პოლიდექსა ფენილეფრინით
Polydexa with Phenylephrine
ცხვირის ღრუს, ხორხის, ცხვირის დანამატი წიაღების ანთებითი და ინფექციური დაავადებები: მწვავე და ქრონიკული რინიტი; მწვავე და ქრონიკული რინოფარინგიტი; სინუსიტი. გამოყენების უკუჩვენებები ეჭვი დახურულკუთხოვან გლაუკომაზე; მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიოტორების თანმხლები მიღება; ვირუსული დაავადებები; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფენილეპრინი (phenyleprine) + ნეომიცინი (neomycin) + პოლიმიქსინი (polymixin) + dexamethasone metasulfobenzoate
- ფორმა და შეფუთვა
- (650000ს.ე. + 1000000ს.ე. + 25მგ + 250მგ)/100მლ 15მლ ნაზალური სპრეი, ხსნარი პოლიეთილენის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- SOPHARTEX, საფრანგეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ნაზალური პრეპარტები, ნაზალური სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- R01AX30
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-033986
- რეგისტრირებულია
- 10 დეკემბერი 2021, მოქმედებს 10 დეკემბერი 2026-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Laboratoires BOUCHARA RECORDATI (საფრანგეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ფიკ მედიკალის წარმომადგენლობა საქართველოში“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პოლიდექსა ფენილეფრინით — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ცხვირის ღრუს, ხორხის, ცხვირის დანამატი წიაღების ანთებითი და ინფექციური დაავადებები:
მწვავე და ქრონიკული რინიტი;
მწვავე და ქრონიკული რინოფარინგიტი;
სინუსიტი.
გამოყენების უკუჩვენებები
ეჭვი დახურულკუთხოვან გლაუკომაზე;
მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიოტორების თანმხლები მიღება;
ვირუსული დაავადებები;
თირკმლის დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ალბუმინურია, თირკმლის უკმარისობა;
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებში: თითო ნესტოში ერთი შესხურება 3-5 ჯერ დღეში.
2,5-18 წლის ბავშვებში: თითო ნესტოში ერთი შესხურება 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა 5-10 დღე.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება, ჰიპერთირეოიდიზმი. მოარიდეთ თვალებს. თუ პრეპარატი შემთხვევვით მოხვდა თვალში ან სხვა ლორწოვან გარსზე საჭიროა დაუყოვნებლივ ჩამოიბანოთ დიდი რაოდენობით წყლით.
სიფრთხილის ზომები
გამოყენებისას ფლაკონი უნდა დაიჭიროთ ვერტიკალურ მდგომარეობაში გამფრქვევით ზემოთ. არ გამოიყენება ცხვირის წიაღების გამოსარეცხად.
სპორტსმენების საყურადღებოდ: პრეპარატი შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებმაც დოპინ-კონტროლზე შესაძლოა აჩვენონ ცრუ დადებითი შედეგი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
წამლებს შორის ურთიერთქმედება განპირობებულია ფენილეფრინის შემცველობით. ფენილეფრინი ამცირებს დიურეზული და ჰიპოტენზიური საშუალებების (მეთილდოპა, მეკამილამინი, გუანადრელი, გუანეტიდინი) ეფექტს. თუ შეუძლებელია აღნიშნულია პრეპარატების კომბინაციის თავიდან აცილება, ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა.
სხვ პრეპარატებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ძუძუთი კვების პერიოდი;
ბავშვებთა ასაკი (2,5 წლამდე);
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ავტომობილის და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე პრეპარატის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება.
გვერდითი მოვლენები
შესაძლოა აღინიშნოს ადგილობრივი ალერგიული რეაქციები.
უჩვეულო გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან განიხილოთ პრეპარატის მიღების გაგრძელების საკითხი.
ჭარბი დოზა
სისტემურ სისხლის მიმოქცევაში პრეპარატის შეწოვის დაბალი ხარისხის გამო დოზის გადაჭარბება ნაკლებ სავარაუდოა.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებებები:
ნეომიცინის სულფატი . . . . 1გ, შეესაბამება
650 000 სე-ს
პოლიმიქსინ B-ს სულფატი . . . . . . . . . .
1 000 000 სე
დექსამეტაზონის ნატრიუმის
მეტასულფობენზოატი … 0,025გ
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი . . . . . . . .
0,250გ
დამხმარე ნივთიერებები:
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი . . . . . . . . .
0,100გ
ლითიუმის ქლორიდი . . . . . . . . . . . . . . . .
0,340გ
ლიმონმჟავას მონოჰიდრატი. . . . . . . . . . . .
0,280გ
ლითიუმის ჰიდროქსიდი . . . . . . . . . . . . . .
0,100გ
მაკროგოლი 4000
(პოლიოქსიეთილენგლიკოლი 4000)
პოლისორბატი 80 . . . . . . . . . . . . . . . . . .
გასუფთავებული წყალი 100მლ-მდე
5,000გ
0,200გ
აღწერილობა
გამჭვირვალე მსუბუქი მოყვითალო ფერის სითხე
ათქ კოდი: R01AX30
შენახვის პირობები
3 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
გლუკოკორტიკოსტეროიდი ადგილობრივი გამოყენებისათვის + ანტიბიოტიკები (ამინოგლიკოზიდი და ციკლური პოლიპეპტიდი) + ალფა-ადრენომიმეტიკი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული ანთების საწინააღდეგო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტოლანირგოლოგიაში. დექსამეტაზონს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ცხვირის ლორწოვან გარსზე და ანტიობიოტიკებს- ნეომიცინსა და პოლიმიქსინ B-ს კი ანტიბაქტერიული მოქმედება.
დექსამეტაზონი კარგად შეიწოვება ადგილობრივი გამოყენებისას, მისი აბსორბცია იმატებს ლორწოვანი გარსის ანთების დროს. აღნიშნულ ანტიობიოტიკებთან კომბინაციაში იზრდება ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრი ცხვირის ღრუსა და მისი წიაღების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების გამომწვევი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
პოლიდექსა ფენილეფრინით
სავაჭრო სახელწოდება: პოლიდექსა ფენილეფრინით
წამლის ფორმა: ნაზალური სპრეი
შემადგენლობა (100 მლ):
აქტიური ნივთიერებებები:
ნეომიცინის სულფატი . . . . 1გ, შეესაბამება
650 000 სე-ს
პოლიმიქსინ B-ს სულფატი . . . . . . . . . .
1 000 000 სე
დექსამეტაზონის ნატრიუმის
მეტასულფობენზოატი … 0,025გ
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი . . . . . . . .
0,250გ
დამხმარე ნივთიერებები:
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი . . . . . . . . .
0,100გ
ლითიუმის ქლორიდი . . . . . . . . . . . . . . . .
0,340გ
ლიმონმჟავას მონოჰიდრატი. . . . . . . . . . . .
0,280გ
ლითიუმის ჰიდროქსიდი . . . . . . . . . . . . . .
0,100გ
მაკროგოლი 4000
(პოლიოქსიეთილენგლიკოლი 4000)
პოლისორბატი 80 . . . . . . . . . . . . . . . . . .
გასუფთავებული წყალი 100მლ-მდე
5,000გ
0,200გ
აღწერილობა
გამჭვირვალე მსუბუქი მოყვითალო ფერის სითხე
ათქ კოდი: R01AX30
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
გლუკოკორტიკოსტეროიდი ადგილობრივი გამოყენებისათვის + ანტიბიოტიკები (ამინოგლიკოზიდი და ციკლური პოლიპეპტიდი) + ალფა-ადრენომიმეტიკი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული ანთების საწინააღდეგო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტოლანირგოლოგიაში. დექსამეტაზონს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ცხვირის ლორწოვან გარსზე და ანტიობიოტიკებს- ნეომიცინსა და პოლიმიქსინ B-ს კი ანტიბაქტერიული მოქმედება.
დექსამეტაზონი კარგად შეიწოვება ადგილობრივი გამოყენებისას, მისი აბსორბცია იმატებს ლორწოვანი გარსის ანთების დროს. აღნიშნულ ანტიობიოტიკებთან კომბინაციაში იზრდება ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრი ცხვირის ღრუსა და მისი წიაღების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების გამომწვევი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ.
გამოყენების ჩვენებები
ცხვირის ღრუს, ხორხის, ცხვირის დანამატი წიაღების ანთებითი და ინფექციური დაავადებები:
მწვავე და ქრონიკული რინიტი;
მწვავე და ქრონიკული რინოფარინგიტი;
სინუსიტი.
გამოყენების უკუჩვენებები
ეჭვი დახურულკუთხოვან გლაუკომაზე;
მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიოტორების თანმხლები მიღება;
ვირუსული დაავადებები;
თირკმლის დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ალბუმინურია, თირკმლის უკმარისობა;
ორსულობა;
ძუძუთი კვების პერიოდი;
ბავშვებთა ასაკი (2,5 წლამდე);
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
გამოყენების წესი და დოზები
მოზრდილებში: თითო ნესტოში ერთი შესხურება 3-5 ჯერ დღეში.
2,5-18 წლის ბავშვებში: თითო ნესტოში ერთი შესხურება 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა 5-10 დღე.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება, ჰიპერთირეოიდიზმი. მოარიდეთ თვალებს. თუ პრეპარატი შემთხვევვით მოხვდა თვალში ან სხვა ლორწოვან გარსზე საჭიროა დაუყოვნებლივ ჩამოიბანოთ დიდი რაოდენობით წყლით.
ჭარბი დოზა
სისტემურ სისხლის მიმოქცევაში პრეპარატის შეწოვის დაბალი ხარისხის გამო დოზის გადაჭარბება ნაკლებ სავარაუდოა.
გვერდითი ეფექტები
შესაძლოა აღინიშნოს ადგილობრივი ალერგიული რეაქციები.
უჩვეულო გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან განიხილოთ პრეპარატის მიღების გაგრძელების საკითხი.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
წამლებს შორის ურთიერთქმედება განპირობებულია ფენილეფრინის შემცველობით. ფენილეფრინი ამცირებს დიურეზული და ჰიპოტენზიური საშუალებების (მეთილდოპა, მეკამილამინი, გუანადრელი, გუანეტიდინი) ეფექტს. თუ შეუძლებელია აღნიშნულია პრეპარატების კომბინაციის თავიდან აცილება, ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა.
სხვ პრეპარატებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.
განსაკუთრებული მითითებები
გამოყენებისას ფლაკონი უნდა დაიჭიროთ ვერტიკალურ მდგომარეობაში გამფრქვევით ზემოთ. არ გამოიყენება ცხვირის წიაღების გამოსარეცხად.
სპორტსმენების საყურადღებოდ: პრეპარატი შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებმაც დოპინ-კონტროლზე შესაძლოა აჩვენონ ცრუ დადებითი შედეგი.
ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი
უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
ზეგავლენა ავტომობილის და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე
ავტომობილის და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე პრეპარატის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება.
გამოშვების ფორმა
ნაზალური სპრეი.
15მლ პრეპარატი თეთრი ფერის გაუმჭვირვალე დაბალი სიმკვრივის პოლიეღთილენის ფლაკონში აღჭურვილი გამჭვირვალე და უფერო დაბალი სიმკვრივის პოლიეღთილენის მილაკის გამფრქვევით და ხრახნიანი თავსახურით. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:
ლაბორატორია ბუშარა-რეკორდატი
70, ავენიუ დიუ გენერალ დე გოლ, იმებლ “ლე ვილსონი”, 92800 პიუტო, საფრანგეთი
მწარმოებელი:
სოფარტექსი
21, რიუ დიუ პრესო, 28500 ვერნუიე, საფრანგეთი
პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია:
შპს “ფიკ მედიკალის” წარმომადგენლობა საქართველოში 0105;
თბილისი, თავისუფლების მოედ. 7, საქართველო
ტელ: +995 32 2 4340 18
ელ-ფოსტა: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



