პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყელის პრეპარატები

პაფესანი

Pafesan

ურეცეპტოდ5მგ + 1მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

პაფესანი, როგორც ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, ნაჩვენებია ხახის დაავადებების ადგილობრივი სიმპტომური მკურნალობისათვის, რომლებსაც თან ახლავთ ტკივილი და გაღიზიანება ყელში. ლიდოკაინის არსებობა პრეპარატის შემადგენლობაში იწვევს სიმპტომების სწრაფ შემსუბუქებას. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
5მგ + 1მგ საწუწნი ტაბლეტი მენთოლით №20 (2X10)
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყელის პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები
ATC კოდი
R02AA05
რეგისტრაციის ნომერი
რ-038208
რეგისტრირებულია
25 მაისი 2023, მოქმედებს 25 მაისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაპაფესანი და სხვა წამალი ერთად

პაფესანი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პაფესანი, როგორც ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, ნაჩვენებია ხახის დაავადებების ადგილობრივი სიმპტომური მკურნალობისათვის, რომლებსაც თან ახლავთ ტკივილი და გაღიზიანება ყელში. ლიდოკაინის არსებობა პრეპარატის შემადგენლობაში იწვევს სიმპტომების სწრაფ შემსუბუქებას.

ბაქტერიული ინფექციის ნიშნების არსებობისა და სხეულის ტემპერატურის მომატების შემთხვევაში უნდა იქნას განხილული დამატებითი მკურნალობის საკითხი.

მიღების წესი და დოზირება

ზრდასრულები

დოზა შეადგენს 6-10 საწუწნ ტაბლეტს დღე-ღამეში.

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

დოზა შეადგენს 3-5 საწუწნ ტაბლეტს დღე-ღამეში (ზრდასრულების 1/2 დოზა ).

პაფესანი გამოიყენება როგორც სიმპტომური მკურნალობის საშუალება, პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

იმ შემთხვევებში, როდესაც თერაპიის დაწყებიდან 3-4 დღის შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესება არ შეინიშნება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

გამოყენების წესი

ტაბლეტები ნელა უნდა გაიწუწნოს პირში.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, განსაკუთრებით თუ ანამნეზში არსებობს ალერგიული რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია ისეთი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების გამოყენებასთან, როგორიცაა ლიდოკაინი;
  • ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.

სიფრთხილის ზომები

ანტისეპტიკურ საშუალებებს არ გააჩნიათ მასტერილიზებელი მოქმედება; ისინი დროებით ამცირებენ მიკროორგანიზმების რაოდენობას პირის ღრუსა და ხახაში.

პაფესანი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ყელის ტკივილისა და გაღიზიანების სიმპტომური მკურნალობისათვის. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული განუწყვეტელად, დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და სიხშირით, რომელიც რეკომენდებულს აჭარბებს.

მენთოლის არსებობის გამო აუცილებელია დაცული იქნას სიფრთხილე მცირეწლოვან ბავშვებში გამოყენებისას, რომელთა ანამნეზშიც აღნიშნულია კრუნჩხვები.

პაფესანი არ უნდა იქნას გამოყენებული გამოხატული ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

პრეპარატის გამოყენების დროს იმ დოზებში, რომლებიც აჭარბებენ რეკომენდებულს (20 ტაბლეტზე მეტი დღე-ღამეში), არსებობს გლოტის არეში მგრძნობელობის გამოხატული დაქვეითების რისკი, რის შედეგადაც აღინიშნება ყლაპვის რეფლექსის დაქვეითება და სასუნთქ გზებში საკვების ასპირაციის რისკი.

დამხმარე ნივთიერებები

პაფესანი შეიცავს სორბიტოლს (1,225გრ 1 ტაბლეტში), რომელიც წარმოადგენს ფრუქტოზის წყაროს; ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში ეს სამკურნალო საშუალება არ უნდა იქნას გამოყენებული.

ისეთი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას ან საკვებად ისეთი პროდუქტების მოხმარებისას, რომლებიც შეიცავენ სორბიტოლს (ან ფრუქტოზას), მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ადატიური ეფექტი. ისეთი პერორალური სამკურნალო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ, რომლებიც შეიცავენ სორბიტოლს, შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა პერორალურად მისაღები სამკურნალო საშუალებების ბიოშეღწევადობაზე.

სორბიტოლმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი და შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ურთიერთქმედების რისკის გათვალისწინებით (ანტაგონისტური მოქმედება ან ინაქტივაცია), ანტისეპტიკური საშუალებები არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად ან თანმიმდევრულად.

არ არის რეკომენდებული ადგილობრივი ანესთეთიკის და ქოლინესტერაზას ინჰიბიტორის კომბინირებული გამოყენება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პაფესანი განკუთვნილია ადგილობრივი მკურნალობისათვის გამოსაყენებლად. ზემოაღნიშნული განსაკუთრებული გაფრთხილებებისა და სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით, პრეპარატი შეიძლება იქნას გამოყენებული ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

პაციენტმა ქალებმა უნდა შეატყობინონ ექიმს პრეპარატის გამოყენების შესახებ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ იშვიათ შემთხვევებში, ამიდების ჯგუფის ადგილობრივი ანესთეთიკების გამოყენებისას, ისეთების, როგორიცაა ლიდოკაინი, აღინიშნებოდა ალერგიული რეაქციები კანისა და ლორწოვანი გარსის მხრივ: აღწერილია დერმატიტისა და გამონაყარის განვითარების შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებულია ანალოგიური პრეპარატების გამოყენებასთან. .

ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს გემოს დარღვევა და ანაფილაქსიური რეაქციები.

ქლორჰექსიდინის ხანგრძლივი უწყვეტი გამოყენებისას კბილები შეიძლება ყავისფრად შეიღებოს (ეს ცვლილებები შექცევადია)

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. პაციენტებთან სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციის განვითარებისა ან ახალი არასასურველი რეაქციის გაჩენის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ, იფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის და პრეპარატის ტოქსიკური დოზა აღემატება რეკომენდებულ დოზებს, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პრეპარატის დოზის შემთხვევითი გადაჭარბების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში.

სიმპტომები

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ლიდოკაინის სისხლის სისტემურ მიმოქცევაში მოხვედრისას (ზრდასრულებისათვის ტოქსიკური დოზა შეადგენს 0,5გრ და მეტს), აღინიშნება ისეთი სიმპტომები ცენტრალური ნერვული სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან, როგორიცაა შფოთვა, მთქნარება, ნევროზულობა, ხმაური ყურებში, ნისტაგმი, კუნთების ტრემორი, კრუნჩხვები, დეპრესია, სუნთქვის დარღვევა, მიოკარდიუმის შეკუმშვის უნარის დაქვეითება, პერიფერიული სისხლძარღვების გაგანიერება, არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გულის რითმის დარღვევა, გულის გაჩერება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ქლორჰექსიდინი ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით აღწევს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში.

ანტიდოტი უცნობია.

მკურნალობა

დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება. აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია რესპირატორული ფუნქციის, სისხლის მიმოქცევის შენარჩუნების მიზნით და დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად.

შემადგენლობა

პაფესანი (ლიმონის გემოთი)

საწუწნი ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერებები: ქლორჰექსიდინის ჰიდროქლორიდი 5მგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 1 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, არომატიზატორი „ლიმონი“, მაგნიუმის სტეარატი.

პაფესანი (მენთოლით)

დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, ლევომენთოლი, მაგნიუმის სტეარატი.

პრეპარატის ათქ კოდი: R02AA05

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბული)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

სასუნთქ სისტემაზე მოქმედი საშუალებები. პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ყელის დაავადებების დროს. ანტისეპტიკური საშუალებები .

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ლიდოკაინი არის ადგილობრივი ანესთეზიური საშუალება ამიდების ჯგუფიდან, რომელსაც გააჩნია ზედაპირული ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, არ არღვევს რა ნერვის გამტარობას შეყვანის ადგილზე (არაიონიზირებული ფუძის სახით გამოყენების დროს პრეპარატს ახდენს ადგილობრივ მოქმედებას).

ქლორჰექსიდინი არის აქტიური კათიონური ანესთეზიური საშუალება, მას გააჩნია გამოხატული ბაქტერიციდული მოქმედება გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, ასევე აქტიურია სოკოვანი ინფექციების გამომწვევი პათოგენების მიმართ (დერმატოფიტები, საფუარის მსგავსი სოკოები).

ფარმაკოკინეტიკა

პაფესანი ახდენს ადგილობრივ მოქმედებას (აქტიური ნივთიერებები, როგორც წესი, გამოიყოფა ძალიან ნელა). ნერწყვის გადაყლაპვის დროს პრეპარატმა უმნიშვნელო რაოდენობით შეიძლება შეაღწიოს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ქლორჰექსიდინი არ შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ადგილობრივ ანესთეზიური საშუალების ლიდოკაინის შეწოვა შეიძლება მოხდეს პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ხახის დონეზე. თუმცა, ლიდოკაინი მნიშვნელოვნად განიცდის ბიოტრანსფორმაციას მანამ, სანამ ის მიაღწევს სისხლის სისტემურ მიმოქცევას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

პაფესანი

სავაჭრო დასახელება

პაფესანი, Pafesan

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება

ქლორექსიდინი + ლიდოკაინი

Chlorhexidine + Lidocaine

სამკურნალო ფორმა

საწუწნი ტაბლეტები.

აღწერილობა: მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები ნაჭდევით თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე; დასაშვებია ჩანართების არსებობა.

შემადგენლობა

პაფესანი (ლიმონის გემოთი)

საწუწნი ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერებები: ქლორჰექსიდინის ჰიდროქლორიდი 5მგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 1 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, არომატიზატორი „ლიმონი“, მაგნიუმის სტეარატი.

პაფესანი (მენთოლით)

საწუწნი ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერებები: ქლორჰექსიდინის ჰიდროქლორიდი 5მგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 1 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, ლევომენთოლი, მაგნიუმის სტეარატი.

პრეპარატის ათქ კოდი: R02AA05

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

სასუნთქ სისტემაზე მოქმედი საშუალებები. პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ყელის დაავადებების დროს. ანტისეპტიკური საშუალებები .

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ლიდოკაინი არის ადგილობრივი ანესთეზიური საშუალება ამიდების ჯგუფიდან, რომელსაც გააჩნია ზედაპირული ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, არ არღვევს რა ნერვის გამტარობას შეყვანის ადგილზე (არაიონიზირებული ფუძის სახით გამოყენების დროს პრეპარატს ახდენს ადგილობრივ მოქმედებას).

ქლორჰექსიდინი არის აქტიური კათიონური ანესთეზიური საშუალება, მას გააჩნია გამოხატული ბაქტერიციდული მოქმედება გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, ასევე აქტიურია სოკოვანი ინფექციების გამომწვევი პათოგენების მიმართ (დერმატოფიტები, საფუარის მსგავსი სოკოები).

ფარმაკოკინეტიკა

პაფესანი ახდენს ადგილობრივ მოქმედებას (აქტიური ნივთიერებები, როგორც წესი, გამოიყოფა ძალიან ნელა). ნერწყვის გადაყლაპვის დროს პრეპარატმა უმნიშვნელო რაოდენობით შეიძლება შეაღწიოს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ქლორჰექსიდინი არ შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ადგილობრივ ანესთეზიური საშუალების ლიდოკაინის შეწოვა შეიძლება მოხდეს პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ხახის დონეზე. თუმცა, ლიდოკაინი მნიშვნელოვნად განიცდის ბიოტრანსფორმაციას მანამ, სანამ ის მიაღწევს სისხლის სისტემურ მიმოქცევას.

გამოყენების ჩვენებები

პაფესანი, როგორც ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, ნაჩვენებია ხახის დაავადებების ადგილობრივი სიმპტომური მკურნალობისათვის, რომლებსაც თან ახლავთ ტკივილი და გაღიზიანება ყელში. ლიდოკაინის არსებობა პრეპარატის შემადგენლობაში იწვევს სიმპტომების სწრაფ შემსუბუქებას.

ბაქტერიული ინფექციის ნიშნების არსებობისა და სხეულის ტემპერატურის მომატების შემთხვევაში უნდა იქნას განხილული დამატებითი მკურნალობის საკითხი.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება

ზრდასრულები

დოზა შეადგენს 6-10 საწუწნ ტაბლეტს დღე-ღამეში.

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

დოზა შეადგენს 3-5 საწუწნ ტაბლეტს დღე-ღამეში (ზრდასრულების 1/2 დოზა ).

პაფესანი გამოიყენება როგორც სიმპტომური მკურნალობის საშუალება, პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

იმ შემთხვევებში, როდესაც თერაპიის დაწყებიდან 3-4 დღის შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესება არ შეინიშნება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

გამოყენების წესი

ტაბლეტები ნელა უნდა გაიწუწნოს პირში.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, განსაკუთრებით თუ ანამნეზში არსებობს ალერგიული რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია ისეთი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების გამოყენებასთან, როგორიცაა ლიდოკაინი;
  • ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.

არასასურველი რეაქციები

უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ იშვიათ შემთხვევებში, ამიდების ჯგუფის ადგილობრივი ანესთეთიკების გამოყენებისას, ისეთების, როგორიცაა ლიდოკაინი, აღინიშნებოდა ალერგიული რეაქციები კანისა და ლორწოვანი გარსის მხრივ: აღწერილია დერმატიტისა და გამონაყარის განვითარების შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებულია ანალოგიური პრეპარატების გამოყენებასთან. .

ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს გემოს დარღვევა და ანაფილაქსიური რეაქციები.

ქლორჰექსიდინის ხანგრძლივი უწყვეტი გამოყენებისას კბილები შეიძლება ყავისფრად შეიღებოს (ეს ცვლილებები შექცევადია)

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. პაციენტებთან სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციის განვითარებისა ან ახალი არასასურველი რეაქციის გაჩენის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ, იფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

ანტისეპტიკურ საშუალებებს არ გააჩნიათ მასტერილიზებელი მოქმედება; ისინი დროებით ამცირებენ მიკროორგანიზმების რაოდენობას პირის ღრუსა და ხახაში.

პაფესანი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ყელის ტკივილისა და გაღიზიანების სიმპტომური მკურნალობისათვის. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული განუწყვეტელად, დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და სიხშირით, რომელიც რეკომენდებულს აჭარბებს.

მენთოლის არსებობის გამო აუცილებელია დაცული იქნას სიფრთხილე მცირეწლოვან ბავშვებში გამოყენებისას, რომელთა ანამნეზშიც აღნიშნულია კრუნჩხვები.

პაფესანი არ უნდა იქნას გამოყენებული გამოხატული ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

პრეპარატის გამოყენების დროს იმ დოზებში, რომლებიც აჭარბებენ რეკომენდებულს (20 ტაბლეტზე მეტი დღე-ღამეში), არსებობს გლოტის არეში მგრძნობელობის გამოხატული დაქვეითების რისკი, რის შედეგადაც აღინიშნება ყლაპვის რეფლექსის დაქვეითება და სასუნთქ გზებში საკვების ასპირაციის რისკი.

დამხმარე ნივთიერებები

პაფესანი შეიცავს სორბიტოლს (1,225გრ 1 ტაბლეტში), რომელიც წარმოადგენს ფრუქტოზის წყაროს; ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში ეს სამკურნალო საშუალება არ უნდა იქნას გამოყენებული.

ისეთი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას ან საკვებად ისეთი პროდუქტების მოხმარებისას, რომლებიც შეიცავენ სორბიტოლს (ან ფრუქტოზას), მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ადატიური ეფექტი. ისეთი პერორალური სამკურნალო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ, რომლებიც შეიცავენ სორბიტოლს, შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა პერორალურად მისაღები სამკურნალო საშუალებების ბიოშეღწევადობაზე.

სორბიტოლმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი და შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

პაფესანი განკუთვნილია ადგილობრივი მკურნალობისათვის გამოსაყენებლად. ზემოაღნიშნული განსაკუთრებული გაფრთხილებებისა და სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით, პრეპარატი შეიძლება იქნას გამოყენებული ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

პაციენტმა ქალებმა უნდა შეატყობინონ ექიმს პრეპარატის გამოყენების შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ურთიერთქმედების რისკის გათვალისწინებით (ანტაგონისტური მოქმედება ან ინაქტივაცია), ანტისეპტიკური საშუალებები არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად ან თანმიმდევრულად.

არ არის რეკომენდებული ადგილობრივი ანესთეთიკის და ქოლინესტერაზას ინჰიბიტორის კომბინირებული გამოყენება.

დოზის გადაჭარბება

მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის და პრეპარატის ტოქსიკური დოზა აღემატება რეკომენდებულ დოზებს, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პრეპარატის დოზის შემთხვევითი გადაჭარბების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში.

სიმპტომები

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ლიდოკაინის სისხლის სისტემურ მიმოქცევაში მოხვედრისას (ზრდასრულებისათვის ტოქსიკური დოზა შეადგენს 0,5გრ და მეტს), აღინიშნება ისეთი სიმპტომები ცენტრალური ნერვული სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან, როგორიცაა შფოთვა, მთქნარება, ნევროზულობა, ხმაური ყურებში, ნისტაგმი, კუნთების ტრემორი, კრუნჩხვები, დეპრესია, სუნთქვის დარღვევა, მიოკარდიუმის შეკუმშვის უნარის დაქვეითება, პერიფერიული სისხლძარღვების გაგანიერება, არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გულის რითმის დარღვევა, გულის გაჩერება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ქლორჰექსიდინი ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით აღწევს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში.

ანტიდოტი უცნობია.

მკურნალობა

დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება. აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია რესპირატორული ფუნქციის, სისხლის მიმოქცევის შენარჩუნების მიზნით და დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად.

გამოშვების ფორმა

საწუწნი ტაბლეტები.

10 საწუწნი ტაბლეტი ბლისტერში.

2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბული)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა