პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის

მაქსიბიოტიკი

MaxiBiotic

ურეცეპტოდ(5მგ + 5000სე + 400სე)/გინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

მაქსიბიოტიკი არის მალამო ადგილობრივი გარეგანი გამოყენებისათვის კანზე. პრეპარატის აქტიური ნივთიერებებია სამი ანტიბიოტიკი, რომლებსაც აქვთ ანტიბაქტერიული მოქმედება. მოქმედებენ კანის უმეტესი ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებზე. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(5მგ + 5000სე + 400სე)/გ 15გ გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
EMO-FARM Sp. z o.o, პოლონეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, სხვა ანტიბიოტიკები ადგილობრივი გამოყენებისათვის
ATC კოდი
D06AX
რეგისტრაციის ნომერი
რ-043003
რეგისტრირებულია
21 მარტი 2025, მოქმედებს 4 ივლისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Bausch Pharma Kazakhstan LLP (ყაზახეთი)
განმცხადებელი
შპს „გეა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამაქსიბიოტიკი და სხვა წამალი ერთად

მაქსიბიოტიკი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მაქსიბიოტიკი არის მალამო ადგილობრივი გარეგანი გამოყენებისათვის კანზე. პრეპარატის აქტიური ნივთიერებებია სამი ანტიბიოტიკი, რომლებსაც აქვთ ანტიბაქტერიული მოქმედება. მოქმედებენ კანის უმეტესი ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებზე.

გამოყენების ჩვენება

მაქსიბიოტიკი გამოიყენება მცირე ზომის ჭრილობების (დაჟეჟილობა, ნაკაწრი, ნაკბენი), დამწვრობის და კანის დაზიანების დროს.

OTC-პრეპარატი გაიცემა რეცეპტის გარეშე.

  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ მაქსიბიოტიკის გამოყენებამდე.

მიღების წესი და დოზირება

ეს სამკურნალო საშუალება გამოიყენება მოცემული ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად. ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად კანზე წასასმელად.

ტუბის კოლოფიდან ამოღების შემდეგ საჭიროა მისი თავსახურის მოხსნა, ტუბის ალუმინის დამცავის გახვრეტა თავსახურის მეორე მხარეზე არსებული საჩხვლეტურით და ტუბზე დაჭერით მალამოს საჭირო რაოდენობის გამოყოფა.

უნდა მოხდეს დაზიანებული კანის გასუფთავება და მცირე რაოდენობის მალამოს წასმა. მაქსიბიოტიკი კანის დაზიანებულ ზედაპირზე დაიტანება დღეში 2-5-ჯერ. სამკურნალო საშუალების წასმის შემდეგ შესაძლებელია კანის ზედაპირის ღიად დატოვება ან საფენით შეხვევა.

არ გამოიყენება 7 დღეზე მეტი პერიოდით.

მკურნალობის დასრულების შემდეგი მაქსიბიოტიკი არ გამოიყენება ხელახლა, 3 თვის განმავლობაში.

მაქსიბიოტიკის რეკომენდებულზე ჭარბი დოზით გამოყენება

სამკურნალო საშუალების ლორწოვან გარსზე და/ან კანის ფართო უბანზე (განსაკუთრებით კი დაზიანებულ კანზე) წასმის შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს არასასურველი ეფექტები მთელი ორგანიზმის მხრიდან. პირველ რიგში ეს ინფორმაცია გასათვალისწინებელია თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პირებისათვის. შესაძლებელია განვითარდეს თირკმელების დაზიანების, სმენის დაქვეითების ან ნერვულ სისტემაზე ტოქსიკური ზემოქმედების სიმპტომები. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მაქსიბიოტიკის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

მაქსიბიოტიკის დოზის გამოტოვება

გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით დაუშვებელია ორმაგი დოზის გამოყენება.

ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ეჭვის არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

უკუჩვენებები

  • თუ პაციენტს აქვს ალერგია ნეომიცინის სულფატზე, პოლიმიქსინი B სულფატზე, თუთიის ბაციტრაცინის ან მალამოს შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ნივთიერების მიმართ (დაწვრილებითი ინფ. იხ. პუნქტში 6);
  • თუ პაციენტს აქვს სმენის დაქვეითება (სამკურნალო საშუალების გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია მდგომარეობის გაუარესება);
  • ღრმა და ნაჩხვლეტი ჭრილობა, მძიმე დამწვრობა ან კანის ფართო უბნის დაზიანება, ასევე კანის მტკივნეული სველი ჭრილობა რადგანაც ამ დროს იზრდება აქტიური ნივთიერებების სისხლში შეღწევის საშიშროება, სადაც მათი ზემოქმედების შედეგად შესაძლებელია განვითარდეს ორგანიზმისთვის არასასურველი ეფექტები (მავნე ზემოქმედება სმენაზე, თირკმელებზე);
  • არ გამოიყენება თვალებზე წასასმელად;
  • არ გამოიყენება 12 წლამდე ბავშვთა ასაკში.

სიფრთხილის ზომები

მაქსიბიოტიკის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან მედპერსონალთან მიმართვა.

მაქსიბიოტიკის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს პრეპარატის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმების, მათ შორის სოკოების ჭარბი ზრდა.

ამინოგლიკოზიდების ან პოლიმიქსინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ ალერგიის მქონე პაციენტებში შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები ამ სამკურნალო საშუალებაზეც. ძლიერი ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

არასასურველი რექციების გამოვლენისას, განსაკუთრებით კი სამკურნალო საშუალების წასმის ადგილის გაღიზიანების შემთხვევაში, ან უკეთესობის არ არსებობისას საჭიროა მაქსიბიოტიკის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

სამკურნალო საშუალების კანის დიდ ფართობზე წასმამ შესაძლებელია გამოიწვიოს სმენის დაქვეითება, თირკმელების დაზიანება და ტოქსიკური ზემოქმედება ნერვულ სისტემაზე.

თირკმლის უკმარისობის ან სმენის დარღვევების მქონე პაციენტებში გამოყენება

პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება თირკმელების ფუნქციის დარღვევის და დაქვეითებული სმენის მქონე პირებში, რადგანაც პაციენტთა ამ ჯგუფში იზრდება თირკმელებზე და სმენაზე პრეპარატის მავნე ზემოქმედების საშიშროება.

ბავშვები და მოზარდები

არ გამოიყენება ბავშვებში და 12 წლამდე მოზარდებში.

მაქსიბიოტიკი და სხვა სამკურნალო საშუალებები

საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება, თუ პაციენტი იღებს ან ადრე იღებდა, ასევე თუ აპირებს მიიღოს სხვა სამკურნალო საშუალებები.

კანის დიდ ზედაპირზე ან კანის დაზიანებულ უბანზე მალამოს წასმის შემდეგ აქტიური ნივთიერებების აბსორბციამ შესაძლებელია გამოიწვიოს პრეპარატის და სხვა, ერთდროულად მიღებული სამკურნალო საშუალებების ურთიერთზემოქმედება.

მაქსიბიოტიკის და პერორალურად მისაღები ნეომიცინის ერთდროული გამოყენებისას იზრდება ალერგიული რეაქციების გამოვლენის საშიშროება.

სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც იწვევენ თირკმელების ფუნქციის ან სმენის დაქვეითებას, მაგალითად, ძლიერი შარდმდენი საშუალებები (მაგალითად, ფუროსემიდი, ეტაკრინის მჟავა). ერთდროული გამოყენების შემთხვევაში ეს სამკურნალო საშუალებები ზრდიან ამინოგლიკოზიდების ჯგუფის პრეპარატების კონცენტრაციას სისხლში, რაც ზრდის სმენის დარღვევის საშიშროებას, სიყრუის ჩათვლით, რაც შესაძლებელია განვითარდეს სამკურნალო საშუალების მოხსნის შემდეგ.

ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების ან სხვა ისეთი სამკურნალო საშუალებების შიგნით ან ადგილობრივი გამოყენებისას, რომლებიც შესაძლებელია უარყოფითად მოქმედებდნენ თირკმელებზე ან ნერვულ სისტემაზე, შესაძლებელია გააძლიერონ ერთმანეთის არასასურველი მოქმედება.

გამოყენება ხანდაზმული ასაკის პირებში

განსაკუთრებული მოთხოვნები, რომლებიც ეხება ხანდაზმული ასაკის პირებში პრეპარატის გამოყენებას, არ არის.

თუმცა უნდა გვახსოვდეს თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის გამოყენებული მაქსიმალური დოზის შემცირების აუცილებლობის შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ვრცელ უბნებზე ან კანის დაზიანებულ უბნებზე მალამოს წასმის შემთხვევაში მოქმედი ნივთიერებების შეწოვამ შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან, მათთან კომბინირებული გამოყენების დროს. შინაგანად მისაღები ნეომიცინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების რისკის გაზრდა. არ გამოიყენოთ პრეპარატი მაქსიბიოტიკი ერთდროულად ისეთ სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებსაც გააჩნიათ ნეფროტოქსიული ან ოტოტოქსიური მოქმედება, როგოროცაა ძლიერი დიურეზულები (მაგალითად, ფუროსემიდი, ეტაკრინის მჟავა). ამინოგლიკოზიდებთან ერთდროული მიღება ზრდის სისხლში პრეპარატების კონცენტრაციას, რაც იწვევს სმენის დაქვეითების ან სიყრუის რისკის ზრდას, რომლებიც შეიძლება განვითარდეს სამკურნალო პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგაც კი. პერორალური ან ადგლობრივი ამინიგლიკოზიდური ანტიბიოტიკების ან ნეფროტოქსიური ან ოტოტოქსიური პოტენციალის მქონე სხვა სამკურნალო პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი არასასურველი სიმპტომები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში, ასევე თუ არსებობს ორსულობაზე ეჭვი ან ორსულობის დაგეგმის დროს პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არის, შესაბამისად პრეპარატი ამ პერიოდში არ გამოიყენება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მანქანების მართვის უნარი

სამკურნალო საშუალება მაქსიბიოტიკის გამოყენების პერიოდში რაიმე სახის ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მანქანების მართვის უნარზე არ გამოვლენილა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში.

რეაქციების წარმოშობის სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით.

ინფექციები და ინვაზიები

ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია არამგრძნობიარე ბაქტერიების ან სოკოების შტამებით.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

ჰიპერმგრძნობელობის ადგილობრივი სიმპტომები (ქავილი, გამონაყარი, სიწითლე, შეშუპება და გაღიზიანების სხვა სიმპტომები).

დარღვევები სმენის ორგანოსა და ლაბირინთის მხრივ:

სმენის დაქვეითება.

დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ:

თირკმელების დაზიანება

ნებისმიერი არასასურველი რეაქციების გამოვლენისას ან ისეთი არასასურველი რეაქციების განვითარებისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან მედპერსონალთან მიმართვა.

არასასურველი ეფექტების შეტყობინება:

ნებისმიერი არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ნებისმიერი ისეთის, რომელიც არ არის ნახსენები ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან მედპერსონალთან მიმართვა. არასასურველი მოქმედების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელს გახდის პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უფრო მეტი მონაცემის შეგროვებას.

ჭარბი დოზა

შეტყობინებები დოზის გადაჭარბების შემთხვევევზე არ შემოსულა.

პრეპარატის ლორწვან გარსზე ან კანის ვრცელ უბნებზე (განსაკუთრებით დაზიანებულებზე) წასმის შემდეგ შეიძლება განვითარედეს ნემიცინის, პოლიმიქსინ B-ს და ბაციტრაცინის ზოგადი ტოქსიკური რეაქციები (იხ. პუნქტი 4.4). განსაკუთრებით ეს ეხება თირკმელების დაავადების მქონე პაციენტებს. შესაძლოა წარმოიქმნას ნეფრო-, ოტო- და ნეიროტოქსიური სიმპტომები, სიყრუის ჩათვლით.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

  • 1 ფარმაკოდინამიური თვისებები

შემადგენლობა

მალამოს 1 გ შეიცავს 5 მგ ნეომიცინის სულფატს (Neomycini sulfas), პოლიმიქსინ B-ს სულფატის 5000 სე (Polymyxini B sulfas) და თუთიის ბაციტრაციის 400 სე-ს (Bacitracinum zincum).

დამხმარე ნივთიერებების სრული სია მოყვანილია პუნქტში 6.1.

სამკურნალო ფორმა

მალამო

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა: 4 წელი.

ინახება ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენება ყუთზე და ტუბზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ შეიძლება სამკურნალო საშუალების გადაყრა გამდინარე წყლებში და საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. გამოუყენებელი სამკურნალო საშუალების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობენ გარემო პირობების დაცვას.

  • დამატებითი ინფორმაცია და შეფუთვის შემადგენლობა

მაქსიბიოტიკის შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერებები: ნეომიცინის სულფატი, პოლიმიქსინი B სულფატი, თუთიის ბაციტრაცინი. მალამოს 1 გ შეიცავს 5 მგ ნეომიცინის სულფატს, 5000 სე პოლიმიქსინი B სულფატს და 400 სე თუთიის ბაციტრაცინს.
  • დამხმარე ნივთიერება არის თეთრი ვაზელინი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მაქსიბიოტიკის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

მაქსიბიოტიკი არის მალამო.

გლუვი, ერთგვაროვანი მალამო ღია-ყვითელი ფერის.

ალუმინის ტუბი, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

5 გ და 15 გ მალამო.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ადგილობრივი გამოყენების ანტიბიოტიკები, ათქ კოდი : D06AX

სამკურნალო პრეპარატი შეიცავს სამ ანტიბიოტიკს: ნეომიცინს, პოლიმიქსინ B-ს და ბაციტრაცინს, რომლებიც ახდენენ ურთირთშემავსებელ ანტიბაქტერიულ მოქმედებას კანის ინფექციების უმეტესი ნაწილის გამომწვევ პათოლოგიურ მიკრიორგანიზმებზე.

მოქმედების მექანიზმი ნეომიცინი წარმოადგენს ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკს. ის ავლენს ბაქტერიციდულ მოქმედებას, უპირატესად გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. მოქმედების მექანიზმი უმეტესწილად წარმოადგენს ცილის სინთეზის ინჰიბირებას მიკრობული რიბოსომის 30S-სუბერთეულთან შეკავშირების გზით. In vitro ნეომიცინი ავლენს ზემოქმედებას შემდეგ ბაქტერიებზე: Staphylococcus aureus, Streptococcus pneumoniae, Enterococcu faecalis, Microbacterium tuberculosis, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Haemophilus influenzae, Escherichia coli, Klebsiella spp., Enterobacter spp, Proteus mirabilis, Proteus indolododanti, Salmonella spp., Shigella spp., Pseudomonas aeruginosa.

პოლიმიქსინი B არის პოლიპეპტიდური ანტიბიოტიკი. ის წარმოადგენს ტუტე პოლიპეპტიდს ზედაპირულ-აქტიური თვისებებით, რომელიც უკავშირდება ბაქტერიების ციტოპლაზმურ მემბრანაში ფოსფოლიპიდების ანიონურ ვეზიკულებს. მისი მოქმედება არღვევს მემბრანების სტრუქტურას, ზრდის მათ გამტარუნარიანობას და იწვევს ბაქტერიული უჯრედის უჯრედშიდა კომპონენტების გადინებას. პოლიმიქსინი B ზემოქმედებას ახდენს უმეტესწილად გრამუარყოფით ბაქტერიებზე.

პოლიმიქსინი B in vitro ავლენს ზემოქმედებას შემდეგ ბაქტერიებზე: Escherichia coli, Enterobacter spp, Klebsiella spp., Pseudomonas aeruginosa, Haemophilus influenzae, Bordetella pertussis, Salmonella spp., Shigella spp., Acinetobacter spp., Legionella pneumophila.

ბაციტრაცინი ასევე წარმოადგენს პოლიპეპტიდურ ანტიბიოტიკს. ის აზიანებს უმეტესწილად გრამდადებით ბაქტერიებს.ბაციტრაცინის მოქმედების მექანიზმი გამოიხატება ბაქტერიული უჯრედის სინთეზის ინჰიბირებასა და დაზიანებაში. ბაციტრაცინი in vitro ავლენს ზემოქმედებას შემდეგ ბაქტერიებზე:

გრამდადებითი ბაქტერიები: სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, Clostridium species (spp.), Corynebacterium spp;

გრამუარყოფითები: Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Fusobacterium, Haemophilus influenza.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა ბაციტრაცინი და პოლიმიქსინი B არ შეიწოვება დაუზიანებელი ან დაზიანებული კანის საფარიდან ადგილობრივი გამოყენების დროს. ნეომიცინი არ შეიწოვება დაუზიანებელი კანიდან. ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ის იოლად იწოვება დაზიანებული კანიდან.

ბიოტრანსფორმაცია შეწოვილი ნეომიცინი არ მეტაბოლიზდება.

გამოყოფა. ნეომიცინი სწრაფად გამოიყოფა თირკმელებით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია:

ინფორმაცია პაციენტისთვის

მაქსიბიოტიკი

MAXIBIOTIC

(5 მგ+5000სე+400სე)/გ მალამო

(ნეომიცინის სულფატი + პოლიმიქსინი B სულფატი+თუთიის ბაციტრაცინი)

სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგანაც ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.

სამკურნალო საშუალება ყოველთვის უნდა გამოყენებულ იქნას ამ ინსტრუქციაში მითითებული ინფორმაციის, ექიმის, ფარმაცევტის ან მედ-პერსონალის რეკომენდაციის შესაბამისად.

საჭიროა ამ ინსტრუქციის შენახვა, რადგანაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს მისი ხელახლა წაკითხვა;

რჩევის ან დამატებითი კითხვების შემთხვევაში საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა;

თუ პაციენტს გამოუვლინდა არასასურველი რეაქციები, მათ შორის ნებისმიერი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმს, ფარმაცევტს ან მედ-პერსონალს მიმართოთ.

თუ მკურნალობის დაწყებიდან 7 დღის განმავლობაში არ ხდება მდგომარეობის გაუმჯობესება ან მდგომარეობა უარესდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

გამოყენების ინსტრუქციის შინაარსი:

  • რას წარმოადგენს მაქსიბიოტიკი და რისთვის გამოიყენება.
  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ მაქსიბიოტიკის გამოყენებამდე.
  • მაქსიბიოტიკის გამოყენების წესი.
  • მოსალოდნელი არასასურველი რეაქციები
  • მაქსიბიოტიკის შენახვის წესი.
  • დამატებითი ინფორმაცია და შეფუთვის შემადგენლობა.
  • რას წარმოადგენს მაქსიბიოტიკი და რისთვის გამოიყენება

მაქსიბიოტიკი არის მალამო ადგილობრივი გარეგანი გამოყენებისათვის კანზე. პრეპარატის აქტიური ნივთიერებებია სამი ანტიბიოტიკი, რომლებსაც აქვთ ანტიბაქტერიული მოქმედება. მოქმედებენ კანის უმეტესი ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებზე.

გამოყენების ჩვენება

მაქსიბიოტიკი გამოიყენება მცირე ზომის ჭრილობების (დაჟეჟილობა, ნაკაწრი, ნაკბენი), დამწვრობის და კანის დაზიანების დროს.

OTC-პრეპარატი გაიცემა რეცეპტის გარეშე.

  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ მაქსიბიოტიკის გამოყენებამდე.

მაქსიბიოტიკი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ პაციენტს აქვს ალერგია ნეომიცინის სულფატზე, პოლიმიქსინი B სულფატზე, თუთიის ბაციტრაცინის ან მალამოს შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ნივთიერების მიმართ (დაწვრილებითი ინფ. იხ. პუნქტში 6);
  • თუ პაციენტს აქვს სმენის დაქვეითება (სამკურნალო საშუალების გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია მდგომარეობის გაუარესება);
  • ღრმა და ნაჩხვლეტი ჭრილობა, მძიმე დამწვრობა ან კანის ფართო უბნის დაზიანება, ასევე კანის მტკივნეული სველი ჭრილობა რადგანაც ამ დროს იზრდება აქტიური ნივთიერებების სისხლში შეღწევის საშიშროება, სადაც მათი ზემოქმედების შედეგად შესაძლებელია განვითარდეს ორგანიზმისთვის არასასურველი ეფექტები (მავნე ზემოქმედება სმენაზე, თირკმელებზე);
  • არ გამოიყენება თვალებზე წასასმელად;
  • არ გამოიყენება 12 წლამდე ბავშვთა ასაკში.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

მაქსიბიოტიკის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან მედპერსონალთან მიმართვა.

მაქსიბიოტიკის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს პრეპარატის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმების, მათ შორის სოკოების ჭარბი ზრდა.

ამინოგლიკოზიდების ან პოლიმიქსინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ ალერგიის მქონე პაციენტებში შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები ამ სამკურნალო საშუალებაზეც. ძლიერი ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

არასასურველი რექციების გამოვლენისას, განსაკუთრებით კი სამკურნალო საშუალების წასმის ადგილის გაღიზიანების შემთხვევაში, ან უკეთესობის არ არსებობისას საჭიროა მაქსიბიოტიკის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

სამკურნალო საშუალების კანის დიდ ფართობზე წასმამ შესაძლებელია გამოიწვიოს სმენის დაქვეითება, თირკმელების დაზიანება და ტოქსიკური ზემოქმედება ნერვულ სისტემაზე.

თირკმლის უკმარისობის ან სმენის დარღვევების მქონე პაციენტებში გამოყენება

პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება თირკმელების ფუნქციის დარღვევის და დაქვეითებული სმენის მქონე პირებში, რადგანაც პაციენტთა ამ ჯგუფში იზრდება თირკმელებზე და სმენაზე პრეპარატის მავნე ზემოქმედების საშიშროება.

ბავშვები და მოზარდები

არ გამოიყენება ბავშვებში და 12 წლამდე მოზარდებში.

მაქსიბიოტიკი და სხვა სამკურნალო საშუალებები

საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება, თუ პაციენტი იღებს ან ადრე იღებდა, ასევე თუ აპირებს მიიღოს სხვა სამკურნალო საშუალებები.

კანის დიდ ზედაპირზე ან კანის დაზიანებულ უბანზე მალამოს წასმის შემდეგ აქტიური ნივთიერებების აბსორბციამ შესაძლებელია გამოიწვიოს პრეპარატის და სხვა, ერთდროულად მიღებული სამკურნალო საშუალებების ურთიერთზემოქმედება.

მაქსიბიოტიკის და პერორალურად მისაღები ნეომიცინის ერთდროული გამოყენებისას იზრდება ალერგიული რეაქციების გამოვლენის საშიშროება.

სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც იწვევენ თირკმელების ფუნქციის ან სმენის დაქვეითებას, მაგალითად, ძლიერი შარდმდენი საშუალებები (მაგალითად, ფუროსემიდი, ეტაკრინის მჟავა). ერთდროული გამოყენების შემთხვევაში ეს სამკურნალო საშუალებები ზრდიან ამინოგლიკოზიდების ჯგუფის პრეპარატების კონცენტრაციას სისხლში, რაც ზრდის სმენის დარღვევის საშიშროებას, სიყრუის ჩათვლით, რაც შესაძლებელია განვითარდეს სამკურნალო საშუალების მოხსნის შემდეგ.

ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების ან სხვა ისეთი სამკურნალო საშუალებების შიგნით ან ადგილობრივი გამოყენებისას, რომლებიც შესაძლებელია უარყოფითად მოქმედებდნენ თირკმელებზე ან ნერვულ სისტემაზე, შესაძლებელია გააძლიერონ ერთმანეთის არასასურველი მოქმედება.

გამოყენება ხანდაზმული ასაკის პირებში

განსაკუთრებული მოთხოვნები, რომლებიც ეხება ხანდაზმული ასაკის პირებში პრეპარატის გამოყენებას, არ არის.

თუმცა უნდა გვახსოვდეს თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის გამოყენებული მაქსიმალური დოზის შემცირების აუცილებლობის შესახებ.

ორსულობა, ბუნებრივი კვება და ზემოქმედება რეპროდუქციაზე

ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში, ასევე თუ არსებობს ორსულობაზე ეჭვი ან ორსულობის დაგეგმის დროს პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არის, შესაბამისად პრეპარატი ამ პერიოდში არ გამოიყენება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მანქანების მართვის უნარი

სამკურნალო საშუალება მაქსიბიოტიკის გამოყენების პერიოდში რაიმე სახის ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მანქანების მართვის უნარზე არ გამოვლენილა.

  • მაქსიბიოტიკის გამოყენების წესი

ეს სამკურნალო საშუალება გამოიყენება მოცემული ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად. ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად კანზე წასასმელად.

ტუბის კოლოფიდან ამოღების შემდეგ საჭიროა მისი თავსახურის მოხსნა, ტუბის ალუმინის დამცავის გახვრეტა თავსახურის მეორე მხარეზე არსებული საჩხვლეტურით და ტუბზე დაჭერით მალამოს საჭირო რაოდენობის გამოყოფა.

უნდა მოხდეს დაზიანებული კანის გასუფთავება და მცირე რაოდენობის მალამოს წასმა. მაქსიბიოტიკი კანის დაზიანებულ ზედაპირზე დაიტანება დღეში 2-5-ჯერ. სამკურნალო საშუალების წასმის შემდეგ შესაძლებელია კანის ზედაპირის ღიად დატოვება ან საფენით შეხვევა.

არ გამოიყენება 7 დღეზე მეტი პერიოდით.

მკურნალობის დასრულების შემდეგი მაქსიბიოტიკი არ გამოიყენება ხელახლა, 3 თვის განმავლობაში.

მაქსიბიოტიკის რეკომენდებულზე ჭარბი დოზით გამოყენება

სამკურნალო საშუალების ლორწოვან გარსზე და/ან კანის ფართო უბანზე (განსაკუთრებით კი დაზიანებულ კანზე) წასმის შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს არასასურველი ეფექტები მთელი ორგანიზმის მხრიდან. პირველ რიგში ეს ინფორმაცია გასათვალისწინებელია თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პირებისათვის. შესაძლებელია განვითარდეს თირკმელების დაზიანების, სმენის დაქვეითების ან ნერვულ სისტემაზე ტოქსიკური ზემოქმედების სიმპტომები. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მაქსიბიოტიკის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

მაქსიბიოტიკის დოზის გამოტოვება

გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით დაუშვებელია ორმაგი დოზის გამოყენება.

ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ეჭვის არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

  • მოსალოდნელი არასასურველი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში.

რეაქციების წარმოშობის სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით.

ინფექციები და ინვაზიები

ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია არამგრძნობიარე ბაქტერიების ან სოკოების შტამებით.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

ჰიპერმგრძნობელობის ადგილობრივი სიმპტომები (ქავილი, გამონაყარი, სიწითლე, შეშუპება და გაღიზიანების სხვა სიმპტომები).

დარღვევები სმენის ორგანოსა და ლაბირინთის მხრივ:

სმენის დაქვეითება.

დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ:

თირკმელების დაზიანება

ნებისმიერი არასასურველი რეაქციების გამოვლენისას ან ისეთი არასასურველი რეაქციების განვითარებისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან მედპერსონალთან მიმართვა.

არასასურველი ეფექტების შეტყობინება:

ნებისმიერი არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ნებისმიერი ისეთის, რომელიც არ არის ნახსენები ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან მედპერსონალთან მიმართვა. არასასურველი მოქმედების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელს გახდის პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უფრო მეტი მონაცემის შეგროვებას.

  • მაქსიბიოტიკის შენახვის წესი

ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა: 4 წელი.

ინახება ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენება ყუთზე და ტუბზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ შეიძლება სამკურნალო საშუალების გადაყრა გამდინარე წყლებში და საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. გამოუყენებელი სამკურნალო საშუალების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობენ გარემო პირობების დაცვას.

  • დამატებითი ინფორმაცია და შეფუთვის შემადგენლობა

მაქსიბიოტიკის შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერებები: ნეომიცინის სულფატი, პოლიმიქსინი B სულფატი, თუთიის ბაციტრაცინი. მალამოს 1 გ შეიცავს 5 მგ ნეომიცინის სულფატს, 5000 სე პოლიმიქსინი B სულფატს და 400 სე თუთიის ბაციტრაცინს.
  • დამხმარე ნივთიერება არის თეთრი ვაზელინი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მაქსიბიოტიკის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

მაქსიბიოტიკი არის მალამო.

გლუვი, ერთგვაროვანი მალამო ღია-ყვითელი ფერის.

ალუმინის ტუბი, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

5 გ და 15 გ მალამო.

მწარმოებელი

შპს ემო-ფარმი

ლუდზკას ქ. 52

95-054 კსავერუვი,

პოლონეთი

[email protected]

ტელ.: +48/42/212 80 85

მომხმარებელთა პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია:

ბაუშ ჰელს ირლანდია ლიმიტედ

3013 ლეიკ დრაივი, სითივესთ ბიზნეს კამპუს, დუბლინი 24, ირლანდია D24 PPT3

email: quality. [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა