პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები

ომნადრენი 250

OMNADREN® 250

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

• ტესტოსტერონის ჩანაცვლებითი თერაპია პირველადი ან მეორადი ჰიპოგონადიზმის დროს მამაკაცებში, როდესაც ტესტოსტერონის დეფიციტი დასტურდება კლინიკური სიმპტომებითა და ლაბორატორიული გამოკვლევებით; • გვიანი მომწიფება; • ტესტოსტერონის დეფიციტით გამოწვეული იმპოტენცია; • პოსტკასტრაციული სინდრომი; • სპერმატოგენეზის დარღვევები.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტესტოსტერონი (testosterone)
ფორმა და შეფუთვა
250მგ (30მგ+60მგ+60მგ+100მგ)/მლ 1მლ ი.მ. ზეთოვანი საინექციო ხსნარი მინის ამპულა №5
მწარმოებელი
Pharmaceutical Works Jelfa S.A., პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, 3-ოქსოანდროსტენის (4) წარმოებულები
ATC კოდი
G03BA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-042997
რეგისტრირებულია
14 მარტი 2025, მოქმედებს 18 იანვარი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Bausch Pharma Kazakhstan LLP (ყაზახეთი)
განმცხადებელი
შპს „გეა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაომნადრენი 250 და სხვა წამალი ერთად

ომნადრენი 250 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • ტესტოსტერონის ჩანაცვლებითი თერაპია პირველადი ან მეორადი ჰიპოგონადიზმის დროს მამაკაცებში, როდესაც ტესტოსტერონის დეფიციტი დასტურდება კლინიკური სიმპტომებითა და ლაბორატორიული გამოკვლევებით;
  • გვიანი მომწიფება;
  • ტესტოსტერონის დეფიციტით გამოწვეული იმპოტენცია;
  • პოსტკასტრაციული სინდრომი;
  • სპერმატოგენეზის დარღვევები.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი ომნადრენი® 250 უნდა იქნას შეყვანილი ღრმად ინტრამუსკულარულად (დუნდულა კუნთში). პრეპარატის დოზირების რეჟიმი, როგორც წესი, დამოკიდებულია თერაპიის მიმართ პაციენტის ინდივიდუალურ რეაქციაზე. ჩვეულებრივ, ხდება 1 მლ ხსნარის შეყვანა ერთხელ (1 ინექცია) 4 კვირაში.

ზეთოვანი ხსნარის გამჭვირვალობის დაქვეითება ან "ნემსების" გამოჩენა არ ნიშნავს იმას, რომ სამკურნალო პრეპარატი არ არის ვარგისი. ამპულის თბილ წყალში გათბობის დროს ხსნარი ხდება გამჭვირვალე.

სამკურნალო საშუალების გამოყენების წინ უნდა შემოწმდეს ვარგისობის ვადა, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე, სამკურნალო პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ

პირველადი მამრობითი ჰიპოგონადიზმი (ანორქიზმი, კლაინფელტერის სინდრომი, კასტრაციული სინდრომი, სათესლე ჯირკვლების ატროფია).

სასქესო ჯირკვლის დისფუნქციის ხარისხის მიხედვით (კლინიკური შეფასებისა და ლაბორატორიული შედეგების მიხედვით) სამკურნალო პრეპარატი შეჰყავთ ინტრამუსკულურად ერთხელ 1 მლ ყოველ მე-7, მე-14, 21-ე დღეს.

სხვა ჩვენებები

მამაკაცის უნაყოფობის ზოგიერთი ფორმის დროს (აზოოსპერმია, ოლიგოსპერმია) პრეპარატი ომნადრენი® 250 ინიშნება 2 მლ დოზით ორკვირიანი ინტერვალით.

გამონაკლის შემთხვევებში პრეპარატი ომნადრენი® 250 გამოიყენება სქესის შეცვლის დროს ჰერმაფროდიტიზმის სხვადასხვა ფორმების შემთხვევაში.

პრეპარატის გამოყენება პაციენტების განსაკუთრებულ ჯგუფებში

ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელზე მეტი ასაკის):

შეზღუდული ხელმისაწვდომი მონაცემები არ მიუთითებენ ხანდაზმული ასაკის პაციენტებში პრეპარატის დოზის კორექტირების აუცილებლობაზე.

ბავშვებში და მოზარდებში

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში ამ ასაკობრივ ჯგუფში ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებების (ტესტოსტერონის პროპიონატის, ტესტოსტერონის ფენილპროპიონატის, ტესტოსტერონის იზოკაპროატისა და ტესტოსტერონის დეკანოატის) და/ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

არაქისის ან სოიოს მიმართ ალერგიული რეაქციების მქონე პაციენტებში;

წინამდებარე ჯირკვლის კიბო (დიაგნოზირებული ან საეჭვო);

სარძევე ჯირკვლის კიბო (დიაგნოზირებული ან საეჭვო);

ნეფროზული სინდრომი;

ასაკი 18 წლამდე (ამ ასაკობრივ ჯგუფში ტესტოსტერონის გამოყენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო).

სიფრთხილით

65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით, თრომბოფილური მდგომარეობებით, ღვიძლის, თირკმელებისა და გულის ქრონიკული უკმარისობის მძიმე ხარისხით, გულის იშემიური დაავადებით (შეშუპებისადმი მიდრეკილებით); შაქრიანი დიაბეტით, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფიით, ეპილეფსიით, შაკიკით; აპნოეს სინდრომით ანამნეზში, ასევე ისეთი რისკ-ფაქტორებით, როგორიცაა სიმსუქნე და ფილტვების ქრონიკული დაავადებები.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი ომნადრენი ® 250 განკუთვნილია მხოლოდ ინტრამუსკულური შეყვანისათვის.

ყურადღება: მტკივნეული ერექციის შემთხვევაში სამკურნალო პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

დიაგნოსტიკა

ტესტოსტერონი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა ჰიპოგონადიზმის (ჰიპერ და ჰიპოგონადოტროპული) დიაგნოზი და, ასევე, მკურნალობის დაწყებამდე გამორიცხული იყო სიმპტომებზე პასუხისმგებელი სხვა ეთიოლოგია. ტესტოსტერონის უკმარისობა აშკარად უნდა გამოვლინდეს კლინიკური სიმპტომებით (მეორადი სექსუალური მახასიათებლების რეგრესია, სხეულის შემადგენლობის ცვლილებები, ასთენია, ლიბიდოს დაქვეითება, ერექციული დისფუნქცია და ა.შ.) და დადასტურდეს სისხლში ტესტოსტერონის ორი ცალკეული გაზომვით.

ლაბორატორული ვარიაბელობის გამო, ტესტოსტერონის კონცენტრაცია უნდა განისაზღვროს ერთი და იმავე ლაბორატორიაში.

სამედიცინო გამოკვლევა

ტესტოსტერონის კონცენტრაცია უნდა შემოწმდეს შეყვანის დასაწყისში და რეგულარულად მკურნალობის დროს. ექიმებმა დოზა უნდა დააკორექტირონ ინდივიდუალურად, რათა უზრუნველყონ ტესტოსტერონის კონცენტრაცია გონადების ნორმალური ფუნქციის დროს. ტესტოსტერონის კონცენტრაციის განსაზღვრა უნდა იქნას ჩატარებული პრეპარატით თერაპიის დაწყების წინ, და ასევე თერაპიის პირველი წლის განმავლობაში ყოველ 3 თვეში ერთხელ, შემდეგ- წელიწადში ერთხელ აუცილებელია სარძევე ჯირკვლების (ძუძუთავების) გამოკვლევა, წინამდებარე ჯირკვლის რექტალური გამოკვლევა და პსა-ს კონცენტრაციის განსაზღვრა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისა და წინამდებარე ჯირკვლის სუბკლინიკური კიბოს გამორიცხვის მიზნით.

პაციენტებში, რომლებიც ღებულობდბენ ხანგრძლივ თერაპიას ანდროგენებით, აუცილებელია რეგულარულად ტარდებოდეს შემდეგი ლაბორატორიული პარამეტრების კონტროლი: ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი, ღვიძლის ფუნქციის ტესტები და ლიპიდური პროფილი.

ახალწარმონაქმნები

ძუძუს კიბოს და ძვლის მეტასტაზების მქონე პაციენტებს უვითარდებათ ჰიპერკალციემია ან სპონტანურად (ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების ფონზე) ან ანდროგენ/ანაბოლური სტეროიდული თერაპიის ფონზე. ასეთ პაციენტებისათვის რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში კალციუმის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი. ჰიპერკალციემიის გამოვლენის შემთხვევაში, ტესტოსტერონის შეყვანა უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა. ტესტოსტერონით თერაპია შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ სისხლის პლაზმაში კალციუმის ნორმალური კონცენტრაციის აღდგენის შემდეგ.

ანდროგენებმა შეიძლება დააჩქარონ წინამდებარე ჯირკვლის უსიმპტომო კიბოს და წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის პროგრესირება.

განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა იქნას დაცული ტესტოსტერონის გამოყენებისას ონკოლოგიურ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერკალციემიის (და შემდგომი ჰიპერკალციურიის) რისკი ძვლის მეტასტაზირების გამო.

ღვიძლის, ქრონიკული თირკმლის და გულის უკმარისობის მძიმე ხარისხი, გულის იშემიური დაავადება.

ტესტოსტერონით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში ნატრიუმის და წყლის შეკავება. თუ ასეთ პაციენტებს განუვითარდებათ სერიოზული გართულებები, რომლებიც ხასიათდება პერიფერიული შეშუპებით გულის ქრონიკული უკმარისობის არსებობისა ან მისი არარსებობის მიუხედავად, საჭიროა ტესტოსტერონის თერაპიის შეწყვეტა.

გავლენა ღვიძლზე

პრეპარატის მაღალი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის პურპურა ან ღვიძლის ნეოპლასტიკური დაზიანებები, ამიტომ აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების კონტროლი.

ჰეპატიტის განვითარების შემთხვევაში ანდროგენებით თერაპია წყდება და დგინდება ამ ცვლილებების ეტიოლოგია.

არტერიული ჰიპერტენზია

ტესტოსტერონმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება, ამიტომ პრეპარატი ომნადრენი® 250 სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში.

მგრძნობელობა ინსულინის მიმართ

პაციენტებში, რომლებიც იღებენ ინსულინს, ანდროგენებმა შეიძლება შეამცირონ გლუკოზის კონცენტრაცია და ინსულინის მოთხოვნილება. პაციენტებში, რომლებსაც ჩანაცვლებითი თერაპიის შემდეგ აქვთ ტესტოსტერონის ნორმალური დონე სისხლის პლაზმაში, ინსულინისადმი მგრძნობელობა შეიძლება გაუმჯობესდეს.

სისხლის შედედების დარღვევა

უნდა იქნას დაცული სიფრთხილე ტესტოსტერონის გამოყენებისას პაციენტებში თრომბოფილიით ან ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) რისკის ფაქტორებით, ვინაიდან პოსტრეგისტრაციული კვლევების ანალიზმა აჩვენა თრომბოემბოლიური გართულებების არსებობა (მაგალითად, ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის ემბოლია, თვალის ბადურის ცენტრალური ვენის თრომბოზი (ბცვ)) ამ პაციენტებში ტესტოსტერონით მკურნალობის დროს. ტესტოსტერონის გამოყენების გაგრძელება პირველი თრომბოზული მოვლენის შემდეგაც კი უნდა იყოს გულდასმით შეფასებული. თერაპიის გაგრძელების შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული დამატებითი ზომები ვთე-ს ინდივიდუალური რისკის შესამცირებლად.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებს აქვთ წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის ან კიბოს განვითარების მომატებული რისკი. მკურნალობის დაწყებამდე და მის დროს უნდა შემოწმდეს წინამდებარე ჯირკვლის მდგომარეობა და კონტროლი გაეწიოს პსა-ს კონცენტრაციას - წელიწადში 2-ჯერ.

65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში გაგვაჩნია პრეპარატ ომნადრენის®250 გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შეზღუდული გამოცდილება. ამჟამად არ არსებობს კონსენსუსი ასაკის შესაბამისი ტესტოსტერონის რეკომენდებული მაჩვენებლების შესახებ. თუმცა უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ სისხლის პლაზმის შრატში ტესტოსტერონის ფიზიოლოგიური კონცენტრაცია ასაკთან ერთად მცირდება.

რეპროდუქციული ფუნქცია

პრეპარატ ომნადრენი ® 250- ის გამოყენებამ მამაკაცების სამკურნალოდ, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, შეიძლება გამოიწვიოს რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითება, ოლიგოსპერმიის ჩათვლით.

ეპილეფსიისა და შაკიკის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენება უნდა განხორციელდეს გულდასმითი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ვინაიდან ამ თერაპიის ფონზე დაავადების მიმდინარეობა შეიძლება გაუარესდეს.

პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ აპნოე და წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფია პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.

გვერდითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც დაკავშირებულია ტესტოსტერონთან, ომნადრენი® 250-ით თერაპია უნდა შეწყდეს და განახლდეს მკურნალობა პრეპარატის უფრო დაბალი დოზიდან.

მედიკამენტოზური დამოკიდებულების განვითარება.

გამოვლენილი იყო პრეპარატის გამოყენება დოზებში, რომლებიც აღემატება რეკომენდებულს დამტკიცებული ჩვენებისთვის, და სხვა ანაბოლურ ანდროგენულ სტეროიდებთან კომბინაციაში. ტესტოსტერონის და სხვა ანაბოლური ანდროგენული სტეროიდების ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი რეაქციები გულ-სისხლძარღვთა (მათ შორის ლეტალური შედეგით), ღვიძლის და/ან ფსიქიატრიული დარღვევების ჩათვლით. ტესტოსტერონის ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტოზური დამოკიდებულების სიმპტომებისა და აბსტინენტური სინდრომის წარმოქმნა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დოზა მნიშვნელოვნად შემცირებულია ან პრეპარატის მიღება მთლიანად შეწყვეტილია. პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან სამკურნალო პრეპარატების ბოროტად გამოყენებისაკენ, პრეპარატით მკურნალობა უნდა ტარდებოდეს მკაცრი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ.

პრეპარატი გამოიყენეთ ყოველთვის, ზუსტად, ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. ტესტოსტერონის ბოროტად გამოყენებამ, გასაკუთრებით პრეპარატის ზედოზირებით მიღებამ ცალკე ან სხვა ანაბოლურ სტეროიდებთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები გულზე და სისხლძარღვებზე (რომელიც შესაძლოა სიკვდილის მიზეზი გახდეს), ასევე გამოიწვიოს ფსიქიური ჯანმრთელობის და ღვიძლის მუშაობის დარღვევა.

პირებში, რომლებიც ტესტოსტერონს ბოროტად იყენებენ, შეიძლება განვითარდეს დამოკიდებულება, ხოლო დოზირების მკვეთრმა ცვლილებებმა ან მიღების უეცარმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს მოხსნის სინდრომი. პრეპარატის გამოყენება არ უნდა მოხდეს ჩვენებებისგან განსხვავებული მიზნებისთვის, ცალკე ან სხვა ანაბოლურ სტეროიდებთან ერთად, რადგან ეს დაკავშირებულია ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკებთან (დეტალურად იხილეთ პუნქტში „გვერდითი ეფექტები“).

ისევე როგორც ნებისმიერი ზეთოვანი ხსნარები, პრეპარატი უნდა შეიყვანოთ აუცილებლად ინტრამუსკულარულად და ძალიან ნელა. იშვიათ შემთხვევებში ასეთმა ხსნარებმა შესაძლოა გამოიწვიონ ფილტვის არტერიის მიკროემბოლია (ზეთის წვეთის მოხვედრა ფილტვებში), რაც ვლინდება ხველებით, ქოშინით, ზოგადი სისუსტით, ოფლდენის მომატებით, მკერდის ტკივილით, თავბრუსხვევით, დაბუჟებით (პარესთეზიით) და გულის წასვლით. ეს რეაქციები, როგორც წესი, შექცევადია და ვლინდებიან ინექციის დროს ან დასრულებისთანავე. ამიტომ აუცილებელია პაციენტზე დაკვირვება თითოეული პროცედურის მსვლელობისას და შემდეგ, რათა დროულად იქნეს გამოვლენილი სიმპტომები. ასეთ შემთხვევებში მკურნალობა, როგორც წესი არის შემანარჩუნებელი (მაგალითად ჟანგბადის მიწოდება).

პრეპარატის მიღების უეცარი შეწყვეტა

ხანგრძლივი მოქმედების ტესტოსტერონის პრეპარატების მიღების უეცარი შეწყვეტა არ არის უკუნაჩვენები, ვინაიდან არ ყოფილა შემოსული შეტყობინებები სიცოცხლისათვის საშიში სიმპტომების შესახებ, გარდა ჰიპოგონადიზმის სიმპტომების ან ADAM-ის სინდრომის (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა ხანდაზმულ მამაკაცებში) ან PADAM-ის სინდრომის (ნაწილობრივი ანდროგენული უკმარისობა ხანდაზმულ მამაკაცებში) ნელი დაბრუნებისა.

ტესტოსტერონის გავლენა სპორტსმენების დოპინგ-ტესტების შედეგებზე

პაციენტებმა, რომლებიც მონაწილეობენ შეჯიბრებებში, რომლებიც კონტროლდება მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (მადს) მიერ, პრეპარატით მკურნალობის დაწყების წინ უნდა შეისწავლონ მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის დებულებები, რადგან ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს დოპინგ-ტესტების შედეგებზე. ანდროგენების, მათ შორის ტესტოსტერონის, გამოყენება სპორტული გამძლეობის გასაზრდელად დაკავშირებულია ჯანმრთელობისათვის სერიოზულ რისკებთან და მიუღებელია.

სქესობრივი მომწიფების შეფერხება

ანდროგენები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში სქესობრივი მომწიფების შეფერხებით. თერაპია რეგულარულად უნდა კონტროლდებოდეს ძვლის განვითარებისა და სქესობრივი მომწიფების საკითხზე ყოველ 6 თვეში ერთხელ, რათა თავიდან იქნას აცილებული ეპიფიზური ზონების ნაადრევი დახურვა და ნაადრევი სქესობრივი მომწიფება.

დამხმარე ნივთიერებები

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს არაქისის ზეთს. თუ პაციენტს აქვს ალერგია არაქისის ან სოიოს მიმართ, მოცემული სამკურნალო პრეპარატის გამოყენება აკრძალულია.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ბენზილის სპირტს (50 მგ/მლ). მისი შეყვანა დღენაკლული ბავშვებისათვის ან ახალშობილებისათვის აკრძალულია.

ბენზილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა და ანაფილაქტოიდური რეაქციები ჩვილებში და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

დიდი მოცულობების გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, განსაკუთრებით ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში კუმულაციისა და ტოქსიკურობის რისკის გამო (მეტაბოლური აციდოზი).

პედიატრიაში გამოყენება

სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში და მოზარდებში სათანადოდ არ არის განსაზღვრული. ბიჭების პრეპუბერტატულ პერიოდში გამოყენება უკუნაჩვენებია.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პერორალური ანტიკოაგულანტები

კუმარინის წარმოებულ არაპირდაპირ პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთდროული გამოყენების დროს ტესტოსტერონმა შეიძლება გაზარდოს მათი მოქმედება, რასთან დაკავშირებითაც, აუცილებელია პროთრომბინის დროის, სნთ-ს ფაქტორის ხშირი მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, ანტიკოაგულანტების დოზის შემცირება.

ინსულინი და სხვა ჰიპოგლიკემიური პრეპარატები

ანდროგენებს შეუძლიათ გაზარდონ ტოლერანტობა გლუკოზის მიმართ და პაციენტის მოთხოვნილება ინსულინზე ან სხვა ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებზე, ამიტომ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა პერიოდულად უნდა ჩაიტარონ გლიკემიის კონტროლი ტესტოსტერონით თერაპიის ფონზე. სისხლის პლაზმაში ტესტოსტერონის დონის ნორმალიზაციისას შესაძლოა გამოვლინდეს ინსულინის მიმართ მგრძნობელობის გაუმჯობესება, რასაც შესაძლოა დასჭირდეს იმ პრეპარატის დოზის კორექცია, რომელიც ამცირებს შაქრის დონეს სისხლში. ისევე როგორც სხვა ანდროგენებს, ტესტოსტერონს შეუძლია ინსულინის მოქმედების გაძლიერება. SGLT-2 ინჰიბიტორების (როგორებიცაა ემპაგლიფლოზინი, დაპაგლიფლოზინი ან კანაგლიფლოზინი) ტესტოსტერონთან ერთდროული მიღებისას, შესაძლოა გაიზარდოს სისხლში ერითროციტების რაოდენობა. ექიმს შესაძლოა დასჭირდეს სისხლის უფრო ხშირი კონტროლი.

ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (აკტჰ), გლუკოკორტიკოსტეროიდები (გკს)

აკტჰ-ს ან გკს-ს იმავდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული შეშუპების გაძლიერება, განსაკუთრებით ღვიძლის დაავადების, გულის დაავადების ან შეშუპებისადმი მიდრეკილების მქონე ადამიანებში.

ოქსიფენბუტაზონი

ანდროგენები ზრდიან ოქსიფენბუტაზონის კონცენტრაციას ერთდროული გამოყენებისას.

სამკურნალო საშუალებებთან , რომლებიც აინდუცირებენ ღვიძლის მიკროსომურ ფერმენტებს

მიკროსომური ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორებს (რიფამპიცინი, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, სალიცილატები, ფენიტოინი, პრიმიდონი) ერთდროულად გამოყენებისას შეუძლიათ შეამცირონ ტესტოსტერონის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, რამაც შეიძლება მოითხოვოს დოზის კორექციას.

სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც აინჰიბირებენ ღვიძლის მიკროსომურ ფერმენტებს

მიკროსომური ღვიძლის ფერმენტების ინჰიბიტორებს ერთდროულად გამოყენების დროს შეუძლიათ გაზარდონ ტესტოსტერონის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, რამაც ასევე შეიძლება მოითხოვოს დოზის კორექციას.

ანდროგენებს შეუძლიათ შეამცირონ თიროქსინშემაკავშირებელი გლობულინის კონცენტრაცია, რაც თავის მხრივ იწვევს ტრიიოდთირონინის (T4) კონცენტრაციის შემცირებას; თავისუფალი თიროქსინის (T3) კონცენტრაცია კი არ იცვლება. ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის კლინიკური გამოვლინებები არ ყოფილა გამოვლენილი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატი ომნადრენი® 250 არ არის ნაჩვენები ქალებში გამოსაყენებლად, რასთან დაკავშირებითაც ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში მისი გამოყენება უკუნაჩვენებია.

ორსულობის დროს ტესტოსტერონის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მდედრობითი სქესის ნაყოფის ვირილიზაცია.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატ ომნადრენი® 250-ის გამოყენება არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირად ( 1/10), ხშირად (≥ 1/100, <1/10), არახშირად (≥ 1/1000, <1/ 100), იშვიათად (≥ 1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), უცნობია (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).

დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ:

ქალებში:

სიხშირე უცნობია: მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ამენორეა, გონადოტროპინის გამომუშავების დათრგუნვა, მასკულინიზაცია.

კაცებში:

ხშირად: გინეკომასტია, პროსტატის სპეციფიური ანტიგენის დონის მომატება.

სიხშირე უცნობია: პრიაპიზმი, ოლიგოსპერმია მაღალი დოზებით გამოყენებისას.

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:

სიხშირე უცნობია: მიალგია.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:

ხშირი: აკნე

სიხშირე უცნობია: კანის ქავილი, ალოპეცია და სებორეა.

დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ:

ხშირად: სხეულის მასის მომატება.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

სიხშირე უცნობია: გულისრევა.

დარღვევები ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ:

სიხშირე უცნობია: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, შეგუბებითი ჰეპატოპათია, ღვიძლის პურპურა.

დარღვევები სისხლის მიმოქცევისა და ლიმფური სისტემის მხრივ :

ხშირად: ჰემატოკრიტის მომატება, ერითროციტების რაოდენობის გაზრდა, ჰემოგლობინის კონცენტრაციის მომატება, პოლიციტემია.

სიხშირე უცნობია: შედედების II, V, Va (VI) და X ფაქტორების ინჰიბირება, სისხლდენა პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ პერორალურ ანტიკოაგულანტურ პრეპარატებს.

დარღვევები გულ-სისხლძარღვთა მხრივ:

სიხშირე უცნობია: არტერიული ჰიპერტენზია, ღრმა ვენების თრომბოზები.

ფსიქიკის დარღვევები:

სიხშირე უცნობია: დეპრესია, განწყობის ცვლილებები.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

სიხშირე უცნობია: ლიბიდოს ცვლილება, თავის ტკივილი, შფოთვა, პარასთეზიები.

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ახალწარმონაქმნები (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით):

სიხშირე უცნობია: წინამდებარე ჯირკვლის კიბო (ან წინამდებარე ჯირკვლის დიაგნოსტირებული კიბოს მიმდინარეობის გაუარესება), ახალწარმონაქმნები ღვიძლში, ღვიძლის პელიოზი.

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ:

იშვიათად: ომნადრენმა შეიძლება შეაღწიოს ფილტვში (ფილტვის მიკროემბოლია ზეთოვანი ხსნარებით), რამაც იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ნიშნების და სიმპტომების წარმოქმნა, როგორებიცაა ხველება, ქოშინი, საერთო სისუსტე, ოფლდენის გაძლიერება, ტკივილი მკერდში, თავბრუსხვევა, „ჭიანჭველების“ შეგრძნება ან გულის წასვლა. ეს რეაქციები შექცევადია და შეიძლება წარმოიქმნას ინექციის დროს ან ინექციის დასრულებისთანავე. ამიტომ საჭიროა პაციენტზე დაკვირვება თითოეული ინქციის დროს და ინექციის გაკეთების შემდეგ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ფილტვის ზეთოვანი მიკროემბოლიის შესაძლო ნიშნების და სიმპტომების ადრეული გამოვლენა.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები:

ხშირად: ჰემოგლობინის შემცველობის და ჰემატოკრიტის მომატება, ერითროციტების რაოდენობის მატება, პსა-ს კონცენტრაციის მომატება;

სიხშირე უცნობია: მსლ, დსლ და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის დაქვეითება, ნატრიუმის, ქლორის, წყლის, კალიუმის, კალციუმის და არაორგანული ფოსფატების დაგროვება.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე :

სიხშირე უცნობია: ანთება და ტკივილი შეყვანის ადგილზე.

ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა

ფილტვის მიკროემბოლიამ ზეთოვანი ნაწილაკებით იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა ხველა, ქოშინი, სისუსტე, ჰიპერჰიდროზი, ტკივილი მკერდში, თავბრუსხვევა, „ჩხვლეტის“ შეგრძნებები ან გულის წასვლა. აღნიშნული რეაქციები შექცევადია და შეიძლება წარმოიქმნას ინექციის დროს ან ინექციის დასრულებისთანავე.

საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

მნიშვნელოვანია შეგვატყობინოთ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შემდეგ. ეს იძლევა საშუალებას განვახორციელოთ სარგებელისა და რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი, რომელიც დაკავშირებულია სამკურნალო პრეპარატთან. მედიცინის მუშაკებმა უნდა შეგვატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის შესახებ.

ჭარბი დოზა

სამკურნალო პრეპარატის დოზის გადაჭარბება გამოყენების რეკომენდებული წესით სარგებლობისას ნაკლებად სავარაუდოა.

სიმპტომები (ზედმეტად მაღალი დოზის გამოყენების მიზეზით ან სამკურნალო პრეპარატის კვირაში ერთზე უფრო ხშირად შეყვანის გამო): პრიაპიზმი.

მკურნალობა: დაუყოვნებლივ შეწყდეს სამკურნალო პრეპარატის გამოყენება და, სიმპტომების გაქრობის შემდეგ, გამოყენება განახლდეს უფრო დაბალი დოზებით.

შემადგენლობა

1 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები: ტესტოსტერონის პროპიონატი 30 მგ, ტესტოსტერონის ფენილპროპიონატი 60 მგ, ტესტოსტერონის იზოკაპროატი 60 მგ, ტესტოსტერონის დეკანოატი 100 მგ.

დამხმარე ნივთიერებები : ბენზილის სპირტი 50 მგ, არაქისის ზეთი - 1 მლ-მდე.

აღწერა: ღია ყვითელი გამჭვირვალე ზეთოვანი სითხე.

შენახვის პირობები

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას 15°-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანდროგენი

ათქ კოდი: G03BA03

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

პრეპარატი ომნადრენი® 250 წარმოადგენს მამაკაცის ბუნებრივი ჰორმონის ტესტოსტერონის ანალოგიური ტესტოსტერონის ეთერების ნარევის ზეთოვან ხსნარს. ტესტოსტერონი გამომუშავდება მამაკაცის სასქესო ჯირკვლებში, ლეიდიგის უჯრედებში და წარმოადგენს ძირითად ენდოგენურ ჰორმონს, რომელიც აუცილებელია ნორმალური ზრდისა და მამაკაცის სასქესო ორგანოებისა და მამაკაცის მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებისთვის (პროსტატის, სათესლე ბუშტუკების, სასქესო ასოსა და სათესლე პარკის ზრდისა და მომწიფებისთვის, მამაკაცური ტიპის თმის ზრდისა და განაწილებისთვის, ხორხის გაფართოებისთვის, ხმის ტემბრის ცვლილებისთვის, სხეულის მუსკულატურის ცვლილებებისა და ცხიმის განაწილებისთვის).

ზრდასრული მამაკაცისათვის ტესტოსტერონი აუცილებელია სათესლეებისა და სათესლე დანამატების, პროსტატისა და სათესლე ბუშტუკების ფუნქციონირებისთვის, და ასევე ლიბიდოს, კარგი თვითშეგრძნების, ერექციული ფუნქციის შენარჩუნებისთვის.

ჰიპოგონადიზმის მქონე მამაკაცების მკურნალობა ომნადრენი® 250-ით იწვევს ტესტოსტერონის, დიჰიდროტესტოსტერონის, ესტრადიოლის და ანდროსტენდიოლის კონცენტრაციის კლინიკურად მნიშვნელოვან ზრდას პლაზმაში, ასევე, ამცირებს სასქესო ჰორმონების შემაკავშირებელი გლობულინის (SHBG) კონცენტრაციას; მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH) და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) კონცენტრაციებს აღადგენს ნორმალურ დონემდე.

პრეპარატით ომნადრენი® 250-ით მკურნალობა ამცირებს ტესტოსტერონის დეფიციტის სიმპტომებს. გარდა ამისა, იზრდება ძვლების მინერალური სიმკვრივე და კუნთების მასა, ჭარბწონიან პაციენტებში ხდება წონის დაკარგვა. მკურნალობის პროცესში ნორმალიზდება სქესობრივი ფუნქციები, მათ შორის, ერექციული ფუნქცია და ლიბიდო. პრეპარატის გამოყენება ამცირებს მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (HDL) კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, ასტიმულირებს თირკმელებში ერითროპოეტინის წარმოქმნას, იზრდება ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის შემცველობა, მაგრამ ამავდროულად ადგილი არა აქვს "ღვიძლის" ფერმენტებისა და პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს. პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს პროსტატის ჯირკვლის ზომის მომატება, მაგრამ ამავდროულად ადგილი არა აქვს ფუნქციურ ცვლილებებს. ჰიპოგონადიზმისა და ერთდროულად შაქრიანი დიაბეტის მქონე მამაკაცებში ანდროგენების გამოყენება აუმჯობესებს ინსულინისადმი მგრძნობელობას და/ან ამცირებს გლუკოზის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.

ქალებში ტესტოსტერონს აქვს ანტაგონისტური ეფექტი ესტროგენის მიმართ, თრგუნავს ჰიპოფიზის გონადოტროპინებს, თრგუნავს ლაქტაციას.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

პრეპარატი შეიცავს ტესტოსტერონის 4 სხვადასხვა ეთერს, რომელთაგან თითოეულს აქვს მოქმედების სხვადასხვა ხანგრძლივობა. ეს ეთერები ჰიდროლიზდება ტესტოსტერონამდე საერთო სისხლის მიმოქცევაში შესვლისთანავე.

ტესტოსტერონის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში შეადგენს 70 ნმოლ/ლ-ს და მიიღწევა 24-48 საათში პრეპარატის ინექციის შემდეგ, და უბრუნდება საწყის მნიშვნელობას ომნადრენი® 250-ის შეყვანიდან 21 დღის შემდეგ.

ტესტოსტერონის პროპიონატი ინექციის შემდეგ დაუყოვნებლივ ავლენს თავის მოქმედებას, რომელიც გრძელდება 24 საათის განმავლობაში. ტესტოსტერონის იზოკაპროატი და ტესტოსტერონის ფენილპროპიონატი იწყებენ თავის მოქმედებას 24 საათის შემდეგ, რომელიც შენარჩუნდება დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში. ტესტოსტერონის დეკანოატი იწყებს მოქმედებას იმ პერიოდში, როდესაც ტესტოსტერონის იზოკაპროატისა და ტესტოსტერონის ფენილპროპიონატის მოქმედება წყდება, და გრძელდება 2 კვირის განმავლობაში.

განაწილება

სისხლის პლაზმაში ტესტოსტერონის დაახლოებით 98% უკავშირდება გლობულინების სპეციფიკურ ფრაქციას, რომელიც უკავშირდება ტესტოსტერონს და ესტრადიოლს.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა

ტესტოსტერონი ბიოტრასნფორმირდება ღვიძლში 17-კეტოსტეროიდების წარმოებულებამდე, რომლებიც გლუკურონის მჟავასთან ან გოგირდმჟავას დაკავშირების შემდეგ დაახლოებით 90%-ით გამოიყოფიან თირკმელებით. ამავდროულად, შეყვანილი დოზის 6% გამოიყოფა ნაწლავებით დაუკავშირებელი ფორმით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია სპეციალისტებისა და პაციენტებისთვის

ომნადრენი® 250

სავაჭრო დასახელება: ომნადრენი® 250

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (INN) : ტესტოსტერონი (ეთერების ნაზავი)

სამკურნალო ფორმა: ინტრამუსკულურად შესაყვანი ხსნარი [ზეთოვანი]

შემადგენლობა:

1 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები: ტესტოსტერონის პროპიონატი 30 მგ, ტესტოსტერონის ფენილპროპიონატი 60 მგ, ტესტოსტერონის იზოკაპროატი 60 მგ, ტესტოსტერონის დეკანოატი 100 მგ.

დამხმარე ნივთიერებები : ბენზილის სპირტი 50 მგ, არაქისის ზეთი - 1 მლ-მდე.

აღწერა: ღია ყვითელი გამჭვირვალე ზეთოვანი სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანდროგენი

ათქ კოდი: G03BA03

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

პრეპარატი ომნადრენი® 250 წარმოადგენს მამაკაცის ბუნებრივი ჰორმონის ტესტოსტერონის ანალოგიური ტესტოსტერონის ეთერების ნარევის ზეთოვან ხსნარს. ტესტოსტერონი გამომუშავდება მამაკაცის სასქესო ჯირკვლებში, ლეიდიგის უჯრედებში და წარმოადგენს ძირითად ენდოგენურ ჰორმონს, რომელიც აუცილებელია ნორმალური ზრდისა და მამაკაცის სასქესო ორგანოებისა და მამაკაცის მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებისთვის (პროსტატის, სათესლე ბუშტუკების, სასქესო ასოსა და სათესლე პარკის ზრდისა და მომწიფებისთვის, მამაკაცური ტიპის თმის ზრდისა და განაწილებისთვის, ხორხის გაფართოებისთვის, ხმის ტემბრის ცვლილებისთვის, სხეულის მუსკულატურის ცვლილებებისა და ცხიმის განაწილებისთვის).

ზრდასრული მამაკაცისათვის ტესტოსტერონი აუცილებელია სათესლეებისა და სათესლე დანამატების, პროსტატისა და სათესლე ბუშტუკების ფუნქციონირებისთვის, და ასევე ლიბიდოს, კარგი თვითშეგრძნების, ერექციული ფუნქციის შენარჩუნებისთვის.

ჰიპოგონადიზმის მქონე მამაკაცების მკურნალობა ომნადრენი® 250-ით იწვევს ტესტოსტერონის, დიჰიდროტესტოსტერონის, ესტრადიოლის და ანდროსტენდიოლის კონცენტრაციის კლინიკურად მნიშვნელოვან ზრდას პლაზმაში, ასევე, ამცირებს სასქესო ჰორმონების შემაკავშირებელი გლობულინის (SHBG) კონცენტრაციას; მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH) და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) კონცენტრაციებს აღადგენს ნორმალურ დონემდე.

პრეპარატით ომნადრენი® 250-ით მკურნალობა ამცირებს ტესტოსტერონის დეფიციტის სიმპტომებს. გარდა ამისა, იზრდება ძვლების მინერალური სიმკვრივე და კუნთების მასა, ჭარბწონიან პაციენტებში ხდება წონის დაკარგვა. მკურნალობის პროცესში ნორმალიზდება სქესობრივი ფუნქციები, მათ შორის, ერექციული ფუნქცია და ლიბიდო. პრეპარატის გამოყენება ამცირებს მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (HDL) კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, ასტიმულირებს თირკმელებში ერითროპოეტინის წარმოქმნას, იზრდება ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის შემცველობა, მაგრამ ამავდროულად ადგილი არა აქვს "ღვიძლის" ფერმენტებისა და პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს. პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს პროსტატის ჯირკვლის ზომის მომატება, მაგრამ ამავდროულად ადგილი არა აქვს ფუნქციურ ცვლილებებს. ჰიპოგონადიზმისა და ერთდროულად შაქრიანი დიაბეტის მქონე მამაკაცებში ანდროგენების გამოყენება აუმჯობესებს ინსულინისადმი მგრძნობელობას და/ან ამცირებს გლუკოზის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.

ქალებში ტესტოსტერონს აქვს ანტაგონისტური ეფექტი ესტროგენის მიმართ, თრგუნავს ჰიპოფიზის გონადოტროპინებს, თრგუნავს ლაქტაციას.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

პრეპარატი შეიცავს ტესტოსტერონის 4 სხვადასხვა ეთერს, რომელთაგან თითოეულს აქვს მოქმედების სხვადასხვა ხანგრძლივობა. ეს ეთერები ჰიდროლიზდება ტესტოსტერონამდე საერთო სისხლის მიმოქცევაში შესვლისთანავე.

ტესტოსტერონის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში შეადგენს 70 ნმოლ/ლ-ს და მიიღწევა 24-48 საათში პრეპარატის ინექციის შემდეგ, და უბრუნდება საწყის მნიშვნელობას ომნადრენი® 250-ის შეყვანიდან 21 დღის შემდეგ.

ტესტოსტერონის პროპიონატი ინექციის შემდეგ დაუყოვნებლივ ავლენს თავის მოქმედებას, რომელიც გრძელდება 24 საათის განმავლობაში. ტესტოსტერონის იზოკაპროატი და ტესტოსტერონის ფენილპროპიონატი იწყებენ თავის მოქმედებას 24 საათის შემდეგ, რომელიც შენარჩუნდება დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში. ტესტოსტერონის დეკანოატი იწყებს მოქმედებას იმ პერიოდში, როდესაც ტესტოსტერონის იზოკაპროატისა და ტესტოსტერონის ფენილპროპიონატის მოქმედება წყდება, და გრძელდება 2 კვირის განმავლობაში.

განაწილება

სისხლის პლაზმაში ტესტოსტერონის დაახლოებით 98% უკავშირდება გლობულინების სპეციფიკურ ფრაქციას, რომელიც უკავშირდება ტესტოსტერონს და ესტრადიოლს.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა

ტესტოსტერონი ბიოტრასნფორმირდება ღვიძლში 17-კეტოსტეროიდების წარმოებულებამდე, რომლებიც გლუკურონის მჟავასთან ან გოგირდმჟავას დაკავშირების შემდეგ დაახლოებით 90%-ით გამოიყოფიან თირკმელებით. ამავდროულად, შეყვანილი დოზის 6% გამოიყოფა ნაწლავებით დაუკავშირებელი ფორმით.

გამოყენების ჩვენებები

  • ტესტოსტერონის ჩანაცვლებითი თერაპია პირველადი ან მეორადი ჰიპოგონადიზმის დროს მამაკაცებში, როდესაც ტესტოსტერონის დეფიციტი დასტურდება კლინიკური სიმპტომებითა და ლაბორატორიული გამოკვლევებით;
  • გვიანი მომწიფება;
  • ტესტოსტერონის დეფიციტით გამოწვეული იმპოტენცია;
  • პოსტკასტრაციული სინდრომი;
  • სპერმატოგენეზის დარღვევები.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებების (ტესტოსტერონის პროპიონატის, ტესტოსტერონის ფენილპროპიონატის, ტესტოსტერონის იზოკაპროატისა და ტესტოსტერონის დეკანოატის) და/ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

არაქისის ან სოიოს მიმართ ალერგიული რეაქციების მქონე პაციენტებში;

წინამდებარე ჯირკვლის კიბო (დიაგნოზირებული ან საეჭვო);

სარძევე ჯირკვლის კიბო (დიაგნოზირებული ან საეჭვო);

ნეფროზული სინდრომი;

ასაკი 18 წლამდე (ამ ასაკობრივ ჯგუფში ტესტოსტერონის გამოყენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო).

სიფრთხილით

65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით, თრომბოფილური მდგომარეობებით, ღვიძლის, თირკმელებისა და გულის ქრონიკული უკმარისობის მძიმე ხარისხით, გულის იშემიური დაავადებით (შეშუპებისადმი მიდრეკილებით); შაქრიანი დიაბეტით, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფიით, ეპილეფსიით, შაკიკით; აპნოეს სინდრომით ანამნეზში, ასევე ისეთი რისკ-ფაქტორებით, როგორიცაა სიმსუქნე და ფილტვების ქრონიკული დაავადებები.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს

პრეპარატი ომნადრენი® 250 არ არის ნაჩვენები ქალებში გამოსაყენებლად, რასთან დაკავშირებითაც ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში მისი გამოყენება უკუნაჩვენებია.

ორსულობის დროს ტესტოსტერონის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მდედრობითი სქესის ნაყოფის ვირილიზაცია.

მიღების წესი და დოზები

პრეპარატი ომნადრენი® 250 უნდა იქნას შეყვანილი ღრმად ინტრამუსკულარულად (დუნდულა კუნთში). პრეპარატის დოზირების რეჟიმი, როგორც წესი, დამოკიდებულია თერაპიის მიმართ პაციენტის ინდივიდუალურ რეაქციაზე. ჩვეულებრივ, ხდება 1 მლ ხსნარის შეყვანა ერთხელ (1 ინექცია) 4 კვირაში.

ზეთოვანი ხსნარის გამჭვირვალობის დაქვეითება ან "ნემსების" გამოჩენა არ ნიშნავს იმას, რომ სამკურნალო პრეპარატი არ არის ვარგისი. ამპულის თბილ წყალში გათბობის დროს ხსნარი ხდება გამჭვირვალე.

სამკურნალო საშუალების გამოყენების წინ უნდა შემოწმდეს ვარგისობის ვადა, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე, სამკურნალო პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ

პირველადი მამრობითი ჰიპოგონადიზმი (ანორქიზმი, კლაინფელტერის სინდრომი, კასტრაციული სინდრომი, სათესლე ჯირკვლების ატროფია).

სასქესო ჯირკვლის დისფუნქციის ხარისხის მიხედვით (კლინიკური შეფასებისა და ლაბორატორიული შედეგების მიხედვით) სამკურნალო პრეპარატი შეჰყავთ ინტრამუსკულურად ერთხელ 1 მლ ყოველ მე-7, მე-14, 21-ე დღეს.

სხვა ჩვენებები

მამაკაცის უნაყოფობის ზოგიერთი ფორმის დროს (აზოოსპერმია, ოლიგოსპერმია) პრეპარატი ომნადრენი® 250 ინიშნება 2 მლ დოზით ორკვირიანი ინტერვალით.

გამონაკლის შემთხვევებში პრეპარატი ომნადრენი® 250 გამოიყენება სქესის შეცვლის დროს ჰერმაფროდიტიზმის სხვადასხვა ფორმების შემთხვევაში.

პრეპარატის გამოყენება პაციენტების განსაკუთრებულ ჯგუფებში

ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელზე მეტი ასაკის):

შეზღუდული ხელმისაწვდომი მონაცემები არ მიუთითებენ ხანდაზმული ასაკის პაციენტებში პრეპარატის დოზის კორექტირების აუცილებლობაზე.

ბავშვებში და მოზარდებში

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში ამ ასაკობრივ ჯგუფში ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო.

გვერდითი მოქმედება

გვერდითი მოვლენების სიხშირე შეფასებული იყო MedDRA სისტემებისა და ორგანოების კლასიფიკაციის შესაბამისად: ძალიან ხშირად ( 1/10), ხშირად (≥ 1/100, <1/10), არახშირად (≥ 1/1000, <1/ 100), იშვიათად (≥ 1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), უცნობია (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).

დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ:

ქალებში:

სიხშირე უცნობია: მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ამენორეა, გონადოტროპინის გამომუშავების დათრგუნვა, მასკულინიზაცია.

კაცებში:

ხშირად: გინეკომასტია, პროსტატის სპეციფიური ანტიგენის დონის მომატება.

სიხშირე უცნობია: პრიაპიზმი, ოლიგოსპერმია მაღალი დოზებით გამოყენებისას.

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:

სიხშირე უცნობია: მიალგია.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:

ხშირი: აკნე

სიხშირე უცნობია: კანის ქავილი, ალოპეცია და სებორეა.

დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ:

ხშირად: სხეულის მასის მომატება.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

სიხშირე უცნობია: გულისრევა.

დარღვევები ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ:

სიხშირე უცნობია: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, შეგუბებითი ჰეპატოპათია, ღვიძლის პურპურა.

დარღვევები სისხლის მიმოქცევისა და ლიმფური სისტემის მხრივ :

ხშირად: ჰემატოკრიტის მომატება, ერითროციტების რაოდენობის გაზრდა, ჰემოგლობინის კონცენტრაციის მომატება, პოლიციტემია.

სიხშირე უცნობია: შედედების II, V, Va (VI) და X ფაქტორების ინჰიბირება, სისხლდენა პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ პერორალურ ანტიკოაგულანტურ პრეპარატებს.

დარღვევები გულ-სისხლძარღვთა მხრივ:

სიხშირე უცნობია: არტერიული ჰიპერტენზია, ღრმა ვენების თრომბოზები.

ფსიქიკის დარღვევები:

სიხშირე უცნობია: დეპრესია, განწყობის ცვლილებები.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

სიხშირე უცნობია: ლიბიდოს ცვლილება, თავის ტკივილი, შფოთვა, პარასთეზიები.

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ახალწარმონაქმნები (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით):

სიხშირე უცნობია: წინამდებარე ჯირკვლის კიბო (ან წინამდებარე ჯირკვლის დიაგნოსტირებული კიბოს მიმდინარეობის გაუარესება), ახალწარმონაქმნები ღვიძლში, ღვიძლის პელიოზი.

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ:

იშვიათად: ომნადრენმა შეიძლება შეაღწიოს ფილტვში (ფილტვის მიკროემბოლია ზეთოვანი ხსნარებით), რამაც იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ნიშნების და სიმპტომების წარმოქმნა, როგორებიცაა ხველება, ქოშინი, საერთო სისუსტე, ოფლდენის გაძლიერება, ტკივილი მკერდში, თავბრუსხვევა, „ჭიანჭველების“ შეგრძნება ან გულის წასვლა. ეს რეაქციები შექცევადია და შეიძლება წარმოიქმნას ინექციის დროს ან ინექციის დასრულებისთანავე. ამიტომ საჭიროა პაციენტზე დაკვირვება თითოეული ინქციის დროს და ინექციის გაკეთების შემდეგ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ფილტვის ზეთოვანი მიკროემბოლიის შესაძლო ნიშნების და სიმპტომების ადრეული გამოვლენა.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები:

ხშირად: ჰემოგლობინის შემცველობის და ჰემატოკრიტის მომატება, ერითროციტების რაოდენობის მატება, პსა-ს კონცენტრაციის მომატება;

სიხშირე უცნობია: მსლ, დსლ და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის დაქვეითება, ნატრიუმის, ქლორის, წყლის, კალიუმის, კალციუმის და არაორგანული ფოსფატების დაგროვება.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე :

სიხშირე უცნობია: ანთება და ტკივილი შეყვანის ადგილზე.

ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა

ფილტვის მიკროემბოლიამ ზეთოვანი ნაწილაკებით იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა ხველა, ქოშინი, სისუსტე, ჰიპერჰიდროზი, ტკივილი მკერდში, თავბრუსხვევა, „ჩხვლეტის“ შეგრძნებები ან გულის წასვლა. აღნიშნული რეაქციები შექცევადია და შეიძლება წარმოიქმნას ინექციის დროს ან ინექციის დასრულებისთანავე.

საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

მნიშვნელოვანია შეგვატყობინოთ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შემდეგ. ეს იძლევა საშუალებას განვახორციელოთ სარგებელისა და რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი, რომელიც დაკავშირებულია სამკურნალო პრეპარატთან. მედიცინის მუშაკებმა უნდა შეგვატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის შესახებ.

დოზის გადაჭარბება

სამკურნალო პრეპარატის დოზის გადაჭარბება გამოყენების რეკომენდებული წესით სარგებლობისას ნაკლებად სავარაუდოა.

სიმპტომები (ზედმეტად მაღალი დოზის გამოყენების მიზეზით ან სამკურნალო პრეპარატის კვირაში ერთზე უფრო ხშირად შეყვანის გამო): პრიაპიზმი.

მკურნალობა: დაუყოვნებლივ შეწყდეს სამკურნალო პრეპარატის გამოყენება და, სიმპტომების გაქრობის შემდეგ, გამოყენება განახლდეს უფრო დაბალი დოზებით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პერორალური ანტიკოაგულანტები

კუმარინის წარმოებულ არაპირდაპირ პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთდროული გამოყენების დროს ტესტოსტერონმა შეიძლება გაზარდოს მათი მოქმედება, რასთან დაკავშირებითაც, აუცილებელია პროთრომბინის დროის, სნთ-ს ფაქტორის ხშირი მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, ანტიკოაგულანტების დოზის შემცირება.

ინსულინი და სხვა ჰიპოგლიკემიური პრეპარატები

ანდროგენებს შეუძლიათ გაზარდონ ტოლერანტობა გლუკოზის მიმართ და პაციენტის მოთხოვნილება ინსულინზე ან სხვა ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებზე, ამიტომ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა პერიოდულად უნდა ჩაიტარონ გლიკემიის კონტროლი ტესტოსტერონით თერაპიის ფონზე. სისხლის პლაზმაში ტესტოსტერონის დონის ნორმალიზაციისას შესაძლოა გამოვლინდეს ინსულინის მიმართ მგრძნობელობის გაუმჯობესება, რასაც შესაძლოა დასჭირდეს იმ პრეპარატის დოზის კორექცია, რომელიც ამცირებს შაქრის დონეს სისხლში. ისევე როგორც სხვა ანდროგენებს, ტესტოსტერონს შეუძლია ინსულინის მოქმედების გაძლიერება. SGLT-2 ინჰიბიტორების (როგორებიცაა ემპაგლიფლოზინი, დაპაგლიფლოზინი ან კანაგლიფლოზინი) ტესტოსტერონთან ერთდროული მიღებისას, შესაძლოა გაიზარდოს სისხლში ერითროციტების რაოდენობა. ექიმს შესაძლოა დასჭირდეს სისხლის უფრო ხშირი კონტროლი.

ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (აკტჰ), გლუკოკორტიკოსტეროიდები (გკს)

აკტჰ-ს ან გკს-ს იმავდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული შეშუპების გაძლიერება, განსაკუთრებით ღვიძლის დაავადების, გულის დაავადების ან შეშუპებისადმი მიდრეკილების მქონე ადამიანებში.

ოქსიფენბუტაზონი

ანდროგენები ზრდიან ოქსიფენბუტაზონის კონცენტრაციას ერთდროული გამოყენებისას.

სამკურნალო საშუალებებთან , რომლებიც აინდუცირებენ ღვიძლის მიკროსომურ ფერმენტებს

მიკროსომური ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორებს (რიფამპიცინი, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, სალიცილატები, ფენიტოინი, პრიმიდონი) ერთდროულად გამოყენებისას შეუძლიათ შეამცირონ ტესტოსტერონის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, რამაც შეიძლება მოითხოვოს დოზის კორექციას.

სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც აინჰიბირებენ ღვიძლის მიკროსომურ ფერმენტებს

მიკროსომური ღვიძლის ფერმენტების ინჰიბიტორებს ერთდროულად გამოყენების დროს შეუძლიათ გაზარდონ ტესტოსტერონის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, რამაც ასევე შეიძლება მოითხოვოს დოზის კორექციას.

ანდროგენებს შეუძლიათ შეამცირონ თიროქსინშემაკავშირებელი გლობულინის კონცენტრაცია, რაც თავის მხრივ იწვევს ტრიიოდთირონინის (T4) კონცენტრაციის შემცირებას; თავისუფალი თიროქსინის (T3) კონცენტრაცია კი არ იცვლება. ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის კლინიკური გამოვლინებები არ ყოფილა გამოვლენილი.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი ომნადრენი ® 250 განკუთვნილია მხოლოდ ინტრამუსკულური შეყვანისათვის.

ყურადღება: მტკივნეული ერექციის შემთხვევაში სამკურნალო პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

დიაგნოსტიკა

ტესტოსტერონი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა ჰიპოგონადიზმის (ჰიპერ და ჰიპოგონადოტროპული) დიაგნოზი და, ასევე, მკურნალობის დაწყებამდე გამორიცხული იყო სიმპტომებზე პასუხისმგებელი სხვა ეთიოლოგია. ტესტოსტერონის უკმარისობა აშკარად უნდა გამოვლინდეს კლინიკური სიმპტომებით (მეორადი სექსუალური მახასიათებლების რეგრესია, სხეულის შემადგენლობის ცვლილებები, ასთენია, ლიბიდოს დაქვეითება, ერექციული დისფუნქცია და ა.შ.) და დადასტურდეს სისხლში ტესტოსტერონის ორი ცალკეული გაზომვით.

ლაბორატორული ვარიაბელობის გამო, ტესტოსტერონის კონცენტრაცია უნდა განისაზღვროს ერთი და იმავე ლაბორატორიაში.

სამედიცინო გამოკვლევა

ტესტოსტერონის კონცენტრაცია უნდა შემოწმდეს შეყვანის დასაწყისში და რეგულარულად მკურნალობის დროს. ექიმებმა დოზა უნდა დააკორექტირონ ინდივიდუალურად, რათა უზრუნველყონ ტესტოსტერონის კონცენტრაცია გონადების ნორმალური ფუნქციის დროს. ტესტოსტერონის კონცენტრაციის განსაზღვრა უნდა იქნას ჩატარებული პრეპარატით თერაპიის დაწყების წინ, და ასევე თერაპიის პირველი წლის განმავლობაში ყოველ 3 თვეში ერთხელ, შემდეგ- წელიწადში ერთხელ აუცილებელია სარძევე ჯირკვლების (ძუძუთავების) გამოკვლევა, წინამდებარე ჯირკვლის რექტალური გამოკვლევა და პსა-ს კონცენტრაციის განსაზღვრა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისა და წინამდებარე ჯირკვლის სუბკლინიკური კიბოს გამორიცხვის მიზნით.

პაციენტებში, რომლებიც ღებულობდბენ ხანგრძლივ თერაპიას ანდროგენებით, აუცილებელია რეგულარულად ტარდებოდეს შემდეგი ლაბორატორიული პარამეტრების კონტროლი: ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი, ღვიძლის ფუნქციის ტესტები და ლიპიდური პროფილი.

ახალწარმონაქმნები

ძუძუს კიბოს და ძვლის მეტასტაზების მქონე პაციენტებს უვითარდებათ ჰიპერკალციემია ან სპონტანურად (ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების ფონზე) ან ანდროგენ/ანაბოლური სტეროიდული თერაპიის ფონზე. ასეთ პაციენტებისათვის რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში კალციუმის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი. ჰიპერკალციემიის გამოვლენის შემთხვევაში, ტესტოსტერონის შეყვანა უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა. ტესტოსტერონით თერაპია შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ სისხლის პლაზმაში კალციუმის ნორმალური კონცენტრაციის აღდგენის შემდეგ.

ანდროგენებმა შეიძლება დააჩქარონ წინამდებარე ჯირკვლის უსიმპტომო კიბოს და წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის პროგრესირება.

განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა იქნას დაცული ტესტოსტერონის გამოყენებისას ონკოლოგიურ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერკალციემიის (და შემდგომი ჰიპერკალციურიის) რისკი ძვლის მეტასტაზირების გამო.

ღვიძლის, ქრონიკული თირკმლის და გულის უკმარისობის მძიმე ხარისხი, გულის იშემიური დაავადება.

ტესტოსტერონით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში ნატრიუმის და წყლის შეკავება. თუ ასეთ პაციენტებს განუვითარდებათ სერიოზული გართულებები, რომლებიც ხასიათდება პერიფერიული შეშუპებით გულის ქრონიკული უკმარისობის არსებობისა ან მისი არარსებობის მიუხედავად, საჭიროა ტესტოსტერონის თერაპიის შეწყვეტა.

გავლენა ღვიძლზე

პრეპარატის მაღალი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის პურპურა ან ღვიძლის ნეოპლასტიკური დაზიანებები, ამიტომ აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების კონტროლი.

ჰეპატიტის განვითარების შემთხვევაში ანდროგენებით თერაპია წყდება და დგინდება ამ ცვლილებების ეტიოლოგია.

არტერიული ჰიპერტენზია

ტესტოსტერონმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება, ამიტომ პრეპარატი ომნადრენი® 250 სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში.

მგრძნობელობა ინსულინის მიმართ

პაციენტებში, რომლებიც იღებენ ინსულინს, ანდროგენებმა შეიძლება შეამცირონ გლუკოზის კონცენტრაცია და ინსულინის მოთხოვნილება. პაციენტებში, რომლებსაც ჩანაცვლებითი თერაპიის შემდეგ აქვთ ტესტოსტერონის ნორმალური დონე სისხლის პლაზმაში, ინსულინისადმი მგრძნობელობა შეიძლება გაუმჯობესდეს.

სისხლის შედედების დარღვევა

უნდა იქნას დაცული სიფრთხილე ტესტოსტერონის გამოყენებისას პაციენტებში თრომბოფილიით ან ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) რისკის ფაქტორებით, ვინაიდან პოსტრეგისტრაციული კვლევების ანალიზმა აჩვენა თრომბოემბოლიური გართულებების არსებობა (მაგალითად, ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის ემბოლია, თვალის ბადურის ცენტრალური ვენის თრომბოზი (ბცვ)) ამ პაციენტებში ტესტოსტერონით მკურნალობის დროს. ტესტოსტერონის გამოყენების გაგრძელება პირველი თრომბოზული მოვლენის შემდეგაც კი უნდა იყოს გულდასმით შეფასებული. თერაპიის გაგრძელების შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული დამატებითი ზომები ვთე-ს ინდივიდუალური რისკის შესამცირებლად.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებს აქვთ წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის ან კიბოს განვითარების მომატებული რისკი. მკურნალობის დაწყებამდე და მის დროს უნდა შემოწმდეს წინამდებარე ჯირკვლის მდგომარეობა და კონტროლი გაეწიოს პსა-ს კონცენტრაციას - წელიწადში 2-ჯერ.

65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში გაგვაჩნია პრეპარატ ომნადრენის®250 გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შეზღუდული გამოცდილება. ამჟამად არ არსებობს კონსენსუსი ასაკის შესაბამისი ტესტოსტერონის რეკომენდებული მაჩვენებლების შესახებ. თუმცა უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ სისხლის პლაზმის შრატში ტესტოსტერონის ფიზიოლოგიური კონცენტრაცია ასაკთან ერთად მცირდება.

რეპროდუქციული ფუნქცია

პრეპარატ ომნადრენი ® 250- ის გამოყენებამ მამაკაცების სამკურნალოდ, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, შეიძლება გამოიწვიოს რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითება, ოლიგოსპერმიის ჩათვლით.

ეპილეფსიისა და შაკიკის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენება უნდა განხორციელდეს გულდასმითი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ვინაიდან ამ თერაპიის ფონზე დაავადების მიმდინარეობა შეიძლება გაუარესდეს.

პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ აპნოე და წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფია პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.

გვერდითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც დაკავშირებულია ტესტოსტერონთან, ომნადრენი® 250-ით თერაპია უნდა შეწყდეს და განახლდეს მკურნალობა პრეპარატის უფრო დაბალი დოზიდან.

მედიკამენტოზური დამოკიდებულების განვითარება.

გამოვლენილი იყო პრეპარატის გამოყენება დოზებში, რომლებიც აღემატება რეკომენდებულს დამტკიცებული ჩვენებისთვის, და სხვა ანაბოლურ ანდროგენულ სტეროიდებთან კომბინაციაში. ტესტოსტერონის და სხვა ანაბოლური ანდროგენული სტეროიდების ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი რეაქციები გულ-სისხლძარღვთა (მათ შორის ლეტალური შედეგით), ღვიძლის და/ან ფსიქიატრიული დარღვევების ჩათვლით. ტესტოსტერონის ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტოზური დამოკიდებულების სიმპტომებისა და აბსტინენტური სინდრომის წარმოქმნა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დოზა მნიშვნელოვნად შემცირებულია ან პრეპარატის მიღება მთლიანად შეწყვეტილია. პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან სამკურნალო პრეპარატების ბოროტად გამოყენებისაკენ, პრეპარატით მკურნალობა უნდა ტარდებოდეს მკაცრი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ.

პრეპარატი გამოიყენეთ ყოველთვის, ზუსტად, ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. ტესტოსტერონის ბოროტად გამოყენებამ, გასაკუთრებით პრეპარატის ზედოზირებით მიღებამ ცალკე ან სხვა ანაბოლურ სტეროიდებთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები გულზე და სისხლძარღვებზე (რომელიც შესაძლოა სიკვდილის მიზეზი გახდეს), ასევე გამოიწვიოს ფსიქიური ჯანმრთელობის და ღვიძლის მუშაობის დარღვევა.

პირებში, რომლებიც ტესტოსტერონს ბოროტად იყენებენ, შეიძლება განვითარდეს დამოკიდებულება, ხოლო დოზირების მკვეთრმა ცვლილებებმა ან მიღების უეცარმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს მოხსნის სინდრომი. პრეპარატის გამოყენება არ უნდა მოხდეს ჩვენებებისგან განსხვავებული მიზნებისთვის, ცალკე ან სხვა ანაბოლურ სტეროიდებთან ერთად, რადგან ეს დაკავშირებულია ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკებთან (დეტალურად იხილეთ პუნქტში „გვერდითი ეფექტები“).

ისევე როგორც ნებისმიერი ზეთოვანი ხსნარები, პრეპარატი უნდა შეიყვანოთ აუცილებლად ინტრამუსკულარულად და ძალიან ნელა. იშვიათ შემთხვევებში ასეთმა ხსნარებმა შესაძლოა გამოიწვიონ ფილტვის არტერიის მიკროემბოლია (ზეთის წვეთის მოხვედრა ფილტვებში), რაც ვლინდება ხველებით, ქოშინით, ზოგადი სისუსტით, ოფლდენის მომატებით, მკერდის ტკივილით, თავბრუსხვევით, დაბუჟებით (პარესთეზიით) და გულის წასვლით. ეს რეაქციები, როგორც წესი, შექცევადია და ვლინდებიან ინექციის დროს ან დასრულებისთანავე. ამიტომ აუცილებელია პაციენტზე დაკვირვება თითოეული პროცედურის მსვლელობისას და შემდეგ, რათა დროულად იქნეს გამოვლენილი სიმპტომები. ასეთ შემთხვევებში მკურნალობა, როგორც წესი არის შემანარჩუნებელი (მაგალითად ჟანგბადის მიწოდება).

პრეპარატის მიღების უეცარი შეწყვეტა

ხანგრძლივი მოქმედების ტესტოსტერონის პრეპარატების მიღების უეცარი შეწყვეტა არ არის უკუნაჩვენები, ვინაიდან არ ყოფილა შემოსული შეტყობინებები სიცოცხლისათვის საშიში სიმპტომების შესახებ, გარდა ჰიპოგონადიზმის სიმპტომების ან ADAM-ის სინდრომის (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა ხანდაზმულ მამაკაცებში) ან PADAM-ის სინდრომის (ნაწილობრივი ანდროგენული უკმარისობა ხანდაზმულ მამაკაცებში) ნელი დაბრუნებისა.

ტესტოსტერონის გავლენა სპორტსმენების დოპინგ-ტესტების შედეგებზე

პაციენტებმა, რომლებიც მონაწილეობენ შეჯიბრებებში, რომლებიც კონტროლდება მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (მადს) მიერ, პრეპარატით მკურნალობის დაწყების წინ უნდა შეისწავლონ მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის დებულებები, რადგან ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს დოპინგ-ტესტების შედეგებზე. ანდროგენების, მათ შორის ტესტოსტერონის, გამოყენება სპორტული გამძლეობის გასაზრდელად დაკავშირებულია ჯანმრთელობისათვის სერიოზულ რისკებთან და მიუღებელია.

სქესობრივი მომწიფების შეფერხება

ანდროგენები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში სქესობრივი მომწიფების შეფერხებით. თერაპია რეგულარულად უნდა კონტროლდებოდეს ძვლის განვითარებისა და სქესობრივი მომწიფების საკითხზე ყოველ 6 თვეში ერთხელ, რათა თავიდან იქნას აცილებული ეპიფიზური ზონების ნაადრევი დახურვა და ნაადრევი სქესობრივი მომწიფება.

დამხმარე ნივთიერებები

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს არაქისის ზეთს. თუ პაციენტს აქვს ალერგია არაქისის ან სოიოს მიმართ, მოცემული სამკურნალო პრეპარატის გამოყენება აკრძალულია.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ბენზილის სპირტს (50 მგ/მლ). მისი შეყვანა დღენაკლული ბავშვებისათვის ან ახალშობილებისათვის აკრძალულია.

ბენზილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა და ანაფილაქტოიდური რეაქციები ჩვილებში და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

დიდი მოცულობების გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, განსაკუთრებით ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში კუმულაციისა და ტოქსიკურობის რისკის გამო (მეტაბოლური აციდოზი).

პედიატრიაში გამოყენება

სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში და მოზარდებში სათანადოდ არ არის განსაზღვრული. ბიჭების პრეპუბერტატულ პერიოდში გამოყენება უკუნაჩვენებია.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.

პრეპარატ ომნადრენი® 250-ის გამოყენება არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოშვების ფორმა

ხსნარი ინტრამუსკულური შეყვანისათვის [ზეთოვანი], 250 მგ/მლ.

1 მლ უფერო მინის ამპულებში. ამპულაზე არის ყავისფერი ზოლი და გახსნის ადგილის აღნიშვნა - თეთრი წერტილი და უფერო ნაჭდევი.

ამპულაზე მიწებებულია თვითწებვადი ქაღალდისაგან დამზადებული ეტიკეტი.

5 ამპულა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას 15°-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:

ბაუშ ჰელს ირლანდია ლიმიტედ

3013 ლეიკ დრაივი, სითივესთ ბიზნეს კამპუს, დუბლინი 24, ირლანდია D24 PPT3

მზა სამკურნალო ფორმის მწარმოებელი, დამფასოვებელი, შემფუთავი, ხარისხის კონტროლის გამცემი

ფარმქარხანა ელფა ს.ს.

58-500 ელენია გურა, ვ. პოლიას ქუჩა 21, პოლონეთი

ორგანიზაცია, რომელიც იღებს მომხმარებელთა პრეტენზიებს:

ბაუშ ჰელს ირლანდია ლიმიტედ

3013 ლეიკ დრაივი, სითივესთ ბიზნეს კამპუს, დუბლინი 24, ირლანდია D24 PPT3

Email: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა