მეზიმ ფორტე 25000
Mezym® forte 25000
რას წარმოადგენს პრეპარატი მეზიმ ფორტე 25 000? მეზიმ ფორტე 25 000 არის სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს ღორის კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებულ (კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებული ფხვნილი, რომელსაც აგრეთვე ეწოდება პანკრეატინი) საჭმლის მომნელებელ ნივთიერებებს (ფერმენტებს). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Pancreas powder (Lipase, Amylase, Protease))
- ფორმა და შეფუთვა
- 25000 ერთეული (25000 ერთ. + 22500 ერთ. + 1250 ერთ.) მინი ტაბლეტების შემცველი ნაწლავში ხსნადი მყარი კაფსულა №20 (2X10)
- მწარმოებელი
- Klocke Verpackungs-Service GmbH (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Adare Pharmaceuticals S.r.l(იტალია)), გერმანია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- საჭმლის მომნელებელი საშუალებები ფერმენტების ჩათვლით, ფერმენტული პრეპარატები
- ATC კოდი
- A09AA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041759
- რეგისტრირებულია
- 1 აგვისტო 2024, მოქმედებს 1 აგვისტო 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Menarini International Operations Luxembourg S.A. (ლუქსემბურგი)
- განმცხადებელი
- შპს „ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მეზიმ ფორტე 25000 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რას წარმოადგენს პრეპარატი მეზიმ ფორტე 25 000?
მეზიმ ფორტე 25 000 არის სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს ღორის კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებულ (კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებული ფხვნილი, რომელსაც აგრეთვე ეწოდება პანკრეატინი) საჭმლის მომნელებელ ნივთიერებებს (ფერმენტებს).
რისთვის გამოიყენება პრეპარატი მეზიმ ფორტე 25 000?
პრეპარატი მეზიმ ფორტე 25 000 ასრულებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცვლელ ფუნქციას საჭმლის მონელების პროცესების მოშლისას (საჭმლის მონელების დარღვევისას), რაც გამოწვეულია კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ გამომუშავებული საჭმლის მომნელებელი ფერმენტების უკმარისობით ან არარსებობით, ან ნაწლავის სანათურში საჭმლის მომნელებელი ფერმენტების მოქმედების შესუსტებით. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს მაგალითად შემდეგთან:
კუჭქვეშა ჯირკვლის ნებისმიერი წარმოშობის (ალკოჰოლური, ტრავმული, აუტოიმუნური, მემკვიდრეობითი, წამლისმიერი, ტროფიკული კალციფიცირებული, იდიოპათური) ხანგრძლივად მიმდინარე ანთება (ქრონიკული პანკრეატიტი).
მუკოვისციდოზი (ლორწოვანი ჯირკვლების მემკვიდრეობითი დაავადება სხვადასხვა ორგანოების დაზიანებით).
კუჭქვეშა ჯირკვლის სადინარის შევიწროვება, მაგალითად, სიმსივნის ან ნაღვლის კენჭების არსებობის შედეგად.
ოპერაციები კუჭქვეშა ჯირკვალზე.
ნაწლავებში საკვები მასის დაჩქარებული გადაადგილება კუჭზე ან ნაწლავზე ოპერაციების, მომატებული გაღიზიანებადობის ან ნაწლავური ინფექციების შემდეგ.
ძნელად გადასამუშავებელი ბოსტნეულის, ცხიმიანი და უჩვეულო საკვების მიღება, რაც იწვევს საკვები ნივთიერებების შეწოვის გაუარესებას და საჭმლის მონელების დარღვევას მადის დაკარგვის, ბოყინის, ღებინების და დიარეის (დისპეფსიის) სახით.
ღვიძლის / ნაღვლის ბუშტის ფუნქციის დარღვევა.
ცელიაკია.
ნაწლავის ანთებითი დაავადებები (განსაკუთრებით კრონის დაავადება).
შაქრიანი დიაბეტი.
შეძენილი იმუნოდეფიციტის (შიდსის) სინდრომი.
შვახმანის სინდრომი.
შეგრენის სინდრომი.
თუ 7-14 დღის შემდეგ მდგომარეობა არ გაგიუმჯობესდათ, ან გაგიუარესდათ, მიმართეთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტად დაცვით. პრეპარატის მიღების შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება
რეკომენდებული დოზა:
პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის 1 კაფსულა საკვების მიღებაზე (შეესაბამება 25000 ერთ. Ph. Eur. ლიპაზას საკვების მიღებაზე).
დოზა განისაზღვრება საჭმლის მონელების დარღვევის სიმძიმის მიხედვით. აუცილებელი დოზა შეიძლება იყოს უფრო მაღალიც.
დოზის გაზრდა დასაშვებია სიმპტომების შემსუბუქების მიზნით (მაგალითად, სტეატორეა, კუჭის ტკივილი), მხოლოდ ექიმის კონტროლით.
ფერმენტის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 – 20 000 ერთეულ ლიპაზას სხეულის მასის 1 კილოგრამზე. ფერმენტის დოზა არ უნდა აღემატებოდეს ცხიმების შეწოვისთვის აუცილებელ დოზას, განსაკუთრებით მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ბავშვებში პრეპარატის დოზირების საკითხი უნდა გადაწყვიტოს ექიმმა.
მიღების წესი
პრეპარატი მეზიმ ფორტე 25 000 მიიღება მთლიანად, საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით, საკვების მიღების დროს.
თუ არ გსურთ კაფსულის მთლიანად მიღება, დასაშვებია კაფსულის გახსნა, რაიმე ჭურჭლის ზედაპირზე, მაგალითად, ჭიქის ზედაპირზე, და შემდეგ მიიღეთ მთლიანად მხოლოდ შიგთავსი, მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით.
145669066040
აუცილებელია ტაბლეტების მთლიანად მიღება, რადგან პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის ეფექტიანობა მცირდება დაღეჭვისას, ხოლო მასში არსებულმა ფერმენტებმა გამოთავისუფლების შემდეგ შეიძლება დააზიანოს პირის ღრუს ლორწოვანი გარსი. პრეპარატის მიღების შემდეგ მიიღეთ დიდი რაოდენობის სითხე (წყალი ან წვენი).
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის. პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და განისაზღვრება ექიმის მიერ.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ თავს არ გრძნობთ უკეთ ან გრძნობთ მდგომარეობის გაუარესებას.
თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის მოქმედება ძალიან ძლიერია ან სუსტია, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის საჭიროზე მეტი დოზა
მიიღეთ დიდი რაოდენობის წყალი და კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებული ფხვნილის ძალიან მაღალმა დოზებმა, განსაკუთრებით მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს სისხლსა (ჰიპერურიკემია) და შარდში (ჰიპერურიკოზურია) შარდმჟავას დონის მომატება.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის დოზის მიღება
არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ, გააგრძელეთ მკურნალობა რეკომენდაციების შესაბამისად.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის მიღება
პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის მიღების ნაადრევად შეწყვეტის ან მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, დარღვევებმა შეიძლება ისევ იჩინოს თავი. კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებული ფხვნილის, ღორის ხორცის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).
თუ გაქვთ კუჭქვეშა ჯირკვლის მწვავე ანთება ან ქრონიკული ანთების გამწვავება დაავადების გამწვავების ფაზაში. თუმცა, პრეპარატის ეპიზოდურად დანიშვნა მისაღებია დაავადების ჩაქრობის ფაზაში დიეტის გაფართოვების დროს, იმ შემთხვევაში, თუ შენარჩუნებულია საჭმლის მონელების დარღვევები.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ შენიშნეთ ნაწლავური გაუვალობის მსგავსი ნიშნები (მაგალითად, მუცლის ტკივილი, ნაწლავის ფუნქციონირების დაქვეითება, გულისრევა, ღებინება). ნაწლავური გაუვალობა მუკოვისციდოზით დაავადებულ პაციენტებში ხშირი გართულებაა.
კუჭსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში უჩვეულო დისკომფორტის ან სიმპტომების შეცვლის შემთხვევაში, სიფრთხილის ზომის სახით, საჭიროა ექიმთან გამოკვლევის ჩატარება, ნაწლავის მხრივ შესაძლო დარღვევების დასადგენად. ეს განსაკუთრებით ეხება პაციენტებს, რომლებიც დღე-ღამეში ღებულობენ 10 000 ერთეულზე მეტ ლიპაზას სხეულის მასის 1 კგ-ზე.
მოცემული პრეპარატი შეიცავს აქტიურ ფერმენტებს, რომლებმაც, პირის ღრუში გამოთავისუფლებისას, მაგალითად, დაღეჭვის შემთხვევაში, შეიძლება დააზიანოს ლორწოვანი გარსი (მაგალითად, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულების წარმოქმნით). ამიტომ, საჭიროა პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის კაფსულის მთლიანად გადაყლაპვა.
პრეპარატი მეზიმ ფორტე 25 000 და სხვა სამკურნალო საშუალებები
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალების, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემი პრეპარატების მიღებას.
ისეთი მზა სამკურნალო საშუალებების მიღებისას, რომლებიც შეიცავს კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებულ ფხვნილს, შეიძლება გაუარესდეს ორგანიზმში ფოლიუმის მჟავას შეწოვა (სისხლში ფოლიუმის მჟავას მოხვედრა), რის გამოც შესაძლოა საჭირო გახდეს ფოლიუმის მჟავას დამატებითი მიღება.
სისხლში შაქრის დამწევი მოქმედი ნივთიერებების აკარბოზისა და მიგლიტოლის (დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური პრეპარატები) ეფექტი შეიძლება შემცირდეს პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-თან ერთდროულად მიღებისას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ფოლიუმის მჟავა
კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებულ ფხვნილის შემცველი მზა სამკურნალო საშუალებების მიღებისას შეიძლება გაუარესდეს ფოლიუმის მჟავას შეწოვა, რის გამოც შესაძლოა საჭირო გახდეს ფოლიუმის მჟავას დამატებითი მიღება.
აკარბოზა, მიგლიტოლი
დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური პრეპარატების აკარბოზის და მიგლიტოლის მოქმედება შეიძლება შესუსტდეს მეზიმ® ფორტე 25000-თან ერთდროულად მიღებისას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულებში პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის გამოყენების საკმარისი გამოცდილება არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად მიღებული მონაცემები ორსულობასთან, საშვილოსნოსშიდა განვითარებასთან, მშობიარობასთან და დაბადების შემდეგ ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებით არასაკმარისია. ადამიანისთვის შესაძლო რისკი დადგენილი არ არის. ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის მიღება არ შეიძლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მკურნალი ექიმის მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება პრეპარატის მიღების აბსოლუტური აუცილებლობის შესახებ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი მეზიმ ფორტე 25 000 არ ახდენს ზეგავლენას ან უმნიშვნელოდ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
მნიშვნელოვანი გვერდითი მოქმედება ან სიმტომები, რომლებიც საჭიროებს ყურადღებას, და მათი გამოვლენის შემთხვევაში მისაღები ზომები
თუ ადგილი აქვს ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე გვერდით მოქმედებას, შეწყვიტეთ პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის მიღება და შეძლებისდაგვარად სწრაფად მიმართეთ მკურნალ ექიმს. მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შემდგომი თერაპიის ჩატარების შესახებ.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10 000-დან 1 ადამიანს)
დიარეა, დისკომფორტი მუცლის არეში, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება.
დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები, მაგალითად, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ცემინება, ცრემლდენა, ჰაერის უკმარისობის გრძნობა სასუნთქი გზების შევიწროების შედეგად (ბრონქოსპაზმი), ქოშინი.
ალერგიული რეაქციები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ.
პაციენტებში მუკოვისციდოზით, რომლებიც მაღალი დოზებით იღებდნენ კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებულ ფხვნილს, აღწერილია წვრილი ნაწლავის/ბრმა ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის აღმავალი ნაწილის შევიწროების შემთხვევები. ასეთი შევიწროება შეიძლება იწვევდეს ნაწლავურ გაუვალობას (იხ. პარაგრაფი 2 „მითითება და სიფრთხილის ზომები“).
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე შეფასებას არ ექვემდებარება)
მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში შეიძლება გაძლიერდეს შარდთან შარდმჟავას გამოყოფა, განსაკუთრებით კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებული ფხვნილის მაღალი დოზებით მიღებისას. ამიტომ, მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებს ექიმმა უნდა დაუნიშნოს შარდის ანალიზი შარდმჟავას შემცველობის განსაზღვრის მიზნით, რათა შემცირდეს კენჭების წარმოქმნის რისკი.
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
ჭარბი დოზა
არსებობს ცნობები, რომ პრეპარატის ძალიან მაღალი დოზების მიღებისას, განსაკუთრებით მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში, შესაძლებელია შრატსა და შარდში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება.
შემადგენლობა
პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება არის ღორის კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებული ფხვნილი.
ნაწლავში ხსნადი მინი-ტაბლეტებით შევსებული 1 მყარი კაფსულა შეიცავს 356.1 (245.6-446.6) მგ ღორის კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებულ ფხვნილს:
ლიპაზას აქტივობა 25000 ერთ. Ph. Eur. /კაფსულაზე
ამილაზას აქტივობა არანაკლებ 22500 ერთ. Ph. Eur. /კაფსულაზე
პროტეაზას აქტივობა არანაკლებ 1250 ერთ. Ph. Eur./კაფსულაზე
დამხმარე კომპონენტები: ჰიდროგენიზირებული აბუსალათინის ზეთი; კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი; მაგნიუმის სტეარატი (Ph. Eur.) [მცენარეული]; კროსკარმელოზას ნატრიუმის მარილი; მიკროკრისტალური ცელულოზა.
გარსი: მეტაკრილის მჟავისა და ეთილაკრილატის სოპოლიმერი (1:1), 30%-იანი დისპერსია; ტალკი; ტრიეთილციტრატი; სიმეთიკონის ემულსია 30%-იანი შემდეგი შემადგენლობით: სიმეთიკონი; მაკროგოლის სორბიტანის ტრისტეარატი; მეთილცელულოზა; დიმეთილსილოქსანი დაბოლოებული ჰიდროქსილური ჯგუფებით; მაკროგოლის სტეარატი; მონო- და დიგლიცერიდები; მაკროგოლი; ქსანტანის გუმფისი; ტრიგლიცერიდები; ბენზოის მჟავა; გლიცერინი; ნატრიუმის ქლორიდი; ოქტამეთილციკლოტეტრასილოქსანი; სორბინის მჟავა; გოგირდმჟავა; გაწმენდილი წყალი.
კაფსულის გარსი: რკინის (III) ოქსიდი (E172), რკინის (III) ოქსიდი-ჰიდროქსიდი x H2O (E172), ინდიგოკარმინი (E132), ქინოლინის ყვითელი (E 104), ტიტანის დიოქსიდი (E 171), ჟელატინი.
პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის აღწერა და შეფუთვა
პრეპარატი მეზიმ ფორტე 25 000 არის მოყვითალო-მწვანე/ღია-ნარინჯისფერი ჟელატინის კაფსულა, რომელიც შეიცავს ღია-ყავისფერ, პრიალა, ჰომოგენურ, ნაწლავში ხსნად მინი-ტაბლეტებს.
მყარი კაფსულები მოთავსებულია პოლიპროპილენის ფლაკონებში, რომლებიც ჰერმეტულად დახურულია პოლიეთილენის საშრობიანი თავსახურით ან მოთავსებულია ალუ-ალუ ბლისტერებში 10 კაფსულით.
ფლაკონები და ბლისტერები ჩანართთან ერთად მოთავსებულია გარე მუყაოს კოლოფში (დასაკეც კოლოფში).
ორიგინალი შეფუთვა
20 კაფსულა.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მოცემული სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია გარე მუყაოს შეფუთვასა და ეტიკეტზე/ბლისტერზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ფლაკონი შეინახეთ დახურულ მდგომარეობაში.
ვარგისობის ვადა:
დაუზიანებელ შეფუთვაში: 2 წელი.
შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.
ფლაკონის პირველად გახსნის შემდეგ პრეპარატი სტაბილურია 6 თვის განმავლობაში.
სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
საჭმლის მომნელებელი საშუალებები, მათ შორის ფერმენტები, ფერმენტული პრეპარატები, პოლიფერმენტები (ლიპაზა, პროტეაზა და სხვა), ათქ კოდი: A09AA02
მეზიმ® ფორტე 25 000 შეიცავს პანკრეატინს. პანკრეატინი - ძუძუმწოვართა, ძირითადად ღორის, კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებული ფხვნილია, რომელიც კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ გამოყოფილ ფერმენტენტებთან, ლიპაზასთან, ალფა-ამილაზასთან, ტრიფსინთან და ქიმოტრიფსინთან ერთად, ასევე შეიცავს სხვა ფერმენტებს. პანკრეატინი ასევე შეიცავს სხვა თანმხლებ ნივთიერებებს, რომლებსაც არ გააჩნია ფერმენტული აქტივობა.
საჭმლის მონელების ეფექტიანობა განისაზღვრება ფერმენტების აქტივობით, ისევე, როგორც გალენური ფორმით. გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს ლიპაზას ფერმენტული აქტივობა, ასევე ტრიფსინის შემცველობა, ხოლო ამილოლიზურ აქტივობას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ მუკოვისციდოზის მკურნალობისას, რადგან ქრონიკული პანკრეატიტის შემთხვევაშიც კი საკვები პოლისაქარიდების გახლეჩა არ ირღვევა.
კუჭქვეშა ჯირკვლის ლიპაზა ხლეჩს ცხიმოვან მჟავებს ტრიგლიცერიდის მოლეკულიდან 1 და 3 მდგომარეობაში. წარმოქმნილი თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების და 2-მონოგლიცერიდების შთანთქმა ხდება სწრაფად, ძირითადად, წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილში სანაღვლე მჟავების მონაწილეობით. ცხოველების კუჭქვეშა ჯირკვლის ლიპაზა, როგორც ადამიანის ლიპაზა, არამდგრადია მჟავების ზემოქმედების მიმართ, ე.ი. მისი ლიპოლიზური ფუნქცია შეუქცევადად ინაქტივირდება pH-ის 4-ზე დაბალი მნიშვნელობის შემთხვევაში. ამიტომ, მეზიმ® ფორტე 25 000 გამოდის ნაწლავში ხსნადი სამკურნალწამლო ფორმით.
ტრიფსინი აქტიურდება ტრიფსინოგენიდან ავტოკატალიზურად ან წვრილი ნაწლავის ენტეროკინაზით, და იწვევს სხვა პროტეოლიზური ფერმენტების აქტივაციას. როგორც ენდოპეპტიდაზა, ის ხლეჩს პეპტიდურ კავშირებს, რომლებშიც ჩართულია ლიზინი და არგინინი, და ამგვარად, უზრუნველყოფს პროტეოლიზს ამინომჟავამდე და მცირე პეპტიდებამდე სხვა ფერმენტებთან ერთად. ტრიფსინთან მიმართებაში ახლახანს ჩატარებული კვლევების თანახმად, სავარაუდოდ, წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილში ხორციელდება კუჭქვეშა ჯირკვლის სტიმულირებული სეკრეციის აქტიური ტრიპსინით ინჰიბირება უკუკავშირის ტიპით. პანკრეატინის პრეპარატების ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას, რომელიც აღწერილია ზოგ კვლევაში, უკავშირებენ ამ ეფექტს.
ალფა-ამილაზა, როგორც ენდოამილაზა, ძალიან სწრაფად ხლეჩს პოლისაქარიდებს, რომლებიც შეიცავს გლუკოზას, ამიტომ, მისი აქტივობა ჩვეულებრივ საკმარისია დაავადებასთან დაკავშირებული, კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტორული ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითების შემთხვევაშიც კი.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებული ფხვნილი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, არამედ გამოიყოფა განავალთან ერთად; მისი დიდი ნაწილი იშლება ან განიცდის დენატურაციას კუჭის წვენის მიერ ან ბაქტერიულად.
ბიოშეღწევადობა
მინი-ტაბლეტები გამოთავისუფლდება ხსნადი კაფსულებიდან კუჭში, სადაც თანაბრად შეერევა საკვებ მასას.
მინი-ტაბლეტების ნაწლავში ხსნადი ზედაპირი იცავს მჟავას მიმართ მგრძნობიარე ფერმენტებს კუჭის წვენის მიერ ინაქტივაციისგან კუჭში გავლის დროს. მხოლოდ წვრილ ნაწლავში ნეიტრალური ან სუსტი ტუტე გარემოს მიღწევის შემდეგ, ფერმენტები გამოთავისუფლდება გარსის დაშლის შემდეგ. რადგან კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებული ფხვნილი არ შეიწოვება, მონაცემები მისი ფარმაკოკინეტიკის და ბიოშეღწევადობის შესახებ არ არის.
კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებული ფხვნილის ეფექტიანობა განისაზღვრება გალენური ფორმიდან ფერმენტების გამოთავისუფლების ხარისხით და სიჩქარით, და ამგვარად, შეესაბამება ამ გალენურ ფორმას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
მეზიმ ფორტე 25 000
25 000 ერთ. Ph. Eur. ლიპაზა
მყარი კაფსულები, შევსებული ნაწლავში ხსნადი მინი-ტაბლეტებით
ღორის კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებული ფხვნილი
მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტად დაცვით.
შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
თუ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა დაგჭირდათ, კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.
რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე, ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
თუ 7-14 დღის შემდეგ მდგომარეობა არ გაგიუმჯობესდათ, ან გაგიუარესდათ, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
მოცემული ჩანართის შინაარსი:
- რას წარმოადგენს პრეპარატი მეზიმ ფორტე 25 000 და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება პრეპარატი მეზიმ ფორტე 25 000
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
- როგორ ინახება პრეპარატი მეზიმ ფორტე 25 000
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პრეპარატი მეზიმ ფორტე 25 000 და რისთვის გამოიყენება
რას წარმოადგენს პრეპარატი მეზიმ ფორტე 25 000?
მეზიმ ფორტე 25 000 არის სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს ღორის კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებულ (კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებული ფხვნილი, რომელსაც აგრეთვე ეწოდება პანკრეატინი) საჭმლის მომნელებელ ნივთიერებებს (ფერმენტებს).
რისთვის გამოიყენება პრეპარატი მეზიმ ფორტე 25 000?
პრეპარატი მეზიმ ფორტე 25 000 ასრულებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცვლელ ფუნქციას საჭმლის მონელების პროცესების მოშლისას (საჭმლის მონელების დარღვევისას), რაც გამოწვეულია კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ გამომუშავებული საჭმლის მომნელებელი ფერმენტების უკმარისობით ან არარსებობით, ან ნაწლავის სანათურში საჭმლის მომნელებელი ფერმენტების მოქმედების შესუსტებით. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს მაგალითად შემდეგთან:
კუჭქვეშა ჯირკვლის ნებისმიერი წარმოშობის (ალკოჰოლური, ტრავმული, აუტოიმუნური, მემკვიდრეობითი, წამლისმიერი, ტროფიკული კალციფიცირებული, იდიოპათური) ხანგრძლივად მიმდინარე ანთება (ქრონიკული პანკრეატიტი).
მუკოვისციდოზი (ლორწოვანი ჯირკვლების მემკვიდრეობითი დაავადება სხვადასხვა ორგანოების დაზიანებით).
კუჭქვეშა ჯირკვლის სადინარის შევიწროვება, მაგალითად, სიმსივნის ან ნაღვლის კენჭების არსებობის შედეგად.
ოპერაციები კუჭქვეშა ჯირკვალზე.
ნაწლავებში საკვები მასის დაჩქარებული გადაადგილება კუჭზე ან ნაწლავზე ოპერაციების, მომატებული გაღიზიანებადობის ან ნაწლავური ინფექციების შემდეგ.
ძნელად გადასამუშავებელი ბოსტნეულის, ცხიმიანი და უჩვეულო საკვების მიღება, რაც იწვევს საკვები ნივთიერებების შეწოვის გაუარესებას და საჭმლის მონელების დარღვევას მადის დაკარგვის, ბოყინის, ღებინების და დიარეის (დისპეფსიის) სახით.
ღვიძლის / ნაღვლის ბუშტის ფუნქციის დარღვევა.
ცელიაკია.
ნაწლავის ანთებითი დაავადებები (განსაკუთრებით კრონის დაავადება).
შაქრიანი დიაბეტი.
შეძენილი იმუნოდეფიციტის (შიდსის) სინდრომი.
შვახმანის სინდრომი.
შეგრენის სინდრომი.
თუ 7-14 დღის შემდეგ მდგომარეობა არ გაგიუმჯობესდათ, ან გაგიუარესდათ, მიმართეთ ექიმს.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის გამოყენებამდე
არ მიიღოთ პრეპარატი მეზიმ ფორტე 25 000 შემდეგ შემთხვევებში:
თუ გაქვთ ალერგია კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებული ფხვნილის, ღორის ხორცის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).
თუ გაქვთ კუჭქვეშა ჯირკვლის მწვავე ანთება ან ქრონიკული ანთების გამწვავება დაავადების გამწვავების ფაზაში. თუმცა, პრეპარატის ეპიზოდურად დანიშვნა მისაღებია დაავადების ჩაქრობის ფაზაში დიეტის გაფართოვების დროს, იმ შემთხვევაში, თუ შენარჩუნებულია საჭმლის მონელების დარღვევები.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ შენიშნეთ ნაწლავური გაუვალობის მსგავსი ნიშნები (მაგალითად, მუცლის ტკივილი, ნაწლავის ფუნქციონირების დაქვეითება, გულისრევა, ღებინება). ნაწლავური გაუვალობა მუკოვისციდოზით დაავადებულ პაციენტებში ხშირი გართულებაა.
კუჭსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში უჩვეულო დისკომფორტის ან სიმპტომების შეცვლის შემთხვევაში, სიფრთხილის ზომის სახით, საჭიროა ექიმთან გამოკვლევის ჩატარება, ნაწლავის მხრივ შესაძლო დარღვევების დასადგენად. ეს განსაკუთრებით ეხება პაციენტებს, რომლებიც დღე-ღამეში ღებულობენ 10 000 ერთეულზე მეტ ლიპაზას სხეულის მასის 1 კგ-ზე.
მოცემული პრეპარატი შეიცავს აქტიურ ფერმენტებს, რომლებმაც, პირის ღრუში გამოთავისუფლებისას, მაგალითად, დაღეჭვის შემთხვევაში, შეიძლება დააზიანოს ლორწოვანი გარსი (მაგალითად, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულების წარმოქმნით). ამიტომ, საჭიროა პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის კაფსულის მთლიანად გადაყლაპვა.
პრეპარატი მეზიმ ფორტე 25 000 და სხვა სამკურნალო საშუალებები
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალების, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემი პრეპარატების მიღებას.
ისეთი მზა სამკურნალო საშუალებების მიღებისას, რომლებიც შეიცავს კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებულ ფხვნილს, შეიძლება გაუარესდეს ორგანიზმში ფოლიუმის მჟავას შეწოვა (სისხლში ფოლიუმის მჟავას მოხვედრა), რის გამოც შესაძლოა საჭირო გახდეს ფოლიუმის მჟავას დამატებითი მიღება.
სისხლში შაქრის დამწევი მოქმედი ნივთიერებების აკარბოზისა და მიგლიტოლის (დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური პრეპარატები) ეფექტი შეიძლება შემცირდეს პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-თან ერთდროულად მიღებისას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულებში პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის გამოყენების საკმარისი გამოცდილება არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად მიღებული მონაცემები ორსულობასთან, საშვილოსნოსშიდა განვითარებასთან, მშობიარობასთან და დაბადების შემდეგ ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებით არასაკმარისია. ადამიანისთვის შესაძლო რისკი დადგენილი არ არის. ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის მიღება არ შეიძლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მკურნალი ექიმის მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება პრეპარატის მიღების აბსოლუტური აუცილებლობის შესახებ.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
პრეპარატი მეზიმ ფორტე 25 000 არ ახდენს ზეგავლენას ან უმნიშვნელოდ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
- როგორ მიიღება პრეპარატი მეზიმ ფორტე 25 000
მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტად დაცვით. პრეპარატის მიღების შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება
რეკომენდებული დოზა:
პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის 1 კაფსულა საკვების მიღებაზე (შეესაბამება 25000 ერთ. Ph. Eur. ლიპაზას საკვების მიღებაზე).
დოზა განისაზღვრება საჭმლის მონელების დარღვევის სიმძიმის მიხედვით. აუცილებელი დოზა შეიძლება იყოს უფრო მაღალიც.
დოზის გაზრდა დასაშვებია სიმპტომების შემსუბუქების მიზნით (მაგალითად, სტეატორეა, კუჭის ტკივილი), მხოლოდ ექიმის კონტროლით.
ფერმენტის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 – 20 000 ერთეულ ლიპაზას სხეულის მასის 1 კილოგრამზე. ფერმენტის დოზა არ უნდა აღემატებოდეს ცხიმების შეწოვისთვის აუცილებელ დოზას, განსაკუთრებით მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ბავშვებში პრეპარატის დოზირების საკითხი უნდა გადაწყვიტოს ექიმმა.
მიღების წესი
პრეპარატი მეზიმ ფორტე 25 000 მიიღება მთლიანად, საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით, საკვების მიღების დროს.
თუ არ გსურთ კაფსულის მთლიანად მიღება, დასაშვებია კაფსულის გახსნა, რაიმე ჭურჭლის ზედაპირზე, მაგალითად, ჭიქის ზედაპირზე, და შემდეგ მიიღეთ მთლიანად მხოლოდ შიგთავსი, მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით.
145669066040
აუცილებელია ტაბლეტების მთლიანად მიღება, რადგან პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის ეფექტიანობა მცირდება დაღეჭვისას, ხოლო მასში არსებულმა ფერმენტებმა გამოთავისუფლების შემდეგ შეიძლება დააზიანოს პირის ღრუს ლორწოვანი გარსი. პრეპარატის მიღების შემდეგ მიიღეთ დიდი რაოდენობის სითხე (წყალი ან წვენი).
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის. პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და განისაზღვრება ექიმის მიერ.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ თავს არ გრძნობთ უკეთ ან გრძნობთ მდგომარეობის გაუარესებას.
თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის მოქმედება ძალიან ძლიერია ან სუსტია, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის საჭიროზე მეტი დოზა
მიიღეთ დიდი რაოდენობის წყალი და კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებული ფხვნილის ძალიან მაღალმა დოზებმა, განსაკუთრებით მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს სისხლსა (ჰიპერურიკემია) და შარდში (ჰიპერურიკოზურია) შარდმჟავას დონის მომატება.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის დოზის მიღება
არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ, გააგრძელეთ მკურნალობა რეკომენდაციების შესაბამისად.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის მიღება
პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის მიღების ნაადრევად შეწყვეტის ან მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, დარღვევებმა შეიძლება ისევ იჩინოს თავი. კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
მნიშვნელოვანი გვერდითი მოქმედება ან სიმტომები, რომლებიც საჭიროებს ყურადღებას, და მათი გამოვლენის შემთხვევაში მისაღები ზომები
თუ ადგილი აქვს ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე გვერდით მოქმედებას, შეწყვიტეთ პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის მიღება და შეძლებისდაგვარად სწრაფად მიმართეთ მკურნალ ექიმს. მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შემდგომი თერაპიის ჩატარების შესახებ.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10 000-დან 1 ადამიანს)
დიარეა, დისკომფორტი მუცლის არეში, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება.
დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები, მაგალითად, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ცემინება, ცრემლდენა, ჰაერის უკმარისობის გრძნობა სასუნთქი გზების შევიწროების შედეგად (ბრონქოსპაზმი), ქოშინი.
ალერგიული რეაქციები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ.
პაციენტებში მუკოვისციდოზით, რომლებიც მაღალი დოზებით იღებდნენ კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებულ ფხვნილს, აღწერილია წვრილი ნაწლავის/ბრმა ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის აღმავალი ნაწილის შევიწროების შემთხვევები. ასეთი შევიწროება შეიძლება იწვევდეს ნაწლავურ გაუვალობას (იხ. პარაგრაფი 2 „მითითება და სიფრთხილის ზომები“).
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე შეფასებას არ ექვემდებარება)
მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში შეიძლება გაძლიერდეს შარდთან შარდმჟავას გამოყოფა, განსაკუთრებით კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებული ფხვნილის მაღალი დოზებით მიღებისას. ამიტომ, მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებს ექიმმა უნდა დაუნიშნოს შარდის ანალიზი შარდმჟავას შემცველობის განსაზღვრის მიზნით, რათა შემცირდეს კენჭების წარმოქმნის რისკი.
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
- როგორ ინახება პრეპარატი მეზიმ ფორტე 25 000
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მოცემული სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია გარე მუყაოს შეფუთვასა და ეტიკეტზე/ბლისტერზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ფლაკონი შეინახეთ დახურულ მდგომარეობაში.
ვარგისობის ვადა:
დაუზიანებელ შეფუთვაში: 2 წელი.
შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.
ფლაკონის პირველად გახსნის შემდეგ პრეპარატი სტაბილურია 6 თვის განმავლობაში.
სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება არის ღორის კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებული ფხვნილი.
ნაწლავში ხსნადი მინი-ტაბლეტებით შევსებული 1 მყარი კაფსულა შეიცავს 356.1 (245.6-446.6) მგ ღორის კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებულ ფხვნილს:
ლიპაზას აქტივობა 25000 ერთ. Ph. Eur. /კაფსულაზე
ამილაზას აქტივობა არანაკლებ 22500 ერთ. Ph. Eur. /კაფსულაზე
პროტეაზას აქტივობა არანაკლებ 1250 ერთ. Ph. Eur./კაფსულაზე
დამხმარე კომპონენტები: ჰიდროგენიზირებული აბუსალათინის ზეთი; კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი; მაგნიუმის სტეარატი (Ph. Eur.) [მცენარეული]; კროსკარმელოზას ნატრიუმის მარილი; მიკროკრისტალური ცელულოზა.
გარსი: მეტაკრილის მჟავისა და ეთილაკრილატის სოპოლიმერი (1:1), 30%-იანი დისპერსია; ტალკი; ტრიეთილციტრატი; სიმეთიკონის ემულსია 30%-იანი შემდეგი შემადგენლობით: სიმეთიკონი; მაკროგოლის სორბიტანის ტრისტეარატი; მეთილცელულოზა; დიმეთილსილოქსანი დაბოლოებული ჰიდროქსილური ჯგუფებით; მაკროგოლის სტეარატი; მონო- და დიგლიცერიდები; მაკროგოლი; ქსანტანის გუმფისი; ტრიგლიცერიდები; ბენზოის მჟავა; გლიცერინი; ნატრიუმის ქლორიდი; ოქტამეთილციკლოტეტრასილოქსანი; სორბინის მჟავა; გოგირდმჟავა; გაწმენდილი წყალი.
კაფსულის გარსი: რკინის (III) ოქსიდი (E172), რკინის (III) ოქსიდი-ჰიდროქსიდი x H2O (E172), ინდიგოკარმინი (E132), ქინოლინის ყვითელი (E 104), ტიტანის დიოქსიდი (E 171), ჟელატინი.
პრეპარატ მეზიმ ფორტე 25 000-ის აღწერა და შეფუთვა
პრეპარატი მეზიმ ფორტე 25 000 არის მოყვითალო-მწვანე/ღია-ნარინჯისფერი ჟელატინის კაფსულა, რომელიც შეიცავს ღია-ყავისფერ, პრიალა, ჰომოგენურ, ნაწლავში ხსნად მინი-ტაბლეტებს.
მყარი კაფსულები მოთავსებულია პოლიპროპილენის ფლაკონებში, რომლებიც ჰერმეტულად დახურულია პოლიეთილენის საშრობიანი თავსახურით ან მოთავსებულია ალუ-ალუ ბლისტერებში 10 კაფსულით.
ფლაკონები და ბლისტერები ჩანართთან ერთად მოთავსებულია გარე მუყაოს კოლოფში (დასაკეც კოლოფში).
ორიგინალი შეფუთვა
20 კაფსულა.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი
მენარინი ინტერნეშნლ ოპერეიშნზ ლუქსემბურგი ს.ა.
1, დე ლა გარეს გამზირი
1611 ლუქსემბურგი
მწარმოებელი
კლოკე ვერპაკუნგს-სერვის გმბჰ
მაქს-ბეკერ-შტრასსე 6
76356 ვაინგარტენი
გერმანია
ან
არტეზან ფარმა გმბჰ & კო. კგ
ალბრეხტ-ტაერ-შტრასსე 9
29439 ლუხოვი
გერმანია
უფლებამოსილი წარმომადგენელი
ბერლინ-ჰემი აგ
გლინიკერ ვეგ 125
12489 ბერლინი
გერმანია
პრეპარატი წარმოებულია EURAND Minitabs-ის ტექნოლოგიით.
მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 2023 წლის ნოემბერი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


