პაბალი
Pabal®
პაბალი გამოიყენება ქალების სამკურნალოდ, რომლებმაც ახლახანს იმშობიარეს საკეისრო კვეთით. ზოგიერთ ქალში საკეისრო კვეთის შემდეგ საშვილოსნო არ იკუმშება (იჭმუხნება) საკმარისად სწრაფად. ეს ზრდის ნორმაზე ჭარბი სისხლდენის ალბათობას. პაბალი კუმშავს საშვილოსნოს და აქედან გამომდინარე ამცირებს სისხლდენის რისკს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კარბეტოცინი (carbetocin)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მკგ/მლ 1მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი ფლაკონი №5
- მწარმოებელი
- Ferring GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის ჰორმონები და ანალოგები, ოქსიტოცინი და ანალოგები
- ATC კოდი
- H01BB03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-026418
- რეგისტრირებულია
- 2 ოქტომბერი 2018, მოქმედებს 2 ოქტომბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს ფერინგ ფარმაცევტიკალს ეს ეი-ს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- -
პაბალი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პაბალი გამოიყენება ქალების სამკურნალოდ, რომლებმაც ახლახანს იმშობიარეს საკეისრო კვეთით. ზოგიერთ ქალში საკეისრო კვეთის შემდეგ საშვილოსნო არ იკუმშება (იჭმუხნება) საკმარისად სწრაფად. ეს ზრდის ნორმაზე ჭარბი სისხლდენის ალბათობას. პაბალი კუმშავს საშვილოსნოს და აქედან გამომდინარე ამცირებს სისხლდენის რისკს. პაბალის აქტიური ინგრედიენტია კარბეტოცინი. ის გავს ოქსიტოცინს, რომელიც ორგანიზმში ბუნებრივად წარმოიქმნება და მშობიარობისას იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას.
მიღების წესი და დოზირება
პაბალი გამოიყენება ვენაში ინექციის სახით, საკეისრო კვეთისთანავე ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიით. დოზაა ერთი ფლაკონი (100 მიკროგრამი).
თუ ვინმე იყენებს საჭიროზე მეტ პაბალს
თუ შემთხვევით იღებთ ძალიან ბევრ პაბალს, საშვილოსნო შეიძლება ძალიან ძლიერად შეიკუმშოს, დაზიანდეს ან მოხდეს ძლიერი სისხლდენა. აგრეთვე შეიძლება აღგენიშნებოდეთ ძილიანობა, მოთენთილობა და თავის ტკივილი, რაც გამოწვეულია ორგანიზმში წყლის შეკავებით. გიმკურნალებენ სხვა საშუალებებით და შესაძლოა ქირურგიული ჩარევით.
სიფრთხილის ზომები
პაბალი არ უნდა გამოიყენონ ბავშვის დაბადებამდე.
პაბალის გამოყენებამდე თქვენმა ექიმმა უნდა იცოდეს თქვენი სამედიცინო მდგომარეობის შესახებ. აგრეთვე ექიმს უნდა აცნობოთ ახალი სიმპტომების შესახებ, რომლებიც ვითარდება პაბალით მკურანლობისას.
პაბალი არ უნდა გამოიყენოთ
თუ ალერგია გაქვთ არბეტოცინზე ან პაბალის სხვა ინგრედიენტების მიმართ (იხ. პარაგრაფი 6).
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადება
თუ გაქვთ პრე-ეკლამფსია (სისხლის მაღალი წნევა ორსულობის დროს) ან ეკლამფსია (ორსულობის ტოქსემია)
თუ გაქვთ გულის სერიოზული დაავადება
თუ გაქვთ ეპილეფსია
თუ როდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია ოქსიტოცინზე (ზოგჯერ გამოიყენება ნაკადით ან ინექციის სახით მშობოარობის დროს ან მის შემდეგ).
თუ რომელიმე აღნიშნული გეხებათ თქვენ, მიმართეთ ექიმს.
ექიმმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს პაბალის გამოყენებისას
თუ გაქვთ შაკიკი
თუ გაქვთ ასთმა
თუ გაქვთ გულის ან ცირკულაციის პრობლემები (როგორიცაა სისხლის მაღალი წნევა)
თუ გაქვთ სხვა სამედიცინო მდგომარეობა
თუ რომელიმე გეხებათ თქვენ, მიმართეთ ექიმს.
ბავშვები: არარელევანტურია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს თუ იღებთ ან ბოლო დროს მიღებული გაქვთ სხვა მედიკამენტები-რეცეპტის გარეშე გაცემული საშუალებების ჩათვლით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პაბალი არ უნდა გამოიყენონ ორსულობის დროს, მაგრამ შეიძლება მიიღონ საკეისრო კვეთით მშობიარობის შემდეგ.
კარბეტოცინის მცირე რაოდენობა გადადის სისხლიდან რძეში, მაგრამ დეგრადირდება ახალშობილის ნაწლავებში.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტმა, პაბალმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ ისინი ყველას არ უვითარდება.
ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს 100-დან მინიმუმ 10 შემთხვევაში. ეს მოიცავს შემდეგს:
გულისრევა
მუცლის ტკივილი
ქავილი
ალები (წითელი კანი)
სითბოს შეგრძნება
სისხლის დაბალი წნევა
თავის ტკივილი
კანკალი
სხვა გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითრდეს 100-დან 1-10 შემთხვევაში, მოიცავს შემდეგს:
ღებინება
თავბრუსხვევა
ზურგის ან გულმკერდის ტკივილი
მეტალის გემოს შეგრძნება
ანემია
სუნთქვის უკმარისობა
წვა
ნაკლებად ხშირად ზოგიერთ ქალს შეიძლება განუვითარდეს სწრაფი გულისცემა ან ოფლიანობა.
პაბალმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში წყლის შეკავება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, გულგრილობა და თავის ტკივილი.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ექთანს ან სანიტარს. ეს შეიძლება მოიცავდეს იმ მოვლენებსაც, რომლებიც ამ ინსტრუქციაში აღნიშნული არ არის. გვერდითი ეფექტების შეტყობინება შეგიძლიათ აგრეთვე პირდაპირ (იხ. ქვემოთ). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.
გაერთიანებული სამეფო
ყვითელი ფურცლების სქემა
ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard
ირლანდია
HPRA ფარმაკოზედამხედველობა
ერლსფორტ ტერასა, IRL – დუბლინი 2
ტელ: +353 1 6764971; ფაქსი: +353 1 6762517
ვებ-გვერდი www.hpra.ie
ელ-ფოსტა: [email protected]
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა კარბეტოცინი. ყოველი მილილიტრი შეიცავს 100 მიკროგრამ კარბეტოცინს. სხვა ინგრედიენტებია L-მეთიონინი, სუქცინის მჟავა, მანიტოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.
პაბალის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
პაბალი არის გამჭვირვალე, უფერო, საინექციო წყალი, გამზადებული ინტრავენური ინექციისთვის, გამოდის ხუთი 1მლ ფლაკონიანი შეფუთვით.
პაბალი უნდა გამოიყენონს მხოლოდ კარგად აღჭურვილმა სპეციალისტმა სამეანო განყოფილებაში.
მარკეტინგის ლიცენზიის მფლობელი
UK მარკეტინგის ლიცენზიის მფლობელი - PL 03194/0058 ფერინგ ფარმასეუტიკალს ლტდ, დრაიტონ ჰალ, ჩარჩ როუდი, ვესტ დრატონი
UB7 7PS, UK.
ირლანდიაში პროდუქტის ლიცენზიის მფლობელი-- PA 1009/21/1
ფერინგ აირლენდ ლტდ, იუნაიტედ დრაგ ჰაუს, მაგნა დრაივი, მაგნა ბიზნეს პარკი, სიტივესტ როუდი, დუბლინი 24
შენახვის პირობები
პაბალის ფლაკონები ინახება კოლოფში სინათლისგან დაცვისთვის. ინახება 30ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
უნდა გამოიყენონ მხოლოდ გამჭვირვალე, ნაწილაკებისგან პრაქტიკულად თავისუფალი ხსნარები.
პაბალი არ უნდა გამოიყენონ კოლოფზე და ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
პაბალი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
პაბალი®
100 მიკროგრამი/მლ საინექციო ხსნარი
კარბეტოცინი
პაბალის ინექციამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ მოვლენებსაც, რომლებიც ინსტრუქციაში ჩამოთვლილი არ არის. იხ. პარაგრაფი 4.
ამ ინსტრუქციაში
არის პაბალი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ პაბალის გამოყენებამდე
როგორ მიიღება პაბალი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორ ინახება პაბალი
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რა არის პაბალი და რისთვის გამოიყენება
პაბალი გამოიყენება ქალების სამკურნალოდ, რომლებმაც ახლახანს იმშობიარეს საკეისრო კვეთით. ზოგიერთ ქალში საკეისრო კვეთის შემდეგ საშვილოსნო არ იკუმშება (იჭმუხნება) საკმარისად სწრაფად. ეს ზრდის ნორმაზე ჭარბი სისხლდენის ალბათობას. პაბალი კუმშავს საშვილოსნოს და აქედან გამომდინარე ამცირებს სისხლდენის რისკს. პაბალის აქტიური ინგრედიენტია კარბეტოცინი. ის გავს ოქსიტოცინს, რომელიც ორგანიზმში ბუნებრივად წარმოიქმნება და მშობიარობისას იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას.
რა უნდა იცოდეთ პაბალის გამოყენებამდე
პაბალი არ უნდა გამოიყენონ ბავშვის დაბადებამდე.
პაბალის გამოყენებამდე თქვენმა ექიმმა უნდა იცოდეს თქვენი სამედიცინო მდგომარეობის შესახებ. აგრეთვე ექიმს უნდა აცნობოთ ახალი სიმპტომების შესახებ, რომლებიც ვითარდება პაბალით მკურანლობისას.
პაბალი არ უნდა გამოიყენოთ
თუ ალერგია გაქვთ არბეტოცინზე ან პაბალის სხვა ინგრედიენტების მიმართ (იხ. პარაგრაფი 6).
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადება
თუ გაქვთ პრე-ეკლამფსია (სისხლის მაღალი წნევა ორსულობის დროს) ან ეკლამფსია (ორსულობის ტოქსემია)
თუ გაქვთ გულის სერიოზული დაავადება
თუ გაქვთ ეპილეფსია
თუ როდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია ოქსიტოცინზე (ზოგჯერ გამოიყენება ნაკადით ან ინექციის სახით მშობოარობის დროს ან მის შემდეგ).
თუ რომელიმე აღნიშნული გეხებათ თქვენ, მიმართეთ ექიმს.
ექიმმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს პაბალის გამოყენებისას
თუ გაქვთ შაკიკი
თუ გაქვთ ასთმა
თუ გაქვთ გულის ან ცირკულაციის პრობლემები (როგორიცაა სისხლის მაღალი წნევა)
თუ გაქვთ სხვა სამედიცინო მდგომარეობა
თუ რომელიმე გეხებათ თქვენ, მიმართეთ ექიმს.
ბავშვები: არარელევანტურია.
სხვა მედიკამენტები და პაბალი
აცნობეთ ექიმს თუ იღებთ ან ბოლო დროს მიღებული გაქვთ სხვა მედიკამენტები-რეცეპტის გარეშე გაცემული საშუალებების ჩათვლით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პაბალი არ უნდა გამოიყენონ ორსულობის დროს, მაგრამ შეიძლება მიიღონ საკეისრო კვეთით მშობიარობის შემდეგ.
კარბეტოცინის მცირე რაოდენობა გადადის სისხლიდან რძეში, მაგრამ დეგრადირდება ახალშობილის ნაწლავებში.
როგორ გამოიყენება პაბალი
პაბალი გამოიყენება ვენაში ინექციის სახით, საკეისრო კვეთისთანავე ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიით. დოზაა ერთი ფლაკონი (100 მიკროგრამი).
თუ ვინმე იყენებს საჭიროზე მეტ პაბალს
თუ შემთხვევით იღებთ ძალიან ბევრ პაბალს, საშვილოსნო შეიძლება ძალიან ძლიერად შეიკუმშოს, დაზიანდეს ან მოხდეს ძლიერი სისხლდენა. აგრეთვე შეიძლება აღგენიშნებოდეთ ძილიანობა, მოთენთილობა და თავის ტკივილი, რაც გამოწვეულია ორგანიზმში წყლის შეკავებით. გიმკურნალებენ სხვა საშუალებებით და შესაძლოა ქირურგიული ჩარევით.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა მედიკამენტმა, პაბალმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ ისინი ყველას არ უვითარდება.
ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს 100-დან მინიმუმ 10 შემთხვევაში. ეს მოიცავს შემდეგს:
გულისრევა
მუცლის ტკივილი
ქავილი
ალები (წითელი კანი)
სითბოს შეგრძნება
სისხლის დაბალი წნევა
თავის ტკივილი
კანკალი
სხვა გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითრდეს 100-დან 1-10 შემთხვევაში, მოიცავს შემდეგს:
ღებინება
თავბრუსხვევა
ზურგის ან გულმკერდის ტკივილი
მეტალის გემოს შეგრძნება
ანემია
სუნთქვის უკმარისობა
წვა
ნაკლებად ხშირად ზოგიერთ ქალს შეიძლება განუვითარდეს სწრაფი გულისცემა ან ოფლიანობა.
პაბალმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში წყლის შეკავება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, გულგრილობა და თავის ტკივილი.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ექთანს ან სანიტარს. ეს შეიძლება მოიცავდეს იმ მოვლენებსაც, რომლებიც ამ ინსტრუქციაში აღნიშნული არ არის. გვერდითი ეფექტების შეტყობინება შეგიძლიათ აგრეთვე პირდაპირ (იხ. ქვემოთ). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.
გაერთიანებული სამეფო
ყვითელი ფურცლების სქემა
ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard
ირლანდია
HPRA ფარმაკოზედამხედველობა
ერლსფორტ ტერასა, IRL – დუბლინი 2
ტელ: +353 1 6764971; ფაქსი: +353 1 6762517
ვებ-გვერდი www.hpra.ie
ელ-ფოსტა: [email protected]
როგორ ინახება პაბალი
პაბალის ფლაკონები ინახება კოლოფში სინათლისგან დაცვისთვის. ინახება 30ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
უნდა გამოიყენონ მხოლოდ გამჭვირვალე, ნაწილაკებისგან პრაქტიკულად თავისუფალი ხსნარები.
პაბალი არ უნდა გამოიყენონ კოლოფზე და ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
პაბალი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს პაბალი
აქტიური ნივთიერებაა კარბეტოცინი. ყოველი მილილიტრი შეიცავს 100 მიკროგრამ კარბეტოცინს. სხვა ინგრედიენტებია L-მეთიონინი, სუქცინის მჟავა, მანიტოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.
პაბალის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
პაბალი არის გამჭვირვალე, უფერო, საინექციო წყალი, გამზადებული ინტრავენური ინექციისთვის, გამოდის ხუთი 1მლ ფლაკონიანი შეფუთვით.
პაბალი უნდა გამოიყენონს მხოლოდ კარგად აღჭურვილმა სპეციალისტმა სამეანო განყოფილებაში.
მარკეტინგის ლიცენზიის მფლობელი
UK მარკეტინგის ლიცენზიის მფლობელი - PL 03194/0058 ფერინგ ფარმასეუტიკალს ლტდ, დრაიტონ ჰალ, ჩარჩ როუდი, ვესტ დრატონი
UB7 7PS, UK.
ირლანდიაში პროდუქტის ლიცენზიის მფლობელი-- PA 1009/21/1
ფერინგ აირლენდ ლტდ, იუნაიტედ დრაგ ჰაუს, მაგნა დრაივი, მაგნა ბიზნეს პარკი, სიტივესტ როუდი, დუბლინი 24
მწარმოებელი
ფერინგ გმბჰ, ვიტტლანდ 11, 11, D-24109 კილი, გერმანია
ეს სამედიცინო პროდუქტი ლიცენზირებულია ევროპის ეკონომიკური ზონის სხვა წევრ სახელმწიფოებში შემდეგი სახელწოდებებით: პაბალი/დურატოცინი/დურატობალი
ინსტრუქციის ბოლო რევიზია მოხდა 2016 წლის აპრილში.
პაბალი, ფერინგ და ფერინგ ლოგო არის ფერინგ ბ.ვ-ს სავაჭრო ნიშნები.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


