პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
საჭმლის მომნელებელი საშუალებები ფერმენტების ჩათვლით

მეზიმ ფორტე 10000

MEZYM® forte 10000

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

რას წარმოადგენს პრეპარატი მეზიმ® ფორტე 10 000? მეზიმ® ფორტე 10 000 არის სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს საჭმლის მომნელებელ ნივთიერებებს (ფერმენტებს) ღორის კუჭქვეშა ჯირკვლიდან (ფხვნილი კუჭქვეშა ჯირკვლიდან, რომელსაც აგრეთვე ეწოდება პანკრეატინი). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (Pancreatin (Lipase, Amylase, Protease))
ფორმა და შეფუთვა
10000 ერთეული (10000 ერთ. + 7500 ერთ. + 375 ერთ.) ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
Menarini-Von Heyden GmbH, გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საჭმლის მომნელებელი საშუალებები ფერმენტების ჩათვლით, ფერმენტული პრეპარატები
ATC კოდი
A09AA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-043264
რეგისტრირებულია
15 მაისი 2025, მოქმედებს 15 მაისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
BERLIN-CHEMIE AG (MENARIN GROUP) (გერმანია)
განმცხადებელი
შპს „ბერლინ-ჰემი/ა.მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამეზიმ ფორტე 10000 და სხვა წამალი ერთად

მეზიმ ფორტე 10000 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რას წარმოადგენს პრეპარატი მეზიმ® ფორტე 10 000?

მეზიმ® ფორტე 10 000 არის სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს საჭმლის მომნელებელ ნივთიერებებს (ფერმენტებს) ღორის კუჭქვეშა ჯირკვლიდან (ფხვნილი კუჭქვეშა ჯირკვლიდან, რომელსაც აგრეთვე ეწოდება პანკრეატინი).

რისთვის გამოიყენება პრეპარატი მეზიმ® ფორტე 10 000?

პრეპარატი მეზიმ® ფორტე 10 000 ასრულებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცვლელ ფუნქციას საჭმლის მონელების პროცესების მოშლისას (საჭმლის მონელების დარღვევისას), რაც გამოწვეულია კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობით ან არარსებობით (კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობა).

მიღების წესი და დოზირება

მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტად დაცვით. პრეპარატის მიღების შესახებ რამე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზირება

რეკომენდებული დოზა:

2-4 ტაბლეტი პრეპარატი მეზიმ® ფორტე 10 000 საკვების მიღებაზე (შეესაბამება 20000 – 40000 ერთ. Ph. Eur. ლიპაზას საკვების მიღებაზე).

პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის დოზა განისაზღვრება საჭმლის მონელების დარღვევის სიმძიმის მიხედვით. პრეპარატის საჭირო დოზა შეიძლება იყოს მითითებულზე უფრო მაღალიც.

დოზის გაზრდა დასაშვებია სიმპტომების გამოხატულობის შემცირების მიზნით (მაგალითად, სტეატორეა, კუჭის ტკივილი), მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ.

ფერმენტის ყოველდღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 – 20 000 ერთეულ Ph. Eur. ლიპაზას სხეულის მასის 1 კილოგრამზე. განსაკუთრებით, მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში ფერმენტის დოზა არ უნდა აღემატებოდეს ცხიმების შეწოვისთვის აუცილებელ დოზას.

გამოყენება ბავშვებში

ბავშვებში პრეპარატის დოზირების საკითხს წყვეტს ექიმი.

მიღების წესი

პრეპარატი მეზიმ® ფორტე 10 000 მიიღება მთლიანად, საკმარისი რაოდენობის სითხის (წყლის ან წვენის) მიყოლებით, საკვების მიღების დროს. აუცილებელია ტაბლეტების მთლიანად მიღება, რადგან პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის ეფექტიანობა მცირდება ტაბლეტის დაღეჭვისას, ხოლო მასში არსებული ფერმენტების გამოთავისუფლების შემდეგ შეიძლება ადგილი ჰქონდეს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებას. პრეპარატის მიღების შემდეგ მიიღეთ დიდი რაოდენობის სითხე (წყალი ან წვენი).

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის. პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და განისაზღვრება ექიმის მიერ. აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ მდგომარეობა არ გაგიუმჯობესდათ ან გრძნობთ მდგომარეობის გაუარესებას.

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის მოქმედება ძალიან ძლიერია ან სუსტია.

თუ მიიღეთ პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის საჭიროზე მეტი დოზა

ამ შემთხვევაში მიიღეთ დიდი რაოდენობის სითხე და კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებული ფხვნილის ძალიან მაღალმა დოზებმა, განსაკუთრებით, მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს სისხლსა (ჰიპერურიკემია) და შარდში (ჰიპერურიკოზურია) შარდმჟავას დონის მომატება.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის მიღება

არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ, გააგრძელეთ მკურნალობა რეკომენდაციების შესაბამისად.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის მიღება

პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის მიღების ნაადრევად შეწყვეტის ან მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, სიმპტომებმა შეიძლება ისევ იჩინოს თავი. კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებული ფხვნილის, ღორის ხორცის, აზორუბინის (E 122) ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პარაგრაფში 6.

თუ გაქვთ კუჭქვეშა ჯირკვლის მწვავე ანთება ან ქრონიკული ანთების გამწვავება დაავადების გამწვავების ფაზაში. თუმცა, პრეპარატის ეპიზოდურად დანიშვნა მისაღებია გამწვავების ჩაქრობის ფაზაში დიეტის გაფართოვების დროს (მსუბუქი საკვები), იმ შემთხვევაში, თუ შენარჩუნებულია საჭმლის მონელების დარღვევები.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

თუ შენიშნეთ ნაწლავური გაუვალობის მსგავსი ნიშნები (მაგალითად, მუცლის ტკივილი, ნაწლავის მუშაობის შეწყვეტა, გულისრევა, ღებინება). ნაწლავური გაუვალობა მუკოვისციდოზით დაავადებულ პაციენტებში ხშირი გართულებაა.

კუჭსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში უჩვეულო დისკომფორტის ან სიმპტომების შეცვლის შემთხვევაში, სიფრთხილის ზომის სახით, საჭიროა ექიმთან გამოკვლევის ჩატარება, ნაწლავის მხრივ შესაძლო დარღვევების დასადგენად. ეს განსაკუთრებით ეხება პაციენტებს, რომლებიც დღე-ღამეში ღებულობენ 10 000 ერთეულ Ph. Eur.-ზე მეტ ლიპაზას სხეულის მასის 1 კგ-ზე.

მოცემული პრეპარატი შეიცავს აქტიურ ფერმენტებს, რომლებმაც, პირის ღრუში გამოთავისუფლებისას, მაგალითად, დაღეჭვის შემთხვევაში, შეიძლება დააზიანოს ლორწოვანი გარსი (მაგალითად, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულების წარმოქმნით). ამიტომ, საჭიროა პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა.

პრეპარატი მეზიმ® ფორტე 10 000 და სხვა სამკურნალო საშუალებები

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალების, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემი პრეპარატების, მიღებას.

ისეთი მზა სამკურნალო საშუალებების მიღებისას, რომლებიც შეიცავს კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებულ ფხვნილს, შეიძლება გაუარესდეს ორგანიზმში ფოლიუმის მჟავას შეწოვა (სისხლში ფოლიუმის მჟავას მოხვედრა), რის გამოც შესაძლოა საჭირო გახდეს ფოლიუმის მჟავას დამატებითი მიღება.

მოქმედი ნივთიერებების აკარბოზისა და მიგლიტოლის (დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური პრეპარატები) ჰიპოგლიკემიური ეფექტი შეიძლება შემცირდეს პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-სთან ერთდროულად მიღებისას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ფოლიუმის მჟავა

ისეთი სამკურნალო საშუალებების (მზა სამკურნალწამლო ფორმების) მიღებისას, რომლებიც შეიცავს კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებულ ფხვნილს, შეიძლება გაუარესდეს ფოლიუმის მჟავას შეწოვა, რის გამოც შესაძლოა საჭირო გახდეს ფოლიუმის მჟავას დამატებითი მიღება.

აკარბოზა, მიგლიტოლი

დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური პრეპარატების აკარბოზის და მიგლიტოლის მოქმედება შეიძლება შესუსტდეს პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10000-თან ერთდროულად მიღებისას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულებში პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის გამოყენების საკმარისი გამოცდილება არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად მიღებული მონაცემები ორსულობასთან, საშვილოსნოსშიდა განვითარებასთან, მშობიარობასთან და დაბადების შემდეგ ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებით არასაკმარისია. ადამიანისთვის შესაძლო რისკი დადგენილი არ არის. ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის მიღება არ შეიძლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მკურნალი ექიმის მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება პრეპარატის მიღების აბსოლუტური აუცილებლობის შესახებ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატი მეზიმ® ფორტე 10 000 არ ახდენს ზეგავლენას ან უმნიშვნელოდ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

პრეპარატი მეზიმ® ფორტე 10 000 შეიცავს ლაქტოზას

თუ ექიმისგან თქვენთვის ცნობილია შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ აუტანლობის შესახებ, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე კოსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

მნიშვნელოვანი გვერდითი მოქმედება ან სიმტომები, რომლებიც საჭიროებს ყურადღებას, და მათი გამოვლენის შემთხვევაში მისაღები ზომები:

თუ ადგილი აქვს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით მოქმედებას, შეწყვიტეთ პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს. ის მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი თერაპიის ჩატარების შესახებ.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედებები (შეიძლება განვითარდეს 10 000 პაციენტზე 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)

დიარეა, დისკომფორტი მუცლის არეში, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება

დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები, მაგალითად, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ცემინება, ცრემლდენა, ჰაერის უკმარისობის გრძნობა სასუნთქი გზების შევიწროების შედეგად (ბრონქოსპაზმი) და ქოშინი

აღწერილია ალერგიული რეაქციები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ

პაციენტებში მუკოვისციდოზით, რომლებიც მაღალი დოზებით იღებდნენ კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებულ ფხვნილს, აღწერილია წვრილი ნაწლავის/ბრმა ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის აღმავალი ნაწილის შევიწროების შემთხვევები. ასეთი შევიწროება შეიძლება იწვევდეს ნაწლავურ გაუვალობას (იხ. პარაგრაფი 2 „მითითება და სიფრთხილის ზომები“).

გვერდითი მოქმედებების სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასებას არ ექვემდებარება)

მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში შეიძლება გაძლიერდეს შარდით შარდმჟავას გამოყოფა – განსაკუთრებით, კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებული ფხვნილის მაღალი დოზებით მიღებისას. ამიტომ, მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებს ექიმმა უნდა დაუნიშნოს შარდის ანალიზი შარდმჟავას შემცველობის განსაზღვრის მიზნით, რათა შემცირდეს კენჭების წარმოქმნის რისკი.

აზორუბინს (E 122) შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ასევე, ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

ჭარბი დოზა

არსებობს ცნობები, რომ პრეპარატის ძალიან მაღალი დოზების მიღებისას, განსაკუთრებით მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში, შესაძლებელია შრატსა და შარდში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება.

შემადგენლობა

პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება:

ნაწლავში ხსნადი 1 ტაბლეტი შეიცავს 80,000-111,111 მგ ფხვნილს ღორის კუჭქვეშა ჯირკვლიდან:

ლიპაზის აქტივობა 10 000 ერთეული Ph. Eur./ტაბლეტზე

ამილაზის აქტივობა არანაკლებ 7 500 ერთეული Ph. Eur./ტაბლეტზე

პროტეაზის აქტივობა არანაკლებ 375 ერთეული Ph. Eur./ტაბლეტზე

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი; მიკროკრისტალური ცელულოზა; სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო; კროსპოვიდონი ტიპი A; მაგნიუმის სტეარატი (Ph. Eur.); მეტაკრილის მჟავას და ეთილაკრილატის სოპოლიმერი (1:1), 30%-იანი დისპერსია; ჰიპრომელოზა; ტრიეთილციტრატი; ტიტანის დიოქსიდი (E 171); ტალკი; სიმეთიკონის ემულსია 30%-იანი (მშრალი მასა); მაკროგოლი 6000; კარმელოზას ნატრიუმის მარილი; პოლისორბატი 80; აზორუბინის ლაქი (E122); ნატრიუმის ჰიდროქსიდი.

პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის აღწერა და შეფუთვა

პრეპარატი მეზიმ® ფორტე 10 000 არის ვარდისფერი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები ჩამოჭრილი კიდეებით. ტაბლეტები გამოდის ბლისტერულ შეფუთვებში, რომლებიც ჩანართთან ერთად (ინფორმაცია პაციენტისათვის) მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ორიგინალ შეფუთვაში მოთავსებულია 10, 20, 50 ან 100 ტაბლეტი.

შესაძლოა, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები

მოცემული სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მოცემული სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერსა და მუყაოს შეფუთვაზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა:

3 წელი.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 30˚C ტემპერატურაზე.

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

საჭმლის მომნელებელი საშუალებები, მათ შორის ფერმენტები, ფერმენტული პრეპარატები, პოლიფერმენტები (ლიპაზა, პროტეაზა და სხვა); ათქ კოდი: A09AA02

პრეპარატი მეზიმ® ფორტე 10000 შეიცავს სტანდარტიზირებულ ფხვნილს ღორის კუჭქვეშა ჯირკვლიდან (პანკრეატინს). ექსრეტორულ ფერმენტენტებთან ლიპაზასთან, ალფა-ამილაზასთან, ტრიფსინთან და ქიმოტრიფსინთან ერთად, კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებული ფხვნილი შეიცავს სხვა ფერმენტებსაც, ასევე სხვა თანმხლებ ნივთიერებებს, რომლებსაც არ გააჩნია ფერმენტული აქტივობა.

საჭმლის მონელების ეფექტიანობა განისაზღვრება ფერმენტების აქტივობით, ისევე, როგორც გალენური ფორმით. გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს ლიპაზას ფერმენტული აქტივობა, ასევე ტრიფსინის შემცველობა, ხოლო ამილოლიზურ აქტივობას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ მუკოვისციდოზის მკურნალობისას, რადგან ქრონიკული პანკრეატიტის შემთხვევაშიც კი პოლისაქარიდების გახლეჩა არ ირღვევა.

კუჭქვეშა ჯირკვლის ლიპაზა ხლეჩს ცხიმოვან მჟავებს ტრიაცილგლიცერიდის მოლეკულიდან 1 და 3 მდგომარეობაში. წარმოქმნილი თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების და 2-მონოგლიცერიდების შთანთქმა ხდება სწრაფად, ძირითადად, წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილში სანაღვლე მჟავების მონაწილეობით. ცხოველების კუჭქვეშა ჯირკვლის ლიპაზა, ისევე როგორც ადამიანის ლიპაზა, არამდგრადია მჟავების ზემოქმედების მიმართ, ე.ი. მისი ლიპოლიზური ფუნქცია შეუქცევადად ინაქტივირდება pH-ის 4-ზე დაბალი მნიშვნელობის შემთხვევაში. ამიტომ, პრეპარატი მეზიმ® ფორტე 10000 გამოდის ნაწლავში ხსნადი სამკურნალწამლო ფორმით.

ტრიფსინი წარმოიქმნება ტრიფსინოგენიდან ავტოკატალიზურად ან წვრილი ნაწლავის ენტეროკინაზით, და იწვევს სხვა პროტეოლიზური ფერმენტების აქტივაციას. როგორც ენდოპეპტიდაზა, ის ხლეჩს პეპტიდურ კავშირებს, რომლებშიც ჩართულია ლიზინი და არგინინი, და ამგვარად, უზრუნველყოფს პროტეოლიზს ამინომჟავამდე და მცირე პეპტიდებამდე სხვა ფერმენტებთან ერთად. ტრიფსინთან მიმართებაში ახლახანს ჩატარებული კვლევების თანახმად, სავარაუდოდ, წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილში ხორციელდება კუჭქვეშა ჯირკვლის სტიმულირებული სეკრეციის აქტიური ტრიპსინით ინჰიბირება უკუკავშირის ტიპით. პანკრეატინის პრეპარატების ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას, რომელიც აღწერილია ზოგ კვლევაში, უკავშირებენ ამ ეფექტს.

ალფა-ამილაზა, როგორც ენდოამილაზა, ძალიან სწრაფად ხლეჩს გლუკოზის შემცველ პოლისაქარიდებს, ამიტომ მისი აქტივობა ჩვეულებრივ საკმარისია დაავადებასთან დაკავშირებული, კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტორული ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითების შემთხვევაშიც კი.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებული ფხვნილი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, არამედ გამოიყოფა განავალთან ერთად; მისი დიდი ნაწილი იშლება ან განიცდის დენატურაციას კუჭის წვენის მიერ ან ბაქტერიულად.

ბიოშეღწევადობა

ტაბლეტების გარსი, რომელიც მდგრადია კუჭის წვენის ზემოქმედების მიმართ, იცავს მჟავას მიმართ მგრძნობიარე ფერმენტებს კუჭის წვენის მიერ ინაქტივაციისგან კუჭში გავლის დროს. ფერმენტები გამოთავისუფლდება მხოლოდ წვრილ ნაწლავში ნეიტრალური ან სუსტი ტუტე გარემოს მიღწევის, ასევე გარსის დაშლის შემდეგ. კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებული ფხვნილი არ შეიწოვება; მონაცემები მისი ფარმაკოკინეტიკის და ბიოშეღწევადობის შესახებ არ არსებობს.

კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებული ფხვნილის ეფექტიანობა განისაზღვრება გალენური ფორმიდან ფერმენტების გამოთავისუფლების ხარისხით და სიჩქარით, და ამგვარად, შეესაბამება ამ გალენურ ფორმას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისათვის

მეზიმ® ფორტე 10 000

10 000 ერთ. Ph. Eur. ლიპაზა

ნაწლავში ხსნადი ტაბლეტები

ფხვნილი ღორის კუჭქვეშა ჯირკვლიდან

  • 11430045085მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტად დაცვით.

შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

თუ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა დაგჭირდათ, კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე, ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა, მიმართეთ ექიმს.

მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტად დაცვით.

შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

თუ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა დაგჭირდათ, კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე, ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა, მიმართეთ ექიმს.

მოცემული ჩანართის შინაარსი:

  • რას წარმოადგენს პრეპარატი მეზიმ® ფორტე 10 000 და რისთვის გამოიყენება იგი
  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება პრეპარატი მეზიმ® ფორტე 10 000
  • შესაძლო გვერდითი მოქმედება
  • როგორ ინახება პრეპარატი მეზიმ® ფორტე 10 000
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს პრეპარატი მეზიმ® ფორტე 10 000 და რისთვის გამოიყენება იგი

რას წარმოადგენს პრეპარატი მეზიმ® ფორტე 10 000?

მეზიმ® ფორტე 10 000 არის სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს საჭმლის მომნელებელ ნივთიერებებს (ფერმენტებს) ღორის კუჭქვეშა ჯირკვლიდან (ფხვნილი კუჭქვეშა ჯირკვლიდან, რომელსაც აგრეთვე ეწოდება პანკრეატინი).

რისთვის გამოიყენება პრეპარატი მეზიმ® ფორტე 10 000?

პრეპარატი მეზიმ® ფორტე 10 000 ასრულებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცვლელ ფუნქციას საჭმლის მონელების პროცესების მოშლისას (საჭმლის მონელების დარღვევისას), რაც გამოწვეულია კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობით ან არარსებობით (კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობა).

  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის გამოყენებამდე

არ მიიღოთ პრეპარატი მეზიმ® ფორტე 10 000 შემდეგ შემთხვევებში

თუ გაქვთ ალერგია კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებული ფხვნილის, ღორის ხორცის, აზორუბინის (E 122) ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პარაგრაფში 6.

თუ გაქვთ კუჭქვეშა ჯირკვლის მწვავე ანთება ან ქრონიკული ანთების გამწვავება დაავადების გამწვავების ფაზაში. თუმცა, პრეპარატის ეპიზოდურად დანიშვნა მისაღებია გამწვავების ჩაქრობის ფაზაში დიეტის გაფართოვების დროს (მსუბუქი საკვები), იმ შემთხვევაში, თუ შენარჩუნებულია საჭმლის მონელების დარღვევები.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

თუ შენიშნეთ ნაწლავური გაუვალობის მსგავსი ნიშნები (მაგალითად, მუცლის ტკივილი, ნაწლავის მუშაობის შეწყვეტა, გულისრევა, ღებინება). ნაწლავური გაუვალობა მუკოვისციდოზით დაავადებულ პაციენტებში ხშირი გართულებაა.

კუჭსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში უჩვეულო დისკომფორტის ან სიმპტომების შეცვლის შემთხვევაში, სიფრთხილის ზომის სახით, საჭიროა ექიმთან გამოკვლევის ჩატარება, ნაწლავის მხრივ შესაძლო დარღვევების დასადგენად. ეს განსაკუთრებით ეხება პაციენტებს, რომლებიც დღე-ღამეში ღებულობენ 10 000 ერთეულ Ph. Eur.-ზე მეტ ლიპაზას სხეულის მასის 1 კგ-ზე.

მოცემული პრეპარატი შეიცავს აქტიურ ფერმენტებს, რომლებმაც, პირის ღრუში გამოთავისუფლებისას, მაგალითად, დაღეჭვის შემთხვევაში, შეიძლება დააზიანოს ლორწოვანი გარსი (მაგალითად, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულების წარმოქმნით). ამიტომ, საჭიროა პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა.

პრეპარატი მეზიმ® ფორტე 10 000 და სხვა სამკურნალო საშუალებები

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალების, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემი პრეპარატების, მიღებას.

ისეთი მზა სამკურნალო საშუალებების მიღებისას, რომლებიც შეიცავს კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებულ ფხვნილს, შეიძლება გაუარესდეს ორგანიზმში ფოლიუმის მჟავას შეწოვა (სისხლში ფოლიუმის მჟავას მოხვედრა), რის გამოც შესაძლოა საჭირო გახდეს ფოლიუმის მჟავას დამატებითი მიღება.

მოქმედი ნივთიერებების აკარბოზისა და მიგლიტოლის (დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური პრეპარატები) ჰიპოგლიკემიური ეფექტი შეიძლება შემცირდეს პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-სთან ერთდროულად მიღებისას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულებში პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის გამოყენების საკმარისი გამოცდილება არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად მიღებული მონაცემები ორსულობასთან, საშვილოსნოსშიდა განვითარებასთან, მშობიარობასთან და დაბადების შემდეგ ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებით არასაკმარისია. ადამიანისთვის შესაძლო რისკი დადგენილი არ არის. ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის მიღება არ შეიძლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მკურნალი ექიმის მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება პრეპარატის მიღების აბსოლუტური აუცილებლობის შესახებ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

პრეპარატი მეზიმ® ფორტე 10 000 არ ახდენს ზეგავლენას ან უმნიშვნელოდ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

პრეპარატი მეზიმ® ფორტე 10 000 შეიცავს ლაქტოზას

თუ ექიმისგან თქვენთვის ცნობილია შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ აუტანლობის შესახებ, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე კოსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

  • როგორ გამოიყენება პრეპარატი მეზიმ® ფორტე 10 000

მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტად დაცვით. პრეპარატის მიღების შესახებ რამე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზირება

რეკომენდებული დოზა:

2-4 ტაბლეტი პრეპარატი მეზიმ® ფორტე 10 000 საკვების მიღებაზე (შეესაბამება 20000 – 40000 ერთ. Ph. Eur. ლიპაზას საკვების მიღებაზე).

პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის დოზა განისაზღვრება საჭმლის მონელების დარღვევის სიმძიმის მიხედვით. პრეპარატის საჭირო დოზა შეიძლება იყოს მითითებულზე უფრო მაღალიც.

დოზის გაზრდა დასაშვებია სიმპტომების გამოხატულობის შემცირების მიზნით (მაგალითად, სტეატორეა, კუჭის ტკივილი), მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ.

ფერმენტის ყოველდღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 – 20 000 ერთეულ Ph. Eur. ლიპაზას სხეულის მასის 1 კილოგრამზე. განსაკუთრებით, მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში ფერმენტის დოზა არ უნდა აღემატებოდეს ცხიმების შეწოვისთვის აუცილებელ დოზას.

გამოყენება ბავშვებში

ბავშვებში პრეპარატის დოზირების საკითხს წყვეტს ექიმი.

მიღების წესი

პრეპარატი მეზიმ® ფორტე 10 000 მიიღება მთლიანად, საკმარისი რაოდენობის სითხის (წყლის ან წვენის) მიყოლებით, საკვების მიღების დროს. აუცილებელია ტაბლეტების მთლიანად მიღება, რადგან პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის ეფექტიანობა მცირდება ტაბლეტის დაღეჭვისას, ხოლო მასში არსებული ფერმენტების გამოთავისუფლების შემდეგ შეიძლება ადგილი ჰქონდეს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებას. პრეპარატის მიღების შემდეგ მიიღეთ დიდი რაოდენობის სითხე (წყალი ან წვენი).

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის. პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და განისაზღვრება ექიმის მიერ. აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ მდგომარეობა არ გაგიუმჯობესდათ ან გრძნობთ მდგომარეობის გაუარესებას.

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის მოქმედება ძალიან ძლიერია ან სუსტია.

თუ მიიღეთ პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის საჭიროზე მეტი დოზა

ამ შემთხვევაში მიიღეთ დიდი რაოდენობის სითხე და კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებული ფხვნილის ძალიან მაღალმა დოზებმა, განსაკუთრებით, მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს სისხლსა (ჰიპერურიკემია) და შარდში (ჰიპერურიკოზურია) შარდმჟავას დონის მომატება.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის მიღება

არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ, გააგრძელეთ მკურნალობა რეკომენდაციების შესაბამისად.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის მიღება

პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის მიღების ნაადრევად შეწყვეტის ან მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, სიმპტომებმა შეიძლება ისევ იჩინოს თავი. კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

მნიშვნელოვანი გვერდითი მოქმედება ან სიმტომები, რომლებიც საჭიროებს ყურადღებას, და მათი გამოვლენის შემთხვევაში მისაღები ზომები:

თუ ადგილი აქვს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით მოქმედებას, შეწყვიტეთ პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს. ის მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი თერაპიის ჩატარების შესახებ.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედებები (შეიძლება განვითარდეს 10 000 პაციენტზე 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)

დიარეა, დისკომფორტი მუცლის არეში, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება

დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები, მაგალითად, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ცემინება, ცრემლდენა, ჰაერის უკმარისობის გრძნობა სასუნთქი გზების შევიწროების შედეგად (ბრონქოსპაზმი) და ქოშინი

აღწერილია ალერგიული რეაქციები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ

პაციენტებში მუკოვისციდოზით, რომლებიც მაღალი დოზებით იღებდნენ კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებულ ფხვნილს, აღწერილია წვრილი ნაწლავის/ბრმა ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის აღმავალი ნაწილის შევიწროების შემთხვევები. ასეთი შევიწროება შეიძლება იწვევდეს ნაწლავურ გაუვალობას (იხ. პარაგრაფი 2 „მითითება და სიფრთხილის ზომები“).

გვერდითი მოქმედებების სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასებას არ ექვემდებარება)

მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში შეიძლება გაძლიერდეს შარდით შარდმჟავას გამოყოფა – განსაკუთრებით, კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებული ფხვნილის მაღალი დოზებით მიღებისას. ამიტომ, მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებს ექიმმა უნდა დაუნიშნოს შარდის ანალიზი შარდმჟავას შემცველობის განსაზღვრის მიზნით, რათა შემცირდეს კენჭების წარმოქმნის რისკი.

აზორუბინს (E 122) შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ასევე, ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

  • როგორ ინახება პრეპარატი მეზიმ® ფორტე 10 000

მოცემული სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მოცემული სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერსა და მუყაოს შეფუთვაზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა:

3 წელი.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 30˚C ტემპერატურაზე.

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება:

ნაწლავში ხსნადი 1 ტაბლეტი შეიცავს 80,000-111,111 მგ ფხვნილს ღორის კუჭქვეშა ჯირკვლიდან:

ლიპაზის აქტივობა 10 000 ერთეული Ph. Eur./ტაბლეტზე

ამილაზის აქტივობა არანაკლებ 7 500 ერთეული Ph. Eur./ტაბლეტზე

პროტეაზის აქტივობა არანაკლებ 375 ერთეული Ph. Eur./ტაბლეტზე

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი; მიკროკრისტალური ცელულოზა; სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო; კროსპოვიდონი ტიპი A; მაგნიუმის სტეარატი (Ph. Eur.); მეტაკრილის მჟავას და ეთილაკრილატის სოპოლიმერი (1:1), 30%-იანი დისპერსია; ჰიპრომელოზა; ტრიეთილციტრატი; ტიტანის დიოქსიდი (E 171); ტალკი; სიმეთიკონის ემულსია 30%-იანი (მშრალი მასა); მაკროგოლი 6000; კარმელოზას ნატრიუმის მარილი; პოლისორბატი 80; აზორუბინის ლაქი (E122); ნატრიუმის ჰიდროქსიდი.

პრეპარატ მეზიმ® ფორტე 10 000-ის აღწერა და შეფუთვა

პრეპარატი მეზიმ® ფორტე 10 000 არის ვარდისფერი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები ჩამოჭრილი კიდეებით. ტაბლეტები გამოდის ბლისტერულ შეფუთვებში, რომლებიც ჩანართთან ერთად (ინფორმაცია პაციენტისათვის) მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ორიგინალ შეფუთვაში მოთავსებულია 10, 20, 50 ან 100 ტაბლეტი.

შესაძლოა, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი

ბერლინ-ჰემი აგ (მენარინი გრუპ)

გლინიკერ ვეგ 125

12489 ბერლინი

გერმანია

მწარმოებელი:

ბერლინ-ჰემი აგ (მენარინი გრუპ)

გლინიკერ ვეგ 125

12489 ბერლინი

გერმანია

ან

მენარინი – ფონ ჰეიდენ გმბჰ

ლეიფციგერ შტრასე 7-13

01097 დრეზდენი

გერმანია

მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 2022 წლის აპრილი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა