პანზინორმი ფორტე 20 000
Panzynorm® forte 20 000
კუჭქვეშა ჯირკვლის გარესეკრეციის ფუნქციის უკმარისობა.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Pancreas powder (Lipase, Amylase, Protease))
- ფორმა და შეფუთვა
- 20000 ერთ.+12000 ერთ.+900 ერთ. ნაწლავში ხსნადი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- KRKA, d.d., Novo mesto, სლოვენია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- საჭმლის მომნელებელი საშუალებები ფერმენტების ჩათვლით, ფერმენტული პრეპარატები
- ATC კოდი
- A09AA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040228
- რეგისტრირებულია
- 14 თებერვალი 2024, მოქმედებს 14 თებერვალი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- KRKA, d.d., Novo mesto (სლოვენია)
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პანზინორმი ფორტე 20 000 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კუჭქვეშა ჯირკვლის გარესეკრეციის ფუნქციის უკმარისობა.
მიღების წესი და დოზირება
დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად.
მკურნალობას იწყებენ დაბალი დოზებით: 1 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში ძირითადი საკვების მიღების დროს. თუ პანკრეასული ენზიმების უკმარისობის სიმპტომები ნარჩუნდება, შესაძლებელია დოზირების თანდათან გაზრდა. ჩვეულებრივ 1-2 ტაბლეტი ძირითადი საკვების მიღების დროს (3 ჯერ) საკმარისია. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია 1 ტაბლეტის მიღება მსუბუქი წახემსებისას. შესაძლებელია უფრო მაღალი დოზირება, ამის მიუხედავად, საჭიროა უმცირესი დოზის გამოყენება, რომელიც აუცილებელია სიმპტომების თავიდან ასაცილებლად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებისათვის.
ბავშვები ჩვეულებრივ საჭიროებენ უფრო დაბალ დოზებს.
უკუჩვენებები
პანზინორმი ფორტე 20 000 უკუნაჩვენებია ღორის პროტეინებისადმი, ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტისადმი ჰიპერმგრძნობელობისას.
პაციენტებმა მწვავე პანკრეატიტით, ან ქრონიკული პანკრეატიტის გაწვავებით, არ უნდა მიიღონ პანზინორმი ფორტე 20 000. პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს 15 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებსაც აქვთ მუკოვისციდოზი.
სიფრთხილის ზომები
ტაბლეტის გარსი თავიდან აცილებს აქტიური პანკრეასული ფერმენტებით პირის ლორწოვანი გარსის დაზიანებას და იცავს ფერმენტებს კუჭის წვენის ზემოქმედებისაგან. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაუღეჭავად.
ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
სპეციალური ინფორმაცია პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების შესახებ
პანზინორმი ფორტე 20 000 შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრული დაავადებებით, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ფერმენტ ლაქტაზას დეფიციტი, ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი, არ უნდა მიიღონ პრეპარატი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პანკრეასული ფერმენტები ხელს უშლიან ფოლიუმის მჟავას შეწოვას. მსგავსი ეფექტის მქონე პრეპარატების (როგორიცაა ბიკარბონატი და ციმეტიდინი) ერთდროული გამოყენებისას და პანკრეასული ფერმენტების მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობისას, საჭიროა სისხლის შრატში ფოლატების კონცენტრაციის პერიოდული კონტროლი და/ან ფოლიუმის მჟავას უკმარისობის შევსება. კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტებმა შესაძლოა შეამცირონ აკარბოზას და მიგლიტოლის ეფექტურობა.
პანკრეასულმა ფერმენტებმა შეიძლება დააქვეითონ რკინის შეწოვა, მაგრამ ამ მოქმედების კლინიკური მნიშვნელობა არ გამოვლენილა.
პანზინორმი ფორტე 20 000 მჟავაგამძლე გარსი იშლება თორმეტგოჯა ნაწლავში. თუ თორმეტგოჯა ნაწლავში pH მნიშვნელოვნად დაქვეითებულია, პანკრეასული ფერმენტები არ გამონთავისუფლდებიან დროულად. H2 რეცეპტორების ინჰიბიტორებით და “პროტონის ტუმბოს” ინჰიბიტორებით თანმხლები მკურნალობა აძლიერებს პანკრეასული ფერმენტების მოქმედებას, რაც პანზნორმი ფორტე 20 000 შედარებით დაბალი დოზების დანიშვნის საშუალებას იძლევა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მონაცემები საზიანო ზემოქმედების შესახებ, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, არ არის. ფერმენტები არ აბსორბირდებიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ამის მიუხედავად, რისკის გამორიცხვა არ შეიძლება. FDA კლასიფიკაციის შესაბამისად, ორსულობისას პანკრეატინი მიკუთვნებულია C კატეგორიისათვის. გამოყენება ნაჩვენებია, თუ პოტენციური სარგებელი ამართლებს რისკს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გავლენა დადგენილი არ არის.
გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, პანზინორმი ფორტე 20 000 ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რექციები.
იშვიათი გვერდითი რეაქციები (10 000 პაციენტიდან 1-10) მოიცავს გულისრევას, ღებინებას, აბდომინურ ტკივილს, რბილ განავალს, ან შეკრულობას, კანის პერიორალურ, ან პერიანალურ გაღიზიანებას. მოცემული რეაქციები ვლინდება პრეპარატის მაღალი დოზების მიღებისას. როგორც წესი, მათ აქვთ მსუბუქი ხასიათი და მკურნალობის შეწყვეტას არ საჭიროებენ. პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას, ასევე შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერურიკემია და ჰიპერურიკოზურია.
ძალიან იშვიათი გვერდითი რეაქციები (10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) მოიცავს ალერგიულ რეაქციებს და ფიბროზულ კოლონოპათიას. გამონაყარის, ქავილის, სუნთქვის გაძნელების, მუცლის შებერილობის, აბდომინური ტკივილის, ან ნაწლავური სპაზმების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სპეციალისტთან მიმართვა.
აღწერილი გვერდითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, ასევე ისეთი გვერდითი რეაქციების გამოვლენისას, რომლებიც არ არის აღწერილი დანართ ფურცელში, გთხოვთ აცნობეთ ექიმს.
ჭარბი დოზა
მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ჭარბი დოზა იწვევს სისტემურ ინტოქსიკაციას, არ არის.
სიმპტომები. ჭარვმა დოზამ შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, დიარეა, ჰიპერურიკემია და ჰიპერურიკოზურია, პერიანალური გაღიზიანება და ფიბროზული კოლონოპათია მხოლოდ მუკოვისციდოზით დაავადებულ პაციენტებში.
მკურნალობა. მოცემული ეფექტების განვითარებისას, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს ღორის პანკრეატინს ლიპაზას ენზიმური აქტივობით 20 000 ერთ Ph. Eur., ამილაზა 12 000 ერთ. Ph. Eur., პროტეაზები 900 ერთ. Ph. Eur.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰირატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური, უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მეტაკრილის მჟავას და ეტილაკრილატის სოპოლიმერი (1:1), ტრიეთილციტრატი, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), ტალკი, სიმეტიკონი – ემულსია, არომატიზატონი ვანილინი 54 286 C, არომატიზატორი ბერგამოტი 54 253 T, მაკროგოლი 6000, ნატრიუმის კარმელოზა და პოლისორბატი 80.
წამლის ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
სამკურნალო საშუალების კლასიფიკაციის კოდი
საჭმლის მონელების ხელშემწყობი საშუალებები, ფერმენტული საშუალებების ჩათვლით. ფერმენტული პრეპარატები.
ათქ კოდი A09AA02.
შენახვის პირობები
სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
შეფუთვა
მუყაოს კოლოფი 10 ტაბლეტით (ოპა/ალ/პვქ აპკის და ალუმინის ფოლგის 1 ბლისტერი 10 ტაბლეტით) ან 30 ტაბლეტით (ოპა/ალ/პვქ აპკის და ალუმინის ფოლგის 3 ბლისტერი 10 ტაბლეტით), ფურცელ-ჩანართთან ერთად.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პანზინორმი ფორტე 20 000 აღადგენს პანკრეასული ფერმენტების დეფიციტს, ზრდის კატაბოლურ მეტაბოლიზმს და აუმჯობესებს მალდიგესტიის კლინიკურ სურათს. პრეპარატი ზრდის ყველა სახის საკვების ათვისებას, აუმჯობესებს ავადმყოფის კვებას, თავიდან აცილებს ან ამცირებს სტეატორეას და მალდიგესტიით განპირობებულ სიმპტომებს.
პანკრეატინი ხელს უწყობს ქრონიკული პანკრეატიტისას ტკივილის შემცირებას.
ფარმაკოკინეტიკა
ენზიმები – ნატურალური ნაერთებია, რომლებიც უზრუნველყოფენ საკვების გადამუშავებას. ტაბლეტების აპკისებრი გარსი იცავს აქტიურ ენზიმებს კუჭის წვენის ზემოქმედებისაგან. ენზიმები – ცილებია, ისინი ორგანიზმში სინთეზირდებიან, ინაქტივირდებიან და იშლებიან უმთავრესად ნაწლავებში აუტოლიზისის და პროტეოლიზისის გზით.
საჭმლის მომნელებელი ფერმენტების უმნიშვნელო ნაწილი გამოიყოფა განავლით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელ-ჩანართი
ინფორმაცია მომხმარებლისათვის
პანზინორმი® ფორტე 20 000
სად: მულტიენზიმი (multienzymes) (lipase, amylase, etc.).
სავაჭრო დასახელება
პანზინორმი ფორტე® 20 000 (Panzynorm® forte 20 000).
საერთო დახასიათება
აღწერილობა
გლუვი, მრგვალი, ორმხრივამობურცული, არომატიზირებული, თეთრი, ან ღია ნაცრისფერი, აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები.
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს ღორის პანკრეატინს ლიპაზას ენზიმური აქტივობით 20 000 ერთ Ph. Eur., ამილაზა 12 000 ერთ. Ph. Eur., პროტეაზები 900 ერთ. Ph. Eur.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰირატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური, უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მეტაკრილის მჟავას და ეტილაკრილატის სოპოლიმერი (1:1), ტრიეთილციტრატი, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), ტალკი, სიმეტიკონი – ემულსია, არომატიზატონი ვანილინი 54 286 C, არომატიზატორი ბერგამოტი 54 253 T, მაკროგოლი 6000, ნატრიუმის კარმელოზა და პოლისორბატი 80.
წამლის ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
სამკურნალო საშუალების კლასიფიკაციის კოდი
საჭმლის მონელების ხელშემწყობი საშუალებები, ფერმენტული საშუალებების ჩათვლით. ფერმენტული პრეპარატები.
ათქ კოდი A09AA02.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პანზინორმი ფორტე 20 000 აღადგენს პანკრეასული ფერმენტების დეფიციტს, ზრდის კატაბოლურ მეტაბოლიზმს და აუმჯობესებს მალდიგესტიის კლინიკურ სურათს. პრეპარატი ზრდის ყველა სახის საკვების ათვისებას, აუმჯობესებს ავადმყოფის კვებას, თავიდან აცილებს ან ამცირებს სტეატორეას და მალდიგესტიით განპირობებულ სიმპტომებს.
პანკრეატინი ხელს უწყობს ქრონიკული პანკრეატიტისას ტკივილის შემცირებას.
ფარმაკოკინეტიკა
ენზიმები – ნატურალური ნაერთებია, რომლებიც უზრუნველყოფენ საკვების გადამუშავებას. ტაბლეტების აპკისებრი გარსი იცავს აქტიურ ენზიმებს კუჭის წვენის ზემოქმედებისაგან. ენზიმები – ცილებია, ისინი ორგანიზმში სინთეზირდებიან, ინაქტივირდებიან და იშლებიან უმთავრესად ნაწლავებში აუტოლიზისის და პროტეოლიზისის გზით.
საჭმლის მომნელებელი ფერმენტების უმნიშვნელო ნაწილი გამოიყოფა განავლით.
მიღების ჩვენებები
კუჭქვეშა ჯირკვლის გარესეკრეციის ფუნქციის უკმარისობა.
მიღების წესი და დოზირება
დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად.
მკურნალობას იწყებენ დაბალი დოზებით: 1 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში ძირითადი საკვების მიღების დროს. თუ პანკრეასული ენზიმების უკმარისობის სიმპტომები ნარჩუნდება, შესაძლებელია დოზირების თანდათან გაზრდა. ჩვეულებრივ 1-2 ტაბლეტი ძირითადი საკვების მიღების დროს (3 ჯერ) საკმარისია. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია 1 ტაბლეტის მიღება მსუბუქი წახემსებისას. შესაძლებელია უფრო მაღალი დოზირება, ამის მიუხედავად, საჭიროა უმცირესი დოზის გამოყენება, რომელიც აუცილებელია სიმპტომების თავიდან ასაცილებლად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებისათვის.
ბავშვები ჩვეულებრივ საჭიროებენ უფრო დაბალ დოზებს.
უკუჩვენებები
პანზინორმი ფორტე 20 000 უკუნაჩვენებია ღორის პროტეინებისადმი, ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტისადმი ჰიპერმგრძნობელობისას.
პაციენტებმა მწვავე პანკრეატიტით, ან ქრონიკული პანკრეატიტის გაწვავებით, არ უნდა მიიღონ პანზინორმი ფორტე 20 000. პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს 15 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებსაც აქვთ მუკოვისციდოზი.
განსაკუთრებული მითითებები სამკურნალო საშუალების გამოყენებისათვის
ტაბლეტის გარსი თავიდან აცილებს აქტიური პანკრეასული ფერმენტებით პირის ლორწოვანი გარსის დაზიანებას და იცავს ფერმენტებს კუჭის წვენის ზემოქმედებისაგან. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაუღეჭავად.
ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
სპეციალური ინფორმაცია პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების შესახებ
პანზინორმი ფორტე 20 000 შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრული დაავადებებით, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ფერმენტ ლაქტაზას დეფიციტი, ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი, არ უნდა მიიღონ პრეპარატი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პანკრეასული ფერმენტები ხელს უშლიან ფოლიუმის მჟავას შეწოვას. მსგავსი ეფექტის მქონე პრეპარატების (როგორიცაა ბიკარბონატი და ციმეტიდინი) ერთდროული გამოყენებისას და პანკრეასული ფერმენტების მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობისას, საჭიროა სისხლის შრატში ფოლატების კონცენტრაციის პერიოდული კონტროლი და/ან ფოლიუმის მჟავას უკმარისობის შევსება. კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტებმა შესაძლოა შეამცირონ აკარბოზას და მიგლიტოლის ეფექტურობა.
პანკრეასულმა ფერმენტებმა შეიძლება დააქვეითონ რკინის შეწოვა, მაგრამ ამ მოქმედების კლინიკური მნიშვნელობა არ გამოვლენილა.
პანზინორმი ფორტე 20 000 მჟავაგამძლე გარსი იშლება თორმეტგოჯა ნაწლავში. თუ თორმეტგოჯა ნაწლავში pH მნიშვნელოვნად დაქვეითებულია, პანკრეასული ფერმენტები არ გამონთავისუფლდებიან დროულად. H2 რეცეპტორების ინჰიბიტორებით და “პროტონის ტუმბოს” ინჰიბიტორებით თანმხლები მკურნალობა აძლიერებს პანკრეასული ფერმენტების მოქმედებას, რაც პანზნორმი ფორტე 20 000 შედარებით დაბალი დოზების დანიშვნის საშუალებას იძლევა.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
მონაცემები საზიანო ზემოქმედების შესახებ, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, არ არის. ფერმენტები არ აბსორბირდებიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ამის მიუხედავად, რისკის გამორიცხვა არ შეიძლება. FDA კლასიფიკაციის შესაბამისად, ორსულობისას პანკრეატინი მიკუთვნებულია C კატეგორიისათვის. გამოყენება ნაჩვენებია, თუ პოტენციური სარგებელი ამართლებს რისკს.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გავლენა დადგენილი არ არის.
ჭარბი დოზა
მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ჭარბი დოზა იწვევს სისტემურ ინტოქსიკაციას, არ არის.
სიმპტომები. ჭარვმა დოზამ შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, დიარეა, ჰიპერურიკემია და ჰიპერურიკოზურია, პერიანალური გაღიზიანება და ფიბროზული კოლონოპათია მხოლოდ მუკოვისციდოზით დაავადებულ პაციენტებში.
მკურნალობა. მოცემული ეფექტების განვითარებისას, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, პანზინორმი ფორტე 20 000 ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რექციები.
იშვიათი გვერდითი რეაქციები (10 000 პაციენტიდან 1-10) მოიცავს გულისრევას, ღებინებას, აბდომინურ ტკივილს, რბილ განავალს, ან შეკრულობას, კანის პერიორალურ, ან პერიანალურ გაღიზიანებას. მოცემული რეაქციები ვლინდება პრეპარატის მაღალი დოზების მიღებისას. როგორც წესი, მათ აქვთ მსუბუქი ხასიათი და მკურნალობის შეწყვეტას არ საჭიროებენ. პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას, ასევე შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერურიკემია და ჰიპერურიკოზურია.
ძალიან იშვიათი გვერდითი რეაქციები (10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) მოიცავს ალერგიულ რეაქციებს და ფიბროზულ კოლონოპათიას. გამონაყარის, ქავილის, სუნთქვის გაძნელების, მუცლის შებერილობის, აბდომინური ტკივილის, ან ნაწლავური სპაზმების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სპეციალისტთან მიმართვა.
აღწერილი გვერდითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, ასევე ისეთი გვერდითი რეაქციების გამოვლენისას, რომლებიც არ არის აღწერილი დანართ ფურცელში, გთხოვთ აცნობეთ ექიმს.
შენახვის პირობები
სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
შეფუთვა
მუყაოს კოლოფი 10 ტაბლეტით (ოპა/ალ/პვქ აპკის და ალუმინის ფოლგის 1 ბლისტერი 10 ტაბლეტით) ან 30 ტაბლეტით (ოპა/ალ/პვქ აპკის და ალუმინის ფოლგის 3 ბლისტერი 10 ტაბლეტით), ფურცელ-ჩანართთან ერთად.
მწარმოებელი
კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, შმარეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


