პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

ნეტილდექსი

NetilDEX

ურეცეპტოდ(3მგ + 1მგ)/მლინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

ნეტილდექსი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ნეტილმიცინს და დექსამეტაზონს. ნეტილმიცინი წარმოადგენს ბაქტერიციდული მოქმედების ანტიბიოტიკს. დექსამეტაზონი არის კორტიკოსტეროიდი, რომელიც ამცირებს ანთებას. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(3მგ + 1მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი ფლაკონი №1
მწარმოებელი
SIFI S.p.A., იტალია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები კომბინაციაში
ATC კოდი
S01CA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-041410
რეგისტრირებულია
25 ივნისი 2024, მოქმედებს 25 ივნისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „BIH“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებანეტილდექსი და სხვა წამალი ერთად

ნეტილდექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ნეტილდექსი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ნეტილმიცინს და დექსამეტაზონს.

ნეტილმიცინი წარმოადგენს ბაქტერიციდული მოქმედების ანტიბიოტიკს.

დექსამეტაზონი არის კორტიკოსტეროიდი, რომელიც ამცირებს ანთებას.

ნეტილდექსი გამოიყენება მოზრდილებში შეშუპებული, გაღიზიანებული და სავარაუდოდ ბაქტერიით ინფიცირებული თვალების ანთების შემცირებისა და ბაქტერიის მოკვლის მიზნით.

კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ დანიშნული მკურნალობის დასასრულს არ გაგიუმჯობესდებათ მდგომარეობა ან პირიქით გაუარესდება.

მიღების წესი და დოზირება

აღნიშნული პრეპარატი ყოველთვის გმოიყენეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზა

რეკომენდებული დოზაა ერთი წვეთი ყოველ დაზიანებულ თვალში დღეში ოთხჯერ ან თქვენი ექიმის დანიშნულებისამებრ.

არ შეცვალოთ თვალის წვეთების დოზა თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ნეტილდექსის გამოყენება არაა რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში (დასაშვებია 18 წლის ასაკიდან).

კონტაქტური ლინზების მომხმარებლები

თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, ამოიღეთ ისინი ნეტილდექსის მულტიდოზიანი თვალის წვეთების გამოყენებამდე.

ნეტილდექსის გამოყენების შემდეგ, დაიცადეთ 15 წუთი თქვენი კონტაქტური ლინზების უკან ჩასმამდე.

თუ აპირებთ ნეტილდექსის გამოყენებას რბილ კონტაქტურ ლინზებთან, თქვენ უნდა გამოიყენოთ ნეტილდექსის თვალის წვეთები ერთჯერადი დოზის კონტეინერებში კონსერვანტების გარეშე.

თუ იყენებთ ნეტილდექსს სხვა თვალის წვეთებთან ერთად

ნეტილდექსსა და სხვა თვალის წვეთებს შორის დაიცავით მინიმუმ 10-წუთიანი ინტერვალი.

გამოყენების ინსტრუქცია

მულტიდოზიანი თვალის წვეთები

დარწმუნდით, რომ ფლაკონი ხელუხლებელია.

  • დაიბანეთ ხელები და დაჯექით კომფორტულად.
  • მოუჭირეთ ხუფს ოდნავ, სანამ არ მოხდება ფლაკონის პერფორირება. მოხსენით ხუფი (სურათი 1).
  • გადახარეთ თავი უკან.
  • გამოიყენეთ თითები, რათა ნაზად ჩამოწიოთ დაზიანებული თვალის ქვედა ქუთუთო.
  • ამოაბრუნეთ ფლაკონი და მოათავსეთ ფლაკონის წვერი თვალთან ახლოს, მაგრამ შეხების გარეშე. არ შეეხოთ თვალს ან ქუთუთოს საწვეთურის წვერით.
  • ნაზად მოუჭირეთ ფლაკონს ისე, რომ მხოლოდ ერთი წვეთი გამოვიდეს, შემდეგ გაათავისუფლეთ ქვედა ქუთუთო (სურათი 2).
  • დახუჭეთ თვალი და დააჭირეთ თითი დაზიანებული თვალის კუთხეს ცხვირთან ახლოს. დააჭირეთ და გააჩერეთ 2 წუთის განმავლობაში.
  • გაიმეორეთ მეორე თვალში, თუ ექიმი გეტყვით, რომ ასე მოიქცეთ.

4068127220980

2196465235585

353695245428

  • დაახურეთ ფლაკონს ხუფი (სურათი 3).

(სურათი 1) (სურათი 2) (სურათი 3)

ერთჯერად დოზიანი თვალის წვეთები

დარწმუნდით, რომ ერთჯერადი დოზის კონტეინერი ხელუხლებელია.

  • დაიბანეთ ხელები და დაჯექით ან მოთავსდით კომფორტულ მდგომარეობაში.
  • განაცალკევეთ ერთჯერადი დოზის კონტეინერი ზოლიდან (სურათი 4).
  • გახსენით იგი ზედა ნაწილის დატრიალებით გაწევის გარეშე (სურათი 5).
  • გადახარეთ თავი უკან.
  • თითებით ნაზად ჩამოწიეთ დაზიანებული თვალის ქვედა ქუთუთო.
  • ამოაბრუნეთ ერთჯერადი დოზის კონტეინერი და მოათავსეთ ერთჯერადი დოზის კონტეინერის წვერი თვალთან ახლოს, მაგრამ შეხების გარეშე. არ შეეხოთ თვალს ან ქუთუთოს ერთჯერადი დოზის კონტეინერის წვერით (სურათი 6).
  • მოუჭირეთ ერთჯერადი დოზის კონტეინერს ისე, რომ მხოლოდ ერთი წვეთი გამოვიდეს, შემდეგ გაათავისუფლეთ ქვედა ქუთუთო.
  • დახუჭე თვალი და დააჭირეთ თითი დაზიანებული თვალის კუთხეს ცხვირთან ახლოს. დააჭირეთ და გააჩერეთ 2 წუთის განმავლობაში.

4164330217170

2208530232410

359410262890

  • გამოყენების შემდეგ გადააგდეთ.

(სურათი 4) (სურათი 5) (სურათი 6)

ნეტილდექსის ერთჯერად დოზიანი თვალის წვეთები უნდა იქნას გამოყენებული გახსნისთანავე.

გამოყენების შემდეგ, ერთჯერადი დოზის კონტეინერი და გამოუყენებელი შიგთავსი უნდა განადგურდეს.

იმ შემთხვევაში, თუ წვეთებს არასწორად გამოიყენებთ, ის შეიძლება დაბინძურდეს ბაქტერიებით, რაც გამოიწვევს თვალის ინფექციას. დაბინძურებული თვალის წვეთების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის სერიოზული დაზიანება და შედეგად მხედველობის დაკარგვა.

ნეტილდექსის საჭიროზე მეტი რაოდენობით გამოყენება

ნეტილდექსის თვალის წვეთების საჭიროზე მეტი რაოდენობით გამოყენება სავარაუდოდ არ გამოიწვევს რაიმე პრობლემას. გამოიყენეთ მომდევნო დოზა ჩვეულებრივ.

ნეტილდექსის მულტიდოზიანი კონტეინერის სრული შიგთავსის გამოყენების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის, ვინაიდან შეიძლება განვითარდეს არასასურველი ეფექტები.

ნეტილდექსის დოზის გამოტოვება

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით. გამოიყენეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივად.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული ნეტილმიცინის, დექსამეტაზონის, ამინოგლიკოზიდების სახელით ცნობილი ანტიბიოტიკების ან აღნიშნულ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამონათვალი იხილეთ მე-6 პუნქტში);

თუ თქვენი ექიმი გაცნობებთ, რომ გაქვთ ძალიან მაღალი თვალის წნევა;

თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ვირუსული ან სოკოვანი ინტრა- ან ექსტრაოკულური ინფექცია;

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ მარტივი ჰერპეს ვირუსით (HSV) გამოწვეული თვალის ვირუსული ინფექცია;

თუ ექიმი გეტყვით, გაქვთ მიკობაქტერიის სახელით ცნობილი ბაქტერიის მიერ გამოწვეული თვალის ინფექცია.

პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება დაზიანებული რქოვანა და თუ პაციენტი იყენებს ფოსფატის შემცველ სხვა ოფთალმოლოგიურ პროდუქტებს (იხილეთ მე-4 პუნქტი).

ის პაციენტები, რომლებსაც არ აქვთ რქოვანას დაზიანების ანამნეზი, არ იმყოფებიან რისკის წინაშე.

სიფრთხილის ზომები

ნეტილდექსის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გრძნობთ შეშუპებას ან წონის მატებას ტანის და სახის გარშემო, ვინაიდან აღნიშნული, როგორც წესი, წარმოადგენს კუშინგის სინდრომის პირველ გამოვლინებას. ნეტილდექსით გახანგრძლივებული ან ინტენსიური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა. მკურნალობის თვითნებურად შეწყვეტამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს. აღნიშნული რისკები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში და იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ რიტონავირის ან კობიცისტატის სახელით ცნობილი პრეპარატით.

დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ ბუნდოვანი მხედველობა ან მხედველობის სხვა დარღვევები.

პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ნეტილდექსის გამოყენება არაა რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში (დასაშვებია 18 წლის ასაკიდან).

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის

ნეტილდექსი გამოიყენება მხოლოდ თვალის ზედაპირზე. დაუშვებელია აღნიშნული პრეპარატის ინექცია ან გადაყლაპვა.

თუ იყენებთ ნეტილდექსს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში:

თვალის წნევა შესაძლებელია გაიზარდოს, დააზიანოს ოპტიკური ნერვი და გამოიწვიოს მხედველობის პრობლემები. თუ იყენებთ ნეტილდექსს 15 დღეზე ხანგრძლივად, თქვენი თვალის წნევა უნდა შემოწმდეს რეგულარულად თქვენი ექიმის მიერ;

შეიძლება განვითარდეს კატარაქტა;

განკურნების პროცესი შეიძლება შენელდეს;

თქვენი ორგანიზმი, იმუნური დაცვის დაქვეითების შედეგად, შესაძლოა ვერ შეებრძოლოს თვალში სხვა ტიპის ინფექციებს ეფექტიანად, განსაკუთრებით სოკოვანი ან ვირუსული ხასიათის ინფექციებს;

თვალის ჩირქოვანი ინფექციები, კორტიკოსტეროიდების გამოყენების შედეგად, შეიძლება გაუარესდეს ან შეიძლება გართულდეს ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების ტიპის ამოცნობა;

იმ დაავადებების დროს, რომლებიც იწვევს თვალის ზედაპირის გათხელებას, კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას და თვალის „თეთრი ნაწილის“ (სკლერას) პერფორაცია;

თქვენ შეიძლება განგივითარდეთ ალერგია თვალის წვეთებში არსებული ანტიბიოტიკის მიმართ.

ნეტილდექსის გამოყენებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ:

გაქვთ გლაუკომა ან გლაუკომის ოჯახური ისტორია;

აღგენიშნებათ რქოვანასთან დაკავშირებული პრობლემები;

ღებულობთ ფოსფატების შემცველ სხვა პრეპარატებს. თქვენი ექიმი რეგულარული ინტერვალებით შეამოწმებს თქვენი რქოვანას მდგომარეობას;

ატარებთ კონტაქტურ ლინზებს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნეტილდექსი, თუმცა უნდა დაიცვათ მე-3 პუნქტში კონტაქტური ლინზების მომხმარებლებისთვის გათვალისწინებული მითითებები.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ნეტილდექსი შესაძლებელია ურთიერთქმედებაში მოვიდეს სხვა პრეპარატებთან. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ახლახან ღებულობდით თვალის სხვა წვეთებსა თუ პრეპარატებს, მათ შორის დანიშნულების გარეშე გაცემულ პრეპარატებს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნეტილდექსი თვალის სხვა წვეთებთან, თუმცა უნდა დაიცვათ მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მითითებები.

განსაკუთრებით, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ:

ნებისმიერ სხვა ანტიბიოტიკს, კერძოდ, პოლიმიქსინ B-ს, კოლისტინს, ვიომიცინს, სტრეპტომიცინს, ვანკომიცინსა და ცეფალორიდინს. სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებამ ნეტილდექსთან ერთად შეიძლება გაზარდოს თირკმლის პრობლემების, სმენის პრობლემების განვითარების რისკი ან ნეტილდექსთან კომბინაციაში მიღებული ანტიბიოტიკების მოქმედებაზე რეაქციები;

ცისპლატინს, კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატს;

შარდმდენებს (მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ წყლის შეკავებას), როგორიცაა ეტაკრინინის მჟავა და ფუროსემიდი;

ანტიქოლინერგულ პრეპარატებს (პრეპარატები, რომლებიც ბლოკავს ჯირკვლის სეკრეციას), როგორიცაა ატროპინი;

რიტონავირს ან კობიცისტატს, რადგან მათ შეუძლია გაზარდონ დექსამეტაზონის დონე სისხლში;

ფოსფატების შემცველ სხვა პრეპარატებს. თქვენი ექიმი რეგულარული ინტერვალით შეამოწმებს თქვენი რქოვანას მდგომარეობას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობას ან გეგმავთ მშობიარობას, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამდე.

პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს

ნეტილდექსის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, თუ ექიმი ამას აუცილებლად არ ჩათვლის.

პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების დროს

არ გამოიყენოთ ნეტილდექსი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ნეტილდექსის გამოყენების დროს, შესაძლებელია ხანმოკლე დროით აღგენიშნოთ ბუნდოვანი მხედველობა. ამ შემთხვევაში, არ მართოთ ავტომობილი ან არ გამოიყენოთ მანქანა-დანადგარები, სანამ თქვენი მხედველობა კვლავ მკაფიო არ გახდება.

ნეტილდექსის მულტიდოზიანი თვალის წვეთები შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს კონსერვანტის სახით.

აღნიშნულმა კონსერვანტმა შესაძლოა გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება ან თვალის ზედაპირის ცვლილება. მისი აბსორბირება შესაძლებელია კონტაქტური ლინზის მიერ და ცნობილია, რომ იწვევს რბილი კონტაქტური ლინზის ფერის შეცვლას. შესაბამისად, მოერიდეთ კონტაქტს აღნიშნულ პრეპარატსა და რბილ კონტაქტურ ლინზებს შორის.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველა პაციენტში არ ვლინდება.

არასაკმარისი მონაცემები არსებობს ჩამოთვლილი ინდივიდუალური ეფექტების სიხშირის დასადგენად.

დარღვევები თვალის მხრივ

მომატებული თვალის წნევა, კატარაქტის წარმოქმნა გახანგრძლივებული მკურნალობის შედეგად, ვირუსული ინფექციების განვითარება ან გამწვავება, გამოწვეული მარტივი ჰერპეს ვირუსით (HSV) ან სოკოვანი დაავადებებით, შეფერხებული შეხორცება.

ძალზედ იშვიათ შემთხვევებში (10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლები შემთხვევა), თვალის წინა ნაწილის (რქოვანას) გამჭვირვალე ფენის მძიმე დაზიანების მქონე ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა ღრუბლოვანი ლაქები რქოვანას მკურნალობის დროს კალციუმის დაგროვების გამო.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ადგილობრივი ალერგიული რეაქცია: კონიუნქტივის სიწითლე, წვა, ქავილი.

ჰორმონალური პრობლემები

სხეულზე თმის გაძლიერებული ზრდა (განსაკუთრებით ქალებში), კუნთების სისუსტე და ატროფია, მეწამული ფერის სტრიები კანზე, არტერიული წნევის მომატება, არარეგულარული ციკლი ან ციკლის გამოტოვება, ორგანიზმში ცილებისა და კალციუმის დონის ცვლილებები, ბავშვებსა და მოზარდებში ზრდის შეფერხება, სხეულისა და სახის შეშუპება და წონის მომატება (ე.წ. „კუშინგის სინდრომი“) (იხილეთ პუნქტი 2 „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).

უცნობი გვერდითი ეფექტები (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით): მხედველობის დაბინდვა.

ყველა აღნიშნულ შემთხვევაში, რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა.

გვერდითი ეფექტების შესახებ ანგარიშგება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოახდინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ ანგარიშგება ანგარიშგების ეროვნული სისტემის საშუალებით: https://www.aifa.gov. it/content/segnalazioni-reazioni-avverse.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის მოპოვებას აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებებია დექსამეტაზონი 1 მგ/მლ (დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის სახით) და ნეტილმიცინი 3 მგ/მლ (ნეტილმიცინის სულფატის სახით).

სხვა დამხმარე კომპონენტებია:

ნეტილდექსის მულტიდოზიანი თვალის წვეთები:

ნატრიუმის ციტრატი,

ნატრიუმის ფოსფატის ერთფუძიანი მონოჰიდრატი,

დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი,

ბენზალკონიუმის ქლორიდი,

გაწმენდილი წყალი.

ნეტილდექსის ერთჯერად დოზიანი თვალის წვეთები:

ნეტილდექსის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

ნეტილდექსი არის გამჭვირვალე, უფერო და ოდნავ ბლანტი ხსნარი.

ერთი ფლაკონი შეიცავს 5 მლ ნეტილდექსის თვალის წვეთებს, ხსნარს.

ხუთი ერთჯერადი დოზის კონტეინერი 0.3 მლ ნეტილდექსის თვალის წვეთების, ხსნარის შემცველობით, შეფუთული ალუმინის საშეტში.

შეფუთვები შეიცავს 15, 20 ან 30 ერთჯერადი დოზის კონტეინერებს.

ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე და ფლაკონის ეტიკეტზე „Scad“ ნიშნის შემდეგ.

ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს და ვრცელდება ხელუხლებელ, სათანადოდ შენახულ პროდუქტზე.

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

ნეტილდექსის მულტიდოზიანი თვალის წვეთები:

პირველი გახსნის შემდეგ, არ გამოიყენოთ ფლაკონი 28 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. როდესაც არ იყენებთ ნეტილდექსის მულტიდოზიანი თვალის წვეთებს, შეინახეთ ფლაკონი გარე შეფუთვაში, სინათლისგან დაცვის მიზნით.

ნეტილდექსის ერთჯერად დოზიანი თვალის წვეთები:

პროდუქტი არ შეიცავს კონსერვანტებს.

ერთჯერადი დოზის კონტეინერები უნდა იქნას გამოყენებული გახსნისთანავე; ნარჩენი სამკურნალო პროდუქტი უნდა განადგურდეს.

არ გადააგდოთ პრეპარატი ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოახდინოთ იმ პრეპარატების გაუვნებელყოფა, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

შეფუთვის ჩანართი: პაციენტისთვის განკუთვნილი ინფორმაცია

ნეტილდექსი 3 მგ/მლ / 1 მგ/მლ

თვალის წვეთები, ხსნარი

ნეტილმიცინი და დექსამეტაზონი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე შეფუთვის ჩანართს, ვინაიდან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შეინახეთ ეს შეფუთვის ჩანართი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

რაიმე ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი მხოლოდ თქვენ დაგინიშნეს. არ გადასცეთ სხვა პირებს, შესაძლებელია მათთვის საზიანო აღმოჩნდეს მაშინაც კი, თუ მათ დაავადების მსგავსი სიმპტომები აღენიშნებათ.

თუ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც წინამდებარე შეფუთვის ჩანართში არ არის მითითებული, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

წინამდებარე შეფუთვის ჩანართის შინაარსი:

  • რა არის ნეტილდექსი და რისთვის გამოიყენება იგი
  • რა უნდა იცოდეთ ნეტილდექსის გამოყენებამდე
  • ნეტილდექსის გამოყენების წესი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • ნეტილდექსის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის ნეტილდექსი და რისთვის გამოიყენება იგი

ნეტილდექსი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ნეტილმიცინს და დექსამეტაზონს.

ნეტილმიცინი წარმოადგენს ბაქტერიციდული მოქმედების ანტიბიოტიკს.

დექსამეტაზონი არის კორტიკოსტეროიდი, რომელიც ამცირებს ანთებას.

ნეტილდექსი გამოიყენება მოზრდილებში შეშუპებული, გაღიზიანებული და სავარაუდოდ ბაქტერიით ინფიცირებული თვალების ანთების შემცირებისა და ბაქტერიის მოკვლის მიზნით.

კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ დანიშნული მკურნალობის დასასრულს არ გაგიუმჯობესდებათ მდგომარეობა ან პირიქით გაუარესდება.

  • რა უნდა იცოდეთ ნეტილდექსის გამოყენებამდე

ნეტილდექსის გამოყენება შესაძლებელია მოზრდილებში, მათ შორის ხანდაზმულებში.

პრეპარატი არაა რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის.

არ გამოიყენოთ ნეტილდექსი:

თუ ხართ ალერგიული ნეტილმიცინის, დექსამეტაზონის, ამინოგლიკოზიდების სახელით ცნობილი ანტიბიოტიკების ან აღნიშნულ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამონათვალი იხილეთ მე-6 პუნქტში);

თუ თქვენი ექიმი გაცნობებთ, რომ გაქვთ ძალიან მაღალი თვალის წნევა;

თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ვირუსული ან სოკოვანი ინტრა- ან ექსტრაოკულური ინფექცია;

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ მარტივი ჰერპეს ვირუსით (HSV) გამოწვეული თვალის ვირუსული ინფექცია;

თუ ექიმი გეტყვით, გაქვთ მიკობაქტერიის სახელით ცნობილი ბაქტერიის მიერ გამოწვეული თვალის ინფექცია.

პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება დაზიანებული რქოვანა და თუ პაციენტი იყენებს ფოსფატის შემცველ სხვა ოფთალმოლოგიურ პროდუქტებს (იხილეთ მე-4 პუნქტი).

ის პაციენტები, რომლებსაც არ აქვთ რქოვანას დაზიანების ანამნეზი, არ იმყოფებიან რისკის წინაშე.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ნეტილდექსის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გრძნობთ შეშუპებას ან წონის მატებას ტანის და სახის გარშემო, ვინაიდან აღნიშნული, როგორც წესი, წარმოადგენს კუშინგის სინდრომის პირველ გამოვლინებას. ნეტილდექსით გახანგრძლივებული ან ინტენსიური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა. მკურნალობის თვითნებურად შეწყვეტამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს. აღნიშნული რისკები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში და იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ რიტონავირის ან კობიცისტატის სახელით ცნობილი პრეპარატით.

დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ ბუნდოვანი მხედველობა ან მხედველობის სხვა დარღვევები.

პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ნეტილდექსის გამოყენება არაა რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში (დასაშვებია 18 წლის ასაკიდან).

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის

ნეტილდექსი გამოიყენება მხოლოდ თვალის ზედაპირზე. დაუშვებელია აღნიშნული პრეპარატის ინექცია ან გადაყლაპვა.

თუ იყენებთ ნეტილდექსს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში:

თვალის წნევა შესაძლებელია გაიზარდოს, დააზიანოს ოპტიკური ნერვი და გამოიწვიოს მხედველობის პრობლემები. თუ იყენებთ ნეტილდექსს 15 დღეზე ხანგრძლივად, თქვენი თვალის წნევა უნდა შემოწმდეს რეგულარულად თქვენი ექიმის მიერ;

შეიძლება განვითარდეს კატარაქტა;

განკურნების პროცესი შეიძლება შენელდეს;

თქვენი ორგანიზმი, იმუნური დაცვის დაქვეითების შედეგად, შესაძლოა ვერ შეებრძოლოს თვალში სხვა ტიპის ინფექციებს ეფექტიანად, განსაკუთრებით სოკოვანი ან ვირუსული ხასიათის ინფექციებს;

თვალის ჩირქოვანი ინფექციები, კორტიკოსტეროიდების გამოყენების შედეგად, შეიძლება გაუარესდეს ან შეიძლება გართულდეს ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების ტიპის ამოცნობა;

იმ დაავადებების დროს, რომლებიც იწვევს თვალის ზედაპირის გათხელებას, კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას და თვალის „თეთრი ნაწილის“ (სკლერას) პერფორაცია;

თქვენ შეიძლება განგივითარდეთ ალერგია თვალის წვეთებში არსებული ანტიბიოტიკის მიმართ.

ნეტილდექსის გამოყენებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ:

გაქვთ გლაუკომა ან გლაუკომის ოჯახური ისტორია;

აღგენიშნებათ რქოვანასთან დაკავშირებული პრობლემები;

ღებულობთ ფოსფატების შემცველ სხვა პრეპარატებს. თქვენი ექიმი რეგულარული ინტერვალებით შეამოწმებს თქვენი რქოვანას მდგომარეობას;

ატარებთ კონტაქტურ ლინზებს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნეტილდექსი, თუმცა უნდა დაიცვათ მე-3 პუნქტში კონტაქტური ლინზების მომხმარებლებისთვის გათვალისწინებული მითითებები.

სხვა პრეპარატები და ნეტილდექსი

ნეტილდექსი შესაძლებელია ურთიერთქმედებაში მოვიდეს სხვა პრეპარატებთან. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ახლახან ღებულობდით თვალის სხვა წვეთებსა თუ პრეპარატებს, მათ შორის დანიშნულების გარეშე გაცემულ პრეპარატებს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნეტილდექსი თვალის სხვა წვეთებთან, თუმცა უნდა დაიცვათ მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მითითებები.

განსაკუთრებით, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ:

ნებისმიერ სხვა ანტიბიოტიკს, კერძოდ, პოლიმიქსინ B-ს, კოლისტინს, ვიომიცინს, სტრეპტომიცინს, ვანკომიცინსა და ცეფალორიდინს. სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებამ ნეტილდექსთან ერთად შეიძლება გაზარდოს თირკმლის პრობლემების, სმენის პრობლემების განვითარების რისკი ან ნეტილდექსთან კომბინაციაში მიღებული ანტიბიოტიკების მოქმედებაზე რეაქციები;

ცისპლატინს, კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატს;

შარდმდენებს (მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ წყლის შეკავებას), როგორიცაა ეტაკრინინის მჟავა და ფუროსემიდი;

ანტიქოლინერგულ პრეპარატებს (პრეპარატები, რომლებიც ბლოკავს ჯირკვლის სეკრეციას), როგორიცაა ატროპინი;

რიტონავირს ან კობიცისტატს, რადგან მათ შეუძლია გაზარდონ დექსამეტაზონის დონე სისხლში;

ფოსფატების შემცველ სხვა პრეპარატებს. თქვენი ექიმი რეგულარული ინტერვალით შეამოწმებს თქვენი რქოვანას მდგომარეობას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობას ან გეგმავთ მშობიარობას, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამდე.

პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს

ნეტილდექსის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, თუ ექიმი ამას აუცილებლად არ ჩათვლის.

პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების დროს

არ გამოიყენოთ ნეტილდექსი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

ავტომობილების მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება

ნეტილდექსის გამოყენების დროს, შესაძლებელია ხანმოკლე დროით აღგენიშნოთ ბუნდოვანი მხედველობა. ამ შემთხვევაში, არ მართოთ ავტომობილი ან არ გამოიყენოთ მანქანა-დანადგარები, სანამ თქვენი მხედველობა კვლავ მკაფიო არ გახდება.

ნეტილდექსის მულტიდოზიანი თვალის წვეთები შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს კონსერვანტის სახით.

აღნიშნულმა კონსერვანტმა შესაძლოა გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება ან თვალის ზედაპირის ცვლილება. მისი აბსორბირება შესაძლებელია კონტაქტური ლინზის მიერ და ცნობილია, რომ იწვევს რბილი კონტაქტური ლინზის ფერის შეცვლას. შესაბამისად, მოერიდეთ კონტაქტს აღნიშნულ პრეპარატსა და რბილ კონტაქტურ ლინზებს შორის.

  • ნეტილდექსის გამოყენების წესი

აღნიშნული პრეპარატი ყოველთვის გმოიყენეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზა

რეკომენდებული დოზაა ერთი წვეთი ყოველ დაზიანებულ თვალში დღეში ოთხჯერ ან თქვენი ექიმის დანიშნულებისამებრ.

არ შეცვალოთ თვალის წვეთების დოზა თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ნეტილდექსის გამოყენება არაა რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში (დასაშვებია 18 წლის ასაკიდან).

კონტაქტური ლინზების მომხმარებლები

თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, ამოიღეთ ისინი ნეტილდექსის მულტიდოზიანი თვალის წვეთების გამოყენებამდე.

ნეტილდექსის გამოყენების შემდეგ, დაიცადეთ 15 წუთი თქვენი კონტაქტური ლინზების უკან ჩასმამდე.

თუ აპირებთ ნეტილდექსის გამოყენებას რბილ კონტაქტურ ლინზებთან, თქვენ უნდა გამოიყენოთ ნეტილდექსის თვალის წვეთები ერთჯერადი დოზის კონტეინერებში კონსერვანტების გარეშე.

თუ იყენებთ ნეტილდექსს სხვა თვალის წვეთებთან ერთად

ნეტილდექსსა და სხვა თვალის წვეთებს შორის დაიცავით მინიმუმ 10-წუთიანი ინტერვალი.

გამოყენების ინსტრუქცია

მულტიდოზიანი თვალის წვეთები

დარწმუნდით, რომ ფლაკონი ხელუხლებელია.

  • დაიბანეთ ხელები და დაჯექით კომფორტულად.
  • მოუჭირეთ ხუფს ოდნავ, სანამ არ მოხდება ფლაკონის პერფორირება. მოხსენით ხუფი (სურათი 1).
  • გადახარეთ თავი უკან.
  • გამოიყენეთ თითები, რათა ნაზად ჩამოწიოთ დაზიანებული თვალის ქვედა ქუთუთო.
  • ამოაბრუნეთ ფლაკონი და მოათავსეთ ფლაკონის წვერი თვალთან ახლოს, მაგრამ შეხების გარეშე. არ შეეხოთ თვალს ან ქუთუთოს საწვეთურის წვერით.
  • ნაზად მოუჭირეთ ფლაკონს ისე, რომ მხოლოდ ერთი წვეთი გამოვიდეს, შემდეგ გაათავისუფლეთ ქვედა ქუთუთო (სურათი 2).
  • დახუჭეთ თვალი და დააჭირეთ თითი დაზიანებული თვალის კუთხეს ცხვირთან ახლოს. დააჭირეთ და გააჩერეთ 2 წუთის განმავლობაში.
  • გაიმეორეთ მეორე თვალში, თუ ექიმი გეტყვით, რომ ასე მოიქცეთ.

4068127220980

2196465235585

353695245428

  • დაახურეთ ფლაკონს ხუფი (სურათი 3).

(სურათი 1) (სურათი 2) (სურათი 3)

ერთჯერად დოზიანი თვალის წვეთები

დარწმუნდით, რომ ერთჯერადი დოზის კონტეინერი ხელუხლებელია.

  • დაიბანეთ ხელები და დაჯექით ან მოთავსდით კომფორტულ მდგომარეობაში.
  • განაცალკევეთ ერთჯერადი დოზის კონტეინერი ზოლიდან (სურათი 4).
  • გახსენით იგი ზედა ნაწილის დატრიალებით გაწევის გარეშე (სურათი 5).
  • გადახარეთ თავი უკან.
  • თითებით ნაზად ჩამოწიეთ დაზიანებული თვალის ქვედა ქუთუთო.
  • ამოაბრუნეთ ერთჯერადი დოზის კონტეინერი და მოათავსეთ ერთჯერადი დოზის კონტეინერის წვერი თვალთან ახლოს, მაგრამ შეხების გარეშე. არ შეეხოთ თვალს ან ქუთუთოს ერთჯერადი დოზის კონტეინერის წვერით (სურათი 6).
  • მოუჭირეთ ერთჯერადი დოზის კონტეინერს ისე, რომ მხოლოდ ერთი წვეთი გამოვიდეს, შემდეგ გაათავისუფლეთ ქვედა ქუთუთო.
  • დახუჭე თვალი და დააჭირეთ თითი დაზიანებული თვალის კუთხეს ცხვირთან ახლოს. დააჭირეთ და გააჩერეთ 2 წუთის განმავლობაში.
  • გაიმეორეთ მეორე თვალში, თუ ექიმი გეტყვით, რომ ასე მოიქცეთ.

4164330217170

2208530232410

359410262890

  • გამოყენების შემდეგ გადააგდეთ.

(სურათი 4) (სურათი 5) (სურათი 6)

ნეტილდექსის ერთჯერად დოზიანი თვალის წვეთები უნდა იქნას გამოყენებული გახსნისთანავე.

გამოყენების შემდეგ, ერთჯერადი დოზის კონტეინერი და გამოუყენებელი შიგთავსი უნდა განადგურდეს.

იმ შემთხვევაში, თუ წვეთებს არასწორად გამოიყენებთ, ის შეიძლება დაბინძურდეს ბაქტერიებით, რაც გამოიწვევს თვალის ინფექციას. დაბინძურებული თვალის წვეთების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის სერიოზული დაზიანება და შედეგად მხედველობის დაკარგვა.

ნეტილდექსის საჭიროზე მეტი რაოდენობით გამოყენება

ნეტილდექსის თვალის წვეთების საჭიროზე მეტი რაოდენობით გამოყენება სავარაუდოდ არ გამოიწვევს რაიმე პრობლემას. გამოიყენეთ მომდევნო დოზა ჩვეულებრივ.

ნეტილდექსის მულტიდოზიანი კონტეინერის სრული შიგთავსის გამოყენების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის, ვინაიდან შეიძლება განვითარდეს არასასურველი ეფექტები.

ნეტილდექსის დოზის გამოტოვება

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით. გამოიყენეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივად.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველა პაციენტში არ ვლინდება.

არასაკმარისი მონაცემები არსებობს ჩამოთვლილი ინდივიდუალური ეფექტების სიხშირის დასადგენად.

დარღვევები თვალის მხრივ

მომატებული თვალის წნევა, კატარაქტის წარმოქმნა გახანგრძლივებული მკურნალობის შედეგად, ვირუსული ინფექციების განვითარება ან გამწვავება, გამოწვეული მარტივი ჰერპეს ვირუსით (HSV) ან სოკოვანი დაავადებებით, შეფერხებული შეხორცება.

ძალზედ იშვიათ შემთხვევებში (10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლები შემთხვევა), თვალის წინა ნაწილის (რქოვანას) გამჭვირვალე ფენის მძიმე დაზიანების მქონე ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა ღრუბლოვანი ლაქები რქოვანას მკურნალობის დროს კალციუმის დაგროვების გამო.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ადგილობრივი ალერგიული რეაქცია: კონიუნქტივის სიწითლე, წვა, ქავილი.

ჰორმონალური პრობლემები

სხეულზე თმის გაძლიერებული ზრდა (განსაკუთრებით ქალებში), კუნთების სისუსტე და ატროფია, მეწამული ფერის სტრიები კანზე, არტერიული წნევის მომატება, არარეგულარული ციკლი ან ციკლის გამოტოვება, ორგანიზმში ცილებისა და კალციუმის დონის ცვლილებები, ბავშვებსა და მოზარდებში ზრდის შეფერხება, სხეულისა და სახის შეშუპება და წონის მომატება (ე.წ. „კუშინგის სინდრომი“) (იხილეთ პუნქტი 2 „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).

უცნობი გვერდითი ეფექტები (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით): მხედველობის დაბინდვა.

ყველა აღნიშნულ შემთხვევაში, რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა.

გვერდითი ეფექტების შესახებ ანგარიშგება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოახდინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ ანგარიშგება ანგარიშგების ეროვნული სისტემის საშუალებით: https://www.aifa.gov. it/content/segnalazioni-reazioni-avverse.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის მოპოვებას აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • ნეტილდექსის შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე და ფლაკონის ეტიკეტზე „Scad“ ნიშნის შემდეგ.

ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს და ვრცელდება ხელუხლებელ, სათანადოდ შენახულ პროდუქტზე.

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

ნეტილდექსის მულტიდოზიანი თვალის წვეთები:

პირველი გახსნის შემდეგ, არ გამოიყენოთ ფლაკონი 28 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. როდესაც არ იყენებთ ნეტილდექსის მულტიდოზიანი თვალის წვეთებს, შეინახეთ ფლაკონი გარე შეფუთვაში, სინათლისგან დაცვის მიზნით.

ნეტილდექსის ერთჯერად დოზიანი თვალის წვეთები:

პროდუქტი არ შეიცავს კონსერვანტებს.

ერთჯერადი დოზის კონტეინერები უნდა იქნას გამოყენებული გახსნისთანავე; ნარჩენი სამკურნალო პროდუქტი უნდა განადგურდეს.

არ გადააგდოთ პრეპარატი ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოახდინოთ იმ პრეპარატების გაუვნებელყოფა, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ნეტილდექსი:

აქტიური ნივთიერებებია დექსამეტაზონი 1 მგ/მლ (დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის სახით) და ნეტილმიცინი 3 მგ/მლ (ნეტილმიცინის სულფატის სახით).

სხვა დამხმარე კომპონენტებია:

ნეტილდექსის მულტიდოზიანი თვალის წვეთები:

ნატრიუმის ციტრატი,

ნატრიუმის ფოსფატის ერთფუძიანი მონოჰიდრატი,

დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი,

ბენზალკონიუმის ქლორიდი,

გაწმენდილი წყალი.

ნეტილდექსის ერთჯერად დოზიანი თვალის წვეთები:

ნატრიუმის ციტრატი,

ნატრიუმის ფოსფატის ერთფუძიანი მონოჰიდრატი,

დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი,

გაწმენდილი წყალი.

ნეტილდექსის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

ნეტილდექსი არის გამჭვირვალე, უფერო და ოდნავ ბლანტი ხსნარი.

ნეტილდექსის მულტიდოზიანი თვალის წვეთები:

ერთი ფლაკონი შეიცავს 5 მლ ნეტილდექსის თვალის წვეთებს, ხსნარს.

ნეტილდექსის ერთჯერად დოზიანი თვალის წვეთები:

ხუთი ერთჯერადი დოზის კონტეინერი 0.3 მლ ნეტილდექსის თვალის წვეთების, ხსნარის შემცველობით, შეფუთული ალუმინის საშეტში.

შეფუთვები შეიცავს 15, 20 ან 30 ერთჯერადი დოზის კონტეინერებს.

ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სს „სიფი“ („SIFI S.p.A.“)

ერკოლე პატის ქუჩა, 36

95025 აჩი ს. ანტონიო (კატანია), იტალია.

ტელ.: +39 0957922111

ფაქსი: +39 0957922254

ელ-ფოსტა: [email protected]

წინამდებარე შეფუთვის ჩანართი განახლდა 2020 წლის დეკემბერში.

აღნიშნულ პროდუქტთან დაკავშირებით დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია შეფუთვის ჩანართსა და პროდუქტის შეფუთვაზე მითითებული QR კოდის დასკანერებით სმართფონის მეშვეობით. იგივე ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია შემდეგ URL-ზე:

http://qr.sifigroup.com/netildex-3-mgml-1-mgml-collirio-soluzione/

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა