პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოტოლოგიური საშუალებები

პოლიდექსა

Polydexa

ურეცეპტოდ(0,1გინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
რისთვის გამოიყენება

გარე ოტიტი დაფის აპკის დაზიანების გარეშე; გარეთა სასმენი მილის ინფიცირებული ეგზემა.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(0,1გ+650000ს.ე+1000000ს.ე)/100მლ 10,5მლ ყურის წვეთები, ხსნარი ყვითელი მინის ფლაკონი №1 საწვეთურ-აპლიკატორთან ერთად
მწარმოებელი
PHARMASTER, საფრანგეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოტოლოგიური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები კომბინაციაში
ATC კოდი
S02CA06
რეგისტრაციის ნომერი
რ-033987
რეგისტრირებულია
10 დეკემბერი 2021, მოქმედებს 10 დეკემბერი 2026-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Laboratoires BOUCHARA RECORDATI (საფრანგეთი)
განმცხადებელი
შპს „ფიკ მედიკალის წარმომადგენლობა საქართველოში“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაპოლიდექსა და სხვა წამალი ერთად

პოლიდექსა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გარე ოტიტი დაფის აპკის დაზიანების გარეშე; გარეთა სასმენი მილის ინფიცირებული ეგზემა.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებში: 1-5 წვეთი თითოეულ ყურში დღეში 2-ჯერ 6-10 დღე

ბავშვებში: 1-2 წვეთი თითოეულ ყურში დღეში 2-ჯერ 6-10 დღე.

მკურნალობის ხანგრძლივობა- არ უნდა გადააჭარბოს 7-10 დღეს.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა, ყურის ვირუსული და სოკოვანი ინფექციები, დაფის აპკის ინფექციური ან ტრავმული დაზიანებები (პერფორაცია), ორსულობა და ლაქტაცია.

სიფრთხილის ზომები

ყურის წვეთების გამოყენებამდე ცივი წვეთებით გამოწვეული არასასიამოვნო შეგრძნების თავიდან არიდების მიზნით რეკომენდირებულია ფლაკონის შეთბობა ხელში. ერთ ყურში პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ თავი უნდა გადაიხაროს საპირისპირო მიმართულებით რამდენიმე წუთით, შემდეგ მეორე ყურში უნდა ჩაეწვეთოს პრეპარატი.

არ შეიძლება წნევის ქვეშ შეყვანა. დაუშვებელია სხვა ამინოგლიკოზიდებთან ერთად გამოყენება. ნეომიცინის ან პოლიმიქსინის ადგილობრივი გამოყენებისას ალერგიული რეაქციის განვითარებამ შეიძლება გამორიცხოს ნეომიცინის ან პოლიმიქსინ B-ს მსგავსი სტრუქტურის მქონე სხვა ანტიბიოტიკების ერთდროული სისტემური გამოყენება. ნეომიცინზე ალერგიის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ანტიბიოტიკებით - ამინოგლიკოზიდებით ჯვარედინი ალერგია.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრეპარატი შეუთავსებელია მონომიცინთან, სტრეპტომიცინთან, გენტამიცინთან, ამიკაცინთან, ნეტილმიცინთან (ძლიერდება ოტოტოქსიკური მოქმედება). სხვა პრეპარატებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ავტომობილების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე პრეპარატის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

გვერდითი მოვლენები

მოსალოდნელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციები.

დაფის აპკის დაზიანების შემთხვევაში არსებობს ტოქსიკური ზემოქმედების რისკი სასმენ და ვესტიბულურ აპარატზე.

უჩვეულო რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია პრეპარატით მკურნალობის გაგრძელების შესახებ.

ჭარბი დოზა

სისტემურ სისხლის მიმოქცევაში პრეპარატის შეწოვის დაბალი ხარისხის გამო დოზის გადაჭარბება ნაკლებ სავარაუდოა.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები:

დექსამეტაზონ ნატრიუმის მეტასულფობენზოატი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 0,100გ

ნეომიცინის სულფატი . . . . . . . . . . . . . . . . . . 1გ, რომელიც შეესაბამება 650 000-სე

პოლიმიქსინ B-ს სულფატი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1 000 000 სე

დამხმარე ნივთიერებები:

თიომერსალი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 0,003გ

ლიმონმჟავას მონოჰიდრატი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 0,282გ

ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი 1M . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2,5მლ

მაკროგოლი-400 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 10გ

პოლისორბატი-80 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2გ

წყალი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 100მლ-მდე

აღწერილობა

გამჭვირვალე ღია ყვითელი სითხე, რომელიც ქაფდება შენჯღრევისას.

ათქ კოდი: S02CA06

შენახვის პირობები

3 წელი.

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე,

ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

გლუკოკორტიკოსტეროიდი ადგილობრივი გამოყენებისათვის+ანტიბიოტიკები (ამინოგლიკოზიდი და ციკლური პოლიპეპტიდი).

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტოლანირგოლოგიაში. პრეპარატ პოლიდექსას თერაპიული ეფექტი განპირობებულია დექსამეტაზონის ანთების საწინააღმდეგო და ანტიობიოტიკების - ნეომიცინისა და პოლიმიქსინ B-ს ანტიბაქტერიული მოქმედებით. აღნიშნული ანტიობიოტიკების შერწყმით ფართოვდება ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრი გარე და შუა ყურის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების გამომწვევ გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე.

ნეომიცინი აქტიურია Staphylococcus aureus, Escherichia coli, Klebsiella pneumonia, Haemophilus influenza-ს მიმართ.

პოლიმიქსინ B აქტიურია შემდეგი გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Escherichia coli, Klebsiella pneumonia, Haemophilus influenzae, Pseudomonas aeruginosa.

აღნიშნული ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულია Streptococcus spp. (მათ შორის Streptococcus pneumonia).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

პოლიდექსა

სარეგისტრაციო ნომერი: პ#015455/01

სავაჭრო დასახელება: პოლიდექსა

ჯგუფური დასახელება: დექსამეტაზონი + ნეომიცინი + პოლიმიქსინ B

წამლის ფორმა: ყურის წვეთები

შემადგენლობა (100 მლ):

აქტიური ნივთიერებები:

დექსამეტაზონ ნატრიუმის მეტასულფობენზოატი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 0,100გ

ნეომიცინის სულფატი . . . . . . . . . . . . . . . . . . 1გ, რომელიც შეესაბამება 650 000-სე

პოლიმიქსინ B-ს სულფატი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1 000 000 სე

დამხმარე ნივთიერებები:

თიომერსალი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 0,003გ

ლიმონმჟავას მონოჰიდრატი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 0,282გ

ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი 1M . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2,5მლ

მაკროგოლი-400 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 10გ

პოლისორბატი-80 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2გ

წყალი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 100მლ-მდე

აღწერილობა

გამჭვირვალე ღია ყვითელი სითხე, რომელიც ქაფდება შენჯღრევისას.

ათქ კოდი: S02CA06

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გლუკოკორტიკოსტეროიდი ადგილობრივი გამოყენებისათვის+ანტიბიოტიკები (ამინოგლიკოზიდი და ციკლური პოლიპეპტიდი).

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტოლანირგოლოგიაში. პრეპარატ პოლიდექსას თერაპიული ეფექტი განპირობებულია დექსამეტაზონის ანთების საწინააღმდეგო და ანტიობიოტიკების - ნეომიცინისა და პოლიმიქსინ B-ს ანტიბაქტერიული მოქმედებით. აღნიშნული ანტიობიოტიკების შერწყმით ფართოვდება ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრი გარე და შუა ყურის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების გამომწვევ გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე.

ნეომიცინი აქტიურია Staphylococcus aureus, Escherichia coli, Klebsiella pneumonia, Haemophilus influenza-ს მიმართ.

პოლიმიქსინ B აქტიურია შემდეგი გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Escherichia coli, Klebsiella pneumonia, Haemophilus influenzae, Pseudomonas aeruginosa.

აღნიშნული ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულია Streptococcus spp. (მათ შორის Streptococcus pneumonia).

ჩვენებები

გარე ოტიტი დაფის აპკის დაზიანების გარეშე; გარეთა სასმენი მილის ინფიცირებული ეგზემა.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა, ყურის ვირუსული და სოკოვანი ინფექციები, დაფის აპკის ინფექციური ან ტრავმული დაზიანებები (პერფორაცია), ორსულობა და ლაქტაცია.

გამოყენების წესი და დოზები

მოზრდილებში: 1-5 წვეთი თითოეულ ყურში დღეში 2-ჯერ 6-10 დღე

ბავშვებში: 1-2 წვეთი თითოეულ ყურში დღეში 2-ჯერ 6-10 დღე.

მკურნალობის ხანგრძლივობა- არ უნდა გადააჭარბოს 7-10 დღეს.

უსაფრთხოების ზომები

არ აღინიშნება

ჭარბი დოზა

სისტემურ სისხლის მიმოქცევაში პრეპარატის შეწოვის დაბალი ხარისხის გამო დოზის გადაჭარბება ნაკლებ სავარაუდოა.

გვერდითი ეფექტები

მოსალოდნელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციები.

დაფის აპკის დაზიანების შემთხვევაში არსებობს ტოქსიკური ზემოქმედების რისკი სასმენ და ვესტიბულურ აპარატზე.

უჩვეულო რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია პრეპარატით მკურნალობის გაგრძელების შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

პრეპარატი შეუთავსებელია მონომიცინთან, სტრეპტომიცინთან, გენტამიცინთან, ამიკაცინთან, ნეტილმიცინთან (ძლიერდება ოტოტოქსიკური მოქმედება). სხვა პრეპარატებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

განსაკუთრებული მითითებები

ყურის წვეთების გამოყენებამდე ცივი წვეთებით გამოწვეული არასასიამოვნო შეგრძნების თავიდან არიდების მიზნით რეკომენდირებულია ფლაკონის შეთბობა ხელში. ერთ ყურში პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ თავი უნდა გადაიხაროს საპირისპირო მიმართულებით რამდენიმე წუთით, შემდეგ მეორე ყურში უნდა ჩაეწვეთოს პრეპარატი.

არ შეიძლება წნევის ქვეშ შეყვანა. დაუშვებელია სხვა ამინოგლიკოზიდებთან ერთად გამოყენება. ნეომიცინის ან პოლიმიქსინის ადგილობრივი გამოყენებისას ალერგიული რეაქციის განვითარებამ შეიძლება გამორიცხოს ნეომიცინის ან პოლიმიქსინ B-ს მსგავსი სტრუქტურის მქონე სხვა ანტიბიოტიკების ერთდროული სისტემური გამოყენება. ნეომიცინზე ალერგიის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ანტიბიოტიკებით - ამინოგლიკოზიდებით ჯვარედინი ალერგია.

ორსულობა და ლაქტაცია

უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ზეგავლენა ავტომობილების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე

ავტომობილების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე პრეპარატის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

გამოშვების ფორმა

ყურის წვეთები.

10,5მლ მუქი ფერის შუშის ფლაკონში, რეზინის საცობით და ალუმინის თავსახურით. თითოეული ფლაკონი საწვეთურთან და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე,

ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:

ლაბორატორია ბუშარა-რეკორდატი

70, ავენიუ დიუ გენერალ დე გოლ, იმებლ “ლე ვილსონი”, 92800 პიუტო, საფრანგეთი

მწარმოებელი:

ფარმასტერი

კრაფტის სამრეწველო ზონა, 67150 ერსტენი, საფრანგეთი

პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია:

შპს “რუსფიკი”, რუსეთი.

123610 ქ. მოსკოვი, კრასნოპრესნენსკაიას სანაპ.12,

ტელ: +7(495) 225-80-01

ფაქსი: +7(495) 258-20-07

ელ-ფოსტა: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა