პაროტიცინი
Paroticin
პაროტიცინი შეიცავს ფლუდროკორტიზონის აცეტატს, რომელიც წარმოადგენს კორტიკოსტეროიდს და მოქმედებს ანთების საწინააღმდეგოდ, პოლიმიქსინ B სულფატს, რომელიც წარმოადგენს ანტიბიოტიკს, და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლიდოკაინი (lidocaine) + ფლუდროკორტიზონი (fludrocortisone) + პოლიმიქსინი (polimixin)
- ფორმა და შეფუთვა
- (1მგ + 1.3მგ + 50მგ)/მლ 10მლ ყურის წვეთები, ხსნარი ბოთლი №1
- მწარმოებელი
- ADELCO - CHROMATOURGIA ATHINON E. COLOCOTRONIS BROS S.A., საბერძნეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოტოლოგიური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები კომბინაციაში
- ATC კოდი
- S02CA07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043811
- რეგისტრირებულია
- 8 აგვისტო 2025, მოქმედებს 8 აგვისტო 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ეს ეიჩ ფარმა“
- GMP
- -
პაროტიცინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პაროტიცინი შეიცავს ფლუდროკორტიზონის აცეტატს, რომელიც წარმოადგენს კორტიკოსტეროიდს და მოქმედებს ანთების საწინააღმდეგოდ, პოლიმიქსინ B სულფატს, რომელიც წარმოადგენს ანტიბიოტიკს, და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას.
პაროტიცინი ნაჩვენებია ყურის ანთებებისა და მიკრობული ინფექციების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს პაციენტის საჭიროებების მიხედვით. ჩვეულებრივი დოზა შემდეგია:
მოზრდილები-ხანდაზმულები: 2-4 წვეთი სასმენ მილში, 3-4-ჯერ დღეში.
ბავშვები: 2-3 წვეთი ყურის მილში, 3 4-ჯერ დღეში.
წვეთების ჩაწვეთებამდე სასმენი მილი უნდა გაიწმინდოს სტერილური ბამბით, რომ მილი იყოს მშრალი. ასევე, აუცილებელია თავი სამკურნალო ყურით ზევით იყოს მიმართული და წვეთების ჩაწვეთებიდან მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში უნდა იწვეთ. პაროტიცინის მიღების ალტერნატიული სასმენ მილში საცობის მოთავსება და წვეთებით 3-4-ჯერ დღეში გაჟღენთვა. საცობი უნდა შეიცვალოს მინიმუმ ყოველ 24 საათში ერთხელ.
თუ იღებთ საჭიროზე მეტ პაროტიცინს
პაროტიცინის ადგილობრივ გამოყენებას არ ახლავს არასასურველი ეფექტები დოზის გადაჭარბების შემთხვევაში. თუ ხსნარს დალევთ, შეიძლება გამოვლინდეს ღებინების ტენდენცია. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და წადით უახლოეს საავადმყოფოში.
ტელ.: ტოქსიკოლოგიური ცენტრი: 2107793777.
თუ დაგავიწყდათ პაროტიცინის მიღება
თუ თქვენ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი რეგულარულად და გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ ეს დოზა რაც შეიძლება მალე. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა, არამედ განაგრძეთ მკურნალობა ჩვეულებრივად.
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
ხსნარი არის ყურის წვეთები, რომლის ჩაწვეთება ხდება სასმენ მილში დოზირების ინსტრუქციის მიხედვით. თუ გამოტოვებთ რეკომენდებულ დროს წვეთების გამოყენებას, უნდა ჩააწვეთოთ ისინი რაც შეიძლება მალე გამოყენების ინსტრუქციის მიხედვით.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
უკუჩვენებები
- თუ ალერგიული ხართ ფლუდროკორტიზონის აცეტატის, პოლიმიქსინ B სულფატის, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).
- თუ გაქვთ ჩუტყვავილა (ვარიცელა).
- თუ გაქვთ ვაქცინია ან მარტივი ჰერპესი
- ინფექციური დაავადებების დროს, რომლებიც არ კონტროლდება და არ ტარდება ანტიბიოტიკოთერაპია
- ვაქცინაციის დროს
- თუ გაქვთ თირკმელების მძიმე დაავადება.
სიფრთხილის ზომები
პაროტიცინის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ პაროტიცინის ყურის წვეთები 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
- თუ ანთება არ ქრება ერთი კვირის შემდეგ, მიმართეთ ექიმს, რომელმაც შეიძლება შემოგთავაზოთ მკურნალობის შეცვლა.
- სამკურნალო პროდუქტის გამოყენებისას საწვეთური არ უნდა მოხვდეს კანთან, ყურთან და ხელებთან ინფექციის რისკის თავიდან ასაცილებლად.
- ყურის წვეთების ჩაწვეთების შემდეგ უნდა იწვეთ მინიმუმ 5 წუთი.
- შეწყვიტეთ მკურნალობა და აცნობეთ ექიმს, თუ პროდუქტის გამოყენებისას განვითარდება ადგილობრივი გაღიზიანება ან ალერგიული რეაქცია. მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
პრეპარატის მოქმედება შეიძლება შეიცვალოს სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას. პაროტიცინით მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, მაგ. სხვა ანტიბიოტიკებს (კანამიცინი, სტრეპტომიცინი, გენტამიცინი, პარომომიცინი), ქლორამფენიკოლი, ტეტრაციკლინი, სულფონამიდები ან ტრიმეტოპრიმი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ პაროტიცინი ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ამ მედიკამენტის ზოგიერთი ინგრედიენტი აღმოჩენილია ადამიანის რძეში. ლაქტაციის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თავბრუსხვევის შემთხვევაში თავიდან უნდა იქნას აცილებული ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.
პაროტიცინი შეიცავს 950 მგ პროპილენ გლიკოლს ყოველ მლ-ზე.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ყურის წვეთების ხანგრძლივმა ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ან სხვა არასასურველი ეფექტები; ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს. შესაძლო არასასურველი ეფექტები მოიცავს შემდეგს:
- ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-ადრენალური ღერძის დათრგუნვა, პლაზმაში კორტიზოლის დონის დაქვეითება, კუშინგის სინდრომი.
- ადგილობრივად ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ: მიკრობული და სოკოვანი ადგილობრივი ინფექციების განვითარება, დაზიანებული არეების შეხორცების დათრგუნვა, ატროფია და კანში ზოლების სახით სტრიები, ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობა, ადგილობრივი ჰირსუტიზმი, აკნე ან ვეზიკაცია, კუპეროზი, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი.
- დაფიქსირდა შუა ყურში ლიდოკაინისა და ადრენალინის ჩაწვეთებით გამოწვეული მძიმე ვერტიგო.
- პოლიმიქსინი, მისი ცუდი შეწოვის გამო, არ იწვევს სისტემურ რეაქციებს დაუზიანებელ კანზე გამოყენებისას, გარდა ალერგიის იშვიათი შემთხვევებისა.
- მხედველობის დაბინდვა (სიხშირე უცნობია)
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები პირდაპირ საბერძნეთის მედიკამენტების ეროვნულ ორგანიზაციას.
მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაცია
284 მესოგიონის გამზ.
GR-15562 ქოლარგოსი, ათენი
ტელ.: + 30 21 32040380/337
ფაქსი: + 30 21 06549585
საიტი: http://www.eof.gr
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
შემადგენლობა
- აქტიური ინგრედიენტებია ფლუდროკორტიზონის აცეტატი (1 მგ/მლ), პოლიმიქსინი B სულფატი (1,3 მგ/მლ, პოლიმიქსინი B 10000 სე-ს ექვივალენტური) და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი (50 მგ/მლ).
- სხვა ინგრედიენტებია ძმარმჟავა, პროპილენგლიკოლი, გამოხდილი წყალი.
პაროტიცინის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
პაროტიცინი არის გამჭვირვალე, ოდნავ მოყვითალო ხსნარი ძმარმჟავას დამახასიათებელი სუნით.
პაროტიცინი იყიდება მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს 10 მლ პლასტმასის ბოთლს, რომელსაც თან ახლავს შეფუთვის ფურცელი.
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ბნელ და მშრალ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გამოიყენეთ კონტეინერის გახსნიდან 30 დღის განმავლობაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია
შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
პაროტიცინი
ყურის წვეთები, ხსნარი (1 + 1.3 + 50) მგ/მლ
(ფლუდროკორტიზონის აცეტატი + პოლიმიქსინი B სულფატი + ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი)
ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი სრულად, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
- თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
- თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
ამ ფურცელში:
- რა არის პაროტიცინი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ პაროტიცინის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება პაროტიცინი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება პაროტიცინი
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის პაროტიცინი და რისთვის გამოიყენება
პაროტიცინი შეიცავს ფლუდროკორტიზონის აცეტატს, რომელიც წარმოადგენს კორტიკოსტეროიდს და მოქმედებს ანთების საწინააღმდეგოდ, პოლიმიქსინ B სულფატს, რომელიც წარმოადგენს ანტიბიოტიკს, და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას.
პაროტიცინი ნაჩვენებია ყურის ანთებებისა და მიკრობული ინფექციების სამკურნალოდ.
- რა უნდა იცოდეთ პაროტიცინის გამოყენებამდე
არ მიიღოთ პაროტიცინი
- თუ ალერგიული ხართ ფლუდროკორტიზონის აცეტატის, პოლიმიქსინ B სულფატის, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).
- თუ გაქვთ ჩუტყვავილა (ვარიცელა).
- თუ გაქვთ ვაქცინია ან მარტივი ჰერპესი
- ინფექციური დაავადებების დროს, რომლებიც არ კონტროლდება და არ ტარდება ანტიბიოტიკოთერაპია
- ვაქცინაციის დროს
- თუ გაქვთ თირკმელების მძიმე დაავადება.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
პაროტიცინის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ პაროტიცინის ყურის წვეთები 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
- თუ ანთება არ ქრება ერთი კვირის შემდეგ, მიმართეთ ექიმს, რომელმაც შეიძლება შემოგთავაზოთ მკურნალობის შეცვლა.
- სამკურნალო პროდუქტის გამოყენებისას საწვეთური არ უნდა მოხვდეს კანთან, ყურთან და ხელებთან ინფექციის რისკის თავიდან ასაცილებლად.
- ყურის წვეთების ჩაწვეთების შემდეგ უნდა იწვეთ მინიმუმ 5 წუთი.
- შეწყვიტეთ მკურნალობა და აცნობეთ ექიმს, თუ პროდუქტის გამოყენებისას განვითარდება ადგილობრივი გაღიზიანება ან ალერგიული რეაქცია. მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები.
სხვა მედიკამენტები და პაროტიცინი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
პრეპარატის მოქმედება შეიძლება შეიცვალოს სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას. პაროტიცინით მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, მაგ. სხვა ანტიბიოტიკებს (კანამიცინი, სტრეპტომიცინი, გენტამიცინი, პარომომიცინი), ქლორამფენიკოლი, ტეტრაციკლინი, სულფონამიდები ან ტრიმეტოპრიმი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ პაროტიცინი ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ამ მედიკამენტის ზოგიერთი ინგრედიენტი აღმოჩენილია ადამიანის რძეში. ლაქტაციის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
თავბრუსხვევის შემთხვევაში თავიდან უნდა იქნას აცილებული ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.
პაროტიცინი შეიცავს 950 მგ პროპილენ გლიკოლს ყოველ მლ-ზე.
- როგორ გამოიყენება პაროტიცინი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს პაციენტის საჭიროებების მიხედვით. ჩვეულებრივი დოზა შემდეგია:
მოზრდილები-ხანდაზმულები: 2-4 წვეთი სასმენ მილში, 3-4-ჯერ დღეში.
ბავშვები: 2-3 წვეთი ყურის მილში, 3 4-ჯერ დღეში.
წვეთების ჩაწვეთებამდე სასმენი მილი უნდა გაიწმინდოს სტერილური ბამბით, რომ მილი იყოს მშრალი. ასევე, აუცილებელია თავი სამკურნალო ყურით ზევით იყოს მიმართული და წვეთების ჩაწვეთებიდან მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში უნდა იწვეთ. პაროტიცინის მიღების ალტერნატიული სასმენ მილში საცობის მოთავსება და წვეთებით 3-4-ჯერ დღეში გაჟღენთვა. საცობი უნდა შეიცვალოს მინიმუმ ყოველ 24 საათში ერთხელ.
თუ იღებთ საჭიროზე მეტ პაროტიცინს
პაროტიცინის ადგილობრივ გამოყენებას არ ახლავს არასასურველი ეფექტები დოზის გადაჭარბების შემთხვევაში. თუ ხსნარს დალევთ, შეიძლება გამოვლინდეს ღებინების ტენდენცია. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და წადით უახლოეს საავადმყოფოში.
ტელ.: ტოქსიკოლოგიური ცენტრი: 2107793777.
თუ დაგავიწყდათ პაროტიცინის მიღება
თუ თქვენ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი რეგულარულად და გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ ეს დოზა რაც შეიძლება მალე. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა, არამედ განაგრძეთ მკურნალობა ჩვეულებრივად.
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
ხსნარი არის ყურის წვეთები, რომლის ჩაწვეთება ხდება სასმენ მილში დოზირების ინსტრუქციის მიხედვით. თუ გამოტოვებთ რეკომენდებულ დროს წვეთების გამოყენებას, უნდა ჩააწვეთოთ ისინი რაც შეიძლება მალე გამოყენების ინსტრუქციის მიხედვით.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ყურის წვეთების ხანგრძლივმა ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ან სხვა არასასურველი ეფექტები; ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს. შესაძლო არასასურველი ეფექტები მოიცავს შემდეგს:
- ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-ადრენალური ღერძის დათრგუნვა, პლაზმაში კორტიზოლის დონის დაქვეითება, კუშინგის სინდრომი.
- ადგილობრივად ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ: მიკრობული და სოკოვანი ადგილობრივი ინფექციების განვითარება, დაზიანებული არეების შეხორცების დათრგუნვა, ატროფია და კანში ზოლების სახით სტრიები, ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობა, ადგილობრივი ჰირსუტიზმი, აკნე ან ვეზიკაცია, კუპეროზი, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი.
- დაფიქსირდა შუა ყურში ლიდოკაინისა და ადრენალინის ჩაწვეთებით გამოწვეული მძიმე ვერტიგო.
- პოლიმიქსინი, მისი ცუდი შეწოვის გამო, არ იწვევს სისტემურ რეაქციებს დაუზიანებელ კანზე გამოყენებისას, გარდა ალერგიის იშვიათი შემთხვევებისა.
- მხედველობის დაბინდვა (სიხშირე უცნობია)
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები პირდაპირ საბერძნეთის მედიკამენტების ეროვნულ ორგანიზაციას.
მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაცია
284 მესოგიონის გამზ.
GR-15562 ქოლარგოსი, ათენი
ტელ.: + 30 21 32040380/337
ფაქსი: + 30 21 06549585
საიტი: http://www.eof.gr
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- როგორ ინახება პაროტიცინი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ბნელ და მშრალ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გამოიყენეთ კონტეინერის გახსნიდან 30 დღის განმავლობაში.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს პაროტიცინი
- აქტიური ინგრედიენტებია ფლუდროკორტიზონის აცეტატი (1 მგ/მლ), პოლიმიქსინი B სულფატი (1,3 მგ/მლ, პოლიმიქსინი B 10000 სე-ს ექვივალენტური) და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი (50 მგ/მლ).
- სხვა ინგრედიენტებია ძმარმჟავა, პროპილენგლიკოლი, გამოხდილი წყალი.
პაროტიცინის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
პაროტიცინი არის გამჭვირვალე, ოდნავ მოყვითალო ხსნარი ძმარმჟავას დამახასიათებელი სუნით.
პაროტიცინი იყიდება მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს 10 მლ პლასტმასის ბოთლს, რომელსაც თან ახლავს შეფუთვის ფურცელი.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ADELCO-CHROMATOURGIA ATHINON E. COLOCOTRONIS BROS. S.A.
Pireos 37, 183 46 Moschato – ათენი, საბერძნეთი.
ტელ.: 2104819311-4, ფაქსი: 2104816790
განსაკუთრებული სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი კვიპროსში
ADELCO-CHROMATOURGIA ATHINON E. COLOCOTRONIS BROS. S.A.
Pireos 37, 183 46 Moschato – ათენი, საბერძნეთი.
ეს ფურცელი ბოლოს გადაიხედა 11/2019 წელს.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Adelco ფარმაცევტული და კოსმეტიკური ინდუსტრია
PIREOS 37, 18346 MOSCHATO, ტელ.: 210 4819 311 – 4
ელ.ფოსტა: [email protected]. www.adelco.gr
0230-1119
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



