პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰემორაგიული საშუალებები

ნუვიქი.

Nuwiq®.

რეცეპტით500სეინსტრუქცია ქართულადშვედეთი
რისთვის გამოიყენება

ნუვიქი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ადამიანის სისხლის შედედების რეკომბინანტულ VIII ფაქტორს (ალფა სიმოკტოკოგი). VIII ფაქტორი აუცილებელია სისხლის კოლტის ფორმირებისა და სისხლდენის შესაჩერებლად. A ჰემოფილიის მქონე პაციენტებს (VIII ფაქტორის თანდაყოლილი უკმარისობა) VIII ფაქტორი არ აქვთ ან არასათანადოდ ფუნქციონირებს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
simoctocog alfa
ფორმა და შეფუთვა
500სე ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 2.5მლ (საინექციო წყალი) წინასწარ შევსებული შპრიცი №1 + 1 ფლაკონის ადაპტერი + 1 საინფუზიო მოწყობილობა (პეპელა) + 2 სპირტიანი ტამპონი
მწარმოებელი
Octapharma AB, შვედეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰემორაგიული საშუალებები, სისხლის კოაგულაციის ფაქტორები
ATC კოდი
B02BD02
რეგისტრაციის ნომერი
რ-038382
რეგისტრირებულია
20 ივნისი 2023, მოქმედებს 20 ივნისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებანუვიქი. და სხვა წამალი ერთად

ნუვიქი. — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ნუვიქი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ადამიანის სისხლის შედედების რეკომბინანტულ VIII ფაქტორს (ალფა სიმოკტოკოგი). VIII ფაქტორი აუცილებელია სისხლის კოლტის ფორმირებისა და სისხლდენის შესაჩერებლად. A ჰემოფილიის მქონე პაციენტებს (VIII ფაქტორის თანდაყოლილი უკმარისობა) VIII ფაქტორი არ აქვთ ან არასათანადოდ ფუნქციონირებს. ნუვიქი ანაცვლებს არარსებულ VIII ფაქტორს და გამოიყენება სისხლდენის სამკურნალოდ და პრევენციისათვის A ჰემოფილიის მქონე პაციენტებში, ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

მიღების წესი და დოზირება

ნუვიქის მკურნალობა უნდა დაიწყოს A ჰემოფილიით დაავადებული პაციენტების მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმის მიერ. მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ექთნის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ექთანთან მიმართვა.

ნუვიქის ინექცია ხდება ვენაში (ინტრავენურად) ექიმის ან ექთნის მიერ, რომელთაც აქვთ A ჰემოფილიის მკურნალობის გამოცდილება. სხვა პირის მიერ ნუვიქის ინექცია შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ადექვატური ტრენინგის გავლის შემდეგ.

ექიმი განსაზღვრავს ნუვიქის დოზას (საერთაშორისო ერთეულებში = სე) პაციენტის მდგომარეობისა და სხეულის წონის და გამოყენების მიზნის მიხედვით, გამოიყენება სისხლდენის პრევენციისათვის თუ სამკურნალოდ. ნუვიქის გამოყენების სიხშირე დამოკიდებულია მის ეფექტურობაზე. ჩვეულებრივ A ჰემოფილიის მკურნალობა გრძელდება მთელი სიცოცხლის მანძილზე.

სისხლდენის პრევენცია

ნუვიქის ჩვეულებრივი დოზაა 20-40 სე სხეულის წონის ერთ კილოგრამზე, რომელიც კეთდება ყოველ 2-3 დღეში. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევებში, განსაკუთრებით ახალგაზრდა პაციენტებში, შეიძლება საჭირო გახდეს უფრო ხშირი ინექციები ან უფრო მაღალი დოზები.

სისხლდენის მკურნალობა

ნუვიქის დოზა გამოითვლება სხეულის წონისა და VIII ფაქტორის მისაღწევი დონის მიხედვით. VIII ფაქტორის სამიზნე დონე დამოკიდებულია სისხლდენის სიმძიმესა და ლოკალიზაციაზე.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ნუვიქის მოქმედების ეფექტი არასაკმარისია. ექიმი ჩაატარებს ლაბორატორიულ კვლევებს, რათა დარწმუნდეს მიღწეულია თუ არა VIII ფაქტორის ადეკვატური დონე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს დიდი ქირურგიული ოპერაცია.

პაციენტები, რომელთაც განუვითარდათ VIII ფაქტორის ინჰიბიტორები

თუ VIII ფაქტორის პლაზური დონე არ აღწევს მოსალოდნელ დონეს ნუვიქით მკურნალობის დროს ან სისხლდენა ადეკვატურად არ კონტროლდება, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს VIII ფაქტორის ინჰიბიტორების განვითარებით. ეს მოწმდება ექიმის მიერ. პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს ნუვიქის უფრო მაღალ დოზას ან სხვა პროდუქტს სისლდენების გასაკონტროლებლად. არ უნდა გაიზარდოს ნუვიქის მთლიანი დოზა სისხლდენის გასაკონტროლებლად ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

ნუვიქის გამოყენების გზა ბავშვებსა და მოზარდებში არ განსხვავდება მოზრდილებისაგან. რადგან VIII ფაქტორის პროდუქტები ბავშვებსა და მოზარდებში უფრო ხშირად გამოიყენება, უნდა ჩაიდგას ცენტრალური ვენური კათეტერი. ეს მოწყობილობა არის გარეგანი დამაკავშირებელი, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის ნაკადთან წვდომას კათეტერის საშუალებით, კანქვეშა ინექციის გარეშე.

ნუვიქის დოზის გადაჭარბებისას

არ არის აღწერილი დოზის გადაჭარბების სიმპტომები. თუ პაციენტს გაუკეთდა ნუვიქის ჭარბი დოზა, საჭიროა ექიმის ინფორმირება.

ნუვიქის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს შემდეგი დოზა და შემდეგ უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით.

ნუვიქით მკურნალობის შეწყვეტა

ნუვიქის გამოყენება არ უნდა შეწყდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა ექიმთან მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერების, ალფა სიმოკტოკოგის, ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი). თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს.

სიფრთხილის ზომები

ნუვიქით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ძალიან იშვიათად ნუვიქის მიმართ შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქცია (მძიმე, უეცარი ალერგიული რეაქცია). პაციენტმა უნდა იცოდეს ალერგიული რეაქციების ნიშნების შესახებ, რომლებიც ჩამოთვლილია მე-4 პარაგრაფში “ალერგიული რეაქციები”. თუ ვლინდება რომელიმე სიმპტომი, უნდა შეწყდეს ინექცია და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

ინჰიბიტორების (ანტისხეულების) წარმოქმნა ცნობილი გართულებაა, რომელიც შეიძლება განვითარდეს VIII ფაქტორის ყველა მედიკამენტით მკურნალობის დროს. ეს ინჰიბიტორები, განსაკუთრებით, როცა მათი დონე მაღალია, მკურნალობას ხელს უშლიან და პაციენტი საჭიროებს ყურადღებით მონიტორინგს ასეთი ინჰიბიტორების განვითარებაზე. თუ სისხლდენა არ კონტროლდება ნუვიქით, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

გულ-სისხლძარღვთა მოვლენები

პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ კარდიოვასკულარული რისკფაქტორები, VIII ფაქტორით ჩანაცვლებითმა თერაპიამ შეიძლება გაზარდოს გულ-სისხლძარღვთა რისკი.

კათეტერიზაციასთან დაკავშირებული გართულებები

თუ პაციენტს ესაჭიროება ცენტრალური ვენური კათეტერის ჩადგმა, მოწყობილობასთან დაკავშირებული გართულებები, მათ შორის ადგილობრივი ინფექციები, სისხლში ბაქტერიის არსებობა და კათეტერიზაციის ადგილის თრომბოზი, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული. მნიშვნელოვანია ჩაწერილ იქნას გამოყენებული ნუვიქის სერიის ნომერი. ამიტომ, ნუვიქის ყოველი ახალი კოლოფის გახსნისას ჩაწერილ უნდა იქნას თარიღი და სერიის ნომერი (აღნიშნულია შეფუთვაზე სიტყვის {Lot} შემდეგ) და ეს ინფორმაცია შენახულ უნდა იქნას უსაფრთხო ადგილას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ნუვიქს არ აქვს გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ნუვიქი შეიცავს ნატრიუმს

მედიკამენტი შეიცავს 18.4 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი ინგრედიენტი) ერთ ფლაკონში. ეს შეესაბამება მოზრდილისათვის ნატრიუმის დღიური რაციონის 0.92%-ს.

გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

უნდა შეწყდეს მედიკამენტის გამოყენება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია დაუყოვნებლივ

თუ პაციენტს აღენიშნება ალერგიული რეაქციები

ალერგიული რეაქციები მოიცავს: გამონაყარს, ჭინჭრის ციებას, ურტიკარიას (გამონაყარი ქავილით), ჭინჭრის ციებას მთელ სხეულზე, ტუჩების და ენის შეშუპებას, სუნთქვის გაძნელებას, ხმაურიან სუნთქვას, მკერდის არეში მოჭერის შეგრძნებას, ღებინებას, მოუსვენრობას, დაბალ არტერიულ წნევასა და თავბრუსხვევას. ეს სიმ,პტომები შეიძლება ანაფილაქსიური შოკის პირველი ნიშნები იყოს. თუ ვითარდება მძიმე, მოულოდნელი ალერგიური რეაქციები (ანაფილაქსია) (ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში), ინექცია უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ. საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. მძიმე სიმპტომები საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას.

თუ პაციენტი აღნიშნავს, რომ მედიკამენტი არ მოქმედებს სათანადოდ (სისხლდება არ ჩერდება ან უფრო ხშირად ვითარდება)

ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებიც არ არიან VIII ფაქტორის მედიკამენტებით ნამკურნალები, ინიჰიბიტორული ანტისხეულები (იხ. პარაგრაფი 2) ვითარდება უფრო ხშირად (10-დან 1-ზე მეტ პაციენტში).

თუმცა, პაციენტებში, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მკურნალობა VIII ფაქტორის მედიკამენტებით (150 დღეზე მეტი მკურნალობა), რისკი ნაკლებად ხშირია (აღინიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში). თუ წარმოიქმნება ანტისხეულები, მედიკამენტმა შეიძლება აღარ იმოქმედოს და პაციენტს შეიძლება აღენიშნოს პერსისტენტული სისხლდენა. ამ დროს საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:

ჰიპერმგრძნობელობა, ცხელება

არახშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:

ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება (პარესთეზია), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ვერტიგო, ქოშინი, პირის სიმშრალე, წელის ტკივილი, ინექციის ადგილის ანთება, ინექციის ადგილის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ჰემორაგიული ანემია, ანემია, მკერდის არეში ტკივილი, დადებითი შედეგი გამანეიტრალებელ ანტისხეულებზე (ადრე ნამკურნალებ პაციენტებში).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია შესაბამის უწყებაში მიმართვით (იხ, დეტალები ქვემოთ). გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

უნგრეთი

წამლებისა და საკვები პროდუქტების ეროვნული ინსტიტუტი

საფოსტო ინდექსი 450, H-1372 ბუდაპეშტი

ვებგვერდი: www.ogyei. gov.hu

შემადგენლობა

ფხვნილი:

აქტიური ნივთიერებაა ადამიანის სისხლის შედედების რეკომბინანტული VIII ფაქტორი (ალფა სიმოკტოკოგი). თითოეული ფლაკონი შეიცავს 250, 500, 1000, 2000, 2500, 3000 ან 4000 სე ალფა სიმკტოკოგის ფხვნილს.

თითოეული განზავებული ხსნარი შეიცავს დაახლოებით 100, 200, 400, 800, 1000, 1200 ან 1600 სე/მლ ალფა სიმოკტოკოგს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: საქაროზა, ნატრიუმის ქლორიდი, კალციუმის ქლორიდის დიჰიდრატი, არგინინის ჰიდროქლორიდი, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, პოლოქსამერი 188. იხ. პარაგრაფი 2 “ნუვიქი შეიცავს ნატრიუმს”.

გამხსნელი

საინექციო წყალი

ნუვიქის ფორმა და შეფუთვა:

ნუვიქი წარმოდგენილია ფხვნილისა და გამხსნელის სახით საინექციო ხსნარის მოსამზადებლად. ფხვნილი არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მოთავსებულია ფლაკონში. გამხსნელი არის საინექციო წყალი მინის წინასწარშევსებულ შპრიცში. განზავების შემდეგ ხსნარი არის გამჭვირვალე, უფერო და არ შეიცავს ნაწილაკებს.

ნუვიქის თითოეული შეფუთვა შეიცავს:

1 ფლაკონი 250, 500, 1000, 2000, 2500, 3000 ან 4000 სე ალფა სიმოკტოკოგით;

1 წინასწარშევსებული შპრიცი 2.5 მლ საინექციო წყლით;

1 ფლაკონის ადაპტერი;

1 პეპელა ნემსი;

2 სპირტიანი ტამპონი.

A

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

Octapharma AB, Lars Forssells gata 23, 112 75 Stockolm, Sweden.

ოქტაფარამა აბ, ლარს ფორსელს გატა 23, 112 75 სტოკჰოლმი, შვედეთი

მედიკამენტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ვაჭრობის ლიცენზიის ადგილობრივ წარმოამდგენელთან მიმართვა:

უნგრეთი

ოქტაფარამ ნორდიკ აბ, შვედეთი

ტელ.: +49 8 56643000

ინსტრუქციის შემოწმების უკანასკნელი თარიღია 10/2022

მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროპის წამლის სააგენტოს ვებგვერდზე (http://www.ema.europa.eu).

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო სპეციალისტებისათვის:

საჭიროების მიხედვით მკურნალობა

მედიკამენტის რაოდენობა და გამოყენების სიხშირე ყოველთვის უნდა იყოს ორიენტირებული კლინიკურ ეფექტურობაზე ინდივიდუალურ შემთხვევებში. სისხლდენის შემდგომ შემთხვევებში VIII ფაქტორის აქტივობა არ უნდა დაეცეს პლაზმური აქტივობის მოცემულ დონეზე (ნორმის ან სე/დლ-ის %) შესაბამის პერიოდში. ქვემოთ მოცემული ცხრილი შეიძლება გამოყენებულ იქნას დოზირებისათვის სისხლდენის ეპიზოდის ან ქირურგიული ოპერაციის დროს.

სისხლდენის ხარისხი/ ქირურგიული პროცედურის ტიპი

VIII ფაქტორის საჭირო დონე (%) (სე/დლ)

დოზის სიხშირე (საათები)/ თერაპიის ხანგრძლივობა (დღეები)

სისხლდენა

ადრეული ჰემართროოზი, კუნთებში სისხლდენა ან პირის ღრუდან სისხლდენა

20-40

უნდა გამეორდეს ყოველ 12-24 საათში. არაუმცირეს 1 დღე, სანამ სისხლდენის ეპიზოდი, რომელიც ვლინდება ტიკივილით, არ მოიხსნება ან არ მიიღწევა შეხორცება.

უფრო ძლიერი ჰემართროზი, კუნთებში სისხლდენა ან ჰემატომა

30-60

უნდა გამეორდეს ყოველ 12-24 საათში. 3-4 დღე ან უფრო მეტხანს, სანამ არ ალაგდება ტკივილი და მწვავე უუნარობა.

სიცოცხლისათვის სახიფათო სისხლდენა

60-100

უნდა გამეორდეს 8-24 საათში, სანამ არ მოიხსნება საფრთხის საშიშროება.

ქირურგიული ოპერაცია

მცირე ქირურგიული პროცედურა, მათ შორის კბილის ამოღება

30-60

ყოველ 24 საათში, არაუმცირეს 1 დღე, სანამ არ მიიღწევა შეხორცება.

დიდი ქირურგიული ოპერაცია

80–100 (პრე- და პოსტოპერაციულად)

ინფუზია უნდა გამეორდეს ყოველ 8-24 საათში, სანამ ჭრილობა ადეკვატურად არ შეხორცდება, შემდეგ თერაპია უნდა გაგრძელდეს არაუმცირეს შემდგომი 7 დღე, რათა შენარჩუნდეს VIII ფაქტორის აქტივობა 30%-60% (სე/დლ) დონეზე.

მომზადებისა და გამოყენების ინსტრუქციები

შპრიცი გამხსნელით (საინექციო წყალი) და ფხვნილი გაუხსნელ ფლაკონში უნდა გათბეს ოთახის ტემპერატურამდე. მათი გათბობა შესაძლებელია ხელში დაჭერით. არ უნდა იქნას გამოყენებული ფხვნილისა და წინასწარშევსებული შპრიცის სხვა გზით გათბობა. ეს ტემპერატურა უნდა შენარჩუნდეს განზავების დროსაც.

უნდა მოიხსნას პლასტმასის flip-off ტიპის თავსახური ფხვნილის ფლაკონიდან, რათა გათავისუფლდეს რეზინის საცობის ცენტრალური ნაწილი. არ უნდა მოიხსნას ნაცრისფერი სტოპერი ან მეტალის რგოლი ფლაკონის თავიდან.

ფლაკონის თავი უნდა გაიწმინდოს სპირტიანი ტამპონით. სპირტი უნდა გაშრეს.

ფლაკონის ადაპტერის შეფუთვიდან მოხეულ უნდა იქნას ქაღალდის საფარველი. ადაპტერი არ უნდა იქნას ამოღებული შეფუთვიდან.

ფლაკონი ფხვნილით უნდა მოთავსდეს სწორ ზედაპირზე და უნდა იქნას ხელით დაჭერილი. აღებულ უნდა იქნას ადაპტერის შეფუთვა და ფლაკონის ადაპტერი უნდა მოთავსდეს ფხვნილიანი ფლაკონის რეზინის საცობის ცენტრში. უნდა მოხდეს მჭიდროდ ზეწოლა ადაპტერის შეფუთვაზე, სანამ ადაპტერის წვეტი არ გახვრეტს რეზინის საცობს. ადაპტერი გატკაცუნდება, როცა კარგად მოერგება ფლაკონს.

წინასწარშევსებული შპრიცის შეფუთვიდან უნდა მოიხიოს ქაღალდის საფარველი. დგუში დაჭერილ უნდა იქნას ბოლოთი და არ უნდა მოხდეს შეხება ლილვზე. დგუშის ხრახნიანი ბოლო უნდა დამაგრდეს გამხსნელი შპრიცის დგუშზე. დგუში უნდა მოტრიალდეს საათის ისრის მიმართულებით, სანამ არ მოხდება სუსტი წინააღმდეგობის შეგრძნება.

გამხსნელით სავსე შრიცის გახსნისაგან დამცავი პლასტმასის თავი უნდა მოტყდეს თავსახურის პერფორირებული ნაწილის გატკაცუნებით. არ უნდა მოხდეს შეხება თავსახურის შიდა ზედაპირზე ან შპრიცის წვეროზე. თუ გამხსნელი არ გამოიყენება, წინასწარშევსებულ შპრიცს დაუყოვნებლივ უნდა დაეხუროს გახსნისაგან დამცავი პლასტმასის თავსახური შესანახად.

ამოღებულ უნდა იქნას ადაპტერის შეფუთვა და ის უნდა იქნას გადაგდებული.

გამხსნელით სავსე შპრიცი მჭიდროდ უნდა დამაგრდეს ფლაკონის ადაპტერზე საათის ისრის მიმართულებით მოტრიალებით, სანამ არ მოხდება სუსტი წინააღმდეგობის შეგრძნება.

შპრიცის დგუშზე ზეწოლით ნელა უნდა მოხდეს გამხსნელის მთელი რაოდენობის ინექცია ფხვნილიან ფლაკონში.

შპრიცის ამოღების გარეშე ფლაკონი ფრთხილად უნდა გაინძრეს ან რამდენჯერმე წრიულად დატრიალდეს ფხვნილის გასახსნელად. ის არ უნდა შეინჯღრეს. საჭიროა მოცდა, სანამ ფხვნილი მთლიანად გაიხსნება.

შეყვანის წინ საბოლოო ხსნარი უნდა შემოწმდეს ნაწილაკების არსებობაზე. ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე და უფერო, ხილული ნაწილაკების გარეშე, არ უნდა იქნას გამოყენებული მღვრიე ან ნალექის მქონე ხსნარები.

შპრიცთან მიმაგრებული ფლაკონი უნდა გადმოტრიალდეს ზემოდან ქვემოთ და მზა ხსნარი ნელა უნდა გადმოიქაჩოს შპრიცში. ფლაკონის მთელი შიგთავსი უნდა გადმოვიდეს შპრიცში.

შევსებული შპრიცი უნდა განცალკევდეს ფლაკონის ადაპტერიდან საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მოტრიალებით და ცარიელი ფლაკონი უნდა იქნას გადაგდებული.

ახლა ხსნარი მზადაა დაუყოვნებლივი გამოყენებისათვის. ის არ უნდა იქნას მაცივარში შენახული.

არჩეული ინექციის ადგილი უნდა გაიწმინდოს თანმხლები სპირტიანი ტამპონით.

თანმხლები საინფუზიო სისტემა უნდა მიუერთდეს შპრიცს. საინფუზიო სისტემის ნემსი უნდა ჩაიდგას არჩეულ ვენაში. თუ გამოიყენება ჟგუტი ვენის უფრო კარგად გამოსაჩენად, ჟგუტი უნდა მოიხსნას ხსნარის შეყვანის დაწყებამდე. შპრიცში არ უნდა მოხვდეს სისხლი, ფიბრინის კოლტების წარმოქმნის რისკის გამო.

ხსნარი ნელა უნდა შევიდეს ვენაში, არაუმეტეს 4 მლ წუთში სიჩქარით.

თუ მკურნალობის ერთი პროცედურისათვის გამოიყენება ერთზე მეტი ფხვნილიანი ფლაკონი, შეიძლება გამოყენებულ იქნას იგივე საინექციო ნემსი. ფლაკონის ადაპტერი და შპრიცი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის.

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება კოლოფსა და ფლაკონის ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება მაცივარში (2°C – 8°C). დაუშვებელია გაყინვა. ფლაკონი ინახება ორიგინალური შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად.

ნუვიქის ფხვნილის განზავებამდე ის შეიძლება შენახულ იქნას ოთახის ტემპერატურაზე (25°C-მდე) ერთჯერადად, არაუმეტეს 1 თვის განმავლობაში. პროდუქტის მუყაოს კოლოფზე ჩაწერილ უნდა იქნას თარიღი, როცა დაიწყო ნუვიქის შენახვა ოთახის ტემპერატურაზე. ნუვიქი არ უნდა იქნას შენახული მაცივარში ოთახის ტემპერატურაზე შენახვის შემდეგ.

განზავებული ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნას განზავებისთანავე.

მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული თუ აღინიშნება შეფუთვის გახნისგან დამცავის დაზიანების ხილული ნიშნები, განსაკუთრებით შპრიცის და/ან ფლაკონის.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ნუვიქი 250 სე ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

ნუვიქი 500 სე ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

ნუვიქი 1000 სე ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

ნუვიქი 2000 სე ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

ნუვიქი 2500 სე ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

ნუვიქი 3000 სე ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

ნუვიქი 4000 სე ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

ალფა სიმოკტოკოგი (ადამიანის სისხლის შედედების რეკომბინანტული VIII ფაქტორი)

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა.

აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ნუვიქი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ნუვიქის გამოყენებამდე

ნუვიქის გამოყენების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

ნუვიქის შენახვის წესი;

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს ნუვიქი და მისი გამოყენება

ნუვიქი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ადამიანის სისხლის შედედების რეკომბინანტულ VIII ფაქტორს (ალფა სიმოკტოკოგი). VIII ფაქტორი აუცილებელია სისხლის კოლტის ფორმირებისა და სისხლდენის შესაჩერებლად. A ჰემოფილიის მქონე პაციენტებს (VIII ფაქტორის თანდაყოლილი უკმარისობა) VIII ფაქტორი არ აქვთ ან არასათანადოდ ფუნქციონირებს. ნუვიქი ანაცვლებს არარსებულ VIII ფაქტორს და გამოიყენება სისხლდენის სამკურნალოდ და პრევენციისათვის A ჰემოფილიის მქონე პაციენტებში, ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ნუვიქის გამოყენებამდე

დაუშვებელია ნუვიქის გამოყენება

თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერების, ალფა სიმოკტოკოგის, ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი). თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ნუვიქით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ძალიან იშვიათად ნუვიქის მიმართ შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქცია (მძიმე, უეცარი ალერგიული რეაქცია). პაციენტმა უნდა იცოდეს ალერგიული რეაქციების ნიშნების შესახებ, რომლებიც ჩამოთვლილია მე-4 პარაგრაფში “ალერგიული რეაქციები”. თუ ვლინდება რომელიმე სიმპტომი, უნდა შეწყდეს ინექცია და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

ინჰიბიტორების (ანტისხეულების) წარმოქმნა ცნობილი გართულებაა, რომელიც შეიძლება განვითარდეს VIII ფაქტორის ყველა მედიკამენტით მკურნალობის დროს. ეს ინჰიბიტორები, განსაკუთრებით, როცა მათი დონე მაღალია, მკურნალობას ხელს უშლიან და პაციენტი საჭიროებს ყურადღებით მონიტორინგს ასეთი ინჰიბიტორების განვითარებაზე. თუ სისხლდენა არ კონტროლდება ნუვიქით, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

გულ-სისხლძარღვთა მოვლენები

პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ კარდიოვასკულარული რისკფაქტორები, VIII ფაქტორით ჩანაცვლებითმა თერაპიამ შეიძლება გაზარდოს გულ-სისხლძარღვთა რისკი.

კათეტერიზაციასთან დაკავშირებული გართულებები

თუ პაციენტს ესაჭიროება ცენტრალური ვენური კათეტერის ჩადგმა, მოწყობილობასთან დაკავშირებული გართულებები, მათ შორის ადგილობრივი ინფექციები, სისხლში ბაქტერიის არსებობა და კათეტერიზაციის ადგილის თრომბოზი, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული. მნიშვნელოვანია ჩაწერილ იქნას გამოყენებული ნუვიქის სერიის ნომერი. ამიტომ, ნუვიქის ყოველი ახალი კოლოფის გახსნისას ჩაწერილ უნდა იქნას თარიღი და სერიის ნომერი (აღნიშნულია შეფუთვაზე სიტყვის {Lot} შემდეგ) და ეს ინფორმაცია შენახულ უნდა იქნას უსაფრთხო ადგილას.

სხვა მედიკამენტები და ნუვიქი

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ნუვიქს არ აქვს გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ნუვიქი შეიცავს ნატრიუმს

მედიკამენტი შეიცავს 18.4 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი ინგრედიენტი) ერთ ფლაკონში. ეს შეესაბამება მოზრდილისათვის ნატრიუმის დღიური რაციონის 0.92%-ს.

ნუვიქის გამოყენების წესი

ნუვიქის მკურნალობა უნდა დაიწყოს A ჰემოფილიით დაავადებული პაციენტების მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმის მიერ. მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ექთნის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ექთანთან მიმართვა.

ნუვიქის ინექცია ხდება ვენაში (ინტრავენურად) ექიმის ან ექთნის მიერ, რომელთაც აქვთ A ჰემოფილიის მკურნალობის გამოცდილება. სხვა პირის მიერ ნუვიქის ინექცია შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ადექვატური ტრენინგის გავლის შემდეგ.

ექიმი განსაზღვრავს ნუვიქის დოზას (საერთაშორისო ერთეულებში = სე) პაციენტის მდგომარეობისა და სხეულის წონის და გამოყენების მიზნის მიხედვით, გამოიყენება სისხლდენის პრევენციისათვის თუ სამკურნალოდ. ნუვიქის გამოყენების სიხშირე დამოკიდებულია მის ეფექტურობაზე. ჩვეულებრივ A ჰემოფილიის მკურნალობა გრძელდება მთელი სიცოცხლის მანძილზე.

სისხლდენის პრევენცია

ნუვიქის ჩვეულებრივი დოზაა 20-40 სე სხეულის წონის ერთ კილოგრამზე, რომელიც კეთდება ყოველ 2-3 დღეში. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევებში, განსაკუთრებით ახალგაზრდა პაციენტებში, შეიძლება საჭირო გახდეს უფრო ხშირი ინექციები ან უფრო მაღალი დოზები.

სისხლდენის მკურნალობა

ნუვიქის დოზა გამოითვლება სხეულის წონისა და VIII ფაქტორის მისაღწევი დონის მიხედვით. VIII ფაქტორის სამიზნე დონე დამოკიდებულია სისხლდენის სიმძიმესა და ლოკალიზაციაზე.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ნუვიქის მოქმედების ეფექტი არასაკმარისია. ექიმი ჩაატარებს ლაბორატორიულ კვლევებს, რათა დარწმუნდეს მიღწეულია თუ არა VIII ფაქტორის ადეკვატური დონე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს დიდი ქირურგიული ოპერაცია.

პაციენტები, რომელთაც განუვითარდათ VIII ფაქტორის ინჰიბიტორები

თუ VIII ფაქტორის პლაზური დონე არ აღწევს მოსალოდნელ დონეს ნუვიქით მკურნალობის დროს ან სისხლდენა ადეკვატურად არ კონტროლდება, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს VIII ფაქტორის ინჰიბიტორების განვითარებით. ეს მოწმდება ექიმის მიერ. პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს ნუვიქის უფრო მაღალ დოზას ან სხვა პროდუქტს სისლდენების გასაკონტროლებლად. არ უნდა გაიზარდოს ნუვიქის მთლიანი დოზა სისხლდენის გასაკონტროლებლად ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

ნუვიქის გამოყენების გზა ბავშვებსა და მოზარდებში არ განსხვავდება მოზრდილებისაგან. რადგან VIII ფაქტორის პროდუქტები ბავშვებსა და მოზარდებში უფრო ხშირად გამოიყენება, უნდა ჩაიდგას ცენტრალური ვენური კათეტერი. ეს მოწყობილობა არის გარეგანი დამაკავშირებელი, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის ნაკადთან წვდომას კათეტერის საშუალებით, კანქვეშა ინექციის გარეშე.

ნუვიქის დოზის გადაჭარბებისას

არ არის აღწერილი დოზის გადაჭარბების სიმპტომები. თუ პაციენტს გაუკეთდა ნუვიქის ჭარბი დოზა, საჭიროა ექიმის ინფორმირება.

ნუვიქის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს შემდეგი დოზა და შემდეგ უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით.

ნუვიქით მკურნალობის შეწყვეტა

ნუვიქის გამოყენება არ უნდა შეწყდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა ექიმთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

უნდა შეწყდეს მედიკამენტის გამოყენება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია დაუყოვნებლივ

თუ პაციენტს აღენიშნება ალერგიული რეაქციები

ალერგიული რეაქციები მოიცავს: გამონაყარს, ჭინჭრის ციებას, ურტიკარიას (გამონაყარი ქავილით), ჭინჭრის ციებას მთელ სხეულზე, ტუჩების და ენის შეშუპებას, სუნთქვის გაძნელებას, ხმაურიან სუნთქვას, მკერდის არეში მოჭერის შეგრძნებას, ღებინებას, მოუსვენრობას, დაბალ არტერიულ წნევასა და თავბრუსხვევას. ეს სიმ,პტომები შეიძლება ანაფილაქსიური შოკის პირველი ნიშნები იყოს. თუ ვითარდება მძიმე, მოულოდნელი ალერგიური რეაქციები (ანაფილაქსია) (ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში), ინექცია უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ. საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. მძიმე სიმპტომები საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას.

თუ პაციენტი აღნიშნავს, რომ მედიკამენტი არ მოქმედებს სათანადოდ (სისხლდება არ ჩერდება ან უფრო ხშირად ვითარდება)

ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებიც არ არიან VIII ფაქტორის მედიკამენტებით ნამკურნალები, ინიჰიბიტორული ანტისხეულები (იხ. პარაგრაფი 2) ვითარდება უფრო ხშირად (10-დან 1-ზე მეტ პაციენტში).

თუმცა, პაციენტებში, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მკურნალობა VIII ფაქტორის მედიკამენტებით (150 დღეზე მეტი მკურნალობა), რისკი ნაკლებად ხშირია (აღინიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში). თუ წარმოიქმნება ანტისხეულები, მედიკამენტმა შეიძლება აღარ იმოქმედოს და პაციენტს შეიძლება აღენიშნოს პერსისტენტული სისხლდენა. ამ დროს საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:

ჰიპერმგრძნობელობა, ცხელება

არახშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:

ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება (პარესთეზია), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ვერტიგო, ქოშინი, პირის სიმშრალე, წელის ტკივილი, ინექციის ადგილის ანთება, ინექციის ადგილის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ჰემორაგიული ანემია, ანემია, მკერდის არეში ტკივილი, დადებითი შედეგი გამანეიტრალებელ ანტისხეულებზე (ადრე ნამკურნალებ პაციენტებში).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია შესაბამის უწყებაში მიმართვით (იხ, დეტალები ქვემოთ). გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

უნგრეთი

წამლებისა და საკვები პროდუქტების ეროვნული ინსტიტუტი

საფოსტო ინდექსი 450, H-1372 ბუდაპეშტი

ვებგვერდი: www.ogyei. gov.hu

ნუვიქის შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება კოლოფსა და ფლაკონის ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება მაცივარში (2°C – 8°C). დაუშვებელია გაყინვა. ფლაკონი ინახება ორიგინალური შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად.

ნუვიქის ფხვნილის განზავებამდე ის შეიძლება შენახულ იქნას ოთახის ტემპერატურაზე (25°C-მდე) ერთჯერადად, არაუმეტეს 1 თვის განმავლობაში. პროდუქტის მუყაოს კოლოფზე ჩაწერილ უნდა იქნას თარიღი, როცა დაიწყო ნუვიქის შენახვა ოთახის ტემპერატურაზე. ნუვიქი არ უნდა იქნას შენახული მაცივარში ოთახის ტემპერატურაზე შენახვის შემდეგ.

განზავებული ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნას განზავებისთანავე.

მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული თუ აღინიშნება შეფუთვის გახნისგან დამცავის დაზიანების ხილული ნიშნები, განსაკუთრებით შპრიცის და/ან ფლაკონის.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ნუვიქი

ფხვნილი:

აქტიური ნივთიერებაა ადამიანის სისხლის შედედების რეკომბინანტული VIII ფაქტორი (ალფა სიმოკტოკოგი). თითოეული ფლაკონი შეიცავს 250, 500, 1000, 2000, 2500, 3000 ან 4000 სე ალფა სიმკტოკოგის ფხვნილს.

თითოეული განზავებული ხსნარი შეიცავს დაახლოებით 100, 200, 400, 800, 1000, 1200 ან 1600 სე/მლ ალფა სიმოკტოკოგს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: საქაროზა, ნატრიუმის ქლორიდი, კალციუმის ქლორიდის დიჰიდრატი, არგინინის ჰიდროქლორიდი, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, პოლოქსამერი 188. იხ. პარაგრაფი 2 “ნუვიქი შეიცავს ნატრიუმს”.

გამხსნელი

საინექციო წყალი

ნუვიქის ფორმა და შეფუთვა:

ნუვიქი წარმოდგენილია ფხვნილისა და გამხსნელის სახით საინექციო ხსნარის მოსამზადებლად. ფხვნილი არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მოთავსებულია ფლაკონში. გამხსნელი არის საინექციო წყალი მინის წინასწარშევსებულ შპრიცში. განზავების შემდეგ ხსნარი არის გამჭვირვალე, უფერო და არ შეიცავს ნაწილაკებს.

ნუვიქის თითოეული შეფუთვა შეიცავს:

1 ფლაკონი 250, 500, 1000, 2000, 2500, 3000 ან 4000 სე ალფა სიმოკტოკოგით;

1 წინასწარშევსებული შპრიცი 2.5 მლ საინექციო წყლით;

1 ფლაკონის ადაპტერი;

1 პეპელა ნემსი;

2 სპირტიანი ტამპონი.

A

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

Octapharma AB, Lars Forssells gata 23, 112 75 Stockolm, Sweden.

ოქტაფარამა აბ, ლარს ფორსელს გატა 23, 112 75 სტოკჰოლმი, შვედეთი

მედიკამენტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ვაჭრობის ლიცენზიის ადგილობრივ წარმოამდგენელთან მიმართვა:

უნგრეთი

ოქტაფარამ ნორდიკ აბ, შვედეთი

ტელ.: +49 8 56643000

ინსტრუქციის შემოწმების უკანასკნელი თარიღია 10/2022

მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროპის წამლის სააგენტოს ვებგვერდზე (http://www.ema.europa.eu).

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო სპეციალისტებისათვის:

საჭიროების მიხედვით მკურნალობა

მედიკამენტის რაოდენობა და გამოყენების სიხშირე ყოველთვის უნდა იყოს ორიენტირებული კლინიკურ ეფექტურობაზე ინდივიდუალურ შემთხვევებში. სისხლდენის შემდგომ შემთხვევებში VIII ფაქტორის აქტივობა არ უნდა დაეცეს პლაზმური აქტივობის მოცემულ დონეზე (ნორმის ან სე/დლ-ის %) შესაბამის პერიოდში. ქვემოთ მოცემული ცხრილი შეიძლება გამოყენებულ იქნას დოზირებისათვის სისხლდენის ეპიზოდის ან ქირურგიული ოპერაციის დროს.

სისხლდენის ხარისხი/ ქირურგიული პროცედურის ტიპი

VIII ფაქტორის საჭირო დონე (%) (სე/დლ)

დოზის სიხშირე (საათები)/ თერაპიის ხანგრძლივობა (დღეები)

სისხლდენა

ადრეული ჰემართროოზი, კუნთებში სისხლდენა ან პირის ღრუდან სისხლდენა

20-40

უნდა გამეორდეს ყოველ 12-24 საათში. არაუმცირეს 1 დღე, სანამ სისხლდენის ეპიზოდი, რომელიც ვლინდება ტიკივილით, არ მოიხსნება ან არ მიიღწევა შეხორცება.

უფრო ძლიერი ჰემართროზი, კუნთებში სისხლდენა ან ჰემატომა

30-60

უნდა გამეორდეს ყოველ 12-24 საათში. 3-4 დღე ან უფრო მეტხანს, სანამ არ ალაგდება ტკივილი და მწვავე უუნარობა.

სიცოცხლისათვის სახიფათო სისხლდენა

60-100

უნდა გამეორდეს 8-24 საათში, სანამ არ მოიხსნება საფრთხის საშიშროება.

ქირურგიული ოპერაცია

მცირე ქირურგიული პროცედურა, მათ შორის კბილის ამოღება

30-60

ყოველ 24 საათში, არაუმცირეს 1 დღე, სანამ არ მიიღწევა შეხორცება.

დიდი ქირურგიული ოპერაცია

80–100 (პრე- და პოსტოპერაციულად)

ინფუზია უნდა გამეორდეს ყოველ 8-24 საათში, სანამ ჭრილობა ადეკვატურად არ შეხორცდება, შემდეგ თერაპია უნდა გაგრძელდეს არაუმცირეს შემდგომი 7 დღე, რათა შენარჩუნდეს VIII ფაქტორის აქტივობა 30%-60% (სე/დლ) დონეზე.

მომზადებისა და გამოყენების ინსტრუქციები

შპრიცი გამხსნელით (საინექციო წყალი) და ფხვნილი გაუხსნელ ფლაკონში უნდა გათბეს ოთახის ტემპერატურამდე. მათი გათბობა შესაძლებელია ხელში დაჭერით. არ უნდა იქნას გამოყენებული ფხვნილისა და წინასწარშევსებული შპრიცის სხვა გზით გათბობა. ეს ტემპერატურა უნდა შენარჩუნდეს განზავების დროსაც.

უნდა მოიხსნას პლასტმასის flip-off ტიპის თავსახური ფხვნილის ფლაკონიდან, რათა გათავისუფლდეს რეზინის საცობის ცენტრალური ნაწილი. არ უნდა მოიხსნას ნაცრისფერი სტოპერი ან მეტალის რგოლი ფლაკონის თავიდან.

ფლაკონის თავი უნდა გაიწმინდოს სპირტიანი ტამპონით. სპირტი უნდა გაშრეს.

ფლაკონის ადაპტერის შეფუთვიდან მოხეულ უნდა იქნას ქაღალდის საფარველი. ადაპტერი არ უნდა იქნას ამოღებული შეფუთვიდან.

ფლაკონი ფხვნილით უნდა მოთავსდეს სწორ ზედაპირზე და უნდა იქნას ხელით დაჭერილი. აღებულ უნდა იქნას ადაპტერის შეფუთვა და ფლაკონის ადაპტერი უნდა მოთავსდეს ფხვნილიანი ფლაკონის რეზინის საცობის ცენტრში. უნდა მოხდეს მჭიდროდ ზეწოლა ადაპტერის შეფუთვაზე, სანამ ადაპტერის წვეტი არ გახვრეტს რეზინის საცობს. ადაპტერი გატკაცუნდება, როცა კარგად მოერგება ფლაკონს.

წინასწარშევსებული შპრიცის შეფუთვიდან უნდა მოიხიოს ქაღალდის საფარველი. დგუში დაჭერილ უნდა იქნას ბოლოთი და არ უნდა მოხდეს შეხება ლილვზე. დგუშის ხრახნიანი ბოლო უნდა დამაგრდეს გამხსნელი შპრიცის დგუშზე. დგუში უნდა მოტრიალდეს საათის ისრის მიმართულებით, სანამ არ მოხდება სუსტი წინააღმდეგობის შეგრძნება.

გამხსნელით სავსე შრიცის გახსნისაგან დამცავი პლასტმასის თავი უნდა მოტყდეს თავსახურის პერფორირებული ნაწილის გატკაცუნებით. არ უნდა მოხდეს შეხება თავსახურის შიდა ზედაპირზე ან შპრიცის წვეროზე. თუ გამხსნელი არ გამოიყენება, წინასწარშევსებულ შპრიცს დაუყოვნებლივ უნდა დაეხუროს გახსნისაგან დამცავი პლასტმასის თავსახური შესანახად.

ამოღებულ უნდა იქნას ადაპტერის შეფუთვა და ის უნდა იქნას გადაგდებული.

გამხსნელით სავსე შპრიცი მჭიდროდ უნდა დამაგრდეს ფლაკონის ადაპტერზე საათის ისრის მიმართულებით მოტრიალებით, სანამ არ მოხდება სუსტი წინააღმდეგობის შეგრძნება.

შპრიცის დგუშზე ზეწოლით ნელა უნდა მოხდეს გამხსნელის მთელი რაოდენობის ინექცია ფხვნილიან ფლაკონში.

შპრიცის ამოღების გარეშე ფლაკონი ფრთხილად უნდა გაინძრეს ან რამდენჯერმე წრიულად დატრიალდეს ფხვნილის გასახსნელად. ის არ უნდა შეინჯღრეს. საჭიროა მოცდა, სანამ ფხვნილი მთლიანად გაიხსნება.

შეყვანის წინ საბოლოო ხსნარი უნდა შემოწმდეს ნაწილაკების არსებობაზე. ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე და უფერო, ხილული ნაწილაკების გარეშე, არ უნდა იქნას გამოყენებული მღვრიე ან ნალექის მქონე ხსნარები.

შპრიცთან მიმაგრებული ფლაკონი უნდა გადმოტრიალდეს ზემოდან ქვემოთ და მზა ხსნარი ნელა უნდა გადმოიქაჩოს შპრიცში. ფლაკონის მთელი შიგთავსი უნდა გადმოვიდეს შპრიცში.

შევსებული შპრიცი უნდა განცალკევდეს ფლაკონის ადაპტერიდან საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მოტრიალებით და ცარიელი ფლაკონი უნდა იქნას გადაგდებული.

ახლა ხსნარი მზადაა დაუყოვნებლივი გამოყენებისათვის. ის არ უნდა იქნას მაცივარში შენახული.

არჩეული ინექციის ადგილი უნდა გაიწმინდოს თანმხლები სპირტიანი ტამპონით.

თანმხლები საინფუზიო სისტემა უნდა მიუერთდეს შპრიცს. საინფუზიო სისტემის ნემსი უნდა ჩაიდგას არჩეულ ვენაში. თუ გამოიყენება ჟგუტი ვენის უფრო კარგად გამოსაჩენად, ჟგუტი უნდა მოიხსნას ხსნარის შეყვანის დაწყებამდე. შპრიცში არ უნდა მოხვდეს სისხლი, ფიბრინის კოლტების წარმოქმნის რისკის გამო.

ხსნარი ნელა უნდა შევიდეს ვენაში, არაუმეტეს 4 მლ წუთში სიჩქარით.

თუ მკურნალობის ერთი პროცედურისათვის გამოიყენება ერთზე მეტი ფხვნილიანი ფლაკონი, შეიძლება გამოყენებულ იქნას იგივე საინექციო ნემსი. ფლაკონის ადაპტერი და შპრიცი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა