პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კარდიალური თერაპია

მილრინონი კარინოფარმი 1მგ/მლ საინექციო-საინფუზიო ხსნარი

MILRINON Carinopharm 1mg/ml Injektions-Infusionslösung

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
რისთვის გამოიყენება

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ არის სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება გულის წუთმოცულობის (გულის მუშაობა) გასაზრდელად. აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს მილრინონი. ეს არის ნივთიერება, რომელსაც გააჩნია გულის შეკუმშვათა მომატების და სისხლძარღვების გამაფართოვებელი თვისებები. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მილრინონი (milrinone)
ფორმა და შეფუთვა
10მგ/10მლ (1მგ/მლ) 10მლ ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ხსნარი ამპულა №5
მწარმოებელი
Haupt Pharma Livron S.A.S., საფრანგეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კარდიალური თერაპია, ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორები
ATC კოდი
C01CE02
რეგისტრაციის ნომერი
რ-039457
რეგისტრირებულია
31 ოქტომბერი 2023, მოქმედებს 31 ოქტომბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ნიუფარმ ჯორჯია“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებამილრინონი კარინოფარმი 1მგ/მლ საინექციო-საინფუზიო ხსნარი და სხვა წამალი ერთად

მილრინონი კარინოფარმი 1მგ/მლ საინექციო-საინფუზიო ხსნარი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ არის სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება გულის წუთმოცულობის (გულის მუშაობა) გასაზრდელად. აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს მილრინონი. ეს არის ნივთიერება, რომელსაც გააჩნია გულის შეკუმშვათა მომატების და სისხლძარღვების გამაფართოვებელი თვისებები.

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის გამოყენება მოზრდილებში შეიძლება:

გულის მძიმე შეგუბებითი უკმარისობის (როდესაც გულს არ გადააქვს საკმარისი სისხლი დანარჩენ სხეულში) ხანმოკლე მკურნალობისთვის, როდესაც სხვა საშუალებებით არ მიიღება სათანადო ეფექტი.

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის გამოყენება ბავშვებში შეიძლება:

გულის მძიმე შეგუბებითი უკმარისობის (როდესაც გულს არ გადააქვს საკმარისი სისხლი დანარჩენ სხეულში) ხანმოკლე მკურნალობისთვის (არაუმეტეს 35 საათი), როდესაც სხვა საშუალებებით არ მიიღება სათანადო ეფექტი.

გულზე ოპერაციის შემდეგ გულის მწვავე უკმარისობის ხანმოკლე მკურნალობისთვის (არაუმეტეს 35 საათი), მაგალითად, როდესაც გულს უჭირს სისხლის გადატანა თქვენს ორგანიზმში.

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის გამოყენების დროს საჭიროა გულის ფუნქციისა და არტერიული წნევის მუდმივი კონტროლი.

მიღების წესი და დოზირება

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის დოზირებასა და გამოყენების მეთოდს განსაზღვრავს თქვენი ექიმი. ის ზოგადად იხელმძღვანელებს დოზირებასთან დაკავშირებული შემდეგი რეკომენდაციებით:

დოზირება

საწყისი დოზა

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ შეიყვანება დამტვირთავი დოზით, რომელიც შეადგენს 50 მიკროგრამ მილრინონს/სხეულის წონის კგ-ზე, 10 წუთის განმავლობაში; ჩვეულებრივ ამას ერთვის ხანგრძლივი შემანარჩუნებელი ინფუზია.

შემანარჩუნებელი დოზა

ზოგადად ხანგრძლივი შემანარჩუნებელი ინფუზია შეადგენს 0,5 მიკროგრამ მილრინონს/სხეულის წონის კგ-ზე წუთში; თუმცა, მისი ინტერვალი შეიძლება შეადგენდეს 0,375 მიკროგრამ მილრინონს/სხეულის წონის კგ-ზე წუთში და 0,75 მიკროგრამ მილრინონს/სხეულის წონის კგ-ზე წუთში, რაც დამოკიდებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ზემოქმედებაზე.

საერთო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1.13 მგ მილრინონს/სხეულის წონის კგ-ზე დღიურად.

შემანარჩუნებელი დოზის შესაყვანად მზადდება საინფუზიო ხსნარი 200 მიკროგრამი მილრინონი/მლ კონცენტრაციით. ის მზადდება 10 მლ გაუხსნელ საინექციო/საინფუზიო ხსნარში 40 მლ გამხსნელის დამატებით. გამხსნელად შესაძლებელია გამოყენებული იქნას 0.9%-იანი მარილწყალი ან 5%-იანი გლუკოზას ხსნარი.

საჭირო შემანარჩუნებელი დოზის (მიკროგრამი სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე წუთში) საფუძველზე 200 მიკროგრამი/მლ კონცენტრაციის საინფუზიო ხსნარის მომზადებისათვის განისაზღვრება ინფუზიის შემდეგი სიჩქარეები (მილილიტრი სხეულის თითოეულ კილოგრამზე საათში) (იხილეთ ცხრილი 1).

ცხრილი 1. საჭირო ინფუზიის სიჩქარით შემანარჩუნებელი დოზის გაანგარიშება

შემანარჩუნებელი დოზა (მიკროგრამი/სხეულის წონის კგ-ზე წუთში)

შემანარჩუნებელი დოზა (მიკროგრამი/სხეულის წონის კგ-ზე საათში)

ინფუზიის სიჩქარე* (მილილიტრი/სხეულის წონის კგ-ზე საათში)

  • 375
  • 5
  • 11
  • 400
  • 0
  • 12
  • 500
  • 0
  • 15
  • 600
  • 0
  • 18
  • 700
  • 0
  • 21
  • 750
  • 0
  • 22
  • გაანგარიშებულია მილილიტრზე 200 მიკროგრამი მილრინონის საინფუზიო ხსნარისათვის.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

საწყის დოზად ექიმი თქვენს შვილს შეუყვანს 50-დან 75 მიკროგრამამდე სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე 30-დან 60 წუთამდე პერიოდში.

ამის შემდგომ დოზა შეადგენს 0,25-დან 0,75 მიკროგრამამდე სხეულის თითოეულ კილოგრამზე წუთში, რაც დამოკიდებულია თქვენი შვილის რეაქციაზე მკურნალობის მიმართ და გვერდითი მოვლენების წარმოქმნაზე. მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ შეიძლება შეყვანილი იქნას 35 საათამდე დროის განმავლობაში.

ინფუზიის დროს თქვენი შვილი მუდმივი კონტროლის ქვეშ იმყოფება: ექიმი გააკონტროლებს სხვადასხვა პარამეტრებს, როგორიცაა, გულის რიტმი და არტერიული წნევა, ასევე დაგინიშნავთ სისხლის ანალიზს, რათა აკონტროლოს მკურნალობაზე რეაქცია და გვერდითი მოვლენების წარმოქმნა.

ხანდაზმული პაციენტები

ამჟამად არსებული კვლევის საფუძველზე უნდა ვივარაუდოთ, რომ თირკმელების ნორმალური ფუნქციის პირობებში პაციენტების აღნიშნული ჯგუფისათვის არ არის საჭირო დოზირებასთან დაკავშირებული სპეციალური რეკომენდაციები.

თირკმელების შეზღუდული ფუნქციის მქონე პაციენტები

თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დაზიანება, მილრინონის გამოყოფა შემცირებული იქნება. ამიტომ, შემანარჩუნებელი დოზა უნდა შემცირდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე (იხილეთ ცხრილი 2).

ცხრილი 2. თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში ინფუზიის შესაბამისი სიჩქარით შემცირებული შემანარჩუნებელი დოზის გაანგარიშება

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ/1.73 მ2)

5

  • 20
  • 0
  • 06

10

  • 23
  • 8
  • 07

20

  • 28
  • 8
  • 08

30

  • 33
  • 8
  • 10

40

  • 38
  • 8
  • 11

50

  • 43
  • 8
  • 13

მიღების წესი

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის შეყვანა ხდება ნელი ინტრავენური ინექციის ან ინტრავენური ინფუზიის სახით.

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის შერევა შეიძლება მხოლოდ იმ გამხსნელებთან, რომლებიც მითითებულია ზემოთ (5%-იანი გლუკოზის ხსნარი ან 0,9%-იანი მარილწყალი).

ფუროსემიდი მთელ რიგ სუბსტანციებთან, მათ შორის მილრინონთან, ქიმიური შეუთავსებლობით ხასიათდება. აქედან გამომდინარე, თუ მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ შეიყვანება ფუროსემიდთან ან ბუმეტანიდთან ერთად, შერჩეული უნდა იქნას სხვადასხვა ინტრავენური შეყვანის ადგილები ან, მაგალითად, ფუროსემიდის მიღება უნდა მოხდეს ტაბლეტის ფორმით.

დაუშვებელია მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის შერევა ნატრიუმბიკარბონატის საინფუზიო ხსნართან.

სითხის მოთხოვნილების მიხედვით შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვადასხვა კონცენტრაციის საინფუზიო ხსნარები.

ინექციისთვის საჭიროა შეირჩეს შეძლებისდაგვარად დიდი ვენა, რათა თავიდან იქნას აცილებული ლოკალური გაღიზიანება. უნდა მოერიდოთ ინექციის გაკეთებას შესაბამისი სისხლძარღვის გვერდით.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს, ვინაიდან არ არსებობს კონტროლირებული გამოკვლევები 48 საათზე მეტხანს ჩატარებულ მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ

შეიძლება განვითარდეს არტერიული წნევის დაცემა და გულისცემის აჩქარება.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, თქვენი ექიმი შეწყვეტს ინფუზიას ან შეამცირებს ინფუზიის სიჩქარეს და შესაძლებელია დაიწყოს სხვა საჭირო ღონისძიებების გატარება. რაიმე სპეციფიკური ანტიდოტი არ არის ცნობილი.

თუ დაგავიწყდათ მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის გამოყენება

თქვენი ექიმი ან ექთანი მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როდის უნდა იქნას გამოყენებული ეს პრეპარატი. აქედან გამომდინარე, დაბალია იმის ალბათობა, რომ პრეპარატი არ იქნას გამოყენებული დანიშნულებისამებრ. თუ მაინც გგონიათ, რომ დოზის მიღება დაგავიწყდათ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ექთანს.

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მილრინონის (მოქმედი ნივთიერება) ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6)

თუ თქვენი გულის უკმარისობა გამოწვეულია გულის კუნთის უჯრედების პათოლოგიური გაფართოებით (ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია),

თუ დაგიდგინდათ ვენტრიკულური ანევრიზმა (გულის პარკუჭის კედლის ლოკალიზებული გაფართოება),

თუ დაავადებული ხართ მძიმე, არანამკურნალები დეჰიდრატაციით (ჰიპოვოლემიით),

თუ გადატანილი გაქვთ გულის მწვავე შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი).

ასევე, არ გამოიყენოთ მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ

თუ თქვენი გულის უკმარისობა გამოწვეულია

ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციით (ჰიპერთირეოზი),

გულის კუნთის მწვავე ანთებით (მიოკარდიტი), ან

გულის კუნთის დაავადების გარკვეული ფორმით (ამილოიდური კარდიომიოპათია),

ვინაიდან არ არსებობს საკმარისი თერაპიული გამოცდილება.

სიფრთხილის ზომები

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის გამოყენებამდე:

თუ აღგენიშნებათ გულის სარქველების მძიმე შევიწროება (აორტის ან ფილტვის სარქველის ობსტრუქციული დაავადება),

თუ დაგიდგინდათ გულის რიტმის დარღვევების გარკვეული ფორმები (მაგალითად, წინაგულის ციმციმი, წინაგულის ფრიალი ან გულის ქვედა კამერიდან (პარკუჭიდან) მომდინარე გულის რიტმის დარღვევების სხვა გარკვეული ფორმები), ან თუ მოსალოდნელია მათი არსებობის დადგენა, რადგან მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ შეიძლება ხელს უწყობდეს გულის რიტმის გარკვეულ დარღვევებს. ამიტომ, თქვენი ექიმი შეამოწმებს, საჭიროა თუ არა დამატებითი ანტიარითმიული მკურნალობის ჩატარება, დოზის რეგულირება ან ელექტროკარდიოგრაფიული კონტროლი.

თუ თქვენს შემთხვევაში არსებობს ეჭვი, რომ გულის შევსების წნევა დაკლებულია (მაგალითად, ადრე შარდმდენი საშუალებებით ჩატარებული მკურნალობის საფუძველზე).

თქვენი ექიმი პრეპარატის გამოყენებამდე გააკონტროლებს შევსების წნევას და საჭიროების შემთხვევაში დააკორექტირებს მას.

თუ აღგენიშნებათ თირკმელების ფუნქციის დარღვევა ან დაბალი არტერიული წნევა. თქვენი ექიმი მკურნალობამდე და მკურნალობის დროს უზრუნველყოფს შესაბამის კონტროლს და გაითვალისწინებს მას მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის და სხვა პრეპარატების დოზირებისას,

თუ დაგიდგინდათ სისხლის ფირფიტების (თრომბოციტების) ან სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) ან ჰემოგლობინის კონცენტრაციის დაბალი მაჩვენებელი, მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ გამოიყენება მხოლოდ სისხლის უჯრედების ზედმიწევნით კონტროლის პირობებში, ვინაიდან შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სისხლის აღნიშნული შემადგენელი ნაწილების შემდგომ კლებას.

რეგისტრირებულია ინფუზიის ადგილზე რეაქციების გამოვლენის შემთხვევები. ამიტომ, საჭიროა მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ შეყვანის ადგილის გულდასმით მონიტორინგი, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფუზიის ექსტრავაზალურად შეყვანა (ანუ, შემთხვევით ვენის გარეთ შეყვანა).

ბავშვები და მოზარდები

მოზრდილებთან დაკავშირებული გაფრთხილებებისა და სიფრთხილის ზომების გარდა, ბავშვების შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შემდეგი:

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის ინფუზიის შეყვანამდე თქვენი ექიმი დაგინიშნავთ სხვადასხვა გამოკვლევებს, მაგალითად, გულის რიტმის და არტერიული წნევის გამოკვლევას. ასევე, დაგენიშნებათ სისხლის ანალიზი.

ინფუზიის დაწყება არ შეიძლება, თუ თქვენი ბავშვის გულის რიტმი და არტერიული წნევა არ არის სტაბილური.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ:

თქვენს შვილს აქვს თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები

თქვენი შვილი დაიბადა დღენაკლული ან დაბადებისას მას ჰქონდა მცირე წონა

თქვენს შვილს აღენიშნება გულის გარკვეული პრობლემა, ეგრეთ წოდებული ღია არტერიული არხი (Patent Ductus Arterisus): ორ დიდ სისხლძარღვს შორის კავშირი (სხეულის არტერია და ფილტვის არტერია) ღიაა, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩაკეტილი უნდა იყოს.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტებისათვის არ არის წარმოდგენილი დოზირებასთან დაკავშირებული სპეციალური რეკომენდაციები. კონტროლირებული ფარმაკოკინეტიკური კვლევებით აქამდე არ ყოფილა დადასტურებული ასაკზე დამოკიდებული ზემოქმედება მილრინონის, მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის აქტიური ნივთიერების, განაწილებასთან და/ან გამოყოფასთან დაკავშირებით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახან იღებდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.

თუ იღებთ შარდმდენ საშუალებებს (დიურეზულებს) მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-თან ერთად, შესაძლებელია მათი შარდმდენი და კალიუმის დონის შემამცირებელი მოქმედება გაძლიერდეს. აღნიშნულით გამოწვეულმა კალიუმის დაკარგვამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს გულის რიტმის დარღვევების განვითარებას, განსაკუთრებით, თუ ამავდროულად იღებთ დიგოქსინს (გულის პრობლემების გამო). ასევე, მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის მოქმედება შეიძლება უფრო ძლიერი იყოს.

კარდიოტონურ პრეპარატებთან (გულის შეკუმშვათა გამაძლიერებელი საშუალება, მაგალითად დობუტამინი) ერთად დანიშვნისას მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-მა შეიძლება გააძლიეროს ამ პრეპარატების ან ერთმანეთის კარდიოტონური (პოზიტიურ ინოტროპული) მოქმედება.

გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ ყველა ეს მონაცემი შეიძლება ეხებოდეს ახლახანს გამოყენებულ პრეპარატებსაც.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულებში მილრინონის გამოყენებასთან დაკავშირებით კლინიკური მონაცემები არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ იძლევა არანაირ მინიშნებას ორსულობის დროს ჯანმრთელობის პირდაპირი ან არაპირდაპირი საფრთხის შემცველი ზემოქმედების შესახებ, ასევე პრენატალური (ანუ დაბადებამდე) განვითარების, მშობიარობის ან პოსტნატალური (ანუ დაბადების შემდგომი) განვითარების საფრთხეების შესახებ.

ორსულობის დროს გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.

ვინაიდან არ არის ცნობილი, გადადის თუ არა მილრინონი დედის რძეში, მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე ზემოქმედების მოხდენასთან დაკავშირებით გამოცდილება არ არსებობს.

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ შეიცავს

გლუკოზას

თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია, რომ გაქვთ გარკვეული შაქრის მიმართ აუტანლობა, მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის 10 მლ ამპულა შეიცავს 470 მგ გლუკოზას. თუ იცავთ დიეტას დიაბეტის გამო, ეს უნდა იქნას მიღებული მხედველობაში.

ნატრიუმს

მოცემული სამკურნალო საშუალების ერთი ამპულა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, შეიძლება ჩაითვალოს, რომ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-საც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

გამოყენებულია გვერდითი მოქმედების სიხშირის განსაზღვრის შემდეგი კატეგორიები:

ძალიან ხშირი:

შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს

ხშირი:

შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს

არახშირი:

შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს

იშვიათი:

შეიძლება აღენიშნოს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს

ძალიან იშვიათი:

შეიძლება აღენიშნოს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს

სიხშირე უცნობია:

არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია

ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)

მსუბუქი და ზომიერი სიმძიმის თავის ტკივილი,

არარეგულარული გულისცემა, გამოწვეული გულისცემის სიხშირის მომატებით,

აჩქარებული გულისცემა,

გულის რიტმის დარღვევები,

დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია).

არახშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება,

კალიუმის დაბალი დონე,

კანკალი,

პარკუჭების ფიბრილაცია,

მწვავე ტკივილი გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნებით და ქოშინით,

ღვიძლის მომატებული მაჩვენებლები, როგორც ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შედეგი.

იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება,

შემცირებული ჰემოგლობინის კონცენტრაცია (სისხლის პიგმენტი).

ძალიან იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)

ალერგიული (ანაფილაქსიური) შოკი,

აჩქარებული გულისცემის განსაკუთრებით საშიში ფორმა (torsade de pointes),

ბრონქების კრუნჩხვითი შევიწროება,

კანის რეაქციები, როგორიცაა მაგალითად, გამონაყარი კანზე.

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)

გაღიზიანება ინფუზიის ადგილზე

სისხლის წითელი უჯრედების ან/და ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირება.

გულის რიტმის სიცოცხლისთვის საშიში დარღვევები განსაკუთრებით თავს იჩენდა პაციენტებში, რომლებსაც უკვე ჰქონდათ გულისცემის დარღვევები და/ან ნივთიერებათა ცვლის ანომალიები (მაგალითად, კალიუმის დაბალი მაჩვენებელი), და/ან დიგიტალისის დონის მომატება.

დამატებითი გვერდითი მოქმედება ბავშვებში

მოზრდილებთან დაკავშირებით დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების გარდა ბავშვებში დაფიქსირდა:

სითხით შევსებულ სივრცეებში (პარკუჭი), რომლებიც მოქცეულია ტვინის არეში, სისხლდენა (ინტრავენტრიკულური სისხლდენა)

პრობლემა გულის მხრივ, რომელიც ცნობილია, როგორც ღია არტერიული არხი (Patent Ductus arteriosus): კავშირი ორ დიდ სისხლძარღვს შორის (სხეულის არტერია და ფილტვის არტერია) ღიაა, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩაკეტილი უნდა იყოს. ეს შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ფილტვების სითხით გადაჭარბებულ დატვირთვასთან, სისხლდენებთან ან ნაწლავის ან ნაწლავის მონაკვეთის დაზიანებასთან და შესაძლებელია იყოს ფატალური.

მოზრდილებთან შედარებით, ბავშვებში უფრო ხშირია სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება და აღნიშნული გვერდითი მოქმედების რისკი იზრდება მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის ინფუზიის ხანგრძლივობასთან ერთად. გულის რიტმის დარღვევები ბავშვებში უფრო იშვიათად იჩენს თავს, ვიდრე მოზრდილებში.

შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ითვალისწინებს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნა შეგიძლიათ უშუალოდ პრეპარატებისა და სამედიცინო ხელსაწყოების ფედერალური სამსახურის ფარმაკოუსაფრთხოების დეპარტამენტში მისამართზე: ბონი, D-53175, კურტ-გეორგ-კაიზინგერის გამზირი 3, ვებ-გვერდი: www.bfarm.de. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის მილრინონი

საინექციო/საინფუზიო ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 1 მგ მილრინონს.

10 მლ საინექციო/საინფუზიო ხსნარის შემცველი თითოეული ამპულა შეიცავს 10 მგ მილრინონს.

დამატებითი კომპონენტებია: გლუკოზა, რძემჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ არის გამჭვირვალი, უფერო ან ღია ყვითელი ფერის საინექციო/საინფუზიო ხსნარი.

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ ხელმოსაწვდომია შეფუთვის შემდეგი ზომების სახით:

  • შეფუთვაში 5 ან 10 ცალი 10 მლ გამჭვირვალე მინის ამპულა.

შეიძლება, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შენახვის პირობები

მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე და გარე მუყაოს კოლოფზე. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შენახვის პირობები

მოცემული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

ვარგისობასთან დაკავშირებული მითითება ამპულის გახსნის ან იზოტონურ ნატრიუმის ქლორიდთან ან გლუკოზის 5%-იან ხსნართან გახსნის შემდეგ

მომზადებული ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 24 საათის განმავლობაში 25˚C ტემპერატურის პირობებში. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. იმ შემთხვევაში, თუ მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ არ იქნება გამოყენებული, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი შენახვის ხანგრძლივობასა და შენახვის პირობებზე.

ამპულის გახსნის შემდეგ ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.

მოცემული პრეპარატი არ გადააგდოთ გამდინარე წყალში (მაგალითად კანალიზაციაში ან ნიჟარაში). არასაჭირო პრეპარატების გაუვნებელყოფასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.bfarm.de/arzneimittelentsorgung.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლებისთვის

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ, საინექციო/საინფუზიო ხსნარი

მილრინონი

მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი.

შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემული პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა საზიანო იყოს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.

ნებისმიერი გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს ითვალისწინებს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

მოცემული ჩანართის შინაარსი:

რას წარმოადგენს მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის გამოყენებამდე

როგორ გამოიყენება მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ

შესაძლო გვერდითი მოქმედება

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის შენახვის პირობები

შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ და რისთვის გამოიყენება

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ არის სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება გულის წუთმოცულობის (გულის მუშაობა) გასაზრდელად. აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს მილრინონი. ეს არის ნივთიერება, რომელსაც გააჩნია გულის შეკუმშვათა მომატების და სისხლძარღვების გამაფართოვებელი თვისებები.

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის გამოყენება მოზრდილებში შეიძლება:

გულის მძიმე შეგუბებითი უკმარისობის (როდესაც გულს არ გადააქვს საკმარისი სისხლი დანარჩენ სხეულში) ხანმოკლე მკურნალობისთვის, როდესაც სხვა საშუალებებით არ მიიღება სათანადო ეფექტი.

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის გამოყენება ბავშვებში შეიძლება:

გულის მძიმე შეგუბებითი უკმარისობის (როდესაც გულს არ გადააქვს საკმარისი სისხლი დანარჩენ სხეულში) ხანმოკლე მკურნალობისთვის (არაუმეტეს 35 საათი), როდესაც სხვა საშუალებებით არ მიიღება სათანადო ეფექტი.

გულზე ოპერაციის შემდეგ გულის მწვავე უკმარისობის ხანმოკლე მკურნალობისთვის (არაუმეტეს 35 საათი), მაგალითად, როდესაც გულს უჭირს სისხლის გადატანა თქვენს ორგანიზმში.

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის გამოყენების დროს საჭიროა გულის ფუნქციისა და არტერიული წნევის მუდმივი კონტროლი.

  • რა უნდა იცოდეთ მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მილრინონის (მოქმედი ნივთიერება) ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6)

თუ თქვენი გულის უკმარისობა გამოწვეულია გულის კუნთის უჯრედების პათოლოგიური გაფართოებით (ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია),

თუ დაგიდგინდათ ვენტრიკულური ანევრიზმა (გულის პარკუჭის კედლის ლოკალიზებული გაფართოება),

თუ დაავადებული ხართ მძიმე, არანამკურნალები დეჰიდრატაციით (ჰიპოვოლემიით),

თუ გადატანილი გაქვთ გულის მწვავე შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი).

ასევე, არ გამოიყენოთ მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ

თუ თქვენი გულის უკმარისობა გამოწვეულია

ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციით (ჰიპერთირეოზი),

გულის კუნთის მწვავე ანთებით (მიოკარდიტი), ან

გულის კუნთის დაავადების გარკვეული ფორმით (ამილოიდური კარდიომიოპათია),

ვინაიდან არ არსებობს საკმარისი თერაპიული გამოცდილება.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის გამოყენებამდე:

თუ აღგენიშნებათ გულის სარქველების მძიმე შევიწროება (აორტის ან ფილტვის სარქველის ობსტრუქციული დაავადება),

თუ დაგიდგინდათ გულის რიტმის დარღვევების გარკვეული ფორმები (მაგალითად, წინაგულის ციმციმი, წინაგულის ფრიალი ან გულის ქვედა კამერიდან (პარკუჭიდან) მომდინარე გულის რიტმის დარღვევების სხვა გარკვეული ფორმები), ან თუ მოსალოდნელია მათი არსებობის დადგენა, რადგან მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ შეიძლება ხელს უწყობდეს გულის რიტმის გარკვეულ დარღვევებს. ამიტომ, თქვენი ექიმი შეამოწმებს, საჭიროა თუ არა დამატებითი ანტიარითმიული მკურნალობის ჩატარება, დოზის რეგულირება ან ელექტროკარდიოგრაფიული კონტროლი.

თუ თქვენს შემთხვევაში არსებობს ეჭვი, რომ გულის შევსების წნევა დაკლებულია (მაგალითად, ადრე შარდმდენი საშუალებებით ჩატარებული მკურნალობის საფუძველზე).

თქვენი ექიმი პრეპარატის გამოყენებამდე გააკონტროლებს შევსების წნევას და საჭიროების შემთხვევაში დააკორექტირებს მას.

თუ აღგენიშნებათ თირკმელების ფუნქციის დარღვევა ან დაბალი არტერიული წნევა. თქვენი ექიმი მკურნალობამდე და მკურნალობის დროს უზრუნველყოფს შესაბამის კონტროლს და გაითვალისწინებს მას მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის და სხვა პრეპარატების დოზირებისას,

თუ დაგიდგინდათ სისხლის ფირფიტების (თრომბოციტების) ან სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) ან ჰემოგლობინის კონცენტრაციის დაბალი მაჩვენებელი, მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ გამოიყენება მხოლოდ სისხლის უჯრედების ზედმიწევნით კონტროლის პირობებში, ვინაიდან შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სისხლის აღნიშნული შემადგენელი ნაწილების შემდგომ კლებას.

რეგისტრირებულია ინფუზიის ადგილზე რეაქციების გამოვლენის შემთხვევები. ამიტომ, საჭიროა მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ შეყვანის ადგილის გულდასმით მონიტორინგი, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფუზიის ექსტრავაზალურად შეყვანა (ანუ, შემთხვევით ვენის გარეთ შეყვანა).

ბავშვები და მოზარდები

მოზრდილებთან დაკავშირებული გაფრთხილებებისა და სიფრთხილის ზომების გარდა, ბავშვების შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შემდეგი:

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის ინფუზიის შეყვანამდე თქვენი ექიმი დაგინიშნავთ სხვადასხვა გამოკვლევებს, მაგალითად, გულის რიტმის და არტერიული წნევის გამოკვლევას. ასევე, დაგენიშნებათ სისხლის ანალიზი.

ინფუზიის დაწყება არ შეიძლება, თუ თქვენი ბავშვის გულის რიტმი და არტერიული წნევა არ არის სტაბილური.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ:

თქვენს შვილს აქვს თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები

თქვენი შვილი დაიბადა დღენაკლული ან დაბადებისას მას ჰქონდა მცირე წონა

თქვენს შვილს აღენიშნება გულის გარკვეული პრობლემა, ეგრეთ წოდებული ღია არტერიული არხი (Patent Ductus Arterisus): ორ დიდ სისხლძარღვს შორის კავშირი (სხეულის არტერია და ფილტვის არტერია) ღიაა, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩაკეტილი უნდა იყოს.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტებისათვის არ არის წარმოდგენილი დოზირებასთან დაკავშირებული სპეციალური რეკომენდაციები. კონტროლირებული ფარმაკოკინეტიკური კვლევებით აქამდე არ ყოფილა დადასტურებული ასაკზე დამოკიდებული ზემოქმედება მილრინონის, მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის აქტიური ნივთიერების, განაწილებასთან და/ან გამოყოფასთან დაკავშირებით.

სხვა სამკურნალო საშუალებები და მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახან იღებდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.

თუ იღებთ შარდმდენ საშუალებებს (დიურეზულებს) მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-თან ერთად, შესაძლებელია მათი შარდმდენი და კალიუმის დონის შემამცირებელი მოქმედება გაძლიერდეს. აღნიშნულით გამოწვეულმა კალიუმის დაკარგვამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს გულის რიტმის დარღვევების განვითარებას, განსაკუთრებით, თუ ამავდროულად იღებთ დიგოქსინს (გულის პრობლემების გამო). ასევე, მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის მოქმედება შეიძლება უფრო ძლიერი იყოს.

კარდიოტონურ პრეპარატებთან (გულის შეკუმშვათა გამაძლიერებელი საშუალება, მაგალითად დობუტამინი) ერთად დანიშვნისას მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-მა შეიძლება გააძლიეროს ამ პრეპარატების ან ერთმანეთის კარდიოტონური (პოზიტიურ ინოტროპული) მოქმედება.

გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ ყველა ეს მონაცემი შეიძლება ეხებოდეს ახლახანს გამოყენებულ პრეპარატებსაც.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულებში მილრინონის გამოყენებასთან დაკავშირებით კლინიკური მონაცემები არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ იძლევა არანაირ მინიშნებას ორსულობის დროს ჯანმრთელობის პირდაპირი ან არაპირდაპირი საფრთხის შემცველი ზემოქმედების შესახებ, ასევე პრენატალური (ანუ დაბადებამდე) განვითარების, მშობიარობის ან პოსტნატალური (ანუ დაბადების შემდგომი) განვითარების საფრთხეების შესახებ.

ორსულობის დროს გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.

ვინაიდან არ არის ცნობილი, გადადის თუ არა მილრინონი დედის რძეში, მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე ზემოქმედების მოხდენასთან დაკავშირებით გამოცდილება არ არსებობს.

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ შეიცავს

გლუკოზას

თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია, რომ გაქვთ გარკვეული შაქრის მიმართ აუტანლობა, მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის 10 მლ ამპულა შეიცავს 470 მგ გლუკოზას. თუ იცავთ დიეტას დიაბეტის გამო, ეს უნდა იქნას მიღებული მხედველობაში.

ნატრიუმს

მოცემული სამკურნალო საშუალების ერთი ამპულა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, შეიძლება ჩაითვალოს, რომ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

  • როგორ გამოიყენება მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის დოზირებასა და გამოყენების მეთოდს განსაზღვრავს თქვენი ექიმი. ის ზოგადად იხელმძღვანელებს დოზირებასთან დაკავშირებული შემდეგი რეკომენდაციებით:

დოზირება

საწყისი დოზა

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ შეიყვანება დამტვირთავი დოზით, რომელიც შეადგენს 50 მიკროგრამ მილრინონს/სხეულის წონის კგ-ზე, 10 წუთის განმავლობაში; ჩვეულებრივ ამას ერთვის ხანგრძლივი შემანარჩუნებელი ინფუზია.

შემანარჩუნებელი დოზა

ზოგადად ხანგრძლივი შემანარჩუნებელი ინფუზია შეადგენს 0,5 მიკროგრამ მილრინონს/სხეულის წონის კგ-ზე წუთში; თუმცა, მისი ინტერვალი შეიძლება შეადგენდეს 0,375 მიკროგრამ მილრინონს/სხეულის წონის კგ-ზე წუთში და 0,75 მიკროგრამ მილრინონს/სხეულის წონის კგ-ზე წუთში, რაც დამოკიდებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ზემოქმედებაზე.

საერთო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1.13 მგ მილრინონს/სხეულის წონის კგ-ზე დღიურად.

შემანარჩუნებელი დოზის შესაყვანად მზადდება საინფუზიო ხსნარი 200 მიკროგრამი მილრინონი/მლ კონცენტრაციით. ის მზადდება 10 მლ გაუხსნელ საინექციო/საინფუზიო ხსნარში 40 მლ გამხსნელის დამატებით. გამხსნელად შესაძლებელია გამოყენებული იქნას 0.9%-იანი მარილწყალი ან 5%-იანი გლუკოზას ხსნარი.

საჭირო შემანარჩუნებელი დოზის (მიკროგრამი სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე წუთში) საფუძველზე 200 მიკროგრამი/მლ კონცენტრაციის საინფუზიო ხსნარის მომზადებისათვის განისაზღვრება ინფუზიის შემდეგი სიჩქარეები (მილილიტრი სხეულის თითოეულ კილოგრამზე საათში) (იხილეთ ცხრილი 1).

ცხრილი 1. საჭირო ინფუზიის სიჩქარით შემანარჩუნებელი დოზის გაანგარიშება

შემანარჩუნებელი დოზა (მიკროგრამი/სხეულის წონის კგ-ზე წუთში)

შემანარჩუნებელი დოზა (მიკროგრამი/სხეულის წონის კგ-ზე საათში)

ინფუზიის სიჩქარე* (მილილიტრი/სხეულის წონის კგ-ზე საათში)

  • 375
  • 5
  • 11
  • 400
  • 0
  • 12
  • 500
  • 0
  • 15
  • 600
  • 0
  • 18
  • 700
  • 0
  • 21
  • 750
  • 0
  • 22
  • გაანგარიშებულია მილილიტრზე 200 მიკროგრამი მილრინონის საინფუზიო ხსნარისათვის.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

საწყის დოზად ექიმი თქვენს შვილს შეუყვანს 50-დან 75 მიკროგრამამდე სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე 30-დან 60 წუთამდე პერიოდში.

ამის შემდგომ დოზა შეადგენს 0,25-დან 0,75 მიკროგრამამდე სხეულის თითოეულ კილოგრამზე წუთში, რაც დამოკიდებულია თქვენი შვილის რეაქციაზე მკურნალობის მიმართ და გვერდითი მოვლენების წარმოქმნაზე. მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ შეიძლება შეყვანილი იქნას 35 საათამდე დროის განმავლობაში.

ინფუზიის დროს თქვენი შვილი მუდმივი კონტროლის ქვეშ იმყოფება: ექიმი გააკონტროლებს სხვადასხვა პარამეტრებს, როგორიცაა, გულის რიტმი და არტერიული წნევა, ასევე დაგინიშნავთ სისხლის ანალიზს, რათა აკონტროლოს მკურნალობაზე რეაქცია და გვერდითი მოვლენების წარმოქმნა.

ხანდაზმული პაციენტები

ამჟამად არსებული კვლევის საფუძველზე უნდა ვივარაუდოთ, რომ თირკმელების ნორმალური ფუნქციის პირობებში პაციენტების აღნიშნული ჯგუფისათვის არ არის საჭირო დოზირებასთან დაკავშირებული სპეციალური რეკომენდაციები.

თირკმელების შეზღუდული ფუნქციის მქონე პაციენტები

თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დაზიანება, მილრინონის გამოყოფა შემცირებული იქნება. ამიტომ, შემანარჩუნებელი დოზა უნდა შემცირდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე (იხილეთ ცხრილი 2).

ცხრილი 2. თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში ინფუზიის შესაბამისი სიჩქარით შემცირებული შემანარჩუნებელი დოზის გაანგარიშება

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ/1.73 მ2)

შემანარჩუნებელი დოზა (მიკროგრამი/სხეულის წონის კგ-ზე წუთში)

შემანარჩუნებელი დოზა (მიკროგრამი/სხეულის წონის კგ-ზე საათში)

ინფუზიის სიჩქარე* (მილილიტრი/სხეულის წონის კგ-ზე საათში)

5

  • 20
  • 0
  • 06

10

  • 23
  • 8
  • 07

20

  • 28
  • 8
  • 08

30

  • 33
  • 8
  • 10

40

  • 38
  • 8
  • 11

50

  • 43
  • 8
  • 13
  • გაანგარიშებულია მილილიტრზე 200 მიკროგრამი მილრინონის საინფუზიო ხსნარისათვის.

მიღების წესი

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის შეყვანა ხდება ნელი ინტრავენური ინექციის ან ინტრავენური ინფუზიის სახით.

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის შერევა შეიძლება მხოლოდ იმ გამხსნელებთან, რომლებიც მითითებულია ზემოთ (5%-იანი გლუკოზის ხსნარი ან 0,9%-იანი მარილწყალი).

ფუროსემიდი მთელ რიგ სუბსტანციებთან, მათ შორის მილრინონთან, ქიმიური შეუთავსებლობით ხასიათდება. აქედან გამომდინარე, თუ მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ შეიყვანება ფუროსემიდთან ან ბუმეტანიდთან ერთად, შერჩეული უნდა იქნას სხვადასხვა ინტრავენური შეყვანის ადგილები ან, მაგალითად, ფუროსემიდის მიღება უნდა მოხდეს ტაბლეტის ფორმით.

დაუშვებელია მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის შერევა ნატრიუმბიკარბონატის საინფუზიო ხსნართან.

სითხის მოთხოვნილების მიხედვით შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვადასხვა კონცენტრაციის საინფუზიო ხსნარები.

ინექციისთვის საჭიროა შეირჩეს შეძლებისდაგვარად დიდი ვენა, რათა თავიდან იქნას აცილებული ლოკალური გაღიზიანება. უნდა მოერიდოთ ინექციის გაკეთებას შესაბამისი სისხლძარღვის გვერდით.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს, ვინაიდან არ არსებობს კონტროლირებული გამოკვლევები 48 საათზე მეტხანს ჩატარებულ მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ

შეიძლება განვითარდეს არტერიული წნევის დაცემა და გულისცემის აჩქარება.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, თქვენი ექიმი შეწყვეტს ინფუზიას ან შეამცირებს ინფუზიის სიჩქარეს და შესაძლებელია დაიწყოს სხვა საჭირო ღონისძიებების გატარება. რაიმე სპეციფიკური ანტიდოტი არ არის ცნობილი.

თუ დაგავიწყდათ მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის გამოყენება

თქვენი ექიმი ან ექთანი მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როდის უნდა იქნას გამოყენებული ეს პრეპარატი. აქედან გამომდინარე, დაბალია იმის ალბათობა, რომ პრეპარატი არ იქნას გამოყენებული დანიშნულებისამებრ. თუ მაინც გგონიათ, რომ დოზის მიღება დაგავიწყდათ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ექთანს.

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-საც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

გამოყენებულია გვერდითი მოქმედების სიხშირის განსაზღვრის შემდეგი კატეგორიები:

ძალიან ხშირი:

შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს

ხშირი:

შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს

არახშირი:

შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს

იშვიათი:

შეიძლება აღენიშნოს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს

ძალიან იშვიათი:

შეიძლება აღენიშნოს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს

სიხშირე უცნობია:

არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია

ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)

მსუბუქი და ზომიერი სიმძიმის თავის ტკივილი,

არარეგულარული გულისცემა, გამოწვეული გულისცემის სიხშირის მომატებით,

აჩქარებული გულისცემა,

გულის რიტმის დარღვევები,

დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია).

არახშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება,

კალიუმის დაბალი დონე,

კანკალი,

პარკუჭების ფიბრილაცია,

მწვავე ტკივილი გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნებით და ქოშინით,

ღვიძლის მომატებული მაჩვენებლები, როგორც ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შედეგი.

იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება,

შემცირებული ჰემოგლობინის კონცენტრაცია (სისხლის პიგმენტი).

ძალიან იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)

ალერგიული (ანაფილაქსიური) შოკი,

აჩქარებული გულისცემის განსაკუთრებით საშიში ფორმა (torsade de pointes),

ბრონქების კრუნჩხვითი შევიწროება,

კანის რეაქციები, როგორიცაა მაგალითად, გამონაყარი კანზე.

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)

გაღიზიანება ინფუზიის ადგილზე

სისხლის წითელი უჯრედების ან/და ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირება.

გულის რიტმის სიცოცხლისთვის საშიში დარღვევები განსაკუთრებით თავს იჩენდა პაციენტებში, რომლებსაც უკვე ჰქონდათ გულისცემის დარღვევები და/ან ნივთიერებათა ცვლის ანომალიები (მაგალითად, კალიუმის დაბალი მაჩვენებელი), და/ან დიგიტალისის დონის მომატება.

დამატებითი გვერდითი მოქმედება ბავშვებში

მოზრდილებთან დაკავშირებით დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების გარდა ბავშვებში დაფიქსირდა:

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)

სითხით შევსებულ სივრცეებში (პარკუჭი), რომლებიც მოქცეულია ტვინის არეში, სისხლდენა (ინტრავენტრიკულური სისხლდენა)

პრობლემა გულის მხრივ, რომელიც ცნობილია, როგორც ღია არტერიული არხი (Patent Ductus arteriosus): კავშირი ორ დიდ სისხლძარღვს შორის (სხეულის არტერია და ფილტვის არტერია) ღიაა, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩაკეტილი უნდა იყოს. ეს შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ფილტვების სითხით გადაჭარბებულ დატვირთვასთან, სისხლდენებთან ან ნაწლავის ან ნაწლავის მონაკვეთის დაზიანებასთან და შესაძლებელია იყოს ფატალური.

მოზრდილებთან შედარებით, ბავშვებში უფრო ხშირია სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება და აღნიშნული გვერდითი მოქმედების რისკი იზრდება მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის ინფუზიის ხანგრძლივობასთან ერთად. გულის რიტმის დარღვევები ბავშვებში უფრო იშვიათად იჩენს თავს, ვიდრე მოზრდილებში.

შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ითვალისწინებს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნა შეგიძლიათ უშუალოდ პრეპარატებისა და სამედიცინო ხელსაწყოების ფედერალური სამსახურის ფარმაკოუსაფრთხოების დეპარტამენტში მისამართზე: ბონი, D-53175, კურტ-გეორგ-კაიზინგერის გამზირი 3, ვებ-გვერდი: www.bfarm.de. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

  • მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის შენახვის პირობები

მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე და გარე მუყაოს კოლოფზე. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შენახვის პირობები

მოცემული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

ვარგისობასთან დაკავშირებული მითითება ამპულის გახსნის ან იზოტონურ ნატრიუმის ქლორიდთან ან გლუკოზის 5%-იან ხსნართან გახსნის შემდეგ

მომზადებული ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 24 საათის განმავლობაში 25˚C ტემპერატურის პირობებში. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. იმ შემთხვევაში, თუ მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ არ იქნება გამოყენებული, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი შენახვის ხანგრძლივობასა და შენახვის პირობებზე.

ამპულის გახსნის შემდეგ ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.

მოცემული პრეპარატი არ გადააგდოთ გამდინარე წყალში (მაგალითად კანალიზაციაში ან ნიჟარაში). არასაჭირო პრეპარატების გაუვნებელყოფასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.bfarm.de/arzneimittelentsorgung.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ

აქტიური ნივთიერება არის მილრინონი

საინექციო/საინფუზიო ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 1 მგ მილრინონს.

10 მლ საინექციო/საინფუზიო ხსნარის შემცველი თითოეული ამპულა შეიცავს 10 მგ მილრინონს.

დამატებითი კომპონენტებია: გლუკოზა, რძემჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ-ის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ არის გამჭვირვალი, უფერო ან ღია ყვითელი ფერის საინექციო/საინფუზიო ხსნარი.

მილრინონი კარინოფარმი 1 მგ/მლ ხელმოსაწვდომია შეფუთვის შემდეგი ზომების სახით:

  • შეფუთვაში 5 ან 10 ცალი 10 მლ გამჭვირვალე მინის ამპულა.

შეიძლება, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს კარინოფარმი (CARINOPHARM GmbH)

უნტერ დენ ტანენ 6

D-31036 აიმე, გერმანია

ტელეფონი: 0049 (0) 180 2 1234-01*

ფაქსი: 0049 (0) 180 2 1234-02*

E-Mail: [email protected]

  • 0,06 € pro Anruf aus dem deutschen Festnetz; Mobilfunkhöchstpreise 0,42€ pro Minute

მწარმოებელი

მწარმოებელი

შპს ჰაუპტ ფარმა ვიულფინგ (Haupt Pharma Wülfing GmbH)

ბეთელნერ ლანდის ქუჩა 18

D-31028 გრონაუ

გერმანია

დამატებითი

შპს ჰაუპტ ფარმა ლივრონ (Haupt Pharma Livron S.A.S.)

კომტე დეე სინარდის ქუჩა 1

26250 ლივრონ სურ დრომ

საფრანგეთი

აღნიშნული პრეპარატი ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) წევრ ქვეყნებში ლიცენზირებულია შემდეგი სახელწოდებებით:

გერმანია

MILRINON Carinopharm 1 mg/ml Injektions-/Infusionslösung

დანია

Milnocor

ფინეთი

Milnocor 1 mg/ml injektio-/infuusioneste, liuos

საფრანგეთი

MILRINONE CARINOPHARM 1 mg/ml, solution injectable/pour perfusion

ნიდერლანდები

Milrinon Carinopharm 1 mg/ml oplossing voor injectie/infusie

ნორვეგია

Milnocor 1 mg/ml injeksjons-/infusjonsvæske, oppløsning

ავსტრია

MILRINON Carino 1 mg/ml Injektions-/Infusionslösung

შვედეთი

Milrinon Carinopharm 1 mg/ml Injektions-/infusionsvätska, lösning

გაერთიანებული სამეფო

Milrinone 1 mg/ml Solution for Injection/Infusion

მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 2022 წლის აგვისტო

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა