პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

მოდიტენი დეპო

Moditen® depo

რეცეპტით25მგ/მლინსტრუქცია ქართულადსლოვენია
რისთვის გამოიყენება

შიზოფრენიის სხვადასხვა ფორმების, პარანოიდული ფსიქოზების შემანარჩუნებელი მკურნალობა და რეციდივების პროფილაქტიკა.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფლუფენაზინის (fluphenazine)
ფორმა და შეფუთვა
25მგ/მლ 1მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ქარვისფერი მინის ამპულა №5
მწარმოებელი
KRKA tovarna zdravil d.d. Novo mesto, სლოვენია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, ფენოთიაზინები პიპერაზინის სტრუქტურით
ATC კოდი
N05AB02
რეგისტრაციის ნომერი
რ-045195
რეგისტრირებულია
7 აპრილი 2026, მოქმედებს 7 აპრილი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
KRKA tovarna zdravil d.d. Novo mesto (სლოვენია)
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამოდიტენი დეპო და სხვა წამალი ერთად

მოდიტენი დეპო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

შიზოფრენიის სხვადასხვა ფორმების, პარანოიდული ფსიქოზების შემანარჩუნებელი მკურნალობა და რეციდივების პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის დოზას და გამოყენების სიხშირეს ადგენს მხოლოდ ექიმი.

პრეპარატი გამოიყოფა ნელა, შესაბამისად, ორ ინექციას შორის სისხლში აღწევს პრეპარატის მუდმივი რაოდენობა.

ინექცია კეთდება ღრმად კუნთში.

ჩვეულებრივ, მოდიტენი დეპოს საწყისი დოზა შეადგენს 12,5-25 მგ. შემდგომი დოზები და დოზირების ინტერვალები განისაზღვრება ინდივიდუალურად. ჩვეულებრივ დოზირების ინტერვალი შეადგენს 15-35 დღეს. თუ საჭიროა 50 მგ-ზე მეტი დოზის დანიშვნა, მაშინ დოზირების გაზრდა საჭიროა თანდათანობით 12,5 მგ-ით. ამასთან, პრეპარატის ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 100 მგ.

პაციენტებში, რომლებიც ადრე არ იღებდნენ ფენოთიაზინს, თავდაპირველად ინიშნება არაპროლონგირებული მოქმედების პრეპარატის ინექცია ან მოდიტენის შემოგარსული ტაბლეტები. საწყისი დოზა 12,5 მგ ინიშნება კუნთში. გამოხატული გვერდითი ეფექტების არარსებობის შემთხვევაში, 5-10 დღის შემდეგ შესაძლებელია შემდეგი დოზის, 25 მგ დანიშვნა. შემდგომში, ექიმი ახდენს პრეპარატის დოზის კორექციას, დაავადების შესაბამისად.

თუ პაციენტი უკვე იღებს ფენოთიაზინს, ექიმმა შესაძლებელია ჩაანაცვლოს იგი მოდიტენი დეპოს ხანმოკლე მოქმედების ინექციებით ან მოდიტენის შემოგარსული ტაბლეტებით წინასწარი მკურნალობის გარეშე.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში ჩვეულებრივ საკმარისია პრეპარატის უფრო მცირე დოზები, ე.ი. 3,125-6,25 მგ.

ექსტრაპირამიდული აშლილობების განვითარების შემთხვევაში (კუნთების უჩვეულო მოძრაობა ან რიგიდობა, კანკალი და შფოთვა, თვალების სწრაფი ან წრიული მოძრაობა, კუნთების მომატებული რეფლექსები), საჭიროა პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატების დანიშვნა.

თუ ითვლება, რომ მოდიტენი დეპოს დოზა პაციენტისთვის არის ძალიან დაბალი, მკურნალობას შესაძლებელია დაემატოს მოდიტენის შემოგარსული ტაბლეტები.

პაციენტებში თირკმელების მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი >0,5 მლ/წმ) გამოიყენება პრეპარატის უფრო დაბალი დოზები (3,125 მგ - 6,25 მგ).

მხოლოდ ექიმი გადაწყვეტს როდის არის შესაძლებელი მკურნალობის შეწყვეტა. თუ მკურნალობა სრულდება ძალიან სწრაფად, შესაძლებელია მოხდეს სიმპტომების რეციდივი. მოდიტენი დეპოს საინექციო ხსნარის შერევა არ უნდა მოხდეს სხვა საინექციო ხსნარებთან.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან სხვა ინგრედიენტების, ან სხვა ფენოთიაზინების მიმართ.

გამოხატული ან სავარაუდო ქერქქვეშა ცერებრალური დარღვევები. მძიმე ხარისხის ცნობიერების დარღვევა, მძიმე ხარისხის ცერებრალური ათეროსკლეროზი, ფეოქრომოციტომა, ღვიძლის, თირკმელების ან გულის მძიმე ხარისხის უკმარისობა.

მწვავე ინტოქსიკაცია საშუალებებით, რომლებიც დამთრგუნველად მოქმედებენ ცნს-ზე (ალკოჰოლი, ანტიდეპრესანტები, ნეიროლეფსიურები, ანქსიოლიზურები, სედაციური, საძილე და ნარკოტიკული საშუალებები).

12 წლამდე ბავშვთა ასაკი.

სიფრთხილის ზომები

მოდიტენი დეპო არ გამოიყენება არაფსიქოზური დარღვევების სამკურნალოდ და არ არის განკუთვნილი ხანმოკლე გამოყენებისთვის (3 თვეზე ნაკლები).

მოდიტენი დეპო არაეფექტურია ქცევითი აშლილობების მქონე პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც აქვთ ფსიქიკური განვითარების შეფერხება.

ორი დიდი დაკვირვებითი კვლევის მონაცემებით, ხანდაზმულ პაციენტებში დემენციით ტიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატებით მკურნალობისას ვლინდებოდა სიკვდილობის მცირედიდ გაზრდილი რისკი იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც არ უტარდებოდათ მკურნალობა. ამ მომენტისთვის აღნიშნული რისკის ზუსტი შეფასებისთვის არ არის შეგროვებული საკმარისი მონაცემები. უცნობია ამ რისკის გაზრდის მიზეზიც. ასევე, არ არის დადგენილი ხარისხი, რომლითაც სიკვდილობის გაზრდა შეიძლება უკავშირდებოდეს ანტიფსიქოზურ პრეპარატებს, და არა ამ ჯგუფის პაციენტების თავისებურებებს.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ეპილეფსიით, რადგან მას შეუძლია შეამციროს კრუნჩხვითი ზღურბლი, მოახდინოს კრუნჩხვის პოტენცირება ან გამოიწვიოს ეპილეფსიის შეტევა.

ფლუფენაზინი სიფრთხილით ინიშნება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში (გულის უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, გულის რითმის საშიში დარღვევები), არტერიული წნევის შესაძლო დაწევის გამო. სისხლის წნევის არსებითად დაწევის შემთხვევაში ადრენალინის გამოყენება არ შეიძლება.

ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენებისას აღწერილია ვენოზური თრომბოემბოლიის შემთხვევები. საჭიროა თრომბოემბოლიური გართულებების ყველა შესაძლო რისკ-ფაქტორის გამოვლენა პრეპარატი მოდიტენი დეპოთი თერაპიის დაწყებამდე და თერაპიის დროს, ასევე, პროფილაქტიკური ზომების მიღება.

ფლუფენაზინი სიფრთხილით ინიშნება თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ან დასუსტებულ პაციენტებში ფლუფენაზინი ინიშნება მინიმალური ეფექტური დოზით, რადგან ასეთ პაციენტებში უფრო ხშირად ვლინდება გვერდითი ეფექტები.

ფლუფენაზინი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებიც ექვემდებარებიან მაღალ ტემპერატურულ ზემოქმედებას ან აქვთ კონტაქტი ფოსფორორგანულ ინსექტიციდებთან.

ქირურგიული ჩარევისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფლუფენაზინს, არსებობს ჰიპოტენზიური რეაქციის განვითარების საშიშროება, შესაბამისად, საჭიროა ანესთეტიკების ან ცნს-ის ფუნქციის დამთრგუნველი სხვა სამკურნალო საშუალებების უფრო დაბალი დოზების დანიშვნა.

ფლუფენაზინი არ უნდა იქნეს გამოყენებულ სისხლის პათოლოგიური ცვლილებების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პირებში, ასევე ისეთი პრეპარატების მიღებისას, რომლებიც იწვევენ მსგავს დარღვევებს, ვინაიდან, ამან შესაძლებელია გამოიწვიოს ქოლესტაზური სიყვითლე ან შერეული ქოლესტაზურ-ჰეპატოცელულარული სიყვითლე.

სიყვითლე ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი ორი-ოთხი კვირის განმავლობაში და შეიძლება არ იყოს დაკავშირებული პრეპარატის დოზასთან და მკურნალობის ხანგრძლივობასთან.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ანამნეზში სარძევე ჯირკვლის სიმსივნის მქონე პირებში (თუმცა, კვლევების მიმდინარეობისას, ფენოთიაზინებით მკურნალობის პერიოდში სარძევე ჯირკვლის სიმსივნესა და პროლაქტინის მომატებულ სეკრეციას შორის რაიმე კავშირი დადგენილი არ ყოფილა).

ყველა ფენოთიაზინის მსგავსად, ფლუფენაზინის გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ინტერსტიციული პნევმონია.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ ნეიროლეფსიურებს, ფლუფენაზინის ჩათვლით, შესაძლებელია განვითარდეს მოგვიანებითი დისკინეზია; შესაბამისად, პაციენტებისათვის, რომლების საჭიროებენ მუდმივ მკურნალობას, საჭიროა მინიმალური ეფექტური დოზების დანიშვნა და მკურნალობის გაგრძელების საჭიროების რეგულარული შეფასება. მოგვიანებითი დისკინეზიის ნიშნების გამოვლენისას საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.

ექსტრაპირამიდული აშლილობების დროს საჭიროა პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება.

თუ მოდიტენი დეპოთი მკურნალობის დროს გამოიყენება პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატები, მაშინ, მკურნალობის მკვეთრი შეწყვეტისას პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება უნდა გაგრძელდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში.

განსაკუთრებული ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

მოდიტენი დეპო შეიცავს ბენზილის სპირტს. მისი გამოყენება არ უნდა მოხდეს ახალშობილებში ან ნაადრევად გაჩენილ ბავშვებში და შესაძლებელია გამოიწვიოს ტოქსიკური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები ახალშობილებში და სამ წლამდე ასაკის ბავშვებში.

ქუნჟუტის ზეთმა იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქციები.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ალკოჰოლთან, ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან, ანტიდეპრესანტებთან, სხვა ნეიროლეფსიურებთან, სედაციურ, საძილე ან ნარკოტიკულ პრეპარატებთან ფლუფენაზინის ერთდროული გამოყენებისას, პრეპარატი აძლიერებს დამთრგუნველ მოქმედებას ცნს-ზე. ბარბიტურატები, საძილე საშუალებები, რომლებიც არ შეიცავენ ბარბიტურატებს, კარბამაზეპინი, გრიზეოფულვინი, ფენილბუტაზონი და რიმფაპიცინი ზრდიან ფენოთიაზინის მეტაბოლიზმს, მაშინ, როცა პარაცეტამოლი, ქლორამფენიკოლი, დისულფირამი, მაოს-ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები და შიგნით მისაღები ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები აინჰიბირებენ მის მეტაბოლიზმს.

ფენოთიაზინებმა შესაძლებელია გაზარდონ გლუკოზის დონე სისხლში, ვინაიდან მოქმედებენ ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე. შესაბამისად, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში საჭიროა ანტიდიაბეტური პრეპარატების დოზის კორექცია.

ფლუფენაზინი არის ადრენალინის და სხვა სიმპატომიმეზურების ანტაგონისტი და ამცირებს ალფა-ადრენობლოკატორების ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს.

პრეპარატი ამცირებს ლევოდოპის პარკინსონიზმის საწინააღმდეგო მოქმედებას, დოპამინური რეცეპტორების ბლოკადის გამო.

მოდიტენი დეპომ შესაძლებელია შეამციროს კრუნჩხვითი ზღურბლი, შესაბამისად, ერთდროული დანიშვნისას საჭიროა ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებების დოზის კორექცია.

ანტიკოაგულანტებთან ერთდროული გამოყენებისას, მოდიტენი დეპომ შესაძლებელია გამოიწვიოს მათი მოქმედების პოტენცირება, შესაბამისად, აუცილებელია პერიოდულად მოხდეს პროთრომბინის ინდექსის კონტროლი.

მოდიტენი დეპო იშვიათად იწვევს მძიმე არტერიულ ჰიპერტენზიას. მსგავს შემთხვევაში აუცილებელია ვენაში ნორადრენალინის დაუყოვნებელი შეყვანა. არ უნდა მოხდეს ადრენალინის გამოყენება, ვინაიდან ფენოთიაზინთან ერთდროული გამოყენებისას ის არ ზრდის არტერიულ წნევას, არამედ ამცირებს. მოცემული მოვლენის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქირურგიული ოპერაციების და ანესთეზიის ჩატარებისას.

საჭიროა თავის შეკავება მოცემული პრეპარატის და ანტიარითმიული საშუალებების ერთდროული გამოყენებისაგან, ან მათი გამოყენება ხდება ექიმის მკაცრი ზედამხედველობით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არის შესაძლებელი რისკის სრულად გამორიცხვა. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება საშიშროებას ნაყოფისთვის.

ორსულობის მესამე ტრიმესტრში ანტიფსიქოზური საშუალებების (მათ შორის, ფლუფენაზინის დეკანოატის) გამოყენება, ახალშობილებში იწვევდა შექცევად ექსტრაპირამიდულ სიმპტომებს და/ან ,,მოხსნის” სინდრომს, რომელიც მერყეოდა სიმძიმის ხარისხით და ხანგრძლივობით. აღწერილია აჟიტაციის, ჰიპერტონიის, ჰიპოტონიის, ტრემორის, ძილიანობის, სუნთქვის მოშლის და კვების დარღვევის შემთხვევები. შესაბამისად, ახალშობილი უნდა იმყოფებოდეს მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

ფლუფენაზინი გამოიყოფა დედის რძით, შესაბამისად მკურნალობის პერიოდში ბუნებრივი კვება უნდა შეწყდეს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატმა შესაძლებელია ძლიერად იმოქმედოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. საჭიროა პაციენტის ინფორმირება ამის შესახებ. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის შესაძლებლობას აფასებს ექიმი ძირითადი დაავადების და მკურნალობის ეფექტურობის საფუძველზე.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, მოდიტენი დეპომ შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში ვინც იღებს პრეპარატს.

გვერდითი ეფექტების კლასიფიკაცია ხდება ჯგუფებად განვითარების სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი

ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ მომხმარებელში

ხშირი

ვითარდება 100-დან 1-10 მომხმარებელში

არახშირი

ვითარდება 1000-დან 1-10 მომხმარებელში

იშვიათი

ვითარდება 10000-დან 1-10 მომხმარებელში

ძალიანი იშვიათი

ვითარდება 100-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში

უცნობი

არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი

ხშირი:

  • ექსტრაპირამიდული აშლილობები (კუნთების უჩვეულო მოძრაობა ან რიგიდობა, კანკალი და შფოთვა, თვალების სწრაფი ან წრიული მოძრაობა, კუნთების მომატებული რეფლექსები). ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ხამოკლეა და ქრებიან დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. მათი პრევენცია ან შემსუბუქება შეიძლება შესაძლებელია პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატების დანიშვნით;
  • ენის, სახის, ტუჩების, პირის, სხეულისა და კიდურების უნებლიე მოძრაობები (ეს შეიძლება იყოს იშვიათი მდგომარეობის, ეგრედწოდებული გვიანი დისკინეზიის ნიშნები). ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

არახშირი:

  • ტაქიკარდია,
  • თავის ტკივილი,
  • არაფოკუსირებული მხედველობა, მომატებული თვალშიდა წნევა,
  • ცხვირის შეგუბების შეგრძნება,
  • ღებინება, უმადობა, ჭარბი სალივაცია, პირში სიმშრალე, ყაბზობა, ნაწლავის შიგთავსის გართულებული გადაადგილება (პარალიზური ნაწლავური გაუვალობა), უფრო ხშირი შარდვის საჭიროება და/ან არაკონტროლირებადი შარდვა, შეშუპება,
  • სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში; ზოგიერთ ქალ პაციენტში მსგავსი პრეპარატების მიღებისას, ვითარდება გალაქტორეა (რძის სპონტანური გამოყოფა სარძევე ჯირკვლებიდან); ლიბიდოს დარღვევა და ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები, არარეგულარული მენსტრუაცია ან მენსტრუაციის არარსებობა, ცრუდადებითი ტესტი ორსულობაზე,
  • მადის მატება, წონის მომატება,
  • სისხლის წნევის მსუბუქად მომატება, მერყევი არტერიული წნევა.

იშვიათი:

  • გულის გამტარობის დარღვევა (QT ინტერვალის და T კბილის გახანგრძლივება);
  • ცხელება, გახშირებული სუნთქვა, ოფლიანობა, კუნთების რიგიდობა, მოძრაობის შეზღუდვა ან გართულება, აპათია, კომა (ეს შესაძლებელია იყოს მდგომარეობის ნიშნები, რომელსაც ეწოდება ნეიროლეფსური ავთვისებიანი სინდრომი). ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან ან უახლოეს საავადმყოფოში მიმართვა.
  • მხედველობის დარღვევები (რქოვანასა და ბროლის დაბინდვა);
  • შარდის შეუკავებლობა (ასევე ღამით);
  • კანის პიგმენტაცია, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ფოტომგრძნობელობა), ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ცხიმოვანი ჯირკვლების მაღალი აქტივობა (სებორეა), კანის სიწითლე (ერითემა), კანზე გამონაყარი (ეგზემა), კანის ძლიერი ანთება, რომელსაც ახასიათებს კანის აქერცვლა (ექსფოლიაზური დერმატიტი),
  • ნაღვლის შეგუბებით გამოწვეული სიყვითლე,
  • მტკივნეული ერექცია, ეაკულაციის პრობლემები,
  • ძილიანობა, ლეთარგია (ძლიერი ძილის მსგავსი მდგომარეობა).

ძალიან იშვიათი:

  • არანორმალური ან არარეგულარული გულისცემა (არითმია, პარკუჭების ტაქიკარდია, ფიბრილაცია);
  • მძიმე ალერგიული რეაქციები, რაც ვლინდება ასთმით, ხორხის შეშუპებით და ანგიონევროზული შეშუპებით (ლორწოვანი გარსების, კანის შეშუპება).

უცნობი:

  • სისხლის დარღვევები (ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, პანციტოპენია); ამიტომ საჭიროა სისხლის ანალიზის კონტროლი;
  • შფოთვა, აგზნებადობა, არანორმალური სიზმრები, დეპრესია, მიდრეკილება სუიციდისკენ;
  • ფილტვის ემბოლია, ვენების თრომბოზი;
  • მოხსნის სინდრომი ახალშობილებში.

სხვა არასასურველი ეფექტები

აღწერილია ჰოსპიტალიზებული პაციენტების უეცარი, გაუთვალისწინებელი და ამოუხსნელი სიკვდილის შემთხვევები, რომლებიც იღებდნენ ფენოთიაზინებს.

სერიოზული გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

ჭარბმა დოზამ ან ინტოქსიკაციამ შესაძლებელია გამოიწვიოს მძიმე ექსტრაპირამიდული დარღვევები, მძიმე ხარისხის ჰიპოტენზია, მიოზი, ჰიპოთერმია, შარდის შეკავება, ცვლილებები ეკგ-ზე და გულის რითმის დარღვევა, იმის მსგავსი, რომელიც აღინიშნება ქინიდინის ჭარბი დოზის მიღებისას, სედაციური ეფექტი და ცნობიერების დარღვევა, შესაძლო გონების დაკარგვამდე, რომელსაც თან ახლავს არეფლექსია, კრუნჩხვები და კომა.

მკურნალობა

მკურნალობა სიმპტომურია. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის კონტროლი. არითმიის შემთხვევაში ეფექტურია ნატრიუმის ბიკარბონატი და მაგნიუმის სულფატი.

ექსტრაპირამიდული დარღვევების შემთხვევაში გამოიყენება ანტიპარკინსონული საშუალებები. მძიმე ხარისხის ჰიპოტენზიის შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ ნორადრენალინის დანიშვნა; ადრენალინი გამოიწვევს წნევის უფრო მეტად დაწევას.

შემადგენლობა

1 მლ ხსნარი (1 ამპულა) შეიცავს 25 მგ ფლუფენაზინის დეკანოატს.

დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, ქუნჟუტის (სეზამის) ზეთი.

შენახვის პირობები

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას 8°C-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.

სია ბ.

ვარგისობის ვადა 18 თვე.

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შეფუთვა

1 მლ-იანი 5 ამპულა პლასტიკურ ბლისტერში მუყაოს კოლოფში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფლუფენაზინი არის მაღალეფექტური ფენოთიაზინის ნეიროლეფსიური, მიეკუთვნება კლასიკური ანტიფსიქოზური საშუალებების ჯგუფს. შიზოფრენია დაკავშირებულია დოპამინური რეცეპტორების მომატებულ მგრძნობელობასთან. სხვა ტიპიურ ნეიროლეფსიურებთან შედარებით, ფლუფენაზინი უფრო მეტი ხარისხით ახდენს თავის ტვინის დოფამინური რეცეპტორების D2 და D1 ბლოკირებას. სხვა ნეიროლეფსიურების მსგავსად, მაგრამ ნაკლები ხარისხით, ფლუფენაზინი ასევე ბლოკავს 5HT2 და 5HT1 სეროტონინის რეცეპტორებს, ადრენერგულ ალფა-1 რეცეპტორებს, H1 ჰისტამინურ რეცეპტორებს და ქოლინერგულ მუსკარინულ რეცეპტორებს. შესაბამისად, ზოგიერთ სხვა კლასიკურ ანტიფსიქოზურ საშუალებასთან შედარებით, მოდიტენი დეპოს ანტიქოლინერგული და სედაციური ეფექტი უფრო ნაკლებად გამოხატულია. დოპამინური რეცეპტორების ბლოკადა ხდება სამივე დოპამინურ სისტემაში (ნიგროსტრიატული, მეზოლიმბური და ტუბეროინფუნდიბულარული), ამიტომ, კლინიკური ეფექტურობის გარდა, ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, უპირველეს ყოვლისა, ექსტრაპირამიდული აშლილობები და პროლაქტინის მომატებული სეკრეცია.

მოდიტენი დეპო წარმოადგენს პროლონგირებული ფორმის პარენტერალურ ფენოთიაზინურ პრეპარატს. იგი ფლობს მოდიტენის (ფლუფენაზინის ჰიდროქლორიდი) ძირითად თვისებებს, თუმცა განსხვავებულია მოქმედების ხანგრძლივობით.

პრეპარატი მოდიტენი დეპოს მნიშვნელოვანი უპირატესობა არის პაციენტის საიმედო მკურნალობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამბულატორიული მკურნალობისას, რადგან ფსიქოზით დაავადებული პირები ხშირად არარეგულარულად იღებენ პრეპარატებს ან უარს აცხადებენ მათ მიღებაზე.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა და გადანაწილება

მოდიტენი დეპო შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ფლუფენაზინის დეკანოატს, ფლუფენაზინის ეთერს და დეკანოის მჟავას. ფლუფენაზინის დეკანოატისთვის დამახასიათებელია აქტიური ფლუფენაზინის თანდათანობითი ჰიდროლიზი და გამოყოფა, რომელიც ხვდება სისტემურ სისხლდინებაში. პრეპარატის მოქმედება იწყება 24-72 საათის ინტერვალში.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა

ფლუფენაზინის დეკანოატი მეტაბოლიზდება ღვიძლში. გამოიყოფა ფეკალიებით და შარდით.

ნახევარგამოყოფის ბიოლოგიური პერიოდი შეადგენს 7-დან 10 დღემდე, განმეორებითი ინექციის შემდეგ ხანგრძლივდება 14,3 დღემდე. მოდიტენი დეპოს სტანდარტული ინექციით მიღებული ეფექტი გრძელდება 15-35 დღის განმავლობაში ფსიქოზის მქონე პაციენტებში. სტაბილური მდგომარეობა მიიღწევა 4-6 კვირის განმავლობში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ფურცელი-ჩანართი

მოდიტენი® დეპო საინექციო ხსნარი

სავაჭრო სახელწოდება

მოდიტენი დეპო (Moditen depo)

საერთო მახასიათებლები

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება

ფლუფენაზინის დეკანოატი

Fluphenazine decanoate.

აღწერილობა

მოყვითალო ფერის გამჭვირვალე, ზეთოვანი ხსნარი, პრაქტიკულად მინარევების გარეშე.

შემადგენლობა

1 მლ ხსნარი (1 ამპულა) შეიცავს 25 მგ ფლუფენაზინის დეკანოატს.

დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, ქუნჟუტის (სეზამის) ზეთი.

გამოშვების ფორმა

საინექციო ხსნარი.

სამკურნალო საშუალების კლასიფიკაციის კოდი

ანტიფსიქოზური საშუალება (ფენოთიაზინის წარმოებულები პიპერაზინის სტრუქტურით).

კოდი ათქ: N05AB02.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ფლუფენაზინი არის მაღალეფექტური ფენოთიაზინის ნეიროლეფსიური, მიეკუთვნება კლასიკური ანტიფსიქოზური საშუალებების ჯგუფს. შიზოფრენია დაკავშირებულია დოპამინური რეცეპტორების მომატებულ მგრძნობელობასთან. სხვა ტიპიურ ნეიროლეფსიურებთან შედარებით, ფლუფენაზინი უფრო მეტი ხარისხით ახდენს თავის ტვინის დოფამინური რეცეპტორების D2 და D1 ბლოკირებას. სხვა ნეიროლეფსიურების მსგავსად, მაგრამ ნაკლები ხარისხით, ფლუფენაზინი ასევე ბლოკავს 5HT2 და 5HT1 სეროტონინის რეცეპტორებს, ადრენერგულ ალფა-1 რეცეპტორებს, H1 ჰისტამინურ რეცეპტორებს და ქოლინერგულ მუსკარინულ რეცეპტორებს. შესაბამისად, ზოგიერთ სხვა კლასიკურ ანტიფსიქოზურ საშუალებასთან შედარებით, მოდიტენი დეპოს ანტიქოლინერგული და სედაციური ეფექტი უფრო ნაკლებად გამოხატულია. დოპამინური რეცეპტორების ბლოკადა ხდება სამივე დოპამინურ სისტემაში (ნიგროსტრიატული, მეზოლიმბური და ტუბეროინფუნდიბულარული), ამიტომ, კლინიკური ეფექტურობის გარდა, ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, უპირველეს ყოვლისა, ექსტრაპირამიდული აშლილობები და პროლაქტინის მომატებული სეკრეცია.

მოდიტენი დეპო წარმოადგენს პროლონგირებული ფორმის პარენტერალურ ფენოთიაზინურ პრეპარატს. იგი ფლობს მოდიტენის (ფლუფენაზინის ჰიდროქლორიდი) ძირითად თვისებებს, თუმცა განსხვავებულია მოქმედების ხანგრძლივობით.

პრეპარატი მოდიტენი დეპოს მნიშვნელოვანი უპირატესობა არის პაციენტის საიმედო მკურნალობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამბულატორიული მკურნალობისას, რადგან ფსიქოზით დაავადებული პირები ხშირად არარეგულარულად იღებენ პრეპარატებს ან უარს აცხადებენ მათ მიღებაზე.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა და გადანაწილება

მოდიტენი დეპო შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ფლუფენაზინის დეკანოატს, ფლუფენაზინის ეთერს და დეკანოის მჟავას. ფლუფენაზინის დეკანოატისთვის დამახასიათებელია აქტიური ფლუფენაზინის თანდათანობითი ჰიდროლიზი და გამოყოფა, რომელიც ხვდება სისტემურ სისხლდინებაში. პრეპარატის მოქმედება იწყება 24-72 საათის ინტერვალში.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა

ფლუფენაზინის დეკანოატი მეტაბოლიზდება ღვიძლში. გამოიყოფა ფეკალიებით და შარდით.

ნახევარგამოყოფის ბიოლოგიური პერიოდი შეადგენს 7-დან 10 დღემდე, განმეორებითი ინექციის შემდეგ ხანგრძლივდება 14,3 დღემდე. მოდიტენი დეპოს სტანდარტული ინექციით მიღებული ეფექტი გრძელდება 15-35 დღის განმავლობაში ფსიქოზის მქონე პაციენტებში. სტაბილური მდგომარეობა მიიღწევა 4-6 კვირის განმავლობში.

გამოყენების ჩვენებები

შიზოფრენიის სხვადასხვა ფორმების, პარანოიდული ფსიქოზების შემანარჩუნებელი მკურნალობა და რეციდივების პროფილაქტიკა.

გამოყენების წესი და დოზირება

პრეპარატის დოზას და გამოყენების სიხშირეს ადგენს მხოლოდ ექიმი.

პრეპარატი გამოიყოფა ნელა, შესაბამისად, ორ ინექციას შორის სისხლში აღწევს პრეპარატის მუდმივი რაოდენობა.

ინექცია კეთდება ღრმად კუნთში.

ჩვეულებრივ, მოდიტენი დეპოს საწყისი დოზა შეადგენს 12,5-25 მგ. შემდგომი დოზები და დოზირების ინტერვალები განისაზღვრება ინდივიდუალურად. ჩვეულებრივ დოზირების ინტერვალი შეადგენს 15-35 დღეს. თუ საჭიროა 50 მგ-ზე მეტი დოზის დანიშვნა, მაშინ დოზირების გაზრდა საჭიროა თანდათანობით 12,5 მგ-ით. ამასთან, პრეპარატის ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 100 მგ.

პაციენტებში, რომლებიც ადრე არ იღებდნენ ფენოთიაზინს, თავდაპირველად ინიშნება არაპროლონგირებული მოქმედების პრეპარატის ინექცია ან მოდიტენის შემოგარსული ტაბლეტები. საწყისი დოზა 12,5 მგ ინიშნება კუნთში. გამოხატული გვერდითი ეფექტების არარსებობის შემთხვევაში, 5-10 დღის შემდეგ შესაძლებელია შემდეგი დოზის, 25 მგ დანიშვნა. შემდგომში, ექიმი ახდენს პრეპარატის დოზის კორექციას, დაავადების შესაბამისად.

თუ პაციენტი უკვე იღებს ფენოთიაზინს, ექიმმა შესაძლებელია ჩაანაცვლოს იგი მოდიტენი დეპოს ხანმოკლე მოქმედების ინექციებით ან მოდიტენის შემოგარსული ტაბლეტებით წინასწარი მკურნალობის გარეშე.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში ჩვეულებრივ საკმარისია პრეპარატის უფრო მცირე დოზები, ე.ი. 3,125-6,25 მგ.

ექსტრაპირამიდული აშლილობების განვითარების შემთხვევაში (კუნთების უჩვეულო მოძრაობა ან რიგიდობა, კანკალი და შფოთვა, თვალების სწრაფი ან წრიული მოძრაობა, კუნთების მომატებული რეფლექსები), საჭიროა პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატების დანიშვნა.

თუ ითვლება, რომ მოდიტენი დეპოს დოზა პაციენტისთვის არის ძალიან დაბალი, მკურნალობას შესაძლებელია დაემატოს მოდიტენის შემოგარსული ტაბლეტები.

პაციენტებში თირკმელების მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი >0,5 მლ/წმ) გამოიყენება პრეპარატის უფრო დაბალი დოზები (3,125 მგ - 6,25 მგ).

მხოლოდ ექიმი გადაწყვეტს როდის არის შესაძლებელი მკურნალობის შეწყვეტა. თუ მკურნალობა სრულდება ძალიან სწრაფად, შესაძლებელია მოხდეს სიმპტომების რეციდივი. მოდიტენი დეპოს საინექციო ხსნარის შერევა არ უნდა მოხდეს სხვა საინექციო ხსნარებთან.

გვერდითი მოქმედება

სხვა პრეპარატების მსგავსად, მოდიტენი დეპომ შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში ვინც იღებს პრეპარატს.

გვერდითი ეფექტების კლასიფიკაცია ხდება ჯგუფებად განვითარების სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი

ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ მომხმარებელში

ხშირი

ვითარდება 100-დან 1-10 მომხმარებელში

არახშირი

ვითარდება 1000-დან 1-10 მომხმარებელში

იშვიათი

ვითარდება 10000-დან 1-10 მომხმარებელში

ძალიანი იშვიათი

ვითარდება 100-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში

უცნობი

არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი

ხშირი:

  • ექსტრაპირამიდული აშლილობები (კუნთების უჩვეულო მოძრაობა ან რიგიდობა, კანკალი და შფოთვა, თვალების სწრაფი ან წრიული მოძრაობა, კუნთების მომატებული რეფლექსები). ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ხამოკლეა და ქრებიან დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. მათი პრევენცია ან შემსუბუქება შეიძლება შესაძლებელია პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატების დანიშვნით;
  • ენის, სახის, ტუჩების, პირის, სხეულისა და კიდურების უნებლიე მოძრაობები (ეს შეიძლება იყოს იშვიათი მდგომარეობის, ეგრედწოდებული გვიანი დისკინეზიის ნიშნები). ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

არახშირი:

  • ტაქიკარდია,
  • თავის ტკივილი,
  • არაფოკუსირებული მხედველობა, მომატებული თვალშიდა წნევა,
  • ცხვირის შეგუბების შეგრძნება,
  • ღებინება, უმადობა, ჭარბი სალივაცია, პირში სიმშრალე, ყაბზობა, ნაწლავის შიგთავსის გართულებული გადაადგილება (პარალიზური ნაწლავური გაუვალობა), უფრო ხშირი შარდვის საჭიროება და/ან არაკონტროლირებადი შარდვა, შეშუპება,
  • სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში; ზოგიერთ ქალ პაციენტში მსგავსი პრეპარატების მიღებისას, ვითარდება გალაქტორეა (რძის სპონტანური გამოყოფა სარძევე ჯირკვლებიდან); ლიბიდოს დარღვევა და ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები, არარეგულარული მენსტრუაცია ან მენსტრუაციის არარსებობა, ცრუდადებითი ტესტი ორსულობაზე,
  • მადის მატება, წონის მომატება,
  • სისხლის წნევის მსუბუქად მომატება, მერყევი არტერიული წნევა.

იშვიათი:

  • გულის გამტარობის დარღვევა (QT ინტერვალის და T კბილის გახანგრძლივება);
  • ცხელება, გახშირებული სუნთქვა, ოფლიანობა, კუნთების რიგიდობა, მოძრაობის შეზღუდვა ან გართულება, აპათია, კომა (ეს შესაძლებელია იყოს მდგომარეობის ნიშნები, რომელსაც ეწოდება ნეიროლეფსური ავთვისებიანი სინდრომი). ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან ან უახლოეს საავადმყოფოში მიმართვა.
  • მხედველობის დარღვევები (რქოვანასა და ბროლის დაბინდვა);
  • შარდის შეუკავებლობა (ასევე ღამით);
  • კანის პიგმენტაცია, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ფოტომგრძნობელობა), ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ცხიმოვანი ჯირკვლების მაღალი აქტივობა (სებორეა), კანის სიწითლე (ერითემა), კანზე გამონაყარი (ეგზემა), კანის ძლიერი ანთება, რომელსაც ახასიათებს კანის აქერცვლა (ექსფოლიაზური დერმატიტი),
  • ნაღვლის შეგუბებით გამოწვეული სიყვითლე,
  • მტკივნეული ერექცია, ეაკულაციის პრობლემები,
  • ძილიანობა, ლეთარგია (ძლიერი ძილის მსგავსი მდგომარეობა).

ძალიან იშვიათი:

  • არანორმალური ან არარეგულარული გულისცემა (არითმია, პარკუჭების ტაქიკარდია, ფიბრილაცია);
  • მძიმე ალერგიული რეაქციები, რაც ვლინდება ასთმით, ხორხის შეშუპებით და ანგიონევროზული შეშუპებით (ლორწოვანი გარსების, კანის შეშუპება).

უცნობი:

  • სისხლის დარღვევები (ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, პანციტოპენია); ამიტომ საჭიროა სისხლის ანალიზის კონტროლი;
  • შფოთვა, აგზნებადობა, არანორმალური სიზმრები, დეპრესია, მიდრეკილება სუიციდისკენ;
  • ფილტვის ემბოლია, ვენების თრომბოზი;
  • მოხსნის სინდრომი ახალშობილებში.

სხვა არასასურველი ეფექტები

აღწერილია ჰოსპიტალიზებული პაციენტების უეცარი, გაუთვალისწინებელი და ამოუხსნელი სიკვდილის შემთხვევები, რომლებიც იღებდნენ ფენოთიაზინებს.

სერიოზული გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან სხვა ინგრედიენტების, ან სხვა ფენოთიაზინების მიმართ.

გამოხატული ან სავარაუდო ქერქქვეშა ცერებრალური დარღვევები. მძიმე ხარისხის ცნობიერების დარღვევა, მძიმე ხარისხის ცერებრალური ათეროსკლეროზი, ფეოქრომოციტომა, ღვიძლის, თირკმელების ან გულის მძიმე ხარისხის უკმარისობა.

მწვავე ინტოქსიკაცია საშუალებებით, რომლებიც დამთრგუნველად მოქმედებენ ცნს-ზე (ალკოჰოლი, ანტიდეპრესანტები, ნეიროლეფსიურები, ანქსიოლიზურები, სედაციური, საძილე და ნარკოტიკული საშუალებები).

12 წლამდე ბავშვთა ასაკი.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

ჭარბმა დოზამ ან ინტოქსიკაციამ შესაძლებელია გამოიწვიოს მძიმე ექსტრაპირამიდული დარღვევები, მძიმე ხარისხის ჰიპოტენზია, მიოზი, ჰიპოთერმია, შარდის შეკავება, ცვლილებები ეკგ-ზე და გულის რითმის დარღვევა, იმის მსგავსი, რომელიც აღინიშნება ქინიდინის ჭარბი დოზის მიღებისას, სედაციური ეფექტი და ცნობიერების დარღვევა, შესაძლო გონების დაკარგვამდე, რომელსაც თან ახლავს არეფლექსია, კრუნჩხვები და კომა.

მკურნალობა

მკურნალობა სიმპტომურია. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის კონტროლი. არითმიის შემთხვევაში ეფექტურია ნატრიუმის ბიკარბონატი და მაგნიუმის სულფატი.

ექსტრაპირამიდული დარღვევების შემთხვევაში გამოიყენება ანტიპარკინსონული საშუალებები. მძიმე ხარისხის ჰიპოტენზიის შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ ნორადრენალინის დანიშვნა; ადრენალინი გამოიწვევს წნევის უფრო მეტად დაწევას.

სიფრთხილის ზომები

მოდიტენი დეპო არ გამოიყენება არაფსიქოზური დარღვევების სამკურნალოდ და არ არის განკუთვნილი ხანმოკლე გამოყენებისთვის (3 თვეზე ნაკლები).

მოდიტენი დეპო არაეფექტურია ქცევითი აშლილობების მქონე პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც აქვთ ფსიქიკური განვითარების შეფერხება.

ორი დიდი დაკვირვებითი კვლევის მონაცემებით, ხანდაზმულ პაციენტებში დემენციით ტიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატებით მკურნალობისას ვლინდებოდა სიკვდილობის მცირედიდ გაზრდილი რისკი იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც არ უტარდებოდათ მკურნალობა. ამ მომენტისთვის აღნიშნული რისკის ზუსტი შეფასებისთვის არ არის შეგროვებული საკმარისი მონაცემები. უცნობია ამ რისკის გაზრდის მიზეზიც. ასევე, არ არის დადგენილი ხარისხი, რომლითაც სიკვდილობის გაზრდა შეიძლება უკავშირდებოდეს ანტიფსიქოზურ პრეპარატებს, და არა ამ ჯგუფის პაციენტების თავისებურებებს.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ეპილეფსიით, რადგან მას შეუძლია შეამციროს კრუნჩხვითი ზღურბლი, მოახდინოს კრუნჩხვის პოტენცირება ან გამოიწვიოს ეპილეფსიის შეტევა.

ფლუფენაზინი სიფრთხილით ინიშნება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში (გულის უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, გულის რითმის საშიში დარღვევები), არტერიული წნევის შესაძლო დაწევის გამო. სისხლის წნევის არსებითად დაწევის შემთხვევაში ადრენალინის გამოყენება არ შეიძლება.

ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენებისას აღწერილია ვენოზური თრომბოემბოლიის შემთხვევები. საჭიროა თრომბოემბოლიური გართულებების ყველა შესაძლო რისკ-ფაქტორის გამოვლენა პრეპარატი მოდიტენი დეპოთი თერაპიის დაწყებამდე და თერაპიის დროს, ასევე, პროფილაქტიკური ზომების მიღება.

ფლუფენაზინი სიფრთხილით ინიშნება თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ან დასუსტებულ პაციენტებში ფლუფენაზინი ინიშნება მინიმალური ეფექტური დოზით, რადგან ასეთ პაციენტებში უფრო ხშირად ვლინდება გვერდითი ეფექტები.

ფლუფენაზინი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებიც ექვემდებარებიან მაღალ ტემპერატურულ ზემოქმედებას ან აქვთ კონტაქტი ფოსფორორგანულ ინსექტიციდებთან.

ქირურგიული ჩარევისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფლუფენაზინს, არსებობს ჰიპოტენზიური რეაქციის განვითარების საშიშროება, შესაბამისად, საჭიროა ანესთეტიკების ან ცნს-ის ფუნქციის დამთრგუნველი სხვა სამკურნალო საშუალებების უფრო დაბალი დოზების დანიშვნა.

ფლუფენაზინი არ უნდა იქნეს გამოყენებულ სისხლის პათოლოგიური ცვლილებების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პირებში, ასევე ისეთი პრეპარატების მიღებისას, რომლებიც იწვევენ მსგავს დარღვევებს, ვინაიდან, ამან შესაძლებელია გამოიწვიოს ქოლესტაზური სიყვითლე ან შერეული ქოლესტაზურ-ჰეპატოცელულარული სიყვითლე.

სიყვითლე ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი ორი-ოთხი კვირის განმავლობაში და შეიძლება არ იყოს დაკავშირებული პრეპარატის დოზასთან და მკურნალობის ხანგრძლივობასთან.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ანამნეზში სარძევე ჯირკვლის სიმსივნის მქონე პირებში (თუმცა, კვლევების მიმდინარეობისას, ფენოთიაზინებით მკურნალობის პერიოდში სარძევე ჯირკვლის სიმსივნესა და პროლაქტინის მომატებულ სეკრეციას შორის რაიმე კავშირი დადგენილი არ ყოფილა).

ყველა ფენოთიაზინის მსგავსად, ფლუფენაზინის გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ინტერსტიციული პნევმონია.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ ნეიროლეფსიურებს, ფლუფენაზინის ჩათვლით, შესაძლებელია განვითარდეს მოგვიანებითი დისკინეზია; შესაბამისად, პაციენტებისათვის, რომლების საჭიროებენ მუდმივ მკურნალობას, საჭიროა მინიმალური ეფექტური დოზების დანიშვნა და მკურნალობის გაგრძელების საჭიროების რეგულარული შეფასება. მოგვიანებითი დისკინეზიის ნიშნების გამოვლენისას საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.

ექსტრაპირამიდული აშლილობების დროს საჭიროა პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება.

თუ მოდიტენი დეპოთი მკურნალობის დროს გამოიყენება პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატები, მაშინ, მკურნალობის მკვეთრი შეწყვეტისას პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება უნდა გაგრძელდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში.

განსაკუთრებული ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

მოდიტენი დეპო შეიცავს ბენზილის სპირტს. მისი გამოყენება არ უნდა მოხდეს ახალშობილებში ან ნაადრევად გაჩენილ ბავშვებში და შესაძლებელია გამოიწვიოს ტოქსიკური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები ახალშობილებში და სამ წლამდე ასაკის ბავშვებში.

ქუნჟუტის ზეთმა იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქციები.

ორსულობა და ლაქტაცია

არ არის შესაძლებელი რისკის სრულად გამორიცხვა. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება საშიშროებას ნაყოფისთვის.

ორსულობის მესამე ტრიმესტრში ანტიფსიქოზური საშუალებების (მათ შორის, ფლუფენაზინის დეკანოატის) გამოყენება, ახალშობილებში იწვევდა შექცევად ექსტრაპირამიდულ სიმპტომებს და/ან ,,მოხსნის” სინდრომს, რომელიც მერყეოდა სიმძიმის ხარისხით და ხანგრძლივობით. აღწერილია აჟიტაციის, ჰიპერტონიის, ჰიპოტონიის, ტრემორის, ძილიანობის, სუნთქვის მოშლის და კვების დარღვევის შემთხვევები. შესაბამისად, ახალშობილი უნდა იმყოფებოდეს მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

ფლუფენაზინი გამოიყოფა დედის რძით, შესაბამისად მკურნალობის პერიოდში ბუნებრივი კვება უნდა შეწყდეს.

ზემოქმედება ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატმა შესაძლებელია ძლიერად იმოქმედოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. საჭიროა პაციენტის ინფორმირება ამის შესახებ. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის შესაძლებლობას აფასებს ექიმი ძირითადი დაავადების და მკურნალობის ეფექტურობის საფუძველზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ალკოჰოლთან, ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან, ანტიდეპრესანტებთან, სხვა ნეიროლეფსიურებთან, სედაციურ, საძილე ან ნარკოტიკულ პრეპარატებთან ფლუფენაზინის ერთდროული გამოყენებისას, პრეპარატი აძლიერებს დამთრგუნველ მოქმედებას ცნს-ზე. ბარბიტურატები, საძილე საშუალებები, რომლებიც არ შეიცავენ ბარბიტურატებს, კარბამაზეპინი, გრიზეოფულვინი, ფენილბუტაზონი და რიმფაპიცინი ზრდიან ფენოთიაზინის მეტაბოლიზმს, მაშინ, როცა პარაცეტამოლი, ქლორამფენიკოლი, დისულფირამი, მაოს-ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები და შიგნით მისაღები ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები აინჰიბირებენ მის მეტაბოლიზმს.

ფენოთიაზინებმა შესაძლებელია გაზარდონ გლუკოზის დონე სისხლში, ვინაიდან მოქმედებენ ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე. შესაბამისად, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში საჭიროა ანტიდიაბეტური პრეპარატების დოზის კორექცია.

ფლუფენაზინი არის ადრენალინის და სხვა სიმპატომიმეზურების ანტაგონისტი და ამცირებს ალფა-ადრენობლოკატორების ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს.

პრეპარატი ამცირებს ლევოდოპის პარკინსონიზმის საწინააღმდეგო მოქმედებას, დოპამინური რეცეპტორების ბლოკადის გამო.

მოდიტენი დეპომ შესაძლებელია შეამციროს კრუნჩხვითი ზღურბლი, შესაბამისად, ერთდროული დანიშვნისას საჭიროა ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებების დოზის კორექცია.

ანტიკოაგულანტებთან ერთდროული გამოყენებისას, მოდიტენი დეპომ შესაძლებელია გამოიწვიოს მათი მოქმედების პოტენცირება, შესაბამისად, აუცილებელია პერიოდულად მოხდეს პროთრომბინის ინდექსის კონტროლი.

მოდიტენი დეპო იშვიათად იწვევს მძიმე არტერიულ ჰიპერტენზიას. მსგავს შემთხვევაში აუცილებელია ვენაში ნორადრენალინის დაუყოვნებელი შეყვანა. არ უნდა მოხდეს ადრენალინის გამოყენება, ვინაიდან ფენოთიაზინთან ერთდროული გამოყენებისას ის არ ზრდის არტერიულ წნევას, არამედ ამცირებს. მოცემული მოვლენის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქირურგიული ოპერაციების და ანესთეზიის ჩატარებისას.

საჭიროა თავის შეკავება მოცემული პრეპარატის და ანტიარითმიული საშუალებების ერთდროული გამოყენებისაგან, ან მათი გამოყენება ხდება ექიმის მკაცრი ზედამხედველობით.

შენახვის პირობები და ვადა

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას 8°C-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.

სია ბ.

ვარგისობის ვადა 18 თვე.

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შეფუთვა

1 მლ-იანი 5 ამპულა პლასტიკურ ბლისტერში მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი

კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, შმარეშკა ცესტა, 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა