პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

ნეტილმედი

Netilmed

ურეცეპტოდ0.3%ინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

თვალის და მისი დანამატების ბაქტერიული ინფექციების ზედაპირული ადგილობრივი მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია ნეტილმიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით ( მიკროორგანიზმების ჩათვლით, რომლებიც წარმოქმნიან ადენილატორ და ფოსფორილატორ ფერმენტებს).

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ნეტილმიცინი (netilmicin)
ფორმა და შეფუთვა
0.3% (3მგ/მლ) 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანტიბიოტიკები
ATC კოდი
S01AA23
რეგისტრაციის ნომერი
რ-041669
რეგისტრირებულია
19 ივლისი 2024, მოქმედებს 19 ივლისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებანეტილმედი და სხვა წამალი ერთად

ნეტილმედი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

თვალის და მისი დანამატების ბაქტერიული ინფექციების ზედაპირული ადგილობრივი მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია ნეტილმიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით ( მიკროორგანიზმების ჩათვლით, რომლებიც წარმოქმნიან ადენილატორ და ფოსფორილატორ ფერმენტებს).

მიღების წესი და დოზირება

მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის ოფთალმოლოგიაში.

ნეტილმედი გამოიყენება 1-2 წვეთის ჩაწვეთებით დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 3-ჯერ დღე-ღამეში ან ექიმის დანიშნულებით.

ფლაკონის შემცველობის მიკროორგანიზმებით კინტამინაციის თავიდან ასაცილებლად უნდა მოერიდოთ საწვეთურის წვერის კონტაქტს ქუთუთოებთან და მიმდებარე ქსოვილებთან , ასევე სხვა ზედაპირებთან.

სხვა ადგილობრივი გამოყენების ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან ერთად მოხმარების შემთხვევაში ინსტილაციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი. თვალის მალამოები უნდა იქნას გამოყენებული ბოლოს.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სხვა სამკურნალო საშუალებების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

ანტიბიოტიკების ხანგრძლივი ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება აღინიშნებოდეს რეზისტენტული მიკროორგანიზმების მატება.

იმ შემთხვევაში, როდესაც კლინიკური გაუმჯობესება არ შეინიშნება შედარებით მოკლე დროის განმავლობაში ან წარმოიქმნება თვალის გაღიზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ნიშნები, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და დაწყებული იქნას შესაბამისი მკურნალობა.

მცირეწლოვან ბავშვებში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ის უკიდურესად აუცილებელია და გულდასმით სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

ნეტილმედი არ არის განკუთვნილი ინექციური შეყვანისთვის; პრეპარატი არ უნდა იქნას შეყვანილი სუბკონიუნქტივალურად ან თვალის წინა კამერაში.

დამხმარე ნივთიერებები

ნეტილმედი შეიცავს კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს (პრეპარატის 1 მლ შეიცავს 0,05 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანების, „მშრალი თვალის“ სინდრომის ან ცრემლსადენი აპკის და რქოვანას მხრივ დარღვევების, მათ შორის წერტილოვანი კერატოპათიისა და/ან ტოქსიკური წყლულოვანი კერატოპათიის განვითარება.

ბენზალკონიუმის ქლორიდი შეიძლება აბსორბირდებოდეს რბილი კონტაქტური ლინზებით და შეცვალოს კონტაქტური ლინზების ფერი. პრეპარატის გამოყენებამდე კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნას და ინსტილაციის შემდეგ უნდა დაიცადოთ მინიმუმ 15 წუთი მათ ჩასმამდე.

„მშრალი​​ თვალის “ სინდრომისა და რქოვანას შესაძლებელი დაზიანების მქონე პაციენტებთან ნეტილმედი უნდა გამოიყენოთ სიფრთხილით .​

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში უნდა იქნას ჩატარებული პაციენტების გულდასმითი მონიტორინგი.

პრეპარატის გამოყენების შემდეგ უჩვეულო შეგრძნებების, ჩხვლეტის გრძნობის ან თვალებში​ ტკივილის წარმოქმნის შემთხვევაში უნდა მიმართეთ ექიმს .​

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ადგილობრივად გამოყენებისას თვალის წვეთების სახით ნეტილმიცინთან მნიშვნელოვანი სამკურნალო ურთიერთქმედების შესახებ ცნობები არ შემოსულა.

ნეტილმიცინის კომბინირებული გამოყენებისას, მათ შორის ადგილობრივი გამოყენებისას (განსაკუთრებით ინტრაკავიტარულად შეყვანისას), სხვა პოტენციურად ნეფროტოქსიურ და ოტოტოქსიურ ანტიბიოტიკებთან ერთად ნეფროტოქსიური და ოტოტოქსიური ეფექტების რისკი შეიძლება გაიზარდოს. არსებობს შეტყობინებები, რომ ზოგიერთი ამინოგლიკოზიდის ნეფროტოქსიური მოქმედების რისკი იზრდება, როდესაც ისინი გამოიყენება შემდგომში ან კომბინაციაში სხვა პოტენციურად ნეფროტოქსიკურ სამკურნალო საშუალებებთან, ისეთებთან, როგორიცაა ცისპლატინი, პოლიმიქსინი B, კოლისტინი, ვიომიცინი, სტრეპტომიცინი, ვანკომიცინი, სხვა ამინოგლიკოზიდები და ზოგიერთი ცეფალოსპორინი (ცეფალორიდინი) ან ძლიერი დიურეზულები, მაგალითად, ეთაკრინის მჟავა და ფუროსემიდი, ამ უკანასკნელების თირკმელების ფუნქციაზე ზემოქმედების გამო. ნეტილმედი არ უნდა იქნას გამოყენებული კომბინაციაში ზემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებთან.

In vitro კვლევებში​ დადგენილია , რომ ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სამკურნალო საშუალებებსა და β-ლაქტამური ანტიბიოტიკებს (პენიცილინები ან ცეფალოსპორინები) ერთდროული გამოყენებისას შეუძლიათ მოახდინონ ერთმანეთის მნიშვნელოვნი ინაქტივაცია. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და ზოგიერთ პაციენტს თირკმელების ნორმალური ფუნქციით ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სამკურნალო საშუალებისა და პენიცილინების ჯგუფის სამკურნალო საშუალების ერთდროულმა გამოყენებამ (შეყვანის სხვადასხვა გზა) აღინიშნებოდა ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სამკურნალო საშუალების ნახევარგამოყოფის პერიოდის და სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მაჩვენებლების შემცირება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეკლინიკური კვლევების მონაცემები მოწმობენ, რომ ნეტილმიცინი ადგილობრივად გამოყენებისას არ ახდენს ტოქსიკურ ზემოქმედებას ნაყოფზე (სამკურნალო საშუალება მცირე რაოდენობით აღწევს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში); ამისდამიუხედავად, ნეტილმედი უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პერიოდში ქალებში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და გულდასმითი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ .

ლაქტაცია

ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სამკურნალო საშუალებები გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ არ არის რეკომენდებული ნეტილმედის გამოყენება ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის ტარების ან მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ზოგიერთ შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება შეიძლება აღინიშნოს მხედველობის ორგანოს მხრივ დროებითი და უმნიშვნელოდ გამოხატული გაღიზიანება ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, შეშუპების, ჭინჭრის ციების და ქავილის ჩათვლით.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. პაციენტთან სამკურნალო საშუალების მიმართ სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენის ან ისეთი ახალი არასასურველი რეაქციის წარმოქმნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ნეტილმიცინი (ნეტილმიცინის სულფატის სახით) 3 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა

თვალის წვეთები 0.3%.

აღწერა: მომწვანო-ყვითელი ფერის გამჭვირვალე ხსნარი.

შენახვის პირობები

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისთვის

ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენეთ 28 დღის განმავლობაში.

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

თვალის წვეთები 5 მლ თეთრ პოლიეთილენის ფლაკონში საცობ-საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით აღჭურვილი დამცავი რგოლით.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები განადგურებისა და სხვა სამუშაოების დროს

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ . ჯამი იოლუ ჯად. No. 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბული)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოფთალმოლოგიაში გამოყენებადი პრეპარატები. მიკრობსაწინააღმდეგო საშუალებები. ანტიბიოტიკები. ათქ კოდი: S01AA23.

ნეტილმიცინი არის ნახევრად სინთეზური ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან. დაბალ კონცენტრაციებში ნეტილმიცინი აქტიურია სხვადასხვა გრამუარყოფითი და გრამდადებითი პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ, გენტამიცინის მიმართ რეზისტენტული შტამების ჩათვლით. გენტამიცინისაგან განსხვავებით, ნეტილმიცინი არ ინაქტივირდება ბაქტერიების მაფოსფორილირებელი და მაადენილირებელი ფერმენტების მოქმედებით.

ნეტილმიცინს აქვს სწრაფი ბაქტერიციდული მოქმედება, ის არღვევს მატრიცის რიბონუკლეინის მჟავას (მრნმ) ტრანსლაციის პროცესს და განაპირობებს არასწორი ამინომჟავების ჩაშენებას მზარდ პოლიპეპტიდურ ჯაჭვში.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ნეტილმიცინის ადგილობრივად გამოყენებისას თვალის წვეთების სახით (ხსნარის ინსტილაცია კონიუნქტივალურ პარკში), სამკურნალო საშუალება უმნიშვნელო რაოდენობით აღწევს თვალის ქსოვილში და სისხლის სისტემურ ნაკადში.

2 მგ/მლ დოზით ინტრამუსკულური შეყვანის შემდეგ ნეტილმიცინის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 30-60 წუთის შემდეგ და შეადგენს 5 მკგ/მლ. ინტრავენური ინფუზიის შემდეგ, რომელიც გრძელდება 60 წუთი, სამკურნალო საშუალების მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 11 მკგ/მლ. ზრდასრულებში ნეტილმიცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2,0-2,5 საათს; თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში სამკურნალო საშუალების ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ნეტილმედი

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

ნეტილმედი, Netilmed

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ნეტილმიცინი, Netilmicin

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ნეტილმიცინი (ნეტილმიცინის სულფატის სახით) 3 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა

თვალის წვეთები 0.3%.

აღწერა: მომწვანო-ყვითელი ფერის გამჭვირვალე ხსნარი.

გამოყენების ჩვენებები

თვალის და მისი დანამატების ბაქტერიული ინფექციების ზედაპირული ადგილობრივი მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია ნეტილმიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით ( მიკროორგანიზმების ჩათვლით, რომლებიც წარმოქმნიან ადენილატორ და ფოსფორილატორ ფერმენტებს).

გამოყენების წესი და დოზები

მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის ოფთალმოლოგიაში.

ნეტილმედი გამოიყენება 1-2 წვეთის ჩაწვეთებით დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 3-ჯერ დღე-ღამეში ან ექიმის დანიშნულებით.

ფლაკონის შემცველობის მიკროორგანიზმებით კინტამინაციის თავიდან ასაცილებლად უნდა მოერიდოთ საწვეთურის წვერის კონტაქტს ქუთუთოებთან და მიმდებარე ქსოვილებთან , ასევე სხვა ზედაპირებთან.

სხვა ადგილობრივი გამოყენების ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან ერთად მოხმარების შემთხვევაში ინსტილაციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი. თვალის მალამოები უნდა იქნას გამოყენებული ბოლოს.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სხვა სამკურნალო საშუალებების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ანტიბიოტიკების ხანგრძლივი ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება აღინიშნებოდეს რეზისტენტული მიკროორგანიზმების მატება.

იმ შემთხვევაში, როდესაც კლინიკური გაუმჯობესება არ შეინიშნება შედარებით მოკლე დროის განმავლობაში ან წარმოიქმნება თვალის გაღიზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ნიშნები, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და დაწყებული იქნას შესაბამისი მკურნალობა.

მცირეწლოვან ბავშვებში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ის უკიდურესად აუცილებელია და გულდასმით სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

ნეტილმედი არ არის განკუთვნილი ინექციური შეყვანისთვის; პრეპარატი არ უნდა იქნას შეყვანილი სუბკონიუნქტივალურად ან თვალის წინა კამერაში.

დამხმარე ნივთიერებები

ნეტილმედი შეიცავს კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს (პრეპარატის 1 მლ შეიცავს 0,05 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანების, „მშრალი თვალის“ სინდრომის ან ცრემლსადენი აპკის და რქოვანას მხრივ დარღვევების, მათ შორის წერტილოვანი კერატოპათიისა და/ან ტოქსიკური წყლულოვანი კერატოპათიის განვითარება.

ბენზალკონიუმის ქლორიდი შეიძლება აბსორბირდებოდეს რბილი კონტაქტური ლინზებით და შეცვალოს კონტაქტური ლინზების ფერი. პრეპარატის გამოყენებამდე კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნას და ინსტილაციის შემდეგ უნდა დაიცადოთ მინიმუმ 15 წუთი მათ ჩასმამდე.

„მშრალი​​ თვალის “ სინდრომისა და რქოვანას შესაძლებელი დაზიანების მქონე პაციენტებთან ნეტილმედი უნდა გამოიყენოთ სიფრთხილით .​

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში უნდა იქნას ჩატარებული პაციენტების გულდასმითი მონიტორინგი.

პრეპარატის გამოყენების შემდეგ უჩვეულო შეგრძნებების, ჩხვლეტის გრძნობის ან თვალებში​ ტკივილის წარმოქმნის შემთხვევაში უნდა მიმართეთ ექიმს .​

შეუთავსებლობა

არ არის ცნობილი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ადგილობრივად გამოყენებისას თვალის წვეთების სახით ნეტილმიცინთან მნიშვნელოვანი სამკურნალო ურთიერთქმედების შესახებ ცნობები არ შემოსულა.

ნეტილმიცინის კომბინირებული გამოყენებისას, მათ შორის ადგილობრივი გამოყენებისას (განსაკუთრებით ინტრაკავიტარულად შეყვანისას), სხვა პოტენციურად ნეფროტოქსიურ და ოტოტოქსიურ ანტიბიოტიკებთან ერთად ნეფროტოქსიური და ოტოტოქსიური ეფექტების რისკი შეიძლება გაიზარდოს. არსებობს შეტყობინებები, რომ ზოგიერთი ამინოგლიკოზიდის ნეფროტოქსიური მოქმედების რისკი იზრდება, როდესაც ისინი გამოიყენება შემდგომში ან კომბინაციაში სხვა პოტენციურად ნეფროტოქსიკურ სამკურნალო საშუალებებთან, ისეთებთან, როგორიცაა ცისპლატინი, პოლიმიქსინი B, კოლისტინი, ვიომიცინი, სტრეპტომიცინი, ვანკომიცინი, სხვა ამინოგლიკოზიდები და ზოგიერთი ცეფალოსპორინი (ცეფალორიდინი) ან ძლიერი დიურეზულები, მაგალითად, ეთაკრინის მჟავა და ფუროსემიდი, ამ უკანასკნელების თირკმელების ფუნქციაზე ზემოქმედების გამო. ნეტილმედი არ უნდა იქნას გამოყენებული კომბინაციაში ზემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებთან.

In vitro კვლევებში​ დადგენილია , რომ ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სამკურნალო საშუალებებსა და β-ლაქტამური ანტიბიოტიკებს (პენიცილინები ან ცეფალოსპორინები) ერთდროული გამოყენებისას შეუძლიათ მოახდინონ ერთმანეთის მნიშვნელოვნი ინაქტივაცია. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და ზოგიერთ პაციენტს თირკმელების ნორმალური ფუნქციით ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სამკურნალო საშუალებისა და პენიცილინების ჯგუფის სამკურნალო საშუალების ერთდროულმა გამოყენებამ (შეყვანის სხვადასხვა გზა) აღინიშნებოდა ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სამკურნალო საშუალების ნახევარგამოყოფის პერიოდის და სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მაჩვენებლების შემცირება.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

პრეკლინიკური კვლევების მონაცემები მოწმობენ, რომ ნეტილმიცინი ადგილობრივად გამოყენებისას არ ახდენს ტოქსიკურ ზემოქმედებას ნაყოფზე (სამკურნალო საშუალება მცირე რაოდენობით აღწევს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში); ამისდამიუხედავად, ნეტილმედი უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პერიოდში ქალებში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და გულდასმითი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ .

ლაქტაცია

ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სამკურნალო საშუალებები გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ არ არის რეკომენდებული ნეტილმედის გამოყენება ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის ტარების ან მექანიზმების მართვის უნარზე.

არასასურველი რეაქციები

ზოგიერთ შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება შეიძლება აღინიშნოს მხედველობის ორგანოს მხრივ დროებითი და უმნიშვნელოდ გამოხატული გაღიზიანება ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, შეშუპების, ჭინჭრის ციების და ქავილის ჩათვლით.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. პაციენტთან სამკურნალო საშუალების მიმართ სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენის ან ისეთი ახალი არასასურველი რეაქციის წარმოქმნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

დოზის გადაჭარბება

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ოფთალმოლოგიაში გამოყენებადი პრეპარატები. მიკრობსაწინააღმდეგო საშუალებები. ანტიბიოტიკები. ათქ კოდი: S01AA23.

ნეტილმიცინი არის ნახევრად სინთეზური ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან. დაბალ კონცენტრაციებში ნეტილმიცინი აქტიურია სხვადასხვა გრამუარყოფითი და გრამდადებითი პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ, გენტამიცინის მიმართ რეზისტენტული შტამების ჩათვლით. გენტამიცინისაგან განსხვავებით, ნეტილმიცინი არ ინაქტივირდება ბაქტერიების მაფოსფორილირებელი და მაადენილირებელი ფერმენტების მოქმედებით.

ნეტილმიცინს აქვს სწრაფი ბაქტერიციდული მოქმედება, ის არღვევს მატრიცის რიბონუკლეინის მჟავას (მრნმ) ტრანსლაციის პროცესს და განაპირობებს არასწორი ამინომჟავების ჩაშენებას მზარდ პოლიპეპტიდურ ჯაჭვში.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ნეტილმიცინის ადგილობრივად გამოყენებისას თვალის წვეთების სახით (ხსნარის ინსტილაცია კონიუნქტივალურ პარკში), სამკურნალო საშუალება უმნიშვნელო რაოდენობით აღწევს თვალის ქსოვილში და სისხლის სისტემურ ნაკადში.

2 მგ/მლ დოზით ინტრამუსკულური შეყვანის შემდეგ ნეტილმიცინის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 30-60 წუთის შემდეგ და შეადგენს 5 მკგ/მლ. ინტრავენური ინფუზიის შემდეგ, რომელიც გრძელდება 60 წუთი, სამკურნალო საშუალების მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 11 მკგ/მლ. ზრდასრულებში ნეტილმიცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2,0-2,5 საათს; თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში სამკურნალო საშუალების ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისთვის

ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენეთ 28 დღის განმავლობაში.

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

თვალის წვეთები 5 მლ თეთრ პოლიეთილენის ფლაკონში საცობ-საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით აღჭურვილი დამცავი რგოლით.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები განადგურებისა და სხვა სამუშაოების დროს

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ . ჯამი იოლუ ჯად. No. 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბული)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა