ნორმოსტოპი 50მგ ტაბლეტები
normostop® 50mg comprimidos
დიმენჰიდრინატი წარმოადგენს აქტიურ ნივთიერებას, რომელსაც ახასიათებს ტრანსპორტით მოძრაობათან დაკავშირებული თავბრუსხვევის საწინააღმდეგო მოქმედება. ნორმოსტოპი ნაჩვენებია კინეტოზის (“ზღვის ავადმყოფობის”) სიმპტომების პრევენციისა და სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ხმელეთზე, ჰაერში ან წყალზე მოძრაობით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დიმენჰიდრინატი (dimenhydrinate)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ ტაბლეტი №12
- მწარმოებელი
- LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰისტამინურები სისტემური გამოყენებისათვის, ამინომაალკილირებელი ეთერები
- ATC კოდი
- R06AA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-026587
- რეგისტრირებულია
- 23 ოქტომბერი 2018, მოქმედებს 23 ოქტომბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ნორმოსტოპი 50მგ ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დიმენჰიდრინატი წარმოადგენს აქტიურ ნივთიერებას, რომელსაც ახასიათებს ტრანსპორტით მოძრაობათან დაკავშირებული თავბრუსხვევის საწინააღმდეგო მოქმედება.
ნორმოსტოპი ნაჩვენებია კინეტოზის (“ზღვის ავადმყოფობის”) სიმპტომების პრევენციისა და სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ხმელეთზე, ჰაერში ან წყალზე მოძრაობით. ეს სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება და/ან ვერტიგო (ტრიალის შეგრძნება) მოზრდილებსა და 2 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტის მდგომარეობა უარესდება ან არ უმჯობესდება 7 დღის შემდეგ.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის საჭიროა ინსტრუქციაში მოცემული მითითებების, ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების ზუსტად დაცვა. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზებია:
2-6 წლის ასაკის ბავშვები:
ნახევარი ტაბლეტი ერთ მიღებაზე. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გამეორდეს ყოველ 8 საათში.
დაუშვებელია დღეში ერთნახევარ (11/2) ტაბლეტზე მეტის მიღება (შეესაბამება 75 მგ დიმენჰიდრინატს), რომელიც მიიღება რამდენიმე დოზად.
7-12 წლის ასაკის ბავშვები:
ნახევარი ან ერთი ტაბლეტი ერთ მიღებაზე. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გამეორდეს ყოველ 6-8 საათში.
დაუშვებელია დღეში 3 ტაბლეტზე მეტის მიღება (შეესაბამება 150 მგ დიმენჰიდრინატს).
მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები:
1 ან 2 ტაბლეტი ერთ მიღებაზე. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გამეორდეს ყოველ 4-6 საათში.
დაუშვებელია დღეში 8 ტაბლეტზე მეტის მიღება (შეესაბამება 400 მგ დიმენჰიდრინატს).
ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტები:
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.
განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
პირველი მიღება უნდა მოხდეს არანაკლებ ნახევარი საათით ადრე მოგზაურობის დაწყებამდე (უმჯობესია 1 ან 2 საათით ადრე). დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 4 საათი. რეკომენდებულია ტაბლეტების მიღება საკვებთან, წყალთან ან რძესთან ერთად კუჭის გაღიზიანების შესამცირებლად.
თუ სიმპტომები უარესდება ან ნარჩუნდება 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ნორმოსტოპის დოზის გადაჭარბებისას
ნორმოსტოპის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა, დაუყოვნებლივ, მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია დიმენჰიდრინატის, დიფენჰიდრამინის ან პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი);
თუ პაციენტს აღენიშნება პორფირია (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის დროსაც დიდი რაოდენობით პორფირინი გამოიყოფა შარდში და განავალში.
სიფრთხილის ზომები
ნორმოსტოპით მკურნალობის დაწყებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს:
თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია ალერგიის სამკურნალო მედიკამენტების მიმართ, რადგან ასევე ალერგიული შეიძლება იყოს დიმენჰიდრინატის მიმართ;
თუ პაციენტს აღენიშნება ბრონქული ასთმა ან მძიმე რესპირატორული დაავადება (ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ემფიზემა, ქრონიკული ბრონქიტი), რადგან შეიძლება გამოიწვიოს სეკრეტის გასქელება და ნახველის ამოღების გაძნელება;
თუ პაციენტს აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება (ჰიპერთირეოზი), თვალშიდა წნევის მომატება (გლაუკომა), პროსტატის გადიდება (პროსტატის ჰიპერტროფია) ან სხვა დაავადება, რომელიც იწვევს საშარდე გზების ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქციას;
თუ პაციენტს აღენიშნება გულყრა კრუნჩხვითი მოძრაობებით, ცნობიერების დაკარგვით ან მის გარეშე (ეპილეფსია);
თუ პაციენტი 65 წელზე მეტი ასაკისაა, შეიძლება განვითარდეს პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, გულისრევა, სედაცია, ცნობიერების დაბინდვა და არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია);
თუ პაციენტი იღებს მედიკამენტს, რომელიც ოტოტოქსიურია, რადგან ტოქსიური ეფექტები (როგორიცაა ყურებში ხმაური, თავბრუსხვევა ან ვერტიგო) შეიძლება შეინიღბოს;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის დაავადება/დარღვევა, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ან კუჭის ანთება (გასტრიტი);
თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა გულის დაავადება/დარღვევა (არითმია, მიოკარდიუმის იშემია);
თუ პაციენტს ეჭვი აქვს აპენდიცინტის სიმპტომების არსებობაზე, როგორიცაა: გულისრევა, ღებინება ან მუცლის სპაზმები, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია აპენდიციტის გამოსარიცხად, რადგან დიმენჰიდრინატმა შეიძლება შენიღბოს ამ დაავადების დიაგნოზი;
არ არის რეკომენდებული მაღალ ტემპერატურაზე ყოფნა და საჭიროა ჰიგიენურ-დიეტური ზომების მიღება, როგორიცაა ადექვატური ვენტილაცია და ჰიდრატაცია;
არ არის რეკომენდებული მზის სხივებზე ყოფნა (მოღრუბლულ ამინდშიც) და ულტრაიისფერი ნათურების გამოსხივება ამ მედიკამენტის მიღებისას.
ბავშვები
არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს ნორმოსტოპის დოზის შეცვლა ან მკურნალობის შეჩერება:
საანესთეზიო საშუალებები, ოპიოიდური ანალგეტიკები და ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტი სხვა პროდუქტები, როგორიცაა ალკოჰოლი, ბარბიტურატები და ბენზოდიაზეპინები;
ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები;
ანტიდეპრესანტები, როგორიცაა მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები (მაოი);
პარკინსონის საწინააღმდეგო მედიკამენტები;
ნეიროლეპტიკები (გამოიყენება აგზნების დროს და ნეირო-კუნთოვანი ჰიპერაქტიურობის დროს);
ოტოტოქსიური წამლები (შეიძლება იმოქმედოს ყურზე) (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”);
სამკურნალო პროდუქტები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ფოტომგრძნობელობა (მზეზე მგრძნობელობით გამოწვეული კანის რეაქციები).
დიაგნოსტიკურ ანალიზებზე გავლენა:
თუ პაციენტს ესაჭიროება ალერგიული სინჯების აღება (მათ შორის, კანის სინჯების), რეკომენდებულია მკურნალობა შეჩერდეს 72 საათით ადრე სინჯის აღებამდე, რადგან შეიძლება გავლენა იქონიოს შედეგებზე.
ნორმოსტოპის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ალკოჰოლის მოხმარება არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს.
მედიკამენტის მიღება რეკომენდებულია საკვებთან ან რძესთან ერთად.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენებამდე, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფამაცევტთან მიმართვა.
ძუძუთი კვება
არ არის რეკომენდებული მედიკამენტის მიღება ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე ძუძუთი კვების დროს, რადგან პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება მოხდეს ლაქტაციის ინჰიბირება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ავტომობილისა და სხვა სახიფათო მექანიზმების მართვა, რადგან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან დაქვეითებული რეაქცია რეკომენდებული დოზებით მიღებისას.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ნორმოსტოპიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ ვითარდება მკურნალობის დასაწყისში.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები, რომელთა განვითარების სიხშირე დაზუსტებული არ არის, აღინიშნა დიმენჰიდრინატის გამოყენების პერიოდში:
გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, დიარეა, კუჭის ტკივილი;
მადის დაქვეითება და პირის სიმშრალე;
ძილიანობა და სედაცია (დაბუჟება);
თავის ტკივილი, ვერტიგო და თავბრუსხვევა;
ბრონქების სეკრეტის წებოვნების გაზრდა, რაც აძნელებს სუნთქვას;
შარდის შეკავება და იმპოტენცია;
გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება);
გუგების გაფართოება, მხედველობის დაბინდვა და მხედველობის გაორება;
კანის ალერგიული რეაქციები და მზეზე მგრძნობელობა, მზეზე ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ ჭინჭრის ციება, ქავილი და კანის სიწითლე;
ერითროციტებისა და ლეიოკოციტების, სისხლის ფირფიტების რაოდენობის შემცირება სისხლში;
პორფირია (იშვიათი დაავადება, ჩვეულებრივ მემკვიდრეობითი, რომლის დროსაც აღინიშნება დიდი რაოდენობით პორფირინი შარდსა და განავალში);
ჰიპოტენზია (არტერიული წნევის დაქვეითება);
ტაქიკარდია, გულის თრთოლვა და/ან გულის არითმია;
ჰიპერაგზნება შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით, ბავშვებში ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა: უძილობა, ნევროზულობა, ცნობიერების დაბინდვა, ტრემორი, გაღიზიანებადობა, ეიფორია, დელირიუმი, გულის თრთოლვა და მათ შორის, კრუნჩხვები.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის მითითებული აღნიშნულ ანოტაციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი წამლების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: HYPERLINK "https://www.notificaram.es" www.notificaram.es. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ჭარბი დოზა
გუგების გაფართოებას, სახის სიწითლეს, აგზნებას, ჰალუცინაციებს, ცნობიერების დაბინდვას, კუჭის ან ნაწლავების გაღიზიანებას გულისრევით, ღებინებით და დიარეით, მოძრაობის დარღვევას, კრუნჩხვებს, ცნობიერების ღრმა დათრგუნვას (კომას), რესპირატორული და გულის ფუნქციის მკვეთრ გაუარესებას (კარდიო-რესპირატორული კოლაფსი) და სიკვდილს. სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს დოზის გადაჭარბებიდან 2 საათში.
დოზის გადაჭარბებისას ან პრეპარატის შემთხვევითი გადაყლაპვისას, საჭიროა, დაუყოვნებლივ სამედიცინო ცენტრში მიმართვა ან ტოქსიკოლოგიური ინფორმაციის ცენტრში დარეკვა (ტელ.: +34 915620420) წამლის დასახელებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. არასაჭირო პრეპარატი უნდა მოთავსდეს აფთიაქში განთავსებულ გადასამუშავებელ კონტეინერში (SIGREEკონტეინერი ესპანეთში). თუ მომხმარებელი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
ნორმოსტოპი შეიცავს
აქტიური ნივთიერებაა დიმენჰიდრინატი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ-ს.
სხვა (დამხმარე) ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროგენფოსფატის დიჰიდრატი, (კარტოფილის) ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ქინოლონის ყვითელი, ნატრიუმის საქარინი, სილიციუმის დიოქსიდის კოლოიდური ანჰიდრიდი, მაგნიუმის სტეარატი.
პროდუქტის შეფუთვის ფორმა და შემადგენლობა
ნორმოსტოპი წარმოდგენილია ყვითელი, მრგვალი და ბრტყელი ტაბლეტებით, გამყოფი ხაზით ცალ მხარეს. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ დოზად.
შეფუთვაში მოთავსებულია 4 ან 12 ტაბლეტი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Round de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შემოწმების უკანასკნელი თარიღია: 2014 წლის ივლისი
პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ესპანეთის წამლისა და ჯანმრთელობის პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: HYPERLINK "http://www.aemps.es/" http://www.aemps.gob.es/
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
ნორმოსტოპი 50 მგ ტაბლეტები
დიმენჰიდრინატი
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
პრეპარატის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს გამოყენების ინსტრუქციის ან ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის დანიშნულების შესაბამისად.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი რჩევისათვის ან ინფორმაციის მისაღებად, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4.
საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტის მდგომარეობა უარესდება ან არ უმჯობესდება 7 დღის შემდეგ.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ნორმოსტოპი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ნორმოსტოპის მიღებამდე
ნორმოსტოპის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ნორმოსტოპის შენახვის წესი
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
რას წარმოადგენს ნორმოსტოპი და მისი გამოყენება
დიმენჰიდრინატი წარმოადგენს აქტიურ ნივთიერებას, რომელსაც ახასიათებს ტრანსპორტით მოძრაობათან დაკავშირებული თავბრუსხვევის საწინააღმდეგო მოქმედება.
ნორმოსტოპი ნაჩვენებია კინეტოზის (“ზღვის ავადმყოფობის”) სიმპტომების პრევენციისა და სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ხმელეთზე, ჰაერში ან წყალზე მოძრაობით. ეს სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება და/ან ვერტიგო (ტრიალის შეგრძნება) მოზრდილებსა და 2 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტის მდგომარეობა უარესდება ან არ უმჯობესდება 7 დღის შემდეგ.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ნორმოსტოპის მიღებამდე
ნორმოსტოპი არ მიიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია დიმენჰიდრინატის, დიფენჰიდრამინის ან პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი);
თუ პაციენტს აღენიშნება პორფირია (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის დროსაც დიდი რაოდენობით პორფირინი გამოიყოფა შარდში და განავალში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ნორმოსტოპით მკურნალობის დაწყებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს:
თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია ალერგიის სამკურნალო მედიკამენტების მიმართ, რადგან ასევე ალერგიული შეიძლება იყოს დიმენჰიდრინატის მიმართ;
თუ პაციენტს აღენიშნება ბრონქული ასთმა ან მძიმე რესპირატორული დაავადება (ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ემფიზემა, ქრონიკული ბრონქიტი), რადგან შეიძლება გამოიწვიოს სეკრეტის გასქელება და ნახველის ამოღების გაძნელება;
თუ პაციენტს აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება (ჰიპერთირეოზი), თვალშიდა წნევის მომატება (გლაუკომა), პროსტატის გადიდება (პროსტატის ჰიპერტროფია) ან სხვა დაავადება, რომელიც იწვევს საშარდე გზების ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქციას;
თუ პაციენტს აღენიშნება გულყრა კრუნჩხვითი მოძრაობებით, ცნობიერების დაკარგვით ან მის გარეშე (ეპილეფსია);
თუ პაციენტი 65 წელზე მეტი ასაკისაა, შეიძლება განვითარდეს პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, გულისრევა, სედაცია, ცნობიერების დაბინდვა და არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია);
თუ პაციენტი იღებს მედიკამენტს, რომელიც ოტოტოქსიურია, რადგან ტოქსიური ეფექტები (როგორიცაა ყურებში ხმაური, თავბრუსხვევა ან ვერტიგო) შეიძლება შეინიღბოს;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის დაავადება/დარღვევა, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ან კუჭის ანთება (გასტრიტი);
თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა გულის დაავადება/დარღვევა (არითმია, მიოკარდიუმის იშემია);
თუ პაციენტს ეჭვი აქვს აპენდიცინტის სიმპტომების არსებობაზე, როგორიცაა: გულისრევა, ღებინება ან მუცლის სპაზმები, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია აპენდიციტის გამოსარიცხად, რადგან დიმენჰიდრინატმა შეიძლება შენიღბოს ამ დაავადების დიაგნოზი;
არ არის რეკომენდებული მაღალ ტემპერატურაზე ყოფნა და საჭიროა ჰიგიენურ-დიეტური ზომების მიღება, როგორიცაა ადექვატური ვენტილაცია და ჰიდრატაცია;
არ არის რეკომენდებული მზის სხივებზე ყოფნა (მოღრუბლულ ამინდშიც) და ულტრაიისფერი ნათურების გამოსხივება ამ მედიკამენტის მიღებისას.
ბავშვები
არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სხვა მედიკამენტები და ნორმოსტოპი
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს ნორმოსტოპის დოზის შეცვლა ან მკურნალობის შეჩერება:
საანესთეზიო საშუალებები, ოპიოიდური ანალგეტიკები და ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტი სხვა პროდუქტები, როგორიცაა ალკოჰოლი, ბარბიტურატები და ბენზოდიაზეპინები;
ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები;
ანტიდეპრესანტები, როგორიცაა მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები (მაოი);
პარკინსონის საწინააღმდეგო მედიკამენტები;
ნეიროლეპტიკები (გამოიყენება აგზნების დროს და ნეირო-კუნთოვანი ჰიპერაქტიურობის დროს);
ოტოტოქსიური წამლები (შეიძლება იმოქმედოს ყურზე) (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”);
სამკურნალო პროდუქტები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ფოტომგრძნობელობა (მზეზე მგრძნობელობით გამოწვეული კანის რეაქციები).
დიაგნოსტიკურ ანალიზებზე გავლენა:
თუ პაციენტს ესაჭიროება ალერგიული სინჯების აღება (მათ შორის, კანის სინჯების), რეკომენდებულია მკურნალობა შეჩერდეს 72 საათით ადრე სინჯის აღებამდე, რადგან შეიძლება გავლენა იქონიოს შედეგებზე.
ნორმოსტოპის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ალკოჰოლის მოხმარება არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს.
მედიკამენტის მიღება რეკომენდებულია საკვებთან ან რძესთან ერთად.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენებამდე, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფამაცევტთან მიმართვა.
ძუძუთი კვება
არ არის რეკომენდებული მედიკამენტის მიღება ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე ძუძუთი კვების დროს, რადგან პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება მოხდეს ლაქტაციის ინჰიბირება.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ავტომობილისა და სხვა სახიფათო მექანიზმების მართვა, რადგან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან დაქვეითებული რეაქცია რეკომენდებული დოზებით მიღებისას.
ნორმოსტოპის მიღების წესი
ყოველთვის საჭიროა ინსტრუქციაში მოცემული მითითებების, ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების ზუსტად დაცვა. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზებია:
2-6 წლის ასაკის ბავშვები:
ნახევარი ტაბლეტი ერთ მიღებაზე. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გამეორდეს ყოველ 8 საათში.
დაუშვებელია დღეში ერთნახევარ (11/2) ტაბლეტზე მეტის მიღება (შეესაბამება 75 მგ დიმენჰიდრინატს), რომელიც მიიღება რამდენიმე დოზად.
7-12 წლის ასაკის ბავშვები:
ნახევარი ან ერთი ტაბლეტი ერთ მიღებაზე. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გამეორდეს ყოველ 6-8 საათში.
დაუშვებელია დღეში 3 ტაბლეტზე მეტის მიღება (შეესაბამება 150 მგ დიმენჰიდრინატს).
მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები:
1 ან 2 ტაბლეტი ერთ მიღებაზე. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გამეორდეს ყოველ 4-6 საათში.
დაუშვებელია დღეში 8 ტაბლეტზე მეტის მიღება (შეესაბამება 400 მგ დიმენჰიდრინატს).
ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტები:
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.
განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
პირველი მიღება უნდა მოხდეს არანაკლებ ნახევარი საათით ადრე მოგზაურობის დაწყებამდე (უმჯობესია 1 ან 2 საათით ადრე). დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 4 საათი. რეკომენდებულია ტაბლეტების მიღება საკვებთან, წყალთან ან რძესთან ერთად კუჭის გაღიზიანების შესამცირებლად.
თუ სიმპტომები უარესდება ან ნარჩუნდება 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ნორმოსტოპის დოზის გადაჭარბებისას
ნორმოსტოპის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა, დაუყოვნებლივ, მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: გუგების გაფართოებას, სახის სიწითლეს, აგზნებას, ჰალუცინაციებს, ცნობიერების დაბინდვას, კუჭის ან ნაწლავების გაღიზიანებას გულისრევით, ღებინებით და დიარეით, მოძრაობის დარღვევას, კრუნჩხვებს, ცნობიერების ღრმა დათრგუნვას (კომას), რესპირატორული და გულის ფუნქციის მკვეთრ გაუარესებას (კარდიო-რესპირატორული კოლაფსი) და სიკვდილს. სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს დოზის გადაჭარბებიდან 2 საათში.
დოზის გადაჭარბებისას ან პრეპარატის შემთხვევითი გადაყლაპვისას, საჭიროა, დაუყოვნებლივ სამედიცინო ცენტრში მიმართვა ან ტოქსიკოლოგიური ინფორმაციის ცენტრში დარეკვა (ტელ.: +34 915620420) წამლის დასახელებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ნორმოსტოპიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ ვითარდება მკურნალობის დასაწყისში.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები, რომელთა განვითარების სიხშირე დაზუსტებული არ არის, აღინიშნა დიმენჰიდრინატის გამოყენების პერიოდში:
გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, დიარეა, კუჭის ტკივილი;
მადის დაქვეითება და პირის სიმშრალე;
ძილიანობა და სედაცია (დაბუჟება);
თავის ტკივილი, ვერტიგო და თავბრუსხვევა;
ბრონქების სეკრეტის წებოვნების გაზრდა, რაც აძნელებს სუნთქვას;
შარდის შეკავება და იმპოტენცია;
გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება);
გუგების გაფართოება, მხედველობის დაბინდვა და მხედველობის გაორება;
კანის ალერგიული რეაქციები და მზეზე მგრძნობელობა, მზეზე ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ ჭინჭრის ციება, ქავილი და კანის სიწითლე;
ერითროციტებისა და ლეიოკოციტების, სისხლის ფირფიტების რაოდენობის შემცირება სისხლში;
პორფირია (იშვიათი დაავადება, ჩვეულებრივ მემკვიდრეობითი, რომლის დროსაც აღინიშნება დიდი რაოდენობით პორფირინი შარდსა და განავალში);
ჰიპოტენზია (არტერიული წნევის დაქვეითება);
ტაქიკარდია, გულის თრთოლვა და/ან გულის არითმია;
ჰიპერაგზნება შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით, ბავშვებში ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა: უძილობა, ნევროზულობა, ცნობიერების დაბინდვა, ტრემორი, გაღიზიანებადობა, ეიფორია, დელირიუმი, გულის თრთოლვა და მათ შორის, კრუნჩხვები.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის მითითებული აღნიშნულ ანოტაციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი წამლების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: HYPERLINK "https://www.notificaram.es" www.notificaram.es. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ნორმოსტოპის შენახვის წესი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. არასაჭირო პრეპარატი უნდა მოთავსდეს აფთიაქში განთავსებულ გადასამუშავებელ კონტეინერში (SIGREEკონტეინერი ესპანეთში). თუ მომხმარებელი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
ნორმოსტოპი შეიცავს
აქტიური ნივთიერებაა დიმენჰიდრინატი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ-ს.
სხვა (დამხმარე) ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროგენფოსფატის დიჰიდრატი, (კარტოფილის) ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ქინოლონის ყვითელი, ნატრიუმის საქარინი, სილიციუმის დიოქსიდის კოლოიდური ანჰიდრიდი, მაგნიუმის სტეარატი.
პროდუქტის შეფუთვის ფორმა და შემადგენლობა
ნორმოსტოპი წარმოდგენილია ყვითელი, მრგვალი და ბრტყელი ტაბლეტებით, გამყოფი ხაზით ცალ მხარეს. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ დოზად.
შეფუთვაში მოთავსებულია 4 ან 12 ტაბლეტი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Round de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შემოწმების უკანასკნელი თარიღია: 2014 წლის ივლისი
პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ესპანეთის წამლისა და ჯანმრთელობის პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: HYPERLINK "http://www.aemps.es/" http://www.aemps.gob.es/
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


