მუკოპლანტი დოქტორ ტაისი ევკალიპტი
Mucoplant Doctor Theiss EUCALYPT
კომპლექსურ თერაპიაში ზედა და ქვედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს, მათ შორის ბრონქიტის დროს, ძნელად გამოსაყოფი ნახველის წარმოქმნით და ხველით მიმდინარე. თუ 3-5 დღის განმავლობაში არ აღინიშნება მდგომარეობის შემსუბუქება, პრეპარატის მიღების შედეგები მკურნალ ექიმთან უნდა განიხილოთ.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- pine needle oil + eucaliptys oil + ქაფური (camphor)
- ფორმა და შეფუთვა
- (7.5გ + 7.5გ + 5გ)/100გ 50გ მალამო გარეგანი გამოყენებისა და ინჰალაციისათვის ყავისფერი მინის ქილა №1
- მწარმოებელი
- Dr. Theiss Naturwaren GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ხველისა და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები, ამოსახველებელი საშუალებები
- ATC კოდი
- R05CA10
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034034
- რეგისტრირებულია
- 20 დეკემბერი 2021, მოქმედებს 20 დეკემბერი 2026-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Dr. Theiss Naturwaren GmbH (გერმანია)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მუკოპლანტი დოქტორ ტაისი ევკალიპტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კომპლექსურ თერაპიაში ზედა და ქვედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს, მათ შორის ბრონქიტის დროს, ძნელად გამოსაყოფი ნახველის წარმოქმნით და ხველით მიმდინარე. თუ 3-5 დღის განმავლობაში არ აღინიშნება მდგომარეობის შემსუბუქება, პრეპარატის მიღების შედეგები მკურნალ ექიმთან უნდა განიხილოთ.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი ყოველთვის უნად მიიღოთ ზუსტად ამ ფურცელში მოცემული მითითებების შესაბამისად, ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის მიხედვით.
თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გარეგანად. მოზრდილებში და 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მალამოს წასმა ხდება ზურგის და მკერდის არეში კანზე მსუბუქი წრიული მოძრაობებით, შემდგომ თბილი ბამბის ქსოვილის ან შალის პირსახოცის დაფარებით სითბოს შესანარჩუნებლად. პროცედურა განმეორებით უნდა ჩატარდეს დღეში რამდენიმეჯერ, განსაკუთრებით ღამით.
ინჰალაციის გზით. უნდა მომზადდეს ცხელი ხსნარი (0,5-1 ლ ცხელ, მაგრამ არა მდუღარე წყალში უნდა გაზავდეს 2 ჩაის კოვზი პრეპარატი) და ინჰალაცია უნდა ჩატარდეს 5-10 წუთის განმავლობაში.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში
სამკურნალო პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია 2,5 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სამკურნალო პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის გარეგანად კანზე 4 წლამდე ასაკის ბავშვებში და ინჰალაციისთვის 6 წლამდე ასაკის ბავშვებში საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო.
გთხოვთ ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვმა ვერ შეძლოს კანის დამუშავებულ უბნებთან შეხება და თვალყური ადევნეთ მათ ინჰალაციის დროს.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მუკოპლანტი დოქტორ ტაისი ევკალიპტით გამოყენება
არ შეიძლება პრეპარატის ორმაგი დოზის გამოყენება დავიწყებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ შეწყვეტთ პრეპარატის მუკოპლანტი დოქტორ ტაისი ევკალიპტით გამოყენებას
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ევკალიპტზე, ფიჭვის ეთერზეთებზე, ქაფურზე ან ამ პრეპარატის ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე (პრეპარატის ინგრედიენტები ჩამოთვლილია პუნქტში 6);
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება 2.5 წლამდე ასაკის ბავშვებში.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ანამნეზში კრუნჩხვების (ცხელებით ან მის გარეშე) მქონე ბავშვებში.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება, თუ გაქვთ ბრონქული ასთმა, ყივანახველა, ცრუ კრუპი ან სასუნთქი გზების სხვა დაავადებები, დაკავშირებული სასუნთქი გზების ზემგრძნობელობასთან.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ინჰალაციისთვის სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი პროცესების სტადიაზე და მწვავე პნევმონიის დროს.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება გარეგანად კანის და ბავშვთა დაავადებების დროს ეგზანთემით.
არ შეიძლება გამოყენება დაზიანებულ ან დამწვარ კანზე. აუცილებელია წასმა მხოლოდ დაუზიანებელ კანზე.
პრეპარატის გამოყენება ბავშვების მკურნალობისთვის
რეკომენდებული არ არის 2,5-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვების კანზე წასმა.
ინჰალაცია რეკომენდებული არ არის 2,5-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
სკოლის ასაკის ბავშვებში ინჰალაცია უნდა ჩატარდეს მხოლოდ მოზრდილების მეთვალყურეობით.
პრეპარატის მუკოპლანტ დოქტორ ტაისი ევკალიპტით ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
აუცილებელია თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უთხრათ, რომ იღებთ, იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
ევკალიპტმა შეიძლება გააძლიეროს ღვიძლის ფერმენტული სისტემის მუშაობა. შესაბამისად, შეიძლება აღინიშნოს სხვა პრეპარატების მოქმედების შესუსტება და/ან შემცირება დროში. ეს არ გამოირიცხება ფართო და/ან ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი, კანის მიერ აქტიური ნაერთების დიდი რაოდენობით შეწოვის გამო.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატის მუკოპლანტი დოქტორ ტაისი ევკალიპტით გამოყენებამდე, რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ქაფურმა და კინეოლამ 1,8 შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ქოშინთან ან აპნოესთან დაკავშირებული ლარინგოკონსტრიქცია ბავშვებში და 2,5 წლამდე ასაკის ბავშვებში.
არ შეიძლება პრეპარატის მუკოპლანტი დოქტორ ტაისი ევკალიპტით წასმა ლორწოვან გარსებზე, მათ შორის ცხვირის და თვალების გარშემო უბნებზე. არ შეიძლება სახეზე წასმა. გამოყენების შემდეგ აუცილებელია ხელების კარგად დაბანა.
პრეპარატის წასმა უნდა მოხდეს მხოლოდ დაუზიანებელ კანზე. პრეპარატი მუკოპლანტი დოქტორ ტაისი ევკალიპტით გამოიყენება მხოლოდ გარეგანად და ინჰალაციისთვის.
თუ სიმპტომები ნარჩუნდება 3-5 დღის განმავლობაში, ქოშინის, თავის ტკივილის, ცხელების, პურიფორმული/სისხლიანი ნახველის ან ცხვირიდან გამონადების შემთხვევებში, რეკომენდებულია, რომ პაციენტმა დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ, არსებობს ორსულობის დადგომის შესაძლებლობა ან იგეგმება ორსულობა, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უსაფრთხოება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს დადგენილი არ არის. საკმარისი მონაცემების არარსებობის პირობებში, პრეპარატის მიღება ორსულობის და ლაქტაციის დროს რეკკომენდებული არ არის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
რაიმე კვლევა ტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ არ არის ჩატარებული.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა ადამიანში. მათი გამოვლენის სიხშირე უცნობია და შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე.
იმუნური სისტემის დარღვევები
უცნობია: კანისა და ლორწოვანი გარსების გაღიზიანება
ფსიქიკური დარღვევები
უცნობია: ჰალუცინაციები
ნერვული სისტემის დარღვევები
უცნობია: დიდ უბანზე გარეგანად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლის სიმპტომები, როგორიცაა ნეფროტოქსიკურობა, ცნს-ის დაზიანება (მაგალითად, ქაფურის გამოყენების შემდეგ).
რესპოირატორული, ტრაქეის და შუასაყარის დარღვევები:
უცნობია: სტრიდორი, ქოშინი და ობსტრუქციული ქოშინი. ბრონქოსპაზმი, რასაც მოჰყვება ასთმის მსგავსი მდგომარეობები, შემდგომი აპნოეს განვითარებით, შეიძლება განვითარდეს, როგორც რეაქცია.
კანისა და კანქვეშა დაავადებები
უცნობია: კანისა და ლორწოვანი გარსების გაღიზიანება.
თირკმლის უკმარისობა და შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები.
უცნობია: დიდ უბნებზე გარეგანად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლის სიმპტომები, როგორიცაა ნეფროტოქსიკურობა, ცნს-ის დაზიანება (მაგალითად, ქაფურის გამოყენების შემდეგ).
ჭარბი დოზა
თუ ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა პრეპარატი მუკოპლანტი დოქტორ ტაისი ევკალიპტით, მნიშვნელოვანია ექიმთან სწრაფი კონსულტაცია, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერ აუცილებელ მკურნალობას. ნუ შეეცდებით ღებინების გამოწვევას.
შემადგენლობა
პრეპარატის 100 გ შეიცავს:
აქტიური კომპონენტები:
ევკალიპტის ზეთი 7,5 გ
ფიჭვის წიწვების ზეთი 7,5 გ
ქაფური 5.0 მგ
დამხმარე კომპონენტები
სიმინდის ზეთი 48,0 გ
მყარი ცხიმი 8.0 გ
ფუტკრის ცვილი 24.0 გ
აღწერა
ერთგვაროვანი ნახევრად გამჭვირვალე მალამო ღია ყვითელი ფერის, დამახასიათებელი სუნით.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეფუთვის გახსნის შემდეგ მალამო უნდა ინახებოდეს არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი საშუალება.
ათქ კოდი - R05CA10
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად გამაღიზიანებელი, ამოსახველებელი საშუალება
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
Mucoplant
დოქტორ ტაისი
ევკალიპტი
სავაჭრო დასხელება:
Mucoplant დოქტორ ტაისი ევკალიპტი
მალამო გარეგანი გამოყენებისთვის და ინჰალაციისთვის
შემადგენლობა: პრეპარატის 100 გ შეიცავს:
აქტიური კომპონენტები:
ევკალიპტის ზეთი 7,5 გ
ფიჭვის წიწვების ზეთი 7,5 გ
ქაფური 5.0 მგ
დამხმარე კომპონენტები
სიმინდის ზეთი 48,0 გ
მყარი ცხიმი 8.0 გ
ფუტკრის ცვილი 24.0 გ
აღწერა
ერთგვაროვანი ნახევრად გამჭვირვალე მალამო ღია ყვითელი ფერის, დამახასიათებელი სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი საშუალება.
ათქ კოდი - R05CA10
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად გამაღიზიანებელი, ამოსახველებელი საშუალება
გამოყენების ჩვენებები
კომპლექსურ თერაპიაში ზედა და ქვედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს, მათ შორის ბრონქიტის დროს, ძნელად გამოსაყოფი ნახველის წარმოქმნით და ხველით მიმდინარე. თუ 3-5 დღის განმავლობაში არ აღინიშნება მდგომარეობის შემსუბუქება, პრეპარატის მიღების შედეგები მკურნალ ექიმთან უნდა განიხილოთ.
უკუჩვენებები პრეპარატი მუკოპლანტ დოქტორ ტაისი ევკალიპტით არ გამოიყენება:
თუ გაქვთ ალერგია ევკალიპტზე, ფიჭვის ეთერზეთებზე, ქაფურზე ან ამ პრეპარატის ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე (პრეპარატის ინგრედიენტები ჩამოთვლილია პუნქტში 6);
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება 2.5 წლამდე ასაკის ბავშვებში.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ანამნეზში კრუნჩხვების (ცხელებით ან მის გარეშე) მქონე ბავშვებში.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება, თუ გაქვთ ბრონქული ასთმა, ყივანახველა, ცრუ კრუპი ან სასუნთქი გზების სხვა დაავადებები, დაკავშირებული სასუნთქი გზების ზემგრძნობელობასთან.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ინჰალაციისთვის სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი პროცესების სტადიაზე და მწვავე პნევმონიის დროს.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება გარეგანად კანის და ბავშვთა დაავადებების დროს ეგზანთემით.
არ შეიძლება გამოყენება დაზიანებულ ან დამწვარ კანზე. აუცილებელია წასმა მხოლოდ დაუზიანებელ კანზე.
პრეპარატის გამოყენება ბავშვების მკურნალობისთვის
რეკომენდებული არ არის 2,5-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვების კანზე წასმა.
ინჰალაცია რეკომენდებული არ არის 2,5-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
სკოლის ასაკის ბავშვებში ინჰალაცია უნდა ჩატარდეს მხოლოდ მოზრდილების მეთვალყურეობით.
პრეპარატის მუკოპლანტ დოქტორ ტაისი ევკალიპტით ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
აუცილებელია თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უთხრათ, რომ იღებთ, იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
ევკალიპტმა შეიძლება გააძლიეროს ღვიძლის ფერმენტული სისტემის მუშაობა. შესაბამისად, შეიძლება აღინიშნოს სხვა პრეპარატების მოქმედების შესუსტება და/ან შემცირება დროში. ეს არ გამოირიცხება ფართო და/ან ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი, კანის მიერ აქტიური ნაერთების დიდი რაოდენობით შეწოვის გამო.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ, არსებობს ორსულობის დადგომის შესაძლებლობა ან იგეგმება ორსულობა, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უსაფრთხოება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს დადგენილი არ არის. საკმარისი მონაცემების არარსებობის პირობებში, პრეპარატის მიღება ორსულობის და ლაქტაციის დროს რეკკომენდებული არ არის.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
რაიმე კვლევა ტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ არ არის ჩატარებული.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი ყოველთვის უნად მიიღოთ ზუსტად ამ ფურცელში მოცემული მითითებების შესაბამისად, ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის მიხედვით.
თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გარეგანად. მოზრდილებში და 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მალამოს წასმა ხდება ზურგის და მკერდის არეში კანზე მსუბუქი წრიული მოძრაობებით, შემდგომ თბილი ბამბის ქსოვილის ან შალის პირსახოცის დაფარებით სითბოს შესანარჩუნებლად. პროცედურა განმეორებით უნდა ჩატარდეს დღეში რამდენიმეჯერ, განსაკუთრებით ღამით.
ინჰალაციის გზით. უნდა მომზადდეს ცხელი ხსნარი (0,5-1 ლ ცხელ, მაგრამ არა მდუღარე წყალში უნდა გაზავდეს 2 ჩაის კოვზი პრეპარატი) და ინჰალაცია უნდა ჩატარდეს 5-10 წუთის განმავლობაში.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში
სამკურნალო პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია 2,5 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სამკურნალო პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის გარეგანად კანზე 4 წლამდე ასაკის ბავშვებში და ინჰალაციისთვის 6 წლამდე ასაკის ბავშვებში საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო.
გთხოვთ ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვმა ვერ შეძლოს კანის დამუშავებულ უბნებთან შეხება და თვალყური ადევნეთ მათ ინჰალაციის დროს.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მუკოპლანტი დოქტორ ტაისი ევკალიპტით გამოყენება
არ შეიძლება პრეპარატის ორმაგი დოზის გამოყენება დავიწყებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ შეწყვეტთ პრეპარატის მუკოპლანტი დოქტორ ტაისი ევკალიპტით გამოყენებას
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოქმედება
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა ადამიანში. მათი გამოვლენის სიხშირე უცნობია და შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე.
იმუნური სისტემის დარღვევები
უცნობია: კანისა და ლორწოვანი გარსების გაღიზიანება
ფსიქიკური დარღვევები
უცნობია: ჰალუცინაციები
ნერვული სისტემის დარღვევები
უცნობია: დიდ უბანზე გარეგანად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლის სიმპტომები, როგორიცაა ნეფროტოქსიკურობა, ცნს-ის დაზიანება (მაგალითად, ქაფურის გამოყენების შემდეგ).
რესპოირატორული, ტრაქეის და შუასაყარის დარღვევები:
უცნობია: სტრიდორი, ქოშინი და ობსტრუქციული ქოშინი. ბრონქოსპაზმი, რასაც მოჰყვება ასთმის მსგავსი მდგომარეობები, შემდგომი აპნოეს განვითარებით, შეიძლება განვითარდეს, როგორც რეაქცია.
კანისა და კანქვეშა დაავადებები
უცნობია: კანისა და ლორწოვანი გარსების გაღიზიანება.
თირკმლის უკმარისობა და შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები.
უცნობია: დიდ უბნებზე გარეგანად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლის სიმპტომები, როგორიცაა ნეფროტოქსიკურობა, ცნს-ის დაზიანება (მაგალითად, ქაფურის გამოყენების შემდეგ).
დოზის გადაჭარბება
თუ ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა პრეპარატი მუკოპლანტი დოქტორ ტაისი ევკალიპტით, მნიშვნელოვანია ექიმთან სწრაფი კონსულტაცია, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერ აუცილებელ მკურნალობას. ნუ შეეცდებით ღებინების გამოწვევას.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის მუკოპლანტი დოქტორ ტაისი ევკალიპტით გამოყენებამდე, რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ქაფურმა და კინეოლამ 1,8 შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ქოშინთან ან აპნოესთან დაკავშირებული ლარინგოკონსტრიქცია ბავშვებში და 2,5 წლამდე ასაკის ბავშვებში.
არ შეიძლება პრეპარატის მუკოპლანტი დოქტორ ტაისი ევკალიპტით წასმა ლორწოვან გარსებზე, მათ შორის ცხვირის და თვალების გარშემო უბნებზე. არ შეიძლება სახეზე წასმა. გამოყენების შემდეგ აუცილებელია ხელების კარგად დაბანა.
პრეპარატის წასმა უნდა მოხდეს მხოლოდ დაუზიანებელ კანზე. პრეპარატი მუკოპლანტი დოქტორ ტაისი ევკალიპტით გამოიყენება მხოლოდ გარეგანად და ინჰალაციისთვის.
თუ სიმპტომები ნარჩუნდება 3-5 დღის განმავლობაში, ქოშინის, თავის ტკივილის, ცხელების, პურიფორმული/სისხლიანი ნახველის ან ცხვირიდან გამონადების შემთხვევებში, რეკომენდებულია, რომ პაციენტმა დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.
გამოშვების ფორმა
მალამო გარეგანი გამოყენებისთვის და ინჰალაციისთვის.
50 გ ყავისფერ შუშის ქილაში ხრახნიანი პლასტმასის თავსახურით. ყოველი ქილა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეფუთვის გახსნის შემდეგ მალამო უნდა ინახებოდეს არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი: დრ. ტაის ნატურვარენ გმბჰ
დრ. პეტერ ტაის შტრასე 1, 66424 ჰომბურგი, გერმანია
შემფუთავი: პრეპარატის მუკოპლანტი დოქტორ ტაისი ევკალიპტით
რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი:
დრ. ტაის ნატურვარენ გმბჰ
მიხელინშტრასე 10,
66424 ჰომბურგი, გერმანია
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


