არტერიული ჰიპერტენზია.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ნებივოლოლი (nebivolol) + ჰიდროქლოროთიაზიდი (hydrochlorothiazide)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ+12.5მგ ტაბლეტი №20 (2X10)
- მწარმოებელი
- AVERSI-RATIONAL LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -SAVA HEALTHCARE LIMITED(ინდოეთი)), საქართველო
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ბეტა ბლოკერები, სელექციური ბეტა ბლოკატორები და თიაზიდები
- ATC კოდი
- C07BB12
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040283
- რეგისტრირებულია
- 20 თებერვალი 2024, მოქმედებს 20 თებერვალი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- AVERSI-RATIONAL LTD (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-რაციონალი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნონბლონ H — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
არტერიული ჰიპერტენზია.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები
პრეპარატი ნონბლონ H ინიშნება პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ კონტროლირდება 5 მგ ნებივოლოლისა და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდის ერთდროულად მიღებისას.
საშუალო სადღეღამისო დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 1 ტაბლეტს (5 მგ/12.5 მგ) ერთჯერ დღეში. ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს დღის განმავლობაში ერთსა და იმავე დროს, საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად, დაუღეჭავად და საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
თირკმლის მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში ნონბლონ H-ის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია, ამიტომ ამ ჯგუფის პაციენტებში ნონბლონ H-ის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ხანდაზმული პაციენტები
65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში, საჭიროებისას შესაძლებელია დოზის გაზრდა 5 მგ-მდე დღეში.
75 წელზე უფროსი ასაკის პირები მკურნალობის პერიოდში უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ამ ასაკობრივ კატეგორიაში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არასაკმარისია.
ბავშვები და მოზარდები
ნონბლონ H-ის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს მონაცემები მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ნებივოლოლის, ჰიდროქლოროთიაზიდის და/ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ.
გულის ქრონიკული უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში; კარდიოგენული შოკი; არტერიული ჰიპოტენზია; სინოატრიალური ბლოკადა; ანგიოსპასტიკური სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდია); ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე 50 დარტყმაზე ნაკლები წთ-ში); სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი; II და III ხარისხის AV ბლოკადა; პერიფერიული სისხლძარღვების მაობლიტირებელი დაავადებები (გარდამავალი კოჭლობის სინდრომი); არანამკურნალები ფეოქრომოციტომა; ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა; ღვიძლის უკმარისობა; ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; ბრონქული ასთმა; დეპრესია; მიასთენია, კუნთების სისუსტე; მეტაბოლური აციდოზი; თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა; პოდაგრის და შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმები; მომატებული მგრძნობელობა სულფონამიდების მიმართ; ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე; ორსულობა;
სიფრთხილის ზომები
ქვემოთ წარმოდგენილი მითითებები და სიფრთხილის ზომები გათვალისწინებული უნდა იქნას როგორც პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ცალკეული კომპონენტის, ასევე კომბინირებული პრეპარატის - ნონბლონ H-ის მიმართაც.
ნებივოლოლი
ანესთეზია: ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების ბლოკადის გაგრძელება ამცირებს არითმიის რისკს შესავალი ნარკოზის და ინტუბაციის დროს. თუ ქირურგიული ოპერაციის მომზადებისას საჭიროა ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების ბლოკადის შეწყვეტა, ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების ანტაგონისტები უნდა მოიხსნას ოპერაციამდე არანაკლებ 24 საათით ადრე.
საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა გარკვეული საანესთეზიო საშუალებების გამოყენებისას, რომლებიც იწვევს მიოკარდიუმის ფუნქციის დათრგუნვას. პაციენტის დაცვა ვაგუსური რეაქციებისგან შეიძლება ატროპინის ინტრავენური შეყვანის გზით.
გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები: გულის შეგუბებითი უკმარისობით დაავადებულ პაციენტებს ნონბლონ H-ის დანიშვნამდე უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი მკურნალობა მდგომარეობის სრულ კომპენსაციამდე.
გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში ბეტა-ადრენერგული ანტაგონისტებით მკურნალობა უნდა შეწყდეს თანდათანობით, ანუ 1-2 კვირის განმავლობაში. თუ საჭიროა სტენოკარდიის გამწვავების თავიდან აცილება, ამავე დროს უნდა იქნას დაწყებული ჩანაცვლებითი თერაპია.
ბეტა-ადრენერგულ ანტაგონისტებს შეუძლია გამოიწვიოს ბრადიკარდია: პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს, თუ გულის შეკუმშვათა სიხშირე მოსვენების მდგომარეობაში ქვეითდება 50-55 დარტყმამდე წთ-ში ან/და პაციენტი გრძნობს ბრადიკარდიის მსგავს სიმპტომებს.
ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების ანტაგონისტები სიფრთხილით გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:
პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევები (რეინოს დაავადება ან სინდრომი, ხანგამოშვებითი კოჭლობა), ამ დარღვევების შესაძლო გამწვავების გამო;
პირველი ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, აგზნების გატარების დროზე ბეტა-ბლოკატორების უარყოფითი ზემოქმედების გამო;
პრინცმეტალის სტენოკარდია კორონარული არტერიების შევიწროების გამო, რომელიც განპირობებულია ალფა-ადრენორეცეპტორების აქტივიზაციით: ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების ანტაგონისტებს შეუძლია გაზარდოს სტენოკარდიის შეტევების სიხშირე და ხანგრძლივობა.
ნებივოლოლის ერთდროულად გამოყენება ვერაპამილისა და დილთიაზემის ტიპის კალციუმის არხების ანტაგონისტებთან, I კლასის ანტიარითმულ პრეპარატებთან და ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან რეკომენდებული არ არის.
ნივთიერებათა ცვლის დარღვევები/ენდოკრინული დარღვევები: ნებივოლოლი არ ახდენს გავლენას გლუკოზის დონეზე დიაბეტის მქონე პაციენტებში, მაგრამ, პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია შეინიღბოს ჰიპოგლიკემიის გარკვეული სიმპტომები (ტაქიკარდია, პალპიტაცია). ბეტა-ადრენობლოკატორები სულფანილშარდოვანას ჯგუფის ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას ზრდის მძიმე ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკს. დიაბეტის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის გულდასმით კონტროლი.
ბეტა-ადრენობლოკატორებს შეუძლია შენიღბოს ტაქიკარდიის სიმპტომები ჰიპერთირეოზის დროს. მკურნალობის მოულოდნელად შეწყვეტამ შეიძლება გააძლიეროს ეს სიმპტომები.
რესპირაციული დაავადებები: სასუნთქი სისტემის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მქონე პაციენტებში ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების ანტაგონისტები გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით, სასუნთქი გზების სპაზმის შესაძლო გაძლიერების გამო.
სხვა: ანამნეზში ფსორიაზის მქონე პაციენტებს ბეტა-ადრენობლოკატორები ენიშნებათ მხოლოდ შესაძლო რისკის და სავარაუდო დადებითი შედეგის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.
ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების ანტაგონისტებს შეუძლია გაზარდის მგრძნობელობა ალერგენების მიმართ და გააძლიეროს ანაფილაქსიური რეაქციების სიმძიმის ხარისხი.
ჰიდროქლოროთიაზიდი
თირკმლის ფუნქციის დარღვევა: თიაზიდური დიურეზულების გამოყენების მაქსიმალური ეფექტის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თირკმლის ფუნქცია არ არის შეცვლილი. თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში თიაზიდების მიღებამ შეიძლება გააძლიეროს აზოტემია. თირკმლის ფუნქციის დარღვევისას შეიძლება გამოვლინდეს მოქმედი ნივთიერების კუმულაციური ეფექტები. თუ თირკმლის პროგრესირებადი უკმარისობა აშკარაა (არაცილოვანი აზოტის ფრაქციის მომატება), საჭიროა დანიშნული თერაპიის გულდასმით გადახედვა და, საჭიროების შემთხვევაში, დიურეზული საშუალების მიღების შეწყვეტა.
მეტაბოლური და ენდოკრინული ეფექტები: თიაზიდების წარმოებულებით მკურნალობისას შეიძლება დაირღვეს ტოლერანტობა გლუკოზის მიმართ. შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის ან პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის შეცვლა. თიაზიდური თერაპიის დროს შესაძლებელია გამოვლინდეს ლატენტური შაქრიანი დიაბეტი.
თიაზიდური რიგის დიურეზულებით მკურნალობასთან დაკავშირებით შეიძლება გაიზარდოს სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონე. ზოგიერთ პაციენტში თიაზიდური დიურეზულებით თერაპიის ფონზე შეიძლება განვითარდეს ჰიპერურიკემია ან/და პოდაგრა.
ელექტროლიტური დარღვევები: როგორც ნებისმიერი დიურეზულით მკურნალობის შემთხვევაში, საჭიროა სისხლის შრატში ელექტროლიტების კონცენტრაციის პერიოდული კონტროლი, დროის გარკვეული ინტერვალების დაცვით.
თიაზიდურ დიურეზულებს, მათ შორის ჰიდროქლოროთიაზიდს, შეუძლია გამოიწვიოს წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები (ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია და ჰიპოქლორემიული ალკალოზი). წყალ-ელექტროლიტური დისბალანსის ნიშნებს წარმოადგენს პირის სიმშრალე, წყურვილი, სისუსტე, ძილიანობა, უხალისობა, მოუსვენრობა, კუნთების ტკივილი ან კრუნჩხვა, კუნთების სისუსტე, არტერიული ჰიპოტენზია, ოლიგურია, ტაქიკარდია და დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა გულისრევა ან ღებინება.
ჰიპოკალიემიის რისკი უფრო მაღალია ღვიძლის ციროზის, მკვეთრად გაძლიერებული დიურეზის, პერორალური ელექტროლიტების არასათანადოდ მიღების შემთხვევაში, ასევე თანმხლები პრეპარატების სახით კორტიკოსტეროიდების ან ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის მიღების შემთხვევაში. QT გახანგრძლივებული ინტერვალის სინდრომის (თანდაყოლილი ან იატროგენური) მქონე პაციენტებში განსაკუთრებით მაღალია ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი. ჰიპოკალიემია აძლიერებს სათითურას გლიკოზიდების კარდიოტოქსიკურობას და გულის არითმიის რისკს. თერაპიის დაწყების პირველი კვირიდან ჰიპოკალიემიის რისკის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში კალიუმის უფრო ხშირი კონტროლი.
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ შეშუპება ცხელ ამინდში, შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერვოლემიური ჰიპონატრიემია. ქლორიდების დეფიციტი ჩვეულებრივ ზომიერად გამოხატულია და არ საჭიროებს მკურნალობას.
თიაზიდურ დიურეზულებს შეუძლია შეამციროს კალციუმის გამოყოფა შარდით და გამოიწვიოს შრატში კალციუმის დონის გარდამავალი და მსუბუქი მომატება კალციუმის მეტაბოლიზმზე გავლენის მქონე გარკვეული დაავადებების არარსებობისას. ჰიპერკალციემია შეიძლება იყოს ფარული ჰიპერპარათირეოზის ნიშანი. თიაზიდური დიურეზულები უნდა მოიხსნას პარაფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევის ჩატარებამდე.
თიაზიდები ზრდის მაგნიუმის გამოყოფას შარდით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპომაგნიემია.
წითელი მგლურა: ცნობილია, რომ თიაზიდური დიურეზულების მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სისტემური წითელი მგლურას გამწვავება ან აქტივიზაცია.
ანტიდოპინგური ტესტი: მოცემული პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ჰიდროქლოროთიაზიდის მიღებისას შესაძლებელია აღინიშნოს ანტიდოპინგური ტესტის ცრუ-დადებითი შედეგი.
სხვა დაავადებები: ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს ანამნეზში ალერგიის ან ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში, ასევე პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ მითითებული დაავადებები.
იშვიათ შემთხვევებში ცნობილია თიაზიდური დიურეზულების მიღებისას ფოტომგრძნობელობის რეაქციების განვითარების შესახებ. თუ თერაპიის დროს ვლინდება ფოტომგრძნობელობის რეაქციები, რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა. თერაპიის განახლების აუცილებლობის შემთხვევაში რეკომენდებულია კანის ღია უბნების დაცვა მზისგან ან ხელოვნური ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.
ცილასთან დაკავშირებული იოდი: თიაზიდებს შეუძლია შეამციროს სისხლის შრატში ცილასთან დაკავშირებული იოდის დონე, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების განვითარების გარეშე.
კანის არამელანომური კიბო
კანის არამელანომური კიბოს (კამკ) [ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა] განვითარების რისკის მომატება აღინიშნა ჰიდროქლოროთიაზიდის ჯამური დოზის გაზრდისას ორ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში, რომლებიც ჩატარდა დანიის ონკოლოგიური ავადმყოფების რეგისტრაციის ეროვნული სისტემის მონაცემთა საფუძველზე. კანის არამელანომური კიბოს განვითარების შესაძლო მექანიზმი შეიძლება იყოს ჰიდროქლოროთიაზიდის ფოტოსენსიბილიზაციის მოქმედება.
პაციენტები, რომლებიც იღებენ ჰიდროქლოროთიაზიდს, უნდა იყვნენ ინფორმირებულნი კანის არამელანომური კიბოს განვითარების რისკის არსებობის შესახებ, ასევე აღნიშნულმა პაციენტებმა რეგულარულად უნდა შეამოწმონ კანი ახალი დაზიანებების გამოვლენის თვალსაზრისით და დროულად შეატყობინონ კანის პათოლოგიური ცვლილებების ნებისმიერი საეჭვო კერების შესახებ. კანის კიბოს გამოვლენის რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია ისეთი შესაძლო პროფილაქტიკური ზომების შესახებ, როგორიცაა მზის სხივის ზემოქმედების და ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების შეზღუდვა, ასევე სათანადო დაცვის გამოყენების შესახებ ასეთი ზემოქმედების შემთხვევაში. კანის პათოლოგიური ცვლილებების საეჭვო კერები დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოკვლეული, მათ შორის ბიოფსიით მიღებული ნიმუშების ჰისტოლოგიური კვლევების გამოყენებით. ასევე, შეიძლება საჭირო გახდეს გადაიხედოს ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ კანის არამელანომური კიბო.
ქორიოიდური ექსუდატი, მწვავე მიოპია და მეორადი დახურულკუთხოვანი გლაუკომა:
სულფანილამიდს ან სულფანილამიდის წარმოებულებს შეუძლია გამოიწვიოს იდიოსინკრაზიული რეაქცია, რომელიც იწვევს ქორიოიდულ ექსუდატს მხედველობის არის დეფექტით, გარდამავალ მიოპიას და მწვავე დახურულკუთხოვან გლაუკომას. სიმპტომები ითვალისწინებს მხედველობის სიმკვეთრის მწვავე დაქვეითებას ან თვალების ტკივილს, რაც, როგორც წესი, ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე საათის ან კვირის განმავლობაში. მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის არაკუპირებული შეტევა შეიძლება იწვევდეს მხედველობის დაკარგვას. პირველადი ზომის სახით რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეწყდეს სამკურნალო საშუალების მიღება. თუ თვალშიდა წნევის კონტროლი არ ხდება, შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო თერაპიული ან ქირურგიული მკურნალობა. მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარების რისკის ფაქტორი შეიძლება იყოს ანამნეზში ალერგიის არსებობა სულფონამიდების ან პენიცილინების მიმართ.
მწვავე რესპირატორული ტოქსიკურობა
ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების შემდეგ ცნობილია მწვავე რესპირატორული ტოქსიკურობის ძალიან იშვიათი მძიმე შემთხვევების, მათ შორის მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომის (მრდს) შესახებ. ფილტვების შეშუპება ჩვეულებრივ ვითარდება ჰიდროქლოროთიაზიდის მიღებიდან რამდენიმე წუთის ან საათის განმავლობაში. დაავადების საწყისი სიმპტომებია ქოშინი, ცხელება, ფილტვების მდგომარეობის გაუარესება და არტერიული ჰიპოტენზია. მწვავე რესპირატორულ დისტრეს-სინდრომზე ეჭვის არსებობისას პრეპარატი ნონბლონ H უნდა მოიხსნას და ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა. ჰიდროქლოროთიაზიდი არ უნდა დაენიშნოთ პაციენტებს, რომლებმაც ადრე გადაიტანეს მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების შემდეგ.
ნონბლონ H შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე პრეპარატის გავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატის მიღებამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს თავბრუ და დაღლილობის შეგრძნება, ამიტომ პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ნონბლონ H-ს, საჭიროა თავი შეიკავონ პოტენციურად სახიფათო მოქმედებების შესრულებისგან.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის დროს ნონბლონ H-ის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ბეტა-ადრენობლოკატორების უმეტესობა და ჰიდროქლოროთიაზიდი აღწევს დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში ნონბლონ H-ის გამოყენების აუცილებლობისას დგება საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.
გვერდითი მოვლენები
ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, დაღლილობის შეგრძნება, პარესთეზიები, დეპრესია, ყურადღების კონცენტრირების უნარის დაქვეითება, ძილიანობა ან უძილობა, იშვიათად – კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ქოშინი, შეშუპება, გულის უკმარისობა, AV ბლოკადა, გულის რითმის დარღვევა, რეინოს სინდრომი, კარდიალგია;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, დიარეა, პირის სიმშრალე, უმადობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, პანკრეატიტი, სიყვითლე, ქოლესტაზი;
სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი (მათ შორის ანამნეზში ფილტვების ობსტრუქციული დაავადების არარსებობის შემთხვევაშიც);
ალერგიული რეაქციები: ანაფილაქსია, ნეკროზული ვასკულიტი, ურტიკარია, პურპურა, ერითემატოზული გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება;
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპოკალემია, ჰოპომაგნემია, ჰიპონატრემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი, ჰიპერურიკემია, ჰიპერკალცემია;
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია;
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: თირკმლის უკმარისობა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ინტერსტიციული ნეფრიტი, პოტენციის დაქვეითება;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ჰემოლიზი, ჰიპოპლასტური ანემია, აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია;
დერმატოლოგიური რეაქციები: პოლიმორფული ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ექსფოლიაციური დერმატიტი (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);
სხვა: ჰიპერჰიდროზი, რინიტი, მხედველობის დარღვევა, თვალის ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ქსანტოფსია, კუნთების სპაზმი, ცხელება, ფსორიაზის გამწვავება, რესპირატორული დისტრეს-სინდრომი (პნევმონიტი და ფილტვების არაკარდიოგენული შეშუპება), ალოპეცია, ფოტოდერმატოზი.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ჭარბი დოზა
არტერიული ჰიპოტენზია, გულისრევა, ღებინება, ციანოზი, სინუსური ბრადიკარდია, AV ბლოკადა, გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი, გულის გაჩერება, გონების დაკარგვა, კომა, ბრონქოსპაზმი, პირის სიმშრალე, სისუსტე, ძილიანობა, ოლიგურია.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის, საფაღარათო საშუალებების მიღება, საჭიროებისას - ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია და ასევე ატროპინის (ბრადიკარდიის და მომატებული ვაგოტონიის დროს), პლაზმის ან პლაზმის შემცვლელების, კატექოლამინების ინტრავენური შეყვანა. ბეტა-ადრენომაბლოკირებელი მოქმედების კუპირებისთვის გამოიყენება იზოპრენალინის ჰიდროქლორიდი (ნელა, ინტრავენურად, დასაწყისისთვის 5 მკგ/წთ-ში სასურველი ეფექტის მიღწევამდე), დობუტამინი (საწყისი დოზით 2.5 მკგ/წთ-ში); ეფექტის არარსებობისას - გლუკაგონი (ი/ვ 50-100 მკგ/კგ, განმეორებით 1 სთ-ის შემდეგ – 70 მკგ/კგ სთ-ში ინფუზურად). AV ბლოკადის დროს ნაჩვენებია ტრანსვენოზური სტიმულაცია. ბრონქოსპაზმის დროს ინიშნება β2-ადრენორეცეპტორების სტიმულატორები ი/ვ, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის დროს - ლიდოკაინი (IA კლასის ანტიარითმიული პრეპარატები არ გამოიყენება), კრუნჩხვების დროს – დიაზეპამი ი/ვ.
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
ნებივოლოლის ჰიდროქლორიდს, 5 მგ ნებივოლოლის ეკვივალენტურს; ჰიდროქლოროთიაზიდს - 12.5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, ჰიპრომელოზა, პოლისორბატი 80, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის:
I კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, ციბენზოლინი, ფლეკაინიდი, დიზოპირამიდი, ლიდოკაინი, მექსილეთინი, პროპაფენონი): შეიძლება გაძლიერდეს მოქმედება ატრიოვენტრიკულურ გამტარობაზე და უარყოფითი ინოტროპული ეფექტი.
კალციუმის არხების ბლოკატორები (ვერაპამილი ან დილთიაზემი): ნეგატიური გავლენა კუმშვადობაზე და ატრიოვენტრიკულურ გამტარობაზე. ვერაპამილის ინტრავენურმა შეყვანამ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბეტა-ადრენობლოკატორებს, შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული არტერიული ჰიპოტონია და ატრიოვენტრიკულური ბლოკადა.
ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიური პრეპარატები (კლონიდინი, გუანფაცინი, მოქსონიდინი, მეთილდოპა, რილმენიდინი): ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება დაამძიმოს გულის უკმარისობა ცენტრალური სიმპათიკური ნერვული სისტემის ტონუსის დაქვეითების გამო (გულის შეკუმშვათა სიხშირის და დარტყმითი მოცულობის შემცირება, ვაზოდილატაცია). მიღების მკვეთრად შეწყვეტისას, განსაკუთრებით ბეტა-ადრენობლოკატორებით თერაპიის დასრულების წინ, შეიძლება გაიზარდოს არტერიული წნევის მომატების რისკი (მოხსნის სინდრომი).
ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე:
III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (ამიოდარონი): შესაძლებელია ატრიოვენტრიკულურ გამტარობაზე მოქმედების გაძლიერება.
საანესთეზიო საშუალებები: ბეტა-ადრენობლოკატორების და საანესთეზიო საშუალებების ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება დათრგუნოს რეფლექტორული ტაქიკარდია და გაზარდოს არტერიული ჰიპოთენზიის რისკი. არ შეიძლება ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობის მკვეთრად შეწყვეტა. ანესთეზიოლოგი უნდა იყოს ინფორმირებული, რომ პაციენტი იღებს ნებივოლოლს.
ინსულინი და პერორალური დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები: მიუხედავად იმისა, რომ ნებივოლოლი არ მოქმედებს გლუკოზის დონეზე, ერთობლივად გამოყენებისას შესაძლებელია შეინიღბოს ჰიპოგლიკემიის გარკვეული სიმპტომები (ტაქიკარდია, პალპიტაცია). ბეტა-ადრენობლოკატორების და სულფანილშარდოვანას ჯგუფის ანტიდიაბეტური პრეპარატების (გლიქვიდონი, გლიკლაზიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, გლიმეპირიდი, ტოლბუტამიდი) ერთდროული მიღებისას იზრდება მძიმე ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი.
ბაკლოფენი (მიორელაქსანტი), ამიფოსტინი (დამხმარე საშუალება სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობისას): ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ჰიპოტენზიური ეფექტი, ამიტომ, საჭიროა ჰიპოტენზიური პრეპარატის დოზის შესაბამისად კორექტირება.
ერთდროულად გამოყენებისას გასათვალისწინებელი კომბინაციები:
სათითურას ჯგუფის გლიკოზიდები: ერთდროულად მიღებისას შესაძლებელია ატრიოვენტრიკულური გამტარობის შენელება. თუმცა, ნებივოლოლის გამოყენებით ჩატარებული კლინიკური კვლევებისას აღნიშნული ურთიერთქმედების ნიშნები არ გამოვლენილა. ნებივოლოლი არ მოქმედებს დიგოქსინის ფარმაკოკინეტიკაზე.
დიჰიდროპირიდინის წარმოებული კალციუმის არხების ბლოკატორები (როგორიცაა ამლოდიპინი, ფელოდიპინი, ლაციდიპინი, ნიფედიპინი, ნიკარდიპინი, ნიმოდიპინი, ნიტრენდიპინი): ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს არტერიული ჰიპოტონიის რისკი. გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ შეიძლება გამოირიცხოს პარკუჭების ტუმბოს ფუნქციის შემდგომი შესუსტების რისკის გაზრდა.
ანტიფსიქოზური საშუალებები, ანტიდეპრესანტები და სედაციური საშუალებები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბარბიტურატები და ფენოთიაზინის წარმოებულები): ერთდროულად გამოყენებისას ბეტა-ადრენობლოკატორების ჰიპოტენზიური მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ადიტიური ეფექტის პრინციპით.
სიმპათომიმეტური საშუალებები: ერთდროულად მიღებისას შეიძლება მოახდინოს ბეტა-ადრენობლოკატორების საწინააღმდეგო მოქმედება. ბეტა-ადრენერგული ეფექტის მქონე მოქმედ ნივთიერებებს შეუძლია გამოიწვიოს სიმპათომიმეტიკების შეუფერხებელი ალფა-ადრენერგული მოქმედება, როგორც ალფა-, ასევე ბეტა-ადრენერგული ეფექტების გამოვლენით (არტერიული ჰიპერტონიის, მძიმე ბრადიკარდიის და გულის ბლოკადის განვითარების საშიშროება).
ჰიდროქლოროთიაზიდი
ჰიდროქლოროთიაზიდთან დაკავშირებული პოტენციური ურთიერთქმედება:
ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის შემდეგ პრეპარატებთან:
ლითიუმის პრეპარატები: თიაზიდები ამცირებს ლითიუმის თირკმლისმიერ კლირენსს, აღნიშნულის შედეგად ჰიდროქლოროთიაზიდთან ერთდროულად გამოყენება იწვევს ლითიუმით ინტოქსიკაციის რისკის გაზრდას. აღნიშნული კომბინაციის აუცილებლობის შემთხვევაში რეკომენდებულია პლაზმაში ლითიუმის შემცველობის გულდასმით მონიტორინგი.
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენს კალიუმის დონეზე: ჰიპოკალიემიის რისკი იზრდება ჰიდროქლოროთიაზიდის ერთდროულად მიღებისას ისეთ პრეპარატებთან, როგორიცაა კალიურეზული დიურეზული საშუალებები, საფაღარათო საშუალებები, გლუკოკორტიკოსტეროიდები, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი, ამფოტერიცინი, კარბენოქსოლონი, პენიცილინ G ნატრიუმის მარილი და სალიცილის მჟავას წარმოებულები.
პრეპარატები, რომლებიც საჭიროებს სიფრთხილის ზომების დაცვას ერთდროულად გამოყენებისას
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს): აასს-ს (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავას (>3 გ/დღე-ღამეში), ცოგ-2-ის ინჰიბიტორებს და არასელექციურ აასს-ს) შეუძლია შეამციროს თიაზიდური დიურეზული საშუალებების ჰიპოტენზიური ეფექტი.
კალციუმის მარილები: თიაზიდური დიურეზული საშუალებები იწვევს კალციუმის გამოყოფის შემცირებას და შრატში მისი დონის მომატებას. კალციუმის პრეპარატების მიღებისას საჭიროა შრატში კალციუმის კონცენტრაციის კონტროლი და მისაღები კალციუმის დოზის სათანადოდ შერჩევა.
სათითურას გლიკოზიდები: თიაზიდებით მკურნალობის ფონზე განვითარებული ჰიპოკალიემია ან ჰიპომაგნიემია ზრდის სათითურას პრეპარატებით გამოწვეული არითმიების განვითარების რისკს.
სამკურნალო საშუალებები, რომელთა მოქმედებაზე გავლენას ახდენს შრატში კალიუმის შემცველობის ცვლილებები: შრატში კალიუმის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი და ეკგ რეკომენდებულია პრეპარატ ნონბლონ H-ის და ისეთი პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას, რომელთა ეფექტიანობაზე გავლენას ახდენს შრატში კალიუმის კონცენტრაციის ცვლილება (მაგალითად, სათითურას გლიკოზიდები და ანტიარითმიული პრეპარატები), ასევე პირუეტული ტაქიკარდიის (პარკუჭოვანი ტაქიკარდიის) გამომწვევ პრეპარატებთან, მათ შორის ზოგიერთ ანტიარითმიულ პრეპარატთან ერთდროულად გამოყენებისას. ჰიპოკალიემია წარმოადგენს პირუეტული ტაქიკარდიის (პარკუჭოვანი ტაქიკარდიის) განვითარების გამომწვევ ფაქტორს:
I კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (მაგ. ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი).
III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (მაგ. ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი).
ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება (მაგ. თიორიდაზინი, ქლორპრომაზინი, ლევომეპრომაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ციამემაზინი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ამისულპრიდი, თიაპრიდი, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი).
სხვა პრეპარატები (მაგ. ბეპრიდილი, ციზაპრიდი, დიფემანილი, ინტრავენური ერითრომიცინი, გალოფანტრინი, მიზოლასტინი, პენტამიდინი, სპარფლოქსაცინი, ტერფენადინი, ინტრავენური ვინკამინი).
ჩონჩხის კუნთების არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტები:
ერთდროული გამოყენების შემთხვევაში ჰიდროქლოროთიაზიდი აძლიერებს არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტების მოქმედებას და ზრდის მგრძნობელობას ტუბოკურარინის მიმართ.
ინსულინი და პერორალური დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები: ერთდროული გამოყენებისას ჰიდროქლოროთიაზიდი ამცირებს ჰიპოგლიკემიური პრეპარატების ეფექტურობას. შესაძლებელია საჭირო გახდეს დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატის დოზის კორექცია.
მეტფორმინი: მეტფორმინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის ფუნქციური უკმარისობით გამოწვეული ლაქტოაციდოზის განვითარების რისკის გამო, რომელიც ზოგჯერ ვლინდება ჰიდროქლოროთიაზიდის მიღებისას.
ბეტა-ადრენობლოკატორები და დიაზოქსიდი: ბეტა-ადრენობლოკატორების, გარდა ნებივოლოლისა და დიაზოქსიდისა, ჰიპერგლიკემიური ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს თიაზიდების მიღებით.
პრესორული ამინები (მაგ. ნორადრენალინი): პრესორული ამინების ეფექტი შეიძლება დაქვეითდეს.
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ (პრობენეციდი, სულფინპირაზონი და ალოპურინოლი): ვინაიდან ჰიდროქლოროთიაზიდს შეუძლია გაზარდოს სისხლის შრატში შარდმჟავას დონე, შეიძლება საჭირო გახდეს ურიკოზურიული პრეპარატების დოზის შეცვლა. შეიძლება საჭირო გახდეს პრობენეციდის ან სულფინპირაზონის დოზის გაზრდა. ალოპურინოლის თიაზიდური რიგის დიურეზულებთან ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გახშირდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ალოპურინოლზე.
ამანტადინი: თიაზიდური რიგის პრეპარატების გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ამანტადინით გამოწვეული გვერდითი მოქმედების განვითარების რისკი.
სალიცილატები: სალიცილატების დიდი დოზების მიღების შემთხვევაში ჰიდროქლოროთიაზიდმა შესაძლებელია გამოიწვიოს სალიცილატების ტოქსიკური მოქმედების გაძლიერება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
ციკლოსპორინი: ციკლოსპორინის ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ჰიპერურიკემიის და პოდაგრის მსგავსი გართულებების რისკი.
იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებები: დიურეზულებით გამოწვეული დეჰიდრატაციის შემთხვევაში არსებობს თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკი, განსაკუთრებით, თუ გამოიყენება იოდის პრეპარატების დიდი დოზები. მათი გამოყენების წინ საჭიროა რეჰიდრატაციის ჩატარება.
პოტენციური ურთიერთქმედება, დაკავშირებული როგორც ნებივოლოლთან, ასევე ჰიდროქლოროთიაზიდთან:
საყურადღებო კომბინაციები:
სხვა ჰიპოტენზიური პრეპარატები: სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან კომბინაციაში გამოყენებისას არსებობს დამატებითი ჰიპოტენზიური ეფექტების განვითარების რისკი.
ანტიფსიქოზური საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბარბიტურატები, სანარკოზე საშუალებები და ალკოჰოლი: პრეპარატ ნონბლონ H-ის და ამ სამკურნალო საშუალებების ერთროულად გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ჰიპოტენზიური ეფექტი ან/და გამოიწვიოს პოსტურალური ჰიპოტენზია.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება
ნებივოლოლი
ვინაიდან ნებივოლოლის მეტაბოლიზმის პროცესში ჩართულია ციტოქრომ CYP2D6-ის იზოფერმენტი, ამ ფერმენტის დამთრგუნველ პრეპარატებთან, კერძოდ პაროქსეტინთან, ფლუოქსეტინთან, თიორიდაზინთან და ქინიდინთან ერთდროულად გამოყენება ზრდის პლაზმაში ნებივოლოლის დონეს და შესაბამისად, ზრდის გამოხატული ბრადიკარდიის და სხვა გვერდითი მოქმედების გამოვლენის რისკს.
ციმეტიდინთან ერთდროულად გამოყენებისას იზრდებოდა პლაზმაში ნებივოლოლის დონე კლინიკური ეფექტის შეცვლის გარეშე. რანიტიდინთან ერთდროულად გამოყენება არ ახდენდა გავლენას ნებივოლოლის ფარმაკოკინეტიკაზე.
თუ ნებივოლოლი ჭამის დროს მიიღება, ხოლო ანტაციდი - საკვების მიღებებს შორის, ორივე პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს ერთდროულად.
ნებივოლოლის ნიკარდიპინთან ერთად გამოყენებისას უმნიშვნელოდ იზრდება პლაზმაში ორივე სუბსტანციის შემცველობა, კლინიკური ეფექტის შეცვლის გარეშე.
ერთდროულად გამოყენება ალკოჰოლთან, ფუროსემიდთან ან ჰიდროქლორთიაზიდთან არ ახდენდა გავლენას ნებივოლოლის ფარმაკოკინეტიკაზე.
ნებივოლოლი არ ახდენს გავლენას ვარფარინის ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკაზე.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ქოლესტირამინი და კოლესტიპოლი იწვევს ჰიდროქლოროთიაზიდის შეწოვის დარღვევას.
ჰიდროქლოროთიაზიდის ციტოტოქსიურ პრეპარატებთან (მაგ. ციკლოფოსფამიდი, ფტორურაცილი, მეტოტრექსატი) ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს ტოქსიკური მოქმედება ძვლის ტვინზე (განსაკუთრებით, გრანულოციტოპენიის განვითარება).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ნონბლონ H
NONBLON Н
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ნებივოლოლი, ჰიდროქლოროთიაზიდი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე ტაბლეტები ცალ მხარეს ჭდით;
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
ნებივოლოლის ჰიდროქლორიდს, 5 მგ ნებივოლოლის ეკვივალენტურს; ჰიდროქლოროთიაზიდს - 12.5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, ჰიპრომელოზა, პოლისორბატი 80, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სელექციური ბეტა-ადრენობლოკატორები და თიაზიდები. ნებივოლოლი და თიაზიდები კომბინაციაში. ათქ-კოდი: C07BB12.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნონბლონ H წარმოადგენს კარდიოსელექციური ბეტა-ბლოკატორის - ნებივოლოლის და დიურეზული საშუალების, ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციას.
ნებივოლოლი წარმოადგენს რაცემატს, რომელიც შედგება ორი ენანთიომერისგან: D-ნებივოლოლისა (SRRR-ნებივოლოლი) და L-ნებივოლოლისგან (RSSS-ნებივოლოლი), რომელთაგან თითოეულს გააჩნია განსაკუთრებული თვისებები.
D-ნებივოლოლი არის β1-ადრენორეცეპტორების კონკურენტული და მაღალსელექციური ბლოკატორი. L-ნებივოლოლი ახდენს ენდოთელური რელაქსაციური ფაქტორის (NO) სისხლძარღვთა ენდოთელიუმიდან გამოთავისუფლების მოდულაციას (L-არგინინის მონაწილეობით), რაც განაპირობებს ვაზოდილატაციურ მოქმედებას.
ნებივოლოლს გააჩნია ჰიპოტენზიური, ანტიანგინალური და ანტიარითმიული მოქმედება. ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს და არტერიულ წნევას მოსვენებისა და დატვირთვის მდგომარეობაში. ჰიპოტენზიური ეფექტი განპირობებულია საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობისა და მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირებით, რენინის წარმოქმნის დაქვეითებით, ბარორეცეპტორების მგრძნობელობის ნაწილობრივი დაქვეითებით. პრეპარატი ამცირებს მარცხენა პარკუჭის საბოლოო დიასტოლურ წნევას, აუმჯობესებს გულის დიასტოლურ ფუნქციას, ზრდის გულის დარტყმით მოცულობასა და განდევნის ფრაქციას, აქვეითებს მიოკარდიუმის მოთხოვნილებას ჟანგბადზე.
ჰიდროქლოროთიაზიდი თიაზიდური დიურეზული საშუალებაა. არღვევს ნატრიუმისა და ქლორის იონების და წყლის რეაბსორბციას ნეფრონის დისტალურ მილაკებში, ზრდის კალიუმის, მაგნიუმისა და ბიკარბონატების გამოყოფას, ორგანიზმში აკავებს კალციუმის იონებს. იგი ხელს უწყობს მომატებული არტერიული წნევის დაქვეითებას.
ფარმაკოკინეტიკა:
ნებივოლოლი: პერორალური მიღების შემდეგ ორივე ენანთიომერი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის აბსორბციაზე. მეტაბოლიზდება აქტიური ჰიდროქსიმეტაბოლიტების წარმოქმნით.
ორივე ენანთიომერი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, უპირატესად ალბუმინს. პლაზმის ცილებთან შეკავშირება D-ნებივოლოლისთვის შეადგენს 98.1%-ს, ხოლო L-ნებივოლოლისთვის - 97.9%-ს.
მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ დოზის 38% გამოიყოფა თირკმლებით (უცვლელად დარჩენილი აქტიური ნივთიერების რაოდენობა 0.5%-ზე ნაკლებია), ხოლო 48% – ნაწლავებით.
ჰიდროქლოროთიაზიდი: პერორალური მიღების შემდეგ დოზის 60-80% აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. Cmax პლაზმაში მიიღწევა 1.5-3 სთ-ში. ჰიდროქლოროთიაზიდი გროვდება ერითროციტებში. გამოყოფის ფაზაში მისი კონცენტრაცია ერითროციტებში 3-9-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე პლაზმაში. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 40-70%-ს.
ჰიდროქლოროთიაზიდი მეტაბოლიზდება ძალიან მცირე რაოდენობით.
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში გამოყოფა ხორციელდება მხოლოდ თირკმლების საშუალებით. მთლიანობაში მიღებული დოზის 50-75% გამოიყოფა შარდით, უცვლელი სახით.
ჩვენება:
არტერიული ჰიპერტენზია.
მიღების წესი და დოზირება:
დოზირება
მოზრდილები
პრეპარატი ნონბლონ H ინიშნება პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ კონტროლირდება 5 მგ ნებივოლოლისა და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდის ერთდროულად მიღებისას.
საშუალო სადღეღამისო დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 1 ტაბლეტს (5 მგ/12.5 მგ) ერთჯერ დღეში. ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს დღის განმავლობაში ერთსა და იმავე დროს, საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად, დაუღეჭავად და საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
თირკმლის მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში ნონბლონ H-ის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია, ამიტომ ამ ჯგუფის პაციენტებში ნონბლონ H-ის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ხანდაზმული პაციენტები
65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში, საჭიროებისას შესაძლებელია დოზის გაზრდა 5 მგ-მდე დღეში.
75 წელზე უფროსი ასაკის პირები მკურნალობის პერიოდში უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ამ ასაკობრივ კატეგორიაში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არასაკმარისია.
ბავშვები და მოზარდები
ნონბლონ H-ის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს მონაცემები მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ.
გვერდითი მოვლენები:
ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, დაღლილობის შეგრძნება, პარესთეზიები, დეპრესია, ყურადღების კონცენტრირების უნარის დაქვეითება, ძილიანობა ან უძილობა, იშვიათად – კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ქოშინი, შეშუპება, გულის უკმარისობა, AV ბლოკადა, გულის რითმის დარღვევა, რეინოს სინდრომი, კარდიალგია;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, დიარეა, პირის სიმშრალე, უმადობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, პანკრეატიტი, სიყვითლე, ქოლესტაზი;
სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი (მათ შორის ანამნეზში ფილტვების ობსტრუქციული დაავადების არარსებობის შემთხვევაშიც);
ალერგიული რეაქციები: ანაფილაქსია, ნეკროზული ვასკულიტი, ურტიკარია, პურპურა, ერითემატოზული გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება;
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპოკალემია, ჰოპომაგნემია, ჰიპონატრემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი, ჰიპერურიკემია, ჰიპერკალცემია;
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია;
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: თირკმლის უკმარისობა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ინტერსტიციული ნეფრიტი, პოტენციის დაქვეითება;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ჰემოლიზი, ჰიპოპლასტური ანემია, აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია;
დერმატოლოგიური რეაქციები: პოლიმორფული ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ექსფოლიაციური დერმატიტი (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);
სხვა: ჰიპერჰიდროზი, რინიტი, მხედველობის დარღვევა, თვალის ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ქსანტოფსია, კუნთების სპაზმი, ცხელება, ფსორიაზის გამწვავება, რესპირატორული დისტრეს-სინდრომი (პნევმონიტი და ფილტვების არაკარდიოგენული შეშუპება), ალოპეცია, ფოტოდერმატოზი.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ნებივოლოლის, ჰიდროქლოროთიაზიდის და/ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ.
გულის ქრონიკული უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში; კარდიოგენული შოკი; არტერიული ჰიპოტენზია; სინოატრიალური ბლოკადა; ანგიოსპასტიკური სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდია); ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე 50 დარტყმაზე ნაკლები წთ-ში); სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი; II და III ხარისხის AV ბლოკადა; პერიფერიული სისხლძარღვების მაობლიტირებელი დაავადებები (გარდამავალი კოჭლობის სინდრომი); არანამკურნალები ფეოქრომოციტომა; ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა; ღვიძლის უკმარისობა; ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; ბრონქული ასთმა; დეპრესია; მიასთენია, კუნთების სისუსტე; მეტაბოლური აციდოზი; თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა; პოდაგრის და შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმები; მომატებული მგრძნობელობა სულფონამიდების მიმართ; ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე; ორსულობა;
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება
ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის:
I კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, ციბენზოლინი, ფლეკაინიდი, დიზოპირამიდი, ლიდოკაინი, მექსილეთინი, პროპაფენონი): შეიძლება გაძლიერდეს მოქმედება ატრიოვენტრიკულურ გამტარობაზე და უარყოფითი ინოტროპული ეფექტი.
კალციუმის არხების ბლოკატორები (ვერაპამილი ან დილთიაზემი): ნეგატიური გავლენა კუმშვადობაზე და ატრიოვენტრიკულურ გამტარობაზე. ვერაპამილის ინტრავენურმა შეყვანამ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბეტა-ადრენობლოკატორებს, შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული არტერიული ჰიპოტონია და ატრიოვენტრიკულური ბლოკადა.
ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიური პრეპარატები (კლონიდინი, გუანფაცინი, მოქსონიდინი, მეთილდოპა, რილმენიდინი): ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება დაამძიმოს გულის უკმარისობა ცენტრალური სიმპათიკური ნერვული სისტემის ტონუსის დაქვეითების გამო (გულის შეკუმშვათა სიხშირის და დარტყმითი მოცულობის შემცირება, ვაზოდილატაცია). მიღების მკვეთრად შეწყვეტისას, განსაკუთრებით ბეტა-ადრენობლოკატორებით თერაპიის დასრულების წინ, შეიძლება გაიზარდოს არტერიული წნევის მომატების რისკი (მოხსნის სინდრომი).
ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე:
III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (ამიოდარონი): შესაძლებელია ატრიოვენტრიკულურ გამტარობაზე მოქმედების გაძლიერება.
საანესთეზიო საშუალებები: ბეტა-ადრენობლოკატორების და საანესთეზიო საშუალებების ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება დათრგუნოს რეფლექტორული ტაქიკარდია და გაზარდოს არტერიული ჰიპოთენზიის რისკი. არ შეიძლება ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობის მკვეთრად შეწყვეტა. ანესთეზიოლოგი უნდა იყოს ინფორმირებული, რომ პაციენტი იღებს ნებივოლოლს.
ინსულინი და პერორალური დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები: მიუხედავად იმისა, რომ ნებივოლოლი არ მოქმედებს გლუკოზის დონეზე, ერთობლივად გამოყენებისას შესაძლებელია შეინიღბოს ჰიპოგლიკემიის გარკვეული სიმპტომები (ტაქიკარდია, პალპიტაცია). ბეტა-ადრენობლოკატორების და სულფანილშარდოვანას ჯგუფის ანტიდიაბეტური პრეპარატების (გლიქვიდონი, გლიკლაზიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, გლიმეპირიდი, ტოლბუტამიდი) ერთდროული მიღებისას იზრდება მძიმე ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი.
ბაკლოფენი (მიორელაქსანტი), ამიფოსტინი (დამხმარე საშუალება სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობისას): ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ჰიპოტენზიური ეფექტი, ამიტომ, საჭიროა ჰიპოტენზიური პრეპარატის დოზის შესაბამისად კორექტირება.
ერთდროულად გამოყენებისას გასათვალისწინებელი კომბინაციები:
სათითურას ჯგუფის გლიკოზიდები: ერთდროულად მიღებისას შესაძლებელია ატრიოვენტრიკულური გამტარობის შენელება. თუმცა, ნებივოლოლის გამოყენებით ჩატარებული კლინიკური კვლევებისას აღნიშნული ურთიერთქმედების ნიშნები არ გამოვლენილა. ნებივოლოლი არ მოქმედებს დიგოქსინის ფარმაკოკინეტიკაზე.
დიჰიდროპირიდინის წარმოებული კალციუმის არხების ბლოკატორები (როგორიცაა ამლოდიპინი, ფელოდიპინი, ლაციდიპინი, ნიფედიპინი, ნიკარდიპინი, ნიმოდიპინი, ნიტრენდიპინი): ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს არტერიული ჰიპოტონიის რისკი. გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ შეიძლება გამოირიცხოს პარკუჭების ტუმბოს ფუნქციის შემდგომი შესუსტების რისკის გაზრდა.
ანტიფსიქოზური საშუალებები, ანტიდეპრესანტები და სედაციური საშუალებები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბარბიტურატები და ფენოთიაზინის წარმოებულები): ერთდროულად გამოყენებისას ბეტა-ადრენობლოკატორების ჰიპოტენზიური მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ადიტიური ეფექტის პრინციპით.
სიმპათომიმეტური საშუალებები: ერთდროულად მიღებისას შეიძლება მოახდინოს ბეტა-ადრენობლოკატორების საწინააღმდეგო მოქმედება. ბეტა-ადრენერგული ეფექტის მქონე მოქმედ ნივთიერებებს შეუძლია გამოიწვიოს სიმპათომიმეტიკების შეუფერხებელი ალფა-ადრენერგული მოქმედება, როგორც ალფა-, ასევე ბეტა-ადრენერგული ეფექტების გამოვლენით (არტერიული ჰიპერტონიის, მძიმე ბრადიკარდიის და გულის ბლოკადის განვითარების საშიშროება).
ჰიდროქლოროთიაზიდი
ჰიდროქლოროთიაზიდთან დაკავშირებული პოტენციური ურთიერთქმედება:
ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის შემდეგ პრეპარატებთან:
ლითიუმის პრეპარატები: თიაზიდები ამცირებს ლითიუმის თირკმლისმიერ კლირენსს, აღნიშნულის შედეგად ჰიდროქლოროთიაზიდთან ერთდროულად გამოყენება იწვევს ლითიუმით ინტოქსიკაციის რისკის გაზრდას. აღნიშნული კომბინაციის აუცილებლობის შემთხვევაში რეკომენდებულია პლაზმაში ლითიუმის შემცველობის გულდასმით მონიტორინგი.
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენს კალიუმის დონეზე: ჰიპოკალიემიის რისკი იზრდება ჰიდროქლოროთიაზიდის ერთდროულად მიღებისას ისეთ პრეპარატებთან, როგორიცაა კალიურეზული დიურეზული საშუალებები, საფაღარათო საშუალებები, გლუკოკორტიკოსტეროიდები, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი, ამფოტერიცინი, კარბენოქსოლონი, პენიცილინ G ნატრიუმის მარილი და სალიცილის მჟავას წარმოებულები.
პრეპარატები, რომლებიც საჭიროებს სიფრთხილის ზომების დაცვას ერთდროულად გამოყენებისას
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს): აასს-ს (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავას (>3 გ/დღე-ღამეში), ცოგ-2-ის ინჰიბიტორებს და არასელექციურ აასს-ს) შეუძლია შეამციროს თიაზიდური დიურეზული საშუალებების ჰიპოტენზიური ეფექტი.
კალციუმის მარილები: თიაზიდური დიურეზული საშუალებები იწვევს კალციუმის გამოყოფის შემცირებას და შრატში მისი დონის მომატებას. კალციუმის პრეპარატების მიღებისას საჭიროა შრატში კალციუმის კონცენტრაციის კონტროლი და მისაღები კალციუმის დოზის სათანადოდ შერჩევა.
სათითურას გლიკოზიდები: თიაზიდებით მკურნალობის ფონზე განვითარებული ჰიპოკალიემია ან ჰიპომაგნიემია ზრდის სათითურას პრეპარატებით გამოწვეული არითმიების განვითარების რისკს.
სამკურნალო საშუალებები, რომელთა მოქმედებაზე გავლენას ახდენს შრატში კალიუმის შემცველობის ცვლილებები: შრატში კალიუმის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი და ეკგ რეკომენდებულია პრეპარატ ნონბლონ H-ის და ისეთი პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას, რომელთა ეფექტიანობაზე გავლენას ახდენს შრატში კალიუმის კონცენტრაციის ცვლილება (მაგალითად, სათითურას გლიკოზიდები და ანტიარითმიული პრეპარატები), ასევე პირუეტული ტაქიკარდიის (პარკუჭოვანი ტაქიკარდიის) გამომწვევ პრეპარატებთან, მათ შორის ზოგიერთ ანტიარითმიულ პრეპარატთან ერთდროულად გამოყენებისას. ჰიპოკალიემია წარმოადგენს პირუეტული ტაქიკარდიის (პარკუჭოვანი ტაქიკარდიის) განვითარების გამომწვევ ფაქტორს:
I კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (მაგ. ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი).
III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (მაგ. ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი).
ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება (მაგ. თიორიდაზინი, ქლორპრომაზინი, ლევომეპრომაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ციამემაზინი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ამისულპრიდი, თიაპრიდი, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი).
სხვა პრეპარატები (მაგ. ბეპრიდილი, ციზაპრიდი, დიფემანილი, ინტრავენური ერითრომიცინი, გალოფანტრინი, მიზოლასტინი, პენტამიდინი, სპარფლოქსაცინი, ტერფენადინი, ინტრავენური ვინკამინი).
ჩონჩხის კუნთების არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტები:
ერთდროული გამოყენების შემთხვევაში ჰიდროქლოროთიაზიდი აძლიერებს არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტების მოქმედებას და ზრდის მგრძნობელობას ტუბოკურარინის მიმართ.
ინსულინი და პერორალური დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები: ერთდროული გამოყენებისას ჰიდროქლოროთიაზიდი ამცირებს ჰიპოგლიკემიური პრეპარატების ეფექტურობას. შესაძლებელია საჭირო გახდეს დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატის დოზის კორექცია.
მეტფორმინი: მეტფორმინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის ფუნქციური უკმარისობით გამოწვეული ლაქტოაციდოზის განვითარების რისკის გამო, რომელიც ზოგჯერ ვლინდება ჰიდროქლოროთიაზიდის მიღებისას.
ბეტა-ადრენობლოკატორები და დიაზოქსიდი: ბეტა-ადრენობლოკატორების, გარდა ნებივოლოლისა და დიაზოქსიდისა, ჰიპერგლიკემიური ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს თიაზიდების მიღებით.
პრესორული ამინები (მაგ. ნორადრენალინი): პრესორული ამინების ეფექტი შეიძლება დაქვეითდეს.
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ (პრობენეციდი, სულფინპირაზონი და ალოპურინოლი): ვინაიდან ჰიდროქლოროთიაზიდს შეუძლია გაზარდოს სისხლის შრატში შარდმჟავას დონე, შეიძლება საჭირო გახდეს ურიკოზურიული პრეპარატების დოზის შეცვლა. შეიძლება საჭირო გახდეს პრობენეციდის ან სულფინპირაზონის დოზის გაზრდა. ალოპურინოლის თიაზიდური რიგის დიურეზულებთან ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გახშირდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ალოპურინოლზე.
ამანტადინი: თიაზიდური რიგის პრეპარატების გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ამანტადინით გამოწვეული გვერდითი მოქმედების განვითარების რისკი.
სალიცილატები: სალიცილატების დიდი დოზების მიღების შემთხვევაში ჰიდროქლოროთიაზიდმა შესაძლებელია გამოიწვიოს სალიცილატების ტოქსიკური მოქმედების გაძლიერება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
ციკლოსპორინი: ციკლოსპორინის ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ჰიპერურიკემიის და პოდაგრის მსგავსი გართულებების რისკი.
იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებები: დიურეზულებით გამოწვეული დეჰიდრატაციის შემთხვევაში არსებობს თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკი, განსაკუთრებით, თუ გამოიყენება იოდის პრეპარატების დიდი დოზები. მათი გამოყენების წინ საჭიროა რეჰიდრატაციის ჩატარება.
პოტენციური ურთიერთქმედება, დაკავშირებული როგორც ნებივოლოლთან, ასევე ჰიდროქლოროთიაზიდთან:
საყურადღებო კომბინაციები:
სხვა ჰიპოტენზიური პრეპარატები: სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან კომბინაციაში გამოყენებისას არსებობს დამატებითი ჰიპოტენზიური ეფექტების განვითარების რისკი.
ანტიფსიქოზური საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბარბიტურატები, სანარკოზე საშუალებები და ალკოჰოლი: პრეპარატ ნონბლონ H-ის და ამ სამკურნალო საშუალებების ერთროულად გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ჰიპოტენზიური ეფექტი ან/და გამოიწვიოს პოსტურალური ჰიპოტენზია.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება
ნებივოლოლი
ვინაიდან ნებივოლოლის მეტაბოლიზმის პროცესში ჩართულია ციტოქრომ CYP2D6-ის იზოფერმენტი, ამ ფერმენტის დამთრგუნველ პრეპარატებთან, კერძოდ პაროქსეტინთან, ფლუოქსეტინთან, თიორიდაზინთან და ქინიდინთან ერთდროულად გამოყენება ზრდის პლაზმაში ნებივოლოლის დონეს და შესაბამისად, ზრდის გამოხატული ბრადიკარდიის და სხვა გვერდითი მოქმედების გამოვლენის რისკს.
ციმეტიდინთან ერთდროულად გამოყენებისას იზრდებოდა პლაზმაში ნებივოლოლის დონე კლინიკური ეფექტის შეცვლის გარეშე. რანიტიდინთან ერთდროულად გამოყენება არ ახდენდა გავლენას ნებივოლოლის ფარმაკოკინეტიკაზე.
თუ ნებივოლოლი ჭამის დროს მიიღება, ხოლო ანტაციდი - საკვების მიღებებს შორის, ორივე პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს ერთდროულად.
ნებივოლოლის ნიკარდიპინთან ერთად გამოყენებისას უმნიშვნელოდ იზრდება პლაზმაში ორივე სუბსტანციის შემცველობა, კლინიკური ეფექტის შეცვლის გარეშე.
ერთდროულად გამოყენება ალკოჰოლთან, ფუროსემიდთან ან ჰიდროქლორთიაზიდთან არ ახდენდა გავლენას ნებივოლოლის ფარმაკოკინეტიკაზე.
ნებივოლოლი არ ახდენს გავლენას ვარფარინის ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკაზე.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ქოლესტირამინი და კოლესტიპოლი იწვევს ჰიდროქლოროთიაზიდის შეწოვის დარღვევას.
ჰიდროქლოროთიაზიდის ციტოტოქსიურ პრეპარატებთან (მაგ. ციკლოფოსფამიდი, ფტორურაცილი, მეტოტრექსატი) ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს ტოქსიკური მოქმედება ძვლის ტვინზე (განსაკუთრებით, გრანულოციტოპენიის განვითარება).
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბებისას შესაძლოა განვითარდეს: არტერიული ჰიპოტენზია, გულისრევა, ღებინება, ციანოზი, სინუსური ბრადიკარდია, AV ბლოკადა, გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი, გულის გაჩერება, გონების დაკარგვა, კომა, ბრონქოსპაზმი, პირის სიმშრალე, სისუსტე, ძილიანობა, ოლიგურია.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის, საფაღარათო საშუალებების მიღება, საჭიროებისას - ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია და ასევე ატროპინის (ბრადიკარდიის და მომატებული ვაგოტონიის დროს), პლაზმის ან პლაზმის შემცვლელების, კატექოლამინების ინტრავენური შეყვანა. ბეტა-ადრენომაბლოკირებელი მოქმედების კუპირებისთვის გამოიყენება იზოპრენალინის ჰიდროქლორიდი (ნელა, ინტრავენურად, დასაწყისისთვის 5 მკგ/წთ-ში სასურველი ეფექტის მიღწევამდე), დობუტამინი (საწყისი დოზით 2.5 მკგ/წთ-ში); ეფექტის არარსებობისას - გლუკაგონი (ი/ვ 50-100 მკგ/კგ, განმეორებით 1 სთ-ის შემდეგ – 70 მკგ/კგ სთ-ში ინფუზურად). AV ბლოკადის დროს ნაჩვენებია ტრანსვენოზური სტიმულაცია. ბრონქოსპაზმის დროს ინიშნება β2-ადრენორეცეპტორების სტიმულატორები ი/ვ, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის დროს - ლიდოკაინი (IA კლასის ანტიარითმიული პრეპარატები არ გამოიყენება), კრუნჩხვების დროს – დიაზეპამი ი/ვ.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს ნონბლონ H-ის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ბეტა-ადრენობლოკატორების უმეტესობა და ჰიდროქლოროთიაზიდი აღწევს დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში ნონბლონ H-ის გამოყენების აუცილებლობისას დგება საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.
განსაკუთრებული მითითებები:
ქვემოთ წარმოდგენილი მითითებები და სიფრთხილის ზომები გათვალისწინებული უნდა იქნას როგორც პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ცალკეული კომპონენტის, ასევე კომბინირებული პრეპარატის - ნონბლონ H-ის მიმართაც.
ნებივოლოლი
ანესთეზია: ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების ბლოკადის გაგრძელება ამცირებს არითმიის რისკს შესავალი ნარკოზის და ინტუბაციის დროს. თუ ქირურგიული ოპერაციის მომზადებისას საჭიროა ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების ბლოკადის შეწყვეტა, ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების ანტაგონისტები უნდა მოიხსნას ოპერაციამდე არანაკლებ 24 საათით ადრე.
საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა გარკვეული საანესთეზიო საშუალებების გამოყენებისას, რომლებიც იწვევს მიოკარდიუმის ფუნქციის დათრგუნვას. პაციენტის დაცვა ვაგუსური რეაქციებისგან შეიძლება ატროპინის ინტრავენური შეყვანის გზით.
გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები: გულის შეგუბებითი უკმარისობით დაავადებულ პაციენტებს ნონბლონ H-ის დანიშვნამდე უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი მკურნალობა მდგომარეობის სრულ კომპენსაციამდე.
გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში ბეტა-ადრენერგული ანტაგონისტებით მკურნალობა უნდა შეწყდეს თანდათანობით, ანუ 1-2 კვირის განმავლობაში. თუ საჭიროა სტენოკარდიის გამწვავების თავიდან აცილება, ამავე დროს უნდა იქნას დაწყებული ჩანაცვლებითი თერაპია.
ბეტა-ადრენერგულ ანტაგონისტებს შეუძლია გამოიწვიოს ბრადიკარდია: პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს, თუ გულის შეკუმშვათა სიხშირე მოსვენების მდგომარეობაში ქვეითდება 50-55 დარტყმამდე წთ-ში ან/და პაციენტი გრძნობს ბრადიკარდიის მსგავს სიმპტომებს.
ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების ანტაგონისტები სიფრთხილით გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:
პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევები (რეინოს დაავადება ან სინდრომი, ხანგამოშვებითი კოჭლობა), ამ დარღვევების შესაძლო გამწვავების გამო;
პირველი ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, აგზნების გატარების დროზე ბეტა-ბლოკატორების უარყოფითი ზემოქმედების გამო;
პრინცმეტალის სტენოკარდია კორონარული არტერიების შევიწროების გამო, რომელიც განპირობებულია ალფა-ადრენორეცეპტორების აქტივიზაციით: ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების ანტაგონისტებს შეუძლია გაზარდოს სტენოკარდიის შეტევების სიხშირე და ხანგრძლივობა.
ნებივოლოლის ერთდროულად გამოყენება ვერაპამილისა და დილთიაზემის ტიპის კალციუმის არხების ანტაგონისტებთან, I კლასის ანტიარითმულ პრეპარატებთან და ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან რეკომენდებული არ არის.
ნივთიერებათა ცვლის დარღვევები/ენდოკრინული დარღვევები: ნებივოლოლი არ ახდენს გავლენას გლუკოზის დონეზე დიაბეტის მქონე პაციენტებში, მაგრამ, პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია შეინიღბოს ჰიპოგლიკემიის გარკვეული სიმპტომები (ტაქიკარდია, პალპიტაცია). ბეტა-ადრენობლოკატორები სულფანილშარდოვანას ჯგუფის ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას ზრდის მძიმე ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკს. დიაბეტის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის გულდასმით კონტროლი.
ბეტა-ადრენობლოკატორებს შეუძლია შენიღბოს ტაქიკარდიის სიმპტომები ჰიპერთირეოზის დროს. მკურნალობის მოულოდნელად შეწყვეტამ შეიძლება გააძლიეროს ეს სიმპტომები.
რესპირაციული დაავადებები: სასუნთქი სისტემის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მქონე პაციენტებში ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების ანტაგონისტები გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით, სასუნთქი გზების სპაზმის შესაძლო გაძლიერების გამო.
სხვა: ანამნეზში ფსორიაზის მქონე პაციენტებს ბეტა-ადრენობლოკატორები ენიშნებათ მხოლოდ შესაძლო რისკის და სავარაუდო დადებითი შედეგის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.
ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების ანტაგონისტებს შეუძლია გაზარდის მგრძნობელობა ალერგენების მიმართ და გააძლიეროს ანაფილაქსიური რეაქციების სიმძიმის ხარისხი.
ჰიდროქლოროთიაზიდი
თირკმლის ფუნქციის დარღვევა: თიაზიდური დიურეზულების გამოყენების მაქსიმალური ეფექტის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თირკმლის ფუნქცია არ არის შეცვლილი. თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში თიაზიდების მიღებამ შეიძლება გააძლიეროს აზოტემია. თირკმლის ფუნქციის დარღვევისას შეიძლება გამოვლინდეს მოქმედი ნივთიერების კუმულაციური ეფექტები. თუ თირკმლის პროგრესირებადი უკმარისობა აშკარაა (არაცილოვანი აზოტის ფრაქციის მომატება), საჭიროა დანიშნული თერაპიის გულდასმით გადახედვა და, საჭიროების შემთხვევაში, დიურეზული საშუალების მიღების შეწყვეტა.
მეტაბოლური და ენდოკრინული ეფექტები: თიაზიდების წარმოებულებით მკურნალობისას შეიძლება დაირღვეს ტოლერანტობა გლუკოზის მიმართ. შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის ან პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის შეცვლა. თიაზიდური თერაპიის დროს შესაძლებელია გამოვლინდეს ლატენტური შაქრიანი დიაბეტი.
თიაზიდური რიგის დიურეზულებით მკურნალობასთან დაკავშირებით შეიძლება გაიზარდოს სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონე. ზოგიერთ პაციენტში თიაზიდური დიურეზულებით თერაპიის ფონზე შეიძლება განვითარდეს ჰიპერურიკემია ან/და პოდაგრა.
ელექტროლიტური დარღვევები: როგორც ნებისმიერი დიურეზულით მკურნალობის შემთხვევაში, საჭიროა სისხლის შრატში ელექტროლიტების კონცენტრაციის პერიოდული კონტროლი, დროის გარკვეული ინტერვალების დაცვით.
თიაზიდურ დიურეზულებს, მათ შორის ჰიდროქლოროთიაზიდს, შეუძლია გამოიწვიოს წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები (ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია და ჰიპოქლორემიული ალკალოზი). წყალ-ელექტროლიტური დისბალანსის ნიშნებს წარმოადგენს პირის სიმშრალე, წყურვილი, სისუსტე, ძილიანობა, უხალისობა, მოუსვენრობა, კუნთების ტკივილი ან კრუნჩხვა, კუნთების სისუსტე, არტერიული ჰიპოტენზია, ოლიგურია, ტაქიკარდია და დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა გულისრევა ან ღებინება.
ჰიპოკალიემიის რისკი უფრო მაღალია ღვიძლის ციროზის, მკვეთრად გაძლიერებული დიურეზის, პერორალური ელექტროლიტების არასათანადოდ მიღების შემთხვევაში, ასევე თანმხლები პრეპარატების სახით კორტიკოსტეროიდების ან ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის მიღების შემთხვევაში. QT გახანგრძლივებული ინტერვალის სინდრომის (თანდაყოლილი ან იატროგენური) მქონე პაციენტებში განსაკუთრებით მაღალია ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი. ჰიპოკალიემია აძლიერებს სათითურას გლიკოზიდების კარდიოტოქსიკურობას და გულის არითმიის რისკს. თერაპიის დაწყების პირველი კვირიდან ჰიპოკალიემიის რისკის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში კალიუმის უფრო ხშირი კონტროლი.
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ შეშუპება ცხელ ამინდში, შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერვოლემიური ჰიპონატრიემია. ქლორიდების დეფიციტი ჩვეულებრივ ზომიერად გამოხატულია და არ საჭიროებს მკურნალობას.
თიაზიდურ დიურეზულებს შეუძლია შეამციროს კალციუმის გამოყოფა შარდით და გამოიწვიოს შრატში კალციუმის დონის გარდამავალი და მსუბუქი მომატება კალციუმის მეტაბოლიზმზე გავლენის მქონე გარკვეული დაავადებების არარსებობისას. ჰიპერკალციემია შეიძლება იყოს ფარული ჰიპერპარათირეოზის ნიშანი. თიაზიდური დიურეზულები უნდა მოიხსნას პარაფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევის ჩატარებამდე.
თიაზიდები ზრდის მაგნიუმის გამოყოფას შარდით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპომაგნიემია.
წითელი მგლურა: ცნობილია, რომ თიაზიდური დიურეზულების მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სისტემური წითელი მგლურას გამწვავება ან აქტივიზაცია.
ანტიდოპინგური ტესტი: მოცემული პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ჰიდროქლოროთიაზიდის მიღებისას შესაძლებელია აღინიშნოს ანტიდოპინგური ტესტის ცრუ-დადებითი შედეგი.
სხვა დაავადებები: ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს ანამნეზში ალერგიის ან ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში, ასევე პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ მითითებული დაავადებები.
იშვიათ შემთხვევებში ცნობილია თიაზიდური დიურეზულების მიღებისას ფოტომგრძნობელობის რეაქციების განვითარების შესახებ. თუ თერაპიის დროს ვლინდება ფოტომგრძნობელობის რეაქციები, რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა. თერაპიის განახლების აუცილებლობის შემთხვევაში რეკომენდებულია კანის ღია უბნების დაცვა მზისგან ან ხელოვნური ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.
ცილასთან დაკავშირებული იოდი: თიაზიდებს შეუძლია შეამციროს სისხლის შრატში ცილასთან დაკავშირებული იოდის დონე, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების განვითარების გარეშე.
კანის არამელანომური კიბო
კანის არამელანომური კიბოს (კამკ) [ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა] განვითარების რისკის მომატება აღინიშნა ჰიდროქლოროთიაზიდის ჯამური დოზის გაზრდისას ორ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში, რომლებიც ჩატარდა დანიის ონკოლოგიური ავადმყოფების რეგისტრაციის ეროვნული სისტემის მონაცემთა საფუძველზე. კანის არამელანომური კიბოს განვითარების შესაძლო მექანიზმი შეიძლება იყოს ჰიდროქლოროთიაზიდის ფოტოსენსიბილიზაციის მოქმედება.
პაციენტები, რომლებიც იღებენ ჰიდროქლოროთიაზიდს, უნდა იყვნენ ინფორმირებულნი კანის არამელანომური კიბოს განვითარების რისკის არსებობის შესახებ, ასევე აღნიშნულმა პაციენტებმა რეგულარულად უნდა შეამოწმონ კანი ახალი დაზიანებების გამოვლენის თვალსაზრისით და დროულად შეატყობინონ კანის პათოლოგიური ცვლილებების ნებისმიერი საეჭვო კერების შესახებ. კანის კიბოს გამოვლენის რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია ისეთი შესაძლო პროფილაქტიკური ზომების შესახებ, როგორიცაა მზის სხივის ზემოქმედების და ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების შეზღუდვა, ასევე სათანადო დაცვის გამოყენების შესახებ ასეთი ზემოქმედების შემთხვევაში. კანის პათოლოგიური ცვლილებების საეჭვო კერები დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოკვლეული, მათ შორის ბიოფსიით მიღებული ნიმუშების ჰისტოლოგიური კვლევების გამოყენებით. ასევე, შეიძლება საჭირო გახდეს გადაიხედოს ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ კანის არამელანომური კიბო.
ქორიოიდური ექსუდატი, მწვავე მიოპია და მეორადი დახურულკუთხოვანი გლაუკომა:
სულფანილამიდს ან სულფანილამიდის წარმოებულებს შეუძლია გამოიწვიოს იდიოსინკრაზიული რეაქცია, რომელიც იწვევს ქორიოიდულ ექსუდატს მხედველობის არის დეფექტით, გარდამავალ მიოპიას და მწვავე დახურულკუთხოვან გლაუკომას. სიმპტომები ითვალისწინებს მხედველობის სიმკვეთრის მწვავე დაქვეითებას ან თვალების ტკივილს, რაც, როგორც წესი, ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე საათის ან კვირის განმავლობაში. მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის არაკუპირებული შეტევა შეიძლება იწვევდეს მხედველობის დაკარგვას. პირველადი ზომის სახით რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეწყდეს სამკურნალო საშუალების მიღება. თუ თვალშიდა წნევის კონტროლი არ ხდება, შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო თერაპიული ან ქირურგიული მკურნალობა. მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარების რისკის ფაქტორი შეიძლება იყოს ანამნეზში ალერგიის არსებობა სულფონამიდების ან პენიცილინების მიმართ.
მწვავე რესპირატორული ტოქსიკურობა
ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების შემდეგ ცნობილია მწვავე რესპირატორული ტოქსიკურობის ძალიან იშვიათი მძიმე შემთხვევების, მათ შორის მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომის (მრდს) შესახებ. ფილტვების შეშუპება ჩვეულებრივ ვითარდება ჰიდროქლოროთიაზიდის მიღებიდან რამდენიმე წუთის ან საათის განმავლობაში. დაავადების საწყისი სიმპტომებია ქოშინი, ცხელება, ფილტვების მდგომარეობის გაუარესება და არტერიული ჰიპოტენზია. მწვავე რესპირატორულ დისტრეს-სინდრომზე ეჭვის არსებობისას პრეპარატი ნონბლონ H უნდა მოიხსნას და ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა. ჰიდროქლოროთიაზიდი არ უნდა დაენიშნოთ პაციენტებს, რომლებმაც ადრე გადაიტანეს მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების შემდეგ.
ნონბლონ H შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე პრეპარატის გავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატის მიღებამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს თავბრუ და დაღლილობის შეგრძნება, ამიტომ პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ნონბლონ H-ს, საჭიროა თავი შეიკავონ პოტენციურად სახიფათო მოქმედებების შესრულებისგან.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი,
დავით კობახიძის ქ. 33.
www.rational.ge
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


