პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

ოქსიკოდონის ჰიდროქლორიდი

Oxycodone Hydrochloride

რეცეპტით20მგინსტრუქცია ქართულადსლოვაკეთი
რისთვის გამოიყენება

ეს ინექცია გამოგიწერათ ექიმმა საშუალო ან ძლიერი ტკივილის შემსუბუქების მიზნით. იგი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ოქსიკოდონს, რომელიც მიეკუთვნება ძლიერი ანალგეტიკების ან „ტკივილგამაყუჩებლების“ ჯგუფს. ოქსიკოდონი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ოქსიკოდონის (oxycodone)
ფორმა და შეფუთვა
20მგ/2მლ (10მგ/მლ) 2მლ კანქვეშ შესაყვანი და ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ხსნარი ამპულა №5
მწარმოებელი
HBM Pharma s.r.o., სლოვაკეთი
გაცემის წესი
I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზური საშუალებები, ბუნებრივი ოპიუმის ალკალოიდები
ATC კოდი
N02AA05
რეგისტრაციის ნომერი
რ-042225
რეგისტრირებულია
18 ოქტომბერი 2024, მოქმედებს 18 ოქტომბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს გრინდეკსი-ს წარმომადგენლობა (ფილიალი)
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაოქსიკოდონის ჰიდროქლორიდი და სხვა წამალი ერთად

ოქსიკოდონის ჰიდროქლორიდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ეს ინექცია გამოგიწერათ ექიმმა საშუალო ან ძლიერი ტკივილის შემსუბუქების მიზნით. იგი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ოქსიკოდონს, რომელიც მიეკუთვნება ძლიერი ანალგეტიკების ან „ტკივილგამაყუჩებლების“ ჯგუფს.

ოქსიკოდონი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის.

მიღების წესი და დოზირება

ექიმი ან ექთანი ჩვეულებრივ მოამზადებს და გაგიკეთებთ ინექციას. ინექცია გამოყენებული უნდა იყოს გახსნისთანავე. დოზა და ინექციის მიღების სიხშირე შეიძლება რეგულირებული იყოს თქვენი ტკივილის სირთულის მიხედვით.

მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარულად მკურნალობის დროს, თქვენი ექიმი განიხილავს თქვენთან ერთად, რას შეიძლება ელოდოთ ოქსიკოდონის გამოყენებისგან, როდის და რამდენ ხანს გჭირდებათ მისი მიღება, როდის დაუკავშირდით ექიმს და როდის გჭირდებათ მისი შეწყვეტა (იხილეთ ასევე, თუ შეწყვიტე ოქსიკოდონის გამოყენება)

მოზრდილები (18 წელზე მეტი ასაკის)

ჩვეულ ებრივი საწყისი დოზა დამოკიდებულია ინექციის მიღების მეთოდზე. ჩვეულებრივი საწყისი დოზა შემდეგია:

ვენაში ერთჯერადი ინექციის სახით, ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1-დან 10 მგ-ს, შეყავთ ნელა 1-დან 2 წუთის განმავლობაში. შეიძლება განმეორდეს ყოველ 4 საათში.

ვენაში ინფუზიის სახით, ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 2 მგ/სთ-ში.

წვრილი ნემსით კანქვეშა ქსოვილში ერთჯერადი ინექციის სახით ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს, 4 საათიანი ინტერვალებით განმეორებით, საჭიროების შემთხვევაში.

წვრილი ნემსით კანქვეშა ქსოვილში ინფუზიის სახით ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 7.5 მგ/დღეში.

თუ მიიღება პაციენტის მიერ კონტროლირებული ანალგეზიის სახით (PCA), დოზა განსაზღვრული უნდა იყოს თქვენი წონის და მიხედვით (0.03 მგ/კგ სხეულის მასაზე). თქვენი ექიმი ან მედდა დაადგენს სასურველ სიხშირეს.

ბავშვები

ეს ინექცია არ უნდა მიეცეს ბავშვებს და 18 წლამდე ასაკის მოზარდებს.

თირკმლის ან ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები

გთხოვთ, უთხრათ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლთან ან თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები, ვინაიდან მათ შეიძლება მოუწიოთ უფრო დაბალი დოზის დანიშვნა თქვენი მდგომარეობის და მიხედვით.

არ უნდა გადააჭარბოთ ექიმის მიერ რეკომენდირებულ დოზას. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ აღმოჩნდება, რომ ამ ინექციის მიღების მიუხედავად მაინც გრძნობთ ტკივილს, განიხილეთ ეს საკითხი თქვენს ექიმთან.

თუ იყენებთ საჭიროზე მეტ ოქსიკოდონს

დაუყოვნებლივ დაურეკეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს. რთულ შემთხვევებში დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების დაკარგვა ან გარდაცვალებაც კი. ადამიანებმა, რომლებმაც გადააჭარბეს დოზას, შეიძლება იგრძნონ ძილიანობა, სისუსტე ან თავბრუსხვევა. მათ ასევე შეიძლება განუვითარდეთ სუნთქვის გაძნელება და გამოიწვიოს ცნობიერების დაკარგვა ან გარდაცვალებაც კი, და ამიტომ შეიძლება დასჭირდეთ გადაუდებელი მკურნალობა საავადმყოფოში. დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის აშლილობა (ცნობილი, როგორც ტოქსიკური ლეიკოენცეფალოპათია).

სამედიცინო დახმარებისთვის მიმართვისას დარწმუნდით, რომ თან გქონდეთ ეს ინსტრუქცია და ნებისმიერი დარჩენილი ამპულა ექიმისთვის საჩვენებლად.

თუ შეწყვიტეთ ოქსიკოდონის გამოყენება

თქვენ არ უნდა შეწყვიტოთ უეცრად ამ წამლის გამოყენება, თუ ამას თქვენი ექიმი არ გირჩევთ. თუ გსურთ ოქსიკოდონის გამოყენების შეწყვეტა, ჯერ გაესაუბრეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. ექიმი გეტყვით, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, ჩვეულებრივ დოზას თანდათანობით შეამცირებენ ისე, რომ თქვენ არ იგრძნოთ უსიამოვნო ეფექტები. ამ ინექციის მიღების უცებ შეწყვეტის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს წამლის მიღების მოხსნის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა აგზნება, შფოთვა, პალპიტაცია, ცახცახი ან ოფლდენა.

ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში ამ წამლის გამოყენების შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან მედდას

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ოქსიკოდონის ან ამ წამლის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში);

თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა მორფინის ან სხვა ოპიოიდების მიმართ;

გაქვთ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ფილტვის მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, მძიმე ბრონქული ასთმა ან სუნთქვის მძიმე უკმარისობა. თქვენი ექიმი გეტყოდათ ნებისმიერი ასეთი მოვლენის შესახებ. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის უკმარისობას, ხველებას ან ჩვეულზე ნელ ან სუსტ სუნთქვას;

გაქვთ პრობლემები გულთან დაკავშირებით ფილტვების ხანგრძლივი დაავადების შემდეგ (cor pulmonale);

გაქვთ ისეთი მდგომარეობა, როდესაც წვრილი ნაწლავი სათანადოდ არ ფუნქციონირებს (პარალიზური ილეუსი) ან გაქვთ ძლიერი ტკივილები მუცლის არეში;

გაქვთ კუჭის შეკრულობის პრობლემები;

ხართ 18 წელზე ნაკლები ასაკის.

სიფრთხილის ზომები

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას ოქსიკოდონით მკურნალობის დაწყებამდე, თუ:

ხართ ხანდაზმული ან დასუსტებული;

დაქვეითებულია თქვენი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი), რადგან შეიძლება დაგჭირდეთ უფრო დაბალი დოზა;

გაქვთ მიქსედემა (ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემა კანის სიმშრალით, გაციებით და გასიებით [‘შეშუპება’] სახეზე ან კიდურებზე;

მიღებული გაქვთ თავის ტრავმა, ძლიერი თავის ტკივილი ან ცუდად გრძნობთ თავს, რაც შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ქალისშიდა წნევა გაქვთ მომატებული;

გაქვთ დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტონია);

გაქვთ შემცირებული სისხლის მოცულობა (ჰიპოვოლემია); ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ძლიერი გარეგანი ან შინაგანი სისხლდენით, ძლიერი დამწვრობით, ჭარბი ოფლდენით, ძლიერი დიარეით ან ღებინებით;

გაქვთ ფსიქიკური აშლილობა ინფექციის შედეგად (ტოქსიკური ფსიქოზი);

გაქვთ კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (რომელიც იწვევს ძლიერ ტკივილს მუცლისა და ზურგის არეში);

გაქვთ პრობლემები ნაღვლის ბუშტთან ან ნაღვლის სადინართან;

გაქვთ ნაწლავების ანთებითი დაავადება;

გაქვთ გადიდებული პროსტატა, რაც იწვევს მოშარდვის გართულებას (მამაკაცებში);

გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია (თქვენი თირკმელზედა ჯირკვალი არ ფუნქციონირებს სათანადოდ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სისუსტე, წონის დაკლება, თავბრუსხვევა, ავადმყოფობის შეგრძნება ან ცუდად ყოფნა), მაგ. ადისონის დაავადება;

გაქვთ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ფილტვის მძიმე დაავადება. თქვენმა ექიმმა უნდა გითხრათ, თუ გაქვთ ეს მდგომარეობა. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის უკმარისობას და ხველებას;

გაქვთ თირკმელთან ან ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები;

წინათ გქონდათ წამლის მიღების მოხსნის სიმპტომები, როგორიცაა მოუსვენრობა, შფოთვა, კანკალი ან ოფლიანობა ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მიღების შეწყვეტისას;

გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ტკივილის მიმართ;

გესაჭიროებათ ოქსიკოდონის მზარდი დოზების მიღება ტკივილის იგივე დონით შემსუბუქების მიზნით (ტოლერანტობა).

თუ უნდა ჩაგიტარდეთ ოპერაცია, უნდა შეატყობინოთ საავადმყოფოში თქვენს ექიმს, რომ იღებთ ამ წამალს.

ამ წამლის მიღებისას შეიძლება განიცადოთ ჰორმონალური ცვლილებები. თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს ამ ცვლილებების მონიტორინგი.

ტოლერანტობა, დამოკიდებულება და მიჩვევა

ეს წამალი შეიცავს ოქსიკოდონს, რომელიც არის ოპიოიდური პრეპარატი. ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლების განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წამლის ნაკლებეფექტურობა (თქვენ ეჩვევით მას, რაც ცნობილია როგორც ტოლერანტობა).

ოქსიკოდონის განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება, ბოროტად გამოყენება და მიჩვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში ჭარბი დოზირება. ამ გვერდითი ეფექტების რისკი შეიძლება გაიზარდოს უფრო მაღალი დოზით და ხანგრძლივი გამოყენებისას.

დამოკიდებულებამ ან მიჩვევამ შეიძლება გაგრძნობინოთ, რომ აღარ აკონტროლებთ რამდენი წამალი გჭირდებათ ან რამდენად ხშირად გჭირდებათ მისი მიღება. შეიძლება იგრძნოთ, რომ უნდა გააგრძელოთ წამლის მიღება, მაშინაც კი, როცა ეს არ გეხმარებათ ტკივილის შემსუბუქებაში.

დამოკიდებულების ან მიჩვევის რისკი განსხვავდება ადამიანებში. თქვენ შეიძლება გქონდეთ ოქსიკოდონზე დამოკიდებულის ან მიჩვევის რისკი, თუ:

თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს ოდესმე ბოროტად გამოგიყენებიათ ან იყავით დამოკიდებული ალკოჰოლზე, რეცეპტით გაცემული მედიკამენტებზე ან არალეგალურ წამლებზე („დამოკიდებულება“);

მწეველი ხართ;

ოდესმე გქონიათ გუნება-განწყობის პრობლემები (დეპრესია, შფოთვა ან პიროვნული აშლილობა) ან მკურნალობდით ფსიქიატრთან სხვა ფსიქიკური დაავადებების გამო.

თუ ოქსიკოდონის მიღებისას შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ ნიშანს, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ თქვენ გახდით დამოკიდებული ან მიჩვეული.

  • თქვენ გჭირდებათ მიიღოთ წამალი უფრო მეტ ხანს ვიდრე დაგინიშნათ ექიმმა
  • თქვენ გჭირდებათ რეკომენდირებულზე მეტი დოზის მიღება
  • თქვენ იყენებთ მედიკამენტს დანიშნულების გარდა სხვა მიზეზების გამო, მაგალითად, "სიმშვიდის შესანარჩუნებლად" ან "დაგეხმაროთ დაძინებაში"
  • თქვენ განმეორებით, წარუმატებელი მცდელობები გაქვთ შეწყვიტოთ ან აკონტროლოთ პრეპარატის გამოყენება
  • წამლის მიღების შეწყვეტისას თავს ცუდად გრძნობთ და თავს უკეთ გრძნობთ პრეპარატის ხელახლა მიღების შემდეგ („მოხსნის ეფექტი“)

თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ ნიშანს, მიმართეთ თქვენს ექიმს, რათა განიხილოს თქვენთვის საუკეთესო მკურნალობის გზა, მათ შორის, როდის არის მიზანშეწონილი შეწყვეტა და როგორ შეწყვიტოთ უსაფრთხოდ (იხილეთ ნაწილი 3, თუ შეწყვეტთ ოქსიკოდონის გამოყენებას).

ძილთან დაკავშირებული სუნთქვის დარღვევები

ოქსიკოდონმა შეიძლება გამოიწვიოს ძილთან დაკავშირებული სუნთქვის დარღვევები, როგორიცაა ძილის აპნოე (სუნთქვის შეჩერება ძილის დროს) და ძილთან დაკავშირებული ჰიპოქსემია (სისხლში ჟანგბადის დაბალი დონე). სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ძილის დროს სუნთქვის შეჩერებას, ღამის გაღვიძებას ქოშინის გამო, ძილის შენარჩუნების სირთულეს ან გადაჭარბებულ ძილიანობას დღის განმავლობაში. თუ თქვენ ან სხვა პირმა შეამჩნია ეს სიმპტომები, მიმართეთ ექიმს. ექიმმა შეიძლება განიხილოს დოზის შემცირება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ცოტა ხნის წინ ღებულობდით ან აპირებთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა წამალი. ეს ეხება ასევე იმ წამლებს, რომლებიც მიიღება დანიშნულების გარეშე. თუ ამ ინექციას სხვა წამლებთან ერთად იყენებთ, ამ ინექციის ან სხვა წამლების ეფექტი შეიძლება შეიცვალოს.

ოპიოიდების და ბენზოდიაზეპინების ერთდროული მიღება ზრდის ძილიანობის, სუნთქვასთან დაკავშირებული გართულებების (სუნთქვის უკმარისობა), კომის რისკს და შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში. ამის გამო, ერთდროულად მიღება უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მკურნალობის სხვა ვარიანტები გამორიცხულია. თუმცა, თუ თქვენი ექიმი მაინც დაგინიშნავთ ბენზოდიაზეპინებს ან მსგავს წამლებს ოპიოიდებთან ერთად, დოზირება და ერთდროული მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეიზღუდოს თქვენი ექიმის მიერ. გთხოვთ, დაიცვათ თქვენი ექიმის რეკომენდაციები დოზირებასთან დაკავშირებით. სასარგებლო იქნება თქვენი მეგობრებისა და ნათესავების ინფორმირება რომ იცოდნენ ზემოთ აღნიშნული სიმპტომებისა და ნიშნების შესახებ. ამ სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

გვერდითი ეფექტების რისკი იზრდება, თუ იყენებთ ანტიდეპრესანტებს (როგორებიცაა ციტალოპრამი, დულოქსეტინი, ესციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, პაროქსეტინი, სერტრალინი, ვენლაფაქსინი). ეს მედიკამენტები შეიძლება ურთიერთქმედებდეს ოქსიკოდონთან და შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები როგორებიცაა: კუნთების უნებლიე რიტმული შეკუმშვა, თვალის მამოძრავებელი კუნთების ჩათვლით, აგზნება, ჭარბი ოფლიანობა, ტრემორი, რეფლექსების გაძლიერება, კუნთების დაჭიმულობის მომატება, სხეულის ტემპერატურის მომატება 38°C-ზე მეტი. დაეკონტაქტეთ თქვენს ექიმს ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ:

ისეთი ტიპის წამალს, რომელიც ცნობილია, როგორც მონოამინ ოქსიდაზის ინჰიბიტორი, ან მიიღეთ ამ სახის წამალი ბოლო ორი კვირის განმავლობაში;

წამლებს, რომლებიც ხელს გიწყობთ დაძინებაში ან სიმშვიდის შენარჩუნებაში (მაგ. ტრანკვილიზატორები, ჰიპნოზური ან სედაციური საშუალებები);

დეპრესიის სამკურნალო წამლებს (როგორიცაა პაროქსეტინი);

წამლებს ფსიქიკური ან მენტალური აშლილობის გამო (როგორიცაა ფენოთიაზინები ან ნეიროლეპტიკები);

სხვა ძლიერ ანალგეტიკებს (‘ტკივილგამაყუჩებლებს’);

კუნთების რელაქსანტებს;

წამლებს მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ;

ქინიდინს (წამალი - აჩქარებული გულისცემის სამკურნალოდ);

ციმეტიდინს (წამალი - კუჭის წყლულის, საჭმლის მონელების დარღვევის ან გულძმარვის სამკურნალოდ);

სოკოს საწინააღმდეგო წამლებს (როგორიცაა კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი, იტრაკონაზოლი და პოსაკონაზოლი);

ანტიბიოტიკებს (როგორიცაა კლარიტრომიცინი, ერითრომიცინი ან ტელიტრომიცინი);

წამლებს, რომლებიც ცნობილია „პროტეაზის ინჰიბიტორების“ სახით აივ-ის სამკურნალოდ (მაგ. ბოცეპრევირი, რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი ან საქინავირი);

რიფამპიცინს (ტუბერკულოზის სამკურნალოდ);

კარბამაზეპინს (წამალი შეტევების, კრუნჩხვების ან კონვულსიების და გარკვეული ტკივილების სამკურნალოდ);

ფენიტოინს (წამალი შეტევების, კრუნჩხვების ან კონვულსიების სამკურნალოდ);

მცენარე კრაზანას (რომელიც ასევე ცნობილია, როგორც Hypericum perforatum);

ანტიჰისტამინებს;

წამლებს პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ.

აგრეთვე შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ ცოტა ხნის წინ მიღებული გქონდათ ანესთეზიური საშუალება.

ოქსიკოდონი სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ალკოჰოლის მიღებამ ოქსიკოდონით მკურნალობისას შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან გაზარდოს სერიოზული გვერდითი ეფექტების რისკი, როგორიცაა სუნთქვის უკმარისობა სუნთქვის გაჩერების რისკით, ცნობიერების დაკარგვა. რეკომენდირებულია არ მიიღოთ ალკოჰოლი ოქსიკოდონის მკურნალობის დროს.

ამ პრეპარატით მკურნალობისას უნდა მოერიდოთ გრეიფრუტის წვენის მიღებას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ თქვენთ ხართ ორსულად ან ხართ მეძუძური დედა, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ წამლის მიღებამდე.

არსებობს შეზღუდული მონაცემები ორსულ ქალებში ოქსიკოდონის მიღების შესახებ. ოქსიკოდონის ხანგრძლივმა მიღებამ ორსულობის დროს შეიძლება გამოიწვიოს წამლის მიღების მოხსნის სიმპტომები ახალშობილებში. მშობიარობის დროს ოქსიკოდონის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის პრობლემები ახალშობილთან.

ძუძუთი კვება უნდა შეწყვიტოთ ოქსიკოდონით მკურნალობის დროს. ოქსიკოდონი აღწევს დედის რძეში და შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს თქვენს ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე, განსაკუთრებით მრავალჯერადი დოზების მიღების შემდეგ.

არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები ოქსიკოდონის გავლენაზე ადამიანის ფერტილობაზე.

მანქანის ტარება და დანადგარების გამოყენება

ამ ინექციას შეუძლია რიგი გვერდითი მოვლენების გამოწვევა, როგორიცაა ძილიანობა, რაც ზემოქმედებას მოახდენს თქვენს მიერ ავტომობილის ტარებასა ან დანადგარებთან მუშაობის უნარზე (იხილეთ პარაგრაფი 4 გვერდითი მოვლენების სრული სიის სანახავად). ისინი ჩვეულებისამებრ ყველაზე მეტად შესამჩნევია მაშინ, როდესაც პირველად იწყებთ ინექციის მიღებას, ან თუ იღებთ უფრო მაღალ დოზას. თუ იგრძნობთ ასეთ მოვლენებს, არ უნდა ატაროთ ავტომანქანა ან იმუშაოთ დანადგარებთან.

ამ წამალს შეუძლია ზემოქმედების მოხდენა ტარების უნარზე, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან თავბრუსხვევა.

არ ატაროთ მანქანა ამ წამლის გამოყენების დროს, სანამ არ მიხვდებით, თუ როგორ მოქმედებს იგი თქვენზე

თუ ეს პრეპარატი ზემოქმედებას ახდენს თქვენს მიერ ტარების უნარზე, მაშინ მისი მიღებისას ავტომანქანის ტარება წარმოადგენს სამართალდარღვევას

თუმცა, თქვენ არ განახორციელებთ სამართალდარღვევას, თუ:

პრეპარატი გამოწერილი იყო სამედიცინო ან სტომატოლოგიური პრობლემის სამკურნალოდ და

თუ თქვენ იგი მიიღეთ პრეპარატის დამნიშნავი პირის ინსტრუქციების ან წამლის შესახებ მიღებული ინფორმაციის შესაბამისად და

იგი არ ახდენდა ზემოქმედებას თქვენს მიერ უსაფრთხოდ ტარების უნარზე.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული, უსაფრთხოა თუ არა თქვენთვის ტარება ამ წამლის მიღების დროს.

ოქსიკოდონი შეიცავს ნატრიუმს

მოცემული სამედიცინო პროდუქცია შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) 1 მლ-ში, და შეიძლება ითქვას, რომ იგი თითქმის „ნატრიუმის გარეშეა“.

გვერდითი მოვლენები

ყველა წამლის მსგავსად, ამ წამალსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა არა ყველა პაციენტთან.

ყველა წამალს შეუძლია ალერგიული რეაქციების გამოწვევა, თუმცა სერიოზული ალერგიული რეაქციები იშვიათია. დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ უეცარ თავბრუსხვევას, გაძნელებულ სუნთქვას, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპებას, გამონაყარს ან ქავილს, განსაკუთრებით ისეთს, რომლებიც მთელ სხეულს მოიცავს.

ყველაზე სერიოზული გვერდითი მოვლენა არის ის მდგომარეობა, როდესაც თქვენ მოსალოდნელზე ნელა ან სუსტად სუნთქავთ (სუნთქვის უკმარისობა). დაუყოვნებლივ მოახსენეთ თქვენს ექიმს, თუ იგრძნობთ მსგავს მდგომარეობას.

ისევე, როგორც ყველა ძლიერი ტკივილგამაყუჩებლის შემთხვევაში, არსებობს ამ ინექციისადმი მიჩვევის რისკი.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება მოხდეს 10 ადამიანიდან 1-ზე მეტთან)

კუჭის შეკრულობა (ექიმს შეუძლია გამოგიწეროთ საფაღარათო საშუალება ამ პრობლემის დასაძლევად)

ავადმყოფობის შეგრძნება ან ავად ყოფნა (ჩვეულებრივ ეს მდგომარეობა ქრება რამდენიმე დღის შემდეგ, თუმცა ექიმს შეუძლია გამოგიწეროთ გამოსაჯანსაღებელი წამალი, თუ პრობლემა რჩება)

ძილიანობა (ამის ალბათობა ყველაზე ხშირია წამლის მიღების დაწყებისას ან დოზის გაზრდისას, მაგრამ უნდა გაქრეს რამდენიმე დღის შემდეგ)

თავბრუსხვევა

თავის ტკივილი

კანის ქავილი

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10 ადამიანიდან 1-ში)

სიმშრალე პირის ღრუში, მადის დაკარგვა, მოუნელებლობა, მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი, დიარეა

დაბნეულობა, დეპრესია, უჩვეულო სისუსტის შეგრძნება, ცახცახი, ენერგიის ნაკლებობა, დაღლილობა, შფოთვა, ნევროზი, გართულებები ძილთან დაკავშირებით, არანორმალური ფიქრები ან სიზმრები

სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, შემცირებული ხველების რეფლექსი

გამონაყარი

ოფლდენა

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 100 ადამიანიდან 1-ში)

ყლაპვის გაძნელება, ბოყინი, სლოკინი, მეტეორიზმი, მდგომარეობა, როდესაც ნაწლავები არ ფუნქციონირებენ სათანადოდ (ნაწლავების გაუვალობა), კუჭის ანთება, გემოვნების ცვლილება

თავბრუსხვევის ან „ტრიალის“ შეგრძნება, ჰალუცინაციები, გუნება-განწყობის ცვლილებები, უსიამოვნო ან არაკომფორტული გუნება-განწყობა, უაღრესი ბედნიერების შეგრძნება, მოუსვენრობა, აჟიტირება, ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება, მეხსიერების დაკარგვა, გაძნელებული მეტყველება, შემცირებული მგრძნობელობა ტკივილისადმი ან შეხებისადმი, ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება ფეხებში ან ხელებში, კრუნჩხვები, ისტერია ან კონვულსიები, მხედველობის დაქვეითება, გულის წასვლა, კუნთების უჩვეულო გაშეშება ან მოდუნება, კუნთების უნებლიე შეკუმშვები.

შარდვის გაძნელება, იმპოტენცია, დაქვეითებული სქესობრივი ლტოლვა, სისხლში სქესობრივი ჰორმონების დაბალი დონე („ჰიპოგონადიზმი“, რომელიც ჩანს სისხლის ანალიზებში)

აჩქარებული, არარეგულარული გულისცემა, კანის გაწითლება

დეჰიდრაცია, წყურვილი, შემცივნება, ხელების, კოჭების ან ფეხების შეშუპება

მშრალი კანი, კანის ძლიერი აქერცვლა

სახის სიწითლე, თვალის გუგების შევიწროება, კუნთების სპაზმი, მაღალი ტემპერატურა

ამ წამლის ბევრად უფრო მაღალი დოზის მიღების საჭიროება იგივე დონეზე ტკივილის შესამსუბუქებლად (ტოლერანტობა)

ტკივილი მუცლის არეში ან დისკომფორტი

ღვიძლის ფუნქციური ანალიზების გაუარესება (შემჩნეული სისხლის ანალიზში)

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 1000 ადამიანიდან 1-ში)

დაბალი არტერიული წნევა

„სისუსტის“ შეგრძნება, განსაკუთრებით ადგომისას

ურტიკარია (ჭინჭრის ციება)

სიხშირე უცნობია (სიხშირე ვერ დგინდება ხელმისაწვდომი მონაცემებიდან)

მომატებული მგრძნობელობა ტკივილის მიმართ

აგრესია

ძილის აპნოე (სუნთქვის პაუზები ძილის დროს)

კბილის კარიესი

მენსტრუალური ციკლის არარსებობა

ღვიძლიდან ნაღვლის ბუშტში ნაკადის ბლოკადა (ქოლესტაზი). ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის ქავილი, გაყვითლება, ძალიან მუქი შარდი ან ღია ფერის განავალი.

ოქსიკოდონის ხანგრძლივმა გამოყენებამ ორსულობის დროს შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში მოხსნის სიმპტომები ახალშობილში. სიმპტომები, რომელსაც უნდა დააკვირდეთ ახალშობილში, მოიცავს გაღიზიანებას, ჰიპერაქტიურობას და ძილის დარღვევას, ხმამაღლა ტირილს, ცახცახს, ავადმყოფობის შეგრძნებას, დიარეას და წონის მატების შეჩერებას.

მოხსენებები გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ გამოგივლიდებათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მოახსენეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღნიშნული ამ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ უშუალოდ მოახსნეოთ გვერდითი მოვლენების შესახებ:

UK (NI): Yellow Card Scheme, Website: www.mhra.gov.uk/yellowcard ან მოიძიეთ MHRA Yellow Card Google Play -ს ან Apple App Store-ში.

IE: HPRA Pharmacovigilance, Website: HYPERLINK "http://www.hpra.ie"www.hpra.ie.

გვერდითი მოვლენების მოხსენებით თქვენ დაგვეხმარებით ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის წარმოდგენაში.

  • როგორ უნდა შეინახოთ ოქსიკოდონი

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ ეს წამალი ჩაკეტილ უსაფრთხო და დაცულ შესანახ სივრცეში, სადაც სხვა ადამიანებს არ შეეძლებათ ჰქონდეთ მასზე წვდომა. მას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს და სასიკვდილო იყოს ადამიანებისთვის, როცა მათთვის დანიშნული არ არის.

მოცემული სამედიცინო პროდუქცია არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს. არ გაყინოთ.

შემადგენლობა

ოქსიკოდონი 10 მგ/მლ :

აქტიური სუბსტანცია არის ოქსიკოდონის ჰიდროქლორიდი.

ყოველი 1 მლ ამპულა შეიცავს 10 მგ ოქსიკოდონის ჰიდროქლორიდს (რომელიც არის 9 მგ ოქსიკოდონის ექვივალენტი).

ყოველი 2 მლ ამპულა შეიცავს 20 მგ ოქსიკოდონის ჰიდროქლორიდს (რომელიც არის 18 მგ ოქსიკოდონის ექვივალენტი).

ოქსიკოდონი 50 მგ/მლ :

ყოველი 1 მლ ამპულა შეიცავს 50 მგ ოქსიკოდონის ჰიდროქლორიდს (რომელიც არის 45 მგ ოქსიკოდონის ექვივალენტი).

სხვა ინგრედიენტებია ლიმონმჟავას მონოჰიდრატი; ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH რეგულირებისთვის), მარილმჟავა, კონცენტრირებული (pH რეგულირებისთვის), საინექციო წყალი.

როგორ გამოიყურება ოქსიკოდონი და შეფუთვის შიგთავსი

სუფთა, უფერო საინექციო /საინფუზიო ხსნარი, არ შეიცავს ხილულ ნაწილაკებს.

ოქსიკოდონი იწარმოება 1 მლ ან 2 მლ უფერო შუშის ამპულებში.

ამპულები მარკირებულია სპეციფიური ფერადი რგოლით სიმყარისა და მოცულობისთვის.

შეფუთვის ზომა:

ოქსიკოდონი 10მგ/მლ

1 მლ -იანი 5,10 ან 25 ამპულა

2 მლ -იანი 5 ან 10 ამპულა

ოქსიკოდონი 50მგ/მლ

1 მლ -იანი 5 ან 10 ამპულა

ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს გამოტანილი ბაზარზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით.

შენახვის პირობები

მოცემული სამედიცინო პროდუქცია გამოყენებული უნდა იყოს გახსნისთანავე.

ვარგისობის ვადა განზავების შემდეგ:

გამოსაყენებლად მზა პროდუქციის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში 25°C -ზე და 28°C-ზე (ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნართან, 50 მგ/მლ (5%) დექსტროზასთან ან საინექციო წყალთან განზავების შემდეგ).

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქცია გამოყენებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ. თუ იგი არ იქნება გამოყენებული დაუყოვნებლივ, მზა პროდუქციის გამოყენებისთვის საჭირო დროისა და პირობების დაცვით მაშინ პასუხისმგებლობა გადადის მომხმარებელზე, ჩვეულებრივ ეს დრო არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2 -დან 8°C-მდე, და თუ განზავება არ მოხდა კონტროლირებულ და სათანადო ასეპტიკურ პირობებში.

არ გამოიყენოთ ეს წამალი, თუ შეამჩნიეთ დაბინძურების ნებისმიერი ხილული ნიშნები (მაგ. ნაწილაკები).

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ეტიკეტზე და კოლოფზე {EXP}-ს გვერდით. ვარგისობის ვადა გულისხმობს შესაბამისი თვის ბოლო დღეს.

ნებისმიერი გამოუყენებელი ნაწილი დაუყოვნებლივ უნდა გადააგდოთ.

არ გადააგდოთ ნებისმიერი წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ოქსიკოდონის ჰიდროქლორიდი 10 მგ/მლ საინექციო/საინფუზიო ხსნარი

ოქსიკოდონის ჰიდროქლორიდი 50 მგ/მლ საინექციო/საინფუზიო ხსნარი

Oxycodone hydrochloride

ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, სანამ მიიღებთ ამ წამალს, ვინაიდან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს წამალი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ სხვებს. წამალმა შეიძლება ავნოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოჩენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პარაგრაფი 4.

რა არის ამ ფურცელში

  • რა არის ოქსიკოდონი და რისთვის გამოიყენება იგი
  • რა უნდა იცოდეთ ოქსიკოდონის გამოყენებამდე
  • როგორ უნდა გამოიყენოთ ოქსიკოდონი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ უნდა შეინახოთ ოქსიკოდონი
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის ოქსიკოდონი და რისთვის გამოიყენება იგი

ეს ინექცია გამოგიწერათ ექიმმა საშუალო ან ძლიერი ტკივილის შემსუბუქების მიზნით. იგი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ოქსიკოდონს, რომელიც მიეკუთვნება ძლიერი ანალგეტიკების ან „ტკივილგამაყუჩებლების“ ჯგუფს.

ოქსიკოდონი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის.

  • რა უნდა იცოდეთ ოქსიკოდონის მიღებამდე

არ გამოიყენოთ ოქსიკოდონი:

თუ გაქვთ ალერგია ოქსიკოდონის ან ამ წამლის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში);

თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა მორფინის ან სხვა ოპიოიდების მიმართ;

გაქვთ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ფილტვის მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, მძიმე ბრონქული ასთმა ან სუნთქვის მძიმე უკმარისობა. თქვენი ექიმი გეტყოდათ ნებისმიერი ასეთი მოვლენის შესახებ. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის უკმარისობას, ხველებას ან ჩვეულზე ნელ ან სუსტ სუნთქვას;

გაქვთ პრობლემები გულთან დაკავშირებით ფილტვების ხანგრძლივი დაავადების შემდეგ (cor pulmonale);

გაქვთ ისეთი მდგომარეობა, როდესაც წვრილი ნაწლავი სათანადოდ არ ფუნქციონირებს (პარალიზური ილეუსი) ან გაქვთ ძლიერი ტკივილები მუცლის არეში;

გაქვთ კუჭის შეკრულობის პრობლემები;

ხართ 18 წელზე ნაკლები ასაკის.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას ოქსიკოდონით მკურნალობის დაწყებამდე, თუ:

ხართ ხანდაზმული ან დასუსტებული;

დაქვეითებულია თქვენი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი), რადგან შეიძლება დაგჭირდეთ უფრო დაბალი დოზა;

გაქვთ მიქსედემა (ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემა კანის სიმშრალით, გაციებით და გასიებით [‘შეშუპება’] სახეზე ან კიდურებზე;

მიღებული გაქვთ თავის ტრავმა, ძლიერი თავის ტკივილი ან ცუდად გრძნობთ თავს, რაც შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ქალისშიდა წნევა გაქვთ მომატებული;

გაქვთ დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტონია);

გაქვთ შემცირებული სისხლის მოცულობა (ჰიპოვოლემია); ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ძლიერი გარეგანი ან შინაგანი სისხლდენით, ძლიერი დამწვრობით, ჭარბი ოფლდენით, ძლიერი დიარეით ან ღებინებით;

გაქვთ ფსიქიკური აშლილობა ინფექციის შედეგად (ტოქსიკური ფსიქოზი);

გაქვთ კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (რომელიც იწვევს ძლიერ ტკივილს მუცლისა და ზურგის არეში);

გაქვთ პრობლემები ნაღვლის ბუშტთან ან ნაღვლის სადინართან;

გაქვთ ნაწლავების ანთებითი დაავადება;

გაქვთ გადიდებული პროსტატა, რაც იწვევს მოშარდვის გართულებას (მამაკაცებში);

გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია (თქვენი თირკმელზედა ჯირკვალი არ ფუნქციონირებს სათანადოდ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სისუსტე, წონის დაკლება, თავბრუსხვევა, ავადმყოფობის შეგრძნება ან ცუდად ყოფნა), მაგ. ადისონის დაავადება;

გაქვთ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ფილტვის მძიმე დაავადება. თქვენმა ექიმმა უნდა გითხრათ, თუ გაქვთ ეს მდგომარეობა. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის უკმარისობას და ხველებას;

გაქვთ თირკმელთან ან ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები;

წინათ გქონდათ წამლის მიღების მოხსნის სიმპტომები, როგორიცაა მოუსვენრობა, შფოთვა, კანკალი ან ოფლიანობა ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მიღების შეწყვეტისას;

გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ტკივილის მიმართ;

გესაჭიროებათ ოქსიკოდონის მზარდი დოზების მიღება ტკივილის იგივე დონით შემსუბუქების მიზნით (ტოლერანტობა).

თუ უნდა ჩაგიტარდეთ ოპერაცია, უნდა შეატყობინოთ საავადმყოფოში თქვენს ექიმს, რომ იღებთ ამ წამალს.

ამ წამლის მიღებისას შეიძლება განიცადოთ ჰორმონალური ცვლილებები. თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს ამ ცვლილებების მონიტორინგი.

ტოლერანტობა, დამოკიდებულება და მიჩვევა

ეს წამალი შეიცავს ოქსიკოდონს, რომელიც არის ოპიოიდური პრეპარატი. ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლების განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წამლის ნაკლებეფექტურობა (თქვენ ეჩვევით მას, რაც ცნობილია როგორც ტოლერანტობა).

ოქსიკოდონის განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება, ბოროტად გამოყენება და მიჩვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში ჭარბი დოზირება. ამ გვერდითი ეფექტების რისკი შეიძლება გაიზარდოს უფრო მაღალი დოზით და ხანგრძლივი გამოყენებისას.

დამოკიდებულებამ ან მიჩვევამ შეიძლება გაგრძნობინოთ, რომ აღარ აკონტროლებთ რამდენი წამალი გჭირდებათ ან რამდენად ხშირად გჭირდებათ მისი მიღება. შეიძლება იგრძნოთ, რომ უნდა გააგრძელოთ წამლის მიღება, მაშინაც კი, როცა ეს არ გეხმარებათ ტკივილის შემსუბუქებაში.

დამოკიდებულების ან მიჩვევის რისკი განსხვავდება ადამიანებში. თქვენ შეიძლება გქონდეთ ოქსიკოდონზე დამოკიდებულის ან მიჩვევის რისკი, თუ:

თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს ოდესმე ბოროტად გამოგიყენებიათ ან იყავით დამოკიდებული ალკოჰოლზე, რეცეპტით გაცემული მედიკამენტებზე ან არალეგალურ წამლებზე („დამოკიდებულება“);

მწეველი ხართ;

ოდესმე გქონიათ გუნება-განწყობის პრობლემები (დეპრესია, შფოთვა ან პიროვნული აშლილობა) ან მკურნალობდით ფსიქიატრთან სხვა ფსიქიკური დაავადებების გამო.

თუ ოქსიკოდონის მიღებისას შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ ნიშანს, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ თქვენ გახდით დამოკიდებული ან მიჩვეული.

  • თქვენ გჭირდებათ მიიღოთ წამალი უფრო მეტ ხანს ვიდრე დაგინიშნათ ექიმმა
  • თქვენ გჭირდებათ რეკომენდირებულზე მეტი დოზის მიღება
  • თქვენ იყენებთ მედიკამენტს დანიშნულების გარდა სხვა მიზეზების გამო, მაგალითად, "სიმშვიდის შესანარჩუნებლად" ან "დაგეხმაროთ დაძინებაში"
  • თქვენ განმეორებით, წარუმატებელი მცდელობები გაქვთ შეწყვიტოთ ან აკონტროლოთ პრეპარატის გამოყენება
  • წამლის მიღების შეწყვეტისას თავს ცუდად გრძნობთ და თავს უკეთ გრძნობთ პრეპარატის ხელახლა მიღების შემდეგ („მოხსნის ეფექტი“)

თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ ნიშანს, მიმართეთ თქვენს ექიმს, რათა განიხილოს თქვენთვის საუკეთესო მკურნალობის გზა, მათ შორის, როდის არის მიზანშეწონილი შეწყვეტა და როგორ შეწყვიტოთ უსაფრთხოდ (იხილეთ ნაწილი 3, თუ შეწყვეტთ ოქსიკოდონის გამოყენებას).

ძილთან დაკავშირებული სუნთქვის დარღვევები

ოქსიკოდონმა შეიძლება გამოიწვიოს ძილთან დაკავშირებული სუნთქვის დარღვევები, როგორიცაა ძილის აპნოე (სუნთქვის შეჩერება ძილის დროს) და ძილთან დაკავშირებული ჰიპოქსემია (სისხლში ჟანგბადის დაბალი დონე). სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ძილის დროს სუნთქვის შეჩერებას, ღამის გაღვიძებას ქოშინის გამო, ძილის შენარჩუნების სირთულეს ან გადაჭარბებულ ძილიანობას დღის განმავლობაში. თუ თქვენ ან სხვა პირმა შეამჩნია ეს სიმპტომები, მიმართეთ ექიმს. ექიმმა შეიძლება განიხილოს დოზის შემცირება.

სხვა წამლები და ოქსიკოდონი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ცოტა ხნის წინ ღებულობდით ან აპირებთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა წამალი. ეს ეხება ასევე იმ წამლებს, რომლებიც მიიღება დანიშნულების გარეშე. თუ ამ ინექციას სხვა წამლებთან ერთად იყენებთ, ამ ინექციის ან სხვა წამლების ეფექტი შეიძლება შეიცვალოს.

ოპიოიდების და ბენზოდიაზეპინების ერთდროული მიღება ზრდის ძილიანობის, სუნთქვასთან დაკავშირებული გართულებების (სუნთქვის უკმარისობა), კომის რისკს და შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში. ამის გამო, ერთდროულად მიღება უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მკურნალობის სხვა ვარიანტები გამორიცხულია. თუმცა, თუ თქვენი ექიმი მაინც დაგინიშნავთ ბენზოდიაზეპინებს ან მსგავს წამლებს ოპიოიდებთან ერთად, დოზირება და ერთდროული მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეიზღუდოს თქვენი ექიმის მიერ. გთხოვთ, დაიცვათ თქვენი ექიმის რეკომენდაციები დოზირებასთან დაკავშირებით. სასარგებლო იქნება თქვენი მეგობრებისა და ნათესავების ინფორმირება რომ იცოდნენ ზემოთ აღნიშნული სიმპტომებისა და ნიშნების შესახებ. ამ სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

გვერდითი ეფექტების რისკი იზრდება, თუ იყენებთ ანტიდეპრესანტებს (როგორებიცაა ციტალოპრამი, დულოქსეტინი, ესციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, პაროქსეტინი, სერტრალინი, ვენლაფაქსინი). ეს მედიკამენტები შეიძლება ურთიერთქმედებდეს ოქსიკოდონთან და შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები როგორებიცაა: კუნთების უნებლიე რიტმული შეკუმშვა, თვალის მამოძრავებელი კუნთების ჩათვლით, აგზნება, ჭარბი ოფლიანობა, ტრემორი, რეფლექსების გაძლიერება, კუნთების დაჭიმულობის მომატება, სხეულის ტემპერატურის მომატება 38°C-ზე მეტი. დაეკონტაქტეთ თქვენს ექიმს ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ:

ისეთი ტიპის წამალს, რომელიც ცნობილია, როგორც მონოამინ ოქსიდაზის ინჰიბიტორი, ან მიიღეთ ამ სახის წამალი ბოლო ორი კვირის განმავლობაში;

წამლებს, რომლებიც ხელს გიწყობთ დაძინებაში ან სიმშვიდის შენარჩუნებაში (მაგ. ტრანკვილიზატორები, ჰიპნოზური ან სედაციური საშუალებები);

დეპრესიის სამკურნალო წამლებს (როგორიცაა პაროქსეტინი);

წამლებს ფსიქიკური ან მენტალური აშლილობის გამო (როგორიცაა ფენოთიაზინები ან ნეიროლეპტიკები);

სხვა ძლიერ ანალგეტიკებს (‘ტკივილგამაყუჩებლებს’);

კუნთების რელაქსანტებს;

წამლებს მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ;

ქინიდინს (წამალი - აჩქარებული გულისცემის სამკურნალოდ);

ციმეტიდინს (წამალი - კუჭის წყლულის, საჭმლის მონელების დარღვევის ან გულძმარვის სამკურნალოდ);

სოკოს საწინააღმდეგო წამლებს (როგორიცაა კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი, იტრაკონაზოლი და პოსაკონაზოლი);

ანტიბიოტიკებს (როგორიცაა კლარიტრომიცინი, ერითრომიცინი ან ტელიტრომიცინი);

წამლებს, რომლებიც ცნობილია „პროტეაზის ინჰიბიტორების“ სახით აივ-ის სამკურნალოდ (მაგ. ბოცეპრევირი, რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი ან საქინავირი);

რიფამპიცინს (ტუბერკულოზის სამკურნალოდ);

კარბამაზეპინს (წამალი შეტევების, კრუნჩხვების ან კონვულსიების და გარკვეული ტკივილების სამკურნალოდ);

ფენიტოინს (წამალი შეტევების, კრუნჩხვების ან კონვულსიების სამკურნალოდ);

მცენარე კრაზანას (რომელიც ასევე ცნობილია, როგორც Hypericum perforatum);

ანტიჰისტამინებს;

წამლებს პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ.

აგრეთვე შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ ცოტა ხნის წინ მიღებული გქონდათ ანესთეზიური საშუალება.

ოქსიკოდონი სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ალკოჰოლის მიღებამ ოქსიკოდონით მკურნალობისას შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან გაზარდოს სერიოზული გვერდითი ეფექტების რისკი, როგორიცაა სუნთქვის უკმარისობა სუნთქვის გაჩერების რისკით, ცნობიერების დაკარგვა. რეკომენდირებულია არ მიიღოთ ალკოჰოლი ოქსიკოდონის მკურნალობის დროს.

ამ პრეპარატით მკურნალობისას უნდა მოერიდოთ გრეიფრუტის წვენის მიღებას.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ თქვენთ ხართ ორსულად ან ხართ მეძუძური დედა, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ წამლის მიღებამდე.

არსებობს შეზღუდული მონაცემები ორსულ ქალებში ოქსიკოდონის მიღების შესახებ. ოქსიკოდონის ხანგრძლივმა მიღებამ ორსულობის დროს შეიძლება გამოიწვიოს წამლის მიღების მოხსნის სიმპტომები ახალშობილებში. მშობიარობის დროს ოქსიკოდონის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის პრობლემები ახალშობილთან.

ძუძუთი კვება უნდა შეწყვიტოთ ოქსიკოდონით მკურნალობის დროს. ოქსიკოდონი აღწევს დედის რძეში და შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს თქვენს ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე, განსაკუთრებით მრავალჯერადი დოზების მიღების შემდეგ.

არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები ოქსიკოდონის გავლენაზე ადამიანის ფერტილობაზე.

მანქანის ტარება და დანადგარების გამოყენება

ამ ინექციას შეუძლია რიგი გვერდითი მოვლენების გამოწვევა, როგორიცაა ძილიანობა, რაც ზემოქმედებას მოახდენს თქვენს მიერ ავტომობილის ტარებასა ან დანადგარებთან მუშაობის უნარზე (იხილეთ პარაგრაფი 4 გვერდითი მოვლენების სრული სიის სანახავად). ისინი ჩვეულებისამებრ ყველაზე მეტად შესამჩნევია მაშინ, როდესაც პირველად იწყებთ ინექციის მიღებას, ან თუ იღებთ უფრო მაღალ დოზას. თუ იგრძნობთ ასეთ მოვლენებს, არ უნდა ატაროთ ავტომანქანა ან იმუშაოთ დანადგარებთან.

ამ წამალს შეუძლია ზემოქმედების მოხდენა ტარების უნარზე, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან თავბრუსხვევა.

არ ატაროთ მანქანა ამ წამლის გამოყენების დროს, სანამ არ მიხვდებით, თუ როგორ მოქმედებს იგი თქვენზე

თუ ეს პრეპარატი ზემოქმედებას ახდენს თქვენს მიერ ტარების უნარზე, მაშინ მისი მიღებისას ავტომანქანის ტარება წარმოადგენს სამართალდარღვევას

თუმცა, თქვენ არ განახორციელებთ სამართალდარღვევას, თუ:

პრეპარატი გამოწერილი იყო სამედიცინო ან სტომატოლოგიური პრობლემის სამკურნალოდ და

თუ თქვენ იგი მიიღეთ პრეპარატის დამნიშნავი პირის ინსტრუქციების ან წამლის შესახებ მიღებული ინფორმაციის შესაბამისად და

იგი არ ახდენდა ზემოქმედებას თქვენს მიერ უსაფრთხოდ ტარების უნარზე.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული, უსაფრთხოა თუ არა თქვენთვის ტარება ამ წამლის მიღების დროს.

ოქსიკოდონი შეიცავს ნატრიუმს

მოცემული სამედიცინო პროდუქცია შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) 1 მლ-ში, და შეიძლება ითქვას, რომ იგი თითქმის „ნატრიუმის გარეშეა“.

  • როგორ უნდა გამოიყენოთ ოქსიკოდონი

ექიმი ან ექთანი ჩვეულებრივ მოამზადებს და გაგიკეთებთ ინექციას. ინექცია გამოყენებული უნდა იყოს გახსნისთანავე. დოზა და ინექციის მიღების სიხშირე შეიძლება რეგულირებული იყოს თქვენი ტკივილის სირთულის მიხედვით.

მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარულად მკურნალობის დროს, თქვენი ექიმი განიხილავს თქვენთან ერთად, რას შეიძლება ელოდოთ ოქსიკოდონის გამოყენებისგან, როდის და რამდენ ხანს გჭირდებათ მისი მიღება, როდის დაუკავშირდით ექიმს და როდის გჭირდებათ მისი შეწყვეტა (იხილეთ ასევე, თუ შეწყვიტე ოქსიკოდონის გამოყენება)

მოზრდილები (18 წელზე მეტი ასაკის)

ჩვეულ ებრივი საწყისი დოზა დამოკიდებულია ინექციის მიღების მეთოდზე. ჩვეულებრივი საწყისი დოზა შემდეგია:

ვენაში ერთჯერადი ინექციის სახით, ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1-დან 10 მგ-ს, შეყავთ ნელა 1-დან 2 წუთის განმავლობაში. შეიძლება განმეორდეს ყოველ 4 საათში.

ვენაში ინფუზიის სახით, ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 2 მგ/სთ-ში.

წვრილი ნემსით კანქვეშა ქსოვილში ერთჯერადი ინექციის სახით ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს, 4 საათიანი ინტერვალებით განმეორებით, საჭიროების შემთხვევაში.

წვრილი ნემსით კანქვეშა ქსოვილში ინფუზიის სახით ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 7.5 მგ/დღეში.

თუ მიიღება პაციენტის მიერ კონტროლირებული ანალგეზიის სახით (PCA), დოზა განსაზღვრული უნდა იყოს თქვენი წონის და მიხედვით (0.03 მგ/კგ სხეულის მასაზე). თქვენი ექიმი ან მედდა დაადგენს სასურველ სიხშირეს.

ბავშვები

ეს ინექცია არ უნდა მიეცეს ბავშვებს და 18 წლამდე ასაკის მოზარდებს.

თირკმლის ან ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები

გთხოვთ, უთხრათ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლთან ან თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები, ვინაიდან მათ შეიძლება მოუწიოთ უფრო დაბალი დოზის დანიშვნა თქვენი მდგომარეობის და მიხედვით.

არ უნდა გადააჭარბოთ ექიმის მიერ რეკომენდირებულ დოზას. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ აღმოჩნდება, რომ ამ ინექციის მიღების მიუხედავად მაინც გრძნობთ ტკივილს, განიხილეთ ეს საკითხი თქვენს ექიმთან.

თუ იყენებთ საჭიროზე მეტ ოქსიკოდონს

დაუყოვნებლივ დაურეკეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს. რთულ შემთხვევებში დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების დაკარგვა ან გარდაცვალებაც კი. ადამიანებმა, რომლებმაც გადააჭარბეს დოზას, შეიძლება იგრძნონ ძილიანობა, სისუსტე ან თავბრუსხვევა. მათ ასევე შეიძლება განუვითარდეთ სუნთქვის გაძნელება და გამოიწვიოს ცნობიერების დაკარგვა ან გარდაცვალებაც კი, და ამიტომ შეიძლება დასჭირდეთ გადაუდებელი მკურნალობა საავადმყოფოში. დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის აშლილობა (ცნობილი, როგორც ტოქსიკური ლეიკოენცეფალოპათია).

სამედიცინო დახმარებისთვის მიმართვისას დარწმუნდით, რომ თან გქონდეთ ეს ინსტრუქცია და ნებისმიერი დარჩენილი ამპულა ექიმისთვის საჩვენებლად.

თუ შეწყვიტეთ ოქსიკოდონის გამოყენება

თქვენ არ უნდა შეწყვიტოთ უეცრად ამ წამლის გამოყენება, თუ ამას თქვენი ექიმი არ გირჩევთ. თუ გსურთ ოქსიკოდონის გამოყენების შეწყვეტა, ჯერ გაესაუბრეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. ექიმი გეტყვით, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, ჩვეულებრივ დოზას თანდათანობით შეამცირებენ ისე, რომ თქვენ არ იგრძნოთ უსიამოვნო ეფექტები. ამ ინექციის მიღების უცებ შეწყვეტის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს წამლის მიღების მოხსნის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა აგზნება, შფოთვა, პალპიტაცია, ცახცახი ან ოფლდენა.

ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში ამ წამლის გამოყენების შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან მედდას

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა წამლის მსგავსად, ამ წამალსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა არა ყველა პაციენტთან.

ყველა წამალს შეუძლია ალერგიული რეაქციების გამოწვევა, თუმცა სერიოზული ალერგიული რეაქციები იშვიათია. დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ უეცარ თავბრუსხვევას, გაძნელებულ სუნთქვას, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპებას, გამონაყარს ან ქავილს, განსაკუთრებით ისეთს, რომლებიც მთელ სხეულს მოიცავს.

ყველაზე სერიოზული გვერდითი მოვლენა არის ის მდგომარეობა, როდესაც თქვენ მოსალოდნელზე ნელა ან სუსტად სუნთქავთ (სუნთქვის უკმარისობა). დაუყოვნებლივ მოახსენეთ თქვენს ექიმს, თუ იგრძნობთ მსგავს მდგომარეობას.

ისევე, როგორც ყველა ძლიერი ტკივილგამაყუჩებლის შემთხვევაში, არსებობს ამ ინექციისადმი მიჩვევის რისკი.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება მოხდეს 10 ადამიანიდან 1-ზე მეტთან)

კუჭის შეკრულობა (ექიმს შეუძლია გამოგიწეროთ საფაღარათო საშუალება ამ პრობლემის დასაძლევად)

ავადმყოფობის შეგრძნება ან ავად ყოფნა (ჩვეულებრივ ეს მდგომარეობა ქრება რამდენიმე დღის შემდეგ, თუმცა ექიმს შეუძლია გამოგიწეროთ გამოსაჯანსაღებელი წამალი, თუ პრობლემა რჩება)

ძილიანობა (ამის ალბათობა ყველაზე ხშირია წამლის მიღების დაწყებისას ან დოზის გაზრდისას, მაგრამ უნდა გაქრეს რამდენიმე დღის შემდეგ)

თავბრუსხვევა

თავის ტკივილი

კანის ქავილი

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10 ადამიანიდან 1-ში)

სიმშრალე პირის ღრუში, მადის დაკარგვა, მოუნელებლობა, მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი, დიარეა

დაბნეულობა, დეპრესია, უჩვეულო სისუსტის შეგრძნება, ცახცახი, ენერგიის ნაკლებობა, დაღლილობა, შფოთვა, ნევროზი, გართულებები ძილთან დაკავშირებით, არანორმალური ფიქრები ან სიზმრები

სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, შემცირებული ხველების რეფლექსი

გამონაყარი

ოფლდენა

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 100 ადამიანიდან 1-ში)

ყლაპვის გაძნელება, ბოყინი, სლოკინი, მეტეორიზმი, მდგომარეობა, როდესაც ნაწლავები არ ფუნქციონირებენ სათანადოდ (ნაწლავების გაუვალობა), კუჭის ანთება, გემოვნების ცვლილება

თავბრუსხვევის ან „ტრიალის“ შეგრძნება, ჰალუცინაციები, გუნება-განწყობის ცვლილებები, უსიამოვნო ან არაკომფორტული გუნება-განწყობა, უაღრესი ბედნიერების შეგრძნება, მოუსვენრობა, აჟიტირება, ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება, მეხსიერების დაკარგვა, გაძნელებული მეტყველება, შემცირებული მგრძნობელობა ტკივილისადმი ან შეხებისადმი, ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება ფეხებში ან ხელებში, კრუნჩხვები, ისტერია ან კონვულსიები, მხედველობის დაქვეითება, გულის წასვლა, კუნთების უჩვეულო გაშეშება ან მოდუნება, კუნთების უნებლიე შეკუმშვები.

შარდვის გაძნელება, იმპოტენცია, დაქვეითებული სქესობრივი ლტოლვა, სისხლში სქესობრივი ჰორმონების დაბალი დონე („ჰიპოგონადიზმი“, რომელიც ჩანს სისხლის ანალიზებში)

აჩქარებული, არარეგულარული გულისცემა, კანის გაწითლება

დეჰიდრაცია, წყურვილი, შემცივნება, ხელების, კოჭების ან ფეხების შეშუპება

მშრალი კანი, კანის ძლიერი აქერცვლა

სახის სიწითლე, თვალის გუგების შევიწროება, კუნთების სპაზმი, მაღალი ტემპერატურა

ამ წამლის ბევრად უფრო მაღალი დოზის მიღების საჭიროება იგივე დონეზე ტკივილის შესამსუბუქებლად (ტოლერანტობა)

ტკივილი მუცლის არეში ან დისკომფორტი

ღვიძლის ფუნქციური ანალიზების გაუარესება (შემჩნეული სისხლის ანალიზში)

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 1000 ადამიანიდან 1-ში)

დაბალი არტერიული წნევა

„სისუსტის“ შეგრძნება, განსაკუთრებით ადგომისას

ურტიკარია (ჭინჭრის ციება)

სიხშირე უცნობია (სიხშირე ვერ დგინდება ხელმისაწვდომი მონაცემებიდან)

მომატებული მგრძნობელობა ტკივილის მიმართ

აგრესია

ძილის აპნოე (სუნთქვის პაუზები ძილის დროს)

კბილის კარიესი

მენსტრუალური ციკლის არარსებობა

ღვიძლიდან ნაღვლის ბუშტში ნაკადის ბლოკადა (ქოლესტაზი). ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის ქავილი, გაყვითლება, ძალიან მუქი შარდი ან ღია ფერის განავალი.

ოქსიკოდონის ხანგრძლივმა გამოყენებამ ორსულობის დროს შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში მოხსნის სიმპტომები ახალშობილში. სიმპტომები, რომელსაც უნდა დააკვირდეთ ახალშობილში, მოიცავს გაღიზიანებას, ჰიპერაქტიურობას და ძილის დარღვევას, ხმამაღლა ტირილს, ცახცახს, ავადმყოფობის შეგრძნებას, დიარეას და წონის მატების შეჩერებას.

მოხსენებები გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ გამოგივლიდებათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მოახსენეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღნიშნული ამ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ უშუალოდ მოახსნეოთ გვერდითი მოვლენების შესახებ:

UK (NI): Yellow Card Scheme, Website: www.mhra.gov.uk/yellowcard ან მოიძიეთ MHRA Yellow Card Google Play -ს ან Apple App Store-ში.

IE: HPRA Pharmacovigilance, Website: HYPERLINK "http://www.hpra.ie"www.hpra.ie.

გვერდითი მოვლენების მოხსენებით თქვენ დაგვეხმარებით ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის წარმოდგენაში.

  • როგორ უნდა შეინახოთ ოქსიკოდონი

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ ეს წამალი ჩაკეტილ უსაფრთხო და დაცულ შესანახ სივრცეში, სადაც სხვა ადამიანებს არ შეეძლებათ ჰქონდეთ მასზე წვდომა. მას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს და სასიკვდილო იყოს ადამიანებისთვის, როცა მათთვის დანიშნული არ არის.

მოცემული სამედიცინო პროდუქცია არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს. არ გაყინოთ.

ვარგისობის ვადა პირველად გახსნის შემდეგ:

მოცემული სამედიცინო პროდუქცია გამოყენებული უნდა იყოს გახსნისთანავე.

ვარგისობის ვადა განზავების შემდეგ:

გამოსაყენებლად მზა პროდუქციის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში 25°C -ზე და 28°C-ზე (ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნართან, 50 მგ/მლ (5%) დექსტროზასთან ან საინექციო წყალთან განზავების შემდეგ).

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქცია გამოყენებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ. თუ იგი არ იქნება გამოყენებული დაუყოვნებლივ, მზა პროდუქციის გამოყენებისთვის საჭირო დროისა და პირობების დაცვით მაშინ პასუხისმგებლობა გადადის მომხმარებელზე, ჩვეულებრივ ეს დრო არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2 -დან 8°C-მდე, და თუ განზავება არ მოხდა კონტროლირებულ და სათანადო ასეპტიკურ პირობებში.

არ გამოიყენოთ ეს წამალი, თუ შეამჩნიეთ დაბინძურების ნებისმიერი ხილული ნიშნები (მაგ. ნაწილაკები).

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ეტიკეტზე და კოლოფზე {EXP}-ს გვერდით. ვარგისობის ვადა გულისხმობს შესაბამისი თვის ბოლო დღეს.

ნებისმიერი გამოუყენებელი ნაწილი დაუყოვნებლივ უნდა გადააგდოთ.

არ გადააგდოთ ნებისმიერი წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ოქსიკოდონი

ოქსიკოდონი 10 მგ/მლ :

აქტიური სუბსტანცია არის ოქსიკოდონის ჰიდროქლორიდი.

ყოველი 1 მლ ამპულა შეიცავს 10 მგ ოქსიკოდონის ჰიდროქლორიდს (რომელიც არის 9 მგ ოქსიკოდონის ექვივალენტი).

ყოველი 2 მლ ამპულა შეიცავს 20 მგ ოქსიკოდონის ჰიდროქლორიდს (რომელიც არის 18 მგ ოქსიკოდონის ექვივალენტი).

ოქსიკოდონი 50 მგ/მლ :

აქტიური სუბსტანცია არის ოქსიკოდონის ჰიდროქლორიდი.

ყოველი 1 მლ ამპულა შეიცავს 50 მგ ოქსიკოდონის ჰიდროქლორიდს (რომელიც არის 45 მგ ოქსიკოდონის ექვივალენტი).

სხვა ინგრედიენტებია ლიმონმჟავას მონოჰიდრატი; ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH რეგულირებისთვის), მარილმჟავა, კონცენტრირებული (pH რეგულირებისთვის), საინექციო წყალი.

როგორ გამოიყურება ოქსიკოდონი და შეფუთვის შიგთავსი

სუფთა, უფერო საინექციო /საინფუზიო ხსნარი, არ შეიცავს ხილულ ნაწილაკებს.

ოქსიკოდონი იწარმოება 1 მლ ან 2 მლ უფერო შუშის ამპულებში.

ამპულები მარკირებულია სპეციფიური ფერადი რგოლით სიმყარისა და მოცულობისთვის.

შეფუთვის ზომა:

ოქსიკოდონი 10მგ/მლ

1 მლ -იანი 5,10 ან 25 ამპულა

2 მლ -იანი 5 ან 10 ამპულა

ოქსიკოდონი 50მგ/მლ

1 მლ -იანი 5 ან 10 ამპულა

ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს გამოტანილი ბაზარზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სს კალცექსი

Email: [email protected]

კრუსტპილსის ქ. 71E, რიგა, LV1057, ლატვია

ტელ.: +371 67083320

E-mail: [email protected]

ეს წამალი ავტორიზებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში და გაერთიანებულ სამეფოში (ჩრდილოეთ ირლანდია) შემდეგი სახელწოდებით:

ესტონეთი Oxycodone Kalceks

გერმანია Oxycodon Ethypharm Kalceks 10 mg/ml Injektions/Infusionslösung

Oxycodon Ethypharm Kalceks 50 mg/ml Injektions/Infusionslösung

დანია Oxycodone Kalceks

ფინეთი Oxycodone Kalceks

საფრანგეთი OXYCODONE KALCEKS 10 mg/mL, solution injectable/pour perfusion

OXYCODONE KALCEKS 50 mg/mL, solution injectable/pour perfusion

ირლანდია Oxycodone Hydrochloride 10 mg/ml, 50 mg/ml solution for injection/infusion

ლიეტუვა Oxycodone Kalceks 10 mg/ml, 50 mg/ml injekcinis ar infuzinis tirpalas

ლატვია Oxycodone Kalceks 10 mg/ml, 50 mg/ml šķīdums injekcijām/infūzijām

ნიდერლანდები Oxycodone Kalceks 10 mg/ml, 50 mg/ml oplossing voor injectie/infusie

ნორვეგია Oxycodone Kalceks

პოლონეთი Oxycodone Kalceks

შვედეთი Oxycodone Kalceks

გაერთიანებული სამეფო Oxycodone Hydrochloride 10 mg/ml solution for injection/infusion

(ჩრდილოეთ ირლანდია) Oxycodone Hydrochloride 50 mg/ml solution for injection/infusion

მოცემული ინსტრუქცია ბოლოს შემოწმდა 01/2023

  • --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პირებისთვის:

პოზოლოგია

დოზა უნდა დარეგულირდეს ტკივილის სიმძიმის, პაციენტის ზოგადი მდგომარეობის და ადრე მიღებული ან ერთდროულად მისაღები პრეპარატების გათვალისწინებით.

18 წელზე მეტი ასაკის პირები:

რეკომენდირებულია შემდეგი საწყისი დოზები. შეიძლება საჭირო გახდეს დოზის თანდათანობით გაზრდა, თუ ანალგეზია არაადექვატურია ან თუ მოიმატებს ტკივილის ინტენსივობა.

IV (ბოლუსი): გაანზავეთ 1 მგ/მლ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარში, 50 მგ/მლ (5%) დექსტროზაში ან საინექციო წყალში. ბოლუსის 1-დან 10 მგ დოზა უნდა შევიყვანოთ ნელა 1-2 წუთის განმავლობაში. დოზები არ უნდა შევიყვანოთ უფრო ხშირად, ვიდრე ყოველ 4 საათში.

IV (ინფუზია): გაანზავეთ 1 მგ/მლ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარში, 50 მგ/მლ (5%) დექსტროზასა ან საინექციო წყალში. რეკომენდირებულია საწყისი დოზა 2 მგ/სთ.

IV (PCA): გაანზავეთ 1 მგ/მლ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარში, 50 მგ/მლ (5%) დექსტროზასა ან საინექციო წყალში. 0.03 მგ/კგ ბოლუსის დოზები მიღებული უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთიანი შესვენებებით.

SC (ბოლუსი): გამოიყენეთ 10 მგ/მლ კონცენტრაციის სახით. ოქსიკოდონი 50 მგ/მლ გაანზავეთ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარში, 50 მგ/მლ (5%) დექსტროზასა ან საინექციო წყალში. საწყისი დოზის სახით რეკომენდირებულია 5 მგ, მიღება გაიმეორეთ 4 საათიანი ინტერვალებით, საჭიროებისამებრ.

SC (ინფუზია): გაანზავეთ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარში, 50 მგ/მლ (5%) დექსტროზასა ან საინექციო წყალში, თუ საჭიროა. ოპიოიდების პირველად მიმღები პაციენტებისთვის რეკომენდირებულია საწყისი დოზა 7.5 მგ/დღეში, მოახდინეთ თანდათანობით ტიტრირება სიმპტომების კონტროლის შესაბამისად.

პერორალური ოქსიკოდონიდან გადმოყვანილ, კიბოთი დაავადებულ პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ ბევრად უფრო მაღალი დოზები (იხილეთ ქვემოთ).

პაციენტების გადაყვანა პერორალურ და პარენტერალურ ოქსიკოდონს შორის:

დოზა დაფუძნებული უნდა იყოს შემდეგ თანაფარდობაზე: 2 მგ პერორალური ოქსიკოდონი არის 1 მგ პარენტერალური ოქსიკოდონის ექვივალენტი. უნდა გესმოდეთ, რომ ეს არის რეკომენდაცია საჭირო დოზასთან დაკავშირებით. პაციენტების ინდივიდუალურობიდან გამომდინარე, თითოეული მათგანი ყურადღებით უნდა იყოს ტიტრირებული სათანადო დოზის შესარჩევად. პაციენტი უნდა იყოს ზედმიწევნითი მონიტორინგის ქვეშ, სანამ არ მიიღწევა სტაბილური მდგომარეობა ოპიოიდების მედიკამენტების გამოყენების გამო.

პაციენტების გადაყვანა IV მორფინიდან IV ოქსიკოდონზე:

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ IV მორფინს IV ოქსიკოდონით მკურნალობამდე, ყოველდღიური დოზა დაფუძნებული უნდა იყოს 1:1 ექვივალენტობის კოეფიციენტზე. უნდა გესმოდეთ, რომ ეს არის რეკომენდაცია საჭირო დოზასთან დაკავშირებით. პაციენტების ინდივიდუალურობიდან გამომდინარე, თითოეული მათგანი ყურადღებით უნდა იყოს ტიტრირებული სათანადო დოზის შესარჩევად. პაციენტი უნდა იყოს ზედმიწევნითი მონიტორინგის ქვეშ, სანამ არ მიიღწევა სტაბილური მდგომარეობა ოპიოიდების მედიკამენტების გამოყენების გამო.

ხანდაზმული პაციენტები:

ხანდაზმულ პაციენტებს უნდა ვუმკურნალოთ სიფრთხილით. ყველაზე დაბალი დოზა მიღებული უნდა იყოს ტკივილის კონტროლის ფრთხილი ტიტრაციით.

თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები:

ამ პაციენტებში პირველადი დოზის დანიშვნა უნდა მოხდეს კონსერვატიული მიდგომით. მოზრდილებისთვის განკუთვნილი საწყისი დოზა უნდა შემცირდეს 50%-ით (მაგალითად მთლიანი დღიური დოზა 10 მგ პერორალურად იმ პაციენტებისთვის, რომლებიც პირველად იღებენ ოპიოიდებს) და თითოეული პაციენტი ტიტრირებული უნდა იყოს ადექვატურ ტკივილის კონტროლზე მათი კლინიკური სიტუაციის მიხედვით.

ბავშვთა პოპულაცია:

არ არსებობს მონაცემები 18 წლამდე ასაკის პაციენტებში ოქსიკოდონის ინექციის გამოყენების შესახებ.

გამოყენება არა-ავთვისებიანი ტკივილის დროს:

ოპიოიდები არ წარმოადგენენ პირველი რიგის თერაპიას ქრონიკული, არა ავთვისებიანი ტკივილისთვის, აგრეთვე ისინი არ არის რეკომენდირებული, როგორც მკურნალობის ერთადერთი საშუალება. ქრონიკული ტკივილის ტიპები, რომლებიც მსუბუქდება ძლიერი ოპიოიდებით, მოიცავს ქრონიკულ ოსტეოათრიტის ტკივილს და მალთაშორისი დისკის დაავადებას. არა ავთვისებიანი ტკივილის დროს მკურნალობის გაგრძელების საჭიროება შეფასებული უნდა იყოს რეგულარული ინტერვალებით.

ენდოკრინული სისტემა:

ოპიოიდებს შეუძლიათ ზემოქმედება მოახდინონ ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზ-ადრენალინურ ან გონადურ სისტემებზე. ზოგი შესამჩნევი ცვლილება მდგომარეობს შრატის პროლაქტინის მომატებასა და პლაზმაში კორტიზოლის და ტესტოსტერონის შემცირებაში. ეს ჰორმონალური ცვლილებები შეიძლება გამოიხატოს კლინიკურ სიმპტომებში.

ერთდროული თერაპია

შესაძლებელია გამოვლინდეს ცნს დეპრესანტის გაძლიერებული ეფექტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი სედაცია, სუნთქვის უკმარისობა, კომა და გარდაცვალება ბენზოდიაზეპინებით და სხვა წამლებით, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ ცნს-ზე, მაგ. ტრანკვილიზატორები, ანესთეზიური, ჰიპნოტიკური საშუალებები, ანტიდეპრესანტები, არა-ბენზოდიაზეპინის სედაციურები, ფენოთიაზინები, ნეიროლეპტიკური პრეპარატები, ალკოჰოლი, სხვა ოპიოიდები, მიორელაქსანტები და ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით, ერთდროული თერაპიის დროს.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

ოქსიკოდონი არ უნდა იყოს გამოყენებული საჭიროზე მეტხანს.

მკურნალობის შეწყვეტა:

როდესაც პაციენტს აღარ ესაჭიროება ოქსიკოდონით თერაპია, სასურველია თანდათანობით შეამციროთ დოზა მოხსნის სიმპტომების პრევენციისთვის.

მიღების მეთოდი

კანქვეშა ინექცია ან ინფუზია.

ინტრავენური ინექცია ან ინფუზია.

შეუთავსებლობები

ციკლიზინი 3 მგ/მლ ან ნაკლები კონცენტრაციით, ოქსიკოდონთან შერევისას, განზავებული საინექციო წყლით ან განზავების გარეშე, არ ავლენს დანალექების კვალს ოთახის ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში შენახვის დროს. ნალექი შეიმჩნეოდა ოქსიკოდონის ნარევებში, რომელშიც ციკლიზინის კონცენტრაცია 3 მგ/მლ-ზე მეტი იყო, ან 9 მგ/მლ (0.9%) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნართან განზავებისას. თუმცა, თუ ოქსიკოდონის ინექციის დოზა შემცირებულია და ხსნარი საკმარისად არის განზავებული საინექციო წყალთან, ნებადართულია 3 მგ/მლ-ზე მეტი კონცენტრაციები. რეკომენდირებულია საინექციო წყლის გამოყენება განსაზავებლად ციკლიზინისა და ოქსიკოდონის ჰიდროქლორიდის კანქვეშა ან ინტრავენური ინფუზიის სახით ერთდროულად მიღებისას.

პროქლორპერაზინი ქიმიურად შეუთავსებელია ოქსიკოდონთან.

გამოყენების ინსტრუქცია

თითოეული ამპულა განკუთვნილია ერთჯერადი მოხმარებისთვის და მხოლოდ ერთი პაციენტისთვის. სამედიცინო პროდუქცია გამოყენებული უნდა იყოს ამპულის გახსნისთანავე, ხოლო გამოუყენებელი ნაწილი უნდა გადაღვაროთ.

არ გამოიყენოთ, თუ არსებობს დაბინძურების ნებისმიერი ხილული ნიშნები (მაგ. ნაწილაკები).

გამოყენების დროს ფიზიკური და ქიმიური სტაბილურობა დემონსტრირებული იყო 24 საათის განმავლობაში 25°C -ზე და 28°C-ზე.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქცია გამოყენებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ. თუ იგი არ იქნება გამოყენებული დაუყოვნებლივ, მზა პროდუქციის გამოყენებისთვის საჭირო დროისა და პირობების დაცვით მაშინ პასუხისმგებლობა გადადის მომხმარებელზე, ჩვეულებისამებრ ეს დრო არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2 -დან 8°C-მდე, და თუ განზავება არ მოხდა კონტროლირებულ და სათანადო ასეპტიკურ პირობებში.

ოქსიკოდონი 10 მგ/მლ, გაუნზავებელი ან განზავებული 1 მგ/მლ-მდე ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარში, 50 მგ/მლ (5%) დექსტროზაში ან საინექციო წყალში და ოქსიკოდონი 50 მგ/მლ, გაუნზავებელი ან განზავებული 3 მგ/მლ-მდე ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარში, 50 მგ/მლ (5%) დექსტროზაში ან საინექციო წყალში, არის ქიმიურად და ფიზიკურად სტაბილური წარმოდგენილი ბრენდის პოლიპროპილენის ან პოლიკარბონატის შპრიცებთან, პოლიეთილენის ან PVC სისტემასთან, ასევე PVC ან EVA საინფუზიო ტომრებთან კონტაქტისას 24 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე (25 °C) და 28°C-ზე.

ოქსიკოდონი, გაუნზავებელი ან განზავებული ამ გამოკვლევაში გამოყენებულ საინფუზიო სითხეებში, განთავსებული სხვადასხვა კომპლექტში, არ საჭიროებს სინათლისგან დაცვას.

პროდუქცია შეთავსებადია შემდეგ პროდუქციასთან: ჰიოსკინის ბუტილბრომიდი, ჰიოსკინის ჰიდრობრომიდი, დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი, ჰალოპერიდოლი, მიდაზოლამის ჰიდროქლორიდი, მეტოკლოპრამიდის ჰიდროქლორიდი, ლევომეპრომაზინის ჰიდროქლორიდი, გლიკოპირონიუმის ბრომიდი, კეტამინის ჰიდროქლორიდი.

გაუნზავებელი ხსნარის არასათანადო გამოყენებამ ორიგინალი ამპულის გახსნის შემდეგ, ან განზავებული ხსნარების არასათანადო გამოყენებამ შეიძლება დაარღვიოს პროდუქციის სტერილურობა.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა