცილებლად აკონტროლეთ გლუკოზის დონე სისხლში;
ფსიქიკური აშლილობის, დეპრესიის, სამკურნალო მედიკამენტები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ლითიუმი). პოლიტორვამ შეიძლება გამოიწვიოს ლითიუმის დონის მატება სისხლში. ექიმმა აუცილებლად უნდა აკონტროლოს სისხლში ლითიუმის რაოდენობა;
ბაკლოფენი (გამოიყენება კუნთოვანი დაჭიმულობის სამკურნალოდ ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი);
სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები (მაგალითად, ნიტრატები, ალფუზოსინი, დოქსაზოსინი, პრაზოზინი, ტამსულოზინი, ტერაზოზინი).
დაპტომიცინი (სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება კანისა და კანქვეშა ქსოვილების გართულებული ინფექციების და სისხლის ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ).
- თუ ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ საჭიროებთ ორალური ფუზიდის მჟავას მიღებას, პრეპარატის გამოყენება დროებით უნდა შეწყდეს. ექიმი გეტყვით, როდის შეგიძლიათ პოლიტორვას კურსის გაგრძელება. პოლიტორვას მიღებამ ფუზიდის მჟავასთან ერთად იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე ან ტკივილი (რაბდომიოლიზი). მეტი ინფორმაცია რაბდომიოლიზის შესახებ იხ. მე-4 ნაწილში.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობა თქვენ გეხებათ (ან ვარაუდობთ, რომ გეხებათ), პოლიტორვას მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
პოლიტორვას მიღება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად
პოლიტორვას მიღების წესი იხილეთ მე-3 ნაწილში.
პოლიტორვას მიღების დროს არ არის რეკომენდებული გრეიფრუტის წვენისა და გრეიფრუტის მიღება, რადგან გრეიფრუტმა და გრეიფრუტის წვენმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში აქტიური ნივთიერების ამლოდიპინის დონის მატება, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს პოლიტორვას არტერიული წნევის დამაქვეითებელი (ანტიჰიპერტენზიული) ეფექტის არაპროგნოზირებადი მატება. გრეიფრუტის წვენის დიდი რაოდენობა იწვევს ატორვასტატინის ეფექტის გაძლიერებასაც.
მოერიდეთ ჭარბი ალკოჰოლის მიღებას პრეპარატთან ერთად. დეტალებისთვის იხ. ნაწილი 2 - „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“.
პოლიტორვას მიღების დროს ალკოჰოლის დალევამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გონების დაბინდვა. თუ გაინტერესებთ, რა რაოდენობით ალკოჰოლის მიღება შეგიძლიათ პოლიტორვას მიღების პერიოდში, მიმართეთ ექიმს, რადგან წნევის დამაქვეითებელი მედიკამენტებისა და ალკოჰოლის კომბინაციამ შეიძლება გააძლიეროს ერთმანეთის სედაციური ეფექტი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ მიიღოთ პოლიტორვა ორსულობის პერიოდში ან ორსულობის დაგეგმვისას. პოლიტორვას მიღების პერიოდში ორსულობის რისკის შემთხვევაში მიმართეთ საიმედო კონტრაცეპციას (იხ. „არ მიიღოთ პოლიტორვა“).
ლაქტაცია
არ მიიღოთ პოლიტორვა ლაქტაციის პერიოდში. აცნობეთ ექიმს, თუ ჩვილს ძუძუთი კვებავთ ან აპირებთ ძუძუთი გამოკვებას.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პოლიტორვამ შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე. თუ მედიკამენტის მიღების ფონზე თავს ცუდად გრძნობთ, გაწუხებთ თავბრუსხვევა ან დაღლილობა, არ მართოთ ავტომობილი და სხვა მექანიზმები.
პოლიტორვა შეიცავს ლაქტოზას
თუ თქვენთვის ცნობილია რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
პოლიტორვა შეიცავს ნატრიუმს
პრეპარატის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს, ამიტომ მიჩნეულია „ნატრიუმის პრაქტიკულად არშემცველ“ საშუალებად.
გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, პოლიტორვას მიღებას შესაძლოა თან ახლდეს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.
თუ განგივითარდათ ქვემოთ მოყვანილი რომელიმე სერიოზული გვერდითი ეფექტი ან სიმპტომი, შეწყვიტეთ პოლიტორვას მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.
სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ხორხის შეშუპება, რაც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას, ასევე ქავილი და გამონაყარი. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს პოლიტორვას ფონზე განვითარებული მწვავე ალერგიული რეაქციის (ანგიონევროზული შეშუპების) ნიშანი (იხ. ნაწილი 2 - „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“);
მწვავე კანისმიერი რეაქციები, მათ შორის ინტენსიური გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, უკვე არსებული კანის დაავადების გაუარესება, კანის სიწითლე მთელ სხეულზე, ძლიერი ქავილი, აქერცვლა ან კანის აშრევება, ლორწოვანი გარსების ანთება (როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ან სხვა ალერგიული რეაქციები;
გამონაყარი კანზე, რომელიც ხშირად იწყება წითელი ქავანა ლაქებით სახეზე, მკლავებზე ან ფეხებზე, შეიძლება აიქერცლოს და გამოიყურებოდეს პატარა სამიზნეების მსგავსად (ცენტრალური მუქი ლაქები, რომელიც გარშემორტყმულია უფრო ფერმკრთალი უბნით და მუქი რგოლით კიდეზე) (ბულოზური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა);
კუნთოვანი სისუსტე, კუნთების დარბილება, ტკივილი, დაშლა ან შარდის წითელი-მოყავისფერო შეფერილობა და, განსაკუთრებით, თუ ამავდროულად თავს ცუდად გრძნობთ ან გაქვთ მაღალი ტემპერატურა, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთების ანომალიური დაშლით (რაბდომიოლიზი), რაც შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს და გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები;
მგლურას მსგავსი დაავადება (გამონაყარი, სახსრების დაზიანება და სისხლის უჯრედების ცვლილება);
სისუსტე ხელებსა და ფეხებში, მეტყველების პრობლემები, რაც შესაძლოა ინსულტის ნიშანი იყოს;
ძლიერი თავბრუსხვევა ან სისუსტე დაბალი წნევის გამო;
სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა (არითმია, მათ შორის ბრადიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია და წინაგულების ფიბრილაცია), ტკივილი გულმკერდის არეში, შებოჭილობა მკერდში (სტენოკარდია, მიოკარდიუმის იშემია) ან გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი);
ქოშინი, უეცარი ხიხინი, ხველა ან სუნთქვის გაძნელება, რაც ფილტვების პრობლემებზე შეიძლება მიუთითებდეს;
სისხლჩაქცევების მარტივად განვითარება, ჩვეულებრივზე ხანგრძლივი სისხლდენა, სისხლდენის ნებისმიერი ნიშანი (მაგ. ღრძილებიდან), იისფერი ლაქები კანზე ან ინფექციის ჩვეულებრივზე ადვილად განვითარება, ყელის ტკივილი და ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, სისუსტე, თავბრუსხვევა ან სიფერმკრთალე შეიძლება იყოს სისხლის ან ძვლის ტვინის უკმარისობის ნიშნები;
კუჭის ძლიერი ტკივილი ირადიაციით ბეჭების მიდამოში, შეიძლება პანკრეასის ანთებაზე (პანკრეატიტი) მიუთითებდეს;
ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, მადის დაკარგვა, კუჭის ტკივილი, კანის ან თვალების სიყვითლე ღვიძლის პრობლემებზე მიუთითებს, როგორიცაა ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), ღვიძლის დაზიანება, ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა.
მოულოდნელი ან უჩვეულო სისხლდენა, ან სისხლჩაქცევები შეიძლება ღვიძლის პრობლემაზე მიუთითებდეს. ასეთ შემთხვევაში დროულად უნდა მიმართოთ ექიმს.
სხვა გვერდითი ეფექტები
აცნობეთ ექიმს რომელიმე ქვემოთ აღნიშნული სიმპტომის განვითარების შემთხვევაში.
ძალიან ხშირი: უვითარდება 10-დან 1 პაციენტზე მეტს
შეშუპება სითხის შეკავების ფონზე.
ხშირი: უვითარდება 10-დან 1 პაციენტს
ცხვირის ღრუს ანთება (ნაზოფარინგიტი);
სისხლში კალიუმის დონის მატება;
სისხლში გლუკოზის დონის მატება (ჰიპერგლიკემია; თუ გაქვთ დიაბეტი, გააგრძელეთ სისხლში გლუკოზის დონისმუდმივი შაქრის დონის;
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, სომნოლენცია;
მხედველობის დარღვევები (მათ შორის ორმაგი- და ბუნდოვანი მხედველობა);
გაძლიერებული გულისცემა (პალპიტაცია);
სახსრების შეშუპება, ტერფის შეშუპების ჩათვლით;
დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია), განსაკუთრებით სწრაფად ადგომის ან დაჯდომის (ორთოსტატული კოლაფსი) დროს, სისუსტე (სინკოპე), ალები;
არაპროდუქტიული შემაწუხებელი ხველა, ბრონქიტი, სინუსური წიაღების ანთება (სინუსიტი), ქოშინი, ყელის ტკივილი, ცხვირიდან სისხლდენა;
მუცლის ტკივილი, დიარეა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დავადებები, საჭმლის მონელების დარღვევები და დისკომფორტი მუცლის არეში, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ნაწლავთა მოქმედების დარღვევა, ყაბზობა, მეტეორიზმი;
გამონაყარი კანზე წამოწეულ ზედაპირით ან მის გარეშე;
კუნთოვანი სპაზმი, კრთომები ან ტკივილი კუნთებში (მიალგია), ტერფის შეშუპება, ტკივილი სახსრებში (ართრალგია), წელის ტკივილი, ტკივილი კიდურებში;
ტკივილი გულმკერდის მიდამოში, დაღლილობის შეგრძნება;
სისუსტის და უძლურების შეგრძნება (ასთენია);
ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილება, კრეატინკინაზის მატება სისხლში.
ზომიერი სიხშირის: უვითარდება 100-დან 1 პაციენტს
სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილია) რაოდენობის მატება;
მადის დაქვეითება ან დაკარგვა (ანორექსია);
გლუკოზის დონის დაქვეითება სისხლში (ჰიპოგლიკემია; თუ გაქვთ დიაბეტი, უნდა გააგრძელოთ სისხლში გლუკოზის დონის მუდმივი მონიტორინგი);
წონის მატება;
განწყობის ცვლილებები, გუნება-განწყობის დაქვეითება, დეპრესია, შფოთვა, ნერვიულობა, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა (ძილიანობის ჩათვლით), უძილობა, კოშმარები;
თავბრუსხვევა, კანკალი (ტრემორი), სინკოპე;
უჩვეულო შეგრძნებები, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა, წვა ან ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება კანზე (პარესთეზია), კანის მგრძნობელობის დაქვეითება (ჰიპოესთეზია);
გემოს დაკარგვა (აგევზია) ან შეცვლა (დისგევზია);
მეხსიერების დაკარგვა (ამნეზია);
შუილი ყურებში და/ან თავში (ტინიტუსი);
ხელებისა და ფეხები შეშუპება (პერიფერიული შეშუპება);
ცემინება/გამონადენი ცხვირიდან (რინიტი), ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ხველა;
სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი) ასთმის გაუარესების ჩათვლით;
პანკრეასული ფერმენტების მატება სისხლში;
ნაწლავის შეშუპება - "ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება", რაც გამოვლინდება მუცლის ტკივილით, ღებინებითა და დიარეით;
პირის სიმშრალე, მუცლის ზედა (გასტრიტის ჩათვლით) და ქვედა ნაწილების ტკივილი, გულძმარვა;
ლაბორატორიული მონაცემების ცვლილება სისხლში, რაც ღვიძლის ფუნქიის დარღვევაზე მიუთითებს (ღვიძლის ფერმენტების და/ან კონიუგირებული ბილირუბინის მატება);
ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი);
თმის ცვენა (ალოპეცია);
ქავილი, მცირე სისხლჩაქცევები კანზე (პურპურა), კანის ფერის შეცვლა, ეგზანთემა, ჭინჭრის ციება, გამონაყარი;
კისრის ტკივილი, კუნთების დაღლილობა;
თირკმელების პრობლემები, მათ შორის თირკმელების მწვავე უკმარისობა, შარდვის დარღვევა, ჩვეულებრივზე მეტი შარდის გამოყოფა დღის განმავლობაში და/ან გახშირებული შარდვა, ღამით შარდვის მოთხოვნილება (ნოქტურია);
უკვე არსებული პროტეინურიის გაუარესება (შარდში ჩვეულებრივზე მეტი ცილა), შარდში სისხლის თეთრი უჯრედები, სისხლში შარდოვანას და კრეატინინის მატება;
ერექციის უუნარობა (იმპოტენცია), სექსუალური ლტოლვის დაქვეითება მამაკაცებში ან ქალებში, მკერდის გადიდება (გინეკოამასტია) მამაკაცებში;
სხეულის ტემპერატურის მატება/ცხელება (პირექსია);
უსიამოვნო შეგრძნება (სისუსტე);
წონის მატება ან შემცირება.
იშვიათი: უვითარდება 1000-დან 1 პაციენტს
ერითროციტების, ლეიკოციტების (ნეიტროპენია ან აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია), თრომბოციტების (თრომბოციტოპენია) ან ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება სისხლში;
ცნობიერების არევა;
წონასწორობის დარღვევა;
ნერვული პათოლოგია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ჩხვლეის შეგრძნება ან დაბუჟება (პერიფერიული ნეიროპათია);
თვალების სიწითლე, ქავილი, შეშუპება (კონიუნქტივიტი);
სმენის დაქვეითება;
სისხლძარღვების შევიწროება (სისხლძარღვთა სტენოზი);
სისხლის მიმოქცევის შეფერხება (ჰიპოპერფუზია);
სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი);
წითელი და შეშუპებული ენა (გლოსიტი);
ფრჩხილების პრობლემები, მაგ. ფრჩხილების სისუსტე ან აშრევება (ონიქოლიზი);
კუნთების დაზიანება ან ანთება: მიოპათია, მიოზიტი, კუნთოვანი ქსოვილის დაშლა;
მყესების დაზიანება, იშვიათად გაგლეჯა;
გამონაყარი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კანზე ან წყლულები პირის ღრუში (ლიქენოიდური სამკურნალო რეაქცია);
გამონაყარი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კანზე ან წყლულები პირის ღრუში (ლიქენოიდური სამკურნალო რეაქცია).
ძალიან იშვიათი: უვითარდება 10,000-დან 1 პაციენტს
ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები (ანაფილაქსია);
კუნთების დაძაბულობის მომატება (ჰიპერტონია);
სმენის დაქვეითება;
ღრძილების ქსოვილის გაფაშრება (ღრძილის ჰიპერპლაზია);
ღვიძლის უკმარისობა;
მომატებული მგრძნობელობა სინათლის ან მზის სხივების მიმართ (ფოტომგრძნობელობა).
უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელა
ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში (პანციტოპენია);
ერითროციტების დაშლა (ჰემოლიზური ანემია);
ბირთვის საწინააღმდეგო ანტისხეულების მატება;
კონცენტრირებული შარდი (მუქი ფერის), გულისრევა ან ღებინება, კუნთების კრთომა, ცნობიერების დარღვევა და კრუნჩხვები, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ADH-ის (ანტიდიურეზული ჰორმონის) არასათანადო სეკრეციით. მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს;
ნატრიუმის დაქვეითება სისხლში;
ყურადღების დარღვევა;
დაქვეითებული ფსიქომოტორული უნარები;
წვის შეგრძნება;
საგნების სუნის ცვლილება (პაროსმია);
კანკალი, რიგიდობა (გაშეშება), ნიღბისებრი სახე, ნელი მოძრაობები და გაუწონასწორებელი სიარული (ექსტრაპირამიდული აშლილობა);
ხელისა და ფეხის თითების ფერის ცვლილება (სიფერმკრთალე) სიცივეში და ჩხვლეტის შეგრძნება ან მტკივნეულობა შემდგომი გათბობისას (რეინოს სინდრომი);
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება მცირე წყლულებით (აფთოზური სტომატიტი);
არაერთგვაროვანი კანი (პემფიგუსი);
კანის ანთება (ფსორიაზიფორმული დერმატიტი), კანის მწვავე გამონაყარი (პემფიგოიდური ან ლიქენოიდური ეგზანთემა), კანის აქერცვლა ან აქერცვლის გამწვავება (გამწვავებული ფსორიაზი), გამონაყარი ლორწოვან გარსზე (ენანთემა);
კუნთების მუდმივი სისუსტე (იმუნური პასუხით გამოწვეული ნეკროზული მიოპათია).
ზოგიერთი სტატინის (ატორვასტატინის მსგავსი მედიკამენტები) მოქმედებით განპირობებული გვერდითი ეფექტები:
სექსუალური სირთულეები;
დეპრესია;
სუნთქვის პრობლემები, მათ შორის მუდმივი ხველა და/ან ქოშინი, ან ცხელება;
შაქრიანი დიაბეტი, რისი განვითარებაც უფრო სავარაუდოა, თუ გაქვთ სისხლში გლუკოზისა და ცხიმის მაღალი დონე, ჭარბი წონა და მაღალი წნევა. ექიმი გააკონტროლებს თქვენს მდგომარეობას მედიკამენტის დანიშვნის შემთხვევაში.
გვერდითი ეფექტების აღრიცხვა
სერიოზული ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეგიძლიათ უშუალოდ მოხსენების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომელიც მითითებულია დანართი 5-ში.
ჭარბი დოზა
არ არსებობს ინფორმაცია ადამიანებში პოლიტორვას დოზის გადაჭარბების შესახებ.
სიმპტომები
აგფ-ინჰიბიტორების დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ძლიერ პერიფერიულ ვაზოდილატაციას (გამოხატული ჰიპოტენზიით, შოკით), ბრადიკარდიას, ელექტროლიტების დონის ცვლილებასა და თირკმლის უკმარისობას.
არსებული მონაცემებით ამლოდიპინის დოზის მნიშვნელოვანმა გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი პერიფერიული ვაზოდილატაცია და რეფლექსური ტაქიკარდია. აღწერილ იქნა გამოხატული და, სავარაუდოდ, გახანგრძლივებული სისტემური ჰიპოტენზია შოკითა და ფატალური შედეგით.
მკურნალობა
აუცილებელია პაციენტზე დაკვირვება და სიმპტომური, შემანარჩუნებელი თერაპია. საწყის ეტაპზე რეკომენდებულია დეტოქსიკაცია (კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტების გამოყენება, როგორიცაა ნახშირი) და ჰემოდინამიკური მაჩვენებლების სტაბილურობის აღდგენა, მათ შორის, ალფა1-ადრენერგული ან ანგიოტენზინ II-ის (ანგიოტენზინამიდის) აგონისტების მიღება. რამიპრილის აქტიური მეტაბოლიტი, რამიპრილატი, ცუდად გამოიყოფა ზოგადი ცირკულაციიდან ჰემოდიალიზის საშუალებით.
კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოტენზია მოითხოვს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის აქტიურ მხარდაჭერას, რაც მოიცავს: გულისა და რესპირატორული ფუნქციის ხშირ მონიტორინგს, კიდურების აწევას და მოცირკულირე სითხის მოცულობასა და შარდის გამოყოფაზე დაკვირვებას. შესაძლოა საჭირო გახდეს ვაზოკონსტრიქტორის გამოყენება სისხლძარღვთა ტონუსისა და არტერიული წნევის აღსადგენად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გამოყენების უკუჩვენება არ არსებობს. ამლოდიპინით კალციუმის არხის ბლოკირების მოსახსნელად შესაძლოა ეფექტური იყოს კალციუმის გლუკონატის ინტრავენური შეყვანა. ვინაიდან ამლოდიპინი მჭიდროდ უკავშირდება პლაზმურ ცილებს, დიალიზი ეფექტური არ იქნება.
ატორვასტატინის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ასეთ დროს, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სიმპტომური მკურნალობა და საჭიროებისამებრ დაენიშნოს შემანარჩუნებელი ღონისძიებები. უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციური ტესტები და შრატში CK-ის დონის მონიტორინგი. ჰემოდიალიზი სავარაუდოდ არაეფექტური იქნება.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა მიუთითებს თვის ბოლო დღეზე.
არ გადააგდოთ მედიკამენტი ნაგავში ან კანალიზაციაში. ნარჩენი პრეპარატის განადგურების შესახებ კონსულტაცია გაიარეთ ფარმაცევტთან. ამგვარი ქმედებით თქვენ წვლილს შეიტანთ გარემოს დაცვის საკითხში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები კომბინაციაში სხვა პრეპარატებთან.
ათქ კოდი: C10BX18 ატორვასტატინი, ამლოდიპინი და რამიპრილი.
მოქმედების მექანიზმი
რამიპრილი
რამიპრილის, პროწამლის აქტიური მეტაბოლიტი, რამიპრილატი, აინჰიბირებს ფერმენტ დიპეპტიდილკარბოქსიპეპტიდაზა I-ს (სინონიმები: ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტი; კინინაზა II). პლაზმასა და ქსოვილებში ეს ფერმენტი აკატალიზებს ანგიოტენზინ I-ის გარდაქმნას ანგიოტენზინ II-ად (რომელიც წარმოადგენს აქტიურ ვაზოკონსტრიქტორს) და აქტიური ვაზოდილატორის, ბრადიკინინის დაშლას. ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნის შემცირება და ბრადიკინინის დაშლის ინჰიბირება იწვევს ვაზოდილატაციას.
ვინაიდან ანგიოტენზინ II ასევე ასტიმულირებს ალდოსტერონის გამოყოფას, რამიპრილატი იწვევს ალდოსტერონის სეკრეციის შემცირებას. აგფ-ინჰიბიტორებით მონოთერაპიის საშუალო ეფექტი უფრო ნაკლები იყო შავკანიან (აფრო-კარიბის ზღვის აუზის კუნძულებზე) ჰიპერტენზიულ პაციენტებში (ჩვეულებრივ, დაბალი რენინის შემცველ ჰიპერტენზიულ მოსახლეობაში), ვიდრე სხვა რასის წარმომადგენლებში.
ამლოდიპინი
ამლოდიპინი არის დიჰიდროპირიდინის ჯგუფის კალციუმის იონების შემოდინების ინჰიბიტორი (ნელი არხების ბლოკატორი ან კალციუმის იონების ანტაგონისტი) და აფერხებს კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ შეღწევას გულისა და სისხლძარღვების გლუვ კუნთებში.
ატორვასტატინი
ატორვასტატინი არის HMG-CoA რედუქტაზას შერჩევითი, კონკურენტული ინჰიბიტორი, სიჩქარის შემზღუდველი ფერმენტი, რომელიც პასუხისმგებელია 3-ჰიდროქსი-3-მეთილ-გლუტარილ-კოენზიმ A-ს მევალონატად გარდაქმნაზე, რომელიც სტეროლების (მათ შორის ქოლესტეროლის) წინამორბედს წარმოადგენს. ტრიგლიცერიდები და ქოლესტეროლი ღვიძლში შედის ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (VLDL) შემადგენლობაში და გადადის პლაზმაში, რათა მიტანილ იქნას პერიფერიულ ქსოვილებამდე. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (LDL) წარმოიქმნება VLDL-დან და კატაბოლიზდება ძირითადად LDL-თან (LDL რეცეპტორი) მაღალი აფინურობის მქონე რეცეპტორის მეშვეობით.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
რამიპრილი
რამიპრილის მიღება იწვევს პერიფერიული არტერიების წინააღმდეგობის მკვეთრ შემცირებას. ზოგადად, ამ დროს, თირკმლის პლაზმური ნაკადისა და გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება. რამიპრილის დანიშვნა ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში იწვევს არტერიული წნევის შემცირებას ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ მდგომარეობაში, გულისცემის სიხშირის კომპენსატორული გაზრდის გარეშე.
ამლოდიპინი
ამლოდიპინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია სისხლძარღვების გლუვი კუნთების სპაზმის მოხსნით. ზუსტი მექანიზმი, რომლითაც ამლოდიპინი ხსნის სტენოკარდიას, ბოლომდე გარკვეული არ არის, თუმცა ამლოდიპინი ამსუბუქებს ზოგად იშემიურ შეტევას შემდეგი ორი მექანიზმით:
- ამლოდიპინი აფართოებს პერიფერიულ არტერიოლებს და ამით ამცირებს საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას, რაც გულის დატვირთვას (პოსტდატვირთვას) განაპირობებდა. გულისცემის სტაბილიზაცია ამცირებს მიოკარდიუმის მიერ ენერგიის მოხმარებას და, შესაბამისად, ჟანგბადზე მოთხოვნილებას.
- ამლოდიპინის მოქმედების მექანიზმი, ასევე სავარაუდოდ, მოიცავს ძირითადი კორონარული არტერიების და კორონარული არტერიოლების გაფართოებას, როგორც ნორმალურ, ისე იშემიურ უბნებში. ამგვარი დილატაცია ზრდის მიოკარდიუმისთვის ჟანგბადის მიწოდებას კორონარული არტერიების სპაზმის მქონე პაციენტებში (პრინცმეტალის ან ვარიანტული სტენოკარდია).
ატორვასტატინი
ატორვასტატინი ამცირებს პლაზმური ქოლესტეროლისა და ლიპოპროტეინების კონცენტრაციას შრატში HMG-CoA რედუქტაზას და შემდგომში ქოლესტეროლის ბიოსინთეზის ინჰიბირების გზით ღვიძლში და ზრდის ღვიძლის LDL რეცეპტორების რაოდენობას უჯრედის ზედაპირზე LDL-ის გაძლიერებული შეთვისებისა და კატაბოლიზმისთვის.
ატორვასტატინი ამცირებს LDL წარმოქმნას და LDL ნაწილაკების რაოდენობას. ატორვასტატინი ახდენს LDL-რეცეპტორების აქტივობის ღრმა და მდგრად ზრდას, რასაც თან ახლავს მოცირკულირე LDL ნაწილაკების ხარისხის დადებითი ცვლილება. ატორვასტატინი ეფექტურია LDL-C-ის შესამცირებლად პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტეროლემია, პოპულაციაში, რომელიც ჩვეულებრივ, არ პასუხობს ლიპიდების დამაქვეითებელი საშუალებებით თერაპიას.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
რამიპრილი
პაციენტების უმეტესობაში ერთჯერადი დოზის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ვლინდება ორალური მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ. ერთჯერადი დოზის მაქსიმალური ეფექტი, ჩვეულებრივ, მიიღწევა ორალური მიღებიდან 3-6 საათის შემდეგ. ერთჯერადი დოზის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი, ჩვეულებრივ, გრძელდება 24 საათის განმავლობაში.
რამიპრილით მკურნალობისას მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი, ჩვეულებრივ, 3-4 კვირის შემდეგ ვლინდება. დადგენილია, რომ ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნარჩუნდება 2 წლიანი ხანგრძლივი თერაპიის შემდეგ.
რამიპრილის უეცარი შეწყვეტა არ იწვევს არტერიული წნევის სწრაფ და მნიშვნელოვან მატებას.
სხვა: რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკირება (RAAS)
ორ დიდ რანდომიზირებულ, კონტროლირებად კვლევაში (ONTARGET (ტელმისარტანის მიმდინარე კვლევა მონოთერაპიისა და რამიპრილთან კომბინაციის სახით) და VA NEPHRON-D (ვეტერანთა ნეფროპათია დიაბეტის დროს) გამოკვლეულ იქნა აგფ-ინჰიბიტორის კომბინაცია ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორთან.
ONTARGET იყო კვლევა, რომელიც ჩატარდა ანამნეზში გულ-სისხლძარღვთა ან ცერებროვასკულარული დაავადების, ან მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რასაც თან ახლდა სამიზნე ორგანოების დაზიანების ნიშნები. VA NEPHRON-D ჩატარდა მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტისა და დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პირებში.
აღნიშნულ კვლევებში არ აღინიშნა მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა თირკმელების და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და სიკვდილიანობაზე, სამაგიეროდ გაიზარდა ჰიპერკალემიის, თირკმლის მწვავე დაზიანების და/ან ჰიპოტენზიის რისკი მონოთერაპიასთან შედარებით. მათი მსგავსი ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით, ეს შედეგები ასევე რელევანტურია სხვა აგფ-ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებისთვის.
ამიტომ, აგფ-ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთდროული გამოყენება დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში, არ არის რეკომენდებული.
ALTITUDE (ალისკირენის კვლევა მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმელების დაავადებებზე დაკვირვებით) იყო კვლევა, რომელიც შედგა ალისკირენის დამატების სარგებლობის შესამოწმებლად აგფ-ინჰიბიტორის ან ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორის სტანდარტულ თერაპიაში მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტისა და თირკმლის ქრონიკული დაავადების, გულ-სისხლძარღვთა დაავადების ან ორივეს ერთად მქონე პაციენტებში. კვლევა მალევე შეწყდა არასასურველი შედეგების მაღალი რისკის გამო. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით განპირობებული სიკვდილიანობა და ინსულტი რაოდენობრივად უფრო ხშირი იყო ალისკირენის ჯგუფში, პლაცებოსთან შედარებით და გვერდითი ეფექტები და სერიოზული გვერდითი მოვლენები, რომლებიც ინტერესის სფეროს წარმოადგენდა (ჰიპერკალემია, ჰიპოტენზია და თირკმლის დისფუნქცია) უფრო ხშირად აღინიშნა ალისკირენის ჯგუფში, პლაცებოსთან შედარებით.
ამლოდიპინი
ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, ერთჯერადი მიღება უზრუნველყოფს არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვან შემცირებას როგორც ჰორიზონტალურ, ისე ვერტიკალურ მდგომარეობაში 24-საათიანი ინტერვალით. მოქმედების ნელი დაწყების გამო, მწვავე ჰიპოტენზია არ წარმოადგენს ამლოდიპინის ჩვენებას.
ამლოდიპინის მიღება არ ასოცირდებოდა მეტაბოლურ გვერდით მოვლენებთან ან პლაზმის ლიპიდური სპექტრის ცვლილებებთან და გამოიყენება ასთმის, დიაბეტის და პოდაგრის მქონე პაციენტებში.
ატორვასტატინი
ნაჩვენებია, რომ ატორვასტატინი ამცირებს საერთო ქოლესტეროლის C (30% - 46%), LDL-C (41% - 61%), აპოლიპოპროტეინ B (34% - 50%) და ტრიგლიცერიდების (14% - 33%) კონცენტრაციებს და, იმავდროულად განაპირობებს HDL-C და აპოლიპოპროტეინ A1 ცვლად დოზა-დამოკიდებულ მატებას. ამგვარი შედეგები დამახასიათებელია ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის, ჰიპერქოლესტერინემიის არაოჯახური ფორმებისა და შერეული ჰიპერლიპიდემიის, მათ შორის არაინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის.
დადასტურებულია, რომ საერთო ქოლესტეროლის, LDL-C და აპოლიპოპროტეინ B-ის შემცირება ამცირებს გულ-სისხლძარღვოვანი გართულებებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკს.
რამიპრილის, ამლოდიპინისა და ატორვასტატინის კომბინაცია
არტერიული ჰიპერტენზიისა და მეტაბოლური სინდრომის ან შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში რამიპრილის, ამლოდიპინის და ატორვასტატინის კომბინაცია, რომელიც გამოიყენეს პაციენტების ერთ ქვეჯგუფზე ჩატარებულ 12-თვიან კვლევაში, აღინიშნა არტერიული წნევისა და, დამატებით, ქოლესტეროლის დონეების ეფექტური შემცირება. ვიზიტებზე არტერიული წნევის მაჩვენებლებიდან გამომდინარე, განხორციელდა ანტიჰიპერტენზიული მონოთერაპიული აგენტის დოზის მზარდი ტიტრაცია, ასევე მეორე ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის დამატება. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ჰიპერტენზიის მონოთერაპია საკმარისი იყო შესწავლილი პაციენტების მხოლოდ მეხუთედისთვის.
პედიატრიული პოპულაცია
ევროპის მედიკამენტების სააგენტომ უარი თქვა 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში პოლიტორვას კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულებაზე (იხ. ნაწილი 4.2 გამოყენება პედიატრიულ პაციენტებში), იმ მოტივით, რომ კონკრეტული სამკურნალო პროდუქტი არ ხასიათდება მნიშვნელოვანი თერაპიული სარგებლით პედიატრიული პაციენტებში, არსებულ მკურნალობებთან შედარებით. (იხ. ნაწილი 4.2 გამოყენება პედიატრიულ პაციენტებში).
ფარმაკოკინეტიკა
ბიოეკვივალენტობა გამოვლინდა რამიპრილი/ამლოდიპინი/ატორვასტატინის ფიქსირებულ კომბინაციისა და რამიპრილის, ამლოდიპინისა და ატორვასტატინის მონოპრეპარატების სახით ერთდროულად ანალოგიური დოზებით მიღებათა შორის.
რამიპრილის, ამლოდიპინის და ატორვასტატინის კომბინაცია
18 ჯანმრთელ სუბიექტში მედიკამენტოზური ურთიერთქმედების კვლევის მონაცემები წონასწორულ მდგომარეობაში, რომელიც მოიცავდა 5 მგ რამიპრილს, 5 მგ ამლოდიპინს და 40 მგ ატორვასტატინს, მიუთითებს, რომ რამიპრილის ფარმაკოკინეტიკა იცვლება სამი პრეპარატის ერთდროული მიღებისას.
რამიპრილის საშუალო პიკური კონცენტრაცია პლაზმაში და AUC-ის მნიშვნელობები იზრდება ამლოდიპინის და ატორვასტატინის თანდასწრებით დაახლოებით 83%-ითა და 50%-ით შესაბამისად.
რამიპრილატის, აქტიური მეტაბოლიტის, AUC-ზე გავლენა არ დაფიქსირებულა, მაგრამ რამიპრილატის მაქსიმალური კონცენტრაციების საშუალო მაჩვენებელი პლაზმაში გაიზარდა დაახლოებით 56%-ით.
ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება სამი პრეპარატის ერთდროული მიღებისას.
არ აღინიშნა გავლენა ატორვასტატინის AUC-ზეც, თუმცა ატორვასტატინის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში უმნიშვნელოდ შემცირდა რამიპრილთან და ამლოდიპინთან ერთად მიღებისას.
რამიპრილი
აბსორბცია
ორალური მიღების შემდეგ რამიპრილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან: რამიპრილის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა ერთი საათის განმავლობაში. შარდით გამოყოფის წყალობით, შეწოვის ხარისხი შეადგენს მინიმუმ 56% და არ არის დამოკიდებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საკვების არსებობაზე. რამიპრილის აქტიური მეტაბოლიტის, რამიპრილატის ბიოშეღწევადობა 2.5 მგ და 5 მგ რამიპრილის პერორალური მიღების შემდეგ შეადგენს 45%-ს.
რამიპრილის ერთადერთი აქტიური მეტაბოლიტის, რამიპრილატის პლაზმური კონცენტრაციის პიკი მიიღწევა რამიპრილის მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ. რამიპრილატის სტაბილური პლაზმური კონცენტრაცია რამიპრილის ჩვეულებრივი დოზებით დღეში ერთხელ მიღების შემდეგ მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით მეოთხე დღეს.
გადანაწილება
რამიპრილის შრატის ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 73%-ს, ხოლო რამიპრილატისთვის - დაახლოებით 56%-ს.
ბიოტრანსფორმაცია
რამიპრილი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება რამიპრილატად და დიკეტოპიპერაზინის ეთერად, დიკეტოპიპერაზინის მჟავად და რამიპრილისა და რამიპრილატის გლუკურონიდებად.
გამოყოფა
მეტაბოლიტების ექსკრეცია ძირითადად თირკმელებით ხორციელდება.
რამიპრილატის პლაზმური კონცენტრაცია მცირდება პოლიფაზური გზით. აგფ-თან ძლიერი, გაჯერებული კავშირის და ფერმენტისგან ნელი დისოციაციის წყალობით, რამიპრილატი აჩვენებს გახანგრძლივებულ ტერმინალური ელიმინაციის ფაზას პლაზმაში ძალიან დაბალი კონცენტრაციის პირობებში.
რამიპრილის დღეში ერთხელ მრავალჯერადი მიღების შემდეგ რამიპრილატის კონცენტრაციების ეფექტური ნახევარგამოყოფის პერიოდი 13-17 საათს შეადგენდა 5-10 მგ დოზებისთვის და უფრო ხანგრძლივი იყო მცირე 1,25-2,5 მგ დოზებისთვის. ეს განსხვავება დაკავშირებულია ფერმენტის რამიპრილატით გაჯერებასთან.
განსაკუთრებული პოპულაცია
თირკმლის უკმარისობა (იხ. ნაწილი 4.2)
რამიპრილატის თირკმელებით ექსკრეცია მცირდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. თირკმელებით რამიპრილატის კლირენსი პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული კრეატინინის კლირენსთან. ეს იწვევს რამიპრილატის კონცენტრაციის მატებას პლაზმაში, რაც გაცილებით უფრო ნელა მცირდება, ვიდრე თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებში.
ღვიძლის უკმარისობა (იხ. ნაწილი 4.2)
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში რამიპრილის მეტაბოლიზმი რამიპრილატამდე შეფერხებული იყო ღვიძლის ესთერაზების აქტივობის დაქვეითების გამო და ამ პაციენტებში რამიპრილის დონე პლაზმაში გაიზარდა. თუმცა, რამიპრილატის პიკური კონცენტრაციები ასეთ პაციენტებში არ განსხვავდება ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებისგან.
ლაქტაცია
რამიპრილის ერთჯერადი, 10 მგ დოზით ორალური მიღებისას დედის რძეში არინიშნა მისი უმნიშვნელო რაოდენობა, თუმცა მრავალჯერადი დოზის ეფექტი ცნობილი არ არის.
ამლოდიპინი
აბსორბცია/გადანაწილება
თერაპიული დოზების პერორალური მიღების შემდეგ, ამლოდიპინი კარგად შეიწოვება. სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია 6-12 საათის შემდეგ აღინიშნება. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 64-80%. გადანაწილების მოცულობა დაახლოებით 21 ლ/კგ-ია. in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მოცირკულირე ამლოდიპინის დაახლოებით 97.5% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
ამლოდიპინის ბიოშეღწევადობაზე გავლენას არ ახდენს საკვების მიღება.
ბიოტრანსფორმაცია/გამოყოფა
პლაზმიდან საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 35-50 საათს დღეში ერთხელ მიღების პირობებში. ამლოდიპინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიურ მეტაბოლიტებად, ამასთან საწყისი ნივთიერების 10% და მეტაბოლიტების 60% გამოიყოფა შარდის საშუალებით.
განსაკუთრებული პოპულაცია
ღვიძლის უკმარისობა
არსებობს შეზღუდული კლინიკური მონაცემები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის გამოყენების შესახებ. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ ამლოდიპინის კლირენსის დაქვეითება, რაც იწვევს ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას და AUC-ის ზრდას დაახლოებით 40-60%-ით.
ხანდაზმული პაციენტები
ამლოდიპინის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევის დრო ხანდაზმულებსა და ახალგაზრდა სუბიექტებში მსგავსია. ხანდაზმულ პაციენტებში ამლოდიპინის კლირენსი მცირდება, რაც იწვევს AUC-ისა და ნახევარგამოყოფის პერიოდის მატებას. გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში მოსალოდნელი იყო AUC-ისა და ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდა პაციენტების საკვლევი ასაკობრივი ჯგუფისთვის.
ატორვასტატინი
აბსორბცია
ატორვასტატინი ორალური მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა 1-2 საათში. აბსორბციის ხარისხი იზრდება ატორვასტატინის დოზის პროპორციულად. პერორალური მიღების შემდეგ, ატორვასტატინის შემოგარსული ტაბლეტების ბიოშეღწევადობა 95%-99% ფარგლებში მერყეობს, ორალურ ხსნართან შედარებით. ატორვასტატინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 12%-ია, ხოლო HMG-CoA რედუქტაზასადმი სისტემური ინჰიბიტორული აქტივობა - დაახლოებით 30%. დაბალი სისტემური შეღწევადობა განპირობებულია პრესისტემური კლირენსით კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსში და/ან ღვიძლში პირველადი მეტაბოლიზმით.
გადანაწილება
ატორვასტატინის გადანაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს დაახლოებით 381 ლ. ატორვასტატინის ≥ 98% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
ბიოტრანსფორმაცია
ატორვასტატინი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 3A4-ით ორთო- და პარაჰიდროქსილირებულ წარმოებულებად და სხვადასხვა ბეტაოქსიდაციის პროდუქტებად. გარდა სხვა გზებისა, ეს პროდუქტები შემდგომში მეტაბოლიზდება გლუკურონიდაციის გზით. in vitro კვლევებში, HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბირება ორთო- და პარაჰიდროქსილირებული მეტაბოლიტების მიერ ატორვასტატინის ინჰიბიტორული უნარის ეკვივალენტურია.
HMG-CoA რედუქტაზას მოცირკულირე ინჰიბიტორული აქტივობის დაახლოებით 70% აქტიურ მეტაბოლიტებზე მოდის.
გამოყოფა
ატორვასტატინი ძირითადად ნაღველში გამოიყოფა ღვიძლის და/ან ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის შედეგად. თუმცა, როგორც ჩანს, ატორვასტატინი არ განიცდის მნიშვნელოვან ენტერო-ჰეპატურ რეცირკულაციას. ადამიანებში ატორვასტატინის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 14 საათს. HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორული აქტივობის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 20-30 საათს აქტიური მეტაბოლიტების წყალობით.
ატორვასტატინი წარმოადგენს სუბსტრატს ღვიძლისმიერი გადამტანებისთვის, ორგანული ანიონ-გადამტანი პოლიპეპტიდი 1B1-სა (OATP1B1) და 1B3-გადამტანისთვის (OATP1B3). ატორვასტატინის მეტაბოლიტები არის OATP1B1-ის სუბსტრატები. ატორვასტატინი ასევე წარმოადგენს ეფლუქს-ტრანსპორტერის - P-გლიკოპროტეინისა (P-gp) და სარძევე ჯირკვლის კიბოს წინააღმდეგობის პროტეინის (BCRP) სუბსტრატს, რამაც შეიძლება შეზღუდოს ატორვასტატინის ნაწლავური შეწოვა და ბილიარული კლირენსი.
განსაკუთრებული პოპულაცია
ხანდაზმულები
ატორვასტატინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციები უფრო მაღალია ჯანმრთელ ხანდაზმულებში, ვიდრე ახალგაზრდებში, ხოლო ლიპიდური ეფექტები ახალგაზრდა პაციენტების მსგავსია.
სქესი
ატორვასტატინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების კონცენტრაცია ქალებში განსხვავდება კაცებისგან (ქალები: Cmax დაახლოებით 20%-ით მაღალია, ხოლო AUC დაახლოებით 10%-ით დაბალი). აღნიშნული სხვაობა არ იყო კლინიკური მნიშვნელობის მატარებელი და, შესაბამისად, კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ლიპიდებზე გავლენის თვალსაზრისით მამაკაცებსა და ქალებში არ დაფიქსირებულა.
თირკმლის უკმარისობა
თირკმელების დაავადებები გავლენას არ ახდენს ატორვასტატინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების პლაზმურ კონცენტრაციაზე ან ლიპიდურ ეფექტზე.
ღვიძლის უკმარისობა
ატორვასტატინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციები საგრძნობლად მატულობს (დაახლოებით 16-ჯერ Cmax და დაახლოებით 11-ჯერ AUC) ღვიძლის ქრონიკული ალკოჰოლური დაზიანების მქონე პაციენტებში (Child-Pugh B).
SLOC1B1 პოლიმორფიზმი
ყველა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორის, მათ შორის ატორვასტატინის ღვიძლსმიერ ათვისებაში ჩართულია OATP1B1 ტრანსპორტერი. SLCO1B1 პოლიმორფიზმის მქონე პაციენტებში არსებობს ატორვასტატინის ექსპოზიციის მაღალი რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რაბდომიოლიზის ალბათობის მატება (იხ. ნაწილი 4.4). OATP1B1 (SLCO1B1 c.521CC) მაკოდირებელი გენის პოლიმორფიზმი ასოცირდება ატორვასტატინის 2,4-ჯერ უფრო მაღალ ექსპოზიციასთან (AUC) ამ გენოტიპის არ მქონე პირებთან შედარებით (c.521TT). ასეთ პაციენტებში ასევე შესაძლებელია ატორვასტატინის გენეტიკურად დაქვეითებული ათვისება ღვიძლის მიერ. ამგვარად, ეფექტურობის შესაძლო შედეგები უცნობია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
პოლიტორვა 5 მგ/5 მგ/10 მგ ტაბლეტები
პოლიტორვა 5 მგ/5 მგ/20 მგ ტაბლეტები
პოლიტორვა 10 მგ/5 მგ/20 მგ ტაბლეტები
პოლიტორვა 10 მგ/10 მგ/20 მგ ტაბლეტები
პოლიტორვა 10 მგ/10 მგ/40 მგ ტაბლეტები
რამიპრილი + ამლოდიპინი + ატორვასტატინი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით პრეპარატის სამედიცინო გამოყენებისინსტრქუციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა დამატებითდაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მედიკამენტი გამოწერილ იქნა მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს. ამით შეიძლება ზიანი მოუტანოთ მათ, თუნდაც მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში.
სერიოზული ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. ნაწილი 4.
მოცემულ ინსტრუქციაში გაეცნობით:
რა არის პოლიტორვა და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ პოლიტორვას მიღებამდე
პოლიტორვას მიღების წესი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
პოლიტორვას შენახვის პირობები
გამოშვების ფორმა და დამატებითი ინფორმაცია
რა არის პოლიტორვა და რისთვის გამოიყენება
პრეპარატი პოლიტორვა შეიცავს რამიპრილს, ამლოდიპინსა და ატორვასტატინს აქტიური ნივთიერებების სახით.
რამიპრილი მიეკუთვნება „აგფ-ინჰიბიტორების“ (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები) ჯგუფს. მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში ის აფართოებს სისხლძარღვებს, რითაც აადვილებს სისხლის გადატუმბვას გულიდან სისხლძრღვებში.
ამლოდიპინი მიეკუთვნება „კალციუმის არხების ბლოკატორებს“. მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში იწვევს სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითებას და აადვილებს სისხლის გადაადგილებას პერიფერიული სისხლძარღვებისკენ.
ატორვასტატინი მიეკუთვნება სტატინების ჯგუფს, რომლებიც არეგულირებენ ლიპიდების (ცხიმის) კონცენტრაციას სისხლში. ის ამცირებს ლიპიდების - ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში.
პოლიტორვა გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ, რომელიც დაკავშირებულია ქოლესტეროლის დონის მატებასთან (პირველადი ჰიპერქოლესტეროლემია) ან ქოლესტეროლისა და ცხიმის (ტრიგლიცერიდების) დონის ერთდროულ მატებასთან (კომბინირებული ან შერეული ჰიპერლიპიდემია).
რამიპრილის, ამლოდიპინისა და ატორვასტატინის ცალ-ცალკე მიღების ნაცვლად, თქვენ მიიღებთ 1 ტაბლეტ პოლიტორვას, რომელიც სამივე აქტიურ ნივთიერებას შეიცავს საჭირო დოზებით.
რა უნდა იცოდეთ პოლიტორვას მიღებამდე
არ მიიღოთ პოლიტორვა, თუ:
ხართ ალერგიული რამიპრილის ან ნებისმიერი აგფ-ინჰიბიტორის, ამლოდიპინის ან კალციუმის არხების ნებისმიერი ბლოკატორის, ატორვასტატინის ან მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 ნაწილში);
ალერგიული სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემებს, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპებას.
გაქვთ უჩვეულოდ დაბალი ან არასტაბილური წნევა. ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას;
აღგენიშნებათ გულის უკმარისობა გადატანილი ინფარქტის შემდეგ;
გაქვთ გულის მარცხენა პარკუჭიდან სისხლის ნაკადის ბლოკირება (მაგ. მაღალი ხარისხის აორტის სტენოზი) ან შოკი (კარდიოგენური შოკის ჩათვლით, მდგომარეობა, როდესაც გული ვერ ახერხებს ორგანიზმისთვის საკმარისი რაოდენობით სისხლით მიწოდებას);
თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს ოდესმე გქონიათ სერიოზული ალერგიული რეაქცია ანგიონევროზული შეშუპების სახით. სიმპტომები მოიცავს: ქავილს, ჭინჭრის ციებას, წითელ ლაქებს ხელებზე, ტერფებსა და ყელზე, ხორხისა და ენის შეშუპებას, თვალებისა და ტუჩების ირგვლივი მიდამოს შეშუპებას, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელებას;
იღებდით ან ამჟამად ღებულობთ საკუბიტრილი/ვალსარტანის კომბინაციას, მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება მოზრდილებში გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ ხანგრძლივად;
იმყოფებით დიალიზზე ან გიტარდებათ სისხლის სხვა ტიპის ფილტრაცია. გამოყენებული აპარატიდან გამომდინარე, პოლიტორვას გამოყენება შეიძლება არ იყოს თქვენთვის მიზანშეწონილი;
გაქვთ თირკმლის სისხლმომარაგების დარღვევით მიმდინარე დაავადებები (თირკმლის არტერიის სტენოზი);
გაქვთ დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა და მკურნალობთ არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტით, რომელიც შეიცავს ალისკირენს;
გაქვთ დაავადება, რომელიც აზიანებს ღვიძლს, ღვიძლის დაზიანება (ღვიძლის უკმარისობა) ან აუხსნელი მიზეზით განპირობებული ღვიძლის პათოლოგიური ფუნქციური სინჯები;
იყენებთ გლეკაპრევირი/პიბრენტასვირის კომბინაციას C ჰეპატიტის სამკურნალოდ;
ხართ ორსული, გეგმავთ ორსულობას ან ხართ რეპროდუქციული ასაკის ქალბატონი და არ მიმართავთ საიმედო კონტრაცეპციას;
ხართ ლაქტაციის პერიოდში.
არ მიიღოთ პოლიტორვა და მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ რომელიმე ზემოთ მითითებული პათოლოგია.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პოლიტორვას მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
აცნობეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ მითითებული პათოლოგია ან მდგომარეობა:
გულის უკმარისობა ან გულის რომელიმე სხვა პათოლოგია;
ახლო წარსულში გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი;
თირკმლის ფუნქციის დაქვეითება ან თირკმლის დაავადებები;
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება ან ღვიძლის დაავადებები;
დაკარგეთ დიდი რაოდენობით მინერალები და სითხე (ღებინების, დიარეის, ჭარბი ოფლიანობის, დაბალმინერალური დიეტის, შარდმდენების ხანგრძლივად მიღების ან დიალიზის შედეგად);
აპირებთ ანტიალერგიული თერაპიის ჩატარებას ფუტკრის ან კრაზანის ნაკბენზე (დესენსიბილიზაცია);
უნდა ჩაიტაროთ ანესთეზია და/ან ქირურგიული ოპერაცია. საანესთეზიო საშუალება შეიძლება დაინიშნოს ოპერაციის ან ნებისმიერი სტომატოლოგიური ჩარევის წინ. პოლიტორვას მიღება უნდა შეწყდეს პროცედურამდე ერთი დღით ადრე; რჩევისათვის მიმართეთ ექიმს;
გაქვთ სისხლში კალიუმის მაღალი შემცველობა (ჰიპერკალემია) ან ღებულობთ კალიუმის შემცვლელებს;
ღებულობთ მედიკამენტებს ან გაქვთ ისეთი მდგომარეობა, რამაც შეიძლება შეამციროს სისხლში ნატრიუმის დონე. რეკომედებულია მონიტორინგი ნატრიუმის დონის შესამოწმებლად, განსაკუთრებით ხანდაზმული პაციენტებში;
გაქვთ მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც მიმდინარეობს სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპებით, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით (ანგიოედემა). აღნიშნული მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე. ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტის ერთდროული მიღების შემთხვევაში მატულობს ანგიონევროზული შეშუპების რისკი:
mTOR-ინჰიბიტორები (ტრანსპლანტანტის მოცილების რეაქციის თავიდან ასაცილებელი მედიკამენტები), მაგ.: თემსიროლიმუსი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი;
ვილდაგლიპტინი (მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუალება);
ნეპრილიზინი (NEP-ინჰიბიტორი, მაგ.: რაცეკადონტრილი (დიარეის სამკურნალო საშუალება) ან
საკუბიტრილი/ვალსარტანი (საკუბიტრილი/ვალსარტანი იხ. მე-2 ნაწილში „არ მიიღოთ პოლიტორვა“);
გაქვთ კოლაგენის ვასკულარული დაავადება, როგორიცაა სკლეროდერმია ან ერითემატოზული სისტემური წითელი მგლურა;
სხვა რასის წარმომადგენლებთან შედარებით შავკანიან პაცინეტებში უფრო მაღალია ანგიონევროზული შეშუპების რისკი და არტერიული წნევის დასაწევად შესაძლოა მედიკამენტი ნაკლებად ეფექტური იყოს.
ღებულობთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ:
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები (ასევე ცნობილი სარტანების სახელწოდებით, მაგ.: ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ გაქვთ დიაბეტთან დაკავშირებული თირკმლის პრობლემები;
ალისკირენი.
გაქვთ სუნთქვის მძიმე უკმარისობა ან მკურნალობის პერიოდში განგივითარდათ სუნთქვის უკმარისობის მძიმე სიმპტომები.
ღებულობთ ან ბოლო 7 დღის განმავლობაში ორალურად ან ინექციის გზით მიიღეთ ფუზიდის მჟავა (ბაქტერიული ინფექციის სამკურნალო საშუალება). ფუზიდის მჟავისა და პოლიტორვას კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჩონჩხის კუნთების სერიოზული დაზიანება/განლევა (რაბდომიოლიზი - მიოციტების განლევა.
დაქვეითებული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი).
გქონიათ კუნთების განმეორებითი ან აუხსნელი გაურკვეველი ტკივილი ან კუნთოვანი მასის დაზიანების პირადი ან ოჯახური ისტორია.
ადრე გქონიათ კუნთოვანი მასის დაზიანება ლიპიდების დამაქვეითებელი სხვა მედიკამენტებით მკურნალობის დროს (მაგ. სხვა "-სტატინი" ან "-ფიბრატი").
რეგულარულად იღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობა გეცნობათ (ან ვარაუდობთ, რომ გეხებათ), პოლიტორვას მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
რეკომენდებულია შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება პოლიტორვას დანიშვნამდე, რათა განსაზღვროს კუნთებთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. კუნთებთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტის - რაბდომიოლიზის რისკი იზრდება გარკვეული მედიკამენტების ერთდროულად მიღებისას (იხილეთ ნაწილი 2 „სხვა მედიკამენტები და პოლიტორვა“).
ასევე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ კუნთების მუდმივი სისუსტე, რომლის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი კვლევებისა და მკურნალობის ჩატარება.
მედიკამენტის მიღების პერიოდში, აუცილებელია ექიმის მიერ გამოირიცხოს დიაბიტის არსებობა ან მისი განვითარების რისკი ექიმი . დიაბეტის განვითარების რისკი მაღალია, თუ სისხლში გაქვთ გლუკოზისა და ცხიმების მაღალი დონე, ხართ ჭარბი წონის მატარებელი და გაქვთ მაღალი წნევა.
ექიმის მიერ რეკომენდებულია თირკმის ფუნქციური მაჩვენებლების მონიტორინგი არტერიული წნევისა და ელექტროლიტების (მაგ. კალიუმის) რაოდენობის განსაზღვრა სისხლში. ინფორმაციისთვის აგრეთვე იხილეთ ნაწილი: „არ მიიღოთ პოლიტორვა“.
ბავშვები და მოზარდები
პოლიტორვას გამოყენება ბავშვებსა და 18 წლის ასაკამდე მოზარდებში არ არის რეკომენდებული.
სხვა სამკურნალო საშუალებები და პოლიტორვა
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ ღებულობთ, მიიღეთ ან აპირებთ სხვა პრეპარატების მიღებას, ურეცეპტო (მათ შორის მცენარეული) პრეპარატების ჩათვლით.
გარკვეულ მედიკამენტებს შეუძლიათ შეცვალონ პოლიტორვას ეფექტი ან, პირიქით, მათი ეფექტი შეიცვალოს პოლიტორვას გავლენით. ამ ტიპის ურთიერთქმედებამ შეიძლება ერთი ან ორივე წამალი ნაკლებად ეფექტური გახადოს. გარდა ამისა, ამგვარ კომბინაციებს შეუძლია გაზარდოს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი ან სიმძიმე, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია კუნთების განლევა, ანუ რაბდომიოლიზი(აღწერილია მე-4 ნაწილში):
საკუბიტრილი/ვალსარტანი - გამოიყენება მოზრდილებში გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ (იხ. ნაწილი 2 - „არ მიიღოთ პოლიტორვა“);
ჰიპერტენზიის სამკურნალო სხვა მედიკამენტები, მათ შორის ალისკირენი, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები (მაგ. ვალსარტანი). (აგრეთვე იხილეთ ინფორმაცია ნაწილებში: „არ მიიღოთ პოლიტორვა“ და „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“);
ვერაპამილი, დილთიაზემი (გულის ქრონიკული დაავადებების და ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებები);
გულის რითმის მარეგულირებელი მედიკამენტები (პროკაინამიდი, დიგოქსინი, ამიოდარონი);
დიურეზული საშუალებები;
დაბალი არტერიული წნევის, შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის ან ალერგიის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა იზოპროტერენოლი, დობუტამინი, დოფამინი, ეპინეფრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი. რეკომენდებულია ექიმმა გააკონტროლებს თქვენს არტერიულ წნევის მაჩვენებლები;
კალიუმის შემცველი დანამატები (მარილის შემცვლელების ჩათვლით), კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებები (მაგ. სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი) და სხვა მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ კალიუმის რაოდენობა სისხლში, როგორიცაა ტრიმეტოპრიმი ცალკე აღებული ან სულფამეთოქსაზოლთან ერთად (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო საშუალება) და ჰეპარინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილისა და ანთების შესამსუბუქებლად (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი ან ფენაზონი და აცეტილსალიცილის მჟავა);
რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ).
Hypericum perforatum (კრაზანა - დეპრესიის სამკურნალო მცენარეული საშუალება);
კიბოს სამკურნალო საშუალებები (ციტოსტატიკები);
იმუნოსუპრესანტები (ამცირებენ ორგანიზმის თავდაცვის მექანიზმს), რომლებიც გამოიყენება აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციის შემდგომ პერიოდში (მაგ. ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი);
ანთების საწინააღმდეგო სტეროიდული მედიკამენტები, როგორიცაა პრედნიზოლონი;
ალოპურინოლი, კოლხიცინი (პოდაგრის სამკურნალო საშუალებები);
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი, პოზაკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, ფუზიდის მჟავა* (ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება აივ-ის ან ღვიძლის დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა C ჰეპატიტი, მაგ. დელავირდინი, ეფავირენცი; რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, ინდინავირი, ნელფინავირი, დარუნავირი, ტიპრანავირი/რიტონავირის კომბინაცია, ტელაპრევირი, ბოცეპრევირი, ელბასვირის/გრაზოპრევირისა და ლედიპასვირის/სოფოსბუვირის კომბინაციები (ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტორები);
ლეტერმოვირი, ციტომეგალოვირუსის სამკურნალო საშუალება;
დანტროლენი (სხეულის ტემპერატურის მძიმე დარღვევების სამკურნალო საინფუზიო საშუალება).
ე.წ. mTor-ინჰიბიტორების ან ნეპრილიზინის (NEP) ინჰიბიტორების ჯგუფის მედიკამენტები, მაგ:
თემსიროლიმუსი (სიმსივნის სამკურნალო საშუალება)
სიროლიმუსი (ტრანსპლანტატის მოცილების რეაქციის საწინააღმდეგო საშუალება)
ვილდაგლიპტინი (მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუალება)
რაცეკადოტრილი (დიარეის სამკურნალო საშუალება)
იხ. ნაწილი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“.
ლიპიდების დონის მარეგულირებელი სხვა მედიკამენტები, მაგ. გემფიბროზილი, სხვა ფიბრატები, კოლესტიპოლი, ეზიტიმიბი;
ვარფარინი ( არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი);
ორალური კონტრაცეპტივები;
სტირიპენტოლი (ეპილეფსიის სამკურნალო ანტიკონვულსიური საშუალება);
ციმეტიდინი (გულძმარვისა და პეპტიური წყლულის სამკურნალო საშუალება);
ანტაციდები (ალუმინის ან მაგნიუმის შემცველი მონელების დარღვევის სამკურნალო საშუალებები);
დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა გლუკოზის დონის დამაქვეითებელი პერორალური საშუალებები და ინსულინი. პოლიტორვამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება. პოლიტორვას მიღებისას აუცილებლად აკონტროლეთ გლუკოზის დონე სისხლში;
ფსიქიკური აშლილობის, დეპრესიის, სამკურნალო მედიკამენტები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ლითიუმი). პოლიტორვამ შეიძლება გამოიწვიოს ლითიუმის დონის მატება სისხლში. ექიმმა აუცილებლად უნდა აკონტროლოს სისხლში ლითიუმის რაოდენობა;
ბაკლოფენი (გამოიყენება კუნთოვანი დაჭიმულობის სამკურნალოდ ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი);
სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები (მაგალითად, ნიტრატები, ალფუზოსინი, დოქსაზოსინი, პრაზოზინი, ტამსულოზინი, ტერაზოზინი).
დაპტომიცინი (სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება კანისა და კანქვეშა ქსოვილების გართულებული ინფექციების და სისხლის ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ).
- თუ ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ საჭიროებთ ორალური ფუზიდის მჟავას მიღებას, პრეპარატის გამოყენება დროებით უნდა შეწყდეს. ექიმი გეტყვით, როდის შეგიძლიათ პოლიტორვას კურსის გაგრძელება. პოლიტორვას მიღებამ ფუზიდის მჟავასთან ერთად იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე ან ტკივილი (რაბდომიოლიზი). მეტი ინფორმაცია რაბდომიოლიზის შესახებ იხ. მე-4 ნაწილში.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობა თქვენ გეხებათ (ან ვარაუდობთ, რომ გეხებათ), პოლიტორვას მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
პოლიტორვას მიღება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად
პოლიტორვას მიღების წესი იხილეთ მე-3 ნაწილში.
პოლიტორვას მიღების დროს არ არის რეკომენდებული გრეიფრუტის წვენისა და გრეიფრუტის მიღება, რადგან გრეიფრუტმა და გრეიფრუტის წვენმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში აქტიური ნივთიერების ამლოდიპინის დონის მატება, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს პოლიტორვას არტერიული წნევის დამაქვეითებელი (ანტიჰიპერტენზიული) ეფექტის არაპროგნოზირებადი მატება. გრეიფრუტის წვენის დიდი რაოდენობა იწვევს ატორვასტატინის ეფექტის გაძლიერებასაც.
მოერიდეთ ჭარბი ალკოჰოლის მიღებას პრეპარატთან ერთად. დეტალებისთვის იხ. ნაწილი 2 - „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“.
პოლიტორვას მიღების დროს ალკოჰოლის დალევამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გონების დაბინდვა. თუ გაინტერესებთ, რა რაოდენობით ალკოჰოლის მიღება შეგიძლიათ პოლიტორვას მიღების პერიოდში, მიმართეთ ექიმს, რადგან წნევის დამაქვეითებელი მედიკამენტებისა და ალკოჰოლის კომბინაციამ შეიძლება გააძლიეროს ერთმანეთის სედაციური ეფექტი.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
არ მიიღოთ პოლიტორვა ორსულობის პერიოდში ან ორსულობის დაგეგმვისას. პოლიტორვას მიღების პერიოდში ორსულობის რისკის შემთხვევაში მიმართეთ საიმედო კონტრაცეპციას (იხ. „არ მიიღოთ პოლიტორვა“).
ლაქტაცია
არ მიიღოთ პოლიტორვა ლაქტაციის პერიოდში. აცნობეთ ექიმს, თუ ჩვილს ძუძუთი კვებავთ ან აპირებთ ძუძუთი გამოკვებას.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
პოლიტორვამ შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე. თუ მედიკამენტის მიღების ფონზე თავს ცუდად გრძნობთ, გაწუხებთ თავბრუსხვევა ან დაღლილობა, არ მართოთ ავტომობილი და სხვა მექანიზმები.
პოლიტორვა შეიცავს ლაქტოზას
თუ თქვენთვის ცნობილია რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
პოლიტორვა შეიცავს ნატრიუმს
პრეპარატის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს, ამიტომ მიჩნეულია „ნატრიუმის პრაქტიკულად არშემცველ“ საშუალებად.
პოლიტორვას მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ მედიკამენტი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში.
მაქსიმალური დოზა შეადგენს 10 მგ/10 მგ/40 მგ - 1 ტაბლეტს დღეში ერთხელ.
პოლიტორვას მიღების დროს აუცილებელია ქოლესტეროლის დამაქვეითებელი დიეტის დაცვა.
ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად ჭიქა წყალთან ერთად, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
არ გაწუწნოთ ან დაღეჭოთ ტაბლეტი.
არ მიიღოთ პოლიტორვა გრეიფრუტის წვენთან ერთად.
პოლიტორვას საჭიროზე მეტი დოზით მიღების შემთხვევაში
მიმართეთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი დახმარების ცენტრს. თავად ნუ მართავთ ავტომობილს კლინიკაში მისასვლელად, სთხოვეთ სხვა მძღოლს ან გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების სამსახური. თან აუცილებლად იქონიეთ მედიკამენტის კოლოფი, რათა ექიმმა გაიგოს რომელი მედიკამენტი მიიღეთ გადაჭარბებით.
მედიკამენტის ჭარბი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება კრიტიკულ დონემდე. შესაძლოა აღინიშნოს თავბრუსხვევა, გულის წასვლა, სისუსტე. არტერიული წნევს მწვავე ვარდნის შემთხვევაში ვითარდება შოკი. ამ დროს კანი ცივია და ტენიანი, პაციენტი კარგავს ცნობიერებას.
პოლიტორვას დოზის გამოტოვების შემთხვევაში
თუ დაგავიწყდათ მედიკამენტის მიღება, გამოტოვეთ ეს დოზა მთლიანად. შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.
პოლიტორვას მიღების შეწყვეტა
ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას. მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს მდგომარეობის გაუარესება.
პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, პოლიტორვას მიღებას შესაძლოა თან ახლდეს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.
თუ განგივითარდათ ქვემოთ მოყვანილი რომელიმე სერიოზული გვერდითი ეფექტი ან სიმპტომი, შეწყვიტეთ პოლიტორვას მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.
სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ხორხის შეშუპება, რაც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას, ასევე ქავილი და გამონაყარი. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს პოლიტორვას ფონზე განვითარებული მწვავე ალერგიული რეაქციის (ანგიონევროზული შეშუპების) ნიშანი (იხ. ნაწილი 2 - „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“);
მწვავე კანისმიერი რეაქციები, მათ შორის ინტენსიური გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, უკვე არსებული კანის დაავადების გაუარესება, კანის სიწითლე მთელ სხეულზე, ძლიერი ქავილი, აქერცვლა ან კანის აშრევება, ლორწოვანი გარსების ანთება (როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ან სხვა ალერგიული რეაქციები;
გამონაყარი კანზე, რომელიც ხშირად იწყება წითელი ქავანა ლაქებით სახეზე, მკლავებზე ან ფეხებზე, შეიძლება აიქერცლოს და გამოიყურებოდეს პატარა სამიზნეების მსგავსად (ცენტრალური მუქი ლაქები, რომელიც გარშემორტყმულია უფრო ფერმკრთალი უბნით და მუქი რგოლით კიდეზე) (ბულოზური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა);
კუნთოვანი სისუსტე, კუნთების დარბილება, ტკივილი, დაშლა ან შარდის წითელი-მოყავისფერო შეფერილობა და, განსაკუთრებით, თუ ამავდროულად თავს ცუდად გრძნობთ ან გაქვთ მაღალი ტემპერატურა, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთების ანომალიური დაშლით (რაბდომიოლიზი), რაც შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს და გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები;
მგლურას მსგავსი დაავადება (გამონაყარი, სახსრების დაზიანება და სისხლის უჯრედების ცვლილება);
სისუსტე ხელებსა და ფეხებში, მეტყველების პრობლემები, რაც შესაძლოა ინსულტის ნიშანი იყოს;
ძლიერი თავბრუსხვევა ან სისუსტე დაბალი წნევის გამო;
სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა (არითმია, მათ შორის ბრადიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია და წინაგულების ფიბრილაცია), ტკივილი გულმკერდის არეში, შებოჭილობა მკერდში (სტენოკარდია, მიოკარდიუმის იშემია) ან გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი);
ქოშინი, უეცარი ხიხინი, ხველა ან სუნთქვის გაძნელება, რაც ფილტვების პრობლემებზე შეიძლება მიუთითებდეს;
სისხლჩაქცევების მარტივად განვითარება, ჩვეულებრივზე ხანგრძლივი სისხლდენა, სისხლდენის ნებისმიერი ნიშანი (მაგ. ღრძილებიდან), იისფერი ლაქები კანზე ან ინფექციის ჩვეულებრივზე ადვილად განვითარება, ყელის ტკივილი და ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, სისუსტე, თავბრუსხვევა ან სიფერმკრთალე შეიძლება იყოს სისხლის ან ძვლის ტვინის უკმარისობის ნიშნები;
კუჭის ძლიერი ტკივილი ირადიაციით ბეჭების მიდამოში, შეიძლება პანკრეასის ანთებაზე (პანკრეატიტი) მიუთითებდეს;
ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, მადის დაკარგვა, კუჭის ტკივილი, კანის ან თვალების სიყვითლე ღვიძლის პრობლემებზე მიუთითებს, როგორიცაა ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), ღვიძლის დაზიანება, ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა.
მოულოდნელი ან უჩვეულო სისხლდენა, ან სისხლჩაქცევები შეიძლება ღვიძლის პრობლემაზე მიუთითებდეს. ასეთ შემთხვევაში დროულად უნდა მიმართოთ ექიმს.
სხვა გვერდითი ეფექტები
აცნობეთ ექიმს რომელიმე ქვემოთ აღნიშნული სიმპტომის განვითარების შემთხვევაში.
ძალიან ხშირი: უვითარდება 10-დან 1 პაციენტზე მეტს
შეშუპება სითხის შეკავების ფონზე.
ხშირი: უვითარდება 10-დან 1 პაციენტს
ცხვირის ღრუს ანთება (ნაზოფარინგიტი);
სისხლში კალიუმის დონის მატება;
სისხლში გლუკოზის დონის მატება (ჰიპერგლიკემია; თუ გაქვთ დიაბეტი, გააგრძელეთ სისხლში გლუკოზის დონისმუდმივი შაქრის დონის;
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, სომნოლენცია;
მხედველობის დარღვევები (მათ შორის ორმაგი- და ბუნდოვანი მხედველობა);
გაძლიერებული გულისცემა (პალპიტაცია);
სახსრების შეშუპება, ტერფის შეშუპების ჩათვლით;
დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია), განსაკუთრებით სწრაფად ადგომის ან დაჯდომის (ორთოსტატული კოლაფსი) დროს, სისუსტე (სინკოპე), ალები;
არაპროდუქტიული შემაწუხებელი ხველა, ბრონქიტი, სინუსური წიაღების ანთება (სინუსიტი), ქოშინი, ყელის ტკივილი, ცხვირიდან სისხლდენა;
მუცლის ტკივილი, დიარეა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დავადებები, საჭმლის მონელების დარღვევები და დისკომფორტი მუცლის არეში, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ნაწლავთა მოქმედების დარღვევა, ყაბზობა, მეტეორიზმი;
გამონაყარი კანზე წამოწეულ ზედაპირით ან მის გარეშე;
კუნთოვანი სპაზმი, კრთომები ან ტკივილი კუნთებში (მიალგია), ტერფის შეშუპება, ტკივილი სახსრებში (ართრალგია), წელის ტკივილი, ტკივილი კიდურებში;
ტკივილი გულმკერდის მიდამოში, დაღლილობის შეგრძნება;
სისუსტის და უძლურების შეგრძნება (ასთენია);
ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილება, კრეატინკინაზის მატება სისხლში.
ზომიერი სიხშირის: უვითარდება 100-დან 1 პაციენტს
სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილია) რაოდენობის მატება;
მადის დაქვეითება ან დაკარგვა (ანორექსია);
გლუკოზის დონის დაქვეითება სისხლში (ჰიპოგლიკემია; თუ გაქვთ დიაბეტი, უნდა გააგრძელოთ სისხლში გლუკოზის დონის მუდმივი მონიტორინგი);
წონის მატება;
განწყობის ცვლილებები, გუნება-განწყობის დაქვეითება, დეპრესია, შფოთვა, ნერვიულობა, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა (ძილიანობის ჩათვლით), უძილობა, კოშმარები;
თავბრუსხვევა, კანკალი (ტრემორი), სინკოპე;
უჩვეულო შეგრძნებები, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა, წვა ან ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება კანზე (პარესთეზია), კანის მგრძნობელობის დაქვეითება (ჰიპოესთეზია);
გემოს დაკარგვა (აგევზია) ან შეცვლა (დისგევზია);
მეხსიერების დაკარგვა (ამნეზია);
შუილი ყურებში და/ან თავში (ტინიტუსი);
ხელებისა და ფეხები შეშუპება (პერიფერიული შეშუპება);
ცემინება/გამონადენი ცხვირიდან (რინიტი), ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ხველა;
სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი) ასთმის გაუარესების ჩათვლით;
პანკრეასული ფერმენტების მატება სისხლში;
ნაწლავის შეშუპება - "ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება", რაც გამოვლინდება მუცლის ტკივილით, ღებინებითა და დიარეით;
პირის სიმშრალე, მუცლის ზედა (გასტრიტის ჩათვლით) და ქვედა ნაწილების ტკივილი, გულძმარვა;
ლაბორატორიული მონაცემების ცვლილება სისხლში, რაც ღვიძლის ფუნქიის დარღვევაზე მიუთითებს (ღვიძლის ფერმენტების და/ან კონიუგირებული ბილირუბინის მატება);
ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი);
თმის ცვენა (ალოპეცია);
ქავილი, მცირე სისხლჩაქცევები კანზე (პურპურა), კანის ფერის შეცვლა, ეგზანთემა, ჭინჭრის ციება, გამონაყარი;
კისრის ტკივილი, კუნთების დაღლილობა;
თირკმელების პრობლემები, მათ შორის თირკმელების მწვავე უკმარისობა, შარდვის დარღვევა, ჩვეულებრივზე მეტი შარდის გამოყოფა დღის განმავლობაში და/ან გახშირებული შარდვა, ღამით შარდვის მოთხოვნილება (ნოქტურია);
უკვე არსებული პროტეინურიის გაუარესება (შარდში ჩვეულებრივზე მეტი ცილა), შარდში სისხლის თეთრი უჯრედები, სისხლში შარდოვანას და კრეატინინის მატება;
ერექციის უუნარობა (იმპოტენცია), სექსუალური ლტოლვის დაქვეითება მამაკაცებში ან ქალებში, მკერდის გადიდება (გინეკოამასტია) მამაკაცებში;
სხეულის ტემპერატურის მატება/ცხელება (პირექსია);
უსიამოვნო შეგრძნება (სისუსტე);
წონის მატება ან შემცირება.
იშვიათი: უვითარდება 1000-დან 1 პაციენტს
ერითროციტების, ლეიკოციტების (ნეიტროპენია ან აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია), თრომბოციტების (თრომბოციტოპენია) ან ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება სისხლში;
ცნობიერების არევა;
წონასწორობის დარღვევა;
ნერვული პათოლოგია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ჩხვლეის შეგრძნება ან დაბუჟება (პერიფერიული ნეიროპათია);
თვალების სიწითლე, ქავილი, შეშუპება (კონიუნქტივიტი);
სმენის დაქვეითება;
სისხლძარღვების შევიწროება (სისხლძარღვთა სტენოზი);
სისხლის მიმოქცევის შეფერხება (ჰიპოპერფუზია);
სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი);
წითელი და შეშუპებული ენა (გლოსიტი);
ფრჩხილების პრობლემები, მაგ. ფრჩხილების სისუსტე ან აშრევება (ონიქოლიზი);
კუნთების დაზიანება ან ანთება: მიოპათია, მიოზიტი, კუნთოვანი ქსოვილის დაშლა;
მყესების დაზიანება, იშვიათად გაგლეჯა;
გამონაყარი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კანზე ან წყლულები პირის ღრუში (ლიქენოიდური სამკურნალო რეაქცია);
გამონაყარი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კანზე ან წყლულები პირის ღრუში (ლიქენოიდური სამკურნალო რეაქცია).
ძალიან იშვიათი: უვითარდება 10,000-დან 1 პაციენტს
ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები (ანაფილაქსია);
კუნთების დაძაბულობის მომატება (ჰიპერტონია);
სმენის დაქვეითება;
ღრძილების ქსოვილის გაფაშრება (ღრძილის ჰიპერპლაზია);
ღვიძლის უკმარისობა;
მომატებული მგრძნობელობა სინათლის ან მზის სხივების მიმართ (ფოტომგრძნობელობა).
უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელა
ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში (პანციტოპენია);
ერითროციტების დაშლა (ჰემოლიზური ანემია);
ბირთვის საწინააღმდეგო ანტისხეულების მატება;
კონცენტრირებული შარდი (მუქი ფერის), გულისრევა ან ღებინება, კუნთების კრთომა, ცნობიერების დარღვევა და კრუნჩხვები, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ADH-ის (ანტიდიურეზული ჰორმონის) არასათანადო სეკრეციით. მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს;
ნატრიუმის დაქვეითება სისხლში;
ყურადღების დარღვევა;
დაქვეითებული ფსიქომოტორული უნარები;
წვის შეგრძნება;
საგნების სუნის ცვლილება (პაროსმია);
კანკალი, რიგიდობა (გაშეშება), ნიღბისებრი სახე, ნელი მოძრაობები და გაუწონასწორებელი სიარული (ექსტრაპირამიდული აშლილობა);
ხელისა და ფეხის თითების ფერის ცვლილება (სიფერმკრთალე) სიცივეში და ჩხვლეტის შეგრძნება ან მტკივნეულობა შემდგომი გათბობისას (რეინოს სინდრომი);
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება მცირე წყლულებით (აფთოზური სტომატიტი);
არაერთგვაროვანი კანი (პემფიგუსი);
კანის ანთება (ფსორიაზიფორმული დერმატიტი), კანის მწვავე გამონაყარი (პემფიგოიდური ან ლიქენოიდური ეგზანთემა), კანის აქერცვლა ან აქერცვლის გამწვავება (გამწვავებული ფსორიაზი), გამონაყარი ლორწოვან გარსზე (ენანთემა);
კუნთების მუდმივი სისუსტე (იმუნური პასუხით გამოწვეული ნეკროზული მიოპათია).
ზოგიერთი სტატინის (ატორვასტატინის მსგავსი მედიკამენტები) მოქმედებით განპირობებული გვერდითი ეფექტები:
სექსუალური სირთულეები;
დეპრესია;
სუნთქვის პრობლემები, მათ შორის მუდმივი ხველა და/ან ქოშინი, ან ცხელება;
შაქრიანი დიაბეტი, რისი განვითარებაც უფრო სავარაუდოა, თუ გაქვთ სისხლში გლუკოზისა და ცხიმის მაღალი დონე, ჭარბი წონა და მაღალი წნევა. ექიმი გააკონტროლებს თქვენს მდგომარეობას მედიკამენტის დანიშვნის შემთხვევაში.
გვერდითი ეფექტების აღრიცხვა
სერიოზული ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეგიძლიათ უშუალოდ მოხსენების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომელიც მითითებულია დანართი 5-ში.
პოლიტორვას შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა მიუთითებს თვის ბოლო დღეზე.
არ გადააგდოთ მედიკამენტი ნაგავში ან კანალიზაციაში. ნარჩენი პრეპარატის განადგურების შესახებ კონსულტაცია გაიარეთ ფარმაცევტთან. ამგვარი ქმედებით თქვენ წვლილს შეიტანთ გარემოს დაცვის საკითხში.
გამოშვების ფორმა და დამატებითი ინფორმაცია
პოლიტორვას შემადგენლობა
პოლიტორვა 5 მგ/5 მგ/10 მგ ტაბლეტები
1 ტაბლეტი შეიცავს 5 მგ რამიპრილს, 5 მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბეზილატის სახით), 10 მგ ატორვასტატინს (ატორვასტატინის კალციუმ ტრიჰიდრატის სახით)
პოლიტორვა 5 მგ/5 მგ/20 მგ ტაბლეტები
1 ტაბლეტი შეიცავს 5 მგ რამიპრილს, 5 მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბეზილატის სახით), 20 მგ ატორვასტატინს (ატორვასტატინის კალციუმ ტრიჰიდრატის სახით)
პოლიტორვა 10 მგ/5 მგ/20 მგ ტაბლეტები
1 ტაბლეტი შეიცავს 10 მგ რამიპრილს, 5 მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბეზილატის სახით), 20 მგ ატორვასტატინს (ატორვასტატინის კალციუმ ტრიჰიდრატის სახით)
პოლიტორვა 10 მგ/10 მგ/20 მგ ტაბლეტები
1 ტაბლეტი შეიცავს 10 მგ რამიპრილს, 10 მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბეზილატის სახით), 20 მგ ატორვასტატინს (ატორვასტატინის კალციუმ ტრიჰიდრატის სახით)
პოლიტორვა 10 მგ/10 მგ/40 მგ ტაბლეტები
1 ტაბლეტი შეიცავს 10 მგ რამიპრილს, 10 მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბეზილატის სახით), 40 მგ ატორვასტატინს (ატორვასტატინის კალციუმ ტრიჰიდრატის სახით)
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, კალციუმის კარბონატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, გლიცეროლის დიბეჰენატი, ჰიპრომელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, პოლისორბატ 80, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.
პოლიტორვას გამოშვების ფორმა:
პოლიტორვა 5 მგ/5 მგ/10 მგ ტაბლეტები:
თეთრიდან მოთეთრომდე ფერის მრგვალი ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, ერთი მხრიდან ამოტვიფრული “A” სიმბოლოთი (ზომები: დიამეტრი დაახლოებით 8,5 მმ).
პოლიტორვა 5 მგ/5 მგ/20 მგ ტაბლეტები
თეთრიდან მოთეთრომდე ფერის მრგვალი ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, ერთი მხრიდან ამოტვიფრული “B” სიმბოლოთი (ზომები: დიამეტრი დაახლოებით 9,9 მმ).
პოლიტორვა 10 მგ/5 მგ/20 მგ ტაბლეტები
თეთრიდან მოთეთრომდე ფერის ოვალური ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, ერთი მხრიდან ამოტვიფრული “С” სიმბოლოთი და “5” მეორე მხარეს (ზომები: დიამეტრი დაახლოებით 15,5 მმ × 8 მმ).
პოლიტორვა 10 მგ/10 მგ/20 მგ ტაბლეტები
თეთრიდან მოთეთრომდე ფერის ოვალური ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, ერთი მხრიდან ამოტვიფრული “D” სიმბოლოთი და “10” მეორე მხარეს (ზომები: დიამეტრი დაახლოებით 15,5 მმ × 8 მმ).
პოლიტორვა 10 მგ/10 მგ/40 მგ ტაბლეტები
თეთრიდან მოთეთრომდე ფერის ოვალური ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, ერთი მხრიდან ამოტვიფრული “E” სიმბოლოთი (ზომები: დიამეტრი დაახლოებით 16,8 მმ × 8 მმ).
30 ტაბლეტი OPA/ალუმინი/ PVC-ფოლგის, ალუმინის ფოლგით დაფარულ ბლისტერზე, მუყაოს კოლოფში.
ყველა დოზა შესაძლოა არ იყოს ბაზარზე წარმოდგენილი.
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals LTD, საქართველო
მწარმოებელი
Bluepharma - Industria Farmaceutica, S.A., პორტუგალია
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


