პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

მიკალიოფი რომფარმი

MICALYOF ROMPHARM

რეცეპტით100მგინსტრუქცია ქართულადრუმინეთი
რისთვის გამოიყენება

წონა>40კგ წონა ≤ 40 კგ ინვაზიური კანდიდოზის მკურნალობა 100 მგ/დღე-ღამეში* 2 მგ/კგ/დღე-ღამეში* საყლაპავის კანდიდოზის მკურნალობა 150 მგ/დღე-ღამეში 3 მგ/კგ/დღე-ღამეში Candida ინფექციების პროფილაქტიკა 50 მგ/დღე-ღამეში 1 მგ/კგ/დღე-ღამეში *თუ პაციენტის პასუხი არაადექვატურია, მაგ., პერსისტირებს სიმპტომები ან კლინიკური …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მიკაფუნგინი (micafungin)
ფორმა და შეფუთვა
100მგ ლიოფილიზატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ქარვისფერი მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
S.C. Rompharm Company S.R.L. (Str. Eroilor, nr. 1с) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -S.C. Rompharm Company S.R.L. (Str. Dumul Garii Otopeni, nr. 52)(რუმინეთი)), რუმინეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიმიკოზური სხვა საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის
ATC კოდი
J02AX05
რეგისტრაციის ნომერი
რ-043069
რეგისტრირებულია
1 აპრილი 2025, მოქმედებს 1 აპრილი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„Rompharm Company Georgia“ LLC (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „რომფარმ კომპანი საქართველო“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამიკალიოფი რომფარმი და სხვა წამალი ერთად

მიკალიოფი რომფარმი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

წონა>40კგ

წონა ≤ 40 კგ

ინვაზიური კანდიდოზის მკურნალობა

100 მგ/დღე-ღამეში*

2 მგ/კგ/დღე-ღამეში*

საყლაპავის კანდიდოზის მკურნალობა

150 მგ/დღე-ღამეში

3 მგ/კგ/დღე-ღამეში

Candida ინფექციების პროფილაქტიკა

50 მგ/დღე-ღამეში

1 მგ/კგ/დღე-ღამეში

  • თუ პაციენტის პასუხი არაადექვატურია, მაგ., პერსისტირებს სიმპტომები ან კლინიკური მდგომარეობა არ უმჯობესდება, დოზა შეიძლება გაიზარდოს დღე-ღმეში 200 მგ-მდე 40 კგ-ზე მეტი წონის პაციენტებში ან გაიზარდოს დღე-ღამეში 4 მგ/კგ-მდე ≤ 40 კგ წონის პაციენტებში.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

ინვაზიური კანდიდოზი: Candida ინფექციის მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე. სოკოს საწინააღმდეგო მკურნლობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ ერთი კვირა, სისხლის ორი მომდევნო ნეგატიური კულტურის მიღების შემდეგ ან ინფექციის კლინიკური ნიშნების და სიმპტომების გაქრობის შემდეგ.

საყლაპავის კანდიდოზი: მიკაფუნგინი უნდა გამოიყენონ მინიმუმ ერთი კვირის გნმავლობაში, კლინიკური ნიშნების და სიმპტომების გაქრობის შემდეგ.

Candida ინფექციების პროფილქტიკა: მიკაფუნგინის გამოყენება უნდა გაგრძელდეს მინიმუმ ერთი კვირის განმავლობში, ნეიტროფილების რაოდენობის აღდგენის შემდეგ.

≥ 4 თვის ბავშვებში - < 16 წლის მოზარდებში გმოყენება

ჩვენება

სხეული სწონა>40კგ

სხეულის წონა ≤ 40 კგ

ინვაზიური კანდიდოზის მკურნალობა

100 მგ/დღე-ღამეში*

2 მგ/კგ/დღე-ღამეში*

Candida ინფექციების პროფილაქტიკა

50 მგ/დღე-ღამეში

1 მგ/კგ/დღე-ღამეში

  • თუ პაციენტის პასუხი არაადექვატურია, მაგ., პერსისტირებს სიმპტომები ან კლინიკური მდგომარეობა არ უმჯობესდება, დოზა შეიძლება გაიზარდოს დღე-ღმეში 200მგ-მდე 40კგ-ზე მეტი წონის პაციენტებში ან გიზარდოს დღე-ღამეში 4მგ/კგ-მდე ≤ 40 კგ წონის პაციენტებში.

გამოყენება ბავშვებში (ახალშობილების ჩათვლით) <4 თვის ასაკში

ჩვენება

ინვაზიური კანდიდოზის მკურნალობა

4 -10 მგ/კგ/დღე-ღამეში*

Candida ინფექციების პროფილაქტიკა

2 მგ/კგ/დღე-ღამეში

  • მიკაფუნგინი 4 მგ/კგ დოზით 4 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებში, დახლოებით იწვევს პრეპრატის ექსპოზიციას, რომელიც მოზრდილებში აღინიშნება 100 მგ-ის დღე-ღამეში გამოყენებისას, ინვაზიური კანდიდოზის სამკურნლოდ. თუ საეჭვოა ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) ინფექცია), უნდა გამოიყენონ უფრო მაღალი დოზა (მაგ., 10 მგ/კგ) ცნს-ში მიკაფუნგინის დოზა-დამოკიდებული პენეტრაციის გმო (იხ. პარაგრაფი 5.2).

მკურნალობის ხანგრძლივობა

ინვაზიური კანდიდოზი: Candida ინფექციის მკურნლობის ხაგრძლივობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 14 დღეს. სოკოს საწინაღმდეგო მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სისხლის ნეგატიური კულტურების მიღებიდან და ინფექციის კლინიკური ნიშნების და სიმპტომების გაქრობიდან ერთი კვირის განმავლობაში.

Candida ინფექციების პროფილაქტიკა: მიკაფუნგინი უნდა მიიღონ მინიმუმ ერთ კვირის განმავლობაში, ნეიტროფილების რაოდენობის აღდგენის შემდეგ. 2 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში, მიკაფუნგინის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.

ღვიძლის დაზიანება

ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის (იხ. პარაგრაფი 5.2). ამ დროისთვის არ არსებობს საკმარისი მონაცემები ღვიძლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, მიკფუნგინის გამოყენების შესახებ და მისი მიღება ამ პაციენტებისთვის რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფი 4.4 და 5.2).

თირკმლის დაზიანება

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის, დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის (იხ. პარაგრაფი 5.2)

პედიატრული პოპულაცია

4 თვეზე მცირე ასაკის ბავშვებში (ახალშობილების ჩათვლით) 4 და 10 მგ/კგ-ს უსაფრთხოება და ეფექტურობა ინვაზიური კანდიდოზის სამკურნალოდ ცნს ჩართვით, ადექვატურად დადგენილი არ არის. ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემები მოცემულია პარაგრაფში 4.8, 5.1, 5.2.

მიღების წესი და დოზირება

მიკალიოფი რომფარმით მკურნალოა უნდა დაიწყოს ექიმმა, რომელსაც აქვს სოკოვანი ინფექციების მკურნალობის გამოცდილება.

დოზირება

სოკოვანი კულტურისთვის სახეობები და მნიშვნელოვნი ლაბორატორიული კვლევები (ჰისტოპთოლოგიური ჩათვლით) უნდა ჩატარდეს თერპიამდე, გამომწვევი ორგანიზმის იზოლაციის და იდენტიფიკციისთვის. თერაპია შეიძლება დაიწყოს კულტურული და ლაბორატორიული შედეგების გაგემაბდმდე. თუმცა შედეგების ხელმისაწვდომობის შემდეგ, სოკოს საწინააღმდეგო თერაპია შესაბამისად უნდა შეიცვალოს.

მიკაფუნგინის დოზირების რეჟიმი დამოკიდებულია პაციენტის წონაზე და მოცემულია შემდეგ ცხრილებში:

გამოყენება მოზრდილებში, ≥ 16 წლის მოზარდებში და ხანდზმულებში

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, სხვა ექინოკანდინების ან 6.1 პარაგრაფში ჩამოთვლილი რომელიმე შემავსებლის მიმართ.

სიფრთხილის ზომები

ღვიძლის ეფექტები:

დაზიანებული ჰეპატოციტების გროვების (FAH) და ჰეპატოცელულარული სიმსინეების წარმომქნა 3 თვიანი და უფრო ხანგრძლივი მკუნრალობის პერიოდის შემდეგ, აღინიშნა ვირთაგვებში. სიმსივნის განვითარების ზღვარი ვირთაგვებში დაახლოებით კლინიკური ექსპოზიციის ფარგლებშია. ამ აღმოჩენების მნიშვნელობა პაციენტებში, თერაპიული გამოყენებისთვის გამორიცხული არ არის. მიკაფუნგინით მკურნალობის განმავლობაში საჭიროა ღვიძლის ფუნქციების მონიტორინგი. ადაპტიური რეგენერაციის რისკის და სიმსივნის ფორმირების პოტენციალის შესამცირებლად, რეკომენდებულია პრეპარატის ადრე მოხსნა ალტ/ასტ მნიშვნელოვანი და პერსისტიული მომატებისას. მიკაფუნგინით მკურნალობა უნდა ჩატარდეს რისკის/სარგებლის შეფასების შემდეგ, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც დაზიანებული აქვთ ღვიძლის ფუნქციები ან აღენიშნებათ ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, რომლებიც პრენეოპლაზიურ მდგომარეობას წარმოადგენს, როგორიცაა ღვიძლის შორსწასული ფიბროზი, ციროზი, ვირუსული ჰეპატიტი, ახალშობილთა ღვიძლის დაავადება ან კონგენიტალური ენზიმური დეფექტები, პაციენტები რომელბიც იღებენ თანმხლებ მედიკამენტებს ჰეპატოტოქსიკური და/ან გენოტოქსიკური საშუალებების ჩათვლით.

მიკაფუნგინით მკურნალობა დაკავშირებული იყო ღვიძლის ფუნქციის მნიშვნელოვან დაზიანებასთან (ალტ, ასტ ან ბილირუბინის მომატება > 3-ჯერ ULN) ჯანმრთელ მოხალისეებში და პაციეტნებში. ღვიძლის უფრო მწვავე დისფუნქციის მქონე ზოგიერთ პაციენტში, აღწერილია ჰეპატიტი ან ღვიძლის დაზიანებით გამოწვეული უკმარისობა. ღვიძლის დაზიანებებისადმი შეიძლება უფრო მიდრეკილნი იყვნენ <1 წლის პედიატრული ასაკის პაციენტები (იხ. პარაგრაფი 4.8).

ანაფილაქსიური რეაქციები

მიკაფუნგინის გამოყენებისას, შეიძლება აღინიშნოს ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები. ამ შემთხვევაში მიკაფუნგინის ინფუზია უნდა შეწყდეს და უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

კანის რეაქციები

აღწერილია კანის ექსფოლიაციური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. თუ პაციენტს აღენიშნება გამონაყარი, საჭიროა მისი ინტენსიური მონიტორინგი და დაავადების პროგრესირების შემთხვევაში, მიკაფუნგინის მოხსნა.

ჰემოლიზი

პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ მიკაფუნგინით, აღწერილია ჰემოლიზის შემთხვევები, მწვავე ინტრავენური ჰემოლიზის ჩათვლით. მიკაფუნგინით თერაპიის დროს ჰემოლიზის კლინიკური ან ლაბორატორიული მტკიცებულებისას, საჭიროა ამ მდგომარეობების გაუარესების გამოსავლენი ინტენსიური მონიტორინგი და მიკაფუნგინით თერაპიით რისკის/სარგებლის შეფასება.

ეფექტები თირკმელზე

მიკაფუნგინმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები, თირკმლის უკმარისობა, და თირკმლის ანომალური ფუნქციური ტესტი. საჭიროა პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი, თირკმლის ფუნქციის გაუარესების გამოსავლენად.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მიკაფუნგინის და ამფოტერიცინ B-ს დეზოქსიქოლატთან ერთად გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც სარგებელი აჭარბებს რისკებს, ამფოტერიცინ B-ს დეზოქსიქოლატის ტოქსიკურობის ინტენსიური მონიტორინგით (იხ. პარაგრაფი 4.5).

პაციენტებში, რომლებიც იღებენ სიროლიმუსს, ნიფედიპინს ან იტრაკონაზოლს, მიაკფუნგინთან კობმინაციაში, საჭიროა მონიტორინგი, სიროლიმუსის, ნიფედიპინის ან იტრაკონაზოლის ტოქსიკურობის გამოსავლენად და საჭიროა მათი დოზის შემცირება. (იხ. პარაგრაფი 4.5)

პედიატრული პოპულაცია

მოზრდილებთან შედარებით, ზოგიერთი გვერდითი რეაქციის სიხშირე უფრო მაღალი იყო პედიატრული ასაკის პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.8).

  • 5 ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

მიკაფუნგინს გააჩნია დაბალი ურთიერთქმედების პოტენციალი იმ პრეპარატებთან, რომლებიც CYP3A მეტაბოლიზდება გზით.

ჯანმრთელ ადამიანებში, წამალთაშორისი ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მიკაფუნგინს და მიკოფენოლატ მოფეტილს, ციკლოსპორინს, ტაკროლიმუსს, პრედნიზოლონს, სიროლიმუსს, ნიფედიპინს, ფლუკონაზოლს, რიტონავირს, რიფამპიცინს, იტრაკონაზოლს, ვორიკონაზოლს და ამფოტერიცინ B-ს შორის ურთიერთქემდების შესაფასებლად. ამ კვლევებში არ აღინიშნა მიკაფუნგინის ფარმაკოკინეტიკის ცვლილება. მიკაფუნგინის დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის ამ მედიკამენტების ერთად გამოყენებისას. იტრაკონაზოლის, სიროლიმუსის და ნიფედიპინის ექსპოზიცია (AUC) ოდნავ გაიზარდა მიკაფუნგინის გამოყენებისას (22%, 21% და 18%).

მიკაფუნგინის და ამფოტერიცინ B დეზოქსილატის გამოყენება დაკავშირებული იყო ამფოტერიცინ B-ს დეზოქსილატის 30%-ით ზრდასთან. რადგან ამას შეიძლება ჰქონდეს კლინიკური მნიშვნელობა, კომბინირებული გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც სარგებელი აჭარბებს რისკს, ამფოტერიცინ B-ს დეზოქსილატის ტოქსიკურობის ინტენსიური მონიტორინგით (იხ. პარაგრაფი 4.4).

პაციენტებში, რომლებიც იღებენ სიროლიმუსს, ნიფედიპინს ან იტრაკონაზოლს, მიკაფუნგინთან კომბინაციაში, საჭიროა ამ პრეპარატების ტოქსიკურობის მონიტორინგი და აუცილებლობის შემთხვევაში მათი დოზის შემცირება (იხ. პარაგრაფი 4.4).

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არსებობს ინფორმაცია ორსულ ქალებში მიკაფუნგინის გამოყენების შესახებ. ცხოველების კვლევებში მიაკფუნგინი აღწევდა პლაცენტურ ბარიერში და აღინიშნა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხ. პარაგრაფი 5.3). ადამიანისთვის პოტენციური რისკი უცნობია.

მიკალიოფი რომფარმი არ უნდა გამოიყენონ ორსულობის დროს, უკიდურესი აუცილებლობის გარდა.

ძუძუთი კვება

უცნობია გამოიყოფა თუ არა მიკაფუნგინი ლაქტატში. ცხოველების კვლევებმა აჩვენა, მიკაფუნგინის რძეში ექსკრეცია. უნდა მიიღონ ძუძუთი კვების გაგრძელების/შეწყვეტის ან მიაკფუნგინით მკურნალობის გაგრძელების/შეწყვეტის გადაწყვეტილება, უნდა გაითვალისწინონ ბავშვისთვის ძუძუთი კვების და დედისთვის მიკალიოფი რომფარმით მკურნალობის სარგებელი.

ფერტილობა

სათესლის ტოქსიკურობა აღინიშნა ცხოველების კვლევებში (იხ. პარაგრაფი 5.3). მიკაფუნგინს შეიძლება ჰქონდეს მამაკაცების ფერტილობაზე მოქმედების პოტენციალი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მიკაფუნგინი არ მოქმედებს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა პაციენტებს უნდა აცნობოთ, რომ მიკაფუნგინით მკურნალობისას აღწერილია თვბრუსხვევის შემთხვევები (იხ. პარაგრაფი 4.8).

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

კლინიკური კვლევის გამოცდილების საფუძველზე, საერთო ჯამში, პრეპარატის გვერდითი რეაქციები აღინიშნა პაციენტების 32.2%-ში. ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი ეფექტები იყო გულისრევა (2.8%), სისხლში ტუტე-ფოსფატაზას მომატება (2.7%), ფლებიტი (2.5%, ძირითადად აივ ინფიცირებულ პაციენტებში პერიფერიული სისტემით), ღებინება (2,5%) და ასპარტატ-ამინოტრანსფერაზას მომატება (2.3%).

გვერდითი რეაქციების ცხრილი

შემდეგ ცხრილში გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემის კლასის და MedDRA სასურველი ტერმინის მიხედვით. სიხშირის ყოველ ჯგუფში, არაასსურველი ეფექტები წარმოდგენილია კლებადი სიმწვავით.

ორგანოთა სისტემის კლასი

ხშირი

≥ 1/100 - < 1/10

ნაკლებად ხშირი

≥ 1/1,000 - < 1/100

იშვიათი

≥ 1/10,000 - < 1/1,000

უცნობია

(სიხშირის შეფასება შეუძლებელია ხელმისაწვდომი მონაცემებით)

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები

ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ანემია

პანციტოპენია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, ჰიპოალბუმინემია

ჰემოლიზური ანემია, ჰემოლიზი (იხ. პარაგრაფი 4.4)

დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაცია

იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები

ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები (იხ. პარაგრაფი 4,4), მომატებული მგრძნობელობა

ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური შოკი (იხ. პარაგრაფი 4.4)

ენდოკრინული დარღვევები

ჰიპერჰიდროზი

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალციემია

ჰიპონატრიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპოფოსფატემია, ანორექსია

ფსიქიატრული დარღვევები

უძილობა, შფოთვა, კონფუზია

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

თავის ტკივილი

ძილიანობა, ტრემორი, თავბრუსხვევა, დისგევზია

გულის მხრივ დარღვევები

ტაქიკარდია, პალპიტაცია, ბრადიკარდია

ვასკულური დარღვევები

ფლებიტი

ჰიპოტენზია, ჰიპერტენზია, ალები

შოკი

რესპირატორული, თორაკალური და შასაყრის მხრივ დარღვევები

ქოშინი

გასტროინტესტინური დარღვევები

გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი

დისპეფსია, ყაბზობა

ჰეპატობილიარული დარღვევები

სისხლში ტუტე ფოსფატაზას მომატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას მომატება, ალანინამინოტრანსფერაზას მომატება, სისხლში ბილირუბინის მომატება (ჰიეპრბილირუბინემიის ჩათვლით), ცვლილებები ღვიძლის ფუნქციურ ტესტებში

ღვიძლის უკმარისობა (იხ. პარაგრაფი), გამა-გლუტამილტრანსფერაზას მომატება, სიყვითლე, ქოლესტაზი, ჰეპატომეგალია, ჰეპატიტი

ჰეპატოცელულარული დაზიანება ფატალური შემთხვევების ჩათვლით (იხ. პარაგრაფი 4.4)

კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები

გამონაყრი

ურტიკარია, ქავილი, ერითემა

კანის ტოქსიკური ერუპცია, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (იხ. პარაგრაფი 4.4)

თირკმლის და საშარდე სისტემის მხრივ დარღვევები

სისხლში კრეატინინის მომატება, სისხლში შარდოვანას მომატება, თირკმლის უკმარისობის გამწვავება

თირკმლის დაზიანება (იხ. პარაგრაფი 4.4), თირკმლის მწვავე უკმარისობა

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას

პირექსია, შემცივნება

ინექციის ადგილის თრომბოზი, საინფუზიო ადგილის ანთება, ინექციის ადგილის ტკივილი, პერიფერიული შეშუპება

გამოკვლევები

სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას მომატება

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

შესაძლო ალერგიის მსგავსი სიმპტომები

კლინიკურ კვლევებში აღწერილია სიმპტომები, როგორიცაა გამონაყარი და შემცივნება. უმრავლესობა მსუბუქი ან საშუალო ინტენსივობისაა და არ ზღუდავს მკურნაობას. სერიოზული რეაქციები (მაგ. ანაფილაქტოიდური რეაქციები ნაკლებად ხშირად იყო აღწერილი მიკაფუნგინით თერაპიის დროს და აღინიშნებოდა მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ სერიოზული თანმხლები მდგომარეობა (მაგ. შორსწასული შიდსი, მალიგნაციები), რაც საჭიროებს თანმხლებ მკურნალობას.

ღვიძლის მხრივი გვერდითი რეაქციები

კლინიკურ კვლევებში მიკაფუნგინის გამოყენებისას, პაციენტების გვერდითი რეაქციების საერთო სიხშირე იყო 8.6% (260/3028). ღვიძლისმიერი გვერდითი რეაქციების უმრავლესობა იყო მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. რეაქციების უმრავლესობა იყო AP (2.7%), AST (2.3%), ALT (2.0%), სისხლში ბილირუბინს მომატება (1.6%) და ღვიძლის ფუნქციური ტესტების ანომალიები (1.5%). ხუთმა პაციენტმა (1.1%; 0.4% სერიოზული) მკურნალობა შეწყვიტა ღვიძლისმხრივი მოვლენის გამო. ღვიძლის სერიოზული დისფუნქციის შემთხვევები ნაკლებად ხშირად ვითარდებოდა (იხ. პარაგრაფი 4.4).

ინექციის ადგილის რეაქციები

ინექციის ადგილის არც ერთი რეაქცია არ ზღუდავდა მკურნალობას.

პედიატრული პოპულაცია

ზოგიერთი გვერდითი რეაქციის სიხშირე (ჩამოთვლილი ქვემო ცხრილში) უფრო მაღალი იყო პედიატრული ასაკის პაციენტებში, მოზრდილებთან შედარებით. დამატებით <1 წლის პედიატრული ასაკის პაციენტებში, ორჯერ უფრო ხშირი იყო ALT, AST და AP მომატება უფროს პედიატრული ასაკის პირებთან შედარებით (იხ. პარაგრაფი 4.4). ამ განსხვავების ყველაზე სავარაუდო მიზეზი იყო თანხმლები დაავადებები, კლინიკურ კვლევებში აღნიშნულ მოზრდილებთან ან უფროსი ასაკის პედიატრულ პაციენტებთან შედარებით. კვლევაში ჩართვის მომენტისთვის, ნეიტროპენიის მქონე პედიატრული პაციენტების პროპორციული რაოდენობა რამდენიმე პუნქტით უფრო მაღალი იყო ვიდრე მოზრდილებში (40.2% და 7.3%), ისევე როგორც ალოგენური HSCT (29.4% და 13.4%,) და ჰემატოლოგიური მალიგნაციის (29.1% და 8.7%).

თრომბოციტოპენია

გულის მხრივ დარღვევები

ხშირი

ტაქიკარდია

ვასკულური დარღვევები

ხშირი

ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია

ჰეპატობილიარული დარღვევები

ხშირი

ჰიეპრბილირუბინემია, ჰეპატომეგალია

თირკმლის მწვავე უკმარისობა, შარდოვანას მომატება

საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება

სამედიცინო პროდუქტის ლიცენზირების შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება. ეს იძლევა სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის სფეროს პროფესინალებს თხოვენ გვერდითი რეაქციების შეტყობინებას ნაციონალური შეტყობინების სისტემით.

ჭარბი დოზა

მოზრდილ პაციენტებში კლინიკურ კვლევებში გამოიყოფოდა განმეორებითი სადღეღამისო დოზა 8 მგ/კგ-მდე (მაქსიმალური საერთო დოზა 896 მგ), არ აღინიშნა დოზის შემზღუდავი ტოქსიკურობა. სპონტანურ შემთხვევაში აღწერილი იყო დღე-ღამეში 16 მგ/კგ-ს გამოყენება ახალშობილებში. მაღალ დოზასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები არ აღინიშნა.

არ არსებობს მიკაფუნგინის დოზის გადაჭარბების გამოცდილება. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა მიიღონ ზოგადი დამხმარე ზომები, საჭიროა სიმპტომური მკურნალობა. მიკაფუნგინი მაღალი ხარისხით უკავშირდება ცილებს და არ დიალიზდება.

  • ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
  • 1 ფარმაკოდინამიური მახასიათებლები

შემადგენლობა

მიკალიოფი რომფარმი 50 მგ

ყოველი ფლაკონი შეიცვს 50 მგ მიკაფუნგინს (ნატრიუმის მარილის სახით)

განზავების შემდეგ ყოველი მლ შეიცავს 10 მგ მიკაფუნგინს (ნატრიუმის მარილის სახით)

მიკალიოფი რომფარმი 100 მგ

ყოველი ფლაკონი შეიცვს 100 მგ მიკაფუნგინს (ნატრიუმის მარილის სახით)

განზავების შემდეგ ყოველი მლ შეიცავს 20 მგ მიკაფუნგინს (ნატრიუმისმარილის სახით)

შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6.1

შენახვის პირობები

გაუხხნელი ფლაკონი: 3 წელი

განზავებული კონცენტრაცი ფლაკონში

ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოვლენილია 48 საათის განმავლობში, 25°C-ზე, სინათლისგან დაცვით, ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) ხსნარით განზავებისას ან გლუკოზის 50 მგ/მლ (5%) საინფუზიო ხსნარით განზავებისას.

განზავებული საინფუზიო ხსნარი

გამოყენებისას ქიმიური და ფიზიკური მდგრადობა ნაჩვენებია 96 საათამდე 25°C-ზე, სინათლისაგან დაცულ მდგომარეობაში, როდესაც აღდგენილი ხსნარი განზავებულია ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინფუზიო ხსნარით და 48 საათამდე 25°C-ზე, სინათლისგან დაცული, როდესაც აღდგენილი ხსნარი განზავებულია გლუკოზის 50 მგ/მლ (5%) საინფუზიო ხსნარით.

მიკალიოფი რომფარმი არ შეიცავს კონსერვანტებს. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, თუ აღდგენის/განზავების მეთოდი არ გამორიცხავს მიკრობული დაბინძურების რისკს, აღდგენილი და განზავებული ხსნარები დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, გამოყენებისას შენახვის დრო და პირობები გამოყენებამდე არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა.

  • 4 განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის

გაუხსნელი ფლაკონები

ეს სამედიცინო პროდუქტები არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.

ფლაკონი შეინახეთ მუყაოს კოლოფში, სინათლისგან დაცვისთვის.

განზავებული სამედიცინო პროდუქტის შენახვის პირობები იხილეთ 6.3 პარაგრაფში

  • 5 კონტეინერის აღწერა და შემადგენლობა

მიკალიოფი რომფარმი 50 მგ ფხვნილი საინფუზიო ხსნარისთვის: 6 მლ I ტიპის მინის ფლაკონი, დახურული ბრომბუტილის რეზინის საცობით და დალუქული ალუმინის თავსახურით.

მიკალიოფი რომფარმი 100 მგ ფხვნილი საინფუზიო ხსნარისთვის: I ტიპის ქარვისფერი მინის 10 მლ ფლაკონი, დახურული ბრომბუტილის რეზინის საცობით და დალუქული ალუმინის თავსახურით.

შეფუთვის ზომა: შეფუთვა 1 ფლაკონი.

  • 6 განსკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურებისთვის

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

მიკალიოფი რომფარმი არ უნდა შეურიონ სხვა სამედიცინო პროდუქტებს, ქვემოთ ჩამოთვლილი საშუალებების გარდა. ასეპტიკური ტექნიკის გამოყენებით, ოთახის ტემპერატურაზე მიკალიოფი რომფარმის განზავება ხდება შემდეგნაირად:

პლასტმასის სახურავი უნდა მოხსნან ფლაკონს და საცობი უნდა გაიწმინდოს სპირტით.

9 მგ/მლ (0,9%) ნატრიუმის ქლორიდის საინფუზიო ხსნარის 5 მლ ან გლუკოზის 50 მგ/მლ (5%) საინფუზიო ხსნარი (აღებული 100 მლ ფლაკონიდან) ასეპტიკურად და ნელა უნდა შეიყვანონ თითო ფლაკონში შიდა კედლის გაყოლებით. მიუხედავად იმისა, რომ კონცენტრატი აქაფდება, მაქსიმალურად უნდა ეცადონ მისი წარმოქმნის შემცირებას. მიკალიოფი რომფარმის საკამრისი რაოდენობა უნდა განზავდეს საჭრო დოზის მისაღებად მგ-ში (იხ. ქვემოთ ცხრილი).

ფლაკონი ნაზად უნდა გადაატრიალოთ არ შეანჯღრიოთ. ფხვნილი სრულად გაიხსნება. კონცენტრატი უნდა გამოიყენოთ დაუყოვნებლივ. ფლაკონი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. აქედან გამომდინარე გამოუყენებელი განზავებული კონცენტრატი დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს.

მთელი აღდგენილი კონცენტრატი ამოღებული უნდა იყოს თითოეული ფლაკონიდან და დაბრუნდეს საინფუზიო ბოთლში/ჩანთაში, საიდანაც იგი თავდაპირველად იყო აღებული. განზავებული საინფუზიო ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. გამოყენებისას ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 96 საათამდე 25°C-ზე, როდესაც დაცულია სინათლისაგან და განზავებულია ისე, როგორც ზემოთ აღწერილია ზემოთ (განზავება ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინფუზიო ხსნარით) და 48 საათის განმავლობაში 25°C-ზე, როდესაც დაცულია სინათლისაგან და განზავებულია, როგორც აღწერილია ზემოთ (50 მგ/მლ გლუკოზური ხსნარით განზავება).

საინფუზიო ფლაკონი ნაზად უნდა გადააბრუნოთ განზავებული ხსნარის გახსნისთვის, მაგრამ არ უნდა შეანჯღრიოთ აქაფების თავიდან ასაცილებლად. ხსნარი არ უნდა გამოიყენოთ შემღვრევის ან ნალექის არსებობის შემთხვევაში.

განზავებული საინფუზიო ხსნარის შემცველი ფლაკონი/ტომარა უნდა მოათავსოთ გაუმჭვირვალე, ტომარაში, სინათლისგან დასაცავად.

საინფუზიო ხსნარის მომზადება

დოზა (მგ)

გამოსაყენებელი მიკალიოფი რომფარმის ფლაკონი (მგ/ფლაკონი)

ნატრიუმის ქლორიდის (0,9%) ან გლუკოზის (5%) მოცულობა რომელიც ემატება თითო ფლაკონს

განზავებული ფხვნილის მოცულობა (კონცენტრაცია)

სტანდარტული ინფუზია (დამატებული 100 მლ-მდე)

საბოლოო კონცენტრაცია)

50

1 x 50

5 მლ

დაახლ. 5მლ (10მგ/მლ)

  • 5 მგ/მლ

100

1 x 100

5 მლ

დაახლ. 5მლ (20მგ/მლ)

  • 0 მგ/მლ

150

1 x 100 + 1 x 50

5 მლ

დაახლ. 10მლ (10მგ/მლ)

  • 5 მგ/მლ

200

2 x 100

5მლ

დაახლ. 10მლ

  • 0 მგ/მლ

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, სხვა ანტიმიკოზური საშუალები სისტემური გამოყენებისთვის, ათქ კოდი: J02AX05

მოქმედების მექანიზმი

მიკაფუნგინი არა-კონკურენტულად აინჰიბირებს 1,3--D-გლუკანის სინთეზს, რომელიც არის სოკოს უჯრედის კედლის აუცილებელი კომპონენტი. 1,3--D-გლუკანი არ არსებობს ადამიანის უჯრედებში.

მიკაფუნგინი ფუნგიციდურად მოქმედებს Candida სახეობების უმრავლესობაზე და ძირითადად აინჰიბირებს Aspergillus სახეობების სწრაფად მზარდ ტიპებს.

ფკ/ფდ კავშირი

კანდიდოზის ცხოველების მოდელებში, აღინიშნა კორელაცია MIC (AUC/MIC)-ით გაყოფილი მიკაფუნგინის ექსპოზიცას და ექსპოზიციას შორის, რომელიც განისაზღვრებოდა როგორც თანაფარდობა რაც საჭირო იყო სოკოების პროგრესული ზრდის პრევენციისთვის. ~2400 და ~1300 შეფარდება იყო საჭირო C. albicans და C. glabrata-სთვის. მიკალიოფ რომფარმის რეკომენდებული თერაპიული დოზით გამოყენებისას ეს შეფარდებები მიღწევადია Candida spp. ველური ტიპის განაწილებისთვის.

რეზისტენტობის მექანიზმი

როგორც ყველა ანტიმიკრობული აგენტის შემთხვევაში, აღწერილია მგრძნობელობის შემცირება და რეზისტენტობა და არ გამოირიცხება სხვა ექინოკანდინებთან ჯვარედინი რეზისტენტობა. ექინოკანდინებისადმი შემცირებული მგრძნობელობა დაკავშირებულია Fks1 დაFks2 გენების მუტაციასთნ, რაც კოდირებს გლუკანის მთავარი სუბერთეულის სინთეზს.

საკვანძო წერტილები

EUCAST საკვანძო წერტილები

Candida სახეობა

MIC აფეთქება(მგ/ლ)

≤S (მგრძნობიარე)

>R (რეზისტენტული)

Candida albicans

  • 016
  • 016

Candida glabrata

  • 03
  • 03

Candida parapsilosis

  • 002

2

Candida tropicalis 1

არასაკმარისი მტკიცებულებები

Candida krusei1

არასაკმარისი მტკიცებულებები

Candida guilliermondii1

არასაკმარისი მტკიცებულებები

Other Candida spp.

არასაკმარისი მტკიცებულებები

1 MICs C. tropicalis -სთვის 1-2 განზავების ნაბიჯით მაღალია ვიდრე C albicans და C. glabrata-სთვის. კლინიკურ კვლევაში, წარმატებული გამოსავალი აოდენობრივად მცირედ უფრო დაბალი იყო C. tropicalis ვიდრე C. albicans -სთვის დოზირების ორივე რეჟიმში (100 და 150მგ დღე-ღამეში). თუმცა განსხვავება მნიშნელოვანი არ იყო, უცნობია განაპირობებს თუ არა ის მნიშვნელოვან კლინიკურ განსხვავებას. MICs C. krusei-სთვის დაახლოებით 3-ორი განზავების ნაბიჯით მეტია ვიდრე C. albicans და C. guilliermondii aდაახლოებით 9-ორი განზავების პუნქტით უფრო მაღალია. დამატებით კლინიკურ კვლევებში ჩარტული იყო ამ სახეობების მცირე რაოდენობით შემთხვეები. ეს ნიშნავს, რომ არსებობს არასაკმარისი მკტიცებულება იმის გამოსავლენად შეიძლება თუ არა ამ პათოგენების ველური ტიპის პოპულაციები მიკაფუნგინისადმი მგრძნობიარედ მიიჩნიონ.

კლინიკური კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია

კანდიდემია და ინვაზიური კანდიდოზი: მიკაფუნგინი (100 მგ დღე-ღამეში ან 2 მგ/კგ/დღე-ღამეში) ეფექტური იყო და უკეთ აიტანებოდა ვიდრე ლიპოსომური ამფოტერიცინ B (3 მგ/კგ), კანდიდემიის და ინვაზიური კანდიდოზის პირველი ხაზის მკურნალობის სახით რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, მულტინაციონალურ, არა-დაქვემდებარებად კვლევაში. მიკაფუნგინის და ლიპოსომური ამფოტერიცინ B გამოყენება ხდებოდა საშუალოდ 15 დღის განმავლობაშ (4-42 დღე მოზრდილებში; 12-42 დღე ბავშვებში).

არა-დაქვემდებარება დამტკიცებული იყო მოზრდილი პაციენტებისთვის, მსგავსი აღმოჩენები იყო ნაჩვენები პედიატრულ სუბპოპულაციაში (ახალშობილების და დღენაკლი ჩვილების ჩათვლით). ეფექტურობის აღმოჩენები იყო მუდმივი, დამოკიდებული არ იყო Candida სახეობებზე, ინფექციის პირველად ადგილზე და ნეიტროპენიულ სტატუსზე (იხ. პარაგრაფი). მიკაფუნგინმა გამოავლინა მკურნალობის დროს გორგლოვანი ფილტრაციის მოსალოდნელი სისწრაფის საშუალო პიკის უფრო მცირე დაქვეითება (p<0.001) და ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების უფრო ნაკლები სიხშირე (p=0.001) ვიდრე ლიპოსომურმა ამფოტერიცინ B-მ.

მკურნალობის საერთო წარმატება ოქმის მიხედვით, ინვაზიური კანდიდოზის კვლევა

მიკაფუნგინი

ლიპოსომური ამფოტერიცინ B

% განსხვავება

[95% CI]

N

n (%)

N

n (%)

მოზრდილი პაციენტები

მკურნალობის საერთო წარმატება

202

181 (89.6)

190

170 (89.5)

  • 1 [-5.9, 6.1] †

მკურნალობის საერთო წარმატება ნეიტროპენიის სტატუსის მიხედვით

ნეიტროპენია დასაწყისში

24

18 (75.0)

15

12 (80.0)

  • 7 [-5.3, 6.7] ‡

დასაწყისში ნეიტროპენიის არ არსებობა

178

163 (91.6)

175

158 (90.3)

პედიატრული ასაკის პაციენტები

მკურნალობის საერთო წარმატება

48

35 (72.9)

50

38 (76.0)

  • 2.7 [-17.3, 11.9] §

< 2 წლის

26

21 (80.8)

31

24 (77.4)

დღენაკლი ჩვილები

10

7 (70.0)

9

6 (66.7)

ახალშობილები (0 დღე < 4 კვირა)

7

7 (100)

5

4 (80)

2 - 15 წელი

22

14 (63.6)

19

14 (73.7)

მოზრდილების და ბავშვების კომბინაცია, მკურნალობის საერთო წარმატება Candida სახეობების მიხედვით

Candida albicans

102

91 (89.2)

98

89 (90.8)

არა-albicans სახეობები¶: ყველა

151

133 (88.1)

140

123 (87.9)

C. tropicalis

59

54 (91.5)

51

49 (96.1)

C. parapsilosis

48

41 (85.4)

44

35 (79.5)

C. glabrata

23

19 (82.6)

17

14 (82.4)

C. krusei

9

8 (88.9)

7

6 (85.7)

†მიკაფუნგინის სისწრაფეს მინუს ლიპოსომური ამფოტერიცინ B სისწრაფე, და 2 ხაზიანი 95% სანდოობის ინტერვალი, საერთო წარმეტების სიხშირის განსხვავებისთვის დაახლოებოთ ნორმალური ნიმუშების დიდი რაოდენობის საფუძველზე.

‡ შეცვლილი ნეიტროპენიული სტატუსისთვის; პირველადი ენდპოინტი.

§ პედიატრული პოპულაციის გაზომვა არ მომხდარა არა-დაქვემდებარების ტესტირებისთვის.

¶ კლინიკური ეფექტურობა აგრეთვე აღინიშნა (< 5 პაციენტი) Candida შემდეგ სახეობებშ C. guilliermondii, C. famata, C. lusitaniae, C. utilis, C. inconspicua and C. dubliniensis.

საყლაპავის კანდიდოზი: მიკაფუნგინის და ფლუკონაზოლის რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პირველი ხაზის მკურნალობის კვლევაში, 518 პაციენტი იღებდა გამოსაკვლევი პრეპარატის მინიმუმ ერთჯერად დოზას. მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 14 დღეს და საშუალო სადღეღამისო დოზა იყო 150 მგ მიკაფუნგინი (N=260) და 200 მგ ფლუკონაზოლი (N=258). ენდოსკოპიური ხარისხი 0 (ენდოსკოპიურად ჯანმრთელი) მკურნალობის დასასრულს აღინიშნა 87.7% (228/260) და 88.0% (227/258)-ში მიაკფუნგინის და ფლუკონაზოლის ჯგუფში (95% CI განსხვავებისთვის: [-5.9%, 5.3%]). 95% CI უფრო დაბალი ზღვარი აღემატებოდა ადრე განსაზღვრულ არადაქვემდებარების კუთხეს -10%, რაც ამტკიცებდა არა-დაქვემდებარებას. გვერდითი მოვლენების ტიპი და სიხშირე მსგავსი იყო მკურნალობის ჯგუფებს შორის.

პროფილაქტიკა: მიკაფუნგინი ფლუკონაზოლზე ეფექტური იყო ინვაზიური სოკოვანი ინფექციების პრევენციისთვის, პაციენტების პოპულაციაში, რომელშიც მაღალი იყო სისტემური სოკოვანი ინფექციების განვითარების რისკი (პაციენტები, რომლებსაც უტარდებოდათ ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია [HSCT] რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, მულტიცენტრულ კვლევაში). მკურნალობის წარმატება განისაზღვრა როგორც დამტკიცებული, სავარაუდო და საეჭვო სისტემური სოკოვანი ინფექციის არ არსებობა თერაპიის ბოლოს და დამტკიცებული ან სავარაუდო სისტემური სოკოვანი ინფექციის არ არსებობა, კვლევის დასასრულს. პაციენტების უმრავლესობას (97%, N=882) დასაწყისში აღენიშნებოდა ნეიტროპენია (<200 ნეიტროფილი/µლ). ნეიტროპენია პერსისტირებდა საშუალოდ 13 დღის განმავლობში. მიკაფუნგინის დიქსირებული სადღეღამისო დოზა იყო 50 მგ (1.0 მგ/კგ) და ფლუკონაზოლის 400 მგ (8 მგ/კგ). მკურნალობის საშუალო პერიოდი შეადგენდა 19 დღეს, მიკაფუნგინისთვის და 18 დღეს ფლუკონაზოლისთვის, მოზრდილების პოპულაციაში (N=798) და 23 დღეს მკურნალობის ორივე ხაზში პედიატრულ პოპულაციაში (N=84).

მკურნალობის წარმატების სიხშირე სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო მიკაფუნგინისთვის ფლუკონაზოლთნ შედარებით (1.6% versus 2.4% ინფექციების აფეთქება). Aspergillus ინფექციის აფეთქება აღინიშნა 1 და 7 პაციენტში, დამტკიცებული ან სავარაუდო Candida ინფექციების აფეთქება აღინიშნა 4 და 2 პაციენტში მიკაფუნგინის და ფლუკონაზოლის ჯგუფში. სხვა ინფექციები გამოწვეული იყო Fusarium (1 და2 პაციენტი) და Zygomycetes (1 და 0 პაციენტი) მიერ. გვერდითი რეაქციების ტიპი და სიხშირე მსგავსი იყო მკურნალობის ჯგუფებს შორის.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

აბსორბცია

ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია 12.5 მგ-200 მგ და 3 მგ/კგ-8 მგ/კგ სადღეღამისო დოზირებისას. არ არსებობს სისტემური კუმულაციის მტკიცებულება განმეორებითი გამოყენებისას და მყარი მდგომარეობა ჩვეულებრივ მიიღწევა 4-5 დღის შემდეგ.

განაწილება

ინტრავენური შეყვანის შემდეგ მიკაფუნგინის კონცენტრაცია ბიოექსპონენციალურად დაქვეითდა. პრეპარატი სწრაფად ნაწილდება ქსოვილებში.

სისტემურ ცირკულაციაში მიკაფუნგინი მაღალი სიხშირით უკავშირდება პლაზმის ცილებს (> 99%), ძირითადად ალბუმინს. ალბუმინთან კავშირი დამოკიდებული არ არის მიკაფუნგინის კონცენტრაციაზე (10-100 µგ/მლ).

მყარ მდგომარეობაში განაწილების მოცულობა (Vss) დაახლოებით 18-19 ლიტრს შეადგენდა.

ბიოტრანსფორმაცია

უცვლელი მიკაფუნგინი მთავარი მოცირკულირე შენაერთია სისტემურ ცირკულაციაში. მიკაფუნგინი მეტაბოლიზდება რამდენიმე ნაერთად: მათგან M-1 (კატექოლის ფორმა), M-2 (M-1ს მეტოქსი ფორმა) და M-5 (გვერდითი ჯაჭვის ჰიდროქსილირება) აღმოჩენილია სისტემურ ცირკულაციაში. ამ მეტაბოლიტებისადმი ექსპოზიცია დაბალია და ხელს არ უწყობს მიაკფუნგინის საერთო ეფექტურობას.

მიუხედავად იმისა, რომ მიკაფუნგინი არის CYP3A სუბსტრატი in vitro, CYP3A-თ ჰიდროქსილირება არ არის მიკაფუნგინის მეტაბოლიზმის მთავარი გზა in vivo.

ელიმინაცია და ექსკრეცია

საშუალო ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 10-17 საათს შეადგენს და მუდმივი რჩება 8 მგ/კგ დოზამდე და ერთჯერადი და განმეორებითი შეყვანის შედმეგ. საერთო კლირენსი იყო 0.15-0.3 მლ/წთ/კგ ჯანმრთელ სუბიექტებში და მოზრდილ პაციენტებში დოზის მიუხედავად ერთჯერადი და განმეორებითი გამოყენების შემდეგ.

14C-მიკაფუნგნის ერთჯერადი ინტრავენური შეყვანის შემდეგ (25 მგ) ჯანმრთელ მოხალისეებში, რადიოაქტივობის 11.6% ისაზღვრებოდა შარდში და 71.0% ფეკალურ მასებში, 28 დღის განმავლობაში. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ მიკაფუნგინის ელიმინაცია ძირითადად არ ხდება თირმკლით. პლაზმაში მეტაბოლიტები M-1და M-2 აღმოჩენილი იყო მხოლოდ ნარჩენი კონცენტრაციით და მეტაბოლიტი M-5, უფრო უხვი მეტაბოლიტი შეადგენდა წინაპარი ნაერთის დაახლოებით 6,5%-ს.

განსაკუთრებული პოპულაციები

პედიატრული ასაკის პაციენტები: პედიატრულ პაციენტებში AUC მაჩვენებლები იყო დოზის პროპორციული 0.5-4 მგ/კგ ფარგლებში. კლირენსზე გავლენას ახდენდა წონა, წონით შეცვლილი კლირენსის საშუალო მნიშვნელობა 1.35-ჯერ მეტი იყო მცირე ასაკის ბავშვებში (4 თვე-5 წელი) და 1.14-ჯერ უფრო მაღალი იყო 6-11 წლის პაციენტებში. უფროსი ასაკის ბავშვებში (12-16 წელი) საშუალო კლირენსის მნიშვნელობა მოზრდილების მსგავსი იყო. წონით შეცვლილი საშუალო კლირენსი 4 თვეზე უმცროსი ასაკის ბავშვებში დაახლოებით 2.6 პუნქტით მეტია ვიდრე უფროსი ასაკის ბავშვებში (12-16 წელი) და 2,3 პუნქტით უფრო მაღალია ვიდრე მოზრდილებში.

ფკ/ფდ კავშირის კვლევამ გამოავლინა მიკაფუნგინსი დოზადამოკიდებული პენეტრაცია ცნს-ში, მინიმალური AUC უნდა ყოფილიყო 170 µგ*სთ/მლ სოკოვანი დატვირთვის მაქსიმალური ერადიკაციისთვის ცნს ქსოვილიდან. პოპულაციის PK მოდელმა აჩვენა, რომ 10 მგ/კგ დოზა 4 თვეზე მცირე ასაკის ბავშვებში საკმარისი იქნებოდა სამიზნე ექსპოზიციის მიღწევისთვის ცნს -ის Candida ინფექციების სამკურნალოდ.

ხანდაზმულები: 50 მგ-ს ერთჯერადი 1 საათიანი ინფუზიის სახით მიღებისას მიკაფუნგინის ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულებში (ასაკი 66-78 წელი) ახალგაზრდა სუბიექტების (20-24 წელი) მსგავსი იყო. დოზის ცვლილება ხანდაზმულებში აუცილებელი არ არის.

პაციენტები ღვიძლის დაზიანებით: კვლევაში, რომელიც ჩატარდა ღვიძლის საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (ჩაილდ-პიუს შკალა 7-9), (n=8), მკაფუნგინის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ჯანრმთელი სუბიექტებისგან (n=8). აქედან ამომდინარე ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციეტნებში დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის. კვლევაში, რომელიც ჩატარდა ღვიძლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (ჩაილდ-პიუს შკალა 10-12) (n=8), აღინიშნა პლაზმაში მიკაფუნგინის უფრო დაბალი კონცენტრაცია და პლაზმაში ჰიდროქსიდის მეტაბოლიტის უფრო მაღალი კონცენტრაცია (M-5) ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით. (n=8). ეს მონაცემები საკმარისი არ არის დოზირების რეკომენდაციის გაცემისთვის, ღვიძლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში.

პაციენტები თირკმლის დაზიანებით: თირკმლის მწვავე უკმარისობა (გორგლოვანი ფილტრაციის სისწრაფე [გფს] <30 მლ/წთ) მნიშვნელოვნად არ მოქმედებდა მიკაფუნგინის ფარმაკოკინეტიკაზე. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის.

სქესი/რასა: სქესი და რასა (კავკასიური, შავი და აღმოსავლური) მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენდა მიკაფუნგინის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე. მიკაფუნგინის დოზის ცვლილება საჭრო არ არის სქესის ან რასის მიხედვით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

პროდუქტის შემაჯამებელი დახასიათება

მიკალიოფი რომფარმი

MYCALYOF ROMPHARM

  • სამედიცინო პროდუქტის მახასიათებლები

მიკალიოფი რომფარმი 50მგ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

მიკალიოფი რომფარმი 100მგ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

  • ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

მიკალიოფი რომფარმი 50 მგ

ყოველი ფლაკონი შეიცვს 50 მგ მიკაფუნგინს (ნატრიუმის მარილის სახით)

განზავების შემდეგ ყოველი მლ შეიცავს 10 მგ მიკაფუნგინს (ნატრიუმის მარილის სახით)

მიკალიოფი რომფარმი 100 მგ

ყოველი ფლაკონი შეიცვს 100 მგ მიკაფუნგინს (ნატრიუმის მარილის სახით)

განზავების შემდეგ ყოველი მლ შეიცავს 20 მგ მიკაფუნგინს (ნატრიუმისმარილის სახით)

შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6.1

  • ფარმაცევტული ფორმა

ფხვნილი საინფუზიო ხსნარისთვის

თეთრი ან თითქმის თეთრი ფხვნილი

4 კლინიკური მახასიათებლები

  • 1 თერაპიული ჩვენება

მიკალიოფი რომფარმი ნაჩვენებია შემდეგისთვის:

მოზრდილები, ≥ 16 წლის მოზარდები და ხანდაზმულები:

ინვაზიური კანდიდოზის მკურნალობა

საყლაპავის კანდიდოზის მკურნალობა პაციენტებში, რომელთა ინტრავენური თერაპიაა შესაფერისი

Candida-თი გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ალოგენური ჰემატოპოეზური უჯრედების ტრანსპლანტაცია ან პაციენტებში, რომლებშიც მოსალოდნელია ნეიტროპენია (ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა < 500 უჯრედი/µლ) 10 ან მეტი დღის განმავლობაში.

ბავშვები (ახალშობილების ჩთვლით) დ <16 წლის მოზარდები:

ინვაზიური კანდიდოზის მკურნალობა

Candida-თი გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ალოგენური ჰემატოპოეზური უჯრედების ტრანსპლანტცია ან პაციენტებში, რომლებშიც მოსალოდნელია ნეიტროპენია (ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა < 500 უჯრედი/µლ) 10 ან მეტი დღის განმავლობაში.

მიკალიოფი რომფარმის გამოყენების გადაწყვეტილებისას უნდა გაითვლისწინონ ღვიძლის სიმსივნეების განვითრების პოტენციალი (იხ. პარაგრაფი 4.4). მიკალიოფი რომფარმი აქედან გამომდინარე უნდა გამოიყენონ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვერ ტარდება სოკოს საწინაღმდეგო სხვა მკურნლობა.

უნდა გაითვალისწინონ სოკოს საწინაღმდეგო საშულებების გამოყენების ოფიციალური/ ნაციონალური გაიდლინი.

  • 2 დოზირება და გამოყენების მეთოდი

მიკალიოფი რომფარმით მკურნალოა უნდა დაიწყოს ექიმმა, რომელსაც აქვს სოკოვანი ინფექციების მკურნალობის გამოცდილება.

დოზირება

სოკოვანი კულტურისთვის სახეობები და მნიშვნელოვნი ლაბორატორიული კვლევები (ჰისტოპთოლოგიური ჩათვლით) უნდა ჩატარდეს თერპიამდე, გამომწვევი ორგანიზმის იზოლაციის და იდენტიფიკციისთვის. თერაპია შეიძლება დაიწყოს კულტურული და ლაბორატორიული შედეგების გაგემაბდმდე. თუმცა შედეგების ხელმისაწვდომობის შემდეგ, სოკოს საწინააღმდეგო თერაპია შესაბამისად უნდა შეიცვალოს.

მიკაფუნგინის დოზირების რეჟიმი დამოკიდებულია პაციენტის წონაზე და მოცემულია შემდეგ ცხრილებში:

გამოყენება მოზრდილებში, ≥ 16 წლის მოზარდებში და ხანდზმულებში

ჩვენება

წონა>40კგ

წონა ≤ 40 კგ

ინვაზიური კანდიდოზის მკურნალობა

100 მგ/დღე-ღამეში*

2 მგ/კგ/დღე-ღამეში*

საყლაპავის კანდიდოზის მკურნალობა

150 მგ/დღე-ღამეში

3 მგ/კგ/დღე-ღამეში

Candida ინფექციების პროფილაქტიკა

50 მგ/დღე-ღამეში

1 მგ/კგ/დღე-ღამეში

  • თუ პაციენტის პასუხი არაადექვატურია, მაგ., პერსისტირებს სიმპტომები ან კლინიკური მდგომარეობა არ უმჯობესდება, დოზა შეიძლება გაიზარდოს დღე-ღმეში 200 მგ-მდე 40 კგ-ზე მეტი წონის პაციენტებში ან გაიზარდოს დღე-ღამეში 4 მგ/კგ-მდე ≤ 40 კგ წონის პაციენტებში.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

ინვაზიური კანდიდოზი: Candida ინფექციის მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე. სოკოს საწინააღმდეგო მკურნლობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ ერთი კვირა, სისხლის ორი მომდევნო ნეგატიური კულტურის მიღების შემდეგ ან ინფექციის კლინიკური ნიშნების და სიმპტომების გაქრობის შემდეგ.

საყლაპავის კანდიდოზი: მიკაფუნგინი უნდა გამოიყენონ მინიმუმ ერთი კვირის გნმავლობაში, კლინიკური ნიშნების და სიმპტომების გაქრობის შემდეგ.

Candida ინფექციების პროფილქტიკა: მიკაფუნგინის გამოყენება უნდა გაგრძელდეს მინიმუმ ერთი კვირის განმავლობში, ნეიტროფილების რაოდენობის აღდგენის შემდეგ.

≥ 4 თვის ბავშვებში - < 16 წლის მოზარდებში გმოყენება

ჩვენება

სხეული სწონა>40კგ

სხეულის წონა ≤ 40 კგ

ინვაზიური კანდიდოზის მკურნალობა

100 მგ/დღე-ღამეში*

2 მგ/კგ/დღე-ღამეში*

Candida ინფექციების პროფილაქტიკა

50 მგ/დღე-ღამეში

1 მგ/კგ/დღე-ღამეში

  • თუ პაციენტის პასუხი არაადექვატურია, მაგ., პერსისტირებს სიმპტომები ან კლინიკური მდგომარეობა არ უმჯობესდება, დოზა შეიძლება გაიზარდოს დღე-ღმეში 200მგ-მდე 40კგ-ზე მეტი წონის პაციენტებში ან გიზარდოს დღე-ღამეში 4მგ/კგ-მდე ≤ 40 კგ წონის პაციენტებში.

გამოყენება ბავშვებში (ახალშობილების ჩათვლით) <4 თვის ასაკში

ჩვენება

ინვაზიური კანდიდოზის მკურნალობა

4 -10 მგ/კგ/დღე-ღამეში*

Candida ინფექციების პროფილაქტიკა

2 მგ/კგ/დღე-ღამეში

  • მიკაფუნგინი 4 მგ/კგ დოზით 4 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებში, დახლოებით იწვევს პრეპრატის ექსპოზიციას, რომელიც მოზრდილებში აღინიშნება 100 მგ-ის დღე-ღამეში გამოყენებისას, ინვაზიური კანდიდოზის სამკურნლოდ. თუ საეჭვოა ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) ინფექცია), უნდა გამოიყენონ უფრო მაღალი დოზა (მაგ., 10 მგ/კგ) ცნს-ში მიკაფუნგინის დოზა-დამოკიდებული პენეტრაციის გმო (იხ. პარაგრაფი 5.2).

მკურნალობის ხანგრძლივობა

ინვაზიური კანდიდოზი: Candida ინფექციის მკურნლობის ხაგრძლივობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 14 დღეს. სოკოს საწინაღმდეგო მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სისხლის ნეგატიური კულტურების მიღებიდან და ინფექციის კლინიკური ნიშნების და სიმპტომების გაქრობიდან ერთი კვირის განმავლობაში.

Candida ინფექციების პროფილაქტიკა: მიკაფუნგინი უნდა მიიღონ მინიმუმ ერთ კვირის განმავლობაში, ნეიტროფილების რაოდენობის აღდგენის შემდეგ. 2 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში, მიკაფუნგინის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.

ღვიძლის დაზიანება

ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის (იხ. პარაგრაფი 5.2). ამ დროისთვის არ არსებობს საკმარისი მონაცემები ღვიძლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, მიკფუნგინის გამოყენების შესახებ და მისი მიღება ამ პაციენტებისთვის რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფი 4.4 და 5.2).

თირკმლის დაზიანება

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის, დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის (იხ. პარაგრაფი 5.2)

პედიატრული პოპულაცია

4 თვეზე მცირე ასაკის ბავშვებში (ახალშობილების ჩათვლით) 4 და 10 მგ/კგ-ს უსაფრთხოება და ეფექტურობა ინვაზიური კანდიდოზის სამკურნალოდ ცნს ჩართვით, ადექვატურად დადგენილი არ არის. ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემები მოცემულია პარაგრაფში 4.8, 5.1, 5.2.

გამოყენების მეთოდი

ინტრავენური გამოყენებისთვის

აღდგენის და განზავების შემდეგ ხსნარის შეყვანა უნდა მოხდეს ინტრავენური ინფუზიით, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. უფრო სწრაფმა ინფუზიამ შეიძლება გამოიწვიოს ჰისტამინით მედიატირებული რეაქციები.

განზავების ინსტრუქცია იხ. პარაგრაფში 6.6

  • 3 უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, სხვა ექინოკანდინების ან 6.1 პარაგრაფში ჩამოთვლილი რომელიმე შემავსებლის მიმართ.

  • 4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას

ღვიძლის ეფექტები:

დაზიანებული ჰეპატოციტების გროვების (FAH) და ჰეპატოცელულარული სიმსინეების წარმომქნა 3 თვიანი და უფრო ხანგრძლივი მკუნრალობის პერიოდის შემდეგ, აღინიშნა ვირთაგვებში. სიმსივნის განვითარების ზღვარი ვირთაგვებში დაახლოებით კლინიკური ექსპოზიციის ფარგლებშია. ამ აღმოჩენების მნიშვნელობა პაციენტებში, თერაპიული გამოყენებისთვის გამორიცხული არ არის. მიკაფუნგინით მკურნალობის განმავლობაში საჭიროა ღვიძლის ფუნქციების მონიტორინგი. ადაპტიური რეგენერაციის რისკის და სიმსივნის ფორმირების პოტენციალის შესამცირებლად, რეკომენდებულია პრეპარატის ადრე მოხსნა ალტ/ასტ მნიშვნელოვანი და პერსისტიული მომატებისას. მიკაფუნგინით მკურნალობა უნდა ჩატარდეს რისკის/სარგებლის შეფასების შემდეგ, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც დაზიანებული აქვთ ღვიძლის ფუნქციები ან აღენიშნებათ ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, რომლებიც პრენეოპლაზიურ მდგომარეობას წარმოადგენს, როგორიცაა ღვიძლის შორსწასული ფიბროზი, ციროზი, ვირუსული ჰეპატიტი, ახალშობილთა ღვიძლის დაავადება ან კონგენიტალური ენზიმური დეფექტები, პაციენტები რომელბიც იღებენ თანმხლებ მედიკამენტებს ჰეპატოტოქსიკური და/ან გენოტოქსიკური საშუალებების ჩათვლით.

მიკაფუნგინით მკურნალობა დაკავშირებული იყო ღვიძლის ფუნქციის მნიშვნელოვან დაზიანებასთან (ალტ, ასტ ან ბილირუბინის მომატება > 3-ჯერ ULN) ჯანმრთელ მოხალისეებში და პაციეტნებში. ღვიძლის უფრო მწვავე დისფუნქციის მქონე ზოგიერთ პაციენტში, აღწერილია ჰეპატიტი ან ღვიძლის დაზიანებით გამოწვეული უკმარისობა. ღვიძლის დაზიანებებისადმი შეიძლება უფრო მიდრეკილნი იყვნენ <1 წლის პედიატრული ასაკის პაციენტები (იხ. პარაგრაფი 4.8).

ანაფილაქსიური რეაქციები

მიკაფუნგინის გამოყენებისას, შეიძლება აღინიშნოს ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები. ამ შემთხვევაში მიკაფუნგინის ინფუზია უნდა შეწყდეს და უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

კანის რეაქციები

აღწერილია კანის ექსფოლიაციური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. თუ პაციენტს აღენიშნება გამონაყარი, საჭიროა მისი ინტენსიური მონიტორინგი და დაავადების პროგრესირების შემთხვევაში, მიკაფუნგინის მოხსნა.

ჰემოლიზი

პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ მიკაფუნგინით, აღწერილია ჰემოლიზის შემთხვევები, მწვავე ინტრავენური ჰემოლიზის ჩათვლით. მიკაფუნგინით თერაპიის დროს ჰემოლიზის კლინიკური ან ლაბორატორიული მტკიცებულებისას, საჭიროა ამ მდგომარეობების გაუარესების გამოსავლენი ინტენსიური მონიტორინგი და მიკაფუნგინით თერაპიით რისკის/სარგებლის შეფასება.

ეფექტები თირკმელზე

მიკაფუნგინმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები, თირკმლის უკმარისობა, და თირკმლის ანომალური ფუნქციური ტესტი. საჭიროა პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი, თირკმლის ფუნქციის გაუარესების გამოსავლენად.

ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან

მიკაფუნგინის და ამფოტერიცინ B-ს დეზოქსიქოლატთან ერთად გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც სარგებელი აჭარბებს რისკებს, ამფოტერიცინ B-ს დეზოქსიქოლატის ტოქსიკურობის ინტენსიური მონიტორინგით (იხ. პარაგრაფი 4.5).

პაციენტებში, რომლებიც იღებენ სიროლიმუსს, ნიფედიპინს ან იტრაკონაზოლს, მიაკფუნგინთან კობმინაციაში, საჭიროა მონიტორინგი, სიროლიმუსის, ნიფედიპინის ან იტრაკონაზოლის ტოქსიკურობის გამოსავლენად და საჭიროა მათი დოზის შემცირება. (იხ. პარაგრაფი 4.5)

პედიატრული პოპულაცია

მოზრდილებთან შედარებით, ზოგიერთი გვერდითი რეაქციის სიხშირე უფრო მაღალი იყო პედიატრული ასაკის პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.8).

  • 5 ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

მიკაფუნგინს გააჩნია დაბალი ურთიერთქმედების პოტენციალი იმ პრეპარატებთან, რომლებიც CYP3A მეტაბოლიზდება გზით.

ჯანმრთელ ადამიანებში, წამალთაშორისი ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მიკაფუნგინს და მიკოფენოლატ მოფეტილს, ციკლოსპორინს, ტაკროლიმუსს, პრედნიზოლონს, სიროლიმუსს, ნიფედიპინს, ფლუკონაზოლს, რიტონავირს, რიფამპიცინს, იტრაკონაზოლს, ვორიკონაზოლს და ამფოტერიცინ B-ს შორის ურთიერთქემდების შესაფასებლად. ამ კვლევებში არ აღინიშნა მიკაფუნგინის ფარმაკოკინეტიკის ცვლილება. მიკაფუნგინის დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის ამ მედიკამენტების ერთად გამოყენებისას. იტრაკონაზოლის, სიროლიმუსის და ნიფედიპინის ექსპოზიცია (AUC) ოდნავ გაიზარდა მიკაფუნგინის გამოყენებისას (22%, 21% და 18%).

მიკაფუნგინის და ამფოტერიცინ B დეზოქსილატის გამოყენება დაკავშირებული იყო ამფოტერიცინ B-ს დეზოქსილატის 30%-ით ზრდასთან. რადგან ამას შეიძლება ჰქონდეს კლინიკური მნიშვნელობა, კომბინირებული გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც სარგებელი აჭარბებს რისკს, ამფოტერიცინ B-ს დეზოქსილატის ტოქსიკურობის ინტენსიური მონიტორინგით (იხ. პარაგრაფი 4.4).

პაციენტებში, რომლებიც იღებენ სიროლიმუსს, ნიფედიპინს ან იტრაკონაზოლს, მიკაფუნგინთან კომბინაციაში, საჭიროა ამ პრეპარატების ტოქსიკურობის მონიტორინგი და აუცილებლობის შემთხვევაში მათი დოზის შემცირება (იხ. პარაგრაფი 4.4).

  • 6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

არ არსებობს ინფორმაცია ორსულ ქალებში მიკაფუნგინის გამოყენების შესახებ. ცხოველების კვლევებში მიაკფუნგინი აღწევდა პლაცენტურ ბარიერში და აღინიშნა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხ. პარაგრაფი 5.3). ადამიანისთვის პოტენციური რისკი უცნობია.

მიკალიოფი რომფარმი არ უნდა გამოიყენონ ორსულობის დროს, უკიდურესი აუცილებლობის გარდა.

ძუძუთი კვება

უცნობია გამოიყოფა თუ არა მიკაფუნგინი ლაქტატში. ცხოველების კვლევებმა აჩვენა, მიკაფუნგინის რძეში ექსკრეცია. უნდა მიიღონ ძუძუთი კვების გაგრძელების/შეწყვეტის ან მიაკფუნგინით მკურნალობის გაგრძელების/შეწყვეტის გადაწყვეტილება, უნდა გაითვალისწინონ ბავშვისთვის ძუძუთი კვების და დედისთვის მიკალიოფი რომფარმით მკურნალობის სარგებელი.

ფერტილობა

სათესლის ტოქსიკურობა აღინიშნა ცხოველების კვლევებში (იხ. პარაგრაფი 5.3). მიკაფუნგინს შეიძლება ჰქონდეს მამაკაცების ფერტილობაზე მოქმედების პოტენციალი.

  • 7 გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

მიკაფუნგინი არ მოქმედებს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა პაციენტებს უნდა აცნობოთ, რომ მიკაფუნგინით მკურნალობისას აღწერილია თვბრუსხვევის შემთხვევები (იხ. პარაგრაფი 4.8).

  • 8 არასასურველი ეფექტები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

კლინიკური კვლევის გამოცდილების საფუძველზე, საერთო ჯამში, პრეპარატის გვერდითი რეაქციები აღინიშნა პაციენტების 32.2%-ში. ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი ეფექტები იყო გულისრევა (2.8%), სისხლში ტუტე-ფოსფატაზას მომატება (2.7%), ფლებიტი (2.5%, ძირითადად აივ ინფიცირებულ პაციენტებში პერიფერიული სისტემით), ღებინება (2,5%) და ასპარტატ-ამინოტრანსფერაზას მომატება (2.3%).

გვერდითი რეაქციების ცხრილი

შემდეგ ცხრილში გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემის კლასის და MedDRA სასურველი ტერმინის მიხედვით. სიხშირის ყოველ ჯგუფში, არაასსურველი ეფექტები წარმოდგენილია კლებადი სიმწვავით.

ორგანოთა სისტემის კლასი

ხშირი

≥ 1/100 - < 1/10

ნაკლებად ხშირი

≥ 1/1,000 - < 1/100

იშვიათი

≥ 1/10,000 - < 1/1,000

უცნობია

(სიხშირის შეფასება შეუძლებელია ხელმისაწვდომი მონაცემებით)

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები

ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ანემია

პანციტოპენია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, ჰიპოალბუმინემია

ჰემოლიზური ანემია, ჰემოლიზი (იხ. პარაგრაფი 4.4)

დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაცია

იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები

ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები (იხ. პარაგრაფი 4,4), მომატებული მგრძნობელობა

ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური შოკი (იხ. პარაგრაფი 4.4)

ენდოკრინული დარღვევები

ჰიპერჰიდროზი

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალციემია

ჰიპონატრიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპოფოსფატემია, ანორექსია

ფსიქიატრული დარღვევები

უძილობა, შფოთვა, კონფუზია

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

თავის ტკივილი

ძილიანობა, ტრემორი, თავბრუსხვევა, დისგევზია

გულის მხრივ დარღვევები

ტაქიკარდია, პალპიტაცია, ბრადიკარდია

ვასკულური დარღვევები

ფლებიტი

ჰიპოტენზია, ჰიპერტენზია, ალები

შოკი

რესპირატორული, თორაკალური და შასაყრის მხრივ დარღვევები

ქოშინი

გასტროინტესტინური დარღვევები

გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი

დისპეფსია, ყაბზობა

ჰეპატობილიარული დარღვევები

სისხლში ტუტე ფოსფატაზას მომატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას მომატება, ალანინამინოტრანსფერაზას მომატება, სისხლში ბილირუბინის მომატება (ჰიეპრბილირუბინემიის ჩათვლით), ცვლილებები ღვიძლის ფუნქციურ ტესტებში

ღვიძლის უკმარისობა (იხ. პარაგრაფი), გამა-გლუტამილტრანსფერაზას მომატება, სიყვითლე, ქოლესტაზი, ჰეპატომეგალია, ჰეპატიტი

ჰეპატოცელულარული დაზიანება ფატალური შემთხვევების ჩათვლით (იხ. პარაგრაფი 4.4)

კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები

გამონაყრი

ურტიკარია, ქავილი, ერითემა

კანის ტოქსიკური ერუპცია, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (იხ. პარაგრაფი 4.4)

თირკმლის და საშარდე სისტემის მხრივ დარღვევები

სისხლში კრეატინინის მომატება, სისხლში შარდოვანას მომატება, თირკმლის უკმარისობის გამწვავება

თირკმლის დაზიანება (იხ. პარაგრაფი 4.4), თირკმლის მწვავე უკმარისობა

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას

პირექსია, შემცივნება

ინექციის ადგილის თრომბოზი, საინფუზიო ადგილის ანთება, ინექციის ადგილის ტკივილი, პერიფერიული შეშუპება

გამოკვლევები

სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას მომატება

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

შესაძლო ალერგიის მსგავსი სიმპტომები

კლინიკურ კვლევებში აღწერილია სიმპტომები, როგორიცაა გამონაყარი და შემცივნება. უმრავლესობა მსუბუქი ან საშუალო ინტენსივობისაა და არ ზღუდავს მკურნაობას. სერიოზული რეაქციები (მაგ. ანაფილაქტოიდური რეაქციები ნაკლებად ხშირად იყო აღწერილი მიკაფუნგინით თერაპიის დროს და აღინიშნებოდა მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ სერიოზული თანმხლები მდგომარეობა (მაგ. შორსწასული შიდსი, მალიგნაციები), რაც საჭიროებს თანმხლებ მკურნალობას.

ღვიძლის მხრივი გვერდითი რეაქციები

კლინიკურ კვლევებში მიკაფუნგინის გამოყენებისას, პაციენტების გვერდითი რეაქციების საერთო სიხშირე იყო 8.6% (260/3028). ღვიძლისმიერი გვერდითი რეაქციების უმრავლესობა იყო მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. რეაქციების უმრავლესობა იყო AP (2.7%), AST (2.3%), ALT (2.0%), სისხლში ბილირუბინს მომატება (1.6%) და ღვიძლის ფუნქციური ტესტების ანომალიები (1.5%). ხუთმა პაციენტმა (1.1%; 0.4% სერიოზული) მკურნალობა შეწყვიტა ღვიძლისმხრივი მოვლენის გამო. ღვიძლის სერიოზული დისფუნქციის შემთხვევები ნაკლებად ხშირად ვითარდებოდა (იხ. პარაგრაფი 4.4).

ინექციის ადგილის რეაქციები

ინექციის ადგილის არც ერთი რეაქცია არ ზღუდავდა მკურნალობას.

პედიატრული პოპულაცია

ზოგიერთი გვერდითი რეაქციის სიხშირე (ჩამოთვლილი ქვემო ცხრილში) უფრო მაღალი იყო პედიატრული ასაკის პაციენტებში, მოზრდილებთან შედარებით. დამატებით <1 წლის პედიატრული ასაკის პაციენტებში, ორჯერ უფრო ხშირი იყო ALT, AST და AP მომატება უფროს პედიატრული ასაკის პირებთან შედარებით (იხ. პარაგრაფი 4.4). ამ განსხვავების ყველაზე სავარაუდო მიზეზი იყო თანხმლები დაავადებები, კლინიკურ კვლევებში აღნიშნულ მოზრდილებთან ან უფროსი ასაკის პედიატრულ პაციენტებთან შედარებით. კვლევაში ჩართვის მომენტისთვის, ნეიტროპენიის მქონე პედიატრული პაციენტების პროპორციული რაოდენობა რამდენიმე პუნქტით უფრო მაღალი იყო ვიდრე მოზრდილებში (40.2% და 7.3%), ისევე როგორც ალოგენური HSCT (29.4% და 13.4%,) და ჰემატოლოგიური მალიგნაციის (29.1% და 8.7%).

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები

ხშირი

თრომბოციტოპენია

გულის მხრივ დარღვევები

ხშირი

ტაქიკარდია

ვასკულური დარღვევები

ხშირი

ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია

ჰეპატობილიარული დარღვევები

ხშირი

ჰიეპრბილირუბინემია, ჰეპატომეგალია

თირკმლის და საშარდე სისტემის მხრივ დარღვევები

ხშირი

თირკმლის მწვავე უკმარისობა, შარდოვანას მომატება

საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება

სამედიცინო პროდუქტის ლიცენზირების შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება. ეს იძლევა სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის სფეროს პროფესინალებს თხოვენ გვერდითი რეაქციების შეტყობინებას ნაციონალური შეტყობინების სისტემით.

  • 9 ჭარბი დოზირება

მოზრდილ პაციენტებში კლინიკურ კვლევებში გამოიყოფოდა განმეორებითი სადღეღამისო დოზა 8 მგ/კგ-მდე (მაქსიმალური საერთო დოზა 896 მგ), არ აღინიშნა დოზის შემზღუდავი ტოქსიკურობა. სპონტანურ შემთხვევაში აღწერილი იყო დღე-ღამეში 16 მგ/კგ-ს გამოყენება ახალშობილებში. მაღალ დოზასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები არ აღინიშნა.

არ არსებობს მიკაფუნგინის დოზის გადაჭარბების გამოცდილება. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა მიიღონ ზოგადი დამხმარე ზომები, საჭიროა სიმპტომური მკურნალობა. მიკაფუნგინი მაღალი ხარისხით უკავშირდება ცილებს და არ დიალიზდება.

  • ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
  • 1 ფარმაკოდინამიური მახასიათებლები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, სხვა ანტიმიკოზური საშუალები სისტემური გამოყენებისთვის, ათქ კოდი: J02AX05

მოქმედების მექანიზმი

მიკაფუნგინი არა-კონკურენტულად აინჰიბირებს 1,3--D-გლუკანის სინთეზს, რომელიც არის სოკოს უჯრედის კედლის აუცილებელი კომპონენტი. 1,3--D-გლუკანი არ არსებობს ადამიანის უჯრედებში.

მიკაფუნგინი ფუნგიციდურად მოქმედებს Candida სახეობების უმრავლესობაზე და ძირითადად აინჰიბირებს Aspergillus სახეობების სწრაფად მზარდ ტიპებს.

ფკ/ფდ კავშირი

კანდიდოზის ცხოველების მოდელებში, აღინიშნა კორელაცია MIC (AUC/MIC)-ით გაყოფილი მიკაფუნგინის ექსპოზიცას და ექსპოზიციას შორის, რომელიც განისაზღვრებოდა როგორც თანაფარდობა რაც საჭირო იყო სოკოების პროგრესული ზრდის პრევენციისთვის. ~2400 და ~1300 შეფარდება იყო საჭირო C. albicans და C. glabrata-სთვის. მიკალიოფ რომფარმის რეკომენდებული თერაპიული დოზით გამოყენებისას ეს შეფარდებები მიღწევადია Candida spp. ველური ტიპის განაწილებისთვის.

რეზისტენტობის მექანიზმი

როგორც ყველა ანტიმიკრობული აგენტის შემთხვევაში, აღწერილია მგრძნობელობის შემცირება და რეზისტენტობა და არ გამოირიცხება სხვა ექინოკანდინებთან ჯვარედინი რეზისტენტობა. ექინოკანდინებისადმი შემცირებული მგრძნობელობა დაკავშირებულია Fks1 დაFks2 გენების მუტაციასთნ, რაც კოდირებს გლუკანის მთავარი სუბერთეულის სინთეზს.

საკვანძო წერტილები

EUCAST საკვანძო წერტილები

Candida სახეობა

MIC აფეთქება(მგ/ლ)

≤S (მგრძნობიარე)

>R (რეზისტენტული)

Candida albicans

  • 016
  • 016

Candida glabrata

  • 03
  • 03

Candida parapsilosis

  • 002

2

Candida tropicalis 1

არასაკმარისი მტკიცებულებები

Candida krusei1

არასაკმარისი მტკიცებულებები

Candida guilliermondii1

არასაკმარისი მტკიცებულებები

Other Candida spp.

არასაკმარისი მტკიცებულებები

1 MICs C. tropicalis -სთვის 1-2 განზავების ნაბიჯით მაღალია ვიდრე C albicans და C. glabrata-სთვის. კლინიკურ კვლევაში, წარმატებული გამოსავალი აოდენობრივად მცირედ უფრო დაბალი იყო C. tropicalis ვიდრე C. albicans -სთვის დოზირების ორივე რეჟიმში (100 და 150მგ დღე-ღამეში). თუმცა განსხვავება მნიშნელოვანი არ იყო, უცნობია განაპირობებს თუ არა ის მნიშვნელოვან კლინიკურ განსხვავებას. MICs C. krusei-სთვის დაახლოებით 3-ორი განზავების ნაბიჯით მეტია ვიდრე C. albicans და C. guilliermondii aდაახლოებით 9-ორი განზავების პუნქტით უფრო მაღალია. დამატებით კლინიკურ კვლევებში ჩარტული იყო ამ სახეობების მცირე რაოდენობით შემთხვეები. ეს ნიშნავს, რომ არსებობს არასაკმარისი მკტიცებულება იმის გამოსავლენად შეიძლება თუ არა ამ პათოგენების ველური ტიპის პოპულაციები მიკაფუნგინისადმი მგრძნობიარედ მიიჩნიონ.

კლინიკური კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია

კანდიდემია და ინვაზიური კანდიდოზი: მიკაფუნგინი (100 მგ დღე-ღამეში ან 2 მგ/კგ/დღე-ღამეში) ეფექტური იყო და უკეთ აიტანებოდა ვიდრე ლიპოსომური ამფოტერიცინ B (3 მგ/კგ), კანდიდემიის და ინვაზიური კანდიდოზის პირველი ხაზის მკურნალობის სახით რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, მულტინაციონალურ, არა-დაქვემდებარებად კვლევაში. მიკაფუნგინის და ლიპოსომური ამფოტერიცინ B გამოყენება ხდებოდა საშუალოდ 15 დღის განმავლობაშ (4-42 დღე მოზრდილებში; 12-42 დღე ბავშვებში).

არა-დაქვემდებარება დამტკიცებული იყო მოზრდილი პაციენტებისთვის, მსგავსი აღმოჩენები იყო ნაჩვენები პედიატრულ სუბპოპულაციაში (ახალშობილების და დღენაკლი ჩვილების ჩათვლით). ეფექტურობის აღმოჩენები იყო მუდმივი, დამოკიდებული არ იყო Candida სახეობებზე, ინფექციის პირველად ადგილზე და ნეიტროპენიულ სტატუსზე (იხ. პარაგრაფი). მიკაფუნგინმა გამოავლინა მკურნალობის დროს გორგლოვანი ფილტრაციის მოსალოდნელი სისწრაფის საშუალო პიკის უფრო მცირე დაქვეითება (p<0.001) და ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების უფრო ნაკლები სიხშირე (p=0.001) ვიდრე ლიპოსომურმა ამფოტერიცინ B-მ.

მკურნალობის საერთო წარმატება ოქმის მიხედვით, ინვაზიური კანდიდოზის კვლევა

მიკაფუნგინი

ლიპოსომური ამფოტერიცინ B

% განსხვავება

[95% CI]

N

n (%)

N

n (%)

მოზრდილი პაციენტები

მკურნალობის საერთო წარმატება

202

181 (89.6)

190

170 (89.5)

  • 1 [-5.9, 6.1] †

მკურნალობის საერთო წარმატება ნეიტროპენიის სტატუსის მიხედვით

ნეიტროპენია დასაწყისში

24

18 (75.0)

15

12 (80.0)

  • 7 [-5.3, 6.7] ‡

დასაწყისში ნეიტროპენიის არ არსებობა

178

163 (91.6)

175

158 (90.3)

პედიატრული ასაკის პაციენტები

მკურნალობის საერთო წარმატება

48

35 (72.9)

50

38 (76.0)

  • 2.7 [-17.3, 11.9] §

< 2 წლის

26

21 (80.8)

31

24 (77.4)

დღენაკლი ჩვილები

10

7 (70.0)

9

6 (66.7)

ახალშობილები (0 დღე < 4 კვირა)

7

7 (100)

5

4 (80)

2 - 15 წელი

22

14 (63.6)

19

14 (73.7)

მოზრდილების და ბავშვების კომბინაცია, მკურნალობის საერთო წარმატება Candida სახეობების მიხედვით

Candida albicans

102

91 (89.2)

98

89 (90.8)

არა-albicans სახეობები¶: ყველა

151

133 (88.1)

140

123 (87.9)

C. tropicalis

59

54 (91.5)

51

49 (96.1)

C. parapsilosis

48

41 (85.4)

44

35 (79.5)

C. glabrata

23

19 (82.6)

17

14 (82.4)

C. krusei

9

8 (88.9)

7

6 (85.7)

†მიკაფუნგინის სისწრაფეს მინუს ლიპოსომური ამფოტერიცინ B სისწრაფე, და 2 ხაზიანი 95% სანდოობის ინტერვალი, საერთო წარმეტების სიხშირის განსხვავებისთვის დაახლოებოთ ნორმალური ნიმუშების დიდი რაოდენობის საფუძველზე.

‡ შეცვლილი ნეიტროპენიული სტატუსისთვის; პირველადი ენდპოინტი.

§ პედიატრული პოპულაციის გაზომვა არ მომხდარა არა-დაქვემდებარების ტესტირებისთვის.

¶ კლინიკური ეფექტურობა აგრეთვე აღინიშნა (< 5 პაციენტი) Candida შემდეგ სახეობებშ C. guilliermondii, C. famata, C. lusitaniae, C. utilis, C. inconspicua and C. dubliniensis.

საყლაპავის კანდიდოზი: მიკაფუნგინის და ფლუკონაზოლის რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პირველი ხაზის მკურნალობის კვლევაში, 518 პაციენტი იღებდა გამოსაკვლევი პრეპარატის მინიმუმ ერთჯერად დოზას. მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 14 დღეს და საშუალო სადღეღამისო დოზა იყო 150 მგ მიკაფუნგინი (N=260) და 200 მგ ფლუკონაზოლი (N=258). ენდოსკოპიური ხარისხი 0 (ენდოსკოპიურად ჯანმრთელი) მკურნალობის დასასრულს აღინიშნა 87.7% (228/260) და 88.0% (227/258)-ში მიაკფუნგინის და ფლუკონაზოლის ჯგუფში (95% CI განსხვავებისთვის: [-5.9%, 5.3%]). 95% CI უფრო დაბალი ზღვარი აღემატებოდა ადრე განსაზღვრულ არადაქვემდებარების კუთხეს -10%, რაც ამტკიცებდა არა-დაქვემდებარებას. გვერდითი მოვლენების ტიპი და სიხშირე მსგავსი იყო მკურნალობის ჯგუფებს შორის.

პროფილაქტიკა: მიკაფუნგინი ფლუკონაზოლზე ეფექტური იყო ინვაზიური სოკოვანი ინფექციების პრევენციისთვის, პაციენტების პოპულაციაში, რომელშიც მაღალი იყო სისტემური სოკოვანი ინფექციების განვითარების რისკი (პაციენტები, რომლებსაც უტარდებოდათ ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია [HSCT] რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, მულტიცენტრულ კვლევაში). მკურნალობის წარმატება განისაზღვრა როგორც დამტკიცებული, სავარაუდო და საეჭვო სისტემური სოკოვანი ინფექციის არ არსებობა თერაპიის ბოლოს და დამტკიცებული ან სავარაუდო სისტემური სოკოვანი ინფექციის არ არსებობა, კვლევის დასასრულს. პაციენტების უმრავლესობას (97%, N=882) დასაწყისში აღენიშნებოდა ნეიტროპენია (<200 ნეიტროფილი/µლ). ნეიტროპენია პერსისტირებდა საშუალოდ 13 დღის განმავლობში. მიკაფუნგინის დიქსირებული სადღეღამისო დოზა იყო 50 მგ (1.0 მგ/კგ) და ფლუკონაზოლის 400 მგ (8 მგ/კგ). მკურნალობის საშუალო პერიოდი შეადგენდა 19 დღეს, მიკაფუნგინისთვის და 18 დღეს ფლუკონაზოლისთვის, მოზრდილების პოპულაციაში (N=798) და 23 დღეს მკურნალობის ორივე ხაზში პედიატრულ პოპულაციაში (N=84).

მკურნალობის წარმატების სიხშირე სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო მიკაფუნგინისთვის ფლუკონაზოლთნ შედარებით (1.6% versus 2.4% ინფექციების აფეთქება). Aspergillus ინფექციის აფეთქება აღინიშნა 1 და 7 პაციენტში, დამტკიცებული ან სავარაუდო Candida ინფექციების აფეთქება აღინიშნა 4 და 2 პაციენტში მიკაფუნგინის და ფლუკონაზოლის ჯგუფში. სხვა ინფექციები გამოწვეული იყო Fusarium (1 და2 პაციენტი) და Zygomycetes (1 და 0 პაციენტი) მიერ. გვერდითი რეაქციების ტიპი და სიხშირე მსგავსი იყო მკურნალობის ჯგუფებს შორის.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

აბსორბცია

ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია 12.5 მგ-200 მგ და 3 მგ/კგ-8 მგ/კგ სადღეღამისო დოზირებისას. არ არსებობს სისტემური კუმულაციის მტკიცებულება განმეორებითი გამოყენებისას და მყარი მდგომარეობა ჩვეულებრივ მიიღწევა 4-5 დღის შემდეგ.

განაწილება

ინტრავენური შეყვანის შემდეგ მიკაფუნგინის კონცენტრაცია ბიოექსპონენციალურად დაქვეითდა. პრეპარატი სწრაფად ნაწილდება ქსოვილებში.

სისტემურ ცირკულაციაში მიკაფუნგინი მაღალი სიხშირით უკავშირდება პლაზმის ცილებს (> 99%), ძირითადად ალბუმინს. ალბუმინთან კავშირი დამოკიდებული არ არის მიკაფუნგინის კონცენტრაციაზე (10-100 µგ/მლ).

მყარ მდგომარეობაში განაწილების მოცულობა (Vss) დაახლოებით 18-19 ლიტრს შეადგენდა.

ბიოტრანსფორმაცია

უცვლელი მიკაფუნგინი მთავარი მოცირკულირე შენაერთია სისტემურ ცირკულაციაში. მიკაფუნგინი მეტაბოლიზდება რამდენიმე ნაერთად: მათგან M-1 (კატექოლის ფორმა), M-2 (M-1ს მეტოქსი ფორმა) და M-5 (გვერდითი ჯაჭვის ჰიდროქსილირება) აღმოჩენილია სისტემურ ცირკულაციაში. ამ მეტაბოლიტებისადმი ექსპოზიცია დაბალია და ხელს არ უწყობს მიაკფუნგინის საერთო ეფექტურობას.

მიუხედავად იმისა, რომ მიკაფუნგინი არის CYP3A სუბსტრატი in vitro, CYP3A-თ ჰიდროქსილირება არ არის მიკაფუნგინის მეტაბოლიზმის მთავარი გზა in vivo.

ელიმინაცია და ექსკრეცია

საშუალო ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 10-17 საათს შეადგენს და მუდმივი რჩება 8 მგ/კგ დოზამდე და ერთჯერადი და განმეორებითი შეყვანის შედმეგ. საერთო კლირენსი იყო 0.15-0.3 მლ/წთ/კგ ჯანმრთელ სუბიექტებში და მოზრდილ პაციენტებში დოზის მიუხედავად ერთჯერადი და განმეორებითი გამოყენების შემდეგ.

14C-მიკაფუნგნის ერთჯერადი ინტრავენური შეყვანის შემდეგ (25 მგ) ჯანმრთელ მოხალისეებში, რადიოაქტივობის 11.6% ისაზღვრებოდა შარდში და 71.0% ფეკალურ მასებში, 28 დღის განმავლობაში. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ მიკაფუნგინის ელიმინაცია ძირითადად არ ხდება თირმკლით. პლაზმაში მეტაბოლიტები M-1და M-2 აღმოჩენილი იყო მხოლოდ ნარჩენი კონცენტრაციით და მეტაბოლიტი M-5, უფრო უხვი მეტაბოლიტი შეადგენდა წინაპარი ნაერთის დაახლოებით 6,5%-ს.

განსაკუთრებული პოპულაციები

პედიატრული ასაკის პაციენტები: პედიატრულ პაციენტებში AUC მაჩვენებლები იყო დოზის პროპორციული 0.5-4 მგ/კგ ფარგლებში. კლირენსზე გავლენას ახდენდა წონა, წონით შეცვლილი კლირენსის საშუალო მნიშვნელობა 1.35-ჯერ მეტი იყო მცირე ასაკის ბავშვებში (4 თვე-5 წელი) და 1.14-ჯერ უფრო მაღალი იყო 6-11 წლის პაციენტებში. უფროსი ასაკის ბავშვებში (12-16 წელი) საშუალო კლირენსის მნიშვნელობა მოზრდილების მსგავსი იყო. წონით შეცვლილი საშუალო კლირენსი 4 თვეზე უმცროსი ასაკის ბავშვებში დაახლოებით 2.6 პუნქტით მეტია ვიდრე უფროსი ასაკის ბავშვებში (12-16 წელი) და 2,3 პუნქტით უფრო მაღალია ვიდრე მოზრდილებში.

ფკ/ფდ კავშირის კვლევამ გამოავლინა მიკაფუნგინსი დოზადამოკიდებული პენეტრაცია ცნს-ში, მინიმალური AUC უნდა ყოფილიყო 170 µგ*სთ/მლ სოკოვანი დატვირთვის მაქსიმალური ერადიკაციისთვის ცნს ქსოვილიდან. პოპულაციის PK მოდელმა აჩვენა, რომ 10 მგ/კგ დოზა 4 თვეზე მცირე ასაკის ბავშვებში საკმარისი იქნებოდა სამიზნე ექსპოზიციის მიღწევისთვის ცნს -ის Candida ინფექციების სამკურნალოდ.

ხანდაზმულები: 50 მგ-ს ერთჯერადი 1 საათიანი ინფუზიის სახით მიღებისას მიკაფუნგინის ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულებში (ასაკი 66-78 წელი) ახალგაზრდა სუბიექტების (20-24 წელი) მსგავსი იყო. დოზის ცვლილება ხანდაზმულებში აუცილებელი არ არის.

პაციენტები ღვიძლის დაზიანებით: კვლევაში, რომელიც ჩატარდა ღვიძლის საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (ჩაილდ-პიუს შკალა 7-9), (n=8), მკაფუნგინის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ჯანრმთელი სუბიექტებისგან (n=8). აქედან ამომდინარე ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციეტნებში დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის. კვლევაში, რომელიც ჩატარდა ღვიძლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (ჩაილდ-პიუს შკალა 10-12) (n=8), აღინიშნა პლაზმაში მიკაფუნგინის უფრო დაბალი კონცენტრაცია და პლაზმაში ჰიდროქსიდის მეტაბოლიტის უფრო მაღალი კონცენტრაცია (M-5) ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით. (n=8). ეს მონაცემები საკმარისი არ არის დოზირების რეკომენდაციის გაცემისთვის, ღვიძლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში.

პაციენტები თირკმლის დაზიანებით: თირკმლის მწვავე უკმარისობა (გორგლოვანი ფილტრაციის სისწრაფე [გფს] <30 მლ/წთ) მნიშვნელოვნად არ მოქმედებდა მიკაფუნგინის ფარმაკოკინეტიკაზე. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის.

სქესი/რასა: სქესი და რასა (კავკასიური, შავი და აღმოსავლური) მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენდა მიკაფუნგინის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე. მიკაფუნგინის დოზის ცვლილება საჭრო არ არის სქესის ან რასის მიხედვით.

  • 3 წინაკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

დაზიანებული ჰეპატოციტების გროვების (FAH) და ჰეპატოცელულარული სიმსინეების წარმომქნა ვირთაგვებში დამოკიდებული იყო დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე. FAH აღწერილი 13 კვირის ან უფრო ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, პერსისტირებდა მოხსნიდან 13 კვირის შემდეგ და გადაიზარდა ჰეპატოცელულარულ სიმსივნეში სამი მკურნალობისგან თავისუფალი პერიოდის შემდეგ, რომელიც მოიცავდა ვირთაგვების სიცოცხლის ხანგრძლივობას. სტანდარტული კარცინოგენობის კვლევები არ ჩატარებულა, მაგრამ FAH განვითარება შეფასდა მდედრ ვირთგვებში 3 და 6 თვიანი მკურნალობის შეწყვეტიდან 18 და 20 თვის შემდეგ. ორივე კვლევაში აღინიშნა ჰეპატოცელულარული სიმსივნეების გავრცელების/სიხშირის ზრდა მკურნალობისგან თავისუფალი 18 და 20 თვიანი პერიოდის შემდეგ მაღალი დოზის ჯგუფში (32 მგ/კგ დღე-ღამეში) და დაბალი დოზის ჯგუფში (თუმცა არ ქონდა სტატისტიკური მნიშვნელობა). ვირთაგვებში პლაზმაში ექსპოზიცია, რომელიც არის სიმსივნის განვითარების ზღვარი (დოზა, როდესაც აღმოჩენილი არ არის FAH და ღვიძლის სიმსივნეები) იგივე ფარგლეში იყო რაც კლინიკური ექსპოზიციისას. მიკაფუნგინის ჰეპატოკარცინოგენური პოტენციალის მნიშვნელობა ადამიანებში თერაპიული გამოყენებისას ცნობილი არ არის.

მიაკფუნგინის ტოქსიკოლოგიამ გამნეორებითი ინტრავენური დოზირების შემდეგ, ვირთაგვებში და/ან ძაღლებში გამოავლინა გვერდითი რეაქციები ღვიძლის, საშარდე ტრაქტის, სისხლის წითელი უჯრედების და მამრების რეპროდუქციული ორგანოების მხრივ. ექსპოზიციის დონე, რომლის დროსაც არ განვითარდა ეს ეფექტები (NOAEL) კლინიკური ექსპოზიციის ფარგლებში მოქცეული ან უფრო დაბალი იყო. შედეგად, გვერდითი პასუხის განვითარება შეიძლება მოსალოდნელი იყოს ადამიანებში მიკაფუნგინის კლინიკური გამოყენებისას.

უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის სტანდარტულ ტესტებში აშკარა იყო მიკაფუნგინის კარდიოვასკულური და ჰისტამინის გამომათავისუფლებელი ეფექტი, და დრო იყო ზღვარზე დამოკიდებულზე მაღალი. ინფუზიის დროის განხაგრძლივება ამცირებდა პლაზმაში კონცენტრაციის პიკს და ამ ეფექტებს.

ვირთაგვებში განმეორბითი დოზის ტოქსიკურობის კვლევებში, ჰეპატოტოქსიკურობის ნიშნები მოიცავდა ღვიძლის ენზიმების მომატებას და ჰეპატოციტების დეგენერაციულ ცლვილებებს, რასაც ახლდა კომპენსატორული რეგენერაციის ნიშნები. ძაღლებში ღვიძლის ეფექტები მოიცავდა წონის მომატებას და ცენტრილობულარულ ჰიპერტროფიას, ჰეპატოციტების დეგენერაციული ცვლილებები არ აღინიშნა.

ვირთაგვებში აღინიშნა თირკმლის მენჯის ეპითელიუმის ვაკუოლიზაცია და შარდის ბუშტის ეპითელიუმის ვაკუოლიზაცია და გასქელება (ჰიპერპლაზია) განმეორებითი დოზირების 26-კვირიან კვლევებში. მეორე 26 კვირიან კვლევაში შარდის ბუშტის ტრანზიტორული უჯრედების ჰიპერპლაზია აღინიშნა გაცილებით დაბალი სიხშირით. ეს აღმოჩენები შექცევადი იყო 18 კვირიანი შემდოგმი დაკვირვბეის პერიოდის განმავლობაში. ვირთაგვების ამ კვლევებში მიკაფუნგინის დოზირების ხანგრძლივობა (6 თვე) აჭარბებს პაციენტებში მიაკფუნგინის დოზირების ჩვეულ დროს (იხ. პარაგრაგი 5.1).

მიკაფუნგინი იწვევდა ბოცვრის სიხლის ჰემოლიზს in vitro. ვირთაგვებში ჰემოლიზური ანემიის ნიშნები აღინიშნა მიკაფუნგინის განმეორებითი ნაკადით ინექციის შემდეგ. განმეორებითი დოზის კვლევებში ძაღლებში ჰემოლიზური ანემია არ აღინიშნა.

რეპროდუქციული და განვითარების ტოქსიკურობის კვლევებში აღნიშნა შთამომავლების წონის შემცირება. ერთი აბორტი განვითარდა ბოცვრებში დღე-ღამეში 32 მგ/კგ დოზირებისას. მამრ ვირთაგვებში, რომლებშიც 9 კვირის განმავლობაში პრეპარატი ინტრავენურად შეყავდათ, გამოვლინდა სათესლე დანამატის სადინრის ეპითელური უჯრედების ვაკუოლიზაცია, დანამატის წონის მომატება და სპერმის უჯრედების რაოდენობის შემცირება (15%-ით), თუმცა 13 დაა 26 კვირაინ კვლევებში ეს ცვლილებები არ აღინიშნა. მოზრდილ ძაღლებში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ (39 კვირა)აღინიშნა სათესლე მილაკების ატროფია ეპითელიუმის ვაკუოლიზაციით და სპერმის დაქვეითება დანამატებში, ეს ცლვილებები არ დაფიქსირდა 13 კვირიანი მკურნალობის შემდეგ. მცირე ასაკის ძაღლებშ 39 კვირიანმა მკურნალობამ არ გამოიწვა სათესლის და დანამატების დაზიანება დოზა-დამოკიდებული ტიპით მკურნალობის დასასრულს, მაგრამ მკურნალობისგან თავისუფალი 13 კვირის შემდეგ აღნიშნა ამ დაზიანებების დოზადამოკიდებული ზრდა, ნამკურნალებ ჯგუფებში. ფერტილობის და ადრეული ემბრიონული განვითრრების კვლევებში მამრების და მდედრების ფერტილობის დაზიანება არ აღინიშნა ვირთაგვებში.

მიკაფუნგინი მუტაგენური ან კლასტოგენური არ იყო სტანდარტული შეფასებისას in vitro და in vivo ტესტებში, უცვლელი დნმ-ის in vitro კლევის ჩათვლით ვირთაგვის ჰეპატოციტების გამოყენებით.

  • ფარმაცევტული მახასიათებლები
  • 1 შემავსებლების ჩამონათვალი

ლაქტოზის მონოჰიდრატი

უწყლო ლიმონმჟავა (pH კორექციისთვის)

ნატრიუმის ჰიდროქსიდი (E524) (pH-ის კორექციისთვის)

  • 2 შეუთავსებლობა

ეს სამედიცინო პროდუქტი არ უნდა შეურიონ სხვა სამედიცინო პროდუქტებს 6.6 პარაგრაფში ჩამოთვლილ საშუალებების გარდა.

  • 3 შენახვის ვადა

გაუხხნელი ფლაკონი: 3 წელი

განზავებული კონცენტრაცი ფლაკონში

ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოვლენილია 48 საათის განმავლობში, 25°C-ზე, სინათლისგან დაცვით, ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) ხსნარით განზავებისას ან გლუკოზის 50 მგ/მლ (5%) საინფუზიო ხსნარით განზავებისას.

განზავებული საინფუზიო ხსნარი

გამოყენებისას ქიმიური და ფიზიკური მდგრადობა ნაჩვენებია 96 საათამდე 25°C-ზე, სინათლისაგან დაცულ მდგომარეობაში, როდესაც აღდგენილი ხსნარი განზავებულია ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინფუზიო ხსნარით და 48 საათამდე 25°C-ზე, სინათლისგან დაცული, როდესაც აღდგენილი ხსნარი განზავებულია გლუკოზის 50 მგ/მლ (5%) საინფუზიო ხსნარით.

მიკალიოფი რომფარმი არ შეიცავს კონსერვანტებს. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, თუ აღდგენის/განზავების მეთოდი არ გამორიცხავს მიკრობული დაბინძურების რისკს, აღდგენილი და განზავებული ხსნარები დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, გამოყენებისას შენახვის დრო და პირობები გამოყენებამდე არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა.

  • 4 განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის

გაუხსნელი ფლაკონები

ეს სამედიცინო პროდუქტები არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.

ფლაკონი შეინახეთ მუყაოს კოლოფში, სინათლისგან დაცვისთვის.

განზავებული სამედიცინო პროდუქტის შენახვის პირობები იხილეთ 6.3 პარაგრაფში

  • 5 კონტეინერის აღწერა და შემადგენლობა

მიკალიოფი რომფარმი 50 მგ ფხვნილი საინფუზიო ხსნარისთვის: 6 მლ I ტიპის მინის ფლაკონი, დახურული ბრომბუტილის რეზინის საცობით და დალუქული ალუმინის თავსახურით.

მიკალიოფი რომფარმი 100 მგ ფხვნილი საინფუზიო ხსნარისთვის: I ტიპის ქარვისფერი მინის 10 მლ ფლაკონი, დახურული ბრომბუტილის რეზინის საცობით და დალუქული ალუმინის თავსახურით.

შეფუთვის ზომა: შეფუთვა 1 ფლაკონი.

  • 6 განსკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურებისთვის

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

მიკალიოფი რომფარმი არ უნდა შეურიონ სხვა სამედიცინო პროდუქტებს, ქვემოთ ჩამოთვლილი საშუალებების გარდა. ასეპტიკური ტექნიკის გამოყენებით, ოთახის ტემპერატურაზე მიკალიოფი რომფარმის განზავება ხდება შემდეგნაირად:

პლასტმასის სახურავი უნდა მოხსნან ფლაკონს და საცობი უნდა გაიწმინდოს სპირტით.

9 მგ/მლ (0,9%) ნატრიუმის ქლორიდის საინფუზიო ხსნარის 5 მლ ან გლუკოზის 50 მგ/მლ (5%) საინფუზიო ხსნარი (აღებული 100 მლ ფლაკონიდან) ასეპტიკურად და ნელა უნდა შეიყვანონ თითო ფლაკონში შიდა კედლის გაყოლებით. მიუხედავად იმისა, რომ კონცენტრატი აქაფდება, მაქსიმალურად უნდა ეცადონ მისი წარმოქმნის შემცირებას. მიკალიოფი რომფარმის საკამრისი რაოდენობა უნდა განზავდეს საჭრო დოზის მისაღებად მგ-ში (იხ. ქვემოთ ცხრილი).

ფლაკონი ნაზად უნდა გადაატრიალოთ არ შეანჯღრიოთ. ფხვნილი სრულად გაიხსნება. კონცენტრატი უნდა გამოიყენოთ დაუყოვნებლივ. ფლაკონი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. აქედან გამომდინარე გამოუყენებელი განზავებული კონცენტრატი დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს.

მთელი აღდგენილი კონცენტრატი ამოღებული უნდა იყოს თითოეული ფლაკონიდან და დაბრუნდეს საინფუზიო ბოთლში/ჩანთაში, საიდანაც იგი თავდაპირველად იყო აღებული. განზავებული საინფუზიო ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. გამოყენებისას ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 96 საათამდე 25°C-ზე, როდესაც დაცულია სინათლისაგან და განზავებულია ისე, როგორც ზემოთ აღწერილია ზემოთ (განზავება ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინფუზიო ხსნარით) და 48 საათის განმავლობაში 25°C-ზე, როდესაც დაცულია სინათლისაგან და განზავებულია, როგორც აღწერილია ზემოთ (50 მგ/მლ გლუკოზური ხსნარით განზავება).

საინფუზიო ფლაკონი ნაზად უნდა გადააბრუნოთ განზავებული ხსნარის გახსნისთვის, მაგრამ არ უნდა შეანჯღრიოთ აქაფების თავიდან ასაცილებლად. ხსნარი არ უნდა გამოიყენოთ შემღვრევის ან ნალექის არსებობის შემთხვევაში.

განზავებული საინფუზიო ხსნარის შემცველი ფლაკონი/ტომარა უნდა მოათავსოთ გაუმჭვირვალე, ტომარაში, სინათლისგან დასაცავად.

საინფუზიო ხსნარის მომზადება

დოზა (მგ)

გამოსაყენებელი მიკალიოფი რომფარმის ფლაკონი (მგ/ფლაკონი)

ნატრიუმის ქლორიდის (0,9%) ან გლუკოზის (5%) მოცულობა რომელიც ემატება თითო ფლაკონს

განზავებული ფხვნილის მოცულობა (კონცენტრაცია)

სტანდარტული ინფუზია (დამატებული 100 მლ-მდე)

საბოლოო კონცენტრაცია)

50

1 x 50

5 მლ

დაახლ. 5მლ (10მგ/მლ)

  • 5 მგ/მლ

100

1 x 100

5 მლ

დაახლ. 5მლ (20მგ/მლ)

  • 0 მგ/მლ

150

1 x 100 + 1 x 50

5 მლ

დაახლ. 10მლ (10მგ/მლ)

  • 5 მგ/მლ

200

2 x 100

5მლ

დაახლ. 10მლ

  • 0 მგ/მლ

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

  • სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს რომფარმ კომპანი ჯორჯია,

თბილისი, საქართველო, სააკაძის დაღმართი N8, ოფოსი N7ა

  • სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი
  • რეგისტრაციის თარიღი/ხელახლი რეგისტრაციის თარიღი
  • ტექსტის რევიზიის თარიღი

ივნისი 2019

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა