ოქტაგამი, იმუნოგლობულინების სახელით ცნობილ წამლის ჯგუფში შედის. ოქტაგამის 5გ/100მლ ფლაკონის თითოეული მლ 50 მგ ადამიანის იმუნოგლობულინის შემცველ 10 მლ-იან საინფუზიო ხსნარს შეიცავს, რომელიც შეფუთვაშია მოთავსებული. ხსნარი გამჭვირვალე ანდა მცირედ შემღვრეულია, უფერო ანდა მსუბუქად ყვითელი ფერისაა. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (human normal immunoglobulin g)
- ფორმა და შეფუთვა
- 5გ 100 მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- იმუნური შრატები და იმუნოგლობულინები, ადამიანის ნორმალური იმუნოგლობულინები
- ATC კოდი
- J06BA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0034
- რეგისტრირებულია
- 23 მარტი 2022, მოქმედებს 23 მარტი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
ოქტაგამი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ოქტაგამი, იმუნოგლობულინების სახელით ცნობილ წამლის ჯგუფში შედის. ოქტაგამის 5გ/100მლ ფლაკონის თითოეული მლ 50 მგ ადამიანის იმუნოგლობულინის შემცველ 10 მლ-იან საინფუზიო ხსნარს შეიცავს, რომელიც შეფუთვაშია მოთავსებული. ხსნარი გამჭვირვალე ანდა მცირედ შემღვრეულია, უფერო ანდა მსუბუქად ყვითელი ფერისაა.
აღნიშნული პრეპარატი, თქვენს სისხლშიც არსებულ, ადამიანის ანტისხეულებს შეიცავს. ანტისხეულები ორგანიზმს მიკრობულ დაავადებებთან (ინფექციებთან) ბრძოლაში ეხმარება.
საკმარისი დოზით მიღებულ ოქტაგამს შეუძლია ანორმალურ დონემდე დაბალი Ig G მაჩვენებელის ნორმალურ დონემდე წამოწევა.
ოქტაგამის 5გ/100მლ ხსნარს სხვადასხვა ინფექციური აგენტების მიმართ ანტისხეულთა ფართო სპექტრი გააჩნია.
ოქტაგამი ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს გამოიყენება:
- იმუნური სისტემის უკმარისობის დროს ჩანაცვლებითი თერაპიის მიზნით;
- იმუნური სისტემის თანდაყოლილი უკმარისობის დროს, რომლის დროსაც ანტისხეულების გამომუშავება დარღვეულია (პირველადი იმუნური უკმარისობის სინდრომი)
- ავადმყოფებში, ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიით(სისხლის სიმსივნის სახეობა), რომლის დროსაც ვლინდება ჰიპოგამაგლობულინემია (სხეულში არსებული იმუნური პროტეინების დონის დაქვეითება), ანტიბიოტიკების არასაკმარისი ეფექტიანობის დროს, განმეორებითი ინფეციების დროს
- ავადმყოფებში მრავლობითი მიელომის (ძვლის ტვინის სიმსივნის სახეობა) დაავადებით, რომლებთანაც ვლინდება ჰიპოგამაგლბულინემია, როცა პნევმოკოკური ინფექციის წინააღმდეგ გაკეთებული იმუნიზაცია არასაკამრისია, ასევე განმეორებითი ბაქტერიული ინფექციების დროს
- ბავშვებსა და მოზარდებში, რომელთაც აქვთ თანდაყოლილი ადამიანის შეძენილი იმუნოფეფიციტური სინდრომი და განმეორებითი ინფექციები
- ავადმყოფებში, რომელთაც სხვა პიროვნებიდან ღეროვანი უჯრედების გადანერგვა აქვთ გაკეთებული (ღეროვანი უჯრედების ალოგენური ტრანსპლანტაცია)და გადანერგვის შემდეგ გამოვლენილი ჰიპოგამაგლობულინემიის დროს
- იმუნური სისტემის დასარეგულირებელი ეფექტისთვის
- იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევის გამო თრომბოციტების რაოდენობის დაცემის შემთხვევაში (იმუნური თრომბოციტოპენია),სისხლდენის მაღალი რისკის გამო ანდა ქირურგიულ ჩარევამდე, როცა საჭიროა თრომბოციტების რაოდენობის მომატება
- გილიან ბარის სინდრომის დროს (ვირუსული ინფექციების შემდეგ განვითარებული დარღვევები)
- კავასაკის დაავადების დროს (სისხლძარღვების დაავადება, რომელიც ძირითადად ბავშვებში ვლინდება)
- მულტიფოკალური მოტორული ნეიროპათიის დროს(იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევის გამო მოტორული ნერვების დაზიანება)
- ქრონიკული ანთებითი დემიელინიზებული პოლინოროპათია (ნერვული დაავადების ერთერთი სახეობის მწვავე მკურნალობის დროს)
- Myastenia gravis- დროს ბულბარული დაზიანებისას (დაავადება -კუნთოვანი სისუსტის კლინიკით)
- ოქტაგამის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ოქტაგამი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს: თუ
ადამიანის იმუნოგლობულინის ანდა წამლის შემადგენლობაში არსებული ნივთიერების მიმართ ალერგია ანდა მომატებული მგრძნობელობა გაქვთ (ნახეთ ზემოთ: ,, დამხმარე ნივთიერებები’’)
იმუნოგლობულინ A დონის დაქვეითება გაქვთ, რომელსაც თან ახლავს Anti IgA ანტისხეულების არსებობა (IgA უკმარისობა)
ოქტაგამი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ:
ოქტაგამი ადამიანის სისხლის სითხოვანი ნაწილიდან(პლაზმიდან) მიიღება. ამიტომ, ხდება ადამინებისგან სისხლის აღება და ამ სისხლის პლაზმიდან სარგებელის მიღება. როცა წამლების წარმოება ადამიანის სისხლის ანდა პლაზმისგან ხდება, საჭიროა გადამდები დაავადებების პრევენციის ღონისძიებების გატარება. აღნიშნული ღონისძიებებია: იმ დონორების(სისხლის გამღები პირების) იდენტიფიცირება, რომელთაც დაავადების ტარების რისკი აქვთ, სისხლის და პლაზმის დონორების ფრთხილად შერჩევა და ყოველი სისხლის აღების დროს ინფექციური/ვირუსული ნიშნების მხრივ სისხლის და პლაზმის მასალის შეფასება. ამ პროდუქციის მწარმოებლები სისხლის და პლაზმის დამუშვების პროცესში ვირუსებისგან გაწმენდას ანდა დეაქტივაციის ღონისძიებებსაც ახორციელებენ.
სიფრთხილის ყველა ზომების მიღების მიუხედავად, ადამიანის სისხლის ანდა პლაზმისგან მომზადებული წამლების ავადმყოფებში გამოყენებისას, ინფექციის გადადების რისკი სრულად ვერ აღმოიფხვრება, აღნიშნული საკითხი ეხება ჯერ კიდევ უცნობ ანდა შემდგომში გამოვლენილი ვირუსების ანდა შეშლილი ძროხის დაავადების (კრეიცფელდტ–იაკობის დაავადება) მსგავს სხვადასხვა ინფექციებს.
ითვლება, რომ ოქტაგამის წარმოებისთვის მიღებული ზომები ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის-(HIV), B ჰეპატიტის და C ჰეპატიტის მსგავსი გარსით დაფარული ვირუსების მიმართ ეფექტურია. მაშინ, როცა მიღებული ზომების ეფექტურობა A ჰეპატიტის და პარვოვირუს B19 -ის მსგავსი ვირუსების (გარსის გარეშე ვირუსები) შემთხვევაში შეზღუდულია. ოქტაგამი შეიცავს განსაზღვრულ ანტისეულებს, რომელთაც შეუძლიათ A ჰეპატიტის და პარვოვირუს B19 - ინფექციების შესაშლო გამოვლენის შეფერხებას. იმისათვის, რომ მომავალში გამოვლენილ დაავადებასა და სამკურნალოდ გამოყენებულ პროდუქტს შორის კავშირის ალბათობაზე ვიფიქროთ, საჭიროა გამოყენებული პროდუქტის სახელის და სერიის ნომერის ჩაწერა და შენახვა.
ოქტაგამის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
არასასურველი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, საჭიროა გამოყენების სიხშირის შემცირება ანდა წამლის მიღების შეწყვეტა. არასასურველი გვერდითი ეფექტის მკურნალობა დამოკიდებულია გამოვლენილ გევრდით ეფექტსა და მის სიმძიმეზე.
ვირუსული უსაფრთხოება
ადამიანის სისხლის ანდა პლაზმისგან წამლის მომზადებისას, ავადმყოფზე ინფექციის გადატანის თავიდან აცილების მიზნით ღონისძიებები ტარდება. აღნიშნული ღონისძიებები ქვემოთაა მოცემული:
ადამიანები, რომლებიც სისხლს და პლაზმას აბარებენ, ინფექციის მტარებლობის მხრივ ყურადღებით შეირჩევა
ყოველი სისხლის ანდა პლაზმის ჩაბარებისას, ხდება ვირუსის/ინფექციის მხრივ საკონტროლო კვლევები
კანის ანდა პლაზმის დამუშვების პროცესში ხდება ვირუსების ინაქტივაცია ანდა გამოყოფა
სიფრთხილის ყველა ზომების მიღების მიუხედავად, ადამიანის სისხლის ანდა პლაზმისგან მომზადებული წამლების ავადმყოფებში გამოყენებისას, ინფექციის გადადების რისკი სრულად ვერ აღმოიფხვრება, აღნიშნული საკითხი ეხება ჯერ კიდევ უცნობ ანდა შემდგომში გამოვლენილ ვირუსებს ანდა სხვა პათოგენებს.
აღიარებული უნდა იქნას, რომ მიღებული ზომები ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის-(HIV), B ჰეპატიტის და C ჰეპატიტის მსგავსი გარსით დაფარული ვირუსების მიმართ ეფექტურია.
მიღებული ზომების ეფექტურობა A ჰეპატიტის და პარვოვირუს B19 -ის მსგავსი ვირუსების (გარსის გარეშე ვირუსები) შემთხვევაში შეზღუდულია.
ავადმყოფებზე A ჰეპატიტის ანდა პარვოვირუს B19 -ის გადადების კავშირი იმუნოგლობულინების გამოყენებასთან არ არის დადასტურებული.
მკაცრად რეკომენდირებულია, რომ წამლის ყოველი გამოყენებისას ჩაინიშნოთ წამლის სახელი და სერიის ნომერი, ამ გზით შესაძლებელი იქნება გამოყენებული წამლის სერიაზე დაკვირვება.
ალერგია სიმინდზე
ოქტაგამი, სიმინდისგან მიღებულ მალტოზას შეიცავს. მალტოზა/სიმინდის სახამებელის შემცველი სხვა პროდუქტების ინფუზიით, ალერგიული რეაქციების გამოვლენაა დაფიქსირებული, ამ დროს ან ოქტაგამის გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავოთ, ან ოქტაგამის ინფუზიის დროს მომატებული მგრძნობელობის რეაქციების ნიშნების და სიმპტომების მხრივ მკაცრი დაკვირვება უნდა მოხდეს.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენებისას კონკრეტული ანდა დამატებითი გაფრთხილება ანდა ღონისძიება არ არსებობს.
ბიოლოგიური სამედიცინო პროდუქტების კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებული პროდუქტის სახელი და სერიის ნომერი ავამდყოფის ისტორიაში აუცილებლად უნდა ჩაინიშნოს.
მიღების წესი და დოზირება
აღნიშნული ჩანაცვლებითი თერაპია გამოცდილი სპეციალისტის მიერ ხორცილედება, მისი კონტროლის ქვეშ ხდება მკურნალობის დაწყება და დაკვირვება.
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
წამლის ზოდა და შეყვანის ფორმა დაავადების და მისი გამოვლენის სიხშირის მიხედვით იცვლება. წამლის გამოყენება და დოზები დამოკიდებულია მკურნალობაზე მიღებულ შედეგზე და წამლის სხეულში შეწოვის ხარისხზე, ასევე წამლის სხეულში გავრცელებასა და გამოყოფაზე.
ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია წამლის გამოყენების ფორმასა და დოზებთან დაკვშირებით, რომლითაც შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ.
ავადმყოფთა ჩანაცვლებით თერაპია იმუნური სისტემის თანდაყოლილი უკმარისობისას (პირველადი იმუნური უკმარიობა)
წამლის დოზა, სულ ცოტა 500-600 მგ/დლ უნდა იყოს,რომელიც შემდგომი დოზის მიცემამდე გაზომილი წამლის დონის მაჩვენებელია და ამ ფორმით უნდა გაგრძელდეს დოზის შესაბამისი რეგულაციით. ამ ბალანსის უზრუნველყოფას შეიძლება დასჭირდეს მკურნალობის დაწყებიდან 3-6 თვე.
დასაწყისისთვის რეკომენდირებული დოზაა 0,4-0,8 გ/კგ, ინფუზიის შემდეგ კი ყოველ 3-4 კვირაში ერთხელ 0,2 გ/კგ.
სისხლში იმუნოგლობულინების 500-600მგ/დლ უზრუნველყოფისთვის საჭირო დოზაა საშუალოდ 0,2-0,8 გ/კგ/თვეში. ამ დონის მიღწევის შემდეგ მკურნალობის გაგრძელებისას დოზა 3-4 კვირის შუალედში შეიცვლება.
ავადმყოფებში, ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიით, რომელთაც უვლინდებათ ჰიპოგამაგლობულინემია (სხეულში არსებული იმუნური პროტეინების დაცემა, დაქვეითება), ინფექციის თავიდან აცილების მიზნით ანტიბიოტიკოთერაპიის უძლურობისას, განმეორებითი ინფექციის შემთხვევაში,
ავადმყოფებს, მრავლობითი მიელომით( ძვლის ტვინის სიმსივნის ერთ-ერთი ფორმა), რომლებთანაც ვლინდება ჰიპოგამაგლობულინემია, პნევმონიური ინფექციის საწინაღმდეგოდ გაკეთებული აცრის უძლურობის გამო განმეორებითი ბაქტერიული ინფექციების შემთხვევაში,
ბავშვები და მოზარდები, რომელთაც აქვთ თანდაყოლილი ადამიანის იმუნოდეფიციტური დაავადება, განმეორებითი ინფექციები,
რეკომენდირებული დოზაა 3-4 კვირაში ერთხელ 0,2-0,4 გ/კგ.
ავადმყოფებში, რომელთაც გაკეთებული აქვთ ღეროვანი უჯრედების გადანერგვა სხვა პირიდან (ალოგენური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია) და გადატანილი აქვთ ინფექციები და Ig G დონე < 400მგ/დლ,
რეკომენდირებული დოზაა 3-4 კვირაში ერთხელ 0,2-0,4 გ/კგ. ამ დროს სისხლის შრატში სტაბილური დონე >500 მგ/დლ უნდა შენარჩუნდეს.
თანდაყოლილი თრომბოციტოპენიისას (პირველადი იმუნური თრომბოციტოპენია),
არსებობს დოზების სქემის ორი ალტერნატიული ვარიანტი:
პირველ დღეს კეთდება 0,8-1 გ/კგ და დოზა 3 დღეში ერთხელ მეორდება
2-5 დღის განმავლობაში 4 გ/კგ/დღეში გაკეთდება
დაავადების გამეორებისას, მკურნალობის გამეორება შეიძლება.
გილიან ბარის სინდრომი
5 დღის განმავლობაში 0,5 გ/კგ დოზა გაკეთდება.
კავასაკის დაავადება
8-12 საათის განმავლობაში ერთჯერადი დოზა 2 გ/კგ გაკეთდება და მიეცემა აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად.
მულტიფოკალური მოტორული ნეიროპათიული დაავადება
საწყისი დოზაა: 2-5 დღის განმავლობაში დაყოფილი დოზებით 2 გ/კგ.
დამატებითი დოზაა: 2-6 კვირაში ერთხელ 1-2 გ/კგ.
ქრონიკული ანთებითი დემიელინიზებული პოლინეიროპათია
რეკომენდირებული საწყისი დოზაა: ზედიზედ 2-5 დღის განმალობაში დაყოფილი დოზები-ჯამში 2 გ/კგ. მკურნალობაზე შედეგის არ არსებობისას, 3 კვირაში ერთხელ 1გ/კგ, ტოტალური დოზა: 1-2 დღეში მიეცემა და თუ 2 თვის ბოლოს მკურნალობაზე შედეგი ვერ მიიღება, მკურნალობა შეწყდება.
დამატებითი დოზა:თუ საწყის მკურნალობაზე შედეგი მიღებული იქნა, 3 კვირაში ერთხელ 0,4-1 გ/კგ მიეცემა, ტოტალური დოზა- 1-2 დღეში გაკეთდება. რეკომენდირებული დოზა იქნება ის დოზა, რომელზეც მიღებული იქნება მაქსიმალური შედეგი, დოზას ექიმი განსაზღვრავს. ყველაზე დაბალი ეფექტური დამატებითი დოზის განსაზღვრამდე, დოზა შემცირდება და გაკეთების სიხშირე დარეგულირდება.
მიასთენია გრავის- კუნთების დაავადება
ამ შემთხვევაში, თუ სხვა სპეციალურ მკურნალობებზე შედეგი ვერ იქნება მიღებული, კრიტიკულ ფაზაში 5 დღის განმავლობაში 0,4 გ/კგ/დღეში დოზა შეიყვანება.
მიცემის გზა და მეთოდი:
ოქტაგამი ვენაში (ინტრავენური) გზით ინფუზიით შეიყვანება.
ექიმი განსაზღვრავს წამლის მიცემის სიჩქარეს. გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, წამლის შეყვანის სიჩქარე შენელდება ანდა სრულად შეწყდება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
წამლის დოზა სხეულის წონის და მკურნალობაზე მიცემული პასუხის შესაბამისად განისაზღვრება. ბავშვებსა და მოზარდებისთვის (0-18 წლის) ზრდასრულებთან შედარებით დოზებში განსხვავება არ არის.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულ ავადმყოფებში (65 წლის და მეტი ), რეკომენდირებულია წამლის მიცემის ყველაზე დაბალი სიჩქარე და დაბალი დოზა.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან OCTAGAM-ის რომელიმე კომპონენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია ნაწილში 6.1 (იხ. პუნქტი 4.4).
ჰიპერმგრძნობელობა ადამიანის იმუნოგლობულინების მიმართ; განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ ანტისხეულები IgA-ს მიმართ.
სიფრთხილის ზომები
თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:
თუ თირკმლის უკმარისობის რისკი არსებობს, რეკომენდირებულია წამლის მიცემის ყველაზე დაბალი სიჩქარე და დაბალი დოზა.
ღვიძლის უკმარისობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ მოიპოვება.
თუ ფიქრობთ, რომ ოქტაგამის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ ოქტაგამის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ ოქტაგამის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, სისხლი შეიძლება გამუქდეს და შესქელდეს. ეს მდგომარეობა, განსაკუთრებუთ ხანდაზმულებში და თირკმლის პრობლემების მქონე ავადმყოფებში შეიძლება გამოვლინდეს.
თუ ოქტაგამის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
თუ ოქტაგამის მიღება დაგავიწყდათ
თქვენს ექიმს მიმართეთ.
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც ოქტაგამით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
ოქტაგამის გამოყენების დოზა, მიღების სიხშირე და მკურნალობის დროის ხანგრძლივობა ექიმის მიერ სიფრთხილით განისაზღვრება. მკურნალობის დასრულების შემდეგ გამოვლენილი ეფექტების შესახებ თქვენ ექიმს აცნოებთ.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამალში, ოქტაგამში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები,მაგრამ ეს გვერდითი ეფექტები ამ წამლის მომხმარებელ ყველა ავადმყოფთან არ ვლინდება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
იმუნოგლობულინის ინექციის შემდეგ, პაციენტის სისხლში დროებით იზრდება სხვადასხვა პასიურად გადაცემული ანტისხეულები.
ამ ანტისხეულებმა შეიძლება გამოიწვიონ ცრუ დადებითი შედეგები სეროლოგიურ ტესტებში. ანტისხეულების პასიურმა გადაცემამ ერითროციტების ანტიგენებზე, როგორიცაა A, B, D, შეიძლება ხელი შეუშალოს ზოგიერთ სეროლოგიურ ტესტს, როგორიცაა პირდაპირი ანტიგლობულინის ტესტი (DAT, პირდაპირი Coombs ტესტი) წითელი უჯრედების ანტისხეულებისთვის.
ინფექციის გამომწვევი ბაქტერიები
ადამიანის სისხლიდან ან პლაზმიდან მომზადებული მედიკამენტების გამოყენების შედეგად გამოწვეული ინფექციების პრევენციის სტანდარტული ზომები მოიცავენ დონორების შერჩევას, ინდივიდუალური დონაციის და პლაზმური მარაგის სკრინინგს ინფექციის სპეციფიკური მარკერებისთვის და ეფექტური წარმოების ეტაპების ჩართვას ვირუსების ინაქტივაციის/აღმოფხვრისათვის. თუმცა, თუ გამოიყენება ადამიანის სისხლიდან ან პლაზმიდან მომზადებული პროდუქტები, ინფექციური აგენტების გადაცემის შესაძლებლობა სრულად არ არის გამორიცხული. ეს ასევე მოიცავს უცნობ ან განვითარებად ვირუსებს და სხვა პათოგენებს.
მიღებული ზომები ეფექტურია გარსიანი ვირუსებისთვის, როგორიცაა აივ, HBV და HCV.
მიღებულ ზომები შესაძლოა ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს უგარსო ვირუსებისთვის, როგორიცაა HAV და პარვოვირუსი B19.
არსებობს დამამშვიდებელი კლინიკური გამოცდილებები იმის შესახებ, რომ იმუნოგლობულინებით არ ხდება A ჰეპატიტის ან B19 პარვოვირუსის გადაცემა და მოსალოდნელია, რომ ანტისხეულების შემცველობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ვირუსულ უსაფრთხოებაში.
ოქტაგამის დანიშნისას ყოველთვის აუცილებელია, რომ ჩაინიშნოთ პრეპარატის სახელი და სერიის ნომერი, რათა შესაძლებელი იყოს მედიკამენტის სერიის ნომრის მიხედვით პაციენტის იდენტიფიცირება.
ტრანსფუზიასთან დაკავშირებული ფილტვის მწვავე დაზიანება (TRALI)
არსებობს ცნობები არაკარდიოგენური ფილტვის შეშუპების შესახებ (ტრანსფუზიასთან დაკავშირებული ფილტვის მწვავე დაზიანება-TRALI-) პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ IVIg პროდუქტებით. ამიტომ, ოქტაგამის ამ გვერდითი ეფექტის შესაძლებლობა სრულად არ არის გამორიცხული, მიუხედავად იმისა, რომ ის დღემდე არ გამოვლენილა ოქტაგამის თერაპისას. TRALI-ს ახასიათებს მძიმე რესპირატორული დისტრესი, ფილტვის შეშუპება, ჰიპოქსემია, მარცხენა პარკუჭის ნორმალური ფუნქცია და ცხელება. სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 1-6 საათში.
ერითროციტების დალექვის სიჩქარის (ცრუ) ზრდა
პაციენტებში, რომლებიც იტარებენ IVIg-ით მკურნალობას შესაძლოა გამოვლინდეს ერითროციტების დალექვის სიჩქარის მომატების ცრუ მაჩვენებლები (არაანთებითი მატება).
ცირკულაციის (მოცულობის) გადატვირთვა
სისხლის მიმოქცევის (მოცულობის) გადატვირთვა შეიძლება მოხდეს, როდესაც შეყვანილი IVIg-ის მოცულობა (ან ნებისმიერი სხვა სისხლი ან პლაზმიდან მიღებული პროდუქტი) და სხვა თანმხლები ინფუზიები იწვევენ მწვავე ჰიპერვოლემიას და ფილტვის მწვავე შეშუპებას.
ადგილობრივი რეაქციები ინექციის ადგილზე
აღწერილია ადგილობრივი რეაქციები ინექციის ადგილზე. ეს რეაქციები შეიძლება მოიცავდეს ექსტრავაზაციას, ინფუზიის ადგილზე ერითემას, ინფუზიის ადგილზე ქავილს და მსგავს სიმპტომებს.
პედიატრიული პოპულაცია
არ არსებობს განსაკუთრებული ან დამატებითი გაფრთხილებები პედიატრიული მოსახლეობისთვის. ბიოლოგიური სამკურნალო საშუალებების მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, პაციენტის საქმეში უნდა ჩაიწეროს გამოყენებული პროდუქტის სავაჭრო დასახელება და სერიული ნომერი.
ნატრიუმის შემცველობა
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 0,015 მმოლ (ან 0,35 მგ) ნატრიუმს ყოველ მლ-ზე. ეს გასათვალისწინებელია პაციენტებისთვის, რომლებიც იცავენ უნატრიემო დიეტას. ბიოლოგიური სამკურნალო საშუალებების მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, პაციენტის ოქმში უნდა ჩაიწეროს გამოყენებული პროდუქტის სავაჭრო დასახელება და სერიული ნომერი.
- 5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
საინფუზიო მილი შეიძლება გაირეცხოს 0,9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარით ან 5% დექსტროზის წყალში ოქტაგამის გამოყენებამდე და მის შემდეგ.
ურთიერთქმედება დასუსტებული ვირუსის ცოცხალ ვაქცინებთან
იმუნოგლობულინის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს დასუსტებული ვირუსის ცოცხალი ვაქცინების ეფექტურობა, როგორიცაა წითელა, წითურა, ყბაყურა და ჩუტყვავილა მინიმუმ 6 კვირიდან 3 თვემდე. ამ პროდუქტის შეყვანის შემდეგ უნდა გავიდეს 3 თვე დასუსტებული ვირუსის ცოცხალი ვაქცინაციით ვაქცინაციამდე. წითელას დროს ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს 1 წლამდე. ამიტომ საჭიროა შემოწმდეს იმ პაციენტების ანტისხეულების სტატუსი, რომლებშიც უნდა ჩატარდეს წითელას ვაქცინაცია.
სისხლში გლუკოზის ტესტები
ზოგიერთი ტიპის სისხლში გლუკოზის ტესტირების სისტემები (მაგალითად, გლუკოზადეჰიდროგენაზას პიროლოქინოლინკინონზე (GDH-PQQ) ან გლუკოზა-საღებავ-ოქსიდორედუქტაზას მეთოდებზე დაფუძნებული) შეიცნობენ მალტოზას (100 მგ/მლ) ოქტაგამში არასწორად, როგორც გლუკოზას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ინფუზიის დროს და ინფუზიის დასრულებიდან დაახლოებით 15 საათის განმავლობაში მაღალი გლუკოზის მცდარი შედეგები, რაც გამოიწვევს ინსულინის არასწორად შეყვანას, რაც გამოიწვევს სიცოცხლისთვის საშიშ ჰიპოგლიკემიას. ასევე, თუ ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა შენიღბულია მაღალი გლუკოზის არასწორი ინტერპრეტაციით, ეს გამოიწვევს ჭეშმარიტი ჰიპოგლიკემიის არსებობის შემთხვევაშიც უშედეგო მკურნალობას. შესაბამისად, როდესაც ხდება ოქტაგამის ან მალტოზას შემცველი სხვა პარენტერალური პროდუქტების შეყვანა, სისხლში გლუკოზის გაზომვა უნდა მოხდეს გლუკოზის სპეციფიკური მეთოდით.
პროდუქტის ინფორმაცია სისხლში გლუკოზის ტესტირების სისტემის შესახებ, ტესტის ზოლების ჩათვლით, გულდასმით უნდა შემოწმდეს, რათა დადგინდეს ვარგისია თუ არა იგი მალტოზის შემცველ პარენტერალურ პროდუქტებთან გამოსაყენებლად. ეჭვის შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ ტესტის სისტემის მწარმოებელს, რათა დადგინდეს, არის თუ არა ის შესაფერისი მალტოზას შემცველი პარენტერალური პროდუქტებთან ერთად გამოყენებისათვის.
პედიატრიული პოპულაციები
პედიატრიულ პოპულაციაზე სპეციფიკური ან დამატებითი ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ ორსულად ხართ, ანდა დაორსულების შესაძლებლობა არსებობს ანდა ორსულობას გეგმავთ, ამ წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს მიმართეთ.
ამ წამლის ორსულობის დროს გამოყენების შემთხვევაში, მისი უსაფრთხოება კონტროლირებადი კლინიკური კვლევებით არ არის დადასტურებული.
ამიტომ, ორსულ ქალებში მისი გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს. ცნობილია, რომ იმუნოგლობულინის პრეპარატები ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო 3 თვეში პლაცენტაში გადადის. იმუნოგლობულინების გამოყენებისას მიღებული გამოცდილება გვაფიქრებინებს, რომ ამ პროდუქტის ორსულობის დროს გამოყენება უარყოფით გავლენას არ ახდენს ორსულობის მიმდინარეობაზე, ნაყოფზე ანდა ახალშობილზე.
თუ მკურნალობის დროს ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
ამ წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ამ წამლის ორსულობის დროს გამოყენების შემთხვევაში, მისი უსაფრთხოება კონტროლირებადი კლინიკური კვლევებით არ არის დადასტურებული. ამიტომ, ქალებთან, რომლებიც ძუძუთი კვებავენ ბავშვს, სიფრთხილით გამოიყენება. იმუნოგლობულინები დედის რძეში გადადის და შეიძლება განაპირობოს დამცავი ანტისხეულების ახალშობილ ბავშვში გადასვლა.
ფერტილობა (გამრავლების უნარი)
იმუნოგლობულინებზე კლინიკური კვლებები გვაფიქრებინებს, რომ ფერტილობაზე საზიანო და უარყოფითი ეფექტი არ უნდა ჰქონდეს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ოქტაგამის ზოგიერთი გვერდითი ეფექტის გამოვლინებასთან დაკავშირებით ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარი შეიძლება დაირღვეს. მკურნალობის დროს თუ ასეთი გვერდითი ეფექტი გამოვლინდება, მის ალაგებამდე ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.
ოქტაგამის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის ,,თითოეული მლ 0,015 მმოლ(ანდა 0,35მგ) ნატრიუმს შეიცავს, ეს მდგომარეობა ნატრიუმის კონტროლის დიეტაზე მყოფ ავადმყოფებთან გათვალისწინებული უნდა იქნას.
ზოგიერთი ტიპის გლუკოზის ტესტური სისტემები (ცნობილია გლუკომეტრის სახელით) ოქტაგამის ნაერთებში არსებულ მალტოზას (100მგ/მლ) შეცდომით გლუკოზად (შაქრად) აღიქვამს, აღნიშნულმა მდგომარეობამ კი შეიძლება განაპირობოს ინფუზიის დროს და ინფუზიის შემდეგ დაახლოებით 15 საათის განმავლობაში შეცდომით შაქრის მაღალი დონის ჩვენება, ამას მოჰყვება შეცდომით ინსულინის მიცემა, რაც გამოიწვევს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის დონის დაცემა)განვითარებას.
ასევე, რეალური ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა შეცდომით შეიძლება მასკირებული იყოს გლუკოზის მაღალის დონის მაჩვენებლით და მკურნალობა არ განხორციელდეს, მაშინ როცა ის ნამდვილად საჭიროა.
ამიტომ, ოქტაგამის ანდა მალტოზის შემცველი სხვა პრეპარატების გამოყენებისას, სისხლში გლუკოზის გაზომვა უნდა მოხდეს გლუკოზისთვის სპეციფიკური ტესტ სისტემით, ამისთვის გლუკოზა დეჰიდროგენაზა პიროლოქინოლინექუინის (GDHPQQ) ანდაგლუკოზა-დი-ოქსიდორედუქტაზას მეთოდები გამოიყენება.
ყურადღებით უნდა შემოწმდეს-სისხლში გლუკოზის გაზომვის ტესტ სისტემა და ტესტის ჩხირები, ასევე სამედიცინო მასალა და მალტოზის შემცველი პარენტერალური (საჭმლის მომნელებელი სისტემის გარდა, ინტრავენური, კუნთოვანი ანდა კანქვეშა გზებით ორგანიზმში შეყვანილი) პროდუქტები და თუ მათ გამოყენებასთან დაკაშირებით ნებისმიერი სახის ეჭვი გაგიჩნდებათ, გთხოვთ, თქვენს მკურნალ ექიმს ჰკითხეთ, მალტოზის შემცველი პრდუქციის გამოყენება რამდენად შესაფერისი და უსაფრთხოა თქვენთვის.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
ოქტაგამის გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ საინფუზიო სისტემა სტერილური 0.9% ნატრი ქლორის ხსნარით ანდა 5% დექსტროზის წყლხსნარით უნდა გამოირეცხოს.
რეცეპტის გარეშე გაყიდვაში არსებული წამლების ჩათვლით, თუ ნებისმიერი ჯგუფის წამალს ღებულობთ ანდა ახლო პერიოდში ღებულობდით ანდა ბოლო 3 თვის განმავლობაში აცრა გაიკეთეთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.
ოქტაგამმა წითელას, წითურას, ყბაყურას და ჩუტყვავილას მსგავსი შესუსტებული ცოცხალი ვირუსების აცრის ეფექტი შეიძლება დაარღვიოს.
ამ წამლის გამოყენების შემდეგ შესუტებული ცოცხალი ვირუსული აცრის გაკეთებისთვის 3 თვე უნდა დაელოდოთ. წითელას აცრა რომ გაკეთდეს, შეიძლება საჭირო გახდეს 1 წლამდე დროის განმავლობაში ლოდინი.
ანალიზის გაკეთებისთვის სისხლის აღებისას, ექიმს აცნობეთ, რომ იმუნოგლობულინს ღებულობთ, რადგანაც ამ წამლით მკურნალობამ შეიძლება სისხლის ანალიზის შედეგებზე გავლენა იქონიოს.
სისხლში გლუკოზის განსაზღვრის ტესტებზე ზემოქმედება:
ნახეთ ნაწილი ,,ოქტაგამის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია’’.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
გვერდითი მოვლენები
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება, მაგრამ 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე გამოვლინდება, ოქტაგამის გამოყენება შეწყვიტეთ და დაუყოვნებლივ თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს სასწრაფოს (ემერჯენსის) განყოფილებას მიმართეთ.
ეს აღნიშნული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათად ვლინდება, ანუ 10.000 ავადმყოფიდან 1 ავადმყოფში შეიძლება გამოვლინდეს. ზოგიერთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს მკურნალობის დროებით შეჩერება, დოზის შემცირება ანდა მკურნალობის შეწყვეტა.
სახის, ენის ანდა სასუნქი გზების შეშუპება. ამ დროს ვლინდება სუნთქვის გაძნელება.
უეცარი ალერგიული რეაქცია, რომელსაც ახასიათებს ჰაერის უკმარისობა, გამონაყარი, ხმაურიანი სუნთქვა და სისხლის წნევის დაქვეითება.
ინსულტი, რომელიც განაპირობებს სხეული ერთ ნახევარში ძალის დაკარგვას და /ანდა მგრძნობელობის დაკარგვას
მიოკარდიუმის ინფარქტი, რომელიც განაპირობებს მკერდში ტკივილს.
სისხლში თრომბის წარმოქმნა, რომელიც განაპირობებს ფეხებსა და ხელებში ტკივილს, შეშუპებას.
ფილტვების თრომბოემბოლია, რომელიც განაპირობებს მკერდში ტკივილს და ჰაერის უკმამრისობას
მძიმე ხარისხის თირკმლების უკმარისობა, რომელიც განაპირობებს შარდის გამოყოფის შეჩერებას
არაინფექციური მენინგიტი(ასეპტიური მენინგიტი), რომელიც განაპირობებს ძლიერ თავის ტკივილ, კეფის კუნთების რიგიდობას (თავის წინა მიმართულებით მოხრის შეზღუდვა)
ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმეს გამოვლენისას, მაშინვე თვქენს ექიმს აცნობეთ.
სხვა ცნობილი გვედითი ეფექტები:
გავრცელებული:
ჰიპერსენსიტიურობა (ალერგიული რეაქცია)
თავის ტკივილი
გულისრევა
ცხელება
დაღლილობის შეგრძნება
ინექციის ადგილას კანის რეაქციები
ნაკლებად გავრცელებული:
ეგზემა(კანის დაავადება)
ზურგის ტკივილი
ტკივილი მკერდში
შემცივნება
ძალიან იშვიათი:
ჰემოლიზური ანემია (სისხლის წითელი უჯედების დაშლა და გაქრობა, ეს გვერდითი ეფექტი ვლინდება ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობენ წამლის მაღალ დოზას, ასევე სისხლის A,B და AB ჯგუფის მქონე ავადმყოფებში და /ანდა ხშირია ჩირქოვანი ანთებითი დაავადების მქონე ავადმყოფებში)
სისხლის თეთრი უჯრედების არ არსებობა
სითხით დატვირთვა
სისხლში ნატრიუმის დაბალი მაჩვენებელი
მღელვარება, შფოთვა, გონების არევა ანდა გაღიზიანებადობა
მიგრენი
მეტყველების დარღვევა
ცნობიერების დაკარგვა
თავბრუსხვევა
კანზე კრუნჩხვის შეგრძნება
შეხების და აღქმის შეგრძნების შემცირება
სინათლეზე მგრძნობელობა
კუნთების უნებლიე კრუნჩხვები
მხედველობის დარღვევები
სტენოკარდია (მკერდის ტკივილი)
გულის ფრიალი
გულის ცემის სიხშირის შეცვლა
ტუჩებსა ანდა კანის ხვა მიდამოში გარდამავალი დალურჯება
სისხლის მიმოქცევის კოლაფსი ანდა შოკი
სისხლის წნევის ცვლილება
ვენების ჩირქოვანი ანთება
კანის ფერის სიფერმკრთალე
ხველა
სუნთქვის გაძნელება
პულმონალური შეშუპება(ფილტვებში სითხის დაგროვება)
ბრონქოსპაზმი(ჩასუნთქვის გაძნელება ანდა ხმაურიანი სუნთქვა)
სუნთქვის უკმარისობა
სისხლში ჟანგბადის არ არსებობა
ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი
ურტიკარია, ქავილი
კანის სიწითლე
კანზე გამონაყარი
კანის აცლა, აშრევება
კანის ჩირქოვანი ანთება
თმის ცვენა
სახსრების ანდა კუნთების ტკივილი
კუნთების სისუსტე ანდა გამაგრება
კუნთების ძალიან მტკივნეული კრუნჩხვები
კისრის ტკივილი, ხელების და ფეხების ტკიივლი
თირკმლებს ტკივილი
კანის შესივება(ედემა)
სახის უეცარი შეწითლება, ოფლიანობის მომატება
გულმკერდში დისკომფორტი
გრიპის მსგავსი ნიშნები
შემცივნების ანდა შეხურების შეგრძნება, თავის სუსტად ყოფნის ანდა ავად ყოფნის შეგრძნება
ძილიანობა
წვის შეგრძნება
ღვიძლის ფუნქციური ტესტების ანორმალობა
სისხლში შაქრის გაზომვის მცდარი შედეგები
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- ოქტაგამის შენახვა
ოქტაგამი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე, მზისგან დაცულ ადგილას.
არ გაყინოთ.გაყინული პროდუქცია არ გამოიყენოთ.
პრეპარატის გამოყენებამდე შეამოწმეთ ხსანრი სიმღვრიე, ფლაკონში ნაწილაკების არსებობა და ფერის ცვლილება. შემღვრევის, ნაწილაკების არსებობის ანდა ფერის ცვლილების შემთხვევაში პრეპარატი არ გამოიყენოთ. გამოიყენეთ მხოლოდ გამჭვირვალე ანდა მსუბუქად შემღვრეული ანდა უფერო ანდა მსუბუქად ყვითელი ხსნარი. შემღვრეული ანდა ნალექის მქონე პროდუქცია არ გამოიყენოთ.
სინათლისგან დაცვის მიზნით ფლაკონი გარე კოლოფის შიგნით შეინახეთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ოქტაგამი არ გამოიყენოთ.
ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი: ს.ს.ბერქ ილაჩ ითჰალათ ვე ფაზარლამა
პოლიგონის დასახლება, სარიერის ქ. აბეცე პლაზა
N:117/ბ , სართულოი:2. ისთინიე-სარიერი/სტამბული
ტელეფონი: 0212 277 33 03
ფაქსი: 0212 277 30 36
წარმოების ადგილი: Octafarma Pharmazeutika productionsges. M.b.H.
A-1100 ვენა- ავსტრია
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 23.07.2019-ში დამოწმებულია.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია მხოლოდ ჯანდაცვის პერსონალისთვისაა განკუთვნილი
წამალი გამოყენებამდე ოთახის ტემპერატურამდე ანდა სხეულის ტემპერატურამდე უნდა დათბეს.
ხსნარი გამჭვირვალე ანდა მსუბუქად შემღვრეული ანდა უფერო ანდა ღია ყვითელი ფერის უნდა იყოს.
შემღვრეული ანდა ნალექიანი ხსნარი არ გამოიყენება.
ოქტაგამის გაფილტრვა არ არის საჭირო.
გამოუყენებელი პრეპარატი ანდა ნარჩენი მასალა ,,ნარჩენების მართვის რეგულაციის’’ შესაბამისად უნდა განადგურდეს.
ეს წამალი სხვა წამლებს არ უნდა შეურიოთ.
საინფუზიო სისტემის ხაზი ინფუზიამდე და ინფუზიის შემდეგ სტერილური, ნატრი ქლორის(0.9%) ანდა 5% დექსტოზის წყალხსნარით უნდა გაირეცხოს.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სითხით გადატვირთვა და ჰიპერვისკოზი, განსაკუთრებით რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში, მათ შორის ხანდაზმულ პაციენტებში ან პაციენტებში გულის ან თირკმელების უკმარისობით.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: 1 მლ ხსნარში:
ადამიანის ნორმალური იმუნოგლობულინი (IVIg) 50 მგ*
- შეესაბამება ადამიანის ნორმალურ IgG ცილის შემცველობის მინიმუმ 95%.
IgG ქვეჯგუფების განაწილება (დაახლოებით):
IgG1 60%
IgG2 32%
IgG3 7%
IgG4 1%
იმუნოგლობულინი A (Ig A) შემცველობა: 0.2 მგ/მლ.
დამხმარე ნივთიერებები: დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ პუნქტი 6.1.
- წამლის ფორმა
საინფუზიო ხსნარი.
გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცირებადი, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ხსნარი.
თხევადი პრეპარატის pH შეადგენს 5,1-6, ხოლო მისი ოსმოლარობა 240 მოსმოლ/კგ-ს.
შენახვის პირობები
24 თვე
- 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25oC-ზე ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ.
შეინახეთ ფლაკონი საწყის მუყაოს კოლოფში სინათლისგან დაცვის მიზნით.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
- 5. შეფუთვის ფორმა და შემადგენლობა
დახურულია ბრომბუტილის რეზინის საცობით, Avr. Farm. დამზადებულია II ტიპის მინისგან. ოქტაგამის შეფუთვაში გამოყენებული კომპონენტები არ შეიცავენ ლატექსს. ოქტაგამის 100 მლ ხსნარი მოთავსებულია 5 გ/100 მლ ფლაკონში. მუყაოს კოლოფი შეიცავს 1 ფლაკონს.
- 6. ადამიანური გამოყენების სამკურნალო პროდუქტის ნარჩენების უტილიზაცია და სხვა სპეციალური ღონისძიებები
გამოყენებამდე პროდუქტი უნდა გაათბოთ ოთახის ან სხეულის ტემპერატურამდე. ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცირებადი და უფერო ან ოდნავ ყვითელი. არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუკი ის ამღვრეულია ან აქვს ნალექი. პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული გახსნისთანავე. ბაქტერიული დაბინძურების რისკის გამო, გამოუყენებელი პროდუქტი უნდა განადგურდეს. გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს „ნარჩენების მენეჯმენტის დებულების“, „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის დებულებების“ და „შეფუთვის ნარჩენების კონტროლის დებულებების“ შესაბამისად.
- ლიცენზიის მფლობელი
Berk İlaç İthalat ve Pazarlama A.Ş.
Berk Pharmaceuticals Import and Marketing Inc.
პოლიგონი მაჰ. სარიერ კად. ABC პლაზა
No: 117/B სართული: 2 ისტინიე/სარიერ/სტამბოლი
ტელეფონი: 0 212 277 33 03
ფაქსი: 0 212 277 30 36
- ლიცენზიის ნომერი(ები)
56
- პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი
პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი: 13.08.2009
ლიცენზიის განახლების თარიღი: 04.03.2016
- პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციის განახლების თარიღი
- 07.2019
თარგმანი შეესაბამება ორიგინალს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
იმუნური შრატი და იმუნოგლობულინები: ნორმალური ადამიანის იმუნოგლობულინები ინტრავენური შეყვანისთვის.
ათქ კოდი: J06B A02
მოქმედების მექანიზმი
ადამიანის ნორმალური იმუნოგლობულინი ძირითადად შეიცავს იმუნოგლობულინს G (IgG) ინფექციური მიკრობების საწინააღმდეგო ანტისხეულების ფართო განაწილებით. ადამიანის ნორმალური იმუნოგლობულინი შეიცავს IgG ანტისხეულებს, რომლებიც გვხვდება ნორმალურ პოპულაციაში. მიღებულია მინიმუმ 1000 დონაციის პლაზმური აუზიდან. IgG ქვეკლასების განაწილება მსგავსია ადამიანის ბუნებრივი პლაზმის. ამ სამკურნალო პროდუქტის ადექვატური დოზა გაზრდის IgG არანორმალურად დაბალ დონეს ნორმალურ მნიშვნელობებამდე. ჩანაცვლებითი თერაპიის გარდა სხვა ჩვენებებში მოქმედების მექანიზმი ბოლომდე არ არის შესწავლილი, მაგრამ იმუნომოდულატორული ეფექტები ნაკლებად სავარაუდოა.
ქრონიკული ანთებითი დემიელინიზებული პოლინეიროპათია
რეტროსპექტულმა კვლევამ შეაფასა 46 პაციენტის მონაცემები ქრონიკული ანთებითი დემიელინიზებული პოლინევროპათიით, რომლებიც მკურნალობდნენ 5% ოქტაგამით. ეფექტურობის ანალიზში მონაწილეობდა 24 პაციენტი. ამ პაციენტებიდან 11 იყო არანამკურნალევი (ჯგუფი 1) და 13 არ იღებდა იმუნოგლობულინის თერაპიას 12 კვირით ადრე ოქტაგამი 5% თერაპიის დაწყებამდე (ჯგუფი 2). მე-3 ჯგუფი მოიცავდა 13 პაციენტს, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ იმუნოგლობულინებით (იმუნოგლობულინები შეყვანილი იქნა ოქტაგამის 5%-იანი თერაპიის დაწყებამდე 12 კვირის განმავლობაში).
მკურნალობა ითვლებოდა ეფექტურად, თუ ONLS მნიშვნელობის (მთლიანი ნეიროპათიის შეზღუდვის სკალა) მინიმუმ 1 პუნქტით შემცირება აღინიშნებოდა მკურნალობის დაწყებიდან 4 თვის განმავლობაში. 1 და 2 ჯგუფში ქულა მნიშვნელოვნად შემცირდა პაციენტების 41.7%-ში (p=0.02). მე-3 ჯგუფში (პაციენტები, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ IVIg-ით), 13 პაციენტიდან მხოლოდ 3-მა (23.08%) გამოვლინდა ONLS-ის გაუმჯობესება, ხოლო 10 პაციენტი დარჩა სტაბილური. ONLS-ის მნიშვნელოვანი შემდგომი გაუმჯობესება არ იყო მოსალოდნელი იმ პაციენტებში, რომლებიც ადრე იღებდნენ IVIg თერაპიას.
გამოკვლეული პაციენტების საშუალო ასაკი იყო 65, რაც იყო შედარებით მაღალი ასაკი სხვა CIDP კვლევებთან შედარებით. 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში რეაგირების მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე ახალგაზრდა პაციენტებში. ეს ემთხვევა გამოქვეყნებულ მონაცემებს.
პედიატრიული პოპულაცია
პერსპექტიული, ღია, III ფაზის კვლევა ჩატარდა ოქტაგამით პირველადი იმუნოდეფიციტის მქონე 17 ბავშვში/მოზარდში (საშუალო ასაკი 14 წელი, დიაპაზონი: 10.5-16.8). ადრე ნამკურნალები პაციენტები იღებდნენ 0.2 გ/კგ ყოველ 3 კვირაში 6-თვიანი კვლევის პერიოდში. ადრე არანამკურნალევი პაციენტები იღებდნენ 0.4 გ/კგ ყოველ 3 კვირაში პირველი 3 თვის განმავლობაში და 0.2 გ/კგ დარჩენილი საკვლევი პერიოდის განმავლობაში. დოზები დარეგულირდა ისე, რომ ღეროვანი დონე იყო მინიმუმ 4 გ/ლ.
დასვენების დღეების რაოდენობა: 11,2 დღე/პაციენტი/წელი
დღეების რაოდენობა ცხელებით: 4.1 დღე/პაციენტი/წელი
დღეების რაოდენობა ანტიბიოტიკების გამოყენებით: 19,3 დღე/პაციენტი/წელი
დღეების რაოდენობა ინფექციის თანხლებით: 29.1 დღე/პაციენტი/წელი
ინფექციების სიმძიმე შეფასდა, როგორც მსუბუქი. არ დაფიქსირებულა მძიმე ინფექცია, რომელიც საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი მახასიათებლები
აბსორბცია
ინტრავენური შეყვანის შემდეგ აბსორბცია სრული და სწრაფია.
სისხლში ინტრავენური შეყვანის შემდეგ ნივთიერება აღინიშნება პაციენტის სისხლის მიმოქცევაში.
განაწილება
ის შედარებით სწრაფად ნაწილდება პლაზმასა და ექსტრავასკულარულ სითხეს შორის. წონასწორობა ინტრავასკულარულ და ინტრავასკულარულ ნაწილებს შორის მიიღწევა დაახლოებით 3-5 დღის შემდეგ.
ბიოტრანსფორმაცია
IgG და IgG- კომპლექსები იშლება რეტიკულოენდოთელური სისტემის უჯრედებში.
ელიმინაცია
ადამიანის ნორმალური იმუნოგლობულინის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი დაფიქსირდა დაახლოებით 26-41 დღის დიაპაზონში იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში. ეს ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება განსხვავდებოდეს პაციენტიდან პაციენტში, განსაკუთრებით პირველადი იმუნოდეფიციტის დროს.
წრფივობა/არაწრფივობა
მისი გამოყოფა დოზის პროპორციულად წრფივია.
მახასიათებლები პაციენტებში
პედიატრიული მოსახლეობა
პერსპექტიული, ღია ფაზის III კვლევა ჩატარდა ოქტაგამით პირველადი იმუნოდეფიციტის მქონე 17 ბავშვში/მოზარდში (14 წლის საშუალო ასაკი, დიაპაზონი 10.5-16.8). პაციენტები მკურნალობდნენ 6 თვის განმავლობაში.
მკურნალობის პერიოდში საშუალო Cmax steady state მდგომარეობაში შეადგენდა 11,1 ± 1,9 გ/ლ, ხოლო საშუალო მინუს დონე იყო 6,2 ± 1,8 გ/ლ. საერთო IgG-ის საშუალო ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 34 დღეს (35.9 ± 10.8 დღე). საერთო IgG-ს განაწილების საშუალო მოცულობა არის 3.7±1.4 ლ და სხეულის მთლიანი კლირენსი არის 0.07±0.02 ლ/დღეში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია 2014347.01
ოქტაგამი 5გ / 100 მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი
სტერილური
ი.ვ. (ვენის შიგნით-ინტრავენური) გამოყენებისთვის
მოქმედი ნივთიერება: 1მლ ხსნარი 50 მგ პროტეინს (სულ ცოტა 95% ადამიანის იმუნოგლობულინ G -ს შეიცავს), მეტწილად კი 0.2 მგ Ig A შეიცავს.
დამხმარე ნივთიერებები: მალტოზა, ოქტოქსინოლი, TNBP, საინექციო წყალი.
აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
რა არის და რისთვის გამოიყენება ოქტაგამი?
ოქტაგამის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
როგორ გამოიყენება ოქტაგამი?
რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
ოქტაგამის შენახვა
- რა არის და რისთვის გამოიყენება ოქტაგამი?
ოქტაგამი, იმუნოგლობულინების სახელით ცნობილ წამლის ჯგუფში შედის. ოქტაგამის 5გ/100მლ ფლაკონის თითოეული მლ 50 მგ ადამიანის იმუნოგლობულინის შემცველ 10 მლ-იან საინფუზიო ხსნარს შეიცავს, რომელიც შეფუთვაშია მოთავსებული. ხსნარი გამჭვირვალე ანდა მცირედ შემღვრეულია, უფერო ანდა მსუბუქად ყვითელი ფერისაა.
აღნიშნული პრეპარატი, თქვენს სისხლშიც არსებულ, ადამიანის ანტისხეულებს შეიცავს. ანტისხეულები ორგანიზმს მიკრობულ დაავადებებთან (ინფექციებთან) ბრძოლაში ეხმარება.
საკმარისი დოზით მიღებულ ოქტაგამს შეუძლია ანორმალურ დონემდე დაბალი Ig G მაჩვენებელის ნორმალურ დონემდე წამოწევა.
ოქტაგამის 5გ/100მლ ხსნარს სხვადასხვა ინფექციური აგენტების მიმართ ანტისხეულთა ფართო სპექტრი გააჩნია.
ოქტაგამი ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს გამოიყენება:
- იმუნური სისტემის უკმარისობის დროს ჩანაცვლებითი თერაპიის მიზნით;
- იმუნური სისტემის თანდაყოლილი უკმარისობის დროს, რომლის დროსაც ანტისხეულების გამომუშავება დარღვეულია (პირველადი იმუნური უკმარისობის სინდრომი)
- ავადმყოფებში, ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიით(სისხლის სიმსივნის სახეობა), რომლის დროსაც ვლინდება ჰიპოგამაგლობულინემია (სხეულში არსებული იმუნური პროტეინების დონის დაქვეითება), ანტიბიოტიკების არასაკმარისი ეფექტიანობის დროს, განმეორებითი ინფეციების დროს
- ავადმყოფებში მრავლობითი მიელომის (ძვლის ტვინის სიმსივნის სახეობა) დაავადებით, რომლებთანაც ვლინდება ჰიპოგამაგლბულინემია, როცა პნევმოკოკური ინფექციის წინააღმდეგ გაკეთებული იმუნიზაცია არასაკამრისია, ასევე განმეორებითი ბაქტერიული ინფექციების დროს
- ბავშვებსა და მოზარდებში, რომელთაც აქვთ თანდაყოლილი ადამიანის შეძენილი იმუნოფეფიციტური სინდრომი და განმეორებითი ინფექციები
- ავადმყოფებში, რომელთაც სხვა პიროვნებიდან ღეროვანი უჯრედების გადანერგვა აქვთ გაკეთებული (ღეროვანი უჯრედების ალოგენური ტრანსპლანტაცია)და გადანერგვის შემდეგ გამოვლენილი ჰიპოგამაგლობულინემიის დროს
- იმუნური სისტემის დასარეგულირებელი ეფექტისთვის
- იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევის გამო თრომბოციტების რაოდენობის დაცემის შემთხვევაში (იმუნური თრომბოციტოპენია),სისხლდენის მაღალი რისკის გამო ანდა ქირურგიულ ჩარევამდე, როცა საჭიროა თრომბოციტების რაოდენობის მომატება
- გილიან ბარის სინდრომის დროს (ვირუსული ინფექციების შემდეგ განვითარებული დარღვევები)
- კავასაკის დაავადების დროს (სისხლძარღვების დაავადება, რომელიც ძირითადად ბავშვებში ვლინდება)
- მულტიფოკალური მოტორული ნეიროპათიის დროს(იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევის გამო მოტორული ნერვების დაზიანება)
- ქრონიკული ანთებითი დემიელინიზებული პოლინოროპათია (ნერვული დაავადების ერთერთი სახეობის მწვავე მკურნალობის დროს)
- Myastenia gravis- დროს ბულბარული დაზიანებისას (დაავადება -კუნთოვანი სისუსტის კლინიკით)
- ოქტაგამის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ოქტაგამი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს: თუ
ადამიანის იმუნოგლობულინის ანდა წამლის შემადგენლობაში არსებული ნივთიერების მიმართ ალერგია ანდა მომატებული მგრძნობელობა გაქვთ (ნახეთ ზემოთ: ,, დამხმარე ნივთიერებები’’)
იმუნოგლობულინ A დონის დაქვეითება გაქვთ, რომელსაც თან ახლავს Anti IgA ანტისხეულების არსებობა (IgA უკმარისობა)
ოქტაგამი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ:
ოქტაგამი ადამიანის სისხლის სითხოვანი ნაწილიდან(პლაზმიდან) მიიღება. ამიტომ, ხდება ადამინებისგან სისხლის აღება და ამ სისხლის პლაზმიდან სარგებელის მიღება. როცა წამლების წარმოება ადამიანის სისხლის ანდა პლაზმისგან ხდება, საჭიროა გადამდები დაავადებების პრევენციის ღონისძიებების გატარება. აღნიშნული ღონისძიებებია: იმ დონორების(სისხლის გამღები პირების) იდენტიფიცირება, რომელთაც დაავადების ტარების რისკი აქვთ, სისხლის და პლაზმის დონორების ფრთხილად შერჩევა და ყოველი სისხლის აღების დროს ინფექციური/ვირუსული ნიშნების მხრივ სისხლის და პლაზმის მასალის შეფასება. ამ პროდუქციის მწარმოებლები სისხლის და პლაზმის დამუშვების პროცესში ვირუსებისგან გაწმენდას ანდა დეაქტივაციის ღონისძიებებსაც ახორციელებენ.
სიფრთხილის ყველა ზომების მიღების მიუხედავად, ადამიანის სისხლის ანდა პლაზმისგან მომზადებული წამლების ავადმყოფებში გამოყენებისას, ინფექციის გადადების რისკი სრულად ვერ აღმოიფხვრება, აღნიშნული საკითხი ეხება ჯერ კიდევ უცნობ ანდა შემდგომში გამოვლენილი ვირუსების ანდა შეშლილი ძროხის დაავადების (კრეიცფელდტ–იაკობის დაავადება) მსგავს სხვადასხვა ინფექციებს.
ითვლება, რომ ოქტაგამის წარმოებისთვის მიღებული ზომები ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის-(HIV), B ჰეპატიტის და C ჰეპატიტის მსგავსი გარსით დაფარული ვირუსების მიმართ ეფექტურია. მაშინ, როცა მიღებული ზომების ეფექტურობა A ჰეპატიტის და პარვოვირუს B19 -ის მსგავსი ვირუსების (გარსის გარეშე ვირუსები) შემთხვევაში შეზღუდულია. ოქტაგამი შეიცავს განსაზღვრულ ანტისეულებს, რომელთაც შეუძლიათ A ჰეპატიტის და პარვოვირუს B19 - ინფექციების შესაშლო გამოვლენის შეფერხებას. იმისათვის, რომ მომავალში გამოვლენილ დაავადებასა და სამკურნალოდ გამოყენებულ პროდუქტს შორის კავშირის ალბათობაზე ვიფიქროთ, საჭიროა გამოყენებული პროდუქტის სახელის და სერიის ნომერის ჩაწერა და შენახვა.
ოქტაგამის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
არასასურველი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, საჭიროა გამოყენების სიხშირის შემცირება ანდა წამლის მიღების შეწყვეტა. არასასურველი გვერდითი ეფექტის მკურნალობა დამოკიდებულია გამოვლენილ გევრდით ეფექტსა და მის სიმძიმეზე.
ვირუსული უსაფრთხოება
ადამიანის სისხლის ანდა პლაზმისგან წამლის მომზადებისას, ავადმყოფზე ინფექციის გადატანის თავიდან აცილების მიზნით ღონისძიებები ტარდება. აღნიშნული ღონისძიებები ქვემოთაა მოცემული:
ადამიანები, რომლებიც სისხლს და პლაზმას აბარებენ, ინფექციის მტარებლობის მხრივ ყურადღებით შეირჩევა
ყოველი სისხლის ანდა პლაზმის ჩაბარებისას, ხდება ვირუსის/ინფექციის მხრივ საკონტროლო კვლევები
კანის ანდა პლაზმის დამუშვების პროცესში ხდება ვირუსების ინაქტივაცია ანდა გამოყოფა
სიფრთხილის ყველა ზომების მიღების მიუხედავად, ადამიანის სისხლის ანდა პლაზმისგან მომზადებული წამლების ავადმყოფებში გამოყენებისას, ინფექციის გადადების რისკი სრულად ვერ აღმოიფხვრება, აღნიშნული საკითხი ეხება ჯერ კიდევ უცნობ ანდა შემდგომში გამოვლენილ ვირუსებს ანდა სხვა პათოგენებს.
აღიარებული უნდა იქნას, რომ მიღებული ზომები ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის-(HIV), B ჰეპატიტის და C ჰეპატიტის მსგავსი გარსით დაფარული ვირუსების მიმართ ეფექტურია.
მიღებული ზომების ეფექტურობა A ჰეპატიტის და პარვოვირუს B19 -ის მსგავსი ვირუსების (გარსის გარეშე ვირუსები) შემთხვევაში შეზღუდულია.
ავადმყოფებზე A ჰეპატიტის ანდა პარვოვირუს B19 -ის გადადების კავშირი იმუნოგლობულინების გამოყენებასთან არ არის დადასტურებული.
მკაცრად რეკომენდირებულია, რომ წამლის ყოველი გამოყენებისას ჩაინიშნოთ წამლის სახელი და სერიის ნომერი, ამ გზით შესაძლებელი იქნება გამოყენებული წამლის სერიაზე დაკვირვება.
ალერგია სიმინდზე
ოქტაგამი, სიმინდისგან მიღებულ მალტოზას შეიცავს. მალტოზა/სიმინდის სახამებელის შემცველი სხვა პროდუქტების ინფუზიით, ალერგიული რეაქციების გამოვლენაა დაფიქსირებული, ამ დროს ან ოქტაგამის გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავოთ, ან ოქტაგამის ინფუზიის დროს მომატებული მგრძნობელობის რეაქციების ნიშნების და სიმპტომების მხრივ მკაცრი დაკვირვება უნდა მოხდეს.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენებისას კონკრეტული ანდა დამატებითი გაფრთხილება ანდა ღონისძიება არ არსებობს.
ბიოლოგიური სამედიცინო პროდუქტების კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებული პროდუქტის სახელი და სერიის ნომერი ავამდყოფის ისტორიაში აუცილებლად უნდა ჩაინიშნოს.
ორსულობა:
წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ ორსულად ხართ, ანდა დაორსულების შესაძლებლობა არსებობს ანდა ორსულობას გეგმავთ, ამ წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს მიმართეთ.
ამ წამლის ორსულობის დროს გამოყენების შემთხვევაში, მისი უსაფრთხოება კონტროლირებადი კლინიკური კვლევებით არ არის დადასტურებული.
ამიტომ, ორსულ ქალებში მისი გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს. ცნობილია, რომ იმუნოგლობულინის პრეპარატები ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო 3 თვეში პლაცენტაში გადადის. იმუნოგლობულინების გამოყენებისას მიღებული გამოცდილება გვაფიქრებინებს, რომ ამ პროდუქტის ორსულობის დროს გამოყენება უარყოფით გავლენას არ ახდენს ორსულობის მიმდინარეობაზე, ნაყოფზე ანდა ახალშობილზე.
თუ მკურნალობის დროს ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
ამ წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ამ წამლის ორსულობის დროს გამოყენების შემთხვევაში, მისი უსაფრთხოება კონტროლირებადი კლინიკური კვლევებით არ არის დადასტურებული. ამიტომ, ქალებთან, რომლებიც ძუძუთი კვებავენ ბავშვს, სიფრთხილით გამოიყენება. იმუნოგლობულინები დედის რძეში გადადის და შეიძლება განაპირობოს დამცავი ანტისხეულების ახალშობილ ბავშვში გადასვლა.
ფერტილობა (გამრავლების უნარი)
იმუნოგლობულინებზე კლინიკური კვლებები გვაფიქრებინებს, რომ ფერტილობაზე საზიანო და უარყოფითი ეფექტი არ უნდა ჰქონდეს.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
ოქტაგამის ზოგიერთი გვერდითი ეფექტის გამოვლინებასთან დაკავშირებით ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარი შეიძლება დაირღვეს. მკურნალობის დროს თუ ასეთი გვერდითი ეფექტი გამოვლინდება, მის ალაგებამდე ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.
ოქტაგამის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის ,,თითოეული მლ 0,015 მმოლ(ანდა 0,35მგ) ნატრიუმს შეიცავს, ეს მდგომარეობა ნატრიუმის კონტროლის დიეტაზე მყოფ ავადმყოფებთან გათვალისწინებული უნდა იქნას.
ზოგიერთი ტიპის გლუკოზის ტესტური სისტემები (ცნობილია გლუკომეტრის სახელით) ოქტაგამის ნაერთებში არსებულ მალტოზას (100მგ/მლ) შეცდომით გლუკოზად (შაქრად) აღიქვამს, აღნიშნულმა მდგომარეობამ კი შეიძლება განაპირობოს ინფუზიის დროს და ინფუზიის შემდეგ დაახლოებით 15 საათის განმავლობაში შეცდომით შაქრის მაღალი დონის ჩვენება, ამას მოჰყვება შეცდომით ინსულინის მიცემა, რაც გამოიწვევს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის დონის დაცემა)განვითარებას.
ასევე, რეალური ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა შეცდომით შეიძლება მასკირებული იყოს გლუკოზის მაღალის დონის მაჩვენებლით და მკურნალობა არ განხორციელდეს, მაშინ როცა ის ნამდვილად საჭიროა.
ამიტომ, ოქტაგამის ანდა მალტოზის შემცველი სხვა პრეპარატების გამოყენებისას, სისხლში გლუკოზის გაზომვა უნდა მოხდეს გლუკოზისთვის სპეციფიკური ტესტ სისტემით, ამისთვის გლუკოზა დეჰიდროგენაზა პიროლოქინოლინექუინის (GDHPQQ) ანდაგლუკოზა-დი-ოქსიდორედუქტაზას მეთოდები გამოიყენება.
ყურადღებით უნდა შემოწმდეს-სისხლში გლუკოზის გაზომვის ტესტ სისტემა და ტესტის ჩხირები, ასევე სამედიცინო მასალა და მალტოზის შემცველი პარენტერალური (საჭმლის მომნელებელი სისტემის გარდა, ინტრავენური, კუნთოვანი ანდა კანქვეშა გზებით ორგანიზმში შეყვანილი) პროდუქტები და თუ მათ გამოყენებასთან დაკაშირებით ნებისმიერი სახის ეჭვი გაგიჩნდებათ, გთხოვთ, თქვენს მკურნალ ექიმს ჰკითხეთ, მალტოზის შემცველი პრდუქციის გამოყენება რამდენად შესაფერისი და უსაფრთხოა თქვენთვის.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
ოქტაგამის გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ საინფუზიო სისტემა სტერილური 0.9% ნატრი ქლორის ხსნარით ანდა 5% დექსტროზის წყლხსნარით უნდა გამოირეცხოს.
რეცეპტის გარეშე გაყიდვაში არსებული წამლების ჩათვლით, თუ ნებისმიერი ჯგუფის წამალს ღებულობთ ანდა ახლო პერიოდში ღებულობდით ანდა ბოლო 3 თვის განმავლობაში აცრა გაიკეთეთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.
ოქტაგამმა წითელას, წითურას, ყბაყურას და ჩუტყვავილას მსგავსი შესუსტებული ცოცხალი ვირუსების აცრის ეფექტი შეიძლება დაარღვიოს.
ამ წამლის გამოყენების შემდეგ შესუტებული ცოცხალი ვირუსული აცრის გაკეთებისთვის 3 თვე უნდა დაელოდოთ. წითელას აცრა რომ გაკეთდეს, შეიძლება საჭირო გახდეს 1 წლამდე დროის განმავლობაში ლოდინი.
ანალიზის გაკეთებისთვის სისხლის აღებისას, ექიმს აცნობეთ, რომ იმუნოგლობულინს ღებულობთ, რადგანაც ამ წამლით მკურნალობამ შეიძლება სისხლის ანალიზის შედეგებზე გავლენა იქონიოს.
სისხლში გლუკოზის განსაზღვრის ტესტებზე ზემოქმედება:
ნახეთ ნაწილი ,,ოქტაგამის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია’’.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
- როგორ გამოიყენება ოქტაგამი?
აღნიშნული ჩანაცვლებითი თერაპია გამოცდილი სპეციალისტის მიერ ხორცილედება, მისი კონტროლის ქვეშ ხდება მკურნალობის დაწყება და დაკვირვება.
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
წამლის ზოდა და შეყვანის ფორმა დაავადების და მისი გამოვლენის სიხშირის მიხედვით იცვლება. წამლის გამოყენება და დოზები დამოკიდებულია მკურნალობაზე მიღებულ შედეგზე და წამლის სხეულში შეწოვის ხარისხზე, ასევე წამლის სხეულში გავრცელებასა და გამოყოფაზე.
ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია წამლის გამოყენების ფორმასა და დოზებთან დაკვშირებით, რომლითაც შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ.
ავადმყოფთა ჩანაცვლებით თერაპია იმუნური სისტემის თანდაყოლილი უკმარისობისას (პირველადი იმუნური უკმარიობა)
წამლის დოზა, სულ ცოტა 500-600 მგ/დლ უნდა იყოს,რომელიც შემდგომი დოზის მიცემამდე გაზომილი წამლის დონის მაჩვენებელია და ამ ფორმით უნდა გაგრძელდეს დოზის შესაბამისი რეგულაციით. ამ ბალანსის უზრუნველყოფას შეიძლება დასჭირდეს მკურნალობის დაწყებიდან 3-6 თვე.
დასაწყისისთვის რეკომენდირებული დოზაა 0,4-0,8 გ/კგ, ინფუზიის შემდეგ კი ყოველ 3-4 კვირაში ერთხელ 0,2 გ/კგ.
სისხლში იმუნოგლობულინების 500-600მგ/დლ უზრუნველყოფისთვის საჭირო დოზაა საშუალოდ 0,2-0,8 გ/კგ/თვეში. ამ დონის მიღწევის შემდეგ მკურნალობის გაგრძელებისას დოზა 3-4 კვირის შუალედში შეიცვლება.
ავადმყოფებში, ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიით, რომელთაც უვლინდებათ ჰიპოგამაგლობულინემია (სხეულში არსებული იმუნური პროტეინების დაცემა, დაქვეითება), ინფექციის თავიდან აცილების მიზნით ანტიბიოტიკოთერაპიის უძლურობისას, განმეორებითი ინფექციის შემთხვევაში,
ავადმყოფებს, მრავლობითი მიელომით( ძვლის ტვინის სიმსივნის ერთ-ერთი ფორმა), რომლებთანაც ვლინდება ჰიპოგამაგლობულინემია, პნევმონიური ინფექციის საწინაღმდეგოდ გაკეთებული აცრის უძლურობის გამო განმეორებითი ბაქტერიული ინფექციების შემთხვევაში,
ბავშვები და მოზარდები, რომელთაც აქვთ თანდაყოლილი ადამიანის იმუნოდეფიციტური დაავადება, განმეორებითი ინფექციები,
რეკომენდირებული დოზაა 3-4 კვირაში ერთხელ 0,2-0,4 გ/კგ.
ავადმყოფებში, რომელთაც გაკეთებული აქვთ ღეროვანი უჯრედების გადანერგვა სხვა პირიდან (ალოგენური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია) და გადატანილი აქვთ ინფექციები და Ig G დონე < 400მგ/დლ,
რეკომენდირებული დოზაა 3-4 კვირაში ერთხელ 0,2-0,4 გ/კგ. ამ დროს სისხლის შრატში სტაბილური დონე >500 მგ/დლ უნდა შენარჩუნდეს.
თანდაყოლილი თრომბოციტოპენიისას (პირველადი იმუნური თრომბოციტოპენია),
არსებობს დოზების სქემის ორი ალტერნატიული ვარიანტი:
პირველ დღეს კეთდება 0,8-1 გ/კგ და დოზა 3 დღეში ერთხელ მეორდება
2-5 დღის განმავლობაში 4 გ/კგ/დღეში გაკეთდება
დაავადების გამეორებისას, მკურნალობის გამეორება შეიძლება.
გილიან ბარის სინდრომი
5 დღის განმავლობაში 0,5 გ/კგ დოზა გაკეთდება.
კავასაკის დაავადება
8-12 საათის განმავლობაში ერთჯერადი დოზა 2 გ/კგ გაკეთდება და მიეცემა აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად.
მულტიფოკალური მოტორული ნეიროპათიული დაავადება
საწყისი დოზაა: 2-5 დღის განმავლობაში დაყოფილი დოზებით 2 გ/კგ.
დამატებითი დოზაა: 2-6 კვირაში ერთხელ 1-2 გ/კგ.
ქრონიკული ანთებითი დემიელინიზებული პოლინეიროპათია
რეკომენდირებული საწყისი დოზაა: ზედიზედ 2-5 დღის განმალობაში დაყოფილი დოზები-ჯამში 2 გ/კგ. მკურნალობაზე შედეგის არ არსებობისას, 3 კვირაში ერთხელ 1გ/კგ, ტოტალური დოზა: 1-2 დღეში მიეცემა და თუ 2 თვის ბოლოს მკურნალობაზე შედეგი ვერ მიიღება, მკურნალობა შეწყდება.
დამატებითი დოზა:თუ საწყის მკურნალობაზე შედეგი მიღებული იქნა, 3 კვირაში ერთხელ 0,4-1 გ/კგ მიეცემა, ტოტალური დოზა- 1-2 დღეში გაკეთდება. რეკომენდირებული დოზა იქნება ის დოზა, რომელზეც მიღებული იქნება მაქსიმალური შედეგი, დოზას ექიმი განსაზღვრავს. ყველაზე დაბალი ეფექტური დამატებითი დოზის განსაზღვრამდე, დოზა შემცირდება და გაკეთების სიხშირე დარეგულირდება.
მიასთენია გრავის- კუნთების დაავადება
ამ შემთხვევაში, თუ სხვა სპეციალურ მკურნალობებზე შედეგი ვერ იქნება მიღებული, კრიტიკულ ფაზაში 5 დღის განმავლობაში 0,4 გ/კგ/დღეში დოზა შეიყვანება.
მიცემის გზა და მეთოდი:
ოქტაგამი ვენაში (ინტრავენური) გზით ინფუზიით შეიყვანება.
ექიმი განსაზღვრავს წამლის მიცემის სიჩქარეს. გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, წამლის შეყვანის სიჩქარე შენელდება ანდა სრულად შეწყდება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
წამლის დოზა სხეულის წონის და მკურნალობაზე მიცემული პასუხის შესაბამისად განისაზღვრება. ბავშვებსა და მოზარდებისთვის (0-18 წლის) ზრდასრულებთან შედარებით დოზებში განსხვავება არ არის.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულ ავადმყოფებში (65 წლის და მეტი ), რეკომენდირებულია წამლის მიცემის ყველაზე დაბალი სიჩქარე და დაბალი დოზა.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:
თუ თირკმლის უკმარისობის რისკი არსებობს, რეკომენდირებულია წამლის მიცემის ყველაზე დაბალი სიჩქარე და დაბალი დოზა.
ღვიძლის უკმარისობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ მოიპოვება.
თუ ფიქრობთ, რომ ოქტაგამის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ ოქტაგამის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ ოქტაგამის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, სისხლი შეიძლება გამუქდეს და შესქელდეს. ეს მდგომარეობა, განსაკუთრებუთ ხანდაზმულებში და თირკმლის პრობლემების მქონე ავადმყოფებში შეიძლება გამოვლინდეს.
თუ ოქტაგამის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
თუ ოქტაგამის მიღება დაგავიწყდათ
თქვენს ექიმს მიმართეთ.
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც ოქტაგამით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
ოქტაგამის გამოყენების დოზა, მიღების სიხშირე და მკურნალობის დროის ხანგრძლივობა ექიმის მიერ სიფრთხილით განისაზღვრება. მკურნალობის დასრულების შემდეგ გამოვლენილი ეფექტების შესახებ თქვენ ექიმს აცნოებთ.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამალში, ოქტაგამში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები,მაგრამ ეს გვერდითი ეფექტები ამ წამლის მომხმარებელ ყველა ავადმყოფთან არ ვლინდება.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება, მაგრამ 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე გამოვლინდება, ოქტაგამის გამოყენება შეწყვიტეთ და დაუყოვნებლივ თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს სასწრაფოს (ემერჯენსის) განყოფილებას მიმართეთ.
ეს აღნიშნული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათად ვლინდება, ანუ 10.000 ავადმყოფიდან 1 ავადმყოფში შეიძლება გამოვლინდეს. ზოგიერთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს მკურნალობის დროებით შეჩერება, დოზის შემცირება ანდა მკურნალობის შეწყვეტა.
სახის, ენის ანდა სასუნქი გზების შეშუპება. ამ დროს ვლინდება სუნთქვის გაძნელება.
უეცარი ალერგიული რეაქცია, რომელსაც ახასიათებს ჰაერის უკმარისობა, გამონაყარი, ხმაურიანი სუნთქვა და სისხლის წნევის დაქვეითება.
ინსულტი, რომელიც განაპირობებს სხეული ერთ ნახევარში ძალის დაკარგვას და /ანდა მგრძნობელობის დაკარგვას
მიოკარდიუმის ინფარქტი, რომელიც განაპირობებს მკერდში ტკივილს.
სისხლში თრომბის წარმოქმნა, რომელიც განაპირობებს ფეხებსა და ხელებში ტკივილს, შეშუპებას.
ფილტვების თრომბოემბოლია, რომელიც განაპირობებს მკერდში ტკივილს და ჰაერის უკმამრისობას
მძიმე ხარისხის თირკმლების უკმარისობა, რომელიც განაპირობებს შარდის გამოყოფის შეჩერებას
არაინფექციური მენინგიტი(ასეპტიური მენინგიტი), რომელიც განაპირობებს ძლიერ თავის ტკივილ, კეფის კუნთების რიგიდობას (თავის წინა მიმართულებით მოხრის შეზღუდვა)
ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმეს გამოვლენისას, მაშინვე თვქენს ექიმს აცნობეთ.
სხვა ცნობილი გვედითი ეფექტები:
გავრცელებული:
ჰიპერსენსიტიურობა (ალერგიული რეაქცია)
თავის ტკივილი
გულისრევა
ცხელება
დაღლილობის შეგრძნება
ინექციის ადგილას კანის რეაქციები
ნაკლებად გავრცელებული:
ეგზემა(კანის დაავადება)
ზურგის ტკივილი
ტკივილი მკერდში
შემცივნება
ძალიან იშვიათი:
ჰემოლიზური ანემია (სისხლის წითელი უჯედების დაშლა და გაქრობა, ეს გვერდითი ეფექტი ვლინდება ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობენ წამლის მაღალ დოზას, ასევე სისხლის A,B და AB ჯგუფის მქონე ავადმყოფებში და /ანდა ხშირია ჩირქოვანი ანთებითი დაავადების მქონე ავადმყოფებში)
სისხლის თეთრი უჯრედების არ არსებობა
სითხით დატვირთვა
სისხლში ნატრიუმის დაბალი მაჩვენებელი
მღელვარება, შფოთვა, გონების არევა ანდა გაღიზიანებადობა
მიგრენი
მეტყველების დარღვევა
ცნობიერების დაკარგვა
თავბრუსხვევა
კანზე კრუნჩხვის შეგრძნება
შეხების და აღქმის შეგრძნების შემცირება
სინათლეზე მგრძნობელობა
კუნთების უნებლიე კრუნჩხვები
მხედველობის დარღვევები
სტენოკარდია (მკერდის ტკივილი)
გულის ფრიალი
გულის ცემის სიხშირის შეცვლა
ტუჩებსა ანდა კანის ხვა მიდამოში გარდამავალი დალურჯება
სისხლის მიმოქცევის კოლაფსი ანდა შოკი
სისხლის წნევის ცვლილება
ვენების ჩირქოვანი ანთება
კანის ფერის სიფერმკრთალე
ხველა
სუნთქვის გაძნელება
პულმონალური შეშუპება(ფილტვებში სითხის დაგროვება)
ბრონქოსპაზმი(ჩასუნთქვის გაძნელება ანდა ხმაურიანი სუნთქვა)
სუნთქვის უკმარისობა
სისხლში ჟანგბადის არ არსებობა
ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი
ურტიკარია, ქავილი
კანის სიწითლე
კანზე გამონაყარი
კანის აცლა, აშრევება
კანის ჩირქოვანი ანთება
თმის ცვენა
სახსრების ანდა კუნთების ტკივილი
კუნთების სისუსტე ანდა გამაგრება
კუნთების ძალიან მტკივნეული კრუნჩხვები
კისრის ტკივილი, ხელების და ფეხების ტკიივლი
თირკმლებს ტკივილი
კანის შესივება(ედემა)
სახის უეცარი შეწითლება, ოფლიანობის მომატება
გულმკერდში დისკომფორტი
გრიპის მსგავსი ნიშნები
შემცივნების ანდა შეხურების შეგრძნება, თავის სუსტად ყოფნის ანდა ავად ყოფნის შეგრძნება
ძილიანობა
წვის შეგრძნება
ღვიძლის ფუნქციური ტესტების ანორმალობა
სისხლში შაქრის გაზომვის მცდარი შედეგები
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- ოქტაგამის შენახვა
ოქტაგამი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე, მზისგან დაცულ ადგილას.
არ გაყინოთ.გაყინული პროდუქცია არ გამოიყენოთ.
პრეპარატის გამოყენებამდე შეამოწმეთ ხსანრი სიმღვრიე, ფლაკონში ნაწილაკების არსებობა და ფერის ცვლილება. შემღვრევის, ნაწილაკების არსებობის ანდა ფერის ცვლილების შემთხვევაში პრეპარატი არ გამოიყენოთ. გამოიყენეთ მხოლოდ გამჭვირვალე ანდა მსუბუქად შემღვრეული ანდა უფერო ანდა მსუბუქად ყვითელი ხსნარი. შემღვრეული ანდა ნალექის მქონე პროდუქცია არ გამოიყენოთ.
სინათლისგან დაცვის მიზნით ფლაკონი გარე კოლოფის შიგნით შეინახეთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ოქტაგამი არ გამოიყენოთ.
ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი: ს.ს.ბერქ ილაჩ ითჰალათ ვე ფაზარლამა
პოლიგონის დასახლება, სარიერის ქ. აბეცე პლაზა
N:117/ბ , სართულოი:2. ისთინიე-სარიერი/სტამბული
ტელეფონი: 0212 277 33 03
ფაქსი: 0212 277 30 36
წარმოების ადგილი: Octafarma Pharmazeutika productionsges. M.b.H.
A-1100 ვენა- ავსტრია
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 23.07.2019-ში დამოწმებულია.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია მხოლოდ ჯანდაცვის პერსონალისთვისაა განკუთვნილი
წამალი გამოყენებამდე ოთახის ტემპერატურამდე ანდა სხეულის ტემპერატურამდე უნდა დათბეს.
ხსნარი გამჭვირვალე ანდა მსუბუქად შემღვრეული ანდა უფერო ანდა ღია ყვითელი ფერის უნდა იყოს.
შემღვრეული ანდა ნალექიანი ხსნარი არ გამოიყენება.
ოქტაგამის გაფილტრვა არ არის საჭირო.
გამოუყენებელი პრეპარატი ანდა ნარჩენი მასალა ,,ნარჩენების მართვის რეგულაციის’’ შესაბამისად უნდა განადგურდეს.
ეს წამალი სხვა წამლებს არ უნდა შეურიოთ.
საინფუზიო სისტემის ხაზი ინფუზიამდე და ინფუზიის შემდეგ სტერილური, ნატრი ქლორის(0.9%) ანდა 5% დექსტოზის წყალხსნარით უნდა გაირეცხოს.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.








