ნუროფენი საბავშვო
NUROFEN® FOR CHILDREN
ნუროფენი საბავშვო რექტალური სუპოზიტორია გამოიყენება 3 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში სიმპტომატური მკურნალობისთვის სიცხის დამწევი საშუალების სახით მწვავე რესპირაციული დაავადებების (მათ შორის, გრიპი), ბავშვთა ინფექციების, სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების და აცრის შემდგომი რეაქციების დროს, რომელსაც თან ახლავს …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- იბუპროფენი (ibuprofen)
- ფორმა და შეფუთვა
- 60მგ რექტალური სუპოზიტორია 3 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის №10 (2X5)
- მწარმოებელი
- Famar Anonymous Industrial Company Of Pharmaceuticals And Cosmetics, საბერძნეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
- ATC კოდი
- M01AE01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046374
- რეგისტრირებულია
- 24 სექტემბერი 2026, მოქმედებს 24 სექტემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Reckitt Benckiser Healthcare LLC (რუსეთი)
- განმცხადებელი
- შპს „კვადრიუმ ფარმჰაუსი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნუროფენი საბავშვო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ნუროფენი საბავშვო რექტალური სუპოზიტორია გამოიყენება 3 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში სიმპტომატური მკურნალობისთვის სიცხის დამწევი საშუალების სახით მწვავე რესპირაციული დაავადებების (მათ შორის, გრიპი), ბავშვთა ინფექციების, სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების და აცრის შემდგომი რეაქციების დროს, რომელსაც თან ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება.
პრეპარატი გამოიყენება სიმპტომატური ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით სუსტი და ზომიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომის დროს, მათ შორის კბილის ტკივილი, თავის ტკივილი, შაკიკი, ნევრალგია, ყურის ტკივილი, ყელის ტკივილი, მყესების დაჭიმვა, კუნთების ტკივილი, რევმატული ტკივილი, სახსრების ტკივილი და სხვა სახის ტკივილის დროს.
პრეპარატი რეკომენდებულია მაშინ, როცა პერორალური (შიგნით მისაღები) პრეპარატების მიღება შეუძლებელია ან ღებინების შემთხვევაში.
პრეპარატი განკუთვნილია სიმპტომატური თერაპიისთვის, გამოყენების მომენტისთვის არსებული ტკივილის და ანთების შესამცირებლად, არ მოქმედებს დაავადების პროგრესირებაზე.
მიღების წესი და დოზირება
ნუროფენი საბავშვო - სუპოზიტორია, სპეციალურად შემუშავებულია ბავშვებისთვის. რექტალური გამოყენებისთვის. მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის.
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
ცხელება (სიცხე) და ტკივილი
დოზირება ბავშვებისთვის დამოკიდებულია ბავშვის სხეულის მასაზე და ასაკზე.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ/კგ-ს ბავშვის სხეულის მასას, პრეპარატის გამოყენებებს შორის 6-8 საათიანი ინტერვალით.
3-9 თვის ასაკის ბავშვები (6,0 კგ-8,0 კგ): 1 სუპოზიტორია (60 მგ) არა უმეტეს 3-ჯერ 24 საათის განმავლობაში, არა უმეტეს 180 მგ დღეში.
9 თვის-2 წლის ასაკის ბავშვები (8,0 კგ-12,0 კგ): 1 სუპოზიტორია (60 მგ) არა უმეტეს 4-ჯერ 24 საათის განმავლობაში, არა უმეტეს 240 მგ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა - არა უმეტეს 3 დღე. არ გადააჭარბოთ მითითებული დოზას.
თუ პრეპარატის გამოყენებისას 24 საათის განმავლობაში (3-5 თვის ასაკის ბავშვებში) ან 3 დღის განმავლობაში (6 თვის ან მეტი ასაკის ბავშვებში) სიმპტომები ნარჩუნდება ან ძლიერდება, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.
იმუნიზაციის შემდგომი ცხელება
1 სუპოზიტორია 1 წლამდე ასაკის ბავშვებში; საჭიროებისას, კიდევ 1 სუპოზიტორია 6 საათის შემდეგ. არ უნდა მოხდეს 2 სუპოზიტორზე მეტის გამოყენება (120 მგ) 24 საათის განმავლობაში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა იბუპროფენის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ბრონქული ასთმა, ბრონქოსპაზმი, რინიტი, რინოსინუსიტი, ცხვირის ან დანამატი წიაღების მორეციდივე პოლიპოზი, კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ციება) აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენების საპასუხოდ;
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენებით პროვოცირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა ან წყლულის პერფორაცია ანამნეზში;
გულის მძიმე უკმარისობა (IV კლასი NYHA-ს მიხედვით - ნიუ-იორკის კარდიოლოგთა ასოციაციის კლასიფიკაცია);
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების ეროზიულ-წყლულოვანი დაავადება (მათ შორის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი) ან წყლულოვანი სისხლდენა აქტიურ ფაზაში ან ანამნეზში (წყლულოვანი დაავადების ან წყლულოვანი სისხლდენის ორი ან მეტი დადასტურებული ეპიზოდი);
ღვიძლის მძიმე უკმარისობა ან ღვიძლის დაავადება აქტიურ ფაზაში;
თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), თირკმლის პროგრესირებადი დაავადება, დადასტურებული ჰიპერკალემია;
გულის დეკომპენსირებული უკმარისობა, აორტოკორონარული შუნტირების შემდგომი პერიოდი;
სისხლის შედედების დარღვევები (მათ შორის, ჰემოფილია, სისხლდენის დროის გახანგრძლივება, მიდრეკილება სისხლდენების მიმართ, ჰემორაგიული დიათეზი);
20 კვირაზე მეტი ვადის ორსულობა;
6 კგ-მდე ბავშვის სხეულის მასა;
პროქტიტი;
ქალაშიდა სისხლჩაქცევა.
სიფრთხილით
მითითებულ ნაწილში ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს, პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ერთდროული მიღება, ანამნეზში კუჭის წყლულოვანი დაავადების ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან წყლულოვანი სისხლდენის ერთჯერადი ეპიზოდის არსებობა, გასტრიტი, ენტერიტი, კოლიტი, Helicobacter pylori ინფექციის არსებობა, წყლულოვანი კოლიტი; ბრონქული ასთმა ან ალერგიული დაავადება გამწვავების სტადიაში ან ანამნეზში - შესაძლებელია ბრონქოსპაზმის განვითარება; მძიმე სომატური დაავადებები, სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებები (შარპის სინდრომი) - იზრდება ასეპტიკური მენინგიტის რისკი; ჩუტყვავილა; თირკმლის უკმარისობა, მათ შორის, გაუწყლოვნების დროს (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ), სითხის შეკავება და შეშუპება, ღვიძლის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია ან/და გულის უკმარისობა, ცერებროვასკულარული დაავადება, დისლიპიდემია/ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, პერიფერიული არტერიების დაავადებები, უცნობი ეტიოლოგიის სისხლის დაავადებები (ლეიკოპენია, ანემია); სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღება, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს წყლულის ან სისხლდენის განვითარების რისკი, ძირითადად, პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდები (მათ შორის, პრედნიზოლონი), ანტიკოაგულანტები (მათ შორის, ვარფარინი), სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (მათ შორის, ციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი) ან ანტიაგრეგანტები (მათ შორის, აცეტილსალიცილის მჟავა, კლოპიდოგრელი); 20 კვირაზე ნაკლები ვადის ორსულობა; ძუძუთი კვების პერიოდი, ხანდაზმულები.
გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობის მე-20 კვირის შემდეგ ქალებმა არ უნდა გამოიყენონ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ახალშობილში ოლიგოჰიდრამნიონის ან/და თირკმლის პათოლოგიის (თირკმლის ნეონატალური დისფუნქცია) შესაძლო განვითარების გამო. საჭიროა პრეპარატის მიღებისგან თავის არიდება 20 კვირაზე ნაკლები ვადის ორსულობის დროს. პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
არსებობს მონაცემები, რომ იბუპროფენი მცირე რაოდენობით შეიძლება გადავიდეს დედის რძეში ჩვილზე რაიმე უარყოფითი ზემოქმედების გარეშე.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია მაქსიმალურად შესაძლებელი ხანმოკლე კურსით და მინიმალურად ეფექტური დოზით, რომელიც საჭიროა სიმპტომების აღმოსაფხვრელად.
ხანგრძლივი მკურნალობისას საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის და ღვიძლის და თირკმლების ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი. გასტროპათიის სიმპტომების განვითარებისას ნაჩვენებია მკაცრი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიას, სისხლის საერთო ანალიზს (ჰემოგლობინის განსაზღვრა), განავალის ანალიზს ფარულ სისხლზე. 17-კეტოსტეროიდების განსაზღვრის საჭიროებისას პრეპარატის მოხსნა უნდა მოხდეს კვლევამდე 48 საათით ადრე.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები გამოყენება პაციენტებში ჩუტყვავილით შესაძლებელია დაკავშირებული იყოს კანის ინფექციურ-ანთებითი დაავადების და კანქვეშა-ცხიმოვანი უჯრედისის მძიმე ჩირქოვან გართულებასთან (მაგალითად, მანეკროტიზირებელი ფასციტი). ამასთან დაკავშირებით რეკომენდებულია თავიდან იქნეს აცილებული პრეპარატის გამოყენება ჩუტყვავილას დროს.
პაციენტებში არაკონტროლირებადი არტერიული წნევით, II-III კლასის გულის შეგუბებითი უკმარისობით NYHA-ს მიხედვით, გულის იშემიური დაავადებით, პერიფერიული არტერიების დაავადებებით ან/და ცერებროვასკულური დაავადებებით, იბუპროფენის დანიშვნა ხდება მხოლოდ სარგებელი/რისკის მკაცრი შეფასების შემდეგ, ამასთან საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული იბუპროფენის მაღალი დოზების გამოყენება (≥2400 მგ/დღეში).
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენებისას ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. პაციენტები, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად არიან მიდრეკილნი ამ რეაქციების განვითარებისკენ თერაპიის ადრეულ ეტაპზე; უმრავლეს შემთხვევაში რეაქციების დაწყება აღინიშნება მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში.
იბუპროფენის შემცველი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP). მკურნალობის პირველი 2 დღის განმავლობაში გავრცელებული შეშუპებით მიმდინარე ერითემის ფონზე შეიძლება განვითარდეს პუსტულური გამონაყარი (პუსტულები), რომელიც ძირითადად კანის ნაკეცებში, ტანზე და ზედა კიდურებზე ლოკალიზდება. პრეპარატის ნუროფენი საბავშვო მიღება უნდა შეწყდეს კანზე პირველი გამონაყარის განვითარებისას, ლორწოვანი გარსის დაზიანებისას ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების გამოვლენისთანავე. პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
იბუპროფენის შემცველი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენებამ შეიძლება შენიღბოს ინფექციური დაავადების სიმპტომები, რამაც შეიძლება შეაფერხოს შესაბამისი მკურნალობის დაწყება და ამით გაართულოს დაავადების მიმდინარეობა. თუ ნუროფენი საბავშვო გამოიყენება სხეულის ტემპერატურის მომატებისას ან ინფექციასთან დაკავშირებული ტკივილის შესამსუბუქებლად, რეკომენდებულია ინფექციური დაავადების მონიტორინგი. არაჰოსპიტალურ პირობებში მკურნალობისას პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, თუ სიმპტომები ნარჩუნდება ან მდგომარეობა უარესდება.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
პაციენტებმა, რომლებიც იბუპროფენის მიღებისას აღნიშნავენ თავბრუსხვევას, ძილიანობას, რეაქციების შენელებას ან მხედველობის დარღვევას, თავი უნდა აარიდონ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვას ან მექანიზმების გამოყენებას.
გამოშვების ფორმა
რექტალური სუპოზიტორიები [საბავშვო] 60 მგ.
5 სუპოზიტორია ალუმინის ბლისტერში. ბლისტერის შიდა მხარე დაფარულია პოლიეთილენის გარსით, გარეთა - ლაქის საფარით. ორი ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოდში.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია, თუ პრეპარატის გამოყენება მოხდება ხანმოკლე კურსით, მინიმალური ეფექტური დოზით, რომელიც საკმარისია სიმპტომების აღმოსაფხვრელად.
გვერდითი ეფექტები უპირატესად არიან დოზაზე დამოკიდებული. ქვემოთ ჩამოთვლილი რეაქციები აღინიშნებოდა იბუპროფენის ხანმოკლე გამოყენებისას დოზით, რომელიც არ აღემატებოდა 1200 მგ-ს დღეში. ქრონიკული მდგომარეობების მკურნალობისას და ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია სხვა გვერდითი რეაქციების განვითარება.
გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირის შეფასება ხდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არც ისე ხშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10 000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი).
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ:
ძალიან იშვიათი: სისხლის წარმოქმნის დარღვევა (ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი). ასეთი დარღვევების პირველი სიმპტომებია ცხელება, ყელის ტკივილი, ზედაპირული წყლულები პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, გრიპის მსგავსი სიმპტომები, გამოხატული სისუსტე, უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა და სისხლჩაქცევები (დალურჯებები).
იმუნური სისტემის მხრივ:
არც ისე ხშირი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები - არასპეციფიკური ალერგიული რეაქციები (ქავილი, ჭინჭრის ციება).
ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები, მათ შორის, სახის, ენის და ხორხის შეშუპება, ქოშინი, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია (ანაფილაქსია, ქვინკეს შეშუპება ან მძიმე ანაფილაქსიური შოკი), ექსფოლიაციური და ბულოზური დერმატოზები.
სიხშირე უცნობია: სასუნთქი გზემის ჰიპერრეაქტიულობა, მათ შორის ბრონქული ასთმა, ბრონქოსპაზმი ან ქოშინი, წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP), ფოტომგრძნობელობის რეაქციები.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:
არც ისე ხშირი: კანზე სხვადასხვა ფორმის გამონაყარი.
ძალიან იშვიათი: ექსფოლიაციური და ბულოზური დერმატოზები, მათ შორის ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა.
სიხშირე უცნობია: წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი - DRESS), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
არც ისე ხშირი: მუცლის ტკივილი, გულისრევა, დისპეპსია.
იშვიათი: დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა, ღებინება.
ძალიან იშვიათი: პეპტიკური წყლული, პერფორაცია ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, მელენა, სისხლიანი ღებინება, წყლულოვანი სტომატიტი, გასტრიტი.
სიხშირე უცნობია: წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ:
ძალიან იშვიათი: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
თირკმლებისა და საშარდე გზების მხრივ:
ძალიან იშვიათი: თირკმლის მწვავე უკმარისობა (კომპენსირებული და დეკომპენსირებული), განსაკუთრებით, ხანგრძლივი გამოყენებისას, სისხლის შრატში შარდოვანას დონის თანმხლები მომატებით და შეშუპების განვითარებით, პაპილარული ნეკროზი.
ნერვული სისტემის მხრივ:
არც ისე ხშირი: თავის ტკივილი.
ძალიან იშვიათი: ასეპტიკური მენინგიტი (ასეპტიკური მენინგიტის სიმპტომების ერთეული შემთხვევები, როგორიცაა კისრის კუნთების რიგიდობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება და დეზორიენტაცია, დაფიქსირდა იბუპროფენით მკურნალობის დროს აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებში (სისტემური წითელი მგლურა და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება)).
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
სიხშირე უცნობია: გულის უკმარისობა, პერიფერიული შეშუპება, ხანგრძლივი გამოყენებისას მომატებულია თრომბოზული გართულებების რისკი (მაგალითად, მიოკარდის ინფარქტი ან ინსულტი), არტერიული წნევის მომატება.
სუნთქვის სისტემის და შუასაყარის ორგანოების მხრივ
სიხშირე უცნობია: ბრონქული ასთმა, ბრონქოსპაზმი, ქოშინი.
სხვა
ძალიან იშვიათი: შეშუპება, მათ შორის, პერიფერიული.
ლაბორატორიული მაჩვენებლები
ჰემატოკრიტი ან ჰემოგლობინი (შეიძლება შემცირდეს);
სისხლდენის დრო (შეიძლება გაიზარდოს);
გლუკოზას კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (შეიძლება შემცირდეს);
კრეატინინის კლირენსი (შეიძლება შემცირდეს);
კრეატინინის შრატისმიერი კონცენტრაცია (შეიძლება გაიზარდოს);
,,ღვიძლის“ ტრანსამინაზების აქტივობა (შეიძლება გაიზარდოს).
გვერდითი ეფექტების განვითარებისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.
ჭარბი დოზა
ბავშვებში ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება განვითარდეს, თუ პრეპარატის დოზა აღემატება 200 მგ/კგ ბავშვის სხეულის მასას.
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში ან, იშვიათად, დიარეა, ყურებში შუილი, თავის ტკივილი და კუჭ-ნაწლავის სისხლდენა. უფრო მძიმე შემთხვევებში აღინიშნება მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, იშვიათად - აგზნებადობა, კრუნჩხვები, დეზორიენტაცია, კომა. მძიმე მოწამვლის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს მეტაბოლური აციდოზი და პროთრომბინული დროის გახანგრძლივება, თირკმლის უკმარისობა, ღვიძლის ქსოვილების დაზიანება, არტერიული წნევის დაწევა, სუნთქვის დათრგუნვა და ციანოზი. პაციენტებში ბრონქული ასთმით შესაძლებელია ამ დაავადების გამწვავება.
მკურნალობა: სიმპტომატური, აუცილებლად სასუნთქი გზების გამტარობის უზრუნველყოფით, ეკგ და ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგით პაციენტის მდგომარეობის ნორმალიზებამდე. ხშირი ან ხანგრძლივი კრუნჩხვების კუპირება საჭიროა დიაზეპამის ან ლორაზეპამის ვენაში შეყვანით. ბრონქული ასთმის გაუარესებისას რეკომენდებულია ბრონქოდილატატორების გამოყენება.
ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
თავიდან იქნეს აცილებული იბუპროფენის ერთდროული გამოყენება შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან:
აცეტილსალიცილის მჟავა: ექიმის მიერ დანიშნული აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზების გარდა (დღეში არა უმეტეს 75 მგ), რადგან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. ერთდროული გამოყენებისას იბუპროფენი ამცირებს აცეტილსალიცილის მჟავას ანტიაგრეგანტულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას (იბუპროფენის მიღების დაწყების შემდეგ პაციენტებში, რომლებიც ანტიაგრეგანტული საშუალების სახით იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას მცირე დოზებს, შესაძლებელია მწვავე კორონარული უკმარისობის განვითარების სიხშირის გაზრდა).
სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, მათ შორის ცოგ-2 სელექციური ინჰიბიტორები: საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ჯგუფის ორი და მეტი პრეპარატის ერთდროული გამოყენება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის გაზრდის გამო.
სიფრთხილით გამოიყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად:
ანტიკოაგულანტები და თრომბოლიზური პრეპარატები: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებმა შეიძლება გააძლიერონ ანტიკოაგულანტების ეფექტი, ძირითადად, ვარფარინის და თრომბოლიზური პრეპარატების.
ჰიპოტენზიური საშუალებები (აგფ-ის ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები) და დიურეზული საშუალებები: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებმა შეიძლება შეამცირონ ამ ჯგუფის პრეპარატების ეფექტურობა. დიურეზულმა პრეპარატებმა და აგფ-ის ინჰიბიტორებმა შეიძლება გაზარდონ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ნეფროტოქსიკურობა.
გლუკოკორტიკოსტეროიდები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების და კუჭ-ნაწლავის სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი.
ანტიაგრეგანტები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები: კუჭ-ნაწლავის სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი.
საგულე გლიკოზიდები: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების და საგულე გლიკოზიდების ერთდროულმა დანიშვნამ შესაძლებელია გამოიწვიოს გულის უკმარისობის გაუარესება, გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის დაქვეითება და საგულე გლიკოზიდების კონცენტრაციის მომატება სისხლის შრატში.
ლითიუმის პრეპარატები: არსებული მონაცემებით შესაძლებელია გაიზარდოს ლითიუმის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღების ფონზე.
მეტოტრექსატი: არსებული მონაცემებით შესაძლებელია გაიზარდოს მეტოტრექსატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღების ფონზე.
ციკლოსპორინი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების და ციკლოსპორინის ერთდროული დანიშვნისას იზრდება ნეფროტოქსიკურობის რისკი.
მიფეპრისტონი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენება უნდა დაიწყოს მიფეპრისტონის მიღებიდან სულ მცირე 8-12 დღის შემდეგ, რადგან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებმა შეიძლება შეამცირონ მიფეპრისტონის ეფექტურობა.
ტაკროლიმუსი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების და ტაკროლიმუსის ერთდროული დანიშვნისას შეიძლება გაიზარდოს ნეფროტოქსიკურობის რისკი.
ზიდოვუდინი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების და ზიდოვუდინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ჰემატოტოქსიკურობა. არსებული მონაცემებით იზრდება ჰემართროზის და ჰემატომების განვითარების რისკი ჰემოფილიის მქონე აივ-დადებით პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ზიდოვუდინს და იბუპროფენს. ქინოლონის რიგის ანტიბიოტიკები: პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებს და ქინოლონის რიგის ანტიბიოტიკებს, შიძლება გაიზარდოს კრუნჩხვების განვითარების რისკი.
შემადგენლობა
ერთი სუპოზიტორია შეიცავს მოქმედ ნივთიერებას იბუპროფენს 60 მგ-ს;
დამხმარე ნივთიერებები: მყარი ცხიმი (ვიტეპსოლი H 15) 258 მგ, მყარი ცხიმი 2 (ვიტეპსოლი W 45) 258 მგ.
აღწერილობა
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ტორპედოს ფორმის გლუვი სუპოზიტორიები.
ჭრილზე დასაშვებია საჰაერო ღერძის ან ძაბრისებრი ჩაღრმავების არსებობა.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
იურიდიული პირი, რომლის სახელზეც გაცემულია სარეგისტრაციო მოწმობა
რეკიტ ბენკიზერ ჰელსქერ ინტერნეშნლ ლტდ, ტეინ როუდ, ნოტინგემ, NG90 2DB, დიდი ბრიტანეთი.
მწარმოებელი:
ფამარ ა.ბ.ე., აფინ-ლამიას ნაციონალური ტრასის 49-ე კმ, 190 11 ავლონი, საბერძნეთი
წარმომადგენლობა რუსეთში/ მომხმარებლების პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია
შპს ,,რეკიტ ბენკიზერ ჰელსქერ“
რუსეთი, 115114, შლუზოვაიას სან., ს.4
ტელ.: 8-800-200-82-20 (მხოლოდ რუსეთისთვის, ზარი უფასოა)
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი (NSAIDs).
კოდი ათქ: M01AE01.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
იბუპროფენი არის პროპიონის მჟავას წარმოებული ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (NSAIDs) ჯგუფიდან; მისი მოქმედების მექანიზმი, განპირობებულია პროსტაგლანდინების, ტკივილის, ანთების და ჰიპერთერმული რეაქციის მედიატორების სინთეზის ინჰიბირებით. არასელექციურად ბლოკავს ციკლოოქსიგენაზა 1-ს (ცოგ-1) და ციკლოოქსიგენაზა 2-ს (ცოგ-2), რითაც აფერხებს პროსტაგლანდინების სინთეზს. გარდა ამისა, იბუპროფენი შექცევადად აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას. მას აქვს ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება უფრო მეტად გამოხატულია ანთებითი ხასიათის ტკივილის დროს. პრეპარატის მოქმედება 8 საათამდე გრძელდება.
ფარმაკოკინეტიკა:
აბსორბცია - მაღალი, სისხლის შრატის ცილებთან შეკავშირება - 90%. იბუპროფენი შეიწოვება სწორი ნაწლავის სანათურიდან, სწრაფად აღწევს სისტემურ სისხლის მიმოქცევას. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) – 2 საათი. ნელა აღწევს სახსრების ღრუში, ყოვნდება სინოვიალურ სითხეში, სადაც ქმნის უფრო მეტ კონცენტრაციას, ვიდრე სისხლის შრატში. აბსორბციის შემდეგ ფარმაკოლოგიურად არააქტიური R-ფორმის დაახლოებით 60% ნელა ტრანსფორმირდება აქტიურ S-ფორმად. მეტაბოლიზდება ღვიძლში. გამოიყოფა თირკმლებით (არა უმეტეს 1% შეუცვლელი სახით) და, უფრო მცირე ხარისხით ნაღველით.
შეზღუდულ კვლევებში, იბუპროფენი აღმოჩენილია დედის რძეში ძალიან მცირე კონცენტრაციებით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ნუროფენი საბავშვო
სავაჭრო სახელწოდება: ნუროფენი საბავშვო
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება (INN): იბუპროფენი
სამკურნალო ფორმა: რექტალური სუპოზიტორია [საბავშვო].
შემადგენლობა
ერთი სუპოზიტორია შეიცავს მოქმედ ნივთიერებას იბუპროფენს 60 მგ-ს;
დამხმარე ნივთიერებები: მყარი ცხიმი (ვიტეპსოლი H 15) 258 მგ, მყარი ცხიმი 2 (ვიტეპსოლი W 45) 258 მგ.
აღწერილობა
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ტორპედოს ფორმის გლუვი სუპოზიტორიები.
ჭრილზე დასაშვებია საჰაერო ღერძის ან ძაბრისებრი ჩაღრმავების არსებობა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი (NSAIDs).
კოდი ათქ: M01AE01.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
იბუპროფენი არის პროპიონის მჟავას წარმოებული ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (NSAIDs) ჯგუფიდან; მისი მოქმედების მექანიზმი, განპირობებულია პროსტაგლანდინების, ტკივილის, ანთების და ჰიპერთერმული რეაქციის მედიატორების სინთეზის ინჰიბირებით. არასელექციურად ბლოკავს ციკლოოქსიგენაზა 1-ს (ცოგ-1) და ციკლოოქსიგენაზა 2-ს (ცოგ-2), რითაც აფერხებს პროსტაგლანდინების სინთეზს. გარდა ამისა, იბუპროფენი შექცევადად აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას. მას აქვს ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება უფრო მეტად გამოხატულია ანთებითი ხასიათის ტკივილის დროს. პრეპარატის მოქმედება 8 საათამდე გრძელდება.
ფარმაკოკინეტიკა:
აბსორბცია - მაღალი, სისხლის შრატის ცილებთან შეკავშირება - 90%. იბუპროფენი შეიწოვება სწორი ნაწლავის სანათურიდან, სწრაფად აღწევს სისტემურ სისხლის მიმოქცევას. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) – 2 საათი. ნელა აღწევს სახსრების ღრუში, ყოვნდება სინოვიალურ სითხეში, სადაც ქმნის უფრო მეტ კონცენტრაციას, ვიდრე სისხლის შრატში. აბსორბციის შემდეგ ფარმაკოლოგიურად არააქტიური R-ფორმის დაახლოებით 60% ნელა ტრანსფორმირდება აქტიურ S-ფორმად. მეტაბოლიზდება ღვიძლში. გამოიყოფა თირკმლებით (არა უმეტეს 1% შეუცვლელი სახით) და, უფრო მცირე ხარისხით ნაღველით.
შეზღუდულ კვლევებში, იბუპროფენი აღმოჩენილია დედის რძეში ძალიან მცირე კონცენტრაციებით.
გამოყენების ჩვენება
ნუროფენი საბავშვო რექტალური სუპოზიტორია გამოიყენება 3 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში სიმპტომატური მკურნალობისთვის სიცხის დამწევი საშუალების სახით მწვავე რესპირაციული დაავადებების (მათ შორის, გრიპი), ბავშვთა ინფექციების, სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების და აცრის შემდგომი რეაქციების დროს, რომელსაც თან ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება.
პრეპარატი გამოიყენება სიმპტომატური ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით სუსტი და ზომიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომის დროს, მათ შორის კბილის ტკივილი, თავის ტკივილი, შაკიკი, ნევრალგია, ყურის ტკივილი, ყელის ტკივილი, მყესების დაჭიმვა, კუნთების ტკივილი, რევმატული ტკივილი, სახსრების ტკივილი და სხვა სახის ტკივილის დროს.
პრეპარატი რეკომენდებულია მაშინ, როცა პერორალური (შიგნით მისაღები) პრეპარატების მიღება შეუძლებელია ან ღებინების შემთხვევაში.
პრეპარატი განკუთვნილია სიმპტომატური თერაპიისთვის, გამოყენების მომენტისთვის არსებული ტკივილის და ანთების შესამცირებლად, არ მოქმედებს დაავადების პროგრესირებაზე.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა იბუპროფენის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ბრონქული ასთმა, ბრონქოსპაზმი, რინიტი, რინოსინუსიტი, ცხვირის ან დანამატი წიაღების მორეციდივე პოლიპოზი, კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ციება) აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენების საპასუხოდ;
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენებით პროვოცირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა ან წყლულის პერფორაცია ანამნეზში;
გულის მძიმე უკმარისობა (IV კლასი NYHA-ს მიხედვით - ნიუ-იორკის კარდიოლოგთა ასოციაციის კლასიფიკაცია);
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების ეროზიულ-წყლულოვანი დაავადება (მათ შორის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი) ან წყლულოვანი სისხლდენა აქტიურ ფაზაში ან ანამნეზში (წყლულოვანი დაავადების ან წყლულოვანი სისხლდენის ორი ან მეტი დადასტურებული ეპიზოდი);
ღვიძლის მძიმე უკმარისობა ან ღვიძლის დაავადება აქტიურ ფაზაში;
თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), თირკმლის პროგრესირებადი დაავადება, დადასტურებული ჰიპერკალემია;
გულის დეკომპენსირებული უკმარისობა, აორტოკორონარული შუნტირების შემდგომი პერიოდი;
სისხლის შედედების დარღვევები (მათ შორის, ჰემოფილია, სისხლდენის დროის გახანგრძლივება, მიდრეკილება სისხლდენების მიმართ, ჰემორაგიული დიათეზი);
20 კვირაზე მეტი ვადის ორსულობა;
6 კგ-მდე ბავშვის სხეულის მასა;
პროქტიტი;
ქალაშიდა სისხლჩაქცევა.
სიფრთხილით
მითითებულ ნაწილში ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს, პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ერთდროული მიღება, ანამნეზში კუჭის წყლულოვანი დაავადების ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან წყლულოვანი სისხლდენის ერთჯერადი ეპიზოდის არსებობა, გასტრიტი, ენტერიტი, კოლიტი, Helicobacter pylori ინფექციის არსებობა, წყლულოვანი კოლიტი; ბრონქული ასთმა ან ალერგიული დაავადება გამწვავების სტადიაში ან ანამნეზში - შესაძლებელია ბრონქოსპაზმის განვითარება; მძიმე სომატური დაავადებები, სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებები (შარპის სინდრომი) - იზრდება ასეპტიკური მენინგიტის რისკი; ჩუტყვავილა; თირკმლის უკმარისობა, მათ შორის, გაუწყლოვნების დროს (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ), სითხის შეკავება და შეშუპება, ღვიძლის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია ან/და გულის უკმარისობა, ცერებროვასკულარული დაავადება, დისლიპიდემია/ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, პერიფერიული არტერიების დაავადებები, უცნობი ეტიოლოგიის სისხლის დაავადებები (ლეიკოპენია, ანემია); სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღება, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს წყლულის ან სისხლდენის განვითარების რისკი, ძირითადად, პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდები (მათ შორის, პრედნიზოლონი), ანტიკოაგულანტები (მათ შორის, ვარფარინი), სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (მათ შორის, ციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი) ან ანტიაგრეგანტები (მათ შორის, აცეტილსალიცილის მჟავა, კლოპიდოგრელი); 20 კვირაზე ნაკლები ვადის ორსულობა; ძუძუთი კვების პერიოდი, ხანდაზმულები.
გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობის მე-20 კვირის შემდეგ ქალებმა არ უნდა გამოიყენონ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ახალშობილში ოლიგოჰიდრამნიონის ან/და თირკმლის პათოლოგიის (თირკმლის ნეონატალური დისფუნქცია) შესაძლო განვითარების გამო. საჭიროა პრეპარატის მიღებისგან თავის არიდება 20 კვირაზე ნაკლები ვადის ორსულობის დროს. პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
არსებობს მონაცემები, რომ იბუპროფენი მცირე რაოდენობით შეიძლება გადავიდეს დედის რძეში ჩვილზე რაიმე უარყოფითი ზემოქმედების გარეშე.
გამოყენების წესი და დოზები
ნუროფენი საბავშვო - სუპოზიტორია, სპეციალურად შემუშავებულია ბავშვებისთვის. რექტალური გამოყენებისთვის. მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის.
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
ცხელება (სიცხე) და ტკივილი
დოზირება ბავშვებისთვის დამოკიდებულია ბავშვის სხეულის მასაზე და ასაკზე.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ/კგ-ს ბავშვის სხეულის მასას, პრეპარატის გამოყენებებს შორის 6-8 საათიანი ინტერვალით.
3-9 თვის ასაკის ბავშვები (6,0 კგ-8,0 კგ): 1 სუპოზიტორია (60 მგ) არა უმეტეს 3-ჯერ 24 საათის განმავლობაში, არა უმეტეს 180 მგ დღეში.
9 თვის-2 წლის ასაკის ბავშვები (8,0 კგ-12,0 კგ): 1 სუპოზიტორია (60 მგ) არა უმეტეს 4-ჯერ 24 საათის განმავლობაში, არა უმეტეს 240 მგ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა - არა უმეტეს 3 დღე. არ გადააჭარბოთ მითითებული დოზას.
თუ პრეპარატის გამოყენებისას 24 საათის განმავლობაში (3-5 თვის ასაკის ბავშვებში) ან 3 დღის განმავლობაში (6 თვის ან მეტი ასაკის ბავშვებში) სიმპტომები ნარჩუნდება ან ძლიერდება, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.
იმუნიზაციის შემდგომი ცხელება
1 სუპოზიტორია 1 წლამდე ასაკის ბავშვებში; საჭიროებისას, კიდევ 1 სუპოზიტორია 6 საათის შემდეგ. არ უნდა მოხდეს 2 სუპოზიტორზე მეტის გამოყენება (120 მგ) 24 საათის განმავლობაში.
გვერდითი მოქმედება:
გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია, თუ პრეპარატის გამოყენება მოხდება ხანმოკლე კურსით, მინიმალური ეფექტური დოზით, რომელიც საკმარისია სიმპტომების აღმოსაფხვრელად.
გვერდითი ეფექტები უპირატესად არიან დოზაზე დამოკიდებული. ქვემოთ ჩამოთვლილი რეაქციები აღინიშნებოდა იბუპროფენის ხანმოკლე გამოყენებისას დოზით, რომელიც არ აღემატებოდა 1200 მგ-ს დღეში. ქრონიკული მდგომარეობების მკურნალობისას და ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია სხვა გვერდითი რეაქციების განვითარება.
გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირის შეფასება ხდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არც ისე ხშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10 000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი).
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ:
ძალიან იშვიათი: სისხლის წარმოქმნის დარღვევა (ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი). ასეთი დარღვევების პირველი სიმპტომებია ცხელება, ყელის ტკივილი, ზედაპირული წყლულები პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, გრიპის მსგავსი სიმპტომები, გამოხატული სისუსტე, უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა და სისხლჩაქცევები (დალურჯებები).
იმუნური სისტემის მხრივ:
არც ისე ხშირი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები - არასპეციფიკური ალერგიული რეაქციები (ქავილი, ჭინჭრის ციება).
ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები, მათ შორის, სახის, ენის და ხორხის შეშუპება, ქოშინი, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია (ანაფილაქსია, ქვინკეს შეშუპება ან მძიმე ანაფილაქსიური შოკი), ექსფოლიაციური და ბულოზური დერმატოზები.
სიხშირე უცნობია: სასუნთქი გზემის ჰიპერრეაქტიულობა, მათ შორის ბრონქული ასთმა, ბრონქოსპაზმი ან ქოშინი, წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP), ფოტომგრძნობელობის რეაქციები.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:
არც ისე ხშირი: კანზე სხვადასხვა ფორმის გამონაყარი.
ძალიან იშვიათი: ექსფოლიაციური და ბულოზური დერმატოზები, მათ შორის ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა.
სიხშირე უცნობია: წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი - DRESS), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
არც ისე ხშირი: მუცლის ტკივილი, გულისრევა, დისპეპსია.
იშვიათი: დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა, ღებინება.
ძალიან იშვიათი: პეპტიკური წყლული, პერფორაცია ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, მელენა, სისხლიანი ღებინება, წყლულოვანი სტომატიტი, გასტრიტი.
სიხშირე უცნობია: წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ:
ძალიან იშვიათი: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
თირკმლებისა და საშარდე გზების მხრივ:
ძალიან იშვიათი: თირკმლის მწვავე უკმარისობა (კომპენსირებული და დეკომპენსირებული), განსაკუთრებით, ხანგრძლივი გამოყენებისას, სისხლის შრატში შარდოვანას დონის თანმხლები მომატებით და შეშუპების განვითარებით, პაპილარული ნეკროზი.
ნერვული სისტემის მხრივ:
არც ისე ხშირი: თავის ტკივილი.
ძალიან იშვიათი: ასეპტიკური მენინგიტი (ასეპტიკური მენინგიტის სიმპტომების ერთეული შემთხვევები, როგორიცაა კისრის კუნთების რიგიდობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება და დეზორიენტაცია, დაფიქსირდა იბუპროფენით მკურნალობის დროს აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებში (სისტემური წითელი მგლურა და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება)).
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
სიხშირე უცნობია: გულის უკმარისობა, პერიფერიული შეშუპება, ხანგრძლივი გამოყენებისას მომატებულია თრომბოზული გართულებების რისკი (მაგალითად, მიოკარდის ინფარქტი ან ინსულტი), არტერიული წნევის მომატება.
სუნთქვის სისტემის და შუასაყარის ორგანოების მხრივ
სიხშირე უცნობია: ბრონქული ასთმა, ბრონქოსპაზმი, ქოშინი.
სხვა
ძალიან იშვიათი: შეშუპება, მათ შორის, პერიფერიული.
ლაბორატორიული მაჩვენებლები
ჰემატოკრიტი ან ჰემოგლობინი (შეიძლება შემცირდეს);
სისხლდენის დრო (შეიძლება გაიზარდოს);
გლუკოზას კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (შეიძლება შემცირდეს);
კრეატინინის კლირენსი (შეიძლება შემცირდეს);
კრეატინინის შრატისმიერი კონცენტრაცია (შეიძლება გაიზარდოს);
,,ღვიძლის“ ტრანსამინაზების აქტივობა (შეიძლება გაიზარდოს).
გვერდითი ეფექტების განვითარებისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.
ჭარბი დოზირება
ბავშვებში ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება განვითარდეს, თუ პრეპარატის დოზა აღემატება 200 მგ/კგ ბავშვის სხეულის მასას.
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში ან, იშვიათად, დიარეა, ყურებში შუილი, თავის ტკივილი და კუჭ-ნაწლავის სისხლდენა. უფრო მძიმე შემთხვევებში აღინიშნება მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, იშვიათად - აგზნებადობა, კრუნჩხვები, დეზორიენტაცია, კომა. მძიმე მოწამვლის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს მეტაბოლური აციდოზი და პროთრომბინული დროის გახანგრძლივება, თირკმლის უკმარისობა, ღვიძლის ქსოვილების დაზიანება, არტერიული წნევის დაწევა, სუნთქვის დათრგუნვა და ციანოზი. პაციენტებში ბრონქული ასთმით შესაძლებელია ამ დაავადების გამწვავება.
მკურნალობა: სიმპტომატური, აუცილებლად სასუნთქი გზების გამტარობის უზრუნველყოფით, ეკგ და ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგით პაციენტის მდგომარეობის ნორმალიზებამდე. ხშირი ან ხანგრძლივი კრუნჩხვების კუპირება საჭიროა დიაზეპამის ან ლორაზეპამის ვენაში შეყვანით. ბრონქული ასთმის გაუარესებისას რეკომენდებულია ბრონქოდილატატორების გამოყენება.
ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
თავიდან იქნეს აცილებული იბუპროფენის ერთდროული გამოყენება შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან:
აცეტილსალიცილის მჟავა: ექიმის მიერ დანიშნული აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზების გარდა (დღეში არა უმეტეს 75 მგ), რადგან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. ერთდროული გამოყენებისას იბუპროფენი ამცირებს აცეტილსალიცილის მჟავას ანტიაგრეგანტულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას (იბუპროფენის მიღების დაწყების შემდეგ პაციენტებში, რომლებიც ანტიაგრეგანტული საშუალების სახით იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას მცირე დოზებს, შესაძლებელია მწვავე კორონარული უკმარისობის განვითარების სიხშირის გაზრდა).
სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, მათ შორის ცოგ-2 სელექციური ინჰიბიტორები: საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ჯგუფის ორი და მეტი პრეპარატის ერთდროული გამოყენება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის გაზრდის გამო.
სიფრთხილით გამოიყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად:
ანტიკოაგულანტები და თრომბოლიზური პრეპარატები: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებმა შეიძლება გააძლიერონ ანტიკოაგულანტების ეფექტი, ძირითადად, ვარფარინის და თრომბოლიზური პრეპარატების.
ჰიპოტენზიური საშუალებები (აგფ-ის ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები) და დიურეზული საშუალებები: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებმა შეიძლება შეამცირონ ამ ჯგუფის პრეპარატების ეფექტურობა. დიურეზულმა პრეპარატებმა და აგფ-ის ინჰიბიტორებმა შეიძლება გაზარდონ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ნეფროტოქსიკურობა.
გლუკოკორტიკოსტეროიდები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების და კუჭ-ნაწლავის სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი.
ანტიაგრეგანტები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები: კუჭ-ნაწლავის სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი.
საგულე გლიკოზიდები: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების და საგულე გლიკოზიდების ერთდროულმა დანიშვნამ შესაძლებელია გამოიწვიოს გულის უკმარისობის გაუარესება, გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის დაქვეითება და საგულე გლიკოზიდების კონცენტრაციის მომატება სისხლის შრატში.
ლითიუმის პრეპარატები: არსებული მონაცემებით შესაძლებელია გაიზარდოს ლითიუმის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღების ფონზე.
მეტოტრექსატი: არსებული მონაცემებით შესაძლებელია გაიზარდოს მეტოტრექსატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღების ფონზე.
ციკლოსპორინი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების და ციკლოსპორინის ერთდროული დანიშვნისას იზრდება ნეფროტოქსიკურობის რისკი.
მიფეპრისტონი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენება უნდა დაიწყოს მიფეპრისტონის მიღებიდან სულ მცირე 8-12 დღის შემდეგ, რადგან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებმა შეიძლება შეამცირონ მიფეპრისტონის ეფექტურობა.
ტაკროლიმუსი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების და ტაკროლიმუსის ერთდროული დანიშვნისას შეიძლება გაიზარდოს ნეფროტოქსიკურობის რისკი.
ზიდოვუდინი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების და ზიდოვუდინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ჰემატოტოქსიკურობა. არსებული მონაცემებით იზრდება ჰემართროზის და ჰემატომების განვითარების რისკი ჰემოფილიის მქონე აივ-დადებით პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ზიდოვუდინს და იბუპროფენს. ქინოლონის რიგის ანტიბიოტიკები: პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებს და ქინოლონის რიგის ანტიბიოტიკებს, შიძლება გაიზარდოს კრუნჩხვების განვითარების რისკი.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია მაქსიმალურად შესაძლებელი ხანმოკლე კურსით და მინიმალურად ეფექტური დოზით, რომელიც საჭიროა სიმპტომების აღმოსაფხვრელად.
ხანგრძლივი მკურნალობისას საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის და ღვიძლის და თირკმლების ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი. გასტროპათიის სიმპტომების განვითარებისას ნაჩვენებია მკაცრი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიას, სისხლის საერთო ანალიზს (ჰემოგლობინის განსაზღვრა), განავალის ანალიზს ფარულ სისხლზე. 17-კეტოსტეროიდების განსაზღვრის საჭიროებისას პრეპარატის მოხსნა უნდა მოხდეს კვლევამდე 48 საათით ადრე.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები გამოყენება პაციენტებში ჩუტყვავილით შესაძლებელია დაკავშირებული იყოს კანის ინფექციურ-ანთებითი დაავადების და კანქვეშა-ცხიმოვანი უჯრედისის მძიმე ჩირქოვან გართულებასთან (მაგალითად, მანეკროტიზირებელი ფასციტი). ამასთან დაკავშირებით რეკომენდებულია თავიდან იქნეს აცილებული პრეპარატის გამოყენება ჩუტყვავილას დროს.
პაციენტებში არაკონტროლირებადი არტერიული წნევით, II-III კლასის გულის შეგუბებითი უკმარისობით NYHA-ს მიხედვით, გულის იშემიური დაავადებით, პერიფერიული არტერიების დაავადებებით ან/და ცერებროვასკულური დაავადებებით, იბუპროფენის დანიშვნა ხდება მხოლოდ სარგებელი/რისკის მკაცრი შეფასების შემდეგ, ამასთან საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული იბუპროფენის მაღალი დოზების გამოყენება (≥2400 მგ/დღეში).
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენებისას ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. პაციენტები, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად არიან მიდრეკილნი ამ რეაქციების განვითარებისკენ თერაპიის ადრეულ ეტაპზე; უმრავლეს შემთხვევაში რეაქციების დაწყება აღინიშნება მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში.
იბუპროფენის შემცველი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP). მკურნალობის პირველი 2 დღის განმავლობაში გავრცელებული შეშუპებით მიმდინარე ერითემის ფონზე შეიძლება განვითარდეს პუსტულური გამონაყარი (პუსტულები), რომელიც ძირითადად კანის ნაკეცებში, ტანზე და ზედა კიდურებზე ლოკალიზდება. პრეპარატის ნუროფენი საბავშვო მიღება უნდა შეწყდეს კანზე პირველი გამონაყარის განვითარებისას, ლორწოვანი გარსის დაზიანებისას ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების გამოვლენისთანავე. პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
იბუპროფენის შემცველი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენებამ შეიძლება შენიღბოს ინფექციური დაავადების სიმპტომები, რამაც შეიძლება შეაფერხოს შესაბამისი მკურნალობის დაწყება და ამით გაართულოს დაავადების მიმდინარეობა. თუ ნუროფენი საბავშვო გამოიყენება სხეულის ტემპერატურის მომატებისას ან ინფექციასთან დაკავშირებული ტკივილის შესამსუბუქებლად, რეკომენდებულია ინფექციური დაავადების მონიტორინგი. არაჰოსპიტალურ პირობებში მკურნალობისას პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, თუ სიმპტომები ნარჩუნდება ან მდგომარეობა უარესდება.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
პაციენტებმა, რომლებიც იბუპროფენის მიღებისას აღნიშნავენ თავბრუსხვევას, ძილიანობას, რეაქციების შენელებას ან მხედველობის დარღვევას, თავი უნდა აარიდონ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვას ან მექანიზმების გამოყენებას.
გამოშვების ფორმა
რექტალური სუპოზიტორიები [საბავშვო] 60 მგ.
5 სუპოზიტორია ალუმინის ბლისტერში. ბლისტერის შიდა მხარე დაფარულია პოლიეთილენის გარსით, გარეთა - ლაქის საფარით. ორი ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოდში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
იურიდიული პირი, რომლის სახელზეც გაცემულია სარეგისტრაციო მოწმობა
რეკიტ ბენკიზერ ჰელსქერ ინტერნეშნლ ლტდ, ტეინ როუდ, ნოტინგემ, NG90 2DB, დიდი ბრიტანეთი.
მწარმოებელი:
ფამარ ა.ბ.ე., აფინ-ლამიას ნაციონალური ტრასის 49-ე კმ, 190 11 ავლონი, საბერძნეთი
წარმომადგენლობა რუსეთში/ მომხმარებლების პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია
შპს ,,რეკიტ ბენკიზერ ჰელსქერ“
რუსეთი, 115114, შლუზოვაიას სან., ს.4
ტელ.: 8-800-200-82-20 (მხოლოდ რუსეთისთვის, ზარი უფასოა)
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.



