პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის

მიკოტა კრემი

Mycota CREAM

ურეცეპტოდ(20% + 5%)ინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

მიკოტა კრემი შეიცავს უნდეცილინის მჟავას და თუთიის უნდეცილინატს, რომლებსაც აქვთ სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები. კრემი განკუთვნილია ათლეტის ტერფის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
zinc undecylenate + undecylenic acid
ფორმა და შეფუთვა
(20% + 5%) 25გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი №1
მწარმოებელი
Thornton & Ross Ltd., დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, ადგილობრივი გამოყენების ანტიმიკოზური სხვა საშუალებები
ATC კოდი
D01AE04
რეგისტრაციის ნომერი
რ-041500
რეგისტრირებულია
4 ივლისი 2024, მოქმედებს 4 ივლისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებამიკოტა კრემი და სხვა წამალი ერთად

მიკოტა კრემი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მიკოტა კრემი შეიცავს უნდეცილინის მჟავას და თუთიის უნდეცილინატს, რომლებსაც აქვთ სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები. კრემი განკუთვნილია ათლეტის ტერფის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.

მედიკამენტის გამოყენებამდე

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება, თუ პაციენტს აღენიშნება

ალერგია მე-6 პარაგრაფში ჩამოთვლილი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

კანის დაზიანება;

დაზიანებულ არეში თითებს შორის ძლიერი გაღიზიანება.

საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია შესაფერისი მკურნალობის შესახებ, თუ პაციენტს აღენიშნება ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

პროდუქტი შეიცავს:

ცეტოსტეარილის სპირტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ლოკალური რეაქციები (მაგ.: კონტაქტური დერმატიტი);

ნატრიუმის ლაურილსულფატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ლოკალური რეაქციები (როგორიცაა ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება) ან გააძლიეროს სხვა პროდუქტებით გამოწვეული კანის რეაქციები მათი გამოყენებისას იგივე არეზე;

ეუგანოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.

მიღების წესი და დოზირება

მისი წასმა უნდა მოხდეს კანზე.

თავიდან უნდა იქნას აცილებული თვალებთან, ცხვირთან და პირთან კონტაქტი.

მოზრდილები, ხანდაზმულები და ბავშვები

ათლეტის ტერფის მკურნალობა

საჭიროა ტერფის გულმოდგინედ დაბანა და გაშრობა ყოველ დილით და საღამოს;

კრემის წასმა უნდა მოხდეს დაზიანებულ არეზე;

კრემი უნდა შეიზილოს თითებს შორის და შემდეგ გამოყენებულ იქნას მიკოტას ფხვნილი;

წინდებში ან კოლგოტებში ჩაყრილი უნდა იქნას მიკოტას ფხვნილი;

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ინფექციის ყველა ნიშნის გაქრობიდან ერთი კვირის განმავლობაში.

ათლეტის ტერფის პროფილაქტიკა

უნდა მოხდეს კრემის შეზელა და მიკოტა ფხვნილის გამოყენება წინდებში ან კოლგოტებში ყოველდღე.

მედიკამენტის გადაყლაპვისას

შემთხვევით მედიკამენტის გადაყლაპვისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმათვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს მედიკამენტის შეფუთვა, რათა ექიმმა იცოდეს, რომელი პრეპარატია გადაყლაპული.

უკუჩვენებები

დაზიანებულ კანზე

ძლიერი გაღიზიანების შემთხვევაში, იხ. პარაგრაფი 2.

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა. ის შეიცავს სხვა ინფორმაციას, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს პაციენტისათვის.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.

თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა მიიღებს მძიმე ხასიათს, ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, მიკოტა კრემიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ხმაურიანი სუნთქვა);

იშვიათად შეიძლება განვითარდეს კანის გაღიზიანება.

თუ პაციენტს აღენიშნება ზემოთ ჩამოთვლილი ან ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, უნდა შეწყვიტოს მედიკამენტის გამოყენება და კონსულტაციისათვის მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს. ისინი პაციენტს მისცემენ რჩევა-დარიგებას, თუ როგორ უნდა მოიქცეს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით ვებ-გვერდზე: www.mhra.gov.uk/yellowcard

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის გაზრდას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებებია: თუთიის უნდეცილინატი 20% წ/მ, უნდეცილინის მჟავა 5% წ/მ.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: თხევადი პარაფინი, ემულსირებული ცვილი (შეიცავს ცეტოსტეარილის სპირტს და ნატრიუმის ლაურილსულფატს), არომატი (შეიცავს ეუგანოლს), გაწმენდილი წყალი.

მედიკამენტის ფორმა და შეფუთვა

მიკოტა კრემი არის მოთეთრო ფერის კრემი დამახასიათებელი სუნით.

მოწოდებულია 25 გ-იანი ტუბებით

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

Thornton and Ross Ltd., Huddersfield, HD7 5QH, UK

თორნტონ ენდ როს ლტდ., ჰადერსფილდი, HD7 5QH, გაერთიანებული სამეფო

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 2020 წლის სექტემბერი.

მიკოტა წარმოადგენს თორნტონ ენდ როს ლტდ-ის სასაქონლო ნიშანს.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

მიკოტა კრემი

(თუთიის უნდეცილინატი, უნდეცილინის მჟავა)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიკოტა კრემის შესახებ

მედიკამენტი განკუთვნილია ათლეტის ტერფის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. საუკეთესო ეფექტის მისაღწევად მასთან ერთად გამოყენებულ უნდა იქნას მიკოტას ფხვნილი;

მედიკამენტი შეიძლება გამოყენებულ იქნას მოზრდილებში, ხანდაზმულებსა და ბავშვებში.

დაუშვებელია მისი გამოყენება

დაზიანებულ კანზე

ძლიერი გაღიზიანების შემთხვევაში, იხ. პარაგრაფი 2.

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა. ის შეიცავს სხვა ინფორმაციას, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს პაციენტისათვის.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.

თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა მიიღებს მძიმე ხასიათს, ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

რისთვის გამოიყენება მედიკამენტის

მიკოტა კრემი შეიცავს უნდეცილინის მჟავას და თუთიის უნდეცილინატს, რომლებსაც აქვთ სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები. კრემი განკუთვნილია ათლეტის ტერფის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.

მედიკამენტის გამოყენებამდე

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება, თუ პაციენტს აღენიშნება

ალერგია მე-6 პარაგრაფში ჩამოთვლილი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

კანის დაზიანება;

დაზიანებულ არეში თითებს შორის ძლიერი გაღიზიანება.

საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია შესაფერისი მკურნალობის შესახებ, თუ პაციენტს აღენიშნება ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

პროდუქტი შეიცავს:

ცეტოსტეარილის სპირტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ლოკალური რეაქციები (მაგ.: კონტაქტური დერმატიტი);

ნატრიუმის ლაურილსულფატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ლოკალური რეაქციები (როგორიცაა ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება) ან გააძლიეროს სხვა პროდუქტებით გამოწვეული კანის რეაქციები მათი გამოყენებისას იგივე არეზე;

ეუგანოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.

მედიკამენტის გამოყენების წესი

მისი წასმა უნდა მოხდეს კანზე.

თავიდან უნდა იქნას აცილებული თვალებთან, ცხვირთან და პირთან კონტაქტი.

მოზრდილები, ხანდაზმულები და ბავშვები

ათლეტის ტერფის მკურნალობა

საჭიროა ტერფის გულმოდგინედ დაბანა და გაშრობა ყოველ დილით და საღამოს;

კრემის წასმა უნდა მოხდეს დაზიანებულ არეზე;

კრემი უნდა შეიზილოს თითებს შორის და შემდეგ გამოყენებულ იქნას მიკოტას ფხვნილი;

წინდებში ან კოლგოტებში ჩაყრილი უნდა იქნას მიკოტას ფხვნილი;

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ინფექციის ყველა ნიშნის გაქრობიდან ერთი კვირის განმავლობაში.

ათლეტის ტერფის პროფილაქტიკა

უნდა მოხდეს კრემის შეზელა და მიკოტა ფხვნილის გამოყენება წინდებში ან კოლგოტებში ყოველდღე.

მედიკამენტის გადაყლაპვისას

შემთხვევით მედიკამენტის გადაყლაპვისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმათვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს მედიკამენტის შეფუთვა, რათა ექიმმა იცოდეს, რომელი პრეპარატია გადაყლაპული.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, მიკოტა კრემიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ხმაურიანი სუნთქვა);

იშვიათად შეიძლება განვითარდეს კანის გაღიზიანება.

თუ პაციენტს აღენიშნება ზემოთ ჩამოთვლილი ან ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, უნდა შეწყვიტოს მედიკამენტის გამოყენება და კონსულტაციისათვის მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს. ისინი პაციენტს მისცემენ რჩევა-დარიგებას, თუ როგორ უნდა მოიქცეს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით ვებ-გვერდზე: www.mhra.gov.uk/yellowcard

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის გაზრდას.

მედიკამენტის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს მედიკამენტი

აქტიური ნივთიერებებია: თუთიის უნდეცილინატი 20% წ/მ, უნდეცილინის მჟავა 5% წ/მ.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: თხევადი პარაფინი, ემულსირებული ცვილი (შეიცავს ცეტოსტეარილის სპირტს და ნატრიუმის ლაურილსულფატს), არომატი (შეიცავს ეუგანოლს), გაწმენდილი წყალი.

მედიკამენტის ფორმა და შეფუთვა

მიკოტა კრემი არის მოთეთრო ფერის კრემი დამახასიათებელი სუნით.

მოწოდებულია 25 გ-იანი ტუბებით

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

Thornton and Ross Ltd., Huddersfield, HD7 5QH, UK

თორნტონ ენდ როს ლტდ., ჰადერსფილდი, HD7 5QH, გაერთიანებული სამეფო

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 2020 წლის სექტემბერი.

მიკოტა წარმოადგენს თორნტონ ენდ როს ლტდ-ის სასაქონლო ნიშანს.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა