ოფთან კატაქრომი
OFTAN® CATACHROM
კატარაქტა.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- adenosine + nicotinamide + citochrom
- ფორმა და შეფუთვა
- (2მგ + 20მგ + 0.675მგ)/მლ 10მლ თვალის წვეთები, ხსნარი საწვეთურიანი პოლიეთილენის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Manufacturing Packaging Farmaca (MPF) B.V. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -NextPharma Oy(ფინეთი)), ნიდერლანდი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, ოფთალმოლოგიური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- S01XA
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045313
- რეგისტრირებულია
- 30 აპრილი 2026, მოქმედებს 30 აპრილი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Santen Oy (ფინეთი)
- განმცხადებელი
- სს „სანტენი“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ოფთან კატაქრომი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კატარაქტა.
მიღების წესი და დოზირება
ადგილობრივი გამოყენებისთვის, 1-2 წვეთი 3-ჯერ დღეში ადგილობრივად, დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში.
თვალის წვეთების ინსტილაციის წინ:
გულდასმით დაიბანეთ ხელები
მიიღეთ მოხერხებული მდგომარეობა (დაჯექით, დაწექით ზურგზე, დადექით სარკესთან).
თვალის წვეთების გამოყენება:
გახსენით ფლაკონი. ფლაკონის შიგთავსის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად – ფლაკონის ბოლოთი არ შეეხოთ ქუთუთოებს, წამწამებს და არ შეეხოთ მას ხელებით.
ფლაკონის პირველად გამოყენებისას, მოატრიალეთ ფლაკონის სახურავი მასზე ზევიდან ქვევით ერთდროული დაჭერით და შემდეგ გახსენით ფლაკონი.
თავი გადაწიეთ უკან. მოათავსეთ ფლაკონი თვალის ზემოთ.
ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო, აიხედეთ ზემოთ და ფლაკონის მსუბუქად მოჭერის საშუალებით ჩაიწვეთეთ თვალის წვეთები თვალში.
დახუჭეთ თვალი, ერთი წუთის განმავლობაში თითით მსუბუქად მიაჭირეთ თვალის შიდა კუთხესთან. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ თვალის წვეთების მოხვედრა ცხვირ-საცრემლე არხში. მჭიდროდ დახურეთ ფლაკონი.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ოფთან® კატაქრომი არ გამოიყენება ინექციის სახით და არ მიიღება პერორალურად. თვალის რამდენიმე პრეპარატის ერთდროულად გამოყენებისას უნდა დაიცადოთ 5-15 წუთი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენოთ სხვა სამკურნალო პრეპარატი.
გამოყენება ბავშვებში
უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემების არარსებობის გამო პრეპარატის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში რეკომენდებული არ არის.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
არასაკმარისი კლინიკური მონაცემების გამო პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პროდუქტი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის უნარზე. ისევე, როგორც ნებისმიერი თვალის წვეთების შემთხვევაში, თუ აღინიშნება მხედელობის გარდამავალი დაბინდვა, პაციენტი უნდა დაელოდოს სანამ მხედველობა აღდგება და მხოლოდ ამის შემდეგ მართოს ავტომობილი ან გამოიყენოს მექანიკური მოწყობილობები.
ბენზალკონიუმის ქლორიდი
რბილმა კონტაქტურმა ლინზებმა შესაძლოა შეიწოვონ ბენზალკონიუმის ქლორიდი და შეცვალოს კონტაქტური ლინზების ფერი. ამოიღეთ კონტაქტური ლინზები გამოყენების წინ და დაიცადეთ არანაკლებ 15 წუთი მათ ხელახლა ჩასმამდე.
ბენზალკონიუმის ქლორიდს ასევე შეუძლია გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება, განსაკუთრებით თუ თქვენ გაქვთ თვალის სიმშრალე ან რქოვანას (გამჭვირვალე შრე თვალის წინა ნაწილში) დარღვევები. თუ ამ თვალის წვეთების გამოყენების შემდეგ გრძნობთ ატიპიურ შეგრძნებებს, ჩხვლეტას ან ტკივილს თვალებში, მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს.
გვერდითი მოვლენები
ხშირად (>1/100-დან <1/10-მდე): ხანმოკლე ტკივილი თვალებში, თვალების გაღიზიანება;
იშვიათად (>1/10000 <1/1000-მდე): ალერგიული კონიუნქტივიტი, კონტაქტური დერმატიტი;
ძალიან იშვიათად (<1/10000): ძალიან ხანმოკლე გულისრევა, თავბრუსხვევა, არტერიული ჰიპოტონია, ქოშინი, ალები, სიცხის შეგრძნება, გულის წასვლა, საფეთქლებში პულსაციის შეგრძნება;
უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე): ბენზალკონიუმის ქლორიდთან (კონსერვანტი) დაკავშირებული თვალების ხანმოკლე გაღიზიანება.
თვალის წვეთებში ფოსფატური ბუფერული სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით, ზოგიერთ რქოვანას მნიშვნელოვანი დაზიანების მქონე პაციენტში, იშვიათად დაფიქსირებულია რქოვანას კალციფიკაციის შემთხვევები.
შეტყობინება საეჭვო გვერდითი რექციების შესახებ:
სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. ეს იძლევა სამკურნალო პრეპარატის „სარგებელი-რისკი“-ის თანაფარდობის მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის სპეციალისტებმა უნდა შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით.
ჭარბი დოზა
ოფთან® კატაქრომი მითითებული დოზებით უსაფრთხოა ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის, სისხლში მისი უმნიშვნელო შეწოვის და სწრაფად დაშლის გამო. შემთხვევითი ან წინასწარ განზრახული პერორალური დოზის გადაჭარბების შემთხვევები ცნობილი არ არის. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია სიმპტომური თერაპიის ჩატარება.
გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები
10 მლ პოლიეთილენის ფლაკონში ჩადგმული საწვეთურით, ჩასახრახნი თავსახურით. თითო ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ადენოზინი 2 მგ, ნიკოტინამიდი 20 მგ, ციტოქრომ C 0,675 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის სუქცინატის ჰექსაჰიდრატი, სორბიტოლი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, საინექციო წყალი.
აღწერილობა: გამჭვირვალე, წითელი ფერის ხსნარი.
შენახვის პირობები
შეინახეთ 2 - 8 C º ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
გამოიყენეთ ფლაკონის პირველად გახსნიდან 28 დღის განმავლობაში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი:
სს სანტენ, ნიიტტიჰაანკატუ 20, 33720 ტამპერე, ფინეთი
მწარმოებელი:
სს ნექსთფარმა, ნიიტტიჰაანკატუ 20, 33720 ტამპერე, ფინეთი
მეორადი შეფუთვა:
მანუფაქტურინგ ფექიჯინგ ფარმაკა (მფფ) ბ.ვ.
ნეპტუნუს 12, 8448 ცნ ჰერენვეენ, ნიდერლანდები
გამოშვების ხარისხის კონტროლი:
სს სანტენ, კელლოპორტინკატუ 1, 33100 ტამპერე, ფინეთი
ფარმაკოლოგიური თვისებები
სხვა ოფთალმოლოგიური საშუალებები.
ათქ კოდი: S01XA
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
კატარაქტის მკურნალობისას თვალის წვეთების ოფთან® კატაქრომის მოქმედების მექანიზმი ძირითადად დამყარებულია მისი აქტიური ნივთიერებების ანტიოქსიდანტურ და მკვებავ მოქმედებაზე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელი ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისათვის
ოფთან® კატაქრომი
(OFTAN® CATACHROM)
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ოფთან® კატაქრომი
არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება: ადენოზინი, ნიკოტინამიდი, ციტოქრომ C
სამკურნალწამლო ფორმა: თვალის წვეთები
შემადგენლობა:
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ადენოზინი 2 მგ, ნიკოტინამიდი 20 მგ, ციტოქრომ C 0,675 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის სუქცინატის ჰექსაჰიდრატი, სორბიტოლი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, საინექციო წყალი.
აღწერილობა: გამჭვირვალე, წითელი ფერის ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა ოფთალმოლოგიური საშუალებები.
ათქ კოდი: S01XA
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
კატარაქტის მკურნალობისას თვალის წვეთების ოფთან® კატაქრომის მოქმედების მექანიზმი ძირითადად დამყარებულია მისი აქტიური ნივთიერებების ანტიოქსიდანტურ და მკვებავ მოქმედებაზე.
გამოყენების ჩვენება:
კატარაქტა.
გამოყენების წესი და დოზები:
ადგილობრივი გამოყენებისთვის, 1-2 წვეთი 3-ჯერ დღეში ადგილობრივად, დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში.
თვალის წვეთების ინსტილაციის წინ:
გულდასმით დაიბანეთ ხელები
მიიღეთ მოხერხებული მდგომარეობა (დაჯექით, დაწექით ზურგზე, დადექით სარკესთან).
თვალის წვეთების გამოყენება:
გახსენით ფლაკონი. ფლაკონის შიგთავსის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად – ფლაკონის ბოლოთი არ შეეხოთ ქუთუთოებს, წამწამებს და არ შეეხოთ მას ხელებით.
ფლაკონის პირველად გამოყენებისას, მოატრიალეთ ფლაკონის სახურავი მასზე ზევიდან ქვევით ერთდროული დაჭერით და შემდეგ გახსენით ფლაკონი.
თავი გადაწიეთ უკან. მოათავსეთ ფლაკონი თვალის ზემოთ.
ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო, აიხედეთ ზემოთ და ფლაკონის მსუბუქად მოჭერის საშუალებით ჩაიწვეთეთ თვალის წვეთები თვალში.
დახუჭეთ თვალი, ერთი წუთის განმავლობაში თითით მსუბუქად მიაჭირეთ თვალის შიდა კუთხესთან. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ თვალის წვეთების მოხვედრა ცხვირ-საცრემლე არხში. მჭიდროდ დახურეთ ფლაკონი.
გვერდითი ეფექტები
ხშირად (>1/100-დან <1/10-მდე): ხანმოკლე ტკივილი თვალებში, თვალების გაღიზიანება;
იშვიათად (>1/10000 <1/1000-მდე): ალერგიული კონიუნქტივიტი, კონტაქტური დერმატიტი;
ძალიან იშვიათად (<1/10000): ძალიან ხანმოკლე გულისრევა, თავბრუსხვევა, არტერიული ჰიპოტონია, ქოშინი, ალები, სიცხის შეგრძნება, გულის წასვლა, საფეთქლებში პულსაციის შეგრძნება;
უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე): ბენზალკონიუმის ქლორიდთან (კონსერვანტი) დაკავშირებული თვალების ხანმოკლე გაღიზიანება.
თვალის წვეთებში ფოსფატური ბუფერული სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით, ზოგიერთ რქოვანას მნიშვნელოვანი დაზიანების მქონე პაციენტში, იშვიათად დაფიქსირებულია რქოვანას კალციფიკაციის შემთხვევები.
შეტყობინება საეჭვო გვერდითი რექციების შესახებ:
სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. ეს იძლევა სამკურნალო პრეპარატის „სარგებელი-რისკი“-ის თანაფარდობის მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის სპეციალისტებმა უნდა შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები:
ოფთან® კატაქრომი არ გამოიყენება ინექციის სახით და არ მიიღება პერორალურად. თვალის რამდენიმე პრეპარატის ერთდროულად გამოყენებისას უნდა დაიცადოთ 5-15 წუთი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენოთ სხვა სამკურნალო პრეპარატი.
გამოყენება ბავშვებში
უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემების არარსებობის გამო პრეპარატის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში რეკომენდებული არ არის.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
არასაკმარისი კლინიკური მონაცემების გამო პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.
გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიკური მოწყობილობების მართვის უნარზე:
პროდუქტი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის უნარზე. ისევე, როგორც ნებისმიერი თვალის წვეთების შემთხვევაში, თუ აღინიშნება მხედელობის გარდამავალი დაბინდვა, პაციენტი უნდა დაელოდოს სანამ მხედველობა აღდგება და მხოლოდ ამის შემდეგ მართოს ავტომობილი ან გამოიყენოს მექანიკური მოწყობილობები.
ბენზალკონიუმის ქლორიდი
რბილმა კონტაქტურმა ლინზებმა შესაძლოა შეიწოვონ ბენზალკონიუმის ქლორიდი და შეცვალოს კონტაქტური ლინზების ფერი. ამოიღეთ კონტაქტური ლინზები გამოყენების წინ და დაიცადეთ არანაკლებ 15 წუთი მათ ხელახლა ჩასმამდე.
ბენზალკონიუმის ქლორიდს ასევე შეუძლია გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება, განსაკუთრებით თუ თქვენ გაქვთ თვალის სიმშრალე ან რქოვანას (გამჭვირვალე შრე თვალის წინა ნაწილში) დარღვევები. თუ ამ თვალის წვეთების გამოყენების შემდეგ გრძნობთ ატიპიურ შეგრძნებებს, ჩხვლეტას ან ტკივილს თვალებში, მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს.
დოზის გადაჭარბება:
ოფთან® კატაქრომი მითითებული დოზებით უსაფრთხოა ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის, სისხლში მისი უმნიშვნელო შეწოვის და სწრაფად დაშლის გამო. შემთხვევითი ან წინასწარ განზრახული პერორალური დოზის გადაჭარბების შემთხვევები ცნობილი არ არის. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია სიმპტომური თერაპიის ჩატარება.
გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები
10 მლ პოლიეთილენის ფლაკონში ჩადგმული საწვეთურით, ჩასახრახნი თავსახურით. თითო ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
შეინახეთ 2 - 8 C º ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
გამოიყენეთ ფლაკონის პირველად გახსნიდან 28 დღის განმავლობაში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი:
სს სანტენ, ნიიტტიჰაანკატუ 20, 33720 ტამპერე, ფინეთი
მწარმოებელი:
სს ნექსთფარმა, ნიიტტიჰაანკატუ 20, 33720 ტამპერე, ფინეთი
მეორადი შეფუთვა:
მანუფაქტურინგ ფექიჯინგ ფარმაკა (მფფ) ბ.ვ.
ნეპტუნუს 12, 8448 ცნ ჰერენვეენ, ნიდერლანდები
გამოშვების ხარისხის კონტროლი:
სს სანტენ, კელლოპორტინკატუ 1, 33100 ტამპერე, ფინეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.



