პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰემორაგიული საშუალებები

ნოვოეითი

NovoEight®

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადდანია
რისთვის გამოიყენება

სისხლდენის მკურნალობა და პროფილაქტიკა A ჰემოფილიის დაავადების მქონე პაციენტებში (VIII ფაქტორის თანდაყოლილი დეფიციტი). ნოვოეითი®-ს გამოყენება შესაძლებელია ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
turoctocog alfa
ფორმა და შეფუთვა
250 ს.ე. ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1 და 4მლ გამხსნელი (0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი) წინასწარ შევსებული შპრიცი №1 გადამყვან მოწყობილობასთან და დგუშის ტართან ერთად შეფუთვაში
მწარმოებელი
Novo Nordisk A/S, დანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰემორაგიული საშუალებები, სისხლის კოაგულაციის ფაქტორები
ATC კოდი
B02BD02
რეგისტრაციის ნომერი
რ-043475
რეგისტრირებულია
26 ივნისი 2025, მოქმედებს 26 ივნისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Novo Nordisk A/S (დანია)
განმცხადებელი
შპს „კვადრიუმ ფარმჰაუსი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებანოვოეითი და სხვა წამალი ერთად

ნოვოეითი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სისხლდენის მკურნალობა და პროფილაქტიკა A ჰემოფილიის დაავადების მქონე პაციენტებში (VIII ფაქტორის თანდაყოლილი დეფიციტი).

ნოვოეითი®-ს გამოყენება შესაძლებელია ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

მიღების წესი და დოზირება

მკურნალობა უნდა ჩატარდეს ჰემოფილიის მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

მკურნალობის მონიტორინგი

მკურნალობის კურსის განმავლობაში რეკომენდებულია VIII ფაქტორის დონის შესაბამისი განსაზღვრა განმეორებითი ინიექციების დოზის და მათი სიხშირის დასადგენად. ცალკეული პაციენტების რეაქცია VIII ფაქტორზე შეიძლება განსხვავდებოდეს, აჩვენოს სხვადასხვა ნახევარგამოყოფის პერიოდი და გამოჯანმრთელება. შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია სხეულის მასის მიხედვით მცირე წონის ან ჭარბი წონის მქონე პაციენტებში. პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის შესწავლისას მოზრდილ პაციენტებში ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ მაქსიმალური ექსპოზიცია (Cmax) და მთლიანი ექსპოზიცია (AUC) გაიზარდა სხეულის მასის ინდექსის (BMI) მატებასთან ერთად, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია. მცირე წონის მქონე პაციენტებში (BMI <18,5 კგ/მ2) შეიძლება საჭირო გახდეს დოზის გაზრდა, ხოლო ჭარბი წონის მქონე პაციენტებში (BMI ≥30 კგ/მ2) შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება, არ არსებობს საკმარისი მონაცემები დოზის კორექციის კონკრეტული სქემების რეკომენდაციის გასაცემად, იხ. ნაწილი 5.2.

მაშტაბური ძირითადი ქირურგიული პროცედურების შემთხვევაში აუცილებელია ჩანაცვლებითი თერაპიის ზუსტი მონიტორინგი კოაგულაციის ანალიზის გამოყენებით (პლაზმის კოაგულაციის VIII ფაქტორის აქტივობა).

პაციენტის სისხლის ნიმუშებში VIII ფაქტორის აქტივობის დასადგენად in vitro თრომბოპლასტინის დროზე (aPTT) დაფუძნებული ერთსაფეხურიანი კოაგულაციის ანალიზის გამოყენებისას, პლაზმის VIII ფაქტორის აქტივობის შედეგები შეიძლება მნიშვნელოვნად იყოს დამოკიდებული როგორც aPTT რეაგენტის ტიპზე, ასევე ანალიზში გამოყენებულ ეტალონურ სტანდარტზე. ასევე შეიძლება არსებობდეს მნიშვნელოვანი განსხვავებები ანალიზის შედეგებს შორის, რომლებიც მიიღება aPTT-ზე დაფუძნებული ერთსაფეხურიანი შედედების ანალიზით და Ph. Eur-ის მიხედვით ჩატარებულ ქრომოგენურ ანალიზს შორის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანალიზში გამოყენებული ლაბორატორიის ან/და რეაგენტების შეცვლისას.

დოზირება

დოზირება და ჩანაცვლებითი თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია VIII ფაქტორის დეფიციტის სიმძიმეზე, სისხლდენის ლოკალიზაციასა და მასშტაბზე და პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე.

შეყვანილი VIII ფაქტორის ერთეულების რაოდენობა გამოიხატება საერთაშორისო ერთეულებში (IU), რომელიც შეესაბამება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის მიმდინარე სტანდარტს VIII ფაქტორის პრეპარატებისთვის. VIII ფაქტორის აქტივობა პლაზმაში გამოიხატება პროცენტულად (ადამიანის პლაზმის ნორმალურ დონესთან შედარებით) ან საერთაშორისო ერთეულებში (IU) (პლაზმაში VIII ფაქტორის საერთაშორისო სტანდარტთან შედარებით).

VIII ფაქტორის აქტივობის ერთი სე უდრის VIII ფაქტორის რაოდენობას ერთ მლ ადამიანის ნორმალურ პლაზმაში.

მოთხოვნით მკურნალობა

VIII ფაქტორის საჭირო დოზის გამოთვლა ეფუძნება ემპირიულ დასკვნას, რომ 1 სე VIII ფაქტორი კგ სხეულის მასაზე 2 სე/დლ-ით ზრდის პლაზმის VIII ფაქტორის აქტივობას. საჭირო დოზა განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:

საჭირო ერთეული (სე) = სხეულის მასა (კგ) × VIII ფაქტორის სასურველი ზრდა (%) (სე/დლ) × 0.5 (სე/კგ თითო სე/დლ).

შეყვანილი რაოდენობა და შეყვანის სიხშირე ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს კლინიკურ ეფექტურობას თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში.

შემდეგი ჰემორაგიული მოვლენების შემთხვევაში VIII ფაქტორის აქტივობა არ უნდა ჩამოვიდეს პლაზმური აქტივობის მითითებულ დონეზე (ნორმის % ან სე/დლ) დაბლა შესაბამისი პერიოდის განმავლობაში. სისხლდენის ეპიზოდებისა და ქირურგიული ჩარევის დროს დოზირების განსაზღვრისათვის შეიძლება გამოყენებული იქნას შემდეგი ცხრილი:

ცხრილი 1. დოზირების სახელმძღვანელო სისხლდენის ეპიზოდებისა და ქირურგიული ჩარევის დროს

სისხლდენის ხარისხი/ქირურგიული პროცედურის ტიპი

FVIII-ს საჭირო დონე (%) (სე/დლ)

დოზების სიხშირე (საათი)/თერაპიის ხანგრძლივობა (დღეები)

სისხლდენა

ადრეული ჰემართროზი, სისხლჩაქცევა კუნთში ან სისხლდენა პირის ღრუდან

20–40

გაიმეორეთ ყოველ 12-24 საათში სულ მცირე 1 დღის განმავლობაში სისხლდენის შეწყვეტამდე, რაც განისაზღვრება ტკივილის მოხსნით ან შეხორცებით

უფრო ფართო ჰემართროზი, სისხლჩაქცევა კუნთში ან ჰემატომა

30-60

გაიმეორეთ ინფუზია ყოველ 12-24 საათში 3-4 დღის ან მეტი დროის განმავლობაში, ტკივილის გაქრობამდე და მწვავე ფაზის გადატანის შემდეგ.

სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენა

60-100

გაიმეორეთ ინფუზია ყოველ 8-24 საათში საფრთხის აღმოფხვრამდე.

ქირურგია

მცირე ოპერაცია

კბილის ამოღების ჩათვლით

30-60

ყოველ 24 საათში, სულ მცირე 1 დღე, შეხორცებამდე

მაშტაბური ოპერაცია

80-100

(პრე- და პოსტოპერაციულ პერიოდში)

გაიმეორეთ ინფუზია ყოველ 8-24 საათში ჭრილობის ადკვატურ შეხორცებამდე, შემდეგ მკურნალობა გრძელდება კიდევ 7 დღის განმავლობაში, VIII ფაქტორის აქტივობის 30%-დან 60%-მდე (სე/დლ) შენარჩუნებისთვის

პროფილაქტიკა

მძიმე A ჰემოფილიის მქონე პაციენტებში სისხლდენის გრძელვადიანი პროფილაქტიკისთვის, ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზებია 20-40 სე VIII ფაქტორი კგ სხეულის მასაზე ყოველ მეორე დღეს ან 20-50 სე ფაქტორი VIII კგ სხეულის მასაზე 3-ჯერ კვირაში. მოზრდილებსა და მოზარდებში (>12 წელი) შეიძლება გამოყენებული იქნას ნაკლებად ხშირი რეჟიმი (40-60 სე/კგ ყოველ მესამე დღეს ან 2-ჯერ კვირაში). ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით ახალგაზრდა პაციენტებში, შეიძლება საჭირო გახდეს დოზირების უფრო მოკლე ინტერვალები ან უფრო მაღალი დოზები.

ქირურგია

პედიატრიულ პაციენტებში ქირურგიული ჩარევის გამოცდილება შეზღუდულია.

ხანდაზმულები

არ არსებობს გამოცდილება 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში.

პედიატრიული პოპულაცია

12 წლამდე ასაკის პაციენტებში სისხლდენის გრძელვადიანი პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია 25-50 სე VIII ფაქტორი კგ სხეულის მასაზე ყოველ მეორე დღეს ან 25-60 სე VIII ფაქტორი კგ სხეულის მასაზე 3-ჯერ კვირაში. 12 წელზე მეტი ასაკის პედიატრიულ პაციენტებში დოზის რეკომენდაციები იგივეა, რაც მოზრდილებში.

გამოყენების წესი

გამოიყენება ინტრავენურად.

ნოვოეითი®-ს ინფუზიის რეკომენდებული სიჩქარეა 1–2 მლ/წთ. მაჩვენებელი უნდა განისაზღვროს პაციენტის კომფორტის დონის მიხედვით.

სამკურნალო პროდუქტის გამოყენებამდე აღდგენის ინსტრუქციებისთვის იხილეთ ნოვოეითი®-ის გამოყენების ინსტრუქცია.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში 6.1.

ცნობილი ალერგიული რეაქცია ზაზუნას ცილის მიმართ.

სიფრთხილის ზომები

მიკვლევადობა

ბიოლოგიური სამკურნალო საშუალებების მიკვლევადობის გაუმჯობესების მიზნით, მკაფიოდ უნდა იყოს ჩაწერილი შეყვანილი პროდუქტის დასახელება და სერიის ნომერი.

ჰიპერმგრძნობელობა

ნოვოეითი®-ს გამოყენებისას შესაძლებელია ალერგიული ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარება. პროდუქტი შეიცავს ზაზუნას ცილების კვალს, რამაც ზოგიერთ პაციენტში შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამკურნალო პროდუქტის გამოყენება და მიმართონ ექიმს. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ადრეული ნიშნების შესახებ, მათ შორის ჭინჭრის ციება, გენერალიზებული ურტიკარია, გულმკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, ხიხინი, ჰიპოტენზია და ანაფილაქსია.

შოკის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს შოკის სტანდარტული სამედიცინო მკურნალობა.

ინჰიბიტორები

A ჰემოფილიით დაავადებული პირების მკურნალობის დროს ცნობილი გართულებაა VIII ფაქტორის მიმართ მანეიტრალიზებელი ანტისხეულების (ინჰიბიტორების) ფორმირება. ეს ინჰიბიტორები, როგორც წესი, არიან IgG იმუნოგლობულინები, რომლებიც მიმართულია VIII ფაქტორის პროკოაგულაციური აქტივობის წინააღმდეგ, და რომლებიც რაოდენობრივად განისაზღვრება ბეთესდას ერთეულებში (Bethesda Units (BU)) პლაზმის ერთ მლ-ზე მოდიფიცირებული ანალიზის გამოყენებით. ინჰიბიტორების განვითარების რისკი კორელაციაშია დაავადების სიმძიმესთან, ისევე როგორც VIII ფაქტორის ზემოქმედებასთან, ეს რისკი ყველაზე მაღალია ექსპოზიციის პირველი 50 დღის განმავლობაში, მაგრამ გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში, თუმცა რისკი არც ისე ხშირია.

ინჰიბიტორის განვითარების კლინიკური მნიშვნელობა დამოკიდებულია ინჰიბიტორის ტიტრზე, ამავე დროს დაბალი ტიტრი არასაკმარისი კლინიკური პასუხის ნაკლებ რისკს წარმოადგენს, ვიდრე მაღალი ტიტრის ინჰიბიტორები.

ზოგადად, კოაგულაციის VIII ფაქტორის პროდუქტებით მკურნალობის დროს საჭიროა პაციენტების მკაცრი მონიტორინგი ინჰიბიტორების არსებობაზე კლინიკური დაკვირვებით და ლაბორატორიული ტესტირებით. თუ კოაგულაციის VIII ფაქტორის აქტივობა ვერ აღწევს მოსალოდნელ დონეს, ან სისხლდენის კონტროლი შეუძლებელია პრეპარატის ადეკვატური დოზით, უნდა ჩატარდეს ანალიზი VIII ფაქტორის ინჰიბიტორების არსებობაზე. მაღალი ტიტრის ინჰიბიტორების მქონე პაციენტებში VIII ფაქტორით მკურნალობა შეიძლება არ იყოს ეფექტიანი, და უნდა განიხილებოდეს მკურნალობის სხვა ვარიანტები. ასეთი პაციენტების მართვა უნდა განხორციელდეს ჰემოფილიით და VIII ფაქტორის ინჰიბიტორებით მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმების მიერ.

გულ-სისხლძარღვთა სიმპტომები

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში FVIII ჩანაცვლებითმა თერაპიამ შეიძლება გაზარდოს გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკი.

კათეტერის განთავსებასთან დაკავშირებული გართულებები

თუ საჭიროა ცენტრალური ვენური წვდომის მოწყობილობის (CVAD) გამოყენება, გასათვალისწინებელია CVD-ის გამოყენებასთან დაკავშირებული გართულებების რისკი, მათ შორის ადგილობრივი ინფექციები, ბაქტერიემია და თრომბოზი კათეტერის ჩასმის ადგილას.

მკაცრად რეკომენდებულია ყოველთვის, როდესაც ნოვოეითი® ინიშნება პაციენტებში, ჩაიწეროს პროდუქტის დასახელება და სერიის ნომერი, პაციენტსა და სამკურნალო პრეპარატის სერიას შორის კავშირის შენარჩუნების მიზნით.

პედიატრიული პოპულაცია

მითითებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები ეხება როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს.

ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ

სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 30,5 მგ ნატრიუმს აღდგენილი პრეპარატის ერთ ფლაკონზე, რაც WHO-ს მიერ მოზრდილებში რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო დოზის - 2 გ ნატრიუმის ეკვივალენტურია.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ადამიანის კოაგულაციის VIII ფაქტორის (rDNA) პროდუქტების ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან დადგენილი არ არის.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცხოველებში რეპროდუქციული კვლევები ნოვოეითი®-ს გამოყენებით არ ჩატარებულა. ვინაიდან ჰემოფილია A ძალზე იშვიათია ქალებში, არ არსებობს კოაგულაციის VIII ფაქტორის გამოყენების გამოცდილება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. ამიტომ, ნოვოეითი® უნდა იქნას გამოყენებული ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მისი გამოყენების მკაფიო ჩვენება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ნოვოეითი® არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

ჰიპერმგრძნობელობა ან ალერგიული რეაქციები (რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ანგიონევროზულ შეშუპებას, წვის და ჩხვლეტის შეგრძნებებს ინფუზიის ადგილას, შემცივნებას, ჰიპერემიას, გენერალიზებულ ჭინჭრის ციებას, თავის ტკივილს, ალერგიულ გამონაყარს, არტერიული წნევის დაქვეითებას, ლეტარგიას, გულისრევას, შფოთვას, ტაქიკარდიას, მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, ყურებში შუილს, ღებინებას, ხიხინს) იშვიათია და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მძიმე ანაფილაქსიაში (შოკის ჩათვლით) გადაიზარდოს.

ძალიან იშვიათად აღინიშნება ზაზუნას პროტეინის მიმართ ანტისხეულების წარმოქმნა შესაბამისი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებით.

A ჰემოფილიის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ VIII ფაქტორით, მათ შორის ნოვოეითი®-თ, შესაძლებელია მანეიტრალიზებელი ანტისხეულების (ინჰიბიტორების) წარმოქმნა. ამ ინჰიბიტორების წარმოქმნისას მდგომარეობა არასაკმარისი კლინიკური პასუხით ვლინდება. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია ჰემოფილიის მკურნალობის სპეციალიზებულ ცენტრთან დაკავშირება.

გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი ცხრილის სახით

ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილი შედგენილია MedDRA-ს ორგანოთა სისტემის კლასიფიკაციის (SOC) შესაბამისად (SOC და Preferred Term Level).

შემთხვევის სიხშირე შეფასებულია შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე), არც ისე ხშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათად (≥ 1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10000); უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია).

სიხშირის თითოეულ ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის კლებადობით.

ცხრილი 2. არასასურველი რეაქციების სიხშირე კლინიკურ კვლევებში

ორგანოთა სისტემების კლასი

სიხშირეa ადრე ნამკურნალებ პაციენტებში (PTPs)

სიხშირეa არანამკურნალებ პაციენტებში (PUPs)

გვერდითი რეაქცია

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

არც ისე ხშირადb

ძალიან ხშირადb

FVIII ინჰიბირება

ფსიქიური დარღვევები

არც ისე ხშირად

უძილობა

ნერვული სისტემის მხრივ

არც ისე ხშირად

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, წვის შეგრძნება

გულის მხრივ

არც ისე ხშირად

სინუსური ტაქიკარდია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი

სისხლძარღვების მხრივ

არც ისე ხშირად

ჰიპერტენზია, ლიმფედემა, ჰიპერემია

ხშირად

სხეულში სიმხურვალის შეგრძნება, ზედაპირული თრომბოფლებიტი

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრიც

ხშირად

გამონაყარი, ერითემატოზული გამონაყარი

არც ისე ხშირად

გამონაყარი, ლიქენოიდური კერატოზი, კანის წვის შეგრძნება

კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

არც ისე ხშირად

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის შებოჭილობა, ართროპათია, კიდურების ტკივილი, ძვალ-კუნთოვანი ტკივილი

ხშირად

ჰემართროზი, სისხლჩაქცევა კუნთებში

სასუთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები

ხშირად

ხველა

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მხრივ

ხშირად

რეაქციები ინიექციის ადგილას c

ხშირად

პირექსია, ერითემა კათეტერის ადგილას

არც ისე ხშირად

დაღლილობა, სიმხურვალის შეგრძნება, პერიფერიული შეშუპება, პირექსია

კვლევები

ხშირად

ღვიძლის ფერმენტების დონის გაზრდაd

ხშირად

VIII ფაქტორის ანტისხეულების მიმართ ტესტის დადებითი შედეგი

არც ისე ხშირად

გულისცემის სიხშირის გაზრდა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ხშირად

ღებინება

ტრავმა, ინტოქსიკაცია და პროცედურული გართულებები

ხშირად

არასწორი დოზის შეყვანა

ხშირად

ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქცია

არც ისე ხშირად

კონტუზია

პროდუქტით გამოწვეული პრობლემები

ხშირად

თრომბოზი მოწყობილობაში

a გამოთვლილია კლინიკურ კვლევაში მონაწილე ცალკეული პაციენტების საერთო რაოდენობიდან (301), რომელთაგან 242 იყო ადრე ნამკურნალები პაციენტი (PTPs), ხოლო 60 იყო ადრე არანამკურნალევი პაციენტი (PUPs).

b სიხშირე ეფუძნება ყველა FVIII პროდუქტის კვლევების მონაცემებს, რომლებიც მოიცავდა მძიმე A ჰემოფილიის მქონე პაციენტებს.

c რეაქციები ინიექციის ადგილას მოიცავს ერითემას ინიექციის ადგილას, ექსტრავაზაციას და ქავილს ინიექციის ადგილას.

d ღვიძლის ფერმენტების აქტივობის გაზრდა მოიცავს ალანინამინოტრანსფერაზას, ასპარტატამინოტრანსფერაზას, გამა-გლუტამილტრანსფერაზას და ბილირუბინის აქტივობის მომატებას.

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ნოვოეითი®-ს კლინიკური კვლევების დროს ადრე ნამკურნალებ პაციენტებში ნოვოეითი®-ს გამოყენებისას 242 პაციენტიდან 23 პაციენტში დაფიქსირდა 35 გვერდითი რეაქცია. დაფიქსირებული გვერდითი რეაქციებიდან ყველაზე ხშირი იყო რეაქციები ინიექციის ადგილას, არასწორი დოზის შეყვანა და ღვიძლის ფერმენტების დონის გაზრდა. 35 გვერდითი რეაქციიდან, 2 დაფიქსირდა 6 წლამდე ასაკის 31 პაციენტიდან 1 პაციენტში, არცერთი - 6-დან 12 წლამდე ასაკის პაციენტებში, 1 მოვლენა 24 პაციენტიდან (12-დან < 18 წლამდე) 1 პაციენტში და 32 დაფიქსირდა 155 მოზრდილი პაციენტიდან (≥ 18 წელი) 21 პაციენტში.

პედიატრიული პოპულაცია

კლინიკურ კვლევებში, რომელშიც ჩართული იყო 0-დან 12 წლამდე ასაკის 63 ადრე ნამკურნალები პედიატრიული პაციენტი და 12-დან 18 წლამდე ასაკის 24 მოზარდი მძიმე ჰემოფილიით, ნოვოეითი®-ს უსაფრთხოების პროფილში განსხვავება არ დაფიქსირებულა პედიატრიულ პაციენტებსა და მოზრდილებს შორის.

0-დან 6 წლამდე ასაკის ადრე არანამკურნალევი პაციენტების კვლევაში, ნოვოეითი®-ს გამოყენებისას 60 პაციენტიდან 33 პაციენტში დაფიქსირდა 46 გვერდითი რეაქცია.

ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი რეაქცია იყო VIII ფაქტორის ინჰიბიტორების წარმოქმნა, იხილეთ ნაწილი 4.4. მაღალი რისკის გენეტიკური მუტაციები გამოვლინდა ინჰიბიტორების მქონე ზოგადი პოპულაციის 92.3% პაციენტში და 93.8% პაციენტში ინჰიბიტორების დადასტურებული მაღალი ტიტრით.

სხვა ფაქტორები არ იყო მნიშვნელოვნად დაკავშირებული ინჰიბიტორების განვითარებასთან.

ჭარბი დოზა

კოაგულაციის რეკომბინანტური VIII ფაქტორით ჭარბი დოზირების სიმპტომები არ დაფიქსირებულა.

შემადგენლობა

თითოეული ფლაკონი ფხვნილით შეიცავს ნომინალურად 250, 500, 1000, 1500, 2000 ან 3000 სე ადამიანის კოაგულაციის ფაქტორს VIII (rDNA), ტუროქტოკოგ ალფას.

აღდგენის შემდეგ ნოვოეითი® შეიცავს დაახლოებით 62,5, 125, 250, 375, 500 ან 750 სე/მლ ადამიანის კოაგულაციის VIII ფაქტორს (rDNA), ტუროქტოკოგ ალფას.

აქტივობა (IU) განისაზღვრება ევროპული ფარმაკოპეის (Ph. Eur) ქრომოგენული ანალიზის გამოყენებით. ნოვოეითი®-ს სპეციფიკური აქტივობა არის დაახლოებით 8300 სე/მგ პროტეინი.

ტუროქტოკოგ ალფა (ადამიანის კოაგულაციის ფაქტორი VIII (rDNA)) არის გაწმენდილი ცილა, რომელსაც აქვს 1,445 ამინომჟავა, მოლეკულური მასით - დაახლოებით 166 კილოდალტონი. იგი იწარმოება რეკომბინანტული დნმ-ის ტექნოლოგიით ჩინური ზაზუნას საკვერცხის (CHO) უჯრედებში და მზადდება ადამიანის ან ცხოველური ცილების დამატების გარეშე უჯრედების კულტივირების პროცესში, გაწმენდის ან მზა სამკურნალო ფორმის მომზადებისას.

ტუროქტოკოგ ალფა არის შეკვეცილი ადამიანის რეკომბინანტული კოაგულაციის ფაქტორი VIII B-დომენით (B-დომენი შედგება ველური ტიპის B-დომენის 21 ამინომჟავისგან) ამინომჟავების თანმიმდევრობის სხვა მოდიფიკაციების გარეშე.

დამხმარე ნივთიერება ცნობილი ეფექტით

სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 30,5 მგ ნატრიუმს თითო აღდგენილ ფლაკონზე.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში 6.1.

სამკურნალო ფორმა

ფხვნილი და გამხსნელი საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად.

თეთრი ან ოდნავ ყვითელი ფხვნილი ან ფხვიერი მასა.

გამჭვირვალე და უფერო საინიექციო ხსნარი.

შენახვის პირობები

ვარგისობის ვადის განმავლობაში პროდუქტი შეიძლება ინახებოდეს:

ოთახის ტემპერატურაზე (≤ 30°C) არა უმეტეს ერთჯერადი ცხრათვიანი პერიოდის განმავლობაში;

ან

ოთახის ტემპერატურაზე მაღლა (30°C-დან 40°C-მდე) არა უმეტეს ერთჯერადი სამთვიანი პერიოდის განმავლობაში;

პროდუქტის მაცივრიდან გამოღების შემდეგ, პროდუქტი აღარ უნდა მოთავსდეს მაცივარში.

გთხოვთ, პროდუქტის მუყაოს კოლოფზე მიაწეროთ შენახვის ვადის დაწყება და შენახვის ტემპერატურა.

აღდგენის შემდეგ:

გამოყენებისას ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დადასტურებულია შემდეგ პირობებში შენახვისას:

24 საათის განმავლობაში 2°C – 8°C ტემპერატურაზე;

4 საათი 30°C ტემპერატურაზე - პროდუქტისთვის, რომელიც ინახებოდა არა უმეტეს 9 თვის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე (≤ 30°C);

4 საათის განმავლობაში 40°C-მდე - პროდუქტისთვის, რომელიც ინახებოდა არა უმეტეს 3 თვის განმავლობაში ოთახის მაღალ ტემპერატურაზე (30°C-დან 40°C-მდე).

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, სამკურნალო პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ აღდგენის შემდეგ. თუ პრეპარატი დაუყოვნებლივ არ იქნება გამოყენებული, მომხმარებელს ეკისრება პასუხისმგებლობა შენახვის ვადებსა და პირობებზე, რომლებიც, ჩვეულებრივ, უნდა იყოს ზემოაღნიშნულის ფარგლებში, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც აღდგენა ხდება კონტროლირებად და ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.

ნებისმიერი გამოუყენებელი აღდგენილი პროდუქტი, რომელიც ინახება ოთახის ტემპერატურაზე (≤ 30°C) ან 40°C-მდე ტემპერატურაზე 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, უნდა განადგურდეს.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება მაცივარში (2°C – 8°C).

არ გაყინოთ.

შეინახეთ ფლაკონი თავისივე მუყაოს კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.

ოთახის ტემპერატურაზე (≤ 30°C) ან 40°C-მდე ტემპერატურაზე შენახვის პირობები და სამკურნალო პროდუქტის აღდგენის შემდეგ შენახვის პირობები იხილეთ ნაწილში 6.3.

კონტეინერის ტიპი და მისი შიგთავსი

250 სე, 500 სე, 1000 სე, 1500 სე, 2000 სე და 3000 სე ნოვოეითი®-ს საინიექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი და გამხსნელი შეიცავს:

1 მინის ფლაკონი (I ტიპის) ფხვნილით და ქლორბუტილის რეზინის საცობით

1 სტერილური ფლაკონის ადაპტერი აღდგენისთვის

1 წინასწარ შევსებული შპრიცი 4 მლ გამხსნელით, რომელსაც აქვს მემბრანა (პოლიპროპილენი), რეზინის დგუში (ბრომობუტილი) და შპრიცის თავსახური საცობით (ბრომობუტილი)

1 დგუშის ტარი (პოლიპროპილენი).

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიჰემორაგიული საშუალებები, სისხლის კოაგულაციის VIII ფაქტორი.

ათქ კოდი: B02BD02.

მოქმედების მექანიზმი

ნოვოეითი® შეიცავს ტუროქტოკოგ ალფას, ადამიანის კოაგულაციის VIII ფაქტორს (rDNA), შეკვეცილი B-დომენით. ამ გლიკოპროტეინს აქვს იგივე სტრუქტურა, რაც ადამიანის VIII ფაქტორს გააქტივებისას და პოსტტრანსლაციური მოდიფიკაციები, რომლებიც პლაზმიდან მიღებული მოლეკულის მსგავსია. აღმოჩნდა, რომ ტიროზინის სულფატირების ადგილი, რომელიც მდებარეობს Tyr1680 პოზიციაზე (ნატიური სრული სიგრძე) და რომელიც მნიშვნელოვანია ფონ ვილებრანდის ფაქტორთან შეკავშირებისთვის, სრულად სულფატირებულია ტუროქტოკოგ ალფას მოლეკულაში. ჰემოფილიით დაავადებულ პაციენტში შეყვანისას ფაქტორი VIII უკავშირდება ენდოგენურ ფონ ვილებრანდის ფაქტორს პაციენტის სისხლის მიმოქცევაში. კომპლექსი VIII ფაქტორი/ფონ ვილებრანდის ფაქტორი შედგება ორი მოლეკულისგან (ფაქტორი VIII და ფონ ვილებრანდის ფაქტორი) სხვადასხვა ფიზიოლოგიური ფუნქციით. გააქტივებული VIII ფაქტორი მოქმედებს როგორც კოფაქტორი გააქტივებული IX ფაქტორისთვის, რაც აჩქარებს X ფაქტორის გადაქცევას გააქტივებულ X ფაქტორად. გააქტივებული ფაქტორი X გარდაქმნის პროთრომბინს თრომბინად. შემდეგ თრომბინი გარდაქმნის ფიბრინოგენს ფიბრინად და შეიძლება წარმოიქმნას თრომბი. ჰემოფილია A არის კოაგულაციის VIII: C ფაქტორის აქტივობის დონის დაქვეითებით გამოწვეული სისხლის შედედების სქესთან დაკავშირებული მემკვიდრეობითი დარღვევა, რომელიც ვლინდება უხვი სისხლდენით სახსრებში, კუნთებში ან შინაგან ორგანოებში და რომელიც შეიძლება განვითარდეს სპონტანურად ან ტრავმის ან ოპერაციის შედეგად. ჩანაცვლებითი თერაპიის შედეგად სისხლის პლაზმაში იზრდება კოაგულაციის VIII ფაქტორის დონე, რითაც მიიღწევა ამ ფაქტორის დეფიციტის და სისხლდენის ტენდენციის დროებითი კორექტირება.

აღსანიშნავია, რომ შეუძლებელია წლიური სისხლდენის სიხშირის შედარება სხვადასხვა კოაგულაციის ფაქტორებთან მიმართებაში და სხვადასხვა კლინიკურ კვლევებში.

კლინიკური ეფექტიანობა

ჩატარდა ოთხი მულტიცენტრული, ღია ეტიკეტირებული, არაკონტროლირებადი კვლევა ნოვოეითი®-ს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესაფასებლად სისხლდენის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის და ოპერაციის დროს მძიმე A ჰემოფილიის მქონე პაციენტებში (ფაქტორი VIII აქტივობა ≤ 1%). ამ კვლევიდან სამი ჩატარდა ადრე ნამკურნალევი პაციენტების მონაწილეობით, მეოთხე - ადრე არანამკურნალევი პაციენტების მონაწილეობით. კვლევებში ჩართული იყო 298 პაციენტი; 175 მოზარდი ან მოზრდილი პაციენტი ინჰიბიტორების გარეშე ასაკი 12 წელზე მეტი (≥ 150 ექსპოზიციის დღე), 63 ადრე ნამკურნალები 12 წლამდე ასაკის ბავშვები ინჰიბიტორების გარეშე (≥ 50 ექსპოზიციის დღე) და 60 ადრე არანამკურნალევი 6 წლამდე ასაკის პაციენტი. 238 ადრე ნამკურნალევი პაციენტებიდან 188 პაციენტმა განაგრძო უსაფრთხოების კვლევაში მონაწილეობა. ნოვოეითი®-თ მკურნალობა იყო უსაფრთხო და ჰქონდა ჰემოსტატიკური და პრევენციული ეფექტი. 298 პაციენტში 3293 დაფიქსირებული სისხლდენიდან, 2902 (88.1%) სისხლდენის კუპირება მოხდა ნოვოეითი®-ს 1-2 ინფუზიით.

ცხრილი 3. ნოვოეითი®-ს გამოყენება და ჰემოსტაზის ეფექტიანობის მაჩვენებლები ადრე არანამკურნალევ პაციენტებში (PUP) და ადრე ნამკურნალებ პაციენტებში (PTP)

მცირე-წლოვანი ბავშვები

(0 – < 6 წელი) PUP

მცირე-წლოვანი ბავშვები

(0 – < 6 წელი) PTP

უფროსი ასაკის ბავშვები

(6 – < 12 წელი) PTP

მოზარდები

(12 – < 18 წელი) PTP

მოზრდილები

(≥ 18 წელი)

PTP

საერთო რაოდენობა

პაციენტების რაოდენობა

60

31

32

24

151

298

თითო პაციენტზე (სე/კგ BW) პროფილაქტი-კისთვის გამოყენებული დოზა, მინიმალური, მაქსიმალური

  • 2 (14.4)
  • 5; 363.8
  • 5 (8.1)
  • 4; 196.3
  • 4 (9.4)
  • 2; 62.5
  • 5 (9.3)
  • 4; 73.9
  • 5 (8.3)
  • 0; 97.4
  • 8 (10.9)
  • 2; 363.8

სისხლდენის სამკურნალოდ გამოყენებული დოზა (სე/კგ BW)

საშუალო (SD)

მინიმალური, მაქსიმალური

  • 6 (15.2)
  • 9; 118.9
  • 0 (12.6)
  • 4; 193.8
  • 4 (10.5)
  • 0; 71.4
  • 3 (10.3)
  • 4; 76.8
  • 0 (12.3)
  • 4; 104.0
  • 5 (13.4)
  • 4; 193.8

წარმატებული მკურნალობის მაჩვენებელი %a

  • 0%
  • 2%
  • 4%
  • 1%
  • 6%
  • 9%

BW: სხეულის მასა SD: სტანდარტული გადახრა

a წარმატებული მკურნალობის შედეგი ფასდება როგორც „შესანიშნავი“ ან „კარგი“.

წინასწარი ავტორიზაციის კლინიკური მონაცემები დადასტურებული იყო არაინტერვენციული პოსტმარკეტინგული უსაფრთხოების კვლევით, რომელიც ჩატარდა ნოვოეითი®-ს იმუნოგენურობის, ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით რუტინულ კლინიკურ პრაქტიკაში. სულ 68 ადრე ნამკურნალევი პაციენტი (> 150 ED), რომელთაგან 14 პაციენტი იყო < 12 წელზე ნაკლები ასაკის და 54 პაციენტი იყო ≥ 12 წლის ან მეტი ასაკის, იღებდნენ მოთხოვნილ (N=5) ან პროფილაქტიკურ (N=63) მკურნალობას სულ 87.8 პაციენტის წელი და 8967 EDs.

ქირურგია

25 პაციენტს ჩაუტარდა 30 ოპერაცია, საიდანაც 26 იყო მაშტაბური, ხოლო 4 - მცირე. ყველა ქირურგიული ჩარევის დროს მიღწეული იყო ჰემოსტატიკური ეფექტი; წარუმატებელი თერაპიის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

მონაცემები იმუნური ტოლერანტობის ინდუქციის (ITI) შესახებ მიღებული იყო A ჰემოფილიის მქონე პაციენტებში, რომლებშიც დაფიქსირდა VIII ფაქტორის ინჰიბიტორების განვითარება. კლინიკური კვლევის დროს ადრე არანამკურნალევ პაციენტებში 21 პაციენტმა გაიარა ITI-ს მკურნალობის კურსი, ხოლო 18 (86%) პაციენტმა დაასრულა ეს კურსი ინჰიბიტორებზე ტესტის უარყოფითი შედეგით.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ყველა ფარმაკოკინეტიკური (PK) კვლევა ნოვოეითი®-ს გამოყენებით ჩატარდა 50 სე/კგ ნოვოეითი®-ს ინტრავენური შეყვანის შემდეგ მძიმე A ჰემოფილიის (FVIII ≤ 1%) მქონე ადრე ნამკურნალებ პაციენტებში. პლაზმის ნიმუშების ანალიზი განხორციელდა ორი მეთოდით: ერთსაფეხურიანი კოაგულაციის მეთოდით და ქრომოგენური ანალიზის მეთოდით.

ნოვოეითი®-ს ანალიზის ეფექტიანობა FVIII:C ანალიზებში შეფასდა ბაზარზე არსებულ სრული სიგრძის რეკომბინანტულ FVIII პროდუქტთან შედარებით. კვლევამ აჩვენა, რომ ორივე პროდუქტის გამოყენებისას მიღებული შედეგები იყო შედარებადი და თანმიმდევრული; ასევე პრეპარატი ნოვოეითი®-ს გამოყენებისას სისხლის პლაზმაში საიმედოდ შეიძლება გაიზომოს VIII ფაქტორის დონე ნოვოეითი®-ს ცალკე სტანდარტის გამოყენების აუცილებლობის გარეშე.

ნოვოეითი®-ს ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ნაჩვენებია ცხრილში 4 ერთსაფეხურიანი კოაგულაციის ანალიზისთვის და ცხრილში 5 ქრომოგენური ანალიზისთვის.

ცხრილი 4. ნოვოეითი®-ს ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები (50 სე/კგ) ასაკის მიხედვით – ერთსაფეხურიანი შედედების ანალიზი – საშუალო (SD)

პარამეტრები

0 − < 6 წელი

6 − < 12 წელი

≥ 12 წელი

n=14

n=14

n=33

ეტაპობრივი აღდგენა (სე/დლ)/(სე/კგ)

  • 8 (0.7)
  • 0 (0.4)
  • 2 (0.4)

AUC ((ეს*სთ)/დლ)

992 (411)

1109 (374)

1526 (577)

CL (მლ/სთ/კგ)

  • 21 (3.66)
  • 02 (1.68)
  • 63 (1.09)

t½ (სთ)

  • 65 (1.84)
  • 02 (1.89)
  • 00 (4.65)

Vss (მლ/კგ)

  • 68 (26.43)
  • 82 (10.63)
  • 40 (9.21)

Cmax (სე/დლ)

100 (58)

107 (35)

123 (41)

დაყოვნების საშუალო დრო (სთ)

  • 63 (2.50)
  • 91 (2.57)
  • 19 (5.08)

შემოკლებები: AUC = ფართობი VIII ფაქტორის აქტივობის დროის პროფილის ქვეშ;

CL = კლირენსი; t1/2 = ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი; Vss = განაწილების მოცულობა სტაბილურ მდგომარეობაში; Cmax = VIII ფაქტორის მაქსიმალური აქტივობა.

ცხრილი 5. ნოვოეითი®-ს ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები (50 სე/კგ) ასაკის მიხედვით - ქრომოგენური ანალიზი - საშუალო (SD)

პარამეტრები

0 − < 6 წელი

6 − < 12 წელი

≥ 12 წელი

n=14

n=14

n=33

ეტაპობრივი აღდგენა

(სე/დლ)/(სე/კგ)

  • 2 (0.6)
  • 5 (0.6)
  • 9 (0.6)

AUC ((ეს*სთ)/დლ)

1223 (436)

1437 (348)

1963 (773)

CL (მლ/სთ/კგ)

  • 59 (1.73)
  • 70 (1.00)
  • 86 (0.94)

t½ (სთ)

  • 99 (1.71)
  • 42 (1.52)
  • 22 (6.86)

Vss (მლ/კგ)

  • 46 (23.53)
  • 23 (6.00)
  • 18 (10.24)

Cmax (სე/დლ)

112 (31)

125 (27)

163 (50)

დაყოვნების საშუალო დრო (სთ)

  • 06 (1.90)
  • 61 (2.32)
  • 54 (5.77)

ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მსგავსი იყო 6 წლამდე ასაკის და 6-დან 12 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებს შორის. დაფიქსირდა გარკვეული განსხვავება ნოვოეითი®-ს ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებში პედიატრიულ და მოზრდილ პაციენტებს შორის. პედიატრიულ პაციენტებში დაფიქსირებული უფრო მაღალი კლირენსი და უფრო მოკლე ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი A ჰემოფილიის მქონე მოზრდილ პაციენტებთან შედარებით შეიძლება ნაწილობრივ განპირობებული იყოს ბავშვებში სხეულის მასის თითო კილოგრამზე უფრო დიდი პლაზმური მოცულობით.

ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკური კვლევა (50 სე/კგ) ჩატარდა ჰემოფილიით დაავადებულ 35 პაციენტში (≥18 წელი) სხეულის მასის ინდექსის (BMI) სხვადასხვა კატეგორიიდან. მაქსიმალური ექსპოზიცია (Cmax) და მთლიანი ექსპოზიცია (AUC) იზრდება BMI-ს მატებასთან ერთად, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დოზის კორექცია შეიძლება საჭირო გახდეს სხეულის მცირე მასის მქონე პაციენტებში (BMI < 18,5 კგ/მ2) და სიმსუქნის მქონე პაციენტებში (BMI ≥ 30 კგ/მ2). იხილეთ ნაწილი 4.2.

ცხრილი 6. ნოვოეითი®-ს ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები (50 სე/კგ) BMI კლასისa მიხედვით - ერთსაფეხურიანი შედედების ანალიზი - საშუალო (SD)

PK პარამეტრები

არასაკმარისი წონა

N=5

ნორმალური წონა

N=7

ჭარბი წონა

N=8

სიმსუქნის კლასი I N=7

სიმსუქნის კლასი II/III N=7

ეტაპობრივი აღდგენა (სე/დლ)/(სე/კგ)

  • 7 (0.2)
  • 0 (0.2)
  • 4 (0.4)
  • 3 (0.3)b
  • 6 (0.3)

AUC ((ეს*სთ)/დლ)

1510 (360)

1920 (610)

1730 (610)

2030 (840)

2350 (590)

CL (მლ/სთ/კგ)

  • 91 (0.94)
  • 20 (1.00)
  • 63 (1.24)
  • 37 (1.79)
  • 51 (0.63)

t½ (სთ)

  • 3 (2.0)
  • 7 (3.5)
  • 4 (2.9)
  • 2 (3.5)
  • 1 (2.7)

Vss (მლ/კგ)

  • 8 (5.4)
  • 8 (6.5)
  • 6 (6.0)
  • 0 (9.0)
  • 0 (4.6)

Cmax (სე/დლ)

100 (11)

121 (10)

144 (26)

140 (21)

161 (32)

დაყოვნების საშუალო დრო (სთ)

  • 1 (3.0)
  • 3 (4.8)
  • 9 (3.7)
  • 4 (4.6)
  • 6 (3.7)

a BMI ჯგუფები: მცირე მასა: BMI <18,5 კგ/მ2, ნორმალური მასა: BMI 18,5-24,9 კგ/მ2, ჭარბი მასა: BMI 25-29,9 კგ/მ2, სიმსუქნე I კლასი: BMI 30-34,9 კგ/მ2, სიმსუქნე II / III კლასი: BMI ≥35 კგ/მ2.

b მხოლოდ 6 პაციენტის საფუძველზე.

ცხრილი 7. ნოვოეითი®-ს ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები (50 სე/კგ) BMI კლასის მიხედვით - ქრომოგენური ანალიზი - საშუალო (SD)

PK პარამეტრები

არასაკმარისი წონა

N=5

ნორმალური წონა

N=7

ჭარბი წონა

N=8

სიმსუქნის კლასი I

N=7

სიმსუქნის კლასი II/III N=7

ეტაპობრივი აღდგენა (სე/დლ)/(სე/კგ)

  • 2 (0.4)
  • 9 (0.3)
  • 0 (0.5)
  • 2 (0.5)
  • 5 (0.5)

AUC ((ეს*სთ)/დლ)

1860 (700)

2730 (860)

2310 (1020)

2780 (1210)

3050 (730)

CL (მლ/სთ/კგ)

  • 28 (0.87)
  • 25 (0.73)
  • 84 (1.09)
  • 58 (1.56)
  • 94 (0.52)

t½ (სთ)

  • 7 (2.4)
  • 5 (3.6)
  • 7 (3.4)
  • 4 (3.2)
  • 5 (2.5)

Vss (მლ/კგ)

  • 1 (10.4)
  • 2 (4.5)
  • 6 (5.8)
  • 9 (5.1)
  • 7 (4.0)

Cmax (სე/დლ)

138 (29)

185 (24)

194 (31)

200 (33)

227 (32)

დაყოვნების საშუალო დრო (სთ)

  • 5 (3.2)
  • 2 (4.9)
  • 6 (4.8)
  • 5 (4.6)

კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები

კლინიკამდელი მონაცემებით არ გამოვლენილა განსაკუთრებული საფრთხე ადამიანებისთვის ტრადიციული უსაფრთხოების ფარმაკოლოგიური კვლევებისა და განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის საფუძველზე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პროდუქტის დასახელება

ნოვოეითი® (NovoEight®)

250 სე ფხვნილი და გამხსნელი საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად

500 სე ფხვნილი და გამხსნელი საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად

1000 სე ფხვნილი და გამხსნელი საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად

1500 სე ფხვნილი და გამხსნელი საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად

2000 სე ფხვნილი და გამხსნელი საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად

3000 სე ფხვნილი და გამხსნელი საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

თითოეული ფლაკონი ფხვნილით შეიცავს ნომინალურად 250, 500, 1000, 1500, 2000 ან 3000 სე ადამიანის კოაგულაციის ფაქტორს VIII (rDNA), ტუროქტოკოგ ალფას.

აღდგენის შემდეგ ნოვოეითი® შეიცავს დაახლოებით 62,5, 125, 250, 375, 500 ან 750 სე/მლ ადამიანის კოაგულაციის VIII ფაქტორს (rDNA), ტუროქტოკოგ ალფას.

აქტივობა (IU) განისაზღვრება ევროპული ფარმაკოპეის (Ph. Eur) ქრომოგენული ანალიზის გამოყენებით. ნოვოეითი®-ს სპეციფიკური აქტივობა არის დაახლოებით 8300 სე/მგ პროტეინი.

ტუროქტოკოგ ალფა (ადამიანის კოაგულაციის ფაქტორი VIII (rDNA)) არის გაწმენდილი ცილა, რომელსაც აქვს 1,445 ამინომჟავა, მოლეკულური მასით - დაახლოებით 166 კილოდალტონი. იგი იწარმოება რეკომბინანტული დნმ-ის ტექნოლოგიით ჩინური ზაზუნას საკვერცხის (CHO) უჯრედებში და მზადდება ადამიანის ან ცხოველური ცილების დამატების გარეშე უჯრედების კულტივირების პროცესში, გაწმენდის ან მზა სამკურნალო ფორმის მომზადებისას.

ტუროქტოკოგ ალფა არის შეკვეცილი ადამიანის რეკომბინანტული კოაგულაციის ფაქტორი VIII B-დომენით (B-დომენი შედგება ველური ტიპის B-დომენის 21 ამინომჟავისგან) ამინომჟავების თანმიმდევრობის სხვა მოდიფიკაციების გარეშე.

დამხმარე ნივთიერება ცნობილი ეფექტით

სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 30,5 მგ ნატრიუმს თითო აღდგენილ ფლაკონზე.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში 6.1.

სამკურნალო ფორმა

ფხვნილი და გამხსნელი საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად.

თეთრი ან ოდნავ ყვითელი ფხვნილი ან ფხვიერი მასა.

გამჭვირვალე და უფერო საინიექციო ხსნარი.

კლინიკური მახასიათებლები

თერაპიული ჩვენებები

სისხლდენის მკურნალობა და პროფილაქტიკა A ჰემოფილიის დაავადების მქონე პაციენტებში (VIII ფაქტორის თანდაყოლილი დეფიციტი).

ნოვოეითი®-ს გამოყენება შესაძლებელია ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

დოზირება და გამოყენების წესი

მკურნალობა უნდა ჩატარდეს ჰემოფილიის მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

მკურნალობის მონიტორინგი

მკურნალობის კურსის განმავლობაში რეკომენდებულია VIII ფაქტორის დონის შესაბამისი განსაზღვრა განმეორებითი ინიექციების დოზის და მათი სიხშირის დასადგენად. ცალკეული პაციენტების რეაქცია VIII ფაქტორზე შეიძლება განსხვავდებოდეს, აჩვენოს სხვადასხვა ნახევარგამოყოფის პერიოდი და გამოჯანმრთელება. შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია სხეულის მასის მიხედვით მცირე წონის ან ჭარბი წონის მქონე პაციენტებში. პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის შესწავლისას მოზრდილ პაციენტებში ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ მაქსიმალური ექსპოზიცია (Cmax) და მთლიანი ექსპოზიცია (AUC) გაიზარდა სხეულის მასის ინდექსის (BMI) მატებასთან ერთად, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია. მცირე წონის მქონე პაციენტებში (BMI <18,5 კგ/მ2) შეიძლება საჭირო გახდეს დოზის გაზრდა, ხოლო ჭარბი წონის მქონე პაციენტებში (BMI ≥30 კგ/მ2) შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება, არ არსებობს საკმარისი მონაცემები დოზის კორექციის კონკრეტული სქემების რეკომენდაციის გასაცემად, იხ. ნაწილი 5.2.

მაშტაბური ძირითადი ქირურგიული პროცედურების შემთხვევაში აუცილებელია ჩანაცვლებითი თერაპიის ზუსტი მონიტორინგი კოაგულაციის ანალიზის გამოყენებით (პლაზმის კოაგულაციის VIII ფაქტორის აქტივობა).

პაციენტის სისხლის ნიმუშებში VIII ფაქტორის აქტივობის დასადგენად in vitro თრომბოპლასტინის დროზე (aPTT) დაფუძნებული ერთსაფეხურიანი კოაგულაციის ანალიზის გამოყენებისას, პლაზმის VIII ფაქტორის აქტივობის შედეგები შეიძლება მნიშვნელოვნად იყოს დამოკიდებული როგორც aPTT რეაგენტის ტიპზე, ასევე ანალიზში გამოყენებულ ეტალონურ სტანდარტზე. ასევე შეიძლება არსებობდეს მნიშვნელოვანი განსხვავებები ანალიზის შედეგებს შორის, რომლებიც მიიღება aPTT-ზე დაფუძნებული ერთსაფეხურიანი შედედების ანალიზით და Ph. Eur-ის მიხედვით ჩატარებულ ქრომოგენურ ანალიზს შორის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანალიზში გამოყენებული ლაბორატორიის ან/და რეაგენტების შეცვლისას.

დოზირება

დოზირება და ჩანაცვლებითი თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია VIII ფაქტორის დეფიციტის სიმძიმეზე, სისხლდენის ლოკალიზაციასა და მასშტაბზე და პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე.

შეყვანილი VIII ფაქტორის ერთეულების რაოდენობა გამოიხატება საერთაშორისო ერთეულებში (IU), რომელიც შეესაბამება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის მიმდინარე სტანდარტს VIII ფაქტორის პრეპარატებისთვის. VIII ფაქტორის აქტივობა პლაზმაში გამოიხატება პროცენტულად (ადამიანის პლაზმის ნორმალურ დონესთან შედარებით) ან საერთაშორისო ერთეულებში (IU) (პლაზმაში VIII ფაქტორის საერთაშორისო სტანდარტთან შედარებით).

VIII ფაქტორის აქტივობის ერთი სე უდრის VIII ფაქტორის რაოდენობას ერთ მლ ადამიანის ნორმალურ პლაზმაში.

მოთხოვნით მკურნალობა

VIII ფაქტორის საჭირო დოზის გამოთვლა ეფუძნება ემპირიულ დასკვნას, რომ 1 სე VIII ფაქტორი კგ სხეულის მასაზე 2 სე/დლ-ით ზრდის პლაზმის VIII ფაქტორის აქტივობას. საჭირო დოზა განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:

საჭირო ერთეული (სე) = სხეულის მასა (კგ) × VIII ფაქტორის სასურველი ზრდა (%) (სე/დლ) × 0.5 (სე/კგ თითო სე/დლ).

შეყვანილი რაოდენობა და შეყვანის სიხშირე ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს კლინიკურ ეფექტურობას თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში.

შემდეგი ჰემორაგიული მოვლენების შემთხვევაში VIII ფაქტორის აქტივობა არ უნდა ჩამოვიდეს პლაზმური აქტივობის მითითებულ დონეზე (ნორმის % ან სე/დლ) დაბლა შესაბამისი პერიოდის განმავლობაში. სისხლდენის ეპიზოდებისა და ქირურგიული ჩარევის დროს დოზირების განსაზღვრისათვის შეიძლება გამოყენებული იქნას შემდეგი ცხრილი:

ცხრილი 1. დოზირების სახელმძღვანელო სისხლდენის ეპიზოდებისა და ქირურგიული ჩარევის დროს

სისხლდენის ხარისხი/ქირურგიული პროცედურის ტიპი

FVIII-ს საჭირო დონე (%) (სე/დლ)

დოზების სიხშირე (საათი)/თერაპიის ხანგრძლივობა (დღეები)

სისხლდენა

ადრეული ჰემართროზი, სისხლჩაქცევა კუნთში ან სისხლდენა პირის ღრუდან

20–40

გაიმეორეთ ყოველ 12-24 საათში სულ მცირე 1 დღის განმავლობაში სისხლდენის შეწყვეტამდე, რაც განისაზღვრება ტკივილის მოხსნით ან შეხორცებით

უფრო ფართო ჰემართროზი, სისხლჩაქცევა კუნთში ან ჰემატომა

30-60

გაიმეორეთ ინფუზია ყოველ 12-24 საათში 3-4 დღის ან მეტი დროის განმავლობაში, ტკივილის გაქრობამდე და მწვავე ფაზის გადატანის შემდეგ.

სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენა

60-100

გაიმეორეთ ინფუზია ყოველ 8-24 საათში საფრთხის აღმოფხვრამდე.

ქირურგია

მცირე ოპერაცია

კბილის ამოღების ჩათვლით

30-60

ყოველ 24 საათში, სულ მცირე 1 დღე, შეხორცებამდე

მაშტაბური ოპერაცია

80-100

(პრე- და პოსტოპერაციულ პერიოდში)

გაიმეორეთ ინფუზია ყოველ 8-24 საათში ჭრილობის ადკვატურ შეხორცებამდე, შემდეგ მკურნალობა გრძელდება კიდევ 7 დღის განმავლობაში, VIII ფაქტორის აქტივობის 30%-დან 60%-მდე (სე/დლ) შენარჩუნებისთვის

პროფილაქტიკა

მძიმე A ჰემოფილიის მქონე პაციენტებში სისხლდენის გრძელვადიანი პროფილაქტიკისთვის, ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზებია 20-40 სე VIII ფაქტორი კგ სხეულის მასაზე ყოველ მეორე დღეს ან 20-50 სე ფაქტორი VIII კგ სხეულის მასაზე 3-ჯერ კვირაში. მოზრდილებსა და მოზარდებში (>12 წელი) შეიძლება გამოყენებული იქნას ნაკლებად ხშირი რეჟიმი (40-60 სე/კგ ყოველ მესამე დღეს ან 2-ჯერ კვირაში). ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით ახალგაზრდა პაციენტებში, შეიძლება საჭირო გახდეს დოზირების უფრო მოკლე ინტერვალები ან უფრო მაღალი დოზები.

ქირურგია

პედიატრიულ პაციენტებში ქირურგიული ჩარევის გამოცდილება შეზღუდულია.

ხანდაზმულები

არ არსებობს გამოცდილება 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში.

პედიატრიული პოპულაცია

12 წლამდე ასაკის პაციენტებში სისხლდენის გრძელვადიანი პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია 25-50 სე VIII ფაქტორი კგ სხეულის მასაზე ყოველ მეორე დღეს ან 25-60 სე VIII ფაქტორი კგ სხეულის მასაზე 3-ჯერ კვირაში. 12 წელზე მეტი ასაკის პედიატრიულ პაციენტებში დოზის რეკომენდაციები იგივეა, რაც მოზრდილებში.

გამოყენების წესი

გამოიყენება ინტრავენურად.

ნოვოეითი®-ს ინფუზიის რეკომენდებული სიჩქარეა 1–2 მლ/წთ. მაჩვენებელი უნდა განისაზღვროს პაციენტის კომფორტის დონის მიხედვით.

სამკურნალო პროდუქტის გამოყენებამდე აღდგენის ინსტრუქციებისთვის იხილეთ ნოვოეითი®-ის გამოყენების ინსტრუქცია.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში 6.1.

ცნობილი ალერგიული რეაქცია ზაზუნას ცილის მიმართ.

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

მიკვლევადობა

ბიოლოგიური სამკურნალო საშუალებების მიკვლევადობის გაუმჯობესების მიზნით, მკაფიოდ უნდა იყოს ჩაწერილი შეყვანილი პროდუქტის დასახელება და სერიის ნომერი.

ჰიპერმგრძნობელობა

ნოვოეითი®-ს გამოყენებისას შესაძლებელია ალერგიული ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარება. პროდუქტი შეიცავს ზაზუნას ცილების კვალს, რამაც ზოგიერთ პაციენტში შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამკურნალო პროდუქტის გამოყენება და მიმართონ ექიმს. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ადრეული ნიშნების შესახებ, მათ შორის ჭინჭრის ციება, გენერალიზებული ურტიკარია, გულმკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, ხიხინი, ჰიპოტენზია და ანაფილაქსია.

შოკის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს შოკის სტანდარტული სამედიცინო მკურნალობა.

ინჰიბიტორები

A ჰემოფილიით დაავადებული პირების მკურნალობის დროს ცნობილი გართულებაა VIII ფაქტორის მიმართ მანეიტრალიზებელი ანტისხეულების (ინჰიბიტორების) ფორმირება. ეს ინჰიბიტორები, როგორც წესი, არიან IgG იმუნოგლობულინები, რომლებიც მიმართულია VIII ფაქტორის პროკოაგულაციური აქტივობის წინააღმდეგ, და რომლებიც რაოდენობრივად განისაზღვრება ბეთესდას ერთეულებში (Bethesda Units (BU)) პლაზმის ერთ მლ-ზე მოდიფიცირებული ანალიზის გამოყენებით. ინჰიბიტორების განვითარების რისკი კორელაციაშია დაავადების სიმძიმესთან, ისევე როგორც VIII ფაქტორის ზემოქმედებასთან, ეს რისკი ყველაზე მაღალია ექსპოზიციის პირველი 50 დღის განმავლობაში, მაგრამ გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში, თუმცა რისკი არც ისე ხშირია.

ინჰიბიტორის განვითარების კლინიკური მნიშვნელობა დამოკიდებულია ინჰიბიტორის ტიტრზე, ამავე დროს დაბალი ტიტრი არასაკმარისი კლინიკური პასუხის ნაკლებ რისკს წარმოადგენს, ვიდრე მაღალი ტიტრის ინჰიბიტორები.

ზოგადად, კოაგულაციის VIII ფაქტორის პროდუქტებით მკურნალობის დროს საჭიროა პაციენტების მკაცრი მონიტორინგი ინჰიბიტორების არსებობაზე კლინიკური დაკვირვებით და ლაბორატორიული ტესტირებით. თუ კოაგულაციის VIII ფაქტორის აქტივობა ვერ აღწევს მოსალოდნელ დონეს, ან სისხლდენის კონტროლი შეუძლებელია პრეპარატის ადეკვატური დოზით, უნდა ჩატარდეს ანალიზი VIII ფაქტორის ინჰიბიტორების არსებობაზე. მაღალი ტიტრის ინჰიბიტორების მქონე პაციენტებში VIII ფაქტორით მკურნალობა შეიძლება არ იყოს ეფექტიანი, და უნდა განიხილებოდეს მკურნალობის სხვა ვარიანტები. ასეთი პაციენტების მართვა უნდა განხორციელდეს ჰემოფილიით და VIII ფაქტორის ინჰიბიტორებით მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმების მიერ.

გულ-სისხლძარღვთა სიმპტომები

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში FVIII ჩანაცვლებითმა თერაპიამ შეიძლება გაზარდოს გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკი.

კათეტერის განთავსებასთან დაკავშირებული გართულებები

თუ საჭიროა ცენტრალური ვენური წვდომის მოწყობილობის (CVAD) გამოყენება, გასათვალისწინებელია CVD-ის გამოყენებასთან დაკავშირებული გართულებების რისკი, მათ შორის ადგილობრივი ინფექციები, ბაქტერიემია და თრომბოზი კათეტერის ჩასმის ადგილას.

მკაცრად რეკომენდებულია ყოველთვის, როდესაც ნოვოეითი® ინიშნება პაციენტებში, ჩაიწეროს პროდუქტის დასახელება და სერიის ნომერი, პაციენტსა და სამკურნალო პრეპარატის სერიას შორის კავშირის შენარჩუნების მიზნით.

პედიატრიული პოპულაცია

მითითებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები ეხება როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს.

ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ

სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 30,5 მგ ნატრიუმს აღდგენილი პრეპარატის ერთ ფლაკონზე, რაც WHO-ს მიერ მოზრდილებში რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო დოზის - 2 გ ნატრიუმის ეკვივალენტურია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ადამიანის კოაგულაციის VIII ფაქტორის (rDNA) პროდუქტების ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან დადგენილი არ არის.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ცხოველებში რეპროდუქციული კვლევები ნოვოეითი®-ს გამოყენებით არ ჩატარებულა. ვინაიდან ჰემოფილია A ძალზე იშვიათია ქალებში, არ არსებობს კოაგულაციის VIII ფაქტორის გამოყენების გამოცდილება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. ამიტომ, ნოვოეითი® უნდა იქნას გამოყენებული ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მისი გამოყენების მკაფიო ჩვენება.

ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ნოვოეითი® არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

არასასურველი ეფექტები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

ჰიპერმგრძნობელობა ან ალერგიული რეაქციები (რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ანგიონევროზულ შეშუპებას, წვის და ჩხვლეტის შეგრძნებებს ინფუზიის ადგილას, შემცივნებას, ჰიპერემიას, გენერალიზებულ ჭინჭრის ციებას, თავის ტკივილს, ალერგიულ გამონაყარს, არტერიული წნევის დაქვეითებას, ლეტარგიას, გულისრევას, შფოთვას, ტაქიკარდიას, მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, ყურებში შუილს, ღებინებას, ხიხინს) იშვიათია და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მძიმე ანაფილაქსიაში (შოკის ჩათვლით) გადაიზარდოს.

ძალიან იშვიათად აღინიშნება ზაზუნას პროტეინის მიმართ ანტისხეულების წარმოქმნა შესაბამისი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებით.

A ჰემოფილიის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ VIII ფაქტორით, მათ შორის ნოვოეითი®-თ, შესაძლებელია მანეიტრალიზებელი ანტისხეულების (ინჰიბიტორების) წარმოქმნა. ამ ინჰიბიტორების წარმოქმნისას მდგომარეობა არასაკმარისი კლინიკური პასუხით ვლინდება. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია ჰემოფილიის მკურნალობის სპეციალიზებულ ცენტრთან დაკავშირება.

გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი ცხრილის სახით

ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილი შედგენილია MedDRA-ს ორგანოთა სისტემის კლასიფიკაციის (SOC) შესაბამისად (SOC და Preferred Term Level).

შემთხვევის სიხშირე შეფასებულია შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე), არც ისე ხშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათად (≥ 1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10000); უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია).

სიხშირის თითოეულ ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის კლებადობით.

ცხრილი 2. არასასურველი რეაქციების სიხშირე კლინიკურ კვლევებში

ორგანოთა სისტემების კლასი

სიხშირეa ადრე ნამკურნალებ პაციენტებში (PTPs)

სიხშირეa არანამკურნალებ პაციენტებში (PUPs)

გვერდითი რეაქცია

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

არც ისე ხშირადb

ძალიან ხშირადb

FVIII ინჰიბირება

ფსიქიური დარღვევები

არც ისე ხშირად

უძილობა

ნერვული სისტემის მხრივ

არც ისე ხშირად

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, წვის შეგრძნება

გულის მხრივ

არც ისე ხშირად

სინუსური ტაქიკარდია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი

სისხლძარღვების მხრივ

არც ისე ხშირად

ჰიპერტენზია, ლიმფედემა, ჰიპერემია

ხშირად

სხეულში სიმხურვალის შეგრძნება, ზედაპირული თრომბოფლებიტი

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრიც

ხშირად

გამონაყარი, ერითემატოზული გამონაყარი

არც ისე ხშირად

გამონაყარი, ლიქენოიდური კერატოზი, კანის წვის შეგრძნება

კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

არც ისე ხშირად

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის შებოჭილობა, ართროპათია, კიდურების ტკივილი, ძვალ-კუნთოვანი ტკივილი

ხშირად

ჰემართროზი, სისხლჩაქცევა კუნთებში

სასუთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები

ხშირად

ხველა

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მხრივ

ხშირად

რეაქციები ინიექციის ადგილას c

ხშირად

პირექსია, ერითემა კათეტერის ადგილას

არც ისე ხშირად

დაღლილობა, სიმხურვალის შეგრძნება, პერიფერიული შეშუპება, პირექსია

კვლევები

ხშირად

ღვიძლის ფერმენტების დონის გაზრდაd

ხშირად

VIII ფაქტორის ანტისხეულების მიმართ ტესტის დადებითი შედეგი

არც ისე ხშირად

გულისცემის სიხშირის გაზრდა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ხშირად

ღებინება

ტრავმა, ინტოქსიკაცია და პროცედურული გართულებები

ხშირად

არასწორი დოზის შეყვანა

ხშირად

ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქცია

არც ისე ხშირად

კონტუზია

პროდუქტით გამოწვეული პრობლემები

ხშირად

თრომბოზი მოწყობილობაში

a გამოთვლილია კლინიკურ კვლევაში მონაწილე ცალკეული პაციენტების საერთო რაოდენობიდან (301), რომელთაგან 242 იყო ადრე ნამკურნალები პაციენტი (PTPs), ხოლო 60 იყო ადრე არანამკურნალევი პაციენტი (PUPs).

b სიხშირე ეფუძნება ყველა FVIII პროდუქტის კვლევების მონაცემებს, რომლებიც მოიცავდა მძიმე A ჰემოფილიის მქონე პაციენტებს.

c რეაქციები ინიექციის ადგილას მოიცავს ერითემას ინიექციის ადგილას, ექსტრავაზაციას და ქავილს ინიექციის ადგილას.

d ღვიძლის ფერმენტების აქტივობის გაზრდა მოიცავს ალანინამინოტრანსფერაზას, ასპარტატამინოტრანსფერაზას, გამა-გლუტამილტრანსფერაზას და ბილირუბინის აქტივობის მომატებას.

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ნოვოეითი®-ს კლინიკური კვლევების დროს ადრე ნამკურნალებ პაციენტებში ნოვოეითი®-ს გამოყენებისას 242 პაციენტიდან 23 პაციენტში დაფიქსირდა 35 გვერდითი რეაქცია. დაფიქსირებული გვერდითი რეაქციებიდან ყველაზე ხშირი იყო რეაქციები ინიექციის ადგილას, არასწორი დოზის შეყვანა და ღვიძლის ფერმენტების დონის გაზრდა. 35 გვერდითი რეაქციიდან, 2 დაფიქსირდა 6 წლამდე ასაკის 31 პაციენტიდან 1 პაციენტში, არცერთი - 6-დან 12 წლამდე ასაკის პაციენტებში, 1 მოვლენა 24 პაციენტიდან (12-დან < 18 წლამდე) 1 პაციენტში და 32 დაფიქსირდა 155 მოზრდილი პაციენტიდან (≥ 18 წელი) 21 პაციენტში.

პედიატრიული პოპულაცია

კლინიკურ კვლევებში, რომელშიც ჩართული იყო 0-დან 12 წლამდე ასაკის 63 ადრე ნამკურნალები პედიატრიული პაციენტი და 12-დან 18 წლამდე ასაკის 24 მოზარდი მძიმე ჰემოფილიით, ნოვოეითი®-ს უსაფრთხოების პროფილში განსხვავება არ დაფიქსირებულა პედიატრიულ პაციენტებსა და მოზრდილებს შორის.

0-დან 6 წლამდე ასაკის ადრე არანამკურნალევი პაციენტების კვლევაში, ნოვოეითი®-ს გამოყენებისას 60 პაციენტიდან 33 პაციენტში დაფიქსირდა 46 გვერდითი რეაქცია.

ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი რეაქცია იყო VIII ფაქტორის ინჰიბიტორების წარმოქმნა, იხილეთ ნაწილი 4.4. მაღალი რისკის გენეტიკური მუტაციები გამოვლინდა ინჰიბიტორების მქონე ზოგადი პოპულაციის 92.3% პაციენტში და 93.8% პაციენტში ინჰიბიტორების დადასტურებული მაღალი ტიტრით.

სხვა ფაქტორები არ იყო მნიშვნელოვნად დაკავშირებული ინჰიბიტორების განვითარებასთან.

ჭარბი დოზირება

კოაგულაციის რეკომბინანტური VIII ფაქტორით ჭარბი დოზირების სიმპტომები არ დაფიქსირებულა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიჰემორაგიული საშუალებები, სისხლის კოაგულაციის VIII ფაქტორი.

ათქ კოდი: B02BD02.

მოქმედების მექანიზმი

ნოვოეითი® შეიცავს ტუროქტოკოგ ალფას, ადამიანის კოაგულაციის VIII ფაქტორს (rDNA), შეკვეცილი B-დომენით. ამ გლიკოპროტეინს აქვს იგივე სტრუქტურა, რაც ადამიანის VIII ფაქტორს გააქტივებისას და პოსტტრანსლაციური მოდიფიკაციები, რომლებიც პლაზმიდან მიღებული მოლეკულის მსგავსია. აღმოჩნდა, რომ ტიროზინის სულფატირების ადგილი, რომელიც მდებარეობს Tyr1680 პოზიციაზე (ნატიური სრული სიგრძე) და რომელიც მნიშვნელოვანია ფონ ვილებრანდის ფაქტორთან შეკავშირებისთვის, სრულად სულფატირებულია ტუროქტოკოგ ალფას მოლეკულაში. ჰემოფილიით დაავადებულ პაციენტში შეყვანისას ფაქტორი VIII უკავშირდება ენდოგენურ ფონ ვილებრანდის ფაქტორს პაციენტის სისხლის მიმოქცევაში. კომპლექსი VIII ფაქტორი/ფონ ვილებრანდის ფაქტორი შედგება ორი მოლეკულისგან (ფაქტორი VIII და ფონ ვილებრანდის ფაქტორი) სხვადასხვა ფიზიოლოგიური ფუნქციით. გააქტივებული VIII ფაქტორი მოქმედებს როგორც კოფაქტორი გააქტივებული IX ფაქტორისთვის, რაც აჩქარებს X ფაქტორის გადაქცევას გააქტივებულ X ფაქტორად. გააქტივებული ფაქტორი X გარდაქმნის პროთრომბინს თრომბინად. შემდეგ თრომბინი გარდაქმნის ფიბრინოგენს ფიბრინად და შეიძლება წარმოიქმნას თრომბი. ჰემოფილია A არის კოაგულაციის VIII: C ფაქტორის აქტივობის დონის დაქვეითებით გამოწვეული სისხლის შედედების სქესთან დაკავშირებული მემკვიდრეობითი დარღვევა, რომელიც ვლინდება უხვი სისხლდენით სახსრებში, კუნთებში ან შინაგან ორგანოებში და რომელიც შეიძლება განვითარდეს სპონტანურად ან ტრავმის ან ოპერაციის შედეგად. ჩანაცვლებითი თერაპიის შედეგად სისხლის პლაზმაში იზრდება კოაგულაციის VIII ფაქტორის დონე, რითაც მიიღწევა ამ ფაქტორის დეფიციტის და სისხლდენის ტენდენციის დროებითი კორექტირება.

აღსანიშნავია, რომ შეუძლებელია წლიური სისხლდენის სიხშირის შედარება სხვადასხვა კოაგულაციის ფაქტორებთან მიმართებაში და სხვადასხვა კლინიკურ კვლევებში.

კლინიკური ეფექტიანობა

ჩატარდა ოთხი მულტიცენტრული, ღია ეტიკეტირებული, არაკონტროლირებადი კვლევა ნოვოეითი®-ს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესაფასებლად სისხლდენის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის და ოპერაციის დროს მძიმე A ჰემოფილიის მქონე პაციენტებში (ფაქტორი VIII აქტივობა ≤ 1%). ამ კვლევიდან სამი ჩატარდა ადრე ნამკურნალევი პაციენტების მონაწილეობით, მეოთხე - ადრე არანამკურნალევი პაციენტების მონაწილეობით. კვლევებში ჩართული იყო 298 პაციენტი; 175 მოზარდი ან მოზრდილი პაციენტი ინჰიბიტორების გარეშე ასაკი 12 წელზე მეტი (≥ 150 ექსპოზიციის დღე), 63 ადრე ნამკურნალები 12 წლამდე ასაკის ბავშვები ინჰიბიტორების გარეშე (≥ 50 ექსპოზიციის დღე) და 60 ადრე არანამკურნალევი 6 წლამდე ასაკის პაციენტი. 238 ადრე ნამკურნალევი პაციენტებიდან 188 პაციენტმა განაგრძო უსაფრთხოების კვლევაში მონაწილეობა. ნოვოეითი®-თ მკურნალობა იყო უსაფრთხო და ჰქონდა ჰემოსტატიკური და პრევენციული ეფექტი. 298 პაციენტში 3293 დაფიქსირებული სისხლდენიდან, 2902 (88.1%) სისხლდენის კუპირება მოხდა ნოვოეითი®-ს 1-2 ინფუზიით.

ცხრილი 3. ნოვოეითი®-ს გამოყენება და ჰემოსტაზის ეფექტიანობის მაჩვენებლები ადრე არანამკურნალევ პაციენტებში (PUP) და ადრე ნამკურნალებ პაციენტებში (PTP)

მცირე-წლოვანი ბავშვები

(0 – < 6 წელი) PUP

მცირე-წლოვანი ბავშვები

(0 – < 6 წელი) PTP

უფროსი ასაკის ბავშვები

(6 – < 12 წელი) PTP

მოზარდები

(12 – < 18 წელი) PTP

მოზრდილები

(≥ 18 წელი)

PTP

საერთო რაოდენობა

პაციენტების რაოდენობა

60

31

32

24

151

298

თითო პაციენტზე (სე/კგ BW) პროფილაქტი-კისთვის გამოყენებული დოზა, მინიმალური, მაქსიმალური

  • 2 (14.4)
  • 5; 363.8
  • 5 (8.1)
  • 4; 196.3
  • 4 (9.4)
  • 2; 62.5
  • 5 (9.3)
  • 4; 73.9
  • 5 (8.3)
  • 0; 97.4
  • 8 (10.9)
  • 2; 363.8

სისხლდენის სამკურნალოდ გამოყენებული დოზა (სე/კგ BW)

საშუალო (SD)

მინიმალური, მაქსიმალური

  • 6 (15.2)
  • 9; 118.9
  • 0 (12.6)
  • 4; 193.8
  • 4 (10.5)
  • 0; 71.4
  • 3 (10.3)
  • 4; 76.8
  • 0 (12.3)
  • 4; 104.0
  • 5 (13.4)
  • 4; 193.8

წარმატებული მკურნალობის მაჩვენებელი %a

  • 0%
  • 2%
  • 4%
  • 1%
  • 6%
  • 9%

BW: სხეულის მასა SD: სტანდარტული გადახრა

a წარმატებული მკურნალობის შედეგი ფასდება როგორც „შესანიშნავი“ ან „კარგი“.

წინასწარი ავტორიზაციის კლინიკური მონაცემები დადასტურებული იყო არაინტერვენციული პოსტმარკეტინგული უსაფრთხოების კვლევით, რომელიც ჩატარდა ნოვოეითი®-ს იმუნოგენურობის, ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით რუტინულ კლინიკურ პრაქტიკაში. სულ 68 ადრე ნამკურნალევი პაციენტი (> 150 ED), რომელთაგან 14 პაციენტი იყო < 12 წელზე ნაკლები ასაკის და 54 პაციენტი იყო ≥ 12 წლის ან მეტი ასაკის, იღებდნენ მოთხოვნილ (N=5) ან პროფილაქტიკურ (N=63) მკურნალობას სულ 87.8 პაციენტის წელი და 8967 EDs.

ქირურგია

25 პაციენტს ჩაუტარდა 30 ოპერაცია, საიდანაც 26 იყო მაშტაბური, ხოლო 4 - მცირე. ყველა ქირურგიული ჩარევის დროს მიღწეული იყო ჰემოსტატიკური ეფექტი; წარუმატებელი თერაპიის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

მონაცემები იმუნური ტოლერანტობის ინდუქციის (ITI) შესახებ მიღებული იყო A ჰემოფილიის მქონე პაციენტებში, რომლებშიც დაფიქსირდა VIII ფაქტორის ინჰიბიტორების განვითარება. კლინიკური კვლევის დროს ადრე არანამკურნალევ პაციენტებში 21 პაციენტმა გაიარა ITI-ს მკურნალობის კურსი, ხოლო 18 (86%) პაციენტმა დაასრულა ეს კურსი ინჰიბიტორებზე ტესტის უარყოფითი შედეგით.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ყველა ფარმაკოკინეტიკური (PK) კვლევა ნოვოეითი®-ს გამოყენებით ჩატარდა 50 სე/კგ ნოვოეითი®-ს ინტრავენური შეყვანის შემდეგ მძიმე A ჰემოფილიის (FVIII ≤ 1%) მქონე ადრე ნამკურნალებ პაციენტებში. პლაზმის ნიმუშების ანალიზი განხორციელდა ორი მეთოდით: ერთსაფეხურიანი კოაგულაციის მეთოდით და ქრომოგენური ანალიზის მეთოდით.

ნოვოეითი®-ს ანალიზის ეფექტიანობა FVIII:C ანალიზებში შეფასდა ბაზარზე არსებულ სრული სიგრძის რეკომბინანტულ FVIII პროდუქტთან შედარებით. კვლევამ აჩვენა, რომ ორივე პროდუქტის გამოყენებისას მიღებული შედეგები იყო შედარებადი და თანმიმდევრული; ასევე პრეპარატი ნოვოეითი®-ს გამოყენებისას სისხლის პლაზმაში საიმედოდ შეიძლება გაიზომოს VIII ფაქტორის დონე ნოვოეითი®-ს ცალკე სტანდარტის გამოყენების აუცილებლობის გარეშე.

ნოვოეითი®-ს ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ნაჩვენებია ცხრილში 4 ერთსაფეხურიანი კოაგულაციის ანალიზისთვის და ცხრილში 5 ქრომოგენური ანალიზისთვის.

ცხრილი 4. ნოვოეითი®-ს ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები (50 სე/კგ) ასაკის მიხედვით – ერთსაფეხურიანი შედედების ანალიზი – საშუალო (SD)

პარამეტრები

0 − < 6 წელი

6 − < 12 წელი

≥ 12 წელი

n=14

n=14

n=33

ეტაპობრივი აღდგენა (სე/დლ)/(სე/კგ)

  • 8 (0.7)
  • 0 (0.4)
  • 2 (0.4)

AUC ((ეს*სთ)/დლ)

992 (411)

1109 (374)

1526 (577)

CL (მლ/სთ/კგ)

  • 21 (3.66)
  • 02 (1.68)
  • 63 (1.09)

t½ (სთ)

  • 65 (1.84)
  • 02 (1.89)
  • 00 (4.65)

Vss (მლ/კგ)

  • 68 (26.43)
  • 82 (10.63)
  • 40 (9.21)

Cmax (სე/დლ)

100 (58)

107 (35)

123 (41)

დაყოვნების საშუალო დრო (სთ)

  • 63 (2.50)
  • 91 (2.57)
  • 19 (5.08)

შემოკლებები: AUC = ფართობი VIII ფაქტორის აქტივობის დროის პროფილის ქვეშ;

CL = კლირენსი; t1/2 = ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი; Vss = განაწილების მოცულობა სტაბილურ მდგომარეობაში; Cmax = VIII ფაქტორის მაქსიმალური აქტივობა.

ცხრილი 5. ნოვოეითი®-ს ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები (50 სე/კგ) ასაკის მიხედვით - ქრომოგენური ანალიზი - საშუალო (SD)

პარამეტრები

0 − < 6 წელი

6 − < 12 წელი

≥ 12 წელი

n=14

n=14

n=33

ეტაპობრივი აღდგენა

(სე/დლ)/(სე/კგ)

  • 2 (0.6)
  • 5 (0.6)
  • 9 (0.6)

AUC ((ეს*სთ)/დლ)

1223 (436)

1437 (348)

1963 (773)

CL (მლ/სთ/კგ)

  • 59 (1.73)
  • 70 (1.00)
  • 86 (0.94)

t½ (სთ)

  • 99 (1.71)
  • 42 (1.52)
  • 22 (6.86)

Vss (მლ/კგ)

  • 46 (23.53)
  • 23 (6.00)
  • 18 (10.24)

Cmax (სე/დლ)

112 (31)

125 (27)

163 (50)

დაყოვნების საშუალო დრო (სთ)

  • 06 (1.90)
  • 61 (2.32)
  • 54 (5.77)

შემოკლებები: AUC = ფართობი VIII ფაქტორის აქტივობის დროის პროფილის ქვეშ;

CL = კლირენსი; t1/2 = ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი; Vss = განაწილების მოცულობა სტაბილურ მდგომარეობაში; Cmax = VIII ფაქტორის მაქსიმალური აქტივობა.

ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მსგავსი იყო 6 წლამდე ასაკის და 6-დან 12 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებს შორის. დაფიქსირდა გარკვეული განსხვავება ნოვოეითი®-ს ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებში პედიატრიულ და მოზრდილ პაციენტებს შორის. პედიატრიულ პაციენტებში დაფიქსირებული უფრო მაღალი კლირენსი და უფრო მოკლე ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი A ჰემოფილიის მქონე მოზრდილ პაციენტებთან შედარებით შეიძლება ნაწილობრივ განპირობებული იყოს ბავშვებში სხეულის მასის თითო კილოგრამზე უფრო დიდი პლაზმური მოცულობით.

ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკური კვლევა (50 სე/კგ) ჩატარდა ჰემოფილიით დაავადებულ 35 პაციენტში (≥18 წელი) სხეულის მასის ინდექსის (BMI) სხვადასხვა კატეგორიიდან. მაქსიმალური ექსპოზიცია (Cmax) და მთლიანი ექსპოზიცია (AUC) იზრდება BMI-ს მატებასთან ერთად, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დოზის კორექცია შეიძლება საჭირო გახდეს სხეულის მცირე მასის მქონე პაციენტებში (BMI < 18,5 კგ/მ2) და სიმსუქნის მქონე პაციენტებში (BMI ≥ 30 კგ/მ2). იხილეთ ნაწილი 4.2.

ცხრილი 6. ნოვოეითი®-ს ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები (50 სე/კგ) BMI კლასისa მიხედვით - ერთსაფეხურიანი შედედების ანალიზი - საშუალო (SD)

PK პარამეტრები

არასაკმარისი წონა

N=5

ნორმალური წონა

N=7

ჭარბი წონა

N=8

სიმსუქნის კლასი I N=7

სიმსუქნის კლასი II/III N=7

ეტაპობრივი აღდგენა (სე/დლ)/(სე/კგ)

  • 7 (0.2)
  • 0 (0.2)
  • 4 (0.4)
  • 3 (0.3)b
  • 6 (0.3)

AUC ((ეს*სთ)/დლ)

1510 (360)

1920 (610)

1730 (610)

2030 (840)

2350 (590)

CL (მლ/სთ/კგ)

  • 91 (0.94)
  • 20 (1.00)
  • 63 (1.24)
  • 37 (1.79)
  • 51 (0.63)

t½ (სთ)

  • 3 (2.0)
  • 7 (3.5)
  • 4 (2.9)
  • 2 (3.5)
  • 1 (2.7)

Vss (მლ/კგ)

  • 8 (5.4)
  • 8 (6.5)
  • 6 (6.0)
  • 0 (9.0)
  • 0 (4.6)

Cmax (სე/დლ)

100 (11)

121 (10)

144 (26)

140 (21)

161 (32)

დაყოვნების საშუალო დრო (სთ)

  • 1 (3.0)
  • 3 (4.8)
  • 9 (3.7)
  • 4 (4.6)
  • 6 (3.7)

a BMI ჯგუფები: მცირე მასა: BMI <18,5 კგ/მ2, ნორმალური მასა: BMI 18,5-24,9 კგ/მ2, ჭარბი მასა: BMI 25-29,9 კგ/მ2, სიმსუქნე I კლასი: BMI 30-34,9 კგ/მ2, სიმსუქნე II / III კლასი: BMI ≥35 კგ/მ2.

b მხოლოდ 6 პაციენტის საფუძველზე.

ცხრილი 7. ნოვოეითი®-ს ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები (50 სე/კგ) BMI კლასის მიხედვით - ქრომოგენური ანალიზი - საშუალო (SD)

PK პარამეტრები

არასაკმარისი წონა

N=5

ნორმალური წონა

N=7

ჭარბი წონა

N=8

სიმსუქნის კლასი I

N=7

სიმსუქნის კლასი II/III N=7

ეტაპობრივი აღდგენა (სე/დლ)/(სე/კგ)

  • 2 (0.4)
  • 9 (0.3)
  • 0 (0.5)
  • 2 (0.5)
  • 5 (0.5)

AUC ((ეს*სთ)/დლ)

1860 (700)

2730 (860)

2310 (1020)

2780 (1210)

3050 (730)

CL (მლ/სთ/კგ)

  • 28 (0.87)
  • 25 (0.73)
  • 84 (1.09)
  • 58 (1.56)
  • 94 (0.52)

t½ (სთ)

  • 7 (2.4)
  • 5 (3.6)
  • 7 (3.4)
  • 4 (3.2)
  • 5 (2.5)

Vss (მლ/კგ)

  • 1 (10.4)
  • 2 (4.5)
  • 6 (5.8)
  • 9 (5.1)
  • 7 (4.0)

Cmax (სე/დლ)

138 (29)

185 (24)

194 (31)

200 (33)

227 (32)

დაყოვნების საშუალო დრო (სთ)

  • 5 (3.2)
  • 2 (4.9)
  • 6 (4.8)
  • 5 (4.6)
  • 9 (3.7)

a BMI ჯგუფები: მცირე მასა: BMI <18,5 კგ/მ2, ნორმალური მასა: BMI 18,5-24,9 კგ/მ2, ჭარბი მასა: BMI 25-29,9 კგ/მ2, სიმსუქნე I კლასი: BMI 30-34,9 კგ/მ2, სიმსუქნე II / III კლასი: BMI ≥35 კგ/მ2.

კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები

კლინიკამდელი მონაცემებით არ გამოვლენილა განსაკუთრებული საფრთხე ადამიანებისთვის ტრადიციული უსაფრთხოების ფარმაკოლოგიური კვლევებისა და განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის საფუძველზე.

ფარმაცევტული მახასიათებლები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ფხვნილი:

ნატრიუმის ქლორიდი, L-ჰისტიდინი, საქაროზა, პოლისორბატი 80, L-მეთიონინი, კალციუმის ქლორიდის დიჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის კორექციისთვის) და მარილმჟავა (pH-ის კორექციისთვის).

გამხსნელი:

ნატრიუმის ქლორიდი და საინიექციო წყალი.

შეუთავსებლობა

თავსებადობის კვლევების არარსებობის გამო ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა იყოს შერეული სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

ვარგისობის ვადა

ვარგისობის ვადა მითითებულია ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე „Expiry“-ს შემდეგ.

ვარგისობის ვადის განმავლობაში პროდუქტი შეიძლება ინახებოდეს:

ოთახის ტემპერატურაზე (≤ 30°C) არა უმეტეს ერთჯერადი ცხრათვიანი პერიოდის განმავლობაში;

ან

ოთახის ტემპერატურაზე მაღლა (30°C-დან 40°C-მდე) არა უმეტეს ერთჯერადი სამთვიანი პერიოდის განმავლობაში;

პროდუქტის მაცივრიდან გამოღების შემდეგ, პროდუქტი აღარ უნდა მოთავსდეს მაცივარში.

გთხოვთ, პროდუქტის მუყაოს კოლოფზე მიაწეროთ შენახვის ვადის დაწყება და შენახვის ტემპერატურა.

აღდგენის შემდეგ:

გამოყენებისას ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დადასტურებულია შემდეგ პირობებში შენახვისას:

24 საათის განმავლობაში 2°C – 8°C ტემპერატურაზე;

4 საათი 30°C ტემპერატურაზე - პროდუქტისთვის, რომელიც ინახებოდა არა უმეტეს 9 თვის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე (≤ 30°C);

4 საათის განმავლობაში 40°C-მდე - პროდუქტისთვის, რომელიც ინახებოდა არა უმეტეს 3 თვის განმავლობაში ოთახის მაღალ ტემპერატურაზე (30°C-დან 40°C-მდე).

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, სამკურნალო პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ აღდგენის შემდეგ. თუ პრეპარატი დაუყოვნებლივ არ იქნება გამოყენებული, მომხმარებელს ეკისრება პასუხისმგებლობა შენახვის ვადებსა და პირობებზე, რომლებიც, ჩვეულებრივ, უნდა იყოს ზემოაღნიშნულის ფარგლებში, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც აღდგენა ხდება კონტროლირებად და ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.

ნებისმიერი გამოუყენებელი აღდგენილი პროდუქტი, რომელიც ინახება ოთახის ტემპერატურაზე (≤ 30°C) ან 40°C-მდე ტემპერატურაზე 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, უნდა განადგურდეს.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება მაცივარში (2°C – 8°C).

არ გაყინოთ.

შეინახეთ ფლაკონი თავისივე მუყაოს კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.

ოთახის ტემპერატურაზე (≤ 30°C) ან 40°C-მდე ტემპერატურაზე შენახვის პირობები და სამკურნალო პროდუქტის აღდგენის შემდეგ შენახვის პირობები იხილეთ ნაწილში 6.3.

კონტეინერის ტიპი და მისი შიგთავსი

250 სე, 500 სე, 1000 სე, 1500 სე, 2000 სე და 3000 სე ნოვოეითი®-ს საინიექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი და გამხსნელი შეიცავს:

1 მინის ფლაკონი (I ტიპის) ფხვნილით და ქლორბუტილის რეზინის საცობით

1 სტერილური ფლაკონის ადაპტერი აღდგენისთვის

1 წინასწარ შევსებული შპრიცი 4 მლ გამხსნელით, რომელსაც აქვს მემბრანა (პოლიპროპილენი), რეზინის დგუში (ბრომობუტილი) და შპრიცის თავსახური საცობით (ბრომობუტილი)

1 დგუშის ტარი (პოლიპროპილენი).

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Novo Nordisk A/S

Novo Allé

DK-2880 Bagsværd

დანია

სავაჭრო ნიშანი ნოვოეითი® ეკუთვნის Novo Nordisk Health Care AG-ს, შვეიცარია.

© 2021

Novo Nordisk A/S

ინსტრუქცია ნოვოეითი®-ს გამოყენების შესახებ

ნოვოეითი®-ს გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქციები.

ნოვოეითი® წარმოადგენს ფხვნილს. ინიექციამდე (შეყვანამდე) საჭიროა მისი აღდგენა შპრიცში არსებული გამხსნელით. გამხსნელი არის 9 მგ/მლ (0,9%) ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი. აღდგენილი ნოვოეითი® შეჰყავთ ვენაში (ინტრავენური ინიექცია). შეფუთვაში არსებული ნაკრები განკუთვნილია ნოვოეითი®-ს აღდგენისა და ინიექციისთვის.

ასევე საჭიროა საინფუზიო ნაკრები (მილი და ნემსი პეპელა), სტერილური სპირტიანი ტამპონები, მარლის დოლბანდი და პლასტირები, რომლებიც არ შედის ნოვოეითი®-ს ნაკრებში.

არ გამოიყენოთ მოწყობილობა, თუ არ გაგივლიათ სათანადო სწავლება თქვენს ექიმთან ან ექთანთან. დაიბანეთ ხელი და დარწმუნდით, რომ თქვენს ირგვლივ სისუფთავეა.

ინტრავენურად შესაყვანი პრეპარატის მომზადების და მისი შეყვანისას მნიშვნელოვანია სუფთა და სტერილური (ასეპტიკური) ტექნიკის გამოყენება. წიმააღმდეგ შემთხვევაში მიკრობები შეიძლება მოხვდნენ სისხლში და გამოიწვიონ სისხლის დაინფიცირება.

არ გახსნათ მოწყობილობა, თუ არ ხართ მზად მისი გამოყენებისათვის.

არ გამოიყენოთ მოწყობილობა, თუ ის დაზიანებულია ან ძირს დაგივარდათ. ან დაზიანებულია. ამ შემთხვევაში გამოიყენეთ ახალი შეფუთვა.

არ გამოიყენოთ მოწყობილობა, თუ მას გაუვიდა ვარგისობის ვადა. ამ შემთხვევაში გამოიყენეთ ახალი შეფუთვა. ვარგისობის ვადა მითითებულია „Expiry“-ის შემდეგ მუყაოს კოლოფზე, ფლაკონზე, ფლაკონის ადაპტერსა და წინასწარ შევსებულ შპრიცზე.

არ გამოიყენოთ მოწყობილობა, თუ ეჭვი გაქვთ, რომ იგი დაბინძურებულია. ამ შემთხვევაში გამოიყენეთ ახალი შეფუთვა.

არ გადააგდოთ არც ერთი ნივთი, სანამ არ შეიყვანთ აღდგენილ ხსნარს.

მოწყობილობა განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.

შემცველობა:

პაკეტი შეიცავს:

1 ფლაკონი ნოვოეითი®-ს ფხვნილით

1 ადაპტერი ფლაკონისთვის

1 წინასწარ შევსებული შპრიცი გამხსნელით

1 დგუშის ტარი (მოთავსებულია შპრიცის ქვეშ)

\s

\s

\s

\s

ფლაკონის და შპრიცის მომზადება

ამოიღეთ ნოვოეითი®-ს შეფუთვების თქვენთვის საჭირო რაოდენობა.

შეამოწმეთ ვარგისობის ვადა.

შეამოწმეთ შეფუთვის დასახელება, დოზირება და ფერი, რათა დარწმუნდეთ, რომ იგი თქვენთვის საჭიო პროდუქტს შეიცავს.

დაიბანეთ ხელი და სათანადოდ გაიმშრალეთ სუფთა პირსახოცით ან გაიშრეთ ჰაერზე.

ამოიღეთ ფლაკონი, ფლაკონის ადაპტერი და წინასწარ შევსებული შპრიცი მუყაოს კოლოფიდან. დატოვეთ დგუშის ტარი ხელუხლებლად მუყაოს კოლოფში.

ფლაკონი და წინასწარ შევსებული შპრიცი გაათბეთ ოთახის ტემპერატურამდე. ამისისათვის დაიკავეთ ისინი ხელში, ვიდრე არ შეათბობთ ხელის ტემპერატურამდე.

არ გამოიყენოთ სხვა მეთოდი ფლაკონის და წინასწარ შევსებული შპრიცის გასათბობად.

\s

ფლაკონს მოხსენით პლასტმასის თავსახური. არ გამოიყენოთ ფლაკონი, თუ პლასტმასის თავსახური დაზიანებულია ან მოხსნილია.

გაწმინდეთ რეზინის საცობი სპირტის სტერილური ტამპონით და გამოყენებამდე რამდენიმე წამის განმავლობაში აცადეთ ჰაერზე გაშრობა, რათა უზრუნველყოთ, რომ იგი მაქსიმალურად თავისუფალი იყოს მიკრობებისგან.

არ შეეხოთ რეზინის საცობს თითებით, რადგან ასე შესაძლბელია მიკრობების გადატანა.

\s

ფლაკონზე ადაპტერის მიმაგრება

მოხსენით დამცავი ქაღალდი ფლაკონის ადაპტერს.

არ გამოიყენოთ ფლაკონის ადაპტერი, თუ შეფუთვა სათანადოთ არ არის დალუქული დამცავი ქაღალდით ან თუ ქაღალდი დაზიანებულია.

შეფუთვიდან ფლაკონის ადაპტერის ამოღებისას არ შეეხოთ მას თითებით, რადგან ფლაკონის ადაპტერის წვერზე თითებიდან შეიძლება მიკრობები გადავიდეს.

\s

მოათავსეთ ფლაკონი ბრტყელ და მყარ ზედაპირზე.

გადააბრუნეთ დამცავი თავსახური, და დაამაგრეთ ფლაკონის ადაპტერი ფლაკონზე.

დამაგრების შემდეგ არ მოხსნათ ფლაკონის ადაპტერი ფლაკონს.

\s

ცერა და საჩვენებელი თითით მსუბუქად მოიჭირეთ ადაპტერის შეფუთვას, როგორც ნაჩვენებია ნახატზე.

მოხსენით დამცავი თავსახური ფლაკონის ადაპტერს.

მიაქციეთ ყურადღება, რომ დამცავ თავსახურთან ერთად არ მოხსნათ ადაპტერი ფლაკონს.

\s

დგუშის ტარის შპრიცზე მიმაგრება

დგუშის ტარი ფართო ბოლოს მოკიდეთ ხელი და ამოიღეთ იგი მუყაოს კოლოფიდან. არ შეეხოთ დგუშის ღეროს ან მის ხრახნილ კიდეებს. თუ დგუშის ღეროს ან მის ხრახნილ კიდეებს შეეხებით, მიკრობები თქვენი თითებიდან შეიძლება მათზე გადავიდეს.

დაუყონებლივ მიამაგრეთ დგუშის ღერო შპრიცს. ამისათვის წინასწარ შევსებული შპრიცის შიგნით დაატრიალეთ დგუში საათის ისრის მიმართულებით, სანამ წინააღმდეგობას არ იგრძნობთ.

\s

მოხსენით წინასწარ შევსებულ შპრიცს თავსახური, ამისათვის მოხარეთ იგი ქვემოთ, სანამ პერფორაციის ადგილას არ გატყდება.

არ შეეხოთ შპრიცის წვერს შპრიცის თავსახურის ქვეშ. თუ შპრიცის წვერს შეეხებით, მიკრობები თქვენი თითებიდან შეიძლება მასზე გადავიდეს.

არ გამოიყენოთ წინასწარ შევსებული შპრიცი, თუ შპრიცის თავსახური მოშვებულია ან მოხსნილია.

\s

საიმედოდ მიახრახნეთ წინასწარ შევსებული შპრიცი ფლაკონის ადაპტერს, სანამ წინააღმდეგობას არ იგრძნობთ.

\s

გახსენით ფხვნილი გამხსნელში

წინასწარ შევსებული შპრიცი ოდნავ დახრილად დაიკავეთ, ფლაკონი ქვემოთ უნდა იყოს მიმართული.

დააწექით დგუშის ღეროს, რათა გამხსნელი მთლიანად შეიყვანოთ ფლაკონში.

\s

არ აუშვათ ხელი დგუშის ღეროს, და ფრთხილად ატრიალეთ ფლაკონი, სანამ ფხვნილი მთლიანად არ გაიხსნება.

არ შეანჯღრიოთ ფლაკონი, რადგან ამის გამო შესაძლებელია ქაფის წარმოქმნა.

შეამოწმეთ მომზადებული ხსნარი. იგი უნდა იყოს გამჭვირვალე და ოდნავ ოპალესცენტური (ოდნავ გაუმჭვირვალე). არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ იგი შეიცავს ხილულ ნაწილაკებს ან თუ მას ფერი აქვს შეცვლილი. ამის ნაცვლად გამოიყენეთ ახალი პაკეტი.

\s

ნოვოეითი®-ს გამოყენება რეკომენდებულია აღდგენისთანავე. ეს რეკომენდებულია იმისათვის, რომ პრეპარატი ხანნგრძლივად ვერ შეინარჩუნებს სტერილურობას და გამოიწვევს ინფექციებს.

თუ ნოვოეითი®-ს ხსნარის დაუყოვნებლივ გამოყენება ვერ ხერხდება, იგი უნდა იქნას გამოყენებული 4 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე ან 40°C-მდე ტემპერატურაზე შენახვისას და 24 საათის განმავლობაში 2°C – 8°C ტემპერატურაზე შენახვისას. აღდგენილი პროდუქტი ინახება ფლაკონში.

არ გაყინოთ ნოვოეითი®-ს აღდგენილი ხსნარი და არ შეინახოთ იგი შპრიცებში.

არ შეინახოთ ხსნარი ექიმის რჩევის გარეშე.

დაიცავით ნოვოეითი®-ს აღდგენილი ხსნარი სინათლის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან.

თუ თქვენი დოზის შესაბამისად გჭირდებათ ერთზე მეტი ფლაკონის გამოყენება,

გაიმეორეთ ნაბიჯები A-დან J-მდე სხვა ფლაკონებით, ფლაკონის ადაპტერებით და წინასწარ შევსებული შპრიცებით, სანამ არ მიაღწევთ საჭირო დოზას.

  • ბოლომდე მოათავსეთ დგუშის ღერო შპრიცში.

გადაატრიალეთ შპრიცი ფლაკონთან ერთად.

შეწყვიტეთ დგუშის ღეროზე ზეწოლა და მიეცით მას უკან დამოუკიდებლად დაბრუნების საშუალება, სანამ აღდგენილი ხსნარი ავსებს შპრიცს.

ოდნავ ჩამოქაჩეთ დგუშის ღერო ქვემოთ, რათა აღდგენილი ხსნარი შპრიცში შეიყვანოთ.

თუ თქვენ გჭირდებათ მხოლოდ ფლაკონის ნაწილი, გამოიყენეთ შპრიცზე არსებული სკალა, რათა განსაზღვროთ, რამდენი აღდგენილი ხსნარი ამოიღებთ, ისე როგორც გირჩიათ თქვენმა ექიმმა ან მედდამ.

თუ შეამჩნევთ, რომ შპრიცში ძალიან ბევრი ჰაერია, შეუშვით ჰაერი ისევ ფლაკონში.

გეჭიროთ ფლაკონი თავდაყირა და მსუბუქად შეეხეთ შპრიცს, რომ ჰაერის ბუშტები ზემოთ გამოიდევნოს.

ნელა დააწექით დგუშის ღეროს, სანამ ჰაერის ყველა ბუშტი არ გაქრება.

\s

მოხსენით ფლაკონის ადაპტერი ფლაკონთან ერთად.

არ შეეხოთ შპრიცის წვერს. თუ შპრიცის წვერს შეეხებით, მასზე თითებიდან შეიძლება მიკრობები გადავიდეს.

\s

მომზადებული ხსნარის შეყვანა

ნოვოეითი® მზადაა ვენაში შესაყვანად.

შეიყვანეთ მომზადებული ხსნარი თქვენი ექიმის ან მედდის ინსტრუქციების შესაბამისად.

შეიყვანეთ ნელა 2-5 წუთის განმავლობაში.

არ შეურიოთ ნოვოეითი® სხვა ინტრავენურ საინფუზიო ხსნარებს ან მედიკამენტებს.

ინტრავენური (IV) კათეტერების მეშვეობით ნოვოეითი® -ის უნემსო კონექტორით შეყვანა

სიფრთხილის ზომა: წინასწარ შევსებული შპრიცი დამზადებულია მინისაგან და თავსებადია სტანდარტული Luer-Lock-ის ტიპის კავშირებთან. ზოგიერთი უნემსო კონექტორი შიდა წვერით შეუთავსებელია წინასწარ შევსებულ შპრიცთან. ამ შეუთავსებლობამ შეიძლება ხელი შეუშალოს წამლის შეყვანას ან/და გამოიწვიოს უნემსი კონექტორის დაზიანება.

ხსნარის შეყვანა ცენტრალური ვენური წვდომის მოწყობილობის (CVAD) მეშვეობით, როგორიცაა ცენტრალური ვენური კათეტერი ან კანქვეშა პორტი:

გამოიყენეთ სუფთა და მიკრობებისგან თავისუფალი (ასეპტიკური) ტექნიკა. ექიმთან ან ექთანთან შეთანხმებით მიჰყევით თქვენი კონექტორისა და CVAD-ის სათანადო გამოყენების ინსტრუქციას.

CVAD-ში ინიექციისთვის შეიძლება საჭირო გახდეს სტერილური 10 მლ პლასტიკური შპრიცის გამოყენება აღდგენილი ხსნარის ამოსაღებად. ეს უნდა გაკეთდეს J ნაბიჯის შემდეგ.

თუ საჭიროა CVAD-ს ხაზის გამორეცხვა ნოვოეითი® ინიექციამდე ან მის შემდეგ, გამოიყენეთ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ საინიექციო ხსნარი.

უტილიზაცია

ინიექციის შემდეგ საჭიროა ნოვოეითი®-ს გამოუყენებელი ხსნარის, საინფუზიო შპრიცის კომპლექტის, ფლაკონის ადაპტერის და სხვა ნარჩენების უსაფრთხო უტილიზაცია თქვენი ფარმაცევტის ინსტრუქციის შესაბამისად.

არ გადაყაროთ იგი ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.

\s

არ დაშალოთ მოწყობილობა უტილიზაციამდე.

არ გამოიყენოთ მოწყობილობა ხელახლა.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა