პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კარდიალური თერაპია

მონოსანი

MONOSAN

რეცეპტით40მგინსტრუქცია ქართულადჩეხეთი
რისთვის გამოიყენება

• გულის იშემიური დაავადება: სტენოკარდიის შტევების პროფილაქტიკა; • გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

სრულად
მოქმედი ნივთიერება
isosorbide mononitrate
ფორმა და შეფუთვა
40მგ ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
PRO.MED.CS Praha a.s., ჩეხეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კარდიალური პრეპარატები, ორგანული ნიტრატები
ATC კოდი
C01DA14
რეგისტრაციის ნომერი
რ-035634
რეგისტრირებულია
22 ივნისი 2022, მოქმედებს 22 ივნისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
PRO.MED.CS Praha a.s. (ჩეხეთი)
განმცხადებელი
ი.მ. ირაკლი მარგველაშვილი
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამონოსანი და სხვა წამალი ერთად

მონოსანი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • გულის იშემიური დაავადება: სტენოკარდიის შტევების პროფილაქტიკა;
  • გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

მიღების წესი და დოზირება

ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული პერორალურად, ჭამის შემდეგ, გადაიყლაპოს მთლიანად მცირე რაოდენობის სითხის დაყოლებით.

პრეპარატის დოზა და მიღების ჯერადობა ინიშნება ინდივიდუალურად დაავადების სიმძიმის მიხედვით.

ჩვეულებრივ პრეპარატი მიიღება დღეში 2-ჯერ, დილით და სადილის შემდეგ (მაგ., 8 საათზე და 15 საათზე), თითო 20 მგ ან 40 მგ ტაბლეტი. ტოლერანტობის განვითარების თავიდან ასაცილებლად, მეორე ტაბლეტი უნდა მიიღოთ პირველი ტაბლეტის მიღებიდან არანაკლებ 8 საათის შემდეგ.

ხშირი ღამის შეტევებით გამოწვეული ვარიანტული სტენოკარდიის დროს, რეკომენდებულია მედიკამენტის მიღება დილით და უშუალოდ ძილის წინ.

მაქსიმალური დღიური დოზაა 80 მგ.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა ორგანული ნიტრატების ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
  • სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევები (შოკი, სისხლძარღვოვანი კოლაფსი);
  • კარდიოგენური შოკი, თუ არ არის უზრუნველყოფილი საკმარისად მაღალი საბოლოო დიასტოლური წნევა მარცხენა პარკუჭში აორტის შიდა კონტრაპულსიის გამოყენებით ან დადებითი ინოტროპული მოქმედების საშუალებების შეყვანის ხარჯზე;
  • გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა ნაკლებია 90 მმ ვწყ.სვ.);
  • ერთდროული მიღება ფოსფოდიესთერაზა-5 ინჰიბიტორებთან, მათ შორის სილდენაფილთან, ვარდენაფილთან, ტადალაფილთან, რადგანაც ისინი ახდენენ ნიტრატების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის პოტენცირებას;
  • 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი).

სიფრთხილის ზომები

მკურნალობის რისკისა და სარგებლის თანაფარდობა უნდა იყოს გათვალისწინებული შემდეგი დაავადებების მქონე პაციენტებში:

  • ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია, კონსტრიქციული პერიკარდიტი, პერიკარდიუმის ტამპონადა;
  • ავსების დაბალი წნევა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს, მარცხენა პარკუჭოვანი უკმარისობა. არ უნდა დაიშვას სისტოლური არტერიული წნევის დაქვეითება 90 მმ ვწყ. სვ-ზე დაბლა);
  • აორტის და/ან მიტრალური სტენოზი;
  • სისხლძარღვოვანი რეგულირების ორთოსტატიკური დარღვევებისადმი ტენდენცია;
  • დახურულკუთხოვანი გლაუკომა (თვალის შიდაწნევის მომატების რისკი);
  • ჰიპერთირეოზი;
  • მძიმე ანემია;
  • დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ქალასშიდა წნევის გაზრდა (მათ შორის, ჰემორაგიული ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა);
  • გამოხატული თირკმლის უკმარისობა;
  • ღვიძლის მძიმე უკმარისობა (მეტჰემოგლობინემიის განვითარების რისკი).

პრეპარატი არ გამოიყენება მწვავე სტენოკარდიის ან მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის სამკურნალოდ.

მონოსანი არ მოქმედებს სისხლში შაქრის დონეზე, ამიტომ მისი გამოყენება არ არის უკუნაჩვენები დიაბეტით დაავადებულებისთვის.

მკურნალობის დროს აუცილებელია გაკონტროლდეს არტერიული წნევა და გულისცემის სიხშირე. არტერიული ჰიპოტენზიის ფონზე პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას საჭიროა დადებითი ინოტროპული მოქმედების პრეპარატების ერთდროულად მიღება. ხშირად დანიშვნას და მაღალ დოზებს შეუძლიათ გამოიწვიონ ტოლერანტობის განვითარება; ასეთ შემთხვევაში, რეგულარული მიღების 3-6 კვირის შემდეგ რეკომენდებულია პრეპარატის მოხსნა 24-48 საათით, ან პრეპარატით მონოსანი მკურნალობის შეჩერება 3-5 დღით მისი ამ დროის განმავლობაში სხვა ანტიანგინალური სამკურნალო პრეპარატებით ჩანაცვლებით.

აუცილებელია ვერიდოთ პრეპარატის მკვეთრად მოხსნას და დოზა უნდა შემცირდეს თანდათან.

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს.

პრეპარატი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, თანდაყოლილი ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ.

მონოსანის და სხვა მედიკამენტების ეფექტები შეიძლება ურთიერთქმედებდეს.

ბეტა-ბლოკატორებთან, კალციუმის არხების ბლოკატორებთან, შარდმდენებთან, ანტიფსიქოზურ საშუალებებთან, ფოსფოდიესთერაზა-5 ინჰიბიტორებთან (მათ შორის სილდენაფილთან, ვარდენაფილთან და ტადალაფილთან), ასევე ეთანოლთან ერთად გამოყენებისას, იზოსორბიდ მონონიტრატის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს.

მონოსანის ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს სხვა მედიკამენტებით, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ (ანტიჰიპერტენზიული საშუალებები), სისხლძარღვების გამაფართოებელი მედიკამენტებით (ვაზოდილატატორები) და დეპრესიის სამკურნალოდ მიღებული გარკვეული მედიკამენტებით (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები). ალკოჰოლის ერთდროულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი შემცირება.

მონოსანის დიჰიდროერგოტამინთან (შაკიკის სამკურნალო მედიკამენტების აქტიური ინგრედიენტი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ან თუ ეჭვი გაქვთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს მონოსანი უნდა მიიღოთ მხოლოდ აშკარა აუცილებლობის შემთხვევაში და მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატს შეუძლია, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა იმ საქმიანობაზე, რომელიც მოითხოვს სწრაფ ფსიქიკურ და მამოძრავებელ რეაქციას (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვა).

გვერდითი მოვლენები

თერაპიული დოზებით მიღებული ნიტრატები უსაფრთხოა და კარგად აიტანება.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: „ნიტრატული“ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში).

დარღვევები გულის მხრივ: ტაქიკარდია, იშვიათ შემთხვევებში - სტენოკარდიული შეტევების გაძლიერება (პარადოქსული რეაქცია)

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ: არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, გახშირებული პულსი, კოლაფსი.

დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, შესაძლებელია ენის წვის მსუბუქი შეგრძნება, პირის სიმშრალე.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სახის კანის გარდამავალი ჰიპერემია, სიცხის შეგრძნება, გამონაყარი კანზე, ალერგიული რეაქციები.

ზოგადი დარღვევები შეყვანის ადგილას: ტოლერანტობის განვითარება (მათ შორის ჯვარედინი სხვა ნიტრატებთან).

ჭარბი დოზა

სიმპტომები იზოსორბიდის მონონიტრატით მკურნალობისას ძალიან იშვიათად ხდება მწვავე მოწამვლა. კოლაფსი, გულის წასვლის მდგომარეობა, რეფლექტორული ტაქიკარდია, სისუსტე, თავბრუსხვევა, სიცხის შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, კანის სიწითლე, თავის ტკივილი, ორთოსტატული ჰიპოთენზია, შიში, მძიმე შემთხვევებში ციანოზი.

მკურნალობა

ზოგადი რეკომენდაციების გარდა, როგორიცაა კუჭის ამორეცხვა და პაციენტის ჰორიზონტალურ ქვედა კიდურების შემაღლებულ მდგომარეობაში მოთავსება, უნდა გაკონტროლდეს ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციური მაჩვენებლები და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მათი კორექცია. პაციენტებს გამოხატული ჰიპოტენზიით და/ან შოკური მდგომარეობით უნდა მოხდეს ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შევსება.

ეპინეფრინის (ადრენალინი) და მსგვასი ნაერთების შეყვანა უკუნაჩვენებია.

მეტჰემოგლობინემიით გამოწვეული ციანოზის კონტროლი ხდება მეთილენის ლურჯით, რომელიც ნელა შეჰყავთ ინტრავენურად დოზით 1 მგ/კგ სხეულის მასაზე.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 250C-მდე ტემპერატურაზე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ვაზოდილატატორული საშუალებები, ნიტრატი.

ათქ კოდი: C01DA14

ფარმაკოლოგიური თვისებები

პერიფერიული ვაზოდილატატორი, უპირატესად გავლენას ახდენს ვენურ სისხლძარღვებზე. ასტიმულირებს აზოტის ოქსიდის (ენდოთელური რელაქსაციური ფაქტორი) წარმოქმნას სისხლძარღვების ენდოთელიუმში, რომელიც იწვევს უჯრედშიდა გუანილატციკლაზას აქტივაციას, რის შედეგადაც ხდება ციკლოგუანოზინფოსფატის (ვაზოდილატაციის მედიატორი) მომატება.

ამცირებს მიოკარდიუმის ჟანგბადზე მოთხოვნილებას პრედატვირთვის და პოსტდატვირთვის დაქვეითების ხარჯზე. გააჩნია კორონაროგამაფართოებელი მოქმედება. ამცირებს სისხლის მიდინებას მარჯვენა წინაგულში, ხელს უწყობს წნევის დაქვეითებას სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში სიმპტომების რეგრესიას ფილტვის შეშუპებისას. ხელს უწყობს კორონარული სისხლის მიმოქცევის გადანაწილებას დაქვეითებული სისხლის მიმოქცევის მიდამოში. ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ გულის იშემიური დაავადების (გიდ), სტენოკარდიის მქონე პაციენტებში. აფართოებს ტვინის, ტვინის მაგარი გარსის სისხლძარღვებს, რასაც შეიძლება თან ახლდეს თავის ტკივილი. აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას, ამცირებს თრომბოციტების შიდა თრომბოქსანის სინთეზს. ისევე, როგორც სხვა ნიტრატების მიმართ, ვითარდება ჯვარედინი ტოლერანტობა. მოხსნის (მკურნალობის შეჩერების) შემდეგ მგრძნობელობა მის მიმართ სწრაფად აღდგება. ანტიანგინალური ეფექტი ვლინდება პერორალური მიღებიდან 30-45 წუთის შემდეგ და გრძელდება 8-10 საათის განმავლობაში. ანტიანგინალური ეფექტი დგება შიგნით მიღებიდან 30-45 წუთის შემდეგ და გრძელდება 8-დან 10 საათამდე.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

პერორალურად მიღების შემდეგ იზოსორბიდის მონონიტრატი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პერორალური მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია, მიიღწევა ერთი საათის განმავლობაში. მას აქვს მაღალი ბიოშღწევადობა დაახლოებით - 100%, რადგანაც არა აქვს ღვიძლში „პირველი გავლის“ ეფექტი. პრეპარატი არ უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.

განაწილება

განაწილების მოცულობა შეადგენს 0,62 ლ/კგ სხეულის მასაზე, კლირენსი - 115 მლ/წთ.

ბიოტრანსფორმაცია

იზოსორბიდის მონონიტრატი მეტაბოლიზდება ღვიძლში იზოსორბიდ 2-გლუკურონიდ იზოსორბიტ-5-მონონიტრატზე. ორივე მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად არააქტიურია. ბიულოგიური დაშლის ნახევარპერიოდი შეადგენს 4-დან 5 საათს.

გამოყოფა

გამოიყოფა თირკმელებით ძირითადად მეტაბოლიტების ფორმით, იზოსორბიდის მონონიტრატის მხოლოდ 2% გამოიყოფა გაურკვეველი სახით.

გულის, ღვიძლის, ან თირკმლის უკმარისობისას იზოსორბიდის მონონიტრატი არსებითად არ იცვლება.

იზოსორბიდის მონონიტრატის ეფექტური დონე სისხლში შეადგენს დაახლოვებით 100 ნგ/მლ. დამტკიცებულია მჭიდრო ურთიერთკავშირი სისხლის პლაზმაში წამლის კონცენტრაციას, ფილტვის არტერიაში დიასტოლურ წნევას, მარჯვენა წინაგულში საშუალო წნევასა და სისტემურ სისტოლურ-დიასტოლურ წნევას შორის.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

პრეპარატის სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

მონოსანი (MONOSAN)

სავაჭრო სახელწოდება

მონოსანი (Monosan)

საერთაშორისო არასაპატენტო სახელწოდება: იზოსორბიდის მონონიტრატი

სამკურნალწამლო ფორმა: ტაბლეტები

აღწერილობა

მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ერთ მხარეს ღარით.

თვისობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: იზოსორბიდ-5-მონონიტრატი 20 ან 40 მგ (იზოსორბიდ-5-მონონიტრატისა და ლაქტოზის მონოჰიდრატის ტრიტურაცია თანაფარდობით 80%:20% 25 მგ ან 50 მგ).

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, გრანულირებული ლაქტოზა, ტალკი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვაზოდილატატორული საშუალებები, ნიტრატი.

ათქ კოდი: C01DA14

ფარმაკოლოგიური თვისებები

პერიფერიული ვაზოდილატატორი, უპირატესად გავლენას ახდენს ვენურ სისხლძარღვებზე. ასტიმულირებს აზოტის ოქსიდის (ენდოთელური რელაქსაციური ფაქტორი) წარმოქმნას სისხლძარღვების ენდოთელიუმში, რომელიც იწვევს უჯრედშიდა გუანილატციკლაზას აქტივაციას, რის შედეგადაც ხდება ციკლოგუანოზინფოსფატის (ვაზოდილატაციის მედიატორი) მომატება.

ამცირებს მიოკარდიუმის ჟანგბადზე მოთხოვნილებას პრედატვირთვის და პოსტდატვირთვის დაქვეითების ხარჯზე. გააჩნია კორონაროგამაფართოებელი მოქმედება. ამცირებს სისხლის მიდინებას მარჯვენა წინაგულში, ხელს უწყობს წნევის დაქვეითებას სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში სიმპტომების რეგრესიას ფილტვის შეშუპებისას. ხელს უწყობს კორონარული სისხლის მიმოქცევის გადანაწილებას დაქვეითებული სისხლის მიმოქცევის მიდამოში. ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ გულის იშემიური დაავადების (გიდ), სტენოკარდიის მქონე პაციენტებში. აფართოებს ტვინის, ტვინის მაგარი გარსის სისხლძარღვებს, რასაც შეიძლება თან ახლდეს თავის ტკივილი. აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას, ამცირებს თრომბოციტების შიდა თრომბოქსანის სინთეზს. ისევე, როგორც სხვა ნიტრატების მიმართ, ვითარდება ჯვარედინი ტოლერანტობა. მოხსნის (მკურნალობის შეჩერების) შემდეგ მგრძნობელობა მის მიმართ სწრაფად აღდგება. ანტიანგინალური ეფექტი ვლინდება პერორალური მიღებიდან 30-45 წუთის შემდეგ და გრძელდება 8-10 საათის განმავლობაში. ანტიანგინალური ეფექტი დგება შიგნით მიღებიდან 30-45 წუთის შემდეგ და გრძელდება 8-დან 10 საათამდე.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

პერორალურად მიღების შემდეგ იზოსორბიდის მონონიტრატი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პერორალური მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია, მიიღწევა ერთი საათის განმავლობაში. მას აქვს მაღალი ბიოშღწევადობა დაახლოებით - 100%, რადგანაც არა აქვს ღვიძლში „პირველი გავლის“ ეფექტი. პრეპარატი არ უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.

განაწილება

განაწილების მოცულობა შეადგენს 0,62 ლ/კგ სხეულის მასაზე, კლირენსი - 115 მლ/წთ.

ბიოტრანსფორმაცია

იზოსორბიდის მონონიტრატი მეტაბოლიზდება ღვიძლში იზოსორბიდ 2-გლუკურონიდ იზოსორბიტ-5-მონონიტრატზე. ორივე მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად არააქტიურია. ბიულოგიური დაშლის ნახევარპერიოდი შეადგენს 4-დან 5 საათს.

გამოყოფა

გამოიყოფა თირკმელებით ძირითადად მეტაბოლიტების ფორმით, იზოსორბიდის მონონიტრატის მხოლოდ 2% გამოიყოფა გაურკვეველი სახით.

გულის, ღვიძლის, ან თირკმლის უკმარისობისას იზოსორბიდის მონონიტრატი არსებითად არ იცვლება.

იზოსორბიდის მონონიტრატის ეფექტური დონე სისხლში შეადგენს დაახლოვებით 100 ნგ/მლ. დამტკიცებულია მჭიდრო ურთიერთკავშირი სისხლის პლაზმაში წამლის კონცენტრაციას, ფილტვის არტერიაში დიასტოლურ წნევას, მარჯვენა წინაგულში საშუალო წნევასა და სისტემურ სისტოლურ-დიასტოლურ წნევას შორის.

გამოყენების ჩვენებები

  • გულის იშემიური დაავადება: სტენოკარდიის შტევების პროფილაქტიკა;
  • გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა ორგანული ნიტრატების ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
  • სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევები (შოკი, სისხლძარღვოვანი კოლაფსი);
  • კარდიოგენური შოკი, თუ არ არის უზრუნველყოფილი საკმარისად მაღალი საბოლოო დიასტოლური წნევა მარცხენა პარკუჭში აორტის შიდა კონტრაპულსიის გამოყენებით ან დადებითი ინოტროპული მოქმედების საშუალებების შეყვანის ხარჯზე;
  • გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა ნაკლებია 90 მმ ვწყ.სვ.);
  • ერთდროული მიღება ფოსფოდიესთერაზა-5 ინჰიბიტორებთან, მათ შორის სილდენაფილთან, ვარდენაფილთან, ტადალაფილთან, რადგანაც ისინი ახდენენ ნიტრატების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის პოტენცირებას;
  • 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი).

გამოყენების მეთოდი და დოზები

ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული პერორალურად, ჭამის შემდეგ, გადაიყლაპოს მთლიანად მცირე რაოდენობის სითხის დაყოლებით.

პრეპარატის დოზა და მიღების ჯერადობა ინიშნება ინდივიდუალურად დაავადების სიმძიმის მიხედვით.

ჩვეულებრივ პრეპარატი მიიღება დღეში 2-ჯერ, დილით და სადილის შემდეგ (მაგ., 8 საათზე და 15 საათზე), თითო 20 მგ ან 40 მგ ტაბლეტი. ტოლერანტობის განვითარების თავიდან ასაცილებლად, მეორე ტაბლეტი უნდა მიიღოთ პირველი ტაბლეტის მიღებიდან არანაკლებ 8 საათის შემდეგ.

ხშირი ღამის შეტევებით გამოწვეული ვარიანტული სტენოკარდიის დროს, რეკომენდებულია მედიკამენტის მიღება დილით და უშუალოდ ძილის წინ.

მაქსიმალური დღიური დოზაა 80 მგ.

სპეციალური გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები მიღებისას

მკურნალობის რისკისა და სარგებლის თანაფარდობა უნდა იყოს გათვალისწინებული შემდეგი დაავადებების მქონე პაციენტებში:

  • ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია, კონსტრიქციული პერიკარდიტი, პერიკარდიუმის ტამპონადა;
  • ავსების დაბალი წნევა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს, მარცხენა პარკუჭოვანი უკმარისობა. არ უნდა დაიშვას სისტოლური არტერიული წნევის დაქვეითება 90 მმ ვწყ. სვ-ზე დაბლა);
  • აორტის და/ან მიტრალური სტენოზი;
  • სისხლძარღვოვანი რეგულირების ორთოსტატიკური დარღვევებისადმი ტენდენცია;
  • დახურულკუთხოვანი გლაუკომა (თვალის შიდაწნევის მომატების რისკი);
  • ჰიპერთირეოზი;
  • მძიმე ანემია;
  • დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ქალასშიდა წნევის გაზრდა (მათ შორის, ჰემორაგიული ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა);
  • გამოხატული თირკმლის უკმარისობა;
  • ღვიძლის მძიმე უკმარისობა (მეტჰემოგლობინემიის განვითარების რისკი).

პრეპარატი არ გამოიყენება მწვავე სტენოკარდიის ან მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის სამკურნალოდ.

მონოსანი არ მოქმედებს სისხლში შაქრის დონეზე, ამიტომ მისი გამოყენება არ არის უკუნაჩვენები დიაბეტით დაავადებულებისთვის.

მკურნალობის დროს აუცილებელია გაკონტროლდეს არტერიული წნევა და გულისცემის სიხშირე. არტერიული ჰიპოტენზიის ფონზე პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას საჭიროა დადებითი ინოტროპული მოქმედების პრეპარატების ერთდროულად მიღება. ხშირად დანიშვნას და მაღალ დოზებს შეუძლიათ გამოიწვიონ ტოლერანტობის განვითარება; ასეთ შემთხვევაში, რეგულარული მიღების 3-6 კვირის შემდეგ რეკომენდებულია პრეპარატის მოხსნა 24-48 საათით, ან პრეპარატით მონოსანი მკურნალობის შეჩერება 3-5 დღით მისი ამ დროის განმავლობაში სხვა ანტიანგინალური სამკურნალო პრეპარატებით ჩანაცვლებით.

აუცილებელია ვერიდოთ პრეპარატის მკვეთრად მოხსნას და დოზა უნდა შემცირდეს თანდათან.

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს.

პრეპარატი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, თანდაყოლილი ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ.

მონოსანის და სხვა მედიკამენტების ეფექტები შეიძლება ურთიერთქმედებდეს.

ბეტა-ბლოკატორებთან, კალციუმის არხების ბლოკატორებთან, შარდმდენებთან, ანტიფსიქოზურ საშუალებებთან, ფოსფოდიესთერაზა-5 ინჰიბიტორებთან (მათ შორის სილდენაფილთან, ვარდენაფილთან და ტადალაფილთან), ასევე ეთანოლთან ერთად გამოყენებისას, იზოსორბიდ მონონიტრატის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს.

მონოსანის ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს სხვა მედიკამენტებით, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ (ანტიჰიპერტენზიული საშუალებები), სისხლძარღვების გამაფართოებელი მედიკამენტებით (ვაზოდილატატორები) და დეპრესიის სამკურნალოდ მიღებული გარკვეული მედიკამენტებით (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები). ალკოჰოლის ერთდროულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი შემცირება.

მონოსანის დიჰიდროერგოტამინთან (შაკიკის სამკურნალო მედიკამენტების აქტიური ინგრედიენტი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ან თუ ეჭვი გაქვთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს მონოსანი უნდა მიიღოთ მხოლოდ აშკარა აუცილებლობის შემთხვევაში და მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატს შეუძლია, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა იმ საქმიანობაზე, რომელიც მოითხოვს სწრაფ ფსიქიკურ და მამოძრავებელ რეაქციას (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვა).

გვერდითი მოვლენები

თერაპიული დოზებით მიღებული ნიტრატები უსაფრთხოა და კარგად აიტანება.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: „ნიტრატული“ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში).

დარღვევები გულის მხრივ: ტაქიკარდია, იშვიათ შემთხვევებში - სტენოკარდიული შეტევების გაძლიერება (პარადოქსული რეაქცია)

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ: არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, გახშირებული პულსი, კოლაფსი.

დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, შესაძლებელია ენის წვის მსუბუქი შეგრძნება, პირის სიმშრალე.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სახის კანის გარდამავალი ჰიპერემია, სიცხის შეგრძნება, გამონაყარი კანზე, ალერგიული რეაქციები.

ზოგადი დარღვევები შეყვანის ადგილას: ტოლერანტობის განვითარება (მათ შორის ჯვარედინი სხვა ნიტრატებთან).

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები იზოსორბიდის მონონიტრატით მკურნალობისას ძალიან იშვიათად ხდება მწვავე მოწამვლა. კოლაფსი, გულის წასვლის მდგომარეობა, რეფლექტორული ტაქიკარდია, სისუსტე, თავბრუსხვევა, სიცხის შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, კანის სიწითლე, თავის ტკივილი, ორთოსტატული ჰიპოთენზია, შიში, მძიმე შემთხვევებში ციანოზი.

მკურნალობა

ზოგადი რეკომენდაციების გარდა, როგორიცაა კუჭის ამორეცხვა და პაციენტის ჰორიზონტალურ ქვედა კიდურების შემაღლებულ მდგომარეობაში მოთავსება, უნდა გაკონტროლდეს ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციური მაჩვენებლები და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მათი კორექცია. პაციენტებს გამოხატული ჰიპოტენზიით და/ან შოკური მდგომარეობით უნდა მოხდეს ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შევსება.

ეპინეფრინის (ადრენალინი) და მსგვასი ნაერთების შეყვანა უკუნაჩვენებია.

მეტჰემოგლობინემიით გამოწვეული ციანოზის კონტროლი ხდება მეთილენის ლურჯით, რომელიც ნელა შეჰყავთ ინტრავენურად დოზით 1 მგ/კგ სხეულის მასაზე.

ვარგისიანობის ვადა

5 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 250C-მდე ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა

ტაბლეტები 20 მგ და 40 მგ.

10 ტაბლეტი ბლისტერში; 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი/ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:

პრო.მედ.ცს პრაღა ა.ო.

ტელჩკა 377/1, მიხლე, 140 00 პრაღა 4, ჩეხეთის რესპუბლიკა.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა