იბუპროფენი
IBUPROFEN
სიმპტომური თერაპია თავის ტკივილის, კბილის ტკივილის, დისმენორეის, ნევრალგიის, ზურგის ტკივილის, სახსრების ტკივილის, კუნთების ტკივილის, რევმატული ტკივილის, ასევე გაციებისა და გრიპის სიმპტომების დროს.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- იბუპროფენი (ibuprofen)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №50 (5X10)
- მწარმოებელი
- PJSC SIC «Borshchahivskiy CPP», უკრაინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
- ATC კოდი
- M01AE01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046236
- რეგისტრირებულია
- 1 სექტემბერი 2026, მოქმედებს 1 სექტემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- PJSC SIC «Borshchahivskiy CPP» (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
იბუპროფენი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სიმპტომური თერაპია თავის ტკივილის, კბილის ტკივილის, დისმენორეის, ნევრალგიის, ზურგის ტკივილის, სახსრების ტკივილის, კუნთების ტკივილის, რევმატული ტკივილის, ასევე გაციებისა და გრიპის სიმპტომების დროს.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა იბუპროფენის (ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის) და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიმართ.
- მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (მაგ., ბრონქიალური ასთმა, რინიტი, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება), რომლებიც ადრე დაფიქსირდა იბუპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შემდეგ.
- კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან პერფორაცია, დაკავშირებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან, ანამნეზში.
- კუჭის წყლულოვანი დაავადება/სისხლდენა აქტიურ ფორმაში ან რეციდივები ანამნეზში (წყლულოვანი დაავადების გამწვავების ან სისხლდენის ორი ან მეტი მკაფიო ეპიზოდი).
- თირკმლის და/ან ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, გულის მძიმე უკმარისობა (IVკლასი NYHA-ს კლასიფიკაციის მიხედვით).
- ცერებროვასკულური ან სხვა სისხლდენები.
- ჰემატოპოეზის ან სისხლის შედედების დარღვევები.
- მძიმე დეჰიდრატაცია (გამოწვეული ღებინებით, დიარეით ან სითხის არასაკმარისი მიღებით).
- ნაწლავების აქტიური ანთებითი დაავადება.
- ორსულობის ბოლო ტრიმესტრი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სიფრთხილის დაცვაა საჭირო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კუჭ-ნაწლავის წყლულების, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის ან თირკმლის ფუნქციის გაუარესების რისკი.
იბუპროფენი, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, არ უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციაში:
აცეტილსალიცილის მჟავასთან: რადგან ამან შეიძლება გაზარდოს გვერდითი რეაქციების აღნიშვნის რისკი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აცეტილსალიცილის მჟავა (დოზით, რომელიც არ აღემატება 75 მგ-ს დღეში) ექიმის მიერ იყო დანიშნული.
ექსპერიმენტული მონაცემები მიუთითებს, რომ ერთდროულად გამოყენებისას, იბუპროფენმა შეიძლება კონკურენტულად დათრგუნოს ასპირინის დაბალი დოზის გავლენა თრომბოციტების აგრეგაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გაურკვევლობა ამ მონაცემების კლინიკურ სიტუაციაზე ექსტრაპოლაციასთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული ის შესაძლებლობა, რომ იბუპროფენის რეგულარულმა ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ასპირინის დაბალი დოზის კარდიოპროტექტორული ეფექტი. იბუპროფენის არასისტემატური გამოყენებისას, ასეთი კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი ნაკლებად სავარაუდოდ ითვლება.
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, მათ შორის COX-2 სელექტიურ ინჰიბიტორებთან: გვერდითი რეაქციების გაზრდის რისკის გამო.
იბუპროფენი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ მედიკამენტებთან კომბინაციაში:
კორტიკოსტეროიდებთან: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების წარმოქმნის ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკის ზრდა;
ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან (აგფ ინჰიბიტორებთან და ანგიოტენზინ II ანტაგონისტებთან) და შარდმდენებთან: არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება შეამცირონ შარდმდენების და სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ეფექტი. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ზოგიერთ პაციენტში (მაგ., გაუწყლოებულ პაციენტებში ან თირკმლის დასუსტებული ფუნქციის მქონე ხანდაზმული პაციენტებში), აგფ ინჰიბიტორის ან ანგიოტენზინ II ანტაგონისტის და ციკლოოქსიგენაზას დამთრგუნველი პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის შემდგომი გაუარესება, მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობის შესაძლო განვითარება, რაც, როგორც წესი, შექცევადია. ამიტომ, ასეთი კომბინაციები სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. თუ ხანგრძლივი მკურნალობა აუცილებელია, უზრუნველყოფილი უნდა იქნას პაციენტის ადეკვატური ჰიდრატაცია და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგის საკითხი უნდა განიხილებოდეს კომბინირებული თერაპიის დასაწყისში და გარკვეული პერიოდულობით შემდგომში. შარდმდენებმა შეიძლება გაზარდონ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით გამოწვეული ნეფროტოქსიკური მოქმედების რისკი;
ანტიკოაგულანტებთან (მაგ., ვარფარინთან): არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გააძლიერონ მათი ეფექტი;
ანტითრომბოციტარულ პრეპარატებთან და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებთან: კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენების რისკის მომატება;
გულის გლიკოზიდებთან (დიგოქსინი): შესაძლებელია გულის უკმარისობის გაძლიერება, გლომერულური ფილტრაციის შემცირება და სისხლის პლაზმაში გულის გლიკოზიდების დონის მომატება;
ლითიუმის პრეპარატებთან: ხდება ლითიუმის ელიმინაციის შემცირება;
მეტოტრექსატთან: სისხლის პლაზმაში მეტოტრექსატის დონის პოტენციური მომატება;
ციკლოსპორინთან, ტაკროლიმუსთან: ნეფროტოქსიკურობის მომატებული რისკი;
მიფეპრისტონთან: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები არ უნდა იქნას გამოყენებული მიფეპრისტონის მიღებიდან 8-12 დღეზე ადრე, რადგან ისინი ამცირებენ მის ეფექტურობას;
ზიდოვუდინთან: ცნობილია ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის მომატებული რისკის შესახებ. არსებობს ინფორმაცია ჰემართროზის და ჰემატომების მომატებული რისკის შესახებ აივ-ინფიცირებულ პირებში, რომლებიც ჰემოფილიით არიან დაავადებულნი, ზიდოვუდინით და იბუპროფენით ერთდროული მკურნალობის დროს;
ქინოლონის ანტიბიოტიკებთან: პაციენტებს, რომლებიც ერთდროულად იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს და ქინოლონის ანტიბიოტიკებს, შეიძლება ჰქონდეთ კრუნჩხვების აღნიშვნის მომატებული რისკი;
ამინოგლიკოზიდებთან: მათი გამოყოფა შეიძლება შემცირდეს;
პრობენეციდთან, სულფინპირაზონთან: იბუპროფენთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეაფერხოს ორგანიზმიდან იბუპროფენის გამოყოფა;
ქოლესტირამინთან: ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება შეამციროს იბუპროფენის შთანთქმა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. კლინიკური მნიშვნელობა უცნობია;
ანტიდეპრესანტებთან, კლოპიდოგრელთან, პრასუგრელთან, ჰეპარინთან, პენტოქსიფილინთან, სამკურნალო ბალახების ექსტრაქტებთან (მაგ., გინკგო ბილობა): შესაძლებელია სისხლდენების რისკის გაზრდა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, მათ შორის იბუპროფენთან, გამოყენებისას;
CYP2C9 ინჰიბიტორებთან: ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების შესაძლებლობა: იბუპროფენის (CYP2C9 სუბსტრატის) ზემოქმედების (ექსპოზიციის) დროის გაზრდა. უნდა იქნას გათვალისწინებული იბუპროფენის დოზის შემცირება ძლიერ CYP2C9 ინჰიბიტორებთან (როგორიცაა ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი) ერთად გამოყენებისას, განსაკუთრებით იბუპროფენის მაღალი დოზების დროს;
ალისკირენთან, α-ადრენობლოკატორებთან, β-ბლოკატორებთან, კალციუმის არხების ბლოკატორებთან, კლონიდინთან, მეთილდოფასთან და ნიტრატებთან: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები აბრკოლებენ მათ ჰიპოტენზიურ ეფექტს;
სულფონილშარდოვანას და ფენიტოინის ჯგუფის პრეპარატებთან: შესაძლებელია ეფექტის გაძლიერება.
გამოყენების თავისებურებანი.
იბუპროფენის და ზოგადად მთელი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფის გვერდითი მოვლენების შემცირება შესაძლებელია სიმპტომების სამკურნალოდ საჭირო მინიმალური ეფექტური დოზის უმოკლესი პერიოდის განმავლობაში გამოყენებით.
ხანდაზმულ პირებს გააჩნიათ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე გვერდითი რეაქციების, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენების და პერფორაციების გაზრდილი რისკი, რაც შეიძლება ფატალური იყოს.
გავლენა სუნთქვის ორგანოებზე
ბრონქული ასთმის, ალერგიული რინიტის და ქრონიკული ბრონქიტის მქონე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ განსაკუთრებით მწვავე რეაქცია პრეპარატზე (ასთმის შეტევები, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება).
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
თავიდან უნდა იქნას აცილებული იბუპროფენის სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, მათ შორის სელექციურ COX-2 ინჰიბიტორებთან, ერთად გამოყენება.
სისტემური წითელი მგლურა და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება
იბუპროფენი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სისტემური წითელი მგლურას და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადების გამოვლინებების დროს, ასეპტიკური მენინგიტის აღნიშვნის მომატებული რისკის გამო. ასეპტიკური მენინგიტი ასევე დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებსაც არ ჰქონდათ ეს ქრონიკული დაავადებები. იყო შეტყობინებები ასეპტიკური მენინგიტის შემთხვევების შესახებ იბუპროფენის მიღების ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ეფექტი უფრო სავარაუდოა სისტემური წითელი მგლურას და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებების მქონე პაციენტებში, ასევე იყო შეტყობინებები ასეთი შემთხვევების შესახებ ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც არ აქვთ ქრონიკული დაავადებები, შესაბამისად, ეს უნდა იქნას გათვალისწინებული ამ მედიკამენტის გამოყენებისას.
გავლენა გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულურ სისტემაზე
იბუპროფენი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არტერიული ჰიპერტონია, ზომიერი და საშუალო სიმძიმის გულის უკმარისობა ანამნეზში სითხის შეკავებით ან შეშუპებით, რომლებიც დაფიქსირებული აასს-ის მიღებასთან დაკავშირებით.
ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს, რომ იბუპროფენის გამოყენება, განსაკუთრებით მაღალი დოზებით (2400 მგ/დღეში) და ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბოზული მოვლენების, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი, რისკის უმიშვნელო ზრდასთან.
საერთო ჯამში, ეპიდემიოლოგიური კვლევები არ მიუთითებს, რომ იბუპროფენის დაბალი დოზები (მაგ., ≤ 1200 მგ ყოველდღიურად) ასოცირებულია არტერიული თრომბოზული მოვლენების, განსაკუთრებით მიოკარდიუმის ინფარქტის, გაზრდილ რისკთან. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკ-ფაქტორები (მაგ., არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მწეველობა), უნდა დაენიშნოთ აასს-ით ხანგრძლივი მკურნალობა მხოლოდ რისკის/სარგებლის შეფარდების სათანადო შეფასების შემდეგ.
პაციენტებს, რომლებსაც აქვთ უკონტროლო არტერიული ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა (II-III კლასი NYHA-ს კლასიფიკაციით), დიაგნოსტირებული გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიული დაავადება და/ან ცერებროვასკულური დაავადება, იბუპროფენით მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ მხოლოდ კლინიკური სურათის სათანადო შეფასების შემდეგ. მაღალი დოზები (2400 მგ დღეში) თავიდან უნდა იქნას აცილებული.
გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში (მაგ., არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მწეველობა) ხანგრძლივი მკურნალობის დაწყებამდე ასევე უნდა ჩატარდეს კლინიკური სურათის საფუძვლიანი შეფასება, განსაკუთრებით თუ საჭიროა იბუპროფენის მაღალი დოზები (2400 მგ დღეში).
იყო შეტყობინებები კოუნის სინდრომის შემთხვევების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იბუპროფენით მკურნალობდნენ. კოუნის სინდრომი განისაზღვრება, როგორც გულ-სისხლძარღვთა სიმპტომები, რომლებიც გამოწვეულია ალერგიული ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციით, რომელიც დაკავშირებულია კორონარული არტერიების შევიწროებასთან, რამაც პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი.
თირკმელებზე/ღვიძლზე ზემოქმედება
იბუპროფენი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის ან ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით დიურეზულებით თანმხლები თერაპიის დროს, რადგან პროსტაგლანდინების ინჰიბირებამ შეიძლება გამოიწვიოს სითხის შეკავება და თირკმლის ფუნქციის შემდგომი გაუარესება. ამ პაციენტებს უნდა მიეცეთ იბუპროფენის ყველაზე დაბალი შესაძლო დოზა და რეგულარულად უნდა აკონტროლონ თირკმლის ფუნქცია. დეჰიდრატაციის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იქნას სითხის ადეკვატური მიღება. არსებობს თირკმლის უკმარისობის რისკი ბავშვებში (6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში) და მოზარდებში დეჰიდრატაციით.
ტკივილგამაყუჩებლების სისტემურმა გამოყენებამ, განსაკუთრებით სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებლების კომბინაციებმა, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ხანგრძლივი დაზიანება თირკმლის უკმარისობის რისკით (ანალგეზიური ნეფროპათია). ამ რეაქციის რისკი ყველაზე მაღალია ხანდაზმულ პაციენტებში, თირკმლის უკმარისობის, გულის უკმარისობის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ თერაპიას შარდმდენებით ან აგფ ინჰიბიტორებით. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, როგორც წესი, მიიღწევა მკურნალობამდელი მდგომარეობის დაბრუნება.
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, იბუპროფენმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციის გარკვეული მაჩვენებლების მცირე, დროებითი მატება, ასევე AST და ALT დონეების მნიშვნელოვანი მატება. ამ მაჩვენებლების არსებითი მატების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
იბუპროფენის ხანგრძლივი გამოყენებისას, ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლები, თირკმლის ფუნქცია და ჰემატოლოგიური ფუნქცია/სისხლის სურათი რეგულარულად უნდა კონტროლდებოდეს.
ქირურგიული ჩარევა
სიფრთხილე უნდა იქნას დაცული უშუალოდ ფართო ქირურგიული ჩარევების შემდეგ.
გავლენა ქალებში ნაყოფიერებაზე
არსებობს შეზღუდული მონაცემები, რომ ციკლოოქსიგენაზას/პროსტაგლანდინების სინთეზის დამთრგუნველმა პრეპარატებმა შეიძლება გააუარესონ ფერტილობა ქალებში, ოვულაციაზე ზემოქმედებით. ეს პროცესი შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
ზემოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე (GIT)
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადების მქონე პაციენტებში ანამნეზში.
არსებობს შეტყობინებები კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, წყლულის ან პერფორაციის შემთხვევების შესახებ, რომლებიც შეიძლება ლეტალური იყოს, განვითარდეს ყველა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატით მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე, გამაფრთხილებელი სიმპტომების არსებობის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების მიუხედავად ანამნეზში.
კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, წყლულის ან პერფორაციის რისკი იზრდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის დოზების გაზრდისას პაციენტებში წყლულით ანამნეზში, განსაკუთრებით თუ გართულებულია სისხლდენით ან პერფორაციით, და ხანდაზმულებში. ამ პაციენტებმა მკურნალობა უნდა დაიწყონ დაბალი დოზით. ამ პაციენტებისთვის, ასევე იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ასპირინის დაბალი დოზების ან სხვა მედიკამენტების თანმხლები გამოყენება, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ რისკი კუჭ-ნაწლავის მხრივ, რეკომენდირებულია კომბინირებული თერაპია დამცავი პრეპარატებით (მაგ., მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები).
პაციენტებმა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ტოქსიკური ზემოქმედების გამოვლინებებით ანამნეზში, განსაკუთრებით ხანდაზმულმა პაციენტებმა, ინფორმირება უნდა მოახდინონ ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის შესახებ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენის შესახებ), კერძოდ მკურნალობის დასაწყისში.
იბუპროფენი სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული იმ პირებში, რომლებიც იღებენ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის ან სისხლდენის განვითარების რისკი, როგორიცაა პერორალური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები (ვარფარინი), სეროტონინის უკუმიტაცების სელელქტიური ინჰიბიტორები ან ანტითრომბოციტარული პრეპარატები, როგორიცაა ასპირინი.
იბუპროფენის მიმღებ პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენის განვითარების შემთხვევაში, ამ პრეპარატით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCARs)
იბუპროფენის გამოყენებისას დაფიქსირდა კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCARs), მათ შორის ექსფოლიატიური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), წამლით გამოწვეული ეოზინოფილია სისტემური სიმპტომებით (DRESS-სინდრომი) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP), რომლებიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში ან ფატალური იყოს (იხილეთ ნაწილი „გვერდითი რეაქციები“). ამ რეაქციების უმეტესობა მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში აღინიშნა.
ამ რეაქციებზე მიმანიშნებელი ნიშნების და სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში, იბუპროფენის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და განხილული იქნას ალტერნატიული მკურნალობის შესაძლებლობა (საჭიროების შემთხვევაში).
ტკივილგამაყუჩებლების ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია თავის ტკივილის გაძლიერება, რომლის მკურნალობა არ არის რეკომენდირებული ამ პრეპარატის უფრო მაღალი დოზებით. ასეთ შემთხვევებში საჭიროა ექიმთან მიმართვა და მკურნალობის შეწყვეტა. პრეპარატის ჭარბი დოზით მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილის შესაძლებლობა გასათვალისწინებელია იმ პაციენტებში, რომლებსაც თავის ტკივილის საწინააღმდეგო მედიკამენტების რეგულარული გამოყენების მიუხედავად (ან მის გამო) ხშირი ან ყოველდღიური თავის ტკივილი აღენიშნებათ.
ძირითადი ინფექციების სიმპტომების შენიღბვა
იბუპროფენმა შეიძლება შენიღბოს ინფექციური დაავადების სიმპტომები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შესაბამისი მკურნალობის დაწყების შეფერხება და ამით გაართულოს დაავადების მიმდინარეობა. ეს დაფიქსირდა ბაქტერიული, არაჰოსპიტალური პნევმონიის და ჩუტყვავილას ბაქტერიული გართულებების დროს. როდესაც იბუპროფენი გამოიყენება სიცხის მატებისას ან ტკივილის შესამსუბუქებლად ინფექციის დროს, რეკომენდირებულია ინფექციური დაავადების მონიტორინგის ჩატარება. სამედიცინო დაწესებულების გარეთ მკურნალობის პირობებში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, თუ სიმპტომები ნარჩუნდება ან ძლიერდება.
ზოგიერთ შემთხვევაში, ჩუტყვავილამ შეიძლება გამოიწვიოს კანისა და რბილი ქსოვილების მხრივ მძიმე ინფექციური გართულებები. ამჟამად, ამ ინფექციების გამწვავებაზე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გავლენის გამორიცხვა არ შეიძლება, ამიტომ რეკომენდირებულია ჩუტყვავილას შემთხვევაში პრეპარატ იბუპროფენის გამოყენების თავიდან აცილება.
იბუპროფენმა, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, შეიძლება გავლენა მოახდინოს თრომბოციტების აგრეგაციაზე და შეიძლება ნაჩვენები იყოს თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის.
იბუპროფენმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის ნიშნები.
პორფირინის მეტაბოლიზმი
სიფრთხილის დაცვაა საჭირო პაციენტებში პორფირინის მეტაბოლიზმის თანდაყოლილი დარღვევით (მაგ., მწვავე ინტერმიტირებული პორფირია).
თითოეული ტაბლეტი შეიცავს დაახლოებით 0.81 მგ ნატრიუმის კროსკარმელოზას, რაც გასათვალისწინებელია პრეპარატის დანიშვნისას იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ დიეტა ნატრიუმის დაბალი შემცველობით.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორსულობაზე და/ან ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები მიუთითებს ორსულობის ადრეულ ეტაპზე პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენების შემდეგ მუცლის მოშლის, გულის თანდაყოლილი მანკების და გასტროშიზისის გაზრდილ რისკზე. გულ-სისხლძარღვთა მანკების აბსოლუტური რისკი იზარდებოდა 1%-ზე ნაკლებიდან 1.5%-მდე. ითვლება, რომ რისკი იზრდება დოზის და თერაპიის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად.
ცხოველებში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენებამ გამოიწვია იმპლანტაციამდელი და პოსტ-იმპლანტაციური აბორტების და ემბრიონის/ნაყოფის ლეტალობის შემთხვევების ზრდა. გარდა ამისა, ორგანოგენეზის პერიოდში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორებით ნამკურნალებ ცხოველებში იყო შეტყობინებები სხვადასხვა მანკების, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მანკების, განვითარების მომატებული სიხშირის შესახებ.
ორსულობის მე-20 კვირიდან დაწყებული, იბუპროფენის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ოლიგოჰიდრამნიოზი ნაყოფის თირკმლის დისფუნქციის გამო. ეს შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან მალევე და, როგორც წესი, შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. გარდა ამისა, ორსულობის მეორე ტრიმესტრში მკურნალობის შემდეგ დაფიქსირდა არტერიული სადინრის სტენოზის შემთხვევები, რომელთა უმეტესობა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ გაქრა. ამიტომ, იბუპროფენი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პირველი ორი ტრიმესტრის განმავლობაში, გარდა შემთხვევებისა, როდესაც ეს უკიდურესად აუცილებელია.
თუ იბუპროფენს იყენებს ქალი, რომელიც ცდილობს დაორსულებას ან ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრებში, უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი შესაძლო დოზა რაც შეიძლება მოკლე პერიოდის განმავლობაში. ოლიგოჰიდრამნიოზის და არტერიული სადინრის სტენოზის ანტენატალური მონიტორინგი უნდა განიხილებოდეს იბუპროფენის ზემოქმედების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში, მე-20 ჰესტაციური კვირიდან დაწყებული. პრეპარატ იბუპროფენის მიღება უნდა შეწყდეს, თუ გამოვლინდება ოლიგოჰიდრამნიოზი ან არტერიული სადინრის სტენოზი.
ორსულობის მესამე ტრიმესტრში პროსტაგლანდინის სინთეზის ყველა ინჰიბიტორი შეიძლება წარმოადგენდეს შემდეგ რისკებს:
- ნაყოფისთვის:
- კარდიოპულმონური ტოქსიკურობა (ხასიათდება არტერიული სადინრის ნაადრევი შევიწროება/დახურვით და ფილტვისმიერი ჰიპერტენზიით);
- თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რომელიც შეიძლება პროგრესირებდეს თირკმლის უკმარისობამდე, რომელსაც თან ახლავს ოლიგოჰიდრამნიონი;
- ორსულობის ბოლოს დედისთვის და ახალშობილისთვის:
- შესაძლებელია სისხლდენის დროის გახანგრძლივება, ანტიაგრეგანტული ეფექტი, რომელიც შეიძლება განვითარდეს ძალიან დაბალი დოზების მიღების დროსაც კი;
- საშვილოსნოს შეკუმშვების დათრგუნვა, რაც იწვევს მშობიარობის შეფერხებას ან გახანგრძლივებას.
ამიტომ, იბუპროფენი უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში.
შეზღუდულ კვლევებში იბუპროფენი აღმოჩენილია დედის რძეში ძალიან დაბალი კონცენტრაციით, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უარყოფითად იმოქმედოს ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილზე.
რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.
რეკომენდირებული დოზებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის შესაბამისად გამოყენებისას, პრეპარატი არ მოქმედებს რეაქციის სიჩქარეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს. პაციენტებმა, რომლებსაც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების დროს აღენიშნებათ თავბრუსხვევა, ძილიანობა, დეზორიენტაცია ან მხედველობის დარღვევა, არ უნდა მართონ სატრანსპორტო საშუალებები ან სხვა მექანიზმები.
გამოყენების წესი და დოზირება.
მხოლოდ ხანმოკლე პერორალური გამოყენებისთვის. ტაბლეტები მიღებული უნდა იქნას წყლის დაყოლებით, დაღეჭვის გარეშე. ხანმოკლე გამოყენებისას, თუ სიმპტომები ნარჩუნდება ან უარესდება, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
რეკომენდირებულია მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება მოკლე დროში ტკივილის სიმპტომების სამკურნალოდ - არაუმეტეს 5 დღისა, ცხელების სიმპტომების შემთხვევაში - არაუმეტეს 3 დღისა (იხილეთ ნაწილი „გამოყენების თავისებურებანი“). თუ პრეპარატის გამოყენება აუცილებელია 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში (თუ სიმპტომები არ ქრება ან გაუარესდა), აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
პრეპარატი ინიშნება მოზრდილებსა და 20 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში (6 წლის და უფროსი ასაკის). ჩვეულებრივ გამოიყენება 20-დან 30 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში გაანგარიშებით. არ გადააჭარბოთ 30 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში.
20-დან 30 კგ-მდე წონის ბავშვებში (6-დან 11 წლამდე) 200 მგ (1 ტაბლეტი), საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი დოზა 6 საათის შემდეგ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არ შეიძლება 600 მგ-ზე (3 ტაბლეტი) მეტის გამოყენება დღეში.
მოზრდილებში და 30 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში გამოიყენება 200-400 მგ (1-2 ტაბლეტი) ყოველ 4-6 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ. არ შეიძლება 6 ტაბლეტზე მეტის გამოყენება 24 საათის განმავლობაში.
ხანდაზმულ პაციენტებს არ სჭირდებათ სპეციალური დოზირება.
პაციენტები, რომლებსაც აქვთ …
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზირების შემთხვევების უმეტესობა, რომელთა შესახებ იყო შეტყობინებები, უსიმპტომო იყო. სიმპტომების რისკი იზრდება იბუპროფენის 80-100 მგ/კგ-ზე მეტი დოზით მიღებისას. პრეპარატის ბავშვებში 400 მგ/კგ-ზე მეტი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაციის სიმპტომები. მოზრდილებში დოზის ეფექტი ნაკლებად გამოხატულია. დოზის გადაჭარბების დროს ნახევარგამოყოფის პერიოდი 1.5-3 საათია.
სიმპტომები. დოზის გადაჭარბების სიმპტომები ვლინდება მიღებიდან 4 საათის განმავლობაში. იბუპროფენის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ბრადიფსიქია, გონების დაკარგვა, დეზორიენტაცია, აგზნება, ტინიტუსი, სისუსტე, ასევე ტკივილი ეპიგასტრიაში, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, დიარეა, გულისრევა და ღებინება. უფრო მძიმე მოწამვლამ შეიძლება გამოიწვიოს ცნს-ის ტოქსიკური დაზიანება, რაც ვლინდება ძილიანობით, ნისტაგმით, მხედველობის დარღვევით, აგზნებული მდგომარეობით და დეზორიენტაციით ან კომით, კრუნჩხვებით. მძიმე მოწამვლამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია და მეტაბოლური აციდოზი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის დაზიანება, არტერიული ჰიპოტენზია, სუნთქვის უკმარისობა და ციანოზი. ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებს შეიძლება აღინიშნოს ასთმის მიმდინარეობის გამწვავება.
მკურნალობა. სიმპტომურია და უნდა მოიცავდეს სასუნთქი გზების გამტარობის უზრუნველყოფას და სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების მჩვენებლებზე დაკვირვებას მდგომარეობის ნორმალიზებამდე. პრეპარატის მცირე რაოდენობით გამოყენებისას (50 მგ/კგ-ზე ნაკლები იბუპროფენი) რეკომენდირებულია წყლის მიღება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების მინიმიზაციის მიზნით. კუჭის გამორეცხვა ნაჩვენებია იბუპროფენის საშიში, პოტენციურად ტოქსიკური დოზის მიღებიდან 1 საათის განმავლობაში; გამოყენებული უნდა იქნას აქტივირებული ნახშირი; საჭიროების შემთხვევაში - ელექტროლიტური ბალანსის კორექცია. ხშირი და ხანგრძლივი კრუნჩხვების დროს ინიშნება ინტრავენური დიაზეპამი. ბრონქული ასთმის შემთხვევაში, უნდა იქნას გამოყენებული ბრონქოდილატატორები. სამედიცინო დახმარებისთვის საჭიროა ექიმთან მიმართვა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ მინიმუმ 4 საათის განმავლობაში. უნდა კონტროლდებოდეს თირკმლის და ღვიძლის ფუნქცია. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.
გვერდითი რეაქციები.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებია ის რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა იბუპროფენის ურეცეპტო დოზებით მიღებისას ხანმოკლე გამოყენების დროს. ქრონიკული მდგომარეობების მკურნალობისას, ხანგრძლივი მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს დამატებითი გვერდითი ეფექტები.
ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები იყო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ძირითადად გვერდითი რეაქციები დოზადამოკიდებულია, მათ შორის კუჭ-ნაწლავის სისხლდენის განვითარების რისკი დამოკიდებულია დოზასა და მკურნალობის ხანგრძლივობაზე.
სისხლის სისტემა და ლიმფური სისტემა: ჰემატოპოეტური დარღვევები (თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია, აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის შემცირება, ლეიკოპენია, პანციტოპენია, ეოზინოფილია), რომლებიც შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი მკურნალობის დროს. ამ რეაქციების პირველი ნიშნებია: ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუში ზედაპირული წყლულები, გრიპის მსგავსი სიმპტომები, გამოფიტვის ძლიერი ფორმა, აუხსნელი სისხლდენა და სისხლჩაქცევები.
იმუნური სისტემა: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები1, როგორიცაა ანაფილაქსია, ბრონქული ასთმა, ბრონქოსპაზმი, ქოშინი, ქავილი, მათ შორის ჭინჭრის ციება, პურპურა, კვინკეს შეშუპება, სახის, ენისა და ხორხის შეშუპება, შრატისმიერი დაავადება, წითელი მგლურას მსგავსი სინდრომი და შონლეინ-ჰენოხის ვასკულიტი.
ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა, ძილის დარღვევები, ძილიანობა, მხედველობისა და სმენის დარღვევები, მხედველობითი ნერვის ნევრიტი, თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, ნერვიულობა, კრუნჩხვები, პარესთეზია; ასეპტიკური მენინგიტი2.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: შეშუპება, არტერიული ჰიპოტენზია, გულისცემის გახშირება, არითმიები (სინუსური ტაქიკარდია, სინუსური ბრადიკარდია), არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა. იბუპროფენის გამოყენებასთან, განსაკუთრებით მაღალი დოზებით (2400 მგ/დღეში) და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბოზული მოვლენების განვითარების მცირე რისკთი, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი, და კოუნისის სინდრომი (სიხშირე უცნობია).
საჭმლის მომნელებელი სისტემა: გულისრევა, ანორექსია, ღებინება, დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმში, დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება, მელენა, სისხლიანი ღებინება; შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებების განვითარება (წყლულოვანი სტომატიტი, კუჭის წყლული, პერფორაცია, გასტროინტესტინალური სისხლდენა, რომელმაც შეიძლება ლეტალური დასასრული გამოიწვიოს), გასტრიტი, პანკრეატიტი.
ჰეპატობილიარული სისტემა: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, შრატისმიერი ტრანსამინაზების დონის მომატება, ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი, ჰეპატონეკროზი, ჰეპატორენალური სინდრომი, სიყვითლე.
კანი და კანქვეშა უჯრედისი: კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (მათ შორის მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიატიური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) (ძალიან იშვიათი), კანზე გამონაყარი; სამკურნალო საშუალებებით ინდუცირებული ეოზინოფილია სისტემური სიმპტომებით (DRESS-სინდრომი), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP) (სიხშირე უცნობია).
თირკმელები და შარდგამომყოფი სისტემა: შესაძლებელია თირკმელების ფუნქციის დარღვევები ჰიპერკალიემიის, ჰიპერურიკემიის, აზოთემიის განვითარებით, ტოქსიკური ნეფროპათია სხვადასხვა ფორმებით, მათ შორის ინტერსტიციალური ნეფრიტი, ცისტიტი, ჰემატურია, ნეფროზული სინდრომი, პაპილარული ნეკროზი, მილაკოვანი ნეკროზი, გლომერულონეფრიტი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, კრეატინინის კლირენსის შემცირება, შარდის გამოყოფის შემცირება (ოლიგურია), პოლიურია და შეშუპებები.
გრძნობის ორგანოები: ტინიტუსი, სმენის დაკარგვა, არამკაფიო მხედველობა, ამბლიოპია, ფერის აღქმის ცვლილებები, კონიუნქტივიტი, დიპლოპია, კატარაქტა.
ფსიქიკური დარღვევები: დეპრესია, შფოთვა, ფსიქომოტორული აგზნება, ემოციური ლაბილობა, ცნობიერების არევა, ჰალუცინაციები.
სხვა: შეუძლოდ ყოფნის, დაღლილობის შეგრძნება, თვალების და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ღრძილების წყლულები, რინიტი, მადის დაქვეითება, გინეკომასტია, ალვეოლიტი, აციდოზი, ალოპეცია, ფოტომგრძნობელობის რეაქციები.
ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა
1 იყო შეტყობინებები ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების შესახებ იბუპროფენით მკურნალობის შემდეგ. ასეთ რეაქციებს მიეკუთვნება: არასპეციფიკური ალერგიული რეაქციები და ანაფილაქსია, რეაქციები სასუნთქი გზების მხრივ, მათ შორის ბრონქული ასთმა, ასთმის გამწვავება, ბრონქოსპაზმი ან ქოშინი, სხვადასხვა დარღვევები კანის მხრივ, მათ შორის სხვადასხვა სახის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, პურპურა, ანგიონევროზულ შეშუპება და, უფრო იშვიათად, ექსფოლიატურიდა ბულოზური დერმატოზები (მათ შორის ეპიდერმალური ნეკროლიზი და მულტიფორმული ერითემა).
2 წამლით გამოწვეული ასეპტიკური მენინგიტის პათოგენეზის მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის. თუმცა, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული ასეპტიკური მენინგიტის შესახებ არსებული მონაცემები მიუთითებს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციაზე (პრეპარატის მიღებასთან დროებითი კავშირის გამო და პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ სიმპტომების გაქრობა). კერძოდ, იბუპროფენით მკურნალობის დროს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ აუტოიმუნური დაავადებები (მაგალითად, სისტემური წითელი მგლურა და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება), დაფიქსირდა ასეპტიკური მენინგიტის სიმპტომების ერთეული შემთხვევები (როგორიცაა კისრის კუნთების რიგიდულობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება და დეზორიენტაცია).
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენი;
1 ტაბლეტი შეიცავს 200 მგ იბუპროფენს 100% მშრალ ნივთიერებაზე გაანგარიშებით;
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი უწყლო, მაგნიუმის სტეარატი;
აპკიანი საფარი: ჰიპრომელოზა, კოპოვიდონი, პოლიეთილენგლიკოლები, კაპრილოკაპროილპოლიოქსიგლიცერიდები, დექსტროზის შემცველი დამხმარე ნივთიერებები, ტიტანის დიოქსიდი (E 171), სპეციალური წითელი (E 129).
სამკურნალო ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: მრგვალი ფორმის, ვარდისფერი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ორმხრივად ამოზნექილი ზედაპირით. განივ ჭრილში ჩანს ბირთვი, რომელიც გარშემორტყმულია აპკიანი გარსის ფენით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები. პროპიონის მჟავას წარმოებულები. ათქ კოდი M01A E01.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა. 10 ტაბლეტი ბლისტერზე, 5 ბლისტერი კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი.
საჯარო სააქციო საზოგადოება „სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი „ბორშჩაგოვსკის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა“.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.
უკრაინა, 03134, ქ. კიევი, მირის ქუჩა, 17.
ბოლო გადახედვის თარიღი. 01.05.2024.
ფარმაკოლოგიური თვისებები
იბუპროფენი არის ფენილპროპიონის მჟავას წარმოებული, რომელიც ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ მოქმედებას. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ციკლოოქსიგენაზას (COX-1 და COX-2) არასელექციურ ინჰიბირებასთან, რომელიც წარმოადგენს არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმში მონაწილე მთავარ ფერმენტს, პროსტაგლანდინების წინამორბედს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ანთების, ტკივილისა და ცხელების პათოგენეზში. ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი განპირობებულია როგორც პერიფერიული (ირიბად, პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირების გზით), ასევე ცენტრალური მექანიზმით, რომელიც ხორციელდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს) პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით. იბუპროფენი ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას.
ფარმაკოკინეტიკა.
პერორალურად მიღებისას, იბუპროფენი თითქმის მთლიანად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან. სისხლში პიკური კონცენტრაცია მიიღწევა 1-2 საათში. საკვების ერთდროული მიღება ანელებს შეწოვის სიჩქარეს საჭმლის მომნელებელ სისტემაში. კარგად უკავშირდება სისხლის ცილებს - 90-95%. პრეპარატი ნელა აღწევს სახსრის ღრუში, მაგრამ რჩება სინოვიალურ სითხეში, რაც ქმნის მასში უფრო მაღალ კონცენტრაციას, ვიდრე სისხლის პლაზმაში. იბუპროფენი მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-3 საათს. მიღებული დოზის 80% გამოიყოფა შარდით, ძირითადად მეტაბოლიტების სახით (10% - უცვლელი სახით), დანარჩენი 20% გამოიყოფა ნაწლავებით, ასევე მეტაბოლიტების სახით.
კლინიკური მახასიათებლები.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
იბუპროფენი
(ІBUPROFEN)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენი;
1 ტაბლეტი შეიცავს 200 მგ იბუპროფენს 100% მშრალ ნივთიერებაზე გაანგარიშებით;
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი უწყლო, მაგნიუმის სტეარატი;
აპკიანი საფარი: ჰიპრომელოზა, კოპოვიდონი, პოლიეთილენგლიკოლები, კაპრილოკაპროილპოლიოქსიგლიცერიდები, დექსტროზის შემცველი დამხმარე ნივთიერებები, ტიტანის დიოქსიდი (E 171), სპეციალური წითელი (E 129).
სამკურნალო ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: მრგვალი ფორმის, ვარდისფერი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ორმხრივად ამოზნექილი ზედაპირით. განივ ჭრილში ჩანს ბირთვი, რომელიც გარშემორტყმულია აპკიანი გარსის ფენით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები. პროპიონის მჟავას წარმოებულები. ათქ კოდი M01A E01.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
იბუპროფენი არის ფენილპროპიონის მჟავას წარმოებული, რომელიც ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ მოქმედებას. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ციკლოოქსიგენაზას (COX-1 და COX-2) არასელექციურ ინჰიბირებასთან, რომელიც წარმოადგენს არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმში მონაწილე მთავარ ფერმენტს, პროსტაგლანდინების წინამორბედს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ანთების, ტკივილისა და ცხელების პათოგენეზში. ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი განპირობებულია როგორც პერიფერიული (ირიბად, პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირების გზით), ასევე ცენტრალური მექანიზმით, რომელიც ხორციელდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს) პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით. იბუპროფენი ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას.
ფარმაკოკინეტიკა.
პერორალურად მიღებისას, იბუპროფენი თითქმის მთლიანად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან. სისხლში პიკური კონცენტრაცია მიიღწევა 1-2 საათში. საკვების ერთდროული მიღება ანელებს შეწოვის სიჩქარეს საჭმლის მომნელებელ სისტემაში. კარგად უკავშირდება სისხლის ცილებს - 90-95%. პრეპარატი ნელა აღწევს სახსრის ღრუში, მაგრამ რჩება სინოვიალურ სითხეში, რაც ქმნის მასში უფრო მაღალ კონცენტრაციას, ვიდრე სისხლის პლაზმაში. იბუპროფენი მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-3 საათს. მიღებული დოზის 80% გამოიყოფა შარდით, ძირითადად მეტაბოლიტების სახით (10% - უცვლელი სახით), დანარჩენი 20% გამოიყოფა ნაწლავებით, ასევე მეტაბოლიტების სახით.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
სიმპტომური თერაპია თავის ტკივილის, კბილის ტკივილის, დისმენორეის, ნევრალგიის, ზურგის ტკივილის, სახსრების ტკივილის, კუნთების ტკივილის, რევმატული ტკივილის, ასევე გაციებისა და გრიპის სიმპტომების დროს.
უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა იბუპროფენის (ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის) და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიმართ.
- მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (მაგ., ბრონქიალური ასთმა, რინიტი, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება), რომლებიც ადრე დაფიქსირდა იბუპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შემდეგ.
- კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან პერფორაცია, დაკავშირებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან, ანამნეზში.
- კუჭის წყლულოვანი დაავადება/სისხლდენა აქტიურ ფორმაში ან რეციდივები ანამნეზში (წყლულოვანი დაავადების გამწვავების ან სისხლდენის ორი ან მეტი მკაფიო ეპიზოდი).
- თირკმლის და/ან ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, გულის მძიმე უკმარისობა (IVკლასი NYHA-ს კლასიფიკაციის მიხედვით).
- ცერებროვასკულური ან სხვა სისხლდენები.
- ჰემატოპოეზის ან სისხლის შედედების დარღვევები.
- მძიმე დეჰიდრატაცია (გამოწვეული ღებინებით, დიარეით ან სითხის არასაკმარისი მიღებით).
- ნაწლავების აქტიური ანთებითი დაავადება.
- ორსულობის ბოლო ტრიმესტრი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
სიფრთხილის დაცვაა საჭირო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კუჭ-ნაწლავის წყლულების, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის ან თირკმლის ფუნქციის გაუარესების რისკი.
იბუპროფენი, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, არ უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციაში:
აცეტილსალიცილის მჟავასთან: რადგან ამან შეიძლება გაზარდოს გვერდითი რეაქციების აღნიშვნის რისკი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აცეტილსალიცილის მჟავა (დოზით, რომელიც არ აღემატება 75 მგ-ს დღეში) ექიმის მიერ იყო დანიშნული.
ექსპერიმენტული მონაცემები მიუთითებს, რომ ერთდროულად გამოყენებისას, იბუპროფენმა შეიძლება კონკურენტულად დათრგუნოს ასპირინის დაბალი დოზის გავლენა თრომბოციტების აგრეგაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გაურკვევლობა ამ მონაცემების კლინიკურ სიტუაციაზე ექსტრაპოლაციასთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული ის შესაძლებლობა, რომ იბუპროფენის რეგულარულმა ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ასპირინის დაბალი დოზის კარდიოპროტექტორული ეფექტი. იბუპროფენის არასისტემატური გამოყენებისას, ასეთი კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი ნაკლებად სავარაუდოდ ითვლება.
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, მათ შორის COX-2 სელექტიურ ინჰიბიტორებთან: გვერდითი რეაქციების გაზრდის რისკის გამო.
იბუპროფენი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ მედიკამენტებთან კომბინაციაში:
კორტიკოსტეროიდებთან: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების წარმოქმნის ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკის ზრდა;
ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან (აგფ ინჰიბიტორებთან და ანგიოტენზინ II ანტაგონისტებთან) და შარდმდენებთან: არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება შეამცირონ შარდმდენების და სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ეფექტი. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ზოგიერთ პაციენტში (მაგ., გაუწყლოებულ პაციენტებში ან თირკმლის დასუსტებული ფუნქციის მქონე ხანდაზმული პაციენტებში), აგფ ინჰიბიტორის ან ანგიოტენზინ II ანტაგონისტის და ციკლოოქსიგენაზას დამთრგუნველი პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის შემდგომი გაუარესება, მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობის შესაძლო განვითარება, რაც, როგორც წესი, შექცევადია. ამიტომ, ასეთი კომბინაციები სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. თუ ხანგრძლივი მკურნალობა აუცილებელია, უზრუნველყოფილი უნდა იქნას პაციენტის ადეკვატური ჰიდრატაცია და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგის საკითხი უნდა განიხილებოდეს კომბინირებული თერაპიის დასაწყისში და გარკვეული პერიოდულობით შემდგომში. შარდმდენებმა შეიძლება გაზარდონ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით გამოწვეული ნეფროტოქსიკური მოქმედების რისკი;
ანტიკოაგულანტებთან (მაგ., ვარფარინთან): არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გააძლიერონ მათი ეფექტი;
ანტითრომბოციტარულ პრეპარატებთან და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებთან: კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენების რისკის მომატება;
გულის გლიკოზიდებთან (დიგოქსინი): შესაძლებელია გულის უკმარისობის გაძლიერება, გლომერულური ფილტრაციის შემცირება და სისხლის პლაზმაში გულის გლიკოზიდების დონის მომატება;
ლითიუმის პრეპარატებთან: ხდება ლითიუმის ელიმინაციის შემცირება;
მეტოტრექსატთან: სისხლის პლაზმაში მეტოტრექსატის დონის პოტენციური მომატება;
ციკლოსპორინთან, ტაკროლიმუსთან: ნეფროტოქსიკურობის მომატებული რისკი;
მიფეპრისტონთან: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები არ უნდა იქნას გამოყენებული მიფეპრისტონის მიღებიდან 8-12 დღეზე ადრე, რადგან ისინი ამცირებენ მის ეფექტურობას;
ზიდოვუდინთან: ცნობილია ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის მომატებული რისკის შესახებ. არსებობს ინფორმაცია ჰემართროზის და ჰემატომების მომატებული რისკის შესახებ აივ-ინფიცირებულ პირებში, რომლებიც ჰემოფილიით არიან დაავადებულნი, ზიდოვუდინით და იბუპროფენით ერთდროული მკურნალობის დროს;
ქინოლონის ანტიბიოტიკებთან: პაციენტებს, რომლებიც ერთდროულად იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს და ქინოლონის ანტიბიოტიკებს, შეიძლება ჰქონდეთ კრუნჩხვების აღნიშვნის მომატებული რისკი;
ამინოგლიკოზიდებთან: მათი გამოყოფა შეიძლება შემცირდეს;
პრობენეციდთან, სულფინპირაზონთან: იბუპროფენთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეაფერხოს ორგანიზმიდან იბუპროფენის გამოყოფა;
ქოლესტირამინთან: ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება შეამციროს იბუპროფენის შთანთქმა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. კლინიკური მნიშვნელობა უცნობია;
ანტიდეპრესანტებთან, კლოპიდოგრელთან, პრასუგრელთან, ჰეპარინთან, პენტოქსიფილინთან, სამკურნალო ბალახების ექსტრაქტებთან (მაგ., გინკგო ბილობა): შესაძლებელია სისხლდენების რისკის გაზრდა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, მათ შორის იბუპროფენთან, გამოყენებისას;
CYP2C9 ინჰიბიტორებთან: ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების შესაძლებლობა: იბუპროფენის (CYP2C9 სუბსტრატის) ზემოქმედების (ექსპოზიციის) დროის გაზრდა. უნდა იქნას გათვალისწინებული იბუპროფენის დოზის შემცირება ძლიერ CYP2C9 ინჰიბიტორებთან (როგორიცაა ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი) ერთად გამოყენებისას, განსაკუთრებით იბუპროფენის მაღალი დოზების დროს;
ალისკირენთან, α-ადრენობლოკატორებთან, β-ბლოკატორებთან, კალციუმის არხების ბლოკატორებთან, კლონიდინთან, მეთილდოფასთან და ნიტრატებთან: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები აბრკოლებენ მათ ჰიპოტენზიურ ეფექტს;
სულფონილშარდოვანას და ფენიტოინის ჯგუფის პრეპარატებთან: შესაძლებელია ეფექტის გაძლიერება.
გამოყენების თავისებურებანი.
იბუპროფენის და ზოგადად მთელი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფის გვერდითი მოვლენების შემცირება შესაძლებელია სიმპტომების სამკურნალოდ საჭირო მინიმალური ეფექტური დოზის უმოკლესი პერიოდის განმავლობაში გამოყენებით.
ხანდაზმულ პირებს გააჩნიათ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე გვერდითი რეაქციების, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენების და პერფორაციების გაზრდილი რისკი, რაც შეიძლება ფატალური იყოს.
გავლენა სუნთქვის ორგანოებზე
ბრონქული ასთმის, ალერგიული რინიტის და ქრონიკული ბრონქიტის მქონე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ განსაკუთრებით მწვავე რეაქცია პრეპარატზე (ასთმის შეტევები, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება).
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
თავიდან უნდა იქნას აცილებული იბუპროფენის სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, მათ შორის სელექციურ COX-2 ინჰიბიტორებთან, ერთად გამოყენება.
სისტემური წითელი მგლურა და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება
იბუპროფენი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სისტემური წითელი მგლურას და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადების გამოვლინებების დროს, ასეპტიკური მენინგიტის აღნიშვნის მომატებული რისკის გამო. ასეპტიკური მენინგიტი ასევე დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებსაც არ ჰქონდათ ეს ქრონიკული დაავადებები. იყო შეტყობინებები ასეპტიკური მენინგიტის შემთხვევების შესახებ იბუპროფენის მიღების ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ეფექტი უფრო სავარაუდოა სისტემური წითელი მგლურას და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებების მქონე პაციენტებში, ასევე იყო შეტყობინებები ასეთი შემთხვევების შესახებ ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც არ აქვთ ქრონიკული დაავადებები, შესაბამისად, ეს უნდა იქნას გათვალისწინებული ამ მედიკამენტის გამოყენებისას.
გავლენა გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულურ სისტემაზე
იბუპროფენი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არტერიული ჰიპერტონია, ზომიერი და საშუალო სიმძიმის გულის უკმარისობა ანამნეზში სითხის შეკავებით ან შეშუპებით, რომლებიც დაფიქსირებული აასს-ის მიღებასთან დაკავშირებით.
ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს, რომ იბუპროფენის გამოყენება, განსაკუთრებით მაღალი დოზებით (2400 მგ/დღეში) და ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბოზული მოვლენების, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი, რისკის უმიშვნელო ზრდასთან.
საერთო ჯამში, ეპიდემიოლოგიური კვლევები არ მიუთითებს, რომ იბუპროფენის დაბალი დოზები (მაგ., ≤ 1200 მგ ყოველდღიურად) ასოცირებულია არტერიული თრომბოზული მოვლენების, განსაკუთრებით მიოკარდიუმის ინფარქტის, გაზრდილ რისკთან. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკ-ფაქტორები (მაგ., არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მწეველობა), უნდა დაენიშნოთ აასს-ით ხანგრძლივი მკურნალობა მხოლოდ რისკის/სარგებლის შეფარდების სათანადო შეფასების შემდეგ.
პაციენტებს, რომლებსაც აქვთ უკონტროლო არტერიული ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა (II-III კლასი NYHA-ს კლასიფიკაციით), დიაგნოსტირებული გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიული დაავადება და/ან ცერებროვასკულური დაავადება, იბუპროფენით მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ მხოლოდ კლინიკური სურათის სათანადო შეფასების შემდეგ. მაღალი დოზები (2400 მგ დღეში) თავიდან უნდა იქნას აცილებული.
გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში (მაგ., არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მწეველობა) ხანგრძლივი მკურნალობის დაწყებამდე ასევე უნდა ჩატარდეს კლინიკური სურათის საფუძვლიანი შეფასება, განსაკუთრებით თუ საჭიროა იბუპროფენის მაღალი დოზები (2400 მგ დღეში).
იყო შეტყობინებები კოუნის სინდრომის შემთხვევების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იბუპროფენით მკურნალობდნენ. კოუნის სინდრომი განისაზღვრება, როგორც გულ-სისხლძარღვთა სიმპტომები, რომლებიც გამოწვეულია ალერგიული ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციით, რომელიც დაკავშირებულია კორონარული არტერიების შევიწროებასთან, რამაც პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი.
თირკმელებზე/ღვიძლზე ზემოქმედება
იბუპროფენი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის ან ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით დიურეზულებით თანმხლები თერაპიის დროს, რადგან პროსტაგლანდინების ინჰიბირებამ შეიძლება გამოიწვიოს სითხის შეკავება და თირკმლის ფუნქციის შემდგომი გაუარესება. ამ პაციენტებს უნდა მიეცეთ იბუპროფენის ყველაზე დაბალი შესაძლო დოზა და რეგულარულად უნდა აკონტროლონ თირკმლის ფუნქცია. დეჰიდრატაციის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იქნას სითხის ადეკვატური მიღება. არსებობს თირკმლის უკმარისობის რისკი ბავშვებში (6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში) და მოზარდებში დეჰიდრატაციით.
ტკივილგამაყუჩებლების სისტემურმა გამოყენებამ, განსაკუთრებით სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებლების კომბინაციებმა, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ხანგრძლივი დაზიანება თირკმლის უკმარისობის რისკით (ანალგეზიური ნეფროპათია). ამ რეაქციის რისკი ყველაზე მაღალია ხანდაზმულ პაციენტებში, თირკმლის უკმარისობის, გულის უკმარისობის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ თერაპიას შარდმდენებით ან აგფ ინჰიბიტორებით. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, როგორც წესი, მიიღწევა მკურნალობამდელი მდგომარეობის დაბრუნება.
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, იბუპროფენმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციის გარკვეული მაჩვენებლების მცირე, დროებითი მატება, ასევე AST და ALT დონეების მნიშვნელოვანი მატება. ამ მაჩვენებლების არსებითი მატების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
იბუპროფენის ხანგრძლივი გამოყენებისას, ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლები, თირკმლის ფუნქცია და ჰემატოლოგიური ფუნქცია/სისხლის სურათი რეგულარულად უნდა კონტროლდებოდეს.
ქირურგიული ჩარევა
სიფრთხილე უნდა იქნას დაცული უშუალოდ ფართო ქირურგიული ჩარევების შემდეგ.
გავლენა ქალებში ნაყოფიერებაზე
არსებობს შეზღუდული მონაცემები, რომ ციკლოოქსიგენაზას/პროსტაგლანდინების სინთეზის დამთრგუნველმა პრეპარატებმა შეიძლება გააუარესონ ფერტილობა ქალებში, ოვულაციაზე ზემოქმედებით. ეს პროცესი შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
ზემოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე (GIT)
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადების მქონე პაციენტებში ანამნეზში.
არსებობს შეტყობინებები კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, წყლულის ან პერფორაციის შემთხვევების შესახებ, რომლებიც შეიძლება ლეტალური იყოს, განვითარდეს ყველა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატით მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე, გამაფრთხილებელი სიმპტომების არსებობის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების მიუხედავად ანამნეზში.
კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, წყლულის ან პერფორაციის რისკი იზრდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის დოზების გაზრდისას პაციენტებში წყლულით ანამნეზში, განსაკუთრებით თუ გართულებულია სისხლდენით ან პერფორაციით, და ხანდაზმულებში. ამ პაციენტებმა მკურნალობა უნდა დაიწყონ დაბალი დოზით. ამ პაციენტებისთვის, ასევე იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ასპირინის დაბალი დოზების ან სხვა მედიკამენტების თანმხლები გამოყენება, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ რისკი კუჭ-ნაწლავის მხრივ, რეკომენდირებულია კომბინირებული თერაპია დამცავი პრეპარატებით (მაგ., მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები).
პაციენტებმა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ტოქსიკური ზემოქმედების გამოვლინებებით ანამნეზში, განსაკუთრებით ხანდაზმულმა პაციენტებმა, ინფორმირება უნდა მოახდინონ ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის შესახებ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენის შესახებ), კერძოდ მკურნალობის დასაწყისში.
იბუპროფენი სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული იმ პირებში, რომლებიც იღებენ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის ან სისხლდენის განვითარების რისკი, როგორიცაა პერორალური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები (ვარფარინი), სეროტონინის უკუმიტაცების სელელქტიური ინჰიბიტორები ან ანტითრომბოციტარული პრეპარატები, როგორიცაა ასპირინი.
იბუპროფენის მიმღებ პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენის განვითარების შემთხვევაში, ამ პრეპარატით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCARs)
იბუპროფენის გამოყენებისას დაფიქსირდა კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCARs), მათ შორის ექსფოლიატიური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), წამლით გამოწვეული ეოზინოფილია სისტემური სიმპტომებით (DRESS-სინდრომი) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP), რომლებიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში ან ფატალური იყოს (იხილეთ ნაწილი „გვერდითი რეაქციები“). ამ რეაქციების უმეტესობა მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში აღინიშნა.
ამ რეაქციებზე მიმანიშნებელი ნიშნების და სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში, იბუპროფენის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და განხილული იქნას ალტერნატიული მკურნალობის შესაძლებლობა (საჭიროების შემთხვევაში).
ტკივილგამაყუჩებლების ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია თავის ტკივილის გაძლიერება, რომლის მკურნალობა არ არის რეკომენდირებული ამ პრეპარატის უფრო მაღალი დოზებით. ასეთ შემთხვევებში საჭიროა ექიმთან მიმართვა და მკურნალობის შეწყვეტა. პრეპარატის ჭარბი დოზით მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილის შესაძლებლობა გასათვალისწინებელია იმ პაციენტებში, რომლებსაც თავის ტკივილის საწინააღმდეგო მედიკამენტების რეგულარული გამოყენების მიუხედავად (ან მის გამო) ხშირი ან ყოველდღიური თავის ტკივილი აღენიშნებათ.
ძირითადი ინფექციების სიმპტომების შენიღბვა
იბუპროფენმა შეიძლება შენიღბოს ინფექციური დაავადების სიმპტომები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შესაბამისი მკურნალობის დაწყების შეფერხება და ამით გაართულოს დაავადების მიმდინარეობა. ეს დაფიქსირდა ბაქტერიული, არაჰოსპიტალური პნევმონიის და ჩუტყვავილას ბაქტერიული გართულებების დროს. როდესაც იბუპროფენი გამოიყენება სიცხის მატებისას ან ტკივილის შესამსუბუქებლად ინფექციის დროს, რეკომენდირებულია ინფექციური დაავადების მონიტორინგის ჩატარება. სამედიცინო დაწესებულების გარეთ მკურნალობის პირობებში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, თუ სიმპტომები ნარჩუნდება ან ძლიერდება.
ზოგიერთ შემთხვევაში, ჩუტყვავილამ შეიძლება გამოიწვიოს კანისა და რბილი ქსოვილების მხრივ მძიმე ინფექციური გართულებები. ამჟამად, ამ ინფექციების გამწვავებაზე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გავლენის გამორიცხვა არ შეიძლება, ამიტომ რეკომენდირებულია ჩუტყვავილას შემთხვევაში პრეპარატ იბუპროფენის გამოყენების თავიდან აცილება.
იბუპროფენმა, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, შეიძლება გავლენა მოახდინოს თრომბოციტების აგრეგაციაზე და შეიძლება ნაჩვენები იყოს თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის.
იბუპროფენმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის ნიშნები.
პორფირინის მეტაბოლიზმი
სიფრთხილის დაცვაა საჭირო პაციენტებში პორფირინის მეტაბოლიზმის თანდაყოლილი დარღვევით (მაგ., მწვავე ინტერმიტირებული პორფირია).
თითოეული ტაბლეტი შეიცავს დაახლოებით 0.81 მგ ნატრიუმის კროსკარმელოზას, რაც გასათვალისწინებელია პრეპარატის დანიშვნისას იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ დიეტა ნატრიუმის დაბალი შემცველობით.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორსულობაზე და/ან ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები მიუთითებს ორსულობის ადრეულ ეტაპზე პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენების შემდეგ მუცლის მოშლის, გულის თანდაყოლილი მანკების და გასტროშიზისის გაზრდილ რისკზე. გულ-სისხლძარღვთა მანკების აბსოლუტური რისკი იზარდებოდა 1%-ზე ნაკლებიდან 1.5%-მდე. ითვლება, რომ რისკი იზრდება დოზის და თერაპიის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად.
ცხოველებში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენებამ გამოიწვია იმპლანტაციამდელი და პოსტ-იმპლანტაციური აბორტების და ემბრიონის/ნაყოფის ლეტალობის შემთხვევების ზრდა. გარდა ამისა, ორგანოგენეზის პერიოდში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორებით ნამკურნალებ ცხოველებში იყო შეტყობინებები სხვადასხვა მანკების, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მანკების, განვითარების მომატებული სიხშირის შესახებ.
ორსულობის მე-20 კვირიდან დაწყებული, იბუპროფენის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ოლიგოჰიდრამნიოზი ნაყოფის თირკმლის დისფუნქციის გამო. ეს შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან მალევე და, როგორც წესი, შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. გარდა ამისა, ორსულობის მეორე ტრიმესტრში მკურნალობის შემდეგ დაფიქსირდა არტერიული სადინრის სტენოზის შემთხვევები, რომელთა უმეტესობა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ გაქრა. ამიტომ, იბუპროფენი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პირველი ორი ტრიმესტრის განმავლობაში, გარდა შემთხვევებისა, როდესაც ეს უკიდურესად აუცილებელია.
თუ იბუპროფენს იყენებს ქალი, რომელიც ცდილობს დაორსულებას ან ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრებში, უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი შესაძლო დოზა რაც შეიძლება მოკლე პერიოდის განმავლობაში. ოლიგოჰიდრამნიოზის და არტერიული სადინრის სტენოზის ანტენატალური მონიტორინგი უნდა განიხილებოდეს იბუპროფენის ზემოქმედების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში, მე-20 ჰესტაციური კვირიდან დაწყებული. პრეპარატ იბუპროფენის მიღება უნდა შეწყდეს, თუ გამოვლინდება ოლიგოჰიდრამნიოზი ან არტერიული სადინრის სტენოზი.
ორსულობის მესამე ტრიმესტრში პროსტაგლანდინის სინთეზის ყველა ინჰიბიტორი შეიძლება წარმოადგენდეს შემდეგ რისკებს:
- ნაყოფისთვის:
- კარდიოპულმონური ტოქსიკურობა (ხასიათდება არტერიული სადინრის ნაადრევი შევიწროება/დახურვით და ფილტვისმიერი ჰიპერტენზიით);
- თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რომელიც შეიძლება პროგრესირებდეს თირკმლის უკმარისობამდე, რომელსაც თან ახლავს ოლიგოჰიდრამნიონი;
- ორსულობის ბოლოს დედისთვის და ახალშობილისთვის:
- შესაძლებელია სისხლდენის დროის გახანგრძლივება, ანტიაგრეგანტული ეფექტი, რომელიც შეიძლება განვითარდეს ძალიან დაბალი დოზების მიღების დროსაც კი;
- საშვილოსნოს შეკუმშვების დათრგუნვა, რაც იწვევს მშობიარობის შეფერხებას ან გახანგრძლივებას.
ამიტომ, იბუპროფენი უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში.
შეზღუდულ კვლევებში იბუპროფენი აღმოჩენილია დედის რძეში ძალიან დაბალი კონცენტრაციით, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უარყოფითად იმოქმედოს ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილზე.
რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.
რეკომენდირებული დოზებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის შესაბამისად გამოყენებისას, პრეპარატი არ მოქმედებს რეაქციის სიჩქარეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს. პაციენტებმა, რომლებსაც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების დროს აღენიშნებათ თავბრუსხვევა, ძილიანობა, დეზორიენტაცია ან მხედველობის დარღვევა, არ უნდა მართონ სატრანსპორტო საშუალებები ან სხვა მექანიზმები.
გამოყენების წესი და დოზირება.
მხოლოდ ხანმოკლე პერორალური გამოყენებისთვის. ტაბლეტები მიღებული უნდა იქნას წყლის დაყოლებით, დაღეჭვის გარეშე. ხანმოკლე გამოყენებისას, თუ სიმპტომები ნარჩუნდება ან უარესდება, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
რეკომენდირებულია მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება მოკლე დროში ტკივილის სიმპტომების სამკურნალოდ - არაუმეტეს 5 დღისა, ცხელების სიმპტომების შემთხვევაში - არაუმეტეს 3 დღისა (იხილეთ ნაწილი „გამოყენების თავისებურებანი“). თუ პრეპარატის გამოყენება აუცილებელია 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში (თუ სიმპტომები არ ქრება ან გაუარესდა), აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
პრეპარატი ინიშნება მოზრდილებსა და 20 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში (6 წლის და უფროსი ასაკის). ჩვეულებრივ გამოიყენება 20-დან 30 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში გაანგარიშებით. არ გადააჭარბოთ 30 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში.
20-დან 30 კგ-მდე წონის ბავშვებში (6-დან 11 წლამდე) 200 მგ (1 ტაბლეტი), საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი დოზა 6 საათის შემდეგ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არ შეიძლება 600 მგ-ზე (3 ტაბლეტი) მეტის გამოყენება დღეში.
მოზრდილებში და 30 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში გამოიყენება 200-400 მგ (1-2 ტაბლეტი) ყოველ 4-6 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ. არ შეიძლება 6 ტაბლეტზე მეტის გამოყენება 24 საათის განმავლობაში.
ხანდაზმულ პაციენტებს არ სჭირდებათ სპეციალური დოზირება.
პაციენტები, რომლებსაც აქვთ თირკმლის ან ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის ფუნქციის დარღვევა, არ საჭიროებენ დოზის კორექციას.
ბავშვები.
არ გამოიყენოთ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომელთა წონა 20 კგ-ზე ნაკლებია.
ჭარბი დოზირება.
ჭარბი დოზირების შემთხვევების უმეტესობა, რომელთა შესახებ იყო შეტყობინებები, უსიმპტომო იყო. სიმპტომების რისკი იზრდება იბუპროფენის 80-100 მგ/კგ-ზე მეტი დოზით მიღებისას. პრეპარატის ბავშვებში 400 მგ/კგ-ზე მეტი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაციის სიმპტომები. მოზრდილებში დოზის ეფექტი ნაკლებად გამოხატულია. დოზის გადაჭარბების დროს ნახევარგამოყოფის პერიოდი 1.5-3 საათია.
სიმპტომები. დოზის გადაჭარბების სიმპტომები ვლინდება მიღებიდან 4 საათის განმავლობაში. იბუპროფენის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ბრადიფსიქია, გონების დაკარგვა, დეზორიენტაცია, აგზნება, ტინიტუსი, სისუსტე, ასევე ტკივილი ეპიგასტრიაში, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, დიარეა, გულისრევა და ღებინება. უფრო მძიმე მოწამვლამ შეიძლება გამოიწვიოს ცნს-ის ტოქსიკური დაზიანება, რაც ვლინდება ძილიანობით, ნისტაგმით, მხედველობის დარღვევით, აგზნებული მდგომარეობით და დეზორიენტაციით ან კომით, კრუნჩხვებით. მძიმე მოწამვლამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია და მეტაბოლური აციდოზი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის დაზიანება, არტერიული ჰიპოტენზია, სუნთქვის უკმარისობა და ციანოზი. ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებს შეიძლება აღინიშნოს ასთმის მიმდინარეობის გამწვავება.
მკურნალობა. სიმპტომურია და უნდა მოიცავდეს სასუნთქი გზების გამტარობის უზრუნველყოფას და სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების მჩვენებლებზე დაკვირვებას მდგომარეობის ნორმალიზებამდე. პრეპარატის მცირე რაოდენობით გამოყენებისას (50 მგ/კგ-ზე ნაკლები იბუპროფენი) რეკომენდირებულია წყლის მიღება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების მინიმიზაციის მიზნით. კუჭის გამორეცხვა ნაჩვენებია იბუპროფენის საშიში, პოტენციურად ტოქსიკური დოზის მიღებიდან 1 საათის განმავლობაში; გამოყენებული უნდა იქნას აქტივირებული ნახშირი; საჭიროების შემთხვევაში - ელექტროლიტური ბალანსის კორექცია. ხშირი და ხანგრძლივი კრუნჩხვების დროს ინიშნება ინტრავენური დიაზეპამი. ბრონქული ასთმის შემთხვევაში, უნდა იქნას გამოყენებული ბრონქოდილატატორები. სამედიცინო დახმარებისთვის საჭიროა ექიმთან მიმართვა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ მინიმუმ 4 საათის განმავლობაში. უნდა კონტროლდებოდეს თირკმლის და ღვიძლის ფუნქცია. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.
გვერდითი რეაქციები.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებია ის რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა იბუპროფენის ურეცეპტო დოზებით მიღებისას ხანმოკლე გამოყენების დროს. ქრონიკული მდგომარეობების მკურნალობისას, ხანგრძლივი მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს დამატებითი გვერდითი ეფექტები.
ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები იყო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ძირითადად გვერდითი რეაქციები დოზადამოკიდებულია, მათ შორის კუჭ-ნაწლავის სისხლდენის განვითარების რისკი დამოკიდებულია დოზასა და მკურნალობის ხანგრძლივობაზე.
სისხლის სისტემა და ლიმფური სისტემა: ჰემატოპოეტური დარღვევები (თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია, აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის შემცირება, ლეიკოპენია, პანციტოპენია, ეოზინოფილია), რომლებიც შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი მკურნალობის დროს. ამ რეაქციების პირველი ნიშნებია: ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუში ზედაპირული წყლულები, გრიპის მსგავსი სიმპტომები, გამოფიტვის ძლიერი ფორმა, აუხსნელი სისხლდენა და სისხლჩაქცევები.
იმუნური სისტემა: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები1, როგორიცაა ანაფილაქსია, ბრონქული ასთმა, ბრონქოსპაზმი, ქოშინი, ქავილი, მათ შორის ჭინჭრის ციება, პურპურა, კვინკეს შეშუპება, სახის, ენისა და ხორხის შეშუპება, შრატისმიერი დაავადება, წითელი მგლურას მსგავსი სინდრომი და შონლეინ-ჰენოხის ვასკულიტი.
ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა, ძილის დარღვევები, ძილიანობა, მხედველობისა და სმენის დარღვევები, მხედველობითი ნერვის ნევრიტი, თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, ნერვიულობა, კრუნჩხვები, პარესთეზია; ასეპტიკური მენინგიტი2.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: შეშუპება, არტერიული ჰიპოტენზია, გულისცემის გახშირება, არითმიები (სინუსური ტაქიკარდია, სინუსური ბრადიკარდია), არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა. იბუპროფენის გამოყენებასთან, განსაკუთრებით მაღალი დოზებით (2400 მგ/დღეში) და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბოზული მოვლენების განვითარების მცირე რისკთი, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი, და კოუნისის სინდრომი (სიხშირე უცნობია).
საჭმლის მომნელებელი სისტემა: გულისრევა, ანორექსია, ღებინება, დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმში, დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება, მელენა, სისხლიანი ღებინება; შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებების განვითარება (წყლულოვანი სტომატიტი, კუჭის წყლული, პერფორაცია, გასტროინტესტინალური სისხლდენა, რომელმაც შეიძლება ლეტალური დასასრული გამოიწვიოს), გასტრიტი, პანკრეატიტი.
ჰეპატობილიარული სისტემა: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, შრატისმიერი ტრანსამინაზების დონის მომატება, ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი, ჰეპატონეკროზი, ჰეპატორენალური სინდრომი, სიყვითლე.
კანი და კანქვეშა უჯრედისი: კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (მათ შორის მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიატიური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) (ძალიან იშვიათი), კანზე გამონაყარი; სამკურნალო საშუალებებით ინდუცირებული ეოზინოფილია სისტემური სიმპტომებით (DRESS-სინდრომი), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP) (სიხშირე უცნობია).
თირკმელები და შარდგამომყოფი სისტემა: შესაძლებელია თირკმელების ფუნქციის დარღვევები ჰიპერკალიემიის, ჰიპერურიკემიის, აზოთემიის განვითარებით, ტოქსიკური ნეფროპათია სხვადასხვა ფორმებით, მათ შორის ინტერსტიციალური ნეფრიტი, ცისტიტი, ჰემატურია, ნეფროზული სინდრომი, პაპილარული ნეკროზი, მილაკოვანი ნეკროზი, გლომერულონეფრიტი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, კრეატინინის კლირენსის შემცირება, შარდის გამოყოფის შემცირება (ოლიგურია), პოლიურია და შეშუპებები.
გრძნობის ორგანოები: ტინიტუსი, სმენის დაკარგვა, არამკაფიო მხედველობა, ამბლიოპია, ფერის აღქმის ცვლილებები, კონიუნქტივიტი, დიპლოპია, კატარაქტა.
ფსიქიკური დარღვევები: დეპრესია, შფოთვა, ფსიქომოტორული აგზნება, ემოციური ლაბილობა, ცნობიერების არევა, ჰალუცინაციები.
სხვა: შეუძლოდ ყოფნის, დაღლილობის შეგრძნება, თვალების და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ღრძილების წყლულები, რინიტი, მადის დაქვეითება, გინეკომასტია, ალვეოლიტი, აციდოზი, ალოპეცია, ფოტომგრძნობელობის რეაქციები.
ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა
1 იყო შეტყობინებები ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების შესახებ იბუპროფენით მკურნალობის შემდეგ. ასეთ რეაქციებს მიეკუთვნება: არასპეციფიკური ალერგიული რეაქციები და ანაფილაქსია, რეაქციები სასუნთქი გზების მხრივ, მათ შორის ბრონქული ასთმა, ასთმის გამწვავება, ბრონქოსპაზმი ან ქოშინი, სხვადასხვა დარღვევები კანის მხრივ, მათ შორის სხვადასხვა სახის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, პურპურა, ანგიონევროზულ შეშუპება და, უფრო იშვიათად, ექსფოლიატურიდა ბულოზური დერმატოზები (მათ შორის ეპიდერმალური ნეკროლიზი და მულტიფორმული ერითემა).
2 წამლით გამოწვეული ასეპტიკური მენინგიტის პათოგენეზის მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის. თუმცა, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული ასეპტიკური მენინგიტის შესახებ არსებული მონაცემები მიუთითებს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციაზე (პრეპარატის მიღებასთან დროებითი კავშირის გამო და პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ სიმპტომების გაქრობა). კერძოდ, იბუპროფენით მკურნალობის დროს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ აუტოიმუნური დაავადებები (მაგალითად, სისტემური წითელი მგლურა და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება), დაფიქსირდა ასეპტიკური მენინგიტის სიმპტომების ერთეული შემთხვევები (როგორიცაა კისრის კუნთების რიგიდულობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება და დეზორიენტაცია).
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა. 10 ტაბლეტი ბლისტერზე, 5 ბლისტერი კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი.
საჯარო სააქციო საზოგადოება „სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი „ბორშჩაგოვსკის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა“.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.
უკრაინა, 03134, ქ. კიევი, მირის ქუჩა, 17.
ბოლო გადახედვის თარიღი. 01.05.2024.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.
