პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
უროლოგიური საშუალებები

მაქსონი

MAXON

ურეცეპტოდ100მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

მაქსონი შეიცავს აქტიურ ნივთიერება სილდენაფილს, რომელიც მიეკუთვნება ფოსფოდიესთერაზა 5 ტიპის ინჰიბიტორების პრეპარტების ჯგუფს. იგი ადუნებს პენისის სისხლძარღვებს და ზრდის მასში სისხლის ნაკადს სექსუალური აგზნების დროს. მაქსონი იწვევს ერექციას მხოლოდ მაშინ, როდესაც ხდება სექსუალური სტიმულაცია. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სილდენაფილი (sildenafil)
ფორმა და შეფუთვა
100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №4
მწარმოებელი
Pabianickie Zakłady Farmaceutyczne Polfa S.A., პოლონეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
უროლოგიური საშუალებები, ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატები
ATC კოდი
G04BE03
რეგისტრაციის ნომერი
რ-021105
რეგისტრირებულია
20 დეკემბერი 2016, მოქმედებს 20 დეკემბერი 2026-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „გეა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებამაქსონი და სხვა წამალი ერთად

მაქსონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მაქსონი შეიცავს აქტიურ ნივთიერება სილდენაფილს, რომელიც მიეკუთვნება ფოსფოდიესთერაზა 5 ტიპის ინჰიბიტორების პრეპარტების ჯგუფს. იგი ადუნებს პენისის სისხლძარღვებს და ზრდის მასში სისხლის ნაკადს სექსუალური აგზნების დროს.

მაქსონი იწვევს ერექციას მხოლოდ მაშინ, როდესაც ხდება სექსუალური სტიმულაცია.

მაქსონი გამოიყენება ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ (იმპოტენცია) მოზრდილ მამაკაცებში. ერექციული დისფუნქცია არის ერექციის შენარჩუნების უნარი სექსუალური აქტის დროს.

მაქსონის მიღებამდე

დაუშებელია მაქსონის მიღება:

თუ ხართ ალეგიული სილდენაფილის ან პრეპარატის სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6)

თუ იღებთ ნიტრატულ პრეპარატებს (ნიტრატები), ვინაიდან ნიტრატებთან კომბინაციაში შესაძლებელია განვითარდეს არტერიული წნევის სახიფათო შემცირება. აცნობეთ ექიმს თუ იღებთ რომელიმე მოცემულ პრეპარატს, რომლებიც გამოიყენება სტენოკარდიის სიმპტომების მოსახსმელად („გულმკერდის ტკივილი“). აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული.

თუ იყენებთ აზოტის ოქსიდს დონორებს, როგორიცაა ამილნიტრიტი (ეგრეთწოდებული „პოპერი“), ვინაიდან მათმა კომბინაციამ სილდენაფილთან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის სახიფათო შემცირება;

გულის ან ღვიძლის მწვავე უკმარისობისას.

თუ ბოლო დროს გქონიათ ინსულტი ან გულის შეტევა, ან თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა

თუ გაქვთ ბადურის დეგენერაციული ცვლილებები, როგორიცაა პიგმენტური რეტინიტი

თუ როდესმე გქონიათ მხედველობის დაკარგვა, რომელიც ასოცირდება არაარტერიულ წინა იშემიურ ოპტიკურ ნეიროპათიასთან.

გარფთხილებები და სიფრთხილის ზომები

მაქსონის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას:

თუ გაქვთ ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია (სისხლის წითელი უჯრედების ანომალია), ლეიკემია (სისხლის უჯრედების კიბო), მრავლობითი მიელომა (ძვლის ტვინის კიბო)

თუ გაქვთ პენისის ანატომიური დეფორმაცია ან პეირონის დაავადება

თუ გაქვთ გულის პრობლემები. მსგავს შემთხვევაში ექიმმა უნდა შეაფასოს თუ გული საკმარისად ჯანმრთელია დამატებითი დატვირთვისთვის სექსუალური აქტის დროს

თუ გაქვთ კუჭის წყლული ან შედედების დარღვევა ( როგორიცაა ჰემოფილია)

თუ გაქვთ მხედველობის უეცარი დაკარგვის ან შემცირების გამოცდილება შეწყვიტეთ მაქსონის მიღება და დაუკავშირდით ექიმს.

არ გამოიყენოთ მაქსონი ერექციული დისფუნქციის სამკურანლო სხვა პერორალურ ან ადგილობრივ პრეპარატებთან ერთად.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ მაქსონი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის მიხედვით. გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ არ ხართ დარწმუნებული. რეკომენდებული საწყისი დოზაა 50მგ.

არ მიიღოთ მაქსონი დღეში ერთჯერზე მეტად.

არ მიიღოთ მაქსონის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ვიაგრას პირში ხსნად ტაბლეტებთან ერთად.

მაქსონის მიღება უნდა მოხდეს ერთი საათით ადრე სექსუალურ აქტივობამდე. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით.

თუ თვლით, რომ მაქსონის ეფექტი ძალიან სუსტია ან ძლიან ძლიერია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მაქსონი დაგეხმარებათ ერექციის მიღწევაში მხოლოდ სექსუალური სტიმულაციის დროს. მაქსონის ეფექტის დადგომამდე მისაღწევი დრო განსხვავდება პაციენტებს შორის, როგორც წესი 30-60 წუთის შუალედში. შესაძლებელია დრო გახანგრძლივდეს ნოყიერ საკვებთან ერთად მიღებისას.

აცნობეთ ექიმს თუ ადგილი არ ექნება ერექციას მაქსონის მიღების შემდეგ ან თუ ერექცია არ გრძელდება საკმარისი დროით.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი დოზა ვიდრე საჭირო იყო

შესაძლებელია განვითარდეს გვერდითი ეფექტები უფრო ხშირად, ან უფრო მწვავედ.

100მგ-ზე მეტი დოზით მაქსონის მიღება არ ზრდის პრეპარტის ეფექტურობას.

არ მიიღოთ იმაზე მეტი დოზა ვიდრე ექიმმა დაგინიშნათ.

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ საჭიროზე მეტ დოზას.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

უკუჩვენებები

ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში ან ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა მოხდეს გამოუსადეგარი პრეპარატების განადგურება. მოცემული ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

სიფრთხილის ზომები

აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები. ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოს მაქსონის დაბალი დოზის გამოწერა თქვენთვის.

ბავშვები და მოზარდები

არ გამოიყენოთ მაქსონი 18 წლამდე ასაკის პაციენტებში.

მაქსონი და სხვა პრეპარატები

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო დროს მიგიღიათ ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარტები.

მაქსონმა შესაძლოა იმოქმედოს სხვა პრეპარატებთან, განსაკუთრებით გულმკერდის არეში ტკივილის სამკურნალო პრეპარატებთან. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, რომ იღებთ მაქსონს. არ მიიღოთ მაქსონი სხვა პრეპარატებთან ერთად ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

არ მიიღოთ მაქსონი პრეპარატებთან ერთად, რომელთაც ეწოდებათ ნიტრატები, ვინაიდან ნიტრატების კომბინაციამ სილდენაფილთან შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის სახიფათო შემცირება. აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას თუ იღებთ სტენოკარდიის სამკურნალო პრეპარატებს (გულმკერდის არეში ტკივილი“).

არ მიიღოთ მაქსონი აზოტის ოქსიდის დონორ პრეპარატებთან ერთად (როგორიცაა ამილნიტრიტი) ვინაიდან, მათი კომბინაცია სილდენაფილთან იწვევს არტერიული წნევის სახიფათო დაწევას.

თუ იღებთ პროტეაზას ინჰიბიტორებს აივ სამკურნალოდ, ექიმმა შესაძლოა შეგიმიცროთ მაქსონის დოზა (25მგ)

ზოგიერთ პაციენტში ალფა-ბლოკერების მიღებისას, მაღალი არტერიული წნევის ან პროსტატის გადიდებისას, შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა, რაც შეიძლება იყოს დაბალი არტერიული წნევის სიმპტომი გამოწვეული არტერიული წნევის დაცემასთან მჯდომარე პოზიციაში ან ფეხზე უეცარი ადგომისას. მსგავსი სიმპტომები შეინიშნებოდა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღენდნენ სილდენაფილ ტევას ალფა-ბლოკერებთან ერთად. მათი განვითარება მოსალოდნელია მაქსონის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში. მსგავსი სიმპტომების განვითარების შესამცირებლად მიიღეთ ალფა-ბლოკერები რეგულარულად, ვიდრე დაიწყებთ მაქსონის მიღებას. შესაძლოა ექიმმა გადაწყვიტოს მაქსონის დაბალი დოზის დანიშვნა (25მგ) თქვენთვის.

მაქსონის მიღება საკვეთან და სასმელთან

მაქსონის მიღება შესაძლებელია საკვებთან ან საკვების გარეშე. თუმცა, მაქსონის მიღებისას ნოყიერ საკვებთან ერთად შესაძლებელია გახანგრძლივდეს განსაზღვრული ეფექტის მიღწევა.

ერექციის მიღწევა შესაძლებელია დაირღვეს ალკოჰოლის მიღებით. მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მისაღებად მაქსონის გამოყენებამდე არ მიიღოთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მაქსონი არ ინიშნება ქალებში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მაქსონს შეუძლია გამოიწვიოს თავრუსხვევა და მხედველობის პრობლემები. გაარკვიეთ რა რეაქცია გაქვთ მაქსონის მიღებისას ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვამდე.

მაქსონი შეიცავს ლაქტოზას

თუ აგეღნიშნებათ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, აცნობეთ ექიმს მოცემული პრეპარატის მიღებამდე.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. გვერდითი მოვლენები რომელთა შეტყობინებაც მოხდა მაქსონის გამოყენებასთან ასოციაციაში არის მსუბუქი და ზომიერი სიმწვავის და ხანმოკლე მოქმედების.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთვევაში შეწყვიტეთ მაქსონის მიღებადა და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

ალერგიული რეაქციები (იშვიათი)

სიმპტომები: უეცარი ხიხინი, სუნთქვის გართულება და თავბრუსხვევა, შეშუპებული ქუთუთოები, სახე, პირი ან ყელი.

გულმკერდის ტკივილი (არახშირი)

თუ განიცდით გულმკერდში არეში ტკივილს, სექსუალური კავშირის დროს ან შემდეგ:

მიიღეთ ნახევრადმჯდომარე პოზა და მოდუნდით

არ მიიღოთ ნიტრატები გულმკერდის ტკივილის შესამსუბუქებლად.

გახანგრძლივებული ან ზოგჯერ მტკივნეული ერექცია (უცნობი სიხშირის). თუ ერექცია გრძელდება 4 საათის მანძილზე, მიმართეთ ექიმს.

მხედველობის უეცარი დაკარგვა ან დაქვეითება (უცნობი სიხშირის)

კანის სერიოზული რეაქციები (უცნობი სიხშირის)

სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: კანის ძლიერ აქერცვლას და შეშუპებას, დაწყლულებას პირში, გენიტალიებში და თვალების გარშემო, ცხელებას.

ეპილეფსიური შეტევა ან კრუნჩხვა (უცნობი სიხშირის)

სხვა სახის გვერდითი ეფექტები

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1- ზე მეტ პაციენტში):

თავის ტკივილი

ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში)

სახის გაწითლება

მოუნელებლობა

მხედველობის დარღვევა (საგნების შეფერადებულად დანახვა, სინათლის მიმართ მგრძნობელობა, მხედველობის ბუნდოვანება ან სიმკვეთრის შემცირება)

გაჭედილი ცხვირი

თავბრუსხვევა

არახშირი ( შეიძლება განვითარდეს 100 პაციენტიდან 1-ში):

ღებინება

კანზე გამონაყარი

თვალში სისხლჩაქცევა

თვალის გაღიზიანება

ჰიპერემიული თვალები

თვალის ტკივილი

მხედველობის გაორება

თვალში უჩვეულო შეგრძნება

გულისცემის გახშირება

მკვეთრი გულისცემა

კუნთების ტკივილი

ძილიანობა

შეხების მგრძნობელობის დაქვეითება

თავრუსხვევა

ყურებში ხმაური

გულისრევა

პირის სიმშრალე

სისხლდენა პენისიდან

სისხლიანი სპერმა (შარდი)

გულმკერდის ტკივილი

დაღლილობის შეგრძნება

იშვიათი (შესაძლებელია განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში)

არტერიული წნევის მომატება

არტერიული წნევის შემიცრება, გულისწასვლა

ინფარქტი

გულის შეტევა

არარეგულარული გულისცემა

ცხვირიდან სისხლდენა

სმენის უეცარი შემცირება ან დაკარგვა

უცნობია სიხშირე (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით): სხვა გვერდითი ეფექტები, რომელთა შეტყობინებაც მოხდა პროდუქტის ბაზარზე განთავსების შემდეგ:

არასტაბილური სტენოკარდია ( გულის მდგომარეობა)

უეცარი სიკვდილი

სისხლის ნაკადის დროებითი შესუსტება თავის ტვინის ზოგიერთ ნაწილში.

უმრავლეს, მაგრამ არა ყველა მამაკაცში, რომელთაც განუვითარდათ გვერდითი მოვლენები აღენიშნებოდათ გულის პრობლემები მაქსონის მიღებამდე. შეუძლებელია განისაზღვროს პირდაპირ დაკავშირებული იყო თუ არა გვერდითი ეფექტები მაქსონის გამოყენებასთან .

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტების განვითარებისას აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შესაძლოა იყოს ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ინსტრუქციაში.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ სამედიცინო პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობების და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის გვერდითი რეაქციების მონიტორინგის დეპარტამენტში შეტყობინებით (მოქმედი მისამართი, ტელეფონის და ფაქსის ნომრები)

ელ.ფოსტა: [email protected]

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით შეგიძლიათ მეტი ინფორმაციის მიწოდება მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა სილდენაფილი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 25მგ, 50მგ ან 100მგ სილდენაფილს (სილდენაფილის ციტრატის სახით).

დამხმარე ნივთიერებებია:

ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი.

აპკიანი გარსი ოპადრი II 31F58914 თეთრი: ჰირპომელოზა 15cP, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 4000, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი.

მაქსონის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

მაქსონი 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის თეთრი, მრგვალი, ორმხირვამოზნექილი „25“ გრავირებით ერთ მხარეს.

მაქსონი 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის თეთრი, მრგვალი, ორმხირვამოზნექილი „50“ გრავირებით ერთ მხარეს.

მაქსონი 100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის თეთრი, კაფსულის ფორმის ორმხირვამოზნექილი „100“ გრავირებით ერთ მხარეს.

მაქსონი მოცემულია ბლისტერზე, რომელიც შეიცავს 1 ან 4 ტაბლეტს.

შესაძლებელია შეფუთვის ყველა ზომა არ იყოს გაყიდვაში.

ლიცენზიის მფლობელი

შპს ადამედი

პიენკოვი 149

05-152 ჩოსნოვი

შენახვის პირობები

შეინახეთ მაქსონი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

მაქსონი, 25 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

მაქსონი, 50 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

მაქსონი, 100 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

სილდენაფილი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, ვინაიდან იგი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ მოცემული ინსტრუქცია. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვებს. მათ შესაძლებელია ზიანი მიადგეთ, მიუხედავად იმისა, თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.

გვერდითი ეფექტების განვითარებისას, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს შეიძლება იყოს ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ინსტრუქციაში. იხ ნაწილი 4.

ინსტრუქციის შინაარსი:

რას შეიცავს მაქსონი და რისთვის გამოიყენება.

მაქსონის მიღებამდე.

მაქსონის მიღების წესი.

შესაძლო გვერდითი ეფექტები.

მაქსონის შენახვის პირობები.

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.

რა არის მაქსონი და რისთვის გამოიყენება

მაქსონი შეიცავს აქტიურ ნივთიერება სილდენაფილს, რომელიც მიეკუთვნება ფოსფოდიესთერაზა 5 ტიპის ინჰიბიტორების პრეპარტების ჯგუფს. იგი ადუნებს პენისის სისხლძარღვებს და ზრდის მასში სისხლის ნაკადს სექსუალური აგზნების დროს.

მაქსონი იწვევს ერექციას მხოლოდ მაშინ, როდესაც ხდება სექსუალური სტიმულაცია.

მაქსონი გამოიყენება ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ (იმპოტენცია) მოზრდილ მამაკაცებში. ერექციული დისფუნქცია არის ერექციის შენარჩუნების უნარი სექსუალური აქტის დროს.

მაქსონის მიღებამდე

დაუშებელია მაქსონის მიღება:

თუ ხართ ალეგიული სილდენაფილის ან პრეპარატის სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6)

თუ იღებთ ნიტრატულ პრეპარატებს (ნიტრატები), ვინაიდან ნიტრატებთან კომბინაციაში შესაძლებელია განვითარდეს არტერიული წნევის სახიფათო შემცირება. აცნობეთ ექიმს თუ იღებთ რომელიმე მოცემულ პრეპარატს, რომლებიც გამოიყენება სტენოკარდიის სიმპტომების მოსახსმელად („გულმკერდის ტკივილი“). აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული.

თუ იყენებთ აზოტის ოქსიდს დონორებს, როგორიცაა ამილნიტრიტი (ეგრეთწოდებული „პოპერი“), ვინაიდან მათმა კომბინაციამ სილდენაფილთან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის სახიფათო შემცირება;

გულის ან ღვიძლის მწვავე უკმარისობისას.

თუ ბოლო დროს გქონიათ ინსულტი ან გულის შეტევა, ან თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა

თუ გაქვთ ბადურის დეგენერაციული ცვლილებები, როგორიცაა პიგმენტური რეტინიტი

თუ როდესმე გქონიათ მხედველობის დაკარგვა, რომელიც ასოცირდება არაარტერიულ წინა იშემიურ ოპტიკურ ნეიროპათიასთან.

გარფთხილებები და სიფრთხილის ზომები

მაქსონის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას:

თუ გაქვთ ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია (სისხლის წითელი უჯრედების ანომალია), ლეიკემია (სისხლის უჯრედების კიბო), მრავლობითი მიელომა (ძვლის ტვინის კიბო)

თუ გაქვთ პენისის ანატომიური დეფორმაცია ან პეირონის დაავადება

თუ გაქვთ გულის პრობლემები. მსგავს შემთხვევაში ექიმმა უნდა შეაფასოს თუ გული საკმარისად ჯანმრთელია დამატებითი დატვირთვისთვის სექსუალური აქტის დროს

თუ გაქვთ კუჭის წყლული ან შედედების დარღვევა ( როგორიცაა ჰემოფილია)

თუ გაქვთ მხედველობის უეცარი დაკარგვის ან შემცირების გამოცდილება შეწყვიტეთ მაქსონის მიღება და დაუკავშირდით ექიმს.

არ გამოიყენოთ მაქსონი ერექციული დისფუნქციის სამკურანლო სხვა პერორალურ ან ადგილობრივ პრეპარატებთან ერთად.

არ გამოიყენოთ მაქსონი თუ არ გაქვთ ერექციული დისფუნქცია

მაქსონის გამოყენება დაუშვებელია ქალებში.

განსაკუთრებული მითითებები პაციენტებისთვის ღვიძლის ან თირკმლის პრობლემებით

აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები. ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოს მაქსონის დაბალი დოზის გამოწერა თქვენთვის.

ბავშვები და მოზარდები

არ გამოიყენოთ მაქსონი 18 წლამდე ასაკის პაციენტებში.

მაქსონი და სხვა პრეპარატები

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო დროს მიგიღიათ ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარტები.

მაქსონმა შესაძლოა იმოქმედოს სხვა პრეპარატებთან, განსაკუთრებით გულმკერდის არეში ტკივილის სამკურნალო პრეპარატებთან. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, რომ იღებთ მაქსონს. არ მიიღოთ მაქსონი სხვა პრეპარატებთან ერთად ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

არ მიიღოთ მაქსონი პრეპარატებთან ერთად, რომელთაც ეწოდებათ ნიტრატები, ვინაიდან ნიტრატების კომბინაციამ სილდენაფილთან შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის სახიფათო შემცირება. აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას თუ იღებთ სტენოკარდიის სამკურნალო პრეპარატებს (გულმკერდის არეში ტკივილი“).

არ მიიღოთ მაქსონი აზოტის ოქსიდის დონორ პრეპარატებთან ერთად (როგორიცაა ამილნიტრიტი) ვინაიდან, მათი კომბინაცია სილდენაფილთან იწვევს არტერიული წნევის სახიფათო დაწევას.

თუ იღებთ პროტეაზას ინჰიბიტორებს აივ სამკურნალოდ, ექიმმა შესაძლოა შეგიმიცროთ მაქსონის დოზა (25მგ)

ზოგიერთ პაციენტში ალფა-ბლოკერების მიღებისას, მაღალი არტერიული წნევის ან პროსტატის გადიდებისას, შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა, რაც შეიძლება იყოს დაბალი არტერიული წნევის სიმპტომი გამოწვეული არტერიული წნევის დაცემასთან მჯდომარე პოზიციაში ან ფეხზე უეცარი ადგომისას. მსგავსი სიმპტომები შეინიშნებოდა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღენდნენ სილდენაფილ ტევას ალფა-ბლოკერებთან ერთად. მათი განვითარება მოსალოდნელია მაქსონის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში. მსგავსი სიმპტომების განვითარების შესამცირებლად მიიღეთ ალფა-ბლოკერები რეგულარულად, ვიდრე დაიწყებთ მაქსონის მიღებას. შესაძლოა ექიმმა გადაწყვიტოს მაქსონის დაბალი დოზის დანიშვნა (25მგ) თქვენთვის.

მაქსონის მიღება საკვეთან და სასმელთან

მაქსონის მიღება შესაძლებელია საკვებთან ან საკვების გარეშე. თუმცა, მაქსონის მიღებისას ნოყიერ საკვებთან ერთად შესაძლებელია გახანგრძლივდეს განსაზღვრული ეფექტის მიღწევა.

ერექციის მიღწევა შესაძლებელია დაირღვეს ალკოჰოლის მიღებით. მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მისაღებად მაქსონის გამოყენებამდე არ მიიღოთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლი.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

მაქსონი არ ინიშნება ქალებში.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე

მაქსონს შეუძლია გამოიწვიოს თავრუსხვევა და მხედველობის პრობლემები. გაარკვიეთ რა რეაქცია გაქვთ მაქსონის მიღებისას ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვამდე.

მაქსონი შეიცავს ლაქტოზას

თუ აგეღნიშნებათ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, აცნობეთ ექიმს მოცემული პრეპარატის მიღებამდე.

მაქსონის მიღების წესი

ყოველთვის გამოიყენეთ მაქსონი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის მიხედვით. გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ არ ხართ დარწმუნებული. რეკომენდებული საწყისი დოზაა 50მგ.

არ მიიღოთ მაქსონი დღეში ერთჯერზე მეტად.

არ მიიღოთ მაქსონის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ვიაგრას პირში ხსნად ტაბლეტებთან ერთად.

მაქსონის მიღება უნდა მოხდეს ერთი საათით ადრე სექსუალურ აქტივობამდე. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით.

თუ თვლით, რომ მაქსონის ეფექტი ძალიან სუსტია ან ძლიან ძლიერია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მაქსონი დაგეხმარებათ ერექციის მიღწევაში მხოლოდ სექსუალური სტიმულაციის დროს. მაქსონის ეფექტის დადგომამდე მისაღწევი დრო განსხვავდება პაციენტებს შორის, როგორც წესი 30-60 წუთის შუალედში. შესაძლებელია დრო გახანგრძლივდეს ნოყიერ საკვებთან ერთად მიღებისას.

აცნობეთ ექიმს თუ ადგილი არ ექნება ერექციას მაქსონის მიღების შემდეგ ან თუ ერექცია არ გრძელდება საკმარისი დროით.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი დოზა ვიდრე საჭირო იყო

შესაძლებელია განვითარდეს გვერდითი ეფექტები უფრო ხშირად, ან უფრო მწვავედ.

100მგ-ზე მეტი დოზით მაქსონის მიღება არ ზრდის პრეპარტის ეფექტურობას.

არ მიიღოთ იმაზე მეტი დოზა ვიდრე ექიმმა დაგინიშნათ.

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ საჭიროზე მეტ დოზას.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. გვერდითი მოვლენები რომელთა შეტყობინებაც მოხდა მაქსონის გამოყენებასთან ასოციაციაში არის მსუბუქი და ზომიერი სიმწვავის და ხანმოკლე მოქმედების.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთვევაში შეწყვიტეთ მაქსონის მიღებადა და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

ალერგიული რეაქციები (იშვიათი)

სიმპტომები: უეცარი ხიხინი, სუნთქვის გართულება და თავბრუსხვევა, შეშუპებული ქუთუთოები, სახე, პირი ან ყელი.

გულმკერდის ტკივილი (არახშირი)

თუ განიცდით გულმკერდში არეში ტკივილს, სექსუალური კავშირის დროს ან შემდეგ:

მიიღეთ ნახევრადმჯდომარე პოზა და მოდუნდით

არ მიიღოთ ნიტრატები გულმკერდის ტკივილის შესამსუბუქებლად.

გახანგრძლივებული ან ზოგჯერ მტკივნეული ერექცია (უცნობი სიხშირის). თუ ერექცია გრძელდება 4 საათის მანძილზე, მიმართეთ ექიმს.

მხედველობის უეცარი დაკარგვა ან დაქვეითება (უცნობი სიხშირის)

კანის სერიოზული რეაქციები (უცნობი სიხშირის)

სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: კანის ძლიერ აქერცვლას და შეშუპებას, დაწყლულებას პირში, გენიტალიებში და თვალების გარშემო, ცხელებას.

ეპილეფსიური შეტევა ან კრუნჩხვა (უცნობი სიხშირის)

სხვა სახის გვერდითი ეფექტები

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1- ზე მეტ პაციენტში):

თავის ტკივილი

ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში)

სახის გაწითლება

მოუნელებლობა

მხედველობის დარღვევა (საგნების შეფერადებულად დანახვა, სინათლის მიმართ მგრძნობელობა, მხედველობის ბუნდოვანება ან სიმკვეთრის შემცირება)

გაჭედილი ცხვირი

თავბრუსხვევა

არახშირი ( შეიძლება განვითარდეს 100 პაციენტიდან 1-ში):

ღებინება

კანზე გამონაყარი

თვალში სისხლჩაქცევა

თვალის გაღიზიანება

ჰიპერემიული თვალები

თვალის ტკივილი

მხედველობის გაორება

თვალში უჩვეულო შეგრძნება

გულისცემის გახშირება

მკვეთრი გულისცემა

კუნთების ტკივილი

ძილიანობა

შეხების მგრძნობელობის დაქვეითება

თავრუსხვევა

ყურებში ხმაური

გულისრევა

პირის სიმშრალე

სისხლდენა პენისიდან

სისხლიანი სპერმა (შარდი)

გულმკერდის ტკივილი

დაღლილობის შეგრძნება

იშვიათი (შესაძლებელია განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში)

არტერიული წნევის მომატება

არტერიული წნევის შემიცრება, გულისწასვლა

ინფარქტი

გულის შეტევა

არარეგულარული გულისცემა

ცხვირიდან სისხლდენა

სმენის უეცარი შემცირება ან დაკარგვა

უცნობია სიხშირე (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით): სხვა გვერდითი ეფექტები, რომელთა შეტყობინებაც მოხდა პროდუქტის ბაზარზე განთავსების შემდეგ:

არასტაბილური სტენოკარდია ( გულის მდგომარეობა)

უეცარი სიკვდილი

სისხლის ნაკადის დროებითი შესუსტება თავის ტვინის ზოგიერთ ნაწილში.

უმრავლეს, მაგრამ არა ყველა მამაკაცში, რომელთაც განუვითარდათ გვერდითი მოვლენები აღენიშნებოდათ გულის პრობლემები მაქსონის მიღებამდე. შეუძლებელია განისაზღვროს პირდაპირ დაკავშირებული იყო თუ არა გვერდითი ეფექტები მაქსონის გამოყენებასთან .

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტების განვითარებისას აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შესაძლოა იყოს ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ინსტრუქციაში.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ სამედიცინო პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობების და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის გვერდითი რეაქციების მონიტორინგის დეპარტამენტში შეტყობინებით (მოქმედი მისამართი, ტელეფონის და ფაქსის ნომრები)

ელ.ფოსტა: [email protected]

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით შეგიძლიათ მეტი ინფორმაციის მიწოდება მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

მაქსონის შენახვის პირობები

შეინახეთ მაქსონი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გამოიყენოთ მაქსონი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და შეფუთვაზე EXP-ს შემდეგ: ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში ან ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა მოხდეს გამოუსადეგარი პრეპარატების განადგურება. მოცემული ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს მაქსონი

აქტიური ნივთიერებაა სილდენაფილი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 25მგ, 50მგ ან 100მგ სილდენაფილს (სილდენაფილის ციტრატის სახით).

დამხმარე ნივთიერებებია:

ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი.

აპკიანი გარსი ოპადრი II 31F58914 თეთრი: ჰირპომელოზა 15cP, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 4000, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი.

მაქსონის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

მაქსონი 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის თეთრი, მრგვალი, ორმხირვამოზნექილი „25“ გრავირებით ერთ მხარეს.

მაქსონი 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის თეთრი, მრგვალი, ორმხირვამოზნექილი „50“ გრავირებით ერთ მხარეს.

მაქსონი 100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის თეთრი, კაფსულის ფორმის ორმხირვამოზნექილი „100“ გრავირებით ერთ მხარეს.

მაქსონი მოცემულია ბლისტერზე, რომელიც შეიცავს 1 ან 4 ტაბლეტს.

შესაძლებელია შეფუთვის ყველა ზომა არ იყოს გაყიდვაში.

ლიცენზიის მფლობელი

შპს ადამედი

პიენკოვი 149

05-152 ჩოსნოვი

მწარმოებელი

პაბიანიცეს ფარმაცევტული ქარხანა პოლფა ს.ს.

მარშ. ჯ. პილსუდსკის ქ. 5

95-200, პაბიანიცე

მოცემული ინსტრუქცია ბოლოს დამტკიცდა 2015 წლის 3 ივლისს

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა