პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები

მიკოტრანი

Mikotran®

ურეცეპტოდ1200მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ვულვოვაგინური კანდიდოზის დროს ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი®, გამოიყენება ერთჯერადი დოზით. ასევე, ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი® გამოიყენება სოკოვანი, ვაგინური (განსაკუთრებით Candida spp.-ის მიერ გამოწვეული) და შერეული ინფექციების დროს, რომლებიც გამოწვეულია სოკოთი და გრამდადებითი ბაქტერიებით (სტაფილოკოკებით, …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მიკონაზოლი (miconazole)
ფორმა და შეფუთვა
1200მგ ვაგინალური სუპოზიტორია №1
მწარმოებელი
Exeltis Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები, იმიდაზოლის წარმოებულები
ATC კოდი
G01AF04
რეგისტრაციის ნომერი
რ-042930
რეგისტრირებულია
11 მარტი 2025, მოქმედებს 11 მარტი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Exeltis Ilac San. Ve Tic. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
სს ასფარმა მედიკალ დენტალ ურუნლერი ვე ილაჩ სანაი თიჯარეთის საქართველოს ფილიალი
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამიკოტრანი და სხვა წამალი ერთად

მიკოტრანი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვულვოვაგინური კანდიდოზის დროს ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი®, გამოიყენება ერთჯერადი დოზით.

ასევე, ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი® გამოიყენება სოკოვანი, ვაგინური (განსაკუთრებით Candida spp.-ის მიერ გამოწვეული) და შერეული ინფექციების დროს, რომლებიც გამოწვეულია სოკოთი და გრამდადებითი ბაქტერიებით (სტაფილოკოკებით, სტრეპტოკოკებით, მიკროკოკებით, რომლებიც იწვევენ მეორად დაინფიცირებას)

მიღების წესი და დოზირება

ვულვოვაგინური კანდიდოზის მკურნალობისას ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი® მიიღება ერთჯერადად. 1 ვაგინალური სუპოზიტორია შეჰყავთ ღრმად საშოში ღამით, ძილის წინ.

აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატის განმეორებითი გამოყენება შესაძლებელია სამი დღის შემდეგ. პრეპარატი არ გამოიყენება ექიმის კონსულტაციის გარეშე.

მიკოტრანი®-ს სუპოზიტორია არ გამოიყენება მენსტრუაციის პერიოდში პრეპარატის ეფექტიურობის შესაძლო დაქვეითების და გამოყენების სირთულის გამო.

ვაგინური სუპოზიტორიის გამოყენების წინ დაიბანეთ და გაიმშრალეთ ხელები. მიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა და ოდნავ წამოწიეთ ფეხები. შეიყვანეთ სუპოზიტორია საშოში, რაც შეიძლება ღრმად. ეცადეთ გაჩერდეთ ნახევარი საათი მწოლიარე მდგომარეობაში. ვაგინური სუპოზიტორიის გამოყენების შემდეგ კვლავ დაიბანეთ ხელები.

ხანდაზმული პაციენტები(65 წლის ზევით): ისეთივე რეკომენდაციებია, როგორიც ახალგაზრდებისათვის

ბავშვები: ბავშვებში არ ინიშნება

არ გამოიყენება ქალიშვილებში

არ გადაყლაპოთ და არ გამოიყენოთ სხვა სახით

უკუჩვენებები

პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა

სიფრთხილის ზომები

ვულვოვაგინური კანდიდოზის დროს, ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი® -ს გამოყენების ეფექტურობის გათვალისწინებით, დანიშვნამდე უნდა ჩატარდეს ბიომასალის მიკროსკოპული კვლევა KOH -ის საშუალებით და „ვულვოვაგინური კანდიდოზის“ დიაგნოზის დადასტურება კულტურალური კვლევებით.

არ არის რეკომენდებული სუპოზიტორიის ერთდროული გამოყენება ჩასახვის საწინააღმდეგო დიაფრაგმისა და პრეზერვატივთან ერთად, რადგან შესაძლოა სუპოზიტორიის ფუძით რეზინის დაზიანება.

ჩასახვის საწინააღმდეგო დიაფრაგმა და პრეზერვატივი შეიძლება გამოყენებული იქნას ვაგინური სუპოზიტორიის მოხმარებიდან 3 დღის შემდეგ.

ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი® -ს გამოყენების დროს ტამპონები არ გამოიყენება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სხვა სამკურნალო საშუალებებთან მიკონაზოლის ნიტრატის ურთიერთქმედების დაბალი ალბათობის მიუხედავად, საჭიროა გათვალისწინებული იქნას შესაძლო ურთიერთქმედება ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი® -სა და ქვევით ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენების დროს:

ასთემიზოლი, ციზაპრიდი და ტერფენადინი: მიკონაზოლი თრგუნავს ამ ნივთიერებების მეტაბოლიზმს და ზრდის მათ კონცენტრაციას პლაზმაში.

კარბამაზეპინი: მიკონაზოლი ამცირებს კარბამაზეპინის მეტაბოლიზმს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის І ტრიმესტრში, ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი® -ს მოხმარების შესახებ საკმარისი მონაცემების არ არსებობის გამო პრეპარატი არ გამოიყენება.

ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი® შესაძლებელია გამოყენებული იქნას ორსულობის ІІ და ІІІ ტრიმესტრში მწვავე აუცილებლობის შემთხვევებში ექიმის დაკვირვების ქვეშ.

ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი® -ს ზეგავლენა მეძუძურ დედებზე ზუსტად დადგენილი არ არის.

გვერდითი მოვლენები

ზოგიერთ პაციენტს (2-6%) ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი®-ს გამოყენების შემდეგ შესაძლოა გაუძლიერდეთ ისეთი ვაგინური სიმპტომები, როგორიცაა საშოს წვა და ქავილი. გარდა ამისა შესაძლოა აღენიშნოთ მენჯის კუნთების სპაზმი (2%), თავის ტკივილები (1,3%), ძალიან იშვიათად -ჭინჭრის ციება.

არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ჭარბი დოზა

შემთხვევით ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი®-ს პერორალურად ჭარბი რაოდენობით მიღებისას აუცილებელია ხელოვნური ღებინების გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. ტარდება სიმპტომური თერაპია.

მიკონაზოლის ნიტრატის დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სიმპტომები: შესაძლებელი წვის შეგრძნება პირის ღრუსა და ყელში, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, დიარეა.

შემადგენლობა

1 ვაგინური სუპოზიტორია შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: მიკონაზოლის ნიტრატი 1200მგ

დამხმარე ნივთიერებები: ვიტეფსოლი S 55, ტვინ 80

აღწერა

თეთრი ფერის ვაგინური სუპოზიტორია

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე, ორგინალურ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

3 წელი

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ

აფთიაქიდან გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ადგილობრივი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება

ATC კოდი - G01AF04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი® შეიცავს სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას-მიკონაზოლის ნიტრატს, რომელიც მიეკუთვნება იმიდაზოლის სინთეზურ წარმოებულს. მიკონაზოლის ნიტრატს აქვს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება და გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი. განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს პათოგენურ სოკოებსა და საფუარებზე, მათ შორის Candida albicans-ზე. ასევე აქტიურია Aspergillus spp, Cryptococcus neofarmans, Pseudoallescheria boydii-ის და ზოგიერთი გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ, მათ შორის სტაფილოკოკების და სტრეპტოკოკრბის მიმართ. მიკონაზოლის ნიტრატი იწვევს უჯრედის მემბრანის ერგოსტეროლის სინთეზის ინჰიბირებას. in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ Candida spp.-თან მიმართებაში მიკონაზოლი ცვლის სოკოს უჯრედების კედლის განვლადობას და თრგუნავს მის მიერ გლუკოზის მოხმარებას.

ფარმაკოკინეტიკა

ერთი სუპოზიტორიის ინტრავაგინური შეყვანის შემდეგ, რომელიც შეიცავს 1200მგ მიკონაზოლის ნიტრატს, საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია შეადგენს 10,4მკგ/ლ, ნახევრადგამოყოფის პერიოდი-56,8 სთ-ია, პლაზმაში საშუალო კონცენტრაცია, დროის მონაკვეთში მრუდის ქვეშ არის (AUC) 967მკგ/ლ/სთ, პლაზმის ცილებთან შეკავშირება -90-93%-ია. ინტრავაგინური გამოყენებისას მიკონაზოლის ნიტრატი შეიწოვება უმნიშვნელო რაოდენობით (დაახლოებით 1,4% ერთი დოზიდან)

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

მიკოტრანი® ვაგინური სუპოზიტორია

MIkotran®

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება : Miconazole nitrate

შემადგენლობა

1 ვაგინური სუპოზიტორია შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: მიკონაზოლის ნიტრატი 1200მგ

დამხმარე ნივთიერებები: ვიტეფსოლი S 55, ტვინ 80

აღწერა

თეთრი ფერის ვაგინური სუპოზიტორია

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ადგილობრივი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება

ATC კოდი - G01AF04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი® შეიცავს სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას-მიკონაზოლის ნიტრატს, რომელიც მიეკუთვნება იმიდაზოლის სინთეზურ წარმოებულს. მიკონაზოლის ნიტრატს აქვს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება და გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი. განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს პათოგენურ სოკოებსა და საფუარებზე, მათ შორის Candida albicans-ზე. ასევე აქტიურია Aspergillus spp, Cryptococcus neofarmans, Pseudoallescheria boydii-ის და ზოგიერთი გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ, მათ შორის სტაფილოკოკების და სტრეპტოკოკრბის მიმართ. მიკონაზოლის ნიტრატი იწვევს უჯრედის მემბრანის ერგოსტეროლის სინთეზის ინჰიბირებას. in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ Candida spp.-თან მიმართებაში მიკონაზოლი ცვლის სოკოს უჯრედების კედლის განვლადობას და თრგუნავს მის მიერ გლუკოზის მოხმარებას.

ფარმაკოკინეტიკა

ერთი სუპოზიტორიის ინტრავაგინური შეყვანის შემდეგ, რომელიც შეიცავს 1200მგ მიკონაზოლის ნიტრატს, საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია შეადგენს 10,4მკგ/ლ, ნახევრადგამოყოფის პერიოდი-56,8 სთ-ია, პლაზმაში საშუალო კონცენტრაცია, დროის მონაკვეთში მრუდის ქვეშ არის (AUC) 967მკგ/ლ/სთ, პლაზმის ცილებთან შეკავშირება -90-93%-ია. ინტრავაგინური გამოყენებისას მიკონაზოლის ნიტრატი შეიწოვება უმნიშვნელო რაოდენობით (დაახლოებით 1,4% ერთი დოზიდან)

გამოყენების ჩვენებები

ვულვოვაგინური კანდიდოზის დროს ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი®, გამოიყენება ერთჯერადი დოზით.

ასევე, ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი® გამოიყენება სოკოვანი, ვაგინური (განსაკუთრებით Candida spp.-ის მიერ გამოწვეული) და შერეული ინფექციების დროს, რომლებიც გამოწვეულია სოკოთი და გრამდადებითი ბაქტერიებით (სტაფილოკოკებით, სტრეპტოკოკებით, მიკროკოკებით, რომლებიც იწვევენ მეორად დაინფიცირებას)

უკუჩვენებები

პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა

განსაკუთრებული მითითებები

ვულვოვაგინური კანდიდოზის დროს, ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი® -ს გამოყენების ეფექტურობის გათვალისწინებით, დანიშვნამდე უნდა ჩატარდეს ბიომასალის მიკროსკოპული კვლევა KOH -ის საშუალებით და „ვულვოვაგინური კანდიდოზის“ დიაგნოზის დადასტურება კულტურალური კვლევებით.

არ არის რეკომენდებული სუპოზიტორიის ერთდროული გამოყენება ჩასახვის საწინააღმდეგო დიაფრაგმისა და პრეზერვატივთან ერთად, რადგან შესაძლოა სუპოზიტორიის ფუძით რეზინის დაზიანება.

ჩასახვის საწინააღმდეგო დიაფრაგმა და პრეზერვატივი შეიძლება გამოყენებული იქნას ვაგინური სუპოზიტორიის მოხმარებიდან 3 დღის შემდეგ.

ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი® -ს გამოყენების დროს ტამპონები არ გამოიყენება.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

სხვა სამკურნალო საშუალებებთან მიკონაზოლის ნიტრატის ურთიერთქმედების დაბალი ალბათობის მიუხედავად, საჭიროა გათვალისწინებული იქნას შესაძლო ურთიერთქმედება ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი® -სა და ქვევით ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენების დროს:

ასთემიზოლი, ციზაპრიდი და ტერფენადინი: მიკონაზოლი თრგუნავს ამ ნივთიერებების მეტაბოლიზმს და ზრდის მათ კონცენტრაციას პლაზმაში.

კარბამაზეპინი: მიკონაზოლი ამცირებს კარბამაზეპინის მეტაბოლიზმს.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობის І ტრიმესტრში, ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი® -ს მოხმარების შესახებ საკმარისი მონაცემების არ არსებობის გამო პრეპარატი არ გამოიყენება.

ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი® შესაძლებელია გამოყენებული იქნას ორსულობის ІІ და ІІІ ტრიმესტრში მწვავე აუცილებლობის შემთხვევებში ექიმის დაკვირვების ქვეშ.

ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი® -ს ზეგავლენა მეძუძურ დედებზე ზუსტად დადგენილი არ არის.

მიღების წესი და დოზირება

ვულვოვაგინური კანდიდოზის მკურნალობისას ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი® მიიღება ერთჯერადად. 1 ვაგინალური სუპოზიტორია შეჰყავთ ღრმად საშოში ღამით, ძილის წინ.

აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატის განმეორებითი გამოყენება შესაძლებელია სამი დღის შემდეგ. პრეპარატი არ გამოიყენება ექიმის კონსულტაციის გარეშე.

მიკოტრანი®-ს სუპოზიტორია არ გამოიყენება მენსტრუაციის პერიოდში პრეპარატის ეფექტიურობის შესაძლო დაქვეითების და გამოყენების სირთულის გამო.

ვაგინური სუპოზიტორიის გამოყენების წინ დაიბანეთ და გაიმშრალეთ ხელები. მიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა და ოდნავ წამოწიეთ ფეხები. შეიყვანეთ სუპოზიტორია საშოში, რაც შეიძლება ღრმად. ეცადეთ გაჩერდეთ ნახევარი საათი მწოლიარე მდგომარეობაში. ვაგინური სუპოზიტორიის გამოყენების შემდეგ კვლავ დაიბანეთ ხელები.

ხანდაზმული პაციენტები(65 წლის ზევით): ისეთივე რეკომენდაციებია, როგორიც ახალგაზრდებისათვის

ბავშვები: ბავშვებში არ ინიშნება

არ გამოიყენება ქალიშვილებში

არ გადაყლაპოთ და არ გამოიყენოთ სხვა სახით

გვერდითი ეფექტები

ზოგიერთ პაციენტს (2-6%) ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი®-ს გამოყენების შემდეგ შესაძლოა გაუძლიერდეთ ისეთი ვაგინური სიმპტომები, როგორიცაა საშოს წვა და ქავილი. გარდა ამისა შესაძლოა აღენიშნოთ მენჯის კუნთების სპაზმი (2%), თავის ტკივილები (1,3%), ძალიან იშვიათად -ჭინჭრის ციება.

არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

დოზის გადაჭარბება

შემთხვევით ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი®-ს პერორალურად ჭარბი რაოდენობით მიღებისას აუცილებელია ხელოვნური ღებინების გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. ტარდება სიმპტომური თერაპია.

მიკონაზოლის ნიტრატის დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სიმპტომები: შესაძლებელი წვის შეგრძნება პირის ღრუსა და ყელში, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, დიარეა.

გამოშვების ფორმა

1 ვაგინური სუპოზიტორია მიკოტრანი®, მოთავსებული პლასტიკურ ბლისტერში. 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთული მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე, ორგინალურ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

3 წელი

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ

აფთიაქიდან გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

ექზელტის ილაჩ სან ვე თიჯ ა.შ.

ჩერქეზქოი ორგანიზე სანაი ბელგესი

გაზიოსმანფაშა მაჰალესი

ფატიჰ ბულვარი №19/2

ჩერქეზქოი/ თექირდაღი/თურქეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა