მენოვაზინი RFF
MENOVAZĪNS RFF
მენოვაზინი RFF გარეგანი გამოყენების ხსნარი წარმოადგენს ანალგეზიური და ქავილის საწინააღმდეგო პრეპარატების კომბინაციას და განკუთვნილია გარეგანი მოხმარებისთვის. მისი აქტიური ნივთიერებები: მენთოლი და ადგილობრივი ანესთეტიკები – პროკაინი და ბენზოკაინი – განაპირობებენ პრეპარატის თვისებებს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- menthole racemic + პროკაინი (procaine) + ბენზოკაინი (benzocaine)
- ფორმა და შეფუთვა
- (25მგ + 10მგ + 10მგ)/მლ 40მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- A/s “Rīgas farmaceitiska fabrika”, ლატვია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- საანესთეზიო საშალებები, ადგილობრივი მოქმედების საანესთეზიო საშუალებები
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-024606
- რეგისტრირებულია
- 9 მარტი 2018, მოქმედებს 9 მარტი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
მენოვაზინი RFF — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მენოვაზინი RFF გარეგანი გამოყენების ხსნარი წარმოადგენს ანალგეზიური და ქავილის საწინააღმდეგო პრეპარატების კომბინაციას და განკუთვნილია გარეგანი მოხმარებისთვის. მისი აქტიური ნივთიერებები: მენთოლი და ადგილობრივი ანესთეტიკები – პროკაინი და ბენზოკაინი – განაპირობებენ პრეპარატის თვისებებს. მედიკამენტი გამოიყენება სხვადასხვა ეტიოლოგიის კუნთებისა და სახსრების ტკივილის, ნევრალგიის, მათ შორის რევმატოიდული ართრიტის დროს და ასევე, ის ამცირებს სხვადასხვა დერმატოზებით გამოწვეულ ქავილს.
მიღების წესი და დოზირება
მენოვაზინი RFF განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის: ხსნარის 2-5 მლ-ის (რაოდენობა დამოკიდებულია სახსრის, მტკივნეული ან ქავილის ადგილის ზომაზე) შეზელვა უნდა მოხდეს კანზე 2-3-ჯერ დღეში.
პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მენოვაზინის RFF რეკომენდირებულზე მეტი რაოდენობით გამოყენებისას
მენოვაზინის RFF გარეგანი გამოყენებისას დოზის გადაჭარბება შეუძლებელია.
კანის გაღიზიანების შემთხვევაში, პროდუქტის გამოყენების შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს კანის ჩამობანა საპნითა და წყლით.
ლორწოვან გარსზე (როგორიცაა თვალები) პრეპარატის მოხვედრისას მისი ჩამობანა უნდა მოხდეს წყლის დიდი რაოდენობით.
მენოვაზინის RFF დოზის გამოტოვებისას
არ შეიძლება გაორმაგებული დოზის გამოყენება.
მენოვაზინის RFF გამოყენების შეწყვეტისას
მენოვაზინი RFF განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი მოხმარებისთვის ტკივილისა და ქავილის შესამცირებლად და არ გამოიყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) პრეპარატში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება 12 წლამდე ასაკის პაციენტებში, ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომებია საჭირო მენოვაზინის RFF გამოყენებისას:
პრეპარატი არ გამოიყენება ღია ჭრილობებსა და დამწვრობის დროს;
პაციენტმა თავიდან უნდა აიცილოს პრეპარატის თვალში ან ლორწოვან გარსზე მოხვედრა;
ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ანთება;
არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება კანის დიდ ფართობზე და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში;
საჭიროა ექიმთან მიმართვა თუ სიმპტომები უარესდება ან გრძელდება 5-7 დღეზე მეტხანს.
სხვა მედიკამენტების მიღებისას
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი პრეპარატის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
არ შეიძლება პრეპარტის გამოყენება გოგირდის შემცველ მალამოსთან ერთდროულად ან მისი მოხმარების შემდეგ.
მენოვაზინის RFFგამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
საკვები ნივთიერებებისა და სასმელის მიღება არ ახდენს გავლენას ხსნარის გარეგან გამოყენებაზე.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
არ არსებობს მონაცემები პრეპარტის უსაფრთხოების შესახებ მისი გამოყენებისას ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი მოხმარება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა
მენოვაზინის RFF გამოყენება არ ახდენს გავლენას მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ, რომელსაც შეიცავს მენოვაზინი RFF
ხსნარი შეიცავს 70% ეთანოლს.
სიფრთხილის ზომები
მენოვაზინი RFF გარეგანი გამოყენების ხსნარის მოხმარების წესი
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს კანის გაღიზიანება (ერითემა), ურტიკარია, კონტაქტური დერმატიტი, გამონაყარი, შეშუპება.
ზოგიერთ შემთხვევებში ხსნარის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე, სისხლის წნევის დაქვეითება; იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ჰემოგლობინის მაღალი დონე სისხლში, რომლის დროსაც ვერ ხდება ჟანგბადის შეკავშირება, რაც იწვევს ციანოზსა და ქოშინს.
თუ განვითარდებაისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ორიგინალ შეფუთვაში.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
მენოვაზინი RFF არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
მენოვაზინი RFF არ გამოიყენება თუ ბოთლი არ არის მჭიდროდ თავდახურული.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
დამატებითი ინფორმაცია
მენოვაზინი RFF გარეგანი გამოყენების ხსნარის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებებია:
ხსნარის 1 მლ შეიცავს:
25 მგ მენთოლის რაცემატს (Mentholum racemicum)
10 მგ პროკაინის ჰიდროქლორიდს (Procaini hydrochloridum)
10 მგ ბენზოკაინს (Benzocainum)
დამხმარე ნივთიერებებია: ეთანოლი 96 %, გამოხდილი წყალი.
მენოვაზინის RFF ფორმა და შეფუთვა
მენოვაზინი RFF არის გამჭირვალე, უფერო სითხე მენთოლის დამახასიათებელი სუნით.
40 ან 90 მლ სითხე მოთავსებულია მუქი ფერის მინის ბოთლში, ხრახნიანი პლასტმასის თავსახურითა და შიდა დამცავი რგოლით.
ბოთლი მოხმარების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
A/S ,,Rīgas farmaceitiskā fabrika”
16/22 Duntes street, Riga, LV-1005, Latvia
Phone 67355550, 67355551
Fax 67355551
E-mail: [email protected]
ა/ს ,,რიგას ფარმაცეიტისკა ფაბრიკა”
16/22 დუნტეს ქუჩა, რიგა, LV-1005, ლატვია
ტელ.: 67355550, 67355551
ფაქს.: 67355551
ელ-ფოსტა: [email protected]
ინსტრუქციის დამტკიცების უკანასკნელი თარიღია 24.08.2009
ინფორმაცია მეორეულ შეფუთვაზე
მუყაოს კოლოფი
- სამკურნალწამლოპროდუქტის დასახელება
მენოვაზინი RFF გარეგანი გამოყენების ხსნარი
40 მლ
- აქტიური ნივთიერება
1 მლ ხსნარი შეიცავს:
მენთოლის რაცემატს (Mentholum racemicum) 25 მგ
პროკაინის ჰიდროქლორიდს (Procaini hydrochloridum) 10 მგ
ბენზოკაინს (Benzocainum) 10 მგ
ეთილ ალკოჰოლი 96%
გამოხდილი წყალი
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
რიგას ფარმაცეუტისკა ფაბრიკა
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
მენოვაზინი RFF გარეგანი გამოყენების ხსნარი
მენთოლის რაცემატი, პროკაინის ჰიდროქლორიდი, ბენზოკაინი
საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ეს პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე. მიუხედავად ამისა, მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღებად, საჭიროა მენოვაზინი RFF გარეგანი გამოყენების ხსნარის სიფრთხილით გამოყენება.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის საჭიროება.
დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.
საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა ან არ უმჯობესდება 5-7 დღის განმავლობაში.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამწვავებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც არ არის აღნიშნულ ინსტრუქციაში მითითებული, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რა არის მენოვაზინი RFF გარეგანი გამოყენების ხსნარი და რისთვის გამოიყენება ის
რა უნდა იცოდეს პაციენტმა მენოვაზინი RFF გარეგანი გამოყენების ხსნარის გამოყენებამდე
მენოვაზინი RFF გარეგანი გამოყენების ხსნარის მოხმარების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
მენოვაზინი RFF გარეგანი გამოყენების ხსნარის შენახვის წესი
დამატებითი ინფორმაცია
რა არის მენოვაზინი RFF გარეგანი გამოყენების ხსნარი და რისთვის გამოიყენება ის
მენოვაზინი RFF გარეგანი გამოყენების ხსნარი წარმოადგენს ანალგეზიური და ქავილის საწინააღმდეგო პრეპარატების კომბინაციას და განკუთვნილია გარეგანი მოხმარებისთვის. მისი აქტიური ნივთიერებები: მენთოლი და ადგილობრივი ანესთეტიკები – პროკაინი და ბენზოკაინი – განაპირობებენ პრეპარატის თვისებებს. მედიკამენტი გამოიყენება სხვადასხვა ეტიოლოგიის კუნთებისა და სახსრების ტკივილის, ნევრალგიის, მათ შორის რევმატოიდული ართრიტის დროს და ასევე, ის ამცირებს სხვადასხვა დერმატოზებით გამოწვეულ ქავილს.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა მენოვაზინი RFF გარეგანი გამოყენების ხსნარის გამოყენებამდე
მენოვაზინი RFF არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) პრეპარატში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება 12 წლამდე ასაკის პაციენტებში, ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომებია საჭირო მენოვაზინის RFF გამოყენებისას:
პრეპარატი არ გამოიყენება ღია ჭრილობებსა და დამწვრობის დროს;
პაციენტმა თავიდან უნდა აიცილოს პრეპარატის თვალში ან ლორწოვან გარსზე მოხვედრა;
ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ანთება;
არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება კანის დიდ ფართობზე და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში;
საჭიროა ექიმთან მიმართვა თუ სიმპტომები უარესდება ან გრძელდება 5-7 დღეზე მეტხანს.
სხვა მედიკამენტების მიღებისას
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი პრეპარატის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
არ შეიძლება პრეპარტის გამოყენება გოგირდის შემცველ მალამოსთან ერთდროულად ან მისი მოხმარების შემდეგ.
მენოვაზინის RFFგამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
საკვები ნივთიერებებისა და სასმელის მიღება არ ახდენს გავლენას ხსნარის გარეგან გამოყენებაზე.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
არ არსებობს მონაცემები პრეპარტის უსაფრთხოების შესახებ მისი გამოყენებისას ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი მოხმარება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა
მენოვაზინის RFF გამოყენება არ ახდენს გავლენას მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ, რომელსაც შეიცავს მენოვაზინი RFF
ხსნარი შეიცავს 70% ეთანოლს.
მენოვაზინი RFF გარეგანი გამოყენების ხსნარის გამოყენების წესი
მენოვაზინი RFF განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის: ხსნარის 2-5 მლ-ის (რაოდენობა დამოკიდებულია სახსრის, მტკივნეული ან ქავილის ადგილის ზომაზე) შეზელვა უნდა მოხდეს კანზე 2-3-ჯერ დღეში.
პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მენოვაზინის RFF რეკომენდირებულზე მეტი რაოდენობით გამოყენებისას
მენოვაზინის RFF გარეგანი გამოყენებისას დოზის გადაჭარბება შეუძლებელია.
კანის გაღიზიანების შემთხვევაში, პროდუქტის გამოყენების შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს კანის ჩამობანა საპნითა და წყლით.
ლორწოვან გარსზე (როგორიცაა თვალები) პრეპარატის მოხვედრისას მისი ჩამობანა უნდა მოხდეს წყლის დიდი რაოდენობით.
მენოვაზინის RFF დოზის გამოტოვებისას
არ შეიძლება გაორმაგებული დოზის გამოყენება.
მენოვაზინის RFF გამოყენების შეწყვეტისას
მენოვაზინი RFF განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი მოხმარებისთვის ტკივილისა და ქავილის შესამცირებლად და არ გამოიყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს კანის გაღიზიანება (ერითემა), ურტიკარია, კონტაქტური დერმატიტი, გამონაყარი, შეშუპება.
ზოგიერთ შემთხვევებში ხსნარის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე, სისხლის წნევის დაქვეითება; იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ჰემოგლობინის მაღალი დონე სისხლში, რომლის დროსაც ვერ ხდება ჟანგბადის შეკავშირება, რაც იწვევს ციანოზსა და ქოშინს.
თუ განვითარდებაისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მენოვაზინის RFF შენახვის წესი
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ორიგინალ შეფუთვაში.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
მენოვაზინი RFF არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
მენოვაზინი RFF არ გამოიყენება თუ ბოთლი არ არის მჭიდროდ თავდახურული.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
დამატებითი ინფორმაცია
მენოვაზინი RFF გარეგანი გამოყენების ხსნარის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებებია:
ხსნარის 1 მლ შეიცავს:
25 მგ მენთოლის რაცემატს (Mentholum racemicum)
10 მგ პროკაინის ჰიდროქლორიდს (Procaini hydrochloridum)
10 მგ ბენზოკაინს (Benzocainum)
დამხმარე ნივთიერებებია: ეთანოლი 96 %, გამოხდილი წყალი.
მენოვაზინის RFF ფორმა და შეფუთვა
მენოვაზინი RFF არის გამჭირვალე, უფერო სითხე მენთოლის დამახასიათებელი სუნით.
40 ან 90 მლ სითხე მოთავსებულია მუქი ფერის მინის ბოთლში, ხრახნიანი პლასტმასის თავსახურითა და შიდა დამცავი რგოლით.
ბოთლი მოხმარების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
A/S ,,Rīgas farmaceitiskā fabrika”
16/22 Duntes street, Riga, LV-1005, Latvia
Phone 67355550, 67355551
Fax 67355551
E-mail: [email protected]
ა/ს ,,რიგას ფარმაცეიტისკა ფაბრიკა”
16/22 დუნტეს ქუჩა, რიგა, LV-1005, ლატვია
ტელ.: 67355550, 67355551
ფაქს.: 67355551
ელ-ფოსტა: [email protected]
ინსტრუქციის დამტკიცების უკანასკნელი თარიღია 24.08.2009
ინფორმაცია მეორეულ შეფუთვაზე
მუყაოს კოლოფი
- სამკურნალწამლოპროდუქტის დასახელება
მენოვაზინი RFF გარეგანი გამოყენების ხსნარი
40 მლ
- აქტიური ნივთიერება
1 მლ ხსნარი შეიცავს:
მენთოლის რაცემატს (Mentholum racemicum) 25 მგ
პროკაინის ჰიდროქლორიდს (Procaini hydrochloridum) 10 მგ
ბენზოკაინს (Benzocainum) 10 მგ
ეთილ ალკოჰოლი 96%
გამოხდილი წყალი
- ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა
40 მლ
გარეგანი გამოყენების ხსნარი
- მიღების წესი და მეთოდი
გარეგანი გამოყენებისათვის
გამოყენებამდე უნდა მოხდეს ინსტრუქციის წაკითხვა.
დოზირება და მიღწების წესი:
2-5 მლ ხსნარი (დამოკიდებულია სახსრების ან მტკივნეული ან ქავანა ადგილების სიდიდეზე) შეიზილება კანზე 2-3-ჯერ დღეში.
პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულებსა და მეძუძურებში.
- თერაპიული ჩვენება
გამოიყენება ნერვის, კუნთებისა და სახსრების ტკივილის მოსახსნელად, მათ შორის რევმატოიდული ართრიტის დროს და კანის ქავილის შესამცირებლად დერმატოზების დროს
- განსაკუთრებული მითითება, რომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
- შენახის ვადა
შენახვის ვადა:
- შენახვის სპეციალური პირობები
ინახება საწყისი შეფუთვით 25⁰C ტემპერატურის ქვემოთ
- წარმოების ლიცენზიის მფლობელის დასახელება და მისამართი
ა/ს “რიგას ფარმაცეიტისკა ფაბრიკა”
16/22 დუნტეს ქუჩა, რიგა, LV-1005, ლატვია
- წარმოების ლიცენზიის ნომერი
99-0379
- სერიული ნომერი
სერია:
- გაცემის წესი
- ინფორმაცია ბრაილის შრიფტით
ინფორმაცია პირველად შეფუთვაზე
ბოთლი
- სამკურნალწამლო პროდუქტის დასახელება
მენოვაზინი RFF გარეგანი გამოყენების ხსნარი
40 მლ
- აქტიური ნივთიერება
1 მლ ხსნარი შეიცავს:
მენთოლის რაცემატს (Mentholum racemicum) 25 მგ
პროკაინის ჰიდროქლორიდს (Procaini hydrochloridum) 10 მგ
ბენზოკაინს (Benzocainum) 10 მგ
ეთანოლი 96%,
გამოხდილი წყალი
- ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა
40 მლ
გარეგანი გამოყენების ხსნარი
- მიღების წესი და მეთოდი
გარეგანი გამოყენებისათვის
- განსაკუთრებული მითითება, რომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
- შენახის ვადა
შენახვის ვადა:
- შენახვის სპეციალური პირობები
ინახება საწყისი შეფუთვით 25⁰C ტემპერატურის ქვემოთ
- წარმოების ლიცენზიის მფლობელის ლოგო და მისამართი
ა/ს “რიგას ფარმაცეიტისკა ფაბრიკა”
16/22 დუნტეს ქუჩა, რიგა, LV-1005, ლატვია
- წარმოების ლიცენზიის ნომერი
99-0379
- სერიული ნომერი
სერია:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.







