პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყველა სხვა თერაპიული საშუალებები

ნალოქსონი-ზნ

NALOXONE-ZN

რეცეპტით0,4მგ/მლინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

ოპიატების ჭარბი დოზა. გამოიყენება სასუნთქი ცენტრის ოპიატებით გამოწვეული დათრგუნვის თავიდან ასაცილებლად, სუნთქვის აღსადგენად ახალშობილებში მშობირესათვის ოპიოიდური ანალგეტიკების შეყვანის შემდეგ; როგორც დიაგნოსტიკის საშუალება სავარაუდოდ ოპიოიდ-დამოკიდებული ავადმყოფებისათვის.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ნალოქსონი (naloxone)
ფორმა და შეფუთვა
0,4მგ/მლ 1მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №10
მწარმოებელი
«Xarkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD, უკრაინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყველა სხვა თერაპიული საშუალებები, ანტიდოტები
ATC კოდი
V03AB15
რეგისტრაციის ნომერი
რ-031767
რეგისტრირებულია
25 თებერვალი 2021, მოქმედებს 27 იანვარი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Xarkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „საბა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებანალოქსონი-ზნ და სხვა წამალი ერთად

ნალოქსონი-ზნ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ოპიატების ჭარბი დოზა. გამოიყენება სასუნთქი ცენტრის ოპიატებით გამოწვეული დათრგუნვის თავიდან ასაცილებლად, სუნთქვის აღსადგენად ახალშობილებში მშობირესათვის ოპიოიდური ანალგეტიკების შეყვანის შემდეგ; როგორც დიაგნოსტიკის საშუალება სავარაუდოდ ოპიოიდ-დამოკიდებული ავადმყოფებისათვის.

მიღების წესი და დოზირება

ნალოქსონი-ზნ პრეპარატი შეიყვანება ვენაში ჭავლურად (ინექცია), საწვეთურით (ინფუზია), და ასევე შეიყვანება კუნთში. დოზას დგენს ექიმი ინდივიდუალურად, თითოეული პაციენტისათვის. კუნთში ინექცია ინიშნება იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატის შეყვანა ვენაში, შეუძლებელია.

მწვავე შემთხვევებში, უპირატესობაა უნდა მიენიჭოს ამ პრეპარატის შეყვანას ვენაში, რადგან ეს მეთოდი ყველაზე სწრაფ თერაპიულ ეფექტს უზრუნველყოფს. კუნთში შეყვანისას, პრეპარატის ეფექტი ვლინდება უფრო გვიან, მაგრამ გრძელდება უფრო ხანგრძლივად (ვენაში შეყვანასთან შედარებით)

ნალოქსონის მოქმედების ხანგრძლივობა დამოკიდებულია შეყვანილ დოზაზე და შეყვანის მეთოდზე, და ცვალებადობს 45 წუთიდან 4 საათამდე ფარგლებში.

იმის გამო, რომ ზოგირთი ოპიოიდის (მაგალითად დექსტროპროპოქსიფენის, დიჰიდროკოდეინის, მეთადონის) მოქმედება უფრო დიდხანს გრძელდება ნალოქსონთან შედარებით, პაციენტები მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ, პრეპარატის განმეორებითი მიცემა კი დასაშვებია მხოლოდ აუცილებელ შემთხვეევებში.

სასუნთქი ცენტრის ოპიატებით გამოწვეული დათრგუნვის სრული ან ნაწილობრივი მოხსნა.

ზრდასრული პირები

დოზას განსაზღვრავს ექიმი, ინვივიდულურად სუნთქვის ფუნქციის ნორმალიზების მიზნით, ადექვატური ანალგეზიური მხარდაჭერით. ნალოქსონის ვენაში ინექცია 0.1-0.2მგ დოზით (დაახლოებით 1.5-3 მკგ სხეულის მასის 1 კგ-ზე) ჩვეულებრივ, საკმარისია. აუცილებლობის შემთხვევებში, დამატებით შეიძლება შეყვანილი იქნას 0.1მგ დოზა 2-წუთიანი ინტერვალით, სუნთქვის სრულად აღდგენამდე და გონზე მოსვლამდე. დამატებითი დოზა შეიძლება საჭირო გახდეს 1-2 საათის შემდეგ, იმის და მიხედვით, თუ რა სახის მოქმედებას (ხანმოკლე ეფექტი ან ხანგრძლივი ეფექტი) ავლენს აქტიური ნივთიერება, რომლის მიმართაც ნალოქსონი წარმოადგენს ანტაგონისტს, აგრეთვე მისი რაოდენობის, შეყვანის ხანგრძლივობისა და მეთოდის მიხედვით.

ალტერნატიულად, ნალოქსონი-ზნ შეიძლება გამოვიყენოთ ვენაში ინფუზიის სახით. ზოგიერთი ოპიოიდების მოქმედების ხანგრძლივობა ვენაში მტკივნეული ინფუზიის სახით შეყვანილი ნალოქსონის მოქმედების ხანგრრძლივობას აჭარბებს. ამიტომ, თუ სასუნთქი ცენტრის დათრგუნვა გამოწვეულია ასეთი ნივთიერებებით, ან არსებობს ასეთი ვარაუდი, ნალოქსონი გამოყენებული უნდა იქნას ვენაში ინფუზიის სახით. შეყვანის სიჩქარე განისაზღვრება პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, აგრეთვე ვენური ინექციისა და ინფუზიის მიმართ მისი რეაქციის გათვალიწინებით. ასევე უნდა იქნას განხილული უწყვეტი ვენური ინფუზიის შესაძლებლობა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, გატარებული უნდა იქნას სუნთქვის მხარდამჭერი ზომები.

ბავშვები

ნალოქსონის საწყისი დოზა შეადგენს 0.01-0.02 მგ-ს სხეულის წონის თითოეულ კგ-ზე, სამი წუთის განმავლობაში შეყვანით, სუნთქვის სრულად აღდგენამდე და გონზე მოსვლამდე. დამატებითი დოზა შეიძლება დაინიშნოს 1-2 საათიანი ინტერვალით, პაციენტის რეაქციის, გამოყენებული ოპიატების დოზისა და მათი მოქმედების ხანგრძლივობის მიხედვით.

ოპიატების მწვავე ჭარბი დოზა

ზრდასრული პირები

საწყისი დოზა შეადგენს 0,4-2მგ-ს, ვენაში შეყვანით. თუ სუნთქვის აღდგენა ვერ მიიღწევა, პრეპარატი განმეორებით შეიყვანება 2-3 წუთის შემდეგ. ნალოქსონი-ზნ შეიძლება აგრეთვე გაკეთდეს კუნთში (საწყისი დოზაა 0.4-2მგ), თუკი ვენაში შეყვანა შეუძლებელია. თუ პაციენტის მდგომარეობა 10მგ ნალოქსონის შეყვანის შემდეგაც არ გაუმჯობესდება, შეიძლება დავასკვნათ, რომ სასუნთქი ცენტრის დათრგუნვა გამოწვეულია სხვა ფაქტორებით ან სხვა პრეპარატებით, და არა ოპიოიდებით

ბავშვები

რეკომენდირებული საწყისი დოზაა 0.1მგ სხეულის მასის თითოეულ 1 კგ-ზე. თუ სასურვვლი ეფექტი ვერ იქნება მიღწეული, დამატებითი ინექცია კეთდება დოზით 0.1მგ სხეულის მასის თითოეულ 1 კგ- ზე. პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, შეიძლება დადებითად იყოს ნაჩვენები ვენაში ინფუზია. თუ ვენაში შეყვანა შეუძლებელია, ნალიქსონი-ზნ კეთდება კუნთში, საწყისი დოზით 0.1მგ სხეულის მასის თითოეულ 1 კგ-ზე. ეს დოზა ნაწილდება რამდენიმე შეყვანაზე.

სუნთქვის აღდგენა ახალშობილებში, რომელთა დედებიც ოპიატებს ღებულობდნენ

ჩვეულებრივი დოზაა 0.01 მგ სხეულის მასის 1კგ-ზე, ვენაში შეყვანით თუ ამ დოზის მიცემის შემდეგ სუნთქვის ფუნქცია ვერ აღდგება, ინექცია შეიძლება განმეოდეს 2-3 წუთის შემდეგ. ვენაში შეყვანის შეუძლებლობის შემთხვევაში, ნალოქსონი-ზნ კეთდება კუნთში, საწყისი დოზით 0.01მგ სხეულის მასის თითოეულ 1 კგ-ზე.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნება გულსისხლძარღვთა დაავადებები, ან რომლებიც კარდიოლოგიურ პრეპარატებს ღებულობდნენ, ნალოქსონი-ზნ სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს. გასათვალისწინებელია აგრეთვე ნალოქსონი-ზნ-ის არასასურველი ეფექტები, როგორებიცაა ტაქიკარდია და პარკუჭების ფიბრილაცია ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

ხსნარის განზავება

ვენაში ინფუზიისათვის, ნალოქსონი-ზნ უნდა განზავდეს 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით ან 5% გლუკოზის ხსნარით. პრეპარატის 5 ამპულის შიგთავსი (2 მგ) უნდა განზავდეს 500მლ ერთ-ერთ ამ გამხსნელში, მანამ, სანამ მზა ხსნარის კონცენტრაცია არ მიაღწევს 4მკგ/მლ-ს.

გამოყენების წინ, აგრეთვე განზავების შემდეგ, აუცილებელია, რომ ხსნარი შემოწმდეს გამჭვირვალეობაზე. გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე, უფერო, ხილული ნაწილაკებისაგან თავისუფალი ხსნარი.

ბავშვები

პედიატრიულ პრაქტიკაში, ეს პრეპარატი გამოიყენერბა ჩვენებების მიხედვით და ინსტრუქციაში მიითებული დოზებით

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ

სიფრთხილის ზომები

ნალოქსონი არ არის ეფექტური არაოპიოიდური ნარკოტიკებით გამოწვეული სუნთქვის დათრგუნვის მიმართ. ზოგიერთი ოპიოიდური ანალგეტიკის მოქმედების ხანგრძლივობამ შესაძლოა ნალოქსონი-ზნ-ის მოქმედების ხანგრძლივობას გადააჭარბოს, ამიტომ, პაციენტები მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ, ისეთ პირობებში, სადაც შესაძლებელი იქნება ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია და სხვა რეანიმაციული ღონისძიებების განხორციელება.

ოპიოიდ-დამოკიდებული პაციენტებისათვის, აუცილებელია, რომ პრეპარატის შეყვანა მოხდეს ძალიან ფრთხილად, რადგან შესაძლოა განვითარდეს აბსისტენცია. აღწერილია ჰიპერტონიის, გულის რითმის დარღვევის, ფილტვების შეშუპების, გულის გაჩერების შემთხვევები. ეს ასევე ეხება ოპიოიდ-დამოკიდებული დედების ახალშობილებს.

ნალოქსონის ჰიდროქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტონია, ჰიპერტონია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ფიბრილაცია და ფილტვების შეშუპება. ეს არასასურველი ეფექტები დაფიქსირებულია ოპერაციის შემდგომ პერიოდებში, უფრო ხშირად იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდა გულ-სისხლძართვთა დაავადებები ან რომლებიც ღებულობდნენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გვერდითი ეფექტების გამომწვევ პრეპარატებს. იმის მიუხედავად, რომ უშუალო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი გამოვლენილი არ ყოფილა, მაინც საჭიროა გამოვიჩინოთ სიფრთხილე ნალოქსონი-ზნ-ის მიცემისას იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც აწუხებთ გულის დაავადებები და ასევე მათთვის, რომლებიც პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, ფიბრილაციის, გულის გაჩერების გამომწვევ კარდიოლოგიურ ნივთიერებებს (მაგალითად – კოკაინს, მეტამფეტამინს, ციკლურ ანტიდეპრესანტებს, კალციუმის არხების ბლოკატორებს, ბეტა-ბლოკატორებს, დიგოქსინს) ღებულობენ.

ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით, დადგენილია ფერტილიზაციის დათრგუნვა და ტერატოგენური ეფექტის არარსებობა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ნალოქსონი-ზნ თავიდან გვაცილებს ოპიოიდური ანალგეტიკების ანალგეტიკურ მოქმედებას.

ოპიოიდურ საშუალებებზე დამოკიდებულ პაციენტებში, ნალოქსონის ჰიდროქლორიდის შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული აბსისტენციის (ჰიპერტონია, გულის რითმის დარღვევა, ფილტვების შეშუპება, გულის გაჩერება) სიმპტომები. ეს პრეპარატი ამცირებს ტრამადოლისა და ბუპრენორფინის ეფექტებს, მაგრამ, მისი მოქმედება ხანმოკლეა. მიიჩნევა, რომ ეს ეფექტი წარმოადგენს ბუპრენორფინის მაღალი დოზებისას ანალგეზიის შემცირების `დოზა-პასუხის” თაღოვანი მრუდის შედეგს.

პაციენტისათვის კლონიდინთან კომბინციაში მიცემისას, ნალოქონი-ზნ-მ შეიძლება შეამციროს კლონიდინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება.

სტანდარტული დოზებით მიცემისას, პრეპარატი არ აუქმებს ბარბიტურატებისა და ტრანკვილიზატორების ეფექტებს.

ამ პრეპარატისა და ალკოჰოლის ერთდრული გამოყენების შესახებ ინფორმაცია არაერთგვაროვანია. მულტიინტოქსიკაციის პაციენტებში, როდესაც მულტიინტოქსიკაცია გამოწვეულია ოპიოიდებისა და სედატიური საშუალებების ან ალკოჰოლის მოქმედების შედეგად, გამომდინარე ინტოქსიკაციის მიზეზიდან შეიძლება ნალოქსონის ჰიდროქლორიდის შეყვანის შემდეგ, მულტიინტოქსიკაციის ზოგიერთი ეფექტის მოხსნის შედეგი შეიძლება უფრო სწრაფად დადგეს.

ნალოქსონი არათავსებადია ბისულფიტების შემცველი პრეპარატების ხსნარებთან. ფარმცევტულად თავსებადია 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან, 5% დექსტროზას ხსნართან, სტერილურ საინექციო წყალთან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით, დადგენილია რეპროდუქციული ტოქსიკურობა. პოტენციური რისკი ადამიანის მიმართ, უცნობია.

ორსულობის პერიოდში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სავარაუდო სარგებელი ნაყოფისათვის, პოტენციურ რისკს აღემატება. ნალოქსონის ჰიდროქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს აბსისტენციის სინდრომი ახალშობილებში.

ცნობილი არ არის, აღწევს თუ არა ეს პრეპარატი მკერდის რძეში, ამიტომ, მისი გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, ან შეჩერდეს ამ პრეპარატის მიღებიდან 24 საათის პერიოდით.

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

ნალოქსონი-ზნ მკურნალობის პერიოდში, სატრანსპორტო საშუალებების მართვა და სხვა მექანიზმებთან მუშაობა ნებადართული არ არის.

გვერდითი მოვლენები

ნალოქსონი-ზნ-ის სწრაფი შეყვანისას, შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა გვერდითი რეაქციები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, პირღებინება, დიარეა, სიმშრალე პირის ღრუში.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არითმია, ბრადიკარდია, ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, არტერიული ჰიპერტენზია, პარკუჭების ფიბრილაცია, გულის გაჩერება, ასისტოლია.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: კანკალი, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაძაბულობა, ჰიპერვენტილაცია.

ფსიქიური დარღვევები: ქცევითი ხასიათის ცვლილებები, მათ შორის ძალადობრივი ქცევები, ნერვოზი, მოუსვენრობა, აგზნებადობა, გაღიძიანება.

ალერგიული რეაქციები: რინიტი, ქოშინი, გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, მულტიფორმული ერითემა, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქტიკური შოკი.

სხვა: მომატებული ოფლიანობა, ოპერაციის შემდგომი ტკივილი, ცვლილებები ჩხვლეტის ადგილში, მ.შ. ძარღვების კედლების გაღიზიანება (შიდა მიღებისას), ადგილობრივი გაღიზიანებები და ანთებები (კუნთში შეყვანისას)

ნალოქსონი-ზნ-ის მიცემამ რეკომენდირებულზე უფრო მაღალი დოზებით, შეიძლება გამოიწვიოს ტკივილის განახლება ოპერაციის შემდგომ პერიოდში და აგზნებადობა, არტერიული ჰიპოტენზია ან ჰიპერტენზია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭების ფიბრილაცია, ფილტვების შეშუპება, ქოშინი.

`მოხსნის~ სინდრომი ოპიოიდ-დამოკიდებულ პაციენტებში: დაუდგენელი ტკივილი, დიარეა, ჰიპერთერმია, რონორეა, ცხვირის ცემინება, მომატებული ოფლიანობა, გულისრევა, პირღებინება, ნერვოზი, გადაღლილობა, გაღიზიანება, ტრემორი, სპაზმები ეპიგასტრიულ არეში, ტაქიკარდია, ჰიპერტენზია, მთქნარება, სისუსტე; ახალშობილებში – კრუნჩხვები, დიარეა, ჰიპერთერმია, უწყვეტი ტირილი, ჰიპერრეფლექსია, ცხვირის ცემინება, ტრემორი, უჩვეულო გაღიზიანება, პირღებინება

ნალოქსონი-ზნ-ის მიცემა თერაპიული დოზებით, იმ პაციენტებისათვის, რომელთა ორგანიზმი არ შეიცავს ოპიოიდებს, როგორც წესი, არ იწვევს გვერდით ეფექტებს

ჭარბი დოზა

სიმპტომები: გულისრევა, პირღებინება, არტერიული ჰიპერტენზია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭების ფიბრილაცია, გულის გაჩერება, ფილტვების შეშუპება.

მკურნალობა: სიმპტომატური

ჭარბი დოზის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მკაცრად დავიცვათ პრეპარატის რეკომენდირებული დოზები.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ნალოქსონი

1 მლ ხსნარი შეიცავს ნალოქსონის ჰიდროქლორიდს 100%-ზე გადაანგარიშებით - 0.4მგ

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, განზავებული მარილმჟავა, საინექციო წყალი

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო სითხე

შენახვის პირობები

3 წელი.

შენახვის პირობები

ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიდოტები, ATC კოდი V03A B15

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა.

ნალოქსონი წარმოადგენს ოპიატური რეცეპტორების კონკურენტ ანტაგონისტს და მიეკუთვნება ოპიატური რეცეპტორების ე.წ. `სუფთა~ ანტაგონისტებს. უპირატესად, ბლოკავს µ-რეცეპტორებს და ამ რეცეპტორებთან მნიშვნელოვანი მსგავსების გამო, ავიწროებს ნარკოტიკულ ანალგეტიკებს მათი შეკავშირების ადგილებში და ამ გზით ანადგურებს ოპიატების ჭარბი დოზის სიმპტომებს და თრგუნავს როგორც ენდოგენური ოპიატური პეპტიდების, ისე ეგზოგენური ოპიოიდური ანალგეტიკების მოქმედებას; ნაკლები ხარისხით ზემოქმედებს სხვა ოპიატურ რეცეპტორებზე.

ნალოქსონის შეყვანა ხელს უშლის, ასუსტებს ან გამორიცხავს (დოზის და შეყვანის ხანგრძლოვობის მიხედვით) ოპიოიდური ანალგეტიკების ეფექტებს, აღადგენს სუნთქვას, ამცირებს სედატიურ მოქმედებას და ეიფორიას, ასუსტებს ჰიპოტენზურ ეფექტს.

ნალოქსონი გამორიცხავს ნარკოტიკული საშუალებების ფართო ჯგუფის, ოპიატური რეცეპტორების როგორც აგონისტების, ისე ანტაგონისტების, მოქმედებას, როგორებიცაა მორფინი, აპომორფინი, ჰეროინი, კოდეინი, დიჰიდროკოდეინი, პრომედოლი, მეტადონი, პენტაზოცინი, ფენტანილი, ბუპრენორფინი

ეს პრეპარატი თავიდან გვაცილებს ცენტრალურ და პერიფერულ ტოქსიკურ სიმპტომებს: სუნთქვის დათრგუნვას, თვალგუგების შევიწროებას, კუჭის დაცლას, დისფორიას, კომას, კრუნჩხვებს, აგრეთვე ნარკოტიკული ანალგეტიკების ანალგეტიკურ ეფექტებს, და ასევე გვაცილებს თავიდან ალკოჰოლის დიდი დოზების ტოქსიკურ მოქმედებას.

ნალოქსონი ეფექტურია აგრეთვე სუნთქვის ფუნქციის დარღვევებისას შერეული სახის მოწამვლისას, რასაც იწვევს ოპიოიდური საშუალებები ბარბიტურატებთან, ბენზოდიაზეპინებთან და ალკოჰოლთან ერთად.

ბალიქსონი აპროვოცირებს წამლის მოხსნის სინდრომს ოპიოიდურ საშუალებებზე დამოკიდებულ პაციენტებში.

პრეპარატს არ გააჩნია ანალგეზიური აქტივობა, არ იწვევს დისფორიასა და ფსიქომიმეტიკურ სიმპტომებს, წამალდამოკიდებულების ნიშნების განვითარებასა და ჩამოყალიბებას.

ფარმაკოკინეტიკა.

შიდა მიღებისას, პრეპარატის მოქმედება იწყება უკვე 0,5 - 2 წუთის შემდეგ და გრძელდება 20 – 40 წუთამდე. კუნთში ან კანქვეშა შეყვანისას, მისი მოქმედება იწყება 2 - 3 წუთის შემდეგ და გრძელდება 2,5 – 3 საათამდე პერიოდის განმავლობაში. ნახევარდაშლის საშუალო პერიოდი შეადგენს 1-1,5 საათს; ახალშობილებში ეს პერიოდი უფრო ხანგრძლივია და შეადგენს 3 საათს. ნალოქსონი მეტაბოლიზდება ღვიძლში, სადაც წარმოქმნის გლუკორონიდებს. მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდთან ერთად. თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობის ზემოქმედება შესწავლილი არ არის. ნალოქსონს შეუძლია გადალახოს ჰემატოენცეფალური და პლაცენტარული ბარიერები.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

`ნალოქსონი-ზნ”

(NALOXONE-ZN)

შემადგენლობა:

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენებები.

ოპიატების ჭარბი დოზა. გამოიყენება სასუნთქი ცენტრის ოპიატებით გამოწვეული დათრგუნვის თავიდან ასაცილებლად, სუნთქვის აღსადგენად ახალშობილებში მშობირესათვის ოპიოიდური ანალგეტიკების შეყვანის შემდეგ; როგორც დიაგნოსტიკის საშუალება სავარაუდოდ ოპიოიდ-დამოკიდებული ავადმყოფებისათვის.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები

ნალოქსონი-ზნ თავიდან გვაცილებს ოპიოიდური ანალგეტიკების ანალგეტიკურ მოქმედებას.

ოპიოიდურ საშუალებებზე დამოკიდებულ პაციენტებში, ნალოქსონის ჰიდროქლორიდის შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული აბსისტენციის (ჰიპერტონია, გულის რითმის დარღვევა, ფილტვების შეშუპება, გულის გაჩერება) სიმპტომები. ეს პრეპარატი ამცირებს ტრამადოლისა და ბუპრენორფინის ეფექტებს, მაგრამ, მისი მოქმედება ხანმოკლეა. მიიჩნევა, რომ ეს ეფექტი წარმოადგენს ბუპრენორფინის მაღალი დოზებისას ანალგეზიის შემცირების `დოზა-პასუხის” თაღოვანი მრუდის შედეგს.

პაციენტისათვის კლონიდინთან კომბინციაში მიცემისას, ნალოქონი-ზნ-მ შეიძლება შეამციროს კლონიდინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება.

სტანდარტული დოზებით მიცემისას, პრეპარატი არ აუქმებს ბარბიტურატებისა და ტრანკვილიზატორების ეფექტებს.

ამ პრეპარატისა და ალკოჰოლის ერთდრული გამოყენების შესახებ ინფორმაცია არაერთგვაროვანია. მულტიინტოქსიკაციის პაციენტებში, როდესაც მულტიინტოქსიკაცია გამოწვეულია ოპიოიდებისა და სედატიური საშუალებების ან ალკოჰოლის მოქმედების შედეგად, გამომდინარე ინტოქსიკაციის მიზეზიდან შეიძლება ნალოქსონის ჰიდროქლორიდის შეყვანის შემდეგ, მულტიინტოქსიკაციის ზოგიერთი ეფექტის მოხსნის შედეგი შეიძლება უფრო სწრაფად დადგეს.

ნალოქსონი არათავსებადია ბისულფიტების შემცველი პრეპარატების ხსნარებთან. ფარმცევტულად თავსებადია 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან, 5% დექსტროზას ხსნართან, სტერილურ საინექციო წყალთან.

გამოყენების თავისებურებები

ნალოქსონი არ არის ეფექტური არაოპიოიდური ნარკოტიკებით გამოწვეული სუნთქვის დათრგუნვის მიმართ. ზოგიერთი ოპიოიდური ანალგეტიკის მოქმედების ხანგრძლივობამ შესაძლოა ნალოქსონი-ზნ-ის მოქმედების ხანგრძლივობას გადააჭარბოს, ამიტომ, პაციენტები მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ, ისეთ პირობებში, სადაც შესაძლებელი იქნება ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია და სხვა რეანიმაციული ღონისძიებების განხორციელება.

ოპიოიდ-დამოკიდებული პაციენტებისათვის, აუცილებელია, რომ პრეპარატის შეყვანა მოხდეს ძალიან ფრთხილად, რადგან შესაძლოა განვითარდეს აბსისტენცია. აღწერილია ჰიპერტონიის, გულის რითმის დარღვევის, ფილტვების შეშუპების, გულის გაჩერების შემთხვევები. ეს ასევე ეხება ოპიოიდ-დამოკიდებული დედების ახალშობილებს.

ნალოქსონის ჰიდროქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტონია, ჰიპერტონია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ფიბრილაცია და ფილტვების შეშუპება. ეს არასასურველი ეფექტები დაფიქსირებულია ოპერაციის შემდგომ პერიოდებში, უფრო ხშირად იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდა გულ-სისხლძართვთა დაავადებები ან რომლებიც ღებულობდნენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გვერდითი ეფექტების გამომწვევ პრეპარატებს. იმის მიუხედავად, რომ უშუალო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი გამოვლენილი არ ყოფილა, მაინც საჭიროა გამოვიჩინოთ სიფრთხილე ნალოქსონი-ზნ-ის მიცემისას იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც აწუხებთ გულის დაავადებები და ასევე მათთვის, რომლებიც პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, ფიბრილაციის, გულის გაჩერების გამომწვევ კარდიოლოგიურ ნივთიერებებს (მაგალითად – კოკაინს, მეტამფეტამინს, ციკლურ ანტიდეპრესანტებს, კალციუმის არხების ბლოკატორებს, ბეტა-ბლოკატორებს, დიგოქსინს) ღებულობენ.

ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით, დადგენილია ფერტილიზაციის დათრგუნვა და ტერატოგენური ეფექტის არარსებობა.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში

ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით, დადგენილია რეპროდუქციული ტოქსიკურობა. პოტენციური რისკი ადამიანის მიმართ, უცნობია.

ორსულობის პერიოდში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სავარაუდო სარგებელი ნაყოფისათვის, პოტენციურ რისკს აღემატება. ნალოქსონის ჰიდროქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს აბსისტენციის სინდრომი ახალშობილებში.

ცნობილი არ არის, აღწევს თუ არა ეს პრეპარატი მკერდის რძეში, ამიტომ, მისი გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, ან შეჩერდეს ამ პრეპარატის მიღებიდან 24 საათის პერიოდით.

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

ნალოქსონი-ზნ მკურნალობის პერიოდში, სატრანსპორტო საშუალებების მართვა და სხვა მექანიზმებთან მუშაობა ნებადართული არ არის.

გამოყენების წესი და დოზები

ნალოქსონი-ზნ პრეპარატი შეიყვანება ვენაში ჭავლურად (ინექცია), საწვეთურით (ინფუზია), და ასევე შეიყვანება კუნთში. დოზას დგენს ექიმი ინდივიდუალურად, თითოეული პაციენტისათვის. კუნთში ინექცია ინიშნება იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატის შეყვანა ვენაში, შეუძლებელია.

მწვავე შემთხვევებში, უპირატესობაა უნდა მიენიჭოს ამ პრეპარატის შეყვანას ვენაში, რადგან ეს მეთოდი ყველაზე სწრაფ თერაპიულ ეფექტს უზრუნველყოფს. კუნთში შეყვანისას, პრეპარატის ეფექტი ვლინდება უფრო გვიან, მაგრამ გრძელდება უფრო ხანგრძლივად (ვენაში შეყვანასთან შედარებით)

ნალოქსონის მოქმედების ხანგრძლივობა დამოკიდებულია შეყვანილ დოზაზე და შეყვანის მეთოდზე, და ცვალებადობს 45 წუთიდან 4 საათამდე ფარგლებში.

იმის გამო, რომ ზოგირთი ოპიოიდის (მაგალითად დექსტროპროპოქსიფენის, დიჰიდროკოდეინის, მეთადონის) მოქმედება უფრო დიდხანს გრძელდება ნალოქსონთან შედარებით, პაციენტები მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ, პრეპარატის განმეორებითი მიცემა კი დასაშვებია მხოლოდ აუცილებელ შემთხვეევებში.

სასუნთქი ცენტრის ოპიატებით გამოწვეული დათრგუნვის სრული ან ნაწილობრივი მოხსნა.

ზრდასრული პირები

დოზას განსაზღვრავს ექიმი, ინვივიდულურად სუნთქვის ფუნქციის ნორმალიზების მიზნით, ადექვატური ანალგეზიური მხარდაჭერით. ნალოქსონის ვენაში ინექცია 0.1-0.2მგ დოზით (დაახლოებით 1.5-3 მკგ სხეულის მასის 1 კგ-ზე) ჩვეულებრივ, საკმარისია. აუცილებლობის შემთხვევებში, დამატებით შეიძლება შეყვანილი იქნას 0.1მგ დოზა 2-წუთიანი ინტერვალით, სუნთქვის სრულად აღდგენამდე და გონზე მოსვლამდე. დამატებითი დოზა შეიძლება საჭირო გახდეს 1-2 საათის შემდეგ, იმის და მიხედვით, თუ რა სახის მოქმედებას (ხანმოკლე ეფექტი ან ხანგრძლივი ეფექტი) ავლენს აქტიური ნივთიერება, რომლის მიმართაც ნალოქსონი წარმოადგენს ანტაგონისტს, აგრეთვე მისი რაოდენობის, შეყვანის ხანგრძლივობისა და მეთოდის მიხედვით.

ალტერნატიულად, ნალოქსონი-ზნ შეიძლება გამოვიყენოთ ვენაში ინფუზიის სახით. ზოგიერთი ოპიოიდების მოქმედების ხანგრძლივობა ვენაში მტკივნეული ინფუზიის სახით შეყვანილი ნალოქსონის მოქმედების ხანგრრძლივობას აჭარბებს. ამიტომ, თუ სასუნთქი ცენტრის დათრგუნვა გამოწვეულია ასეთი ნივთიერებებით, ან არსებობს ასეთი ვარაუდი, ნალოქსონი გამოყენებული უნდა იქნას ვენაში ინფუზიის სახით. შეყვანის სიჩქარე განისაზღვრება პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, აგრეთვე ვენური ინექციისა და ინფუზიის მიმართ მისი რეაქციის გათვალიწინებით. ასევე უნდა იქნას განხილული უწყვეტი ვენური ინფუზიის შესაძლებლობა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, გატარებული უნდა იქნას სუნთქვის მხარდამჭერი ზომები.

ბავშვები

ნალოქსონის საწყისი დოზა შეადგენს 0.01-0.02 მგ-ს სხეულის წონის თითოეულ კგ-ზე, სამი წუთის განმავლობაში შეყვანით, სუნთქვის სრულად აღდგენამდე და გონზე მოსვლამდე. დამატებითი დოზა შეიძლება დაინიშნოს 1-2 საათიანი ინტერვალით, პაციენტის რეაქციის, გამოყენებული ოპიატების დოზისა და მათი მოქმედების ხანგრძლივობის მიხედვით.

ოპიატების მწვავე ჭარბი დოზა

ზრდასრული პირები

საწყისი დოზა შეადგენს 0,4-2მგ-ს, ვენაში შეყვანით. თუ სუნთქვის აღდგენა ვერ მიიღწევა, პრეპარატი განმეორებით შეიყვანება 2-3 წუთის შემდეგ. ნალოქსონი-ზნ შეიძლება აგრეთვე გაკეთდეს კუნთში (საწყისი დოზაა 0.4-2მგ), თუკი ვენაში შეყვანა შეუძლებელია. თუ პაციენტის მდგომარეობა 10მგ ნალოქსონის შეყვანის შემდეგაც არ გაუმჯობესდება, შეიძლება დავასკვნათ, რომ სასუნთქი ცენტრის დათრგუნვა გამოწვეულია სხვა ფაქტორებით ან სხვა პრეპარატებით, და არა ოპიოიდებით

ბავშვები

რეკომენდირებული საწყისი დოზაა 0.1მგ სხეულის მასის თითოეულ 1 კგ-ზე. თუ სასურვვლი ეფექტი ვერ იქნება მიღწეული, დამატებითი ინექცია კეთდება დოზით 0.1მგ სხეულის მასის თითოეულ 1 კგ- ზე. პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, შეიძლება დადებითად იყოს ნაჩვენები ვენაში ინფუზია. თუ ვენაში შეყვანა შეუძლებელია, ნალიქსონი-ზნ კეთდება კუნთში, საწყისი დოზით 0.1მგ სხეულის მასის თითოეულ 1 კგ-ზე. ეს დოზა ნაწილდება რამდენიმე შეყვანაზე.

სუნთქვის აღდგენა ახალშობილებში, რომელთა დედებიც ოპიატებს ღებულობდნენ

ჩვეულებრივი დოზაა 0.01 მგ სხეულის მასის 1კგ-ზე, ვენაში შეყვანით თუ ამ დოზის მიცემის შემდეგ სუნთქვის ფუნქცია ვერ აღდგება, ინექცია შეიძლება განმეოდეს 2-3 წუთის შემდეგ. ვენაში შეყვანის შეუძლებლობის შემთხვევაში, ნალოქსონი-ზნ კეთდება კუნთში, საწყისი დოზით 0.01მგ სხეულის მასის თითოეულ 1 კგ-ზე.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნება გულსისხლძარღვთა დაავადებები, ან რომლებიც კარდიოლოგიურ პრეპარატებს ღებულობდნენ, ნალოქსონი-ზნ სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს. გასათვალისწინებელია აგრეთვე ნალოქსონი-ზნ-ის არასასურველი ეფექტები, როგორებიცაა ტაქიკარდია და პარკუჭების ფიბრილაცია ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

ხსნარის განზავება

ვენაში ინფუზიისათვის, ნალოქსონი-ზნ უნდა განზავდეს 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით ან 5% გლუკოზის ხსნარით. პრეპარატის 5 ამპულის შიგთავსი (2 მგ) უნდა განზავდეს 500მლ ერთ-ერთ ამ გამხსნელში, მანამ, სანამ მზა ხსნარის კონცენტრაცია არ მიაღწევს 4მკგ/მლ-ს.

გამოყენების წინ, აგრეთვე განზავების შემდეგ, აუცილებელია, რომ ხსნარი შემოწმდეს გამჭვირვალეობაზე. გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე, უფერო, ხილული ნაწილაკებისაგან თავისუფალი ხსნარი.

ბავშვები

პედიატრიულ პრაქტიკაში, ეს პრეპარატი გამოიყენერბა ჩვენებების მიხედვით და ინსტრუქციაში მიითებული დოზებით

ჭარბი დოზა

სიმპტომები: გულისრევა, პირღებინება, არტერიული ჰიპერტენზია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭების ფიბრილაცია, გულის გაჩერება, ფილტვების შეშუპება.

მკურნალობა: სიმპტომატური

ჭარბი დოზის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მკაცრად დავიცვათ პრეპარატის რეკომენდირებული დოზები.

გვერდითი რეაქციები

ნალოქსონი-ზნ-ის სწრაფი შეყვანისას, შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა გვერდითი რეაქციები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, პირღებინება, დიარეა, სიმშრალე პირის ღრუში.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არითმია, ბრადიკარდია, ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, არტერიული ჰიპერტენზია, პარკუჭების ფიბრილაცია, გულის გაჩერება, ასისტოლია.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: კანკალი, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაძაბულობა, ჰიპერვენტილაცია.

ფსიქიური დარღვევები: ქცევითი ხასიათის ცვლილებები, მათ შორის ძალადობრივი ქცევები, ნერვოზი, მოუსვენრობა, აგზნებადობა, გაღიძიანება.

ალერგიული რეაქციები: რინიტი, ქოშინი, გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, მულტიფორმული ერითემა, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქტიკური შოკი.

სხვა: მომატებული ოფლიანობა, ოპერაციის შემდგომი ტკივილი, ცვლილებები ჩხვლეტის ადგილში, მ.შ. ძარღვების კედლების გაღიზიანება (შიდა მიღებისას), ადგილობრივი გაღიზიანებები და ანთებები (კუნთში შეყვანისას)

ნალოქსონი-ზნ-ის მიცემამ რეკომენდირებულზე უფრო მაღალი დოზებით, შეიძლება გამოიწვიოს ტკივილის განახლება ოპერაციის შემდგომ პერიოდში და აგზნებადობა, არტერიული ჰიპოტენზია ან ჰიპერტენზია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭების ფიბრილაცია, ფილტვების შეშუპება, ქოშინი.

`მოხსნის~ სინდრომი ოპიოიდ-დამოკიდებულ პაციენტებში: დაუდგენელი ტკივილი, დიარეა, ჰიპერთერმია, რონორეა, ცხვირის ცემინება, მომატებული ოფლიანობა, გულისრევა, პირღებინება, ნერვოზი, გადაღლილობა, გაღიზიანება, ტრემორი, სპაზმები ეპიგასტრიულ არეში, ტაქიკარდია, ჰიპერტენზია, მთქნარება, სისუსტე; ახალშობილებში – კრუნჩხვები, დიარეა, ჰიპერთერმია, უწყვეტი ტირილი, ჰიპერრეფლექსია, ცხვირის ცემინება, ტრემორი, უჩვეულო გაღიზიანება, პირღებინება

ნალოქსონი-ზნ-ის მიცემა თერაპიული დოზებით, იმ პაციენტებისათვის, რომელთა ორგანიზმი არ შეიცავს ოპიოიდებს, როგორც წესი, არ იწვევს გვერდით ეფექტებს

ვარგისიანობის ვადა.

3 წელი.

შენახვის პირობები

ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე

შეუთავსებლობა

პრაპარატი არათავსებადია იმ პრეპარატიების ხსნარებთან, რომლებიც შეიცავს ბისულფიტებს, მეტაბისულფიტებს, მაღალმოლეკულური წონის გრძელ ჯაჭვს ან ანიონებს, ტუტოვან pH ხსნარებს.

პრეპარატის შერევა სხვა წამლებთან, არ შეიძლება.

პრეპარატი პაციენტს ეძლევა სხვა პრეპარატებისაგან გამოცალკევებულად

შეფუთვა

1მლ ამპულაში, 10 ამპულა კოლოფში

1მლ ამპულაში, 5 ამპულა ბლისტერზე, 2 ბლისტერი კოლოფში

1მლ ამპულაში, 10 ამპულა ბლისტერზე, 1 ბლისტერი კოლოფში

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი:

შეზღუდული პასიხისმგებლობის საზოგადოება `ხარკოვის ფარმაცევტული საწარმო `ზდოროვიე ნაროდუ~

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი / განმცხადებლის და/ან მისი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი:

უკრაინა, 61002, ხარკოვის ოლქი, ქ. ხარკოვი, კულიკოვსკაიას ქ. 41

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა