-პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები: ნევრიტი, პოლინევრიტი, პოლინეიროპათია, პოლირადიკულონეიროპათია, მიასთენია, სხვადასხვა ეტიოლოგიის მიასთენიური სინდრომი; - ბულბარული დამბლა, პარეზი; -მოძრაობის დარღვევით მიმდინარე ცნს-ის ორგანული დაზიანებები (აღდგენითი პერიოდი); …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- იპიდაკრინი (ipidacrine)
- ფორმა და შეფუთვა
- 15მგ/მლ 1მლ ი.მ. შესაყვანი საინექციო ხსნარი ამპულა №10
- მწარმოებელი
- „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -„Sopharma“ AD(ბულგარეთი)), საქართველო
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოანალეფსური საშუალებები, ანტიქოლენესთერაზული საშუალებები
- ATC კოდი
- N06DA05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045084
- რეგისტრირებულია
- 25 მარტი 2026, მოქმედებს 6 აპრილი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „AVERSI-RATIONAL“ LTD (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-რაციონალი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნეირომიდინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები: ნევრიტი, პოლინევრიტი, პოლინეიროპათია, პოლირადიკულონეიროპათია, მიასთენია, სხვადასხვა ეტიოლოგიის მიასთენიური სინდრომი;
- ბულბარული დამბლა, პარეზი;
- მოძრაობის დარღვევით მიმდინარე ცნს-ის ორგანული დაზიანებები (აღდგენითი პერიოდი);
- დემიელინიზაციით მიმდინარე დაავადებები (კომპლექსური მკურნალობა);
- სხვადასხვა გენეზის მეხსიერების დარღვევა (ალცჰაიმერის დაავადება და სენილური დემენციის სხვა ფორმები);
- ნაწლავის ატონია.
მიღების წესი და დოზირება
ტაბლეტები მიიღება პერორალურად წყალთან ერთად.
საინექციო ხსნარები შეჰყავთ ინტრამუსკულურად.
პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები, მიასთენია და მიასთენიური სინდრომი
პერორალურად მიიღება 20 მგ 2-3-ჯერ დღეში.
ინტრამუსკულურად შეჰყავთ 5-15 მგ (1 მლ ნეირომიდინი 5 მგ/მლ საინექციო ხსნარი ან 1 მლ ნეირომიდინი 15 მგ/მლ საინექციო ხსნარი) 1-2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 1-2 თვეს. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორდეს რამდენჯერმე, მათ შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 1-2 თვეს.
ნერვ-კუნთოვანი გამტარებლობის მძიმე დარღვევების დროს მიასთენიური კრიზების თავიდან ასაცილებლად, ინტრამუსკულურად ხანმოკლედ ინიშნება 15-30 მგ (1-2 მლ ნეირომიდინის 15 მგ/მლ საინექციო ხსნარი). მკურნალობა გრძელდება ნეირომიდინის ტაბლეტებით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 20-40 მგ-მდე 5-6-ჯერ დღეში, მაქსიმალური დღიური დოზის 200 მგ-ის გადაჭარბების გარეშე.
ბულბარული დამბლა და პარეზი, აღდგენის პერიოდი ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების შემდეგ, რომელსაც თან ახლავს მოტორული დარღვევები
ინტრამუსკულურად 5-15 მგ (1-2 მლ ნეირომიდინი 5 მგ/მლ საინექციო ხსნარი ან 1 მლ ნეირომიდინი 15 მგ/მლ საინექციო ხსნარი) 1-2-ჯერ დღეში 10-15 დღის განმავლობაში. შემდგომი თერაპია გრძელდება ნეირომიდინის ტაბლეტებით.
პერორალურად მიიღება 20 მგ 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 1-2 თვე.
დემიელინიზებელი დაავადებების კომპლექსური მკურნალობა
პერორალურად მიიღება 20 მგ 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 60 დღე. მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორდეს წელიწადში 2-3-ჯერ.
სხვადასხვა გენეზის მეხსიერების დარღვევის (ალცჰაიმერის დაავადება და ჭკუასუსტობის სხვა ფორმები) სამკურნალოდ გამოიყენება ნეირომიდინის ტაბლეტები. დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად. ჩვეულებრივ თერაპია იწყება 20 მგ პერორალურად 2-ჯერ დღეში. დღიური პერორალური დოზა თანდათან იზრდება 60-80 მგ-მდე და იყოფა 2-3 მიღებაზე. ცალკეულ შემთხვევებში, მაქსიმალურმა სადღეღამისო დოზამ შეიძლება მიაღწიოს 200 მგ პერორალურად. მკურნალობის კურსი ერთი თვიდან ერთ წლამდეა.
ნაწლავის ატონიის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის ინიშნება 20 მგ (1 ტაბლეტი) 2-3-ჯერ დღეში 1-2 კვირის განმავლობაში.
პედიატრიული პოპულაცია
ნეირომიდინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში ჯერ არ არის დადგენილი.
უკუჩვენებები
იპიდაკრინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; ეპილეფსია; ჰიპერკინეზით მიმდინარე ექსტრაპირამიდული დარღვევები; სტენოკარდია; გამოხატული ბრადიკარდია; ბრონქული ასთმა; ნაწლავების და საშარდე გზების ობსტრუქცია; ვესტიბულური დარღვევის მიმართ მიდრეკილება; კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში; ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდი.
სიფრთხილის ზომები
ნეირომიდინის 20 მგ ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას სრული დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, თირეოტოქსიკოზის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი სისტემის მწვავე ან ანამნეზში სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალოდ.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ნეირომიდინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სედატიური ეფექტი, რაც მოითხოვს სიფრთხილეს.
შეფუთვა:
ტაბლეტები: 10 ტაბლეტი ბლისტერში, 5 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
საინექციო ხსნარი: 1 მლ ხსნარი 5 მგ ან 15 მგ იპიდაკრინის ჰიდროქლორიდის შემცველობით უფერო მინის ამპულაში, 10 ამპულა მუყაოს კოლოფში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ნეირომიდინი ცნს-ის დამთრგუნველ სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციის დროს აძლიერებს მათ სედატიურ ეფექტს. პრეპარატის მოქმედება და გვერდითი მოვლენები ძლიერდება ქოლინესთერაზას სხვა ინჰიბიტორებთან და მ-ქოლინომიმეტურ საშუალებებთან კომბინაციაში. Myasthenia gravis-ით შეპყრობილ პაციენტებში ქოლინერგული კრიზის განვითარების რისკი მატულობს იმ შემთხვევაში, როდესაც ნეირომიდინი მიიღება სხვა ქოლინერგულ საშუალებებთან ერთად. ბრადიკარდიის განვითარების რისკი მატულობს, თუ ნეირომიდინით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი მკურნალობდა -ადრენობლოკატორებით. პრეპარატის გამოყენება დასაშვებია ცერებროლიზინთან კომბინაციაში. მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის გამოყენება აძლიერებს პრეპარატის გვერდით ეფექტებს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატი აძლიერებს საშვილოსნოს ტონუსს და შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა. ნეირომიდინის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში დაუშვებელია.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატი კარგად გადაიტანება. შესაძლოა გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია M-ქოლინერგული რეცეპტორების აგზნებასთან.
გვერდითი ეფექტების სიხშირე: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100, <1/10), არახშირი (≥ 1/1 000, <1/100), იშვიათი (/1/10 000, <1/1 000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: უცნობია: ჰიპერმგრძნობელობა (მათ შორის ალერგიული დერმატიტი, ანაფილაქსიური შოკი, ასთმა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ერითემა, ჭინჭრის ციება, მსტვინავი სუნთქვა, ხორხის შეშუპება, გამონაყარი ინექციის ადგილზე).
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: არახშირი - თავის ტკივილი, თავბრუ, ძილიანობა (მაღალი დოზების გამოყენებისას).
კარდიოლოგიური დარღვევები: ხშირი - გახშირებული გულისცემა, ბრადიკარდია;
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის დარღვევები: არახშირი - ბრონქული სეკრეტის გაძლიერებული გამოყოფა;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები: ხშირი - ნერწყვდენა, გულისრევა; არახშირი - ღებინება (მაღალი დოზების გამოყენების შემთხვევაში); იშვიათი - ფაღარათი, ტკივილი ეპიგასტრიუმში;
კანის და კანვეშა ქსოვილების დარღვევები: ხშირი - ჭარბოფლიანობა; არახშირი - კანის ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი) (მაღალი დოზების გამოყენებისას);
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების დარღვევები: არახშირი - კრუნჩხვები (მაღალი დოზების გამოყენებისას);
ზოგადი მდგომარეობა და ადგილობრივი რეაქციები: არახშირი - სისუსტე (მაღალი დოზების გამოყენებისას).
ნერწყვდენის და ბრადიკარდიის შემცირება შესაძლებელია ქოლინობლოკატორებით (მაგ., ატროპინით). გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში დოზას ამცირებენ ან ხანმოკლე დროით (1-2 დღე) წყვეტენ პრეპარატის მიღებას.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ჭარბი დოზა
ბრონქოსპაზმი, ცრემლდენა, ჭარბოფლიანობა, გუგების შევიწროება, ნისტაგმი, სპონტანური დეფეკაცია და შარდის გამოყოფა, ღებინება, ბრადიკარდია, გულის გამტარებლობის დარღვევა, არითმია, არტერიული წნევის დაქვეითება, მოუსვენრობა, შფოთვა, აგზნებადობა, შიშის შეგრძნება, ატაქსია, კრუნჩხვები, კომა, მეტყველების გაძნელება, ძილიანობა, სისუსტე. სიმპტომები შეიძლება იყოს სუსტად გამოხატული.
მკურნალობა სიმპტომურია, გამოიყენება მ-ქოლინობლოკატორები (ატროპინი, ტრიჰექსიფენიდილი, მეტაცინი და სხვა).
შემადგენლობა
ტაბლეტები: 1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
იპიდაკრინის ჰიდროქლორიდს – 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი.
საინექციო ხსნარი: 1 მლ შეიცავს:
იპიდაკრინის ჰიდროქლორიდს - 5 მგ ან 15 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ქლორწყალბადმჟავა 1 M ხსნარი pH-ის მისაყვანად, საინექციო წყალი.
შენახვის პირობები
ტაბლეტები: ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
საინექციო ხსნარი: ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა.
ტაბლეტები: 5 წელი.
ამპულები: 2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნეირომიდინი წარმოადგენს ქოლინესთერაზას შექცევად ინჰიბიტორს. იგი უჯრედის მემბრანის კალიუმის არხების ბლოკადის შედეგად უშუალოდ ასტიმულირებს ცნს-სა და ნერვ-კუნთოვან სინაფსში იმპულსების გატარებას. ნეირომიდინი აძლიერებს გლუვ კუნთებზე არა მხოლოდ მედიატორ აცეტილქოლინის, არამედ ადრენალინის, ჰისტამინის და ოქსიტოცინის მოქმედებას. ნეირომიდინს გააჩნია შემდეგი ფარმაკოლოგიური ეფექტები:
აღადგენს და ასტიმულირებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას;
პერიფერიულ ნერვულ სისტემაში აღადგენს იმპულსების გამტარებლობას სხვადასხვა ფაქტორებით გამოწვეული ბლოკადის შემდეგ (ტრავმა, ანთება, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების, ზოგიერთი ანტიბიოტიკების, აგრეთვე კალიუმის ქლორიდის ზემოქმედება და სხვ.);
აძლიერებს აგონისტების ზემოქმედებით გამოწვეული გლუვ-კუნთოვანი ორგანოების შეკუმშვას. გამონაკლისს წარმოადგენს კალიუმის ქლორიდი;
ზომიერად ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას სედატიური ეფექტის სპორადული გამოვლინებებით;
- აუმჯობესებს მეხსიერებას.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა
პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. აბსორბცია ძირითადად ხდება თორმეტგოჯა ნაწლავიდან, უფრო მცირე რაოდენობით წვრილი ნაწლავიდან. ჯანმრთელ მოხალისეებში აქტიური ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში (Cmax) 20 მგ პერორალური დოზის უზმოზე მიღებისას მიიღწევა 30 წუთის შემდეგ. 20 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ Cmax არის დაახლოებით 14 ნგ/მლ, მაგრამ 20 მგ 3-ჯერ დღეში მიღებიდან მე-5 დღეს, დაახლოებით 17 ნგ/მლ.
ჯანმრთელ მოხალისეებში 15 მგ/მლ ერთჯერადი დოზის კუნთში შეყვანისას Cmax 25 წუთის შემდეგ შეადგენს 47 ნგ/მლ.
იპიდაკრინის AUC0-∞ საშუალო გეომეტრიული მნიშვნელობები 20 მგ პერორალური დოზის და 15 მგ/მლ ერთჯერადი ინტრამუსკულური დოზის შემდეგ არის 30 (69%) და 118 (19%) სთ*ნგ/მლ, შესაბამისად. პირველადი ნორმირებული დოზით სამიზნე ფარმაკოკინეტიკური კრიტერიუმებიდან AUC0-∞/D და Cmax/D, იპიდაკრინის ეფექტურობა 5-ჯერ უფრო დაბალი იყო 20 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ, ვიდრე 15 მგ/მლ ერთჯერადი ინტრამუსკულური ინექციის შემდეგ. საშუალო გეომეტრიული კოეფიციენტები ნორმირებული დოზით AUC0-∞ და Cmax შემდეგ იყო 19.2% და 22.1% (ფარდობითი ბიოშეღწევადობა), შესაბამისად, პერორალური ტაბლეტების შედარებისას ინტრამუსკულურ შეყვანასთან.
განაწილება
აქტიური ნივთიერების 40-55% უკავშირდება პლაზმის ცილებს. პრეპარატი სწრაფად გადადის სისხლიდან ქსოვილებში და წონასწორობის მდგომარეობაში სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერების მხოლოდ 2% აღინიშნება.
ბიოტრანსფორმაცია
პრეპარატი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, ძირითადად ჰიდროქსილირების გზით. პრეკლინიკურმა კვლევებმა გამოავლინა ოთხი ძირითადი მეტაბოლიტი ((M-1(+), M-3(-), M-5(+) და M-6(+)), რომლებსაც აქვთ უფრო სუსტი ფარმაკოლოგიური აქტივობა, ვიდრე იპიდაკრინს.
ელიმინაცია
ნეირომიდინის ელიმინაცია ხორციელდება თირკმლებით, ასევე ექსტრარენალურად, ჭარბობს ექსკრეცია შარდთან ერთად.
ჯანმრთელ მოხალისეებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2.6 სთ-ს უზმოზე 20 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის მიღებიდან, 2.8 საათს 15 მგ/მლ ერთჯერადი ინტრამუსკულური ინექციიდან, მაგრამ 3.1 სთ-ს 20 მგ სამჯერ დღეში პერორალური მიღებიდან მე-5 დღეს. ნეირომიდინის ელიმინაცია ხორციელდება ძირითადად მილაკოვანი სეკრეციით, მხოლოდ დოზის 1/3 გამოიყოფა გორგლოვანი ფილტრაციით. პერორალური მიღების შემდეგ დოზის მხოლოდ 3.7% გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდთან ერთად, ხოლო პარენტერული შეყვანის შემდეგ - 34.8%.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ნეირომიდინი
(NEIROMIDIN)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: იპიდაკრინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ტაბლეტები: თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე, ტაბლეტები ნაზოლით;
საინექციო ხსნარი: გამჭვირვალე უფერო ხსნარი;
შემადგენლობა:
ტაბლეტები: 1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
იპიდაკრინის ჰიდროქლორიდს – 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი.
საინექციო ხსნარი: 1 მლ შეიცავს:
იპიდაკრინის ჰიდროქლორიდს - 5 მგ ან 15 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ქლორწყალბადმჟავა 1 M ხსნარი pH-ის მისაყვანად, საინექციო წყალი.
გამოშვების ფორმა:
შემოუგარსავი ტაბლეტები, 20 მგ.
საინექციო ხსნარი, 5 მგ/მლ და 15 მგ/მლ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ქოლინესთერაზას ინჰიბიტორი.
ათქ კოდი: N06DA05.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნეირომიდინი წარმოადგენს ქოლინესთერაზას შექცევად ინჰიბიტორს. იგი უჯრედის მემბრანის კალიუმის არხების ბლოკადის შედეგად უშუალოდ ასტიმულირებს ცნს-სა და ნერვ-კუნთოვან სინაფსში იმპულსების გატარებას. ნეირომიდინი აძლიერებს გლუვ კუნთებზე არა მხოლოდ მედიატორ აცეტილქოლინის, არამედ ადრენალინის, ჰისტამინის და ოქსიტოცინის მოქმედებას. ნეირომიდინს გააჩნია შემდეგი ფარმაკოლოგიური ეფექტები:
აღადგენს და ასტიმულირებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას;
პერიფერიულ ნერვულ სისტემაში აღადგენს იმპულსების გამტარებლობას სხვადასხვა ფაქტორებით გამოწვეული ბლოკადის შემდეგ (ტრავმა, ანთება, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების, ზოგიერთი ანტიბიოტიკების, აგრეთვე კალიუმის ქლორიდის ზემოქმედება და სხვ.);
აძლიერებს აგონისტების ზემოქმედებით გამოწვეული გლუვ-კუნთოვანი ორგანოების შეკუმშვას. გამონაკლისს წარმოადგენს კალიუმის ქლორიდი;
ზომიერად ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას სედატიური ეფექტის სპორადული გამოვლინებებით;
- აუმჯობესებს მეხსიერებას.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა
პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. აბსორბცია ძირითადად ხდება თორმეტგოჯა ნაწლავიდან, უფრო მცირე რაოდენობით წვრილი ნაწლავიდან. ჯანმრთელ მოხალისეებში აქტიური ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში (Cmax) 20 მგ პერორალური დოზის უზმოზე მიღებისას მიიღწევა 30 წუთის შემდეგ. 20 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ Cmax არის დაახლოებით 14 ნგ/მლ, მაგრამ 20 მგ 3-ჯერ დღეში მიღებიდან მე-5 დღეს, დაახლოებით 17 ნგ/მლ.
ჯანმრთელ მოხალისეებში 15 მგ/მლ ერთჯერადი დოზის კუნთში შეყვანისას Cmax 25 წუთის შემდეგ შეადგენს 47 ნგ/მლ.
იპიდაკრინის AUC0-∞ საშუალო გეომეტრიული მნიშვნელობები 20 მგ პერორალური დოზის და 15 მგ/მლ ერთჯერადი ინტრამუსკულური დოზის შემდეგ არის 30 (69%) და 118 (19%) სთ*ნგ/მლ, შესაბამისად. პირველადი ნორმირებული დოზით სამიზნე ფარმაკოკინეტიკური კრიტერიუმებიდან AUC0-∞/D და Cmax/D, იპიდაკრინის ეფექტურობა 5-ჯერ უფრო დაბალი იყო 20 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ, ვიდრე 15 მგ/მლ ერთჯერადი ინტრამუსკულური ინექციის შემდეგ. საშუალო გეომეტრიული კოეფიციენტები ნორმირებული დოზით AUC0-∞ და Cmax შემდეგ იყო 19.2% და 22.1% (ფარდობითი ბიოშეღწევადობა), შესაბამისად, პერორალური ტაბლეტების შედარებისას ინტრამუსკულურ შეყვანასთან.
განაწილება
აქტიური ნივთიერების 40-55% უკავშირდება პლაზმის ცილებს. პრეპარატი სწრაფად გადადის სისხლიდან ქსოვილებში და წონასწორობის მდგომარეობაში სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერების მხოლოდ 2% აღინიშნება.
ბიოტრანსფორმაცია
პრეპარატი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, ძირითადად ჰიდროქსილირების გზით. პრეკლინიკურმა კვლევებმა გამოავლინა ოთხი ძირითადი მეტაბოლიტი ((M-1(+), M-3(-), M-5(+) და M-6(+)), რომლებსაც აქვთ უფრო სუსტი ფარმაკოლოგიური აქტივობა, ვიდრე იპიდაკრინს.
ელიმინაცია
ნეირომიდინის ელიმინაცია ხორციელდება თირკმლებით, ასევე ექსტრარენალურად, ჭარბობს ექსკრეცია შარდთან ერთად.
ჯანმრთელ მოხალისეებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2.6 სთ-ს უზმოზე 20 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის მიღებიდან, 2.8 საათს 15 მგ/მლ ერთჯერადი ინტრამუსკულური ინექციიდან, მაგრამ 3.1 სთ-ს 20 მგ სამჯერ დღეში პერორალური მიღებიდან მე-5 დღეს. ნეირომიდინის ელიმინაცია ხორციელდება ძირითადად მილაკოვანი სეკრეციით, მხოლოდ დოზის 1/3 გამოიყოფა გორგლოვანი ფილტრაციით. პერორალური მიღების შემდეგ დოზის მხოლოდ 3.7% გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდთან ერთად, ხოლო პარენტერული შეყვანის შემდეგ - 34.8%.
ჩვენება:
- პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები: ნევრიტი, პოლინევრიტი, პოლინეიროპათია, პოლირადიკულონეიროპათია, მიასთენია, სხვადასხვა ეტიოლოგიის მიასთენიური სინდრომი;
- ბულბარული დამბლა, პარეზი;
- მოძრაობის დარღვევით მიმდინარე ცნს-ის ორგანული დაზიანებები (აღდგენითი პერიოდი);
- დემიელინიზაციით მიმდინარე დაავადებები (კომპლექსური მკურნალობა);
- სხვადასხვა გენეზის მეხსიერების დარღვევა (ალცჰაიმერის დაავადება და სენილური დემენციის სხვა ფორმები);
- ნაწლავის ატონია.
მიღების წესი და დოზირება:
ტაბლეტები მიიღება პერორალურად წყალთან ერთად.
საინექციო ხსნარები შეჰყავთ ინტრამუსკულურად.
პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები, მიასთენია და მიასთენიური სინდრომი
პერორალურად მიიღება 20 მგ 2-3-ჯერ დღეში.
ინტრამუსკულურად შეჰყავთ 5-15 მგ (1 მლ ნეირომიდინი 5 მგ/მლ საინექციო ხსნარი ან 1 მლ ნეირომიდინი 15 მგ/მლ საინექციო ხსნარი) 1-2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 1-2 თვეს. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორდეს რამდენჯერმე, მათ შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 1-2 თვეს.
ნერვ-კუნთოვანი გამტარებლობის მძიმე დარღვევების დროს მიასთენიური კრიზების თავიდან ასაცილებლად, ინტრამუსკულურად ხანმოკლედ ინიშნება 15-30 მგ (1-2 მლ ნეირომიდინის 15 მგ/მლ საინექციო ხსნარი). მკურნალობა გრძელდება ნეირომიდინის ტაბლეტებით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 20-40 მგ-მდე 5-6-ჯერ დღეში, მაქსიმალური დღიური დოზის 200 მგ-ის გადაჭარბების გარეშე.
ბულბარული დამბლა და პარეზი, აღდგენის პერიოდი ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების შემდეგ, რომელსაც თან ახლავს მოტორული დარღვევები
ინტრამუსკულურად 5-15 მგ (1-2 მლ ნეირომიდინი 5 მგ/მლ საინექციო ხსნარი ან 1 მლ ნეირომიდინი 15 მგ/მლ საინექციო ხსნარი) 1-2-ჯერ დღეში 10-15 დღის განმავლობაში. შემდგომი თერაპია გრძელდება ნეირომიდინის ტაბლეტებით.
პერორალურად მიიღება 20 მგ 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 1-2 თვე.
დემიელინიზებელი დაავადებების კომპლექსური მკურნალობა
პერორალურად მიიღება 20 მგ 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 60 დღე. მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორდეს წელიწადში 2-3-ჯერ.
სხვადასხვა გენეზის მეხსიერების დარღვევის (ალცჰაიმერის დაავადება და ჭკუასუსტობის სხვა ფორმები) სამკურნალოდ გამოიყენება ნეირომიდინის ტაბლეტები. დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად. ჩვეულებრივ თერაპია იწყება 20 მგ პერორალურად 2-ჯერ დღეში. დღიური პერორალური დოზა თანდათან იზრდება 60-80 მგ-მდე და იყოფა 2-3 მიღებაზე. ცალკეულ შემთხვევებში, მაქსიმალურმა სადღეღამისო დოზამ შეიძლება მიაღწიოს 200 მგ პერორალურად. მკურნალობის კურსი ერთი თვიდან ერთ წლამდეა.
ნაწლავის ატონიის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის ინიშნება 20 მგ (1 ტაბლეტი) 2-3-ჯერ დღეში 1-2 კვირის განმავლობაში.
პედიატრიული პოპულაცია
ნეირომიდინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში ჯერ არ არის დადგენილი.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი კარგად გადაიტანება. შესაძლოა გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია M-ქოლინერგული რეცეპტორების აგზნებასთან.
გვერდითი ეფექტების სიხშირე: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100, <1/10), არახშირი (≥ 1/1 000, <1/100), იშვიათი (/1/10 000, <1/1 000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: უცნობია: ჰიპერმგრძნობელობა (მათ შორის ალერგიული დერმატიტი, ანაფილაქსიური შოკი, ასთმა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ერითემა, ჭინჭრის ციება, მსტვინავი სუნთქვა, ხორხის შეშუპება, გამონაყარი ინექციის ადგილზე).
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: არახშირი - თავის ტკივილი, თავბრუ, ძილიანობა (მაღალი დოზების გამოყენებისას).
კარდიოლოგიური დარღვევები: ხშირი - გახშირებული გულისცემა, ბრადიკარდია;
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის დარღვევები: არახშირი - ბრონქული სეკრეტის გაძლიერებული გამოყოფა;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები: ხშირი - ნერწყვდენა, გულისრევა; არახშირი - ღებინება (მაღალი დოზების გამოყენების შემთხვევაში); იშვიათი - ფაღარათი, ტკივილი ეპიგასტრიუმში;
კანის და კანვეშა ქსოვილების დარღვევები: ხშირი - ჭარბოფლიანობა; არახშირი - კანის ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი) (მაღალი დოზების გამოყენებისას);
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების დარღვევები: არახშირი - კრუნჩხვები (მაღალი დოზების გამოყენებისას);
ზოგადი მდგომარეობა და ადგილობრივი რეაქციები: არახშირი - სისუსტე (მაღალი დოზების გამოყენებისას).
ნერწყვდენის და ბრადიკარდიის შემცირება შესაძლებელია ქოლინობლოკატორებით (მაგ., ატროპინით). გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში დოზას ამცირებენ ან ხანმოკლე დროით (1-2 დღე) წყვეტენ პრეპარატის მიღებას.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება
იპიდაკრინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; ეპილეფსია; ჰიპერკინეზით მიმდინარე ექსტრაპირამიდული დარღვევები; სტენოკარდია; გამოხატული ბრადიკარდია; ბრონქული ასთმა; ნაწლავების და საშარდე გზების ობსტრუქცია; ვესტიბულური დარღვევის მიმართ მიდრეკილება; კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში; ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდი.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება
ნეირომიდინი ცნს-ის დამთრგუნველ სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციის დროს აძლიერებს მათ სედატიურ ეფექტს. პრეპარატის მოქმედება და გვერდითი მოვლენები ძლიერდება ქოლინესთერაზას სხვა ინჰიბიტორებთან და მ-ქოლინომიმეტურ საშუალებებთან კომბინაციაში. Myasthenia gravis-ით შეპყრობილ პაციენტებში ქოლინერგული კრიზის განვითარების რისკი მატულობს იმ შემთხვევაში, როდესაც ნეირომიდინი მიიღება სხვა ქოლინერგულ საშუალებებთან ერთად. ბრადიკარდიის განვითარების რისკი მატულობს, თუ ნეირომიდინით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი მკურნალობდა -ადრენობლოკატორებით. პრეპარატის გამოყენება დასაშვებია ცერებროლიზინთან კომბინაციაში. მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის გამოყენება აძლიერებს პრეპარატის გვერდით ეფექტებს.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ”ქოლინერგული კრიზი” შემდეგი სიმპტომებით: ბრონქოსპაზმი, ცრემლდენა, ჭარბოფლიანობა, გუგების შევიწროება, ნისტაგმი, სპონტანური დეფეკაცია და შარდის გამოყოფა, ღებინება, ბრადიკარდია, გულის გამტარებლობის დარღვევა, არითმია, არტერიული წნევის დაქვეითება, მოუსვენრობა, შფოთვა, აგზნებადობა, შიშის შეგრძნება, ატაქსია, კრუნჩხვები, კომა, მეტყველების გაძნელება, ძილიანობა, სისუსტე. სიმპტომები შეიძლება იყოს სუსტად გამოხატული.
მკურნალობა სიმპტომურია, გამოიყენება მ-ქოლინობლოკატორები (ატროპინი, ტრიჰექსიფენიდილი, მეტაცინი და სხვა).
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი აძლიერებს საშვილოსნოს ტონუსს და შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა. ნეირომიდინის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში დაუშვებელია.
განსაკუთრებული მითითებები:
ნეირომიდინის 20 მგ ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას სრული დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, თირეოტოქსიკოზის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი სისტემის მწვავე ან ანამნეზში სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალოდ.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ნეირომიდინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სედატიური ეფექტი, რაც მოითხოვს სიფრთხილეს.
შეფუთვა:
ტაბლეტები: 10 ტაბლეტი ბლისტერში, 5 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
საინექციო ხსნარი: 1 მლ ხსნარი 5 მგ ან 15 მგ იპიდაკრინის ჰიდროქლორიდის შემცველობით უფერო მინის ამპულაში, 10 ამპულა მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ტაბლეტები: ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
საინექციო ხსნარი: ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა.
ტაბლეტები: 5 წელი.
ამპულები: 2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მწარმოებელი:
შპს ავერსი-რაციონალი, საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33.
მარკეტინგი ხორციელდება:
Olpha AS, Rupnicu iela 5, Olaine, Olaines novads, LV-2114, ლატვია
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


