ორგანოს მწვავე მოცილების პროფილაქტიკა პაციენტებში თირკმლის, გულის და ღვიძლის ალოგენური ტრანსპლანტაციის შემდგომ; ეს წამალი ციკლოსპორინთან და კორტიკოსტეროიდებთან ერთად უნდა მიეცეს პაციენტებს თირკმლის, გულისა ან ღვიძლის გადანერგვისას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მიკოფენოლატი (mycophenolate)
- ფორმა და შეფუთვა
- 250მგ კაფსულა №100
- მწარმოებელი
- Chong Kun Dang Pharmaceutical Corp., კორეა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- იმუნოსუპრესანტები, სელექციური იმუნოსუპრესანტები
- ATC კოდი
- L04AA06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044529
- რეგისტრირებულია
- 18 დეკემბერი 2025, მოქმედებს 18 დეკემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ანშენ ფარმა“
მაირეპტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ორგანოს მწვავე მოცილების პროფილაქტიკა პაციენტებში თირკმლის, გულის და ღვიძლის ალოგენური ტრანსპლანტაციის შემდგომ; ეს წამალი ციკლოსპორინთან და კორტიკოსტეროიდებთან ერთად უნდა მიეცეს პაციენტებს თირკმლის, გულისა ან ღვიძლის გადანერგვისას.
დოზა / გამოყენება
ალოგენური მოცილების პრევენცია
მაირეპტის კაფსულა პაციენტს ეძლევა პერორალურად, შეძლებისდაგვარად სწრაფად თირკმლის, გულის ან ღვიძლის გადანერგვის შემდეგ.
თირკმლის გადანერგვა
მოზრდილები: ამ წამლის გამოყენების სარგებელი/რისკის თანაფარდობის მაქსიმალური დოზა დადგინდა 1 გ ორჯერ დღეში. პაციენტებისათვის, რომლებიც უფრო მაღალი დონის იმუნოსუპრესიულ თერაპიას საჭიროებენ, წამლის დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 გ-მდე დღეში (1,5 გ დღეში ორჯერ); თუმცა, თერაპიული ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ბავშვები და მოზარდები (2-18 წელი): ეს წამალი უნდა მიეცეს მხოლოდ იმ პაციენტებს, რომელთა სხეულის ზედაპირის ფართობი აღემატება 1,25 მ2-ს.
- > 1,25 მ2- 1,5 მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის მქონე პაციენტებისთვის, წამლის დოზაა 750 მგ დღეში ორჯერ (1.5 გ/დღეში)
- 1,5 მ2 ზევით სხეულის ზედაპირის ფართობის მქონე პაციენტებისთვის, წამლის დოზაა 1,0 გ დღეში ორჯერ. (2 გ/დღეში)
მაირეპტით მკურნალობისას დოზის დროებითი შემცირება ან წამლის მიცემის შეწყვეტა შეიძლება აუცილებელი გახდეს იმის გამო, რომ უარყოფით რეაქციებს ბავშვებში უფრო ხშირად აქვს ადგილი, ვიდრე მოზრდილებში. არ გატეხოთ (გაყოთ) ტაბლეტი (კაფსულა) (იხილეთ სიფრთხილე გამოყენებისას).
ჩვილები (≤2 წ.): 2 წლამდე ასაკის პაციენტებში ამ წამლის გამოყენების შესახებ მონაცემები არ გვაქვს. ამიტომ ამ ასაკის პაციენებისათვის მაირეპტი რეკომენდირებული არ არის
გულის გადანერგვა
მოზრდილები: გადანერგილი გულის მქონე მოზრდილი პაციენტებისათვის რეკომენდირებული დოზაა 1,5 გ დღეში ორჯერ (დღიური დოზა – 3,0 გ).
- ღვიძლის გადანერგვა
მოზრდილები: გადანერგილი ღვიძლის მქონე მოზრდილი პაციენტებისათვის რეკომენდირებული დოზაა 1,5 გ დღეში ორჯერ (დღიური დოზა – 3,0 გ). თირკმლის, გულის ან ღვიძლის გადანერგილ პაციენტებს ეს წამალი უნდა მიეცეს ციკლოსპორინთან და კორტიკოსტეროიდებთან ერთად.
- სპეციალური პოპულაციები
- თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები: (1) პაციენტებში თირკმლის ტრანსპლანტაციით, რომლებსაც თირკმლის მძიმე ქრონიკული უკმარისობა აწუხებთ (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <25 მლ.წთ/1,73 მ2) გარდა უშუალოდ ტრანსპლანტაციის შემდგომი პერიოდისა, მაირეპტის 1,0 გ დოზის დღეში ორჯერ მიცემა არ არის რეკომენდებული. თირკმლის ტრანსპლანტაციით პაციენტებში, რომლებსაც ოპერაციის შემდგომ პერიოდში ტრანსპლანტატის დაყოვნების ფუნქცია აღენიშნებათ დოზის რეგულირება საჭირო არ არის. გულის ტრანსპლანტატის მქონე პაციეტებისათვის, რომლებსაც თირკმლის მძიმე ქრონიკული უკმარისობა აწუხებთ, ამ წამლის გამოყენების შესახებ მონაცემები არ გვაქვს. გულის ან ღვიძლის ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებს, რომლებსაც თირკმლის მძიმე ქრონიკული უკმარისობა აღენიშნებათ, მაირეპტი შეიძლება მიეცეს იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი პოტენციურ რისკზე მაღალია. 2)ხანდაზმული პაციენტები - თირკმლის ტრანსპლანტატის პაციენტებისათვის რეკომენდირებული დოზაა 1,0 გ დღეში ორჯერ, გულის ტრანსპლანტატის მქონე ხანდაზმული პაციენტებისათვის კი 1,5 გ დღეში ორჯერ. მაგრამ, ხანდაზმული ასაკის პირები შეიძლება უფრო ხშირად აღმოჩნდნენ უარყოფითი რეაქციების მაღალი რისკის წინაშე, ვიდრე ახალგაზრდები. პაციენტები, რომლებიც მაირეპტს იმუნოსუპრესიული რეჟიმის პრეპარატებთან კომბინაციით ღებულობენ, შესაძლოა ასევე აღმოჩნდნენ უარყოფითი რეაქციების მაღალი რისკის წინაშე (იხ. `სიფრთხილის ზომები~). 3) ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები: თირკმლის ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებისათვის, რომლებსაც ღვიძლის მძიმე პარენქიმული დაავადება აქვთ, დოზის რეგულირება რეკომენდირებული არ არის. გულის ტრანსპლანტატის მქონე პაციეტებისათვის, რომლებსაც ღვიძლის მძიმე პარენქიმული დაავადება აღენიშნებათ, ამ წამლის გამოყენების შესახებ მონაცემები არ გვაქვს. ნეიტროპენიის განვითარების შემთხვევაში (ნეიტროფილების აბსოლუტური რიცხვი <1,3x103/მკლ), მაირეპტის მიცემა პაციენტისათვის უნდა შეწყდეს ან დოზა შემცირდეს, ჩატარდეს სათანადო დიაგნოსტიკური ტესტები და შესაბამისად გაკონტროლდეს პაციენტის მდგომარეობა. 5. მკურნალობა მოცილების შემთხვევაში: მიკოფენოლის მჟავას (MPA) ფარმაკოკინეტიკაზე დაყრდნობით, საჭიროა მაირეპტის დოზის შემცირება ან თერაპიის შეწყვეტა. მაგრამ, თირკმლის ალოგენური მოცილება MPA-ს ფარმაკოკინეტიკასთან კავშირში არ არის.
უკუჩვენებები
- მაღალი მგრძნობელობა მაირეპტის, მიკოფენოლის მჟავასა და ამ წამლის კომპონენტების მიმართ (წამლის მიღებისას გამოვლენილია ალეგიული რეაქციები). 2) იშვიათი მემკვიდრეობითი, ჰიპოსატინ-გუანინ ფოსფორიბოსილ-ტრანსფერაზას უკმარისობის (HGPRT), როგორიცაა ლეშ-ნიჰანის და კელი-სიგმილერის სინდრომის მქონე პაციენტები (შეიძლება გაუარესდეს ჰიპერურიკემია, რადგან მაირეპტი არის ინოზინ მონოფოსფატის დეჰიდროგენაზას (IMPDH) ინჰიბიტორი). 3) ორსული ქალები, მეძუძური დედები. 4) ლაქტაციის პერიოდი. 3. განსაკუთრებული გაფრთხილებები გამოყენებისას 1) თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტები (სისხლში მომატებულმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი რეაქციები). 2) პაციენტები საჭმლის მომნელებელი სისტემის აქტიური სერიოზული დაავადებით (სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს). 3) თირკმლის გადანერგვის შემდეგ ორგანოს ფუნქციის დაყოვნებული აღდგენის მქონე პაციენტები (სისხლში მომატებულმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი რეაქციები). 4. უარყოფითი რეაქციები 1) რთულია იმის დადგენა, იმუნოსუპრესანტები ან სხვა წამლები იწვევენ უარყოფით რეაქციებს თუ ძირითადი დაავადება, რადგან პაციენტების უმეტესობას, მაირეპტთან ერთად სხვა წამლებიც ეძლევა. ძირითადი უარყოფითი რეაქციები დაკავშირებულია მაირეპტისა და ციკლოსპორინის და კორტიკოსტეროიდების კომბინირებულ მიღებასთან, მათ შორის – დიარეა, ლეიკოპენია, სეფსისი, გულისრევა. სიცოცხლისასთვის საშიში ინფექციები, როგორებიცაა მენინგიტი და ინფექციური ენდოკარდიტი, იშვიათ შემთხვევებში ფიქსირდება. მაღალი სიხშირით ვლინდება სერიოზული ინფექციების გარკვეული ტიპები, როგორებიცაა ტუბერკულოზი და ატიპიური მიკობაქტერიული დაავადება. 2) კიბო: პაციენტები, რომლებიც ღებულობენ იმუნოსუპრესანტებს სხვა წამლებთან, მათ შორის მაირეპტთან ერთად, შესაძლოა ლიმფომისა და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების მაღალი რისკის წინაშე აღმოჩნდნენ. თირკმლის, გულის ან ღვიძლის ტრანსპლანტის მქონე პაციენტების კლინიკური კვლევებით, ლიმფოპროლიფერაციული დაავადება ან ლიმფომა აღენიშნა იმ პაციენტების 0,4%-დან 1,0%-მდე ჯგუფს, რომლესაც მაირეპტი (2 გ ან 3 გ დღიური დოზით) ეძლეოდა სხვა იმუნოსუპრესიულ აგენტებთან ერთად სულ მცირე 1 წლის განმავლობაში. კანის არამელანომური კარცინომები გამოუვლინდა პაციენტთა 1,6%-4,2% ჯგუფს, სხვა ტიპის ავთვისებიანი წარმონაქმნები კი პაციენტთა 0,7%-2.1% ჯგუფს. თირკმლის ან გულის ტრანსპლანტატის მქონე პაციენტების უსაფრთხოების სამწლიანი კვლევის მონაცემებით, რაიმე მოულოდნელი ცვლილებები ავთვისებიანი სიმსივნეების გამოვლენის სიხშირის მხრივ, ერთ-წლიან კვლევებთან შედარებით, არ გამოვლენილა. ლიმფომა განუვითარდა იმ პაციენტების 3,9%-ს, რომლებიც მაირეპტს ღებულობდნენ თირკმლის რეფრაქტორული მოცილების სინდრომის სამკურნალოდ, რაც დასტურდება მათი მკურნალობის შემდგომი საშუალოდ 42-თვიანი კლინიკური დაკვირვებებით. 3) ოპორტუნისტული ინფექციები: ოპორტუნისტული ინფექციის განვითარების მაღალ რისკს ექვემდებარება ტრანსპლანტატის მქონე ყველა პაციენტი. ეს რისკი იზრდება სრული იმუნოსუპრესიული დატვირთვით. არანაკლებ 1-წლიანი კლინიკური დაკვირვებებით დადგენილია, რომ ყველაზე ხშირად განვითარებული ინფექციები მოიცავს ლორწოვანის კანდიდოზს, ციტომეგალოვირუსულ ვირემიას, მარტივი ჰერპესის ინფექციებს იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ მაირეპტს (2 გ ან 3 გ დღიური დოზით) სხვა იმუნოსუპრესულ აგენტებთნ ერთად. ამ პაციენტებში ციტომეგალოვირუსული ვირემიის/სინდრომის გამოვლენის სიხშირე აღწევს 13,5%-ს. 4) ბავშვები (2 წლიდან 18 წლამდე ასაკი): 2 წლიდან 18 წლამდე ასაკის პაციენტების კლინიკური დაკვირვებებით, გვერდითი მოვლენების ტიპი და სიხშირე, როდესაც მათ მაირეპტი ეძლეოდა 600 მგ/მ2 დოზით დღეში ორჯერ, ძირითადად ისეთივე იყო, როგორიც მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც ეს წამალი ეძლეოდა 1 გ დოზით დღეში ორჯერ. მაგრამ, მათში 10%-ით მაღალი აღმოჩნდა ისეთი გვერდითი მოვლენების სიხშირე, როგორებიცაა დიარეა, ლეიკოპენია, სეფსისი, ინფექციური დაავადებები და ანემია, რომლებიც უფრო მაღალი პროპორციით იქნა გამოვლენილი 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. 5) ხანდაზმული პაციენტები (≥65 წ.) ხანდაზმული პაციენტები, განსაკუთრებით კი ის პირები, რომლებსაც მაირეპტი ეძლევათ იმუნოსუპრესიულ კომბინაციის ნაწილის სახით, შესაძლოა უფრო ხშირად აღმოჩნდნენ ამა თუ იმ ინფექციების, მათ შორის ციტომეგალოვირუსით (CMV) გამოწვეული ქსოვილის ინვაზიური დაავადების, კუჭნაწლავიდან შესაძლო სისხდენისა და ფილტვის შეშუპების მომატებული რისკის ქვეშ, ვიდრე ახალგაზრდა პაციენტები. 6) ქვემოთ 1 და 2 ცხრილებში წარმოდგენილია კონტროლირებადი კვლევებით გამოვლენილი გვერდითი მოვლენები იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ მაირეპტს თირკმლის, გულის ან ღვიძლის მოცილების სინდრომის პრევენციისათვის, გადანერგვის შემდეგ.
ცხრილი 1. გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღენიშნა 10%≤ პაციენტებს, რომლებსაც ეძლეოდა მიკოფენოლატ მოფეტილი ციკლოსპორინთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციით
ორგანოების სისტემა
სიფრთხილის ზომები
- რეპროდუქციული უნარის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპტივები. Mმაირეპტის მიღება ორსულობის პერიოდში ორსულობის შეწყვეტისა და თანდაყოლილი დისფუნქციის რისკებს წარმოშობს. 2) პაციენტები, რომლებიც ღებულობენ იმუნოსუპრესანტებს სხვა წამლებთან, მათ შორის მაირეპტთან ერთად, შესაძლოა ლიმფომისა და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების მაღალი რისკის წინაშე აღმოჩნდნენ.Aამის შესახებ უნდა იყოს ინფორმირებული პაციენტი.
გვერდითი მოვლენები
MYCS 1864 (n=289)
გვერდითი ეფექტები ღვიძლის გადანერგილი პაციენტების კვლევებით (n=277)
ორგანიმზი, მთლიანად
ასთენია (16,1%)
ცხელება (23,3%)
თავის ტკივილი (21,1%)
ინფექცია (20,9%)
მკერდის ტკივილი (13,4%)
მუცლის ტკივილი (27,6%)
ზურგის ტკივილი (12,1%)
გაურკვეველი
ტკივილი (33,0%)
შეშუპება (12,2%)
სეფსისი (19,7%)
პერიფერული
შეშუპებები (28,6%)@
ასთენია (43,3%)
ცხელება (47,4%)
თავის ტკივილი (54,3%)
ინფექცია (25,6%)
მკერდის ტკივილი (26,3%)
მუცლის ტკივილი (33,9%)
ზურგის ტკივილი (34,6%)
გაურკვეველი
ტკივილი (75,8%)
შეშუპება (26,62%)
სეფსისი (18.7%)
პერიფერული
შეშუპებები (64,0%)
ასციტები (24,2%)
ასთენია (35,4%)
შემცივნება ცხელებით (10,8%)
მუცლის
შებერილობა (18,8%)
ცხელება (52,3%)
თავის ტკივილი (53,8%)
თიაქარი (11,6%)
ინფექცია (27,1%)
მუცლის ტკივილი (62,5%)
ზურგის ტკივილი (46,6%)
მკერდის ტკივილი (15,9%)
შეშუპება (28,2%)
პერიტონიტი (10,1%)
სეფსისი (27,4%)
გაურკვეველი ტკივილი (74,0%)
პერიფერული
შეშუპებები (48,4%)@
სისხლისა და ლიმფური სისტემა
ანემია (25,8%)
ჰიპოქრომული ანემია (11,5%)
ლეიკოციტოზი (10,9%)
ლეიკოპენია (34,5%)
თრომბოციტოპენია (10,1%)
ანემია (42,9%)
ჰიპოქრომული ანემია (24,6%)
ლეიკოციტოზი (40,5%)
ლეიკოპენია (30,4%)
თრომბოციტოპენია (23,5%)
სისხლჩაქცევები (16,6%)
ანემია (43,0%)
ჰიპოქრომული ანემია (13,7%)
ლეიკოციტოზი (22,4%)
ლეიკოპენია (45,8%)
თრომბოციტოპენია (38,3%)
შარდსასქესო სისტემა
საშარდე ტრაქტის ინფექცია (45,5%)
ჰემატურია (14,0%)
ტუბულარული ნეკროზი (10,0%)
საშარდე ტრაქტის ინფექცია (13,2%)
თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (21,8%)
ოლიგურია (14,2%)
საშარდე ტრაქტის ინფექცია (18,1%)
თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (25,6%)
ოლიგურია (17,0%)
გულ- სისხლძარღვთა სისტემა
ჰიპერტენზია (32,4%)
ჰიპერტენზია (77,5%)
არითმია (19,0%)
ბრადიკარდია (17,3%)
ჰიპოტენზია (32,5%)
გულის მწვავე უკმარისობა (11,8%)
პერიკარდიუმის ექსუდატი (15,9%)
სისხლძარღვების ფუნქციის დაქვეითება (25,6%) ტაქიკარდია (20,1%)
ჰიპერტეზია (62,1%)
ჰიპოტენზია (18,4%)
ტაქიკარდია (22,0%)
ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მომნელებელი სისტემა
ჰიპერქოლესტერინემია (12,8%)
ჰიპერგლიკემია (12,4%)
ჰიპერკალიემია (10,3%)
ჰიპოკალიემია (10,1%)
ჰიპოფოსფატემია (15,8%)
ჰიპერქოლესტერინემია (41,2%)
ჰიპერგლიკემია (46,7%)
ჰიპერკალიემია (14,5%)
ჰიპოკალიემია (31,8%)
აციდოზი (14,2%)
ბილირუბინემია (18,0%)
მაღალი BUN (34,6%)
მაღალი კრეატინინი (39,4%)
მაღალი: LDH(23,2%),
AST (17,3%), ALT (15,6%)
ჰიპერლიპიდემია (10,7%)
ჰიპერურიკემია (16,3%)
ჰიპოვოლემია (18,3%)
ჰიპომაგნეზიმია (11,4%)
წონაში მატება (15,6%)
ბილირუბინემია (14,4%)
მაღალი BUN (10,1%)
მაღალი კრეატინინი (19,9%)
ანომალური შეხორცება (10,5%)
ჰიპერგლიკემია (43,7%)
ჰიპერკალემია (22,0%)
ჰიპოკალციემია (30,0%)
ჰიპოკალიემია (37,2%)
ჰიპოგლიკემია (10,5%)
ჰიპომაგნეზიმია (39,0%)
ჰიპოფოსფატემია (14,4%)
ჰიპოპროტეინემია (13,4%)
ქოლანგიტი (14,1%)
სიყვითლე (11,9%)
ჰეპატიტი (13,0%)
ღვიძლის ფუნქციური ტესტის გადახრა ნორმიდან (24,9%)
კუჭ-ნაწლავის სისტემა
ყაბზობა (22,9%)
დიარეა (36,1%)
დიპეფსია (17,6%)
პირის ღრუს კანდიდოზი (12,1%)
გულისრევა (23,6%)
პირღებინება (13,6%)
ყაბზობა (41,2%)
დიარეა (45,3%)
დისპეფსია (18,7%)
პირის ღრუს კანდიდოზი (11,4%)
გულისრევა (54,0%)
პირღებინება (33,9%)
მეტეორიზმი (13,8%)
მადის დაკარგვა (25,3%)
ყაბზობა (37,9%)
დიარეა (51,3%)
დისპეფსია (22,4%)
მეტეორიზმი (12,6%)
გულისრევა (54,5%)
პირღებინება (32,9%)
პირის ღრუს კანდიდოზი (10,1%)
სუნთქვის ორგანოები
ხველის გაძლიერება (15,5%)
რესპირატორული დარღვევები (17,3%)
ფარინგიტი (11,2%)
ბრონქიტი (11,9%)
პნევმონია (10,6%)
ინფექცია (23,9%)
ხველის გაძლიერება (31,1%)
რესპირატორული დარღვევები (36,7%)
ფარინგიტი (18,3%)
ასთმა (11,1%)
რინიტი (19,0%)
პლევრალური გამონაჟონი (17,0%)
სინუსიტი (26,0%)
პნევმონია (10,7%)
ინფექცია (37,0%)
ფილტვის დაავადება (30,1%)
ატელექტაზი (13,0%)
ხველის გაძლიერება (15,9%)
რესპირატორული დარღვევები (31,0%)
ფარინგიტი (14,1%)
პლევრალური
გამონაჟონი (34,3%)
პნევმონია (13,7%)
სინუსიტი (11,2%)
ფილტვის დავადებები (22,0%)
კანი და მისი დანამატები
აკნე (10,1%)
მარტივი ჰერპესი (18,2%)
აკნე (12,1%)
მარტივი ჰერპესი (20,4%)
სირსველი (10,7%
გამონაყარი (22,2%)
ქავილი (14,1%)
გამონაყარი (17,7%)
ოფლიანობა (10,8%)
ნერვული სისტემა
თავბრუსხვევა (11,2%)
უძილობა (11,8%)
კანკალი (11,8%)
თავბრუსხვევა (28,7%)
უძილობა (40,8%)
კანკალი (24,2%)
შფოთვა (28,4%)
აგზნებადობა (13,1%)
პარესთეზია (13,5%)
დეპრესია (15,6%)
ჰიპერტონია (15,6%)
ჰიპერტენზია (20,8%)
აპათია (11,1%)
შფოთვა (19,5%)
კონფუზია (17,3%)
დეპრესია (17,3%)
თავბრუსხვევა (16,2%)
უძილობა (52,3)
ჰიპერტენზია (15,2%)
კანკალი (33,9%)
ძვალ-კუნთოვანი სისტემა
ქვედა კიდურების კრუნჩხვები (16,6%)
მიალგია (12,5%)
მიასთენია (12,5%))
გრძნობის ორგანოები
ამბლიოპია (14,9%)
ცხრილი 2. გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღენიშნა 3%-დან <10%-მდე პაციენტებს, რომლებსაც ეძლეოდა მიკოფენოლატ მოფეტილი ციკლოსპორინთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციით.
ორგანოების სისტემა
გვერდითი ეფექტები თირკმლის გადანერგილი პაციენტების კვლევებით (n=991)
გვერდითი ეფექტები გულის გადანერგილი პაციენტების კვლევებით
MYCS 1864 (n=289)
გვერდითი ეფექტები ღვიძლის გადანერგილი პაციენტების კვლევებით (n=277)
ორგანიმზი, მთლიანად
მუცლის შებერილობა, კისტა, ტკივილი მენჯის არეში, თიაქარი, დაღლილობა, სახის შეშუპება, გრიპისმაგვარი სინდრომი, სისხლდენა
მუცლის შებერილობა, კისტა, ტკივილი მენჯის არეში, თიაქარი, დაღლილობა, სახის შეშუპება, გრიპისმაგვარი სინდრომი, სისხლდენა, ცელულიტი, კისრის ტკივილი, სიფერმკრთალე
კისტა, ცელულიტი, გრიპისმაგვარი სინდრომი, სისხლდენა, დაღლილობა, კისრის ტკივილი
სისხლისა და ლიმფური სისტემა
სისხლჩაქცევები, პოლიციტემია,
მაღალი პროთრომბინი, გაზრდილი თრომბოპლასტინის დრო
სისხლჩაქცევები, პანციტოპენია. გაზრდილი პროთრომბინის დრო
შარდსასქესო სისტემა
დიზურია, ერექციული დისფუნქცია, ხშირი შარდვა, ალბუმინურია, ჰიდრონეფროზი, პიელონეფრიტი
დიზურია, ერექციული დისფუნქცია, ხშირი შარდვა, ჰემატურია, შარდის შეუკავებლობა, საშარდე გზების დართვევები, თირკმლის ფუნქციის დაქვეითება
დიზურია, თირკმლის მწვავე დარღვევები, ჰემატურია, სათესლის პარკის შეშუპება, შარდის შეუკავებლობა, შარდის გამოყოფის გახშირება
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
სტენოკარდია, წინაგულების ფიბრილაცია, პოსტურალური ჰიპოტენზია, ჰიპოტენზია ტაქიკარდია, თრომბოზი, გულის ფრიალი, ვაზოდილატაცია
სტენოკარდია, წინაგულის ფიბრილაცია, პოსტურალური ჰიპოტენზია, არითმია (სუპრავენტრიკულარული ექსტრასისტოლია, წინაგულის ფიბრილაცია, ვენტრიკულარული ტაქიკარდია), გულის გაჩერება, პულმონალური ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობა, სინკოპე, სისხლძარღვების სპაზმები, ვენური წნევის მომატება
არტერიული თრომბოზი, წინაგულების ფიბრილაცია, არითმია, სინკოპე, ბრადიკარდია, ვაზოდილატაცია
ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მომნელებელი სისტემა
დეჰიდრატაცია, ჰიპერვოლემია, ჰიპოკლცემია, ჰიპოგლიკემია, ჰიპოპროტეინემია, აციდოზი, მაღალი დეჰიდროგენაზა (r-GT,LDH,AST,ALT,ALP) მაღალი კრეატინინი, ჰიპერკალცემია, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერგლიკემია, ჰიპერურიკემია, წონაში მომატება
მაღალი ALP, დეჰიდრატაცია, ჰიპერვოლემია, ჰიპოკალცემია, ჰიპოგლიკემია, ჰიპოპროტეინემია, ალკალოზი, არასწორი შეხორცება, ნიკრისი, ჰიპოქლორემია, ჰიპოფოსფატემია, ჰიპოვოლემია, ჰიპოქსია, რესპირატორული აციდოზი, წყურვილი, წონის დაკარგვა, ღვიძლის ფუნქციური ტესტის მაღალი მნიშვნელობები (AST, ALT ჩათვლით)
მეტაბოლური აციდოზი, რესპირატორული აციდოზი, დეჰიდრატაცია, მაღალი ALT/AST/ALP, ჰიპერლიპემია, ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერფოსფატაზა, ჰიპერვოლემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქსემია, ჰიპოვოლემია, წონაში მატება, წონის დაკარგვა
კუჭ-ნაწლავის სისტემა
ანორექსია, გასტრომეტეორიზმი, გინგივიტი, ღრძილების ჰიპერპლაზია, გასტროენტერიტი, ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება, ეზოფაგიტი, სტომატიტი, მეტეორიზმი, სისხლდენა კუჭნაწლავიდან, კუჭნაწლავის ტრაქტის კანდიდოზი, ჰეპატიტი, ნაწლავების გაუვალობა, ინფექცია, გასტრიტი
ანორექსია, გინგივიტი, ღრძილების ჰიპერპლაზია, ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება, ეზოფაგიტი, სტომატიტი, დისფაგია, სიყვითლე, ყაბზობა, ჰემატოქეზია, გასტროენტერიტი
დისფაგია, გასტრიტი, სისხლდენა კუჭნაწლავიდან, ნაწლავების გაუვალობა, ჰემატოქეზია, პირის ღრუს წყლულები, ეზოფაგიტი, რექტალური დისფუნქცია, კუჭის წყლული, სიყვითლე
სასუნთქი ორგანოები
ფილტვის შეშუპება, ასთმა, პლევრალური ეფუზია, რინიტი, სინუსიტი, პნევმონია
ფილტვის შეშუპება, აპნოე, ატელექტაზი, ბრონქიტი, სისხლდენა ცხვირიდან, სისხლიანი ნახველი, სლოკინი, ნეოპლაზმები, სიმსივნე, პნევმოთორაქსი, მომეტებული ნერწვის გამოყოფა, ხმის ტემბრის შეცვლა
ასთმა, ბრონქიტი, სისხლდენა ცხვირიდან, ჰიპერვენტილაცია, პნევმოთორაქსი, ფილტვის შეშუპება, რესპირატორული კანდიდოზი, რინიტი
კანი და მისი დანამატები
კანის კეთილთვისებიანი სიმსივნე, კანის კარცინომა, ფუნგალური დერმატიტი, კანის ჰიპერტროფია, ქავილი, ოფლიანობა, კანის წყლული, ალოპეცია, ჰერპესზოსტერი. ჭარბთმიანობა, გამონაყარი
კანის კეთილთვისებიანი სიმსივნე, კანის კარცინომა, ფუნგალური დერმატიტი, კანის ჰიპერტროფია, ქავილი, ოფლიანობა, კანის წყლული, სისხლდენა
აკნე, ფუნგალური დერმატიტი, სისხლდენა, მარტივი ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი, კანის კეთილთვისებიანი სიმსივნე, კანის წყლული, ვეზიკულური გამონაყარი
ნერვული სისტემა
შფოთვა, დეპრესია, ჰიპერტონია, პარესთეზია, აპათია
აგზნებადობა, შფოთვა, ჰალუცინაციები, ნევროპათია, გონების დაბინდვა, თავბრუსხვევა
ნერვოზი, კრუნჩხვები, ბოდვა, პირის ღრუს სიმშრალე, ჰიპერტონია, ჰიპერტენზია, ფსიქოზი, ნევროპათია, აპათია, გონების დაბინდვა
ძვალ-კუნთოვანი სისტემა
ართრალგია, ქვედა კიდურების კრუნჩვები, მიალგია, მიასთენია
მიასთენია
მიასთენია, ქვედა კიდურების კრუნჩვები, მიალგია, მიასთენია, ოსტეოპოროზი
გრძნობათა ორგანოები
კონიუნქტივიტი, ამბლიოპია, კატარაქტა
კონიუნქტივიტი, მხედველობის დარღვევები, სმენის დარღვევა, ოტალგია, თვალიდან სისხლდენა, ხმაური ყურებში
მხედველობის დარღვევები, ამბლიოპია, კონიუნქტივიტი, სმენის დაქვეითება
ენდოკრინული სისტემა
შაქრიანი დიაბეტი, პარათირეოიდული დარღვევა
შაქრიანი დიაბეტი, კუშინგის სინდრომი, ჰიპოთირეოიდიზმი
შაქრიანი დიაბეტი
- ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების გარდა, გამოვლენილია ასევე კანდიდოზის, პროსტატის დაავადებების, გულის შეგუბებითი უკმარისობის, გემოს დარღვევის, ცრემლდენის და ა.შ. შემთხვევები იმ პაციენტებში, რომლებიც მაირეპტს ღებულოდნენ ციკლოსპორინთან და კორტიკოსტეროიდებთან ერთად. 8)თირკმლის მოცილების სინდრომის კონტროლირებადმა დაკვირვებებმა გვიჩვენა, რომ პაციენტებს, რომლებიც 2 გ/დღეში დოზით ღებულობდნენ მაირეპტს, უსაფრთხოების პროფილი უფრო უკეთესი ჰქონდათ იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც მაირეპტი 3 გ/დღეში დოზით ეძლეოდა. სეფსისი, CMV ვირემიის სახით, შედარებით უფრო დამახასიათებელი იყო თირკმლის გადანერგილი პაციენტებისათვის, რომლებიც მაირეპტით მკურნალობდნენ, კონტროლირებადი ჯგუფის პაციენტებთან შედარებით, რომლებიც 3 გ/დღეში დოზას ღებულობდნენ, ვიდრე იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც ამ წამლის 2 გ/დღეში დოზა ეძლეოდა. 2-დან 18 წლამდე ასაკის 92 პაციენტის კლინიკურმა დაკვირვებებმა გვიჩვენა, რომ გვერდითი მოვლენები 600 მგ/მ2 ორჯერ დღეში დოზით მაირეპტის მიღებისას ზოგადად ისეთივე იყო, როგორიც იმ პაციენტებში, რომლებიც ამ წამალს 1 გ დღეში ორჯერ დოზით ღებულობდნენ. გარდა ისეთი გვერდითი ეფექტებისა, როგორიცაა დიარეა, ლეიკოპენია, სეფსისი და ანემია. გულის გადანერგილი პაციენტების შედარებითი კვლევებით, სეფსისის გამოვლენის სიხშირის მხრივ არანაირი განსხვავება არ დაფიქსირებულა მაირეპტის მიმღებ და კონტროლირებადი ჯგუფის პაციენტებს შორის. 9)კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ, დიარეა და პირღებინება უფრო ხშირი იყო თირკმლისა და გულის გადანერგილ პაციენტებში, რომლებიც მაირეპტით მკურნალობდნენ, იმ პაციენტებთან შედარებით რომლებსაც აზათიოპრინი ან პლაცებო ეძლეოდა. კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ, გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად ვლინდებოდა პაციენტებში, რომლებიც 3 გ/დღეში დოზით ღებულობდნენ მაირეპტს, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც ამ წამალს 2 გ/დღეში დოზას იღებდნენ. 10) საშარდე გზების ინფექციები უფრო ხშირი იყო პაციენტებში, რომლებიც მაირეპტით მკურნალობდნენ, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც აზათიოპრინი ან პლაცებო ეძლეოდა. მაგრამ, ამ ინფექციების გამოვლენის სიხშირე მომატებული აღმოჩნდა თირკმლის გადანერგილი პაციენტების ყველა ჯგუფში. 11) ლეიკოპენიის გამოვლენის სიხშირე ასევე უფრო მაღალი იყო თირკმლის გადანერგილ პაციენტებში, რომლებიც მაირეპტით მკურნალობდნენ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის პაციენტებში, რომლებიც მაირეპტის 3 გ/დღეში დოზას იღებდნენ. და პირიქით, გულის გადანერგილ პაციენტებში ლეიკოპენია უფრო მაღალი სიხშირით გამოვლინდა იმ პაციენტებში, რომლებიც აზათიოპრინით მკურნალობდნენ, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც მაირეპტი ეძლეოდა. 12) ალოგენური ტრანსპლანტატის მოცილების სინდრომის პრევენციის კლინიკურ დაკვირვებებით, ციტომეგალოვირუსით (CMV) გამოწვეული ქსოლოვილის ინვაზიური დაავადების სიხშირე უფრო მაღალი იყო პაციენტებში, რომლებიც მიკოფენოლატ მოფეტილს 3 გ/დღეში დოზით მკურნალობდნენ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში და იმ პაციენტებში, რომლებიც ამ პრეპარატის 2 გ/დღეში დოზით მკურნალობდნენ. ამის მსგავსად, კანდიდემიის, ინვაზიური კანდიდოზის და ინვაზიური ასპერგილოზის გამოვლენის სიხშირე უფრო მაღალი იყო იმ პაციენტებში, რომლებიც მაირეპტით მკურნალობდნენ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში. 13) ოპორტუნისტული ინფექციების გამოვლენის სიხშირის საერთო დონე გულის გადანერგილ პაციენტებში, დაახლოებით 10%-ით მაღალი აღმოჩნდა, როდესაც ისინი მაირეპტით მკურნალობდნენ, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც აზათიოპრინი ან პლაცებო ეძლეოდა. ალოგენური ტრანსპლანტატის მოცილების სინდრომის პრევენციის კლინიკური დაკვირვებებით, ფატალური შემთხვეების სიხშირე ოდნავ მაღალი (1%-ზე ნაკლები) იყო მაირეპტის მიღებისას, ვიდრე სხვა იმუნოსუპორესიული აგენტების მიღებისას ან საკონტროლო ჯგუფში. თირკმლის, გულის ან ღვიძლის მოცილების სინდრომის პრევენციის კონტროლირებადი კვლევებით, პაციენტებში, რომლებიც მაირეპტით (2 გ/დღეში ან 3 გ/დღეში დოზით) მკურნალობდნენ, ფატალური ინფექციების/სეფსისის სიხშირემ შეადგინა დაახლოებით 2% თირკმლის და გულის გადანერგილ პაციენტებში და 5% ღვიძლის გადანერგილ პაციენტებში. გულის ტრანსპლანტატის მოცილების სინდრომის პრევენციის შედარებითი კლინიკური კვლევით, ფატალური ინფექციების ან სეფსისის სიხშირის დონემ შეადგინა 1,7% იმ პაციენტებში, რომლებიც მაირეპტით მკურნალობდნენ და 3,8% იმ პაციენტებში, რომლებსაც აზათიოპრინი ეძლეოდა, ორივე შემთხვევაში – სხვა იმუნოსუპრესიულ აგენტებთან ერთად. 14) მწვავე ნეიტროპენია (ნეიტროფილების აბსოლუტური რიცხვი 500/მკლ) აღენიშნა იმ პაციენტების 1,5%-ს, რომლებიც მაირეპტს ღებულობდნენ ალოგენური მოცილების პრევენციისათვის. მწვავე ნეიტროპენია გამოუვლინდა იმ პაციენტების დაახლოებით 2,8%-ს, რომლებიც მაირეპტს ღებულობდნენ 3 გ/დღეში დოზით, მაგრამ არა იმ პაციენტებს, რომლებიც აზათიოპრინს ღებულობდნენ. 15) ინფექცია: შესაძლებელია ჰეპატიტის განვითარება В ჰეპატიტის ვირუსის რეაქტივაციის ან В ჰეპატიტის გამწვავების გამო. საჭიროა პაციენტების მდგომარეობაზე დაკვირვება და სათანადო ღონისძიებების გატარება, მაგ.: დოზის კორექცია, მკურნალობის შეწყვეტა, ანტიბიოტიკების ან ანტივირუსული პრეპარატების მიღება გვერდითი ეფექტის განვითარებისას. 16) პოსტ-მარკრეტინგული მონაცემები თირკმლის, გულისა და ღვიძლის გადანერგვის კლინიკური კვლევების მონცემების მსგავსია. ქვემოთ ჩამოთვლილია გვერდითი ეფექტები, რომლებიც საერთაშორისო პოსტ-მარკეტინგული კვლევებით იქნა დადგენილი: (1) - კუჭ-ნაწლავის სისტემა: კოლიტი (რაც ზოჯერ ციტომეგალოვირუსით (CMV) არის გამოწვეული), პანკრეატიტი, ნაწლავების ხაოების ატროფია; (2) - ინფექციური დაავადებები: სიცოცხლისათვის საშიში ინფექციები, როგორებიცაა მენინგიტი და ინფექციური ენდოკარდიტი, იშვიათ შემთხვევებში ვლინდება. არსებული მონაცემებით, უფრო ხშირია სხვა ტიპის სერიოზული ინფექციები – ტუბერკულოზი და ატიპიური მიკობაქტერიული ინფექცია. დადგენილია ასევე აგრანულოციტოზის, ფატალური აპლასტური ანემიისა და მიელოსუპრესიის შემთხვევები. პროგრესირებადი მულტიფოკალური მიელოენცეფალოპათიის (PML) შემთხვევები, რომლებსაც ზოგჯერ ფატალური შედეგი აქვს, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მაირეპტით მკურნალობდნენ. გამოვლენილ შემთხვეებში, ზოგადად, არსებობს PML რისკ-ფაქტორები, მათ შორის იმუნოსუპრესანტებით მკურნალობა და იმუნური სისტემის დარღვევები. (3) – იმუნური სისტემა აპლაზიის სუფთა წითელი უჯრედები (PRCA) გამოუვლინდა პაციენტებს, რომლებიც მაირეპტს სხვა იმუნოსუპრესანტებთან კომბინაციით ღებულობდნენ. (4) - თანდაყოლილი დარღვეები: თანდაყოლილი ანომალიები, მათ შორის – ყურის ანომალიები, დადგენილი იქნა იმ პაციენტების შთამომავლებში, რომლებიც სხვა იმუნოსუპრესანტებთან კომბინაციით ღებულობდნენ მიკოფენოლატ მოფეტილს ორსულობის პერიოდში. (5) - ჰიპერმგრძნობელობა: დადგენილია რიგი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორებიცაა ანგიოედემა და ანაფილაქსია. (6) - სასუნთქი სისტემა: კუჭ-ნაწლავის, ფილტვის მხრივ დარღვევები, მათ შორის – ფატალური შედეგის მქონე პულმონალური ფიბროზი იშვიათ შემთხვევებში ფიქსირდება. (7) - სისხლძარღვთა დაავადება: ლიმფანგიომა. (8) - პოსტრ-მარკეტინგული კვლევებითს დადგენილი სხვა გვერდითი ეფექტები თირკმლის, გულის და ღვიძლის გადანერგის კლინიკური დაკვირვებებით გამოვლენილი ეფექტების მსგავსია. 17) 730 პაციენტზე 6 წლის განმავლობაში ჩატარებული პოსტ-მარკეტინგული კვლებების მონაცემებით, გვერდითი ეფექტების წარმოშობის სიხშირის მაჩვენებელმა შეადგინა 51,92% (379 შემთხვევა 730 პაციენტში), საიდანაც 42,88% (313/730) უკავშირდებოდა მაირეპტის მიღებას. აღნიშნული გვერდითი ეფექტების უმეტესობა მოდიოდა ზოსტერზე – 7,12% (52 შემთხვევა), რასაც მოსდევდა დიარეა – 4,93% (36 შემთხვევა), და მუცლის ტკივილი – 3,70% (27 შემთხვევა). დაფიქსირდა კბილის ტკივილის, შორისის მეჭეჭის თითო შემთხვევა, რომლებიც ადრე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში გამოვლენილი არ ყოფილა. 18) შიდა ბაზარზე დაშვების შემდეგ შეგროვებული სერიოზული გვერდითთი მოვლენების ანალიზისა და შეფასების შედეგები აჩვენებს შემდეგ გვერდით მოვლენებს. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ პრეპარატსა და შემდეგ გვერდით მოვლენებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი დადასტურებულია. ინფექცია: ჰეპატიტის რეაქტივაცია, რაც იწვევს ღვიძლის უკმარისობას. 5. საერთო სიფრთხილის ზომები: 1) სიმსივნე - პაციენტები, რომლებიც იმუნოსუპრესიული რეჟიმით მკურნალობენ სხვა წამლებთან კომბინაციით, მათ შორის მაირეპტით, უფრო მაღალი რისკის წინაშე დგანან ლიმფომასა და სხვა ავთვისებიანი წარმონაქმნების განვითარების მხრივ, განსაკუთრებით კანზე (იხ. გვერდითი მოვლენები). ჩვეულებრივ, პაციენტები, რომლებიც კანის კიბოს განვითარების მაღალი რისკის წინაშე დგანან, უნდა მოერიდონ მზეზე და ულტრაიისფერი გამოსხივების ადგილებში ყოფნას და უნდა ატარონ დაცვის მაღალი ფაქტორის მქონე ტანსაცმელი და სათვალე. კლინიკურ კვლევებში, რომლებიც ჩატარდა თირკმლის, გულის ან ღვიძლის ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში, ლიმფოპროლიფერაციული დაავადება (PTLD) აღენიშნებოდათ პაციენტების 0.4–1%-ს, რომლებიც იღებდნენ ამ პრეპარატს (2 გ ან 3 გ დღეში) სხვა იმუნოსუპრესანტებთან ერთად. PTLD-ის შემთხვევების უმეტესობა დაკავშირებული იყო ებშტეინ ბარის ვირუსის ინფექციასთან (EBV). PTLD-ის ყველაზე მაღალი რისკი დაფიქსირდა სერონეგატიურ EBV პაციენტების ჯგუფში, მათ შორის ბევრ ბავშვში. Pპედიატრიულ პაციენტებში PTLD-ის გარდა, ავთვისებიანი სიმსივნეები არ დაფიქსირებულა. 2) ინფექციები: პაციენტებმა, რომლებიც მაირეპტს ღებულობენ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ექიმს ინფექციების, მოულოდნელი სისხლჩაქცევების, სისხლდენის ან მიელოსუპრესიის ნებისმიერი ნიშნისა თუ სიმპტომის გამოვლენის შესახებ. იმუნური სისტემის ზედმეტმა სუპრესიამ ასევე შეიძლება აამაღლოს მგრძნობელობა ინფექციების, მათ შორის ოპორტუნისტული ინფექციების, ფატალური ინფექციებისა და სეფსისის მიმართ. თირკმლის, გულის ან ღვიძლის მოცილების სინდრომის პრევენციის კლინიკური კვლევებით დადგენილია, რომ იმ პაციენტებში, რომლებიც მაირეპტს ღებულობენ (2 გ ან 3 გ დოზით), ფატალური ინფექციები/სეფსისი წარმოეშვა თირკმლის და გულის გადანერგილი პაციენტების დაახლოებით 2%-ს და ღვიძლის გადანერგილი პაციენტების დაახლოებით 5%-ს (იხ. გვერდითი მოვლენები). იმუნური სისტემის ზედმეტად დათრგუნვამ ასევე შეიძლება გაზარდოს მგრძნობელობა ინფექციის მიმართ, ოპორტუნისტული ინფექციების, ფატალური ინფექციების და სეფსისის ჩათვლით. შესაძლებელია მიძინებული ვირუსული ინფექციების რეაქტივაცია, როგორიცაა ჰეპატიტის ვირუსები B&C და პაპილომა ვირუსი. შესაძლებელია B&C ჰეპატიტის რეაქტივაცია იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატს, რომლებსაც თავდაპირველად ქონდათ ვირუსული ინფექცია. აღწერილია Jcვირუსთან დაკავშირებული პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის (PML) შემთხვევები, ფატალური შემთხვევა აღწერილია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პაირეპტით. Dდაფიქსირებულ შემთხვევებში ძირითადად იყო (PML)-ის რისკის ფაქტორები, მათ შორის იმუნოდეპრესანტული მკურნალობა და იმუნური ფუნქციის დაქვეითება. იმუნოდეპრესირებულ პაციენტებში ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ PML დიფერენციალური დიაგნოზი იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ნევროლოგიური სიმპტომები, ამიტომ ნევროლოგთან კონსულტაცია უნდა ჩაითვალოს კლინიკურად მითითებულად. BK ვირუსთან ასოცირებული ნეფროპათია (BKVAN), დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც თირკმლის გადანერგვის შემდეგ მაირეპტს იღებდნენ. BKVAN ასოცირდება სერიოზულ შედეგებთან, მათ შორის თირკმლის ფუნქციის გაუარესებასა და თირკმლის გრაფტის დაკარგვასთან. პაციენტის მონიტორინგი აუცილებელია BK ვირუსთან დაკავშირებული ნეფროპათიის რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების აღმოჩენისათვის. BK ვირუსისთან ასოცირებული ნეფროპათიის გამოვლენისას საჭიროა პაციენტებში იმუნოსუპრესიის შემცირება. 3) სისხლი და იმუნური სისტემა: პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მაირეპტს სხვა პრეპარატებთან ერთად დაფიქსირდა ერითროციტების აპლაზიის შემთხვევები (PRCA). მექანიზმი არ არის ცნობილი, აგრევე არ არის დადასტურებული სხვა იმუნოდეპრესანტების როლი PRCA-ს განვითარებაში, ზოგიერთ შემთხვევაში დაფიქსირდა PRCA …
შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტები
მაირეპტი კაფსულა 250 მგ. 1 კაფსულა შეიცავს: მიკოფენოლატის მოფეტილს (EP)- 250.0 მგ; დამხმარე ნივთიერებები: წითელი 40, წითელი 3, ყვითელი 203, ლურჯი 1, სხვა ექსციპიენტები: მაგნიუმის სტეარატი, კაფსულის თავსახური-ღია ცისფერი, კორპუსი–ღია ყავისფერი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პრეჟელატინირებული სახამებელი;
მაირეპტი ტაბლეტი 500 მგ. 1 ტაბლეტი შეიცავს: მიკოფენოლატის მოფეტილს (EP)- 500.0 მგ; დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, პრეჟელატინირებული სახამებელი, ოპადრი (85F18422), ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი.
აღწერილობა მაირეპტი კაფსულა 250 მგ მყარი კაფსულის მზა ფორმა შეიცავს თეთრ ან მოთეთრო ფერის ფხვნილს, რომელიც მოთავსებულია კაფსულაში ცისფერი თავსახურით და ღია მოყავისფერო კორპუსით.
მაირეპტი ტაბლეტი 500 მგ. თეთრი ფერის შემოგარსული ტაბლეტი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
კორეული ვერსია
მწარმოებელი კომპანია:
ჩონგ კუნ დანგ ფარმაცეუტიკალ კორპ.
სახელი/აფილირება: ჯიმინ პარკი/ გლობალური მარეგულირებელ
საკითხთა ჯგუფი
ხელმოწერა/თარიღი
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია
იმუნოსუპრესანტი
მაირეპტი
კაფსულა 250მგ / ტაბლეტი 500მგ
ინფორმაცია პროდუქტზე QR კოდი
Gგაიცემა ექიმის რეცეპტით
მიკოფენოლატის მოფეტილი
ყურადღებით გაეცანით ამ ინსტრუქციას წამლის მიღებამდე და შეინახეთ იგი შემდგომში სარგებლობისათვის
შემადგენლობა / აღწერილობა
აქტიური ინგრედიენტები
მაირეპტი კაფსულა 250 მგ. 1 კაფსულა შეიცავს: მიკოფენოლატის მოფეტილს (EP)- 250.0 მგ; დამხმარე ნივთიერებები: წითელი 40, წითელი 3, ყვითელი 203, ლურჯი 1, სხვა ექსციპიენტები: მაგნიუმის სტეარატი, კაფსულის თავსახური-ღია ცისფერი, კორპუსი–ღია ყავისფერი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პრეჟელატინირებული სახამებელი;
მაირეპტი ტაბლეტი 500 მგ. 1 ტაბლეტი შეიცავს: მიკოფენოლატის მოფეტილს (EP)- 500.0 მგ; დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, პრეჟელატინირებული სახამებელი, ოპადრი (85F18422), ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი.
აღწერილობა მაირეპტი კაფსულა 250 მგ მყარი კაფსულის მზა ფორმა შეიცავს თეთრ ან მოთეთრო ფერის ფხვნილს, რომელიც მოთავსებულია კაფსულაში ცისფერი თავსახურით და ღია მოყავისფერო კორპუსით.
მაირეპტი ტაბლეტი 500 მგ. თეთრი ფერის შემოგარსული ტაბლეტი.
ჩვენებები
ორგანოს მწვავე მოცილების პროფილაქტიკა პაციენტებში თირკმლის, გულის და ღვიძლის ალოგენური ტრანსპლანტაციის შემდგომ; ეს წამალი ციკლოსპორინთან და კორტიკოსტეროიდებთან ერთად უნდა მიეცეს პაციენტებს თირკმლის, გულისა ან ღვიძლის გადანერგვისას.
დოზა / გამოყენება
ალოგენური მოცილების პრევენცია
მაირეპტის კაფსულა პაციენტს ეძლევა პერორალურად, შეძლებისდაგვარად სწრაფად თირკმლის, გულის ან ღვიძლის გადანერგვის შემდეგ.
თირკმლის გადანერგვა
მოზრდილები: ამ წამლის გამოყენების სარგებელი/რისკის თანაფარდობის მაქსიმალური დოზა დადგინდა 1 გ ორჯერ დღეში. პაციენტებისათვის, რომლებიც უფრო მაღალი დონის იმუნოსუპრესიულ თერაპიას საჭიროებენ, წამლის დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 გ-მდე დღეში (1,5 გ დღეში ორჯერ); თუმცა, თერაპიული ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ბავშვები და მოზარდები (2-18 წელი): ეს წამალი უნდა მიეცეს მხოლოდ იმ პაციენტებს, რომელთა სხეულის ზედაპირის ფართობი აღემატება 1,25 მ2-ს.
- > 1,25 მ2- 1,5 მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის მქონე პაციენტებისთვის, წამლის დოზაა 750 მგ დღეში ორჯერ (1.5 გ/დღეში)
- 1,5 მ2 ზევით სხეულის ზედაპირის ფართობის მქონე პაციენტებისთვის, წამლის დოზაა 1,0 გ დღეში ორჯერ. (2 გ/დღეში)
მაირეპტით მკურნალობისას დოზის დროებითი შემცირება ან წამლის მიცემის შეწყვეტა შეიძლება აუცილებელი გახდეს იმის გამო, რომ უარყოფით რეაქციებს ბავშვებში უფრო ხშირად აქვს ადგილი, ვიდრე მოზრდილებში. არ გატეხოთ (გაყოთ) ტაბლეტი (კაფსულა) (იხილეთ სიფრთხილე გამოყენებისას).
ჩვილები (≤2 წ.): 2 წლამდე ასაკის პაციენტებში ამ წამლის გამოყენების შესახებ მონაცემები არ გვაქვს. ამიტომ ამ ასაკის პაციენებისათვის მაირეპტი რეკომენდირებული არ არის
გულის გადანერგვა
მოზრდილები: გადანერგილი გულის მქონე მოზრდილი პაციენტებისათვის რეკომენდირებული დოზაა 1,5 გ დღეში ორჯერ (დღიური დოზა – 3,0 გ).
- ღვიძლის გადანერგვა
მოზრდილები: გადანერგილი ღვიძლის მქონე მოზრდილი პაციენტებისათვის რეკომენდირებული დოზაა 1,5 გ დღეში ორჯერ (დღიური დოზა – 3,0 გ). თირკმლის, გულის ან ღვიძლის გადანერგილ პაციენტებს ეს წამალი უნდა მიეცეს ციკლოსპორინთან და კორტიკოსტეროიდებთან ერთად.
- სპეციალური პოპულაციები
- თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები: (1) პაციენტებში თირკმლის ტრანსპლანტაციით, რომლებსაც თირკმლის მძიმე ქრონიკული უკმარისობა აწუხებთ (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <25 მლ.წთ/1,73 მ2) გარდა უშუალოდ ტრანსპლანტაციის შემდგომი პერიოდისა, მაირეპტის 1,0 გ დოზის დღეში ორჯერ მიცემა არ არის რეკომენდებული. თირკმლის ტრანსპლანტაციით პაციენტებში, რომლებსაც ოპერაციის შემდგომ პერიოდში ტრანსპლანტატის დაყოვნების ფუნქცია აღენიშნებათ დოზის რეგულირება საჭირო არ არის. გულის ტრანსპლანტატის მქონე პაციეტებისათვის, რომლებსაც თირკმლის მძიმე ქრონიკული უკმარისობა აწუხებთ, ამ წამლის გამოყენების შესახებ მონაცემები არ გვაქვს. გულის ან ღვიძლის ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებს, რომლებსაც თირკმლის მძიმე ქრონიკული უკმარისობა აღენიშნებათ, მაირეპტი შეიძლება მიეცეს იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი პოტენციურ რისკზე მაღალია. 2)ხანდაზმული პაციენტები - თირკმლის ტრანსპლანტატის პაციენტებისათვის რეკომენდირებული დოზაა 1,0 გ დღეში ორჯერ, გულის ტრანსპლანტატის მქონე ხანდაზმული პაციენტებისათვის კი 1,5 გ დღეში ორჯერ. მაგრამ, ხანდაზმული ასაკის პირები შეიძლება უფრო ხშირად აღმოჩნდნენ უარყოფითი რეაქციების მაღალი რისკის წინაშე, ვიდრე ახალგაზრდები. პაციენტები, რომლებიც მაირეპტს იმუნოსუპრესიული რეჟიმის პრეპარატებთან კომბინაციით ღებულობენ, შესაძლოა ასევე აღმოჩნდნენ უარყოფითი რეაქციების მაღალი რისკის წინაშე (იხ. `სიფრთხილის ზომები~). 3) ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები: თირკმლის ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებისათვის, რომლებსაც ღვიძლის მძიმე პარენქიმული დაავადება აქვთ, დოზის რეგულირება რეკომენდირებული არ არის. გულის ტრანსპლანტატის მქონე პაციეტებისათვის, რომლებსაც ღვიძლის მძიმე პარენქიმული დაავადება აღენიშნებათ, ამ წამლის გამოყენების შესახებ მონაცემები არ გვაქვს. ნეიტროპენიის განვითარების შემთხვევაში (ნეიტროფილების აბსოლუტური რიცხვი <1,3x103/მკლ), მაირეპტის მიცემა პაციენტისათვის უნდა შეწყდეს ან დოზა შემცირდეს, ჩატარდეს სათანადო დიაგნოსტიკური ტესტები და შესაბამისად გაკონტროლდეს პაციენტის მდგომარეობა. 5. მკურნალობა მოცილების შემთხვევაში: მიკოფენოლის მჟავას (MPA) ფარმაკოკინეტიკაზე დაყრდნობით, საჭიროა მაირეპტის დოზის შემცირება ან თერაპიის შეწყვეტა. მაგრამ, თირკმლის ალოგენური მოცილება MPA-ს ფარმაკოკინეტიკასთან კავშირში არ არის.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
- გაფრთხილებები:
- რეპროდუქციული უნარის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპტივები. Mმაირეპტის მიღება ორსულობის პერიოდში ორსულობის შეწყვეტისა და თანდაყოლილი დისფუნქციის რისკებს წარმოშობს. 2) პაციენტები, რომლებიც ღებულობენ იმუნოსუპრესანტებს სხვა წამლებთან, მათ შორის მაირეპტთან ერთად, შესაძლოა ლიმფომისა და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების მაღალი რისკის წინაშე აღმოჩნდნენ.Aამის შესახებ უნდა იყოს ინფორმირებული პაციენტი.
- უკუჩვენებები: 1) მაღალი მგრძნობელობა მაირეპტის, მიკოფენოლის მჟავასა და ამ წამლის კომპონენტების მიმართ (წამლის მიღებისას გამოვლენილია ალეგიული რეაქციები). 2) იშვიათი მემკვიდრეობითი, ჰიპოსატინ-გუანინ ფოსფორიბოსილ-ტრანსფერაზას უკმარისობის (HGPRT), როგორიცაა ლეშ-ნიჰანის და კელი-სიგმილერის სინდრომის მქონე პაციენტები (შეიძლება გაუარესდეს ჰიპერურიკემია, რადგან მაირეპტი არის ინოზინ მონოფოსფატის დეჰიდროგენაზას (IMPDH) ინჰიბიტორი). 3) ორსული ქალები, მეძუძური დედები. 4) ლაქტაციის პერიოდი. 3. განსაკუთრებული გაფრთხილებები გამოყენებისას 1) თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტები (სისხლში მომატებულმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი რეაქციები). 2) პაციენტები საჭმლის მომნელებელი სისტემის აქტიური სერიოზული დაავადებით (სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს). 3) თირკმლის გადანერგვის შემდეგ ორგანოს ფუნქციის დაყოვნებული აღდგენის მქონე პაციენტები (სისხლში მომატებულმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი რეაქციები). 4. უარყოფითი რეაქციები 1) რთულია იმის დადგენა, იმუნოსუპრესანტები ან სხვა წამლები იწვევენ უარყოფით რეაქციებს თუ ძირითადი დაავადება, რადგან პაციენტების უმეტესობას, მაირეპტთან ერთად სხვა წამლებიც ეძლევა. ძირითადი უარყოფითი რეაქციები დაკავშირებულია მაირეპტისა და ციკლოსპორინის და კორტიკოსტეროიდების კომბინირებულ მიღებასთან, მათ შორის – დიარეა, ლეიკოპენია, სეფსისი, გულისრევა. სიცოცხლისასთვის საშიში ინფექციები, როგორებიცაა მენინგიტი და ინფექციური ენდოკარდიტი, იშვიათ შემთხვევებში ფიქსირდება. მაღალი სიხშირით ვლინდება სერიოზული ინფექციების გარკვეული ტიპები, როგორებიცაა ტუბერკულოზი და ატიპიური მიკობაქტერიული დაავადება. 2) კიბო: პაციენტები, რომლებიც ღებულობენ იმუნოსუპრესანტებს სხვა წამლებთან, მათ შორის მაირეპტთან ერთად, შესაძლოა ლიმფომისა და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების მაღალი რისკის წინაშე აღმოჩნდნენ. თირკმლის, გულის ან ღვიძლის ტრანსპლანტის მქონე პაციენტების კლინიკური კვლევებით, ლიმფოპროლიფერაციული დაავადება ან ლიმფომა აღენიშნა იმ პაციენტების 0,4%-დან 1,0%-მდე ჯგუფს, რომლესაც მაირეპტი (2 გ ან 3 გ დღიური დოზით) ეძლეოდა სხვა იმუნოსუპრესიულ აგენტებთან ერთად სულ მცირე 1 წლის განმავლობაში. კანის არამელანომური კარცინომები გამოუვლინდა პაციენტთა 1,6%-4,2% ჯგუფს, სხვა ტიპის ავთვისებიანი წარმონაქმნები კი პაციენტთა 0,7%-2.1% ჯგუფს. თირკმლის ან გულის ტრანსპლანტატის მქონე პაციენტების უსაფრთხოების სამწლიანი კვლევის მონაცემებით, რაიმე მოულოდნელი ცვლილებები ავთვისებიანი სიმსივნეების გამოვლენის სიხშირის მხრივ, ერთ-წლიან კვლევებთან შედარებით, არ გამოვლენილა. ლიმფომა განუვითარდა იმ პაციენტების 3,9%-ს, რომლებიც მაირეპტს ღებულობდნენ თირკმლის რეფრაქტორული მოცილების სინდრომის სამკურნალოდ, რაც დასტურდება მათი მკურნალობის შემდგომი საშუალოდ 42-თვიანი კლინიკური დაკვირვებებით. 3) ოპორტუნისტული ინფექციები: ოპორტუნისტული ინფექციის განვითარების მაღალ რისკს ექვემდებარება ტრანსპლანტატის მქონე ყველა პაციენტი. ეს რისკი იზრდება სრული იმუნოსუპრესიული დატვირთვით. არანაკლებ 1-წლიანი კლინიკური დაკვირვებებით დადგენილია, რომ ყველაზე ხშირად განვითარებული ინფექციები მოიცავს ლორწოვანის კანდიდოზს, ციტომეგალოვირუსულ ვირემიას, მარტივი ჰერპესის ინფექციებს იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ მაირეპტს (2 გ ან 3 გ დღიური დოზით) სხვა იმუნოსუპრესულ აგენტებთნ ერთად. ამ პაციენტებში ციტომეგალოვირუსული ვირემიის/სინდრომის გამოვლენის სიხშირე აღწევს 13,5%-ს. 4) ბავშვები (2 წლიდან 18 წლამდე ასაკი): 2 წლიდან 18 წლამდე ასაკის პაციენტების კლინიკური დაკვირვებებით, გვერდითი მოვლენების ტიპი და სიხშირე, როდესაც მათ მაირეპტი ეძლეოდა 600 მგ/მ2 დოზით დღეში ორჯერ, ძირითადად ისეთივე იყო, როგორიც მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც ეს წამალი ეძლეოდა 1 გ დოზით დღეში ორჯერ. მაგრამ, მათში 10%-ით მაღალი აღმოჩნდა ისეთი გვერდითი მოვლენების სიხშირე, როგორებიცაა დიარეა, ლეიკოპენია, სეფსისი, ინფექციური დაავადებები და ანემია, რომლებიც უფრო მაღალი პროპორციით იქნა გამოვლენილი 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. 5) ხანდაზმული პაციენტები (≥65 წ.) ხანდაზმული პაციენტები, განსაკუთრებით კი ის პირები, რომლებსაც მაირეპტი ეძლევათ იმუნოსუპრესიულ კომბინაციის ნაწილის სახით, შესაძლოა უფრო ხშირად აღმოჩნდნენ ამა თუ იმ ინფექციების, მათ შორის ციტომეგალოვირუსით (CMV) გამოწვეული ქსოვილის ინვაზიური დაავადების, კუჭნაწლავიდან შესაძლო სისხდენისა და ფილტვის შეშუპების მომატებული რისკის ქვეშ, ვიდრე ახალგაზრდა პაციენტები. 6) ქვემოთ 1 და 2 ცხრილებში წარმოდგენილია კონტროლირებადი კვლევებით გამოვლენილი გვერდითი მოვლენები იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ მაირეპტს თირკმლის, გულის ან ღვიძლის მოცილების სინდრომის პრევენციისათვის, გადანერგვის შემდეგ.
ცხრილი 1. გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღენიშნა 10%≤ პაციენტებს, რომლებსაც ეძლეოდა მიკოფენოლატ მოფეტილი ციკლოსპორინთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციით
ორგანოების სისტემა
გვერდითი ეფექტები თირკმლის გადანერგილი პაციენტების კვლევებით (n=991)
გვერდითი ეფექტები გულის გადანერგილი პაციენტების კვლევებით
MYCS 1864 (n=289)
გვერდითი ეფექტები ღვიძლის გადანერგილი პაციენტების კვლევებით (n=277)
ორგანიმზი, მთლიანად
ასთენია (16,1%)
ცხელება (23,3%)
თავის ტკივილი (21,1%)
ინფექცია (20,9%)
მკერდის ტკივილი (13,4%)
მუცლის ტკივილი (27,6%)
ზურგის ტკივილი (12,1%)
გაურკვეველი
ტკივილი (33,0%)
შეშუპება (12,2%)
სეფსისი (19,7%)
პერიფერული
შეშუპებები (28,6%)@
ასთენია (43,3%)
ცხელება (47,4%)
თავის ტკივილი (54,3%)
ინფექცია (25,6%)
მკერდის ტკივილი (26,3%)
მუცლის ტკივილი (33,9%)
ზურგის ტკივილი (34,6%)
გაურკვეველი
ტკივილი (75,8%)
შეშუპება (26,62%)
სეფსისი (18.7%)
პერიფერული
შეშუპებები (64,0%)
ასციტები (24,2%)
ასთენია (35,4%)
შემცივნება ცხელებით (10,8%)
მუცლის
შებერილობა (18,8%)
ცხელება (52,3%)
თავის ტკივილი (53,8%)
თიაქარი (11,6%)
ინფექცია (27,1%)
მუცლის ტკივილი (62,5%)
ზურგის ტკივილი (46,6%)
მკერდის ტკივილი (15,9%)
შეშუპება (28,2%)
პერიტონიტი (10,1%)
სეფსისი (27,4%)
გაურკვეველი ტკივილი (74,0%)
პერიფერული
შეშუპებები (48,4%)@
სისხლისა და ლიმფური სისტემა
ანემია (25,8%)
ჰიპოქრომული ანემია (11,5%)
ლეიკოციტოზი (10,9%)
ლეიკოპენია (34,5%)
თრომბოციტოპენია (10,1%)
ანემია (42,9%)
ჰიპოქრომული ანემია (24,6%)
ლეიკოციტოზი (40,5%)
ლეიკოპენია (30,4%)
თრომბოციტოპენია (23,5%)
სისხლჩაქცევები (16,6%)
ანემია (43,0%)
ჰიპოქრომული ანემია (13,7%)
ლეიკოციტოზი (22,4%)
ლეიკოპენია (45,8%)
თრომბოციტოპენია (38,3%)
შარდსასქესო სისტემა
საშარდე ტრაქტის ინფექცია (45,5%)
ჰემატურია (14,0%)
ტუბულარული ნეკროზი (10,0%)
საშარდე ტრაქტის ინფექცია (13,2%)
თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (21,8%)
ოლიგურია (14,2%)
საშარდე ტრაქტის ინფექცია (18,1%)
თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (25,6%)
ოლიგურია (17,0%)
გულ- სისხლძარღვთა სისტემა
ჰიპერტენზია (32,4%)
ჰიპერტენზია (77,5%)
არითმია (19,0%)
ბრადიკარდია (17,3%)
ჰიპოტენზია (32,5%)
გულის მწვავე უკმარისობა (11,8%)
პერიკარდიუმის ექსუდატი (15,9%)
სისხლძარღვების ფუნქციის დაქვეითება (25,6%) ტაქიკარდია (20,1%)
ჰიპერტეზია (62,1%)
ჰიპოტენზია (18,4%)
ტაქიკარდია (22,0%)
ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მომნელებელი სისტემა
ჰიპერქოლესტერინემია (12,8%)
ჰიპერგლიკემია (12,4%)
ჰიპერკალიემია (10,3%)
ჰიპოკალიემია (10,1%)
ჰიპოფოსფატემია (15,8%)
ჰიპერქოლესტერინემია (41,2%)
ჰიპერგლიკემია (46,7%)
ჰიპერკალიემია (14,5%)
ჰიპოკალიემია (31,8%)
აციდოზი (14,2%)
ბილირუბინემია (18,0%)
მაღალი BUN (34,6%)
მაღალი კრეატინინი (39,4%)
მაღალი: LDH(23,2%),
AST (17,3%), ALT (15,6%)
ჰიპერლიპიდემია (10,7%)
ჰიპერურიკემია (16,3%)
ჰიპოვოლემია (18,3%)
ჰიპომაგნეზიმია (11,4%)
წონაში მატება (15,6%)
ბილირუბინემია (14,4%)
მაღალი BUN (10,1%)
მაღალი კრეატინინი (19,9%)
ანომალური შეხორცება (10,5%)
ჰიპერგლიკემია (43,7%)
ჰიპერკალემია (22,0%)
ჰიპოკალციემია (30,0%)
ჰიპოკალიემია (37,2%)
ჰიპოგლიკემია (10,5%)
ჰიპომაგნეზიმია (39,0%)
ჰიპოფოსფატემია (14,4%)
ჰიპოპროტეინემია (13,4%)
ქოლანგიტი (14,1%)
სიყვითლე (11,9%)
ჰეპატიტი (13,0%)
ღვიძლის ფუნქციური ტესტის გადახრა ნორმიდან (24,9%)
კუჭ-ნაწლავის სისტემა
ყაბზობა (22,9%)
დიარეა (36,1%)
დიპეფსია (17,6%)
პირის ღრუს კანდიდოზი (12,1%)
გულისრევა (23,6%)
პირღებინება (13,6%)
ყაბზობა (41,2%)
დიარეა (45,3%)
დისპეფსია (18,7%)
პირის ღრუს კანდიდოზი (11,4%)
გულისრევა (54,0%)
პირღებინება (33,9%)
მეტეორიზმი (13,8%)
მადის დაკარგვა (25,3%)
ყაბზობა (37,9%)
დიარეა (51,3%)
დისპეფსია (22,4%)
მეტეორიზმი (12,6%)
გულისრევა (54,5%)
პირღებინება (32,9%)
პირის ღრუს კანდიდოზი (10,1%)
სუნთქვის ორგანოები
ხველის გაძლიერება (15,5%)
რესპირატორული დარღვევები (17,3%)
ფარინგიტი (11,2%)
ბრონქიტი (11,9%)
პნევმონია (10,6%)
ინფექცია (23,9%)
ხველის გაძლიერება (31,1%)
რესპირატორული დარღვევები (36,7%)
ფარინგიტი (18,3%)
ასთმა (11,1%)
რინიტი (19,0%)
პლევრალური გამონაჟონი (17,0%)
სინუსიტი (26,0%)
პნევმონია (10,7%)
ინფექცია (37,0%)
ფილტვის დაავადება (30,1%)
ატელექტაზი (13,0%)
ხველის გაძლიერება (15,9%)
რესპირატორული დარღვევები (31,0%)
ფარინგიტი (14,1%)
პლევრალური
გამონაჟონი (34,3%)
პნევმონია (13,7%)
სინუსიტი (11,2%)
ფილტვის დავადებები (22,0%)
კანი და მისი დანამატები
აკნე (10,1%)
მარტივი ჰერპესი (18,2%)
აკნე (12,1%)
მარტივი ჰერპესი (20,4%)
სირსველი (10,7%
გამონაყარი (22,2%)
ქავილი (14,1%)
გამონაყარი (17,7%)
ოფლიანობა (10,8%)
ნერვული სისტემა
თავბრუსხვევა (11,2%)
უძილობა (11,8%)
კანკალი (11,8%)
თავბრუსხვევა (28,7%)
უძილობა (40,8%)
კანკალი (24,2%)
შფოთვა (28,4%)
აგზნებადობა (13,1%)
პარესთეზია (13,5%)
დეპრესია (15,6%)
ჰიპერტონია (15,6%)
ჰიპერტენზია (20,8%)
აპათია (11,1%)
შფოთვა (19,5%)
კონფუზია (17,3%)
დეპრესია (17,3%)
თავბრუსხვევა (16,2%)
უძილობა (52,3)
ჰიპერტენზია (15,2%)
კანკალი (33,9%)
ძვალ-კუნთოვანი სისტემა
ქვედა კიდურების კრუნჩხვები (16,6%)
მიალგია (12,5%)
მიასთენია (12,5%))
გრძნობის ორგანოები
ამბლიოპია (14,9%)
ცხრილი 2. გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღენიშნა 3%-დან <10%-მდე პაციენტებს, რომლებსაც ეძლეოდა მიკოფენოლატ მოფეტილი ციკლოსპორინთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციით.
ორგანოების სისტემა
გვერდითი ეფექტები თირკმლის გადანერგილი პაციენტების კვლევებით (n=991)
გვერდითი ეფექტები გულის გადანერგილი პაციენტების კვლევებით
MYCS 1864 (n=289)
გვერდითი ეფექტები ღვიძლის გადანერგილი პაციენტების კვლევებით (n=277)
ორგანიმზი, მთლიანად
მუცლის შებერილობა, კისტა, ტკივილი მენჯის არეში, თიაქარი, დაღლილობა, სახის შეშუპება, გრიპისმაგვარი სინდრომი, სისხლდენა
მუცლის შებერილობა, კისტა, ტკივილი მენჯის არეში, თიაქარი, დაღლილობა, სახის შეშუპება, გრიპისმაგვარი სინდრომი, სისხლდენა, ცელულიტი, კისრის ტკივილი, სიფერმკრთალე
კისტა, ცელულიტი, გრიპისმაგვარი სინდრომი, სისხლდენა, დაღლილობა, კისრის ტკივილი
სისხლისა და ლიმფური სისტემა
სისხლჩაქცევები, პოლიციტემია,
მაღალი პროთრომბინი, გაზრდილი თრომბოპლასტინის დრო
სისხლჩაქცევები, პანციტოპენია. გაზრდილი პროთრომბინის დრო
შარდსასქესო სისტემა
დიზურია, ერექციული დისფუნქცია, ხშირი შარდვა, ალბუმინურია, ჰიდრონეფროზი, პიელონეფრიტი
დიზურია, ერექციული დისფუნქცია, ხშირი შარდვა, ჰემატურია, შარდის შეუკავებლობა, საშარდე გზების დართვევები, თირკმლის ფუნქციის დაქვეითება
დიზურია, თირკმლის მწვავე დარღვევები, ჰემატურია, სათესლის პარკის შეშუპება, შარდის შეუკავებლობა, შარდის გამოყოფის გახშირება
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
სტენოკარდია, წინაგულების ფიბრილაცია, პოსტურალური ჰიპოტენზია, ჰიპოტენზია ტაქიკარდია, თრომბოზი, გულის ფრიალი, ვაზოდილატაცია
სტენოკარდია, წინაგულის ფიბრილაცია, პოსტურალური ჰიპოტენზია, არითმია (სუპრავენტრიკულარული ექსტრასისტოლია, წინაგულის ფიბრილაცია, ვენტრიკულარული ტაქიკარდია), გულის გაჩერება, პულმონალური ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობა, სინკოპე, სისხლძარღვების სპაზმები, ვენური წნევის მომატება
არტერიული თრომბოზი, წინაგულების ფიბრილაცია, არითმია, სინკოპე, ბრადიკარდია, ვაზოდილატაცია
ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მომნელებელი სისტემა
დეჰიდრატაცია, ჰიპერვოლემია, ჰიპოკლცემია, ჰიპოგლიკემია, ჰიპოპროტეინემია, აციდოზი, მაღალი დეჰიდროგენაზა (r-GT,LDH,AST,ALT,ALP) მაღალი კრეატინინი, ჰიპერკალცემია, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერგლიკემია, ჰიპერურიკემია, წონაში მომატება
მაღალი ALP, დეჰიდრატაცია, ჰიპერვოლემია, ჰიპოკალცემია, ჰიპოგლიკემია, ჰიპოპროტეინემია, ალკალოზი, არასწორი შეხორცება, ნიკრისი, ჰიპოქლორემია, ჰიპოფოსფატემია, ჰიპოვოლემია, ჰიპოქსია, რესპირატორული აციდოზი, წყურვილი, წონის დაკარგვა, ღვიძლის ფუნქციური ტესტის მაღალი მნიშვნელობები (AST, ALT ჩათვლით)
მეტაბოლური აციდოზი, რესპირატორული აციდოზი, დეჰიდრატაცია, მაღალი ALT/AST/ALP, ჰიპერლიპემია, ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერფოსფატაზა, ჰიპერვოლემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქსემია, ჰიპოვოლემია, წონაში მატება, წონის დაკარგვა
კუჭ-ნაწლავის სისტემა
ანორექსია, გასტრომეტეორიზმი, გინგივიტი, ღრძილების ჰიპერპლაზია, გასტროენტერიტი, ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება, ეზოფაგიტი, სტომატიტი, მეტეორიზმი, სისხლდენა კუჭნაწლავიდან, კუჭნაწლავის ტრაქტის კანდიდოზი, ჰეპატიტი, ნაწლავების გაუვალობა, ინფექცია, გასტრიტი
ანორექსია, გინგივიტი, ღრძილების ჰიპერპლაზია, ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება, ეზოფაგიტი, სტომატიტი, დისფაგია, სიყვითლე, ყაბზობა, ჰემატოქეზია, გასტროენტერიტი
დისფაგია, გასტრიტი, სისხლდენა კუჭნაწლავიდან, ნაწლავების გაუვალობა, ჰემატოქეზია, პირის ღრუს წყლულები, ეზოფაგიტი, რექტალური დისფუნქცია, კუჭის წყლული, სიყვითლე
სასუნთქი ორგანოები
ფილტვის შეშუპება, ასთმა, პლევრალური ეფუზია, რინიტი, სინუსიტი, პნევმონია
ფილტვის შეშუპება, აპნოე, ატელექტაზი, ბრონქიტი, სისხლდენა ცხვირიდან, სისხლიანი ნახველი, სლოკინი, ნეოპლაზმები, სიმსივნე, პნევმოთორაქსი, მომეტებული ნერწვის გამოყოფა, ხმის ტემბრის შეცვლა
ასთმა, ბრონქიტი, სისხლდენა ცხვირიდან, ჰიპერვენტილაცია, პნევმოთორაქსი, ფილტვის შეშუპება, რესპირატორული კანდიდოზი, რინიტი
კანი და მისი დანამატები
კანის კეთილთვისებიანი სიმსივნე, კანის კარცინომა, ფუნგალური დერმატიტი, კანის ჰიპერტროფია, ქავილი, ოფლიანობა, კანის წყლული, ალოპეცია, ჰერპესზოსტერი. ჭარბთმიანობა, გამონაყარი
კანის კეთილთვისებიანი სიმსივნე, კანის კარცინომა, ფუნგალური დერმატიტი, კანის ჰიპერტროფია, ქავილი, ოფლიანობა, კანის წყლული, სისხლდენა
აკნე, ფუნგალური დერმატიტი, სისხლდენა, მარტივი ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი, კანის კეთილთვისებიანი სიმსივნე, კანის წყლული, ვეზიკულური გამონაყარი
ნერვული სისტემა
შფოთვა, დეპრესია, ჰიპერტონია, პარესთეზია, აპათია
აგზნებადობა, შფოთვა, ჰალუცინაციები, ნევროპათია, გონების დაბინდვა, თავბრუსხვევა
ნერვოზი, კრუნჩხვები, ბოდვა, პირის ღრუს სიმშრალე, ჰიპერტონია, ჰიპერტენზია, ფსიქოზი, ნევროპათია, აპათია, გონების დაბინდვა
ძვალ-კუნთოვანი სისტემა
ართრალგია, ქვედა კიდურების კრუნჩვები, მიალგია, მიასთენია
მიასთენია
მიასთენია, ქვედა კიდურების კრუნჩვები, მიალგია, მიასთენია, ოსტეოპოროზი
გრძნობათა ორგანოები
კონიუნქტივიტი, ამბლიოპია, კატარაქტა
კონიუნქტივიტი, მხედველობის დარღვევები, სმენის დარღვევა, ოტალგია, თვალიდან სისხლდენა, ხმაური ყურებში
მხედველობის დარღვევები, ამბლიოპია, კონიუნქტივიტი, სმენის დაქვეითება
ენდოკრინული სისტემა
შაქრიანი დიაბეტი, პარათირეოიდული დარღვევა
შაქრიანი დიაბეტი, კუშინგის სინდრომი, ჰიპოთირეოიდიზმი
შაქრიანი დიაბეტი
- ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების გარდა, გამოვლენილია ასევე კანდიდოზის, პროსტატის დაავადებების, გულის შეგუბებითი უკმარისობის, გემოს დარღვევის, ცრემლდენის და ა.შ. შემთხვევები იმ პაციენტებში, რომლებიც მაირეპტს ღებულოდნენ ციკლოსპორინთან და კორტიკოსტეროიდებთან ერთად. 8)თირკმლის მოცილების სინდრომის კონტროლირებადმა დაკვირვებებმა გვიჩვენა, რომ პაციენტებს, რომლებიც 2 გ/დღეში დოზით ღებულობდნენ მაირეპტს, უსაფრთხოების პროფილი უფრო უკეთესი ჰქონდათ იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც მაირეპტი 3 გ/დღეში დოზით ეძლეოდა. სეფსისი, CMV ვირემიის სახით, შედარებით უფრო დამახასიათებელი იყო თირკმლის გადანერგილი პაციენტებისათვის, რომლებიც მაირეპტით მკურნალობდნენ, კონტროლირებადი ჯგუფის პაციენტებთან შედარებით, რომლებიც 3 გ/დღეში დოზას ღებულობდნენ, ვიდრე იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც ამ წამლის 2 გ/დღეში დოზა ეძლეოდა. 2-დან 18 წლამდე ასაკის 92 პაციენტის კლინიკურმა დაკვირვებებმა გვიჩვენა, რომ გვერდითი მოვლენები 600 მგ/მ2 ორჯერ დღეში დოზით მაირეპტის მიღებისას ზოგადად ისეთივე იყო, როგორიც იმ პაციენტებში, რომლებიც ამ წამალს 1 გ დღეში ორჯერ დოზით ღებულობდნენ. გარდა ისეთი გვერდითი ეფექტებისა, როგორიცაა დიარეა, ლეიკოპენია, სეფსისი და ანემია. გულის გადანერგილი პაციენტების შედარებითი კვლევებით, სეფსისის გამოვლენის სიხშირის მხრივ არანაირი განსხვავება არ დაფიქსირებულა მაირეპტის მიმღებ და კონტროლირებადი ჯგუფის პაციენტებს შორის. 9)კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ, დიარეა და პირღებინება უფრო ხშირი იყო თირკმლისა და გულის გადანერგილ პაციენტებში, რომლებიც მაირეპტით მკურნალობდნენ, იმ პაციენტებთან შედარებით რომლებსაც აზათიოპრინი ან პლაცებო ეძლეოდა. კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ, გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად ვლინდებოდა პაციენტებში, რომლებიც 3 გ/დღეში დოზით ღებულობდნენ მაირეპტს, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც ამ წამალს 2 გ/დღეში დოზას იღებდნენ. 10) საშარდე გზების ინფექციები უფრო ხშირი იყო პაციენტებში, რომლებიც მაირეპტით მკურნალობდნენ, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც აზათიოპრინი ან პლაცებო ეძლეოდა. მაგრამ, ამ ინფექციების გამოვლენის სიხშირე მომატებული აღმოჩნდა თირკმლის გადანერგილი პაციენტების ყველა ჯგუფში. 11) ლეიკოპენიის გამოვლენის სიხშირე ასევე უფრო მაღალი იყო თირკმლის გადანერგილ პაციენტებში, რომლებიც მაირეპტით მკურნალობდნენ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის პაციენტებში, რომლებიც მაირეპტის 3 გ/დღეში დოზას იღებდნენ. და პირიქით, გულის გადანერგილ პაციენტებში ლეიკოპენია უფრო მაღალი სიხშირით გამოვლინდა იმ პაციენტებში, რომლებიც აზათიოპრინით მკურნალობდნენ, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც მაირეპტი ეძლეოდა. 12) ალოგენური ტრანსპლანტატის მოცილების სინდრომის პრევენციის კლინიკურ დაკვირვებებით, ციტომეგალოვირუსით (CMV) გამოწვეული ქსოლოვილის ინვაზიური დაავადების სიხშირე უფრო მაღალი იყო პაციენტებში, რომლებიც მიკოფენოლატ მოფეტილს 3 გ/დღეში დოზით მკურნალობდნენ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში და იმ პაციენტებში, რომლებიც ამ პრეპარატის 2 გ/დღეში დოზით მკურნალობდნენ. ამის მსგავსად, კანდიდემიის, ინვაზიური კანდიდოზის და ინვაზიური ასპერგილოზის გამოვლენის სიხშირე უფრო მაღალი იყო იმ პაციენტებში, რომლებიც მაირეპტით მკურნალობდნენ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში. 13) ოპორტუნისტული ინფექციების გამოვლენის სიხშირის საერთო დონე გულის გადანერგილ პაციენტებში, დაახლოებით 10%-ით მაღალი აღმოჩნდა, როდესაც ისინი მაირეპტით მკურნალობდნენ, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც აზათიოპრინი ან პლაცებო ეძლეოდა. ალოგენური ტრანსპლანტატის მოცილების სინდრომის პრევენციის კლინიკური დაკვირვებებით, ფატალური შემთხვეების სიხშირე ოდნავ მაღალი (1%-ზე ნაკლები) იყო მაირეპტის მიღებისას, ვიდრე სხვა იმუნოსუპორესიული აგენტების მიღებისას ან საკონტროლო ჯგუფში. თირკმლის, გულის ან ღვიძლის მოცილების სინდრომის პრევენციის კონტროლირებადი კვლევებით, პაციენტებში, რომლებიც მაირეპტით (2 გ/დღეში ან 3 გ/დღეში დოზით) მკურნალობდნენ, ფატალური ინფექციების/სეფსისის სიხშირემ შეადგინა დაახლოებით 2% თირკმლის და გულის გადანერგილ პაციენტებში და 5% ღვიძლის გადანერგილ პაციენტებში. გულის ტრანსპლანტატის მოცილების სინდრომის პრევენციის შედარებითი კლინიკური კვლევით, ფატალური ინფექციების ან სეფსისის სიხშირის დონემ შეადგინა 1,7% იმ პაციენტებში, რომლებიც მაირეპტით მკურნალობდნენ და 3,8% იმ პაციენტებში, რომლებსაც აზათიოპრინი ეძლეოდა, ორივე შემთხვევაში – სხვა იმუნოსუპრესიულ აგენტებთან ერთად. 14) მწვავე ნეიტროპენია (ნეიტროფილების აბსოლუტური რიცხვი 500/მკლ) აღენიშნა იმ პაციენტების 1,5%-ს, რომლებიც მაირეპტს ღებულობდნენ ალოგენური მოცილების პრევენციისათვის. მწვავე ნეიტროპენია გამოუვლინდა იმ პაციენტების დაახლოებით 2,8%-ს, რომლებიც მაირეპტს ღებულობდნენ 3 გ/დღეში დოზით, მაგრამ არა იმ პაციენტებს, რომლებიც აზათიოპრინს ღებულობდნენ. 15) ინფექცია: შესაძლებელია ჰეპატიტის განვითარება В ჰეპატიტის ვირუსის რეაქტივაციის ან В ჰეპატიტის გამწვავების გამო. საჭიროა პაციენტების მდგომარეობაზე დაკვირვება და სათანადო ღონისძიებების გატარება, მაგ.: დოზის კორექცია, მკურნალობის შეწყვეტა, ანტიბიოტიკების ან ანტივირუსული პრეპარატების მიღება გვერდითი ეფექტის განვითარებისას. 16) პოსტ-მარკრეტინგული მონაცემები თირკმლის, გულისა და ღვიძლის გადანერგვის კლინიკური კვლევების მონცემების მსგავსია. ქვემოთ ჩამოთვლილია გვერდითი ეფექტები, რომლებიც საერთაშორისო პოსტ-მარკეტინგული კვლევებით იქნა დადგენილი: (1) - კუჭ-ნაწლავის სისტემა: კოლიტი (რაც ზოჯერ ციტომეგალოვირუსით (CMV) არის გამოწვეული), პანკრეატიტი, ნაწლავების ხაოების ატროფია; (2) - ინფექციური დაავადებები: სიცოცხლისათვის საშიში ინფექციები, როგორებიცაა მენინგიტი და ინფექციური ენდოკარდიტი, იშვიათ შემთხვევებში ვლინდება. არსებული მონაცემებით, უფრო ხშირია სხვა ტიპის სერიოზული ინფექციები – ტუბერკულოზი და ატიპიური მიკობაქტერიული ინფექცია. დადგენილია ასევე აგრანულოციტოზის, ფატალური აპლასტური ანემიისა და მიელოსუპრესიის შემთხვევები. პროგრესირებადი მულტიფოკალური მიელოენცეფალოპათიის (PML) შემთხვევები, რომლებსაც ზოგჯერ ფატალური შედეგი აქვს, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მაირეპტით მკურნალობდნენ. გამოვლენილ შემთხვეებში, ზოგადად, არსებობს PML რისკ-ფაქტორები, მათ შორის იმუნოსუპრესანტებით მკურნალობა და იმუნური სისტემის დარღვევები. (3) – იმუნური სისტემა აპლაზიის სუფთა წითელი უჯრედები (PRCA) გამოუვლინდა პაციენტებს, რომლებიც მაირეპტს სხვა იმუნოსუპრესანტებთან კომბინაციით ღებულობდნენ. (4) - თანდაყოლილი დარღვეები: თანდაყოლილი ანომალიები, მათ შორის – ყურის ანომალიები, დადგენილი იქნა იმ პაციენტების შთამომავლებში, რომლებიც სხვა იმუნოსუპრესანტებთან კომბინაციით ღებულობდნენ მიკოფენოლატ მოფეტილს ორსულობის პერიოდში. (5) - ჰიპერმგრძნობელობა: დადგენილია რიგი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორებიცაა ანგიოედემა და ანაფილაქსია. (6) - სასუნთქი სისტემა: კუჭ-ნაწლავის, ფილტვის მხრივ დარღვევები, მათ შორის – ფატალური შედეგის მქონე პულმონალური ფიბროზი იშვიათ შემთხვევებში ფიქსირდება. (7) - სისხლძარღვთა დაავადება: ლიმფანგიომა. (8) - პოსტრ-მარკეტინგული კვლევებითს დადგენილი სხვა გვერდითი ეფექტები თირკმლის, გულის და ღვიძლის გადანერგის კლინიკური დაკვირვებებით გამოვლენილი ეფექტების მსგავსია. 17) 730 პაციენტზე 6 წლის განმავლობაში ჩატარებული პოსტ-მარკეტინგული კვლებების მონაცემებით, გვერდითი ეფექტების წარმოშობის სიხშირის მაჩვენებელმა შეადგინა 51,92% (379 შემთხვევა 730 პაციენტში), საიდანაც 42,88% (313/730) უკავშირდებოდა მაირეპტის მიღებას. აღნიშნული გვერდითი ეფექტების უმეტესობა მოდიოდა ზოსტერზე – 7,12% (52 შემთხვევა), რასაც მოსდევდა დიარეა – 4,93% (36 შემთხვევა), და მუცლის ტკივილი – 3,70% (27 შემთხვევა). დაფიქსირდა კბილის ტკივილის, შორისის მეჭეჭის თითო შემთხვევა, რომლებიც ადრე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში გამოვლენილი არ ყოფილა. 18) შიდა ბაზარზე დაშვების შემდეგ შეგროვებული სერიოზული გვერდითთი მოვლენების ანალიზისა და შეფასების შედეგები აჩვენებს შემდეგ გვერდით მოვლენებს. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ პრეპარატსა და შემდეგ გვერდით მოვლენებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი დადასტურებულია. ინფექცია: ჰეპატიტის რეაქტივაცია, რაც იწვევს ღვიძლის უკმარისობას. 5. საერთო სიფრთხილის ზომები: 1) სიმსივნე - პაციენტები, რომლებიც იმუნოსუპრესიული რეჟიმით მკურნალობენ სხვა წამლებთან კომბინაციით, მათ შორის მაირეპტით, უფრო მაღალი რისკის წინაშე დგანან ლიმფომასა და სხვა ავთვისებიანი წარმონაქმნების განვითარების მხრივ, განსაკუთრებით კანზე (იხ. გვერდითი მოვლენები). ჩვეულებრივ, პაციენტები, რომლებიც კანის კიბოს განვითარების მაღალი რისკის წინაშე დგანან, უნდა მოერიდონ მზეზე და ულტრაიისფერი გამოსხივების ადგილებში ყოფნას და უნდა ატარონ დაცვის მაღალი ფაქტორის მქონე ტანსაცმელი და სათვალე. კლინიკურ კვლევებში, რომლებიც ჩატარდა თირკმლის, გულის ან ღვიძლის ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში, ლიმფოპროლიფერაციული დაავადება (PTLD) აღენიშნებოდათ პაციენტების 0.4–1%-ს, რომლებიც იღებდნენ ამ პრეპარატს (2 გ ან 3 გ დღეში) სხვა იმუნოსუპრესანტებთან ერთად. PTLD-ის შემთხვევების უმეტესობა დაკავშირებული იყო ებშტეინ ბარის ვირუსის ინფექციასთან (EBV). PTLD-ის ყველაზე მაღალი რისკი დაფიქსირდა სერონეგატიურ EBV პაციენტების ჯგუფში, მათ შორის ბევრ ბავშვში. Pპედიატრიულ პაციენტებში PTLD-ის გარდა, ავთვისებიანი სიმსივნეები არ დაფიქსირებულა. 2) ინფექციები: პაციენტებმა, რომლებიც მაირეპტს ღებულობენ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ექიმს ინფექციების, მოულოდნელი სისხლჩაქცევების, სისხლდენის ან მიელოსუპრესიის ნებისმიერი ნიშნისა თუ სიმპტომის გამოვლენის შესახებ. იმუნური სისტემის ზედმეტმა სუპრესიამ ასევე შეიძლება აამაღლოს მგრძნობელობა ინფექციების, მათ შორის ოპორტუნისტული ინფექციების, ფატალური ინფექციებისა და სეფსისის მიმართ. თირკმლის, გულის ან ღვიძლის მოცილების სინდრომის პრევენციის კლინიკური კვლევებით დადგენილია, რომ იმ პაციენტებში, რომლებიც მაირეპტს ღებულობენ (2 გ ან 3 გ დოზით), ფატალური ინფექციები/სეფსისი წარმოეშვა თირკმლის და გულის გადანერგილი პაციენტების დაახლოებით 2%-ს და ღვიძლის გადანერგილი პაციენტების დაახლოებით 5%-ს (იხ. გვერდითი მოვლენები). იმუნური სისტემის ზედმეტად დათრგუნვამ ასევე შეიძლება გაზარდოს მგრძნობელობა ინფექციის მიმართ, ოპორტუნისტული ინფექციების, ფატალური ინფექციების და სეფსისის ჩათვლით. შესაძლებელია მიძინებული ვირუსული ინფექციების რეაქტივაცია, როგორიცაა ჰეპატიტის ვირუსები B&C და პაპილომა ვირუსი. შესაძლებელია B&C ჰეპატიტის რეაქტივაცია იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატს, რომლებსაც თავდაპირველად ქონდათ ვირუსული ინფექცია. აღწერილია Jcვირუსთან დაკავშირებული პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის (PML) შემთხვევები, ფატალური შემთხვევა აღწერილია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პაირეპტით. Dდაფიქსირებულ შემთხვევებში ძირითადად იყო (PML)-ის რისკის ფაქტორები, მათ შორის იმუნოდეპრესანტული მკურნალობა და იმუნური ფუნქციის დაქვეითება. იმუნოდეპრესირებულ პაციენტებში ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ PML დიფერენციალური დიაგნოზი იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ნევროლოგიური სიმპტომები, ამიტომ ნევროლოგთან კონსულტაცია უნდა ჩაითვალოს კლინიკურად მითითებულად. BK ვირუსთან ასოცირებული ნეფროპათია (BKVAN), დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც თირკმლის გადანერგვის შემდეგ მაირეპტს იღებდნენ. BKVAN ასოცირდება სერიოზულ შედეგებთან, მათ შორის თირკმლის ფუნქციის გაუარესებასა და თირკმლის გრაფტის დაკარგვასთან. პაციენტის მონიტორინგი აუცილებელია BK ვირუსთან დაკავშირებული ნეფროპათიის რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების აღმოჩენისათვის. BK ვირუსისთან ასოცირებული ნეფროპათიის გამოვლენისას საჭიროა პაციენტებში იმუნოსუპრესიის შემცირება. 3) სისხლი და იმუნური სისტემა: პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მაირეპტს სხვა პრეპარატებთან ერთად დაფიქსირდა ერითროციტების აპლაზიის შემთხვევები (PRCA). მექანიზმი არ არის ცნობილი, აგრევე არ არის დადასტურებული სხვა იმუნოდეპრესანტების როლი PRCA-ს განვითარებაში, ზოგიერთ შემთხვევაში დაფიქსირდა PRCA უკუგანვითარების პროცესი დაკავშირებული მიკოფენოლატის დოზის შემცირებასთან ან მკურნალობის შეწყვეტასთან. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ იმუნოსუპრესიის შემცირება ტრანსპლანტანტის მოცილების რისკთან არის დაკავშირებული. რეკომენდებულია სისხლის საერთო ანალიზი გაკეთდეს კვირაში ერთხელ პირველი თვის განმავლობაში, შემდეგ ორჯერ თვეში მეორე და მესამე თვეს და თვეში ერთხელ მკურნალობის პერიოდში. პირველი წლის განმავლობაში შესაძლებელია განვითარდეს სისხლის მხრივ ისეთი ცვლილებები, როგორიცაა პანციტოპენია, ნეიტროპენია (500/მკლ ნაკლები), აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ანემია. განსაკუთრებით უნდა შეფასდეს ნეიტროპენიის განვითარების რისკი მაირეპტის მიღებისას. ნეიტროპენია დაკავშირებულია მაირეპტის კონცენტრაციასთან, სხვა მედიკამენტებთან, ვირუსულ ინფექციებთან და ამ მიზეზების კომბინაციასთან. მაირეპტის დოზა უნდა შემცირდეს ან შეწყდეს თუ ნეიტროპენიის მაჩვენებელია -ANC <1300 /მკლ, უნდა ჩატარდეს შესაბამისი კვლევები და პაციენტს დაენიშნოს შესაბამისი მკურნალობა. 4) საჭმლის მომნელებელი სისტემა: იმის გამო, რომ მაირეპტი ასოცირდება საჭმლის მომნელებელი სისტემის გვერდითი მოვლენების მომატებულ შემთხვევებთან (მათ შორის იშვიათი შემთხვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლული, სისხლდენა და პერფორაცია), მაირეპტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში აქტიური სერიოზული საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებით. თეორიულად, ვინაიდან ეს პრეპარატი წარმოადგენს IMPDH- ს ინჰიბიტორს, პრეპარატი არ გამოყენება HGPRT დეფიციტის მქონე პაციენტებში, მათ შორის ლეშ-ნიჰანის სინდრომი და კელი სიგმილერის სინდრომი. 5) სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: სიფრთხილეა საჭირო იმუნოსუპრესანტებთან რომლებიც თრგუნავს MPA-ს ენტეროჰეპატურ ცირკულაციას, ციკლოსპორინი იცვლება სუპრესანტით, რომელიც არ თრგუნავს MPA-ს ენტეროჰეპატურ ცირკულაციას (მაგ. სიროლიმუსი, ბელატაცეპტი). სხვა მედიკამენტები, რომლებიც თრგუნავს MPA-ს ენტეროჰეპატურ ცირკულაციას (მაგ. ქოლესტრამინი), უნდა იქნას მიღებული სიფრთხილით, რადგან ამან შეიძლება შეამციროს სისხლში პრეპარატის კონცენტრაცია და შესაბამისად მისი ეფექტურობა. 6) პაციენტები რომლებიც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ: ხანდაზმულ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ უარყოფითი რეაქციების მაღალი რისკი, მაგალითად ინფექცია (ქსოვილის ციტომეგალოვირუსის ინვაზიური დაავადებების ჩათვლით), საჭმლის მომნელებელ სისტემაში სისხლდენა და ფილტვის შეშუპება. თირკმლის ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში თირკმლის მძიმე ქრონიკული უკმარისობით (GFR <25 მლ / წთ / 1.73 მ2) გადანერგვის შემდგომი პერიოდში ტრანსპლანტატის მოცილების რეაქციის თავიდან აცილების მიზნით მაირეპტი ინიშნება დოზით 1 გ და მეტი დღეში ორჯერ. 7) საკვებს (27 გ ცხიმი, 650 კალორია) გავლენა არ მოუხდენია მიკოფენოლატ მოფეტილის 1.5 გ დოზით შეწოვის მოცულობაზე (MPA AUC) თირკმლის სტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში. ამასთან, MPA Cmax 40%-ით შემცირდა საკვების არსებობისას. 8) იმუნოსუპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციების მიმართ მგრძნობელობის ამაღლება და ლიმფომის შესაძლო განვითარება. ამიტომ, მაირეპტი პაციენტს უნდა მიეცეს მხოლოდ იმუნოსუპრესიულ თერაპიასა და თირკმლის, გულის, ან ღვიძლის გადანერგილი პაციენტების მკურნალობაში გამოცდილი ექიმის მიერ. პაციენტები, რომლებსაც ეს წამალი ეძლევათ, უნდა იმყოფებოდნენ სათანადოდ აღჭურვილ, ადექვატური ლაბორატორიული და დამხმარე სამედიცინო რესურსებით უზრუნველყოფილ დაწესებულებაში, გამოცდილი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. თერაპიული კურსის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ექიმი სრულ ინფორმაციას უნდა ფლობდეს თავისი პაციენტების სამედიცინო ისტორიის შესახებ. 9) ჰეპატიტი - შესაძლებელია B ჰეპატიტის ვირუსის რეაქტივაცია. ჰეპატიტის ვირუსის რეაქტივაცია დაფიქსირდა პაციენტებში უარყოფითი ანტიგენური HB–ით იმუნოდეპრესანტების მიღების შემდეგ. C ჰეპატიტის ვირუსის გაუარესება ასევე დაფიქსირდა C ჰეპატიტის ვირუსის მქონე პაციენტებში იმუნოდეპრესანტების მიღების შემდეგ. ამ შემთხვევაში აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის ან ჰეპატიტის ვირუსის მარკერების კონტროლი. 6. ურთიერთქმედება სხვა წამლებთან 1) მიკოფენოლატ მოფეტილი აზათიოპრინთან კომბინაციაში არ გამოიყენება. ამ ორივე წამალს შეუძლია ხელი შეუწყოს იმუნოსუპრსიის გამოწვევას; ამიტომ, ამ წამლების ერთდროულად მიცემა პაციენტებისათვის, რეკომენდირებული არ არის. 2) აციკლოვირი: მიკოფენოლატ მოფეტილისა და აციკლოვირის კომბინირებულმა გამოყენებამ, MPAG-ის და აციკლოვირის მაღალი AUCs (8,6% და 17,4%, შესაბამისად) გვიჩვენა, იმ მნიშვნელობებთან შედარებით, რაც ამ პრეპარატებს ცალ-ცალკე აქვთ. იმის გამო, რომ თირკმლის დისფუნქციის შემთხვევაში, MPAG-ისა და აციკლოვირის კონცენტრაციები პლაზმაში მატულობს, არსებობს პოტენციური შესაძლებლობა, რომ მიკოფენოლატმა და აციკლოვირმა ერთმანეთს გაუწიონ კონკურენცია ტუბულარულ სეკრეციასთან მიმართებით, რაც კიდევ უფრო გაზრდის მათ კონცენტრაციებს. მაგნიუმის და ალუმინის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდები: ანტაციდებთან კომბინირებულად მიღებისას, მიკოფენოლატ მოფეტილის აბსორბცია მცირდება. 3) ანტაციდები და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები: მიკოფენოლატის მოფეტილის აბსორბცია მცირდება მიკოფენოლატის მოფეტილის და ანტაციდების (მაგნიუმის ჰიდროქსიდი, ალუმინის ჰიდროქსიდი და მსგავსი) და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების (ლანსოპრაზოლი და პანტოპრაზოლი მათ შორის) ერთდროული მიღებისას.Eეს პრეპარატები სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ორგანოგადანერგილ პაციენტებში ორგანოს მოცილების რისკის გამო. 4) ქოლესტირამინი: მიკოფენოლატ მოფეტილის 1,5 გ დღეში ერთჯერადი დოზით მიცემისას ჯანმრთელი პირებისათვის, რომლებსაც ჯერ მიეცათ ქოლესტირამინის 4 გ დოზა დღეში სამჯერ, 4 დღის განმავლობაში, აღენიშნათ MPA-ს ACU 40% შემცირება. ამიტომ, მაირეპტის მიცემა ქოლესტირამინთან ან ენტეროჰეპატურ რეცირკულაციაზე ზემოქმედების მქონე სხვა პრეპარატებთან ერთად, რეკომენდირებული არ არის. 5) ტელმისარტანი: MPA კონცენტრაცია 30% მცირდება მიკოფენოლატის მოფეტილის და ტელმისარტანის ერთდროული მიღებისას, თუმცა თვალსაჩინო სხვაობა გვერდითი ეფექტების სიხშირესა და ტრანსპლანტის მოცილების სტატისტიკაში იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც იღებდნენ მედიკამენტს ტელმისარტანთან კომბინაციაში და მონითერაპიის სახით კლინიკურ კვლევებში არ აღინიშნა. 6) ციკლოსპორინი: მიკოფენოლატ მოფეტილი არ ახდენს გავლენას ციკლოსპორინის ფარმკოკინეტიკაზე. მაგრამ, თირკმლის გადანერგილ პაციენტებში, აღინიშნა MPA-ს ექსპოზიციის 30-50%-ით შემცირება, როდესაც მათ მიკოფენოლატ მოფეტილი ციკლოსპორინთან ერთად მიეცა, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც მიკოფენოლატ მოფეტილი სიროლიმუსთან კომბინაციით ეძლეოდა. 7) განციკლოვირი: მიკოფენოლატ მოფეტილისა და ინტრავენური განციკლოვირის ერთჯერადი მიღების შედეგების ან ამ წამლების ფარმაკოკინეტიკის საფუძველზე, თირკმლის დისფუნქციის პაციენტებში, სავარაუდოა, რომ მიკოფენოლატისა და განციკლოვირის კომბინირებული გამოყენება გამოიწვევს MPAG და განციკლოვირის კონცენტრაციების მომატებას. MPA ფარმაკოკინეტიკაში რაიმე ცვლილებები მოსალოდნელი არ არის და არც დოზის შემცირების საჭიროება არსებობს. თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტები, რომლებიც კომბინირებულად ღებულობენ მიკოფენოლატ მოფეტილს და განციკლოვირს ან ვალგანციკლოვირს, მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ. 8) პერორალური კონტრაცეპტივი: მაირეპტის (1 გ დღეში ორჯერ) და ეთინილესატადოილის (0,02 მგ-დან 0,04 მგ-მდე), ლევონორგესტრელის (0,05 მგ-დან 0,20 მგ-მდე), დეზოგესტრელის (0,15 მგ) ან გესტოდინის (0,05 მგ-დან 0,10 მგ-მდე) შემცველი პერორალური კონტრაცეპტივების კომბინირებული გამოყენების კვლევებით, რომლებიც ფსორიაზის მქონე 18 ქალს ჩაუტარდა 3-ზე მეტი თანმიმდევრული მენსტრუალური ციკლის განმავლობაში, დადგინდა. რომ ამ წამლების ერთდროული მიღება ვერ ახდენს რაიმე მნიშვნელოვან გავლენას შრატში LH, FSH და პროგესტერონის საშუალო დონეებზე. ანუ, მაირეპტი ვერ ზემოქმედებს პერორალური კონტრაცეპტივების მიერ ოვულაციის დათრგუნვის მექანიზმზე. 9) β-ლაქტამური ანტიბიოტიკები გლუკურონიდაზას სინთეზით (მაგ. Aმინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები, ფტორქინოლონები, პენიცილინის რიგის ანტიბიოტიკები) აფერხებენ MPAG / MPA ცირკულაციას ნაწლავში, შესაბამისად ამცირებს სისტემურ მოქმედებას. (1) ციპროფლოქსაცინი ან ამოქსაცილინი/კალიუმის კლავულანატი: ამოქსაცილინ/კლავულანატის კომბინირებული მიღებისას წინასწარი (pre dose) (მინიმალური) კონცენტრაცია შემცირდა 54%-ით. თუ გაგრძელდება Pპრეპარატის მიღება არასასურველი სიმპტომები თანდათან შემცირდება, პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ სიმპტომები რომლებიც დაკავშირებული MPA ყველაზე დაბალ კონცენტრაციებთან სისხლში ქრება.Lამ ფენომენების კლინიკური მნიშვნელობა არ არის ნათელი, რადგან არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ხარისხი ზუსტად ასახავს ცვლილებას. (2) ტრიმეტოპრიმი / სულფამეტოქსაზოლი/ნორფლორაქსინი/მეტრონიდაზოლი: ცალ-ცალკე აღებული თითოეული ამ პრეპარატისა და მიკოფენოლატ მოფეტილის ერთდროული მიღება MPAG/MPA ბიოშეღწევადობაზე გავლენას ვერ ახდენს. მიკოფენოლატ მოფეტილის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ნორფლორაქსინისა და მეტრონიდაზოლის ერთდროული გამოყენებისას, MPA-ს AUC0-48 30%-ით შემცირდა. (3) ტრიმეტოპრიმი/სულფომეტოქსაზოლი: გავლენას არ ახდენს MPA არ კონცენტრაციაზე (AUC, Cmax). 10) ტაკროლიმუსი: (1) თირკმლის გადანერგილი პაციენტები: პაციენტებში, რომლებსაც ერთდროულად ეძლეოდათ მიკოფენოლატ მოფეტილი (1 გ ორჯერ დღეში) და ციკლოსპორინი, MPA-ს AUC დაახლოებით 30%-ით გაიზარდა, ხოლო პაციენტებში, რომლებსაც ერთდროულად ეძლეოდათ მიკოფენოლატ მოფეტილი და ტაკროლიმუსი, MPA-ს AUC დაახლოებით 20%-ით შემცირდა. ტაკროლიმუსს არ მოუხდენია გავლენა MPA Cmax-ზე, მაგრამ MPAG Cmax დაახლოებით 20%-ით შემცირდა. ამ შედეგების მექანიზმი დადასტურებულად ცნობილი არ არის. ეს შედეგები შეიძლება ნაწილობრივ უკავშირდებოდეს MPAG-ს ზრდად გამოყოფას ნაღველში, რაც შესაძლოა MPA-ს ენტეროჰეპატურ რეცირკულაციას იწვევდეს. ამიტომ, MPA-ს კონცენტრაციის ამაღლება ტაკროლიმუსის მიღების შედეგად, უფრო თვალსაჩინო იყო კონცენტრაცია-დროის ასპექტის ბოლო ნაწილში (4-12 საათი მიღების შემდეგ). პაციენტებს, რომლებიც ტაკროლიმუსით მკურნალობენ, მიკოფენოლატ მოფეტილი არ შეიძლება მიეცეთ უფრო მაღალი დოზით, ვიდრე 1 გ დღეში ორჯერ. ასეთი პაციენტები მკაცრ მონიტორინგსა და შესაბამის კონტროლს საჭიროებენ. სხვა კვლევამ გვიჩვენა, რომ მიკოფენოლატ მოფეტილი არ ახდენს გავლენას ტაკროლიმუსის კონცენტრაციაზე. (2) ღვიძლის გადანერგილი პაციენტები: არსებობს მხოლოდ რამდენიმე ფარმაკოკინეტიკური მონაცემი იმის შესახებ, თუ რა ზემოქმედებას ახდენს მიკოფენოლატ მოფეტილისა და ტაკროლიმუსის კომბინირებული გამოყენება MPA AUC-ზე, ღვიძლის გადანერგილ პაციენტებში. შესაბამისმა კვლევამ გვიჩვენა, რომ მიკოფენოლატ მოფეტილის 1,5 გ დღეში ორჯერადი დოზით მიცემისას იმ პაციენტებისათვის, რომლებიც ტაკროლიმუსით მკურნალობენ, ტაკროლიმუსის AUC გაიზარდა. 11) სხვა ურთიერთქმედებები: მიკოფენოლატ მოფეტილის მიცემისას მაიმუნებისათვის, MPAG-ს AUC და MPA-ს AUC პლაზმაში გაიზარდა 3-ჯერ და 2-ჯერ, შესაბამისად. ამიტომ, შეიძლება ერთმანეთთან შედარდეს თირკმლის ტუბულარული სეკრეცია MPAG-სა და სხვა წამლების შემთხვევაში, რომლებიც, დადასტურებულად სარწმუნოდ უწყობენ ხელს ტუბულარულ სეკრეციას. წამლებს, რომლებიც კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას ცვლიან, შეუძლიათ შეაჩერონ ენტეროჰეპატური რეცირკულაცია და ურთიერთქმედებაში შევიდნენ მიკოფენოლატ მოფეტილთან. MPAG-ს ჰიდროლიზის ზემოქმედებას შეუძლია შეამციროს აბსორბცია და MPA-ს უტილიზაცია. 12) სეველამერი: სეველამერისა და მიკოფენოლატ მოფეტილის კომბინირებული გამოყენება ზრდასრულ და ბავშვის ასაკის პაციენტებში, ამცირებს საშუალო MPA Cmax და AUC0-12სთ-ს დაახლოებით 30%-ით და 25%-ით, შესაბამისად. რეკომენდირებულია, რომ სეველამერი და კალციუმისაგან თავისუფალი სხვა ფოსფატური შემკვრელები პაციენტებს მიეცეს მაირეპტის მიღებიდან 2 საათის შემდეგ, რათა მინიმუმამდე იქნას შემცირებული ზეგავლენა MPA-ს აბსორბციაზე. 13) ცოცხალი ვაქცინები: ცოცხალი ვაქცინების მიცემა დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებისათვის, არ შეიძლება. ასეთ პაციენტებში, ანტისხეულის რეაქცია ვაქცინაციაზე შესაძლოა ნაკლებად ეფექტური იყოს. მაირეპტით მკურნალობის პროცესში, ცოცხალი გათხევადებული ვაქცინების გამოყენება თავიდან უნდა იქნეს აცილებული, ხოლო პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ ვაქცინაცია შესაძლოა ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს, და მხოლოდ გრიპის ვაქცინაა სასარგებლო. გრიპის ვაქცინაციისას დაცული უნდა იყოს ვაქცინაციის მოქმედი ეროვნული წესები. 14) ციპროფლოქსაცინი და ამოქსიცილინი/კალიუმის კლავულანატი: თირკმლის გადანერგილი პაციენტების მიერ პერორალური ციპროფლოქსაცინის ან ამოქსიცილინის/კალიუმის კლავულანატის მჟავას მიღების შემდეგ, აღინიშნა მედიანურ არხში MPA კონცენტრაციის დაახლოებით 54%-იანი შემცირება (მისი თავდაპირველი მნიშვნელობიდან. MPA კონცენტრაციის ასეთი შემცირება კლებულობს ანტიბიოტიკური მკურნალობით დ სრულად ქრება ანტიბიოტიკების შეწყვეტის შემდეგ. კონცენტრაციის ამ დონის ცვლილება არაა აუცილებელი, რომ იწვევდეს სრული MPA ექსპოზიციის ცვლილებას. ამიტომ, ამ დაკვირვებების კლინიკური საიმედობა არ არის დადასტურებული. 7. ორსულობა და ლაქტაცია 1) მიკოფენოლატ მოფეტილმა (MMF) შესაძლოა ფატალური შედეგი გამოიწვიოს ორსულ ქალებში. ამ პრეპარატის გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში შეწყვეტის მაღალ რისკთანაა დაკავშირებული და წარმოშობს თანდაყოლილი ანომალიების, კერძოდ – გარე ყურის, სახის, კურდღლის ტუჩის, ყბის, და ასევე დისტალური კიდურების, გულის, ეზოფაგურ, და თირკმლის ანომალიების რისკებს. ორსულთა ტრანსპლანტაციის ეროვნულ რეესტრში (NTPR) შეტანილია 33 ფაილი ორგანო-გადანერგილ 24 ორსულ პაციენტში MMF-ექსპოზიციის შესახებ, რომელთაგან 15 შემთხვევა (45%) სპონტანური აბორტით, 18 შემთხვევა კი ნაყოფის ცოცხლად შობით დასრულდა. ამ 18 ახალშობილიდან 4-ს (22%) აღმოაჩნდა სტრუქტურული დარღვევები. 77 ქალზე ჩატარებული პოსტმარკეტინგული კვლევების მონაცემებით (მონაცემები შეგროვდა 1995-2007 წლებში), რომლებსაც MMF-ექსპოზიცია ორსულობის პერიოდში დაუდგინდა, 25 ქალს ჰქონდა სპონტანური აბორტი, 14 შემთხვევში კი ახალშობილს ან ნაყოფს ანომალიები აღმოაჩნდა. ამ 14-დან, 6 ახალშობილს ჰქონდა ყურის ანომალიები. იმის გამო, რომ პოსტმარკეტინგული მონაცემების შეგროვება ნებაყოფლობით საფუძველზე წარმოებს, ამაYთუ იმ გვერდითი ეფექტის გამოვლენის სიხშირის შესახებ სარწმუნო ინფორმაციის მიღება ყოველთვის არაა შესაძლებელი. ახალშობილებში გამოვლენილი ზემოაღნიშნული ანომალიები ცხოველების რეპროდუქციის ტოქსიკოლოგიური კვლევების შედეგების მსგავსია. შედარებისათვის, თანდაყოლილი ანომალიების ფონური დონე აშშ-ის შემთხვევაში შეადგენს დაახლოებით 3%-ს, (NTPR) მონაცემებით კი 4-5%-ს გადანერგილი ორგანოს მქონე იმ ქალების ბავშვებისათვის, რომლებიც სხვა იმუნოსუპრესიული წამლებით მკურნალობდნენ. 2) ცხოველების რეპროდუქციის ტოქსიკოლოგიური კვლევებით, ნაყოფის რეზორბციისა და მალფორმაციის მაღალი დონეები დაფიქსირდა მშობლის ტოქსიკურობის არარსებობის შემთხვევაშიც. თირკმლის და გულის გადანერგილ დედალ ვირთაგვებსა და ბოცვრებს აძლევდნენ ადამიანისათვის რეკომენდირებული მიკოფენოლატ მოფეტილის დოზის 0,02 - 0,9-ჯერად ექვივალენტს, მათი სხეულის ფართობის გათვალისწინებით. ახალშობილ ვირთაგვებში, ანომალიები მოიცავდა ანოფთალმიას, აგნათიას და ჰიდროცეფალიას. ახალშობილ ბოცვრებში კი ანომალიები მოიცავდა ექტოპია კორდისს, ექტოპიურ თირკმელს, დიაფრაგმის თიაქარს, ჭიპის თიაქარს. 3) რეპროდუქციული ასაკის ქალებს თერაპიის დაწყებამდე 1 კვირით ადრე უნდა ჰქონდეთ ორსულობის ნეგატიური ტესტი შარდის ან შტარის ტესტის შედეგებით. სულ მცირე 25 მსე/მლ მგრძნობელობით. ორსულობაზე ნეგატიური ტესტის არარსებობის შემთხვევაში მაირეპტით მკურნალობის დაწყება არ შეიძლება. ორსულობის პერიოდში მაირეპტის გამოყენების შემთხვევაში, ან თუ პაციენტი მაირეპტის მიღების პერიოდში დაფეხმძიმდა, მან უნდა შეაფასოს ამ წამლით მკურნალობის რისკები ნაყოფის მიმართ. ჩვეულებრივ შემთხვეებში, პაციენტი და მისი მკურნალი ექიმი ერთობლივად წყვეტენ, სჭარბობს თუ არა პაციენტისათვის მისაღები სარგებელი ნაყოფის მიმართ დამდგარ რისკს. 4) რეპროდუქციული ასაკის ქალებმა (სქესობრივ სიმწიფეს მიღწეული გოგონებისა და პერი-მენოპაუზის მქონე ქალების ჩათვლით), რომლებიც მაირეპტით მკურნალობენ, უნდა გაიარონ კონსულტაცია და ისარგებლონ ეფექტური კონტრაცეფციის საშუალებებით. პაციენტმა კონტრაცეფციის 2 შერჩეული საშუალების გამოყენება უნდა დაიწყონ მაირეპტით მკურნალობის დაწყებამდე 4 კვირით ადრე, თუკი კონტრაცეფციის მეთოდს თავშეკავება არ წარმოადგენს. ასეთმა პაციენტებმა კონტრაცეფცია უნდა გააგრძელონ მაირეპტით მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან 6 კვირის განმავლობაში. ისინი ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, რომ შინაგანი მიღების კონტრაცეფციული აბები ამცირებენ სისხლის დონეებს ჰორმონებში და ამიტომ, თეორიულად შესაძლებელია, რომ შეამცირონ კონტრაცეფციის ეფექტურობა. 5) მეძუძური დედები: იმ ვირთაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა, რომლებსაც მიკოფენოლატ მოფეტილს აძლევდნენ, გვიჩვენა, რომ მიკოფენოლის მჟავა რძეში გამოიყოფა. ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში. იმის გათვალისწინებით, რომ დედის რძეში ბევრი პრეპარატი გამოიყოფა, და ასევე ახალშობილებში სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარების საფრთხის გამო, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს მიკოფენოლატ მოფეტილის მიღებას დედის მიერ, ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას დედისათვის ამ წამლის სარგებლიანობის შეფასების საფუძველზე. 8. ბავშვები 1) ფარმაკოკინეტიკურ და უსაფრთხოების მონაცემებზე დაყრდნობით, პედიატრიული ასაკის პაციენტებში თირკმლის გადანერგვის შემდეგ, მიკოფენოლატის მოფეტილის პერორალური სუსპენზიის დოზაა 600 მგ/მ2 დღეში ორჯერ. ორ წლამდე ასაკის პაციენტებისათვის ამ წამლის მიცემა რეკომენდირებული არ არის, უსაფრთხოებსა და ეფექტურობის შესახებ მონაცემების სიმცირის გამო. 2) გულის ან ღვიძლის ალოგენური ტრანსპლანტატის პედიატიულ პაციენტებში, უსაფრთხოებსა და ეფექტურობის მონაცემები არ მოიპოვება. 9. ხანდაზმული ასაკი ხანდაზმული პაციენტები (≥65წ.), განსაკუთრებით კი ის პირები, რომლებსაც მაირეპტი ეძლევათ იმუნოსუპრესიულ კომბინაციის ნაწილის სახით შესაძლოა უფრო ხშირად აღმოჩნდნენ ამა თუ იმ ინფექციების, მათ შორის ციტომეგალოვირუსით (CMV) გამოწვეული ქსოლოვილის ინვაზიური დაავადების, კუჭ-ნაწლავიდან შესაძლო სისხდენისა და ფილტვის შეშუპების მომატებული რისკის ქვეშ, ვიდრე ახალგაზრდა პაციენტები (იხ. დოზა/მიღება). თირკმლის გადანერგილ ხანდაზმულ პაციენტებში სხვა უარყოფითი რეაქციები მოიცავს ლეიკოპენიას, მაღალ კრეატინინს შრატში, და დისპენიას. მაგრამ, ამ უარყოფითი რეაქციების გამოვლენის სიხშირის შედარებამ მოცემული ასაკობრივი ჯგუფის იმ პაციენტებში, რომლებიც შესაბამისად მაირეპტით და აზათიოპინით მკურნალობენ, კიბოს განვითარების ან სიკვდილიანობის დონის რაიმე სახით მომატება დაფიქსირებული არ ყოფილა 10. ჭარბი დოზა ამ პრეპარატის ჭარბი დოზით გამოყენების შემთხვევები აღწერილია კლინიკურ და პოსტ-მარკტინგულ კვლევებში. მაგრამ, უმეტეს შემთხვევებში, ჭარბი დოზით გამოწვეული გვერდითი რეაქციები არ გამოვლენილა. აღწერილი გვერდითი რეაქციები უკვე ცნობილი იყო წამლის უსაფრთხო გამოყენების პროფილით. ამ წამლის ჭარბი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს იმუნური სისტემის ზედმეტად დათრგუნვა და გაზარდოს ოპორტუნისტული ინფექციების, მიელოსუპრესიის და სხვა რისკები. ჭარბი დოიზით მიღების გამო ნეიტროპენიის გამოვლენის შემთხვევაში, მაირეპტის დოზა უნდა შემცირდეს, ან ამ პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს. ჩვეულებრივ, MPA და MPAG ჰემოდიალიზით არ განიდევნება, მაგრამ, პლაზმაში MPA-ის მაღალი კონცენტრაციის დროს (>100 µg/მლ) MPAG მცირე რაოდენობებით გამოიყოფა. წამლის გამოყოფის გაძლიერებით, MPA შეიძლება გამოიყოს ნაღვლის მჟავას სეკვესტრანტებით, როგორიცაა მაგალითად ქოლესტერამინი. 11. სიფრთხილის ზომები მოხმარებისას მიკოფენოლატ მოფეტილი ტერატოგენურ თვისებებს ავლენს ვირთაგვებსა და ბოცვრებში. Mმაირეპტის კაფსულების გახსნა და დამსხვრევა არ შეიძლება. ასევე, თავიდან უნდა იქნას აცილებული მაირეპტის კაფსულის ფხვნილის შესუნთქვა ან მისი უშუალო კონტაქტი კანთან ან ლორწოვან ზედაპირებზე ასეთი კონტაქტის შემთხვევაში, დაიბანეთ საპნიანი წყლით; თვალი გამოირეცხეთ ჩვეულებრივი წყლით. 12. სიფრთხილის ზომები შენახვისას 1) მოარიდეთ ეს წამალი ნესტიან გარემოს, შეინახეთ არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე; 2) წამალი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე 3) გაითვალისწინეთ, რომ ამ წამლის სხვა კონტეინერში შენახვამ შეიძლება გამოიწვიოს მისი თვისობრივი მახასიათებლების ცვლილებები. [გაფრთხილება] 1) იყავით ყურადღებით. ეს წამალი არ უნდა შეერიოს სხვა წამლებს. 2) წამალი მიიღეთ საკმარისი ოდენობის წყალთან ერთად. 3) იყავით ფრთხილად, რათა არ დააზიანოთ წამლის შესაფუთი მასალა (კონტეინერი და პაკეტი) მისი გახსნის და მოხმარებისას. [შენახვა] მაირეპტი კაფსულა 250 მგ: წამალი შეინახეთ ჰერმეტულად დაცულ კონტეინერში, ტენიანობის თავიდან ასაცილებლად არაუმეტეს 300C, მაირეპტი ტაბლეტი 500 მგ: შეინახეთ ჰერმეტულად დაცულ კონტეინერში ოთახის ტემპერატურაზე (10C - 300C) [შეფუთვის ერთეული] მაირეპტი კაფსულა 250მგ, 100 კაფსულა / მაირეპტი ტაბლეტი 500 მგ, 100 კაფსულა.
თუ ამ წამლის ყიდვისას მისი ვარგისიანობის ვადა გასულია, ან შეცვლილია მისი თვისობრივი მახასიათებლები, ან პაკეტი დაზიანებულია, იგი არ უნდა გამოიყენოთ. შეცვალეთ წამალი ახლით, იმავე აფთიაქში.
წამალი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
პროდუქტი დამზადებულია კვალიფიცირებულ KGMP ქარხანაში
® რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი 114
მომხმარებელთა კონსულტაციის ცენტრი 797-48 მანგიანგ-რო, სონგეო-ეუპი
სობუკ-გუ, ჩონან-სი, ჩუნჩონგნამ-დო: + 82-80-6776-080 (უფასო ზარი)
პაკეტის ჩანართი ინსტრუქციის ტექსტში 2024 წლის 09 მაისის შემდეგ შეტანილი ცვლილებები, შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ. გვერდზე www.ckdpharm.com ან ტელეფონით: + 82-80-6776-080 დაუკავშირდეთ კლიენტთა მომსახურების განყოფილებას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


