პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვიტამინები

მბე

mbe®

ურეცეპტოდ250მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

MBE არის მინერალის და ვიტამინების შემცველი პრეპარატი, რომელიც შეიცავს მაგნიუმის იონებს, B6 ვიტამინსა და E ვიტამინს. ის რეკომენდებულია დეფიციტის პრევენციისა და სამკურნალოდ, მათ შორის ამ ვიტამინების და მაგნიუმის გაზრდილი მოთხოვნილების პერიოდში, გაზრდილი ფიზიკური დატვირთვის დროს, ელიმინაციის დიეტაზე მყოფებისათვის, …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
250მგ (150მგ Mg2+) + 7.29მგ + 200მგ რბილი კაფსულა №60
მწარმოებელი
„PRZEDSIĘBIORSTWO PRODUKCJI FARMACEUTYCZNEJ HASCO-LEK“ S.A., პოლონეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინები, მულტივიტამინები მინერალებთან ერთად
ATC კოდი
A11AA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-039433
რეგისტრირებულია
26 ოქტომბერი 2023, მოქმედებს 26 ოქტომბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებამბე და სხვა წამალი ერთად

მბე — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

MBE არის მინერალის და ვიტამინების შემცველი პრეპარატი, რომელიც შეიცავს მაგნიუმის იონებს, B6 ვიტამინსა და E ვიტამინს. ის რეკომენდებულია დეფიციტის პრევენციისა და სამკურნალოდ, მათ შორის ამ ვიტამინების და მაგნიუმის გაზრდილი მოთხოვნილების პერიოდში, გაზრდილი ფიზიკური დატვირთვის დროს, ელიმინაციის დიეტაზე მყოფებისათვის, დაბინძურებულ გარემოში მყოფი პირებისა და მწეველებისათვის.

გარდა ამისა, ის გამოიყენება დამხმარე თერაპიის სახით ისეთი დაავადებების დროს, რომლებიც ვითარდება ე.წ. ოქსიდაციური სტრესის შედეგად და გამოიყენება სტრესის ეფექტების შესამცირებლად (ანტიოქსიდანტური თვისებების გამო).

მაგნიუმი და B6 ვიტამინი აძლიერებენ ერთმანეთის ანტისტრესულ ეფექტებს, აქვთ დამცველობითი მოქმედება გულსა და ცირკულატორულ სისტემაზე და დადებითი ეფექტი ნერვული სისტემის მდგომარეობაზე. E ვიტამინი აძლიერებს ანტისტრესულ ეფექტს.

მაგნიუმი არის ელემენტი, რომელიც მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების, ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების წარმოქმნაში, რომლებიც თავის მხრივ მონაწილეობენ უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების ფორმირებაში. ის გავლენას ახდენს ენერგიის შენახვის პროცესებზე, გლუკოზის ცვლის ინტენსივობაზე, ჟანგვითი რეაქციის მიმდინარეობაზე და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბრონქების კუმშვადობისა და ნეიროკუნთოვანი აგზნების რეგულაციაში. ის წარმოადგენს ფაქტორს, რომელიც არეგულირებს გულის კუნთის კუმშვადობას, ახდენს ჰიპოქსიისა და იშემიის პრევენციას. ასტიმულირებს ორგანიზმის დამცველობით უნარს.

B6 ვიტამინი მნიშვნელოვნად ზრდის მაგნიუმის შეწოვასა და მოხმარებას, გავლენას ახდენს ჰემოპოეზური სისტემისა და ნერვული სისტემის აქტივობაზე. მონაწილეობს ენერგიის წარმოქმნის პროცესებში, ცილებისა და ამინომჟავების გარდაქმნაში, ნუკლეინის მჟავების სინთეზში. ის ცვლის სტეროიდული ჰორმონების მოქმედებას, იმუნური სისტემის მდგომარეობას, იმუნური რეაქციებისა და ნეოპლაზური დაავადების მიმდინარეობას, და აქვს ანტიათეროსკლეროზული თვისებები.

E ვიტამინი არის კომპლექსური სისტემის ნაწილი, რომელიც იცავს უჯრედულ სტრუქტურებს და გენეტიკურ მასალას ე.წ. ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ეფექტებისაგან. ის ახდენს მემბრანების სტაბილიზაციას, განსაკუთრებით ჟანგბადის ტრანსპორტირებაში ჩართული ან ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების მაღალი კონცენტრაციის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მემბრანების, ზრდის ერითროციტების რეზისტენტობას მათი დაშლის გამომწვევი ფაქტორების წინააღმდეგ. სხვა ანტიოქსიდანტებთან კომბინაციაში, რომლებიც შედიან საკვებში (С ვიტამინი და კაროტინი), ის იცავს ორგანიზმის ქსოვილებს, აქვს ანტიათეროსკლეროზული თვისებები. ის გამოიყენება ქოლეტერინის დარღვევების (ჰიპერქოლესტერინემია) და გულის შეტევების პრევენციისათვის. ეპიდემიოლოგიურმა მონაცემებმა აჩვენა კავშირი E ვიტამინის დღიურ მოხმარებასა და გულის იშემიური დაავადების, ათეროსკლეროზის და ე.წ. ოქსიდაციური სტრესით გამოწვეული სხვა დააავადებების რისკებს შორის.

MBE განკუთვნილია E ვიტამინის, B6 ვიტამინის და მაგნიუმის დეფიციტის პრევენციისა და მკურნალობისათვის.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად გამოყენების ინსტრუქციის ან ექიმის, ფარმაცევტის, ან ექთნის მითითებების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს, ფარმაცვტს ან ექთანს.

მედიკამენტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

პროფილაქტიკა: თუ არ არის ექიმის მიერ სხვა დანიშნულება მოცემული, ჩვეულებრივ მოზრდილებში ინიშნება 1 კაფსულა ერთხელ დღეში.

თერაპია: ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, დამოკიდებულია დეფიციტის ხარისხზე - ჩვეულებრივ 1 კაფსულა ორჯერ დღეში.

MBE-ს დოზის გადაჭარბებისას

მედიკამენტის რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მაგნიუმისა და E ვიტამინის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის დარღვევები, უღონობა, სისუსტე და ხანდახან სხვა ნაკლებად დამახასიათებელი სიმპტომები. B6 ვიტამინის დოზის გადაჭარბება დაკავშირებულია კიდურების ტკივილთან და მოძრაობის გართულებასთან.

MBE-ს დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება დავიწყებული დოზის სანაცვლოდ.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერებების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტი ალერგიულია არაქისის ან სოიოს მარცვლების მიმართ;

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლში მაგნიუმის მაღალი დონე (ჰიპერმაგნიემია);

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე უკმარისობა, გულის გამტარებლობის დარღვევა (ე.წ. ატრიოვენტრიკულური ბლოკადა), ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება სწრაფად განვითარებული სისუსტით და კუნთების სისუსტით (ე.წ. მიასთენია - miasthenia gravis), სისხლის წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება;

თუ პაციენტი იღებს მედიკამენტ ლევოდოფას დეკარბოქსილაზის პერიფერიული ინჰიბიტორის გარეშე (გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს).

სიფრთხილის ზომები

MBE-ს გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.

პერორალური ტეტრაციკლინების ანტიბიოტიკების გამოყენებისას, უნდა იყოს სამ-საათიანი ინტერვალი ანტიბიოტიკსა და MBE-ს მიღებას შორის, რადგან ქვეითდება ანტიბიოტიკის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. გულისა და თირკმლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებმა უნდა გაიარონ ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

მედიკამენტის მიღება არ უნდა მოხდეს მშიერ კუჭზე, რადგან შეიძლება გამოიწვიოს დიარეა.

MBE და სხვა მედიკამენტები

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ მედიკამენტების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.

ფოსფატები, მაღალი დოზებით კალციუმი, ჭარბი ცხიმები და ფიტატები აქვეითებენ მაგნიუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

პერორალურად მიღებული მაგნიუმის ნაერთები აქვეითებენ რკინის, ფტორის ნაერთების და ვარფარინის შემცველი შიგნით მისაღები ანტიკოაგულანტების შეწოვას.

მედიკამენტი შეიძლება K ვიტამინის ანტაგონისტურად მოქმედებდეს, განსაკუთრებით, პაციენტებში, რომლებიც იღებენ პერორალურ ანტიკოაგულანტებს ან ესტროგენებს (სასქესო ჰორმონებს).

რკინის პრეპარატების ერთდორული მიღება აქვეითებს E ვიტამინის ეფექტს, ამიტომ რამდენიმე საათი უნდა გავიდეს MBE-სა და რკინის შემცველ პრეპარატების მიღებებს შორის.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.

მედიკამენტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

MBE-ს არ აქვს ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

მაგნიუმის, B6 ვიტამინის, E ვიტამინის შემცველი მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები ვითარდება იშვიათად. აღწერილია კუჭ-ნაწლავის დარღვევები, რომლებიც მოიხსნა წამლის შეწყვეტის შემდეგ.

შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები მედიკამენტის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

მაგნიუმის შემცველ მედიკამენტებს აქვთ ლაქსატიური ეფექტი, ამიტომ ისინი არ უნდა იქნას გამოყენებული დიარეის დროს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის არასასურველი რეაქციების მონიტორინგის დეპარტამენტში:

ალ. იეროზოლიმსკის 181C, 02-222 ვარშავა

ტელ.: +48 22 49 21 301; ფაქსი: +48 22 49 21 309,

ელ-ფოსტა: [email protected]

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელისათვის.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

მედიკამენტის აქტიური ნივთიერებებია:

მაგნიუმის მძიმე ოქსიდი

(Magnesii oxidum ponderosum) 250 მგ

შეესაბამება 150 მგ მაგნიუმის იონებს

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი

(Pyridoxini hydrochloridum, vitamin B6) 7.29 მგ

ალ-რაც-ტოკოფერილაცეტატი

(int-rac-α -Tocopherylis acetas, vitamin E) 200 მგ

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: სოიოს მარცვლების რაფინირებული ზეთი, სოიოს ლეციტინი, ქოქოსის ზეთი, პალმის ზეთი. ფუტკრის ცვილი, ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის ოქსიდი (E171).

MBE-ს ფორმა და შეფუთვა:

MBE წარმოდგენილია თეთრი ფერის, ოვალური ფორმის, გლუვი კაფსულებით.

წამლის ერთი შეფუთვა შეიცავს 30 ან 60 რბილ კაფსულას.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

„PRZEDSIĘBIORSTWO PRODUKCJI FARMACEUTYCZNEJ HASCO-LEK” S.A.

51-131 Wrocław, ul. Żmigrodzka 242 E

»პრზედსიებიორსტვო პროდუქციი ფარმაცეუტიჟნე ჰასკო-ლეკ« ს.ა.

51-131 ვროცლავ, ულ. ზმიგროდზკა 242 ე

მედიკამენტის შესახებ ინფორმაცია

ტელ.: +48 22 742 00 22

ელ-ფოსტა: [email protected]

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 17.10.2016.

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება 25ºC ტემპერატურის ქვემოთ ორიგინალური შეფუთვით.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

MBE, 250 მგ (150 მგ Mg2+) + 7.29 მგ + 200 მგ, რბილი კაფსულები

მაგნიუმის ოქსიდი, მძიმე + პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი + ინტ-რაც-α-ტოკოფერილაცეტატი

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის დანიშნულების მიხედვით.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. იხ. პარაგრაფი 4.

თუ არ აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება ან პაციენტი უფრო ცუდად გრძნობს თავს, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს MBE და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა MBE-ს მიღებამდე;

MBE-ს მიღების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

MBE-ს შენახვის წესი;

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს MBE და მისი გამოყენება

MBE არის მინერალის და ვიტამინების შემცველი პრეპარატი, რომელიც შეიცავს მაგნიუმის იონებს, B6 ვიტამინსა და E ვიტამინს. ის რეკომენდებულია დეფიციტის პრევენციისა და სამკურნალოდ, მათ შორის ამ ვიტამინების და მაგნიუმის გაზრდილი მოთხოვნილების პერიოდში, გაზრდილი ფიზიკური დატვირთვის დროს, ელიმინაციის დიეტაზე მყოფებისათვის, დაბინძურებულ გარემოში მყოფი პირებისა და მწეველებისათვის.

გარდა ამისა, ის გამოიყენება დამხმარე თერაპიის სახით ისეთი დაავადებების დროს, რომლებიც ვითარდება ე.წ. ოქსიდაციური სტრესის შედეგად და გამოიყენება სტრესის ეფექტების შესამცირებლად (ანტიოქსიდანტური თვისებების გამო).

მაგნიუმი და B6 ვიტამინი აძლიერებენ ერთმანეთის ანტისტრესულ ეფექტებს, აქვთ დამცველობითი მოქმედება გულსა და ცირკულატორულ სისტემაზე და დადებითი ეფექტი ნერვული სისტემის მდგომარეობაზე. E ვიტამინი აძლიერებს ანტისტრესულ ეფექტს.

მაგნიუმი არის ელემენტი, რომელიც მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების, ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების წარმოქმნაში, რომლებიც თავის მხრივ მონაწილეობენ უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების ფორმირებაში. ის გავლენას ახდენს ენერგიის შენახვის პროცესებზე, გლუკოზის ცვლის ინტენსივობაზე, ჟანგვითი რეაქციის მიმდინარეობაზე და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბრონქების კუმშვადობისა და ნეიროკუნთოვანი აგზნების რეგულაციაში. ის წარმოადგენს ფაქტორს, რომელიც არეგულირებს გულის კუნთის კუმშვადობას, ახდენს ჰიპოქსიისა და იშემიის პრევენციას. ასტიმულირებს ორგანიზმის დამცველობით უნარს.

B6 ვიტამინი მნიშვნელოვნად ზრდის მაგნიუმის შეწოვასა და მოხმარებას, გავლენას ახდენს ჰემოპოეზური სისტემისა და ნერვული სისტემის აქტივობაზე. მონაწილეობს ენერგიის წარმოქმნის პროცესებში, ცილებისა და ამინომჟავების გარდაქმნაში, ნუკლეინის მჟავების სინთეზში. ის ცვლის სტეროიდული ჰორმონების მოქმედებას, იმუნური სისტემის მდგომარეობას, იმუნური რეაქციებისა და ნეოპლაზური დაავადების მიმდინარეობას, და აქვს ანტიათეროსკლეროზული თვისებები.

E ვიტამინი არის კომპლექსური სისტემის ნაწილი, რომელიც იცავს უჯრედულ სტრუქტურებს და გენეტიკურ მასალას ე.წ. ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ეფექტებისაგან. ის ახდენს მემბრანების სტაბილიზაციას, განსაკუთრებით ჟანგბადის ტრანსპორტირებაში ჩართული ან ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების მაღალი კონცენტრაციის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მემბრანების, ზრდის ერითროციტების რეზისტენტობას მათი დაშლის გამომწვევი ფაქტორების წინააღმდეგ. სხვა ანტიოქსიდანტებთან კომბინაციაში, რომლებიც შედიან საკვებში (С ვიტამინი და კაროტინი), ის იცავს ორგანიზმის ქსოვილებს, აქვს ანტიათეროსკლეროზული თვისებები. ის გამოიყენება ქოლეტერინის დარღვევების (ჰიპერქოლესტერინემია) და გულის შეტევების პრევენციისათვის. ეპიდემიოლოგიურმა მონაცემებმა აჩვენა კავშირი E ვიტამინის დღიურ მოხმარებასა და გულის იშემიური დაავადების, ათეროსკლეროზის და ე.წ. ოქსიდაციური სტრესით გამოწვეული სხვა დააავადებების რისკებს შორის.

MBE განკუთვნილია E ვიტამინის, B6 ვიტამინის და მაგნიუმის დეფიციტის პრევენციისა და მკურნალობისათვის.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა MBE-ს მიღებამდე

დაუშვებელია MBE-ს მიღება

თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერებების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტი ალერგიულია არაქისის ან სოიოს მარცვლების მიმართ;

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლში მაგნიუმის მაღალი დონე (ჰიპერმაგნიემია);

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე უკმარისობა, გულის გამტარებლობის დარღვევა (ე.წ. ატრიოვენტრიკულური ბლოკადა), ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება სწრაფად განვითარებული სისუსტით და კუნთების სისუსტით (ე.წ. მიასთენია - miasthenia gravis), სისხლის წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება;

თუ პაციენტი იღებს მედიკამენტ ლევოდოფას დეკარბოქსილაზის პერიფერიული ინჰიბიტორის გარეშე (გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

MBE-ს გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.

პერორალური ტეტრაციკლინების ანტიბიოტიკების გამოყენებისას, უნდა იყოს სამ-საათიანი ინტერვალი ანტიბიოტიკსა და MBE-ს მიღებას შორის, რადგან ქვეითდება ანტიბიოტიკის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. გულისა და თირკმლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებმა უნდა გაიარონ ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

მედიკამენტის მიღება არ უნდა მოხდეს მშიერ კუჭზე, რადგან შეიძლება გამოიწვიოს დიარეა.

MBE და სხვა მედიკამენტები

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ მედიკამენტების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.

ფოსფატები, მაღალი დოზებით კალციუმი, ჭარბი ცხიმები და ფიტატები აქვეითებენ მაგნიუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

პერორალურად მიღებული მაგნიუმის ნაერთები აქვეითებენ რკინის, ფტორის ნაერთების და ვარფარინის შემცველი შიგნით მისაღები ანტიკოაგულანტების შეწოვას.

მედიკამენტი შეიძლება K ვიტამინის ანტაგონისტურად მოქმედებდეს, განსაკუთრებით, პაციენტებში, რომლებიც იღებენ პერორალურ ანტიკოაგულანტებს ან ესტროგენებს (სასქესო ჰორმონებს).

რკინის პრეპარატების ერთდორული მიღება აქვეითებს E ვიტამინის ეფექტს, ამიტომ რამდენიმე საათი უნდა გავიდეს MBE-სა და რკინის შემცველ პრეპარატების მიღებებს შორის.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.

მედიკამენტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

MBE-ს არ აქვს ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

MBE-ს მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად გამოყენების ინსტრუქციის ან ექიმის, ფარმაცევტის, ან ექთნის მითითებების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს, ფარმაცვტს ან ექთანს.

მედიკამენტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

პროფილაქტიკა: თუ არ არის ექიმის მიერ სხვა დანიშნულება მოცემული, ჩვეულებრივ მოზრდილებში ინიშნება 1 კაფსულა ერთხელ დღეში.

თერაპია: ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, დამოკიდებულია დეფიციტის ხარისხზე - ჩვეულებრივ 1 კაფსულა ორჯერ დღეში.

MBE-ს დოზის გადაჭარბებისას

მედიკამენტის რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მაგნიუმისა და E ვიტამინის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის დარღვევები, უღონობა, სისუსტე და ხანდახან სხვა ნაკლებად დამახასიათებელი სიმპტომები. B6 ვიტამინის დოზის გადაჭარბება დაკავშირებულია კიდურების ტკივილთან და მოძრაობის გართულებასთან.

MBE-ს დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება დავიწყებული დოზის სანაცვლოდ.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

მაგნიუმის, B6 ვიტამინის, E ვიტამინის შემცველი მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები ვითარდება იშვიათად. აღწერილია კუჭ-ნაწლავის დარღვევები, რომლებიც მოიხსნა წამლის შეწყვეტის შემდეგ.

შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები მედიკამენტის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

მაგნიუმის შემცველ მედიკამენტებს აქვთ ლაქსატიური ეფექტი, ამიტომ ისინი არ უნდა იქნას გამოყენებული დიარეის დროს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის არასასურველი რეაქციების მონიტორინგის დეპარტამენტში:

ალ. იეროზოლიმსკის 181C, 02-222 ვარშავა

ტელ.: +48 22 49 21 301; ფაქსი: +48 22 49 21 309,

ელ-ფოსტა: [email protected]

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელისათვის.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

MBE-ს შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება 25ºC ტემპერატურის ქვემოთ ორიგინალური შეფუთვით.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს MBE

მედიკამენტის აქტიური ნივთიერებებია:

მაგნიუმის მძიმე ოქსიდი

(Magnesii oxidum ponderosum) 250 მგ

შეესაბამება 150 მგ მაგნიუმის იონებს

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი

(Pyridoxini hydrochloridum, vitamin B6) 7.29 მგ

ალ-რაც-ტოკოფერილაცეტატი

(int-rac-α -Tocopherylis acetas, vitamin E) 200 მგ

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: სოიოს მარცვლების რაფინირებული ზეთი, სოიოს ლეციტინი, ქოქოსის ზეთი, პალმის ზეთი. ფუტკრის ცვილი, ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის ოქსიდი (E171).

MBE-ს ფორმა და შეფუთვა:

MBE წარმოდგენილია თეთრი ფერის, ოვალური ფორმის, გლუვი კაფსულებით.

წამლის ერთი შეფუთვა შეიცავს 30 ან 60 რბილ კაფსულას.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

„PRZEDSIĘBIORSTWO PRODUKCJI FARMACEUTYCZNEJ HASCO-LEK” S.A.

51-131 Wrocław, ul. Żmigrodzka 242 E

»პრზედსიებიორსტვო პროდუქციი ფარმაცეუტიჟნე ჰასკო-ლეკ« ს.ა.

51-131 ვროცლავ, ულ. ზმიგროდზკა 242 ე

მედიკამენტის შესახებ ინფორმაცია

ტელ.: +48 22 742 00 22

ელ-ფოსტა: [email protected]

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 17.10.2016.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა