ნიუკლავი
NEWCLAV®
ნიუკლავი ბავშვებსა და მოზრდილებში ინიშნება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ (იხ. პუნქტები 4.2, 4.4 და 5.1): მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (სათანადოდ დიაგნოზირებული) შუა ყურის მწვავე ანთება ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (სათანადოდ დიაგნოზირებული) საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია ცისტიტი პიელონეფრიტი კანისა და რბილი …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ამოქსიცილინი (amoxicillin) + კლავულანატი (clavulanate)
- ფორმა და შეფუთვა
- 1გ (875მგ + 125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14 (2X7)
- მწარმოებელი
- Medochemie Ltd (FACTORY B), კვიპროსი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორებთან
- ATC კოდი
- J01CR02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042055
- რეგისტრირებულია
- 20 სექტემბერი 2024, მოქმედებს 20 სექტემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Medochemie Ltd (კვიპროსი)
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნიუკლავი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ნიუკლავი ბავშვებსა და მოზრდილებში ინიშნება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ (იხ. პუნქტები 4.2, 4.4 და 5.1):
მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (სათანადოდ დიაგნოზირებული)
შუა ყურის მწვავე ანთება
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (სათანადოდ დიაგნოზირებული)
საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია
ცისტიტი
პიელონეფრიტი
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, განსაკუთრებით ცელულიტი, ცხოველის ნაკბენი, მძიმე ფორმის კბილის აბსცესი
ძვლებისა და სახსრების ინფექციები, განსაკუთრებით ოსტეომიელიტი.
ყურადღება უნდა მიექცეს ოფიციალურ რეკომენდაციებს ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.
მიღების წესი და დოზირება
მოცემული პრეპარატის მიღებისას ყოველთვის ზუსტად შეასრულეთ ექიმის მითითებები. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები:
სტანდარტული დოზა: 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ
დიდი დოზა: 1 ტაბლეტი დღეში სამჯერ
ბავშვები:
40 კგ და 40 კგ-ზე მეტი წონის ბავშვები: როგორც მოზრდილების შემთხვევაში
40 კგ და 40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები: 6 წლის ან ნაკლები ასაკის ბაშვებისთვის რეკომენდირებულია პერორალური სუსპენზიის მიღება.
40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვების შემთხვევაში, ნიუკლავის ტაბლეტებით მკურნალობის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. 25 კგ-ზე ნაკლების წონის ბავშვებისთვის არ არის რეკომენდირებული ტაბლეტებით მკურნალობა.
თირკმლისა და ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები:
თირკმლის პრობლემების შემთხვევაში საჭიროა დოზის კორექტირება. ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ პრეპარატის სხვა დოზა ან სხვა მედიკამენტი.
ღვიძლის პრობლემების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის ანალიზის უფრო ხშირად ჩატარება, ღვიძლის ფუნქციონირების შესაფასებლად.
ნიუკლავის მიღების წესი
გადაყლაპეთ მთლიანი ტაბლეტი ერთ ჭიქა წყალთან ერთად საკვების მიღების დაწყებისას ან ცოტა ადრე.
გაანაწილეთ დოზები თანაბრად დღის განმავლობაში, სულ მცირე 4 საათიანი ინტერვალით. არ მიიღოთ 2 დოზა 1 საათში.
არ მიიღოთ ნიუკლავი 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ თავი უკეთესად არ იგრძენით, შეატყობინეთ მკურნალ ექიმს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავის, პენიცილინის ან აღნიშნული პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია მე-6 პუნქტში );
თუ წარსულში გქონდათ მძიმე ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობითი) რეაქცია რომელიმე სხვა ანტიბიოტიკის მიმართ. ეს შეიძლება იყოს კანზე გამონაყარი ან სახისა თუ ყელის შეშუპება.
თუ წარსულში გქონდათ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები ან სიყვითლე (კანის ყვითელი შეფერილობა) ანტიბიოტიკების მიღების ფონზე.
არ მიიღოთ ნიუკლავი, თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე მდგომარეობა გეხებათ. რაიმე საკითხზე ეჭვის შემთხვევაში ნიუკლავის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
აღნიშნული პრეპარატის მიღების დაწყებამდე აუცილებელია სამედიცინო კონსულტაცია, თუ:
გაქვთ ინფექციური მონონუკლეოზი.
ჩატარებული გაქვთ მკურნალობა ღვიძლის ან თირკმლის პრობლემებთან დაკავშირებით.
გაქვთ შარდვის დარღვევები.
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე დაავადება გეხებათ თქვენ, ნიუკლავის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ზოგ შემთხვევაში ექიმს შეუძლია ჩაატაროს ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის ანალიზი. ანალიზის შედეგების მიხედვით, თქვენ დაგენიშნებათ ნიუკლავის სხვა დოზა ან სხვა მედიკამენტი.
მდგომარეობები, როდესაც საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა
ნიუკლავს შეუძლია დაამძიმოს ზოგიერთი არსებული მდგომარეობა ან გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოქმედება. აღნიშნული გულისხმობს ალერგიულ რეაქციებს, კონვულსიებს (კრუნჩხვა) და მსხვილი ნაწლავის ანთებას. ნიუკლავის მიღებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა გარკვეულ სიმპტომებთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის პრობლემის რისკის შესამცირებლად. იხილეთ მე-4 პუნქტი „მდგომარეობები, როდესაც საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა“.
სისხლისა და შარდის ანალიზები
აცნობეთ ექიმს ან მედდას, რომ ღებულობთ ნიუკლავს, თუ გეგმავთ სისხლის ანალიზის (მაგალითად, სისხლის წითელი უჯრედების ან ღვიძლის ფუნქციის განმსაზღვრელი ანალიზი) ან შარდის ანალიზის (გლუკოზა) ჩატარებას. ნიუკლავმა შესაძლოა გავლენა იქონიოს აღნიშნული სახის ანალიზების შედეგებზე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალება.
ალოპურინოლისა (გამოიყენება პოდაგრის დროს) და ნიუკლავის ერთდროულად მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს კანის ალერგიული რეაქცია.
თუ ღებულობთ პრობენეციდს (გამოიყენება პოდაგრის დროს), ექიმმა შეიძლება დააკორექტიროს ნიუკლავის დოზა.
იმ შემთხვევაში, თუ ნიუკლავთან ერთად ღებულობთ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უშლის სისხლის თრომბის წარმოქმნას (როგორიცაა ვარფარინი), შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი სისხლის ანალიზის ჩატარება.
ნიუკლავმა შესაძლოა გავლენა იქონიოს მეთოტრექსატის (კიბოს ან რევმატული დაავადებების სამკურნალო საშუალება) მოქმედებაზე.
ნიუკლავმა შესაძლოა გავლენა იქონიოს მიკოფენოლატი მოფეტილის (სამკურნალო საშუალება გამოიყენება ტრანსპლანტირებული ორგანოების მიუღებლობის თავიდან ასაცილებლად) მოქმედებაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ნიუკლავის მიღებისას შესაძლოა განვითარდეს გვერდითი მოქმედება, რომლის სიმპტომებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტომობილის მართვის უნარზე.
არ შეიძლება ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა, თუ არ გრძნობთ თავს კარგად.
გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს შემდეგი მდგომარეობები:
ალერგიული რეაქციები:
გამონაყარი კანზე
სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კანზე წითელი ან მეწამული მზარდი ლაქებით, მაგრამ შეიძლება გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებზე.
ცხელება, სახსრების ტკივილი, ყელში, იღლიაში ან საზარდულში ჯირკვლების შეშუპება.
შეშუპება, ზოგჯერ სახისა და პირის ღრუს არეში (ანგიოედემა), რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას.
კოლაფსი
აღნიშნულიდან რომელიმე სიმპტომის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს. შეწყვიტეთ ნიუკლავის მიღება.
მსხვილი ნაწლავის ანთება
მსხვილი ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს დიარეას, რა დროსაც, როგორც წესი, განავალში ვლინდება სისხლი და ლორწო, თან ახლავს კუჭის ტკივილი ან/და ცხელება.
აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენა (შეიძლება გამოვლინდეს 10- დან 1-ზე მეტ პაციენტში):
დიარეა (მოზრდილებში)
ხშირი გვერდითი მოვლენა (შეიძლება გამოვლინდეს 10- დან 1 პაციენტში):
კანდიდოზი (კანდიდას ინფექცია საშოში, პირის ღრუში ან კანზე)
ღებინების შეგრძნება (გულისრევა), განსაკუთრებით დიდი დოზების მიღებისას.
აღნიშნული მდგომარეობების განვითარების შემთხვევაში, ნიუკლავი მიიღეთ საკვების მიღებამდე.
ღებინება
დიარეა (ბავშვებში)
არახშირი გვერდითი მოვლენა (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტში):
გამონაყარი კანზე, ქავილი
მზარდი გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება)
დისპეფსია
თავბრუსხვევა
თავის ტკივილი
არახშირი გვერდითი მოვლენა ,რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზებში
ღვიძლის მიერ გამომუშავებული ზოგიერთი ნივთიერების (ფერმენტის) დონის მომატება.
იშვიათი გვერდითი მოვლენა (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 პაციენტში):
გამონაყარი კანზე, ბუშტუკების ან წვრილი ლაქების სახით (მუქი ლაქები გარშემო კანის აქერცლილი უბნებით - მულტიფორმული ერითემა).
აღნიშნულიდან რომელიმე სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
იშვიათი გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზებში
სისხლის შედედების პროცესში მონაწილე უჯრედების დაბალი რაოდენობა.
სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა.
უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით)
ალერგიული რეაქციები (იხ. ზემოთ)
მსხვილი ნაწლავის ანთება (იხ. ზემოთ)
ტვინის გარსების ანთება (ასეპტიური მენინგიტი)
სერიოზული კანის რეაქციები:
კანის ფართო უბნებზე გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლით, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალებისა და გენიტალიების არეში (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), და უფრო მძიმე ფორმა, რომელიც გამოიხატება კანის ფართო უბნების აქერცვლით (სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტი - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
კანის ფართო უბნებზე გავრცელებული წითელი ფერის გამონაყარი წვრილი ჩირქოვანი ბუშტუკებით (ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი).
წითელი, ქერცლოვანი გამონაყარი კანზე, კანქვეშა ბუშტუკებითა და წყლულებით (ეგზანთემატოზური პუსტულოზი).
გრიპის მსგავსი სიმპტომები, გამონაყარი, ცხელება, გადიდებული ლიმფური კვანძები, ცვლილებები სისხლში ანალიზის საფუძველზე (მათ შორის სისხლის თეთრი უჯრედების მომატება (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების მომატება) (წამლისმიერი გამონაყარი ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS))
აღნიშნულიდან რომელიმე სიმპტომის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
სიყვითლე, გამოწვეული სისხლში ბილირუბინის (ღვიძლში გამომუშავებული ნივთიერება) დონის მომატებით, რაც იწვევს კანისა და თვალის სკლერების სიყვითლეს.
თირკმლის ფიალების ანთება.
სისხლის შედედების დროის გაზრდა.
ჰიპერაქტიურობა.
კონვულსიები (ამოქსიცილინის / კლავულანის მჟავის დიდი დოზების მიღების ან თირკმლის პრობლემების შემთხვევაში)
შავი თმიანი ენა
გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ან შარდის ანალიზებში
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება
სისხლის წითელი უჯრედების შემცირება (ჰემოლიზური ანემია)
კრისტალები შარდში
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ შენიშნავთ რომელიმე გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ პირდაპირ ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ უზრუნველყოფთ აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტ ინფორმაციას.
ჭარბი დოზა
ნიუკლავის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს სიმპტომები: კუჭის აშლა (გულისრევის შეგრძნება, ღებინება ან დიარეა) ან კონვულსია. დაუყონებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს. თან იქონიეთ პრეპარატის ფლაკონი ან კოლოფი.
დოზის გამოტოვება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, მიიღეთ გახსენებისთანავე.
არ მიიღოთ შემდეგი დოზა დროის მცირე ინტერვალში, მიიღეთ დაახლოებით 4 საათის შემდეგ.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
ნიუკლავის მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ ნიუკლავის მიღება მკურნალობის დასრულებამდე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ იგრძნობთ. ინფექციის დასაძლევად საჭიროა დანიშნული კურსის ჩატარება. თუ ბაქტერია სრულად არ არის განადგურებული, მან შეიძლება ისევ გამოიწვიოს ინფექცია.
ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: ამოქსიცილინი, ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით და კლავულანის მჟავა, კალიუმის კლავულანატის სახით. ნიუკლავის 1გ ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 875 მგ ამოქსიცილინი, ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით და 125 მგ კლავულანის მჟავა, კალიუმის კლავულანატის სახით.
სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა 105, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილ-ალკოჰოლი, მაკროგოლი 4000, ტალკი, ლეციტინი, ტიტანის დიოქსიდი (E171).
ნიუკლავის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
თეთრი ფერის, ამობურცული, კაფსულის ფორმის, შემოგარსული ტაბლეტები.
ნიუკლავის 1 გ ტაბლეტები დაფასოებულია ალუმინის-პოლივინილქლორიდის-ალუმინის (tropicalized) ბლისტერებში, თითოზე 7 ტაბლეტი. შეფუთვაში წარმოდგენილია 14 ტაბლეტი ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში, თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისა და ნესტისაგან დასაცავად.
არ გამოიყენოთ აღნიშნული პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
სამკურნალო საშუალებები არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორები; ათქ კოდი: J01CR02.
მოქმედების მექანიზმი
ამოქსიცილინი არის ნახევრადსინთეზური პენიცილინი (ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკი), რომელიც აინჰიბირებს ერთ ან რამდენიმე ფერმენტს (ხშირად უწოდებენ პენიცილინ-შემაკავშირებელ ცილებს, PBPs) ბაქტერიების პეპტიდოგლიკანის, ბაქტერიების უჯრედის კედლის ძირითადი კომპონენტის, ბიოსინთეზის პროცესში. პეპტიდოგლიკანის სინთეზის ინჰიბირება იწვევს უჯრედის კედლის სიმტკიცის დაკარგვას, რასაც, ჩვეულებრივ, თან სდევს ხოლმე უჯრედის ლიზისი და სიკვდილი.
ამოქსიცილინი მგრძნობიარეა რეზისტენტული ბაქტერიების მიერ წარმოებული ბეტა-ლაქტამაზებით გაშუალებული დეგრადაციის მიმართ და, გამომდინარე აქედან, მხოლოდ (მარტო) ამოქსიცილინის აქტივობის სპექტრი არ მოიცავს იმ მიკროორგანიზმებს, რომლებიც გამოიმუშავებენ აღნიშნულ ენზიმებს.
კლავულანის მჟავა წარმოადგენს პენიცილინებთან სტრუქტურული კავშირის მქონე ბეტა-ლაქტამს. ის ახდენს ბეტა-ლაქტამაზას ზოგიერთი ფერმენტის ინაქტივაციას, რითაც ხელს უშლის ამოქსიცილინის ინაქტივაციას. მარტო კლავულანის მჟავას არ აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი ანტიბაქტერიული ეფექტი.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური კავშირი
ამოქსიცილინის ეფექტურობის განმსაზღვრელ მთავარ ფაქტორად მიჩნეულია მისი მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაციის ნაკლებობა ამ კონცენტრაციის მიღწევისათვის საჭირო დროის მონაკვეთის ნიშნულზე (T > MIC).
რეზისტენტობის განვითარების მექანიზმები
ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას მიმართ რეზისტენტობის განვითარების ორი ძირითადი მექანიზმია:
იმ ბაქტერიული ბეტა-ლაქტამაზების მიერ გამოწვეული ინაქტივაცია, რომლებიც თავად არ ექვემდებარებიან კლავულანის მჟავის მიერ გაშუალებულ დათრგუნვას (მათ შორის B, C და D კლასები).
PBPs-ის დაზიანება-დარღვევა, რაც იწვევს ანტი-ბაქტერიული აგენტის სამიზნის მიმართ აფინურობის შემცირება-დაქვეითებას.
ბაქტერიის უჯრედში შეუღწევადობამ, ან უჯრედიდან ეფლუქსის (გამოტყორცნის) ტუმბოს მონაწილეობით გაშუალებულმა მექანიზმებმა ასევე შეიძლება გამოიწვიონ, ან განაპირობონ ბაქტერიული რეზისტენტობის განვითარება, განსაკუთრებით გრამუარყოფითი ბაქტერიების შემთხვევაში.
მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები
ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაციის (MIC) ზღვრული მაჩვენებლები განსაზღვრულია ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპის კომიტეტის (EUCAST) მიერ.
მიკროორგანიზმი
მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები (მკგ/მლ)
მგრძნობიარე
შუალედური
რეზისტენტული
Haemophilus influenzae1
≤1
-
>1
Moraxella catarrhalis1
≤1
-
>1
Staphylococcus aureus2
≤2
-
>2
Coagulase-negative staphylococci2
≤0.25
>0.25
Enterococcus1
≤4
8
>8
Streptococcus A, B, C, G5
≤0.25
-
>0.25
Streptococcus pneumoniae3
≤0.5
1-2
>2
Enterobacteriaceae1,4
-
-
>8
გრამუარყოფითი ანაერობები1
≤4
8
>8
გრამდადებითი ანაერობები1
≤4
8
>8
არასახეობრივი1
≤2
4-8
>8
1მოცემული მნიშვნელობები ეხება ამოქსიცილინის კონცენტრაციას. მგრძნობელობის ტესტირების მიზნით, კლავულანის მჟავას კონცენტრაცია ფიქსირებულია 2 მგ/ლ-ზე.
2 მნიშვნელობები წარმოდგენილია ოქსაცილინის კონცენტრაციებისათვის.
3ცხრილში მოცემული მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები ეფუძნება ამპიცილინის მგრძნობელობის ზღვრულ მაჩვენებლებს.
4 რეზისტენტული ზღვრული მაჩვენებელი R>8 მგ/ლ უზრუნველყოფს, რომ რეზისტენტობის მექანიზმების მქონე ყველა იზოლატის რეზისტენტობა იყოს მითითებული.
5ცხრილში მოცემული მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები ეფუძნება ბენზილპენიცილინის მგრძნობელობის ზღვრულ მაჩვენებლებს.
რეზისტენტობის გავრცელება შერჩეული სახეობებისთვის შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიული არეალისა და დროის მიხედვით, შესაბამისად, რეკომენდებულია რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის გამოყენება, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ზოგიერთი ტიპის ინფექციის დროს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პრეპარატის გამოყენებას, ექსპერტის რჩევა უნდა იქნას გათვალისწინებული.
ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები
Enterococcus faecalis
Gardnerella vaginalis
Staphylococcus aureus (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე)£
Streptococcus agalactiae
Streptococcus pneumoniae1
Streptococcus pyogenes and other beta-hemolytic streptococci
Streptococcus viridans group
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები
Capnocytophaga spp.
Eikenella corrodens
Haemophilus influenzae2
Moraxella catarrhalis
Pasteurella multocida
ანაერობული მიკროორგანიზმები
Bacteroides fragilis
Fusobacterium nucleatum
Prevotella spp.
სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება იყოს პრობლემა
გრამდადებითი აერობები
Enterococcus faecium$
გრამუარყოფითი აერობები
Escherichia coli
Klebsiella oxytoca
Klebsiella pneumoniae
Proteus mirabilis
Proteus vulgaris
თანდაყოლილი რეზისტენტული მიკროორგანიზმები
გრამუარყოფითი აერობები
Acinetobacter sp.
Citrobacter freundii
Enterobacter sp.
Legionella pneumophila
Morganella morganii
Providencia spp.
Pseudomonas sp.
Serratia sp.
Stenotrophomonas maltophilia
სხვა მიკროორგანიზმები
Chlamydophila pneumoniae
Chlamydophila psittaci
Coxiella burnetti
Mycoplasma pneumoniae
$ბუნებრივი შუალედური მგრძნობელობა შეძენილი რეზისტენტობის მექანიზმის არარსებობის შემთხვევაში.
£ ყველა მეთიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკი რეზისტენტულია ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მიმართ.
1პენიცილინის მიმართ რეზისტენტული Streptococcus pneumoniae-ს შტამების მკურნალობა არ შეიძლება ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას ამ სამკურნალწამლო ფორმით (იხ. პუნქტები 4.2 და 4.4).
2შემცირებული მგრძნობელობის მქონე შტამები დაფიქსირდა ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში 10%-ზე მაღალი სიხშირით.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა სრულად დისოციირდება წყალხსნარში ფიზიოლოგიურ pH-ზე. ორივე კომპონენტი სწრაფად და კარგად შეიწოვება პერორალურად მიღებისას. კვების დასაწყისში მიღება აუმჯობესებს ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის შეწოვას. პერორალური მიღებისას ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70%-ს. ორივე კომპონენტის პლაზმური კონცენტრაციები ერთნაირია, ხოლო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევის დრო (Tmax) თითოეული ნივთიერებისთვის შეადგენს დაახლოებით ერთ საათს.
ქვემოთ წარმოდგენილია ფარმაკოკინეტიკური კვლევის მონაცემები; კვლევის ფარგლებში ჯანმრთელი მოხალისეები უზმოზე ღებულობდნენ ამოქსიცილინს/კლავულანის მჟავას (875 მგ/125 მგ ტაბლეტები დღე-ღამეში ორჯერ).
საშუალო (±SD) ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები
გამოყენებული აქტიური
ნივთიერება(ები)
დოზა
(მგ)
Cmax (მკგ/მლ)
Tmax* (სთ)
AUC(0-24h)
(მკგ.სთ/მლ)
T1/2
(სთ)
ამოქსიცილინი
AMX/CA 875მგ/125მგ
875
- 64±2.78
- 5 (1.0-2.5)
- 52±12.31
- 19±0.21
კლავულანის მჟავა
AMX/CA 875მგ/125მგ
125
- 18±0.99
- 25 (1.0-2.0)
- 16±3.04
- 96±0.12
AMX – ამოქსიცილინი, CA – კლავულანის მჟავა
- მედიანა (დიაპაზონი)
ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავის შრატისმიერი კონცენტრაციის მაჩვენებლები, რომლებიც მიღწეულია ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას გამოყენებით ისეთივე სიდიდისაა, როგორც მხოლოდ ამოქსიცილინის ან კლავულანის მჟავის ექვივალენტური დოზების პერორალურად მიღების პირობებში.
განაწილება
სისხლის პლაზმაში მთლიანი კლავულანის მჟავას დაახლოებით 25% და სისხლის პლაზმაში მთლიანი ამოქსიცილინის 18% უკავშირდება ცილას.
ხილული (აშკარა) განაწილების მოცულობა ამოქსიცილინისათვის შეადგენს დაახლოებით 0.3-0.4 ლ/კგ -ს, ხოლო კლავულანის მჟავისათვის კი - დაახლოებით 0.2 ლ/კგ -ს.
ინტრავენური შეყვანის შემდეგ ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა აღმოჩენილია ნაღვლის ბუშტში, მუცლის ღრუს ქსოვილებში, კანში, ცხიმოვან ქსოვილში, კუნთოვან ქსოვილებში, სინოვიალურ და პერიტონეალურ სითხეებში, ნაღველსა და ჩირქში.
ამოქსიცილინი არასაკმარისი ხარისხით აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში.
ცხოველებში ჩატარებული კვლევების თანახმად, არ აღინიშნა წამლის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტიდან გამოთავისუფლებული ნივთიერებების რომელიმე ქსოვილში რაიმე მნიშვნელოვანი ოდენობით დაგროვება. ამოქსიცილინი, ისევე როგორც პენიცილინების უმეტესობა, ხვდება დედის რძეში. კლავულანის მჟავას კვალი შეიძლება ასევე აღმოჩნდეს დედის რძეში (იხ. პუნქტი 4.6).
როგორც ამოქსიცილინი, ასევე კლავულანის მჟავა, კვეთს პლაცენტურ ბარიერს (იხ. პუნქტი 4.6).
ბიოტრანსფორმაცია
ამოქსიცილინი ნაწილობრივ გამოიყოფა შარდით არააქტიური penicilloic acid-ის სახით საწყისი დოზის 10-25%-ის ექვივალენტური რაოდენობით. კლავულანის მჟავა ინტენსიურად მეტაბოლიზდება ადამიანის ორგანიზმში და გამოიყოფა თირკმელებით და ნაწლავებიდან, აგრეთვე ნახშირორჟანგის სახით ამოსუნთქულ ჰაერში.
ელიმინაცია
ამოქსიცილინის ელიმინაციის ძირითად გზას წარმოადგენს თირკმელები, ხოლო კლავულანის მჟავა გამოიყოფა როგორც თირკმელებით, ასევე ექსტრარენალური მექანიზმებით.
ჯანმრთელ სუბიექტებში ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით ერთ საათს, ხოლო საშუალო საერთო კლირენსი შეადგენს დაახლოებით 25 ლ/სთ-ს. ამოქსიცილინის დაახლოებით 60-70% და კლავულანის მჟავას დაახლოებით 40-65% გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელებით ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას 250 მგ/125 მგ ან 500 მგ/125 მგ ტაბლეტების ერთჯერადი დოზის მიღებიდან პირველი 6 საათის განმავლობაში. სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ 24 საათის განმავლობაში შარდთან ერთად ამოქსიცილინის გამოყოფა შეადგენს 50-85%-ს, ხოლო კლავულანის მჟავის - 27-60%-ს. კლავულანის მჟავას შემთხვევაში, პრეპარატის ყველაზე დიდი რაოდენობა ორგანიზმიდან გამოიყოფა მიღებიდან პირველი 2 საათის განმავლობაში.
პრობენეციდის ერთად გამოყენება ანელებს ამოქსიცილინის ელიმინაციას, მაგრამ არ ანელებს კლავულანის მჟავას თირკმელებით გამოყოფას (იხ. პუნქტი 4.5).
ასაკი
ამოქსიცილინის ნახევარგამოყოფის პერიოდი 3 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში ერთნაირია. ძალიან მცირე ასაკის ბავშვებში (მათ შორის დღენაკლულ ახალშობილებში) ელიმინაციის თირკმლისმიერი მექანიზმის მოუმწიფებლობის გამო, გამოყენების სიხშირემ სიცოცხლის პირველი კვირის განმავლობაში არ უნდა გადააჭარბოს დღეში 2-ჯერად მიღებას. ვინაიდან, ხანდაზმულ პაციენტებში მოსალოდნელია თირკმლის ფუნქციური აქტივობის დაქვეითების განვითარება, ამ პოპულაციაში დოზის შერჩევის დროს აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა და მიზანშეწონილია თირკმლის ფუნქციის კონტროლი.
სქესი
ჯანმრთელ მამაკაცებსა და ქალებში ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას პერორალური გამოყენების ფონზე არ აღინიშნა სქესთან დაკავშირებული რაიმე მნიშვნელოვანი ზემოქმედების განვითარება არც ამოქსიცილინის, და არც კლავულანის მჟავის ფარმაკოკინეტიკურ მახასიათებლებზე.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის საერთო შრატისმიერი კლირენსი მცირდება თირკმლის ფუნქციის დაქვეითების პროპორციულად. კლირენსის დაქვეითება უფრო გამოხატულია ამოქსიცილინისთვის, ვიდრე კლავულანის მჟავისთვის, რადგან თირკმლების საშუალებით გამოყოფილი ამოქსიცილინის წილი უფრო დიდია. ამიტომ, თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს დოზები უნდა შეირჩეს იმგვარად, რომ კლავულანის მჟავის ადექვატური დოზირების დონეების შენარჩუნების ფონზე თავიდან იქნეს აცილებული ამოქსიცილინის არასასურველი კუმულაციის განვითარება (იხ. პუნქტი 4.2).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში პრეპარატის დანიშვნისას აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა და ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ნიუკლავი (NEWCLAV) 1გ შემოგარსული ტაბლეტები
ამოქსიცილინი / კლავულანის მჟავა
ინსტრუქცია
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს. შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს. იხილეთ მე-4 პუნქტი .
შინაარსი:
რა არის ნიუკლავი და რა დროს გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ნიუკლავის მიღებამდე
როგორ მივიღოთ ნიუკლავი
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
როგორ შევინახოთ ნიუკლავი
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რა არის ნიუკლავი და რა დროს გამოიყენება
ნიუკლავი არის ანტიბიოტიკი, რომელიც კლავს ინფექციებისის გამომწვევ ბაქტერიებს. მის შემადგენლობაში შედის ორი სხვადასხვა პრეპარატი: ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა. ამოქსიცილინი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით „პენიცილინი“, რომლის მოქმედება ზოგჯერ შეიძლება შეჩერებულ იქნას (მოხდეს ინაქტივაცია). მეორე აქტიური ნივთიერება (კლავულანის მჟავა) აჩერებს ამ პროცესს.
ნიუკლავი ბავშვებსა და მოზრდილებში ინიშნება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
შუა ყურის და სინუსის ინფექციები
სასუნთქი გზების ინფექციები
საშარდე გზების ინფექციები
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის პირის ღრუს ინფექციები
ძვლებისა და სახსრების ინფექციები
რა უნდა იცოდეთ ნიუკლავის მიღებამდე
არ მიიღოთ ნიუკლავი:
თუ გაქვთ ალერგია ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავის, პენიცილინის ან აღნიშნული პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია მე-6 პუნქტში );
თუ წარსულში გქონდათ მძიმე ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობითი) რეაქცია რომელიმე სხვა ანტიბიოტიკის მიმართ. ეს შეიძლება იყოს კანზე გამონაყარი ან სახისა თუ ყელის შეშუპება.
თუ წარსულში გქონდათ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები ან სიყვითლე (კანის ყვითელი შეფერილობა) ანტიბიოტიკების მიღების ფონზე.
არ მიიღოთ ნიუკლავი, თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე მდგომარეობა გეხებათ. რაიმე საკითხზე ეჭვის შემთხვევაში ნიუკლავის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
აღნიშნული პრეპარატის მიღების დაწყებამდე აუცილებელია სამედიცინო კონსულტაცია, თუ:
გაქვთ ინფექციური მონონუკლეოზი.
ჩატარებული გაქვთ მკურნალობა ღვიძლის ან თირკმლის პრობლემებთან დაკავშირებით.
გაქვთ შარდვის დარღვევები.
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე დაავადება გეხებათ თქვენ, ნიუკლავის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ზოგ შემთხვევაში ექიმს შეუძლია ჩაატაროს ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის ანალიზი. ანალიზის შედეგების მიხედვით, თქვენ დაგენიშნებათ ნიუკლავის სხვა დოზა ან სხვა მედიკამენტი.
მდგომარეობები, როდესაც საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა
ნიუკლავს შეუძლია დაამძიმოს ზოგიერთი არსებული მდგომარეობა ან გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოქმედება. აღნიშნული გულისხმობს ალერგიულ რეაქციებს, კონვულსიებს (კრუნჩხვა) და მსხვილი ნაწლავის ანთებას. ნიუკლავის მიღებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა გარკვეულ სიმპტომებთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის პრობლემის რისკის შესამცირებლად. იხილეთ მე-4 პუნქტი „მდგომარეობები, როდესაც საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა“.
სისხლისა და შარდის ანალიზები
აცნობეთ ექიმს ან მედდას, რომ ღებულობთ ნიუკლავს, თუ გეგმავთ სისხლის ანალიზის (მაგალითად, სისხლის წითელი უჯრედების ან ღვიძლის ფუნქციის განმსაზღვრელი ანალიზი) ან შარდის ანალიზის (გლუკოზა) ჩატარებას. ნიუკლავმა შესაძლოა გავლენა იქონიოს აღნიშნული სახის ანალიზების შედეგებზე.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ნიუკლავი
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალება.
ალოპურინოლისა (გამოიყენება პოდაგრის დროს) და ნიუკლავის ერთდროულად მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს კანის ალერგიული რეაქცია.
თუ ღებულობთ პრობენეციდს (გამოიყენება პოდაგრის დროს), ექიმმა შეიძლება დააკორექტიროს ნიუკლავის დოზა.
იმ შემთხვევაში, თუ ნიუკლავთან ერთად ღებულობთ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უშლის სისხლის თრომბის წარმოქმნას (როგორიცაა ვარფარინი), შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი სისხლის ანალიზის ჩატარება.
ნიუკლავმა შესაძლოა გავლენა იქონიოს მეთოტრექსატის (კიბოს ან რევმატული დაავადებების სამკურნალო საშუალება) მოქმედებაზე.
ნიუკლავმა შესაძლოა გავლენა იქონიოს მიკოფენოლატი მოფეტილის (სამკურნალო საშუალება გამოიყენება ტრანსპლანტირებული ორგანოების მიუღებლობის თავიდან ასაცილებლად) მოქმედებაზე.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა
ნიუკლავის მიღებისას შესაძლოა განვითარდეს გვერდითი მოქმედება, რომლის სიმპტომებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტომობილის მართვის უნარზე.
არ შეიძლება ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა, თუ არ გრძნობთ თავს კარგად.
როგორ მივიღოთ ნიუკლავი
მოცემული პრეპარატის მიღებისას ყოველთვის ზუსტად შეასრულეთ ექიმის მითითებები. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები:
სტანდარტული დოზა: 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ
დიდი დოზა: 1 ტაბლეტი დღეში სამჯერ
ბავშვები:
40 კგ და 40 კგ-ზე მეტი წონის ბავშვები: როგორც მოზრდილების შემთხვევაში
40 კგ და 40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები: 6 წლის ან ნაკლები ასაკის ბაშვებისთვის რეკომენდირებულია პერორალური სუსპენზიის მიღება.
40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვების შემთხვევაში, ნიუკლავის ტაბლეტებით მკურნალობის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. 25 კგ-ზე ნაკლების წონის ბავშვებისთვის არ არის რეკომენდირებული ტაბლეტებით მკურნალობა.
თირკმლისა და ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები:
თირკმლის პრობლემების შემთხვევაში საჭიროა დოზის კორექტირება. ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ პრეპარატის სხვა დოზა ან სხვა მედიკამენტი.
ღვიძლის პრობლემების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის ანალიზის უფრო ხშირად ჩატარება, ღვიძლის ფუნქციონირების შესაფასებლად.
ნიუკლავის მიღების წესი
გადაყლაპეთ მთლიანი ტაბლეტი ერთ ჭიქა წყალთან ერთად საკვების მიღების დაწყებისას ან ცოტა ადრე.
გაანაწილეთ დოზები თანაბრად დღის განმავლობაში, სულ მცირე 4 საათიანი ინტერვალით. არ მიიღოთ 2 დოზა 1 საათში.
არ მიიღოთ ნიუკლავი 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ თავი უკეთესად არ იგრძენით, შეატყობინეთ მკურნალ ექიმს.
დოზის გადაჭარბება
ნიუკლავის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს სიმპტომები: კუჭის აშლა (გულისრევის შეგრძნება, ღებინება ან დიარეა) ან კონვულსია. დაუყონებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს. თან იქონიეთ პრეპარატის ფლაკონი ან კოლოფი.
დოზის გამოტოვება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, მიიღეთ გახსენებისთანავე.
არ მიიღოთ შემდეგი დოზა დროის მცირე ინტერვალში, მიიღეთ დაახლოებით 4 საათის შემდეგ.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
ნიუკლავის მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ ნიუკლავის მიღება მკურნალობის დასრულებამდე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ იგრძნობთ. ინფექციის დასაძლევად საჭიროა დანიშნული კურსის ჩატარება. თუ ბაქტერია სრულად არ არის განადგურებული, მან შეიძლება ისევ გამოიწვიოს ინფექცია.
ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს შემდეგი მდგომარეობები:
ალერგიული რეაქციები:
გამონაყარი კანზე
სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კანზე წითელი ან მეწამული მზარდი ლაქებით, მაგრამ შეიძლება გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებზე.
ცხელება, სახსრების ტკივილი, ყელში, იღლიაში ან საზარდულში ჯირკვლების შეშუპება.
შეშუპება, ზოგჯერ სახისა და პირის ღრუს არეში (ანგიოედემა), რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას.
კოლაფსი
აღნიშნულიდან რომელიმე სიმპტომის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს. შეწყვიტეთ ნიუკლავის მიღება.
მსხვილი ნაწლავის ანთება
მსხვილი ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს დიარეას, რა დროსაც, როგორც წესი, განავალში ვლინდება სისხლი და ლორწო, თან ახლავს კუჭის ტკივილი ან/და ცხელება.
აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენა (შეიძლება გამოვლინდეს 10- დან 1-ზე მეტ პაციენტში):
დიარეა (მოზრდილებში)
ხშირი გვერდითი მოვლენა (შეიძლება გამოვლინდეს 10- დან 1 პაციენტში):
კანდიდოზი (კანდიდას ინფექცია საშოში, პირის ღრუში ან კანზე)
ღებინების შეგრძნება (გულისრევა), განსაკუთრებით დიდი დოზების მიღებისას.
აღნიშნული მდგომარეობების განვითარების შემთხვევაში, ნიუკლავი მიიღეთ საკვების მიღებამდე.
ღებინება
დიარეა (ბავშვებში)
არახშირი გვერდითი მოვლენა (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტში):
გამონაყარი კანზე, ქავილი
მზარდი გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება)
დისპეფსია
თავბრუსხვევა
თავის ტკივილი
არახშირი გვერდითი მოვლენა ,რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზებში
ღვიძლის მიერ გამომუშავებული ზოგიერთი ნივთიერების (ფერმენტის) დონის მომატება.
იშვიათი გვერდითი მოვლენა (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 პაციენტში):
გამონაყარი კანზე, ბუშტუკების ან წვრილი ლაქების სახით (მუქი ლაქები გარშემო კანის აქერცლილი უბნებით - მულტიფორმული ერითემა).
აღნიშნულიდან რომელიმე სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
იშვიათი გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზებში
სისხლის შედედების პროცესში მონაწილე უჯრედების დაბალი რაოდენობა.
სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა.
უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით)
ალერგიული რეაქციები (იხ. ზემოთ)
მსხვილი ნაწლავის ანთება (იხ. ზემოთ)
ტვინის გარსების ანთება (ასეპტიური მენინგიტი)
სერიოზული კანის რეაქციები:
კანის ფართო უბნებზე გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლით, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალებისა და გენიტალიების არეში (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), და უფრო მძიმე ფორმა, რომელიც გამოიხატება კანის ფართო უბნების აქერცვლით (სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტი - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
კანის ფართო უბნებზე გავრცელებული წითელი ფერის გამონაყარი წვრილი ჩირქოვანი ბუშტუკებით (ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი).
წითელი, ქერცლოვანი გამონაყარი კანზე, კანქვეშა ბუშტუკებითა და წყლულებით (ეგზანთემატოზური პუსტულოზი).
გრიპის მსგავსი სიმპტომები, გამონაყარი, ცხელება, გადიდებული ლიმფური კვანძები, ცვლილებები სისხლში ანალიზის საფუძველზე (მათ შორის სისხლის თეთრი უჯრედების მომატება (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების მომატება) (წამლისმიერი გამონაყარი ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS))
აღნიშნულიდან რომელიმე სიმპტომის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
სიყვითლე, გამოწვეული სისხლში ბილირუბინის (ღვიძლში გამომუშავებული ნივთიერება) დონის მომატებით, რაც იწვევს კანისა და თვალის სკლერების სიყვითლეს.
თირკმლის ფიალების ანთება.
სისხლის შედედების დროის გაზრდა.
ჰიპერაქტიურობა.
კონვულსიები (ამოქსიცილინის / კლავულანის მჟავის დიდი დოზების მიღების ან თირკმლის პრობლემების შემთხვევაში)
შავი თმიანი ენა
გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ან შარდის ანალიზებში
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება
სისხლის წითელი უჯრედების შემცირება (ჰემოლიზური ანემია)
კრისტალები შარდში
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ შენიშნავთ რომელიმე გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ პირდაპირ ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ უზრუნველყოფთ აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტ ინფორმაციას.
როგორ შევინახოთ ნიუკლავი
აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში, თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისა და ნესტისაგან დასაცავად.
არ გამოიყენოთ აღნიშნული პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
სამკურნალო საშუალებები არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ნიუკლავი:
აქტიური ნივთიერებები: ამოქსიცილინი, ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით და კლავულანის მჟავა, კალიუმის კლავულანატის სახით. ნიუკლავის 1გ ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 875 მგ ამოქსიცილინი, ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით და 125 მგ კლავულანის მჟავა, კალიუმის კლავულანატის სახით.
სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა 105, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილ-ალკოჰოლი, მაკროგოლი 4000, ტალკი, ლეციტინი, ტიტანის დიოქსიდი (E171).
ნიუკლავის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
თეთრი ფერის, ამობურცული, კაფსულის ფორმის, შემოგარსული ტაბლეტები.
ნიუკლავის 1 გ ტაბლეტები დაფასოებულია ალუმინის-პოლივინილქლორიდის-ალუმინის (tropicalized) ბლისტერებში, თითოზე 7 ტაბლეტი. შეფუთვაში წარმოდგენილია 14 ტაბლეტი ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:
შპს Medochemie, კვიპროსი, ლიმასოლი, 3011, კონსტანტინოპოლის ქუჩა # 1-10
კომპანია, რომელიც ღებულობს მომხმარებელთა პრეტენზიებს ხარისხთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე:
შპს „ნიუ ფარმა“
იურიდიული მისამართი: საქართველო, გორი, ცაბაძის ქ., კორ. 5, ბ. 32.
ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, თბილისი, 0154, ევდოშვილის ქ.# 18
ტელ/ფაქსი: +995 (32)210 88 18
აღნიშნული პროდუქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კომპანიას შპს „ნიუ ფარმა“.
ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი: 2017 წლის სექტემბერი
რჩევა/სამედიცინო მითითება
ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ. ისინი არ მოქმედებენ ვირუსებით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ.
ზოგჯერ ბაქტერიით გამოწვეული ინფექცია არ ექვემდებარება ანტიბიოტიკებით ჩატარებულ მკურნალობას. აღნიშნულის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ინფექციის გამომწვევი ბაქტერია რეზისტენტულია მიღებული ანტიბიოტიკის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ გადარჩნენ და გამრავლდნენ კიდეც, მიუხედავათ ანტიბიოტიკისა.
ბაქტერია შეიძლება გახდეს რეზისტენტული ანტიბიოტიკის მიმართ სხვადასხვა მიზეზით. ანტიბიოტიკების სიფრთხილით გამოყენებისას შეიძლება შევამციროთ ანტიბიოტიკის მიმართ ბაქტერიის რეზისტენტობის შესაძლებლობა.
ექიმის მიერ დანიშნული ანტიბიოტიკებით თერაპიის კურსი გამიზნულია მხოლოდ მიმდინარე დაავადების სამკურნალოდ. შემდეგი რჩევების გათვალისწინებით შესაძლებელია ბაქტერიის რეზისტენტობის პრევენცია, რომელიც იწვევს ანტიბიოტიკის მოქმედების შეწყვეტას.
მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკის მიღება დანიშნული დოზით, დანიშნულ დროს და ხანგრძლივობით. წაიკითხეთ ინსტრუქცია ეტიკეტზე და ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ ანტიბიოტიკი, თუ ის არ არის გამოწერილი პირადად თქვენთვის და მიიღეთ ის მხოლოდ იმ ინფექციის სამკურნალოდ, რომლისთვისაც დაინიშნა.
არ მიიღოთ სხვა პირებისთვის გამოწერილი ანტიბიოტიკი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ინფექცია თქვენსას ემთხვევა.
არ გადასცეთ თქვენთვის გამოწერილი ანტიბიოტიკი სხვა პირებს.
ექიმის მიერ გამოწერილი ანტიბიოტიკების კურსის დასრულების შემდეგ დარჩენილი ანტიბიოტიკები გადაეცით ფარმაცევტს სათანადო წესით უტილიზაციისთვის.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



