პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რადიოფარმაცევტული სადიაგნოსტიკო საშუალებები

მონ. ტეკ 99Mo/99mTc გენერატორი, 5-50 გბკ, რადიონუკლიდის გენერატორი

MON. TEK 99Mo/99mTc Generator, 5-50 GBq, Radionuclide Generator

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ეს მედიკამენტი არის რადიოფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც მხოლოდ დიაგნოსტიკური მიზნებისთვის გამოიყენება. მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორი არის სისტემა, რომელიც დიაგნოსტიკური მიზნებისთვის განკუთვნილი ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარის მისაღებად გამოიყენება. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (Radionuclide 99Mo/99mTc Generator (Sodium molybdate; Sodium pertechnetate))
ფორმა და შეფუთვა
5-50 GBq აქტივობის მქონე რადიოფარმაცევტული გენერატორი სხვადასხვა აქტივობის ი.ვ. საინექციო და თვალში ჩასაწვეთებელი ხსნარის მოსამზადებლად + საევაკუაციო ვაკუუმ ფლაკონი №5 დამოუკიდებელ შეფუთვაში + 5მლ 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი ფლაკონი №5 დამოუკიდებელ შეფუთვაში + 10მლ 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი ფლაკონი №5 დამოუკიდებელ შეფუთვაში
მწარმოებელი
CURIUM NUKLEER TIP ANONIM SIRKETI, თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რადიოფარმაცევტული სადიაგნოსტიკო საშუალებები, ფარისებრი ჯირკვლის სადიაგნოსტიკო სხვადასხვა რადიოფარმაცევტული საშუალებები
ATC კოდი
V09FX01
რეგისტრაციის ნომერი
რ-044029
რეგისტრირებულია
19 სექტემბერი 2025, მოქმედებს 7 მარტი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
CURIUM NUKLEER TIP ANONIM SIRKETI (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გეომედიკა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამონ. ტეკ 99Mo/99mTc გენერატორი, 5-50 გბკ, რადიონუკლიდის გენერატორი და სხვა წამალი ერთად

მონ. ტეკ 99Mo/99mTc გენერატორი, 5-50 გბკ, რადიონუკლიდის გენერატორი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ეს მედიკამენტი არის რადიოფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც მხოლოდ დიაგნოსტიკური მიზნებისთვის გამოიყენება.

მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორი არის სისტემა, რომელიც დიაგნოსტიკური მიზნებისთვის განკუთვნილი ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარის მისაღებად გამოიყენება. ნატრიუმის პერტექნეტატი (99mTc) ტექნეციუმის ელემენტის რადიოაქტიურ იზოტოპს წარმოადგენს და ძალიან მოკლე ნახევარდაშლის პერიოდით ხასიათდება. ამ მიზეზით, გამოყენების ცენტრებში მას გენერატორად წოდებული სისტემის საშუალებით იღებენ.

გენერატორის ხსნარი მცირედ რადიოაქტიურია. ხსნარი შეიძლება პირდაპირ თქვენ დაგენიშნოთ ან გამოყენებული იქნას სხვადასხვა ნაერთის მონიშვნის მიზნით, თქვენში არსებული დაავადების შესასწავლად.

ეს პრეპარატი ინტრავენური ინექციის ან თვალებში ჩაწვეთების გზით გამოიყენება.

მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორი ფარისებრი ჯირკვლის, სანერწყვე ჯირკვლების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ან თვალის საცრემლე არხების გამოკვლევისთვის გამოიყენება.

ექიმმა შესაძლოა ეს პრეპარატი სხვა მიზნებისთვისაც გამოიყენოს. თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს.

მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის გამოყენება მცირე დოზით რადიოაქტიურობასთან ექსპოზიციას გულისხმობს. თქვენი ექიმი და ბირთვული მედიცინის სპეციალისტი მიიჩნევენ, რომ რადიოფარმაცევტული საშუალების გამოყენებით ჩატარებული პროცედურისგან თქვენ მიერ მიღებული კლინიკური სარგებელი რადიაციით გამოწვეულ რისკებს გადაწონის.

მიღების წესი და დოზირება

რადიოფარმაცევტული პრეპარატების დანიშვნა მხოლოდ ბირთვული მედიცინის სპეციალისტების მიერ ბირთვული მედიცინის ცენტრებში უნდა მოხდეს.

რადიოფარმაცევტული პროდუქტების გამოყენება, დამუშავება და მოცილება მკაცრი კანონებით რეგულირდება. მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის გამოყენება მხოლოდ სპეციალურ კონტროლირებულ სივრცეებში მოხდება. ამ პროდუქტის დამუშავება და თქვენთვის მოწოდება მოხდება მხოლოდ მის უსაფრთხო გამოყენებაში მომზადებული და კვალიფიცირებული პირების მიერ. ეს პირები ამ პროდუქტის უსაფრთხო გამოყენებისთვის განსაკუთრებულ ზომებს მიიღებენ და მათი მოქმედებების შესახებ შესაბამის ინფორმაციას მოგაწვდიან.

სწორი მიწოდების ინსტრუქციები და დოზის / მიღების სიხშირე

ბირთვული მედიცინის სპეციალისტი, რომელიც პროცედურას მეთვალყურეობას უწევს, გადაწყვეტს, თუ რა რაოდენობა უნდა იქნას გამოყენებული თქვენს შემთხვევაში. ეს იქნება უმცირესი რაოდენობა, რომელიც აუცილებელი იქნება საჭირო ინფორმაციის მისაღებად. მოზრდილებში რეკომენდირებული რაოდენობა, როგორც წესი, 2-800 მბეკ ფარგლებში მერყეობს (მეგა ბეკერელი, ერთეული რომელიც რადიოაქტიურობის საზომად გამოიყენება).

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვებსა და მოზარდებში, მისაღები რაოდენობა ბავშვის წონაზე იქნება მორგებული.

მიღების მეთოდი და გზა

ეს მედიკამენტი ინტრავენური ინექციის ან თვალებში ჩაწვეთების გზით გამოიყენება.

თქვენი ავადმყოფობიდან გამომდინარე, თქვენი ექიმი განსაზღვრავს და მოგაწოდებთ წამლის თქვენთვის შესაფერის დოზას.

პროცედურის ხანგრძლივობა

ბირთვული მედიცინის სპეციალისტი შეგატყობინებთ პროცედურის ჩვეულ ხანგრძლივობას.

ბირთვული მედიცინის სპეციალისტი შეგატყობინებთ, დაგჭირდებათ თუ არა ამ წამლის მიღების შემდეგ რაიმე განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ, დაუკავშირდით ბირთვული მედიცინის ექიმს.

თუ ფიქრობთ, რომ მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის ეფექტი ზედმეტად ძლიერი ან ზედმეტად სუსტია, გთხოვთ გაესაუბროთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში

ბავშვებში დასანიშნი დოზა მკურნალი ექიმის მიერ განისაზღვრება და დაინიშნება.

გამოყენება მოხუცებში

ასაკოვან პაციენტებში დოზის სპეციფიური მოდიფიკაცია საჭირო არ არის. ის აგრეთვე ისაღვრება და ინიშნება მკურნალი ექიმის მიერ.

პაციენტების განსაკუთრებული პოპულაციები

თირკმლის/ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

საჭიროა ფრთხილად აიწონოს ამ პაციენტებში მისაღები აქტივობა, რადგან შესაძლოა რადიაციასთან მომატებულ ექსპოზიციას ჰქონდეს ადგილი.

თუ ნატრიუმის პერტექნეტატი (99mTc) თქვენთვის საჭიროზე მეტი რაოდენობით მოგეწოდათ

დოზის გადაჭარბება ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან თქვენ მონტეკის მხოლოდ ერთ დოზას მიიღებთ, რომელიც ზუსტად იქნება კონტროლირებული პროცედურაზე ზედამხედველი ბირთვული მედიცინის სპეციალისტის მიერ. თუმცა, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, თქვენ შესაბამისი მკურნალობა ჩაგიტარდებათ.

უკუჩვენებები

ის უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

თუ ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარი გამოიყენება რადიოფარმაცევტული პრეპარატის ნაკრების მარკირებისათვის, უკუჩვენებების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიძიონ რადიოფარმაცევტული პრეპარატის ნაკრების SmPC და PIL– ში.

სიფრთხილის ზომები

მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის გამოყენება დაუშვებელია

თუ თქვენ ხსნარში შემავალი აქტიური ნივთიერების, ნატრიუმის პერტექნეტატის 99mTc ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის ან მონიშნული რადიოფარმაცევტული ნაერთის რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიული ხართ.

თუ თქვენ 99mTc-ით მონიშნულ ფარმაცევტულ პრეპარატს იყენებთ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ უკუჩვენებების შესახებ ინფორმაცია, რომელიც რადიოფარმაცევტული პრეპარატის კომპლექტის პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელ დოკუმენტსა და შეფუთვის ინსტრუქციაში არის მოცემული.

მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო

მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ბირთვული მედიცინის სპეციალისტს

თუ ორსულად ხართ ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე

თუ მეძუძური დედა ხართ

თუ 18 წელზე უმცროსი ასაკის ხართ

თუ გაწუხებთ თირკმლის ფუნქციის რაიმე სახის დარღვევა. რადიაციასთან ექსპოზიციის მინიმუმამდე დაყვანისთვის, სპეციალისტმა შესაძლოა პრეპარატის მიღებიდან პირველი ექვსი საათის განმავლობაში დიდი რაოდენობით სითხეების მიღება და შარდის ბუშტის რეგულარულად დაცლა გთხოვოთ.

Tc-99m ნატრიუმის პერტექნეტატი ორსულობისას დედიდან ნაყოფს თავისუფალი პერტექნეტატის (კომპლექსთან შეუკავშირებელი) სახით გადაეცემა. ამ მიზეზით, ორსულობაზე ეჭვის არსებობისას, გთხოვთ ამ მედიკამენტის მიღებამდე ორსულობის ტესტი ჩაიტაროთ.

თუ თქვენ შვილოსნობის უნარის მქონე ქალი ხართ, ყველა ანალიზი და ტესტი მენსტრუალური ციკლიდან 10 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. გთხოვთ, ამის შესახებ მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს ექიმს.

გთხოვთ, გაესაუბროთ ექიმს, თუ ამ გაფრთხილებებიდან რომელიმე თქვენ შეგეხებათ, თუნდაც წარსულში.

მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის ხსნარის განზავება და მიწოდება შესაბამისი მომზადების მქონე პერსონალის მიერ ხდება. საავადმყოფო პასუხისმგებელია რადიოაქტიური სამედიცინო პროდუქტების მართვასა და მოცილებაზე. ამ პროდუქტის დამუშავება და მიწოდება მხოლოდ რადიოაქტიური მასალების უსაფრთხო მართვაში შესაბამისი მომზადებისა და კვალიფიკაციის მქონე პირების მიერ მოხდება.

თქვენი ექიმი შეგატყობინებთ, დაგჭირდებათ თუ არა რაიმე სხვა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება ამ პროდუქტის გამოყენების შემდეგ.

მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

მისი მიღების მეთოდების გათვალისწინებით, მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორს საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედებაში არ შედის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

წამლის ურთიერთქმედება აღწერილია ტვინის სცინტიგრაფიისას, სადაც მეტოტრექსატით გამოწვეული ვენტრიკულიტის შედეგად შეიძლება გაიზარდოს ცერებრალური პარკუჭების კედლებში (99mTc) პერტექნეტატის ათვისება. მუცლის ღრუს ვიზუალიზაციისას მედიკამენტებმა, როგორიცაა ატროპინი, იზოპრენალინი და ტკივილგამაყუჩებლები, შეიძლება გამოიწვიოს კუჭის დაცლის დაგვიანება და (99mTc) პერტექნეტატის ხელახლა გადანაწილება.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, იოდი, იოდიდი, პერქლორატი, თიოციანატი, ალუმინის შემცველი ანტაციდები, სულფონამიდები და კალის (II) იონების შემცველი პროდუქტები, შეიძლება იწვევდეს ნატრიუმის (99mTc) სისხლძარღვთა სივრცეში პერტექნეტატის კონცენტრაციის მომატებას, კალის (II) იონების და სულფონამიდების შემთხვევაში ნატრიუმის (99mTc) პერტექნეტატის კონცენტრაცია სისხლის წითელ უჯრედებში შეიძლება გაიზარდოს და შემცირდეს დაგროვება პლაზმაში და ცერებრულ დაზიანებებში. ასეთი მედიკამენტების გამოყენება უნდა შეწყდეს პროცედურამდე რამდენიმე დღით ადრე.

იოდის შემცველი რადიოლოგიური კონტრასტული საშუალებები და პერქლორატი შეიძლება ამცირებდეს 99mTc-პერტექტენატის შეწოვას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანში. ბარიუმის სულფატი შთანთქავს ტრასერის გამა გამოსხივების უმეტესობას. ამიტომ მეკელის დივერტიკულის სცინტიგრაფია უნდა ჩატარდეს ამ ნივთიერებების გამოყენებიდან ყველაზე ადრე 2-3 დღის შემდეგ.

საფაღარათო საშუალებებმა შეიძლება გაზარდოს 99mTc-პერტექტენატის ტრანსპორტი კუჭიდან და ნაწლავებიდან და არ უნდა იქნას მიღებული მეკელის დივერტიკულის სცინტიგრაფიის ჩატარებამდე.

99mTc მონიშნული ფარმაცევტული პრეპარატის ინტრავენური შეყვანის შემდეგ ურთიერთქმედების შესაძლო ტიპები დამოკიდებული იქნება გამოყენებულ სპეციფიკურ ნაერთზე. ასეთი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ რადიოფარმაცევტული პრეპარატისთვის გამოყენებული ნაკრების SmPC– ში.

ნატრიუმის პერტექნეტატის მიღება არ მიუთითებს რაიმე სახის საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედებაზე.

ყველაზე მნიშვნელოვანი შეუთავსებლობა:

ნატრიუმის (99mTc) პერტექნეტატის ხსნარი ან ტექნეტიუმ -99 m მარკირებული პრეპარატები არ უნდა იყოს შერეული ან შეყვანილი სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ან კომპონენტებთან ერთად. ბირთვული მედიცინის ჩარევის შემდეგ კალის (II) მარკირების ნაკრებების გამოყენებით, რეკომენდებულია ლოდინი მინიმუმ 8 დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ეფექტი შეიძლება იყოს სისხლის წითელი უჯრედების არასასურველი მარკირება.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ:

ურთიერთქმედების კვლევა არ ჩატარებულა.

პედიატრული პოპულაცია:

ურთიერთქმედების კვლევა არ ჩატარებულა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის მიღებამდე თქვენს ექიმს უნდა შეატყობინოთ, თუ არსებობს ალბათობა ორსულად იყოთ, თუ მენსტრუაცია დაგიგვიანდათ ან თუ ძუძუთი კვებავთ. გთხოვთ გაესაუბროთ თქვენს ექიმს.

თუ ორსულად ხართ, თქვენი ექიმი სარგებელსა და რისკებს შეაფასებს და ამ მედიკამენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგინიშნავთ, თუ ის თქვენთვის აბსულუტურად აუცილებელია.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე, თუ ორსულად ხართ ან არსებობს ალბათობა ორსულად იყოთ.

ძუძუთი კვება

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მეძუძური დედა ხართ, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ბირთვული მედიცინის სპეციალისტს.

თუ ამ მედიკამენტს იღებთ, თქვენ არ უნდა კვებოთ ჩვილი ძუძუთი, რადგან მცირე რადიოაქტიურობა შესაძლოა რძით გადაეცეს. შესაბამისად, თქვენმა ექიმმა შესაძლოა გამოკვლევა ძუძუთი კვების დასრულებამდე გადაავადის ან შესაძლოა ძუძუთი კვების შეწყვეტა გთხოვოთ. თუ კვლევის გადავადება შესაძლებელი არ არის, თქვენ უნდა:

გადააგდოთ გამოყოფილი რძე

შეწყვიტოთ ძუძუთი კვება მინიმუმ 12 საათის განმავლობაში.

გთხოვთ, შეეკითხოთ ბირთვული მედიცინის სპეციალისტს, თუ როდის შეგიძლიათ ძუძუთი კვების გაგრძელება.

მონტეკის მიღებამდე თქვენ უნდა:

დალიოთ დიდი რაოდენობით სითხე გამოკვლევის დაწყებამდე, იმისათვის, რომ კვლევის შემდეგ პირველი საათების განმავლობაში რაც შეიძლება ხშირად მოშარდოთ.

მშიერი იყოთ მეკელის დივერტიკულის სცინტიგრაფიამდე 3-4 საათის განმავლობაში, რათა წვრილი ნაწლავის პერისტალტიკა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ამ მედიკამენტს ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე უარყოფითი გავლენა არ აქვს.

მნიშვნელოვანი ინფომაცია მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

თუ თქვენ არ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, ამ ინგრედიენტების მიმართ რაიმე უარყოფითი ეფექტი მოსალოდნელი არ არის.

ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარი, რომელიც მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორისგან მიიღება, ნატრიუმს (ქლორიდი, ჰიდროქსიდი) შეიცავს. თუმცა, რადგან შემცველობა 1 მლ დოზაზე 23 მგ ნატრიუმზე ნაკლებია, ნატრიუმთან დაკავშირებით სპეციფიური გაფრთხილება აუცილებელი არ არის.

სხვა მედიკამენტების გამოყენება

გთხოვთ, პროცედურის მეთვალყურე ბირთვული მედიცინის სპეციალისტს უთხრათ, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით რაიმე სხვა მედიკამენტს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატებს, რადგან მათ შესაძლოა გამოსახულებების ინტერპრეტაციას ხელი შეუშალონ.

ისეთი წამლები, როგორიცაა ატროპინი ან იზოპრენალინი (გულის დაავადებისთვის)

ტკივილგამაყუჩებლები

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დეფიციტის სამკურნალოდ)

თიოციანატი (ანტითიროიდული საშუალება)

კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელი საშუალებები

სულფონამიდები (ინფექციებისთვის)

ნივთიერებები, რომლებიც ტინ-II იონებს შეიცავს

საფაღარათო საშუალებები

იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერება

ბარიუმის სულფატი

მეტოტრექსატი (კიბოსთვის და სხვა ავთვისებიანი პათოლოგიებისთვის)

პერქლორატი (ანტითიროიდული საშუალება)

გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით რაიმე სხვა მედიკამენტს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები იმ პაციენტებში, რომლებსაც რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვთ.

თქვენი ექიმი მიიჩნევს, რომ სარგებელი, რომელსაც თქვენ რადიოფარმაცევტული პრეპარატისგან მიიღებთ, რადიაციით გამოწვეულ რისკს გადაწონის.

ამ დასანიშნი რადიოფარმაცევტული პრეპარატის მიწოდებისას ორგანიზმში მცირე რაოდენობით მაიონიზებელი რადიაცია შეიყვანება, რომელიც კიბოს და მემკვიდრული პათოლოგიების ძალიან დაბალ რისკთან არის დაკავშირებული.

შესაძლო გვერდითი ეფექტები ქვემოთ არის ჩამოთვლილი - სიხშირე უცნობია, რადგან მისი დადგენა ხელმისაწვდომი მონაცემებიდან შეუძლებელია:

ალერგიული რეაქციები, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა

კანის გამონაყარი, ქავილი

ჭინჭრის ციება

სხვადასხვა ადგილის, მაგალითად სახის შეშუპება

სუნთქვის გაძნელება

კანის სიწითლე

კომა

სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული რეაქციები, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა

გულისცემის სიხშირის მომატება, გულისცემის სიხშირის დაქვეითება

გულის წასვლა

მხედველობის დაბინდვა

თავბრუსხვევა

თავის ტკივილი

წამოხურება

კუჭ-ნაწლავის დარღვევები, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა

ღებინება

გულისრევა

ფაღარათი

ინექციის ადგილის რეაქციები, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა

კანის ანთება

ტკივილი

შეშუპება

სიწითლე

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ რაიმე გვერდითი ეფექტი გაგივითარდებათ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცეტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც ამ ბროშურაში მოცემული არ არის. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტები პირდაპირ, ნაციონალური შეტყობინების სისტემის გამოყენებით შეატყობინოთ. გვერდითი ეფექტების შეტყობინების გზით, თქვენ შეგიძლიათ დახმარება გაუწიოთ ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი სერიოზული გახდება, ან თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც ამ ბროშურაში მოცემული არ არის, გთხოვთ შეატყობინოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორი ინახება მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორი?

თქვენ ამ მედიკამენტის შენახვა არ მოგიწევთ. ამ მედიკამენტის შენახვა წარმოადგენს სპეციალისტის პასუხისმგებლობას, შესაბამის დაწესებულებაში. რადიოფარმაცევტული პრეპარატების შენახვა მოხდება რადიოაქტიური მასალების შესახებ ნაციონალური რეგულაციების თანახმად.

ეს ინფორმაცია მხოლოდ სპეციალისტებისთვის არის განკუთვნილი.

მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის შენახვა უნდა მოხდეს საავადმყოფოებში ან გამოყენების ცენტრებში თავისივე ორიგინალ შეფუთვაში, 25C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

გენერატორის ვარგისიანობის ვადა არის მისი წარმოების თარიღიდან 21 დღე და მისი კალიბრაციის თარიღიდან 15 დღე.

99mTc ნატრიუმის პერტექნეტატის ხსნარი (ელუატი), რომელიც გენერატორისგან მიიღება, უნდა ინახებოდეს ტყვიის დამცავში 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე და მისი გამოყენება 12 საათის ვადაში უნდა მოხდეს.

კომპლექტის ეტიკეტირების შემდეგ, ვარგისიანობის ამოწურვის თარიღი უნდა შედარდეს ეტიკეტირებული პროდუქტის ვარგისიანობის ამოწურვის თარიღს და გათვალისწინებული უნდა იქნას მათგან უფრო მოკლე.

შეინახეთ მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორი თავის ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისთვის დაფარულ და მიუწვდომელ ადგილზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ამოწურვის თარიღის გათვალისწინებით.

არ გამოიყენოთ მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორი შეფუთვაზე მოცემული ვარგისიანობის თარიღის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში

საბაზრო წარმოების ნებართვის მფლობელი:

Curium Nükleer Tıp A.Ş.TÜBİTAK MAM Teknoparkı

41470 Gebze Kocaeli თურქეთი

ტელ: +90 262 648 02 00

ფაქსი: +90 262 646 40 39

ჭარბი დოზა

რადიოაქტიურობით გამოწვეული დაზიანებების რისკი მოიმატებს. შესაბამისად, ექიმი გირჩევთ დიდი რაოდენობით სითხე მიიღოთ და ხშირად მოშარდოთ, რათა ამ მედიკამენტის ორგანიზმიდან შარდით გამოყოფა დაჩქარდეს.

თუ მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის გამოყენება დაგავიწყდებათ

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზების ასანაზღაურებლად.

ეს შემთხვევა მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორს არ ეხება, რადგან ის მხოლოდ უშუალოდ ექიმის მიერ, დიაგნოსტიკის მიზნით გამოიყენება.

თუ მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის მიღებას შეწყვეტთ

მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორი სამედიცინო მკურნალობის მიზნით არ გამოიყენება.

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტი:

მთავარი ნუკლიდი:

ნატრიუმის მოლიბდატი ( Na99MoO4) 5-50 GBq /გენერატორი

(Mo-99 რადიოაქტივობა კალიბრაციის დროს)

შვილეული ნუკლიდი:

ნატრიუმის (99mTc) პერტექნეტატი (მიღებულია 99Mo/99m Tc გენერატორის სისტემიდან.)

მონ.ტეკ 99Mo/99mTc გენერატორი შეიცავს 99Mo იზოტოპს, რომელიც ადსორბირებულია ქრომატოგრაფიულ სვეტზე. 99mTc იზოტოპი წარმოებულია 99Mo, დაშლით, გამა გამოსხივების ემისიით, საშუალო ენერგიით- 140 keV და ნახევარგამოყოფის პერიოდით 6,02 საათით ტექნიციუმ -99 -მდე, რომელიც ხანგრძლივი- 2.13 x 105 წლიანი ნახევარდაშლის პერიოდის გათვალისწინებით შეიძლება განხილული იყოს როგორც კვაზი-სტაბილური.

სტერილური ნატრიუმი 99mTc პერტექნეტატის ხსნარი მიიღება 99Mo/99m Tc გენერატორის გახსნით.

ნატრიუმის პერტექნეტატის რაოდენობა (99mTc), რომელიც შეიძლება ამოღებულ იქნას გენერატორიდან ნებისმიერ დროს, დამოკიდებულია ნატრიუმის (99 Mo) მოლიბდატის რაოდენობაზე, მიღებული ელუატის მოცულობაზე და წინა ელუციიდან ახსნილ დროზე.

შემავსებლები:

ნატრიუმის ქლორიდი: 9 მგ/მლ

ნატრიუმის ჰიდროქსიდი: q.s. pH-კორექციისთვის

შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6.1

შენახვის პირობები

გენერატორის შენახვის ვადაა 21 დღე წარმოების დღიდან და 15 დღე კალიბრაციის დღიდან.

ნატრიუმის პერტექნეტატის 99mTc ხსნარი გამოსაყენებლად ვარგისია მარკირების დღიდან და დროდან 12 საათის განმავლობაში.

შენახვის ვადა ნაკრებთან მარკირების შემდეგ უნდა განისაზღვროს უფრო მოკლეს მიხედვით, ეტიკეტირების პროდუქტის შენახვის ვადის გათვალისწინებით.

  • 4 განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის

მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორი ინახება 25 ºC-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში და ტყვიის საფარში, რომელიც სპეციფიურად შექმინილია და გაყინვა არ შეიძლება.

ელუატი და მიღებული გამხსნელი უნდა ინახებოდეს 25 ºC-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე

  • 5 შეფუთვის აღწერა და შემადგენლობა

პირველადი შეფუთვა:

Ph. Eur. ტიპი I უფერო მინის კოლბა,

Ph. Eur. ტიპი I ბრომბუტილის რეზინის საცობი,

ალუმინის თავსახური და

უჟანგავი ფოლადის ნემსების ნაკრები

მეორეული შეფუთვა:

ტყვიის ფარი

გენერატორის ნაკრების შემადგენლობა:

ერთი 99Mo/99mTc რადიონუკლიდური გენერატორი სპეციალურ შეფუთვაში.

%0.9 NaCl სტერიულირი ხსნარი 10მლ ან 5მლ (თითოს 5 ფლაკონი) მუყაოს კოლოფში, 10 სტერულური ევაკუირებული ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

10 ფლაკონის ეტიკეტი ტექნეტიუმის პერტექნეტატის ხსნარისთვის (99mTc),

10 ტყვიის საფარის ეტიკეტი

10 იზოპროპილის სპირტის ქსოვილი %70,

გამოყენების ინსტრუქცია და პროდუქტის ინფორმაციის სახელმძღვანელო.

  • 6 განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები გამოყენებული სამკურნალო პროდუქტის ან ნარჩენი მასალის განკარგვისას და სხვა სახის დამუშავებისთვის

რადიოფარმაცევტული საშუალებების მიღება, გამოყენება და ადმინისტრირება უნდა მოხდეს მხოლოდ ავტორიზებული პირების მიერ შემუშავებულ კლინიკურ პირობებში. მათი მიღება, შენახვა, გამოყენება, გადაცემა და განკარგვა ექვემდებარება ადგილობრივი კომპეტენტური ოფიციალური ორგანიზაციის დებულებებს და/ან შესაბამის ლიცენზიებს.

რადიოფარმაცევტული საშუალებები უნდა მომზადდეს ისე, რომ დააკმაყოფილოს რადიაციული უსაფრთხოების და ფარმაცევტული ხარისხის მოთხოვნები.

რადიოფარმაცევტული საშუალებების ადმინისტრირება საფრთხეს უქმნის სხვა პირებს გარე გამოსხივებისგან ან დაბინძურებული შარდისგან, ღებინებისგან და ა.შ. შესაბამისად, რადიაციული დაცვის ზომები უნდა იქნას მიღებული ეროვნული რეგულაციების შესაბამისად.

ვინაიდან გენერატორსა და გამოყენებულ ევაკუირებულ ფლაკონებს აქვთ რადიოაქტიური მახასიათებლები, ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენები უნდა განადგურდეს რადიოაქტიური მასალის ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

რადიოფარმაცევტული საშუალებების ადმინისტრირება საფრთხეს უქმნის სხვა პირებს გარე გამოსხივებისგან ან დაბინძურებული შარდისგან, ამონაღები მასისგან და ა.შ. შესაბამისად, რადიაციული დაცვის ზომები უნდა იქნას მიღებული ეროვნული რეგულაციების შესაბამისად.

ვინაიდან გენერატორსა და გამოყენებულ ევაკუირებულ ფლაკონებს აქვთ რადიოაქტიური მახასიათებლები, ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს რადიოაქტიური მასალის ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად. დაბინძურებული მასალა უნდა განადგურდეს როგორც რადიოაქტიური ნარჩენები, ავტორიზებული გზით

რადიოაქტიური მასალების დამუშავებისას უნდა დაიცვან უსაფრთხოების ჩვეულებრივი ზომები. გამოყენების შემდეგ, რადიო ფარმაცევტული საშუალებების მომზადებასა და მიღებასთან დაკავშირებული ყველა მასალა, მათ შორის ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი და მისი კონტეინერი, უნდა დეზინფიცირდეს ან დამუშავდეს როგორც რადიოაქტიური ნარჩენები და განკარგვა უნდა მოხდეს ადგილობრივი კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად. დაბინძურებული მასალა უნდა განადგურდეს რადიოაქტიური ნარჩენების სახით, ავტორიზებული გზით.

რადიოაქტიურობის დაშლის შემდეგ არ არსებობს სპეციალური ზომები ნარჩენების განადგურებისთვის.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში

ფარმაკოლოგიური თვისებები

სადიაგნოსტიკო რადიოფარმაცევტული საშუალებები

ATC კოდი:

V09FX01

ჩვეულებრივი დოზირების ლიმიტებით გამოყენებისას ფარმაკოდინამიკური ეფექტი მოსალოდნელი არ არის.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

ზოგადი მახასიათებლები

განაწილება

პერტექნეტატის იონს აქვს იოდიდისა და პერქლორატის იონების მსგავსი ბიოლოგიური განაწილება, რომელიც დროებით კონცენტრირდება სანერწყვე ჯირკვლებში, ქოროიდულ წნულში, კუჭში (კუჭის ლორწოვანი გარსი) და ფარისებრ ჯირკვალში, საიდანაც იგი გამოიყოფა უცვლელი სახით. პერტექნეტატული იონი ასევე კონცენტრირდება გაზრდილი ვასკულარიზაციის ან სისხლძარღვთა არანორმალური გამტარიანობის არეებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბლოკირების აგენტებით წინასწარი მკურნალობა აფერხებს ჯირკვლოვან სტრუქტურებში შეწოვას. 99mTc შერჩევითად გამოიყოფა ცერებროსპინალური სითხისგან.

ინტრავენური შეყვანის შემდეგ პერტექნეტატი (99mTc) ვრცელდება მთელ სისხლძარღვთა სისტემაზე, საიდანაც იგი გამოიყოფა სამი ძირითადი მექანიზმით:

  • სწრაფი გამოყოფა, დამოკიდებულია დიფუზიურ წონასწორობაზე ინტერსტიციალური სითხით
  • გამოყოფის შუალედური მაჩვენებელი, რაც დამოკიდებულია პერტექნეტატის კონცენტრაციაზე ჯირკვლოვან ქსოვილებში, ძირითადად ფარისებრი ჯირკვლის, სანერწყვე და კუჭის ფუნდუსის ჯირკვლებში, რომლებსაც აქვთ იონური ტუმბოს მექანიზმი
  • თირკმელებით გორგლოვანი ფილტრაციით ნელი გამოყოფა შარდის გამოყოფის სიჩქარეზეა დამოკიდებული.

ბიოტრანსფორმაცია

ტექნეტიუმი პირდაპირ ორგანიზმიდან გამოიყოფა შესამჩნევი მეტაბოლიზმის გარეშე.

ელიმინაცია

შეყვანის შემდეგ პირველი 24 საათის განმავლობაში გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად (დაახლოებით 25 %), ხოლო ფეკალური ექსკრეცია ხდება მომდევნო 48 საათის განმავლობაში. მიღებული აქტივობის დაახლოებით 50 % გამოიყოფა პირველი 50 საათის განმავლობაში.

როდესაც ჯირკვლოვან სტრუქტურებში პერტექნეტატის (99mTc) შერჩევითი შეწოვა იბლოკება მაბლოკირებელი აგენტების წინასწარი შეყვანის შედეგად, ექსკრეცია მიჰყვება იმავე გზებს, მაგრამ არსებობს თირკმლის კლირენსის უფრო მაღალი მაჩვენებელი.

როდესაც პერტექნეტატი (99mTc) გამოიყენება შემამცირებელ აგენტებთან წინასწარ მკურნალობასთან ერთად, როგორიცაა სტანის/მედრონატი, რომლებიც იწვევს სისხლის წითელი უჯრედების "სტანოზურ დატვირთვას", ადმინისტრირებული აქტივობის დაახლოებით 95 % -ს ითვისებს სისხლის წითელი უჯრედები სადაც ის უკავშირდება უჯრედებშს.. ნებისმიერი შეუზღუდავი პერტექნეტატი (99mTc) გამოიყოფა თირკმელებით; რადიოაქტიურობა პლაზმაში ჩვეულებრივ ინტრავასკულური აქტივობის 5 % -ზე ნაკლებს შეადგენს.

Technetium-99m- ის ბედი მოჰყვება თავად მარკირებულ ერითროციტებს და აქტივობა ძალიან ნელა გამოიყოფა. ვარაუდობენ, რომ ვითარდება მოცირკულირე სისხლის წითელი უჯრედებიდან აქტიურობის მცირე დონე.

ნახევარგამოყოფის პერიოდი

პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 3 საათს შეადგენს.

ხაზოვნება/არახაზოვნების შემთხვევა

Technetium-99m– ის ეფექტს არ აქვს წრფივი კავშირი დოზასთან.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ფურცელი: მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაცია

მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორი, 5-50 გბკ, რადიონუკლიდის გენერატორი

ინტრავენური ან თვალის წვეთების სახით

აქტიური ინგრედიენტი:

საწყისი ნუკლიდი:

ნატრიუმის მოლიბდატი (Na99MoO4) 5-50 გბკ / გენერატორი

(Mo-99 რადიოაქტიურობა კალიბრაციის დღეზე)

წარმოებული ნუკლიდი:

ნატრიუმის (99m) პერტექნეტატი (მიღებული 99Mo/99mTc გენერატორის სისტემით)

შემავსებლები:

ალუმინის ოქსიდი, მოლიბდენის ტრიოქსიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა, წყალბადის ზეჟანგი და ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი.

მედიკამენტის გამოყენებამდე მთლიანად ყურადღებით გაეცანით ამ ინსტრუქციას, რადგან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა, მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს წამალი თქვენ დაგენიშნათ, არ გადასცეთ ის სხვებს.

გთხოვთ ზედმიწევნით დაიცვათ ამ ინსტრუქციაში მოცემული მითითებები. არ მიიღოთ თქვენთვის დანიშნულ და რეკომენდირებულ დოზაზე მაღალი ან დაბალი დოზა.

საავადმყოფოში ან ექიმთან მოხვედრის შემთხვევაში, მიაწოდეთ ექიმს ინფორმაცია ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ.

ამ ინსტრუქციაში წაიკითხავთ:

  • რა არის მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორი და რისთვის გამოიყენება ის?
  • რა უნდა იცოდეთ მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის მიღებამდე
  • როგორ გამოიყენება მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორი?
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის შენახვის წესი
  • რა არის მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორი და რისთვის გამოიყენება ის?

ეს მედიკამენტი არის რადიოფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც მხოლოდ დიაგნოსტიკური მიზნებისთვის გამოიყენება.

მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორი არის სისტემა, რომელიც დიაგნოსტიკური მიზნებისთვის განკუთვნილი ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარის მისაღებად გამოიყენება. ნატრიუმის პერტექნეტატი (99mTc) ტექნეციუმის ელემენტის რადიოაქტიურ იზოტოპს წარმოადგენს და ძალიან მოკლე ნახევარდაშლის პერიოდით ხასიათდება. ამ მიზეზით, გამოყენების ცენტრებში მას გენერატორად წოდებული სისტემის საშუალებით იღებენ.

გენერატორის ხსნარი მცირედ რადიოაქტიურია. ხსნარი შეიძლება პირდაპირ თქვენ დაგენიშნოთ ან გამოყენებული იქნას სხვადასხვა ნაერთის მონიშვნის მიზნით, თქვენში არსებული დაავადების შესასწავლად.

ეს პრეპარატი ინტრავენური ინექციის ან თვალებში ჩაწვეთების გზით გამოიყენება.

მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორი ფარისებრი ჯირკვლის, სანერწყვე ჯირკვლების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ან თვალის საცრემლე არხების გამოკვლევისთვის გამოიყენება.

ექიმმა შესაძლოა ეს პრეპარატი სხვა მიზნებისთვისაც გამოიყენოს. თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს.

მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის გამოყენება მცირე დოზით რადიოაქტიურობასთან ექსპოზიციას გულისხმობს. თქვენი ექიმი და ბირთვული მედიცინის სპეციალისტი მიიჩნევენ, რომ რადიოფარმაცევტული საშუალების გამოყენებით ჩატარებული პროცედურისგან თქვენ მიერ მიღებული კლინიკური სარგებელი რადიაციით გამოწვეულ რისკებს გადაწონის.

  • რა უნდა იცოდეთ მონ.ტეკ99Mo / 99mTc გენერატორის მიღებამდე

მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის გამოყენება დაუშვებელია

თუ თქვენ ხსნარში შემავალი აქტიური ნივთიერების, ნატრიუმის პერტექნეტატის 99mTc ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის ან მონიშნული რადიოფარმაცევტული ნაერთის რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიული ხართ.

თუ თქვენ 99mTc-ით მონიშნულ ფარმაცევტულ პრეპარატს იყენებთ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ უკუჩვენებების შესახებ ინფორმაცია, რომელიც რადიოფარმაცევტული პრეპარატის კომპლექტის პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელ დოკუმენტსა და შეფუთვის ინსტრუქციაში არის მოცემული.

მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო

მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ბირთვული მედიცინის სპეციალისტს

თუ ორსულად ხართ ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე

თუ მეძუძური დედა ხართ

თუ 18 წელზე უმცროსი ასაკის ხართ

თუ გაწუხებთ თირკმლის ფუნქციის რაიმე სახის დარღვევა. რადიაციასთან ექსპოზიციის მინიმუმამდე დაყვანისთვის, სპეციალისტმა შესაძლოა პრეპარატის მიღებიდან პირველი ექვსი საათის განმავლობაში დიდი რაოდენობით სითხეების მიღება და შარდის ბუშტის რეგულარულად დაცლა გთხოვოთ.

Tc-99m ნატრიუმის პერტექნეტატი ორსულობისას დედიდან ნაყოფს თავისუფალი პერტექნეტატის (კომპლექსთან შეუკავშირებელი) სახით გადაეცემა. ამ მიზეზით, ორსულობაზე ეჭვის არსებობისას, გთხოვთ ამ მედიკამენტის მიღებამდე ორსულობის ტესტი ჩაიტაროთ.

თუ თქვენ შვილოსნობის უნარის მქონე ქალი ხართ, ყველა ანალიზი და ტესტი მენსტრუალური ციკლიდან 10 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. გთხოვთ, ამის შესახებ მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს ექიმს.

გთხოვთ, გაესაუბროთ ექიმს, თუ ამ გაფრთხილებებიდან რომელიმე თქვენ შეგეხებათ, თუნდაც წარსულში.

მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის ხსნარის განზავება და მიწოდება შესაბამისი მომზადების მქონე პერსონალის მიერ ხდება. საავადმყოფო პასუხისმგებელია რადიოაქტიური სამედიცინო პროდუქტების მართვასა და მოცილებაზე. ამ პროდუქტის დამუშავება და მიწოდება მხოლოდ რადიოაქტიური მასალების უსაფრთხო მართვაში შესაბამისი მომზადებისა და კვალიფიკაციის მქონე პირების მიერ მოხდება.

თქვენი ექიმი შეგატყობინებთ, დაგჭირდებათ თუ არა რაიმე სხვა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება ამ პროდუქტის გამოყენების შემდეგ.

მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

მისი მიღების მეთოდების გათვალისწინებით, მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორს საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედებაში არ შედის.

ორსულობა

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის მიღებამდე თქვენს ექიმს უნდა შეატყობინოთ, თუ არსებობს ალბათობა ორსულად იყოთ, თუ მენსტრუაცია დაგიგვიანდათ ან თუ ძუძუთი კვებავთ. გთხოვთ გაესაუბროთ თქვენს ექიმს.

თუ ორსულად ხართ, თქვენი ექიმი სარგებელსა და რისკებს შეაფასებს და ამ მედიკამენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგინიშნავთ, თუ ის თქვენთვის აბსულუტურად აუცილებელია.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე, თუ ორსულად ხართ ან არსებობს ალბათობა ორსულად იყოთ.

ძუძუთი კვება

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მეძუძური დედა ხართ, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ბირთვული მედიცინის სპეციალისტს.

თუ ამ მედიკამენტს იღებთ, თქვენ არ უნდა კვებოთ ჩვილი ძუძუთი, რადგან მცირე რადიოაქტიურობა შესაძლოა რძით გადაეცეს. შესაბამისად, თქვენმა ექიმმა შესაძლოა გამოკვლევა ძუძუთი კვების დასრულებამდე გადაავადის ან შესაძლოა ძუძუთი კვების შეწყვეტა გთხოვოთ. თუ კვლევის გადავადება შესაძლებელი არ არის, თქვენ უნდა:

გადააგდოთ გამოყოფილი რძე

შეწყვიტოთ ძუძუთი კვება მინიმუმ 12 საათის განმავლობაში.

გთხოვთ, შეეკითხოთ ბირთვული მედიცინის სპეციალისტს, თუ როდის შეგიძლიათ ძუძუთი კვების გაგრძელება.

მონტეკის მიღებამდე თქვენ უნდა:

დალიოთ დიდი რაოდენობით სითხე გამოკვლევის დაწყებამდე, იმისათვის, რომ კვლევის შემდეგ პირველი საათების განმავლობაში რაც შეიძლება ხშირად მოშარდოთ.

მშიერი იყოთ მეკელის დივერტიკულის სცინტიგრაფიამდე 3-4 საათის განმავლობაში, რათა წვრილი ნაწლავის პერისტალტიკა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ამ მედიკამენტს ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე უარყოფითი გავლენა არ აქვს.

მნიშვნელოვანი ინფომაცია მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

თუ თქვენ არ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, ამ ინგრედიენტების მიმართ რაიმე უარყოფითი ეფექტი მოსალოდნელი არ არის.

ნატრიუმის პერტექნეტატის (99mTc) ხსნარი, რომელიც მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორისგან მიიღება, ნატრიუმს (ქლორიდი, ჰიდროქსიდი) შეიცავს. თუმცა, რადგან შემცველობა 1 მლ დოზაზე 23 მგ ნატრიუმზე ნაკლებია, ნატრიუმთან დაკავშირებით სპეციფიური გაფრთხილება აუცილებელი არ არის.

სხვა მედიკამენტების გამოყენება

გთხოვთ, პროცედურის მეთვალყურე ბირთვული მედიცინის სპეციალისტს უთხრათ, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით რაიმე სხვა მედიკამენტს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატებს, რადგან მათ შესაძლოა გამოსახულებების ინტერპრეტაციას ხელი შეუშალონ.

ისეთი წამლები, როგორიცაა ატროპინი ან იზოპრენალინი (გულის დაავადებისთვის)

ტკივილგამაყუჩებლები

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დეფიციტის სამკურნალოდ)

თიოციანატი (ანტითიროიდული საშუალება)

კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელი საშუალებები

სულფონამიდები (ინფექციებისთვის)

ნივთიერებები, რომლებიც ტინ-II იონებს შეიცავს

საფაღარათო საშუალებები

იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერება

ბარიუმის სულფატი

მეტოტრექსატი (კიბოსთვის და სხვა ავთვისებიანი პათოლოგიებისთვის)

პერქლორატი (ანტითიროიდული საშუალება)

გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით რაიმე სხვა მედიკამენტს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს.

  • როგორ გამოიყენება მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორი?

რადიოფარმაცევტული პრეპარატების დანიშვნა მხოლოდ ბირთვული მედიცინის სპეციალისტების მიერ ბირთვული მედიცინის ცენტრებში უნდა მოხდეს.

რადიოფარმაცევტული პროდუქტების გამოყენება, დამუშავება და მოცილება მკაცრი კანონებით რეგულირდება. მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის გამოყენება მხოლოდ სპეციალურ კონტროლირებულ სივრცეებში მოხდება. ამ პროდუქტის დამუშავება და თქვენთვის მოწოდება მოხდება მხოლოდ მის უსაფრთხო გამოყენებაში მომზადებული და კვალიფიცირებული პირების მიერ. ეს პირები ამ პროდუქტის უსაფრთხო გამოყენებისთვის განსაკუთრებულ ზომებს მიიღებენ და მათი მოქმედებების შესახებ შესაბამის ინფორმაციას მოგაწვდიან.

სწორი მიწოდების ინსტრუქციები და დოზის / მიღების სიხშირე

ბირთვული მედიცინის სპეციალისტი, რომელიც პროცედურას მეთვალყურეობას უწევს, გადაწყვეტს, თუ რა რაოდენობა უნდა იქნას გამოყენებული თქვენს შემთხვევაში. ეს იქნება უმცირესი რაოდენობა, რომელიც აუცილებელი იქნება საჭირო ინფორმაციის მისაღებად. მოზრდილებში რეკომენდირებული რაოდენობა, როგორც წესი, 2-800 მბეკ ფარგლებში მერყეობს (მეგა ბეკერელი, ერთეული რომელიც რადიოაქტიურობის საზომად გამოიყენება).

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვებსა და მოზარდებში, მისაღები რაოდენობა ბავშვის წონაზე იქნება მორგებული.

მიღების მეთოდი და გზა

ეს მედიკამენტი ინტრავენური ინექციის ან თვალებში ჩაწვეთების გზით გამოიყენება.

თქვენი ავადმყოფობიდან გამომდინარე, თქვენი ექიმი განსაზღვრავს და მოგაწოდებთ წამლის თქვენთვის შესაფერის დოზას.

პროცედურის ხანგრძლივობა

ბირთვული მედიცინის სპეციალისტი შეგატყობინებთ პროცედურის ჩვეულ ხანგრძლივობას.

ბირთვული მედიცინის სპეციალისტი შეგატყობინებთ, დაგჭირდებათ თუ არა ამ წამლის მიღების შემდეგ რაიმე განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ, დაუკავშირდით ბირთვული მედიცინის ექიმს.

თუ ფიქრობთ, რომ მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის ეფექტი ზედმეტად ძლიერი ან ზედმეტად სუსტია, გთხოვთ გაესაუბროთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში

ბავშვებში დასანიშნი დოზა მკურნალი ექიმის მიერ განისაზღვრება და დაინიშნება.

გამოყენება მოხუცებში

ასაკოვან პაციენტებში დოზის სპეციფიური მოდიფიკაცია საჭირო არ არის. ის აგრეთვე ისაღვრება და ინიშნება მკურნალი ექიმის მიერ.

პაციენტების განსაკუთრებული პოპულაციები

თირკმლის/ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

საჭიროა ფრთხილად აიწონოს ამ პაციენტებში მისაღები აქტივობა, რადგან შესაძლოა რადიაციასთან მომატებულ ექსპოზიციას ჰქონდეს ადგილი.

თუ ნატრიუმის პერტექნეტატი (99mTc) თქვენთვის საჭიროზე მეტი რაოდენობით მოგეწოდათ

დოზის გადაჭარბება ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან თქვენ მონტეკის მხოლოდ ერთ დოზას მიიღებთ, რომელიც ზუსტად იქნება კონტროლირებული პროცედურაზე ზედამხედველი ბირთვული მედიცინის სპეციალისტის მიერ. თუმცა, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, თქვენ შესაბამისი მკურნალობა ჩაგიტარდებათ.

დოზის გადაჭარბების ეფექტი უცნობია.

რადიოაქტიურობით გამოწვეული დაზიანებების რისკი მოიმატებს. შესაბამისად, ექიმი გირჩევთ დიდი რაოდენობით სითხე მიიღოთ და ხშირად მოშარდოთ, რათა ამ მედიკამენტის ორგანიზმიდან შარდით გამოყოფა დაჩქარდეს.

თუ მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის გამოყენება დაგავიწყდებათ

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზების ასანაზღაურებლად.

ეს შემთხვევა მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორს არ ეხება, რადგან ის მხოლოდ უშუალოდ ექიმის მიერ, დიაგნოსტიკის მიზნით გამოიყენება.

თუ მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის მიღებას შეწყვეტთ

მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორი სამედიცინო მკურნალობის მიზნით არ გამოიყენება.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები იმ პაციენტებში, რომლებსაც რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვთ.

თქვენი ექიმი მიიჩნევს, რომ სარგებელი, რომელსაც თქვენ რადიოფარმაცევტული პრეპარატისგან მიიღებთ, რადიაციით გამოწვეულ რისკს გადაწონის.

ამ დასანიშნი რადიოფარმაცევტული პრეპარატის მიწოდებისას ორგანიზმში მცირე რაოდენობით მაიონიზებელი რადიაცია შეიყვანება, რომელიც კიბოს და მემკვიდრული პათოლოგიების ძალიან დაბალ რისკთან არის დაკავშირებული.

შესაძლო გვერდითი ეფექტები ქვემოთ არის ჩამოთვლილი - სიხშირე უცნობია, რადგან მისი დადგენა ხელმისაწვდომი მონაცემებიდან შეუძლებელია:

ალერგიული რეაქციები, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა

კანის გამონაყარი, ქავილი

ჭინჭრის ციება

სხვადასხვა ადგილის, მაგალითად სახის შეშუპება

სუნთქვის გაძნელება

კანის სიწითლე

კომა

სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული რეაქციები, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა

გულისცემის სიხშირის მომატება, გულისცემის სიხშირის დაქვეითება

გულის წასვლა

მხედველობის დაბინდვა

თავბრუსხვევა

თავის ტკივილი

წამოხურება

კუჭ-ნაწლავის დარღვევები, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა

ღებინება

გულისრევა

ფაღარათი

ინექციის ადგილის რეაქციები, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა

კანის ანთება

ტკივილი

შეშუპება

სიწითლე

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ რაიმე გვერდითი ეფექტი გაგივითარდებათ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცეტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც ამ ბროშურაში მოცემული არ არის. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტები პირდაპირ, ნაციონალური შეტყობინების სისტემის გამოყენებით შეატყობინოთ. გვერდითი ეფექტების შეტყობინების გზით, თქვენ შეგიძლიათ დახმარება გაუწიოთ ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი სერიოზული გახდება, ან თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც ამ ბროშურაში მოცემული არ არის, გთხოვთ შეატყობინოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორი ინახება მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორი?

თქვენ ამ მედიკამენტის შენახვა არ მოგიწევთ. ამ მედიკამენტის შენახვა წარმოადგენს სპეციალისტის პასუხისმგებლობას, შესაბამის დაწესებულებაში. რადიოფარმაცევტული პრეპარატების შენახვა მოხდება რადიოაქტიური მასალების შესახებ ნაციონალური რეგულაციების თანახმად.

ეს ინფორმაცია მხოლოდ სპეციალისტებისთვის არის განკუთვნილი.

მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის შენახვა უნდა მოხდეს საავადმყოფოებში ან გამოყენების ცენტრებში თავისივე ორიგინალ შეფუთვაში, 25C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

გენერატორის ვარგისიანობის ვადა არის მისი წარმოების თარიღიდან 21 დღე და მისი კალიბრაციის თარიღიდან 15 დღე.

99mTc ნატრიუმის პერტექნეტატის ხსნარი (ელუატი), რომელიც გენერატორისგან მიიღება, უნდა ინახებოდეს ტყვიის დამცავში 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე და მისი გამოყენება 12 საათის ვადაში უნდა მოხდეს.

კომპლექტის ეტიკეტირების შემდეგ, ვარგისიანობის ამოწურვის თარიღი უნდა შედარდეს ეტიკეტირებული პროდუქტის ვარგისიანობის ამოწურვის თარიღს და გათვალისწინებული უნდა იქნას მათგან უფრო მოკლე.

შეინახეთ მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორი თავის ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისთვის დაფარულ და მიუწვდომელ ადგილზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ამოწურვის თარიღის გათვალისწინებით.

არ გამოიყენოთ მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორი შეფუთვაზე მოცემული ვარგისიანობის თარიღის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში

საბაზრო წარმოების ნებართვის მფლობელი:

Curium Nükleer Tıp A.Ş.TÜBİTAK MAM Teknoparkı

41470 Gebze Kocaeli თურქეთი

ტელ: +90 262 648 02 00

ფაქსი: +90 262 646 40 39

მწარმოებელი:

Curium Nükleer Tıp A.Ş.TÜBİTAK MAM Teknoparkı

41470 Gebze Kocaeli თურქეთი

ტელ: +90 262 648 02 00

ფაქსი: +90 262 646 40 39

ბროშურის დამტკიცების თარიღი 06/2025

შემდეგი ინფორმაცია მოწოდებულია სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც ამ მედიკამენტს დანიშნავს

ნატრიუმის პერტექნეტატის ხსნარი, რომელიც მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორისგან მიიღება, რადიოაქტიურია. ამ მიზეზით, ამ ხსნარის შემცველი ფლაკონი მოთავსებული იყოს და უნდა ინახებოდეს შესაბამის ტყვიის დამცავში.

პაციენტის დოზის მომზადებისა და შეყვანის საფეხურები ასეპტიური ტექნიკების დაცვით უნდა წარიმართოს.

მიუხედავად იმისა, რომ მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის ელუცირება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, ელუატიდან მიღებული 99mTc-ის დონე პირველ და ბოლო ელუციას შორის დროზე არის დამოკიდებული.

პაციენტების, თანამშრომლების და სხვა ადამიანების რადიაციასთან არასაჭირო ექსპოზიციის თავიდან აცილებისთვის შესაბამისი დამცავი საშუალებები უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

99mTc ნატრიუმის პერტექნეტატის ელუატი, რომელიც ელუციის გზით მიიღება, ტყვიის დამცავში უნდა ინახებოდეს და თუ ის გამჭვირვალე არ არის, მისი გამოყენება არ უნდა მოხდეს.

ელუატი ელუციის თარიღისა და დროის შემდეგ 12 საათის განმავლობაში გამოიყენება, 25C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

როგორც გენერატორისთვის, გამოყენებული ვაკუუმ-ფლაკონები და გამოყენების შემდეგ დარჩნილი სხვა ნარჩენები და ნალექი რადიოაქტიურია, და მათი მოცილება შესაბამისი ნაციონალური და საერთაშორისო რეგულაციების დაცვით უნდა მოხდეს.

მომზადების მეთოდი

მომხმარებლის მიერ რადიოფარმაცევტული საშუალებების მომზადება უნდა მოხდეს მეთოდებით, რომლებიც აკმაყოფილებს როგორც რადიაციის უსაფრთხოების, აგრეთვე ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხის მოთხოვნებს. გამოყენებული უნდა იქნას ასეპტიკის შესაბამისი პროცედურები, რომლებიც რადიოფარმაცევტული პროდუქტებისთვის კარგი ფარმაცევტული წარმოების პრაქტიკის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის გამოყენების (ელუცირების) ინსტრუქციები:

უსაფრთხო დამუშავება

გენერატორების უსაფრთხოდ აღებისა და ტრანსპორტირებისთვის სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ხელით დამუშავების აქტივობებით გამოწვეული დაზიანების რისკის შემცირებისთვის უნდა დაიცვათ ხელით დამუშავების ოპერაციების ადგილობრივი რეგულაციები.

ელუციის ინსტრუქციები

ელუცირებისთვის გამოყენებული დაწესებულებები რადიოლოგიური საშუალებების უსაფრთხო დამუშავების შესაბამის რეგულაციებს უნდა აკმაყოფილებდეს. გენერატორის ელუციის პროცესში გენერატორის ელუატის სტერილურობის უზრუნველყოფისთვის მკაცრ ასეპტიურ ტექნიკებს უნდა მიმართოთ.

არადამაკმაყოფილებელი ეფექტურობის თავიდან აცილებისთვის, მნიშვნელოვანია დაიცვათ ელუციის საფეხურების ქვემოთ მოცემული თანმიმდევრობა.

პირველი ელუცია

გენერატორისგან სტერილური, იზოტონური 99mTc პერტექნეტატის ხსნარის მისაღებად, გთხოვთ, ელუციის პროცედურა ჩაატაროთ ქვემოთ აღწერილის შესაბამისად. გენერატორის ელუციის პროცესი ილუსტრირებულია ნახაზში 1, რომლითაც შეგიძლიათ ელუციის პროცესში იხელმძღვანელოთ.

  • მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორი და NaCl 0.9% შემცველი ფლაკონები და ევაკუირებული (ცარიელი) ფლაკონები ასეპტიურ პირობებში მზადდება და, შესაბამისად, ხსნარი, რომელიც ელუციის გზით მიიღება, სტერილური, არაპიროგენული და იზოტონური იქნება.
  • თქვენივე უსაფრთხოებისთვის და პროდუქტის უსაფრთხოებისთვის, ელუციის პროცესში დაიცავით ასეპტიური მუშაობის წესები.
  • პროცესის დაწყებამდე გაიკეთეთ ნიღაბი და სტერილური ერთჯერადი ხელთათმანები.
  • ამოიღეთ გენერატორი და თანმხლები აქსესუარები თავიანთი შეფუთვებიდან. მოათავსეთ გენერატორი სწორ, ჰორიზონტალურ ზედაპირზე, შესაბამისად სანქცირებულ და დაცულ სივრცეში. არ ამოიღოთ ნემსის დამცავი ფლაკონები სანამ პირველი ელუციის ჩატარებისთვის მზად არ იქნებით.
  • აიღეთ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარის ფლაკონი, რომელიც ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარის საჭირო რაოდენობას შეიცავს.
  • მოხსენით საცობი ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარის ფლაკონს და გაწმინდეთ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარის ფლაკონის სახურავი მოწოდებული ტამპპონის გამოყენებით, რომელიც შეიცავს 70%-იან იზოპროპილის სპირტს და აცადეთ გაშრობა.
  • მოხსენით გენერატორს თავსახური და ამოიღეთ ფლაკონები, რომლებიც ნემსს იცავს (სურათი 1, პოზიცია A).
  • მოათავსეთ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ საინექციო ხსნარის ფლაკონი ამ ნემსზე (ნახ. 1, პოზიცია A), და დარწმუნდით რომ ის სრულად არის მიბჯენილი ჩასადები ბუდის ძირზე.
  • აიღეთ ევაკუირებული (ცარიელი) საელუციო ფლაკონი და გაწმინდეთ საელუციო ფლაკონის სახურავი მოწოდებული ტამპონის გამოყენებით, რომელიც შეიცავს 70%-იან იზოპროპილის სპირტს და აცადეთ გაშრობა. საელუციო ფლაკონის დამცავის შიგნით საელუციო ფლაკონის მოთავსებამდე აგრეთვე გაწმინდეთ დამცავის ფლაკონთან საკონტაქტო ზედაპირები მოწოდებული ტამპონის გამოყენებით, რომელიც შეიცავს 70%-იან იზოპროპილის სპირტს, და აცადეთ გაშრობა. შემდეგ, მოათავსეთ საელუციო ფლაკონი საელუციო ფლაკონის დამცავი ფარის შიგნით.
  • მოათავსეთ ნემსზე მომზადებული დამცავი, რომელიც საელუციო ფლაკონს შეიცავს (ნახ. 1, პოზიცია B). გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ საელუციო ფლაკონის დამცავის ნემსის ნახვრეტი დგუშს ერგება. დგუში წარმოადგენს უმოძრაო ზამბაროვან სისტემას. იგი გამოიყენება ნემსის დაცვის მიზნით. სხვა შემთხვევაში, ნემსი შესაძლოა დაზიანდეს ან გატყდეს. დააწექით დამცავს, რათა დარწმუნდეთ, რომ ელუციის ფლაკონის ფარი ჩაკეტილია დგუშზე და ფლაკონი სრულად მოთავსებულია საელუციო ნემსზე.
  • გენერატორიდან ელუცია იწყება მაშინ, როდესაც ელუციის ფლაკონის ფარი ბოლომდე ჩაიწევა შესასვლელში და პერტექნეტატის ხსნარი ევაკუირებულ ფლაკონში გროვდება. ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარის შუშაში შესაძლოა ჰაერის ბუშტები წარმოიქმნას და ამ შუშაში ხსნარის დონე დაიწევს.
  • დაიცადეთ მინიმუმ 3 წუთი ელუციის პროცესის დასრულებამდე. არ ამოიღოთ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარის ფლაკონი ან საელუციო ფლაკონი ელუციის პროცესის დასრულებამდე.
  • ელუციის დასრულების შემდეგ, ვერტიკალურად ზემოთ ასწიეთ ელუციის ფლაკონის ფარი. შესაძლოა იგრძნოთ წინააღმდეგობა, სანამ ელუციის ფლაკონის ფარი დგუშს მოსცილდება, განაგრძეთ ელუციის ფლაკონის ფარის ვერტიკალურად ზემოთ აწევა წინააღმდეგობის დასაძლევად და დგუშისგან მოსაცილებლად. ტყვიის დამცავზე მოათავსეთ ეტიკეტი, რომელზეც დატანილია ელუციის აქტივობა, ხსნარის მოცულობა და ელუციის დრო.
  • დატოვეთ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარის ცარიელი ფლაკონი ადგილზე შემდეგ ელუციამდე სტერილობის შენარჩუნებისთვის.

შემდეგი ელუცია

შესაბამისი მოცულობის ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარის შემცველი ახალი დეზინფექცირებული ფლაკონის და საელუციო ფლაკონის გამოყენებით გაიმეორეთ საფეხურები 1-14.

99mTc ნატრიუმის პერტექნეტატს გენერატორიდან შესაბამისი რაოდენობით იღებენ პროცედურის თანახმად და პაციენტებში ინტრავენური ინექციის ან თვალში ჩაწვეთების გზით შეჰყავთ და ტარდება სცინტიგრაფია.

პაციენტის დოზა იანგარიშება ცხრილში 1 და ცხრილში 2 მოცემული კოეფიციენტების გამოყენებით და პაციენტისთვის მიწოდებამდე იზომება რადიოაქტიურობის მაჩვენებელი.

პარენტერალურად მისაღები ყველა პრეპარატის ანალოგიურად, შეამოწმეთ 99mTc ნატრიუმის პერტექნეტატის ხსნარი ფიზიკურად პაციენტისთვის მიწოდებამდე. არ შეუყვანოთ პაციენტს ფერშეცვლილი ან ნაწილაკების შემცვლელი ხსნარი.

ნახაზი 1 - მონ.ტეკ 99Mo / 99mTc გენერატორის ელუციის დიაგრამა

ცხრილი 1: კოეფიციენტები, რომლებიც ითვალისწინებს 99mTc-ის ნამატს წინა ელუციის შემდეგ სხვადასხვა დროებზე (99mTc-ის ნახევარდაშლის პერიოდი 6.02 საათი)

საათი

კოეფ.

საათი

კოეფ.

საათი

კოეფ.

საათი

კოეფ.

საათი

კოეფ.

საათი

კოეფ.

1

  • 094

9

  • 579

17

  • 788

25

  • 879

33

  • 918

41

  • 935

2

  • 179

10

  • 615

18

  • 804

26

  • 884

34

  • 921

42

  • 937

3

  • 256

11

  • 648

19

  • 818

27

  • 892

35

  • 924

43

  • 938

4

  • 324

12

  • 678

20

  • 831

28

  • 898

36

  • 926

44

  • 940

5

  • 386

13

  • 705

21

  • 832

29

  • 903

37

  • 929

45

  • 941

6

  • 442

14

  • 729

22

  • 853

30

  • 907

38

  • 930

46

  • 941

7

  • 492

15

  • 751

23

  • 863

31

  • 911

39

  • 932

47

  • 941

8

  • 538

16

  • 771

24

  • 871

32

  • 915

40

  • 934

48

  • 942

ცხრილი 2: მონ-ტეკ 99Mo/99mTc გენერატორებისგან მიღებული 99mTc აქტივობების ცხრილი

დღე

მონ.ტეკ 5

მონ.ტეკ 10

მონ.ტეკ 15

მონ.ტეკ 20

მონ.ტეკ 25

მონ.ტეკ 30

მონ.ტეკ 35

მონ.ტეკ 40

მონ.ტეკ 45

მონ.ტეკ 50

მკი მბკ

მკი მბკ

მკი

მბკ

მკი

მბკ

მკი

მბკ

მკი

მბკ

მკი

მბკ

მკი

მბკ

მკი

მბკ

მკი

მბკ

  • 6

პარასკევი

543

  • 091
  • 079
  • 923
  • 631
  • 347
  • 183
  • 771
  • 734

101.158

  • 286

121.582

  • 838

142.006

  • 390

162.430

  • 950

183.150

  • 521

204.277

  • 5

შაბათი

418

  • 466

831

  • 747
  • 256
  • 472
  • 680
  • 160
  • 105
  • 885
  • 530
  • 610
  • 955

109.335

  • 380

125.060

  • 812

141.026

4251

157.287

  • 4

კვირა

322

  • 914

640

  • 680

967

  • 779
  • 294
  • 878
  • 621
  • 977
  • 948
  • 076
  • 275
  • 175
  • 602
  • 274
  • 935

108.590

3273

121.101

  • 3

ორშაბათი

248

  • 176

492

  • 204

744

  • 528

996

  • 852
  • 248
  • 176
  • 500
  • 500
  • 752
  • 824
  • 004
  • 148
  • 260
  • 614

2520

  • 240
  • 2

სამშაბათი

191

  • 067

379

  • 023

573

  • 201

767

  • 379

961

  • 557
  • 155
  • 735
  • 349
  • 913
  • 543
  • 091
  • 740
  • 383

1940

  • 780
  • 1

ოთხშაბათი

147

  • 439

292

  • 804

441

  • 317

590

  • 830

740

  • 380

889

  • 893
  • 038
  • 406
  • 188
  • 956
  • 340
  • 575

1494

  • 278

0

ხუთშაბათი

113

  • 181

225

  • 325

340

  • 580

455

  • 835

570

  • 090

685

  • 345

800

  • 600

915

  • 855
  • 032
  • 173

1150

  • 550

+1

პარასკევი

87

  • 219

173

  • 401

261

  • 657

350

  • 950

438

  • 206

527

  • 499

616

  • 792

704

  • 048

794

  • 393

886

  • 782

+2

შაბათი

67

  • 479

133

  • 921

201

  • 437

269

  • 953

337

  • 469

406

  • 022

474

  • 538

542

  • 054

612

  • 633

682

  • 234

+3

კვირა

52

  • 924

102

  • 774

155

  • 735

207

  • 659

260

  • 620

312

  • 544

365

  • 505

417

  • 429

471

  • 427

525

  • 425

+4

ორშაბათი

40

  • 480

79

  • 923

119

  • 403

159

  • 883

200

  • 400

240

  • 880

281

  • 397

321

  • 877

363

  • 419

404

  • 948

+5

სამშაბათი

31

  • 147

60

  • 220

92

  • 404

123

  • 551

154

  • 698

185

  • 845

216

  • 992

247

  • 139

279

  • 332

311

  • 507

+6

ოთხშაბათი

24

888

46

  • 702

70

  • 590

94

  • 478

118

  • 366

142

  • 254

166

  • 142

190

  • 030

215

  • 956

240

  • 880

+7

ხუთშაბათი

18

666

36

  • 332

54

  • 998

73

  • 701

91

  • 367

109

  • 033

128

  • 736

146

  • 402

166

  • 126

185

  • 845

+8

პარასკევი

14

518

27

999

42

  • 554

56

  • 072

70

  • 590

84

  • 108

98

  • 626

113

  • 181

127

  • 717

142

  • 254

+9

შაბათი

11

407

21

777

32

  • 184

43

  • 591

54

  • 998

65

  • 405

76

  • 812

87

  • 219

98

  • 632

109

  • 033

+10

კვირა

8

296

16

592

24

888

33

  • 221

41

  • 517

50

  • 850

58

  • 146

67

  • 479

76

  • 797

84

  • 108

+11

ორშაბათი

6

222

12

444

19

703

25

925

32

  • 184

38

  • 406

45

  • 665

51

  • 887

58

  • 154

65

  • 405

+12

სამშაბათი

5

185

9

333

14

518

19

703

24

888

29

  • 073

34

  • 258

39

  • 443

45

  • 658

50

  • 850

+13

ოთხშაბათი

4

148

7

259

11

407

15

555

19

703

22

814

26

962

30

  • 110

35

  • 277

38

  • 406

+14

ხუთშაბათი

3

111

5

185

8

296

11

407

14

518

17

629

20

740

23

851

27

983

29

  • 073

+15

პარასკევი

2

74

4

148

6

222

9

333

11

407

13

481

15

555

18

666

20

757

22

814

  • ელუციის აქტივობა არის აქტივობა, რომელიც მიიღება გენერატორიდან, რომელიც ელუცირებულია დილის 8 საათზე მინიმუმ 5 მლ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარში, რომელიც წინა 24 საათის განმავლობაში არ ელუცირებულა.
  • * მისაღები აქტივობები მოცემული აქტივობების მაჩვენებლების 90-110% ფარგლებში მერყეობს.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა